პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

უტროჟესტანი 200მგ

Utrogestan® 200mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

პროგესტერონ-დეფიციტური მდგომარეობა ქალებში. შეყვანის პერორალური გზა: გინეკოლოგია პრემენსტრუალური სინდრომი მენსტრუალური ციკლის დარღვევა ოვულაციის დარღვების ან ანოვულაციის შედეგად კეთილთვისებიანი მასტოპათია პრემენოპაუზა მენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან ერთად). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პროგესტანი (progesterone)
ფორმა და შეფუთვა
200მგ პერორალურად და ვაგინალურად მისაღები რბილი კაფსულა №14 (2X7)
მწარმოებელი
Cyndea Pharma S.L., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნენის (4) წარმოებულები
ATC კოდი
G03DA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-035068
რეგისტრირებულია
21 აპრილი 2022, მოქმედებს 21 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Representative office Besins Healthcare Czechia s.r.o. (ყაზახეთი)
განმცხადებელი
შპს „ლილეკომპანი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაუტროჟესტანი 200მგ და სხვა წამალი ერთად

უტროჟესტანი 200მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პროგესტერონ-დეფიციტური მდგომარეობა ქალებში.

შეყვანის პერორალური გზა:

გინეკოლოგია

პრემენსტრუალური სინდრომი

მენსტრუალური ციკლის დარღვევა ოვულაციის დარღვების ან ანოვულაციის შედეგად

კეთილთვისებიანი მასტოპათია

პრემენოპაუზა

მენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან ერთად).

უნაყოფობა ლუთეინური უკმარისობის შედეგად

მეანობა

თვითნებური აბორტის საფრთხე ან დადგენილი ლუთეინური უკმარისობით გამოწვეული ჩვეული მოშლის საწინააღმდეგოდ,

ნაადრევი მშობიარობის საფრთხე

შეყვანის ვაგინალური გზა:

გინეკოლოგია

ფერტილობის დაქვეითება პირველადი და მეორადი უშვილობის დროს ლუთეინური ფაზის ნაწილობრივი ან სრული უკმარისობის შედეგად (დიზოვულაცია, ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მომზადების დროს, (კვერცხუჯრედების დონორობა).

მეანობა

ჩვეული და მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა ლუთეინური ფაზის დადგენილი უკმარისობის დროს.

რისკის ჯგუფის ქალებში (მოკლე საშვილოსნოს ყელის ან/და ნაადრევი მშობიარობის ან/და სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევის არსებობით ანამნეზში).

გამოყენების წესები და დოზები

პერორალური მიღება

ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 200-300მგ დღეში გაყოფილი 1 ან 2 მიღებაზე (100მგ დილით და 200მგ ძილის წინ)

ლუთეინური ფაზის უკმარისობისას (პრემენსტრუალური სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პრემენოპაუზა, მასტოპათია) მკურნალობა გრძელდება 10 დღის განმავლობაში ჩვეულებრივ მენსტრუალური ციკლის მე-17-დან 26-ე დღეების ჩათვლით,

მენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს: ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში ესტროგენებით მონოთერაპია რეკომენდებული არ არის. პროგესტერონი ემატება ყოველი თვის თვიური მკურნალობის კურსის ბოლო 2 კვირის მანძილზე შემდგომი ერთკვირიანი შუალედით იმ დღეებში, როდესაც შესაძლოა სისხლდენა,

ნაადრევი მშობიარობის საფრთხის დროს 400მგ პროგესტერონი ყოველ 6-8 საათში კლინიკური ნიშნების შეჩერებამდე და შემანარჩუნებელი მკურანალობა (მაგ. 200მგ 3-ჯერ დღეში) ორსულობის 22-დან 28 კვირის ვადების ჩათვლით

ვაგინალური შეყვანა:

პროგესტერონის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 200მგ დღეში (1 კაფსულა 200მგ ან 2 კაფსულა 100მგ გაყოფილი 2 მიღებაზე - დილა-საღამოს). კაფსულები შეჰყავთ საშოში ღრმად. დოზა შეიძლება გაიზარდოს კლინიკური მდგომარეობისა და პაციენტის მკურნალობაზე რეაქციის შესაბამისად.

ლუთეინური ფაზის უკმარისობისას (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დიზოვულაცია) მკურნალობა გრძელდება 10 დღის განმავლობაში ჩვეულებრივ მენსტრუალური ციკლის მე-17-დან 26-ე დღეების ჩათვლით, დოზა შეადგენს 200მგ დღეში.

ნაადრევი მშობიარობის თავიდან აცილება: რისკის ჯგუფის ქალებში (მოკლე საშვილოსნოს ყელის ან/და ნაადრევი მშობიარობის ან/და სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევის არსებობით ანამნეზში).

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 200მგ ძილის წინ ორსულობის 20-დან 34-ე კვირამდე პერიოდში

პროგესტერონის სრული არარსებობა ქალებში არამოფუნქციონირე (არარსებული) საკვერცხეებით (საკვერცხეების დონორობა): პრეპარატი ინიშნება 100 მგ დღეში ციკლის მე-13 და მე-14 დღეს, შემდეგ 100 მგ დღეში ორჯერ ციკლის მე-15-დან 25-ედღეს, 26-ე დღიდან ორსულობის გამოვლენის შემთხვევაში დოზა იზრდება 100 მგ-ით დღეში ყოველი კვირის შემდეგ, დღეში მაქსიმუმ 600 მგ-ს მიღწევით, გაყოფილი 3 მიღებად. ამ დოზირების გამოყენება შეიძლება 60 დღის განმავლობაში.

ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ციკლის ჩატარების დროს რეკომენდებულია დღეში 600 მგ განაწილებული 3 მიღებაზე (დილით, შუადღეზე და საღამოს), დაწყებული საღამოს მიღებით კვერცხუჯრედის გადატანის დღიდან.

აბორტის საშიშროების შემთხვევებში ან ჩვეული აბორტების პროფილატიკის მიზნით, რომელიც წარმოიქმნება პროგესტერონის უკმარისობის ფომზე: პროგესტერინის ჩვეულებრივი დოზაარის 200-400მგ გაყოფილი 2 მიღებაზე ყოველდღე 12 კვირის ორსულობის მიღწევამდე. შემდგომი გამოყენება დასაშვებია მკურნალი ექიმის დანიშნულებით კლინიკური მონაცემების, პლაცენტის მდგომარეობისა და პაციენტის სისხლში პროგესტერონის დონის შეფასების საფუძველზე.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მიდრეკილება თრომბოზებისადმი, ფლებიტის ან თრომბოემბოლური დაავადებების მწვავე ფორმები; გაურკვეველი გენეზის სისხლდენები სასქესო ორგანოებიდან; არასრული აბორტი, პორფირია.

სარძევე ჯირკვლებისა და სასქესო ორგანოების დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი სიმსივნეები.

პერორალური შეყვანა – ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები

სიფრთხილით

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, ეპილეფსია, შაკიკი, დეპრესია, ჰიპერლიპოპროტეინემია, ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენების წესები და დოზები

მკურნალობის ხანგრძლიობა განისაზღვრება დაავადების ხასიათითა და თავისებურებებით

სიფრთხილის ზომები

  • კონტრაცეფციის მიზნით პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება;
  • სიფრთხილით გამოიყენება პერორარული შეყვანისას ორსულობის დროს ღვიძლის დარღვეული ფუნქციის შემთხვევაში;
  • თუ მკურნალობა იწყება ციკლის ადრეულ დროს , განსაკუთრებით 15 დღემდე შეიძლება ადგილი

ქონდეს ციკლის შემოკლებას ან/და სისხლდენას. სისხლდენის დროს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს მიზეზის დადგენამდე

  • თრომბოემბოლიური და მეტაბოლური რისკების გამო, რომლებიც არ შეიძლება გამოირიცხოს, უტროჟესტანის გამოყენება შეწყვეტილ უნდა იქნას მხედველობის დარღვევების (მხედველობის დაკარგვა, გაორება, ბადურის სისხლძარღვოვანი დაზიანება), ნებისმიერი ლოკალიზაციის თრომბოემბოლიური ან თრომბოტული ვენური გართულებებისა და თავის ძლიერი ტკივილის დროს. ანამნეზში თრომბოფლებიტების შემთხვევაში უტრაჟესტანი ინიშნება სიფრთხილით
  • მკურნალობის დროს ამენორეის განვითარებისას უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქმე არ ეხება ორსულობას.
  • 50% შემთხვევებში თვითნებური აბორტები გაპირობებულია გენეტიკური მიზეზებით. ამის გარდა აბორტები შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციური დაავადებებით ან მექანიკური დაზიანებებით. ასეთ შემთხვევებში პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს უსიცოცხლო კვერცხუჯრედის გამოძევების შეფერხება. ამის გამო პროგესტერონის დანიშვნა რეკომენდებული არ არის. იგი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ყვითელი სხეულის უკმარისობის დროს
  • უტროჟესტანი შეიცავს სოიოს ზეთს და შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი და ანაფილაქსია)

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აძლიერებს დიურეზულების, ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების, იმუნოდეპრესიულების, ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ამცირებს ოქსიტოცინის ლაქტოგენურ ეფექტს. უტროჟესტანის ერთდროულმა მიღებამ ბარბიტურატებთან, ფენიტოინთან, რიფამპიცინთან, ფენილბუტაზონთან, სპირონოლაქტონთან, გრიზეოფულვინთან, ამპიცილინთან, ტეტრაციკლინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალების მოქმედების შეცვლა.

მენოპაუზის ესტროგენებით შენაცვლებითი ჰორმონული მკურნალობის დროს აუცილებელი მოთხოვნაა უტროჟესტანის გამოყენება დაწყებულ იქნას მენსრუალური ციკლის არაუადრეს 12 დღეს.

ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს პროგესტერონის მეტაბოლიზმი და შეცვალოს სამკურნალო ეფექტი

ძლიერ ფერმენტულ ინდუქტორებთან, როგორებიცაა ბარბიტურატები, ანტიეპილეფსიური საშუალებები (ფენიტონი), რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, სპირონოლაქტონი, გრიზეოფულვინი ხასიათდებიან პროგესტერონის მეტაბოლიზმის გაძლიერებით ღვიძლში.

ანტიბიოტიკები (ამპიცილინი, ტეტრაციკლინი) იწვევენ ნაწლავის მიკროფლორის დარღვევას, რაც ცვლის ენტეროჰეპატურ სტეროიდულ ციკლს. აღნიშნული ურთიერთობის დარღვევის ხარისხი შეიძლება ძლიერ იცვლებოდეს სხვადასხვა პაციენტებში, ამიტომ კლინიკური ეფექტების პროგნოზი ამ ავადმყოფებში გაძნელებულია

პროგესტაგენებმა შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის ამტანობის შემცირება და გაზარდოს ინსულინზე ან სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებზე მოთხოვნილება დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში.

პროგესტაგენების ბიოშეღწევადობა შეიძლება დაქვეითული იყოს მწეველებსა და ალკოჰოლის მომხმარებლებში

ორსულობა და ძუძუთი კვება

უტროჟესტანი არ არის წინააღმდეგ ნაჩვენები ორსულობის დროს მათ შორის პირველ კვირეებში.

ძუძუთი კვება

პროგესტერონის გადასვლა რძეში სიზუსტით შესწავლილი არ ყოფილა, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მის გამოყენებას უნდა მოვერიდოთ.

გამოყენება ბავშვებში

არ არის ნაჩვენები

გამოყენება მოხუცებში (65 წლის ზემოთ)

გვერდითი მოვლენები

ორალური მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ორგანოთა სისტემა

ხშირი

>1/100 - <1/10

არახშირი

>1/1000 - <1/100

იშვიათი

>1/10000 - <1/1000

ძალზე იშვიათი

< 1/10000

დარღვევები

რეპროდუქციული სისტემის მხრივ

მენსტრუაციის დარღვევა

ამენორეა

სისხლდენა

მასტოდინია

ცენტრალური ნერვეული სისტემა

თავის ტკივილი

ძილიანობა,

გარდამავალი თავბრუსხვევა

დეპრესია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

ღებინება

დიარეა

ყაბზობა

გულისრევა

სანაღვლე სისტემა

ქოლესტატური სიყვითლე

იმუნური სისტემა

ჭინჭრის ციება

კანი და კანქვეშა ქსოვილი

ქავილი

აკნე

ხლოაზმა

ძილიანობა და გარდამავალი თავბრუსხვევა კერძოდ აღინიშნება თანმხლები ჰიპოესტროგენიის დროს. დოზის შემცირება ან მაღალი ესტროგენიზაციის აღდგენა აქრობს ამ მოვლენებს ისე, რომ არ ცვლის მკურნალობის ეფექტს

თუ მკურნალობა იწყება ძალიან ადრე (მენსტრუალური ციკლის პირველივე ნახევარში, განსაკუთრებით 15 დღემდე), შეიძლება განვითარდეს შემთხვევითი სისხლდენები

მენსრუალური ციკლის შემჩნეული ცვლილებები, ამენორეა ან მენსტრუაციათა შორისი სისხლდენა ჩვეულებრივ დამახასიათებელია ზოგადად პროგესტაგენების გამოყენებისათვის

ვაგინალური გამოყენებისას

შესაძლებელია ლოკალური გაღიზიანების ნიშნები (კერძოდ სოიოს ლეციტინზე). თუმცა სხვადასხვა კლინიკურ კვლევებში არ ყოფილა დაფიქსირებული სერიოზული ადგილობრივი რეაქციის არცერთი შემთხვევა (წვა, ქავილი ან სიმშრალე).

ზედმეტი დოზირება

ზემოაღნიშნული არასასურველი ეფექტები ყველაზე ხშირად ზედმეტი დოზის შედეგს წარმოადგენს. პრეპარატის დოზის შემცირებისას ისინი სპონტანურად ქრებიან.

ზოგიერთ ავადმყოფებში დოზა შეიძლება იყოს მაღალი პროგესტერონის არასტაბილური სეკრეციის, პრეპარატისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობისა ან ესტრადიოლის ძლიერ დაბალი დონის გამო.

ასეთ შემთხვევებში საჭიროა

ძილიანობისა ან გარდამავალი თავბრუსხვევის დროს საჭიროა დღიური დოზის შემცირება ან პრეპარატის მიცემა მხოლოდ საღამოს ძილის წინ 10 დღის მანძილზე

შემოკლებული ციკლისა და სისხლიანი გამონაყოფის არსებობისას საჭიროა პრეპარატის დაწყება მოხდეს უფრო გვიან, მაგ 19-ე დღეს 17-ეს ნაცვლად.

პრემენოპაუზისა და მენოპაუზის შენაცვლებითი ჰორმონული მკურნალობისას უნდა დავრწმუნდეთ, რომ ესტრადიოლის დონე სისხლში არის ოპტიმალური

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება პროგესტერონი (პროგესტერონი მიკრონიზირებული) 100 მგ ან 200 მგ.

დამხმარე ნივთიერება: მზესუმზირას ზეთი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი

აღწერილობა: კაპსულები 100 მგ – მრგვალი, კაპსულები 200 მგ – ოვალური, მოყვითალო ფერის რბილი კრიალა ჟელატინის კაპსულები, შეიცავენ ზეთოვან მოთეთრო ჰომოგენურ სუსპენზიას (ფაზების ხილული დაყოფის გარეშე)

შენახვის პირობები

3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

იურიდიული პირის სახელწოდება და მისამართი, რომელზეც არის გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა:

ბეზენ ჰელსკეა სა

ვაშინგტონის ქ. 80, 1050 იქსელი, ბელგია

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:

სინდეა ფარმა ს.ლ.

ემელიანო რევილა სანცის ინდუსტრიული რაიონი

ავემიდა დე აგრელა 31, ოლვეგა 42110 (სორია) ესპანეთი

დამზადებულია „ბეზენ ხელსკეა ს.ა. ბელგია“–ს შეკვეთით

პრეტენზიები მომხმარებლისგან გააგზავნეთ მისამართზე

ბეზინს ჰელსქეა ჩეხია ს.რ.ო.-ს წარმომადგენლობა ყაზახეთში

050000, ალმაატა, ლუგანსკის ქ. 34 ბ. 1

ტელ. (727) 344 12 60

ბეჭედდასმულია

ფარმაკოლოგიური თვისებები

სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პროგესტაგენები

ათქ კოდი: G03DA04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

უტროჟესტანი, რომლის შემადგენლობაში შედის პროგესტერონი მიკრონიზებულ ფორმაში, პერორალური და

ვაგინალური მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად მაღლა წევს პროგესტორენის დონეს პლაზმაში, რაც საშუალებას იძლევა აღვადგინოთ ენდოგენური პროგესტერნის ნაკლებობა.

გესტაგენი, ყვითელი სხეულის ჰორმონია. უკავშირდება რა რეცეპტორებს სამიზნე ორგანოების უჯრედების ზედაპირზე, აღწევს ბირთვში, სადაც, დნმ-ს აქტივირებით, ასტიმულირებს რნმ-ს სინთეზს. ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პროლიფერაციის ფაზიდან, რასაც ფოლიკულური ჰორმონი იწვევს, სეკრეტორულ ფაზაში გადასვლას, ხოლო განაყოფიერების შემდეგ – იმ მდგომარეობაში, რომელიც აუცილებელია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარებისათვის. ამცირებს საშვილოსნოს კუნთებისა და საშვილოსნოს მილების აგზნებადობას და შეკუმშვას, ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლების ელემენტების განვითარებას.

პროტეინლიპაზას სტიმულირებით ზრდის ცხიმის მარაგს, ამაღლებს გლუკოზის უტილიზაციას,

ბაზალური და სტიმულირებული ინსულინის კონცენტრაციის მომატებით, ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, ზრდის ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავებას; ამცირებს აზოტემიას, ზრდის შარდით აზოტის გამოყოფას. ააქტიურებს სარძევე ჯირკვლების აცინუსების სეკრეტული ნაწილი ზრდას და აინდუცირებს ლაქტაციას. ხელს უწყობს ნორმალური ენდომეტრიუმის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებისას

შეწოვა

მიკრონიზირებული პროგესტერონი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება. სისხლის პლაზმაში

პროგესტერონის კონცენტრაცია თანდათან იზრდება პირველი საათის განმავლობაში,

მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (C max) აღინიშნება მიღებიდან 1-3 საათში.

მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში პროგესტერონის კონცენტრაცია 1 საათში იზრდება 0.13ნგ/მლ-დან 4.25 ნგ/მლ-მდე, 2 საათში 11.75 ნგ/მლ-მდე, ხოლო 3 საათში შეადგენს 8.37 ნგ/მლ. 6 საათში - 2 ნგ/მლ. და 1.64 ნგ/მლ 8 საათში.

მეტაბოლიზმი

ძირითად მეტაბოლიტებს, რომლებიც სისხლის პლაზმაში განისაზღვრება, წარმოადგენენ 20-ალფა-

ჰიდროქსი-დელტა-4-ალფა-პრეგნანოლონი და 5-ალფა-დიჰიდროპროგესტერონი.

გამოყოფა

გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, მათ 95%-ს გლუკურონ კონიუგირებული მეტაბოლიტები შეადგენს, ძირითადად 3-ალფა, 5-ბეტა-პრეგნანდიოლი (პრეგნანდიონი). აღნიშნული მეტაბოლიტები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის პლაზმასა და შარდში, იმ ნივთიერებების ანალოგიურია, რომლებიც ყვითელი სხეულის ფიზიოლოგიური სეკრეციის დროს წარმოიქმნება.

ვაგინალური შეყვანისას

შეწოვა

აბსორბცია ხდება სწრაფად, პროგესტერონი გროვდება საშვილოსნოში, პროგესტერონის მაღალი დონე სისხლის პლაზმაში აღინიშნება შეყვანიდან 1 საათში. სისხლის პლაზმაში პროგესტერონის Cmax მიიღწევა შეყვანიდან 2-6 საათში. პრეპარატის 100 მგ–ის შეყვანისას 2–ჯერ დღე–ღამეში საშუალო კონცენტრაცია 9.7 ნგ/მლ-ი დონეზე 24 საათის განმავლობაში ნარჩუნდება.

დღე–ღამეში 200 მგ-ზე მაღალი დოზების შეყვანისას პროგესტერონის კონცენტრაცია ორსულობის

1 ტრიმესტრს შეესაბამება.

მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზირდება ძირითადად 3-ალფა, 5-ბეტა-პრეგნანდიოლის წარმოქმნით. პლაზმაში 5-ბეტა-

პრეგნანდიოლის დონე არ იზრდება.

გამოყოფა

გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, ძირითად ნაწილს შეადგენს 3-ალფა, 5-ბეტა-

პრეგნანდიოლი (პრეგნანდიონი). ეს დასტურდება მისი კონცენტრაციის მუდმივი ზრდით (Cmax

142 ნგ/მლ 6 საათში).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

უტროჟესტანი® UTROGESTAN®

სავაჭრო სახელწოდება: უტროჟესტანი®

INN: პროგესტერონი

წამლის ფორმა: კაპსულები

შემადგენლობა 1 კაპსულაში

მოქმედი ნივთიერება პროგესტერონი (პროგესტერონი მიკრონიზირებული) 100 მგ ან 200 მგ.

დამხმარე ნივთიერება: მზესუმზირას ზეთი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი

აღწერილობა: კაპსულები 100 მგ – მრგვალი, კაპსულები 200 მგ – ოვალური, მოყვითალო ფერის რბილი კრიალა ჟელატინის კაპსულები, შეიცავენ ზეთოვან მოთეთრო ჰომოგენურ სუსპენზიას (ფაზების ხილული დაყოფის გარეშე)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პროგესტაგენები

ათქ კოდი: G03DA04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

უტროჟესტანი, რომლის შემადგენლობაში შედის პროგესტერონი მიკრონიზებულ ფორმაში, პერორალური და

ვაგინალური მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად მაღლა წევს პროგესტორენის დონეს პლაზმაში, რაც საშუალებას იძლევა აღვადგინოთ ენდოგენური პროგესტერნის ნაკლებობა.

გესტაგენი, ყვითელი სხეულის ჰორმონია. უკავშირდება რა რეცეპტორებს სამიზნე ორგანოების უჯრედების ზედაპირზე, აღწევს ბირთვში, სადაც, დნმ-ს აქტივირებით, ასტიმულირებს რნმ-ს სინთეზს. ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პროლიფერაციის ფაზიდან, რასაც ფოლიკულური ჰორმონი იწვევს, სეკრეტორულ ფაზაში გადასვლას, ხოლო განაყოფიერების შემდეგ – იმ მდგომარეობაში, რომელიც აუცილებელია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარებისათვის. ამცირებს საშვილოსნოს კუნთებისა და საშვილოსნოს მილების აგზნებადობას და შეკუმშვას, ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლების ელემენტების განვითარებას.

პროტეინლიპაზას სტიმულირებით ზრდის ცხიმის მარაგს, ამაღლებს გლუკოზის უტილიზაციას,

ბაზალური და სტიმულირებული ინსულინის კონცენტრაციის მომატებით, ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, ზრდის ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავებას; ამცირებს აზოტემიას, ზრდის შარდით აზოტის გამოყოფას. ააქტიურებს სარძევე ჯირკვლების აცინუსების სეკრეტული ნაწილი ზრდას და აინდუცირებს ლაქტაციას. ხელს უწყობს ნორმალური ენდომეტრიუმის განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებისას

შეწოვა

მიკრონიზირებული პროგესტერონი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება. სისხლის პლაზმაში

პროგესტერონის კონცენტრაცია თანდათან იზრდება პირველი საათის განმავლობაში,

მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (C max) აღინიშნება მიღებიდან 1-3 საათში.

მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში პროგესტერონის კონცენტრაცია 1 საათში იზრდება 0.13ნგ/მლ-დან 4.25 ნგ/მლ-მდე, 2 საათში 11.75 ნგ/მლ-მდე, ხოლო 3 საათში შეადგენს 8.37 ნგ/მლ. 6 საათში - 2 ნგ/მლ. და 1.64 ნგ/მლ 8 საათში.

მეტაბოლიზმი

ძირითად მეტაბოლიტებს, რომლებიც სისხლის პლაზმაში განისაზღვრება, წარმოადგენენ 20-ალფა-

ჰიდროქსი-დელტა-4-ალფა-პრეგნანოლონი და 5-ალფა-დიჰიდროპროგესტერონი.

გამოყოფა

გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, მათ 95%-ს გლუკურონ კონიუგირებული მეტაბოლიტები შეადგენს, ძირითადად 3-ალფა, 5-ბეტა-პრეგნანდიოლი (პრეგნანდიონი). აღნიშნული მეტაბოლიტები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის პლაზმასა და შარდში, იმ ნივთიერებების ანალოგიურია, რომლებიც ყვითელი სხეულის ფიზიოლოგიური სეკრეციის დროს წარმოიქმნება.

ვაგინალური შეყვანისას

შეწოვა

აბსორბცია ხდება სწრაფად, პროგესტერონი გროვდება საშვილოსნოში, პროგესტერონის მაღალი დონე სისხლის პლაზმაში აღინიშნება შეყვანიდან 1 საათში. სისხლის პლაზმაში პროგესტერონის Cmax მიიღწევა შეყვანიდან 2-6 საათში. პრეპარატის 100 მგ–ის შეყვანისას 2–ჯერ დღე–ღამეში საშუალო კონცენტრაცია 9.7 ნგ/მლ-ი დონეზე 24 საათის განმავლობაში ნარჩუნდება.

დღე–ღამეში 200 მგ-ზე მაღალი დოზების შეყვანისას პროგესტერონის კონცენტრაცია ორსულობის

1 ტრიმესტრს შეესაბამება.

მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზირდება ძირითადად 3-ალფა, 5-ბეტა-პრეგნანდიოლის წარმოქმნით. პლაზმაში 5-ბეტა-

პრეგნანდიოლის დონე არ იზრდება.

გამოყოფა

გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, ძირითად ნაწილს შეადგენს 3-ალფა, 5-ბეტა-

პრეგნანდიოლი (პრეგნანდიონი). ეს დასტურდება მისი კონცენტრაციის მუდმივი ზრდით (Cmax

142 ნგ/მლ 6 საათში).

ჩვენებები

პროგესტერონ-დეფიციტური მდგომარეობა ქალებში.

შეყვანის პერორალური გზა:

გინეკოლოგია

პრემენსტრუალური სინდრომი

მენსტრუალური ციკლის დარღვევა ოვულაციის დარღვების ან ანოვულაციის შედეგად

კეთილთვისებიანი მასტოპათია

პრემენოპაუზა

მენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან ერთად).

უნაყოფობა ლუთეინური უკმარისობის შედეგად

მეანობა

თვითნებური აბორტის საფრთხე ან დადგენილი ლუთეინური უკმარისობით გამოწვეული ჩვეული მოშლის საწინააღმდეგოდ,

ნაადრევი მშობიარობის საფრთხე

შეყვანის ვაგინალური გზა:

გინეკოლოგია

ფერტილობის დაქვეითება პირველადი და მეორადი უშვილობის დროს ლუთეინური ფაზის ნაწილობრივი ან სრული უკმარისობის შედეგად (დიზოვულაცია, ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მომზადების დროს, (კვერცხუჯრედების დონორობა).

მეანობა

ჩვეული და მოსალოდნელი აბორტის პროფილაქტიკა ლუთეინური ფაზის დადგენილი უკმარისობის დროს.

რისკის ჯგუფის ქალებში (მოკლე საშვილოსნოს ყელის ან/და ნაადრევი მშობიარობის ან/და სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევის არსებობით ანამნეზში).

გამოყენების წესები და დოზები

პერორალური მიღება

ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 200-300მგ დღეში გაყოფილი 1 ან 2 მიღებაზე (100მგ დილით და 200მგ ძილის წინ)

ლუთეინური ფაზის უკმარისობისას (პრემენსტრუალური სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პრემენოპაუზა, მასტოპათია) მკურნალობა გრძელდება 10 დღის განმავლობაში ჩვეულებრივ მენსტრუალური ციკლის მე-17-დან 26-ე დღეების ჩათვლით,

მენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს: ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში ესტროგენებით მონოთერაპია რეკომენდებული არ არის. პროგესტერონი ემატება ყოველი თვის თვიური მკურნალობის კურსის ბოლო 2 კვირის მანძილზე შემდგომი ერთკვირიანი შუალედით იმ დღეებში, როდესაც შესაძლოა სისხლდენა,

ნაადრევი მშობიარობის საფრთხის დროს 400მგ პროგესტერონი ყოველ 6-8 საათში კლინიკური ნიშნების შეჩერებამდე და შემანარჩუნებელი მკურანალობა (მაგ. 200მგ 3-ჯერ დღეში) ორსულობის 22-დან 28 კვირის ვადების ჩათვლით

ვაგინალური შეყვანა:

პროგესტერონის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 200მგ დღეში (1 კაფსულა 200მგ ან 2 კაფსულა 100მგ გაყოფილი 2 მიღებაზე - დილა-საღამოს). კაფსულები შეჰყავთ საშოში ღრმად. დოზა შეიძლება გაიზარდოს კლინიკური მდგომარეობისა და პაციენტის მკურნალობაზე რეაქციის შესაბამისად.

ლუთეინური ფაზის უკმარისობისას (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, დიზოვულაცია) მკურნალობა გრძელდება 10 დღის განმავლობაში ჩვეულებრივ მენსტრუალური ციკლის მე-17-დან 26-ე დღეების ჩათვლით, დოზა შეადგენს 200მგ დღეში.

ნაადრევი მშობიარობის თავიდან აცილება: რისკის ჯგუფის ქალებში (მოკლე საშვილოსნოს ყელის ან/და ნაადრევი მშობიარობის ან/და სანაყოფე გარსების ნაადრევი დარღვევის არსებობით ანამნეზში).

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 200მგ ძილის წინ ორსულობის 20-დან 34-ე კვირამდე პერიოდში

პროგესტერონის სრული არარსებობა ქალებში არამოფუნქციონირე (არარსებული) საკვერცხეებით (საკვერცხეების დონორობა): პრეპარატი ინიშნება 100 მგ დღეში ციკლის მე-13 და მე-14 დღეს, შემდეგ 100 მგ დღეში ორჯერ ციკლის მე-15-დან 25-ედღეს, 26-ე დღიდან ორსულობის გამოვლენის შემთხვევაში დოზა იზრდება 100 მგ-ით დღეში ყოველი კვირის შემდეგ, დღეში მაქსიმუმ 600 მგ-ს მიღწევით, გაყოფილი 3 მიღებად. ამ დოზირების გამოყენება შეიძლება 60 დღის განმავლობაში.

ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ციკლის ჩატარების დროს რეკომენდებულია დღეში 600 მგ განაწილებული 3 მიღებაზე (დილით, შუადღეზე და საღამოს), დაწყებული საღამოს მიღებით კვერცხუჯრედის გადატანის დღიდან.

აბორტის საშიშროების შემთხვევებში ან ჩვეული აბორტების პროფილატიკის მიზნით, რომელიც წარმოიქმნება პროგესტერონის უკმარისობის ფომზე: პროგესტერინის ჩვეულებრივი დოზაარის 200-400მგ გაყოფილი 2 მიღებაზე ყოველდღე 12 კვირის ორსულობის მიღწევამდე. შემდგომი გამოყენება დასაშვებია მკურნალი ექიმის დანიშნულებით კლინიკური მონაცემების, პლაცენტის მდგომარეობისა და პაციენტის სისხლში პროგესტერონის დონის შეფასების საფუძველზე.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მიდრეკილება თრომბოზებისადმი, ფლებიტის ან თრომბოემბოლური დაავადებების მწვავე ფორმები; გაურკვეველი გენეზის სისხლდენები სასქესო ორგანოებიდან; არასრული აბორტი, პორფირია.

სარძევე ჯირკვლებისა და სასქესო ორგანოების დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი სიმსივნეები.

პერორალური შეყვანა – ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები

სიფრთხილით

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, ეპილეფსია, შაკიკი, დეპრესია, ჰიპერლიპოპროტეინემია, ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენების წესები და დოზები

მკურნალობის ხანგრძლიობა განისაზღვრება დაავადების ხასიათითა და თავისებურებებით

გვერდითი მოქმედებები.

ორალური მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ორგანოთა სისტემა

ხშირი

>1/100 - <1/10

არახშირი

>1/1000 - <1/100

იშვიათი

>1/10000 - <1/1000

ძალზე იშვიათი

< 1/10000

დარღვევები

რეპროდუქციული სისტემის მხრივ

მენსტრუაციის დარღვევა

ამენორეა

სისხლდენა

მასტოდინია

ცენტრალური ნერვეული სისტემა

თავის ტკივილი

ძილიანობა,

გარდამავალი თავბრუსხვევა

დეპრესია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

ღებინება

დიარეა

ყაბზობა

გულისრევა

სანაღვლე სისტემა

ქოლესტატური სიყვითლე

იმუნური სისტემა

ჭინჭრის ციება

კანი და კანქვეშა ქსოვილი

ქავილი

აკნე

ხლოაზმა

ძილიანობა და გარდამავალი თავბრუსხვევა კერძოდ აღინიშნება თანმხლები ჰიპოესტროგენიის დროს. დოზის შემცირება ან მაღალი ესტროგენიზაციის აღდგენა აქრობს ამ მოვლენებს ისე, რომ არ ცვლის მკურნალობის ეფექტს

თუ მკურნალობა იწყება ძალიან ადრე (მენსტრუალური ციკლის პირველივე ნახევარში, განსაკუთრებით 15 დღემდე), შეიძლება განვითარდეს შემთხვევითი სისხლდენები

მენსრუალური ციკლის შემჩნეული ცვლილებები, ამენორეა ან მენსტრუაციათა შორისი სისხლდენა ჩვეულებრივ დამახასიათებელია ზოგადად პროგესტაგენების გამოყენებისათვის

ვაგინალური გამოყენებისას

შესაძლებელია ლოკალური გაღიზიანების ნიშნები (კერძოდ სოიოს ლეციტინზე). თუმცა სხვადასხვა კლინიკურ კვლევებში არ ყოფილა დაფიქსირებული სერიოზული ადგილობრივი რეაქციის არცერთი შემთხვევა (წვა, ქავილი ან სიმშრალე).

ზედმეტი დოზირება

ზემოაღნიშნული არასასურველი ეფექტები ყველაზე ხშირად ზედმეტი დოზის შედეგს წარმოადგენს. პრეპარატის დოზის შემცირებისას ისინი სპონტანურად ქრებიან.

ზოგიერთ ავადმყოფებში დოზა შეიძლება იყოს მაღალი პროგესტერონის არასტაბილური სეკრეციის, პრეპარატისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობისა ან ესტრადიოლის ძლიერ დაბალი დონის გამო.

ასეთ შემთხვევებში საჭიროა

ძილიანობისა ან გარდამავალი თავბრუსხვევის დროს საჭიროა დღიური დოზის შემცირება ან პრეპარატის მიცემა მხოლოდ საღამოს ძილის წინ 10 დღის მანძილზე

შემოკლებული ციკლისა და სისხლიანი გამონაყოფის არსებობისას საჭიროა პრეპარატის დაწყება მოხდეს უფრო გვიან, მაგ 19-ე დღეს 17-ეს ნაცვლად.

პრემენოპაუზისა და მენოპაუზის შენაცვლებითი ჰორმონული მკურნალობისას უნდა დავრწმუნდეთ, რომ ესტრადიოლის დონე სისხლში არის ოპტიმალური

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აძლიერებს დიურეზულების, ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების, იმუნოდეპრესიულების, ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ამცირებს ოქსიტოცინის ლაქტოგენურ ეფექტს. უტროჟესტანის ერთდროულმა მიღებამ ბარბიტურატებთან, ფენიტოინთან, რიფამპიცინთან, ფენილბუტაზონთან, სპირონოლაქტონთან, გრიზეოფულვინთან, ამპიცილინთან, ტეტრაციკლინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალების მოქმედების შეცვლა.

მენოპაუზის ესტროგენებით შენაცვლებითი ჰორმონული მკურნალობის დროს აუცილებელი მოთხოვნაა უტროჟესტანის გამოყენება დაწყებულ იქნას მენსრუალური ციკლის არაუადრეს 12 დღეს.

ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს პროგესტერონის მეტაბოლიზმი და შეცვალოს სამკურნალო ეფექტი

ძლიერ ფერმენტულ ინდუქტორებთან, როგორებიცაა ბარბიტურატები, ანტიეპილეფსიური საშუალებები (ფენიტონი), რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, სპირონოლაქტონი, გრიზეოფულვინი ხასიათდებიან პროგესტერონის მეტაბოლიზმის გაძლიერებით ღვიძლში.

ანტიბიოტიკები (ამპიცილინი, ტეტრაციკლინი) იწვევენ ნაწლავის მიკროფლორის დარღვევას, რაც ცვლის ენტეროჰეპატურ სტეროიდულ ციკლს. აღნიშნული ურთიერთობის დარღვევის ხარისხი შეიძლება ძლიერ იცვლებოდეს სხვადასხვა პაციენტებში, ამიტომ კლინიკური ეფექტების პროგნოზი ამ ავადმყოფებში გაძნელებულია

პროგესტაგენებმა შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის ამტანობის შემცირება და გაზარდოს ინსულინზე ან სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებზე მოთხოვნილება დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში.

პროგესტაგენების ბიოშეღწევადობა შეიძლება დაქვეითული იყოს მწეველებსა და ალკოჰოლის მომხმარებლებში

განსაკუთრებული მითითებები

  • კონტრაცეფციის მიზნით პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება;
  • სიფრთხილით გამოიყენება პერორარული შეყვანისას ორსულობის დროს ღვიძლის დარღვეული ფუნქციის შემთხვევაში;
  • თუ მკურნალობა იწყება ციკლის ადრეულ დროს , განსაკუთრებით 15 დღემდე შეიძლება ადგილი

ქონდეს ციკლის შემოკლებას ან/და სისხლდენას. სისხლდენის დროს პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს მიზეზის დადგენამდე

  • თრომბოემბოლიური და მეტაბოლური რისკების გამო, რომლებიც არ შეიძლება გამოირიცხოს, უტროჟესტანის გამოყენება შეწყვეტილ უნდა იქნას მხედველობის დარღვევების (მხედველობის დაკარგვა, გაორება, ბადურის სისხლძარღვოვანი დაზიანება), ნებისმიერი ლოკალიზაციის თრომბოემბოლიური ან თრომბოტული ვენური გართულებებისა და თავის ძლიერი ტკივილის დროს. ანამნეზში თრომბოფლებიტების შემთხვევაში უტრაჟესტანი ინიშნება სიფრთხილით
  • მკურნალობის დროს ამენორეის განვითარებისას უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქმე არ ეხება ორსულობას.
  • 50% შემთხვევებში თვითნებური აბორტები გაპირობებულია გენეტიკური მიზეზებით. ამის გარდა აბორტები შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციური დაავადებებით ან მექანიკური დაზიანებებით. ასეთ შემთხვევებში პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს უსიცოცხლო კვერცხუჯრედის გამოძევების შეფერხება. ამის გამო პროგესტერონის დანიშვნა რეკომენდებული არ არის. იგი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ყვითელი სხეულის უკმარისობის დროს
  • უტროჟესტანი შეიცავს სოიოს ზეთს და შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი და ანაფილაქსია)

ფერტილობა, ორსულობა, ძუძუთი კვება

ორსულობა

უტროჟესტანი არ არის წინააღმდეგ ნაჩვენები ორსულობის დროს მათ შორის პირველ კვირეებში.

ძუძუთი კვება

პროგესტერონის გადასვლა რძეში სიზუსტით შესწავლილი არ ყოფილა, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მის გამოყენებას უნდა მოვერიდოთ.

გამოყენება ბავშვებში

არ არის ნაჩვენები

გამოყენება მოხუცებში (65 წლის ზემოთ)

კლინიკური მონაცემები არ არის

გამოყენება ვადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

კლინიკური მონაცემები არ არის

გამოყენება ვადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით

კლინიკური მონაცემები არ არის

პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობაზე

პერორალური შეყვანისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და

პოტენციურად საშიში საქმიანობის წარმოების დროს, რომლებიც საჭიროებს ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოშვების ფორმა

100 მგ კაფსულები, თითო ბლისტერში 14 კაპსულა. მუყაოს ყუთში 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

200 მგ კაფსულები, თითო ბლისტერში 7 კაპსულა. მუყაოს ყუთში 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

იურიდიული პირის სახელწოდება და მისამართი, რომელზეც არის გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა:

ბეზენ ჰელსკეა სა

ვაშინგტონის ქ. 80, 1050 იქსელი, ბელგია

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:

სინდეა ფარმა ს.ლ.

ემელიანო რევილა სანცის ინდუსტრიული რაიონი

ავემიდა დე აგრელა 31, ოლვეგა 42110 (სორია) ესპანეთი

დამზადებულია „ბეზენ ხელსკეა ს.ა. ბელგია“–ს შეკვეთით

პრეტენზიები მომხმარებლისგან გააგზავნეთ მისამართზე

ბეზინს ჰელსქეა ჩეხია ს.რ.ო.-ს წარმომადგენლობა ყაზახეთში

050000, ალმაატა, ლუგანსკის ქ. 34 ბ. 1

ტელ. (727) 344 12 60

ბეჭედდასმულია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა