გენიივალი
Geniival
პერორალური მიღებისთვის: - პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევები o არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გამოწვეული ოლიგოოვულაციით ან ანოვულაციით. o პრემენსტრუალური სინდრომი. o პრემენოპაუზა. - მენოპაუზა: ესტროგენთან ერთად დამატებითი გამოყენება ქალებში, რომლებსაც აქვთ ინტაქტური საშვილოსნო. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პროგესტანი (progesterone)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ორალური ან ვაგინალური გამოყენების რბილი კაფსულა №30 (2X15)
- მწარმოებელი
- Laboratorios LEON FARMA, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნენის (4) წარმოებულები
- ATC კოდი
- G03DA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040049
- რეგისტრირებულია
- 25 იანვარი 2024, მოქმედებს 25 იანვარი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- D&FISHER CO LTD (კვიპროსი)
- განმცხადებელი
- შპს „საფ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
გენიივალი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პერორალური მიღებისთვის:
- პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევები
o არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გამოწვეული ოლიგოოვულაციით ან ანოვულაციით.
o პრემენსტრუალური სინდრომი.
o პრემენოპაუზა.
- მენოპაუზა: ესტროგენთან ერთად დამატებითი გამოყენება ქალებში, რომლებსაც აქვთ ინტაქტური საშვილოსნო.
ვაგინალური გამოყენება: გამოიყენება განსაკუთრებით შემდეგი ჩვენებებისას:
- პროგესტერონის ჩანაცვლება არაფუნქციონირებადი საკვერცხეებით გამოწვეული დეფიციტის დროს (კვერცხუჯრედის დონაცია).
- ლუთეინური ფაზის მხარდაჭერა ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) ციკლების დროს.
- ლუთეინური ფაზის მხარდაჭერა სპონტანური ან ინდუცირებული ციკლების დროს ჰიპოფერტილურ ქალებში ან ქალებში, რომლებსაც აქვთ პირველადი ან მეორადი სტერილობა ოლიგოოვულაციის გამო.
- მუცლის მოშლის საფრთხე ან განმეორებითი მუცლის მოშლის პრევენცია, ორივე გამოწვეული ლუთეინური ფაზის დეფექტით.
მიღების წესი და დოზირება
პერორალური მიღება:
- საშუალო დოზა არის 200-დან 300 მგ-მდე პროგესტერონი დღეში (ანუ 200 მგ ძილის წინ ან 100 მგ დილით პლუს 200 მგ ძილის წინ).
- ლუთეინური ფაზის დეფექტების დროს (არარეგულარული ციკლი, პრემენსტრუალური სინდრომი, პრემენოპაუზა), მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ყოველი ციკლის დროს 10 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ, მე-17 დღიდან 26-ე დღის ჩათვლით, დოზით 200-დან 300 მგ-მდე დღეში.
- მენოპაუზის დროს, ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში, ესტროგენოთერაპიასთან ერთად, პროგესტერონი ემატება 200 მგ დოზით დღეში, ესტროგენოთერაპიის ყოველი ყოველთვიური კურსის ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ამას მოჰყვება ერთკვირიანი შესვენება, რომლის დროსაც არ მიიღება ჰორმონოთერაპია და რომლის დროსაც ქალებს ხშირად აღენიშნებათ მოხსნის სისხლდენა. დაბალი დოზით მკურნალობის კიდევ ერთი შესაძლო რეჟიმი მოიცავს 100 მგ ერთჯერად ღამის დოზას ესტროგენით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში (თვეში 21-დან 25 დღემდე). ამ მკურნალობით პაციენტების უმრავლესობაში მიიღწევა ამენორეა.
ვაგინალური გამოყენება:
ზოგადად გამოიყენება შემდეგი რეჟიმები:
- პროგესტერონის ჩანაცვლება არაფუნქციონირებადი საკვერცხეებით გამოწვეული დეფიციტის დროს (კვერცხუჯრედის დონაცია), როგორც შესაბამისი ესტროგენული თერაპიის დამატება: 100 მგ გადატანილი ციკლის მე-13 დღეს და კიდევ 100 მგ მე-14 დღეს. მე-15 დღიდან 25-ე დღის ჩათვლით, 200 მგ (ერთი დილით და ერთი საღამოს). 26-ე დღიდან, თუ ქალი ორსულადაა, ყოველ კვირას დოზა იზრდება 100 მგ-ით დღეში, მაქსიმუმ 600 მგ-მდე დღეში, გაყოფილი სამ დოზად. ეს დოზირება გრძელდება 60-ე დღემდე.
- ლუტეინური ფაზის მხარდაჭერა ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) ციკლების დროს: 400-დან 600 მგ-მდე დღეში hCG ინექციის დღიდან ორსულობის მე-12 კვირამდე.
- ლუთეინური ფაზის მხარდაჭერა სპონტანური ან ინდუცირებული ციკლების დროს ჰიპოფერტილურ ქალებში ან ოლიგოოვულაციით გამოწვეული პირველადი ან მეორადი სტერილობის მქონე ქალებში: 200-დან 300 მგ-მდე დღეში ციკლის მე-17 დღიდან 10 დღის განმავლობაში და გრძელდება ამ სქემით მენსტრუაციის არარსებობისას ან ორსულობის დადგენის შემთხვევაში.
- მუცლის მოშლის საფრთხე ან ლუთეინური ფაზის დეფექტით გამოწვეული განმეორებითი მუცლის მოშლის პრევენცია: 200-დან 400 მგ-მდე დღეში ორ დოზად.
მიღების წესი
პერორალურად: მიიღეთ კაფსულები ერთ ჭიქა წყალთან ერთად ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, კვებებს შორის.
ვაგინალურად: კაფსულები შეიყვანეთ ღრმად საშოში თითის მიჭერით.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა.
- პერორალური მიღებისას: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
- ანამნეზში თრომბოემბოლიური დარღვევების არსებობა.
- ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს არაქისის ზეთს. არ გამოიყენება, თუ პაციენტს აქვს ალერგია არაქისის ან სოიოს მიმართ.
სიფრთხილის ზომები
- თუ ძილიანობა განვითარდება, კაფსულები უნდა მიიღოთ ძილის წინ.
- რეკომენდებული დოზირებისა და გამოყენების პირობების შესაბამისად მიღებისას, მკურნალობა არ არის კონტრაცეპტული.
- პროგესტერონის გამოყენება აბორტის საფრთხის ან განმეორებითი აბორტის პრევენციის შემთხვევაში განკუთვნილია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ყვითელი სხეულისგან არასაკმარისი სეკრეცია. ადრეული აბორტების ნახევარზე მეტი გამოწვეულია გენეტიკური დარღვევებით. აბორტები ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ინფექციური ან მექანიკური პროცესებით. ამ შემთხვევებში, პროგესტერონის მიღების ერთადერთი ეფექტი იქნება მკვდარი ემბრიონის გამოდევნის გადადება ან არასიცოცხლისუნარიანი ორსულობის შეწყვეტის გადადება.
- ორსულობის დროს პროგესტერონი გამოიყენება მხოლოდ ვაგინალურად და შემოიფარგლება პირველი ტრიმესტრით; არსებობს ღვიძლზე არასასურველი ეფექტების რისკი მეორე და მესამე ტრიმესტრებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში მნიშვნელოვანი კლინიკური ურთიერთქმედებები არ დაფიქსირებულა.
საკვები: ჩატარებული კვლევებიდან მიღებული დასკვნის მიხედვით, კაფსულების მიღების შემდეგ საკვების მიღება ზრდის მიკრონიზებული ბუნებრივი პროგესტერონის ბიოშეღწევადობას. ამიტომ რეკომენდებულია სამკურნალო პროდუქტის მიღება საკვებთან ერთად (მაგ., ყოველდღე, ძილის წინ საღამოს ჭამის შემდეგ), მოერიდეთ ცვლილებებს ყოველდღიური მიღების რეჟიმების მხრივ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პროგესტერონი არის ჰორმონი, რომლის დონე იზრდება ორსულობის დროს და ამ პერიოდში მიღება არ იწვევს არასასურველ ეფექტებს.
ლაქტაცია
პროგესტერონი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, მისი მიღება რეკომენდებული არ არის მეძუძურ ქალებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სამკურნალო პროდუქტის პერორალური გამოყენებისას აღინიშნა ძილიანობის და/ან თავბრუსხვევის რისკი. ამიტომ, ადამიანები, რომლებსაც უწევთ ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება, უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ შესაძლებელია განვითარდეს ეს მოვლენები.
გვერდითი მოვლენები
პერორალური მიღება:
- ძილიანობა ან ხანმოკლე თავბრუსხვევა, რომელიც კაფსულების მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ ვითარდება. ამ შემთხვევაში, შეამცირეთ დოზა ან შეცვალეთ რეჟიმი:
ციკლის ბოლო 14 დღის განმავლობაში ძილის წინ 200 მგ.
- მენსტრუალური ციკლის შემოკლების ან ლუთეინური ფაზის დეფექტის დროს სისხლდენის შემთხვევაში, მკურნალობის დაწყება გადადეთ თითოეული ციკლისას (მაგ., დაიწყეთ მე-19 დღეს, მე-17 დღის ნაცვლად).
- ამენორეა.
ეს ეფექტები, როგორც წესი, დოზის გადაჭარბებასთან არის დაკავშირებული.
ვაგინალური გამოყენება:
ადგილობრივი აუტანლობა არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, არ დაფიქსირებულა რაიმე ზოგადი ეფექტების შესახებ ცნობები, ძილიანობის ან თავბრუსხვევის ეპიზოდების მტკიცებულების გარეშე, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პერორალური მიღებისას.
ჭარბი დოზა
ქალებში გამოყენებული თერაპიული დოზა (საშუალო: 6 მგ/კგ/დღეში მიკრონიზებული პროგესტერონი 50 კგ წონის ქალისთვის) 50-ჯერ ნაკლებია ტოქსიკურ დოზაზე (მწვავე ტოქსიკურობა). ამიტომ, ტოქსიკური დოზის მისაღწევად, ადამიანმა უნდა მიიღოს გენიივალის 150 კაფსულა ან გენიივალის 75 კაფსულა, რომელთა რაოდენობაც ჩვეულებრივ შეფუთვაში არ არის ხელმისაწვდომი.
დოზის გადაჭარბება იწვევს ჰორმონის შინაგან თვისებებთან დაკავშირებულ ეფექტებს, როგორიცაა მენსტრუალური დარღვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამენორეა. პერორალური მიღებისას შეიძლება ასევე აღინიშნოს სედაცია და ღვიძლზე ზემოქმედება. ეს ეფექტები შექცევადია და ქრება სამკურნალო პროდუქტის შეწყვეტის შემდეგ.
შემადგენლობა
გენიივალი: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 100 მგ პროგესტერონს
გენიივალი: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 200 მგ პროგესტერონს
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები:
გენიივალი: 100 მგ შეიცავს 149 მგ არაქისის ზეთს თითოეულ რბილ კაფსულაში
გენიივალი: 200 მგ შეიცავს 298 მგ არაქისის ზეთს თითოეულ რბილ კაფსულაში
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1 ნაწილში.
შენახვის პირობები
გენიივალი 100 მგ: 3 წელი.
გენიივალი 200 მგ; 3 წელი.
- 4 შენახვისას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
- 5 კონტეინერის სახეობა და შემადგენლობა
რომელიც PVC/PVDC აპკისგან დამზადებული ბლისტერული ფირფიტა, რომელიც შედუღებულია თერმულად დალუქულ ალუმინის აპკზე.
ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვის ზომები: 30 და 60 კაფსულა. ხელმისაწვდომია გენიივალის შემდეგი შეფუთვის ზომები: 15 და 60 კაფსულა.
შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.
- 6 განადგურების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
პროგესტოგენები; პრეგნენის (4) წარმოებულები - პროგესტერონი ათქ: G03DA04
მოქმედების მექანიზმი
პროგესტერონი არის ბუნებრივი ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა ყვითელი სხეულის მიერ და დიდი რაოდენობით პლაცენტის მიერ ორსულობის მესამე თვიდან. მას აქვს მრავალი ფიზიოლოგიური ეფექტი, კერძოდ, სამიზნე ორგანოებზე, რომლებიც ადრე მგრძნობიარენი იყვნენ ესტროგენებით: გესტაგენური, ანტიესტროგენული, ანტიანდროგენული და ანტიალდოსტერონული. ბუნებრივი პროგესტერონი მოქმედებს პროგესტერონის რეცეპტორებთან შერჩევითი შეკავშირებით.
მიკრონიზებული ბუნებრივი პროგესტერონით მკურნალობა კლინიკურად ეფექტური აღმოჩნდა, იმ უპირატესობით, რომ არ იწვევს მასკულინიზაციის ეფექტებს. ბუნებრივი პროგესტერონი მნიშვნელოვნად არ ცვლის ესტროგენების მიღების შემდეგ მიღებულ ლიპიდურ პროფილს.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პერორალური მიღება:
შეწოვა
პროგესტერონის დონის მატება იწყება 1 საათის შემდეგ და პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1-3 საათამდე პერიოდში.
განაწილება
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც მენოპაუზის მქონე 18 პაციენტმა უზმოზე მყოფმა მიიღო 200 მგ, პიკური კონცენტრაცია (26 ნმოლ/ლ) მიღწეული იქნა 2.72 საათში. პროგესტერონის დონის მატება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია მინიმუმ 10 საათის განმავლობაში. ინდივიდუალური ვარიაციები დაფიქსირდა თითოეული ადამიანის ჰორმონის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით, რაც აადვილებს დოზის კორექციას თითოეული ინდივიდისთვის, მას შემდეგ, რაც შეფასდება მათი კონკრეტული რეაქცია მკურნალობაზე პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.
მეტაბოლიზმი:
პროგესტერონი განიცდის პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში. პლაზმაში აღმოჩენილი ძირითადი მეტაბოლიტებია 20α-ჰიდროქსი-დელტა-4α-პრეგნენოლონი, 5α-პრეგნენოლონი და 5β-პრეგნენოლონი. ბოლო ორი პასუხისმგებელია პროგესტერონის დამამშვიდებელ ეფექტზე.
გამოყოფა
ჰორმონის 95% გამოიყოფა შარდში გლუკურონიდის კონიუგატების სახით, ძირითადად 3α,5β-პრეგნანდიოლის (პრეგნანდიოლი) ფორმით, ეს პლაზმური მეტაბოლიტები იმ მეტაბოლიტების იდენტურია, რომლებიც გვხვდება საკვერცხეში ყვითელი სხეულიდან ბუნებრივი ჰორმონის ფიზიოლოგიური ელიმინაციის დროს.
ვაგინალური გამოყენება:
შეწოვა
ვაგინალურად შეწოვილი პროგესტერონი გადადის ზოგად სისხლის მიმოქცევაში, ღვიძლში პირველი გავლის მეტაბოლიზმის გარეშე. კვლევები აჩვენებს ენდომეტრიუმზე ეფექტს, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მოსალოდნელია სისხლში ცირკულირებადი დონისგან. ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საშვილოსნოს მიერ პროგესტერონის მაღალი სელექციურობით და ასევე იმ ფაქტით, რომ ვაგინალურად შეყვანილი ჰორმონის მცირე ნაწილი პირდაპირ საშვილოსნოში მოხვდება (საშვილოსნოში პირველი გავლის ეფექტი), ზოგად ცირკულაციაში მოხვედრის გარეშე.
ვაგინალური ლორწოვანი გარსის მეშვეობით შეწოვა სწრაფია, რაც პროგესტერონის მაღალ პლაზმურ კონცენტრაციებს 1 საათის შემდეგ წარმოქმნის.
განაწილება
პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა გამოყენებიდან 2-6 საათის შემდეგ. დილით 100 მგ-ს და ღამით 100 მგ-ს მიღების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში მიიღწევა საშუალო პლაზმური კონცენტრაცია 9.7 ნგ/მლ (30.9 ნმოლ/ლ). აღნიშნული 200 მგ დღეში დოზა იწვევს პროგესტერონის სტაბილურ ფიზიოლოგიურ პლაზმურ კონცენტრაციებს, რაც მსგავსია იმისა, რაც აღინიშნება მენსტრუალური ციკლის ლუთეინურ ფაზაში ნორმალური ოვულაციისას. პროგესტერონემიის ინდივიდუალური ვარიაციები ვაგინალური გამოყენებისას ნაკლებია და შესაბამისად, ამ გზით გამოყენებისას შედეგების უკეთ პროგნოზირებაა შესაძლებელი.
დღეში 200 მგ-ზე მეტი დოზით, პროგესტერონის პლაზმური კონცენტრაციები ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაფიქსირებული კონცენტრაციების მსგავსია.
მეტაბოლიზმი:
5β-პრეგნენოლონის პლაზმური კონცენტრაცია არ იზრდება ამ გზით მიღებისას.
გამოყოფა
შარდთან ერთად გამოყოფა ძირითადად ხდება 5 α,5β-პრეგნანდიოლის (პრეგნანდიოლის) სახით, რასაც მოწმობს მისი კონცენტრაციის მატება (რომელიც პიკურ დონეს 142 ნგ/მლ (415.6 ნმოლ/ლ) 6 საათში აღწევს).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
- სამკურნალო საშუალების დასახელება
გენიივალი 100 მგ რბილი კაფსულები.
გენიივალი 200 მგ რბილი კაფსულები.
- თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
გენიივალი: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 100 მგ პროგესტერონს
გენიივალი: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 200 მგ პროგესტერონს
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები:
გენიივალი: 100 მგ შეიცავს 149 მგ არაქისის ზეთს თითოეულ რბილ კაფსულაში
გენიივალი: 200 მგ შეიცავს 298 მგ არაქისის ზეთს თითოეულ რბილ კაფსულაში
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1 ნაწილში.
- ფარმაცევტული ფორმა
რბილი კაფსულა
- კლინიკური მახასიათებლები
- 1 თერაპიული ჩვენებები
პერორალური მიღებისთვის:
- პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევები
o არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გამოწვეული ოლიგოოვულაციით ან ანოვულაციით.
o პრემენსტრუალური სინდრომი.
o პრემენოპაუზა.
- მენოპაუზა: ესტროგენთან ერთად დამატებითი გამოყენება ქალებში, რომლებსაც აქვთ ინტაქტური საშვილოსნო.
ვაგინალური გამოყენება: გამოიყენება განსაკუთრებით შემდეგი ჩვენებებისას:
- პროგესტერონის ჩანაცვლება არაფუნქციონირებადი საკვერცხეებით გამოწვეული დეფიციტის დროს (კვერცხუჯრედის დონაცია).
- ლუთეინური ფაზის მხარდაჭერა ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) ციკლების დროს.
- ლუთეინური ფაზის მხარდაჭერა სპონტანური ან ინდუცირებული ციკლების დროს ჰიპოფერტილურ ქალებში ან ქალებში, რომლებსაც აქვთ პირველადი ან მეორადი სტერილობა ოლიგოოვულაციის გამო.
- მუცლის მოშლის საფრთხე ან განმეორებითი მუცლის მოშლის პრევენცია, ორივე გამოწვეული ლუთეინური ფაზის დეფექტით.
- 2 დოზირება და მიღების წესი
დოზირება
დოზირება უნდა განისაზღვროს თითოეული პაციენტის პლაზმაში ჰორმონების დონის მიხედვით.
პერორალური მიღება:
- საშუალო დოზა არის 200-დან 300 მგ-მდე პროგესტერონი დღეში (ანუ 200 მგ ძილის წინ ან 100 მგ დილით პლუს 200 მგ ძილის წინ).
- ლუთეინური ფაზის დეფექტების დროს (არარეგულარული ციკლი, პრემენსტრუალური სინდრომი, პრემენოპაუზა), მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ყოველი ციკლის დროს 10 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ, მე-17 დღიდან 26-ე დღის ჩათვლით, დოზით 200-დან 300 მგ-მდე დღეში.
- მენოპაუზის დროს, ინტაქტური საშვილოსნოს მქონე ქალებში, ესტროგენოთერაპიასთან ერთად, პროგესტერონი ემატება 200 მგ დოზით დღეში, ესტროგენოთერაპიის ყოველი ყოველთვიური კურსის ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ამას მოჰყვება ერთკვირიანი შესვენება, რომლის დროსაც არ მიიღება ჰორმონოთერაპია და რომლის დროსაც ქალებს ხშირად აღენიშნებათ მოხსნის სისხლდენა. დაბალი დოზით მკურნალობის კიდევ ერთი შესაძლო რეჟიმი მოიცავს 100 მგ ერთჯერად ღამის დოზას ესტროგენით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში (თვეში 21-დან 25 დღემდე). ამ მკურნალობით პაციენტების უმრავლესობაში მიიღწევა ამენორეა.
ვაგინალური გამოყენება:
ზოგადად გამოიყენება შემდეგი რეჟიმები:
- პროგესტერონის ჩანაცვლება არაფუნქციონირებადი საკვერცხეებით გამოწვეული დეფიციტის დროს (კვერცხუჯრედის დონაცია), როგორც შესაბამისი ესტროგენული თერაპიის დამატება: 100 მგ გადატანილი ციკლის მე-13 დღეს და კიდევ 100 მგ მე-14 დღეს. მე-15 დღიდან 25-ე დღის ჩათვლით, 200 მგ (ერთი დილით და ერთი საღამოს). 26-ე დღიდან, თუ ქალი ორსულადაა, ყოველ კვირას დოზა იზრდება 100 მგ-ით დღეში, მაქსიმუმ 600 მგ-მდე დღეში, გაყოფილი სამ დოზად. ეს დოზირება გრძელდება 60-ე დღემდე.
- ლუტეინური ფაზის მხარდაჭერა ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) ციკლების დროს: 400-დან 600 მგ-მდე დღეში hCG ინექციის დღიდან ორსულობის მე-12 კვირამდე.
- ლუთეინური ფაზის მხარდაჭერა სპონტანური ან ინდუცირებული ციკლების დროს ჰიპოფერტილურ ქალებში ან ოლიგოოვულაციით გამოწვეული პირველადი ან მეორადი სტერილობის მქონე ქალებში: 200-დან 300 მგ-მდე დღეში ციკლის მე-17 დღიდან 10 დღის განმავლობაში და გრძელდება ამ სქემით მენსტრუაციის არარსებობისას ან ორსულობის დადგენის შემთხვევაში.
- მუცლის მოშლის საფრთხე ან ლუთეინური ფაზის დეფექტით გამოწვეული განმეორებითი მუცლის მოშლის პრევენცია: 200-დან 400 მგ-მდე დღეში ორ დოზად.
მიღების წესი
პერორალურად: მიიღეთ კაფსულები ერთ ჭიქა წყალთან ერთად ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, კვებებს შორის.
ვაგინალურად: კაფსულები შეიყვანეთ ღრმად საშოში თითის მიჭერით.
- 3 უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა.
- პერორალური მიღებისას: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
- ანამნეზში თრომბოემბოლიური დარღვევების არსებობა.
- ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს არაქისის ზეთს. არ გამოიყენება, თუ პაციენტს აქვს ალერგია არაქისის ან სოიოს მიმართ.
- 4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- თუ ძილიანობა განვითარდება, კაფსულები უნდა მიიღოთ ძილის წინ.
- რეკომენდებული დოზირებისა და გამოყენების პირობების შესაბამისად მიღებისას, მკურნალობა არ არის კონტრაცეპტული.
- პროგესტერონის გამოყენება აბორტის საფრთხის ან განმეორებითი აბორტის პრევენციის შემთხვევაში განკუთვნილია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ყვითელი სხეულისგან არასაკმარისი სეკრეცია. ადრეული აბორტების ნახევარზე მეტი გამოწვეულია გენეტიკური დარღვევებით. აბორტები ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ინფექციური ან მექანიკური პროცესებით. ამ შემთხვევებში, პროგესტერონის მიღების ერთადერთი ეფექტი იქნება მკვდარი ემბრიონის გამოდევნის გადადება ან არასიცოცხლისუნარიანი ორსულობის შეწყვეტის გადადება.
- ორსულობის დროს პროგესტერონი გამოიყენება მხოლოდ ვაგინალურად და შემოიფარგლება პირველი ტრიმესტრით; არსებობს ღვიძლზე არასასურველი ეფექტების რისკი მეორე და მესამე ტრიმესტრებში.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში მნიშვნელოვანი კლინიკური ურთიერთქმედებები არ დაფიქსირებულა.
საკვები: ჩატარებული კვლევებიდან მიღებული დასკვნის მიხედვით, კაფსულების მიღების შემდეგ საკვების მიღება ზრდის მიკრონიზებული ბუნებრივი პროგესტერონის ბიოშეღწევადობას. ამიტომ რეკომენდებულია სამკურნალო პროდუქტის მიღება საკვებთან ერთად (მაგ., ყოველდღე, ძილის წინ საღამოს ჭამის შემდეგ), მოერიდეთ ცვლილებებს ყოველდღიური მიღების რეჟიმების მხრივ.
- 6 ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
პროგესტერონი არის ჰორმონი, რომლის დონე იზრდება ორსულობის დროს და ამ პერიოდში მიღება არ იწვევს არასასურველ ეფექტებს.
ლაქტაცია
პროგესტერონი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, მისი მიღება რეკომენდებული არ არის მეძუძურ ქალებში.
- 7 ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
სამკურნალო პროდუქტის პერორალური გამოყენებისას აღინიშნა ძილიანობის და/ან თავბრუსხვევის რისკი. ამიტომ, ადამიანები, რომლებსაც უწევთ ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება, უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ შესაძლებელია განვითარდეს ეს მოვლენები.
- 8 არასასურველი ეფექტები
პერორალური მიღება:
- ძილიანობა ან ხანმოკლე თავბრუსხვევა, რომელიც კაფსულების მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ ვითარდება. ამ შემთხვევაში, შეამცირეთ დოზა ან შეცვალეთ რეჟიმი:
ციკლის ბოლო 14 დღის განმავლობაში ძილის წინ 200 მგ.
- მენსტრუალური ციკლის შემოკლების ან ლუთეინური ფაზის დეფექტის დროს სისხლდენის შემთხვევაში, მკურნალობის დაწყება გადადეთ თითოეული ციკლისას (მაგ., დაიწყეთ მე-19 დღეს, მე-17 დღის ნაცვლად).
- ამენორეა.
ეს ეფექტები, როგორც წესი, დოზის გადაჭარბებასთან არის დაკავშირებული.
ვაგინალური გამოყენება:
ადგილობრივი აუტანლობა არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, არ დაფიქსირებულა რაიმე ზოგადი ეფექტების შესახებ ცნობები, ძილიანობის ან თავბრუსხვევის ეპიზოდების მტკიცებულების გარეშე, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პერორალური მიღებისას.
- 9 დოზის გადაჭარბება
ქალებში გამოყენებული თერაპიული დოზა (საშუალო: 6 მგ/კგ/დღეში მიკრონიზებული პროგესტერონი 50 კგ წონის ქალისთვის) 50-ჯერ ნაკლებია ტოქსიკურ დოზაზე (მწვავე ტოქსიკურობა). ამიტომ, ტოქსიკური დოზის მისაღწევად, ადამიანმა უნდა მიიღოს გენიივალის 150 კაფსულა ან გენიივალის 75 კაფსულა, რომელთა რაოდენობაც ჩვეულებრივ შეფუთვაში არ არის ხელმისაწვდომი.
დოზის გადაჭარბება იწვევს ჰორმონის შინაგან თვისებებთან დაკავშირებულ ეფექტებს, როგორიცაა მენსტრუალური დარღვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამენორეა. პერორალური მიღებისას შეიძლება ასევე აღინიშნოს სედაცია და ღვიძლზე ზემოქმედება. ეს ეფექტები შექცევადია და ქრება სამკურნალო პროდუქტის შეწყვეტის შემდეგ.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პროგესტოგენები; პრეგნენის (4) წარმოებულები - პროგესტერონი ათქ: G03DA04
მოქმედების მექანიზმი
პროგესტერონი არის ბუნებრივი ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა ყვითელი სხეულის მიერ და დიდი რაოდენობით პლაცენტის მიერ ორსულობის მესამე თვიდან. მას აქვს მრავალი ფიზიოლოგიური ეფექტი, კერძოდ, სამიზნე ორგანოებზე, რომლებიც ადრე მგრძნობიარენი იყვნენ ესტროგენებით: გესტაგენური, ანტიესტროგენული, ანტიანდროგენული და ანტიალდოსტერონული. ბუნებრივი პროგესტერონი მოქმედებს პროგესტერონის რეცეპტორებთან შერჩევითი შეკავშირებით.
მიკრონიზებული ბუნებრივი პროგესტერონით მკურნალობა კლინიკურად ეფექტური აღმოჩნდა, იმ უპირატესობით, რომ არ იწვევს მასკულინიზაციის ეფექტებს. ბუნებრივი პროგესტერონი მნიშვნელოვნად არ ცვლის ესტროგენების მიღების შემდეგ მიღებულ ლიპიდურ პროფილს.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პერორალური მიღება:
შეწოვა
პროგესტერონის დონის მატება იწყება 1 საათის შემდეგ და პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1-3 საათამდე პერიოდში.
განაწილება
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც მენოპაუზის მქონე 18 პაციენტმა უზმოზე მყოფმა მიიღო 200 მგ, პიკური კონცენტრაცია (26 ნმოლ/ლ) მიღწეული იქნა 2.72 საათში. პროგესტერონის დონის მატება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია მინიმუმ 10 საათის განმავლობაში. ინდივიდუალური ვარიაციები დაფიქსირდა თითოეული ადამიანის ჰორმონის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით, რაც აადვილებს დოზის კორექციას თითოეული ინდივიდისთვის, მას შემდეგ, რაც შეფასდება მათი კონკრეტული რეაქცია მკურნალობაზე პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.
მეტაბოლიზმი:
პროგესტერონი განიცდის პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში. პლაზმაში აღმოჩენილი ძირითადი მეტაბოლიტებია 20α-ჰიდროქსი-დელტა-4α-პრეგნენოლონი, 5α-პრეგნენოლონი და 5β-პრეგნენოლონი. ბოლო ორი პასუხისმგებელია პროგესტერონის დამამშვიდებელ ეფექტზე.
გამოყოფა
ჰორმონის 95% გამოიყოფა შარდში გლუკურონიდის კონიუგატების სახით, ძირითადად 3α,5β-პრეგნანდიოლის (პრეგნანდიოლი) ფორმით, ეს პლაზმური მეტაბოლიტები იმ მეტაბოლიტების იდენტურია, რომლებიც გვხვდება საკვერცხეში ყვითელი სხეულიდან ბუნებრივი ჰორმონის ფიზიოლოგიური ელიმინაციის დროს.
ვაგინალური გამოყენება:
შეწოვა
ვაგინალურად შეწოვილი პროგესტერონი გადადის ზოგად სისხლის მიმოქცევაში, ღვიძლში პირველი გავლის მეტაბოლიზმის გარეშე. კვლევები აჩვენებს ენდომეტრიუმზე ეფექტს, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მოსალოდნელია სისხლში ცირკულირებადი დონისგან. ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საშვილოსნოს მიერ პროგესტერონის მაღალი სელექციურობით და ასევე იმ ფაქტით, რომ ვაგინალურად შეყვანილი ჰორმონის მცირე ნაწილი პირდაპირ საშვილოსნოში მოხვდება (საშვილოსნოში პირველი გავლის ეფექტი), ზოგად ცირკულაციაში მოხვედრის გარეშე.
ვაგინალური ლორწოვანი გარსის მეშვეობით შეწოვა სწრაფია, რაც პროგესტერონის მაღალ პლაზმურ კონცენტრაციებს 1 საათის შემდეგ წარმოქმნის.
განაწილება
პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა გამოყენებიდან 2-6 საათის შემდეგ. დილით 100 მგ-ს და ღამით 100 მგ-ს მიღების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში მიიღწევა საშუალო პლაზმური კონცენტრაცია 9.7 ნგ/მლ (30.9 ნმოლ/ლ). აღნიშნული 200 მგ დღეში დოზა იწვევს პროგესტერონის სტაბილურ ფიზიოლოგიურ პლაზმურ კონცენტრაციებს, რაც მსგავსია იმისა, რაც აღინიშნება მენსტრუალური ციკლის ლუთეინურ ფაზაში ნორმალური ოვულაციისას. პროგესტერონემიის ინდივიდუალური ვარიაციები ვაგინალური გამოყენებისას ნაკლებია და შესაბამისად, ამ გზით გამოყენებისას შედეგების უკეთ პროგნოზირებაა შესაძლებელი.
დღეში 200 მგ-ზე მეტი დოზით, პროგესტერონის პლაზმური კონცენტრაციები ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაფიქსირებული კონცენტრაციების მსგავსია.
მეტაბოლიზმი:
5β-პრეგნენოლონის პლაზმური კონცენტრაცია არ იზრდება ამ გზით მიღებისას.
გამოყოფა
შარდთან ერთად გამოყოფა ძირითადად ხდება 5 α,5β-პრეგნანდიოლის (პრეგნანდიოლის) სახით, რასაც მოწმობს მისი კონცენტრაციის მატება (რომელიც პიკურ დონეს 142 ნგ/მლ (415.6 ნმოლ/ლ) 6 საათში აღწევს).
- 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
მიკრონიზებული პროგესტერონის LD50 მდედრ ვირთხებში 320-დან 400 მგ/კგ-მდეა. ეს დოზა 50-ჯერ აღემატება მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში კლინიკური გამოყენებისთვის რეკომენდებულ დოზას (300 მგ/დღეში, ანუ 6 მგ/კგ/დღეში 50 კგ წონის ქალისთვის).
ყველა პერორალური, ვაგინალური და განმეორებითი მიღების ტოქსიკურობის კვლევა ადასტურებს, რომ მიკრონიზებული პროგესტერონი ორივე გზით შეიწოვება. ის იწვევს ჰორმონის შინაგან თვისებებთან დაკავშირებულ ეფექტებს, სპეციფიკური არასასურველი ეფექტების გარდა, როგორიცაა სედაცია. ღვიძლში მეტაბოლიზებული ყველა პრეპარატის მსგავსად, მან შეიძლება გამოიწვიოს ამ ორგანოს ფუნქციების გადატვირთვა ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში. ეს რეაქციები ვაგინალური გამოყენებისას არ დაფიქსირებულა.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების სია
გენიივალი 100 მგ: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი.
კაფსულის კორპუსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი.
გენიივალი 200 მგ: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი.
კაფსულის კორპუსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანის დიოქსიდი.
- 2 შეუთავსებლობა
ცნობილი არ არის.
- 3 ვარგისიანობის ვადა
გენიივალი 100 მგ: 3 წელი.
გენიივალი 200 მგ; 3 წელი.
- 4 შენახვისას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
- 5 კონტეინერის სახეობა და შემადგენლობა
რომელიც PVC/PVDC აპკისგან დამზადებული ბლისტერული ფირფიტა, რომელიც შედუღებულია თერმულად დალუქულ ალუმინის აპკზე.
ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვის ზომები: 30 და 60 კაფსულა. ხელმისაწვდომია გენიივალის შემდეგი შეფუთვის ზომები: 15 და 60 კაფსულა.
შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს ბაზარზე.
- 6 განადგურების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- სავაჭრო ნებართვის მფლობელი
D&FISHER CO LTD
Niriidon 5, Strovolos, 2045 ნიქოზია, კვიპროსი
- სავაჭრო ნებართვის ნომრები
ა/გ
- პირველი ნებართვის/ნებართვის განახლების თარიღი
ა/გ
- ტექსტის გადახედვის თარიღი
15/04/2026
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


