პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

პელეთროცინ პლუსი

Pelethrocin Plus®

ურეცეპტოდ450მგ + 50მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

• ქვედა კიდურების ორგანული და იდიოპათიური ქრონიკული ვენური დაავადების სამკურნალოდ შემდეგი სიმპტომებით: ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები. • ბუასილისა და მწვავე ჰემოროიდური შეტევების სამკურნალოდ

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიოსმინი (diosmin) + ჰესპერიდინი (hesperidin)
ფორმა და შეფუთვა
450მგ + 50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
მწარმოებელი
HELP S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
ATC კოდი
C05CA53
რეგისტრაციის ნომერი
რ-037708
რეგისტრირებულია
30 მარტი 2023, მოქმედებს 30 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
HELP S.A. (საბერძნეთი)
განმცხადებელი
შპს „ენ.თი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპელეთროცინ პლუსი და სხვა წამალი ერთად

პელეთროცინ პლუსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ქვედა კიდურების ორგანული და იდიოპათიური ქრონიკული ვენური დაავადების სამკურნალოდ შემდეგი სიმპტომებით: ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები.
  • ბუასილისა და მწვავე ჰემოროიდური შეტევების სამკურნალოდ

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები ზუსტად ისე როგორც აღწერილია მოცემულ ინსტრუქციაში ან როგორც ექიმი ან ფარმაცევტი გირჩევთ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი

ჩვეულებრივი დოზაა ორი ტაბლეტი დღეში ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს ჭამის დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

განაგრძეთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება ყოველ დღე ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მითითებული დროის მანძილზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი მიღება თვეების ან წლების განმავლობაში. კითხვების შემთხვევაში პრეპარატის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მეტ რაოდენობას

არ შეინიშნებოდა ჭარბი დოზირების შემთხვევები.

თუ დაგავიწყდათ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება

თუ პრეპაატს რეგულარულად იღებთ და გამოტოვეთ დოზა, უნდა მიიღოთ ეს დოზა გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდგომი დოზის მიღების დრო არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და შემდეგი დოზა მიიღეთ საჭირო დროს. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეწყვეტთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებას

არ შეწყვიტოთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება ვიდრე ექიმი ან ფარმაცევტი არ გირჩევთ. თუ შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას კურსის დასრულებამდე, შესაძლებელია სიმპტომების განახლება. მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღების გაგრძელება ვიდრე ექიმი ან ფარმაცევტი არ გირჩევთ.

შესაძლო გვერდითი ეფქტები

სხვა პრეპარატების მსგავსად პელეთროცინ პლუსის ტაბლეტებს შეუძლიათ გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ქვემოთ ჩამოთვლილია შეტყობინებული გვერდითი ეფექტები:

ხშირი: (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1-ში):

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, როგორიცაა კუჭში დისკომფორტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა

არახშირი (შესაძლებელია განვითარდეს 100-დან 1-ში ყოველ 1000 პაციეტნში):

ძილიანობა, თავის ტკივილი, ვერტიგო, მუცლის ან კუჭის ტკივილი, მოუნელებლობა, ღებინება, დიარეა, გამონაყარი, ქავილი, თივის ცხელება , დაბალი არტერიული წნევა, კრუნჩხვები, პალპიტაციები, დაღლილობა, უძილობა, შფოთვა

იშვიათი: (შესაძლებელია განვითარდეს 1-დან 1000-მდე ყოველ 10 000 პაციენტში):

ცხვირიდან სისხლდენა, არარეგულარული ციკლი ან ძლიერი სისხლდენა ციკლის დროს

რომელიმე გვერდითი ეფექტის სერიოზულობის შემთხვევაში, ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმცევტს.

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების შენახვს პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,

არ გამოიყენოთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები ბლისტერსა და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

დაუშვებელია პრეპარტების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება რომელიც აღარ გჭირდებათ . მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დიოსმინის ან ჰესპერიდინის ან პელეთროცინ პლუსის ტაბლტეტების სხვა ნივთიერებების მიმართ.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებისას

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ხართ ლაქტაციის პერიოდში.

სხვა პრეპარატების მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს ოღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის არარეცეპტურულს.

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია დღეში ორჯერ ერთსადაიმავე დროს საკვებთან ერთად.

სიფრთხილის ზომები

არ არსებობს სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები პელეტროცინი პლუს (450+50) მგ შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შემთხვევების არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, არანაირი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა ვარფარინის ანტიკოაგულანტებთან მიღებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატებით ადამიანებში ჩატარებულ კვლევებში არ შეინიშნებოდა ნაყოფზე დეფექტები. რეკომენდებული არ არის პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება ორსულობის პირველი სამი თვე.

ლაქტაცია: ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დედის რძეში გადასვლის შესახებ, პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების გამოყენება დაუშვებელია ლაქტაციის დროს.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის მოცემული პრეპარატის მიღებამდე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტებს არ აქვთ გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პელეტროცინი პლუსი (450+50) მგ შემოგარსული ტაბლეტები არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

პელეტროცინი პლუსი (450+50) მგ შემოგარსული ტაბლეტები, როგორც წესი, კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენების გამო მოხსნის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში სიხშირისა და ორგანოთა სისტემის მიხედვით:

ორგანოთა სისტემა

ხშირი

(>1/100, <1/10)

არახშირი

(>1/1000, <1/100)

იშვიათი (>1/10000, <1/1000)

ძალიან იშვიათი

<1/10000

ცნობილი არ არის (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

ნერვული სისტემის დარღვევები

ძილიანობა, თავის ტკივილი,

ყურისა და ლაბირინთის დარღვევები

ვერტიგო

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ეპისტაქსისი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

კუჭის არეში დისკომფორტი, ეპიგასტრიული ტკივილი, გულისრევა

მუცლის ტკივილი, დისპეფსია, ღებინება, დიარეა

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

ქავილი, გამონაყარი,

ჭინჭრის ციება

სისხლძარღვების დარღვევები

ჰიპოტენზია, კრუნჩხვები, პალპიტაცია

ზოგადი დარღვევები

დაღლილობა

რეპროდუქციული სისტემის და მკერდის დარღვევები

მენომეტრორაგია

ფსიქიკური დარღვევები

უძილობა, შფოთვა

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია დიოსმინი და ჰესპერიდინი. ყოველი გარსით დაფერული ტაბლეტი შეიცავს 450მგ დიოსმინს და 50მგ ჰესპერიდინს.

დამხმარე ნივთიერებები ტაბლეტის ბირთვში არის: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი. ტაბლეტი შეიცავს: თეთრი ცვილი , გლიცერინი, ჰიპრომელოზა 2190, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ლაურილსულფატი, რკინის ოქსიდი (ყვითელი) (E-172), რკინის ოქსიდი (წითელი), ტიტანის დიოქსიდი (E-171), მაგნიუმის სტეარატი.

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვს შემადგენლობა

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები მოცემულია გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. ტაბლეტები არის მოვარდისფრო-ბეჟი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული გამყოფი ხაზით. თითოეული შეფუთვა შეიცავს 30 ან 60 პელეთრცინ პლუსის გარსით დაფარულ ტაბლეტებს, რომელიც მოცემულია პვქ/ალუმინის ფოლგიან ბლისტერებზე გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

მარკეტინგული ავტორიზაცის მფლობელია:

ჰელპ სა, 10 ვალაორიტუს ქ.

GR 144 52 მეტამორფოზის, ატიკა, საბერძნეთი

ტელ.: +30 210 2815353

შენახვის პირობები

დამატებითი ინფორმაცია

რა არის პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები და რისთვის გამოიეყენება

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები შეიცავს ორ აქტიურ ნივთერებას: დიოსმინი და ჰესპერიდინი. დიოსმინი და ჰესპერიდინი მიეკუთვნებიან კაპილარების სტაბოლიზაციის საშუალების ჯგუფის პრეპარატებს. ისინი ხელს უწყობენ ვენებიდან სითხის დრენაჟს. მათი გამოყენება ხდება ვენების დაჭიმულობის, დახშობის და სისხლის მიმოქცევის შენელების შესამცირებლად, რომელიც გამოწვეულია ვენურ სისტემაში მაღალი წნევით ან ობსტრუქციით განპირობებული ბლოკადით, რაც როგროც წესი შეინიშნება ტერფებსა და ფეხებში. პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებები შემდეგი სიმპტომებით: ფეხებში ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება, ღამის სპაზმები, სითხის დიდი რაოდენობის დაგროვებით გამოწვული შეშუპება.

ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული შეტევების სამკურნალოდ.

ვიდრე მიიღებდეთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტებს

სათანადოდ დაიცავით ინსტრუქციები. ისინი შეიძლება განსხვავდებოდნენ ინსტრუქციაში ზოგადი ინფორმაციისგან.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიოსმინის კომბინაციები.

ათქ კოდი: C05CA53

პელეტროცინი პლუსი (450+50) მგ შემოგარსული ტაბლეტები გავლენას ახდენს ვენურ ტონუსზე და ახდენს დამცავ მოქმედებას სისხლძარღვებზე.

ფარმაკოლოგიაში

  • სისხლძარღვები: ამცირებს ვენების გაფართოებას და ვენოსტაზს;
  • მიკროცირკულაცია: ამცირებს კაპილარების გამტარიანობას და ზრდის მათ წინააღმდეგობას.

კლინიკურ ფატმაკოლოგიაში

  • ვენურ ჰემოდინამიკაზე პრეპარატის ეფექტის შესაფასებლად ჩატარებული კონტროლირებადი ორმაგი ბრმა კვლევებით დაადასტურა დიოსმინისა და ჰესპერიდინის ფარმაკოლოგიური თვისებები.
  • დოზადამოკიდებული ეფექტი:

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი პრეპარატის დოზასა და თერაპიულ ეფექტს შორის გამოვლინდა ვენური პლეტისმოგრაფიული პარამეტრების საფუძველზე: ვენების არხის მოცულობა, ვენების გაფართოების უნარი და სისხლძარღვების დაცლის დრო. ოპტიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა დღეში ორი ტაბლეტის მიღებით.

  • მოქმედება სისხლძარღვების ტონუსზე:

პრეპარატი ზრდის ვენების ტონუსს: ვენების ოკლუზიურმა პლეტისმოგრაფიამ ვერცხლისწყლის საზომი მოწყობილობების გამოყენებით აჩვენა სისხლძარღვების დაცლის დროის შემცირება.

  • მოქმედება მიკროცირკულაციაზე:

კონტროლირებადმა, ორმაგად ბრმა კვლევებმა აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება დიოსმინსა და ჰესპერიდინსა და პლაცებოს შორის.

კაპილარების სიმყიფის ნიშნების მქონე პაციენტებში დიოსმინით და ჰესპერიდინით თერაპიამ გაზარდა კაპილარების სიძლიერე, რაც გაიზომა ანგიოსტერეომეტრიით.

  • კლინიკურ პრაქტიკაში:

ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადმა კვლევებმა აჩვენა პრეპარატის თერაპიული ეფექტურობა ფლებოლოგიაში, ქვედა კიდურებში ქრონიკული ვენური უკმარისობის ფუნქციურ და ორგანულ თერაპიაში. ის ასევე ამსუბუქებს ბუასილის სიმპტომებს.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში, პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა განავლით 14C-ზე მონიშნული დიოსმინის შემცველი პროდუქტის პერორალური მიღების შემდეგ, მიღებული დოზის 14% გამოიყოფა შარდით. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს 11 საათს. პრეპარატი ექვემდებარება ფართო მეტაბოლიზმს, რასაცც მიუთითებს შარდში სხვადასხვა ფენოლის მჟავების არსებობა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

პელეთროცინ პლუსი® გეო

პელეთროცინ პლუსი®

დიოსმინი და ჰესპერიდინი

(450+50) მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

პროდუქტის დასახელებაა პელეთროცინ პლუსი (450+50) მგ გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლებიც დოკუმენტში მოხსენებულია როგორც პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები.

მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინსტრუქცია.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ .

ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა.

ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული მოცემული ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

მიმართეთ ექიმს თუ თავს არ გრძნობთ უკეთ და მდგომარეობა უარესდება.

მოცემულ ინსტრუქციაში:

რა არის პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები და რისთვის გამოიყნება

ვიდრე მიიღებდეთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტებს

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების შენახვის პირობები

დამატებითი ინფორმაცია

რა არის პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები და რისთვის გამოიეყენება

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები შეიცავს ორ აქტიურ ნივთერებას: დიოსმინი და ჰესპერიდინი. დიოსმინი და ჰესპერიდინი მიეკუთვნებიან კაპილარების სტაბოლიზაციის საშუალების ჯგუფის პრეპარატებს. ისინი ხელს უწყობენ ვენებიდან სითხის დრენაჟს. მათი გამოყენება ხდება ვენების დაჭიმულობის, დახშობის და სისხლის მიმოქცევის შენელების შესამცირებლად, რომელიც გამოწვეულია ვენურ სისტემაში მაღალი წნევით ან ობსტრუქციით განპირობებული ბლოკადით, რაც როგროც წესი შეინიშნება ტერფებსა და ფეხებში. პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური დაავადებები შემდეგი სიმპტომებით: ფეხებში ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება, ღამის სპაზმები, სითხის დიდი რაოდენობის დაგროვებით გამოწვული შეშუპება.

ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული შეტევების სამკურნალოდ.

ვიდრე მიიღებდეთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტებს

სათანადოდ დაიცავით ინსტრუქციები. ისინი შეიძლება განსხვავდებოდნენ ინსტრუქციაში ზოგადი ინფორმაციისგან.

არ მიიღოთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) დიოსმინის ან ჰესპერიდინის ან პელეთროცინ პლუსის ტაბლტეტების სხვა ნივთიერებების მიმართ.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებისას

აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ხართ ლაქტაციის პერიოდში.

სხვა პრეპარატების მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს ოღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის არარეცეპტურულს.

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია დღეში ორჯერ ერთსადაიმავე დროს საკვებთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: მოცემული პრეპარატებით ადამიანებში ჩატარებულ კვლევებში არ შეინიშნებოდა ნაყოფზე დეფექტები. რეკომენდებული არ არის პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება ორსულობის პირველი სამი თვე.

ლაქტაცია: ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დედის რძეში გადასვლის შესახებ, პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების გამოყენება დაუშვებელია ლაქტაციის დროს.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის მოცემული პრეპარატის მიღებამდე.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტებს არ აქვთ გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები ზუსტად ისე როგორც აღწერილია მოცემულ ინსტრუქციაში ან როგორც ექიმი ან ფარმაცევტი გირჩევთ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი

ჩვეულებრივი დოზაა ორი ტაბლეტი დღეში ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს ჭამის დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

განაგრძეთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება ყოველ დღე ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მითითებული დროის მანძილზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი მიღება თვეების ან წლების განმავლობაში. კითხვების შემთხვევაში პრეპარატის მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მეტ რაოდენობას

არ შეინიშნებოდა ჭარბი დოზირების შემთხვევები.

თუ დაგავიწყდათ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება

თუ პრეპაატს რეგულარულად იღებთ და გამოტოვეთ დოზა, უნდა მიიღოთ ეს დოზა გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდგომი დოზის მიღების დრო არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და შემდეგი დოზა მიიღეთ საჭირო დროს. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეწყვეტთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღებას

არ შეწყვიტოთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების მიღება ვიდრე ექიმი ან ფარმაცევტი არ გირჩევთ. თუ შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას კურსის დასრულებამდე, შესაძლებელია სიმპტომების განახლება. მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღების გაგრძელება ვიდრე ექიმი ან ფარმაცევტი არ გირჩევთ.

შესაძლო გვერდითი ეფქტები

სხვა პრეპარატების მსგავსად პელეთროცინ პლუსის ტაბლეტებს შეუძლიათ გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ქვემოთ ჩამოთვლილია შეტყობინებული გვერდითი ეფექტები:

ხშირი: (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1-ში):

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ, როგორიცაა კუჭში დისკომფორტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა

არახშირი (შესაძლებელია განვითარდეს 100-დან 1-ში ყოველ 1000 პაციეტნში):

ძილიანობა, თავის ტკივილი, ვერტიგო, მუცლის ან კუჭის ტკივილი, მოუნელებლობა, ღებინება, დიარეა, გამონაყარი, ქავილი, თივის ცხელება , დაბალი არტერიული წნევა, კრუნჩხვები, პალპიტაციები, დაღლილობა, უძილობა, შფოთვა

იშვიათი: (შესაძლებელია განვითარდეს 1-დან 1000-მდე ყოველ 10 000 პაციენტში):

ცხვირიდან სისხლდენა, არარეგულარული ციკლი ან ძლიერი სისხლდენა ციკლის დროს

რომელიმე გვერდითი ეფექტის სერიოზულობის შემთხვევაში, ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმცევტს.

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების შენახვს პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,

არ გამოიყენოთ პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები ბლისტერსა და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

დაუშვებელია პრეპარტების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება რომელიც აღარ გჭირდებათ . მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებებია დიოსმინი და ჰესპერიდინი. ყოველი გარსით დაფერული ტაბლეტი შეიცავს 450მგ დიოსმინს და 50მგ ჰესპერიდინს.

დამხმარე ნივთიერებები ტაბლეტის ბირთვში არის: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი. ტაბლეტი შეიცავს: თეთრი ცვილი , გლიცერინი, ჰიპრომელოზა 2190, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის ლაურილსულფატი, რკინის ოქსიდი (ყვითელი) (E-172), რკინის ოქსიდი (წითელი), ტიტანის დიოქსიდი (E-171), მაგნიუმის სტეარატი.

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვს შემადგენლობა

პელეთროცინ პლუსის ტაბლეტები მოცემულია გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. ტაბლეტები არის მოვარდისფრო-ბეჟი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული გამყოფი ხაზით. თითოეული შეფუთვა შეიცავს 30 ან 60 პელეთრცინ პლუსის გარსით დაფარულ ტაბლეტებს, რომელიც მოცემულია პვქ/ალუმინის ფოლგიან ბლისტერებზე გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

მარკეტინგული ავტორიზაცის მფლობელია:

ჰელპ სა, 10 ვალაორიტუს ქ.

GR 144 52 მეტამორფოზის, ატიკა, საბერძნეთი

ტელ.: +30 210 2815353

მწარმოებელი:

მწარმოებელია:

ჰელპ სა, პედინი იოანინონი,

GR 455 00 იოანინა, საბერძნეთი

მოცემული ინსტრუქცია ბოლოს დამტკიცდა: 2016 წლის მაისში

ჰელპ სა

ჰელპ სა - 10, ვალაორიტუს ქ.

GR 144 52 მეტამორფოზის, ატიკა, საბერძნეთი

ტელ.: + 30 210 2815353, +30 210 2843479

ქარხანა: პედინი იოანინა - საბერძნეთი

ტელ.: +30 2651 092143

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა