ფასტუმ გელი
Fastum® Gel
პრეპარატი ფასტუმ გელი შეიცავს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება კეტოპროფენი და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). ეს სამკურნალო საშუალებები ამცირებს ანთებისა და ტკივილის ინტენსივობას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კეტოპროფენი (ketoprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 2,5გ/100გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- A. Menarini Manufacturing Logistics And Services S.r.l., იტალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- M02AA10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044160
- რეგისტრირებულია
- 17 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- A. Menarini Industrie Farmaceutiche Riunite S.r.l (იტალია)
- განმცხადებელი
- შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფასტუმ გელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ფასტუმ გელი შეიცავს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება კეტოპროფენი და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). ეს სამკურნალო საშუალებები ამცირებს ანთებისა და ტკივილის ინტენსივობას.
პრეპარატი ფასტუმ გელი გამოიყენება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის რევმატული ან ტრავმული წარმოშობის ტკივილის ადგილობრივი მკურნალობისათვის: დაჟეჟილობის, იოგების დაჭიმვის, კუნთების დაჭიმვის, კისრის კუნთების რიგიდობის, წელის ტკივილის (ლუმბაგოს) დროს.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
წაისვით 5-10 სმ სიგრძის გელი დაზიანებულ უბანზე 1-3-ჯერ დღე-ღამეში.
ფასტუმ გელი უნდა წაისვათ კანზე მასაჟის ნელი მოძრაობით უკეთესი შეწოვისთვის.
ფასტუმ გელთან ერთად შეიძლება არაჰერმეტული სახვევის გამოყენება, თუმცა არ შეიძლება ოკლუზიური ჰაერგაუმტარი სახვევის გამოყენება.
ტუბი: მოხსენით თავსახური და გახვრიტეთ ალუმინის მემბრანა თავსახურის მეორე მხარეს არსებული წვეტით.
16065526670
ტუმბოს ტიპის დოზატორი: პირველი გამოყენებისას რამდენჯერმე უნდა დააჭიროთ დოზატორის თავსახურს ან ძირს გელის გამოსვლამდე. გამოყენებისას დოზატორი დაიჭირეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (იხ. ნახატები ქვემოთ).
2415540177800
211455138430
ბავშვები
ბავშვებში კეტოპროფენის გელის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
როგორი ხანგრძლივობით უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ფასტუმ გელი?
ფასტუმ გელი გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე სამკურნალო კურსით.
იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები პერიოდულად მწვავდება, ან შენიშნავთ რაიმე ახალ ცვლილებებს, მიმართეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ფასტუმ გელი რეკომენდებულზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში კანის რეაქციების განვითარების რისკის გამო (კონტაქტური დერმატიტი და ფოტომგრძნობელობა).
თუ გამოიყენეთ პრეპარატ ფასტუმ გელის საჭიროზე მეტი რაოდენობა
პრეპარატ ფასტუმ გელის გარეგანი გამოყენებისას (კანზე) სისხლში ხვდება მისი ძალიან მცირე რაოდენობა. ამიტომ, ნაკლებსავარაუდოა, რომ დოზის გადაჭარბებას თან ახლდეს რაიმე რეაქცია.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენება
არ წაისვათ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენება
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
წარსულში გქონდათ კანის მხრივ ალერგიის გამოვლენა კეტოპროფენზე, თიაპროფენის მჟავაზე, ფენოფიბრატზე, უი-ბლოკერებზე ან პარფიუმერულ პროდუქტებზე;
წარსულში გქონდათ ფოტომგრძნობელობის ნებისმიერი რეაქცია;
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) მოქმედი ნივთიერების კეტოპროფენის ან პრეპარატ ფასტუმ გელის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (სხვა კომპონენტების ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში „სხვა ინფორმაცია“);
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) თიაპროფენის მჟავას, აცეტილსალიცილის მჟავას, სხვა აასს-ის (მაგალითად, იბუპროფენის) ან ნებისმიერი პრეპარატის მიმართ, რომელიც დანიშნულია ტკივილის შესამსუბუქებლად ან ანთების მოსახსნელად (ალერგიის სიმპტომებს მიეკუთვნება: მსტვინავი სუნთქვა (ასთმა), სურდო (რინიტი) ან გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება));
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ფენოფიბრატის მიმართ (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად);
მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მზეზე ყოფნა, მათ შორის გაფანტული სინათლის შემთხვევაში, სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივების ჩათვლით;
გაქვთ კანის დაზიანებული უბნები, მაგალითად ეგზემა, აკნე, ინფექციური პროცესი ან ღია ჭრილობა;
ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან
თუ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს: ცნობილია თირკმელების დაზიანებით გამოწვეული სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების ერთეული შემთხვევების შესახებ.
გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.
კანის ნებისმიერი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის რეაქციები ოქტოკრილენის შემცველი პროდუქტების ერთობლივი გამოყენების შემდეგ, გელის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს (ოქტოკრილენი არის ზოგიერთ კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებაში (შამპუნი, გაპარსვის შემდგომ გამოსაყენებელი საშუალებები, შხაპის და აბაზანის გელი, კანის კრემი, ტუჩის საცხი, დაბერების საწინააღმდეგო კრემები, მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, თმის სპრეი) გამოყენებული დამხმარე ნივთიერება, რომელსაც გააჩნია ფოტოდაბერების საწინააღმდეგო თვისებები.
ფასტუმ გელი არ უნდა წაისვათ კანის ანთებით, დაზიანებულ ან ინფიცირებულ უბნებზე.
ფასტუმ გელი არ უნდა გამოიყენოთ თვალებთან ახლოს, პირის, ნესტოების, ანალური და სასქესო ორგანოების მიდამოებში.
პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ ჰაერ- და წყალგაუმტარ სახვევებთან ერთად (ე.ი. არ შეიძლება წასმის ადგილის ბინტით შეხვევა, შეფუთვა ან სახვევით დაფარვა, რომელშიც გამოყენებულია პლასტიკის სახვევი მასალა).
ქრონიკული რინიტით, ქრონიკული სინუსიტით ან/და ცხვირის პოლიპებით მიმდინარე ასთმის მქონე პაციენტებს ასპირინზე ან/და აასს-ზე ალერგიის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე სხვა პირებს.
არ გადააჭარბოთ მკურნალობის რეკომენდებულ ხანგრძლივობას, ვინაიდან, დროთა განმავლობაში კონტაქტური დერმატიტისა და ფოტომგრძნობელობის განვითარების რისკი იზრდება.
პრეპარატის ადგილობრივად დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთი სისტემური ეფექტების გამოვლენამდე, როგორიცაა მომატებული მგრძნობელობა და ასთმა. სამკურნალო საშუალების ყოველი წასმის შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ.
დაცვა მზის სხივებისა და სოლარიუმისაგან
მზის სხივების (გაფანტული სინათლის შემთხვევაშიც კი) ან ულტრაიისფერი ნათურის გამოსხივების ზემოქმედების შემთხვევაში კანის იმ უბნებზე, რომელზეც წასმულია ფასტუმ გელი, შეიძლება განვითარდეს კანის პოტენციურად მძიმე რეაქციები (ფოტოსენსიბილიზაცია). ამასთან დაკავშირებით აუცილებელია:
ფოტოსენსიბილიზაციის (მზის სინათლის მიმართ კანის მგრძნობელობის გაზრდა) ნებისმიერი რისკის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატით მკურნალობისას და მისი დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში ტანსაცმლით დაიფარეთ კანის ის უბნები, სადაც ისვამდით პრეპარატს;
პრეპარატ ფასტუმ გელის ყოველი წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.
90106562230მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში ის უბნები, სადაც ისვამთ პრეპარატს, მოარიდეთ მზის სხივების ან სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.
მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში ის უბნები, სადაც ისვამთ პრეპარატს, მოარიდეთ მზის სხივების ან სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღება. ეს ასევე ეხება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებსაც. ეს მოთხოვნა დაკავშირებულია იმასთან, რომ პრეპარატმა ფასტუმ გელმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სხვა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს პრეპარატ ფასტუმ გელის მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
არ გამოიყენოთ ფასტუმ გელი ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში. ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში ფასტუმ გელი არ უნდა გამოიყენოთ, გარდა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებისა და მკურნალი ექიმის რეკომენდაციით. ამ პერიოდში მოცემული პრეპარატით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენება საჭიროა ყველაზე დაბალი დოზით და მინიმალური ხანგრძლივობით.
პრეპარატ ფასტუმ გელის შიგნით მისაღები სამკურნალწამლო ფორმები (მაგალითად, ტაბლეტები) შეიძლება არასასიკეთო მოქმედებას ახდენდეს თქვენს მომავალ ბავშვზე. ცნობილი არ არის, არსებობს თუ არა ეს რისკი პრეპარატ ფასტუმ გელის კანზე წასმისას.
ძუძუთი კვება
დედის რძეში კეტოპროფენის გადასვლის შესახებ ცნობები არ არსებობს. მეძუძური დედებისთვის კეტოპროფენი რეკომენდებული არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ფასტუმ გელი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი ფასტუმ გელი შეიცავს ნეროლის არომატიზატორს, ლავანდის არომატიზატორს და ეთილის სპირტს.
მოცემული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის ნეროლის არომატიზატორი, რომელიც შეიცავს ალერგენებს ციტრალს, ციტრონელოლს, ფარნეზოლს, გერანიოლს, d-ლიმონენს და ლინალოოლს. ასევე ლავანდის არომატიზატორი, რომელიც შეიცავს ალერგენებს კუმარინს, გერანიოლს, d-ლიმონენს და ლინალოოლს.
ამ ალერგენებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი გრამი გელი შეიცავს 307 მგ სპირტს (ეთანოლს). ეთანოლმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
როგორც ნებისმიერი სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათ შემთხვევებში მზის სხივების ზემოქმედებისას პრეპარატ ფასტუმ გელის წასმის ადგილზე შეიძლება გამოვლინდეს კანის მძიმე რეაქციები. არსებობს ცნობები კანის ადგილობრივი რეაქციების შესახებ, რომლებიც შემდგომში შეიძლება გავრცელებულიყო პრეპარატის წასმის უბნის ფარგლებს გარეთ. უფრო მძიმე რეაქციების შემთხვევები, როგორიცაა ბულოზური ან ფლიქტენური ეგზემა, რომლებიც შესაძლოა გავრცელდეს და მიიღოს გენერალიზებული ხასიათი - იშვიათად გვხვდება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების სხვა სისტემური მოვლენები (მომატებული მგრძნობელობა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და თირკმელების მხრივ) დამოკიდებულია მოქმედი კომპონენტის კანში შეღწევის უნარზე და, შედეგად, წასმული გელის რაოდენობაზე, დამუშავებული ზედაპირის ფართობზე, კანის საფარის მთლიანობაზე, მკურნალობის ხანგრძლივობაზე და ოკლუზიური სახვევების გამოყენებაზე.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთმითითებულ გვერდით მოქმედებას, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენება და შეატყობინოთ მკურნალ ექიმს:
ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს):
ერითემა
ქავილი
ეგზემა
კანზე წვის შეგრძნება
იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს):
ფოტომგრძნობელობის რეაქციები
უფრო მძიმე არასასურველი რეაქციები - როგორიცაა ბულოზური ან ფლიქტენური ეგზემა, რომლებიც შესაძლოა გავრცელდეს პრეპარატის წასმის უბნის ფარგლებს გარეთ ან მიიღოს გენერალიზებული ხასიათი - იშვიათად გვხვდება.
ჭინჭრის ციება
ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 პაციენტს):
კონტაქტური დერმატიტი
თირკმელების უკმარისობის ახალი შემთხვევები ან თირკმელების არსებული უკმარისობის დამძიმება
პეპტიური წყლული
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან
დიარეა
უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება)
ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით
ანგიონევროზული შეშუპება
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
ბულოზური დერმატიტი
ხანდაზმული პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე გვერდითი რეაქციების განვითარებისკენ.
ამ ჩანართში მოცემული მითითებების დაცვა ამცირებს გვერდითი მოქმედების გამოვლენის რისკს.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოქმედების შესახებ უშუალოდ შეტყობინებათა ნაციონალური სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ჭარბი დოზა
ადგილობრივი გამოყენების დროს დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა. გელის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სისტემური გვერდითი მოქმედებები, რომელთა გამოხატულობა დამოკიდებულია მიღებული პრეპარატის რაოდენობაზე. მიუხედავად ამისა, დოზის გადაჭარბების მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება, ანთების საწინააღმდეგო პერორალური საშუალებების დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესაბამისად.
შემადგენლობა
პრეპარატ ფასტუმ გელის შემადგენლობა
მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს კეტოპროფენი.
პრეპარატი ფასტუმ გელი შეიცავს 2.5% კეტოპროფენს.
სხვა კომპონენტები: კარბომერი, ეთილის სპირტი, ნეროლის არომატიზატორი (შეიცავს ციტრალს, ციტრონელოლს, ფარნეზოლს, გერანიოლს, d-ლიმონენს და ლინალოოლს), ლავანდის არომატიზატორი (შეიცავს კუმარინს, გერანიოლს, d-ლიმონენს და ლინალოოლს), ტრიეთანოლამინი, გაწმენდილი წყალი.
პრეპარატ ფასტუმ გელის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი ფასტუმ გელი არის ჟელესმაგვარი კონსისტენციის, უფერო ან ოდნავ მოყვითალო შეფერილობის, თითქმის გამჭვირვალე გელი არომატული სუნით.
ფასტუმ გელი გამოდის შემდეგი ზომის შეფუთვებში: რბილი ალუმინის ტუბები 30, 50 და 100 გ-ით.
შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას არ საჭიროებს.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე და ტუბზე/დოზატორზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: M02AA10.
კეტოპროფენი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში შესაბამის დამხმარე ნივთიერებებთან ერთად, კანიდან აღწევს ანთებით ზონას, და შესაბამისად, უზრუნველყოფს სახსრების, მყესების, იოგებისა და კუნთების ადგილობრივ მკურნალობას ტკივილის სინდრომის თანხლებით მიმდინარე დაზიანების დროს.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კეტოპროფენის ერთჯერადი პერორალური შეყვანის შემდეგ სისხლში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2 საათის განმავლობაში.
პლაზმიდან კეტოპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-3 საათს. კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს 60-90%-ს. გამოყოფა ხდება ძირითადად შარდთან ერთად, გლუკურონის მჟავასთან შეკავშირებული სახით; შეყვანილი ნივთიერების დაახლოებით 90% გამოიყოფა 24 საათის განმავლობაში.
კანზე წასმისას პრეპარატის შეწოვა ძალიან ნელა ხდება. კანზე 50-150 მგ კეტოპროფენის წასმისას სისხლის პლაზმაში მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციის მაჩვენებელი წასმიდან დაახლოებით 5-8 საათში შეადგენს 0.08-0.15 მკგ/მლ-ს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ფასტუმ გელი
2,5%-იანი გელი
კეტოპროფენი
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით.
შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა დაგჭირდათ, მიმართეთ ფარმაცევტს.
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან თავს გრძნობთ უარესად, უნდა მიმართოთ ექიმს.
ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს პრეპარატი ფასტუმ გელი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პრეპარატი ფასტუმ გელი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- პრეპარატ ფასტუმ გელის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ფასტუმ გელი და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ფასტუმ გელი შეიცავს სამკურნალო საშუალებას, რომელსაც ეწოდება კეტოპროფენი და მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). ეს სამკურნალო საშუალებები ამცირებს ანთებისა და ტკივილის ინტენსივობას.
პრეპარატი ფასტუმ გელი გამოიყენება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის რევმატული ან ტრავმული წარმოშობის ტკივილის ადგილობრივი მკურნალობისათვის: დაჟეჟილობის, იოგების დაჭიმვის, კუნთების დაჭიმვის, კისრის კუნთების რიგიდობის, წელის ტკივილის (ლუმბაგოს) დროს.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ პრეპარატი ფასტუმ გელი, თუ:
წარსულში გქონდათ კანის მხრივ ალერგიის გამოვლენა კეტოპროფენზე, თიაპროფენის მჟავაზე, ფენოფიბრატზე, უი-ბლოკერებზე ან პარფიუმერულ პროდუქტებზე;
წარსულში გქონდათ ფოტომგრძნობელობის ნებისმიერი რეაქცია;
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) მოქმედი ნივთიერების კეტოპროფენის ან პრეპარატ ფასტუმ გელის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (სხვა კომპონენტების ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში „სხვა ინფორმაცია“);
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) თიაპროფენის მჟავას, აცეტილსალიცილის მჟავას, სხვა აასს-ის (მაგალითად, იბუპროფენის) ან ნებისმიერი პრეპარატის მიმართ, რომელიც დანიშნულია ტკივილის შესამსუბუქებლად ან ანთების მოსახსნელად (ალერგიის სიმპტომებს მიეკუთვნება: მსტვინავი სუნთქვა (ასთმა), სურდო (რინიტი) ან გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება));
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ფენოფიბრატის მიმართ (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად);
მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში არ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მზეზე ყოფნა, მათ შორის გაფანტული სინათლის შემთხვევაში, სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივების ჩათვლით;
გაქვთ კანის დაზიანებული უბნები, მაგალითად ეგზემა, აკნე, ინფექციური პროცესი ან ღია ჭრილობა;
ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან
თუ გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს: ცნობილია თირკმელების დაზიანებით გამოწვეული სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების ერთეული შემთხვევების შესახებ.
გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.
კანის ნებისმიერი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის რეაქციები ოქტოკრილენის შემცველი პროდუქტების ერთობლივი გამოყენების შემდეგ, გელის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს (ოქტოკრილენი არის ზოგიერთ კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებაში (შამპუნი, გაპარსვის შემდგომ გამოსაყენებელი საშუალებები, შხაპის და აბაზანის გელი, კანის კრემი, ტუჩის საცხი, დაბერების საწინააღმდეგო კრემები, მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები, თმის სპრეი) გამოყენებული დამხმარე ნივთიერება, რომელსაც გააჩნია ფოტოდაბერების საწინააღმდეგო თვისებები.
ფასტუმ გელი არ უნდა წაისვათ კანის ანთებით, დაზიანებულ ან ინფიცირებულ უბნებზე.
ფასტუმ გელი არ უნდა გამოიყენოთ თვალებთან ახლოს, პირის, ნესტოების, ანალური და სასქესო ორგანოების მიდამოებში.
პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ ჰაერ- და წყალგაუმტარ სახვევებთან ერთად (ე.ი. არ შეიძლება წასმის ადგილის ბინტით შეხვევა, შეფუთვა ან სახვევით დაფარვა, რომელშიც გამოყენებულია პლასტიკის სახვევი მასალა).
ქრონიკული რინიტით, ქრონიკული სინუსიტით ან/და ცხვირის პოლიპებით მიმდინარე ასთმის მქონე პაციენტებს ასპირინზე ან/და აასს-ზე ალერგიის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე სხვა პირებს.
არ გადააჭარბოთ მკურნალობის რეკომენდებულ ხანგრძლივობას, ვინაიდან, დროთა განმავლობაში კონტაქტური დერმატიტისა და ფოტომგრძნობელობის განვითარების რისკი იზრდება.
პრეპარატის ადგილობრივად დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთი სისტემური ეფექტების გამოვლენამდე, როგორიცაა მომატებული მგრძნობელობა და ასთმა. სამკურნალო საშუალების ყოველი წასმის შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ.
დაცვა მზის სხივებისა და სოლარიუმისაგან
მზის სხივების (გაფანტული სინათლის შემთხვევაშიც კი) ან ულტრაიისფერი ნათურის გამოსხივების ზემოქმედების შემთხვევაში კანის იმ უბნებზე, რომელზეც წასმულია ფასტუმ გელი, შეიძლება განვითარდეს კანის პოტენციურად მძიმე რეაქციები (ფოტოსენსიბილიზაცია). ამასთან დაკავშირებით აუცილებელია:
ფოტოსენსიბილიზაციის (მზის სინათლის მიმართ კანის მგრძნობელობის გაზრდა) ნებისმიერი რისკის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატით მკურნალობისას და მისი დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში ტანსაცმლით დაიფარეთ კანის ის უბნები, სადაც ისვამდით პრეპარატს;
პრეპარატ ფასტუმ გელის ყოველი წასმის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.
90106562230მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში ის უბნები, სადაც ისვამთ პრეპარატს, მოარიდეთ მზის სხივების ან სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.
მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში ის უბნები, სადაც ისვამთ პრეპარატს, მოარიდეთ მზის სხივების ან სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ფასტუმ გელი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღება. ეს ასევე ეხება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებსაც. ეს მოთხოვნა დაკავშირებულია იმასთან, რომ პრეპარატმა ფასტუმ გელმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სხვა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს პრეპარატ ფასტუმ გელის მოქმედებაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
არ გამოიყენოთ ფასტუმ გელი ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში. ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში ფასტუმ გელი არ უნდა გამოიყენოთ, გარდა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებისა და მკურნალი ექიმის რეკომენდაციით. ამ პერიოდში მოცემული პრეპარატით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენება საჭიროა ყველაზე დაბალი დოზით და მინიმალური ხანგრძლივობით.
პრეპარატ ფასტუმ გელის შიგნით მისაღები სამკურნალწამლო ფორმები (მაგალითად, ტაბლეტები) შეიძლება არასასიკეთო მოქმედებას ახდენდეს თქვენს მომავალ ბავშვზე. ცნობილი არ არის, არსებობს თუ არა ეს რისკი პრეპარატ ფასტუმ გელის კანზე წასმისას.
ძუძუთი კვება
დედის რძეში კეტოპროფენის გადასვლის შესახებ ცნობები არ არსებობს. მეძუძური დედებისთვის კეტოპროფენი რეკომენდებული არ არის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ფასტუმ გელი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი ფასტუმ გელი შეიცავს ნეროლის არომატიზატორს, ლავანდის არომატიზატორს და ეთილის სპირტს.
მოცემული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის ნეროლის არომატიზატორი, რომელიც შეიცავს ალერგენებს ციტრალს, ციტრონელოლს, ფარნეზოლს, გერანიოლს, d-ლიმონენს და ლინალოოლს. ასევე ლავანდის არომატიზატორი, რომელიც შეიცავს ალერგენებს კუმარინს, გერანიოლს, d-ლიმონენს და ლინალოოლს.
ამ ალერგენებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი გრამი გელი შეიცავს 307 მგ სპირტს (ეთანოლს). ეთანოლმა შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
- როგორ გამოიყენება პრეპარატი ფასტუმ გელი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტად დაცვით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
წაისვით 5-10 სმ სიგრძის გელი დაზიანებულ უბანზე 1-3-ჯერ დღე-ღამეში.
ფასტუმ გელი უნდა წაისვათ კანზე მასაჟის ნელი მოძრაობით უკეთესი შეწოვისთვის.
ფასტუმ გელთან ერთად შეიძლება არაჰერმეტული სახვევის გამოყენება, თუმცა არ შეიძლება ოკლუზიური ჰაერგაუმტარი სახვევის გამოყენება.
ტუბი: მოხსენით თავსახური და გახვრიტეთ ალუმინის მემბრანა თავსახურის მეორე მხარეს არსებული წვეტით.
16065526670
ტუმბოს ტიპის დოზატორი: პირველი გამოყენებისას რამდენჯერმე უნდა დააჭიროთ დოზატორის თავსახურს ან ძირს გელის გამოსვლამდე. გამოყენებისას დოზატორი დაიჭირეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (იხ. ნახატები ქვემოთ).
2415540177800
211455138430
ბავშვები
ბავშვებში კეტოპროფენის გელის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
როგორი ხანგრძლივობით უნდა გამოიყენოთ პრეპარატი ფასტუმ გელი?
ფასტუმ გელი გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე სამკურნალო კურსით.
იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები პერიოდულად მწვავდება, ან შენიშნავთ რაიმე ახალ ცვლილებებს, მიმართეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ფასტუმ გელი რეკომენდებულზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში კანის რეაქციების განვითარების რისკის გამო (კონტაქტური დერმატიტი და ფოტომგრძნობელობა).
თუ გამოიყენეთ პრეპარატ ფასტუმ გელის საჭიროზე მეტი რაოდენობა
პრეპარატ ფასტუმ გელის გარეგანი გამოყენებისას (კანზე) სისხლში ხვდება მისი ძალიან მცირე რაოდენობა. ამიტომ, ნაკლებსავარაუდოა, რომ დოზის გადაჭარბებას თან ახლდეს რაიმე რეაქცია.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენება
არ წაისვათ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენება
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ აღინიშნება ყველა პაციენტში.
როგორც ნებისმიერი სამკურნალო საშუალების ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათ შემთხვევებში მზის სხივების ზემოქმედებისას პრეპარატ ფასტუმ გელის წასმის ადგილზე შეიძლება გამოვლინდეს კანის მძიმე რეაქციები. არსებობს ცნობები კანის ადგილობრივი რეაქციების შესახებ, რომლებიც შემდგომში შეიძლება გავრცელებულიყო პრეპარატის წასმის უბნის ფარგლებს გარეთ. უფრო მძიმე რეაქციების შემთხვევები, როგორიცაა ბულოზური ან ფლიქტენური ეგზემა, რომლებიც შესაძლოა გავრცელდეს და მიიღოს გენერალიზებული ხასიათი - იშვიათად გვხვდება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების სხვა სისტემური მოვლენები (მომატებული მგრძნობელობა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და თირკმელების მხრივ) დამოკიდებულია მოქმედი კომპონენტის კანში შეღწევის უნარზე და, შედეგად, წასმული გელის რაოდენობაზე, დამუშავებული ზედაპირის ფართობზე, კანის საფარის მთლიანობაზე, მკურნალობის ხანგრძლივობაზე და ოკლუზიური სახვევების გამოყენებაზე.
თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთმითითებულ გვერდით მოქმედებას, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ ფასტუმ გელის გამოყენება და შეატყობინოთ მკურნალ ექიმს:
ზოგჯერ გამოვლენილი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს):
ერითემა
ქავილი
ეგზემა
კანზე წვის შეგრძნება
იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს):
ფოტომგრძნობელობის რეაქციები
უფრო მძიმე არასასურველი რეაქციები - როგორიცაა ბულოზური ან ფლიქტენური ეგზემა, რომლებიც შესაძლოა გავრცელდეს პრეპარატის წასმის უბნის ფარგლებს გარეთ ან მიიღოს გენერალიზებული ხასიათი - იშვიათად გვხვდება.
ჭინჭრის ციება
ძალიან იშვიათად გამოვლენილი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 პაციენტს):
კონტაქტური დერმატიტი
თირკმელების უკმარისობის ახალი შემთხვევები ან თირკმელების არსებული უკმარისობის დამძიმება
პეპტიური წყლული
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან
დიარეა
უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება)
ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით
ანგიონევროზული შეშუპება
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები
ბულოზური დერმატიტი
ხანდაზმული პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე გვერდითი რეაქციების განვითარებისკენ.
ამ ჩანართში მოცემული მითითებების დაცვა ამცირებს გვერდითი მოქმედების გამოვლენის რისკს.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოქმედების შესახებ უშუალოდ შეტყობინებათა ნაციონალური სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, გვეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- პრეპარატ ფასტუმ გელის შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას არ საჭიროებს.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე და ტუბზე/დოზატორზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
პრეპარატ ფასტუმ გელის შემადგენლობა
მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს კეტოპროფენი.
პრეპარატი ფასტუმ გელი შეიცავს 2.5% კეტოპროფენს.
სხვა კომპონენტები: კარბომერი, ეთილის სპირტი, ნეროლის არომატიზატორი (შეიცავს ციტრალს, ციტრონელოლს, ფარნეზოლს, გერანიოლს, d-ლიმონენს და ლინალოოლს), ლავანდის არომატიზატორი (შეიცავს კუმარინს, გერანიოლს, d-ლიმონენს და ლინალოოლს), ტრიეთანოლამინი, გაწმენდილი წყალი.
პრეპარატ ფასტუმ გელის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
პრეპარატი ფასტუმ გელი არის ჟელესმაგვარი კონსისტენციის, უფერო ან ოდნავ მოყვითალო შეფერილობის, თითქმის გამჭვირვალე გელი არომატული სუნით.
ფასტუმ გელი გამოდის შემდეგი ზომის შეფუთვებში: რბილი ალუმინის ტუბები 30, 50 და 100 გ-ით.
შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:
ა. მენარინი ინდუსტრიე ფარმაცეუტიჩე რიუნიტე ს.რ.ლ.
ვია სეტტე სანტი, 3
50131 ფლორენცია
იტალია
მწარმოებელი:
ა. მენარინი მენუფექჩერინგ ლოჯისტიკს ენდ სერვისიზ ს.რ.ლ.
ვია სეტტე სანტი, 3
50131 ფლორენცია
იტალია
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2024 წლის მარტი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


