ვასკლორი
VASCLOR®
ლუთეინური ფაზის უკმარისობით განპირობებული უნაყოფობის მკურნალობა. გამოიყენება ინ-ვიტრო განაყოფიერების დროს, როდესაც უნაყოფობა ძირითადად ლუთეინური ფაზის უკმარისობით არის განპირობებული.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პროგესტანი (progesterone)
- ფორმა და შეფუთვა
- 8% 22,5გ ვაგინალური გელი ალუმინის ტუბი №1 + აპლიკატორი №15
- მწარმოებელი
- HELP S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, პრეგნენის (4) წარმოებულები
- ATC კოდი
- G03DA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036641
- რეგისტრირებულია
- 19 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 19 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- VERISFIELD S.M.S.A (საბერძნეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი-ი-ეს-ეი ფარმაცევტიკალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვასკლორი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლუთეინური ფაზის უკმარისობით განპირობებული უნაყოფობის მკურნალობა.
გამოიყენება ინ-ვიტრო განაყოფიერების დროს, როდესაც უნაყოფობა ძირითადად ლუთეინური ფაზის უკმარისობით არის განპირობებული.
მიღების წესი და დოზირება
ინტრავაგინალური გამოყენებისთვის.
ვასკლორის 8%–იანი გელის ერთჯერადად ინტრავაგინალურად შეყვანა ხდება ყოველ მეორე დღეს, პაციენტის მკურნალობაზე პასუხის მიხედვით და საჭიროებისამებრ, ციკლის ბოლო 12 დღის გამავლობაში.
როდესაც ჩატარდა ინ-ვიტრო განაყოფიერება, ვასკლორის 8%–იანი გელი გამოიყენება ყოველდღიურად 30 დღის განმავლობაში, თუ ლაბორატორიული ტესტებით ორსულობა დადასტურებულია.
პედიატრიული პოპულაცია
არ გამოიყენება ბავშვებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
არ გამოიყენება ხანდაზმულებში.
გამოყენების წესი
ვასკლორი შეყავთ საშოში უშუალოდ აპლიკატორის მეშვეობით.
მოხსენით ტუბს თავსახური და გახვრიტეთ ტუბის ლუქი თავსახურის საპირისპირო მხარის დახმარებით.
მიახრახნეთ აპლიკატორი ტუბს და გადააბრუნეთ უკუღმა, დააჭირეთ დგუშს, რომ მან იმოძრაოს წინააღმდეგობამდე.
ტუბზე ზეწოლით აავსეთ აპლიკატორი გელით.
მოხსენით აპლიკატორი ტუბს და შეიყვანეთ ღრმათ საშოში; ამ დროს უნდა იმყოფებოდეთ მჯდომარე ან ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში მუხლებში ბოლომდე მოხრილი ფეხებით.
დგუშზე დაჭერით აპლიკატორის შიგთავსი მთლიანად შეიყვანეთ საშოში. გამოიღეთ აპლიკატორი საშოდან და გადააგდეთ იგი.
ვასკლორი მთლიანად გადანაწილდება საშოს ლორწოვანზე და უზრუნველყოფს პროგესტერონის ხანგრძლივ გამოყოფას.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც მითითებულია პუნქტში 6.1.
დაუდგენელი ეთიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა.
პროგესტერონთან ასოცირებული ავთვისებიანი სიმსივნე, არსებული ან საეჭვო.
პორფირია.
თრომბოფლებიტი ან თრომბოემბოლური მდგომარეობა, ცერაბრალური აპოპლექსია, არსებული ან გადატანილი.
არშემდგარი აბორტი.
არტერიული ჰიპერტენზია.
როგორც შესაძლო ორსულობის დიაგნოსტიკური ტესტი.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტის სამედიცინო გამოკვლევა მოიცავს სარძევე ჯირკვლების და მენჯის ორგანოების გულდასმით შემოწმებას, ასევე პაპანიკოლაუს ნაცხის აღებას.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
უეცარი ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში, ისევე როგორც არარეგულარული ვაგინალური სისხლდენის ყველა შემთხვევაში, გასათვალისწინებელია არაფუნქციონალური მიზეზები. დაუდგენელი ეთიოლოგიის ვაგინალური სისხლდენის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული ადექვატური დიაგნოსტიკური ზომები.
ვასკლორი არ არის ნაჩვენები აბორტის საშიშროების დროს. არშემდგარი აბორტის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ექიმი ყურადღებით უნდა იყოს თრომბოზული დარღვევების ადრეულ გამოვლინებებთან მიმართებაში (თრომბოფლებიტი, ცერებროვასკულარული დარღვევები, ფილტვის ემბოლია და ბადურას თრომბოზი). რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობების სიმპტომების გამოვლენისთანავე ან ამ მდგომარეობებზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პაციენტები, რომლებსაც აქვთ თრომბოზული დარღვევების რისკ-ფაქტორები, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ თრომბოემბოლიის რისკი დაკავშირებულია ესტროგენებთან, თრომბოემბოლიის კავშირი პროგესტინებთან კვლავ საეჭვოა. შესაბამისად, ქალებში, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიური მოვლენების საყოველთაოდ აღიარებული რისკ-ფაქტორები, როგორიცაა პირადი ან ოჯახური ანამნეზი, ვასკლორით მკურნალობამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს თრომბოემბოლიის რისკი. ამ ქალებში ვასკლორის მიღების სარგებელი უნდა შეფასდეს შესაძლო რისკებთან მიმართებაში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ორსულობა თავისთავად შეიცავს თრომბოემბოლიური მოვლენების გაზრდილ რისკს.
ვინაიდან პროგესტოგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის გარკვეული ხარისხით შეკავება, პირობები, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს ამ ფაქტორმა (მაგალითად, ეპილეფსია, შაკიკი, ასთმა, გულის ან თირკმლის დისფუნქცია) საჭიროებს მკაცრ სამედიცინო დაკვირვებას.
აუცილებელია ანამნეზში დეპრესიის მქონე პაციენტების მონიტორინგი. დეპრესიის სიმპტომების სერიოზული ხარისხით რეციდივის შემთხვევაში, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება დაფიქსირდა პაციენტთა მცირე რაოდენობაში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენ-პროგესტინის კომბინირებულ პრეპარატებს. ამ დაქვეითების მექანიზმი უცნობია. აღნიშნული მიზეზის გამო, პროგესტერონით მკურნალობისას დიაბეტით დაავადებული პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
პროგესტერონით თერაპიამ შესაძლოა შენიღბოს მენოპაუზის დაწყება.
დამხმარე ნივთიერებამ - სორბინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი) ან საშოს გაღიზიანება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის რეკომენდებული ვასკლორის გამოყენება სხვა ვაგინალურ პრეპარატებთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მტკიცებულება ორალურ პროგესტოგენებსა და CYP3A4 ინდუქტორებს შორის ურთიერთქმედების შესახებ, რაც იწვევს შრატში პროგესტოგენის დონის დაქვეითებას, არ არის მოსალოდნელი პროგესტერონის დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა ვასკლორის ვაგინალური გელის ერთდროული მიღებისას CYP3A ინდუქტორებთან ერთად.
ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლის ბიოქიმიური ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე, კოაგულაციის მე–VII, მე–VIII, მე–IX, მე–X ფაქტორებზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასა და მეტირაპონის ტესტზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ყვითელი სხეულის უკმარისობის შემთხვევაში ვასკლორის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პირველ თვეში.
ძუძუთი კვება
პრეპარატი არ გამოიყენოთ ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მძღოლები და მექანიზმებთან მომუშავე ადამიანები უნდა იყვენენ ინფორმირებულნი ძილიანობის რისკის შესახებ.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებული იყო გამოვლენის სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად
(≥1/10)
ხშირად
(≥ 1/100-დან < 1/10-მდე)
არახშირად
(≥ 1/1000-დან < 1/100)
იშვიათად
(≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე)
ძალიან იშვიათად
(<1/10,000)
ვასკლორი ძირითადად კარგად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში თერაპიის დროს დაფიქსირდა ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა შეიძლება არ განსხვავებოდეს ორსულობის ადრეულ პერიოდში გავრცელებული სიმპტომებისგან.
ხშირად
თავის ტკივილი, ძირილანობა, მუცლის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, შეყვანის ადგილას ქავილი ან წვის შეგრძნება
პოსტრეგისტრაციული დაკვირვებები
დამატებით იყო შეტყობინებები მენსტრუაციებს შორის სისხლდენის (გამონადენი), ვაგინალური გაღიზიანების, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, როგორც წესი კანზე გამონაყარის სახით, და შეყვანის ადგილას სხვა მსუბუქი რეაქციების შესახებ.
აღინიშნა ჭინჭრის ციების და ქავილის იშვიათი შემთხვევები.
პოსტ–რეგისტრაციულ პერიოდში გამოვლენილი არასასურველი რეაქციების სიხშირე არ იყო შეფასებული რაოდენობრივად, მაგრამ, სავარაუდოდ, იყო იშვიათი ან ძალიან იშვიათი.
გარდა ამისა, შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა უცნობი სიხშირით:
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, გემოს დარღვევა, სხეულის წონის მატება ან შემცირება, ორგანიზმში სითხის შეკავება, შეშუპება, პიგმენტაცია, მელაზმა, აკნე, თმის ცვენა, ჰიპერტრიქოზი, გინეკომასტია, სექსუალური აქტივობის დარღვევა, დეპრესია, გაუარესება, უძილობა, პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომები, მენსტრუაციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, იშვიათად სიყვითლე, სისხლში ლიპიდების დონის მომატება. მდედრობითი სქესის ნაყოფის მასკულინიზაცია და მამრობითი სქესის ნაყოფის ჰიპოსპადია, განსაკუთრებით ნორ-ტესტოსტერონის წარმოებულებით გამოწვეული. თრომბოემბოლიური ეპიზოდები (თრომბოზი, თრომბოემბოლია, ინსულტი, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება), განსაკუთრებით ესტროგენებთან ერთად მიღებისას.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ ხდებოდეს შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგი. ჯანდაცვის პერსონალს სთხოვენ განახორციელონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის თაობაზე შეტყობინება ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
არ განიხილება.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
პროგესტერონი 90 მგ/დოზა 8.0% წ/წ
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: შეიცავს სორბინის მჟავას 0.08% წ/წ (0.9 მგ/1.125 გ დოზა).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
36 თვე.
- 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ 25°C ნაკლებ ტემპერატურაზე.
- 5 კონტეინერის ტიპი და შემცველობა
ვასკლორი 8% პროგესტერონის ვაგინალური გელი წარმოდგენილია მუყაოს კოლოფში შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 22.5 გ პროგესტერონის გელის შემცველი ერთი ტუბი, 15 ვაგინალური აპლიკატორი და პაციენტის საინფორმაციო ფურცელი.
ტუბი წარმოადგენს ეპოქსიდური საფარის მქონე ალუმინის მილს, რომელიც დაფარულია მემბრანით, ლატექსის ლუქით და პოლიპროპილენის თავსახურით.
აპლიკატორები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ინტრავაგინალური გამოყენებისთვის, არის გაუმჭვირვალე თეთრი ფერის, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული და განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.
- 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები მოხმარებისას და ნარჩენი მასალების განადგურებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან ნარჩენი მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სქესობრივი ჰორმონები.
ათქ–კოდი: G03DA04
პროგესტოგენები ლიპოფილური ნივთიერებებია, რომლებიც თავისუფლად აღწევენ უჯრედებში, სადაც ისინი უკავშირდებიან პროგესტერონის რეცეპტორებს. პროგესტერონის რეცეპტორები გამოხატულია ქალის სასქესო ორგანოებზე, სარძევე ჯირკვალზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და ჰიპოფიზში. შეკავშირებული რეცეპტორი რეაგირებს პროგესტერონის რეაქციის ფაქტორებთან და არეგულირებს მათ გამოყოფას. პროგესტოგენები ხელს უწყობენ დიფერენცირებას და აფერხებენ ესტროგენის ეფექტებს უჯრედების გამრავლების სტიმულირებაზე. ისინი ჰიპერპლაზიურ ენდომეტრიუმს სეკრეტორულ ენდომეტრიუმად გარდაქმნიან. აფერხებენ გონადოტროპინების გამომუშავებას. ნორ-ტესტოსტერონის წარმოებულები ავლენენ უფრო ძლიერ ანაბოლურ და ანდროგენულ ეფექტებს. ისინი ასტიმულირებენ სარძევე ჯირკვლების ზრდას, უფრო მკვრივს ხდიან საშვილოსნოს ყელის ლორწოს და ზრდიან სხეულის ტემპერატურას.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პროგესტერონის ვაგინალური გელი ეფუძნება პოლიკარბოფილების მიწოდების სისტემას, რომელიც მიმაგრებულია საშოს ლორწოვან გარსზე და უზრუნველყოფს პროგესტერონის გახანგრძლივებულად გამოყოფას მინიმუმ სამი დღის განმავლობაში.
პროგესტერონის ბიოშეღწევადობა ვაგინალური გამოყენების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე პერორალური მიღების შემდეგ, ვინაიდან ვაგინალური გამოყენების დროს თავიდან არის აცილებული ღვიძლიში პირველი გავლის ეფექტი. პროგესტერონის 8%-იანი გელის ერთჯერადი გამოყენებისას მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მყოფ 18 ჯანმრთელ ქალში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენებს, მრუდის ქვეშ საშუალო ფართობი (AUC) იყო 157.8 ნგ-სთ/მლ. სისხლის შრატში პროგესტერონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) იყო 0 ნგ/მლ გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ და 8,15 ნგ/მლ 8 საათის შემდეგ. პროგესტერონის 8%-იანი გელის ყოველდღიური გამოყენების შემდეგ ზედიზედ 12 დღის განმავლობაში ან 6 დოზის ყოველ მეორე დღეს გამოყენების შემდეგ 60 ქალში, შრატში პროგესტერონის კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობა წონასწორულ მდგომარეობაში იყო 8.5 ნგ/მლ ყოველდღიური გამოყენებისას, ხოლო შესაბამისი მნიშვნელობა ყოველ მეორე დღეს გამოყენების დროს იყო 5.7 ნგ/მლ. ნახევრადგამოყოფის საშუალო პერიოდი მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ იყო 25-50 საათი. ენდომეტრიუმის ქსოვილებში პროგესტერონის დონე დაახლოებით იგივე იყო, რაც სისხლის შრატში.
პროგესტერონი მეტაბოლიზდება ღვიძლში. შარდში აღმოჩენილი პროგესტერონის მთავარი მეტაბოლიტი არის 5β-პრეგნან-3α,20α-დიოლ გლუკურონიდი. 5β-პრეგნენოლონი და 5α-პრეგნენოლონი სისხლის შრატის მეტაბოლიტებია. პროგესტერონი ძირითადად გამოიყოფა შარდით და ნაკლები რაოდენობით - ნაღველთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პრეპარატის ზოგადი დახასიათება
ვასკლორი
პროგესტერონი, ვაგინალური გელი 8% წ/წ
- სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ვასკლორი, 8% პროგესტერონი, ვაგინალური გელი
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
პროგესტერონი 90 მგ/დოზა 8.0% წ/წ
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: შეიცავს სორბინის მჟავას 0.08% წ/წ (0.9 მგ/1.125 გ დოზა).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა
ვაგინალური გელი.
- კლინიკური მონაცემები
- 1. თერაპიული ჩვენებები
ლუთეინური ფაზის უკმარისობით განპირობებული უნაყოფობის მკურნალობა.
გამოიყენება ინ-ვიტრო განაყოფიერების დროს, როდესაც უნაყოფობა ძირითადად ლუთეინური ფაზის უკმარისობით არის განპირობებული.
- 2. დოზირება და მიღების წესი
დოზირება
ინტრავაგინალური გამოყენებისთვის.
ვასკლორის 8%–იანი გელის ერთჯერადად ინტრავაგინალურად შეყვანა ხდება ყოველ მეორე დღეს, პაციენტის მკურნალობაზე პასუხის მიხედვით და საჭიროებისამებრ, ციკლის ბოლო 12 დღის გამავლობაში.
როდესაც ჩატარდა ინ-ვიტრო განაყოფიერება, ვასკლორის 8%–იანი გელი გამოიყენება ყოველდღიურად 30 დღის განმავლობაში, თუ ლაბორატორიული ტესტებით ორსულობა დადასტურებულია.
პედიატრიული პოპულაცია
არ გამოიყენება ბავშვებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
არ გამოიყენება ხანდაზმულებში.
გამოყენების წესი
ვასკლორი შეყავთ საშოში უშუალოდ აპლიკატორის მეშვეობით.
მოხსენით ტუბს თავსახური და გახვრიტეთ ტუბის ლუქი თავსახურის საპირისპირო მხარის დახმარებით.
მიახრახნეთ აპლიკატორი ტუბს და გადააბრუნეთ უკუღმა, დააჭირეთ დგუშს, რომ მან იმოძრაოს წინააღმდეგობამდე.
ტუბზე ზეწოლით აავსეთ აპლიკატორი გელით.
მოხსენით აპლიკატორი ტუბს და შეიყვანეთ ღრმათ საშოში; ამ დროს უნდა იმყოფებოდეთ მჯდომარე ან ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში მუხლებში ბოლომდე მოხრილი ფეხებით.
დგუშზე დაჭერით აპლიკატორის შიგთავსი მთლიანად შეიყვანეთ საშოში. გამოიღეთ აპლიკატორი საშოდან და გადააგდეთ იგი.
ვასკლორი მთლიანად გადანაწილდება საშოს ლორწოვანზე და უზრუნველყოფს პროგესტერონის ხანგრძლივ გამოყოფას.
- 3. უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რაც მითითებულია პუნქტში 6.1.
დაუდგენელი ეთიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა.
პროგესტერონთან ასოცირებული ავთვისებიანი სიმსივნე, არსებული ან საეჭვო.
პორფირია.
თრომბოფლებიტი ან თრომბოემბოლური მდგომარეობა, ცერაბრალური აპოპლექსია, არსებული ან გადატანილი.
არშემდგარი აბორტი.
არტერიული ჰიპერტენზია.
როგორც შესაძლო ორსულობის დიაგნოსტიკური ტესტი.
- 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტის სამედიცინო გამოკვლევა მოიცავს სარძევე ჯირკვლების და მენჯის ორგანოების გულდასმით შემოწმებას, ასევე პაპანიკოლაუს ნაცხის აღებას.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
უეცარი ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში, ისევე როგორც არარეგულარული ვაგინალური სისხლდენის ყველა შემთხვევაში, გასათვალისწინებელია არაფუნქციონალური მიზეზები. დაუდგენელი ეთიოლოგიის ვაგინალური სისხლდენის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული ადექვატური დიაგნოსტიკური ზომები.
ვასკლორი არ არის ნაჩვენები აბორტის საშიშროების დროს. არშემდგარი აბორტის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ექიმი ყურადღებით უნდა იყოს თრომბოზული დარღვევების ადრეულ გამოვლინებებთან მიმართებაში (თრომბოფლებიტი, ცერებროვასკულარული დარღვევები, ფილტვის ემბოლია და ბადურას თრომბოზი). რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობების სიმპტომების გამოვლენისთანავე ან ამ მდგომარეობებზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პაციენტები, რომლებსაც აქვთ თრომბოზული დარღვევების რისკ-ფაქტორები, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ თრომბოემბოლიის რისკი დაკავშირებულია ესტროგენებთან, თრომბოემბოლიის კავშირი პროგესტინებთან კვლავ საეჭვოა. შესაბამისად, ქალებში, რომლებსაც აქვთ თრომბოემბოლიური მოვლენების საყოველთაოდ აღიარებული რისკ-ფაქტორები, როგორიცაა პირადი ან ოჯახური ანამნეზი, ვასკლორით მკურნალობამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს თრომბოემბოლიის რისკი. ამ ქალებში ვასკლორის მიღების სარგებელი უნდა შეფასდეს შესაძლო რისკებთან მიმართებაში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ორსულობა თავისთავად შეიცავს თრომბოემბოლიური მოვლენების გაზრდილ რისკს.
ვინაიდან პროგესტოგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის გარკვეული ხარისხით შეკავება, პირობები, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს ამ ფაქტორმა (მაგალითად, ეპილეფსია, შაკიკი, ასთმა, გულის ან თირკმლის დისფუნქცია) საჭიროებს მკაცრ სამედიცინო დაკვირვებას.
აუცილებელია ანამნეზში დეპრესიის მქონე პაციენტების მონიტორინგი. დეპრესიის სიმპტომების სერიოზული ხარისხით რეციდივის შემთხვევაში, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება დაფიქსირდა პაციენტთა მცირე რაოდენობაში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენ-პროგესტინის კომბინირებულ პრეპარატებს. ამ დაქვეითების მექანიზმი უცნობია. აღნიშნული მიზეზის გამო, პროგესტერონით მკურნალობისას დიაბეტით დაავადებული პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
პროგესტერონით თერაპიამ შესაძლოა შენიღბოს მენოპაუზის დაწყება.
დამხმარე ნივთიერებამ - სორბინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი) ან საშოს გაღიზიანება.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
არ არის რეკომენდებული ვასკლორის გამოყენება სხვა ვაგინალურ პრეპარატებთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მტკიცებულება ორალურ პროგესტოგენებსა და CYP3A4 ინდუქტორებს შორის ურთიერთქმედების შესახებ, რაც იწვევს შრატში პროგესტოგენის დონის დაქვეითებას, არ არის მოსალოდნელი პროგესტერონის დონეზე მნიშვნელოვანი გავლენა ვასკლორის ვაგინალური გელის ერთდროული მიღებისას CYP3A ინდუქტორებთან ერთად.
ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლის ბიოქიმიური ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე, კოაგულაციის მე–VII, მე–VIII, მე–IX, მე–X ფაქტორებზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასა და მეტირაპონის ტესტზე.
- 6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ყვითელი სხეულის უკმარისობის შემთხვევაში ვასკლორის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პირველ თვეში.
ძუძუთი კვება
პრეპარატი არ გამოიყენოთ ლაქტაციის პერიოდში.
- 7 გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
მძღოლები და მექანიზმებთან მომუშავე ადამიანები უნდა იყვენენ ინფორმირებულნი ძილიანობის რისკის შესახებ.
- 8. არასასურველი ეფექტები
ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებული იყო გამოვლენის სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად
(≥1/10)
ხშირად
(≥ 1/100-დან < 1/10-მდე)
არახშირად
(≥ 1/1000-დან < 1/100)
იშვიათად
(≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე)
ძალიან იშვიათად
(<1/10,000)
ვასკლორი ძირითადად კარგად გადაიტანება. კლინიკურ კვლევებში თერაპიის დროს დაფიქსირდა ქვემოთ მითითებული გვერდითი მოვლენები. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა შეიძლება არ განსხვავებოდეს ორსულობის ადრეულ პერიოდში გავრცელებული სიმპტომებისგან.
ხშირად
თავის ტკივილი, ძირილანობა, მუცლის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, შეყვანის ადგილას ქავილი ან წვის შეგრძნება
პოსტრეგისტრაციული დაკვირვებები
დამატებით იყო შეტყობინებები მენსტრუაციებს შორის სისხლდენის (გამონადენი), ვაგინალური გაღიზიანების, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების, როგორც წესი კანზე გამონაყარის სახით, და შეყვანის ადგილას სხვა მსუბუქი რეაქციების შესახებ.
აღინიშნა ჭინჭრის ციების და ქავილის იშვიათი შემთხვევები.
პოსტ–რეგისტრაციულ პერიოდში გამოვლენილი არასასურველი რეაქციების სიხშირე არ იყო შეფასებული რაოდენობრივად, მაგრამ, სავარაუდოდ, იყო იშვიათი ან ძალიან იშვიათი.
გარდა ამისა, შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა უცნობი სიხშირით:
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, გემოს დარღვევა, სხეულის წონის მატება ან შემცირება, ორგანიზმში სითხის შეკავება, შეშუპება, პიგმენტაცია, მელაზმა, აკნე, თმის ცვენა, ჰიპერტრიქოზი, გინეკომასტია, სექსუალური აქტივობის დარღვევა, დეპრესია, გაუარესება, უძილობა, პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომები, მენსტრუაციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, იშვიათად სიყვითლე, სისხლში ლიპიდების დონის მომატება. მდედრობითი სქესის ნაყოფის მასკულინიზაცია და მამრობითი სქესის ნაყოფის ჰიპოსპადია, განსაკუთრებით ნორ-ტესტოსტერონის წარმოებულებით გამოწვეული. თრომბოემბოლიური ეპიზოდები (თრომბოზი, თრომბოემბოლია, ინსულტი, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება), განსაკუთრებით ესტროგენებთან ერთად მიღებისას.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ ხდებოდეს შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის მონიტორინგი. ჯანდაცვის პერსონალს სთხოვენ განახორციელონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის თაობაზე შეტყობინება ეროვნული სისტემის მეშვეობით.
- 9 ჭარბი დოზირება
არ განიხილება.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სქესობრივი ჰორმონები.
ათქ–კოდი: G03DA04
პროგესტოგენები ლიპოფილური ნივთიერებებია, რომლებიც თავისუფლად აღწევენ უჯრედებში, სადაც ისინი უკავშირდებიან პროგესტერონის რეცეპტორებს. პროგესტერონის რეცეპტორები გამოხატულია ქალის სასქესო ორგანოებზე, სარძევე ჯირკვალზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და ჰიპოფიზში. შეკავშირებული რეცეპტორი რეაგირებს პროგესტერონის რეაქციის ფაქტორებთან და არეგულირებს მათ გამოყოფას. პროგესტოგენები ხელს უწყობენ დიფერენცირებას და აფერხებენ ესტროგენის ეფექტებს უჯრედების გამრავლების სტიმულირებაზე. ისინი ჰიპერპლაზიურ ენდომეტრიუმს სეკრეტორულ ენდომეტრიუმად გარდაქმნიან. აფერხებენ გონადოტროპინების გამომუშავებას. ნორ-ტესტოსტერონის წარმოებულები ავლენენ უფრო ძლიერ ანაბოლურ და ანდროგენულ ეფექტებს. ისინი ასტიმულირებენ სარძევე ჯირკვლების ზრდას, უფრო მკვრივს ხდიან საშვილოსნოს ყელის ლორწოს და ზრდიან სხეულის ტემპერატურას.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პროგესტერონის ვაგინალური გელი ეფუძნება პოლიკარბოფილების მიწოდების სისტემას, რომელიც მიმაგრებულია საშოს ლორწოვან გარსზე და უზრუნველყოფს პროგესტერონის გახანგრძლივებულად გამოყოფას მინიმუმ სამი დღის განმავლობაში.
პროგესტერონის ბიოშეღწევადობა ვაგინალური გამოყენების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე პერორალური მიღების შემდეგ, ვინაიდან ვაგინალური გამოყენების დროს თავიდან არის აცილებული ღვიძლიში პირველი გავლის ეფექტი. პროგესტერონის 8%-იანი გელის ერთჯერადი გამოყენებისას მენოპაუზის შემდგომ პერიოდში მყოფ 18 ჯანმრთელ ქალში, რომლებიც იღებდნენ ესტროგენებს, მრუდის ქვეშ საშუალო ფართობი (AUC) იყო 157.8 ნგ-სთ/მლ. სისხლის შრატში პროგესტერონის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) იყო 0 ნგ/მლ გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ და 8,15 ნგ/მლ 8 საათის შემდეგ. პროგესტერონის 8%-იანი გელის ყოველდღიური გამოყენების შემდეგ ზედიზედ 12 დღის განმავლობაში ან 6 დოზის ყოველ მეორე დღეს გამოყენების შემდეგ 60 ქალში, შრატში პროგესტერონის კონცენტრაციის საშუალო მნიშვნელობა წონასწორულ მდგომარეობაში იყო 8.5 ნგ/მლ ყოველდღიური გამოყენებისას, ხოლო შესაბამისი მნიშვნელობა ყოველ მეორე დღეს გამოყენების დროს იყო 5.7 ნგ/მლ. ნახევრადგამოყოფის საშუალო პერიოდი მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ იყო 25-50 საათი. ენდომეტრიუმის ქსოვილებში პროგესტერონის დონე დაახლოებით იგივე იყო, რაც სისხლის შრატში.
პროგესტერონი მეტაბოლიზდება ღვიძლში. შარდში აღმოჩენილი პროგესტერონის მთავარი მეტაბოლიტი არის 5β-პრეგნან-3α,20α-დიოლ გლუკურონიდი. 5β-პრეგნენოლონი და 5α-პრეგნენოლონი სისხლის შრატის მეტაბოლიტებია. პროგესტერონი ძირითადად გამოიყოფა შარდით და ნაკლები რაოდენობით - ნაღველთან ერთად.
- 3 უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
კურდღლებში ვასკლორის გამოყენებისას გამოავლინდა თვალის გაღიზიანება, რომელიც კლასიფიცირებული იყო როგორც მე-IV კლასის კატეგორიის ეფექტი (მინიმალური ეფექტი, რომელიც ქრება 24 საათზე ნაკლებ დროში), მაგრამ კანის გაღიზიანება არ გამოვლენილა
კურდღლებში გამოვლინდა ზომიერი ვაგინალური გაღიზიანება 8%-იანი გელის 5 დღის განმავლობაში დოზით 2.0 მლ/დღეში გამოყენების შემდეგ.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
გლიცეროლი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, კარბომერი 974P, სორბინის მჟავა, პოლიკარბოფილი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პალმის ზეთის ჰიდრირებული გლიცერიდი და გასუფთავებული წყალი.
- 2 შეუთავსებლობა
ჩვეულებრივ კონტრაცეპტივებთან ერთად გამოყენებისას შეუთავსებლობა არ გამოვლენილა.
- 3 ვარგისობის ვადა
36 თვე.
- 4 სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ 25°C ნაკლებ ტემპერატურაზე.
- 5 კონტეინერის ტიპი და შემცველობა
ვასკლორი 8% პროგესტერონის ვაგინალური გელი წარმოდგენილია მუყაოს კოლოფში შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 22.5 გ პროგესტერონის გელის შემცველი ერთი ტუბი, 15 ვაგინალური აპლიკატორი და პაციენტის საინფორმაციო ფურცელი.
ტუბი წარმოადგენს ეპოქსიდური საფარის მქონე ალუმინის მილს, რომელიც დაფარულია მემბრანით, ლატექსის ლუქით და პოლიპროპილენის თავსახურით.
აპლიკატორები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ინტრავაგინალური გამოყენებისთვის, არის გაუმჭვირვალე თეთრი ფერის, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული და განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის.
- 6. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები მოხმარებისას და ნარჩენი მასალების განადგურებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან ნარჩენი მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
VERISFIELD S.M.S.A., Vironos 8 str., Halandri, 15231, საბერძნეთი
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
- პირველი ლიცენზიის / ლიცენზიის განახლების თარიღი
- ტექსტის გადახედვის თარიღი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


