მერკაცინი
Merkacin
ამიკაცინი წარმოადგენს ნახევრად სინთეზურ ანტიბიოტიკს ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომელიც აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ, Pseudomonas ჩათვლით, და ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმის მიმართ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამიკაცინი (amikacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ/2მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- World Medicine Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, სხვა ამინოგლიკოზიდები
- ATC კოდი
- J01GB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036691
- რეგისტრირებულია
- 25 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 25 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- World Medicine Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მერკაცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ამიკაცინი წარმოადგენს ნახევრად სინთეზურ ანტიბიოტიკს ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომელიც აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ, Pseudomonas ჩათვლით, და ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმის მიმართ.
მგრძნობიარე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებია: Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, ინდოლ-დადებითი და ინდოლ-უარყოფითი Proteus spp., Klebsiella, Enterobacter და Serratia spp., Minea-Herellae, Citrobacter freundii, Salmonella, Shigella, Acinetobacter და Providencia spp.
ზემოთ მითითებული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მრავალი შტამი, რომლებიც მდგრადია გენტამიცინისა და ტობრამიცინის მიმართ, მგრძნობიარეა ამიკაცინის მიმართ in vitro.
ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ძირითადი გრამდადებითი მიკროორგანიზმია Staphylococcus aureus, მეტიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით. ამიკაცინი გარკვეულწილად აქტიურია სხვა გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ, Streptococcus pyogenes, Enterococci და Diplococcus pneumonia ზოგიერთი შტამის ჩათვლით.
მერკაცინი ნაჩვენებია მწვავე ინფექციური დაავადებების მოკლევადიანი თერაპიისთვის, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით, Pseudomonas spp. ჩათვლით; ასევე, მერკაცინი შეიძლება გამოყენებული იქნას დიაგნოსტირებული ან სავარაუდო სტაფილოკოკური ინფექციის სამკურნალოდ (ის არ წარმოადგენს არჩევის პრეპარატს სტაფილოკოკებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ). ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციები მოიცავს მძიმე ინფექციური დაავადებების საწყის მკურნალობას, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოწვეულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით ან სტაფილოკოკებით, შერეული ინფექციების თერაპიას, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით და სტაფილოკოკებით, ასევე თერაპიას სხვა ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.
ამიკაცინით თერაპიის დაწყება შესაძლებელია მიკროორგანიზმის მგრძნობელობის გამოკვლევის შედეგების მიღებამდე; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა.
რეკომენდებულია გათვალისწინებული იქნას ოფიციალურ სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაცია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
მერკაცინის შეყვანა შეიძლება ი/მ ან ი/ვ.
არ არის რეკომენდებული მერკაცინის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან, პრეპარატი შეყვანილი უნდა იქნას ცალკე, რეკომენდებული დოზირების რეჟიმის და გამოყენების წესის შესაბამისად.
მერკაცინის დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურად შეირჩევა პაციენტის სხეულის წონის გათვალისწინებით.
მერკაცინით თერაპიის დროს პერიოდულად უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
თირკმელების ფუნქციის შეფასება უნდა მოხდეს სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის (Ccr) ან ენდოგენური კრეატინინის კლირენსის (Clcr) გათვლითი მაჩვენებლის საფუძველზე; თირკმლის ფუნქციის შეფასება სისხლის შარდოვანას აზოტის დონის საფუძველზე გაცილებით ნაკლებად უპირატესია.
აუცილებელია ამიკაცინის დონის კონტროლი სისხლის შრატში იმის დასადასტურებლად, რომ სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია დასაშვები დიაპაზონის ფარგლებშია და არ აღემატება მათ.
მერკაცინით თერაპიის დროს რეკომენდებულია Cmax და Cmin პერიოდული კონტროლი. თავიდან უნდა იქნას აცილებული სიტუაციები, როდესაც Cmax (ინექციიდან 30-90 წუთი) აღემატება 35 მკგ/მლ, ხოლო Cmin (შემდეგი დოზის შეყვანამდე) აღემატება 10 მკგ/მლ; საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექტირება. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მერკაცინი შეიძლება შეყვანილი იქნას ერთხელ დღე-ღამეში; ამ შემთხვევაში Cmax შეიძლება აღემატებოდეს 35 მკგ/მლ.
უმეტესი ინფექციების დროს სასურველია პრეპარატის ი/მ შეყვანა.
მერკაცინის შეყვანა შესაძლებელია ი/ვ ნელი ნაკადური ინექციის სახით (2-3 წუთი) ან ინფუზიის სახით (0,25%-იანი ხსნარი; მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში) სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს ან პაციენტებში, რომლებისთვისაც შეუძლებელია პრეპარატის ი/მ შეყვანა.
ი/მ და ი/ვ შეყვანა
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციების დროს პასუხი პრეპარატის რეკომენდებული დოზებით მკურნალობაზე აღინიშნება 24-48 საათის განმავლობაში.
თუ 3-5 დღის განმავლობაში მკურნალობაზე კლინიკური პასუხი არ არის, საჭიროა ალტერნატიული თერაპიის ჩატარების საკითხის განხილვა. საჭიროების შემთხვევაში, ი/ვ შეყვანისთვის ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატი უნდა განზავდეს ფიზიოლოგიურ ხსნარში ან დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში.
მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული, არ უნდა შევინახოთ.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ამიკაცინის რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით (Clcr შეადგენს 50 მლ/წთ ან მეტს) ი/მ და ი/ვ შეყვანისას შეადგენს 15 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში; რეკომენდებული დოზა შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად - 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში. ამიკაცინის საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 გ-ს. ენდოკარდიტისა და ფებრილური ნეიტროპენიის დროს სამკურნალო საშუალება შეყვანილი უნდა იქნას დღე-ღამეში ორჯერ (მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ამიკაცინის ერთჯერადი ყოველდღიური გამოყენების ეფექტურობაზე ასეთ სიტუაციებში, შეზღუდულია).
ბავშვები 4 კვირიდან 12 წლამდე ასაკის
ამიკაცინის რეკომენდებული დოზა 4 კვირიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით ი/მ და ი/ვ (ნელი ინფუზია) შეყვანისას შეადგენს 15-20 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში ან 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში.
ენდოკარდიტისა და ფებრილური ნეიტროპენიის დროს სამკურნალო საშუალება შეყვანილი უნდა იქნას ორჯერ დღე-ღამეში (მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ამიკაცინის ერთჯერადი ყოველდღიური გამოყენების ეფექტურობაზე ასეთ სიტუაციებში, შეზღუდულია).
ახალშობილები
ამიკაცინის საწყისი დატვირთვის დოზა შეადგენს 10 მგ/კგ, შემდეგ - 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში.
დღენაკლული ახალშობილები
ამიკაცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში.
მერკაცინით თერაპიის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7-10 დღეს; ამიკაცინის საერთო სადღეღამისო დოზა (მიუხედავად შეყვანის გზისა) არ უნდა აღემატებოდეს 15-20 მგ/კგ. გართულებული ინფექციების შემთხვევაში, როდესაც განიხილება საკითხი პრეპარატის უფრო ხანგრძლივად (10 დღეზე მეტი) გამოყენების შესახებ, საჭიროა ამიკაცინით თერაპიის განმეორებითი შეფასების ჩატარება და შემდეგ სამკურნალო საშუალების შემდგომი გამოყენებისას უნდა მოხდეს თირკმელების ფუნქციის, სმენის ორგანოს და ვესტიბულური აპარატის, აგრეთვე სისხლის შრატში ამიკაცინის დონის კონტროლი.
პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 3-5 დღის შემდეგ მკურნალობაზე მნიშვნელოვანი კლინიკური პასუხის არარსებობის შემთხვევაში, მისი გამოყენება უნდა შეწყდეს და განმეორებით შეფასდეს ანტიბიოტიკებისადმი ინფექციის გამომწვევის მგრძნობელობა. თერაპიაზე პასუხის არარსებობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მიკროორგანიზმის რეზისტენტობასთან ან ინფექციის კერების არსებობასთან, რომლებიც საჭიროებენ ქირურგულ მკურნალობას (მაგალითად, დრენირება).
ი/ვ შეყვანასთან დაკავშირებული სპეციალური რეკომენდაციები
ი/ვ ინფუზიის ხანგრძლივობა მოზრდილებში შეადგენს 30-60 წუთს.
ბავშვებში გამხსნელის მოცულობა დამოკიდებულია წამლის საჭირო ასატან დოზაზე. როგორც წესი, ბავშვებში ი/ვ ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 30-60 წუთს; ახალშობილებში ი/ვ ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 საათს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ამიკაცინი გამოიყოფა თირკმელებით. ხანდაზმულ პაციენტებში მერკაცინის გამოყენებისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი; თუ ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა, პრეპარატის დოზა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.
სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები და/ან Pseudomonas-ით გამოწვეული ინფექციები
მოზრდილებში ამიკაცინის დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე ყოველ 8 საათში. სამკურნალო საშუალების სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 გ-ს, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. ამიკაცინის მაქსიმალური საერთო დოზა მოზრდილებში არ უნდა აღემატებოდეს 15 გ-ს.
საშარდე გზების ინფექციები (გარდა Pseudomonas-ით გამოწვეული ინფექციებისა)
ამიკაცინის სადღეღამისო დოზა შეადგენს 7,5 მგ/კგ, იგი უნდა დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად (მოზრდილებში ეს ეკვივალენტურია დოზირების რეჟიმისა - 250 მგ ამიკაცინი ორჯერ დღე-ღამეში). რადგანაც ამიკაცინის აქტივობა იზრდება შარდის pH-ის მატებასთან ერთად, იმავდროულად შეიძლება პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ზრდიან შარდის pH-ს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით (Clcr ნაკლებია 50 მლ/წთ), ამიკაცინის ერთჯერადი ყოველდღიური შეყვანა სადღეღამისო დოზით არასასურველია, ვინაიდან ასეთ პაციენტებს დაურეგისტრირდებათ Cmin მაღალი მნიშვნელობები (იხ. ქვემოთ).
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მერკაცინით თერაპიას სტანდარტული დოზებით (პრეპარატის მიღების სიხშირე დღე-ღამეში ორჯერ ან სამჯერ), აუცილებელია სისხლის შრატში ამიკაცინის კონცენტრაციის კონტროლი კვლევის სათანადო მეთოდების გამოყენებით. დოზირების რეჟიმის კორექტირება ასეთ პაციენტებში უნდა მოხდეს ან შეყვანებს შორის ინტერვალის გაზრდით ამიკაცინის სტანდარტული დოზებით გამოყენებისას, ან სამკურნალო საშუალების დოზის შემცირების გზით შეყვანებს შორის ფიქსირებული ინტერვალებისას.
ორივე მიდგომა გულისხმობს Clcr ან Ccr განსაზღვრას, ვინაიდან ეს მაჩვენებლები კორელირებს ამინოგლიკოზიდების ნახევარგამოყოფის პერიოდის მნიშვნელობებთან პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით. ამიკაცინის დოზირების ქვემოთ მითითებული რეჟიმები გამოყენებული უნდა იქნას პაციენტის კლინიკური სტატუსის და ლაბორატორიული მაჩვენებლების სათანადო მონიტორინგის გათვალისწინებით; საჭიროების შემთხვევაში, დოზირების რეჟიმები სათანადოდ უნდა იქნას კორექტირებული, მათ შორის დიალიზის პროცედურის ჩატარებისას.
შეყვანებს შორის ინტერვალის გაზრდა ამიკაცინის სტანდარტული დოზებით გამოყენებისას
თუ შეუძლებელია Clcr-ის განსაზღვრა, ხოლო პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ამიკაცინის შეყვანებს შორის ინტერვალი სტანდარტული ერთჯერადი დოზით (დოზა თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალების დღე-ღამეში ორჯერ შეყვანისას, 7,5 მგ/კგ) გამოყენებისას საათებში შეიძლება გამოთვლილი იქნას Ccr-ის 9-ზე გამრავლებით; (მაგალითად, თუ Ccr შეადგენს 2 მგ/100 მლ, ამიკაცინი რეკომენდებული ერთჯერადი დოზით (7,5 მგ/კგ) შეყვანილი უნდა იქნას 18 საათიანი ინტერვალით) (იხ. ცხრილი).
ცხრილი. ამიკაცინის შეყვანებს (ი/მ) შორის ინტერვალი თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში
Cсr (მგ/100 მლ)
ინტერვალი ამიკაცინის შეყვანებს (ი/მ) შორის დოზით 7,5 მგ/კგ (სთ)
1,5
× 9 =
13,5
2,0
18,0
2,5
22,5
3,0
27,0
3,5
31,5
4,0
36,0
4,5
40,5
5,0
45,0
5,5
49,5
6,0
54,0
იმასთან დაკავშირებით, რომ მერკაცინით თერაპიის დროს თირკმელების ფუნქცია შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ხშირად უნდა ჩატარდეს Ccr მაჩვენებლების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზირების რეჟიმი დაკორექტირდეს.
ამიკაცინის დოზის შემცირება შეყვანებს შორის ფიქსირებული ინტერვალების დროს
იმ შემთხვევებში, როდესაც თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებს, ამიკაცინის შეყვანა ფიქსირებული ინტერვალებით ესაჭიროებათ, სამკურნალო საშუალების დოზა უნდა შემცირდეს. ასეთ სიტუაციებში აუცილებელია ამიკაცინის დონის კონტროლი სისხლის შრატში იმის დასადასტურებლად, რომ სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლის შრატში არ აღემატება დასაშვებ მნიშვნელობებს და პრეპარატის დოზა შერჩეულია სათანადოდ. თუ შეუძლებელია ამიკაცინის კონცენტრაციის დადგენა სისხლის შრატში, პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია, დოზირების რეჟიმის არჩევისას სასურველია გამოყენებული იქნას Ccr და Clcr მაჩვენებლები თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის ინდიკატორად.
თერაპია დაწყებული უნდა იქნას ამიკაცინის შეყვანით სტანდარტული დოზით 7,5 მგ/კგ, რომელიც გამოიყენება როგორც დატვირთვის დოზა. ეს დოზა შეესაბამება სტანდარტულ რეკომენდებულ დოზას თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, როგორც ეს ზემოთ არის მითითებული.
ამიკაცინის შემანარჩუნებელი დოზების გამოსათვლელად (შეყვანებს შორის ფიქსირებული ინტერვალია - 12 საათი), დატვირთვის დოზა უნდა შემცირდეს პაციენტის Clcr-ის გათვალისწინებით:
ამიკაცინის შემანარჩუნებელი დოზა ყოველ 12 საათში = პაციენტის Clcr (მლ/წთ) X ამიკაცინის დატვირთვის დოზა (მგ)/Clcr ნორმაში (მლ/წთ).
ამიკაცინის დოზის განსაზღვრის ალტერნატიული საორიენტირო მეთოდი შეყვანის 12-საათიანი ინტერვალით (იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ცნობილია Ccr მნიშვნელობები წონასწორულ მდგომარეობაში):
ამიკაცინის შემანარჩუნებელი დოზა ყოველ 12 საათში = სტანდარტული რეკომენდებული დოზა/Cсr.
დოზირების ზემოხსენებული რეჟიმები არ არის მკაცრად რეკომენდებული, მათი გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ამიკაცინის კონცენტრაციის დადგენა შრატში.
ინტრაპერიტონეალური შეყვანა
პერიტონიტთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური კვლევის შემდეგ ან მიკროორგანიზმებით პერიტონიუმის კონტამინაციის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შიგთავსთან კონტაქტის შედეგად ქირურგიული ოპერაციის დროს, მერკაცინი (0,25% ხსნარი (2,5 მგ/მლ)) შეიძლება გამოყენებული იქნას ირიგაციული ხსნარის სახით პაციენტის ზოგადი ანესთეზიის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ. მცირეწლოვან ბავშვებში არ არის რეკომენდებული ამიკაცინის ინტრაპერიტონეალური შეყვანა.
შეყვანის სხვა მეთოდები
მერკაცინი (0,25% ხსნარი (2,5 მგ/მლ)) შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ირიგაციული ხსნარი აბსცესის ღრუში, პლევრალურ და მუცლის ღრუში, თავის ტვინის პარკუჭებში.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
ხსნარის ფერი შეიძლება შეიცვალოს უფეროდან ღია ყვითელამდე, ამასთან პრეპარატის ეფექტურობა არ მცირდება.
ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მაშინათვე.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ამინოგლიკოზიდებმა შეიძლება დაარღვიოს ნერვ-კუნთოვანი გადაცემა, ამიტომ ისინი არ უნდა დაინიშნოს მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში.
ამინოგლიკოზიდებისადმი ცნობილი ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის გათვალისწინებით, ჰიპერმგრძნობელობა ან მძიმე არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა ამინოგლიკოზიდების გამოყენების ფონზე ანამნეზში, შეიძლება იყოს ამ ჯგუფის ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენების უკუჩვენება.
სიფრთხილის ზომები
მერკაცინის გამოყენებისას პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე.
მერკაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში უკვე არსებული თირკმელების უკმარისობით, სმენის ორგანოს ან ვესტიბულური აპარატის დაზიანებით და დაქვეითებული გორგლოვანი ფილტრაციით. საჭიროა სათანადო კლინიკური მონიტორინგის ჩატარება პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ამინოგლიკოზიდებით პარენტერალური შეყვანისათვის, ამ ჯგუფის პრეპარატების პოტენციურ ოტოტოქსიკურ და ნეფროტოქსიკურ მოქმედებასთან დაკავშირებით. მკურნალობის უსაფრთხოება 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დადგენილი არ არის. თუ მოსალოდნელია, რომ მერკაცინით თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს ან მეტს თირკმლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან 10 დღეს სხვა პაციენტებში, მათ უნდა ჩაუტარდეთ აუდიომეტრია პრეპარატის გამოყენებამდე და განმეორებით მკურნალობის დროს.
ნეფროტოქსიკურობა
ამინოგლიკოზიდები წარმოადგენს პოტენციურად ნეფროტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებს; მათი ნეფროტოქსიკური მოქმედება არ არის დამოკიდებული Cmax-ზე. ნეფროტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც ამინოგლიკოზიდით თერაპიას ღებულობენ მაღალი დოზებით ან დიდი ხნის განმავლობაში.
მერკაცინის გამოყენების დაწყებამდე და ყოველდღიურად მკურნალობის კურსის პერიოდში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი პაციენტებში, კვლევის რუტინული მეთოდების გამოყენებით; ამასთან, პაციენტებმა უნდა მოიხმარონ საკმარისი რაოდენობის სითხე. თირკმელების ფუნქციის დარღვევების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ცილინდრების, ლეიკოციტების ან ერითროციტების არსებობა შარდში, ალბუმინურია, Clcr დაქვეითება, შარდის ხვედრითი სიმკვრივის შემცირება, სისხლის შარდოვანას აზოტის და Ccr გაზრდა, ან ოლიგურია, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. აზოტემიის გაღრმავების დროს ან დიურეზის პროგრესირებადი შემცირებისას, მერკაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია შეიძლება შემცირდეს, ხოლო რუტინული სკრინინგული კვლევების შედეგები (ანუ სისხლის შარდოვანას აზოტის და Ccr მაჩვენებლები) შეიძლება არ მიუთითებდეს ამაზე, Clcr გაზომვა შეიძლება უფრო მიზანშეწონილი იყოს. უკიდურესად აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც ამინოგლიკოზიდით თერაპიას ღებულობენ.
მერკაცინის გამოყენებისას საჭიროა თირკმელების ფუნქციის სათანადო მონიტორინგი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უკვე არსებული ან სავარაუდო დარღვევებით მკურნალობის დასაწყისში, ასევე პაციენტებში, რომლებსაც თირკმელების ფუნქციის დარღვევები აღენიშნათ პირველად თერაპიის დროს (მკურნალობის დასაწყისში თირკმელების ფუნქცია მათ ნორმალური ჰქონდათ).
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ამიკაცინის დონის კონტროლი სისხლის შრატში იმის დასადასტურებლად, რომ სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია დასაშვები მნიშვნელობების ფარგლებშია და არ აღემატება მათ. აუცილებელია შარდის ანალიზების კონტროლი შარდის ხვედრითი სიმკვრივის შემცირების, ცილების დონის მომატებისა და შარდში უჯრედების ან ცილინდრების არსებობის საგანზე; პერიოდულად აუცილებელია სისხლის შარდოვანას აზოტის და Ccr, აგრეთვე Clcr მაჩვენებლების კონტროლი. ხანდაზმულ პაციენტებს, ასევე მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს, თერაპიის კურსის დროს რამდენჯერმე უნდა ჩაუტარდეთ აუდიომეტრია. ოტოტოქსიკური (თავბრუსხვევა, ვერტიგო, ხმაური ყურებში და სმენის დაკარგვა) ან ნეფროტოქსიკური მოქმედების ნიშნების გამოვლენისას საჭიროა მერკაცინის დოზის კორექცია ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
არ არის რეკომენდებული მერკაცინის ერთდროულად (პარალელურად და/ან თანმიმდევრობით) გამოყენება ნეიროტოქსიკურ ან ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან პერორალური ან ადგილობრივი გამოყენებისათვის, განსაკუთრებით ბაციტრაცინთან, ცისპლატინთან, ამფოტერიცინი B-სთან, ცეფალორიდინთან, პარომომიცინთან, ვიომიცინთან, პოლიმიქსინი B-სთან, კოლისტინთან, ვანკომიცინთან ან სხვა ამინოგლიკოზიდებთან. სხვა ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება ტოქსიკური მოქმედების რისკი გაზარდონ, მიეკუთვნება ხანდაზმული ასაკი და გაუწყლოება.
მერკაცინის გამოყენების დაწყებამდე, აგრეთვე პერიოდულად მკურნალობის დროს, თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი კვლევის რუტინული მეთოდების გამოყენებით. უნდა შემცირდეს სადღეღამისო დოზა და/ან გაიზარდოს ინტერვალი პრეპარატის შეყვანებს შორის Ccr-ის შესაბამისად, რათა თავიდან იქნას აცილებული ამიკაცინის დაგროვება ორგანიზმში (სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლის შრატში არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ მნიშვნელობებს) და მინიმიზირებული იქნას ოტოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი. სისხლში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის და თირკმელების ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი აუცილებელია ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის ფუნქცია შეიძლება დაქვეითებული ჰქონდეთ, თუმცა, რუტინული სკრინინგული კვლევების შედეგებმა (ანუ სისხლის შარდოვანას აზოტის Aდა Ccr მაჩვენებლები) შეიძლება არ მიუთითოს ამაზე.
ნეიროტოქსიურობა
მერკაცინის გამოყენებისას საჭიროა VIII კრანიალური ნერვის ფუნქციის სათანადო კონტროლი.
პაციენტებში ამინოგლიკოზიდების ნეიროტოქსიური ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს ვესტიბულური აპარატის დაზიანებით და/ან სმენის აპარატის ორმხრივი დაზიანებით. ამინოგლიკოზიდების ოტოტოქსიკური ეფექტის განვითარების რისკი იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში (ჯანმრთელ ადამიანებშიც კი), რომლებიც ამინოგლიკოზიდებით თერაპიას იღებენ მაღალი დოზებით ან 5-7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. როგორც წესი, მაღალი სიხშირის ბგერების გამოვარდნა არის ამინოგლიკოზიდების ოტოტოქსიკური ეფექტის პირველი ნიშანი, მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ აუდიომეტრიით. ასევე შეიძლება აღინიშნოს ვერტიგო, არასასურველი რეაქცია, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ვესტიბულური აპარატის დაზიანებაზე. ნეიროტოქსიკური მოქმედების სხვა გამოვლინებებს შეიძლება მიეკუთვნოს დაბუჟება, კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების კრთომა და კრუნჩხვები.
ოტოტოქსიურობა
ამინოგლიკოზიდების ოტოტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება იმ შემთხვევებში, როდესაც მათი მაღალი Cmax და Cmin დიდი ხნის განმავლობაში აღინიშნება. პაციენტებში, რომლებსაც ამინოგლიკოზიდებით მკურნალობის დროს უვითარდებათ სმენის ან ვესტიბულური აპარატის დაზიანება, შეიძლება არ არსებობდეს კლინიკური სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ტოქსიკურ ზემოქმედებაზე VIII კრანიალურ ნერვთან მიმართებაში, და სრული ან ნაწილობრივი შეუქცევადი ორმხრივი სიყრუე ან ვერტიგო, რაც იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას, შეიძლება აღინიშნოს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ამინოგლიკოზიდების ოტოტოქსიკური მოქმედება, როგორც წესი, შეუქცევადია.
მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციების მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს 12S pრნმის გენში, 1555 ნუკლეოტიდში A-ს ჩანაცვლება G-ზე, შესაძლებელია ჰქონდეთ ოტოტოქსიურობის გაზრდილი რისკი, სისხლის პლაზმაში ამინოგლიკოზიდების დონის რეკომენდებულ ზღვრებში არსებობის დროსაც კი. ოჯახურ ანამნეზში ამინოგლიკოზიდებით გამოწვეული სიყრუის არსებობისას ან დნმ-ის 12S pრნმის გენში დნმ-ის ცნობილი მუტაციის არსებობის შემთხვევაში ამინოგლიკოზიდებით მკურნალობის ალტერნატიული გზა უნდა იქნას განხილული.
ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა
ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა და სუნთქვის დამბლა აღინიშნებოდა ამინოგლიკოზიდების პარენტერალური შეყვანის, პერორალური მიღების და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ (მაგალითად, ამიკაცინის გამოყენებისას ირიგაციული ხსნარის სახით ორთოპედიული ან აბდომინალური ქირურგიული ჩარევების ჩატარებისას, ან ემპიემის ადგილობრივი მკურნალობისას). მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სუნთქვის დამბლის რისკი პაციენტებში ამინოგლიკოზიდებით თერაპიის დროს, მიუხედავად მათი გამოყენების მეთოდისა, განსაკუთრებით ზოგადი ანესთეტიკების ან მიორელაქსანტების (მაგალითად, ტუბოკურარინი, სუქცინილქოლინი, დეკამეტონიუმი, ატრაკურიუმი, როკურონიუმი, ვეკურონიუმი) გამოყენების ფონზე, ასევე ციტრატული სისხლის დიდი მოცულობის გადასხმისას. ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის შემთხვევაში პრეპარატების შეყვანის შემდეგ, რომლებიც შეიცავენ კალციუმის მარილებს, სუნთქვის დამბლა შეიძლება აღმოფხვრილი იქნას, თუმცა ასეთ სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა და კუნთების დამბლა აღინიშნებოდა ლაბორატორიულ ცხოველებში, რომლებისთვისაც ამიკაცინი შეყავდათ მაღალი დოზებით.
მერკაცინის გამოყენება უკუნაჩვენებია მიასთენია გრავისის დროს. ამინოგლიკოზიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კუნთოვანი დარღვევებით (მაგალითად, პარკინსონიზმი), რადგან ამ ჯგუფის პრეპარატებმა შეიძლება გააძლიეროს კუნთების სისუსტე ნერვ-კუნთოვან სინაფსებში პოტენციური კურარეს მსგავსი მოქმედების გამო.
ალერგიული რეაქციები
მერკაცინის გამოყენების საკითხი იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ამინოგლიკოზიდებზე ალერგიული რეაქციები, ან რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ თირკმლების ან VIII კრანიალური ნერვის სუბკლინიკური დაზიანებები, განპირობებული ნეფროტოქსიკური და/ან ოტოტოქსიკური პრეპარატების წინა გამოყენებით, როგორიცაა სტრეპტომიცინი, დიჰიდროსტრეპტომიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი, კანამიცინი, ნეომიცინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ცეფალორიდინი ან ვიომიცინი, მოითხოვს ყურადღებით განხილვას, რადგან ტოქსიკურ მოქმედებას შეიძლება ჰქონდეს ადიტიური ხასიათი. ასეთ პაციენტებში მერკაცინის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც, ექიმის აზრით, პრეპარატის გამოყენების თერაპიული სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს. ოპერაციის დროს მაღალი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ტრანზიტორული მიასთენიური სინდრომი.
მერკაცინი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. სულფიტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციების განვითარება, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები და ბრონქული ასთმის მძიმე შეტევები, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში, ზოგიერთ წინასწარგანწყობის მქონე პაციენტში. სულფიტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა საერთო პოპულაციაში არახშირად რეგისტრირდება და, სავარაუდოდ, იშვიათია; უფრო ხშირად ის აღინიშნება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, ვიდრე პაციენტებში ბრონქული ასთმის გარეშე.
გამოყენება ბავშვებში
დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში თირკმელების უმწიფრობის გამო ამინოგლიკოზიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის შრატიდან იზრდება, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მათი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
სხვა მითითებები
ამინოგლიკოზიდები სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება სისტემურ სისხლის ნაკადში ადგილობრივი გამოყენებისას ქირურგიული ჩარევების დროს, გარდა შარდის ბუშტში ინსტილაციის შემთხვევებისა.
იყო შეტყობინებები შეუქცევადი სიყრუის, თიკმლის უკმარისობის განვითარების და ლეტალური გამოსავლის შემთხვევების შესახებ ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის შედეგად, ამინოგლიკოზიდების შემცველი ირიგაციული ხსნარების გამოყენების შემდეგ ქირურგიული ჩარევების უბნებზე, მათი ზომის მიუხედავად.
ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, ამიკაცინის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, ასეთ სიტუაციებში უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
ამიკაცინის ინტრავიტრეალური (თვალშიგა) შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა მაკულარული ინფარქტის შემთხვევები, რაც ზოგჯერ მხედველობის შეუქცევად დაკარგვას იწვევს.
დამხმარე ნივთიერებები
მერკაცინი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
მერკაცინი 100 მგ/2 მლ საინექციო ხსნარის 2 მლ შეიცავს 2,94 მგ ნატრიუმს, რაც ჯანმოს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო 2 გ ნატრიუმის 0,15%-ის ექვივალენტურია ზრდასრული ადამიანისთვის.
მერკაცინი 500 მგ/2 მლ საინექციო ხსნარის 2 მლ შეიცავს 14,69 მგ ნატრიუმს, რაც ჯანმოს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო 2 გ ნატრიუმის 0,73%-ის ექვივალენტურია ზრდასრული ადამიანისთვის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის რეკომენდებული მერკაცინის ერთდროული გამოყენება (პარალელურად ან მიმდევრობით) სხვა ნეიროტოქსიურ, ოტოტოქსიურ ან ნეფროტოქსიურ პრეპარატებთან სისტემური ან ადგილობრივი გამოყენებისათვის, განსაკუთრებით ბაციტრაცინთან, ცისპლატინთან, ამფოტერიცინი B-სთან, ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან, ცეფალორიდინთან, პარომომიცინთან, ვიომიცინთან, პოლიმიქსინი B-სთან, კოლისტინთან, ვანკომიცინთან, ან სხვა ამინოგლიკოზიდებთან შესაძლო ადიტიურ მოქმედებასთან დაკავშირებით. სიტუაციებში, როდესაც საჭიროა მერკაცინის კომბინირებული გამოყენება ზემოხსენებულ პრეპარატებთან, აუცილებელია პაციენტების სათანადო მონიტორინგი.
დადგენილია, რომ ამინოგლიკოზიდებისა და ცეფალოსპორინების ერთდროული გამოყენებისას (პარენტერალური შეყვანა) ნეფროტოქსიკური მოქმედება ძლიერდება; ამავდროულად, შეიძლება აღინიშნოს კვლევების ცრუ დადებითი შედეგები, რომლებიც მიუთითებს Ccr-ის ზრდაზე.
არ არის რეკომენდებული მერკაცინის გამოყენება ძლიერ შარდმდენებთან ერთად (მაგალითად, ფუროსემიდი ან ეტაკრინის მჟავა), რომლებსაც თავად შეუძლია ოტოტოქსიკური მოქმედების მოხდენა. ი/ვ შეყვანისას დიურეზულებს შეუძლია ამინოგლიკოზიდების ტოქსიკური ეფექტის გაძლიერება ამ უკანასკნელების კონცენტრაციის შეცვლის ხარჯზე სისხლის შრატში და ორგანიზმის ქსოვილებში.
ამინოგლიკოზიდების და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები ან ცეფალოსპორინები) in vitro კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სამკურნალო საშუალებების აქტივობის მნიშვნელოვანი ურთიერთშემცირება. სისხლის შრატში სამკურნალო საშუალებების აქტივობის შემცირება ასევე შეიძლება აღინიშნოს in vivo პენიცილინის რიგის პრეპარატებთან ამინოგლიკოზიდების ცალკეული შეყვანისას. ამასთან, მხოლოდ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ამინოგლიკოზიდების აქტივობის შემცირებას აქვს კლინიკური მნიშვნელობა. ამინოგლიკოზიდების აქტივობა შეიძლება შემცირდეს დიაგნოსტირების მიზნით პაციენტებეისგან შეგროვებული სითხეების ნიმუშებში, რაც შეიძლება გახდეს კვლევების შედეგების არასაიმედოობის მიზეზი. ასეთი ნიმუშების კვლევა სათანადოდ უნდა ჩატარდეს (კვლევების ჩატარება უმოკლეს ვადებში, ნიმუშების გაყინვა ან მათში ბეტა-ლაქტამაზას დამატება).
ამინოგლიკოზიდების ბისფოსფონატებთან კომბინირებული გამოყენებისას ჰიპოკალციემიის განვითარების რისკი იზრდება.
ამინოგლიკოზიდების გამოყენებისას პლატინის ნაერთების შემცველ პრეპარატებთან ერთად იზრდება ნეფროტოქსიკური და შესაძლოა, ოტოტოქსიკური მოქმედების რისკი.
ნატრიუმის მეტაბისულფიტმა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს თიამინის (ვიტამინი B1) დაშლა, როდესაც ეს უკანასკნელი გამოიყენება მერკაცინთან ერთად.
არ არის რეკომენდებული მერკაცინის ინტრაპერიტონეალური შეყვანა ზოგადი საანესთეზიო საშუალებების ან მიორელაქსანტების (ეთერის, ჰალოტანის, D-ტუბოკურარინის, სუქცინილქოლინის და დეკამეტონიუმის ჩათვლით) გამოყენების ფონზე, რადგან ამ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა სუნთქვის შემდგომი დათრგუნვით.
ახალშობილებში, ინდომეტაცინთან ერთად გამოყენებისას, ამიკაცინის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს სისხლის პლაზმაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის პერიოდში ქალებში ამიკაცინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
მერკაცინი უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის პერიოდში და ახალშობილებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
არსებობს შეზღუდული მონაცემები ამინოგლიკოზიდების გამოყენების შესახებ ქალებში ორსულობის პერიოდში. ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები
აღწევენ პლაცენტაში და შეუძლიათ უარყოფითი გავლენის მოხდენა ნაყოფზე. არსებობს შეტყობინებები სრული, შეუქცევადი ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუის შესახებ ბავშვებში, რომელთა დედები ღებულობდნენ თერაპიას სტრეპტომიცინით ორსულობის პერიოდში. არსებობს შეტყობინებები არასასურველი ეფექტების შესახებ ნაყოფთან მიმართებაში ან ახალდაბადებულებში, როდესაც ორსული ქალები იყენებდნენ სხვა ამინოგლიკოზიდებს, ამიტომ არსებობს მავნე ზემოქმედების პოტენციური რისკი.
ორსულობის პერიოდში მერკაცინის გამოყენებისას ან პრეპარატის გამოყენებისას ორსულობის დადგომის შემთხვევაში, ქალი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.
ლაქტაცია
ამიკაცინი გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.
ფერტილობა
თაგვებსა და ვირთაგვებზე რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებში ამიკაცინს გავლენა არ მოუხდენია ფერტილობაზე და არ გააჩნდა ფეტოტოქსიკური მოქმედება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესწავლასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა. სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არასასურველი რეაქციები, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
გვერდითი მოვლენები
არასასურველი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - სუპერინფექციები ან კოლონიზაცია რეზისტენტული ბაქტერიებით და საფუარის მსგავსი სოკოებით*.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - ანემია, ეოზინოფილია.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური პასუხი (ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქტოიდური რეაქცია), მომატებული მგრძნობელობა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: იშვიათად - ჰიპომაგნიემია.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - ტრემორი*, პარესთეზია*, თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა*; სიხშირე უცნობია - დამბლა*.
მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - სიბრმავე, თვალის ბადურის ინფარქტი (ასეთი რეაქციები აღინიშნებოდა ამიკაცინის ინტრავიტრეალური (ინტრაოკულური) შეყვანის შემდეგ; მერკაცინი არ არის განსაზღვრული ინტრავიტრეალური შეყვანისთვის).
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთური დარღვევები: იშვიათად - ხმაური ყურებში*, სმენის დაქვეითება*; სიხშირე უცნობია - სიყრუე*, ნეიროსენსორული სიყრუე*.
სისხლძარღვების მხრივ: იშვიათად - არტერიული ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - აპნოე, ბრონქოსპაზმი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - გულისრევა, ღებინება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი; იშვიათად - ქავილი, ჭინჭრის ციება.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: იშვიათად - ართრალგია, კუნთების თრთოლვა*.
თირკმლებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად - ოლიგურია*, გაზრდილი Ccr*, ალბუმინურია*, აზოტემია*, შარდში ერითროციტების არსებობა*, ლეიკოციტების არსებობა შარდში*; სიხშირე უცნობია - თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტოქსიკური ნეფროპათია, უჯრედების არსებობა შარდში*.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: იშვიათად - სხეულის ტემპერატურის მომატება.
- იხილეთ ნაწილი `განსაკუთრებული მითითებები~.
ყველა ამინოგლიკოზიდმა შეიძლება მოახდინოს ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება და გამოიწვიოს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა. მსგავსი მოქმედება უფრო ხშირად აღინიშნებოდა თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას სხვა ოტოტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური პრეპარატებით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ამინოგლიკოზიდებით რეკომენდებულზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში და/ან მაღალი დოზებით.
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, როგორც წესი, შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ტოქსიკურ მოქმედებას VIII კრანიალურ ნერვთან მიმართებაში შეიძლება თან ახლდეს სმენის დაკარგვა, წონასწორობის დარღვევა ან ორივე ერთად. ამიკაცინი, პირველ რიგში, ახდენს გავლენას სმენის ფუნქციაზე. კოხლეარული დაზიანება მაღალი სიხშირის ბგერების გამოვარდნით, უმეტეს შემთხვევაში, ხდება სმენის კლინიკური დაკარგვის მომენტამდე, რომელიც შემდგომში აუდიომეტრიის შედეგად ვლინდება.
იყო შეტყობინებები მაკულარული ინფარქტის შემთხვევების შესახებ, რაც ზოგჯერ მხედველობის შეუქცევად დაკარგვას იწვევს, ამიკაცინის ინტრავიტრეალური შეყვანის შემდეგ.
სიფრთხილის რეკომენდებული ზომების და დოზირების შესაბამისი რეჟიმების დაცვის შემთხვევაში, ისეთი რეაქციები, როგორიცაა ხმაური ყურებში, ვერტიგო, ნაწილობრივი შექცევადი სიყრუე, კანზე გამონაყარი, მედიკამენტური ცხელება, თავის ტკივილი, პარესთეზია, გულისრევა და პირღებინება, იშვიათად აღინიშნება. იშვიათად აღინიშნებოდა თირკმელების დაზიანების ნიშნები, შარდში ალბუმინის, ცილინდრების, ერითროციტების ან ლეიკოციტების გამოვლენის, აზოტემიის და ოლიგურიის ჩათვლით.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
ძალიან მნიშვნელოვანია შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებზე ან გამოუვლინდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც აღწერილი არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში არსებობს ნეფრო-, ოტო- და ნეიროტოქსიკური (ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა) რეაქციების განვითარების რისკი. ნერვ-კუნთოვანი ბლოკადით განპირობებული სუნთქვის გაჩერების შეთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, პრეპარატების შეყვანის ჩათვლით, რომლების კალციუმს შეიცავს (კალციუმის გლუკონატის ან კალციუმის ლაქტობიონატის 10-20%-იანი ხსნარი). ჭარბი დოზირების ან ტოქსიკური რეაქციების განვითარების შემთხვევაში ორგანიზმიდან ამიკაცინის გამოყოფის პროცესი შეიძლება დაჩქარდეს ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარების მეშვეობით.
ამიკაცინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ასევე მცირდება უწყვეტი არტერიოვენური ჰემოფილტრაციის პროცედურის ჩატარების დროს. ახალშობილებში შეიძლება განხილულ იქნას საკითხი სისხლის გაცვლითი გადასხმის პროცედურის ჩატარების შესახებ.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ამიკაცინი (ამიკაცინის სულფატის ფორმით) 100 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, გოგირდმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი J01GB06
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებითვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ ა.შ.-ს მიერ”, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი/ტექირდაგი).
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. სხვა ამინოგლიკოზიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ამიკაცინი არის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომელიც მიიღება კანამიცინი A-სგან. იგი აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ, Pseudomonas, Escherichia coli და ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმების, მაგალითად, Staphylococcus aureus ჩათვლით. ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. ამინოგლიკოზიდების მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი, ვარაუდობენ, რომ ისინი აინჰიბირებენ ცილის სინთეზს მგრძნობიარე მიკროორგანიზმების უჯრედებში, შეუქცევადად უკავშირდებიან რა რიბოსომების 30S სუბერთეულს.
ფარმაკოკინეტიკა
ინტრამუსკულარულად (ი/მ) შეყვანის შემდეგ ამიკაცინი სწრაფად შეიწოვება და ხვდება სისტემურ სისხლის ნაკადში. ამიკაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში (Cmax) სამკურნალო საშუალების ი/მ შეყვანისას 500 მგ დოზით მიიღწევა 1 საათის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 20 მგ/მლ, შეყვანიდან 10 საათის შემდეგ კონცენტრაცია სისხლის შრატში მცირდება დაახლოებით 2 მკგ/მლ-მდე.
შრატის ცილებთან ამიკაცინის შეკავშირების ხარისხი შეადგენს 20%-ს და ნაკლებს, 10-12 საათის განმავლობაში სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლის შრატში არის ბაქტერიციდული კონცენტრაციების დიაპაზონში მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისათვის.
ამიკაცინის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ 500 მგ დოზით ინტრავენური (ი/ვ) ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, Cmax საშუალოდ შეადგენდა 38 მკგ/მლ. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილებში განმეორებითი ინფუზიების დროს არ აღნიშნულა სამკურნალო საშუალების დაგროვება ორგანიზმში; თირკმელების ფუნქციის დაქვეითება იწვევს ამიკაცინის დაგროვებას ორგანიზმში.
სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით შეადგენს 2-3 საათს.
ერთჯერადი ი/მ და ი/ვ შეყვანის შემდეგ ორგანიზმიდან გამოიყოფა ამიკაცინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 94-98% უცვლელი სახით შარდით 24 საათის განმავლობაში გორგლოვანი ფილტრაციის პროცესის მეშვეობით. ამიკაცინის კონცენტრაცია შარდში ი/მ შეყვანიდან პირველი 6 საათის განმავლობაში 250 მგ დოზით შეადგენს საშუალოდ 563 მკგ/მლ და 163 მკგ/მლ მომდევნო 1-6 საათის განმავლობაში. 500 მგ დოზით ი/მ შეყვანის შემდეგ, სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია შარდში თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილებში შეადგენს საშუალოდ 832 მკგ/მლ.
ამიკაცინი ნაწილდება უჯრედგარე სითხეში და გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით, ძირითადად გორგლოვანი ფილტრაციის ხარჯზე. პარენტერალური შეყვანის შემდეგ ამიკაცინი გვხვდება ამნიონურ სითხეში, პლევრის გამონაჟონსა და პერიტონეალურ ღრუში.
კლინიკური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ ახალშობილებში ყოველდღიური მრავალჯერადი შეყვანისას ამიკაცინის კონცენტრაციები ცერებროსპინალურ სითხეში შეადგენს სისხლის შრატში ასეთის დაახლოებით 10-20%-ს და შეიძლება მიაღწიოს ასეთის 50%-ს სისხლის შრატში მენინგიტის დროს.
ი/მ და ი/ვ შეყვანა
ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლულებში, თირკმელებით ამიკაცინის გამოყოფის სიჩქარე მცირდება.
ამიკაცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეფასება ხდებოდა კლინიკურ კვლევებში ი/მ და/ან ი/ვ შეყვანისას 7,5 მგ/კგ დოზით ახალშობილებში (1-დან 6 დღემდე ასაკი), რომლებიც დაჯგუფებულნი იყვნენ წონის მიხედვით დაბადებისას (2000 გ-ზე ნაკლები, 2000-3000 გ და 3000 გ-ზე მეტი). ამიკაცინის კლირენსი ახალშობილებში 3000 გ-ზე მეტი წონით შეადგენდა 0,84 მლ/წთ/კგ, პრეპარატის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 7 საათს; განაწილების საწყისი მოცულობა და განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში იყო შესაბამისად 0,3 მლ/კგ და 0,5 მგ/კგ. უფრო დაბალი წონით (2000 გ-ზე ნაკლები, 2000-3000 გ) დაბადებულ ახალშობილთა ჯგუფებში ამიკაცინის კლირენსის მაჩვენებლები იყო უფრო დაბალი, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდის მაჩვენებლები იყო უფრო მაღალი, ვიდრე ანალოგიური ზემოთ მითითებულ ჯგუფში (3000 გ-ზე მეტი). 12 საათიანი ინტერვალით მრავალჯერადი შეყვანისას, 5 დღის შემდეგ ახალშობილთა ყველა გამოსაკვლევ ჯგუფში ორგანიზმში სამკურნალო საშუალების დაგროვება არ დაფიქსირებულა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
მერკაცინი
სავაჭრო დასახელება
მერკაცინი, Merkacin
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ამიკაცინი, Amikacin
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: უფერო მკრთალ-ყვითელამდე ფერის გამჭირვალე ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ამიკაცინი (ამიკაცინის სულფატის ფორმით) 100 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, გოგირდმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი J01GB06
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. სხვა ამინოგლიკოზიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ამიკაცინი არის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომელიც მიიღება კანამიცინი A-სგან. იგი აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ, Pseudomonas, Escherichia coli და ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმების, მაგალითად, Staphylococcus aureus ჩათვლით. ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. ამინოგლიკოზიდების მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი, ვარაუდობენ, რომ ისინი აინჰიბირებენ ცილის სინთეზს მგრძნობიარე მიკროორგანიზმების უჯრედებში, შეუქცევადად უკავშირდებიან რა რიბოსომების 30S სუბერთეულს.
ფარმაკოკინეტიკა
ინტრამუსკულარულად (ი/მ) შეყვანის შემდეგ ამიკაცინი სწრაფად შეიწოვება და ხვდება სისტემურ სისხლის ნაკადში. ამიკაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში (Cmax) სამკურნალო საშუალების ი/მ შეყვანისას 500 მგ დოზით მიიღწევა 1 საათის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 20 მგ/მლ, შეყვანიდან 10 საათის შემდეგ კონცენტრაცია სისხლის შრატში მცირდება დაახლოებით 2 მკგ/მლ-მდე.
შრატის ცილებთან ამიკაცინის შეკავშირების ხარისხი შეადგენს 20%-ს და ნაკლებს, 10-12 საათის განმავლობაში სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლის შრატში არის ბაქტერიციდული კონცენტრაციების დიაპაზონში მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისათვის.
ამიკაცინის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ 500 მგ დოზით ინტრავენური (ი/ვ) ინფუზიის სახით 30 წუთის განმავლობაში, Cmax საშუალოდ შეადგენდა 38 მკგ/მლ. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილებში განმეორებითი ინფუზიების დროს არ აღნიშნულა სამკურნალო საშუალების დაგროვება ორგანიზმში; თირკმელების ფუნქციის დაქვეითება იწვევს ამიკაცინის დაგროვებას ორგანიზმში.
სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით შეადგენს 2-3 საათს.
ერთჯერადი ი/მ და ი/ვ შეყვანის შემდეგ ორგანიზმიდან გამოიყოფა ამიკაცინის შეყვანილი დოზის დაახლოებით 94-98% უცვლელი სახით შარდით 24 საათის განმავლობაში გორგლოვანი ფილტრაციის პროცესის მეშვეობით. ამიკაცინის კონცენტრაცია შარდში ი/მ შეყვანიდან პირველი 6 საათის განმავლობაში 250 მგ დოზით შეადგენს საშუალოდ 563 მკგ/მლ და 163 მკგ/მლ მომდევნო 1-6 საათის განმავლობაში. 500 მგ დოზით ი/მ შეყვანის შემდეგ, სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია შარდში თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილებში შეადგენს საშუალოდ 832 მკგ/მლ.
ამიკაცინი ნაწილდება უჯრედგარე სითხეში და გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით, ძირითადად გორგლოვანი ფილტრაციის ხარჯზე. პარენტერალური შეყვანის შემდეგ ამიკაცინი გვხვდება ამნიონურ სითხეში, პლევრის გამონაჟონსა და პერიტონეალურ ღრუში.
კლინიკური კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ ახალშობილებში ყოველდღიური მრავალჯერადი შეყვანისას ამიკაცინის კონცენტრაციები ცერებროსპინალურ სითხეში შეადგენს სისხლის შრატში ასეთის დაახლოებით 10-20%-ს და შეიძლება მიაღწიოს ასეთის 50%-ს სისხლის შრატში მენინგიტის დროს.
ი/მ და ი/ვ შეყვანა
ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლულებში, თირკმელებით ამიკაცინის გამოყოფის სიჩქარე მცირდება.
ამიკაცინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეფასება ხდებოდა კლინიკურ კვლევებში ი/მ და/ან ი/ვ შეყვანისას 7,5 მგ/კგ დოზით ახალშობილებში (1-დან 6 დღემდე ასაკი), რომლებიც დაჯგუფებულნი იყვნენ წონის მიხედვით დაბადებისას (2000 გ-ზე ნაკლები, 2000-3000 გ და 3000 გ-ზე მეტი). ამიკაცინის კლირენსი ახალშობილებში 3000 გ-ზე მეტი წონით შეადგენდა 0,84 მლ/წთ/კგ, პრეპარატის საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 7 საათს; განაწილების საწყისი მოცულობა და განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში იყო შესაბამისად 0,3 მლ/კგ და 0,5 მგ/კგ. უფრო დაბალი წონით (2000 გ-ზე ნაკლები, 2000-3000 გ) დაბადებულ ახალშობილთა ჯგუფებში ამიკაცინის კლირენსის მაჩვენებლები იყო უფრო დაბალი, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდის მაჩვენებლები იყო უფრო მაღალი, ვიდრე ანალოგიური ზემოთ მითითებულ ჯგუფში (3000 გ-ზე მეტი). 12 საათიანი ინტერვალით მრავალჯერადი შეყვანისას, 5 დღის შემდეგ ახალშობილთა ყველა გამოსაკვლევ ჯგუფში ორგანიზმში სამკურნალო საშუალების დაგროვება არ დაფიქსირებულა.
გამოყენების ჩვენებები
ამიკაცინი წარმოადგენს ნახევრად სინთეზურ ანტიბიოტიკს ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან, რომელიც აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ, Pseudomonas ჩათვლით, და ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმის მიმართ.
მგრძნობიარე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებია: Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, ინდოლ-დადებითი და ინდოლ-უარყოფითი Proteus spp., Klebsiella, Enterobacter და Serratia spp., Minea-Herellae, Citrobacter freundii, Salmonella, Shigella, Acinetobacter და Providencia spp.
ზემოთ მითითებული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მრავალი შტამი, რომლებიც მდგრადია გენტამიცინისა და ტობრამიცინის მიმართ, მგრძნობიარეა ამიკაცინის მიმართ in vitro.
ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ძირითადი გრამდადებითი მიკროორგანიზმია Staphylococcus aureus, მეტიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით. ამიკაცინი გარკვეულწილად აქტიურია სხვა გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ, Streptococcus pyogenes, Enterococci და Diplococcus pneumonia ზოგიერთი შტამის ჩათვლით.
მერკაცინი ნაჩვენებია მწვავე ინფექციური დაავადებების მოკლევადიანი თერაპიისთვის, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით, Pseudomonas spp. ჩათვლით; ასევე, მერკაცინი შეიძლება გამოყენებული იქნას დიაგნოსტირებული ან სავარაუდო სტაფილოკოკური ინფექციის სამკურნალოდ (ის არ წარმოადგენს არჩევის პრეპარატს სტაფილოკოკებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ). ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციები მოიცავს მძიმე ინფექციური დაავადებების საწყის მკურნალობას, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოწვეულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით ან სტაფილოკოკებით, შერეული ინფექციების თერაპიას, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით და სტაფილოკოკებით, ასევე თერაპიას სხვა ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.
ამიკაცინით თერაპიის დაწყება შესაძლებელია მიკროორგანიზმის მგრძნობელობის გამოკვლევის შედეგების მიღებამდე; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა.
რეკომენდებულია გათვალისწინებული იქნას ოფიციალურ სახელმძღვანელოებში მოცემული ინფორმაცია ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზირება
მერკაცინის შეყვანა შეიძლება ი/მ ან ი/ვ.
არ არის რეკომენდებული მერკაცინის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან, პრეპარატი შეყვანილი უნდა იქნას ცალკე, რეკომენდებული დოზირების რეჟიმის და გამოყენების წესის შესაბამისად.
მერკაცინის დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურად შეირჩევა პაციენტის სხეულის წონის გათვალისწინებით.
მერკაცინით თერაპიის დროს პერიოდულად უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
თირკმელების ფუნქციის შეფასება უნდა მოხდეს სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციის (Ccr) ან ენდოგენური კრეატინინის კლირენსის (Clcr) გათვლითი მაჩვენებლის საფუძველზე; თირკმლის ფუნქციის შეფასება სისხლის შარდოვანას აზოტის დონის საფუძველზე გაცილებით ნაკლებად უპირატესია.
აუცილებელია ამიკაცინის დონის კონტროლი სისხლის შრატში იმის დასადასტურებლად, რომ სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია დასაშვები დიაპაზონის ფარგლებშია და არ აღემატება მათ.
მერკაცინით თერაპიის დროს რეკომენდებულია Cmax და Cmin პერიოდული კონტროლი. თავიდან უნდა იქნას აცილებული სიტუაციები, როდესაც Cmax (ინექციიდან 30-90 წუთი) აღემატება 35 მკგ/მლ, ხოლო Cmin (შემდეგი დოზის შეყვანამდე) აღემატება 10 მკგ/მლ; საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექტირება. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მერკაცინი შეიძლება შეყვანილი იქნას ერთხელ დღე-ღამეში; ამ შემთხვევაში Cmax შეიძლება აღემატებოდეს 35 მკგ/მლ.
უმეტესი ინფექციების დროს სასურველია პრეპარატის ი/მ შეყვანა.
მერკაცინის შეყვანა შესაძლებელია ი/ვ ნელი ნაკადური ინექციის სახით (2-3 წუთი) ან ინფუზიის სახით (0,25%-იანი ხსნარი; მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში) სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს ან პაციენტებში, რომლებისთვისაც შეუძლებელია პრეპარატის ი/მ შეყვანა.
ი/მ და ი/ვ შეყვანა
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციების დროს პასუხი პრეპარატის რეკომენდებული დოზებით მკურნალობაზე აღინიშნება 24-48 საათის განმავლობაში.
თუ 3-5 დღის განმავლობაში მკურნალობაზე კლინიკური პასუხი არ არის, საჭიროა ალტერნატიული თერაპიის ჩატარების საკითხის განხილვა. საჭიროების შემთხვევაში, ი/ვ შეყვანისთვის ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატი უნდა განზავდეს ფიზიოლოგიურ ხსნარში ან დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში.
მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული, არ უნდა შევინახოთ.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ამიკაცინის რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით (Clcr შეადგენს 50 მლ/წთ ან მეტს) ი/მ და ი/ვ შეყვანისას შეადგენს 15 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში; რეკომენდებული დოზა შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად - 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში. ამიკაცინის საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 გ-ს. ენდოკარდიტისა და ფებრილური ნეიტროპენიის დროს სამკურნალო საშუალება შეყვანილი უნდა იქნას დღე-ღამეში ორჯერ (მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ამიკაცინის ერთჯერადი ყოველდღიური გამოყენების ეფექტურობაზე ასეთ სიტუაციებში, შეზღუდულია).
ბავშვები 4 კვირიდან 12 წლამდე ასაკის
ამიკაცინის რეკომენდებული დოზა 4 კვირიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის თირკმლის ნორმალური ფუნქციით ი/მ და ი/ვ (ნელი ინფუზია) შეყვანისას შეადგენს 15-20 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში ან 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში.
ენდოკარდიტისა და ფებრილური ნეიტროპენიის დროს სამკურნალო საშუალება შეყვანილი უნდა იქნას ორჯერ დღე-ღამეში (მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ამიკაცინის ერთჯერადი ყოველდღიური გამოყენების ეფექტურობაზე ასეთ სიტუაციებში, შეზღუდულია).
ახალშობილები
ამიკაცინის საწყისი დატვირთვის დოზა შეადგენს 10 მგ/კგ, შემდეგ - 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში.
დღენაკლული ახალშობილები
ამიკაცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში.
მერკაცინით თერაპიის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7-10 დღეს; ამიკაცინის საერთო სადღეღამისო დოზა (მიუხედავად შეყვანის გზისა) არ უნდა აღემატებოდეს 15-20 მგ/კგ. გართულებული ინფექციების შემთხვევაში, როდესაც განიხილება საკითხი პრეპარატის უფრო ხანგრძლივად (10 დღეზე მეტი) გამოყენების შესახებ, საჭიროა ამიკაცინით თერაპიის განმეორებითი შეფასების ჩატარება და შემდეგ სამკურნალო საშუალების შემდგომი გამოყენებისას უნდა მოხდეს თირკმელების ფუნქციის, სმენის ორგანოს და ვესტიბულური აპარატის, აგრეთვე სისხლის შრატში ამიკაცინის დონის კონტროლი.
პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 3-5 დღის შემდეგ მკურნალობაზე მნიშვნელოვანი კლინიკური პასუხის არარსებობის შემთხვევაში, მისი გამოყენება უნდა შეწყდეს და განმეორებით შეფასდეს ანტიბიოტიკებისადმი ინფექციის გამომწვევის მგრძნობელობა. თერაპიაზე პასუხის არარსებობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მიკროორგანიზმის რეზისტენტობასთან ან ინფექციის კერების არსებობასთან, რომლებიც საჭიროებენ ქირურგულ მკურნალობას (მაგალითად, დრენირება).
ი/ვ შეყვანასთან დაკავშირებული სპეციალური რეკომენდაციები
ი/ვ ინფუზიის ხანგრძლივობა მოზრდილებში შეადგენს 30-60 წუთს.
ბავშვებში გამხსნელის მოცულობა დამოკიდებულია წამლის საჭირო ასატან დოზაზე. როგორც წესი, ბავშვებში ი/ვ ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 30-60 წუთს; ახალშობილებში ი/ვ ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 საათს.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ამიკაცინი გამოიყოფა თირკმელებით. ხანდაზმულ პაციენტებში მერკაცინის გამოყენებისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი; თუ ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა, პრეპარატის დოზა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.
სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები და/ან Pseudomonas-ით გამოწვეული ინფექციები
მოზრდილებში ამიკაცინის დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე ყოველ 8 საათში. სამკურნალო საშუალების სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1,5 გ-ს, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. ამიკაცინის მაქსიმალური საერთო დოზა მოზრდილებში არ უნდა აღემატებოდეს 15 გ-ს.
საშარდე გზების ინფექციები (გარდა Pseudomonas-ით გამოწვეული ინფექციებისა)
ამიკაცინის სადღეღამისო დოზა შეადგენს 7,5 მგ/კგ, იგი უნდა დაიყოს ორ თანაბარ ნაწილად (მოზრდილებში ეს ეკვივალენტურია დოზირების რეჟიმისა - 250 მგ ამიკაცინი ორჯერ დღე-ღამეში). რადგანაც ამიკაცინის აქტივობა იზრდება შარდის pH-ის მატებასთან ერთად, იმავდროულად შეიძლება პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ზრდიან შარდის pH-ს.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით (Clcr ნაკლებია 50 მლ/წთ), ამიკაცინის ერთჯერადი ყოველდღიური შეყვანა სადღეღამისო დოზით არასასურველია, ვინაიდან ასეთ პაციენტებს დაურეგისტრირდებათ Cmin მაღალი მნიშვნელობები (იხ. ქვემოთ).
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მერკაცინით თერაპიას სტანდარტული დოზებით (პრეპარატის მიღების სიხშირე დღე-ღამეში ორჯერ ან სამჯერ), აუცილებელია სისხლის შრატში ამიკაცინის კონცენტრაციის კონტროლი კვლევის სათანადო მეთოდების გამოყენებით. დოზირების რეჟიმის კორექტირება ასეთ პაციენტებში უნდა მოხდეს ან შეყვანებს შორის ინტერვალის გაზრდით ამიკაცინის სტანდარტული დოზებით გამოყენებისას, ან სამკურნალო საშუალების დოზის შემცირების გზით შეყვანებს შორის ფიქსირებული ინტერვალებისას.
ორივე მიდგომა გულისხმობს Clcr ან Ccr განსაზღვრას, ვინაიდან ეს მაჩვენებლები კორელირებს ამინოგლიკოზიდების ნახევარგამოყოფის პერიოდის მნიშვნელობებთან პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით. ამიკაცინის დოზირების ქვემოთ მითითებული რეჟიმები გამოყენებული უნდა იქნას პაციენტის კლინიკური სტატუსის და ლაბორატორიული მაჩვენებლების სათანადო მონიტორინგის გათვალისწინებით; საჭიროების შემთხვევაში, დოზირების რეჟიმები სათანადოდ უნდა იქნას კორექტირებული, მათ შორის დიალიზის პროცედურის ჩატარებისას.
შეყვანებს შორის ინტერვალის გაზრდა ამიკაცინის სტანდარტული დოზებით გამოყენებისას
თუ შეუძლებელია Clcr-ის განსაზღვრა, ხოლო პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ამიკაცინის შეყვანებს შორის ინტერვალი სტანდარტული ერთჯერადი დოზით (დოზა თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალების დღე-ღამეში ორჯერ შეყვანისას, 7,5 მგ/კგ) გამოყენებისას საათებში შეიძლება გამოთვლილი იქნას Ccr-ის 9-ზე გამრავლებით; (მაგალითად, თუ Ccr შეადგენს 2 მგ/100 მლ, ამიკაცინი რეკომენდებული ერთჯერადი დოზით (7,5 მგ/კგ) შეყვანილი უნდა იქნას 18 საათიანი ინტერვალით) (იხ. ცხრილი).
ცხრილი. ამიკაცინის შეყვანებს (ი/მ) შორის ინტერვალი თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში
Cсr (მგ/100 მლ)
ინტერვალი ამიკაცინის შეყვანებს (ი/მ) შორის დოზით 7,5 მგ/კგ (სთ)
1,5
× 9 =
13,5
2,0
18,0
2,5
22,5
3,0
27,0
3,5
31,5
4,0
36,0
4,5
40,5
5,0
45,0
5,5
49,5
6,0
54,0
იმასთან დაკავშირებით, რომ მერკაცინით თერაპიის დროს თირკმელების ფუნქცია შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, ხშირად უნდა ჩატარდეს Ccr მაჩვენებლების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზირების რეჟიმი დაკორექტირდეს.
ამიკაცინის დოზის შემცირება შეყვანებს შორის ფიქსირებული ინტერვალების დროს
იმ შემთხვევებში, როდესაც თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებს, ამიკაცინის შეყვანა ფიქსირებული ინტერვალებით ესაჭიროებათ, სამკურნალო საშუალების დოზა უნდა შემცირდეს. ასეთ სიტუაციებში აუცილებელია ამიკაცინის დონის კონტროლი სისხლის შრატში იმის დასადასტურებლად, რომ სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლის შრატში არ აღემატება დასაშვებ მნიშვნელობებს და პრეპარატის დოზა შერჩეულია სათანადოდ. თუ შეუძლებელია ამიკაცინის კონცენტრაციის დადგენა სისხლის შრატში, პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია, დოზირების რეჟიმის არჩევისას სასურველია გამოყენებული იქნას Ccr და Clcr მაჩვენებლები თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის ინდიკატორად.
თერაპია დაწყებული უნდა იქნას ამიკაცინის შეყვანით სტანდარტული დოზით 7,5 მგ/კგ, რომელიც გამოიყენება როგორც დატვირთვის დოზა. ეს დოზა შეესაბამება სტანდარტულ რეკომენდებულ დოზას თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, როგორც ეს ზემოთ არის მითითებული.
ამიკაცინის შემანარჩუნებელი დოზების გამოსათვლელად (შეყვანებს შორის ფიქსირებული ინტერვალია - 12 საათი), დატვირთვის დოზა უნდა შემცირდეს პაციენტის Clcr-ის გათვალისწინებით:
ამიკაცინის შემანარჩუნებელი დოზა ყოველ 12 საათში = პაციენტის Clcr (მლ/წთ) X ამიკაცინის დატვირთვის დოზა (მგ)/Clcr ნორმაში (მლ/წთ).
ამიკაცინის დოზის განსაზღვრის ალტერნატიული საორიენტირო მეთოდი შეყვანის 12-საათიანი ინტერვალით (იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ცნობილია Ccr მნიშვნელობები წონასწორულ მდგომარეობაში):
ამიკაცინის შემანარჩუნებელი დოზა ყოველ 12 საათში = სტანდარტული რეკომენდებული დოზა/Cсr.
დოზირების ზემოხსენებული რეჟიმები არ არის მკაცრად რეკომენდებული, მათი გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ამიკაცინის კონცენტრაციის დადგენა შრატში.
ინტრაპერიტონეალური შეყვანა
პერიტონიტთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური კვლევის შემდეგ ან მიკროორგანიზმებით პერიტონიუმის კონტამინაციის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შიგთავსთან კონტაქტის შედეგად ქირურგიული ოპერაციის დროს, მერკაცინი (0,25% ხსნარი (2,5 მგ/მლ)) შეიძლება გამოყენებული იქნას ირიგაციული ხსნარის სახით პაციენტის ზოგადი ანესთეზიის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ. მცირეწლოვან ბავშვებში არ არის რეკომენდებული ამიკაცინის ინტრაპერიტონეალური შეყვანა.
შეყვანის სხვა მეთოდები
მერკაცინი (0,25% ხსნარი (2,5 მგ/მლ)) შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ირიგაციული ხსნარი აბსცესის ღრუში, პლევრალურ და მუცლის ღრუში, თავის ტვინის პარკუჭებში.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
ხსნარის ფერი შეიძლება შეიცვალოს უფეროდან ღია ყვითელამდე, ამასთან პრეპარატის ეფექტურობა არ მცირდება.
ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში განზავების შემდეგ პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მაშინათვე.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ამინოგლიკოზიდებმა შეიძლება დაარღვიოს ნერვ-კუნთოვანი გადაცემა, ამიტომ ისინი არ უნდა დაინიშნოს მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში.
ამინოგლიკოზიდებისადმი ცნობილი ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის გათვალისწინებით, ჰიპერმგრძნობელობა ან მძიმე არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა ამინოგლიკოზიდების გამოყენების ფონზე ანამნეზში, შეიძლება იყოს ამ ჯგუფის ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენების უკუჩვენება.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციები ქვემოთ ჩამოთვლილია სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად MedDRA-ის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - სუპერინფექციები ან კოლონიზაცია რეზისტენტული ბაქტერიებით და საფუარის მსგავსი სოკოებით*.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად - ანემია, ეოზინოფილია.
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური პასუხი (ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქტოიდური რეაქცია), მომატებული მგრძნობელობა.
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: იშვიათად - ჰიპომაგნიემია.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - ტრემორი*, პარესთეზია*, თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა*; სიხშირე უცნობია - დამბლა*.
მხედველობის ორგანოს მხრივ: იშვიათად - სიბრმავე, თვალის ბადურის ინფარქტი (ასეთი რეაქციები აღინიშნებოდა ამიკაცინის ინტრავიტრეალური (ინტრაოკულური) შეყვანის შემდეგ; მერკაცინი არ არის განსაზღვრული ინტრავიტრეალური შეყვანისთვის).
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთური დარღვევები: იშვიათად - ხმაური ყურებში*, სმენის დაქვეითება*; სიხშირე უცნობია - სიყრუე*, ნეიროსენსორული სიყრუე*.
სისხლძარღვების მხრივ: იშვიათად - არტერიული ჰიპოტენზია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - აპნოე, ბრონქოსპაზმი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად - გულისრევა, ღებინება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი; იშვიათად - ქავილი, ჭინჭრის ციება.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: იშვიათად - ართრალგია, კუნთების თრთოლვა*.
თირკმლებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად - ოლიგურია*, გაზრდილი Ccr*, ალბუმინურია*, აზოტემია*, შარდში ერითროციტების არსებობა*, ლეიკოციტების არსებობა შარდში*; სიხშირე უცნობია - თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტოქსიკური ნეფროპათია, უჯრედების არსებობა შარდში*.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: იშვიათად - სხეულის ტემპერატურის მომატება.
- იხილეთ ნაწილი `განსაკუთრებული მითითებები~.
ყველა ამინოგლიკოზიდმა შეიძლება მოახდინოს ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება და გამოიწვიოს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა. მსგავსი მოქმედება უფრო ხშირად აღინიშნებოდა თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას სხვა ოტოტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური პრეპარატებით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თერაპიას ამინოგლიკოზიდებით რეკომენდებულზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში და/ან მაღალი დოზებით.
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, როგორც წესი, შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ტოქსიკურ მოქმედებას VIII კრანიალურ ნერვთან მიმართებაში შეიძლება თან ახლდეს სმენის დაკარგვა, წონასწორობის დარღვევა ან ორივე ერთად. ამიკაცინი, პირველ რიგში, ახდენს გავლენას სმენის ფუნქციაზე. კოხლეარული დაზიანება მაღალი სიხშირის ბგერების გამოვარდნით, უმეტეს შემთხვევაში, ხდება სმენის კლინიკური დაკარგვის მომენტამდე, რომელიც შემდგომში აუდიომეტრიის შედეგად ვლინდება.
იყო შეტყობინებები მაკულარული ინფარქტის შემთხვევების შესახებ, რაც ზოგჯერ მხედველობის შეუქცევად დაკარგვას იწვევს, ამიკაცინის ინტრავიტრეალური შეყვანის შემდეგ.
სიფრთხილის რეკომენდებული ზომების და დოზირების შესაბამისი რეჟიმების დაცვის შემთხვევაში, ისეთი რეაქციები, როგორიცაა ხმაური ყურებში, ვერტიგო, ნაწილობრივი შექცევადი სიყრუე, კანზე გამონაყარი, მედიკამენტური ცხელება, თავის ტკივილი, პარესთეზია, გულისრევა და პირღებინება, იშვიათად აღინიშნება. იშვიათად აღინიშნებოდა თირკმელების დაზიანების ნიშნები, შარდში ალბუმინის, ცილინდრების, ერითროციტების ან ლეიკოციტების გამოვლენის, აზოტემიის და ოლიგურიის ჩათვლით.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
ძალიან მნიშვნელოვანია შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს აღენიშნა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებზე ან გამოუვლინდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც აღწერილი არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
მერკაცინის გამოყენებისას პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე.
მერკაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში უკვე არსებული თირკმელების უკმარისობით, სმენის ორგანოს ან ვესტიბულური აპარატის დაზიანებით და დაქვეითებული გორგლოვანი ფილტრაციით. საჭიროა სათანადო კლინიკური მონიტორინგის ჩატარება პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ამინოგლიკოზიდებით პარენტერალური შეყვანისათვის, ამ ჯგუფის პრეპარატების პოტენციურ ოტოტოქსიკურ და ნეფროტოქსიკურ მოქმედებასთან დაკავშირებით. მკურნალობის უსაფრთხოება 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დადგენილი არ არის. თუ მოსალოდნელია, რომ მერკაცინით თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს ან მეტს თირკმლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან 10 დღეს სხვა პაციენტებში, მათ უნდა ჩაუტარდეთ აუდიომეტრია პრეპარატის გამოყენებამდე და განმეორებით მკურნალობის დროს.
ნეფროტოქსიკურობა
ამინოგლიკოზიდები წარმოადგენს პოტენციურად ნეფროტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებს; მათი ნეფროტოქსიკური მოქმედება არ არის დამოკიდებული Cmax-ზე. ნეფროტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც ამინოგლიკოზიდით თერაპიას ღებულობენ მაღალი დოზებით ან დიდი ხნის განმავლობაში.
მერკაცინის გამოყენების დაწყებამდე და ყოველდღიურად მკურნალობის კურსის პერიოდში საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი პაციენტებში, კვლევის რუტინული მეთოდების გამოყენებით; ამასთან, პაციენტებმა უნდა მოიხმარონ საკმარისი რაოდენობის სითხე. თირკმელების ფუნქციის დარღვევების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ცილინდრების, ლეიკოციტების ან ერითროციტების არსებობა შარდში, ალბუმინურია, Clcr დაქვეითება, შარდის ხვედრითი სიმკვრივის შემცირება, სისხლის შარდოვანას აზოტის და Ccr გაზრდა, ან ოლიგურია, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. აზოტემიის გაღრმავების დროს ან დიურეზის პროგრესირებადი შემცირებისას, მერკაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია შეიძლება შემცირდეს, ხოლო რუტინული სკრინინგული კვლევების შედეგები (ანუ სისხლის შარდოვანას აზოტის და Ccr მაჩვენებლები) შეიძლება არ მიუთითებდეს ამაზე, Clcr გაზომვა შეიძლება უფრო მიზანშეწონილი იყოს. უკიდურესად აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც ამინოგლიკოზიდით თერაპიას ღებულობენ.
მერკაცინის გამოყენებისას საჭიროა თირკმელების ფუნქციის სათანადო მონიტორინგი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმელების ფუნქციის უკვე არსებული ან სავარაუდო დარღვევებით მკურნალობის დასაწყისში, ასევე პაციენტებში, რომლებსაც თირკმელების ფუნქციის დარღვევები აღენიშნათ პირველად თერაპიის დროს (მკურნალობის დასაწყისში თირკმელების ფუნქცია მათ ნორმალური ჰქონდათ).
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ამიკაცინის დონის კონტროლი სისხლის შრატში იმის დასადასტურებლად, რომ სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია დასაშვები მნიშვნელობების ფარგლებშია და არ აღემატება მათ. აუცილებელია შარდის ანალიზების კონტროლი შარდის ხვედრითი სიმკვრივის შემცირების, ცილების დონის მომატებისა და შარდში უჯრედების ან ცილინდრების არსებობის საგანზე; პერიოდულად აუცილებელია სისხლის შარდოვანას აზოტის და Ccr, აგრეთვე Clcr მაჩვენებლების კონტროლი. ხანდაზმულ პაციენტებს, ასევე მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს, თერაპიის კურსის დროს რამდენჯერმე უნდა ჩაუტარდეთ აუდიომეტრია. ოტოტოქსიკური (თავბრუსხვევა, ვერტიგო, ხმაური ყურებში და სმენის დაკარგვა) ან ნეფროტოქსიკური მოქმედების ნიშნების გამოვლენისას საჭიროა მერკაცინის დოზის კორექცია ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
არ არის რეკომენდებული მერკაცინის ერთდროულად (პარალელურად და/ან თანმიმდევრობით) გამოყენება ნეიროტოქსიკურ ან ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან პერორალური ან ადგილობრივი გამოყენებისათვის, განსაკუთრებით ბაციტრაცინთან, ცისპლატინთან, ამფოტერიცინი B-სთან, ცეფალორიდინთან, პარომომიცინთან, ვიომიცინთან, პოლიმიქსინი B-სთან, კოლისტინთან, ვანკომიცინთან ან სხვა ამინოგლიკოზიდებთან. სხვა ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება ტოქსიკური მოქმედების რისკი გაზარდონ, მიეკუთვნება ხანდაზმული ასაკი და გაუწყლოება.
მერკაცინის გამოყენების დაწყებამდე, აგრეთვე პერიოდულად მკურნალობის დროს, თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი კვლევის რუტინული მეთოდების გამოყენებით. უნდა შემცირდეს სადღეღამისო დოზა და/ან გაიზარდოს ინტერვალი პრეპარატის შეყვანებს შორის Ccr-ის შესაბამისად, რათა თავიდან იქნას აცილებული ამიკაცინის დაგროვება ორგანიზმში (სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლის შრატში არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ მნიშვნელობებს) და მინიმიზირებული იქნას ოტოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი. სისხლში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის და თირკმელების ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი აუცილებელია ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის ფუნქცია შეიძლება დაქვეითებული ჰქონდეთ, თუმცა, რუტინული სკრინინგული კვლევების შედეგებმა (ანუ სისხლის შარდოვანას აზოტის Aდა Ccr მაჩვენებლები) შეიძლება არ მიუთითოს ამაზე.
ნეიროტოქსიურობა
მერკაცინის გამოყენებისას საჭიროა VIII კრანიალური ნერვის ფუნქციის სათანადო კონტროლი.
პაციენტებში ამინოგლიკოზიდების ნეიროტოქსიური ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს ვესტიბულური აპარატის დაზიანებით და/ან სმენის აპარატის ორმხრივი დაზიანებით. ამინოგლიკოზიდების ოტოტოქსიკური ეფექტის განვითარების რისკი იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში (ჯანმრთელ ადამიანებშიც კი), რომლებიც ამინოგლიკოზიდებით თერაპიას იღებენ მაღალი დოზებით ან 5-7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. როგორც წესი, მაღალი სიხშირის ბგერების გამოვარდნა არის ამინოგლიკოზიდების ოტოტოქსიკური ეფექტის პირველი ნიშანი, მისი დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ აუდიომეტრიით. ასევე შეიძლება აღინიშნოს ვერტიგო, არასასურველი რეაქცია, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ვესტიბულური აპარატის დაზიანებაზე. ნეიროტოქსიკური მოქმედების სხვა გამოვლინებებს შეიძლება მიეკუთვნოს დაბუჟება, კანზე ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების კრთომა და კრუნჩხვები.
ოტოტოქსიურობა
ამინოგლიკოზიდების ოტოტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება იმ შემთხვევებში, როდესაც მათი მაღალი Cmax და Cmin დიდი ხნის განმავლობაში აღინიშნება. პაციენტებში, რომლებსაც ამინოგლიკოზიდებით მკურნალობის დროს უვითარდებათ სმენის ან ვესტიბულური აპარატის დაზიანება, შეიძლება არ არსებობდეს კლინიკური სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ტოქსიკურ ზემოქმედებაზე VIII კრანიალურ ნერვთან მიმართებაში, და სრული ან ნაწილობრივი შეუქცევადი ორმხრივი სიყრუე ან ვერტიგო, რაც იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას, შეიძლება აღინიშნოს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. ამინოგლიკოზიდების ოტოტოქსიკური მოქმედება, როგორც წესი, შეუქცევადია.
მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციების მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს 12S pრნმის გენში, 1555 ნუკლეოტიდში A-ს ჩანაცვლება G-ზე, შესაძლებელია ჰქონდეთ ოტოტოქსიურობის გაზრდილი რისკი, სისხლის პლაზმაში ამინოგლიკოზიდების დონის რეკომენდებულ ზღვრებში არსებობის დროსაც კი. ოჯახურ ანამნეზში ამინოგლიკოზიდებით გამოწვეული სიყრუის არსებობისას ან დნმ-ის 12S pრნმის გენში დნმ-ის ცნობილი მუტაციის არსებობის შემთხვევაში ამინოგლიკოზიდებით მკურნალობის ალტერნატიული გზა უნდა იქნას განხილული.
ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა
ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა და სუნთქვის დამბლა აღინიშნებოდა ამინოგლიკოზიდების პარენტერალური შეყვანის, პერორალური მიღების და ადგილობრივი გამოყენების შემდეგ (მაგალითად, ამიკაცინის გამოყენებისას ირიგაციული ხსნარის სახით ორთოპედიული ან აბდომინალური ქირურგიული ჩარევების ჩატარებისას, ან ემპიემის ადგილობრივი მკურნალობისას). მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სუნთქვის დამბლის რისკი პაციენტებში ამინოგლიკოზიდებით თერაპიის დროს, მიუხედავად მათი გამოყენების მეთოდისა, განსაკუთრებით ზოგადი ანესთეტიკების ან მიორელაქსანტების (მაგალითად, ტუბოკურარინი, სუქცინილქოლინი, დეკამეტონიუმი, ატრაკურიუმი, როკურონიუმი, ვეკურონიუმი) გამოყენების ფონზე, ასევე ციტრატული სისხლის დიდი მოცულობის გადასხმისას. ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის შემთხვევაში პრეპარატების შეყვანის შემდეგ, რომლებიც შეიცავენ კალციუმის მარილებს, სუნთქვის დამბლა შეიძლება აღმოფხვრილი იქნას, თუმცა ასეთ სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა და კუნთების დამბლა აღინიშნებოდა ლაბორატორიულ ცხოველებში, რომლებისთვისაც ამიკაცინი შეყავდათ მაღალი დოზებით.
მერკაცინის გამოყენება უკუნაჩვენებია მიასთენია გრავისის დროს. ამინოგლიკოზიდები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კუნთოვანი დარღვევებით (მაგალითად, პარკინსონიზმი), რადგან ამ ჯგუფის პრეპარატებმა შეიძლება გააძლიეროს კუნთების სისუსტე ნერვ-კუნთოვან სინაფსებში პოტენციური კურარეს მსგავსი მოქმედების გამო.
ალერგიული რეაქციები
მერკაცინის გამოყენების საკითხი იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ამინოგლიკოზიდებზე ალერგიული რეაქციები, ან რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ თირკმლების ან VIII კრანიალური ნერვის სუბკლინიკური დაზიანებები, განპირობებული ნეფროტოქსიკური და/ან ოტოტოქსიკური პრეპარატების წინა გამოყენებით, როგორიცაა სტრეპტომიცინი, დიჰიდროსტრეპტომიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი, კანამიცინი, ნეომიცინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ცეფალორიდინი ან ვიომიცინი, მოითხოვს ყურადღებით განხილვას, რადგან ტოქსიკურ მოქმედებას შეიძლება ჰქონდეს ადიტიური ხასიათი. ასეთ პაციენტებში მერკაცინის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც, ექიმის აზრით, პრეპარატის გამოყენების თერაპიული სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს. ოპერაციის დროს მაღალი დოზებით პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ტრანზიტორული მიასთენიური სინდრომი.
მერკაცინი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. სულფიტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ტიპის რეაქციების განვითარება, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები და ბრონქული ასთმის მძიმე შეტევები, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში, ზოგიერთ წინასწარგანწყობის მქონე პაციენტში. სულფიტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა საერთო პოპულაციაში არახშირად რეგისტრირდება და, სავარაუდოდ, იშვიათია; უფრო ხშირად ის აღინიშნება ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში, ვიდრე პაციენტებში ბრონქული ასთმის გარეშე.
გამოყენება ბავშვებში
დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში თირკმელების უმწიფრობის გამო ამინოგლიკოზიდების ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის შრატიდან იზრდება, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მათი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
სხვა მითითებები
ამინოგლიკოზიდები სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება სისტემურ სისხლის ნაკადში ადგილობრივი გამოყენებისას ქირურგიული ჩარევების დროს, გარდა შარდის ბუშტში ინსტილაციის შემთხვევებისა.
იყო შეტყობინებები შეუქცევადი სიყრუის, თიკმლის უკმარისობის განვითარების და ლეტალური გამოსავლის შემთხვევების შესახებ ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის შედეგად, ამინოგლიკოზიდების შემცველი ირიგაციული ხსნარების გამოყენების შემდეგ ქირურგიული ჩარევების უბნებზე, მათი ზომის მიუხედავად.
ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, ამიკაცინის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, ასეთ სიტუაციებში უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა.
ამიკაცინის ინტრავიტრეალური (თვალშიგა) შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა მაკულარული ინფარქტის შემთხვევები, რაც ზოგჯერ მხედველობის შეუქცევად დაკარგვას იწვევს.
დამხმარე ნივთიერებები
მერკაცინი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
მერკაცინი 100 მგ/2 მლ საინექციო ხსნარის 2 მლ შეიცავს 2,94 მგ ნატრიუმს, რაც ჯანმოს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო 2 გ ნატრიუმის 0,15%-ის ექვივალენტურია ზრდასრული ადამიანისთვის.
მერკაცინი 500 მგ/2 მლ საინექციო ხსნარის 2 მლ შეიცავს 14,69 მგ ნატრიუმს, რაც ჯანმოს მიერ რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო 2 გ ნატრიუმის 0,73%-ის ექვივალენტურია ზრდასრული ადამიანისთვის.
შეუთავსებლობა
ამიკაცინი შეუთავსებელია ზოგიერთ პენიცილინთან და ცეფალოსპორინთან, ამფოტერიცინთან, ნატრიუმის ქლოროთიაზიდთან, ერითრომიცინის გლუცეპტატთან, ჰეპარინთან, ნატრიუმის ნიტროფურანტოინთან, ნატრიუმის ფენიტოინთან, ნატრიუმის თიოპენტონთან და ნატრიუმის ვარფარინთან, აგრეთვე პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავს ტეტრაციკლინებს, B ჯგუფის ვიტამინებს, C ვიტამინს და კალიუმის ქლორიდს, მათი შემადგენლობის მიხედვით.
შერეული ინფექციების ან სუპერინფექციების შემთხვევაში, ამიკაცინი უნდა იქნას გამოყენებული სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში, არ არის რეკომენდებული მისი შერევა მათთან ერთ შპრიცში, საინფუზიო სისტემაში ან სხვა მოწყობილობაში; თითოეული სამკურნალო საშუალება ცალკე უნდა იქნას შეყვანილი.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესწავლასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა. სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არასასურველი რეაქციები, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ორსულობის პერიოდში ქალებში ამიკაცინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
მერკაცინი უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის პერიოდში და ახალშობილებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკიდურესად აუცილებელია და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
არსებობს შეზღუდული მონაცემები ამინოგლიკოზიდების გამოყენების შესახებ ქალებში ორსულობის პერიოდში. ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები
აღწევენ პლაცენტაში და შეუძლიათ უარყოფითი გავლენის მოხდენა ნაყოფზე. არსებობს შეტყობინებები სრული, შეუქცევადი ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუის შესახებ ბავშვებში, რომელთა დედები ღებულობდნენ თერაპიას სტრეპტომიცინით ორსულობის პერიოდში. არსებობს შეტყობინებები არასასურველი ეფექტების შესახებ ნაყოფთან მიმართებაში ან ახალდაბადებულებში, როდესაც ორსული ქალები იყენებდნენ სხვა ამინოგლიკოზიდებს, ამიტომ არსებობს მავნე ზემოქმედების პოტენციური რისკი.
ორსულობის პერიოდში მერკაცინის გამოყენებისას ან პრეპარატის გამოყენებისას ორსულობის დადგომის შემთხვევაში, ქალი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.
ლაქტაცია
ამიკაცინი გამოიყოფა ადამიანის დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შესახებ.
ფერტილობა
თაგვებსა და ვირთაგვებზე რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებში ამიკაცინს გავლენა არ მოუხდენია ფერტილობაზე და არ გააჩნდა ფეტოტოქსიკური მოქმედება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის რეკომენდებული მერკაცინის ერთდროული გამოყენება (პარალელურად ან მიმდევრობით) სხვა ნეიროტოქსიურ, ოტოტოქსიურ ან ნეფროტოქსიურ პრეპარატებთან სისტემური ან ადგილობრივი გამოყენებისათვის, განსაკუთრებით ბაციტრაცინთან, ცისპლატინთან, ამფოტერიცინი B-სთან, ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან, ცეფალორიდინთან, პარომომიცინთან, ვიომიცინთან, პოლიმიქსინი B-სთან, კოლისტინთან, ვანკომიცინთან, ან სხვა ამინოგლიკოზიდებთან შესაძლო ადიტიურ მოქმედებასთან დაკავშირებით. სიტუაციებში, როდესაც საჭიროა მერკაცინის კომბინირებული გამოყენება ზემოხსენებულ პრეპარატებთან, აუცილებელია პაციენტების სათანადო მონიტორინგი.
დადგენილია, რომ ამინოგლიკოზიდებისა და ცეფალოსპორინების ერთდროული გამოყენებისას (პარენტერალური შეყვანა) ნეფროტოქსიკური მოქმედება ძლიერდება; ამავდროულად, შეიძლება აღინიშნოს კვლევების ცრუ დადებითი შედეგები, რომლებიც მიუთითებს Ccr-ის ზრდაზე.
არ არის რეკომენდებული მერკაცინის გამოყენება ძლიერ შარდმდენებთან ერთად (მაგალითად, ფუროსემიდი ან ეტაკრინის მჟავა), რომლებსაც თავად შეუძლია ოტოტოქსიკური მოქმედების მოხდენა. ი/ვ შეყვანისას დიურეზულებს შეუძლია ამინოგლიკოზიდების ტოქსიკური ეფექტის გაძლიერება ამ უკანასკნელების კონცენტრაციის შეცვლის ხარჯზე სისხლის შრატში და ორგანიზმის ქსოვილებში.
ამინოგლიკოზიდების და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები ან ცეფალოსპორინები) in vitro კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სამკურნალო საშუალებების აქტივობის მნიშვნელოვანი ურთიერთშემცირება. სისხლის შრატში სამკურნალო საშუალებების აქტივობის შემცირება ასევე შეიძლება აღინიშნოს in vivo პენიცილინის რიგის პრეპარატებთან ამინოგლიკოზიდების ცალკეული შეყვანისას. ამასთან, მხოლოდ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ამინოგლიკოზიდების აქტივობის შემცირებას აქვს კლინიკური მნიშვნელობა. ამინოგლიკოზიდების აქტივობა შეიძლება შემცირდეს დიაგნოსტირების მიზნით პაციენტებეისგან შეგროვებული სითხეების ნიმუშებში, რაც შეიძლება გახდეს კვლევების შედეგების არასაიმედოობის მიზეზი. ასეთი ნიმუშების კვლევა სათანადოდ უნდა ჩატარდეს (კვლევების ჩატარება უმოკლეს ვადებში, ნიმუშების გაყინვა ან მათში ბეტა-ლაქტამაზას დამატება).
ამინოგლიკოზიდების ბისფოსფონატებთან კომბინირებული გამოყენებისას ჰიპოკალციემიის განვითარების რისკი იზრდება.
ამინოგლიკოზიდების გამოყენებისას პლატინის ნაერთების შემცველ პრეპარატებთან ერთად იზრდება ნეფროტოქსიკური და შესაძლოა, ოტოტოქსიკური მოქმედების რისკი.
ნატრიუმის მეტაბისულფიტმა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს თიამინის (ვიტამინი B1) დაშლა, როდესაც ეს უკანასკნელი გამოიყენება მერკაცინთან ერთად.
არ არის რეკომენდებული მერკაცინის ინტრაპერიტონეალური შეყვანა ზოგადი საანესთეზიო საშუალებების ან მიორელაქსანტების (ეთერის, ჰალოტანის, D-ტუბოკურარინის, სუქცინილქოლინის და დეკამეტონიუმის ჩათვლით) გამოყენების ფონზე, რადგან ამ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა სუნთქვის შემდგომი დათრგუნვით.
ახალშობილებში, ინდომეტაცინთან ერთად გამოყენებისას, ამიკაცინის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს სისხლის პლაზმაში.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში არსებობს ნეფრო-, ოტო- და ნეიროტოქსიკური (ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა) რეაქციების განვითარების რისკი. ნერვ-კუნთოვანი ბლოკადით განპირობებული სუნთქვის გაჩერების შეთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, პრეპარატების შეყვანის ჩათვლით, რომლების კალციუმს შეიცავს (კალციუმის გლუკონატის ან კალციუმის ლაქტობიონატის 10-20%-იანი ხსნარი). ჭარბი დოზირების ან ტოქსიკური რეაქციების განვითარების შემთხვევაში ორგანიზმიდან ამიკაცინის გამოყოფის პროცესი შეიძლება დაჩქარდეს ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარების მეშვეობით.
ამიკაცინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ასევე მცირდება უწყვეტი არტერიოვენური ჰემოფილტრაციის პროცედურის ჩატარების დროს. ახალშობილებში შეიძლება განხილულ იქნას საკითხი სისხლის გაცვლითი გადასხმის პროცედურის ჩატარების შესახებ.
გამოშვების ფორმა
მერკაცინი 100 მგ/2 მლ, 500 მგ/2 მლ
საინექციო ხსნარი უფერო მინის ფლაკონში, 2 მლ, ბრომბუთილის რეზინის საცობით და Flip off ტიპის ალუმინის სახურავით.
1 ან 10 ნფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებითვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ ა.შ.-ს მიერ”, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი/ტექირდაგი).
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


