პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყელის პრეპარატები

სტრეპსილსი ინტენსივი

Strepsils® INTENSIVE

ურეცეპტოდ8,75მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ფლურბიპროფენს, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) ჯგუფს და გამოიყენება ყელის დაავადებების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლურბიპროფენი (flurbiprofen)
ფორმა და შეფუთვა
8,75მგ საწუწნი ტაბლეტი თაფლითა და ლიმონით 12 წლის ზევით ბავშვებისა და მოზრდილთათვის №24 (3X8)
მწარმოებელი
Reckitt Benckiser Healthcare International Limited, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის პრეპარატები, ყელის სხვა პრეპარატები
ATC კოდი
R02AX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044392
რეგისტრირებულია
27 ნოემბერი 2025, მოქმედებს 27 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Reckitt Benckiser Healthcare LLC (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „კვადრიუმ ფარმჰაუსი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასტრეპსილსი ინტენსივი და სხვა წამალი ერთად

სტრეპსილსი ინტენსივი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ფლურბიპროფენს, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) ჯგუფს და გამოიყენება ყელის დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლიდან ასაკის ბავშვებში პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს ყელის ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის მოქმედების მექანიზმი

პრეპარატს აქვს გამოხატული ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსზე: ამცირებს შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, ტკივილს და გაღიზიანების შეგრძნებას ყელში.

ტაბლეტი მთლიანად იხსნება პირის ღრუში 5-12 წუთის განმავლობაში. დამამშვიდებელი და შემომგარსველი მოქმედება იწტება მე-2 წუთიდან. ყელის ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნება 22-ე წუთიდან. პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდება. განმეორებითი გამოყენების შემთხვევაში, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი 6 საათამდე გრძელდება.

საწუწნი ტაბლეტების პირველი გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ ზოგიერთი თანმხლები სიმპტომი მნიშვნელოვნად მცირდება, მათ შორის თანმხლები ხველა, მადის დაკარგვა და ცხელება.

თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან თუ გრძნობთ გაუარესებას, მიმართეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: გაწუწნეთ ერთი ტაბლეტი ყოველ 3-6 საათში. არ გამოიყენოთ 5 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.

შეყვანის გზა და (ან) მეთოდი

ადგილობრივად. ტაბლეტი ნელა გაწუწნეთ პირში.

თერაპიის ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. თვითმკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. გამოიყენეთ პრეპარატი რაც შეიძლება ხანმოკლე კურსით და მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

თუ პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი საჭიროზე მეტი დოზით მიიღეთ

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში ან, უფრო იშვიათად, დიარეა. ასევე შესაძლებელია ყურებში შუილი, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.

ამ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მიიღებს საჭირო ზომებს არსებული სიმპტომების შესაბამისად.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. განაგრძეთ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება ჩვეული რეჟიმით.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები

ალერგია ფლურბიპროფენის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცლი-ჩანართის მე-6 ნაწილში;

თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი (ხუთვის შეგრძნება ბრონქების შევიწროების გამო), ბრონქული ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებისას;

თუ გქონიათ კუჭის წყლული, ნაწლავის წყლულის (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ორი ან მეტი ეპიზოდი ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა;

თუ წარსულში გქონიათ კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლულის პერფორაცია ან სისხლის შედედების დარღვევები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღების დროს;

20 კვირაზე მეტი ვადის ორსულობა (იხილეთ ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

გულის, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.

ფლურბიპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციური დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მომატება და ტკივილი. არსებული სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში ან ახალი სიმპტომების განვითარებისას, მათ შორის ბაქტერიული ინფექციის ნიშნების განვითარებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მკურნალობის გადასახედად.

ბავშვები

არ მისცეთ სტრეპსილსი ინტენსივი 0-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

გავლენა სასუნთქ სისტემაზე

ანამნეზში ბრონქული ასთმის ან ალერგიული დაავადებების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ბრონქოსპაზმი.

გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (GIT)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) ანთების არასტეროიდული საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, ამ დაავადებების შესაძლო გამწვავების გამო.

პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, განსაკუთრებით ხანდაზმულმა პაციენტებმა, უნდა მიმართონ ექიმს, თუ გამოვლინდება მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ რაიმე უჩვეულო სიმპტომი (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა).

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულის ან სისხლდენის რისკი, მათ შორის პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (მაგ., ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტული პრეპარატები (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა) (იხილეთ ნაწილი „სხვა პრეპარატები და სტრეპსილსი ინტენსივი“).

თუ ფლურბიპროფენის მიმღებისას პაციენტებში განვითარდა კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან წყლული, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციებზე

არტერიული ჰიპერტენზიის ან/და გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს, რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება, არტერიული წნევის მომატება და შეშუპება.

კანის რეაქციები

კანზე გამონაყარის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა გამოვლინებების პირველივე ნიშნების განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლურბიპროფენის ერთდროული გამოყენება შემდეგ პრეპარატებთან:

აცეტილსალიცილის მჟავა: ექიმის მიერ დანიშნული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების გარდა (არა უმეტეს 75 მგ დღეში), რადგან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი;

ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებები, მათ შორის იბუპროფენი და ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორები: ორი ან მეტი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული გვერდითი ეფექტების განვითარების გაზრდილი რისკის გამო.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ იღებთ:

ანტიკოაგულანტებს (მაგ., ვარფარინი), რადგან ფლურბიპროფენი აძლიერებს ამ პრეპარატების მოქმედებას;

ანტიაგრეგანტებს და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (ანტიდეპრესანტები), რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს;

ჰიპოტენზიური საშუალებებს (დიურეზული საშუალებები, აგფ-ის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები), რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ამ ჯგუფების პრეპარატების თერაპიული ეფექტი და გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება;

საგულე გლიკოზიდები, რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება;

ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესანტები), რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს;

გლუკოკორტიკოსტეროიდები (შეიცავს კორტიზონს ან კორტიზონის მსგავს ნივთიერებებს), რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს;

ლითიუმის პრეპარატები (ბიპოლარული აშლილობისა და დეპრესიის დროს), რადგან ფლურბიპროფენმა შეიძლება გააძლიეროს ლითიუმის პრეპარატების მოქმედება;

მეთოტრექსატი (ონკოლოგიური და რევმატული დაავადებების დროს), რადგან ფლურბიპროფენმა შეიძლება გააძლიეროს მეთოტრექსატის მოქმედება;

მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისთვის), რადგან ფლურბიპროფენი ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტიანობას;

ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები, რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროული გამოყენება ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს;

ტაკროლიმუსი, რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს;

ზიდოვუდინი (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი), რადგან ფლურბიპროფენისა და ზიდოვუდინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰემატოტოქსიკურობა;

პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები;

ფენიტოინი (ეპილეფსიის დროს), რადგან ფლურბიპროფენმა შეიძლება გააძლიეროს ფენიტოინის მოქმედება;

კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენები, რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალიემია);

პრობენეციდი და სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალოდ), რადგან ისინი ანელებენ ფლურბიპროფენის ორგანიზმიდან გამოყოფას.

სტრეპსილსი ინტენსივი საკვებთან და სასმელებთან ერთად

სტრეპსილსი ინტენსივის გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან იგი ზრდის სისხლდენის რისკს კუჭიდან ან ნაწლავებიდან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ორსულობა

არ უნდა გამოიყენოთ ფლურბიპროფენი ორსულობის 20 კვირამდე, თუ ამისთვის არ არსებობს აბსოლუტური აუცილებლობა. არ გამოიყენოთ პრეპარატი ორსულობის 20 კვირის შემდეგ.

ძუძუთი კვება

არსებობს მონაცემები, რომ ფლურბიპროფენი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, რაც არ ახდენს რაიმე უარყოფითი ზემოქმედებას ჩვილის ჯანმრთელობაზე; თუმცა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო, პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა ქალებში

სტრეპსილსი ინტენსივი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების კლასს, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ფერტილობა ქალებში. ეს ეფექტი შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კვლევები ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა. თუმცა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებას ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენების განვიტარება, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ შეამჩნევთ ამ სიმპტომების განვითარებას, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან, სანამ ეს სიმპტომები არ გაივლის.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი შეიცავს საქაროზას, გლუკოზას და კალიუმის ჰიდროქსიდს.

თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს საქაროზას (1.407 გ) და გლუკოზას (1.069 გ), რაც უნდა გაითვალისწინონ დიაბეტის მქონე პაციენტებმა. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.21 პურის ერთეულს.

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

პრეპარატის შემადგენლობაში კალიუმის ჰიდროქსიდის არსებობის გამო, იგი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირების მიერ ან იმ პირების მიერ, რომლებშიც კონტროლდება საკვებთან ერთად კალიუმის მიღება.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან აფთიაქის მუშაკის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პრეპარატმა სტრეპსილსი ინტენსივმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული არასასურველი რეაქციები

ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში - ისინი ქვემოთ არის ჩამოთვლილი.

რომელიმე ამ რეაქციის განვითარებისას, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

არც ისე ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს):

სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი ხიხინი, ასფიქსია (ბრონქოსპაზმი).

იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1 ადამიანს):

მსტვინავი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, გონების დაკარგვა - მწვავე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) ნიშნები.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):

ცხელება და „სისუსტე“, რასაც მოჰყვება კანსა და ლორწოვან გარსებზე გავრცელებული გამონაყარი ლაქების, ბუშტუკების, სველი ეროზიების და ქერქების სახით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

ცხელება და „სისუსტე“, რასაც მოჰყვება კანსა და ლორწოვან გარსებზე გავრცელებული გამონაყარი, მათ შორის ლაქები, ბუშტუკები, სველი ეროზიები, ქერქები და კანის უბნების აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

სხვა არასასურველი რეაქციები

აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით რეაქციას.

ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1 ადამიანს):

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია;

ყელის გაღიზიანება;

დიარეა, წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, გულისრევა, ტკივილი პირის ღრუსა და ხახაში, დისკომფორტი პირის ღრუში (სითბოს, წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება პირში).

ასთმის გამწვავება, ქოშინი, მსტვინავი ხიხინი, ბუშტუკების განვითარება პირის ღრუსა და ყელში, მგრძნობელობის დაქვეითება პირის ღრუსა და ყელში;

მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, დისპეფსია, მეტეორიზმი, ენის წვის შეგრძნება, გემოს შეგრძნების ცვლილება, ღებინება;

გამონაყარი კანზე, ქავილი;

ძილიანობა; უძილობა;

ცხელება, ტკივილი.

სისხლის წარმოქმნის დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია);

შეშუპება, არტერიული წნევის მომატება, გულის უკმარისობა;

ჰეპატიტი.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ საინფორმაციო ბაზას სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

ტელეფონი: +7 800 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ.49/5

სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია „წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“

ტელეფონი: +374 60 83-00-73

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

770044, ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

ტელეფონი: 0800 800-26-26; +996 312 21-92-88

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.pharm.kg

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვას ქ. 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტი 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელეფონი: +7 7172 235-135

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის შენახვა

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს. პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში, წყალსადენში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც იგი აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, უფრო იშვიათად, დიარეა. ასევე შესაძლებელია ყურებში შუილი, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის შემდეგი გამოვლინებები: ძილიანობა და იშვიათად, აგზნებადობა, მხედველობის დაბინდვა, დეზორიენტაცია და კომა. იშვიათ შემთხვევებში, პაციენტებს აღენიშნებათ კრუნჩხვები. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მძიმე მოწამვლის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მეტაბოლური აციდოზი და პროთრომბინის დროის/საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) გაზრდა, სავარაუდოდ, კოაგულაციის მოცირკულირე ფაქტორებთან ურთიერთქმედების გამო. შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში შესაძლებელია დაავადების გამწვავება.

მკურნალობა

რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა, სასუნთქი გზების გამტარობის სავალდებულო შენარჩუნებით, გულის და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგით მათ სტაბილიზაციამდე.

ფლურბიპროფენის პოტენციურად ტოქსიკური დოზის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის პერორალური მიღება ან კუჭის ამორეცხვა. ხშირი ან გახანგრძლივებული კრუნჩხვების მკურნალობა უნდა მოხდეს ინტრავენურად დიაზეპამის ან ლორაზეპამის სეყვანით. ბრონქული ასთმის გამწვავების შემთხვევაში რეკომენდებულია ბრონქოდილატატორების გამოყენება. ფლურბიპროფენის მიმართ სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შემადგენლობა

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებაა ფლურბიპროფენი.

თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 8.75 მგ ფლურბიპროფენს.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): თხევადი საქაროზა (იხ. ნაწილი 2), თხევადი დექსტროზა (თხევადი გლუკოზა) (იხ. ნაწილი 2), თაფლი, მაკროგოლი 300, ლიმონის არომატიზატორი (502904 A), კალიუმის ჰიდროქსიდი, ლევომენთოლი.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი შეიცავს: საქაროზას, გლუკოზას და კალიუმის ჰიდროქსიდს (იხ. ნაწილი 2).

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

საწუწნი ტაბლეტები [თაფლით-ლიმონით].

ღია ყვითელიდან ღია ყავისფრამდე ფერის, მრგვალი ტაბლეტები, დამზადებული ნახევრად გამჭვირვალე კარამელის მასისაგან, ტაბლეტის ორივე მხარეს გამოსახულია ასო „S“. დასაშვებია თეთრი ნადები, არათანაბარი შეფერილობა, კარამელის მასაში ჰაერის ბუშტუკების არსებობა და კიდეების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.

4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგა).

1, 2, 3, 4 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

საწუწნი ტაბლეტები [თაფლის-ლიმონის]: 3 წელი.

საწუწნი ტაბლეტები [ფორთოხლის]: 2 წელი.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგა).

1, 2, 3, 4 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

შესაძლოა, ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გასაყიდად წარმოდგენილი.

სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო საშუალების გამოყენებისა და პრეპარატთან სხვა მანიპულაციების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას

უტილიზაციისთვის სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები; ყელის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები.

ATX კოდი: R02AX01

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ფლურბიპროფენი არის პროპიონის მჟავას წარმოებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) ჯგუფიდან, რომლის მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების უნარით.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ფლურბიპროფენს აქვს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. კვლევის მონაცემებით, ფლურბიპროფენი წარმოადგენს COX-1-ისა და COX-2-ის შერეულ ინჰიბიტორს, რომელსაც გააჩნია გარკვეული სელექციურობა COX-1-ის მიმართ.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ex vivo კვლევების დროს პრეპარატის მოდელის - 8.75 მგ საწუწნი ტაბლეტების სამკურნალო ფორმით გამოყენებისას დაფიქსირდა ფლურბიპროფენის შეღწევა ხახის ქსოვილებში, მათ შორის ღრმა ფენებში.

პრეპარატს აქვს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსზე: ამცირებს შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, ტკივილს და გაღიზიანებას ყელში, მათ შორის სტრეპტოკოკური და არასტრეპტოკოკური ინფექციების მქონე პაციენტებში.

ტაბლეტი სრულად იხსნება პირის ღრუში 5-12 წუთში. დამამშვიდებელი და შემომგარცველი მოქმედება მეორე წუთიდან იწყება.

ყელის ტკივილის ინტენსივობის მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნება 22-ე წუთიდან, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 70 წუთის შემდეგ. პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება გრძელდება დაახლოებით 4 საათის განმავლობაში; პრეპარატის განმეორებითი გამოყენებისას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი გრძელდება დაახლოებით 6 საათის განმავლობაში;

მნიშვნელოვნად მცირდება თერაპიის დაწყებამდე არსებული ზოგიერთი თანმხლები სიმპტომი, მათ შორის თანმხლები ხველა, მადის დაკარგვა და ცხელება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ტაბლეტი მთლიანად იხსნება პირის ღრუში 5-12 წუთში. შეწოვა მაღალია, ფლურბიპროფენი პლაზმაში 5 წუთში ვლინდება.

ფლურბიპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) შეწოვიდან 40-45 წუთის შემდეგ მიიღწევა.

პირის ღრუში ფლურბიპროფენის შეწოვა შესაძლებელია პასიური დიფუზიის გზით. შეწოვის სიჩქარე დამოკიდებულია სამკურნალო ფორმაზე; გაწუწვნისას ფლურბიპროფენის მაქსიმალური კონცენტრაცია უფრო სწრაფად მიიღწევა, ვიდრე ეკვივალენტური დოზის პერორალურად მიღებისას.

განაწილება

ფლურბიპროფენი სწრაფად უკავშირდება პლაზმის ცილებს და ნაწილდება მთელ ორგანიზმში.

ბიოტრანსფორმაცია

ფლურბიპროფენი მეტაბოლიზდება ძირითადად ჰიდროქსილირებით და გამოიყოფა თირკმელებით, ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 3-6 საათს შეადგენს.

ფლურბიპროფენი მცირე რაოდენობით (<0.05 მკგ/მლგადადის დედის რძეში. ელიმინაცია

ფლურბიპროფენის პერორალური დოზის დაახლოებით 20-25% გამოიყოფა უცვლელი სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტებისთვის

სტრეპსილსი ინტენსივი, 8.75 მგ საწუწნი ტაბლეტები [თაფლით-ლიმონით]

აქტიური ნივთიერება: ფლურბიპროფენი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხოთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ფურცელ-ჩანართში ან მკურნალი ექიმის ან აფთიაქის მუშაკის რეკომენდაციების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ აფთიაქის მუშაკს.

რაიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელი-ჩანართის მე-4 ნაწილში.

თუ სამი დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდა ან უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

ფურცელი-ჩანართის შინაარსი

რა არის პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი და რისთვის გამოიყენება იგი.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის მიღებამდე.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის გამოყენება.

შესაძლო არასასურველი რეაქციები.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის შენახვა.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რა არის პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი და რისთვის გამოიყენება იგი.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ფლურბიპროფენს, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასაპ) ჯგუფს და გამოიყენება ყელის დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წლიდან ასაკის ბავშვებში პირის ღრუს და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს ყელის ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის მოქმედების მექანიზმი

პრეპარატს აქვს გამოხატული ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსზე: ამცირებს შეშუპებას, ყლაპვის გაძნელებას, ტკივილს და გაღიზიანების შეგრძნებას ყელში.

ტაბლეტი მთლიანად იხსნება პირის ღრუში 5-12 წუთის განმავლობაში. დამამშვიდებელი და შემომგარსველი მოქმედება იწტება მე-2 წუთიდან. ყელის ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნება 22-ე წუთიდან. პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდება. განმეორებითი გამოყენების შემთხვევაში, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი 6 საათამდე გრძელდება.

საწუწნი ტაბლეტების პირველი გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ ზოგიერთი თანმხლები სიმპტომი მნიშვნელოვნად მცირდება, მათ შორის თანმხლები ხველა, მადის დაკარგვა და ცხელება.

თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან თუ გრძნობთ გაუარესებას, მიმართეთ ექიმს.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის მიღებამდე

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი, თუ გაქვთ შემდეგი დაავადებებიდან/მდგომარეობებიდან რომელიმე:

ალერგია ფლურბიპროფენის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ფურცლი-ჩანართის მე-6 ნაწილში;

თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი (ხუთვის შეგრძნება ბრონქების შევიწროების გამო), ბრონქული ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებისას;

თუ გქონიათ კუჭის წყლული, ნაწლავის წყლულის (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი) ორი ან მეტი ეპიზოდი ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა;

თუ წარსულში გქონიათ კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, წყლულის პერფორაცია ან სისხლის შედედების დარღვევები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღების დროს;

20 კვირაზე მეტი ვადის ორსულობა (იხილეთ ნაწილი „ორსულობა და ძუძუთი კვება“);

გულის, თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან აფთიაქის მუშაკთან.

ფლურბიპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციური დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მომატება და ტკივილი. არსებული სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში ან ახალი სიმპტომების განვითარებისას, მათ შორის ბაქტერიული ინფექციის ნიშნების განვითარებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მკურნალობის გადასახედად.

ბავშვები

არ მისცეთ სტრეპსილსი ინტენსივი 0-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

გავლენა სასუნთქ სისტემაზე

ანამნეზში ბრონქული ასთმის ან ალერგიული დაავადებების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ბრონქოსპაზმი.

გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (GIT)

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) ანთების არასტეროიდული საწინააღმდეგო საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, ამ დაავადებების შესაძლო გამწვავების გამო.

პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, განსაკუთრებით ხანდაზმულმა პაციენტებმა, უნდა მიმართონ ექიმს, თუ გამოვლინდება მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ რაიმე უჩვეულო სიმპტომი (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა).

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულის ან სისხლდენის რისკი, მათ შორის პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (მაგ., ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტითრომბოციტული პრეპარატები (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა) (იხილეთ ნაწილი „სხვა პრეპარატები და სტრეპსილსი ინტენსივი“).

თუ ფლურბიპროფენის მიმღებისას პაციენტებში განვითარდა კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან წყლული, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციებზე

არტერიული ჰიპერტენზიის ან/და გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს, რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის შეკავება, არტერიული წნევის მომატება და შეშუპება.

კანის რეაქციები

კანზე გამონაყარის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა გამოვლინებების პირველივე ნიშნების განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატები და პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლურბიპროფენის ერთდროული გამოყენება შემდეგ პრეპარატებთან:

აცეტილსალიცილის მჟავა: ექიმის მიერ დანიშნული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების გარდა (არა უმეტეს 75 მგ დღეში), რადგან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი ეფექტების რისკი;

ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებები, მათ შორის იბუპროფენი და ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორები: ორი ან მეტი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების ერთდროული გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული გვერდითი ეფექტების განვითარების გაზრდილი რისკის გამო.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ იღებთ:

ანტიკოაგულანტებს (მაგ., ვარფარინი), რადგან ფლურბიპროფენი აძლიერებს ამ პრეპარატების მოქმედებას;

ანტიაგრეგანტებს და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (ანტიდეპრესანტები), რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს;

ჰიპოტენზიური საშუალებებს (დიურეზული საშუალებები, აგფ-ის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები), რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ამ ჯგუფების პრეპარატების თერაპიული ეფექტი და გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება;

საგულე გლიკოზიდები, რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება;

ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესანტები), რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს;

გლუკოკორტიკოსტეროიდები (შეიცავს კორტიზონს ან კორტიზონის მსგავს ნივთიერებებს), რადგან ისინი ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს;

ლითიუმის პრეპარატები (ბიპოლარული აშლილობისა და დეპრესიის დროს), რადგან ფლურბიპროფენმა შეიძლება გააძლიეროს ლითიუმის პრეპარატების მოქმედება;

მეთოტრექსატი (ონკოლოგიური და რევმატული დაავადებების დროს), რადგან ფლურბიპროფენმა შეიძლება გააძლიეროს მეთოტრექსატის მოქმედება;

მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისთვის), რადგან ფლურბიპროფენი ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტიანობას;

ქინოლონის რიგის ანტიბიოტიკები, რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროული გამოყენება ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს;

ტაკროლიმუსი, რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს;

ზიდოვუდინი (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი), რადგან ფლურბიპროფენისა და ზიდოვუდინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰემატოტოქსიკურობა;

პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები;

ფენიტოინი (ეპილეფსიის დროს), რადგან ფლურბიპროფენმა შეიძლება გააძლიეროს ფენიტოინის მოქმედება;

კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენები, რადგან ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (ჰიპერკალიემია);

პრობენეციდი და სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალოდ), რადგან ისინი ანელებენ ფლურბიპროფენის ორგანიზმიდან გამოყოფას.

სტრეპსილსი ინტენსივი საკვებთან და სასმელებთან ერთად

სტრეპსილსი ინტენსივის გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან იგი ზრდის სისხლდენის რისკს კუჭიდან ან ნაწლავებიდან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ორსულობა

არ უნდა გამოიყენოთ ფლურბიპროფენი ორსულობის 20 კვირამდე, თუ ამისთვის არ არსებობს აბსოლუტური აუცილებლობა. არ გამოიყენოთ პრეპარატი ორსულობის 20 კვირის შემდეგ.

ძუძუთი კვება

არსებობს მონაცემები, რომ ფლურბიპროფენი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, რაც არ ახდენს რაიმე უარყოფითი ზემოქმედებას ჩვილის ჯანმრთელობაზე; თუმცა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო, პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა ქალებში

სტრეპსილსი ინტენსივი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების კლასს, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ფერტილობა ქალებში. ეს ეფექტი შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

კვლევები ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა. თუმცა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებას ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენების განვიტარება, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა. თუ პრეპარატის მიღების შემდეგ შეამჩნევთ ამ სიმპტომების განვითარებას, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან, სანამ ეს სიმპტომები არ გაივლის.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი შეიცავს საქაროზას, გლუკოზას და კალიუმის ჰიდროქსიდს.

თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს საქაროზას (1.407 გ) და გლუკოზას (1.069 გ), რაც უნდა გაითვალისწინონ დიაბეტის მქონე პაციენტებმა. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.21 პურის ერთეულს.

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

პრეპარატის შემადგენლობაში კალიუმის ჰიდროქსიდის არსებობის გამო, იგი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირების მიერ ან იმ პირების მიერ, რომლებშიც კონტროლდება საკვებთან ერთად კალიუმის მიღება.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის გამოყენება

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან აფთიაქის მუშაკის რეკომენდაციის შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის მუშაკს.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: გაწუწნეთ ერთი ტაბლეტი ყოველ 3-6 საათში. არ გამოიყენოთ 5 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.

შეყვანის გზა და (ან) მეთოდი

ადგილობრივად. ტაბლეტი ნელა გაწუწნეთ პირში.

თერაპიის ხანგრძლივობა

მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. თვითმკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. გამოიყენეთ პრეპარატი რაც შეიძლება ხანმოკლე კურსით და მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც საკმარისია სიმპტომების აღმოსაფხვრელად.

თუ პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი საჭიროზე მეტი დოზით მიიღეთ

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში ან, უფრო იშვიათად, დიარეა. ასევე შესაძლებელია ყურებში შუილი, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.

ამ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მიიღებს საჭირო ზომებს არსებული სიმპტომების შესაბამისად.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის მიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. განაგრძეთ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება ჩვეული რეჟიმით.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად პრეპარატმა სტრეპსილსი ინტენსივმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული არასასურველი რეაქციები

ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში - ისინი ქვემოთ არის ჩამოთვლილი.

რომელიმე ამ რეაქციის განვითარებისას, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

არც ისე ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს):

სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი ხიხინი, ასფიქსია (ბრონქოსპაზმი).

იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1 ადამიანს):

მსტვინავი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, გონების დაკარგვა - მწვავე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები) ნიშნები.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):

ცხელება და „სისუსტე“, რასაც მოჰყვება კანსა და ლორწოვან გარსებზე გავრცელებული გამონაყარი ლაქების, ბუშტუკების, სველი ეროზიების და ქერქების სახით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

ცხელება და „სისუსტე“, რასაც მოჰყვება კანსა და ლორწოვან გარსებზე გავრცელებული გამონაყარი, მათ შორის ლაქები, ბუშტუკები, სველი ეროზიები, ქერქები და კანის უბნების აქერცვლა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

სხვა არასასურველი რეაქციები

აცნობეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით რეაქციას.

ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1 ადამიანს):

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია;

ყელის გაღიზიანება;

დიარეა, წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, გულისრევა, ტკივილი პირის ღრუსა და ხახაში, დისკომფორტი პირის ღრუში (სითბოს, წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება პირში).

არც ისე ხშირად (შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს):

ასთმის გამწვავება, ქოშინი, მსტვინავი ხიხინი, ბუშტუკების განვითარება პირის ღრუსა და ყელში, მგრძნობელობის დაქვეითება პირის ღრუსა და ყელში;

მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, დისპეფსია, მეტეორიზმი, ენის წვის შეგრძნება, გემოს შეგრძნების ცვლილება, ღებინება;

გამონაყარი კანზე, ქავილი;

ძილიანობა; უძილობა;

ცხელება, ტკივილი.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია):

სისხლის წარმოქმნის დარღვევები (ანემია, თრომბოციტოპენია);

შეშუპება, არტერიული წნევის მომატება, გულის უკმარისობა;

ჰეპატიტი.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ საინფორმაციო ბაზას სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) შესახებ, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, სახლი 4, შენობა 1

ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

ტელეფონი: +7 800 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ.49/5

სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაცია „წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“

ტელეფონი: +374 60 83-00-73

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.pharm.am

ყირგიზეთის რესპუბლიკა

770044, ბიშკეკი, მე-3 ხაზის ქ., 25

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

ტელეფონი: 0800 800-26-26; +996 312 21-92-88

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.pharm.kg

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვას ქ. 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტი 2“)

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

ტელეფონი: +7 7172 235-135

ელ. ფოსტა: [email protected]

https://www.ndda.kz

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის შენახვა

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის (შენახვის ვადის) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს. პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში, წყალსადენში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ აფთიაქის მუშაკთან, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია, როდესაც იგი აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებაა ფლურბიპროფენი.

თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 8.75 მგ ფლურბიპროფენს.

სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): თხევადი საქაროზა (იხ. ნაწილი 2), თხევადი დექსტროზა (თხევადი გლუკოზა) (იხ. ნაწილი 2), თაფლი, მაკროგოლი 300, ლიმონის არომატიზატორი (502904 A), კალიუმის ჰიდროქსიდი, ლევომენთოლი.

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივი შეიცავს: საქაროზას, გლუკოზას და კალიუმის ჰიდროქსიდს (იხ. ნაწილი 2).

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის გარეგნული აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

საწუწნი ტაბლეტები [თაფლით-ლიმონით].

ღია ყვითელიდან ღია ყავისფრამდე ფერის, მრგვალი ტაბლეტები, დამზადებული ნახევრად გამჭვირვალე კარამელის მასისაგან, ტაბლეტის ორივე მხარეს გამოსახულია ასო „S“. დასაშვებია თეთრი ნადები, არათანაბარი შეფერილობა, კარამელის მასაში ჰაერის ბუშტუკების არსებობა და კიდეების უმნიშვნელო უსწორმასწორობა.

4, 6, 8, 10 ან 12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ/პვდქ და ალუმინის ფოლგა).

1, 2, 3, 4 ან 5 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

გაერთიანებული სამეფო

რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ ინტერნეშნლ ლტდ /

ტეინ როუდი, ნოტინგემი, NG90 2DB

ამ პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ან პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია, სომხეთის რესპუბლიკა:

შპს „რეკიტ ბენკიზერ ჰელსკერ“

რუსეთი, 115114, მოსკოვი, შლიუზოვაიას სანაპირო, ​​4, მე-3 სართული

ტელ.: 8-800-200-82-20

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკაში:

შპპ „რეკიტ ბენკიზერ ჰელს კაზახსტან“, 050040, ქ. ალმატი, მკრნ. კოქტემ-1, კორპუსი 15 „A“, ოფისი 302.

ტელ.: +7 (727) 356 07 52; +7 (727) 356 07 53;

ფაქსი: +7 (727) 356 07 50;

ტელ.: 8-10-800-2000-82-20.

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატი სტრეპსილსი ინტენსივის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო-კომუნიკაციურ ქსელში „ინტერნეტი“ https://eec.eaeunion.org/.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა