აქსოფენი SR
AXOFEN SR
ნაჩვენებია მწვავე კუნთოვანი ტკივილების, მწვავე პოდაგრული ართრიტის და დისმენორეის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლურბიპროფენი (flurbiprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ მიკროპელეტების შემცველი კაფსულა №16 (1X16)
- მწარმოებელი
- Ilko Ilaç San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042688
- რეგისტრირებულია
- 28 იანვარი 2025, მოქმედებს 28 იანვარი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Ilko Ilaç San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ვანფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აქსოფენი SR — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ნაჩვენებია მწვავე კუნთოვანი ტკივილების, მწვავე პოდაგრული ართრიტის და დისმენორეის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის რეკომენდებული: ჭამის შემდეგ, იგი მიიღება საღამოს, დღე-ღამეში ერთხელ.
კაფსულა მიიღება ჭიქა წყალთან ერთად, დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
პედიატრული პოპულაცია:
რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ხანდაზმულები:
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, კუჭ-ნაწლავის გართულებები, როგორიცაა წყლულები, სისხლდენა, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირია ვიდრე ახალგაზრდებში.
მიუხედავად იმისა, რომ ფლურბიპროფენი ხანდაზმულებში კარგად აიტანება, თირკმლის დისფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ელიმინაციას შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ასეთ შემთხვევებში აქსსოფენი SR უნდა გამოიყენონ სიფრთხილით, საჭიროების შემთხვევაში დოზა ინდივიდუალურად უნდა დარეგულირდეს სტანდარტული ფორმულის გამოყენებით.
ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტი, რომელსაც აქვს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები და/ან ან ღვიძლის ტესტის არანორმალური მნიშვნელობები, აქსოფენი SR-ით მკურნალობის დროს უნდა შეფასდეს ღვიძლის უფრო მძიმე რეაქციის განვითარებისათვის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები - ღვიძლის ეფექტები). არ უნდა გამოიყენონ ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. უკუჩვენებები).
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების მქონე პაციენტებში ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების დაგროვების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ყურადღების ქვეშ (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმელების ეფექტები). არ უნდა გამოიყენონ თირკმელების მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. უკუჩვენებები).
უკუჩვენებები
აქსოფენი SR უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ფლურბიპროფენის მიმართ.
აქსოფენი SR არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ ჰქონდათ ალერგიული რეაქციები, ასთმა, ჭინჭრის ციება. ასეთ პაციენტებში აღინიშნა მძიმე, იშვიათად ფატალური, ანაფილაქსიური რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - ანაფილაქსიური რეაქციები და ადრე არსებული ასთმა). აქსოფენი SR არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასპირინის ტრიადა. ეს სიმპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმით დაავადებულ, პაციენტებში,რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე და გვხვდება იმ პირებში, რომლებსაც ასპირინის ან სხვა NSAID მიღების შემდეგ აღენიშნებათ მწვავე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი.
ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ამჟამად აქვთ ან ადრე ჰქონდათ პეპტიური წყლული.
ფლურბიპროფენი ასევე უკუნაჩვენებია ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში, რომელიც დაკავშირებულია წინა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიასთან.
უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, ცერებროვასკულური სისხლდენის და სხვა სისხლდენის დროს.
ფლურბიპროფენი ასევე უკუნაჩვენებია გულის მძიმე უკმარისობით, ღვიძლის უკმარისობით და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია პერიოპერაციული და პოსტოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი შუნტირების (CABG) ოპერაციის დროს.
ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
სიფრთხილის ზომები
თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლურბიპროფენის გამოყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექციური ინჰიბიტორებთან ერთად.
გულ-სისხლძარღვთა რისკი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სერიოზული თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის (MI) და ინსულტის გაზრდილი რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად.. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტები შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ.

Gastrointestinal Risk:
NSAIDs cause an increased risk of serious gastrointestinal adverse events including bleeding, ulceration, and perforation of the stomach or intestines, which can be fatal. These events can occur at any time during use and without warning symptoms. Elderly patients are at greater risk for serious gastrointestinal (GI) events.
გაფრთხილებები
გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენები
რამდენიმე COX-2 სელექციური და არასელექციური NSAIDs კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სერიოზული გულ-სისხლძარღვთა (CV) თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გაზრდილი რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. პაციენტები,რომლებსაც აქვთ CV დაავადებია ანCV დაავადების რისკ -ფაქტორები, შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, CV გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად უნდა გამოიყენონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს ხანგრძლივობით. ექიმები და პაციენტები უნდა იყვნენ ფხიზლად ასეთი მოვლენების განვითარების გამოსავლენად, თუნდაც წინა CV სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ CV სერიოზული მოვლენების ნიშნების და/ან სიმპტომების და მათი განვითარების შემთხვევაში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ.
არ არსებობს თანმიმდევრული მტკიცებულება, რომ ასპირინის ერთდროული გამოყენება ამცირებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული CV თრომბოზული მოვლენების გაზრდილ რისკს. ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენების რისკს (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - კუჭ-ნაწლავის ეფექტები: წყლულების, სისხლდენის და პერფორაციის რისკი). არ არის საკმარისი მონაცემები ფლურბიპროფენის ასეთი რისკის გამოსარიცხად.
შესაბამისად, უკონტროლო ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, დადგენილი გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების და/ან ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებს ფლურბიპროფენით მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ ფრთხილად განხილვის შემდეგ. მსგავსი განხილვა უნდა მოხდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).
COX-2 სელექციური NSAID -ს ორმა დიდმა, კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევამ ტკივილის სამკურნალოდ CABG ოპერაციიდან პირველი 10-14 დღის განმავლობაში აჩვენა მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გაზრდილი სიხშირე (უკუჩვენებები).
ჰიპერტენზია
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, ფლურბიპროფენის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს ახალი ჰიპერტენზიის დაწყება ან წინა არსებული ჰიპერტენზიის გაუარესება, რომელთაგან რომელიმემ შეიძლება ხელი შეუწყოს CV მოვლენების სიხშირის გაზრდას. პაციენტებს, რომლებიც იღებენ თიაზიდებს ან მარყუჟის დიურეზულ საშუალებებს, შეიძლება მათზე პასუხი დაუქვეითდეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ფლურბიპროფენი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. არტერიული წნევა (BP) ინტენსიურად უნდა შემოწმდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მკურნალობის დაწყებისას და თერაპიის განმავლობაში.
გულის შეგუბებითი უკმარისობა და შეშუპება
როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც ცნობილია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებაში, სითხის შეკავება და შეშუპება აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ფლურბიპროფენს. ფლურბიპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სითხის შეკავება, ჰიპერტენზია ან გულის უკმარისობა მქონე პაციენტებში.
კუჭ-ნაწლავის ეფექტები: წყლულის, სისხლდენის და პერფორაციის რისკი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის ფლურბიპროფენმა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კუჭ-ნაწლავის (GI) გვერდითი მოვლენები, მათ შორის ანთება, სისხლდენა, დაწყლულება და კუჭის, წვრილი ნაწლავის ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მსუბუქი პრობლემები, როგორიცაა დისპეფსია, ხშირია და შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. ამიტომ, მაშინაც კი, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები არ გამოვლენილა, ექიმები და პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ წყლულის ან სისხლდენის გამოსავლენად. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ტოქსიკურობის სიმპტომების და/ან სიმპტომების შესახებ და უნდა იცოდნენ თუ რა უნდა გააკეთონ მათი განვითარების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდული ლაბორატორიული დაკვირვებების სარგებლიანობა ჯერ არ არის დადასტურებული, საკმარისი შეფასება არ გაკეთებულა. იმ ხუთი პაციენტიდან, რომელსაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დროს განუვითარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სერიოზული გვერდითი მოვლენა, სიმპტომურია მხოლოდ ერთი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის წყლულები, უხეში სისხლდენა ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული პერფორაცია გვხვდება პაციენტების დაახლოებით 1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 3-დან 6 თვემდე და დაახლოებით 2-4% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში. ეს ტენდენციები გრძელდება გამოყენების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, რაც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენის განვითარების ალბათობას თერაპიის კურსის განმავლობაში. თუმცა, მოკლევადიანი თერაპიაც კი არ არის რისკის გარეშე.
კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზების გაზრდისას ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით თუ გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ ყველაზე დაბალი დოზით.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაენიშნოს მათ, ვისაც ადრე ჰქონდა წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ისტორია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფატალური მოვლენების სპონტანური შეტყობინებების უმეტესობა გვხვდება ხანდაზმულ და სუსტ პაციენტებში; ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციის მკურნალობისას. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციის მკურნალობისას. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, კუჭ-ნაწლავის არასასურველი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად უნდა გამოიყენონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს დროში. მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული თერაპია, რომელიც არ მოიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
ამ პაციენტებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზა ან სხვა პრეპარატები, რომლებიც გაზრდის კუჭ-ნაწლავის რისკს, უნდა განიხილებოდეს დამცავ აგენტებთან (მაგ. მიზოპროსტოლის ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით), რეკომენდირებულია კლინიკური დაკვირვება რეგულარული ინტერვალებით.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტოქსიურობის მქონე პაციენტებმა (განსაკუთრებით ხანდაზმულებმა) ექიმს უნდა შეატყობინონ მუცლის ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან თრომბოციტების საწინააღმდეგო აგენტები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.
სისხლდენის ან წყლულის წარმოქმნის შემთხვევაში პაციენტში, რომელიც მკურნალობს ფლურბიპროფენით, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებები მქონე პაციენტებში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება),არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უნდა გამოიყენონ სიფრთხილით, რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გამწვავდეს.
ხანდაზმულებს აქვთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ არასასურველი რეაქციების განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენის და პერფორაციის გაზრდილი სიხშირე, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პეპტიური წყლულოვანი დაავადების ან/და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ანამნეზი, რომლებიც იყენებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ათჯერ მომატებული აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის განვითარების რისკი, ამ რისკ-ფაქტორების არმქონე პაციენტებთან შედარებით. სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის რისკს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მოიცავს ორალური კორტიკოსტეროიდების ან ანტიკოაგულანტების ერთდროულ გამოყენებას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიის გახანგრძლივობას, მოწევას, ალკოჰოლის გამოყენებას, ხანდაზმულ ასაკს და ზოგადი ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობას.
თირკმლის ეფექტები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ გამოიწვია თირკმლის პაპილარული ნეკროზი და თირკმელების სხვა დაზიანება. ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ფლურბიპროფენის ხანგრძლივმა მიღებამ გამოიწვია თირკმლის პაპილარული ნეკროზი და სხვა ცვლილებები თირკმლის პარენქიმაში. თირკმლის ტოქსიკურობა ასევე გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და, მეორე მხრივ, თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის აშკარა დეკომპენსაცია. ამ რეაქციის უფრო მაღალი რისკი აქვთ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, ისინი, ვინც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და აგფ (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორებს და ხანდაზმულები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიის შეწყვეტას, როგორც წესი, მოჰყვება აღდგენა მკურნალობის წინა მდგომარეობამდე. კლინიკურ კვლევებში ფლურბიპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი უცვლელი იყო თირკმლის უკმარისობით. დაავადებულ პაციენტებში. ფლურბიპროფენის მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. თირკმელების ზომიერი და მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში 4'ჰიდროქსი-ფლურბიპროფენის ელიმინაცია შემცირდა. ამიტომ, თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების მქონე პაციენტებში , ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების დაგროვების თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმელების ეფექტი). ამ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
თირკმელების შორსწასული დაავადება
აქსოფენი R-ით მკურნალობა რეკომენდებული არ არის თირკმელების შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებში. თუმცა, თუ საჭიროა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დაწყება, რეკომენდებულია პაციენტის თირკმელების ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმელების ეფექტები).
ანაფილაქტოიდური რეაქციები
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში ფლურბიპროფენის წინასწარი ზემოქმედების გარეშე. ფლურბიპროფენი არ უნდა მიეცეს ასპირინის ტრიადის მქონე პაციენტებს. ეს სიმპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმიან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე, ან რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ (წინასწარი ასთმა). გადაუდებელი დახმარება უნდა მოიძიოთ იმ შემთხვევებში, როდესაც ვითარდება ანაფილაქტოიდური რეაქცია.
კანის რეაქციები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის ფლურბიპროფენმა, შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს სერიოზული მოვლენები შეიძლება განვითარდეს გაფრთხილების გარეშე. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ კანის სერიოზული გამოვლინების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის ან მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის გამოჩენისთანავე.
სიფრთხილის ზომები
ღვიძლის ეფექტები
ღვიძლის ერთი ან მეტი ტესტის სასაზღვრო შეფასება შეიძლება ჩატარდეს პაციენტების 15%-მდე, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ფლურბიპროფენს. ეს ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირებდეს, შეიძლება დარჩეს უცვლელი ან შეიძლება იყოს გარდამავალი თერაპიის გაგრძელებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კლინიკურ კვლევებში პაციენტების დაახლოებით 1%-ში დაფიქსირდა ALT ან AST-ის შესამჩნევი მატება (დაახლოებით სამჯერ ან მეტჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს). გარდა ამისა, აღწერილია ღვიძლის მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, მათ შორის სიყვითლე და ფატალური ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი და ღვიძლის უკმარისობა, ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგით.
პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომები და/ან ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის დისფუნქციაზე, ან რომელსაც აღენიშნებათ ღვიძლის პათოლოგიური ტესტი, ფლურბიპროფენით თერაპიის დროს უნდა შეფასდეს ღვიძლის უფრო მძიმე რეაქციის განვითარების მტკიცებულებაზე. თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, ან თუ აღინიშნა სისტემური გამოვლინება (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.), ფლურბიპროფენის მიღება უნდა შეწყდეს.
ჰემატოლოგიური ეფექტები
ანემია ზოგჯერ აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ფლურბიპროფენს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებით, ფარული ან უხეში GI სისხლის დაკარგვით ან ერითროპოეზზე არასრულად აღწერილი ზემოქმედებით. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის ფლურბიპროფენით, უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი, თუ მათ აქვთ ანემიის ნიშნები ან სიმპტომები.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და ნაჩვენებია, რომ ახანგრძლივებს სისხლდენის დროს ზოგიერთ პაციენტში. ასპირინისგან განსხვავებით,თრომბოციტების ფუნქციაზე მათი გავლენა რაოდენობრივად ნაკლები, ხანმოკლე და შექცევადია. ფლურბიპროფენი ზოგადად არ მოქმედებს თრომბოციტების რაოდენობაზე, პროთრომბინის დროზე (PT) ან ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროზე (PTT).
პაციენტები, რომლებიც იღებენ აქსოფენ SR-ს, რომლებშიც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თრომბოციტების ფუნქციის ცვლილებამ, როგორიცაა კოაგულაციის დარღვევების მქონე პაციენტები ან პაციენტები, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, უნდა იყვნენ ფრთხილად.
წინასწარ არსებული ასთმა
ასთმით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმა. ასპირინის გამოყენება ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია მძიმე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს. ვინაიდან ასპირინზე მგრძნობიარე ასეთ პაციენტებში ასპირინსა და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შორის დაფიქსირდა ჯვარედინი რეაქტიულობა, მათ შორის ბრონქოსპაზმი, აქსოფენი SR არ უნდა დაინიშნოს ასპირინისადმი მგრძნობელობის ამ ფორმის მქონე პაციენტებში და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ. ასთმა (იხ. უკუჩვენებები).
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:
ფლურბიპროფენის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას პაციენტებში აღწერილი დაბინდული და/ან დაქვეითებული მხედველობა. თვალის ჩივილების მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ თვალის გამოკვლევა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები:
ფლურბიპროფენმა შეიძლება შეამციროს დიურეზული საშუალებების და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ. დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით), ციკლოოქსიგენაზას და აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება. რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. ამიტომ,სიფრთხილეა საჭირო ფლურბიპროფენისა და შარდმდენი საშუალებების კომბინირებული დანიშვნის შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. აუცილებელია პაციენტის ადექვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და მკურნალობის დაწყებისას თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
ანტიკოაგულანტები: პაციენტები, რომლებიც იღებენ ვარფარინს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, უფრო სერიოზული კლინიკური სისხლდენის რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ისინი, ვინც იყენებდნენ ორი წამლიდან მხოლოდ ერთს. ექიმები ფრთხილად უნდა იყვნენ აქსოფენი SR-ის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ვარფარინს ან სხვა ანტიკოაგულანტებს.
ასპირინი: ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული მიღება ამცირებს შრატში ფლურბიპროფენის კონცენტრაციას. ამ ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის; თუმცა, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ფლურბიპროფენისა და ასპირინის ერთდროული მიღება ზოგადად რეკომენდებული არ არის.
ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები: ფლურბიპროფენი ამცირებს პროპრანოლოლის ჰიპოტენზიურ ეფექტს, მაგრამ ატენოლოლში ასეთი ეფექტი არ დაფიქსირებულა. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია. პაციენტები, რომლებიც იღებენ როგორც ფლურბიპროფენს, ასევე ბეტა-ბლოკერებს, ადექვატური ჰიპოტენზიური ეფექტისთვის უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ.
დიურეზული საშუალებები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ ფუროსემიდის და თიაზიდის ნატრიურეზულ ეფექტს ზოგიერთ პაციენტში. ეს ეფექტი განპირობებულია თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. ფლურბიპროფენის დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, შარდმდენების ეფექტურობის უზრუნველყოფის გარდა, დააკვირდით პაციენტებს თირკმელების ფუნქციის გაუარესების ნიშნებზე (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას-თირკმლის ეფექტი).
ლითიუმი: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა გამოიწვია პლაზმაში ლითიუმის დონის მომატება და თირკმლის ლითიუმის კლირენსის შემცირება. ლითიუმის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია გაიზარდა 15%-ით, ხოლო თირკმლის კლირენსი შემცირდა დაახლოებით 20%-ით. ეს ეფექტი განპირობებულია თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით. ფლურბიპროფენისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ლითიუმის ტოქსიკურობის ნიშნებზე.
მეტოტრექსატი: ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები კონკურენტულად აფერხებენ მეტოტრექსატის დაგროვებას კურდღლის თირკმელების შრეებში. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ მეთოტრექსატის ტოქსიკურობა. სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მეტოტრექსატთან ერთად მიღებისას,
კორტიკოსტეროიდები: კორტიკოსტეროიდების ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის ან სისხლდენის რისკი.
ანტითრომბოციტული საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs): სერიოზული სისხლდენის რისკი.
ციმეტიდინი, რანიტიდინი: გარდა მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდისა, ისინი გავლენას არ ახდენენ ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიგოქსინი: ფლურბიპროფენისა და დიგოქსინის კომბინაციამ არ შეცვალა ორივე პრეპარატის წონასწორული კონცენტრაცია შრატში. თუმცა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიეროს გულის უკმარისობა. მათ შეუძლიათ შეამცირონ GFR (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე) და გაზარდონ პლაზმაში გლიკოზიდების დონე.
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები: მიუხედავად იმისა, რომ ფლურბიპროფენისა და ჰიპოგლიკემიური აგენტების ერთდროული მიღებისას აღინიშნა სისხლში შაქრის კონცენტრაციის უმნიშვნელო დაქვეითება, ჰიპოგლიკემიის ნიშნები ან სიმპტომები არ გამოვლენილა.
ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები: ერთად მიღებისას ზრდის კრუნჩხვების რისკს.
სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ზიდოვუდინთან, ტიკლოპიდინთან, ტაკროლიმუსთან და ციკლოსპორინთან ერთად მიღებისას.
ტაკროლიმუსი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ტაკროლიმუსის ერთად გამოყენებისას შეიძლება შეინიშნოს ნეფროტოქსიურობის გაზრდილი რისკი.
ციკლოსპორინი: COX ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლურბიპროფენი, ზრდის ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობის რისკს თირკმლის პროსტაგლანდინებზე მათი ზემოქმედების გამო.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
პედიატრიული პოპულაცია:
მონაცემები არ არის.
გერიატრიული პოპულაცია:
ანტაციდები: ხანდაზმულებში გამოყენებისას ანტიციდური სუსპენზია არ ამცირებდა შეწოვილი ფლურბიპროფენის რაოდენობას, მაგრამ ამცირებდა შეწოვის სიჩქარეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფლურბიპროფენი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის მესამე ტრიმესტრში; რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა (გულიდან გამოსულ ორ დიდ არტერიას შორის გახსნა [აორტა და ფილტვის არტერია], რომელიც ღიაა მუცლადყოფნის პერიოდში და უნდა დაიხუროს დაბადების შემდეგ).
ზოგადი
არ არის მოსალოდნელი, რომ ფლურბიპროფენი ჩაანაცვლებს კორტიკოსტეროიდებს ან უმკურნალებს კორტიკოსტეროიდულ უკმარისობას. კორტიკოსტეროიდების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება. პაციენტებში, რომლებიც იღებენ გახანგრძლივებულ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, თერაპია უნდა შემცირდეს ნელა, თუ მიიღება გადაწყვეტილება კორტიკოსტეროიდების შეწყვეტის შესახებ. პოსტოპერაციული ხანდაზმული პაციენტები საჭიროებენ სიფრთხილეს. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი.
ფლურბიპროფენის ფარმაკოლოგიურმა აქტივობამ (ცხელება და) ანთების შემცირებით შეიძლება შეამციროს ამ დიაგნოსტიკური ნიშნების გამოყენება სავარაუდო არაინფექციური, მტკივნეული მდგომარეობის გართულებების გამოვლენისას.
როგორც ნებისმიერი პრეპარატის შემთხვევაში, რომელიც აფერხებს ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზს, ფლურბიპროფენის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ქალის ნაყოფიერება და არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც დაორსულებას ცდილობენ. ქალებში, რომლებსაც დაორსულება უჭირთ, ან რომლებიც გადიან უნაყოფობის გამოკვლევას, უნდა განიხილონ ფლურბიპროფენის მოხსნა.
სისტემური წითელი მგლურა (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება:
SLE და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დარღვევების მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასეპტიკური მენინგიტის გაზრდილი რისკი.
ლაბორატორიული ტესტები
იმის გამო, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული წყლული და სისხლდენა შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, ექიმებმა უნდა აკონტროლონ კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ნიშნები ან სიმპტომები. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, პერიოდულად უნდა შემოწმდეს CBC (სისხლის საერთო ანალიზი) და ბიოქიმიის პროფილი. თუ განვითარდება ღვიძლის ან თირკმელების დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, აღინიშნება სისტემური გამოვლინებები (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.) ან თუ ღვიძლის პათოლოგიური ტესტები გრძელდება ან გაუარესდება, ფლურბიპროფენი უნდა მოიხსნას.
ქალის ფერტილობის დაზიანება:
ფლურბიპროფენმა შეიძლება დააზიანოს ქალის ნაყოფიერება. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებსაც დაორსულება სურთ.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
პედიატრული პოპულაცია:
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გერიატრული პოპულაცია:
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, კუჭ-ნაწლავის გართულებები, როგორიცაა წყლულები, სისხლდენა, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი უფრო ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, უნდა გამოიყენონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს დროში. ანალოგიურად, ხანდაზმული პაციენტები არიან თირკმლის დეკომპენსაციის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმლის ეფექტი).
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს საქაროზას და შაქარს. ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებმა ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა ან ძილიანობა. ამიტომ, ასეთი ეფექტების დროს თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100- < 1/10-მდე), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000- < 1/100), იშვიათი (≥ 1/10,000- < 1/1,000), ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი: რინიტი, საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები და ნიშნები
დარღვევები
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:
ნაკლებად ხშირი: რკინადეფიციტური ანემია,
უცნობი: თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქცია
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
ხშირი: სხეულის წონის ცვლილება
ნაკლებად ხშირი: ჰიპერურიკემია, სითხის შეკავება
ფსიქიატრიული დარღვევები
ხშირი: შფოთვა, დეპრესია, ნერვიულობა, უძილობა
ნაკლებად ხშირი: კონფუზიური მდგომარეობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: ამნეზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერრეფლექსია, ძილიანობა, ტრემორი
ნაკლებად ხშირი: ატაქსია, ცერებროვასკულური იშემია, პარესთეზია, პაროსმია
დარღვევები
მხედველობის ორგანოების მხრივ
ხშირი: ვიზუალური ცვლილებები
ნაკლებად ხშირი: კონიუნქტივიტი
ყურის და ლაბირინთის დარღვევები
ხშირი: ტინიტუსი, თავბრუსხვევა
დარღვევები გულის მხრივ:
ნაკლებად ხშირი: გულის უკმარისობა
იშვიათი: მიოკარდიუმის ინფარქტი
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
ნაკლებად ხშირი: სისხლძარღვთა დაავადებები, ვაზოდილატაცია, ჰიპერტენზია
დარღვევები რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
ნაკლებად ხშირი: ასთმა, ეპისტაქსისი, ბრონქოსპაზმი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირი: მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა გულისრევა, ღებინება
ნაკლებად ხშირი: სისხლიანი დიარეა, საყლაპავის დაავადება, გასტრიტი, ჰემატემეზი, პეპტიური წყლული, სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის წყლული
იშვიათი: კუჭ-ნაწლავის პერფორაცია
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
ნაკლებად ხშირი: ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი: კანის ერუფცია
ნაკლებად ხშირი: ანგიონევროზული შეშუპება, ეგზემა, ქავილი, ჭინჭრის ციება,
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ნაკლებად ხშირი: კანკალი
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ
ნაკლებად ხშირი: თირკმლის უკმარისობა, ჰემატურია
იშვიათი: გლომერულონეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი, ნეფროზული სინდრომი
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას
ხშირი: ასთენია, შეშუპება, სისუსტე, დაღლილობა
ნაკლებად ხშირი: შემცივნება, ცხელება
გამოკვლევები
ხშირი: ღვიძლის ფერმენტების მომატება.
ნაკლებად ხშირი: ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება
შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა ფლურბიპროფენისა და დამტკიცების შემდგომ გამოყენებისას და აღწერილია ლიტერატურაში, მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: აპლაზიური ანემია ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ნეითროპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კოლიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადების გამწვავება, წვრილი ნაწლავის ანთება სისხლის და ცილის დაკარგვით
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: სიყვითლე (ქოლესტაზური და არაქოლესტაზური)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ექსფოლიაციური დერმატიტი, ფოტოსენსიტიურობა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ასეპტიური მენინგიტი
დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ: ინტერსტიციული ნეფრიტი
ჭარბი დოზა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ სიმპტომები ჩვეულებრივ შემოიფარგლება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ფსიქიკური მდგომარეობის დაქვეითებით, კუნთების დაბალი ტონუსით, თავის ტკივილით, დიპლოპიით, ღვიძლის ფერმენტების მაღალი შემცველობით, რესპირატორული დეპრესიით,და ეპიგასტრული ტკივილებით, რომლებიც ჩვეულებრივ შექცევადია დამხმარე მკურნალობით. აღინიშნა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დათრგუნვა და კომა აღინიშნებოდა, მაგრამ იშვიათი იყო.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ანაფილაქტოიდური რეაქციები და შესაძლოა განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემდეგაც.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გადაჭარბების შემდეგ პაციენტები მართეთ სიმპტომური და დამხმარე მკურნალობით. სპეციფიური ანტიდოტები არ არსებობს. განიხილეთ ღებინება და/ან გააქტიურებული ნახშირი (60-დან 100 გრამამდე მოზრდილებში, 1-დან 2 გრამამდე კგ სხეულის წონაზე პედიატრიულ პაციენტებში) და/ან ოსმოსური საფაღარათო საშუალებები სიმპტომურ პაციენტებში, რომლებიც გამოვლინდა მიღებიდან ოთხი საათის განმავლობაში ან პაციენტებში, რომლებშიც დოზამრ ეკომენდებულს 5-10 ჯერ გადააჭარბა. ფორსირებული დიურეზი, შარდის ალკალიზაცია, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შეიძლება არ იყოს სასარგებლო ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო.
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ ფლურბიპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა 49,54 მგ
შაქრის მარცვლები 73,33 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.
შენახვის პირობები
36 თვე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
წარმოდგენილია კოლოფში, PVC/PVDC-ALU ბლისტერული შეფუთვით 16 კაფსულა.
ადამიანის სამკურნალო საშუალებების ნარჩენი მასალების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის“ შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok.
No 10/ 34885 Sancaktepe/Istanbul-Turkey ტელეფონი: +90 216 564 80 00
ფაქსი: +90 216 564 80 99
მარკეტინგის ლიცენზიის ნომერი
პირველი ლიცენზირების/ლიცენზირების განახლების თარიღი
SPC განახლების თარიღი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ათქ კოდი: M01AE09
აქსოფენი SR კაფსულა შეიცავს ფლურბიპროფენს, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი. ფლურბიპროფენის, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გასაგები არ არის და ითვლება, რომ დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი
აბსორბცია
ფლურბიპროფენი სწრაფად და მარტივად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 4-6 საათის შემდეგ. საკვებთან ან ანტაციდებთან ერთად ფლურბიპროფენის მიღებამ შეიძლება შეცვალოს მისი შეწოვის სიჩქარე, მაგრამ არა ხარისხი.
ფლურბიპროფენი SR არის ფლურბიპროფენის კონტროლირებადი გამოთავისუფლების ფორმულა. სტაბილური კონცენტრაციით 24 საათის განმავლობაში, პლაზმაში საშუალო დონეები იგივეა, რაც ჩვეულებრივი ექვივალენტური დოზის ტაბლეტების გამოყენებისას, მაგრამ განსხვავება მინიმალურ და მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციებს შორის ნაკლებია. ფლურბიპროფენი SR-ის უწყვეტი გამოყენება არ იწვევს აკუმულაციას.
განაწილება
R- და S-ფლურბიპროფენის განაწილების აშკარა მოცულობა (Vz/F) არის დაახლოებით 0,12 ლ/კგ. ფლურბიპროფენის ორივე ენანტიომერი 99%-ზე მეტით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შედარებით მუდმივია ტიპიური საშუალო წონასწორული კონცენტრაციისთვის (≤10 μg /მლ), რომელიც მიიღწევა რეკომენდებული დოზებით.
ბიოტრანსფორმაცია
ადამიანის პლაზმასა და შარდში გამოვლენილია ფლურბიპროფენის რამდენიმე მეტაბოლიტი. ამ მეტაბოლიტებს მიეკუთვნება 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენი, 3', 4'-დიჰიდროქსი-ფლურბიპროფენი, 3'-ჰიდროქსი-4'- მეთოქსი-ფლურბიპროფენი, მათი კონიუგატები და კონიუგირებული ფლურბიპროფენი. არილპროპიონის მჟავის სხვა წარმოებულებისგან განსხვავებით (მაგ. იბუპროფენი), R-ფლურბიპროფენის S-ფლურბიპროფენამდე მეტაბოლიზმი მინიმალურია.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომი CYP2C9 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფლურბიპროფენის მეტაბოლიზმში მის ძირითად მეტაბოლიტად- 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენად. 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენის მეტაბოლიტი აჩვენებდა მცირე ანთების საწინააღმდეგო აქტივობას ანთების ცხოველურ მოდელებში. ფლურბიპროფენი არ აინდუცირებს ფერმენტებს, რომლებიც ცვლის მის მეტაბოლიზმს. შეუკავშირებელი ფლურბიპროფენის მთლიანი პლაზმური კლირენსი არასტერეოელექტიურია და თერაპიულ დიაპაზონში გამოყენებისას ფლურბიპროფენის კლირენსი დოზა-დამოუკიდებელია.
ფლურბიპროფენის ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ხდება ღვიძლში ციტოქრომ P450 2C9-ით. ციტოქრომ P450 2C9 სხვა სუბსტრატების ადრე ზემოქმედების შესაბამისად, ფლურბიპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებშიც ცნობილია, რომ ციტოქრომ P450 2C9 ნელა მეტაბოლიზდება. რადგან ამ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ პათოლოგიური პლაზმური დონე დაბალი მეტაბოლური კლირენსის გამო.
ელიმინაცია
ფლურბიპროფენის დოზირების შემდეგ, 3%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა შარდით, როგორც ფლურბიპროფენი, 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენი და მათი აცილ-გლუკურონიდის კონიუგატები. იმის გამო, რომ თირკმელებით ელიმინაცია ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაციის მნიშვნელოვანი გზაა, თირკმლის ზომიერი ან მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების აკუმულაციის თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. R- და S- ფლურბიპროფენის საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი (t½) მსგავსია, დაახლოებით -4,7 და 5,7 საათი. ფლურბიპროფენის აკუმულაცია მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ მინიმალური იყო.
ხაზოვნება/არა-ხაზოვნება
დოზის პროპორციულობა არ შეფასებულა.
განსაკუთრებული პოპულაციები
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლში მეტაბოლიზმმა შეიძლება შეადგინოს ფლურბიპროფენის ელიმინაციის >90%, ამიტომ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ფლურბიპროფენის შემცირებული დოზები. R- და S-ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო, ალკოჰოლური ციროზით დაავადებულ პაციენტებში (N=8) და ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში (N=8) ფლურბიპროფენის 200 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ფლურბიპროფენის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეიძლება შემცირდეს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში და შრატში ალბუმინის 3.1 გ/დლ-ზე ნაკლები კონცენტრაციისას.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის კლირენსი არის ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაციის მნიშვნელოვანი, მაგრამ უცვლელი ფლურბიპროფენის ელიმინაციის უმნიშვნელო გზა (მთლიანი კლირენსის <3%). R- და S-ფლურბიპროფენის შეუზღუდავი კლირენსები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ნორმალურ ჯანმრთელ მოხალისეებს (N=6, 50 მგ ერთჯერადი დოზა) და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს შორის (N=8, ინულინის კლირენსი 11-დან 43 მლ/წთ-მდე, 50 მგ მრავალჯერადი დოზა). ფლურბიპროფენის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეიძლება შემცირდეს თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში და შრატში ალბუმინის 3,9 გ/დლ-ზე ნაკლები კონცენტრაციისას. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება შემცირდეს ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაცია.
ფლურბიპროფენი სისხლიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით არ გამოიყოფა დიალიზის სითხეში პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი.
პედიატრული პაციენტები:
პედიატრულ პაციენტებში ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა გამოკვლეული არ არის.
გერიატრული პაციენტები:
ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო ართრიტით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, ართრიტით დაავადედებულ ახალგაზრდა პაციენტებში და ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლურბიპროფენს 100 მგ ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზის სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
აქსოფენი SR 200 მგ მიკროგრანულებიანი კაფსულა
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა აქტიური ნივთიერება:
თითოეული კაფსულა შეიცავს 200 მგ ფლურბიპროფენს.
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა 49,54 მგ
შაქრის მარცვლები 73,33 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
SR მიკროგრანულებიანი კაფსულა.
გაუმჭვირვალე, თეთრი გრანულებიანი ფხვნილის შემცველი თეთრ-ყვითელი ფერის კაფსულა.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენება
ნაჩვენებია მწვავე კუნთოვანი ტკივილების, მწვავე პოდაგრული ართრიტის და დისმენორეის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ.
დოზირება და გამოყენების მეთოდი დოზირება/გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა:
თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის რეკომენდებული: ჭამის შემდეგ, იგი მიიღება საღამოს, დღე-ღამეში ერთხელ.
კაფსულა მიიღება ჭიქა წყალთან ერთად, დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
პედიატრული პოპულაცია:
რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ხანდაზმულები:
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, კუჭ-ნაწლავის გართულებები, როგორიცაა წყლულები, სისხლდენა, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირია ვიდრე ახალგაზრდებში.
მიუხედავად იმისა, რომ ფლურბიპროფენი ხანდაზმულებში კარგად აიტანება, თირკმლის დისფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ელიმინაციას შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდეს. ასეთ შემთხვევებში აქსსოფენი SR უნდა გამოიყენონ სიფრთხილით, საჭიროების შემთხვევაში დოზა ინდივიდუალურად უნდა დარეგულირდეს სტანდარტული ფორმულის გამოყენებით.
ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტი, რომელსაც აქვს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები და/ან ან ღვიძლის ტესტის არანორმალური მნიშვნელობები, აქსოფენი SR-ით მკურნალობის დროს უნდა შეფასდეს ღვიძლის უფრო მძიმე რეაქციის განვითარებისათვის (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები - ღვიძლის ეფექტები). არ უნდა გამოიყენონ ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. უკუჩვენებები).
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების მქონე პაციენტებში ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების დაგროვების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ასეთი პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ყურადღების ქვეშ (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმელების ეფექტები). არ უნდა გამოიყენონ თირკმელების მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. უკუჩვენებები).
უკუჩვენება
აქსოფენი SR უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ფლურბიპროფენის მიმართ.
აქსოფენი SR არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ ჰქონდათ ალერგიული რეაქციები, ასთმა, ჭინჭრის ციება. ასეთ პაციენტებში აღინიშნა მძიმე, იშვიათად ფატალური, ანაფილაქსიური რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - ანაფილაქსიური რეაქციები და ადრე არსებული ასთმა). აქსოფენი SR არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასპირინის ტრიადა. ეს სიმპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმით დაავადებულ, პაციენტებში,რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე და გვხვდება იმ პირებში, რომლებსაც ასპირინის ან სხვა NSAID მიღების შემდეგ აღენიშნებათ მწვავე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი.
ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ამჟამად აქვთ ან ადრე ჰქონდათ პეპტიური წყლული.
ფლურბიპროფენი ასევე უკუნაჩვენებია ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში, რომელიც დაკავშირებულია წინა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიასთან.
უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, ცერებროვასკულური სისხლდენის და სხვა სისხლდენის დროს.
ფლურბიპროფენი ასევე უკუნაჩვენებია გულის მძიმე უკმარისობით, ღვიძლის უკმარისობით და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია პერიოპერაციული და პოსტოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი შუნტირების (CABG) ოპერაციის დროს.
ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლურბიპროფენის გამოყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 სელექციური ინჰიბიტორებთან ერთად.
გულ-სისხლძარღვთა რისკი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სერიოზული თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის (MI) და ინსულტის გაზრდილი რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად.. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტები შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ.
ფლურბიპროფენი უკუნაჩვენებია პერიოპერაციული და პოსტოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი შუნტირების (CABG) ოპერაციის დროს.
Gastrointestinal Risk:
NSAIDs cause an increased risk of serious gastrointestinal adverse events including bleeding, ulceration, and perforation of the stomach or intestines, which can be fatal. These events can occur at any time during use and without warning symptoms. Elderly patients are at greater risk for serious gastrointestinal (GI) events.
გაფრთხილებები
გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენები
რამდენიმე COX-2 სელექციური და არასელექციური NSAIDs კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა სერიოზული გულ-სისხლძარღვთა (CV) თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გაზრდილი რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. პაციენტები,რომლებსაც აქვთ CV დაავადებია ანCV დაავადების რისკ -ფაქტორები, შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, CV გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად უნდა გამოიყენონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს ხანგრძლივობით. ექიმები და პაციენტები უნდა იყვნენ ფხიზლად ასეთი მოვლენების განვითარების გამოსავლენად, თუნდაც წინა CV სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ CV სერიოზული მოვლენების ნიშნების და/ან სიმპტომების და მათი განვითარების შემთხვევაში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ.
არ არსებობს თანმიმდევრული მტკიცებულება, რომ ასპირინის ერთდროული გამოყენება ამცირებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული CV თრომბოზული მოვლენების გაზრდილ რისკს. ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენების რისკს (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - კუჭ-ნაწლავის ეფექტები: წყლულების, სისხლდენის და პერფორაციის რისკი). არ არის საკმარისი მონაცემები ფლურბიპროფენის ასეთი რისკის გამოსარიცხად.
შესაბამისად, უკონტროლო ჰიპერტენზიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, დადგენილი გულის იშემიური დაავადების, პერიფერიული არტერიების და/ან ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებს ფლურბიპროფენით მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ ფრთხილად განხილვის შემდეგ. მსგავსი განხილვა უნდა მოხდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტების ხანგრძლივი მკურნალობის დაწყებამდე (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა).
COX-2 სელექციური NSAID -ს ორმა დიდმა, კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევამ ტკივილის სამკურნალოდ CABG ოპერაციიდან პირველი 10-14 დღის განმავლობაში აჩვენა მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის გაზრდილი სიხშირე (უკუჩვენებები).
ჰიპერტენზია
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, ფლურბიპროფენის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს ახალი ჰიპერტენზიის დაწყება ან წინა არსებული ჰიპერტენზიის გაუარესება, რომელთაგან რომელიმემ შეიძლება ხელი შეუწყოს CV მოვლენების სიხშირის გაზრდას. პაციენტებს, რომლებიც იღებენ თიაზიდებს ან მარყუჟის დიურეზულ საშუალებებს, შეიძლება მათზე პასუხი დაუქვეითდეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის ფლურბიპროფენი, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. არტერიული წნევა (BP) ინტენსიურად უნდა შემოწმდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მკურნალობის დაწყებისას და თერაპიის განმავლობაში.
გულის შეგუბებითი უკმარისობა და შეშუპება
როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც ცნობილია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებაში, სითხის შეკავება და შეშუპება აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ფლურბიპროფენს. ფლურბიპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სითხის შეკავება, ჰიპერტენზია ან გულის უკმარისობა მქონე პაციენტებში.
კუჭ-ნაწლავის ეფექტები: წყლულის, სისხლდენის და პერფორაციის რისკი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის ფლურბიპროფენმა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კუჭ-ნაწლავის (GI) გვერდითი მოვლენები, მათ შორის ანთება, სისხლდენა, დაწყლულება და კუჭის, წვრილი ნაწლავის ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მსუბუქი პრობლემები, როგორიცაა დისპეფსია, ხშირია და შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. ამიტომ, მაშინაც კი, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები არ გამოვლენილა, ექიმები და პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ წყლულის ან სისხლდენის გამოსავლენად. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ტოქსიკურობის სიმპტომების და/ან სიმპტომების შესახებ და უნდა იცოდნენ თუ რა უნდა გააკეთონ მათი განვითარების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდული ლაბორატორიული დაკვირვებების სარგებლიანობა ჯერ არ არის დადასტურებული, საკმარისი შეფასება არ გაკეთებულა. იმ ხუთი პაციენტიდან, რომელსაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დროს განუვითარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის სერიოზული გვერდითი მოვლენა, სიმპტომურია მხოლოდ ერთი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის წყლულები, უხეში სისხლდენა ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით გამოწვეული პერფორაცია გვხვდება პაციენტების დაახლოებით 1%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 3-დან 6 თვემდე და დაახლოებით 2-4% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში. ეს ტენდენციები გრძელდება გამოყენების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, რაც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული მოვლენის განვითარების ალბათობას თერაპიის კურსის განმავლობაში. თუმცა, მოკლევადიანი თერაპიაც კი არ არის რისკის გარეშე.
კუჭ-ნაწლავის სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის რისკი უფრო მაღალია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზების გაზრდისას ანამნეზში წყლულის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით თუ გართულებულია სისხლდენით ან პერფორაციით, და ხანდაზმულებში. ამ პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ ყველაზე დაბალი დოზით.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაენიშნოს მათ, ვისაც ადრე ჰქონდა წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ისტორია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფატალური მოვლენების სპონტანური შეტყობინებების უმეტესობა გვხვდება ხანდაზმულ და სუსტ პაციენტებში; ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციის მკურნალობისას. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციის მკურნალობისას. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, კუჭ-ნაწლავის არასასურველი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად უნდა გამოიყენონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს დროში. მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული თერაპია, რომელიც არ მოიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
ამ პაციენტებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზა ან სხვა პრეპარატები, რომლებიც გაზრდის კუჭ-ნაწლავის რისკს, უნდა განიხილებოდეს დამცავ აგენტებთან (მაგ. მიზოპროსტოლის ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით), რეკომენდირებულია კლინიკური დაკვირვება რეგულარული ინტერვალებით.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტოქსიურობის მქონე პაციენტებმა (განსაკუთრებით ხანდაზმულებმა) ექიმს უნდა შეატყობინონ მუცლის ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა), განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპებზე. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან თრომბოციტების საწინააღმდეგო აგენტები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.
სისხლდენის ან წყლულის წარმოქმნის შემთხვევაში პაციენტში, რომელიც მკურნალობს ფლურბიპროფენით, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებები მქონე პაციენტებში (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება),არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უნდა გამოიყენონ სიფრთხილით, რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გამწვავდეს.
ხანდაზმულებს აქვთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ არასასურველი რეაქციების განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენის და პერფორაციის გაზრდილი სიხშირე, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს.
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ პეპტიური წყლულოვანი დაავადების ან/და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ანამნეზი, რომლებიც იყენებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ათჯერ მომატებული აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის განვითარების რისკი, ამ რისკ-ფაქტორების არმქონე პაციენტებთან შედარებით. სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის რისკს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მოიცავს ორალური კორტიკოსტეროიდების ან ანტიკოაგულანტების ერთდროულ გამოყენებას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიის გახანგრძლივობას, მოწევას, ალკოჰოლის გამოყენებას, ხანდაზმულ ასაკს და ზოგადი ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობას.
თირკმლის ეფექტები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ გამოიწვია თირკმლის პაპილარული ნეკროზი და თირკმელების სხვა დაზიანება. ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ფლურბიპროფენის ხანგრძლივმა მიღებამ გამოიწვია თირკმლის პაპილარული ნეკროზი და სხვა ცვლილებები თირკმლის პარენქიმაში. თირკმლის ტოქსიკურობა ასევე გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და, მეორე მხრივ, თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის აშკარა დეკომპენსაცია. ამ რეაქციის უფრო მაღალი რისკი აქვთ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, ისინი, ვინც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და აგფ (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორებს და ხანდაზმულები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიის შეწყვეტას, როგორც წესი, მოჰყვება აღდგენა მკურნალობის წინა მდგომარეობამდე. კლინიკურ კვლევებში ფლურბიპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი უცვლელი იყო თირკმლის უკმარისობით. დაავადებულ პაციენტებში. ფლურბიპროფენის მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით. თირკმელების ზომიერი და მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში 4'ჰიდროქსი-ფლურბიპროფენის ელიმინაცია შემცირდა. ამიტომ, თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების მქონე პაციენტებში , ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების დაგროვების თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმელების ეფექტი). ამ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
თირკმელების შორსწასული დაავადება
აქსოფენი R-ით მკურნალობა რეკომენდებული არ არის თირკმელების შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებში. თუმცა, თუ საჭიროა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის დაწყება, რეკომენდებულია პაციენტის თირკმელების ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმელების ეფექტები).
ანაფილაქტოიდური რეაქციები
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში ფლურბიპროფენის წინასწარი ზემოქმედების გარეშე. ფლურბიპროფენი არ უნდა მიეცეს ასპირინის ტრიადის მქონე პაციენტებს. ეს სიმპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმიან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე, ან რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ (წინასწარი ასთმა). გადაუდებელი დახმარება უნდა მოიძიოთ იმ შემთხვევებში, როდესაც ვითარდება ანაფილაქტოიდური რეაქცია.
კანის რეაქციები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის ფლურბიპროფენმა, შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს სერიოზული მოვლენები შეიძლება განვითარდეს გაფრთხილების გარეშე. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ კანის სერიოზული გამოვლინების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის ან მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის გამოჩენისთანავე.
სიფრთხილის ზომები
ღვიძლის ეფექტები
ღვიძლის ერთი ან მეტი ტესტის სასაზღვრო შეფასება შეიძლება ჩატარდეს პაციენტების 15%-მდე, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ფლურბიპროფენს. ეს ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირებდეს, შეიძლება დარჩეს უცვლელი ან შეიძლება იყოს გარდამავალი თერაპიის გაგრძელებით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კლინიკურ კვლევებში პაციენტების დაახლოებით 1%-ში დაფიქსირდა ALT ან AST-ის შესამჩნევი მატება (დაახლოებით სამჯერ ან მეტჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს). გარდა ამისა, აღწერილია ღვიძლის მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, მათ შორის სიყვითლე და ფატალური ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი და ღვიძლის უკმარისობა, ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგით.
პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომები და/ან ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ღვიძლის დისფუნქციაზე, ან რომელსაც აღენიშნებათ ღვიძლის პათოლოგიური ტესტი, ფლურბიპროფენით თერაპიის დროს უნდა შეფასდეს ღვიძლის უფრო მძიმე რეაქციის განვითარების მტკიცებულებაზე. თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, ან თუ აღინიშნა სისტემური გამოვლინება (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.), ფლურბიპროფენის მიღება უნდა შეწყდეს.
ჰემატოლოგიური ეფექტები
ანემია ზოგჯერ აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ფლურბიპროფენს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებით, ფარული ან უხეში GI სისხლის დაკარგვით ან ერითროპოეზზე არასრულად აღწერილი ზემოქმედებით. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის ფლურბიპროფენით, უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი, თუ მათ აქვთ ანემიის ნიშნები ან სიმპტომები.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და ნაჩვენებია, რომ ახანგრძლივებს სისხლდენის დროს ზოგიერთ პაციენტში. ასპირინისგან განსხვავებით,თრომბოციტების ფუნქციაზე მათი გავლენა რაოდენობრივად ნაკლები, ხანმოკლე და შექცევადია. ფლურბიპროფენი ზოგადად არ მოქმედებს თრომბოციტების რაოდენობაზე, პროთრომბინის დროზე (PT) ან ნაწილობრივ თრომბოპლასტინის დროზე (PTT).
პაციენტები, რომლებიც იღებენ აქსოფენ SR-ს, რომლებშიც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თრომბოციტების ფუნქციის ცვლილებამ, როგორიცაა კოაგულაციის დარღვევების მქონე პაციენტები ან პაციენტები, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, უნდა იყვნენ ფრთხილად.
წინასწარ არსებული ასთმა
ასთმით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმა. ასპირინის გამოყენება ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია მძიმე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს. ვინაიდან ასპირინზე მგრძნობიარე ასეთ პაციენტებში ასპირინსა და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შორის დაფიქსირდა ჯვარედინი რეაქტიულობა, მათ შორის ბრონქოსპაზმი, აქსოფენი SR არ უნდა დაინიშნოს ასპირინისადმი მგრძნობელობის ამ ფორმის მქონე პაციენტებში და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ. ასთმა (იხ. უკუჩვენებები).
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:
ფლურბიპროფენის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას პაციენტებში აღწერილი დაბინდული და/ან დაქვეითებული მხედველობა. თვალის ჩივილების მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ თვალის გამოკვლევა.
ორსულობა:
ფლურბიპროფენი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის მესამე ტრიმესტრში; რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა (გულიდან გამოსულ ორ დიდ არტერიას შორის გახსნა [აორტა და ფილტვის არტერია], რომელიც ღიაა მუცლადყოფნის პერიოდში და უნდა დაიხუროს დაბადების შემდეგ).
ზოგადი
არ არის მოსალოდნელი, რომ ფლურბიპროფენი ჩაანაცვლებს კორტიკოსტეროიდებს ან უმკურნალებს კორტიკოსტეროიდულ უკმარისობას. კორტიკოსტეროიდების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება. პაციენტებში, რომლებიც იღებენ გახანგრძლივებულ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, თერაპია უნდა შემცირდეს ნელა, თუ მიიღება გადაწყვეტილება კორტიკოსტეროიდების შეწყვეტის შესახებ. პოსტოპერაციული ხანდაზმული პაციენტები საჭიროებენ სიფრთხილეს. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებულია თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების მონიტორინგი.
ფლურბიპროფენის ფარმაკოლოგიურმა აქტივობამ (ცხელება და) ანთების შემცირებით შეიძლება შეამციროს ამ დიაგნოსტიკური ნიშნების გამოყენება სავარაუდო არაინფექციური, მტკივნეული მდგომარეობის გართულებების გამოვლენისას.
როგორც ნებისმიერი პრეპარატის შემთხვევაში, რომელიც აფერხებს ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზს, ფლურბიპროფენის გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ქალის ნაყოფიერება და არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც დაორსულებას ცდილობენ. ქალებში, რომლებსაც დაორსულება უჭირთ, ან რომლებიც გადიან უნაყოფობის გამოკვლევას, უნდა განიხილონ ფლურბიპროფენის მოხსნა.
სისტემური წითელი მგლურა (SLE) და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება:
SLE და შემაერთებელი ქსოვილის შერეული დარღვევების მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასეპტიკური მენინგიტის გაზრდილი რისკი.
ლაბორატორიული ტესტები
იმის გამო, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული წყლული და სისხლდენა შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, ექიმებმა უნდა აკონტროლონ კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ნიშნები ან სიმპტომები. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, პერიოდულად უნდა შემოწმდეს CBC (სისხლის საერთო ანალიზი) და ბიოქიმიის პროფილი. თუ განვითარდება ღვიძლის ან თირკმელების დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, აღინიშნება სისტემური გამოვლინებები (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.) ან თუ ღვიძლის პათოლოგიური ტესტები გრძელდება ან გაუარესდება, ფლურბიპროფენი უნდა მოიხსნას.
ქალის ფერტილობის დაზიანება:
ფლურბიპროფენმა შეიძლება დააზიანოს ქალის ნაყოფიერება. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებსაც დაორსულება სურთ.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
პედიატრული პოპულაცია:
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გერიატრული პოპულაცია:
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, კუჭ-ნაწლავის გართულებები, როგორიცაა წყლულები, სისხლდენა, მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი უფრო ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, უნდა გამოიყენონ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს დროში. ანალოგიურად, ხანდაზმული პაციენტები არიან თირკმლის დეკომპენსაციის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას - თირკმლის ეფექტი).
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს საქაროზას და შაქარს. ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის მქონე პაციენტებმა ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები:
ფლურბიპროფენმა შეიძლება შეამციროს დიურეზული საშუალებების და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ. დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით), ციკლოოქსიგენაზას და აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება. რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. ამიტომ,სიფრთხილეა საჭირო ფლურბიპროფენისა და შარდმდენი საშუალებების კომბინირებული დანიშვნის შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. აუცილებელია პაციენტის ადექვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და მკურნალობის დაწყებისას თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
ანტიკოაგულანტები: პაციენტები, რომლებიც იღებენ ვარფარინს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, უფრო სერიოზული კლინიკური სისხლდენის რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ისინი, ვინც იყენებდნენ ორი წამლიდან მხოლოდ ერთს. ექიმები ფრთხილად უნდა იყვნენ აქსოფენი SR-ის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ვარფარინს ან სხვა ანტიკოაგულანტებს.
ასპირინი: ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული მიღება ამცირებს შრატში ფლურბიპროფენის კონცენტრაციას. ამ ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის; თუმცა, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ფლურბიპროფენისა და ასპირინის ერთდროული მიღება ზოგადად რეკომენდებული არ არის.
ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები: ფლურბიპროფენი ამცირებს პროპრანოლოლის ჰიპოტენზიურ ეფექტს, მაგრამ ატენოლოლში ასეთი ეფექტი არ დაფიქსირებულა. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია. პაციენტები, რომლებიც იღებენ როგორც ფლურბიპროფენს, ასევე ბეტა-ბლოკერებს, ადექვატური ჰიპოტენზიური ეფექტისთვის უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ.
დიურეზული საშუალებები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ ფუროსემიდის და თიაზიდის ნატრიურეზულ ეფექტს ზოგიერთ პაციენტში. ეს ეფექტი განპირობებულია თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. ფლურბიპროფენის დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას, შარდმდენების ეფექტურობის უზრუნველყოფის გარდა, დააკვირდით პაციენტებს თირკმელების ფუნქციის გაუარესების ნიშნებზე (განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას-თირკმლის ეფექტი).
ლითიუმი: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა გამოიწვია პლაზმაში ლითიუმის დონის მომატება და თირკმლის ლითიუმის კლირენსის შემცირება. ლითიუმის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია გაიზარდა 15%-ით, ხოლო თირკმლის კლირენსი შემცირდა დაახლოებით 20%-ით. ეს ეფექტი განპირობებულია თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით. ფლურბიპროფენისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ლითიუმის ტოქსიკურობის ნიშნებზე.
მეტოტრექსატი: ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები კონკურენტულად აფერხებენ მეტოტრექსატის დაგროვებას კურდღლის თირკმელების შრეებში. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდონ მეთოტრექსატის ტოქსიკურობა. სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მეტოტრექსატთან ერთად მიღებისას,
კორტიკოსტეროიდები: კორტიკოსტეროიდების ფლურბიპროფენთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის ან სისხლდენის რისკი.
ანტითრომბოციტული საშუალებები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs): სერიოზული სისხლდენის რისკი.
ციმეტიდინი, რანიტიდინი: გარდა მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ზრდისა, ისინი გავლენას არ ახდენენ ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიგოქსინი: ფლურბიპროფენისა და დიგოქსინის კომბინაციამ არ შეცვალა ორივე პრეპარატის წონასწორული კონცენტრაცია შრატში. თუმცა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააძლიეროს გულის უკმარისობა. მათ შეუძლიათ შეამცირონ GFR (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე) და გაზარდონ პლაზმაში გლიკოზიდების დონე.
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები: მიუხედავად იმისა, რომ ფლურბიპროფენისა და ჰიპოგლიკემიური აგენტების ერთდროული მიღებისას აღინიშნა სისხლში შაქრის კონცენტრაციის უმნიშვნელო დაქვეითება, ჰიპოგლიკემიის ნიშნები ან სიმპტომები არ გამოვლენილა.
ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები: ერთად მიღებისას ზრდის კრუნჩხვების რისკს.
სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ზიდოვუდინთან, ტიკლოპიდინთან, ტაკროლიმუსთან და ციკლოსპორინთან ერთად მიღებისას.
ტაკროლიმუსი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ტაკროლიმუსის ერთად გამოყენებისას შეიძლება შეინიშნოს ნეფროტოქსიურობის გაზრდილი რისკი.
ციკლოსპორინი: COX ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლურბიპროფენი, ზრდის ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობის რისკს თირკმლის პროსტაგლანდინებზე მათი ზემოქმედების გამო.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
პედიატრიული პოპულაცია:
მონაცემები არ არის.
გერიატრიული პოპულაცია:
ანტაციდები: ხანდაზმულებში გამოყენებისას ანტიციდური სუსპენზია არ ამცირებდა შეწოვილი ფლურბიპროფენის რაოდენობას, მაგრამ ამცირებდა შეწოვის სიჩქარეს.
ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაციები
ორსულობის კატეგორია 1. და 2. ტრიმესტრი: C; 3. ტრიმესტრი D
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები / კონტრაცეფცია:
მონაცემები არ არის.
ორსულობა
თაგვებსა და კურდღლებზე ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში არ იქნა ნაპოვნი განვითარების ანომალიები. თუმცა, ცხოველთა რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის არ შეიძლება საკმარისი იყოს ადამიანებზე ეფექტის წინასწარ განსაზღვრისთვის. არ არსებობს ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევა ორსულ ქალებზე. ორსულობისას SR შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, თუ მისი პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.
პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები ორსულობის ადრეულ პერიოდში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენების შემდეგ სპონტანური აბორტის გაზრდილ რისკზე მიუთითებს. ცხოველებში, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენებამ გამოიწვია იმპლანტაციის წინა და შემდგომი დანაკარგის გაზრდა.
ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ცნობილი ზემოქმედების გამო (არტერიული სადინრის დახურვა), ორსულობის გვიან პერიოდში (მე-6 თვიდან) მისი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არაადეკვატურია ორსულობისა და/ან ემბრიონის განვითარებაზე და/ან დაბადების და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე ზემოქმედების დასადგენად. (იხილეთ პარაგრაფი 5.3). ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია.
ლაქტაცია
სავარაუდოდ, მეძუძური ჩვილის დოზა უნდა იყოს დაახლოებით 0.1 მგ/დღე-ღამეში იმ ქალის რძეში, რომელიც იღებს დღე-ღამეში 200მგ ფლურბიპროფენს. უნდა გაითვალსწინონ ,განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების სარგებელი ასევე ფლურბიპროფენზე დედის კლინიკური საჭიროება და ფლურბიპროფენის ან დედის ძირითადი მდგომარეობის ნებისმიერი პოტენციური არასასურველი ზემოქმედება ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე.
რეპროდუქციულობა/ფერტილობა
ვირთხებზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, ისევე როგორც სხვა პრეპარატებში ჩატარებულ კვლევებში, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, აღინიშნა დისტოცია, მშობიარობის შეფერხება და შთამომავლობის გადარჩენის სიხშირის შემცირება. აქსოფენ SR-ის ეფექტი ორსულობის ბოლოზე და მშობიარობაზე უცნობია.
მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, პროსტაგლანდინებით მედიატირებულმა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის ფლურბიპროფენმა შეიძლება შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს საკვერცხის ფოლიკულების გახეთქვას, რაც ზოგიერთ ქალში დაკავშირებულია შექცევად უნაყოფობასთან. განიხილეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის ფლურბიპროფენის მოხსნა ქალებში, რომლებსაც უჭირთ დაორსულება ან უნაყოფობის გამოკვლევას გადიან.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა ან ძილიანობა. ამიტომ, ასეთი ეფექტების დროს თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან.
გვერდითი ეფექტები
გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კონვენციის გამოყენებით: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100- < 1/10-მდე), ნაკლებად ხშირი (≥ 1/1000- < 1/100), იშვიათი (≥ 1/10,000- < 1/1,000), ძალიან იშვიათი (< 1/10,000), უცნობი (შეუძლებელია შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები
ხშირი: რინიტი, საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები და ნიშნები
დარღვევები
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:
ნაკლებად ხშირი: რკინადეფიციტური ანემია,
უცნობი: თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქცია
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
ხშირი: სხეულის წონის ცვლილება
ნაკლებად ხშირი: ჰიპერურიკემია, სითხის შეკავება
ფსიქიატრიული დარღვევები
ხშირი: შფოთვა, დეპრესია, ნერვიულობა, უძილობა
ნაკლებად ხშირი: კონფუზიური მდგომარეობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: ამნეზია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერრეფლექსია, ძილიანობა, ტრემორი
ნაკლებად ხშირი: ატაქსია, ცერებროვასკულური იშემია, პარესთეზია, პაროსმია
დარღვევები
მხედველობის ორგანოების მხრივ
ხშირი: ვიზუალური ცვლილებები
ნაკლებად ხშირი: კონიუნქტივიტი
ყურის და ლაბირინთის დარღვევები
ხშირი: ტინიტუსი, თავბრუსხვევა
დარღვევები გულის მხრივ:
ნაკლებად ხშირი: გულის უკმარისობა
იშვიათი: მიოკარდიუმის ინფარქტი
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
ნაკლებად ხშირი: სისხლძარღვთა დაავადებები, ვაზოდილატაცია, ჰიპერტენზია
დარღვევები რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
ნაკლებად ხშირი: ასთმა, ეპისტაქსისი, ბრონქოსპაზმი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირი: მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა გულისრევა, ღებინება
ნაკლებად ხშირი: სისხლიანი დიარეა, საყლაპავის დაავადება, გასტრიტი, ჰემატემეზი, პეპტიური წყლული, სტომატიტი, კუჭ-ნაწლავის წყლული
იშვიათი: კუჭ-ნაწლავის პერფორაცია
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ
ნაკლებად ხშირი: ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი: კანის ერუფცია
ნაკლებად ხშირი: ანგიონევროზული შეშუპება, ეგზემა, ქავილი, ჭინჭრის ციება,
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ნაკლებად ხშირი: კანკალი
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ
ნაკლებად ხშირი: თირკმლის უკმარისობა, ჰემატურია
იშვიათი: გლომერულონეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი, ნეფროზული სინდრომი
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა გამოყენების ადგილას
ხშირი: ასთენია, შეშუპება, სისუსტე, დაღლილობა
ნაკლებად ხშირი: შემცივნება, ცხელება
გამოკვლევები
ხშირი: ღვიძლის ფერმენტების მომატება.
ნაკლებად ხშირი: ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება
შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა ფლურბიპროფენისა და დამტკიცების შემდგომ გამოყენებისას და აღწერილია ლიტერატურაში, მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: აპლაზიური ანემია ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ნეითროპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კოლიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადების გამწვავება, წვრილი ნაწლავის ანთება სისხლის და ცილის დაკარგვით
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: სიყვითლე (ქოლესტაზური და არაქოლესტაზური)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ექსფოლიაციური დერმატიტი, ფოტოსენსიტიურობა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ასეპტიური მენინგიტი
დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ: ინტერსტიციული ნეფრიტი
დოზის გადაჭარბება და მკურნალობა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ სიმპტომები ჩვეულებრივ შემოიფარგლება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ფსიქიკური მდგომარეობის დაქვეითებით, კუნთების დაბალი ტონუსით, თავის ტკივილით, დიპლოპიით, ღვიძლის ფერმენტების მაღალი შემცველობით, რესპირატორული დეპრესიით,და ეპიგასტრული ტკივილებით, რომლებიც ჩვეულებრივ შექცევადია დამხმარე მკურნალობით. აღინიშნა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დათრგუნვა და კომა აღინიშნებოდა, მაგრამ იშვიათი იყო.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ანაფილაქტოიდური რეაქციები და შესაძლოა განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემდეგაც.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გადაჭარბების შემდეგ პაციენტები მართეთ სიმპტომური და დამხმარე მკურნალობით. სპეციფიური ანტიდოტები არ არსებობს. განიხილეთ ღებინება და/ან გააქტიურებული ნახშირი (60-დან 100 გრამამდე მოზრდილებში, 1-დან 2 გრამამდე კგ სხეულის წონაზე პედიატრიულ პაციენტებში) და/ან ოსმოსური საფაღარათო საშუალებები სიმპტომურ პაციენტებში, რომლებიც გამოვლინდა მიღებიდან ოთხი საათის განმავლობაში ან პაციენტებში, რომლებშიც დოზამრ ეკომენდებულს 5-10 ჯერ გადააჭარბა. ფორსირებული დიურეზი, შარდის ალკალიზაცია, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შეიძლება არ იყოს სასარგებლო ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ათქ კოდი: M01AE09
აქსოფენი SR კაფსულა შეიცავს ფლურბიპროფენს, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი. ფლურბიპროფენის, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მოქმედების მექანიზმი ბოლომდე გასაგები არ არის და ითვლება, რომ დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი
აბსორბცია
ფლურბიპროფენი სწრაფად და მარტივად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 4-6 საათის შემდეგ. საკვებთან ან ანტაციდებთან ერთად ფლურბიპროფენის მიღებამ შეიძლება შეცვალოს მისი შეწოვის სიჩქარე, მაგრამ არა ხარისხი.
ფლურბიპროფენი SR არის ფლურბიპროფენის კონტროლირებადი გამოთავისუფლების ფორმულა. სტაბილური კონცენტრაციით 24 საათის განმავლობაში, პლაზმაში საშუალო დონეები იგივეა, რაც ჩვეულებრივი ექვივალენტური დოზის ტაბლეტების გამოყენებისას, მაგრამ განსხვავება მინიმალურ და მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციებს შორის ნაკლებია. ფლურბიპროფენი SR-ის უწყვეტი გამოყენება არ იწვევს აკუმულაციას.
განაწილება
R- და S-ფლურბიპროფენის განაწილების აშკარა მოცულობა (Vz/F) არის დაახლოებით 0,12 ლ/კგ. ფლურბიპროფენის ორივე ენანტიომერი 99%-ზე მეტით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შედარებით მუდმივია ტიპიური საშუალო წონასწორული კონცენტრაციისთვის (≤10 μg /მლ), რომელიც მიიღწევა რეკომენდებული დოზებით.
ბიოტრანსფორმაცია
ადამიანის პლაზმასა და შარდში გამოვლენილია ფლურბიპროფენის რამდენიმე მეტაბოლიტი. ამ მეტაბოლიტებს მიეკუთვნება 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენი, 3', 4'-დიჰიდროქსი-ფლურბიპროფენი, 3'-ჰიდროქსი-4'- მეთოქსი-ფლურბიპროფენი, მათი კონიუგატები და კონიუგირებული ფლურბიპროფენი. არილპროპიონის მჟავის სხვა წარმოებულებისგან განსხვავებით (მაგ. იბუპროფენი), R-ფლურბიპროფენის S-ფლურბიპროფენამდე მეტაბოლიზმი მინიმალურია.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომი CYP2C9 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფლურბიპროფენის მეტაბოლიზმში მის ძირითად მეტაბოლიტად- 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენად. 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენის მეტაბოლიტი აჩვენებდა მცირე ანთების საწინააღმდეგო აქტივობას ანთების ცხოველურ მოდელებში. ფლურბიპროფენი არ აინდუცირებს ფერმენტებს, რომლებიც ცვლის მის მეტაბოლიზმს. შეუკავშირებელი ფლურბიპროფენის მთლიანი პლაზმური კლირენსი არასტერეოელექტიურია და თერაპიულ დიაპაზონში გამოყენებისას ფლურბიპროფენის კლირენსი დოზა-დამოუკიდებელია.
ფლურბიპროფენის ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ხდება ღვიძლში ციტოქრომ P450 2C9-ით. ციტოქრომ P450 2C9 სხვა სუბსტრატების ადრე ზემოქმედების შესაბამისად, ფლურბიპროფენი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებშიც ცნობილია, რომ ციტოქრომ P450 2C9 ნელა მეტაბოლიზდება. რადგან ამ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ პათოლოგიური პლაზმური დონე დაბალი მეტაბოლური კლირენსის გამო.
ელიმინაცია
ფლურბიპროფენის დოზირების შემდეგ, 3%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით, დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა შარდით, როგორც ფლურბიპროფენი, 4'-ჰიდროქსი-ფლურბიპროფენი და მათი აცილ-გლუკურონიდის კონიუგატები. იმის გამო, რომ თირკმელებით ელიმინაცია ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაციის მნიშვნელოვანი გზაა, თირკმლის ზომიერი ან მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების აკუმულაციის თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია. R- და S- ფლურბიპროფენის საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი (t½) მსგავსია, დაახლოებით -4,7 და 5,7 საათი. ფლურბიპროფენის აკუმულაცია მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ მინიმალური იყო.
ხაზოვნება/არა-ხაზოვნება
დოზის პროპორციულობა არ შეფასებულა.
განსაკუთრებული პოპულაციები
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლში მეტაბოლიზმმა შეიძლება შეადგინოს ფლურბიპროფენის ელიმინაციის >90%, ამიტომ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ფლურბიპროფენის შემცირებული დოზები. R- და S-ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო, ალკოჰოლური ციროზით დაავადებულ პაციენტებში (N=8) და ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში (N=8) ფლურბიპროფენის 200 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ფლურბიპროფენის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეიძლება შემცირდეს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში და შრატში ალბუმინის 3.1 გ/დლ-ზე ნაკლები კონცენტრაციისას.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის კლირენსი არის ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაციის მნიშვნელოვანი, მაგრამ უცვლელი ფლურბიპროფენის ელიმინაციის უმნიშვნელო გზა (მთლიანი კლირენსის <3%). R- და S-ფლურბიპროფენის შეუზღუდავი კლირენსები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ნორმალურ ჯანმრთელ მოხალისეებს (N=6, 50 მგ ერთჯერადი დოზა) და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს შორის (N=8, ინულინის კლირენსი 11-დან 43 მლ/წთ-მდე, 50 მგ მრავალჯერადი დოზა). ფლურბიპროფენის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეიძლება შემცირდეს თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში და შრატში ალბუმინის 3,9 გ/დლ-ზე ნაკლები კონცენტრაციისას. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება შემცირდეს ფლურბიპროფენის მეტაბოლიტების ელიმინაცია.
ფლურბიპროფენი სისხლიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით არ გამოიყოფა დიალიზის სითხეში პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი.
პედიატრული პაციენტები:
პედიატრულ პაციენტებში ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა გამოკვლეული არ არის.
გერიატრული პაციენტები:
ფლურბიპროფენის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო ართრიტით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, ართრიტით დაავადედებულ ახალგაზრდა პაციენტებში და ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლურბიპროფენს 100 მგ ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზის სახით.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ჩატარდა კანცეროგენურობის, რეპროდუქციული და ტერატოლოგიური კვლევები. მიუხედავად იმისა, რომ პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა ფლურბიპროფენ რაიმე კანცეროგენული, ტერატოგენული ან უარყოფითი რეპროდუქციული ზემოქმედება, ფერტილობაზე მისი ეფექტი იხ. პარაგრაფში 4.6
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა
მაკროგოლი 6000
ეთილიცელულოზა
Candy Pellets
საქაროზა
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი ტიტანის დიოქსიდი (E 171)
ჟელატინი
ქინოლინი ყვითელი
ერითროციტი (FD & C წითელი 3)
შეუთავსებლობა
შეუთავსებლობა ცნობილი არ არის.
ვარგისიანობის ვადა
36 თვე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
წარმოდგენილია კოლოფში, PVC/PVDC-ALU ბლისტერული შეფუთვით 16 კაფსულა.
ადამიანის სამკურნალო საშუალებების ნარჩენი მასალების განადგურება და სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის წესების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგლამენტის“ შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok.
No 10/ 34885 Sancaktepe/Istanbul-Turkey ტელეფონი: +90 216 564 80 00
ფაქსი: +90 216 564 80 99
მარკეტინგის ლიცენზიის ნომერი
პირველი ლიცენზირების/ლიცენზირების განახლების თარიღი
SPC განახლების თარიღი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.