პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

აქსოფენი

AXOFEN

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ნაჩვენებია ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ..

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლურბიპროფენი (flurbiprofen)
ფორმა და შეფუთვა
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №15 (1X15)
მწარმოებელი
Ilko Ilaç San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE09
რეგისტრაციის ნომერი
რ-042687
რეგისტრირებულია
28 იანვარი 2025, მოქმედებს 28 იანვარი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Ilko Ilaç San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ვანფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააქსოფენი და სხვა წამალი ერთად

აქსოფენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ნაჩვენებია ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ..

მიღების წესი და დოზირება

როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), არასასურველი ეფექტების მინიმიზაციის მიზნით, თითოეულ პაციენტს უნდა მიეცეს ყველაზე დაბალი დოზა. ამიტომ, აქსოფენით მკურნალობის დასაწყისზე საჭიროა მეთვალყურეობა და დოზა და სიხშირე უნდა დარეგულირდეს თითოეული პაციენტის საჭიროებების მიხედვით.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 150-დან 200 მგ-მდე გაყოფილი დოზებით. საერთო სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 300 მგ-მდე გაყოფილი დოზებით სიმპტომების სიმძიმის გამო.

აქსოფენის რეკომენდებული დოზა რევმატოიდული ართრიტის ან ოსტეოართრიტის შესამსუბუქებლად არის 200-დან 300 მგ-მდე დღე-ღამეში ორ, სამ ან ოთხ დოზად.

დისმენორეის დროს შეიძლება დაინიშნოს 100 მგ დოზა სიმპტომების დაწყებისას, რასაც მოჰყვება 50 ან 100 მგ ოთხიდან ექვს საათამდე ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა მრავალჯერადი დოზის მიღებისას არის 100 მგ.

ის უნდა იქნას მიღებული ადეკვატური რაოდენობის წყალთან ერთად (ერთი ჭიქა წყალი) ჭამის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

პედიატრული პოპულაცია:

არ არსებობს მონაცემები ბავშვებში გამოყენებისთვის.

გერიატრული პოპულაცია:

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, კუჭ-ნაწლავის გართულებები, როგორიცაა წყლულები, სისხლდენა, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირია ვიდრე ახალგაზრდებში.

ღვიძლის უკმარისობა:

პაციენტი, რომელსაც აქვს ღვიძლის უკმარისობის ნიშნები და/ან ან ღვიძლის ტესტის არანორმალური მნიშვნელობები, აქსოფენი SR-ით მკურნალობის დროს უნდა შეფასდეს ღვიძლის უფრო მძიმე რეაქციის განვითარებისათვის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები - ღვიძლის ეფექტები). არ უნდა გამოიყენონ ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. უკუჩვენებები).

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების მქონე პაციენტებში ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების დაგროვების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ყურადღების ქვეშ (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმელების ეფექტები). არ უნდა გამოიყენონ თირკმელების მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. უკუჩვენებები).

უკუჩვენებები

აქსოფენის ტაბლეტები უკუნაჩვენებია მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

აქსოფენი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ ჰქონდათ ასთმა, ურტიკარია, ალერგიის-მსგავსი რეაქციები. ასეთ პაციენტებში აღინიშნა მძიმე, იშვიათად ფატალური, ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - ანაფილაქსიური რეაქციები და ადრე არსებული ასთმა).აქსოფენი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასპირინის ტრიადა. ეს სიმპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმით დაავადებულ, პაციენტებში,რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე და გვხვდება იმ პირებში, რომლებსაც ასპირინის ან სხვა NSAID მიღების შემდეგ აღენიშნებათ მწვავე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი.

ფლურბიპროფენის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებშ, რომლებსაც ამჟამად აქვთ ან ადრე ჰქონდათ პეპტიური წყლული.

ფლურბიპროფენი ასევე უკუნაჩვენებია ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში, რომელიც დაკავშირებულია წინა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიასთან.

უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, ცერებროვასკულური სისხლდენის და სხვა სისხლდენის დროს.

ფლურბიპროფენი ასევე უკუნაჩვენებია გულის მძიმე უკმარისობით, ღვიძლის უკმარისობით და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

აქსოფენი უკუნაჩვენებია პერიოპერაციული და პოსტოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი შუნტირების (CABG) ოპერაციის დროს.

ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

სიფრთხილის ზომები

თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლურბიპროფენის გამოყენება სხვა სისტემურ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (ასპირინის გარდა), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექციური ინჰიბიტორებთან ერთად. სისტემური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის (GI) წყლულების და სისხლდენის სიხშირის გაზრდა.

გულ-სისხლძარღვთა რისკი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა (CV) სერიოზული თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკის ზრდა, რაც შეიძლება ფატალური იყოს. CV დაავადებების მქონე პაციენტები შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ. CV დაავადებების ან CV დაავადებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების მატარებლებში რისკი უფრო მაღალია.

ფლურბიპროფენის, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალების გამოყენება ოპერაციამდე და მის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კორონარული არტერიის შუნტირება, უკუნაჩვენებია.

კუჭ-ნაწლავის რისკი

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სერიოზული გვერდითი რეაქციების რისკის გაზრდა, როგორიცაა სისხლდენა, წყლულები, კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს ეფექტები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, მასტიმულირებელი სიმპტომების გარეშე. ხანდაზმული პაციენტები წარმოადგენენ კუჭ-ნაწლავის სერიოზული ეფექტების ყველაზე დიდ რისკ ჯგუფს. ცნობილი CV დაავადების მქონე პაციენტები შესაძლოა უფრო დიდი რისკის ქვეშ იყვნენ.

გაფრთხილებები

გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენები:

რამდენიმე COX-2 სელექციური და არასელექციური NSAIDs კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სერიოზული გულ-სისხლძარღვთა (CV) თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გაზრდილი რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. პაციენტებში, რომლებიც აქსოფენით მკურნალობენ, გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად უნდა გამოიყენონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს ხანგრძლივობით. ექიმები და პაციენტები უნდა იყვნენ ფხიზლად ასეთი მოვლენების განვითარების გამოსავლენად, თუნდაც წინა CV სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ CV სერიოზული მოვლენების ტოქსიურობის ნიშნების და/ან სიმპტომების და მათი განვითარების შემთხვევაში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ (იხილეთ პარაგრაფი 4.3 უკუჩვენებები).

არ არსებობს თანმიმდევრული მტკიცებულება, რომ ასპირინის ერთდროული გამოყენება ამცირებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული CV თრომბოზული მოვლენების გაზრდილ რისკს.ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენების რისკს (იხ.4.4განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - კუჭ-ნაწლავის ეფექტები: წყლულების, სისხლდენის და პერფორაციის რისკი).

COX-2 სელექციური NSAID -ს ორმა დიდმა, კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევამ ტკივილის სამკურნალოდ CABG ოპერაციიდან პირველი 10-14 დღის განმავლობაში აჩვენა მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გაზრდილი სიხშირე (უკუჩვენებები).

ჰიპერტენზია:

როგორც ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებამ, ფლურბიპროფენმაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი ჰიპერტენზიის დაწყება ან წინა არსებული ჰიპერტენზიის გაუარესება, რომელთაგან რომელიმემ შეიძლება ხელი შეუწყოს კარდიოვასკულური მოვლენების სიხშირის გაზრდას.

პაციენტებს, რომლებიც იღებენ თიაზიდებს ან მარყუჟის დიურეზულ საშუალებებს, შეიძლება მათზე პასუხი დაუქვეითდეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ფლურბიპროფენი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მკურნალობის დაწყებისას და თერაპიის განმავლობაში საჭიროა არტერიული წნევის ინტენსიური მონიტორინგი.

გულის შეგუბებითი უკმარისობა და შეშუპება:

სითხის შეკავება და შეშუპება დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ფლურბიპროფენს, ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს. ამიტომ აქსოფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სითხის შეკავება, ჰიპერტენზია ან გულის უკმარისობა.

კუჭ-ნაწლავის ეფექტები: წყლულის, სისხლდენის და პერფორაციის რისკი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის ფლურბიპროფენმა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კუჭ-ნაწლავის (GI) ტოქსიურობა, მათ შორის ანთება, სისხლდენა, დაწყლულება და კუჭის, წვრილი ნაწლავის ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მსუბუქი პრობლემები, როგორიცაა დისპეფსია, ხშირია და შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს.ამიტომ, მაშინაც კი, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები არ გამოვლენილა, ექიმები და პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ წყლულის ან სისხლდენის გამოსავლენად. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ტოქსიკურობის სიმპტომების და/ან სიმპტომების შესახებ და უნდა იცოდნენ თუ რა უნდა გააკეთონ მათი განვითარების შემთხვევაში. პერიოდული ლაბორატორიული დაკვირვებების სარგებლიანობა ჯერ არ არის დადასტურებული, საკმარისი შეფასება არ გაკეთებულა. იმ ხუთი პაციენტიდან, რომელსაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დროს განუვითარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სერიოზული გვერდითი მოვლენა, სიმპტომურია მხოლოდ ერთი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის წყლულები, უხეში სისხლდენა ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული პერფორაცია გვხვდება პაციენტების დაახლოებით 1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 3-დან 6 თვემდე და დაახლოებით 2-4% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში. ეს ტენდენციები გრძელდება გამოყენების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, რაც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენის განვითარების ალბათობას თერაპიის კურსის განმავლობაში. თუმცა, მოკლევადიანი თერაპიაც კი არ არის რისკის გარეშე.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აქსოფენის ჩათვლით განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაენიშნოს მათ, ვისაც ადრე ჰქონდა წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ისტორია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფატალური მოვლენების სპონტანური შეტყობინებების უმეტესობა გვხვდება ხანდაზმულ და სუსტ პაციენტებში; აქედან გამომდინარე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციის მკურნალობისას. პაციენტებში GI გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის მინიმალიზაციისთვის, გამოიყენეთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს დროში. მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული თერაპია, რომელიც არ მოიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პეპტიური წყლულოვანი დაავადების ან/და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ანამნეზი, რომლებიც იყენებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ათჯერ მომატებული აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის განვითარების რისკი, ამ რისკ-ფაქტორების არმქონე პაციენტებთან შედარებით. წყლულების ისტორიის გარდა, ფარმაკოეპიდემიოლოგიურ კვლევებში გამოვლინდა მრავალი სხვადასხვა სიტუაცია, რომელიც იწვევს კომბინირებულ მკურნალობას და თანმხლებ დაავადებას, რამაც შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი: ასპირინის გამოყენება, ორალური კორტიკოსტეროიდებით, ანტიკოაგულანტებით ან სერატონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორებით მკურნალობა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის გახანგრძლივება. , მოწევა, ალკოჰოლიზმი, ხანდაზმული ასაკი და ზოგადი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა.

თირკმლის ეფექტები:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ გამოიწვია თირკმლის პაპილარული ნეკროზი და თირკმელების სხვა დაზიანება. ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ფლურბიპროფენის ხანგრძლივმა მიღებამ გამოიწვია თირკმლის პაპილარული ნეკროზი და სხვა ცვლილებები თირკმლის პარენქიმაში. თირკმლის ტოქსიკურობა ასევე გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში.ამ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და, მეორე მხრივ, თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის აშკარა დეკომპენსაცია. ამ რეაქციის უფრო მაღალი რისკი აქვთ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, ისინი, ვინც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და აგფ ინჰიბიტორებს და ხანდაზმულები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიის შეწყვეტას, როგორც წესი, მოჰყვება აღდგენა მკურნალობის წინა მდგომარეობამდე. კლინიკურ კვლევებში ფლურბიპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი უცვლელი იყო თირკმლის უკმარისობით. დაავადებულ პაციენტებში.

ფლურბიპროფენის მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. თირკმელების ზომიერი და მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში 4'ჰიდროქსი-ფლურბიპროფენის ელიმინაცია შემცირდა. ამიტომ, ფლურბიპროფენით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ამ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების შორსწასული დაავადება. ამ პაციენტებისთვის რეკომენდებულია ინტენსიური მონიტორინგი.

თირკმელების შორსწასული დაავადება:

აქსოფენით მკურნალობა რეკომენდებული არ არის თირკმელების შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებში. თუ საჭიროა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დაწყება, რეკომენდებულია პაციენტის თირკმელების ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმელების ეფექტები).

ანაფილაქტოიდური რეაქციები:

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში ფლურბიპროფენის წინასწარი ზემოქმედების გარეშე. ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია ასპირინის ტრიადის მქონე პაციენტებში. ეს სიმპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმიან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე, ან რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ [იხ. 4.3 უკუჩვენება, განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას-წინასწარი ასთმა). გადაუდებელი დახმარება უნდა მოიძიოთ იმ შემთხვევებში, როდესაც ვითარდება ანაფილაქტოიდური რეაქცია.

კანის რეაქციები:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის ფლურბიპროფენმა, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული გვერდითი მოვლენების ნიშნები და სიმპტომები, რომელთაგან ზოგიერთი ფატალურია, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN). რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს სერიოზული მოვლენები შეიძლება განვითარდეს გაფრთხილების გარეშე. აცნობეთ პაციენტებს კანის სერიოზული გამოვლინების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და შეწყვიტეთ ფლურბიპროფენის მიღება კანზე გამონაყარის ან მომატებული მგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოჩენისთანავე.

სიფრთხილის ზომები

ღვიძლის ეფექტები

ღვიძლის ერთი ან მეტი ტესტის სასაზღვრო შეფასება შეიძლება ჩატარდეს პაციენტების 15%-მდე, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის აქსოფენს. ეს ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირებდეს, შეიძლება დარჩეს უცვლელი ან შეიძლება იყოს გარდამავალი თერაპიის გაგრძელებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კლინიკურ კვლევებში პაციენტების დაახლოებით 1%-ში დაფიქსირდა ALT ან AST-ის შესამჩნევი მატება (დაახლოებით სამჯერ ან მეტჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს). გარდა ამისა, აღწერილია ღვიძლის მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, მათ შორის სიყვითლე და ფატალური ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი და ღვიძლის უკმარისობა, ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგით.

პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომები და/ან ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის დისფუნქციაზე, ან რომელსაც აღენიშნებათ ღვიძლის პათოლოგიური ტესტი, აქსოფენით თერაპიის დროს უნდა შეფასდეს ღვიძლის უფრო მძიმე რეაქციის განვითარების მტკიცებულებაზე. თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, ან თუ აღინიშნა სისტემური გამოვლინება (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.), აქსოფენით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ჰემატოლოგიური ეფექტები:

ანემია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ფლურბიპროფენს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებით, GI სისხლის დაკარგვით ან ერითროპოეზზე არასრულად აღწერილი ზემოქმედებით. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის აქსოფენით, უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი, თუ მათ აქვთ ანემიის ნიშნები ან სიმპტომები.

ნაჩვენებია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ახანგრძლივებს სისხლდენის დროს, თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას ზოგიერთ პაციენტში.ასპირინისგან განსხვავებით,თრომბოციტების ფუნქციაზე მათი გავლენა რაოდენობრივად ნაკლები, ხანმოკლე და შექცევადია.

ფლურბიპროფენი ზოგადად არ მოქმედებს თრომბოციტების რაოდენობაზე, პროთრომბინის დროზე (PT) ან ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროზე (PTT). პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კოაგულაციის დარღვევა, ან იღებენ ანტიკოაგულანტს და მათზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თრომბოციტების ფუნქციის ცვლილებამ,არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ს გამოყენებისას უნდა იყვნენ ფრთხილი მონიტორინგის ქვეშ.

წინასწარ არსებული ასთმა:

ასთმის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმა. ასპირინის გამოყენება ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია მძიმე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.

ვინაიდან ასპირინზე მგრძნობიარე ასეთ პაციენტებში ასპირინსა და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შორის დაფიქსირდა ჯვარედინი რეაქტიულობა, მათ შორის ბრონქოსპაზმი, აქსოფენი არ უნდა გამოიყენონ ასპირინისადმი მგრძნობელობის ამ ფორმის მქონე პაციენტებში და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ. ასთმა (იხ. 4.3 უკუჩვენებები).

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:

ფლურბიპროფენის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას პაციენტებში აღწერილი დაბინდული და/ან დაქვეითებული მხედველობა. თვალის ჩივილების მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.

სისტემური წითელი მგლურა (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება:

SLE და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დარღვევების მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასეპტიკური მენინგიტის გაზრდილი რისკი.

ლაბორატორიული ტესტები:

იმის გამო, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული წყლული და სისხლდენა შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, ექიმებმა უნდა აკონტროლონ კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ნიშნები ან სიმპტომები. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, პერიოდულად უნდა შემოწმდეს CBC (სისხლის საერთო ანალიზი) და ბიოქიმიის პროფილი. თუ განვითარდება ღვიძლის ან თირკმელების დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, აღინიშნება სისტემური გამოვლინებები (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.) ფლურბიპროფენი უნდა მოიხსნას.

ქალის ფერტილობის დაზიანება:

ფლურბიპროფენმა შეიძლება დააზიანოს ქალის ფერტილობა. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც დაორსულებას ცდილობენ.

ორალური ანტიკოაგულანტების მიღება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად: ორალური ანტიკოაგულანტები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის ფლურბიპროფენთან ერთად, სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული, რადგან ეს ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის რისკს. პერორალური ანტიკოაგულანტები მოიცავს ვარფარინს/კუმარინის ტიპის და ახლად შექმნილ ორალურ ანტიკოაგულანტებს (მაგ. აპიქსაბანი, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი). ანტიკოაგულანტი / INR უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ვარფარინს / კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს (იხ. პარაგრაფი 4.5).

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

პედიატრული პოპულაცია:

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი ბავშვებში გამოყენებისთვის.

გერიატრული პოპულაცია:

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად,სიფრთხილეა საჭირო 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში შეიზლება უფრო ხშირი იყოს კუჭ-ნაწლავის გართულებები, როგორიცაა წყლულები, სისხლდენა, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, უნდა გამოიყენონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს დროში (იხ.პარაგრაფი 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას, კუჭ-ნაწლავის (GI) ეფექტები). ანალოგიურად, ხანდაზმული პაციენტები არიან თირკმლის დეკომპენსაციის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ (იხ.პარაგრაფი 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმლის ეფექტი).

აქსოფენი შეიცავს ლაქტოზას.პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, Lapp ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში; ამ დოზით ნატრიუმის გამო რაიმე გვერდითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები (ARBs): მიმდინარე კვლევებში ნათქვამია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ დიურეზული საშუალებების, აგფ ინჰიბიტორების, ARB-ების და ბეტა ბლოკერების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ. დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით) აგფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტის და ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. ეს ურთიერთქმედება გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლურბიპროფენს აგფ ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ II-ის ბლოკერებთან ერთად. ამიტომ, კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. პაციენტები უნდა იყვნენ ადეკვატურად ჰიდრატირებული და განიხილება თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი თანმხლები თერაპიის დაწყების შემდეგ და შემდგომში პერიოდულად.

ანტიკოაგულანტები:

პაციენტები, რომლებიც იღებენ ვარფარინს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, უფრო სერიოზული კლინიკური სისხლდენის რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ისინი, ვინც იყენებდნენ ორი წამლიდან მხოლოდ ერთს. ექიმები ფრთხილად უნდა იყვნენ აქსოფენის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ვარფარინს ან სხვა ანტიკოაგულანტებს.

ასპირინი:

ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული მიღება ამცირებს შრატში ფლურბიპროფენის კონცენტრაციას. ამ ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის; თუმცა, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, აქსოფენის და ასპირინის ერთდროული მიღება ზოგადად რეკომენდებული არ არის.

ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები:

ფლურბიპროფენმა შეამცირა პროპრანოლოლის ჰიპოტენზიური მოქმედება, მაგრამ ატენოლოლში ასეთი ეფექტი არ დაფიქსირებულა. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია. პაციენტები, რომლებიც იღებენ როგორც ფლურბიპროფენს, ასევე ბეტა-ბლოკერებს, ადელვატური ჰიპოტენზიური ეფექტისთვის უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ.

დიურეზული საშუალებები:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება ზოგიერთ პაციენტში შეამცირონ ფუროსემიდის და თიაზიდის ნატრიურეზული ეფექტი. ეს ეფექტი განპირობებულია თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. ფლურბიპროფენის დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, შარდმდენების ეფექტურობის უზრუნველყოფის გარდა, დააკვირდით პაციენტებს თირკმელების უკმარისობის ნიშნებზე (იხ. პარაგრაფი 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას-თირკმლის ეფექტი).

ლითიუმი:

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა გამოიწვია პლაზმაში ლითიუმის დონის მომატება და თირკმლის ლითიუმის კლირენსის შემცირება. ლითიუმის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია გაიზარდა 15%-ით, ხოლო თირკმლის კლირენსი შემცირდა დაახლოებით 20%-ით. ეს ეფექტი განპირობებულია თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით. აქედან გამომდინარე, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ლითიუმის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ლითიუმის ტოქსიკურობის ნიშნებზე.

მეტოტრექსატი:

ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები კონკურენტულად აფერხებენ მეტოტრექსატის დაგროვებას კურდღლის თირკმელების შრეებში. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ მეთოტრექსატის ტოქსიკურობა. სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მეტოტრექსატთან ერთად მიღებისას,განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის მაღალ დოზებს, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში მეთოტრექსატის დონის მატება.

კორტიკოსტეროიდები:

კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის რისკი.

ანტითრომბოციტული საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs): კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაზრდილი რისკი

ციმეტიდინი, რანიტიდინი:

ციმეტიდინით და რანიტინით წინა მკუნრალობამ გარდა მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდისა, გავლენა არ მოახდინა ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკაზე.

დიგოქსინი:

ფლურბიპროფენისა და დიგოქსინის კომბინაციამ არ შეცვალა რომელიმე პრეპარატის წონასწორული კონცენტრაცია შრატში. თუმცა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიეროს გულის უკმარისობა. მათ შეუძლიათ შეამცირონ GFR (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე) და გაზარდონ პლაზმაში გლიკოზიდების დონე.

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები: მიუხედავად იმისა, რომ ფლურბიპროფენისა და ჰიპოგლიკემიური აგენტების ერთდროული მიღებისას აღინიშნა სისხლში შაქრის კონცენტრაციის უმნიშვნელო დაქვეითება, ჰიპოგლიკემიის ნიშნები ან სიმპტომები არ გამოვლენილა.

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები: ქინოლონური ანტიბიოტიკების და ფლურბიპროფენის ერთდროული მიღება ზრდის კრუნჩხვების რისკს.

სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ზიდოვუდინთან, ტიკლოპიდინთან, ტაკროლიმუსთან და ციკლოსპორინთან ერთად მიღებისას.

ტაკროლიმუსი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ტაკროლიმუსის ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ნეფროტოქსიურობის რისკი.

ციკლოსპორინი: COX ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლურბიპროფენი, ზრდის ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობის რისკს თირკმლის პროსტაგლანდინებზე მათი ზემოქმედების გამო.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

პედიატრიული პოპულაცია:

მონაცემები არ არის.

გერიატრიული პოპულაცია:

ანტაციდები: ხანდაზმულებში გამოყენებისას ანტიციდური სუსპენზია არ ამცირებდა შეწოვილი ფლურბიპროფენის რაოდენობას, მაგრამ ამცირებდა შეწოვის სიჩქარეს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია: C პირველ და მეორე ტრიმესტრში; D მესამე ტრიმესტრში.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები / კონტრაცეფცია:

მონაცემები არ არის.

ორსულობა

თაგვებსა და კურდღლებზე ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში არ იქნა ნაპოვნი განვითარების ანომალიები. თუმცა, ცხოველთა რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის არ შეიძლება საკმარისი იყოს ადამიანებზე ეფექტის წინასწარ განსაზღვრისთვის. არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევა ორსულ ქალებზე. ორსულობისას აქსოფენის შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, თუ მისი პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.

პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენების შემდეგ სპონტანური აბორტის გაზრდილ რისკზე მიუთითებს. ცხოველებში, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენებამ გამოიწვია იმპლანტაციის წინა და შემდგომი დანაკარგის გაზრდა.

ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ცნობილი ზემოქმედების გამო (არტერიული სადინრის დახურვა), ორსულობის გვიან პერიოდში (მე-6 თვიდან) მისი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

რეპროდუქციულობა/ფერტილობა

ვირთხებზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, ისევე როგორც სხვა პრეპარატებში ჩატარებულ კვლევებში, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, აღინიშნა დისტოცია, მშობიარობის შეფერხება და შთამომავლობის გადარჩენის სიხშირის შემცირება. აქსოფენის ეფექტი ორსულობის ბოლოზე და მშობიარობაზე უცნობია.

მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის ფლურბიპროფენმა შეიძლება შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს საკვერცხის ფოლიკულების გახეთქვას, რაც ზოგიერთ ქალში დაკავშირებულია შექცევად უნაყოფობასთან. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის ფლურბიპროფენის მოხსნა უნდა განიხილონ ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან უნაყოფობის გამოკვლევას გადიან.

ლაქტაცია

სავარაუდოდ, მეძუძური ჩვილის დოზა უნდა იყოს დაახლოებით 0.1 მგ/დღე-ღამეში იმ ქალის რძეში, რომელიც იღებს დღე-ღამეში 200მგ ფლურბიპროფენს.

ახალშობილებზე პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი პრეპარატების შესაძლო არასასურველი ეფექტების გამო, დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ძუძუთი კვების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა ან ძილიანობა. ამიტომ, ასეთი ეფექტების დროს თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100- < 1/10-მდე), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000- < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000- < 1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით).

გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლურბიპროფენს ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს:

აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ფლურბიპროფენით მკურნალობდნენ

ხშირი+

ხშირი++

იშვიათი

უცნობი++

ინფექციები და ინვაზიები

რინიტი, საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები და ნიშნები

დარღვევებისისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

რკინადეფიციტური ანემია

იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქცია

თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

სხეულის წონის ცვლილება

ჰიპერურიკემია სითხის შეკავება

ფსიქიატრიული დარღვევები

შფოთვა, დეპრესია, უძილობა,ნერვიულობა,

კონფუზიa

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ამნეზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერრეფლექსია, ძილიანობა, ტრემორი

ატაქსია, ცერებროვასკულური იშემია, პარესთეზია, პაროსმია

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

ვიზუალური ცვლილებები

კონიუნქტივიტი

ყურის და ლაბირინთის სისტემის დარღვევები

ტინიტუსი

დარღვევები გულის მხრივ

გულის უკმარისობა

მიოკარდიუმის ინფარქტი

დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

სისხლძარღვთა დაავადებები, ვაზოდილატაცია, ჰიპერტენზია

დარღვევები რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ასთმა, ეპისტაქსისი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა გულისრევა, ღებინება

სისხლიანი დიარეა, საყლაპავის დაავადება, გასტრიტი, ჰემატემეზი, პეპტიური წყლული, სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის წყლული

კუჭ-ნაწლავის პერფორაცია

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ჰეპატიტი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი

ანგიონევროზული შეშუპება, ეგზემა, ქავილი, ჭინჭრის ციება

დარღვევები ძვალ- კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

კანკალი

დარღვევები უროგენიტალური სისტემის მხრივ

ჰემატურიათირკმლის უკმარისობა,

გლომერულონეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი, ნეფროზული სინდრომი

ზოგადი დარღვევები

ასთენია, შეშუპება, სისუსტე

შემცივნება, ცხელება

გამოკვლევები

ღვიძლის ფერმენტების მომატება

ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება

+ კლინიკური კვლევებიდან

++ კლინიკური კვლევებიდან, პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობიდან ან ლიტერატურიდან

შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა ფლურბიპროფენისა და დამტკიცების შემდგომ გამოყენებისას და აღწერილია ლიტერატურაში, მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება ყოველთვის შესაძლებელი არ არის.

გვერდითი ეფექტები

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

აპლაზიური ანემია ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია,

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ანაფილაქსია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

კოლიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადების გამწვავება, წვრილი ნაწლავის ანთება სისხლის და ცილის დაკარგვით

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ*

(ქოლესტაზური და არაქოლესტაზური სიყვითლე

ექსფოლიაციური დერმატიტი, ფოტოსენსიტიურობა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ასეპტიური მენინგიტი

დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ

ინტერსტიციული ნეფრიტი

ჭარბი დოზა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ სიმპტომები ჩვეულებრივ შემოიფარგლება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ფსიქიკური მდგომარეობის დაქვეითებით, კუნთების დაბალი ტონუსით, თავის ტკივილით, დიპლოპიით, ღვიძლის ფერმენტების მაღალი შემცველობით, რესპირატორული დეპრესიით და ეპიგასტრული ტკივილებით, რომლებიც ჩვეულებრივ შექცევადია დამხმარე მკურნალობით. შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დათრგუნვა და კომა შეიძლება აღინიშნოს, მაგრამ იშვიათია. ანაფილაქტოიდური რეაქციები დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიული მიღებით და შესაძლოა განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემდეგ.არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ანაფილაქტოიდური რეაქციები და შესაძლოა განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემდეგაც.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გადაჭარბების შემდეგ პაციენტების მართვა საჭიროა სიმპტომური და დამხმარე მკურნალობით. სპეციფიური ანტიდოტები არ არსებობს. სიმპტომურ პაციენტებში, რომლებიც გამოვლინდა მიღებიდან ოთხი საათის განმავლობაში ან პაციენტებში, რომლებშიც დოზამ რეკომენდებულს 5-10 ჯერ გადააჭარბა, შეიძლება ნაჩვენები იყოს ღებინება და/ან გააქტიურებული ნახშირი (60-დან 100 გრამამდე მოზრდილებში, 1-დან 2 გრამამდე კგ სხეულის წონაზე პედიატრიულ პაციენტებში) და/ან ოსმოსური საფაღარათო საშუალებები. ფორსირებული დიურეზი, შარდის ალკალიზაცია, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შეიძლება არ იყოს სასარგებლო ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო.

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს 100 მგ ფლურბიპროფენს

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი 129.9 მგ

ნატრიუმის კროსკარმელოზა 7.30 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.

შენახვის პირობები

48 თვე

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ ოთახის, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

კოლოფში, PVC/Alu ბლისტერი, 15 ან 30 ტაბლეტი.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის“ შესაბამისად.ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი

İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.

Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok. No:10 34885 Sancaktepe /İstanbul-Turkey

ტელ: +90 (216) 564 80 00

ფაქსი: +90 (216) 564 80 99

მარკეტინგის ლიცენზიის ნომერი

პირველი ლიცენზირების/ლიცენზირების განახლების თარიღი

ტექსტის გადასინჯვის თარიღი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები

ათქ კოდი: M01AE09

აქსოფენი ტაბლეტები შეიცავს ფლურბიპროფენს, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი ცხოველების მოდელებში. ფლურბიპროფენის, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გასაგები არ არის და შეიძლება დაკავშირებული იყოს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

ფლურბიპროფენის საშუალო ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას ფლურბიპროფენის 100 მგ ტაბლეტებიდან არის 96% პერორალური ხსნარის მიმართ. ფლურბიპროფენი სწრაფად და არასტერეოსელექტიურად შეიწოვება, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2 საათის შემდეგ. ფლურბიპროფენის საკვებთან ან ანტაციდებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეცვალო ფლურბიპროფენის შეწოვის სიჩქარე, მაგრამ არა ხარისხი. ნაჩვენებია, რომ რანიტიდინს არ აქვს გავლენა ფლურბიპროფენის შეწოვის არც სიჩქარეზე და არც მასშტაბზე.

განაწილება:

R- და S-ფლურბიპროფენის განაწილების აშკარა მოცულობა (Vz/F) არის დაახლოებით 0,12 ლ/კგ. ფლურბიპროფენის ორივე ენანტიომერი 99%-ზე მეტით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შედარებით მუდმივია ტიპიური საშუალო წონასწორული კონცენტრაციისთვის (≤10 μg /მლ), რომელიც მიიღწევა რეკომენდებული დოზებით.

ბიოტრანსფორმაცია:

ადამიანის პლაზმასა და შარდში გამოვლენილია ფლურბიპროფენის რამდენიმე მეტაბოლიტი. ამ მეტაბოლიტებს მიეკუთვნება 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენი, 3', 4'-დიჰიდროქსი-ფლურბიპროფენი, 3'-ჰიდროქსი-4'- მეთოქსი-ფლურბიპროფენი, მათი კონიუგატები და კონიუგირებული ფლურბიპროფენი. არილპროპიონის მჟავის სხვა წარმოებულებისგან განსხვავებით (მაგ. იბუპროფენი), R-ფლურბიპროფენის S-ფლურბიპროფენამდე მეტაბოლიზმი მინიმალურია.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომი CYP2C9 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფლურბიპროფენის მეტაბოლიზმში მის ძირითად მეტაბოლიტად- 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენად. 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენის მეტაბოლიტი აჩვენებდა მცირე ანთების საწინააღმდეგო აქტივობას ანთების ცხოველურ მოდელებში. ფლურბიპროფენი არ აინდუცირებს ფერმენტებს, რომლებიც ცვლის მის მეტაბოლიზმს. შეუკავშირებელი ფლურბიპროფენის მთლიანი პლაზმური კლირენსი არასტერეოელექტიურია და თერაპიულ დიაპაზონში გამოყენებისას ფლურბიპროფენის კლირენსი დოზა-დამოუკიდებელია.

ფლურბიპროფენის ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ხდება ღვიძლში ციტოქრომ P450 2C9-ით. ციტოქრომ P450 2C9 სხვა სუბსტრატების ადრე ზემოქმედების შესაბამისად, ფლურბიპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებშიც ცნობილია, რომ ციტოქრომ P450 2C9 ნელა მეტაბოლიზდება. რადგან ამ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ პათოლოგიური პლაზმური დონე დაბალი მეტაბოლური კლირენსის გამო.

ელიმინაცია:

ფლურბიპროფენის დოზირების შემდეგ, 3%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა შარდით, მთავარი პრეპარატის და მისი მეტაბოლიტების სახით. იმის გამო, რომ თირკმელებით ელიმინაცია ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაციის მნიშვნელოვანი გზაა, თირკმლის ზომიერი ან მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების აკუმულაციის R- და S- ფლურბიპროფენის საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი (t½) მსგავსია, დაახლოებით -4,7 და 5,7 საათი. ფლურბიპროფენის აკუმულაცია მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ მინიმალური იყო.

ხაზოვნება/არა-ხაზოვნება

დოზის პროპორციულობა არ შეფასებულა.

დამახასიათებელი თვისებები პაციენტებში:

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლში მეტაბოლიზმმა შეიძლება შეადგინოს ფლურბიპროფენის ელიმინაციის >90%, ამიტომ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ფლურბიპროფენის შემცირებული დოზები. R- და S-ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო, ალკოჰოლური ციროზით დაავადებულ პაციენტებში (N=8) და ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში (N=8) ფლურბიპროფენის 200 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ფლურბიპროფენის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეიძლება შემცირდეს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში და შრატში ალბუმინის 3.1 გ/დლ-ზე ნაკლები კონცენტრაციისას.

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის კლირენსი არის ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაციის მნიშვნელოვანი, მაგრამ უცვლელი ფლურბიპროფენის ელიმინაციის უმნიშვნელო გზა (მთლიანი კლირენსის ≤3%). R- და S-ფლურბიპროფენის შეუზღუდავი კლირენსები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ნორმალურ ჯანმრთელ მოხალისეებს (N=6, 50 მგ ერთჯერადი დოზა) და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს შორის (N=8, ინულინის კლირენსი 11-დან 43 მლ/წთ-მდე, 50 მგ მრავალჯერადი დოზა). ფლურბიპროფენის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეიძლება შემცირდეს თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში და შრატში ალბუმინის 3,9 გ/დლ-ზე ნაკლები კონცენტრაციისას. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება შემცირდეს ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაცია.

ფლურბიპროფენი სისხლიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით არ გამოიყოფა დიალიზის სითხეში პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი.

პედიატრული პოპულაცია:

პედიატრულ პაციენტებში ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა გამოკვლეული არ არის.

გერიატრული პოპულაცია:

ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო ართრიტით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, ართრიტით დაავადედებულ ახალგაზრდა პაციენტებში და ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლურბიპროფენს 100 მგ ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზის სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

აქსოფენი 100 მგ შემოგარსული ტაბლეტი

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა აქტიური ნივთიერება:

თითოეული კაფსულა შეიცავს 100 მგ ფლურბიპროფენს

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი 129.9 მგ

ნატრიუმის კროსკარმელოზა 7.30 მგ

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

შემოგარსული ტაბლეტი

ცისფერ, ოვალური ფორმის, ცალ მხარეს ნაპრალიანი, შემოგარსული ტაბლეტები.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენება

ნაჩვენებია ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ..

დოზირება და გამოყენების მეთოდი დოზირება/გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა

როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), არასასურველი ეფექტების მინიმიზაციის მიზნით, თითოეულ პაციენტს უნდა მიეცეს ყველაზე დაბალი დოზა. ამიტომ, აქსოფენით მკურნალობის დასაწყისზე საჭიროა მეთვალყურეობა და დოზა და სიხშირე უნდა დარეგულირდეს თითოეული პაციენტის საჭიროებების მიხედვით.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 150-დან 200 მგ-მდე გაყოფილი დოზებით. საერთო სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 300 მგ-მდე გაყოფილი დოზებით სიმპტომების სიმძიმის გამო.

აქსოფენის რეკომენდებული დოზა რევმატოიდული ართრიტის ან ოსტეოართრიტის შესამსუბუქებლად არის 200-დან 300 მგ-მდე დღე-ღამეში ორ, სამ ან ოთხ დოზად.

დისმენორეის დროს შეიძლება დაინიშნოს 100 მგ დოზა სიმპტომების დაწყებისას, რასაც მოჰყვება 50 ან 100 მგ ოთხიდან ექვს საათამდე ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა მრავალჯერადი დოზის მიღებისას არის 100 მგ.

ის უნდა იქნას მიღებული ადეკვატური რაოდენობის წყალთან ერთად (ერთი ჭიქა წყალი) ჭამის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

პედიატრული პოპულაცია:

არ არსებობს მონაცემები ბავშვებში გამოყენებისთვის.

გერიატრული პოპულაცია:

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, კუჭ-ნაწლავის გართულებები, როგორიცაა წყლულები, სისხლდენა, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირია ვიდრე ახალგაზრდებში.

ღვიძლის უკმარისობა:

პაციენტი, რომელსაც აქვს ღვიძლის უკმარისობის ნიშნები და/ან ან ღვიძლის ტესტის არანორმალური მნიშვნელობები, აქსოფენი SR-ით მკურნალობის დროს უნდა შეფასდეს ღვიძლის უფრო მძიმე რეაქციის განვითარებისათვის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები - ღვიძლის ეფექტები). არ უნდა გამოიყენონ ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. უკუჩვენებები).

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების მქონე პაციენტებში ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების დაგროვების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ყურადღების ქვეშ (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმელების ეფექტები). არ უნდა გამოიყენონ თირკმელების მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. უკუჩვენებები).

უკუჩვენება

აქსოფენის ტაბლეტები უკუნაჩვენებია მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

აქსოფენი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ ჰქონდათ ასთმა, ურტიკარია, ალერგიის-მსგავსი რეაქციები. ასეთ პაციენტებში აღინიშნა მძიმე, იშვიათად ფატალური, ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - ანაფილაქსიური რეაქციები და ადრე არსებული ასთმა).აქსოფენი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასპირინის ტრიადა. ეს სიმპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმით დაავადებულ, პაციენტებში,რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე და გვხვდება იმ პირებში, რომლებსაც ასპირინის ან სხვა NSAID მიღების შემდეგ აღენიშნებათ მწვავე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი.

ფლურბიპროფენის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებშ, რომლებსაც ამჟამად აქვთ ან ადრე ჰქონდათ პეპტიური წყლული.

ფლურბიპროფენი ასევე უკუნაჩვენებია ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში, რომელიც დაკავშირებულია წინა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიასთან.

უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, ცერებროვასკულური სისხლდენის და სხვა სისხლდენის დროს.

ფლურბიპროფენი ასევე უკუნაჩვენებია გულის მძიმე უკმარისობით, ღვიძლის უკმარისობით და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.

აქსოფენი უკუნაჩვენებია პერიოპერაციული და პოსტოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი შუნტირების (CABG) ოპერაციის დროს.

ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლურბიპროფენის გამოყენება სხვა სისტემურ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (ასპირინის გარდა), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექციური ინჰიბიტორებთან ერთად. სისტემური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის (GI) წყლულების და სისხლდენის სიხშირის გაზრდა.

გულ-სისხლძარღვთა რისკი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა (CV) სერიოზული თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკის ზრდა, რაც შეიძლება ფატალური იყოს. CV დაავადებების მქონე პაციენტები შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ. CV დაავადებების ან CV დაავადებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების მატარებლებში რისკი უფრო მაღალია.

ფლურბიპროფენის, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალების გამოყენება ოპერაციამდე და მის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კორონარული არტერიის შუნტირება, უკუნაჩვენებია.

კუჭ-ნაწლავის რისკი

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სერიოზული გვერდითი რეაქციების რისკის გაზრდა, როგორიცაა სისხლდენა, წყლულები, კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს ეფექტები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, მასტიმულირებელი სიმპტომების გარეშე. ხანდაზმული პაციენტები წარმოადგენენ კუჭ-ნაწლავის სერიოზული ეფექტების ყველაზე დიდ რისკ ჯგუფს. ცნობილი CV დაავადების მქონე პაციენტები შესაძლოა უფრო დიდი რისკის ქვეშ იყვნენ.

გაფრთხილებები

გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენები:

რამდენიმე COX-2 სელექციური და არასელექციური NSAIDs კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სერიოზული გულ-სისხლძარღვთა (CV) თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გაზრდილი რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. პაციენტებში, რომლებიც აქსოფენით მკურნალობენ, გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად უნდა გამოიყენონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს ხანგრძლივობით. ექიმები და პაციენტები უნდა იყვნენ ფხიზლად ასეთი მოვლენების განვითარების გამოსავლენად, თუნდაც წინა CV სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ CV სერიოზული მოვლენების ტოქსიურობის ნიშნების და/ან სიმპტომების და მათი განვითარების შემთხვევაში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ (იხილეთ პარაგრაფი 4.3 უკუჩვენებები).

არ არსებობს თანმიმდევრული მტკიცებულება, რომ ასპირინის ერთდროული გამოყენება ამცირებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული CV თრომბოზული მოვლენების გაზრდილ რისკს.ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენების რისკს (იხ.4.4განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - კუჭ-ნაწლავის ეფექტები: წყლულების, სისხლდენის და პერფორაციის რისკი).

COX-2 სელექციური NSAID -ს ორმა დიდმა, კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევამ ტკივილის სამკურნალოდ CABG ოპერაციიდან პირველი 10-14 დღის განმავლობაში აჩვენა მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გაზრდილი სიხშირე (უკუჩვენებები).

ჰიპერტენზია:

როგორც ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებამ, ფლურბიპროფენმაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი ჰიპერტენზიის დაწყება ან წინა არსებული ჰიპერტენზიის გაუარესება, რომელთაგან რომელიმემ შეიძლება ხელი შეუწყოს კარდიოვასკულური მოვლენების სიხშირის გაზრდას.

პაციენტებს, რომლებიც იღებენ თიაზიდებს ან მარყუჟის დიურეზულ საშუალებებს, შეიძლება მათზე პასუხი დაუქვეითდეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ფლურბიპროფენი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მკურნალობის დაწყებისას და თერაპიის განმავლობაში საჭიროა არტერიული წნევის ინტენსიური მონიტორინგი.

გულის შეგუბებითი უკმარისობა და შეშუპება:

სითხის შეკავება და შეშუპება დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ფლურბიპროფენს, ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს. ამიტომ აქსოფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სითხის შეკავება, ჰიპერტენზია ან გულის უკმარისობა.

კუჭ-ნაწლავის ეფექტები: წყლულის, სისხლდენის და პერფორაციის რისკი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის ფლურბიპროფენმა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კუჭ-ნაწლავის (GI) ტოქსიურობა, მათ შორის ანთება, სისხლდენა, დაწყლულება და კუჭის, წვრილი ნაწლავის ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მსუბუქი პრობლემები, როგორიცაა დისპეფსია, ხშირია და შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს.ამიტომ, მაშინაც კი, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები არ გამოვლენილა, ექიმები და პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ წყლულის ან სისხლდენის გამოსავლენად. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ტოქსიკურობის სიმპტომების და/ან სიმპტომების შესახებ და უნდა იცოდნენ თუ რა უნდა გააკეთონ მათი განვითარების შემთხვევაში. პერიოდული ლაბორატორიული დაკვირვებების სარგებლიანობა ჯერ არ არის დადასტურებული, საკმარისი შეფასება არ გაკეთებულა. იმ ხუთი პაციენტიდან, რომელსაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დროს განუვითარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სერიოზული გვერდითი მოვლენა, სიმპტომურია მხოლოდ ერთი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის წყლულები, უხეში სისხლდენა ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული პერფორაცია გვხვდება პაციენტების დაახლოებით 1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 3-დან 6 თვემდე და დაახლოებით 2-4% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში. ეს ტენდენციები გრძელდება გამოყენების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, რაც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენის განვითარების ალბათობას თერაპიის კურსის განმავლობაში. თუმცა, მოკლევადიანი თერაპიაც კი არ არის რისკის გარეშე.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აქსოფენის ჩათვლით განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაენიშნოს მათ, ვისაც ადრე ჰქონდა წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ისტორია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფატალური მოვლენების სპონტანური შეტყობინებების უმეტესობა გვხვდება ხანდაზმულ და სუსტ პაციენტებში; აქედან გამომდინარე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციის მკურნალობისას. პაციენტებში GI გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის მინიმალიზაციისთვის, გამოიყენეთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს დროში. მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული თერაპია, რომელიც არ მოიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პეპტიური წყლულოვანი დაავადების ან/და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ანამნეზი, რომლებიც იყენებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ათჯერ მომატებული აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის განვითარების რისკი, ამ რისკ-ფაქტორების არმქონე პაციენტებთან შედარებით. წყლულების ისტორიის გარდა, ფარმაკოეპიდემიოლოგიურ კვლევებში გამოვლინდა მრავალი სხვადასხვა სიტუაცია, რომელიც იწვევს კომბინირებულ მკურნალობას და თანმხლებ დაავადებას, რამაც შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი: ასპირინის გამოყენება, ორალური კორტიკოსტეროიდებით, ანტიკოაგულანტებით ან სერატონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორებით მკურნალობა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის გახანგრძლივება. , მოწევა, ალკოჰოლიზმი, ხანდაზმული ასაკი და ზოგადი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა.

თირკმლის ეფექტები:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ გამოიწვია თირკმლის პაპილარული ნეკროზი და თირკმელების სხვა დაზიანება. ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ფლურბიპროფენის ხანგრძლივმა მიღებამ გამოიწვია თირკმლის პაპილარული ნეკროზი და სხვა ცვლილებები თირკმლის პარენქიმაში. თირკმლის ტოქსიკურობა ასევე გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში.ამ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და, მეორე მხრივ, თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის აშკარა დეკომპენსაცია. ამ რეაქციის უფრო მაღალი რისკი აქვთ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, ისინი, ვინც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და აგფ ინჰიბიტორებს და ხანდაზმულები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიის შეწყვეტას, როგორც წესი, მოჰყვება აღდგენა მკურნალობის წინა მდგომარეობამდე. კლინიკურ კვლევებში ფლურბიპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი უცვლელი იყო თირკმლის უკმარისობით. დაავადებულ პაციენტებში.

ფლურბიპროფენის მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. თირკმელების ზომიერი და მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში 4'ჰიდროქსი-ფლურბიპროფენის ელიმინაცია შემცირდა. ამიტომ, ფლურბიპროფენით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ამ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმელების შორსწასული დაავადება. ამ პაციენტებისთვის რეკომენდებულია ინტენსიური მონიტორინგი.

თირკმელების შორსწასული დაავადება:

აქსოფენით მკურნალობა რეკომენდებული არ არის თირკმელების შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებში. თუ საჭიროა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დაწყება, რეკომენდებულია პაციენტის თირკმელების ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმელების ეფექტები).

ანაფილაქტოიდური რეაქციები:

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში ფლურბიპროფენის წინასწარი ზემოქმედების გარეშე. ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია ასპირინის ტრიადის მქონე პაციენტებში. ეს სიმპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმიან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე, ან რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ [იხ. 4.3 უკუჩვენება, განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას-წინასწარი ასთმა). გადაუდებელი დახმარება უნდა მოიძიოთ იმ შემთხვევებში, როდესაც ვითარდება ანაფილაქტოიდური რეაქცია.

კანის რეაქციები:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის ფლურბიპროფენმა, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული გვერდითი მოვლენების ნიშნები და სიმპტომები, რომელთაგან ზოგიერთი ფატალურია, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN). რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს სერიოზული მოვლენები შეიძლება განვითარდეს გაფრთხილების გარეშე. აცნობეთ პაციენტებს კანის სერიოზული გამოვლინების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და შეწყვიტეთ ფლურბიპროფენის მიღება კანზე გამონაყარის ან მომატებული მგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოჩენისთანავე.

სიფრთხილის ზომები

ღვიძლის ეფექტები

ღვიძლის ერთი ან მეტი ტესტის სასაზღვრო შეფასება შეიძლება ჩატარდეს პაციენტების 15%-მდე, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის აქსოფენს. ეს ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირებდეს, შეიძლება დარჩეს უცვლელი ან შეიძლება იყოს გარდამავალი თერაპიის გაგრძელებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კლინიკურ კვლევებში პაციენტების დაახლოებით 1%-ში დაფიქსირდა ALT ან AST-ის შესამჩნევი მატება (დაახლოებით სამჯერ ან მეტჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს). გარდა ამისა, აღწერილია ღვიძლის მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, მათ შორის სიყვითლე და ფატალური ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი და ღვიძლის უკმარისობა, ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგით.

პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომები და/ან ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის დისფუნქციაზე, ან რომელსაც აღენიშნებათ ღვიძლის პათოლოგიური ტესტი, აქსოფენით თერაპიის დროს უნდა შეფასდეს ღვიძლის უფრო მძიმე რეაქციის განვითარების მტკიცებულებაზე. თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, ან თუ აღინიშნა სისტემური გამოვლინება (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.), აქსოფენით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ჰემატოლოგიური ეფექტები:

ანემია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ფლურბიპროფენს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებით, GI სისხლის დაკარგვით ან ერითროპოეზზე არასრულად აღწერილი ზემოქმედებით. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის აქსოფენით, უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი, თუ მათ აქვთ ანემიის ნიშნები ან სიმპტომები.

ნაჩვენებია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ახანგრძლივებს სისხლდენის დროს, თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას ზოგიერთ პაციენტში.ასპირინისგან განსხვავებით,თრომბოციტების ფუნქციაზე მათი გავლენა რაოდენობრივად ნაკლები, ხანმოკლე და შექცევადია.

ფლურბიპროფენი ზოგადად არ მოქმედებს თრომბოციტების რაოდენობაზე, პროთრომბინის დროზე (PT) ან ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროზე (PTT). პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კოაგულაციის დარღვევა, ან იღებენ ანტიკოაგულანტს და მათზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თრომბოციტების ფუნქციის ცვლილებამ,არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ს გამოყენებისას უნდა იყვნენ ფრთხილი მონიტორინგის ქვეშ.

წინასწარ არსებული ასთმა:

ასთმის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმა. ასპირინის გამოყენება ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია მძიმე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.

ვინაიდან ასპირინზე მგრძნობიარე ასეთ პაციენტებში ასპირინსა და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შორის დაფიქსირდა ჯვარედინი რეაქტიულობა, მათ შორის ბრონქოსპაზმი, აქსოფენი არ უნდა გამოიყენონ ასპირინისადმი მგრძნობელობის ამ ფორმის მქონე პაციენტებში და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ. ასთმა (იხ. 4.3 უკუჩვენებები).

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:

ფლურბიპროფენის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას პაციენტებში აღწერილი დაბინდული და/ან დაქვეითებული მხედველობა. თვალის ჩივილების მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.

სისტემური წითელი მგლურა (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება:

SLE და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დარღვევების მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასეპტიკური მენინგიტის გაზრდილი რისკი.

ლაბორატორიული ტესტები:

იმის გამო, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული წყლული და სისხლდენა შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, ექიმებმა უნდა აკონტროლონ კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ნიშნები ან სიმპტომები. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, პერიოდულად უნდა შემოწმდეს CBC (სისხლის საერთო ანალიზი) და ბიოქიმიის პროფილი. თუ განვითარდება ღვიძლის ან თირკმელების დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, აღინიშნება სისტემური გამოვლინებები (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.) ფლურბიპროფენი უნდა მოიხსნას.

ქალის ფერტილობის დაზიანება:

ფლურბიპროფენმა შეიძლება დააზიანოს ქალის ფერტილობა. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც დაორსულებას ცდილობენ.

ორალური ანტიკოაგულანტების მიღება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად: ორალური ანტიკოაგულანტები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის ფლურბიპროფენთან ერთად, სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული, რადგან ეს ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის რისკს. პერორალური ანტიკოაგულანტები მოიცავს ვარფარინს/კუმარინის ტიპის და ახლად შექმნილ ორალურ ანტიკოაგულანტებს (მაგ. აპიქსაბანი, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი). ანტიკოაგულანტი / INR უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ვარფარინს / კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს (იხ. პარაგრაფი 4.5).

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

პედიატრული პოპულაცია:

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი ბავშვებში გამოყენებისთვის.

გერიატრული პოპულაცია:

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად,სიფრთხილეა საჭირო 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში შეიზლება უფრო ხშირი იყოს კუჭ-ნაწლავის გართულებები, როგორიცაა წყლულები, სისხლდენა, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, უნდა გამოიყენონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს დროში (იხ.პარაგრაფი 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას, კუჭ-ნაწლავის (GI) ეფექტები). ანალოგიურად, ხანდაზმული პაციენტები არიან თირკმლის დეკომპენსაციის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ (იხ.პარაგრაფი 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმლის ეფექტი).

აქსოფენი შეიცავს ლაქტოზას.პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, Lapp ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში; ამ დოზით ნატრიუმის გამო რაიმე გვერდითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები (ARBs): მიმდინარე კვლევებში ნათქვამია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ დიურეზული საშუალებების, აგფ ინჰიბიტორების, ARB-ების და ბეტა ბლოკერების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ. დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით) აგფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტის და ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. ეს ურთიერთქმედება გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლურბიპროფენს აგფ ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ II-ის ბლოკერებთან ერთად. ამიტომ, კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. პაციენტები უნდა იყვნენ ადეკვატურად ჰიდრატირებული და განიხილება თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი თანმხლები თერაპიის დაწყების შემდეგ და შემდგომში პერიოდულად.

ანტიკოაგულანტები:

პაციენტები, რომლებიც იღებენ ვარფარინს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, უფრო სერიოზული კლინიკური სისხლდენის რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ისინი, ვინც იყენებდნენ ორი წამლიდან მხოლოდ ერთს. ექიმები ფრთხილად უნდა იყვნენ აქსოფენის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ვარფარინს ან სხვა ანტიკოაგულანტებს.

ასპირინი:

ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული მიღება ამცირებს შრატში ფლურბიპროფენის კონცენტრაციას. ამ ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის; თუმცა, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, აქსოფენის და ასპირინის ერთდროული მიღება ზოგადად რეკომენდებული არ არის.

ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები:

ფლურბიპროფენმა შეამცირა პროპრანოლოლის ჰიპოტენზიური მოქმედება, მაგრამ ატენოლოლში ასეთი ეფექტი არ დაფიქსირებულა. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია. პაციენტები, რომლებიც იღებენ როგორც ფლურბიპროფენს, ასევე ბეტა-ბლოკერებს, ადელვატური ჰიპოტენზიური ეფექტისთვის უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ.

დიურეზული საშუალებები:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება ზოგიერთ პაციენტში შეამცირონ ფუროსემიდის და თიაზიდის ნატრიურეზული ეფექტი. ეს ეფექტი განპირობებულია თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. ფლურბიპროფენის დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, შარდმდენების ეფექტურობის უზრუნველყოფის გარდა, დააკვირდით პაციენტებს თირკმელების უკმარისობის ნიშნებზე (იხ. პარაგრაფი 4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას-თირკმლის ეფექტი).

ლითიუმი:

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა გამოიწვია პლაზმაში ლითიუმის დონის მომატება და თირკმლის ლითიუმის კლირენსის შემცირება. ლითიუმის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია გაიზარდა 15%-ით, ხოლო თირკმლის კლირენსი შემცირდა დაახლოებით 20%-ით. ეს ეფექტი განპირობებულია თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით. აქედან გამომდინარე, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ლითიუმის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ლითიუმის ტოქსიკურობის ნიშნებზე.

მეტოტრექსატი:

ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები კონკურენტულად აფერხებენ მეტოტრექსატის დაგროვებას კურდღლის თირკმელების შრეებში. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ მეთოტრექსატის ტოქსიკურობა. სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მეტოტრექსატთან ერთად მიღებისას,განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეთოტრექსატის მაღალ დოზებს, რადგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში მეთოტრექსატის დონის მატება.

კორტიკოსტეროიდები:

კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ კუჭ-ნაწლავის წყლულის ან სისხლდენის რისკი.

ანტითრომბოციტული საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs): კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაზრდილი რისკი

ციმეტიდინი, რანიტიდინი:

ციმეტიდინით და რანიტინით წინა მკუნრალობამ გარდა მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდისა, გავლენა არ მოახდინა ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკაზე.

დიგოქსინი:

ფლურბიპროფენისა და დიგოქსინის კომბინაციამ არ შეცვალა რომელიმე პრეპარატის წონასწორული კონცენტრაცია შრატში. თუმცა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიეროს გულის უკმარისობა. მათ შეუძლიათ შეამცირონ GFR (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე) და გაზარდონ პლაზმაში გლიკოზიდების დონე.

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები: მიუხედავად იმისა, რომ ფლურბიპროფენისა და ჰიპოგლიკემიური აგენტების ერთდროული მიღებისას აღინიშნა სისხლში შაქრის კონცენტრაციის უმნიშვნელო დაქვეითება, ჰიპოგლიკემიის ნიშნები ან სიმპტომები არ გამოვლენილა.

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები: ქინოლონური ანტიბიოტიკების და ფლურბიპროფენის ერთდროული მიღება ზრდის კრუნჩხვების რისკს.

სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ზიდოვუდინთან, ტიკლოპიდინთან, ტაკროლიმუსთან და ციკლოსპორინთან ერთად მიღებისას.

ტაკროლიმუსი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ტაკროლიმუსის ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ნეფროტოქსიურობის რისკი.

ციკლოსპორინი: COX ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლურბიპროფენი, ზრდის ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობის რისკს თირკმლის პროსტაგლანდინებზე მათი ზემოქმედების გამო.

დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ

პედიატრიული პოპულაცია:

მონაცემები არ არის.

გერიატრიული პოპულაცია:

ანტაციდები: ხანდაზმულებში გამოყენებისას ანტიციდური სუსპენზია არ ამცირებდა შეწოვილი ფლურბიპროფენის რაოდენობას, მაგრამ ამცირებდა შეწოვის სიჩქარეს.

ორსულობა და ლაქტაცია

ზოგადი რეკომენდაციები

ორსულობის კატეგორია: C პირველ და მეორე ტრიმესტრში; D მესამე ტრიმესტრში.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები / კონტრაცეფცია:

მონაცემები არ არის.

ორსულობა

თაგვებსა და კურდღლებზე ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში არ იქნა ნაპოვნი განვითარების ანომალიები. თუმცა, ცხოველთა რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის არ შეიძლება საკმარისი იყოს ადამიანებზე ეფექტის წინასწარ განსაზღვრისთვის. არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევა ორსულ ქალებზე. ორსულობისას აქსოფენის შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, თუ მისი პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.

პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენების შემდეგ სპონტანური აბორტის გაზრდილ რისკზე მიუთითებს. ცხოველებში, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენებამ გამოიწვია იმპლანტაციის წინა და შემდგომი დანაკარგის გაზრდა.

ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ცნობილი ზემოქმედების გამო (არტერიული სადინრის დახურვა), ორსულობის გვიან პერიოდში (მე-6 თვიდან) მისი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

რეპროდუქციულობა/ფერტილობა

ვირთხებზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, ისევე როგორც სხვა პრეპარატებში ჩატარებულ კვლევებში, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, აღინიშნა დისტოცია, მშობიარობის შეფერხება და შთამომავლობის გადარჩენის სიხშირის შემცირება. აქსოფენის ეფექტი ორსულობის ბოლოზე და მშობიარობაზე უცნობია.

მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის ფლურბიპროფენმა შეიძლება შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს საკვერცხის ფოლიკულების გახეთქვას, რაც ზოგიერთ ქალში დაკავშირებულია შექცევად უნაყოფობასთან. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის ფლურბიპროფენის მოხსნა უნდა განიხილონ ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან უნაყოფობის გამოკვლევას გადიან.

ლაქტაცია

სავარაუდოდ, მეძუძური ჩვილის დოზა უნდა იყოს დაახლოებით 0.1 მგ/დღე-ღამეში იმ ქალის რძეში, რომელიც იღებს დღე-ღამეში 200მგ ფლურბიპროფენს.

ახალშობილებზე პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი პრეპარატების შესაძლო არასასურველი ეფექტების გამო, დედისთვის პრეპარატის მნიშვნელობის გათვალისწინებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ძუძუთი კვების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა ან ძილიანობა. ამიტომ, ასეთი ეფექტების დროს თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან.

გვერდითი ეფექტები

გვერდითი მოვლენები ქვემოთ ჩამოთვლილია სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100- < 1/10-მდე), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000- < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000- < 1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით).

გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლურბიპროფენს ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს:

აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ფლურბიპროფენით მკურნალობდნენ

ხშირი+

ხშირი++

იშვიათი

უცნობი++

ინფექციები და ინვაზიები

რინიტი, საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები და ნიშნები

დარღვევებისისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

რკინადეფიციტური ანემია

იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქცია

თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

სხეულის წონის ცვლილება

ჰიპერურიკემია სითხის შეკავება

ფსიქიატრიული დარღვევები

შფოთვა, დეპრესია, უძილობა,ნერვიულობა,

კონფუზიa

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ამნეზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერრეფლექსია, ძილიანობა, ტრემორი

ატაქსია, ცერებროვასკულური იშემია, პარესთეზია, პაროსმია

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

ვიზუალური ცვლილებები

კონიუნქტივიტი

ყურის და ლაბირინთის სისტემის დარღვევები

ტინიტუსი

დარღვევები გულის მხრივ

გულის უკმარისობა

მიოკარდიუმის ინფარქტი

დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

სისხლძარღვთა დაავადებები, ვაზოდილატაცია, ჰიპერტენზია

დარღვევები რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ასთმა, ეპისტაქსისი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა გულისრევა, ღებინება

სისხლიანი დიარეა, საყლაპავის დაავადება, გასტრიტი, ჰემატემეზი, პეპტიური წყლული, სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის წყლული

კუჭ-ნაწლავის პერფორაცია

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ჰეპატიტი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი

ანგიონევროზული შეშუპება, ეგზემა, ქავილი, ჭინჭრის ციება

დარღვევები ძვალ- კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

კანკალი

დარღვევები უროგენიტალური სისტემის მხრივ

ჰემატურიათირკმლის უკმარისობა,

გლომერულონეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი, ნეფროზული სინდრომი

ზოგადი დარღვევები

ასთენია, შეშუპება, სისუსტე

შემცივნება, ცხელება

გამოკვლევები

ღვიძლის ფერმენტების მომატება

ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება

+ კლინიკური კვლევებიდან

++ კლინიკური კვლევებიდან, პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობიდან ან ლიტერატურიდან

შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა ფლურბიპროფენისა და დამტკიცების შემდგომ გამოყენებისას და აღწერილია ლიტერატურაში, მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება ყოველთვის შესაძლებელი არ არის.

გვერდითი ეფექტები

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

აპლაზიური ანემია ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია,

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ანაფილაქსია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

კოლიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადების გამწვავება, წვრილი ნაწლავის ანთება სისხლის და ცილის დაკარგვით

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ*

(ქოლესტაზური და არაქოლესტაზური სიყვითლე

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ექსფოლიაციური დერმატიტი, ფოტოსენსიტიურობა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ასეპტიური მენინგიტი

დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ

ინტერსტიციული ნეფრიტი

დოზის გადაჭარბება და მკურნალობა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ სიმპტომები ჩვეულებრივ შემოიფარგლება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ფსიქიკური მდგომარეობის დაქვეითებით, კუნთების დაბალი ტონუსით, თავის ტკივილით, დიპლოპიით, ღვიძლის ფერმენტების მაღალი შემცველობით, რესპირატორული დეპრესიით და ეპიგასტრული ტკივილებით, რომლებიც ჩვეულებრივ შექცევადია დამხმარე მკურნალობით. შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დათრგუნვა და კომა შეიძლება აღინიშნოს, მაგრამ იშვიათია. ანაფილაქტოიდური რეაქციები დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიული მიღებით და შესაძლოა განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემდეგ.არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ანაფილაქტოიდური რეაქციები და შესაძლოა განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემდეგაც.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გადაჭარბების შემდეგ პაციენტების მართვა საჭიროა სიმპტომური და დამხმარე მკურნალობით. სპეციფიური ანტიდოტები არ არსებობს. სიმპტომურ პაციენტებში, რომლებიც გამოვლინდა მიღებიდან ოთხი საათის განმავლობაში ან პაციენტებში, რომლებშიც დოზამ რეკომენდებულს 5-10 ჯერ გადააჭარბა, შეიძლება ნაჩვენები იყოს ღებინება და/ან გააქტიურებული ნახშირი (60-დან 100 გრამამდე მოზრდილებში, 1-დან 2 გრამამდე კგ სხეულის წონაზე პედიატრიულ პაციენტებში) და/ან ოსმოსური საფაღარათო საშუალებები. ფორსირებული დიურეზი, შარდის ალკალიზაცია, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შეიძლება არ იყოს სასარგებლო ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები

ათქ კოდი: M01AE09

აქსოფენი ტაბლეტები შეიცავს ფლურბიპროფენს, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი ცხოველების მოდელებში. ფლურბიპროფენის, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გასაგები არ არის და შეიძლება დაკავშირებული იყოს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია:

ფლურბიპროფენის საშუალო ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას ფლურბიპროფენის 100 მგ ტაბლეტებიდან არის 96% პერორალური ხსნარის მიმართ. ფლურბიპროფენი სწრაფად და არასტერეოსელექტიურად შეიწოვება, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2 საათის შემდეგ. ფლურბიპროფენის საკვებთან ან ანტაციდებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეცვალო ფლურბიპროფენის შეწოვის სიჩქარე, მაგრამ არა ხარისხი. ნაჩვენებია, რომ რანიტიდინს არ აქვს გავლენა ფლურბიპროფენის შეწოვის არც სიჩქარეზე და არც მასშტაბზე.

განაწილება:

R- და S-ფლურბიპროფენის განაწილების აშკარა მოცულობა (Vz/F) არის დაახლოებით 0,12 ლ/კგ. ფლურბიპროფენის ორივე ენანტიომერი 99%-ზე მეტით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შედარებით მუდმივია ტიპიური საშუალო წონასწორული კონცენტრაციისთვის (≤10 μg /მლ), რომელიც მიიღწევა რეკომენდებული დოზებით.

ბიოტრანსფორმაცია:

ადამიანის პლაზმასა და შარდში გამოვლენილია ფლურბიპროფენის რამდენიმე მეტაბოლიტი. ამ მეტაბოლიტებს მიეკუთვნება 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენი, 3', 4'-დიჰიდროქსი-ფლურბიპროფენი, 3'-ჰიდროქსი-4'- მეთოქსი-ფლურბიპროფენი, მათი კონიუგატები და კონიუგირებული ფლურბიპროფენი. არილპროპიონის მჟავის სხვა წარმოებულებისგან განსხვავებით (მაგ. იბუპროფენი), R-ფლურბიპროფენის S-ფლურბიპროფენამდე მეტაბოლიზმი მინიმალურია.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომი CYP2C9 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფლურბიპროფენის მეტაბოლიზმში მის ძირითად მეტაბოლიტად- 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენად. 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენის მეტაბოლიტი აჩვენებდა მცირე ანთების საწინააღმდეგო აქტივობას ანთების ცხოველურ მოდელებში. ფლურბიპროფენი არ აინდუცირებს ფერმენტებს, რომლებიც ცვლის მის მეტაბოლიზმს. შეუკავშირებელი ფლურბიპროფენის მთლიანი პლაზმური კლირენსი არასტერეოელექტიურია და თერაპიულ დიაპაზონში გამოყენებისას ფლურბიპროფენის კლირენსი დოზა-დამოუკიდებელია.

ფლურბიპროფენის ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ხდება ღვიძლში ციტოქრომ P450 2C9-ით. ციტოქრომ P450 2C9 სხვა სუბსტრატების ადრე ზემოქმედების შესაბამისად, ფლურბიპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებშიც ცნობილია, რომ ციტოქრომ P450 2C9 ნელა მეტაბოლიზდება. რადგან ამ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ პათოლოგიური პლაზმური დონე დაბალი მეტაბოლური კლირენსის გამო.

ელიმინაცია:

ფლურბიპროფენის დოზირების შემდეგ, 3%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა შარდით, მთავარი პრეპარატის და მისი მეტაბოლიტების სახით. იმის გამო, რომ თირკმელებით ელიმინაცია ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაციის მნიშვნელოვანი გზაა, თირკმლის ზომიერი ან მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების აკუმულაციის R- და S- ფლურბიპროფენის საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი (t½) მსგავსია, დაახლოებით -4,7 და 5,7 საათი. ფლურბიპროფენის აკუმულაცია მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ მინიმალური იყო.

ხაზოვნება/არა-ხაზოვნება

დოზის პროპორციულობა არ შეფასებულა.

დამახასიათებელი თვისებები პაციენტებში:

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლში მეტაბოლიზმმა შეიძლება შეადგინოს ფლურბიპროფენის ელიმინაციის >90%, ამიტომ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ფლურბიპროფენის შემცირებული დოზები. R- და S-ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო, ალკოჰოლური ციროზით დაავადებულ პაციენტებში (N=8) და ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში (N=8) ფლურბიპროფენის 200 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ფლურბიპროფენის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეიძლება შემცირდეს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში და შრატში ალბუმინის 3.1 გ/დლ-ზე ნაკლები კონცენტრაციისას.

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის კლირენსი არის ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაციის მნიშვნელოვანი, მაგრამ უცვლელი ფლურბიპროფენის ელიმინაციის უმნიშვნელო გზა (მთლიანი კლირენსის ≤3%). R- და S-ფლურბიპროფენის შეუზღუდავი კლირენსები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ნორმალურ ჯანმრთელ მოხალისეებს (N=6, 50 მგ ერთჯერადი დოზა) და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს შორის (N=8, ინულინის კლირენსი 11-დან 43 მლ/წთ-მდე, 50 მგ მრავალჯერადი დოზა). ფლურბიპროფენის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეიძლება შემცირდეს თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში და შრატში ალბუმინის 3,9 გ/დლ-ზე ნაკლები კონცენტრაციისას. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება შემცირდეს ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაცია.

ფლურბიპროფენი სისხლიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით არ გამოიყოფა დიალიზის სითხეში პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი.

პედიატრული პოპულაცია:

პედიატრულ პაციენტებში ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა გამოკვლეული არ არის.

გერიატრული პოპულაცია:

ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო ართრიტით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, ართრიტით დაავადედებულ ახალგაზრდა პაციენტებში და ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლურბიპროფენს 100 მგ ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზის სახით.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ჩატარდა კანცეროგენურობის, რეპროდუქციული და ტერატოლოგიური კვლევები. მიუხედავად იმისა, რომ პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა ფლურბიპროფენ რაიმე კანცეროგენული, ტერატოგენული ან უარყოფითი რეპროდუქციული ზემოქმედება, რეპროდუქციაზე/ფერტილობაზე მისი ეფექტი იხ. პარაგრაფში 4.6.

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი

ლაქტოზას მონოჰიდრატი

მიკროკრისტალური ცელულოზა

ნატრიუმის კროსკარმელოზა

მაგნიუმის სტეარატი

ჰიპრომელოზა

ტიტანის დიოქსიდი

პოლიეთილენ გლიკოლი

FD&C ლურჯი no. 2

შეუთავსებლობა

შეუთავსებლობა ცნობილი არ არის.

ვარგისიანობის ვადა

48 თვე

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ ოთახის, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

კოლოფში, PVC/Alu ბლისტერი, 15 ან 30 ტაბლეტი.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის“ შესაბამისად.ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების“ შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი

İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.

Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok. No:10 34885 Sancaktepe /İstanbul-Turkey

ტელ: +90 (216) 564 80 00

ფაქსი: +90 (216) 564 80 99

მარკეტინგის ლიცენზიის ნომერი

პირველი ლიცენზირების/ლიცენზირების განახლების თარიღი

ტექსტის გადასინჯვის თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა