ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ორლობინი

ORLOBIN®

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
მოქმედი ნივთიერება
ამიკაცინი (amikacin)
ფორმა და შეფუთვა
500მგ/2მლ 2მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
HELP S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, სხვა ამინოგლიკოზიდები
ATC კოდი
J01GB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-046268
რეგისტრირებულია
8 სექტემბერი 2026, მოქმედებს 8 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
MEDICUS S.A. (საბერძნეთი)
განმცხადებელი
შპს „ენ.თი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაორლობინი და სხვა წამალი ერთად

ორლობინი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ორლობინი შეჰყავთ კუნთში და ვენაში/ნაკადით და წვეთებით/.

მოზრდილებსა და ბავშვებს ორლობინი ენიშნებათ 10-15 მგ/კგ სადღეღამისო დოზით, რომელიც იყოფა ორ შეყვანაზე. ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებს ენიშნებათ 10 მგ/კგ სადღეღამისო დოზით, შემდეგ ყოველ 12 საათში 7.5 მგ/კგ. ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირით გამოწვეული ინფექციებისას და სიცოცხლისათის საშიში ინფექციებისას ორლობინი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ დღე-ღამეში, რომელიც იყოფა 3 შეყვანაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1,5 გ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა არის 3-7 დღე ვენაში შეყვანისას და 7-10 დღე კუნთში შეყვანისას.

თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზირების რეჟიმი უნდა დაკორექტირდეს:

ინტრაპერიტონეალური შეყვანა. ავადმყოფის ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ორლობინის გამოყენება შეიძლება ინტრაპერიტონეალურად 0,25% /2,5 მგ/მლ/ ან ჭრილობაში ჩაწვეთებით ხსნარის სახით: 500 მგ უნდა განზავდეს 20 მლ წყალში. ორლობინი შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს 0,25% კონცენტრაციით აბსცედირებადი ღრუს ირიგიაციისთვის პლევრალურ და პერიტონეალურ სივრცეში, ტვინის პარკუჭებში.

კრეატინინის კონცენტრაცია შრატში მგ/100 მლ

1,5

2,0

2,5

3,0

3,5

4,0

4,5

5,0

5,5

6,0

ინტერვალი საათებში კუნთში ორლობინი 7,5 მგ/კგ დოზების შეყვანას შორის

13,5

18

22,5

27

31,5

36

40,5

45

49,5

54

უკუჩვენებები

ორლობინი უკუნაჩვენებია ამიკაცინის მიმართ დადასტურებული მომატებული მგრძნობელობისას, თირკმლის მწვავე უკმარისობისას, ორსულობისას.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს მიასთენიის პარკინსონიზმის მქონე პაციენტებში და ხანდაზმულ ადამიანებში, სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ დადასტურებული მომატებული მგრძნობელობით. არ შეიძლება კომბინირება პოტენციურად ოტო- და ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან/მარყუჟოვან დიურეტიკებთან/, მიორელაქსანტებთან. ორლობინის გამოყენების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორგანიზმის საკმარისი ჰიდრატაცია, აგრეთვე თირკმელების ფუნქციის/კრეატინინის კლირენსის პერიოდული კონტროლი/. მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების საჭიროებისას აუცილებელია ამ პერიოდში ძუძუთი კვებაზე უარის თქმა.

გვერდითი მოვლენები

შეიძლება განვითარდეს ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, სმენის დაქვეითება, თავის ტკივილი, პარესთეზიები, ტრემორი, ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ცხელება, ეოზინოფილია, ანემია.

გამოშვების ფორმა და შენახვის პირობები:

საინექციო ხსნარი ფლაკონში 1000 მგ/4 მლ, 500 მგ/2 მლ, 100 მგ/2 მლ.

გაიცემა აფთიაქიდან ექიმის რეცეპტით.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

მწარმოებელი: ჰელპ ს.ა., პედინი იანინა, 455 00 იანინა, საბერძნეთი.

MEDICUS

PHARMACEUTICALS

ვალაორიტუს ქ. 10, 14452 მეტამორფოზისი

ათენი, საბერძნეთი

ტელ: (+30) 210/2847818

პედინი იოანიონის ქარხანა

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შემადგენლობა

1 ფლაკონი შეიცავს 1000 მგ/4 მლ ან 500 მგ/2 მლ ან 100 მგ/2 მლ ამიკაცინის სულფატს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ორლობინი - ამიკაცინის სულფატი - მოქმედების ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური და ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი. გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, კუნთში შეყვანისას სწრაფად შეიწოვება სისხლის ნაკადში. პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 250 მგ და 500 მგ დოზების კუნთში შეყვანიდან 1 საათის შემდეგ და შეადგენს 11 მკგ/მლ და 23 მკგ/მლ-ს შესაბამისად. ანტიბიოტიკის 20% უკავშირდება შრატის ცილებს და ანტიბიოტიკის კონცენტრაციის ბაქტერიციდული დონე შრატში ნარჩუნდება 10-20 საათის განმავლობაში და შეადგენს 0,3 მკგ/მლ და 2.1 მკგ/მლ-ს შესაბამისად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ფორმით, ძირითადად, გლომერულარული ფილტრაციით. პარენტერალური შეყვანის შემდეგ ორლობინი აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში, პლევრის სითხეში, ამნიონურ სითხეში, მუცლის ღრუში. პრეპარატი არ გროვდება ორგანიზმში განმეორებით შეყვანისას. ორლობინი გამოიყენება მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ფლორით: Pseudomonas spp., Escherichia coli, ინდოლპოზიტიური და ინდოლნეგატიური Proteus spp., Klebsiella-Enterobacter Serratia, Citrobacter, Salmonella, Shigella, Providencia. ამიკაცინის მიმართ ასევე მგრძნობიარეა ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმი: Staphylococcus spp., /მათ შორის მეტიცილინრეზისტენტული შტამები/, Streptococcus piogenes, pneumonia, Enterococcus:

პერიტონიტი

ენდოკარდიტი

სეფსისი

მენინგიტი

პნევმონია

პლევრის ემპიემა

კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები

ინფიცირებული დამწვრობები

ოსტეომიელიტი

შარდგამომყოფი გზების ხშირად მორეციდივე ინფექციები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ორლობინი®

საინექციო ხსნარი 1000მგ/4მლ, 500მგ/2მლ, 100მგ/2მლ

პრეპარატ ორლობინის გამოყენების შესახებ

/ამიკაცინი/

შემადგენლობა:

1 ფლაკონი შეიცავს 1000 მგ/4 მლ ან 500 მგ/2 მლ ან 100 მგ/2 მლ ამიკაცინის სულფატს.

ფარმაკოლოგიური თვისებები და გამოყენების ჩვენებები

ორლობინი - ამიკაცინის სულფატი - მოქმედების ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური და ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი. გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, კუნთში შეყვანისას სწრაფად შეიწოვება სისხლის ნაკადში. პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 250 მგ და 500 მგ დოზების კუნთში შეყვანიდან 1 საათის შემდეგ და შეადგენს 11 მკგ/მლ და 23 მკგ/მლ-ს შესაბამისად. ანტიბიოტიკის 20% უკავშირდება შრატის ცილებს და ანტიბიოტიკის კონცენტრაციის ბაქტერიციდული დონე შრატში ნარჩუნდება 10-20 საათის განმავლობაში და შეადგენს 0,3 მკგ/მლ და 2.1 მკგ/მლ-ს შესაბამისად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ფორმით, ძირითადად, გლომერულარული ფილტრაციით. პარენტერალური შეყვანის შემდეგ ორლობინი აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში, პლევრის სითხეში, ამნიონურ სითხეში, მუცლის ღრუში. პრეპარატი არ გროვდება ორგანიზმში განმეორებით შეყვანისას. ორლობინი გამოიყენება მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ფლორით: Pseudomonas spp., Escherichia coli, ინდოლპოზიტიური და ინდოლნეგატიური Proteus spp., Klebsiella-Enterobacter Serratia, Citrobacter, Salmonella, Shigella, Providencia. ამიკაცინის მიმართ ასევე მგრძნობიარეა ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმი: Staphylococcus spp., /მათ შორის მეტიცილინრეზისტენტული შტამები/, Streptococcus piogenes, pneumonia, Enterococcus:

პერიტონიტი

ენდოკარდიტი

სეფსისი

მენინგიტი

პნევმონია

პლევრის ემპიემა

კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები

ინფიცირებული დამწვრობები

ოსტეომიელიტი

შარდგამომყოფი გზების ხშირად მორეციდივე ინფექციები.

უკუჩვენებები

ორლობინი უკუნაჩვენებია ამიკაცინის მიმართ დადასტურებული მომატებული მგრძნობელობისას, თირკმლის მწვავე უკმარისობისას, ორსულობისას.

გამოყენების წესი და დოზები:

ორლობინი შეჰყავთ კუნთში და ვენაში/ნაკადით და წვეთებით/.

მოზრდილებსა და ბავშვებს ორლობინი ენიშნებათ 10-15 მგ/კგ სადღეღამისო დოზით, რომელიც იყოფა ორ შეყვანაზე. ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებს ენიშნებათ 10 მგ/კგ სადღეღამისო დოზით, შემდეგ ყოველ 12 საათში 7.5 მგ/კგ. ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირით გამოწვეული ინფექციებისას და სიცოცხლისათის საშიში ინფექციებისას ორლობინი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ დღე-ღამეში, რომელიც იყოფა 3 შეყვანაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1,5 გ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა არის 3-7 დღე ვენაში შეყვანისას და 7-10 დღე კუნთში შეყვანისას.

თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზირების რეჟიმი უნდა დაკორექტირდეს:

ინტრაპერიტონეალური შეყვანა. ავადმყოფის ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ორლობინის გამოყენება შეიძლება ინტრაპერიტონეალურად 0,25% /2,5 მგ/მლ/ ან ჭრილობაში ჩაწვეთებით ხსნარის სახით: 500 მგ უნდა განზავდეს 20 მლ წყალში. ორლობინი შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს 0,25% კონცენტრაციით აბსცედირებადი ღრუს ირიგიაციისთვის პლევრალურ და პერიტონეალურ სივრცეში, ტვინის პარკუჭებში.

კრეატინინის კონცენტრაცია შრატში მგ/100 მლ

1,5

2,0

2,5

3,0

3,5

4,0

4,5

5,0

5,5

6,0

ინტერვალი საათებში კუნთში ორლობინი 7,5 მგ/კგ დოზების შეყვანას შორის

13,5

18

22,5

27

31,5

36

40,5

45

49,5

54

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს მიასთენიის პარკინსონიზმის მქონე პაციენტებში და ხანდაზმულ ადამიანებში, სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ დადასტურებული მომატებული მგრძნობელობით. არ შეიძლება კომბინირება პოტენციურად ოტო- და ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან/მარყუჟოვან დიურეტიკებთან/, მიორელაქსანტებთან. ორლობინის გამოყენების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ორგანიზმის საკმარისი ჰიდრატაცია, აგრეთვე თირკმელების ფუნქციის/კრეატინინის კლირენსის პერიოდული კონტროლი/. მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების საჭიროებისას აუცილებელია ამ პერიოდში ძუძუთი კვებაზე უარის თქმა.

გვერდითი ეფექტები:

შეიძლება განვითარდეს ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, სმენის დაქვეითება, თავის ტკივილი, პარესთეზიები, ტრემორი, ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ცხელება, ეოზინოფილია, ანემია.

გამოშვების ფორმა და შენახვის პირობები:

საინექციო ხსნარი ფლაკონში 1000 მგ/4 მლ, 500 მგ/2 მლ, 100 მგ/2 მლ.

გაიცემა აფთიაქიდან ექიმის რეცეპტით.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

მწარმოებელი: ჰელპ ს.ა., პედინი იანინა, 455 00 იანინა, საბერძნეთი.

MEDICUS

PHARMACEUTICALS

ვალაორიტუს ქ. 10, 14452 მეტამორფოზისი

ათენი, საბერძნეთი

ტელ: (+30) 210/2847818

პედინი იოანიონის ქარხანა

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა