პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები

პრაჟესტანი

PRAJESTAN

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

პროგესტერონ- დეფიციტური მდგომარეობები. პერორალური მიღების გზა გინეკოლოგიური: პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევები: - პრემენსტრუალური სინდრომი - მენსტრუალური ციკლის დარღვევები დისოვულაციით ან ანოვულაციით - კეთილთვისებიანი მასტოპათიები - პრემენოპაუზა - მენოპაუზის თერაპია (ესტროგენოთერაპიასთან ერთად) - …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პროგესტანი (progesterone)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ორალური ან ვაგინალური გამოყენების რბილი კაფსულა №30 (2X15)
მწარმოებელი
Laboratorios Leon Farma, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნენის (4) წარმოებულები
ATC კოდი
G03DA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044210
რეგისტრირებულია
24 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 24 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
VELOCITY DISTRIBUTION PTE. LTD (სინგაპური)
განმცხადებელი
შპს ,,ჯი.პი.ი.ჯი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაპრაჟესტანი და სხვა წამალი ერთად

პრაჟესტანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პროგესტერონ- დეფიციტური მდგომარეობები.

პერორალური მიღების გზა

გინეკოლოგიური:

პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევები:

  • პრემენსტრუალური სინდრომი
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები დისოვულაციით ან ანოვულაციით
  • კეთილთვისებიანი მასტოპათიები
  • პრემენოპაუზა
  • მენოპაუზის თერაპია (ესტროგენოთერაპიასთან ერთად)
  • უნაყოფობა ლუთეალური უკმარისობის გამო.

სამეანო:

  • სპონტანური აბორტის საფრთხე ან ჩვეული აბორტების პრევენცია დადგენილი ლუტეალური უკმარისობის გამო
  • ნაადრევი მშობიარობის საფრთხე

ვაგინალური შეყვანა

  • ჰიპოფერტილობა, პირველადი ან მეორადი უნაყოფობა, რომელიც დაკავშირებულია ნაწილობრივ ან სრულ ლუთეინურ უკმარისობასთან (დისოვულაცია, ლუთეინური ფაზის მხარდაჭერა ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, კვერცხუჯრედის დონაცია)
  • ნაადრევი აბორტის საფრთხე ან ლუთეინური უკმარისობის გამო ჩვეული აბორტების პრევენცია; ნაადრევი მშობიარობის პრევენცია რისკის ჯგუფში მყოფ ქალებში, რომლებსაც აქვთ მოკლე საშვილოსნოს ყელი ≤25 მმ, ორსულობის 16-დან 24 კვირამდე პერიოდში გაზომვისას (ამენორეის 18 და 26 კვირა).

გამოყენებამდე საჭირო ინფორმაციის ჩამონათვალი

მიღების წესი და დოზირება

პერორალური შეყვანა

საშუალო დოზაა 200-300 მგ პროგესტერონი დღეში, დაყოფილი 1 ან 2 დოზად, ანუ 200 მგ საღამოს ძილის წინ და 100 მგ დილით, საჭიროების შემთხვევაში.

ვაგინალური შეყვანა

საშუალო დოზაა 200 მგ პროგესტერონი დღეში (ანუ 1 კაფსულა 200 მგ ან ორი კაფსულა 100 მგ, გაყოფილი 2 დოზად). დოზის გაზრდა შესაძლებელია პაციენტის რეაქციის მიხედვით.

შეყვანის მეთოდი და გზა

პერორაური და ვაგინალური

გამოყენების სიხშირე მიღების დროის მითითებით

მიღება ხდება დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება დამოკიდებულია გამოყენების კონკრეტულ ჩვენებაზე.

პერორალური მიღების გზა

ლუთეინური უკმარისობის შემთხვევაში (მენსტრუაციისწინა სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, პრემენოპაუზა, კეთილთვისებიანი მასტოპათია): მკურნალობა უნდა ჩატარდეს ციკლის 10 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ, მე-17-დან 26-ე დღის ჩათვლით.

მენოპაუზის თერაპიისთვის: ვინაიდან მხოლოდ ესტროგენით თერაპია არ არის რეკომენდებული, პროგესტერონი ემატება თითოეული თერაპიული კურსის ბოლო ორ კვირაში, რასაც მოჰყვება ნებისმიერი ჩანაცვლებითი თერაპიის შეწყვეტა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, რომლის დროსაც შეიძლება განვითარდეს აბსტინენციური სისხლდენა.

ნაადრევი მშობიარობის საფრთხის შემთხვევაში: 400 მგ პროგესტერონი ყოველ 6-8 საათში, მწვავე ფაზაში მიღებული კლინიკური შედეგების მიხედვით, შემდეგ შემანარჩუნებელი დოზით (მაგ., 200 მგ დღეში 3-ჯერ) ორსულობის 36-ე კვირამდე.

ვაგინალური შეყვანის გზა

ნაწილობრივი ლუთეინური უკმარისობის (დისოვულაცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევები) შემთხვევაში: მკურნალობა უნდა ჩატარდეს ციკლის 10 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ, მე-17 დღიდან 26-ე დღემდე, დღეში 200 მგ პროგესტერონის დოზით.

უნაყოფობის შემთხვევაში ლუთეინური ფაზის სრული დეფიციტით (კვერცხუჯრედის დონაცია): პროგესტერონის დოზაა 100 მგ პროგესტერონი გადატანის ციკლის მე-13 და მე-14 დღეს, შემდეგ 100 მგ პროგესტერონი დილით და საღამოს ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღემდე. ორსულობის ადრეულ სტადიაზე, 26-ე დღიდან დაწყებული, დოზა იზრდება 100 მგ პროგესტერონიდან დღეში მაქსიმუმ 600 მგ პროგესტერონამდე დღეში, გაყოფილი სამ დოზად. ეს დოზა უნდა შენარჩუნდეს მე-60 დღემდე.

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ლუთეინური ფაზის მხარდასაჭერად, მკურნალობა უნდა დაიწყოს გადატანის დღის საღამოს, 600 მგ პროგესტერონის დოზით, განაწილებული სამ დოზად - დილით, შუადღეს და საღამოს.

ლუთეინური უკმარისობით გამოწვეული აბორტის საფრთხის ან ჩვეული აბორტის პრევენციის შემთხვევაში, ორსულობის მე-12 კვირამდე საშუალო დოზაა 200-400 მგ პროგესტერონი, გაყოფილი დღეში ორ დოზად. კაფსულა უნდა შეიყვანოთ ღრმად საშოში.

მოკლე საშვილოსნოს ყელის მქონე ქალებში ნაადრევი მშობიარობის პრევენციის მიზნით, დოზა შეადგენს 200 მგ დღეში საღამოს, ძილის წინ, ორსულობის მე-20-დან 34-ე კვირამდე.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე კომპონენტების მიმართ
  • თრომბოზისადმი მიდრეკილება, ფლებიტის მწვავე ფორმები ან თრომბოემბოლიური დაავადებები
  • ინტრაკრანიალური სისხლდენა ან ამ მდგომარეობის/დაავადებების ისტორია
  • გაურკვეველი გენეზის სისხლდენა სასქესო გზებიდან
  • არასრული აბორტი
  • პორფირია
  • სარძევე ჯირკვლების და სასქესო ორგანოების დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები
  • ლაქტაციის პერიოდი
  • 18 წლამდე ბავშვთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის)

საჭირო სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

გამოიყენება სიფრთხილით შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ბრონქული ასთმა
  • ეპილეფსია
  • შაკიკი
  • დეპრესია
  • ჰიპერლიპოპროტეინემია

სიფრთხილის ზომები

პრაჟესტანი არ წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას.

მკურნალობა უნდა ჩატარდეს არსებული რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ მკურნალობის კურსი მენსტრუალური ციკლის ადრეულ ეტაპზე დაიწყება, განსაკუთრებით ციკლის მე-15 დღემდე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ციკლის შემოკლებას ან განვითარდეს სისხლდენა.

საშვილოსნოდან სისხლდენის შემთხვევაში, პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს მიზეზის დადგენამდე (მაგალითად, საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა).

თრომბოემბოლიური და მეტაბოლური რისკების გამო, რომელთა სრულად გამორიცხვა შეუძლებელია, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ადგილი აქვს:

  • მხედველობის დარღვევებს (მაგალითად, მხედველობის დაკარგვა, გაორებული ხედვა, ბადურას სისხლძარღვთა დაზიანება)
  • თრომბოემბოლიურ ვენურ ან თრომბოზულ გართულებებს (მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად)
  • ძლიერ თავის ტკივილებს.

თუ პაციენტს ანამნეზში აქვს თრომბოფლებიტური დაავადება, ის უნდა იმყოფებოდეს მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ მკურნალობის დროს გამოვლინდა ამენორეა, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ადგილი არ აქვს ორსულობას.

ადრეული სპონტანური აბორტების 50%-ზე მეტი გენეტიკური გართულებებით არის გამოწვეული.

ექიმის რეკომენდაციით პროგესტერონის დანიშვნა ნაჩვენებია ყვითელი სხეულის არასაკმარისი სეკრეციის შემთხვევაში.

პრაჟესტანი შეიცავს სოიოს ლეციტინს და შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება და ანაფილაქსიური შოკი).

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მენოპაუზის დროს ესტროგენებით ჰორმონალური თერაპიის გამოყენებისას, პროგესტერონი უნდა დაინიშნოს ციკლის განმავლობაში მინიმუმ 12 დღის განმავლობაში.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პროგესტერონის მეტაბოლიზმის გაძლიერება და პრეპარატის ეფექტის ცვლილება.

ასე ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები, როგორიცაა ბარბიტურატები, ანტიეპილეფსიური პრეპარატები (ფენიტოინი), რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, სპირონოლაქტონი და გრიზოფულვინი (ეს პრეპარატები იწვევენ ღვიძლის დონეზე მეტაბოლიზმის გაძლიერებას)
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ამპიცილინები, ტეტრაციკლინები) იწვევს ნაწლავის მიკროფლორას ცვლილებებს, რის შედეგადაც იცვლება ენტეროჰეპატური სტეროიდული ციკლი.

პროგესტოგენებმა შეიძლება გამოიწვიონ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატების საჭიროების გაზრდა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

პროგესტერონის ბიოშეღწევადობა შეიძლება შემცირდეს მწეველ და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მქონე პაციენტებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრაჟესტანის გამოყენება არ არის უკუნაჩვენები ორსულობის დროს, მათ შორის პირველ კვირებში.

პროგესტერონის შეღწევა დედის რძეში საკმარისად არ არის შესწავლილი და ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული.

პრეპარატის ზეგავლენის თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მექანიზმებთან მომუშავე პირები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ამ პრეპარატის პერორალურად მიღებასთან დაკავშირებული ძილიანობის და/ან თავბრუსხვევის რისკის შესახებ. კაფსულების ძილის წინ მიღებამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ეს ეფექტები.

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და სხვა პოტენციურად სახიფათო აქტივობებში ჩართვისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

გამოყენების რეკომენდაციები

ჭარბი დოზა

სიმპტომები: გვერდითი მოვლენების ზრდა მიუთითებს დოზის გადაჭარბებაზე.

ისინი სპონტანურად ქრება პრეპარატის დოზის შემცირებისას.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ არასტაბილური ენდოგენური სეკრეცია, პროგესტერონის ჩვეულებრივი დოზა შეიძლება იყოს ჭარბი და გამოიწვიოს პრეპარატის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა ან თანმხლები ესტრადიოლიემიის ძალიან დაბალი დონე.

მკურნალობა: დოზის შემცირება ან პროგესტერონის მიღება საღამოს, ძილის წინ, ათი დღის განმავლობაში. ძილიანობის ან გარდამავალი თავბრუსხვევის შემთხვევაში, აუცილებელია მკურნალობის დაწყების გადადება ციკლის უფრო გვიანდელ თარიღამდე (მაგალითად, მე-19 დღეს მე-17-ის ნაცვლად). ციკლის შემოკლების ან ლაქოვანი გამონადენის შემთხვევაში, აუცილებელია შემოწმდეს, არის თუ არა ესტრადიოლემია საკმარისი პრემენოპაუზის დროს და მენოპაუზის დროს ჰორმონოთერაპიის დროს.

პრეპარატის ერთი ან რამოდენიმე დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისაღები ზომები

არ არის აღწერილი.

აბსტინენციის სიმპტომების რისკის მითითება

არ არის აღწერილი.

რეკომენდაციები ჯანდაცვის პროფესიონალისგან რჩევის მისაღებად წამლის გამოყენების გარკვევის მიზნით

პრეპარატის გამოყენების მეთოდთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის სტანდარტული გამოყენებისას განვითარებული გვერდითი რეაქციების აღწერა და ამ შემთხვევაში გასატარებელი ზომები

პერორალური მიღებისას აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი >1/100; <1/10:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები
  • ამენორეა
  • მენსტრუაციათაშორისი სისხლდენები
  • თავის ტკივილები

არახშირად >l/1000; <1/100:

  • მასტოდინია
  • ძილიანობა
  • თავბრუსხვევის ხანმოკლე შეგრძნება
  • ღებინება
  • დიარეა
  • ყაბზობა
  • ქოლესტაზური სიყვითლე
  • ქავილი
  • აკნე

იშვიათად >l/10000; <1/1000:

  • გულისრევა

ძალიან იშვიათად <1/10000:

  • დეპრესია
  • ჭინჭრის ციება
  • ქლოაზმა

ვაგინალური გამოყენებისას:

ადგილობრივი გაღიზიანების შესაძლებლობის მიუხედავად (სოიოს ლეციტინი), სხვადასხვა კლინიკურ კვლევაში არ დაფიქსირებულა ადგილობრივი აუტანლობა (წვა, ქავილი ან ცხიმიანი გამონადენი).

წამლის გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის პროფესიონალს, ფარმაცევტს ან პირდაპირ დაუკავშირდით წამლის გვერდითი რეაქციების (მოქმედების) ინფორმაციის მონაცემთა ბაზას, წამლის არაეფექტურობის შეტყობინებების ჩათვლით

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტი, ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

http://www.ndda.kz

დამატებითი ცნობები

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება - პროგესტერონი 100 მგ ან 200 მგ,

დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი, სოიოს ლეციტინი

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი 99%, ტიტანის დიოქსიდი (E171)

გარეგნული იერსახის, სუნის, გემოს აღწერა

კვერცხის ფორმის, თითქმის თეთრი ფერის რბილი ჟელატინის კაფსულები.

კაფსულების შიგთავსი - თითქმის თეთრი ფერის სქელი სუსპენზია.

შენახვის პირობები

3 წელი (100 მგ-იანი დოზირებისათვის)

2 წელი (200 მგ-იანი დოზირებისათვის)

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.!

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებელზე

Laboratorios Leon Farma S.A.

ნავატექერის ინდუსტრიული პარკი, ს/ლა ვალლინა24008, ვილლაკუილამბრე, ესპანეთი

ტელ/ფაქსი: +34 98787 80 00; +34 987 27 85 24

ელ.ფოსტა: [email protected]

ფარმაკოლოგიური თვისებები

შარდსასქესო სისტემა და სასქესო ჰორმონები. სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. პროგესტოგენები. პრეგნენის წარმოებულები. პროგესტერონი.

ათქ კოდი G03DA04

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება

პრაჟესტანი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

პროგესტერონი

წამლის ფორმა, დოზა

კაფსულები 100 მგ, 200 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

შარდსასქესო სისტემა და სასქესო ჰორმონები. სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. პროგესტოგენები. პრეგნენის წარმოებულები. პროგესტერონი.

ათქ კოდი G03DA04

გამოყენების ჩვენებები

პროგესტერონ- დეფიციტური მდგომარეობები.

პერორალური მიღების გზა

გინეკოლოგიური:

პროგესტერონის დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევები:

  • პრემენსტრუალური სინდრომი
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები დისოვულაციით ან ანოვულაციით
  • კეთილთვისებიანი მასტოპათიები
  • პრემენოპაუზა
  • მენოპაუზის თერაპია (ესტროგენოთერაპიასთან ერთად)
  • უნაყოფობა ლუთეალური უკმარისობის გამო.

სამეანო:

  • სპონტანური აბორტის საფრთხე ან ჩვეული აბორტების პრევენცია დადგენილი ლუტეალური უკმარისობის გამო
  • ნაადრევი მშობიარობის საფრთხე

ვაგინალური შეყვანა

  • ჰიპოფერტილობა, პირველადი ან მეორადი უნაყოფობა, რომელიც დაკავშირებულია ნაწილობრივ ან სრულ ლუთეინურ უკმარისობასთან (დისოვულაცია, ლუთეინური ფაზის მხარდაჭერა ინ ვიტრო განაყოფიერების დროს, კვერცხუჯრედის დონაცია)
  • ნაადრევი აბორტის საფრთხე ან ლუთეინური უკმარისობის გამო ჩვეული აბორტების პრევენცია; ნაადრევი მშობიარობის პრევენცია რისკის ჯგუფში მყოფ ქალებში, რომლებსაც აქვთ მოკლე საშვილოსნოს ყელი ≤25 მმ, ორსულობის 16-დან 24 კვირამდე პერიოდში გაზომვისას (ამენორეის 18 და 26 კვირა).

გამოყენებამდე საჭირო ინფორმაციის ჩამონათვალი

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე კომპონენტების მიმართ
  • თრომბოზისადმი მიდრეკილება, ფლებიტის მწვავე ფორმები ან თრომბოემბოლიური დაავადებები
  • ინტრაკრანიალური სისხლდენა ან ამ მდგომარეობის/დაავადებების ისტორია
  • გაურკვეველი გენეზის სისხლდენა სასქესო გზებიდან
  • არასრული აბორტი
  • პორფირია
  • სარძევე ჯირკვლების და სასქესო ორგანოების დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები
  • ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები
  • ლაქტაციის პერიოდი
  • 18 წლამდე ბავშვთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის)

საჭირო სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

გამოიყენება სიფრთხილით შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ბრონქული ასთმა
  • ეპილეფსია
  • შაკიკი
  • დეპრესია
  • ჰიპერლიპოპროტეინემია

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მენოპაუზის დროს ესტროგენებით ჰორმონალური თერაპიის გამოყენებისას, პროგესტერონი უნდა დაინიშნოს ციკლის განმავლობაში მინიმუმ 12 დღის განმავლობაში.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პროგესტერონის მეტაბოლიზმის გაძლიერება და პრეპარატის ეფექტის ცვლილება.

ასე ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები, როგორიცაა ბარბიტურატები, ანტიეპილეფსიური პრეპარატები (ფენიტოინი), რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, სპირონოლაქტონი და გრიზოფულვინი (ეს პრეპარატები იწვევენ ღვიძლის დონეზე მეტაბოლიზმის გაძლიერებას)
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი (ამპიცილინები, ტეტრაციკლინები) იწვევს ნაწლავის მიკროფლორას ცვლილებებს, რის შედეგადაც იცვლება ენტეროჰეპატური სტეროიდული ციკლი.

პროგესტოგენებმა შეიძლება გამოიწვიონ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატების საჭიროების გაზრდა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

პროგესტერონის ბიოშეღწევადობა შეიძლება შემცირდეს მწეველ და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მქონე პაციენტებში.

სპეციალური გაფრთხილებები

პრაჟესტანი არ წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას.

მკურნალობა უნდა ჩატარდეს არსებული რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ მკურნალობის კურსი მენსტრუალური ციკლის ადრეულ ეტაპზე დაიწყება, განსაკუთრებით ციკლის მე-15 დღემდე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ციკლის შემოკლებას ან განვითარდეს სისხლდენა.

საშვილოსნოდან სისხლდენის შემთხვევაში, პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს მიზეზის დადგენამდე (მაგალითად, საშვილოსნოს ღრუს გამოკვლევა).

თრომბოემბოლიური და მეტაბოლური რისკების გამო, რომელთა სრულად გამორიცხვა შეუძლებელია, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ადგილი აქვს:

  • მხედველობის დარღვევებს (მაგალითად, მხედველობის დაკარგვა, გაორებული ხედვა, ბადურას სისხლძარღვთა დაზიანება)
  • თრომბოემბოლიურ ვენურ ან თრომბოზულ გართულებებს (მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად)
  • ძლიერ თავის ტკივილებს.

თუ პაციენტს ანამნეზში აქვს თრომბოფლებიტური დაავადება, ის უნდა იმყოფებოდეს მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ მკურნალობის დროს გამოვლინდა ამენორეა, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ადგილი არ აქვს ორსულობას.

ადრეული სპონტანური აბორტების 50%-ზე მეტი გენეტიკური გართულებებით არის გამოწვეული.

ექიმის რეკომენდაციით პროგესტერონის დანიშვნა ნაჩვენებია ყვითელი სხეულის არასაკმარისი სეკრეციის შემთხვევაში.

პრაჟესტანი შეიცავს სოიოს ლეციტინს და შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება და ანაფილაქსიური შოკი).

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში

პრაჟესტანის გამოყენება არ არის უკუნაჩვენები ორსულობის დროს, მათ შორის პირველ კვირებში.

პროგესტერონის შეღწევა დედის რძეში საკმარისად არ არის შესწავლილი და ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული.

პრეპარატის ზეგავლენის თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მექანიზმებთან მომუშავე პირები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ამ პრეპარატის პერორალურად მიღებასთან დაკავშირებული ძილიანობის და/ან თავბრუსხვევის რისკის შესახებ. კაფსულების ძილის წინ მიღებამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ეს ეფექტები.

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და სხვა პოტენციურად სახიფათო აქტივობებში ჩართვისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

გამოყენების რეკომენდაციები

დოზირების რეჟიმი

პერორალური შეყვანა

საშუალო დოზაა 200-300 მგ პროგესტერონი დღეში, დაყოფილი 1 ან 2 დოზად, ანუ 200 მგ საღამოს ძილის წინ და 100 მგ დილით, საჭიროების შემთხვევაში.

ვაგინალური შეყვანა

საშუალო დოზაა 200 მგ პროგესტერონი დღეში (ანუ 1 კაფსულა 200 მგ ან ორი კაფსულა 100 მგ, გაყოფილი 2 დოზად). დოზის გაზრდა შესაძლებელია პაციენტის რეაქციის მიხედვით.

შეყვანის მეთოდი და გზა

პერორაური და ვაგინალური

გამოყენების სიხშირე მიღების დროის მითითებით

მიღება ხდება დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება დამოკიდებულია გამოყენების კონკრეტულ ჩვენებაზე.

პერორალური მიღების გზა

ლუთეინური უკმარისობის შემთხვევაში (მენსტრუაციისწინა სინდრომი, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, პრემენოპაუზა, კეთილთვისებიანი მასტოპათია): მკურნალობა უნდა ჩატარდეს ციკლის 10 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ, მე-17-დან 26-ე დღის ჩათვლით.

მენოპაუზის თერაპიისთვის: ვინაიდან მხოლოდ ესტროგენით თერაპია არ არის რეკომენდებული, პროგესტერონი ემატება თითოეული თერაპიული კურსის ბოლო ორ კვირაში, რასაც მოჰყვება ნებისმიერი ჩანაცვლებითი თერაპიის შეწყვეტა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, რომლის დროსაც შეიძლება განვითარდეს აბსტინენციური სისხლდენა.

ნაადრევი მშობიარობის საფრთხის შემთხვევაში: 400 მგ პროგესტერონი ყოველ 6-8 საათში, მწვავე ფაზაში მიღებული კლინიკური შედეგების მიხედვით, შემდეგ შემანარჩუნებელი დოზით (მაგ., 200 მგ დღეში 3-ჯერ) ორსულობის 36-ე კვირამდე.

ვაგინალური შეყვანის გზა

ნაწილობრივი ლუთეინური უკმარისობის (დისოვულაცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევები) შემთხვევაში: მკურნალობა უნდა ჩატარდეს ციკლის 10 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ, მე-17 დღიდან 26-ე დღემდე, დღეში 200 მგ პროგესტერონის დოზით.

უნაყოფობის შემთხვევაში ლუთეინური ფაზის სრული დეფიციტით (კვერცხუჯრედის დონაცია): პროგესტერონის დოზაა 100 მგ პროგესტერონი გადატანის ციკლის მე-13 და მე-14 დღეს, შემდეგ 100 მგ პროგესტერონი დილით და საღამოს ციკლის მე-15 დღიდან 25-ე დღემდე. ორსულობის ადრეულ სტადიაზე, 26-ე დღიდან დაწყებული, დოზა იზრდება 100 მგ პროგესტერონიდან დღეში მაქსიმუმ 600 მგ პროგესტერონამდე დღეში, გაყოფილი სამ დოზად. ეს დოზა უნდა შენარჩუნდეს მე-60 დღემდე.

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ლუთეინური ფაზის მხარდასაჭერად, მკურნალობა უნდა დაიწყოს გადატანის დღის საღამოს, 600 მგ პროგესტერონის დოზით, განაწილებული სამ დოზად - დილით, შუადღეს და საღამოს.

ლუთეინური უკმარისობით გამოწვეული აბორტის საფრთხის ან ჩვეული აბორტის პრევენციის შემთხვევაში, ორსულობის მე-12 კვირამდე საშუალო დოზაა 200-400 მგ პროგესტერონი, გაყოფილი დღეში ორ დოზად. კაფსულა უნდა შეიყვანოთ ღრმად საშოში.

მოკლე საშვილოსნოს ყელის მქონე ქალებში ნაადრევი მშობიარობის პრევენციის მიზნით, დოზა შეადგენს 200 მგ დღეში საღამოს, ძილის წინ, ორსულობის მე-20-დან 34-ე კვირამდე.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მისაღები ზომები

სიმპტომები: გვერდითი მოვლენების ზრდა მიუთითებს დოზის გადაჭარბებაზე.

ისინი სპონტანურად ქრება პრეპარატის დოზის შემცირებისას.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ არასტაბილური ენდოგენური სეკრეცია, პროგესტერონის ჩვეულებრივი დოზა შეიძლება იყოს ჭარბი და გამოიწვიოს პრეპარატის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა ან თანმხლები ესტრადიოლიემიის ძალიან დაბალი დონე.

მკურნალობა: დოზის შემცირება ან პროგესტერონის მიღება საღამოს, ძილის წინ, ათი დღის განმავლობაში. ძილიანობის ან გარდამავალი თავბრუსხვევის შემთხვევაში, აუცილებელია მკურნალობის დაწყების გადადება ციკლის უფრო გვიანდელ თარიღამდე (მაგალითად, მე-19 დღეს მე-17-ის ნაცვლად). ციკლის შემოკლების ან ლაქოვანი გამონადენის შემთხვევაში, აუცილებელია შემოწმდეს, არის თუ არა ესტრადიოლემია საკმარისი პრემენოპაუზის დროს და მენოპაუზის დროს ჰორმონოთერაპიის დროს.

პრეპარატის ერთი ან რამოდენიმე დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისაღები ზომები

არ არის აღწერილი.

აბსტინენციის სიმპტომების რისკის მითითება

არ არის აღწერილი.

რეკომენდაციები ჯანდაცვის პროფესიონალისგან რჩევის მისაღებად წამლის გამოყენების გარკვევის მიზნით

პრეპარატის გამოყენების მეთოდთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის სტანდარტული გამოყენებისას განვითარებული გვერდითი რეაქციების აღწერა და ამ შემთხვევაში გასატარებელი ზომები

პერორალური მიღებისას აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირი >1/100; <1/10:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები
  • ამენორეა
  • მენსტრუაციათაშორისი სისხლდენები
  • თავის ტკივილები

არახშირად >l/1000; <1/100:

  • მასტოდინია
  • ძილიანობა
  • თავბრუსხვევის ხანმოკლე შეგრძნება
  • ღებინება
  • დიარეა
  • ყაბზობა
  • ქოლესტაზური სიყვითლე
  • ქავილი
  • აკნე

იშვიათად >l/10000; <1/1000:

  • გულისრევა

ძალიან იშვიათად <1/10000:

  • დეპრესია
  • ჭინჭრის ციება
  • ქლოაზმა

ვაგინალური გამოყენებისას:

ადგილობრივი გაღიზიანების შესაძლებლობის მიუხედავად (სოიოს ლეციტინი), სხვადასხვა კლინიკურ კვლევაში არ დაფიქსირებულა ადგილობრივი აუტანლობა (წვა, ქავილი ან ცხიმიანი გამონადენი).

წამლის გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ჯანდაცვის პროფესიონალს, ფარმაცევტს ან პირდაპირ დაუკავშირდით წამლის გვერდითი რეაქციების (მოქმედების) ინფორმაციის მონაცემთა ბაზას, წამლის არაეფექტურობის შეტყობინებების ჩათვლით

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტი, ეკონომიკური მართვის უფლების მქონე რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

http://www.ndda.kz

დამატებითი ცნობები

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება - პროგესტერონი 100 მგ ან 200 მგ,

დამხმარე ნივთიერებები: არაქისის ზეთი, სოიოს ლეციტინი

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი 99%, ტიტანის დიოქსიდი (E171)

გარეგნული იერსახის, სუნის, გემოს აღწერა

კვერცხის ფორმის, თითქმის თეთრი ფერის რბილი ჟელატინის კაფსულები.

კაფსულების შიგთავსი - თითქმის თეთრი ფერის სქელი სუსპენზია.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

15 კაფსულა ალუმინის ფოლგისა და PVC-PE-PVDC აპკისგან დამზადებულ ბლისტერულ შეფუთვაში.

2 ბლისტერული შეფუთვა ყაზახურ და რუსულ ენებზე სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა

3 წელი (100 მგ-იანი დოზირებისათვის)

2 წელი (200 მგ-იანი დოზირებისათვის)

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.!

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინფორმაცია მწარმოებელზე

Laboratorios Leon Farma S.A.

ნავატექერის ინდუსტრიული პარკი, ს/ლა ვალლინა24008, ვილლაკუილამბრე, ესპანეთი

ტელ/ფაქსი: +34 98787 80 00; +34 987 27 85 24

ელ.ფოსტა: [email protected]

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

VELOCITY DISTRIBUTION PTE, LTD, სინგაპური

ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელიც იღებს პრეტენზიებს (წინადადებებს) მედიკამენტების ხარისხზე მომხმარებლებისგან.

«BB Farm» ТОО

ყაზახეთის რესპუბლიკა,

ქ.ალმატა, აქსაი-4 მიკრორაიონი, 118ა, მე-6 სართული

ტელ.: +7 727 364 50 45, +7 771 709 09 00

ელ/ფოსტა: [email protected]

ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელიც პასუხისმგებელია სამკურნალო პროდუქტის უსაფრთხოების შემდგომი რეგისტრაციის მონიტორინგზე

«Adalan» ТОО,

ყაზახეთის რესპუბლიკა,

ქ.ალმატა, ტიმირიაზევას ქ. 42, ოფისი 202

ტელ.: +7 727 269 54 59

ელ. ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა