- მიოზის ინჰიბირება ოპერაციის დროს (ფლუბორდს არ გააჩნია მიდრიაზული მოქმედება; მისი გამოყენება არ ანაცვლებს მიდრიაზულ საშუალებებს); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლურბიპროფენი (flurbiprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.03% (0.3მგ/მლ) 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
- ATC კოდი
- S01BC04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041783
- რეგისტრირებულია
- 6 აგვისტო 2024, მოქმედებს 6 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფლუბორდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- მიოზის ინჰიბირება ოპერაციის დროს (ფლუბორდს არ გააჩნია მიდრიაზული მოქმედება; მისი გამოყენება არ ანაცვლებს მიდრიაზულ საშუალებებს);
- თვალის წინა სეგმენტის ანთებითი პროცესების მკურნალობა ქირურგიული ჩარევისა და ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკის შემდეგ პაციენტებში, რომლებისთვისაც არ არის რეკომენდებული გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
ზრდასრული პაციენტები
მიოზის ინჰიბირება ოპერაციის დროს
ოპერაციამდე 2 საათით ადრე პრეპარატის თითო წვეთი კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 30 წუთში. ბოლო ინსტილაცია უნდა მოხდეს ოპერაციამდე მინიმუმი 30 წუთით ადრე.
ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისა და ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკის შემდეგ
პრეპარატს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში 2 საათის განმავლობაში 30 წუთის ინტერვალით (4-ჯერ). ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ პრეპარატის 1 წვეთის ჩაწვეთება კონიუნქტივალურ პარკში 4-ჯერ დღე-ღამეში მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკის შემდეგ ან 2-3 კვირის განმავლობაში სხვა ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები სპეციალურ რეკომენდაციებს არ საჭიროებენ.
ბავშვები
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში ფლუბორდის გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 5 წუთი. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.
მიკროორგანიზმებით კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად მოარიდეთ საწვეთურის წვერი კონტაქტს ქუთუთოებთან და მიმდებარე ქსოვილებთან, და ასევე სხვა ზედაპირებთან.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ;
- Herpes simplex-ით გამოწვეული ეპითელური კერატიტი (დენდრიტული კერატიტი);
- აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს-ის) მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ანამნეზში (არსებობს ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციების განვითარების რისკი);
- ჰემოსტაზის დარღვევები ან გამოყენება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ზრდიან სისხლდენის ხანგრძლივობას (აასს-ის გამოყენებისას არსებობს სისხლდენის გახანგრძლივების რისკი თრომბოციტების აგრეგაციის პროცესის დარღვევის გამო);
- ორსულობის III ტრიმესტრი.
ქირურგიული ჩარევების ჩატარების დროს ფლუბორდის თვალშიდა შეყვანა უკუნაჩვენებია.
სიფრთხილის ზომები
ფლუბორდის გამოყენებისას შესაძლოა შენელდეს ჭრილობების შეხორცების პროცესი.
არსებობს მონაცემები, რომ ფლუბორდის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თვალის ქსოვილიდან სისხლდენის რისკი ქირურგიული ჩარევების ჩატარების დროს.
ანამნეზში Herpes simplex-ით გამოწვეული კერატიტის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ფლუბორდით, საჭიროა უზრუნველყოფილი იქნას გულდასმითი მეთვალყურეობა.
დამხმარე ნივთიერებები
ფლუბორდი შეიცავს თიომერსალს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები აცეტილქოლინის ქლორიდთან (ცხოველებზე ჩატარებულ და კლინიკურ კვლევებში) და კარბაქოლთან (ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში) არ შეინიშნებოდა სამკურნალო საშუალებების ცნობილი ფარმაკოლოგიური თვისებების გათვალისწინებით ურთიერთქმედების საფუძვლების არარსებობის გამო. ამისდამიუხედავად არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთ პაციენტთან, რომლებიც იღებდნენ ფლურბიპროფენს თვალის წვეთების სახით ქირურგიული ჩარევის დროს, აცეტილქოლინის ქლორიდისა და კარბაქოლის გამოყენება არ იყო ეფექტური.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე.
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებულია მუცლის მოშლის, გულის მანკების და გასტროშიზის განვითარების გაზრდილ რისკთან. თანდაყოლილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1,5%-მდე; ითვლება, რომ რისკი იზრდება დოზის გაზრდასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს დადგინდა, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებისას იზრდება ემბრიოფეტალური ლეტალობის მაჩვენებელი პრე- და პოსტიმპლანტაციის პერიოდში. გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორები შეყვანისას ცხოველებისთვის გესტაციის პერიოდში (ნაყოფის ორგანოგენეზის პერიოდი) აღინიშნა სხვადასხვა მანკების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკების განვითარების სიხშირის ზრდა. ფლუბორდი ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ქალებში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია.
ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ასევე ორსულობის I და II ტრიმესტრში ფლუბორდი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზით დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში.
პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორის ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოყენებამ შეიძლება მოახდინოს უარყოფითი გავლენა:
- ნაყოფზე - გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის განვითარება), თირკმელების ფუნქციის დარღვევა (შეიძლება პროგრესირდეს თირკმლის უკმარისობამდე ოლიგოჰიდრამნიონით);
- ქალზე და ნაყოფზე (ორსულობის ბოლოს) - შესაძლოა სისხლდენის დროის მომატება (ანტიაგრეგანტული ეფექტი შეიძლება განვითარდეს ძალიან დაბალ დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი), საშვილოსნოს კუმშვადობის უნარის დაქვეითება (შეიძლება თან ახლდეს შეფერხება და მშობიარობის ხანგრძლივობის გაზრდა).
ამიტომ ფლუბორდის გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებისთვის ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ლაქტაცია
ამჟამად არსებული შეზღუდული მონაცემების თანახმად, რომლებიც მიღებულია კლინიკური კვლევებისას, შეიძლება აასს-ები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად უმნიშვნელო რაოდენობით. შეძლებისდაგვარად აასს-ები არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.
უცნობია გამოიყოფა თუ არა ფლურბიპროფენი/ფლურბიპროფენის მეტაბოლიტები დედის რძესთან ერთად.
ფლუბორდის თერაპიის მოხსნის/შეწყვეტის შესახებ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და პრეპარატის გამოყენების უპირატესობა ქალისთვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე დარღვევა; ასეთ სიტუაციებში პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები მანამ, სანამ მხედველობა სრულად არ აღდგება.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
კლინიკური კვლევებში მიღებული მონაცემები
მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, ჰიფემა .
პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემები
მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - სისხლჩაქცევა თვალში, მიდრიაზი (მდგრადი მიდრიაზი), თვალების ჰიპერემია.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ისეთი ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბებას ადგილობრივი გამოყენებისას, როგორც წესი, არ ახლავს მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარება.
ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ფლურბიპროფენი (ნატრიუმის ფლურბიპროფენის დიჰიდრატის ფორმით) 0,3 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, კალიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, თიომერსალი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა
თვალის წვეთები 0,03%.
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ოდნავ ბლანტი ხსნარი.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 15 დღის განმავლობაში.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
თვალის წვეთები 2,5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საცობ-საწვეთურით ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოების დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ,თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული).
WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No. 50 Güneşli Bağcılar / Istanbul)
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიაში გამოყენებადი პრეპარატები . არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ათქ კოდი: S01BC04.
ნატრიუმის ფლურბიპროფენი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასს), აფერხებს პროსტაგლანდინების სინთეზს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიციის გამო.
ოფთალმოლოგიურ ქირურგიულ ჩარევას თან ახლავს პროსტაგლანდინების გამოთავისუფლება, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს პროსტაგლანდინებით განპირობებული მიოზი.
დადგენილია, რომ ქირურგიულ ჩარევამდე ფლურბიპროფენის გამოყენება თვალის წვეთების სახით აფერხებს მიოზის განვითარებას ოპერაციის დროს, თვალის ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის ხარჯზე.
ზემოაღნიშნული მოქმედების მექანიზმი არ უკავშირდება გავლენას სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობაზე; კლინიკურ კვლევებში აცეტილქოლინით გამოწვეული მიოზის განვითარების დათრგუნვა არ დაფიქსირებულა.
ასევე დადგინდა, რომ პროსტაგლანდინები წარმოადგენენ თვალში გარკვეული ანთებითი პროცესების მედიატორებს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ პროსტაგლანდინები აზიანებენ ჰემატო-ოფთალმოლოგიურ ბარიერს, იწვევენ სისხლძარღვების გაფართოებას, ზრდიან სისხლძარღვების განვლადობას, განაპირობებენ ლეიკოციტოზს და თვალისშიდა წნევის ზრდას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
არსებული მონაცემებით ფლურბიპროფენის კონცენტრაცია თვალისშიგა სითხეში შეადგენდა 213 ნგ/მლ-ს პრეპარატის ინსტილაციის შემდეგ ყოველ 30 წუთში 2 საათის განმავლობაში ქირურგიულ ჩარევამდე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ფლუბორდი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ფლუბორდი, Flubord
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ფლურბიპროფენი, Flurbiprofen
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ფლურბიპროფენი (ნატრიუმის ფლურბიპროფენის დიჰიდრატის ფორმით) 0,3 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, კალიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, თიომერსალი, მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა
თვალის წვეთები 0,03%.
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ოდნავ ბლანტი ხსნარი.
გამოყენების ჩვენებები
- მიოზის ინჰიბირება ოპერაციის დროს (ფლუბორდს არ გააჩნია მიდრიაზული მოქმედება; მისი გამოყენება არ ანაცვლებს მიდრიაზულ საშუალებებს);
- თვალის წინა სეგმენტის ანთებითი პროცესების მკურნალობა ქირურგიული ჩარევისა და ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკის შემდეგ პაციენტებში, რომლებისთვისაც არ არის რეკომენდებული გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობა.
გამოყენების მეთოდი და დოზები
დოზირება
ზრდასრული პაციენტები
მიოზის ინჰიბირება ოპერაციის დროს
ოპერაციამდე 2 საათით ადრე პრეპარატის თითო წვეთი კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 30 წუთში. ბოლო ინსტილაცია უნდა მოხდეს ოპერაციამდე მინიმუმი 30 წუთით ადრე.
ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევისა და ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკის შემდეგ
პრეპარატს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში 2 საათის განმავლობაში 30 წუთის ინტერვალით (4-ჯერ). ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ პრეპარატის 1 წვეთის ჩაწვეთება კონიუნქტივალურ პარკში 4-ჯერ დღე-ღამეში მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკის შემდეგ ან 2-3 კვირის განმავლობაში სხვა ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები სპეციალურ რეკომენდაციებს არ საჭიროებენ.
ბავშვები
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში ფლუბორდის გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 5 წუთი. თვალის მალამოები გამოიყენება ბოლოს.
მიკროორგანიზმებით კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად მოარიდეთ საწვეთურის წვერი კონტაქტს ქუთუთოებთან და მიმდებარე ქსოვილებთან, და ასევე სხვა ზედაპირებთან.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ;
- Herpes simplex-ით გამოწვეული ეპითელური კერატიტი (დენდრიტული კერატიტი);
- აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს-ის) მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ანამნეზში (არსებობს ჰიპერმგრძნობელობის ჯვარედინი რეაქციების განვითარების რისკი);
- ჰემოსტაზის დარღვევები ან გამოყენება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ზრდიან სისხლდენის ხანგრძლივობას (აასს-ის გამოყენებისას არსებობს სისხლდენის გახანგრძლივების რისკი თრომბოციტების აგრეგაციის პროცესის დარღვევის გამო);
- ორსულობის III ტრიმესტრი.
ქირურგიული ჩარევების ჩატარების დროს ფლუბორდის თვალშიდა შეყვანა უკუნაჩვენებია.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ფლუბორდის გამოყენებისას შესაძლოა შენელდეს ჭრილობების შეხორცების პროცესი.
არსებობს მონაცემები, რომ ფლუბორდის გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს თვალის ქსოვილიდან სისხლდენის რისკი ქირურგიული ჩარევების ჩატარების დროს.
ანამნეზში Herpes simplex-ით გამოწვეული კერატიტის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ფლუბორდით, საჭიროა უზრუნველყოფილი იქნას გულდასმითი მეთვალყურეობა.
დამხმარე ნივთიერებები
ფლუბორდი შეიცავს თიომერსალს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
ურთიერთქმედება სხვა საკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები აცეტილქოლინის ქლორიდთან (ცხოველებზე ჩატარებულ და კლინიკურ კვლევებში) და კარბაქოლთან (ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში) არ შეინიშნებოდა სამკურნალო საშუალებების ცნობილი ფარმაკოლოგიური თვისებების გათვალისწინებით ურთიერთქმედების საფუძვლების არარსებობის გამო. ამისდამიუხედავად არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთ პაციენტთან, რომლებიც იღებდნენ ფლურბიპროფენს თვალის წვეთების სახით ქირურგიული ჩარევის დროს, აცეტილქოლინის ქლორიდისა და კარბაქოლის გამოყენება არ იყო ეფექტური.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე.
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებულია მუცლის მოშლის, გულის მანკების და გასტროშიზის განვითარების გაზრდილ რისკთან. თანდაყოლილი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება 1%-ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1,5%-მდე; ითვლება, რომ რისკი იზრდება დოზის გაზრდასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს დადგინდა, რომ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებისას იზრდება ემბრიოფეტალური ლეტალობის მაჩვენებელი პრე- და პოსტიმპლანტაციის პერიოდში. გარდა ამისა, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორები შეყვანისას ცხოველებისთვის გესტაციის პერიოდში (ნაყოფის ორგანოგენეზის პერიოდი) აღინიშნა სხვადასხვა მანკების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკების განვითარების სიხშირის ზრდა. ფლუბორდი ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ქალებში უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია.
ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ასევე ორსულობის I და II ტრიმესტრში ფლუბორდი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მინიმალური ეფექტური დოზით დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში.
პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორის ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოყენებამ შეიძლება მოახდინოს უარყოფითი გავლენა:
- ნაყოფზე - გულ-ფილტვის ტოქსიკურობა (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის განვითარება), თირკმელების ფუნქციის დარღვევა (შეიძლება პროგრესირდეს თირკმლის უკმარისობამდე ოლიგოჰიდრამნიონით);
- ქალზე და ნაყოფზე (ორსულობის ბოლოს) - შესაძლოა სისხლდენის დროის მომატება (ანტიაგრეგანტული ეფექტი შეიძლება განვითარდეს ძალიან დაბალ დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი), საშვილოსნოს კუმშვადობის უნარის დაქვეითება (შეიძლება თან ახლდეს შეფერხება და მშობიარობის ხანგრძლივობის გაზრდა).
ამიტომ ფლუბორდის გამოყენება უკუნაჩვენებია ქალებისთვის ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ლაქტაცია
ამჟამად არსებული შეზღუდული მონაცემების თანახმად, რომლებიც მიღებულია კლინიკური კვლევებისას, შეიძლება აასს-ები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად უმნიშვნელო რაოდენობით. შეძლებისდაგვარად აასს-ები არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში.
უცნობია გამოიყოფა თუ არა ფლურბიპროფენი/ფლურბიპროფენის მეტაბოლიტები დედის რძესთან ერთად.
ფლუბორდის თერაპიის მოხსნის/შეწყვეტის შესახებ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და პრეპარატის გამოყენების უპირატესობა ქალისთვის.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე დარღვევა; ასეთ სიტუაციებში პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი ან მექანიზმები მანამ, სანამ მხედველობა სრულად არ აღდგება.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
კლინიკური კვლევებში მიღებული მონაცემები
მხედველობის ორგანოს მხრივ: ძალიან ხშირად - თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, ჰიფემა .
პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებული მონაცემები
მხედველობის ორგანოს მხრივ: სიხშირე უცნობია - სისხლჩაქცევა თვალში, მიდრიაზი (მდგრადი მიდრიაზი), თვალების ჰიპერემია.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ისეთი ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
დოზის გადაჭარბება
პრეპარატის დოზის გადაჭარბებას ადგილობრივი გამოყენებისას, როგორც წესი, არ ახლავს მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარება.
ფლაკონის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოყენებადი პრეპარატები . არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ათქ კოდი: S01BC04.
ნატრიუმის ფლურბიპროფენი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასს), აფერხებს პროსტაგლანდინების სინთეზს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიციის გამო.
ოფთალმოლოგიურ ქირურგიულ ჩარევას თან ახლავს პროსტაგლანდინების გამოთავისუფლება, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს პროსტაგლანდინებით განპირობებული მიოზი.
დადგენილია, რომ ქირურგიულ ჩარევამდე ფლურბიპროფენის გამოყენება თვალის წვეთების სახით აფერხებს მიოზის განვითარებას ოპერაციის დროს, თვალის ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის ხარჯზე.
ზემოაღნიშნული მოქმედების მექანიზმი არ უკავშირდება გავლენას სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობაზე; კლინიკურ კვლევებში აცეტილქოლინით გამოწვეული მიოზის განვითარების დათრგუნვა არ დაფიქსირებულა.
ასევე დადგინდა, რომ პროსტაგლანდინები წარმოადგენენ თვალში გარკვეული ანთებითი პროცესების მედიატორებს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღმოჩნდა, რომ პროსტაგლანდინები აზიანებენ ჰემატო-ოფთალმოლოგიურ ბარიერს, იწვევენ სისხლძარღვების გაფართოებას, ზრდიან სისხლძარღვების განვლადობას, განაპირობებენ ლეიკოციტოზს და თვალისშიდა წნევის ზრდას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
არსებული მონაცემებით ფლურბიპროფენის კონცენტრაცია თვალისშიგა სითხეში შეადგენდა 213 ნგ/მლ-ს პრეპარატის ინსტილაციის შემდეგ ყოველ 30 წუთში 2 საათის განმავლობაში ქირურგიულ ჩარევამდე.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისთვის
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 15 დღის განმავლობაში.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
თვალის წვეთები 2,5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საცობ-საწვეთურით ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა სამუშაოების დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ,თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად No: 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული).
WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No. 50 Güneşli Bağcılar / Istanbul)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


