- ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომური თერაპია (სიმძიმე, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები ფეხებში); - ბუასილის სიმპტომური თერაპია (მწვავე ან ქრონიკული).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰესპერიდინი (hesperidin) + დიოსმინი (diosmin)
- ფორმა და შეფუთვა
- 450მგ + 50მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ბიოფლავონოიდები
- ATC კოდი
- C05CA53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038989
- რეგისტრირებულია
- 5 სექტემბერი 2023, მოქმედებს 5 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვენოდიოლ-M — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომური თერაპია (სიმძიმე, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები ფეხებში);
- ბუასილის სიმპტომური თერაპია (მწვავე ან ქრონიკული).
მიღების წესი და დოზირება
ზრდასრულები
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს) ან 2 ტაბლეტი 1-ჯერ დღე-ღამეში (დილით ან საღამოს).
მწვავე ბუასილის დროს პრეპარატის დოზა შეიძლება დროებით გაიზარდოს 2-3 ტაბლეტამდე 2-ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები პრეპარატის დოზირების შესახებ პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები პრეპარატის დოზირების შესახებ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით ჭამის დროს, უნდა იქნას გადაყლაპული მთლიანად და საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით.
თერაპიის ჩატარება რეკომენდებულია მოკლევადიანი კურსებით რამდენიმე თვის განმავლობაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ვენოდიოლ-M-ის გამოყენება მწვავე ბუასილის სიმპტომურ მკურნალობისას არ გამორიცხავს სწორი ნაწლავის სხვა დაავადებების თერაპიას. იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატით მკურნალობის ხანმოკლე კურსის შემდეგ პაციენტს ბუასილის სიმპტომები კიდევ აქვს, რეკომენდებულია სათანადო პროქტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და შესაბამისი თერაპიის საკითხის განხილვა.
პაციენტმა იმ სიტუაციებში, როდესაც წარმოიქმნება ძლიერი დისკომფორტი, ისეთი სიმპტომების ჩათვლით, როგორიცაა შეშუპება, კანის ფერის შეცვლა, ქსოვილების ადგილობრივი დაძაბულობა, სიცხის შეგრძნება, ტკივილი ქვედა კიდურებში, განსაკუთრებით ერთ ფეხში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა იყოს ქვედა კიდურების ვენების თრომბოზის შედეგი, რომელიც განპირობებულია ქრონიკული ვენური უკმარისობით.
დამხმარე ნივთიერებები
ვენოდიოლ-M შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტზე, ე.ი. თითქმის "არ შეიცავს ნატრიუმს".
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დღემდე არ ყოფილა შემოსული ინფორმაცია სხვა სამკურნალო საშუალებებთან პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მონაცემები ორსულობის დროს ქალებში პრეპარატ ვენოდიოლ-M-ის გამოყენების შესახებ არ არის ან შეზღუდულია.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში პრეპარატი არ ახდენდა ნეგატიურ გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
სიფრთხილის გამოჩენის მიზნით ვენოდიოლ-M არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები/მათი მეტაბოლიტები დედის რძეში ადამიანებში. ბავშვისთვის, მათ შორის ახალშობილისათვის, რისკი არ შეიძლება იყოს გამორიცხული. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ვენოდიოლ-M-ით თერაპიის შეწყვეტის/გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობა და ქალისთვის პრეპარატის გამოყენების სარგებელი.
ფერტილობა
ვირთხებში რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების ჩატარებისას პრეპარატი არ ახდენდა გავლენას მამრობითი და მდედრობითი სქესის ნაყოფიერებაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
კვლევები პრეპარატ ვენოდიოლ-M-ის გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა. ამის მიუხედავად, პრეპარატის ზოგადი უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით, ის არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
არასასურველი რეაქციები, რომლებიც იქნა დარეგისტრირებული კლინიკური კვლევების მსვლელობის დროს სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას, იყო ზომიერად გამოხატული; ისინი ძირითადად აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტს მხრივ (კნტ) (დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება).
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვვით).
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება; არახშირად - კოლიტი; სიხშირე უცნობია * - ტკივილი მუცელში.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია * - სახის, ტუჩების და ქუთუთოების შეზღუდული შეშუპება, გამონაკლის შემთხვევებში კვინკეს შეშუპება.
- არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო პრეპარატზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან წარმოიქმნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
მონაცემები სამკურნალო პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ შეზღუდულია; ყველაზე ხშირად აღნიშნულია დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ (ისეთები, როგორიცაა დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი) და კანისმიერი რეაქციები (ისეთები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი).
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დიოსმინი 450 მგ, ჰესპერიდინი 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
სამკურნალო ფორმა
ტაბლეტები.
აღწერა: ოვალური ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ღია ყავისფერიდან ყავისფერამდე.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის თაობაზე
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ან 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულების დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა იქნას უტილიზირებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A .Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ანგიოპროტექტორები. კაპილარული სტაბილიზაციის საშუალებები. ბიოფლავონოიდები. დიოსმინი, კომბინაციები. ათქ კოდი: C05CA53 .
აქტიური ნივთიერებები, რომლებიც შედიან პრეპარატ ვენოდიოლ-M-ს შემადგენლობაში, გავლენას ახდენენ ვენურ სისხლძარღვებსა და მიკროცირკულაციაზე. ამის შედეგად, ერთის მხრივ, მცირდება ვენური სისხლძარღვების ტევადობა და მათი ელასტიურობა, მეორეს მხრივ, მცირდება კაპილარების პათოლოგიურად მომატებული გამტარიანობა და იზრდება კაპილარული წინააღმდეგობა.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკის კვლევები ტარდებოდა ჯანმრთელ მოხალისეებზე, რომლებიც შიგნით ირებდნენ სამკურნალო პრეპარატს (ერთჯერადად), მათ შორის რადიოაქტიურად მონიშნულ 14 C-დიოსმინის შემცველსაც.
შეწოვა და განაწილება
პრეპარატის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ მისი შეწოვის ხარისხი (შარდის ექსკრეციის მონაცემების საფუძველზე) შეადგენს 58%-ს; მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (დიოსმეტინის საერთო დონის გაზომვის საფუძველზე) მიიღწევა 12 საათის განმავლობაში (დიაპაზონი: 8-24 საათი).
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
ენტეროციტებში დიოსმინისაგან წარმოიქმნება დიოსმეტინი, აგლიკონური მეტაბოლიტი, რომელიც შემდგომი ბიოტრანსფორმაციის პროცესში გარდაიქმნება სისხლის პლაზმაში მოცირკულირე გლუკურონის მჟავას წარმოებულებად და სხვადასხვა ფენოლურ მჟავებად, ჰიპურის მჟავის ჩათვლით.
ერთჯერადი შინაგანი მიღების შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში ძირითადად შარდით გამოიყოფა სამკურნალო პრეპარატის შეყვანილი დოზის 31%. პრეპარატის საერთო ექსკრეცია შეადგენს 109±23%; დადგენილია, რომ შეყვანილი დოზის 58±20% გამოიყოფა შარდით და 51 ± 24% - კნტ-ით (უმეტესი ნაწილი პირველი 24 საათის განმავლობაში).
ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (სისხლის პლაზმაში დიოსმეტინის საერთო კონცენტრაციის გაზომვის საფუძველზე) შეადგენს დაახლოებით 13 ± 5 საათს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ვენოდიოლ -M
სამკურნლო პრეპარატის დასახელება
ვენოდიოლ-M, Venodiol-M
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
დიოსმინი + ჰესპერიდინი
Diosmin + Hesperidin
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დიოსმინი 450 მგ, ჰესპერიდინი 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
სამკურნალო ფორმა
ტაბლეტები.
აღწერა: ოვალური ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ღია ყავისფერიდან ყავისფერამდე.
გამოყენების ჩვენებები
- ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომური თერაპია (სიმძიმე, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები ფეხებში);
- ბუასილის სიმპტომური თერაპია (მწვავე ან ქრონიკული).
გამოყენების მეთოდი და დოზები
დოზირება
ზრდასრულები
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს) ან 2 ტაბლეტი 1-ჯერ დღე-ღამეში (დილით ან საღამოს).
მწვავე ბუასილის დროს პრეპარატის დოზა შეიძლება დროებით გაიზარდოს 2-3 ტაბლეტამდე 2-ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები პრეპარატის დოზირების შესახებ პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები პრეპარატის დოზირების შესახებ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით ჭამის დროს, უნდა იქნას გადაყლაპული მთლიანად და საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით.
თერაპიის ჩატარება რეკომენდებულია მოკლევადიანი კურსებით რამდენიმე თვის განმავლობაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს
ვენოდიოლ-M-ის გამოყენება მწვავე ბუასილის სიმპტომურ მკურნალობისას არ გამორიცხავს სწორი ნაწლავის სხვა დაავადებების თერაპიას. იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატით მკურნალობის ხანმოკლე კურსის შემდეგ პაციენტს ბუასილის სიმპტომები კიდევ აქვს, რეკომენდებულია სათანადო პროქტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება და შესაბამისი თერაპიის საკითხის განხილვა.
პაციენტმა იმ სიტუაციებში, როდესაც წარმოიქმნება ძლიერი დისკომფორტი, ისეთი სიმპტომების ჩათვლით, როგორიცაა შეშუპება, კანის ფერის შეცვლა, ქსოვილების ადგილობრივი დაძაბულობა, სიცხის შეგრძნება, ტკივილი ქვედა კიდურებში, განსაკუთრებით ერთ ფეხში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა იყოს ქვედა კიდურების ვენების თრომბოზის შედეგი, რომელიც განპირობებულია ქრონიკული ვენური უკმარისობით.
დამხმარე ნივთიერებები
ვენოდიოლ-M შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტზე, ე.ი. თითქმის "არ შეიცავს ნატრიუმს".
შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დღემდე არ ყოფილა შემოსული ინფორმაცია სხვა სამკურნალო საშუალებებთან პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
მონაცემები ორსულობის დროს ქალებში პრეპარატ ვენოდიოლ-M-ის გამოყენების შესახებ არ არის ან შეზღუდულია.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში პრეპარატი არ ახდენდა ნეგატიურ გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე.
სიფრთხილის გამოჩენის მიზნით ვენოდიოლ-M არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის დროს.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები/მათი მეტაბოლიტები დედის რძეში ადამიანებში. ბავშვისთვის, მათ შორის ახალშობილისათვის, რისკი არ შეიძლება იყოს გამორიცხული. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ვენოდიოლ-M-ით თერაპიის შეწყვეტის/გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბავშვისთვის ძუძუთი კვების უპირატესობა და ქალისთვის პრეპარატის გამოყენების სარგებელი.
ფერტილობა
ვირთხებში რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევების ჩატარებისას პრეპარატი არ ახდენდა გავლენას მამრობითი და მდედრობითი სქესის ნაყოფიერებაზე.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
კვლევები პრეპარატ ვენოდიოლ-M-ის გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ ჩატარებულა. ამის მიუხედავად, პრეპარატის ზოგადი უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით, ის არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
არასასურველი რეაქციები, რომლებიც იქნა დარეგისტრირებული კლინიკური კვლევების მსვლელობის დროს სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას, იყო ზომიერად გამოხატული; ისინი ძირითადად აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტს მხრივ (კნტ) (დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება).
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვვით).
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება; არახშირად - კოლიტი; სიხშირე უცნობია * - ტკივილი მუცელში.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია * - სახის, ტუჩების და ქუთუთოების შეზღუდული შეშუპება, გამონაკლის შემთხვევებში კვინკეს შეშუპება.
- არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო პრეპარატზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან წარმოიქმნა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
მონაცემები სამკურნალო პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ შეზღუდულია; ყველაზე ხშირად აღნიშნულია დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ (ისეთები, როგორიცაა დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი) და კანისმიერი რეაქციები (ისეთები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი).
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. ანგიოპროტექტორები. კაპილარული სტაბილიზაციის საშუალებები. ბიოფლავონოიდები. დიოსმინი, კომბინაციები. ათქ კოდი: C05CA53 .
აქტიური ნივთიერებები, რომლებიც შედიან პრეპარატ ვენოდიოლ-M-ს შემადგენლობაში, გავლენას ახდენენ ვენურ სისხლძარღვებსა და მიკროცირკულაციაზე. ამის შედეგად, ერთის მხრივ, მცირდება ვენური სისხლძარღვების ტევადობა და მათი ელასტიურობა, მეორეს მხრივ, მცირდება კაპილარების პათოლოგიურად მომატებული გამტარიანობა და იზრდება კაპილარული წინააღმდეგობა.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკის კვლევები ტარდებოდა ჯანმრთელ მოხალისეებზე, რომლებიც შიგნით ირებდნენ სამკურნალო პრეპარატს (ერთჯერადად), მათ შორის რადიოაქტიურად მონიშნულ 14 C-დიოსმინის შემცველსაც.
შეწოვა და განაწილება
პრეპარატის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ მისი შეწოვის ხარისხი (შარდის ექსკრეციის მონაცემების საფუძველზე) შეადგენს 58%-ს; მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (დიოსმეტინის საერთო დონის გაზომვის საფუძველზე) მიიღწევა 12 საათის განმავლობაში (დიაპაზონი: 8-24 საათი).
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
ენტეროციტებში დიოსმინისაგან წარმოიქმნება დიოსმეტინი, აგლიკონური მეტაბოლიტი, რომელიც შემდგომი ბიოტრანსფორმაციის პროცესში გარდაიქმნება სისხლის პლაზმაში მოცირკულირე გლუკურონის მჟავას წარმოებულებად და სხვადასხვა ფენოლურ მჟავებად, ჰიპურის მჟავის ჩათვლით.
ერთჯერადი შინაგანი მიღების შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში ძირითადად შარდით გამოიყოფა სამკურნალო პრეპარატის შეყვანილი დოზის 31%. პრეპარატის საერთო ექსკრეცია შეადგენს 109±23%; დადგენილია, რომ შეყვანილი დოზის 58±20% გამოიყოფა შარდით და 51 ± 24% - კნტ-ით (უმეტესი ნაწილი პირველი 24 საათის განმავლობაში).
ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (სისხლის პლაზმაში დიოსმეტინის საერთო კონცენტრაციის გაზომვის საფუძველზე) შეადგენს დაახლოებით 13 ± 5 საათს.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის თაობაზე
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
3 ან 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულების დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა იქნას უტილიზირებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A .Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


