პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

ვენოდიოლ-M

Venodiol-M

ურეცეპტოდ900მგ + 100მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

- ვენური უკმარისობის სიმპტომებისა და გამოვლინებების მკურნალობა (ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, დაღლილობა, შეშუპება); - მწვავე ჰემოროის სიმპტომური თერაპია.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიოსმინი (diosmin) + ჰესპერიდინი (hesperidin)
ფორმა და შეფუთვა
900მგ + 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
„World Medicine Ilac San. ve Tic. A.S.“, თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, ბიოფლავანოიდები
ATC კოდი
C05CA53
რეგისტრაციის ნომერი
რ-035833
რეგისტრირებულია
11 ივლისი 2022, მოქმედებს 11 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„World Medicine Ilac San. ve Tic. A.S.“ (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავენოდიოლ-M და სხვა წამალი ერთად

ვენოდიოლ-M — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ვენური უკმარისობის სიმპტომებისა და გამოვლინებების მკურნალობა (ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, დაღლილობა, შეშუპება);
  • მწვავე ჰემოროის სიმპტომური თერაპია.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი დღე-ღამეში.

მწვავე ჰემოროის დროს რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში 4 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში მომდევნო 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ხდება გადასვლა შემანარჩუნებელ დოზაზე - 1 ტაბლეტი დღე-ღამეში.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

ტაბლეტზე არსებული ნაჭდევი გამიზნული არ არის ტაბლეტის თანაბარ ნაწილებად გასაყოფად, მისი გამოყენება შესაძლებელია ტაბლეტის გასატეხად, რათა გაადვილდეს მისი გადაყლაპვა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ვენოდიოლ-M-ის მიღება არ ანაცვლებს ანორექტალური უბნის სხვა დაავადებების სპეციფიკურ მკურნალობას. მკურნალობა უნდა იყოს მოკლევადიანი. თუ სიმპტომები სწრაფად არ გადის, უნდა ჩატარდეს პროქტოლოგიური გამოკვლევა და გადაიხედოს მკურნალობა.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატ ვენოდიოლ-M-ის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. დღეისათვის, პოსტმარკეტინგულ პერიოდში, არ ყოფილა შეტყობინებები პრეპარატის რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ სხვა პრეპარატებთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მონაცემები ვენოდიოლ-M-ის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს ან შეზღუდულია.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.

სიფრთხილის ზომის სახით, ვენოდიოლი-M არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები/მათი მეტაბოლიტები დედის რძეში, ამიტომ არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილისთვის/ბავშვისთვის.

საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ვენოდიოლ-M-ით თერაპიის შეწყვეტის შესახებ, ძუძუთი კვების სარგებლისა და ქალისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

ფერტილობა

რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა არ აჩვენა ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე მამრ და მდედრ ვირთხებში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატ ვენოდიოლ-M-ის ზემოქმედების შესწავლა არ ჩატარებულა. თუმცა, პრეპარატის უსაფრთხოების ზოგადი პროფილის გათვალისწინებით, ის არ ახდენს ან უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის მიმოხილვა

კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი დიოსმინისა და ჰესპერიდინის გამოყენებისას არასასურველი რეაქციები მსუბუქი ხარისხის იყო. ძირითადად აღინიშნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება).

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებით).

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება; არახშირად - კოლიტი; სიხშირე უცნობია * - მუცლის ტკივილი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია * - სახის, ქუთუთოების, ტუჩების იზოლირებული შეშუპება; გამონაკლის შემთხვევებში, ანგიონევროზული შეშუპება.

  • რეგისტრაციის შემდგომ გამოყენება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმირება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმირება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული არასასურველი რეაქცია პრეპარატზე ან ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ პუნქტში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

სამკურნალო პრეპარატების ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის დარღვევები (დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი) და კანის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: დიოსმინი 900 მგ, ჰესპერიდინი 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი ტიპი A, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგელობა: ოპადრი ყავისფერი 85F265003 (პოლივინილის სპირტი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი).

პრეპარატის ათქ კოდი C05CA53

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN.VE TİC.А.Ş.”, TURKEY

(15 TemmuzMah.Cami Yolu Cad. No: 50 GüneşliBağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

კაპილარების გამტარობის შემამცირებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები. დიოსმინი, კომბინაციები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება ვენურ უკუქცევაზე:

  • ვენური სისხლძარღვების დონეზე: ამცირებს ვენების გაგანიერებას და ვენურ შეგუბებას;
  • მიკროცირკულაციის დონეზე: ზრდის კაპილარების რეზისტენტობას და ახდენს მათი გამტარიანობის ნორმალიზებას.

ფარმაკოკინეტიკა

ადამიანებში, ნახშირბად-14-ით მარკირებული დიოსმინით პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ:

  • პრეპარატის გამოყოფა ხდება ძირითადად განავლით, შარდით საშუალოდ გამოიყოფა მიღებული პრეპარატის რაოდენობის დაახლოებით 14%;
  • ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 საათს;
  • პრეპარატი აქტიურად მეტაბოლიზდება, რაც დასტურდება შარდში ფენოლის მჟავების არსებობა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ვენოდიოლ- M

სავაჭრო დასახელება

ვენოდიოლ-M, Venodiol-M

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება

დიოსმინი + ჰესპერიდინი

Diosmin + Hesperidin

წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: ოვალური, ორმხრივამოზნექილი, ღია ყავისფერიდან ყავისფერამდე ტაბლეტები, ორივე მხარეს გამყოფი ხაზით.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: დიოსმინი 900 მგ, ჰესპერიდინი 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი ტიპი A, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგელობა: ოპადრი ყავისფერი 85F265003 (პოლივინილის სპირტი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი).

პრეპარატის ათქ კოდი C05CA53

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

კაპილარების გამტარობის შემამცირებელი საშუალებები. ბიოფლავონოიდები. დიოსმინი, კომბინაციები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

პრეპარატს აქვს ორმაგი მოქმედება ვენურ უკუქცევაზე:

  • ვენური სისხლძარღვების დონეზე: ამცირებს ვენების გაგანიერებას და ვენურ შეგუბებას;
  • მიკროცირკულაციის დონეზე: ზრდის კაპილარების რეზისტენტობას და ახდენს მათი გამტარიანობის ნორმალიზებას.

ფარმაკოკინეტიკა

ადამიანებში, ნახშირბად-14-ით მარკირებული დიოსმინით პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ:

  • პრეპარატის გამოყოფა ხდება ძირითადად განავლით, შარდით საშუალოდ გამოიყოფა მიღებული პრეპარატის რაოდენობის დაახლოებით 14%;
  • ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 საათს;
  • პრეპარატი აქტიურად მეტაბოლიზდება, რაც დასტურდება შარდში ფენოლის მჟავების არსებობა.

გამოყენების ჩვენებები

  • ვენური უკმარისობის სიმპტომებისა და გამოვლინებების მკურნალობა (ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, დაღლილობა, შეშუპება);
  • მწვავე ჰემოროის სიმპტომური თერაპია.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი დღე-ღამეში.

მწვავე ჰემოროის დროს რეკომენდებული დოზა - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში 4 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში მომდევნო 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ხდება გადასვლა შემანარჩუნებელ დოზაზე - 1 ტაბლეტი დღე-ღამეში.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

ტაბლეტზე არსებული ნაჭდევი გამიზნული არ არის ტაბლეტის თანაბარ ნაწილებად გასაყოფად, მისი გამოყენება შესაძლებელია ტაბლეტის გასატეხად, რათა გაადვილდეს მისი გადაყლაპვა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის მიმოხილვა

კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი დიოსმინისა და ჰესპერიდინის გამოყენებისას არასასურველი რეაქციები მსუბუქი ხარისხის იყო. ძირითადად აღინიშნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება).

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემებით).

ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება; არახშირად - კოლიტი; სიხშირე უცნობია * - მუცლის ტკივილი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია * - სახის, ქუთუთოების, ტუჩების იზოლირებული შეშუპება; გამონაკლის შემთხვევებში, ანგიონევროზული შეშუპება.

  • რეგისტრაციის შემდგომ გამოყენება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმირება

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმირება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული არასასურველი რეაქცია პრეპარატზე ან ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ პუნქტში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის ვენოდიოლ-M-ის მიღება არ ანაცვლებს ანორექტალური უბნის სხვა დაავადებების სპეციფიკურ მკურნალობას. მკურნალობა უნდა იყოს მოკლევადიანი. თუ სიმპტომები სწრაფად არ გადის, უნდა ჩატარდეს პროქტოლოგიური გამოკვლევა და გადაიხედოს მკურნალობა.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზაზე, ე.ი. პრაქტიკულად "არ შეიცავს ნატრიუმს".

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატ ვენოდიოლ-M-ის ზემოქმედების შესწავლა არ ჩატარებულა. თუმცა, პრეპარატის უსაფრთხოების ზოგადი პროფილის გათვალისწინებით, ის არ ახდენს ან უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

მონაცემები ვენოდიოლ-M-ის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს ან შეზღუდულია.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.

სიფრთხილის ზომის სახით, ვენოდიოლი-M არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.

ლაქტაცია

უცნობია გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები/მათი მეტაბოლიტები დედის რძეში, ამიტომ არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილისთვის/ბავშვისთვის.

საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ვენოდიოლ-M-ით თერაპიის შეწყვეტის შესახებ, ძუძუთი კვების სარგებლისა და ქალისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.

ფერტილობა

რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა არ აჩვენა ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე მამრ და მდედრ ვირთხებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატ ვენოდიოლ-M-ის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. დღეისათვის, პოსტმარკეტინგულ პერიოდში, არ ყოფილა შეტყობინებები პრეპარატის რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ სხვა პრეპარატებთან.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

სამკურნალო პრეპარატების ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის დარღვევები (დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი) და კანის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).

მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ბლისტერში.

3 ან 6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

5 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. N50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN.VE TİC.А.Ş.”, TURKEY

(15 TemmuzMah.Cami Yolu Cad. No: 50 GüneşliBağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა