ამიკანი
Amikan®
ამიკანი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ე.წ. “ამინოგლიკოზიდების” ჯგუფს. ამიკანი გამოიყენება ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამიკაცინი (amikacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ/2მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- ANFARM HELLAS S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, სხვა ამინოგლიკოზიდები
- ATC კოდი
- J01GB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044031
- რეგისტრირებულია
- 23 სექტემბერი 2025, მოქმედებს 23 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ამიკანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ამიკანი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ე.წ. “ამინოგლიკოზიდების” ჯგუფს.
ამიკანი გამოიყენება ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ საინექციო ამიკაცინი ეფექტიანია ბაქტერიემიის და სეფსისის (მათ შორის, ნეონატალური სეფსისის), სასუნთქი გზების, ძვლებისა და სახსრების, ცენტრალური ნერვული სისტემის (მათ შორის, მენინგიტის), კანისა და რბილი ქსოვილების, ასევე ინტრააბდომინური ინფექციების (მათ შორის, პერიტონიტის), დამწვრობითი ჭრილობების და პოსტოპერაციული (მათ შორის, სისხლძარღვოვანი ოპერაციების) მძიმე ინფექციების დროს.
კლინიკურმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ამიკაცინი ეფექტიანია ზემოთ ხსენებული მიკროორგანიზმებით გამოწვეული საშარდე გზების მძიმე, გართულებული და რეციდიული ინფექციების დროს.
ამინოგლიკოზიდები, ამიკაცინის ჩათვლით, არ არის ნაჩვენები საშარდე გზების ინფექციების გაურთულებელი, ადრეული ეპიზოდების სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომწვევი მიკროორგანიზმები რეზისტენტულია ნაკლებტოქსიკური ანტიბიოტიკების მიმართ. თუ ამიკაცინი ინიშნება საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ, გამოყენებულ უნდა იქნეს შემცირებული დოზა.
მიკრობიოლოგიური ანალიზი უნდა ჩატარდეს, რათა მოხდეს გამომწვევი მიკროორგანიზმებისა და ამიკაცინის მიმართ მათი მგრძნობელობის იდენტიფიცირება.
ამიკაცინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების საწყისი მკურნალობისათვის და მკურნალობა უნდა დაიწყოს მგრძნობელობის ანალიზის შედეგების მიღების შემდეგ.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამიკაცინი ეფექტიანია ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია გენტამიცინის და/ან ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების შტამებით.
ამ მედიკამენტით მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მგრძნობელობის ანალიზის შედეგების მიხედვით, ინფექციის სიმძიმისა და მკურნალობის მიმართ პაციენტის პასუხის, ასევე, დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც მხედველობაში მიიღებს მკურნალო ექიმი.
ამიკაცინი ასევე ეფექტიანი უნდა იყოს სტაფილოკოკური ინფექციების მიმართ და შეიძლება განხილულ იქნეს დადგენილი ან შესაძლო სტფილოკოკური ინფექციების სამკურნალოდ გარკვეულ პირობებში: მძიმე ინფექციები, რომელთა გამომწვევია გრამუარყოფითი ბაქტერია ან Staphylococcus spp., მგრძნობიარე სტაფილოკოკური შტამებით გამოწვეული ინფექციები სხვა ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიულ პაციენტებში და სტაფილოკოკებით და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული შერეული ინფექციები.
ზოგიერთი სერიოზული ინფექციების დროს, როგორიცაა ნეონატალური სეფსისი, პენიცილინის ტიპის პრეპარატებთან კომბინაცია შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, რადგან ეს ინფექციები გამოწვეულია გრამდადებითი ბაქტერიებით, როგორიცაა სტრეპტოკოკები და პნევმოკოკები.
მკურნალობა უნდა მოხდეს ანტიბიოტიკების სათანდო გამოყენების გზამკვლევების მიხედვით.
მიღების წესი და დოზირება
ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები რეკომენდებული დოზით გამოყენებისას მკურნალობას ემორჩილებიან 24-48 საათში. თუ არ აღინიშნება გამოკვეთილი კლინიკური პასუხი 3-5 დღის შემდეგ, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ხელახლა უნდა ჩატარდეს ანტიბიოტიკის მიმართ პათოგენის მგრძნობელობის ანალიზი. თუ ინფექცია არ ემორჩილება მკურნალობას, ის შეიძლება გამოწვეული იყოს რეზისტენტული მიკროორგანიზმებით ან აბსცესის არსებობით, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ დრენირებას.
მიღების მეთოდი
უმეტესობა ინფექციებისათვის მიზანშეწონილია კუნთშიდა გამოყენების გზა. თუმცა, სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციების დროს ან პაციენტებში, რომლებშიც ინტრამუსკულარული გამოყენება შეუძლებელია, გამოყენებულ უნდა იქნეს ინტრავენური გზა, ინექციის (2-3 წთ) ან ნელი ინფუზიის სახით 30-60 წუთის განმავლობაში. ბავშვებში კეთდება ინფუზიის სახით, 1-2 საათის განმავლობაში.
ამიკაცინი არ უნდა შეერიოს სხვა მედიკამენტებს, მაგრამ შეიძლება გაკეთდეს ცალკე, რეკომენდებული დოზის და მიღების გზის მიხედვით.
მოზრდილები 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე (კრეატინინის კლირენსი ≥50 მლ/წთ) მოზრდილებისა და მოზარდებისათვის რეკომენდებული ინტრამუსკულარული ან ინტრავენური დოზაა 15 მგ/კგ/დღე, რომელიც კეთდება ერთჯერადი დღიური დოზის სახით ან 2 თანაბარ დოზად გაყოფილი, 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში. მთლიანმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1,5 გ-ს. ენდოკარდიტის და ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ორჯერ დღეში, რადგან საკმარისი მონაცემები არ არის ერთხელ დღეში დოზირების მხარდასაჭერად.
4 კვირიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ბავშვებში რეკომენდებული ინტრამუსკულარული ან ინტრავენური (ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით) დოზაა 15-20 მგ/კგ/დღე, რომელიც შეიძლება გაკეთდეს როგორც ერთჯერადი დოზის 15-20 მგ/კგ/დღე სახით, ასევე 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში. ენდოკარდიტის და ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ორჯერ დღეში, რადგან საკმარისი მონაცემები არ არის ერთხელ დღეში დოზირების მხარდასაჭერად.
ახალშობილები
საწყისი დატვირთვითი დოზაა 10 მგ/კგ, რომელსაც მოსდევს 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში.
დღენაკლული ჩვილები
დღენაკლულ ჩვილებში რეკომენდებული დოზაა 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში.
ამინოგლიკოზიდები გამოყენებულ უნდა იქნეს სიფრთხილით დღენაკლულ ბავშვებსა და ახალშობილებში, თირკმლის მოუმწიფებლობის გამო და შედეგად შრატში წამლის გახაგრძლივებული ნახევარდაშლის პერიოდის გამო.
სპეციფიკური რეკომენდაციები ინტრავენური ინფუზიისათვის
პედიატრიულ პაციენტებში გამოყენებული გამხსნელის რაოდენობა დამოკიდებულია ამიკაცინის რაოდენობაზე, რომლის ატანაც შეუძლია პაციენტს. ხსნარის ინფუზია ხდება ჩვეულებრივ 30-60 წუთის განმავლობაში. ჩვილ ბავსვებში ინფუზია უნდა გაგრძელდეს 1-2 საათი.
საშარდე გზების ინფექციები
როცა ამიკაცინი ინიშნება გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების დროს, ის უნდა გაკეთდეს მთლიანი დღიური დოზით 500 მგ, ერთჯერადი დოზის სახით ან თანაბრად გაყოფილი დოზის სახით (250 მგ ორჯერ დღეში).
თირკმლის დაზიანებული ფუნქცია
თირკმლის დაზიანებული ფუნქციის დროს დღიური დოზა უნდა შემცირდეს და/ან გაიზარდოს ინტერვალები წამლის დოზებს შორის, რათა აცილებულ იქნეს წამლის აკუმულაცია.
თუ კრეატინინის კლირენსის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ჩვეულებრივი დოზის შეყვანის დროის ინტერვალები საათებში (ანუ, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილი დოზირების რეჟიმი 7,5 მგ/კგ ორჯერ დღეში) გამოთვლილ უნდა იქნეს პაციენტის შრატში კრეატინინის დონის გამრავლებით ცხრაზე. მაგალითაად, თუ შრატში კრეატინინის კონცენტრაცია არის 2 მგ/100 მლ, რეკომენდებული ერთჯერადი დოზა (7,5 მგ/კგ) უნდა გაკეთდეს ყოველ 18 საათში.
რადგან თირკმლის ფუნქცია შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს მკურნალობის დროს, შრატში კრეატინინი უნდა შემოწმდეს ხშირად და შესაბამისად უნდა მოხდეს დოზირების რეჟიმის კორექცია.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ამიკაცინის, ამინოგლიკოზიდების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის დაზიანება;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თირკმლის ან სმენის პრობლემები სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ, სმენის დაზიანება ან ყურებში ხმაური;
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების დარღვევები, როგორიცაა მიასთენია გრავის (დაავადება, რომელიც იწევევს კუნთების სისუსტეს) ან პარკინსონის დაავადება;
თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს აღენიშნება მიტოქონდირული მუტაციით გამოწვეული მდგომარეობა (გენეტიკური მდგომაროება) ან სმენის დაკარგვა ანტიობიოტიკების გამო, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა აცნობოს ამინოგლიკოზიდების მიღებამდე. გარკვეულმა მიტოქონდრიულმა მუტაციებმა შეიძლება გაზარდოს სმენის დაკარგვის რისკი ამ პროდუქტის გამოყენებისას. ამიკანის გაკეთებამდე ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გასცეს გენეტიკური ანალიზის ჩატარებაზე.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პეროდში იღებდა ან აპირებს მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
დიურეტიკები, როგორიცაა ფუროსემიდი და ეტაკრინის მჟავა;
სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ თირკმელებზე ან სმენაზე, როგორიცაა: ბაციტრაცინი, ცისპლატინი, ამფოტერიცინი B, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, ცეფალორიდინი, პარომომიცინი, ბიომიცინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ვანკომიცინი ან სხვა ამინოგლიკოზიდები;
პენიცილინის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები;
ბისფოსფონატები;
ვიტამინი B1 (თიამინი);
პლატინის ნაერთები;
კუნთების რელაქსანტები.
ინდომეტაცინმა, ანტიანთებითმა მედიკამენტმა, შეიძლება გაზარდოს ამიკაცინის შეწოვის დონე ახალშობილებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე. ექიმი მედიკამენტს გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს ბავშვისთვის.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთი გვერდითი მოვლენის განვითარების გამო შეიძლება დაზიანდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი.
ამიკანი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს
ამიკანი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა და ბრონქოსპაზმი.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამიკაცინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები მოიცავს:
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დამატებითი ინფექცია ან რეზისტენტული მიკრობების განვითარება;
თავბრუსხვევა, ვერტიგო;
გამონაყარი.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ანემია, ლეიკოციტების გარკვეული ტიპის (ეოზინოფილების) რაოდენობის მომატება;
მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში;
ტრემორი, პარესთეზია, თავის ტკვიილი, წონასწორობის დაკარგვა;
სიბრმავე, ბადურის ინფარქტი;
ყურებში ხმაური (ტინიტუსი), სუსტი სიყრუე (ჰიპოაკუზია);
ჰიპოტენზია;
ქავილი, ჭინჭრის ციება;
სახსრების ტკივილი, კუნთების უკონტროლო მოძრაობები;
ოლიგურია, შრატში კრეატინინის გაზრდა, ალბუმინურია, აზოტემია, შარდში ერითროციტები, შარდში ლეიკოციტები;
წამლისმიერი ცხელება.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქტოიდური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა;
დამბლა;
სიყრუე, სენსორულ-ნევრალური სიყრუე;
სუნთქვის უეცარი გაძნელება, ბრონქოსპაზმი;
თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტოქსიკური ნეფროპათია, ეპითელიუმი შარდში.
თუ ამიკანის ინექცია კეთდება პირდაპირ თვალებში, შეიძლება განვითარდეს მხედველობის სერიოზული პრობლემები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით:
წამლების ეროვნული სააგენტო
GR-15562, ჰოლარგოსი, ათენი
ტელ.:+30 21 32040380/337
ბმული: http://www.eof.gr
http://www.kitrinikarta.gr
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ამიკაცინი.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, გოგირდმჟავა, საინექციო წყალი.
ამიკანის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
თითოეული კოლოფი შეიცავს 1 მინის ფლაკონს. თითოეული ფლაკონი შეიცავს 2 მლ საინექციო ხსნარს.
2 მლ ფლაკონი შეიცავს ამიკაცინის სულფატს, რომელიც შეესაბამება 500 მგ აქტიურ ამიკაცინს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
ANFARM HELLAS S.A.
4 Achaias Str & Trizinias 14564, Kifissia, Attiki, Greece
Tel.: +30 210 6831632
ანფარმ ჰელას ს.ა.
4 აქაიასის ქ. & ტრიზინიასი
14564, კიფიზია, ატიკა, საბერძნეთი
ტელ.: +30 210 6831632
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ამიკანის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ამიკანი 500 მგ/2 მლ საინექციო ხსნარი
ამიკაცინი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ამიკანი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამიკანის გამოყენებამდე;
ამიკანის გამოყენების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ამიკანის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ამიკანი და მისი გამოყენება
ამიკანი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ე.წ. “ამინოგლიკოზიდების” ჯგუფს.
ამიკანი გამოიყენება ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ საინექციო ამიკაცინი ეფექტიანია ბაქტერიემიის და სეფსისის (მათ შორის, ნეონატალური სეფსისის), სასუნთქი გზების, ძვლებისა და სახსრების, ცენტრალური ნერვული სისტემის (მათ შორის, მენინგიტის), კანისა და რბილი ქსოვილების, ასევე ინტრააბდომინური ინფექციების (მათ შორის, პერიტონიტის), დამწვრობითი ჭრილობების და პოსტოპერაციული (მათ შორის, სისხლძარღვოვანი ოპერაციების) მძიმე ინფექციების დროს.
კლინიკურმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ამიკაცინი ეფექტიანია ზემოთ ხსენებული მიკროორგანიზმებით გამოწვეული საშარდე გზების მძიმე, გართულებული და რეციდიული ინფექციების დროს.
ამინოგლიკოზიდები, ამიკაცინის ჩათვლით, არ არის ნაჩვენები საშარდე გზების ინფექციების გაურთულებელი, ადრეული ეპიზოდების სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამომწვევი მიკროორგანიზმები რეზისტენტულია ნაკლებტოქსიკური ანტიბიოტიკების მიმართ. თუ ამიკაცინი ინიშნება საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ, გამოყენებულ უნდა იქნეს შემცირებული დოზა.
მიკრობიოლოგიური ანალიზი უნდა ჩატარდეს, რათა მოხდეს გამომწვევი მიკროორგანიზმებისა და ამიკაცინის მიმართ მათი მგრძნობელობის იდენტიფიცირება.
ამიკაცინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების საწყისი მკურნალობისათვის და მკურნალობა უნდა დაიწყოს მგრძნობელობის ანალიზის შედეგების მიღების შემდეგ.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამიკაცინი ეფექტიანია ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია გენტამიცინის და/ან ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების შტამებით.
ამ მედიკამენტით მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მგრძნობელობის ანალიზის შედეგების მიხედვით, ინფექციის სიმძიმისა და მკურნალობის მიმართ პაციენტის პასუხის, ასევე, დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც მხედველობაში მიიღებს მკურნალო ექიმი.
ამიკაცინი ასევე ეფექტიანი უნდა იყოს სტაფილოკოკური ინფექციების მიმართ და შეიძლება განხილულ იქნეს დადგენილი ან შესაძლო სტფილოკოკური ინფექციების სამკურნალოდ გარკვეულ პირობებში: მძიმე ინფექციები, რომელთა გამომწვევია გრამუარყოფითი ბაქტერია ან Staphylococcus spp., მგრძნობიარე სტაფილოკოკური შტამებით გამოწვეული ინფექციები სხვა ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიულ პაციენტებში და სტაფილოკოკებით და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული შერეული ინფექციები.
ზოგიერთი სერიოზული ინფექციების დროს, როგორიცაა ნეონატალური სეფსისი, პენიცილინის ტიპის პრეპარატებთან კომბინაცია შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, რადგან ეს ინფექციები გამოწვეულია გრამდადებითი ბაქტერიებით, როგორიცაა სტრეპტოკოკები და პნევმოკოკები.
მკურნალობა უნდა მოხდეს ანტიბიოტიკების სათანდო გამოყენების გზამკვლევების მიხედვით.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამიკანის გამოყენებამდე
დაუშვებელია ამიკანის გამოყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია ამიკაცინის, ამინოგლიკოზიდების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის დაზიანება;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თირკმლის ან სმენის პრობლემები სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ, სმენის დაზიანება ან ყურებში ხმაური;
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების დარღვევები, როგორიცაა მიასთენია გრავის (დაავადება, რომელიც იწევევს კუნთების სისუსტეს) ან პარკინსონის დაავადება;
თუ პაციენტს ან მისი ოჯახის წევრს აღენიშნება მიტოქონდირული მუტაციით გამოწვეული მდგომარეობა (გენეტიკური მდგომაროება) ან სმენის დაკარგვა ანტიობიოტიკების გამო, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა აცნობოს ამინოგლიკოზიდების მიღებამდე. გარკვეულმა მიტოქონდრიულმა მუტაციებმა შეიძლება გაზარდოს სმენის დაკარგვის რისკი ამ პროდუქტის გამოყენებისას. ამიკანის გაკეთებამდე ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გასცეს გენეტიკური ანალიზის ჩატარებაზე.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს.
სხვა მედიკამენტები და ამიკანი
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პეროდში იღებდა ან აპირებს მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედების მექანიზმზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ მედიკამენტებს:
დიურეტიკები, როგორიცაა ფუროსემიდი და ეტაკრინის მჟავა;
სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ თირკმელებზე ან სმენაზე, როგორიცაა: ბაციტრაცინი, ცისპლატინი, ამფოტერიცინი B, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, ცეფალორიდინი, პარომომიცინი, ბიომიცინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ვანკომიცინი ან სხვა ამინოგლიკოზიდები;
პენიცილინის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკები;
ბისფოსფონატები;
ვიტამინი B1 (თიამინი);
პლატინის ნაერთები;
კუნთების რელაქსანტები.
ინდომეტაცინმა, ანტიანთებითმა მედიკამენტმა, შეიძლება გაზარდოს ამიკაცინის შეწოვის დონე ახალშობილებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე. ექიმი მედიკამენტს გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს ბავშვისთვის.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ზოგიერთი გვერდითი მოვლენის განვითარების გამო შეიძლება დაზიანდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი.
ამიკანი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს
ამიკანი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა და ბრონქოსპაზმი.
ამიკანის გამოყენების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით, ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტი ჩვეულებრივ კეთდება კუნთში. ის ასევე შეიძლება გაკეთდეს ვენაში, ინექციის ან (განზავების შემდეგ) ინფუზიის (წვეთოვანი ინფუზიის) სახით 30-60 წუთის განმავლობაში.
დოზა
ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას.
დოზა დამოკიდებულია ასაკზე, ინფექციის ტიპზე, თირკმელების ფუნქციაზე. აქვს თუ არა პაციენტს ცუდი სმენა და იღებს თუ არა სხვა მედიკამენტებს.
ის ჩვეულებრივ კეთდება ორჯერ ან სამჯერ დღეში, 10 დღემდე.
მკურნალობის განმავლობაში პაციენტს უნდა გაუკეთდეს სისხლისა და შარდის ანალიზები. ასევე შესაძლოა ჩაუტარდეს აუდიოგრამა გვერდითი მოვლენების შესამოწმებლად. ამ ანალიზების საფუძველზე ექიმმა შეიძლება შეცვალოს მედიკამენტის დოზა.
ბავშვებში გამოყენება
ამიკანი. სხვა ამინოგლიკოზიდების მსგავსად, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დღენაკლულ და ახალშობილ ბავშვებში ინფუზიების დროს, რომელიც გრძელდება 1-2 საათი.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამიკაცინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები მოიცავს:
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
დამატებითი ინფექცია ან რეზისტენტული მიკრობების განვითარება;
თავბრუსხვევა, ვერტიგო;
გამონაყარი.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ანემია, ლეიკოციტების გარკვეული ტიპის (ეოზინოფილების) რაოდენობის მომატება;
მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში;
ტრემორი, პარესთეზია, თავის ტკვიილი, წონასწორობის დაკარგვა;
სიბრმავე, ბადურის ინფარქტი;
ყურებში ხმაური (ტინიტუსი), სუსტი სიყრუე (ჰიპოაკუზია);
ჰიპოტენზია;
ქავილი, ჭინჭრის ციება;
სახსრების ტკივილი, კუნთების უკონტროლო მოძრაობები;
ოლიგურია, შრატში კრეატინინის გაზრდა, ალბუმინურია, აზოტემია, შარდში ერითროციტები, შარდში ლეიკოციტები;
წამლისმიერი ცხელება.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქტოიდური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა;
დამბლა;
სიყრუე, სენსორულ-ნევრალური სიყრუე;
სუნთქვის უეცარი გაძნელება, ბრონქოსპაზმი;
თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტოქსიკური ნეფროპათია, ეპითელიუმი შარდში.
თუ ამიკანის ინექცია კეთდება პირდაპირ თვალებში, შეიძლება განვითარდეს მხედველობის სერიოზული პრობლემები.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით:
წამლების ეროვნული სააგენტო
GR-15562, ჰოლარგოსი, ათენი
ტელ.:+30 21 32040380/337
ბმული: http://www.eof.gr
http://www.kitrinikarta.gr
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ამიკანის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ამიკანის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ამიკანი
აქტიური ნივთიერებაა ამიკაცინი.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, გოგირდმჟავა, საინექციო წყალი.
ამიკანის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
თითოეული კოლოფი შეიცავს 1 მინის ფლაკონს. თითოეული ფლაკონი შეიცავს 2 მლ საინექციო ხსნარს.
2 მლ ფლაკონი შეიცავს ამიკაცინის სულფატს, რომელიც შეესაბამება 500 მგ აქტიურ ამიკაცინს.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
ANFARM HELLAS S.A.
4 Achaias Str & Trizinias 14564, Kifissia, Attiki, Greece
Tel.: +30 210 6831632
ანფარმ ჰელას ს.ა.
4 აქაიასის ქ. & ტრიზინიასი
14564, კიფიზია, ატიკა, საბერძნეთი
ტელ.: +30 210 6831632
მწარმოებელი
ANFARM HELLAS S.A.
61st km Nat. Rd. Athens-Lamia
32009 Scimatari, Greece
ანფარმ ჰელას ს.ა.
ათენი-ლამიას ეროვნული გზატკეცილის 61-ე კმ
32009 სქიმატარი, საბერძნეთი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 08/2024.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის
დოზირება
ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები რეკომენდებული დოზით გამოყენებისას მკურნალობას ემორჩილებიან 24-48 საათში. თუ არ აღინიშნება გამოკვეთილი კლინიკური პასუხი 3-5 დღის შემდეგ, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ხელახლა უნდა ჩატარდეს ანტიბიოტიკის მიმართ პათოგენის მგრძნობელობის ანალიზი. თუ ინფექცია არ ემორჩილება მკურნალობას, ის შეიძლება გამოწვეული იყოს რეზისტენტული მიკროორგანიზმებით ან აბსცესის არსებობით, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ დრენირებას.
მიღების მეთოდი
უმეტესობა ინფექციებისათვის მიზანშეწონილია კუნთშიდა გამოყენების გზა. თუმცა, სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციების დროს ან პაციენტებში, რომლებშიც ინტრამუსკულარული გამოყენება შეუძლებელია, გამოყენებულ უნდა იქნეს ინტრავენური გზა, ინექციის (2-3 წთ) ან ნელი ინფუზიის სახით 30-60 წუთის განმავლობაში. ბავშვებში კეთდება ინფუზიის სახით, 1-2 საათის განმავლობაში.
ამიკაცინი არ უნდა შეერიოს სხვა მედიკამენტებს, მაგრამ შეიძლება გაკეთდეს ცალკე, რეკომენდებული დოზის და მიღების გზის მიხედვით.
მოზრდილები 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე (კრეატინინის კლირენსი ≥50 მლ/წთ) მოზრდილებისა და მოზარდებისათვის რეკომენდებული ინტრამუსკულარული ან ინტრავენური დოზაა 15 მგ/კგ/დღე, რომელიც კეთდება ერთჯერადი დღიური დოზის სახით ან 2 თანაბარ დოზად გაყოფილი, 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში. მთლიანმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1,5 გ-ს. ენდოკარდიტის და ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ორჯერ დღეში, რადგან საკმარისი მონაცემები არ არის ერთხელ დღეში დოზირების მხარდასაჭერად.
4 კვირიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ბავშვებში რეკომენდებული ინტრამუსკულარული ან ინტრავენური (ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით) დოზაა 15-20 მგ/კგ/დღე, რომელიც შეიძლება გაკეთდეს როგორც ერთჯერადი დოზის 15-20 მგ/კგ/დღე სახით, ასევე 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში. ენდოკარდიტის და ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ორჯერ დღეში, რადგან საკმარისი მონაცემები არ არის ერთხელ დღეში დოზირების მხარდასაჭერად.
ახალშობილები
საწყისი დატვირთვითი დოზაა 10 მგ/კგ, რომელსაც მოსდევს 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში.
დღენაკლული ჩვილები
დღენაკლულ ჩვილებში რეკომენდებული დოზაა 7,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში.
ამინოგლიკოზიდები გამოყენებულ უნდა იქნეს სიფრთხილით დღენაკლულ ბავშვებსა და ახალშობილებში, თირკმლის მოუმწიფებლობის გამო და შედეგად შრატში წამლის გახაგრძლივებული ნახევარდაშლის პერიოდის გამო.
სპეციფიკური რეკომენდაციები ინტრავენური ინფუზიისათვის
პედიატრიულ პაციენტებში გამოყენებული გამხსნელის რაოდენობა დამოკიდებულია ამიკაცინის რაოდენობაზე, რომლის ატანაც შეუძლია პაციენტს. ხსნარის ინფუზია ხდება ჩვეულებრივ 30-60 წუთის განმავლობაში. ჩვილ ბავსვებში ინფუზია უნდა გაგრძელდეს 1-2 საათი.
საშარდე გზების ინფექციები
როცა ამიკაცინი ინიშნება გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების დროს, ის უნდა გაკეთდეს მთლიანი დღიური დოზით 500 მგ, ერთჯერადი დოზის სახით ან თანაბრად გაყოფილი დოზის სახით (250 მგ ორჯერ დღეში).
თირკმლის დაზიანებული ფუნქცია
თირკმლის დაზიანებული ფუნქციის დროს დღიური დოზა უნდა შემცირდეს და/ან გაიზარდოს ინტერვალები წამლის დოზებს შორის, რათა აცილებულ იქნეს წამლის აკუმულაცია.
თუ კრეატინინის კლირენსის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ჩვეულებრივი დოზის შეყვანის დროის ინტერვალები საათებში (ანუ, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილი დოზირების რეჟიმი 7,5 მგ/კგ ორჯერ დღეში) გამოთვლილ უნდა იქნეს პაციენტის შრატში კრეატინინის დონის გამრავლებით ცხრაზე. მაგალითაად, თუ შრატში კრეატინინის კონცენტრაცია არის 2 მგ/100 მლ, რეკომენდებული ერთჯერადი დოზა (7,5 მგ/კგ) უნდა გაკეთდეს ყოველ 18 საათში.
რადგან თირკმლის ფუნქცია შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს მკურნალობის დროს, შრატში კრეატინინი უნდა შემოწმდეს ხშირად და შესაბამისად უნდა მოხდეს დოზირების რეჟიმის კორექცია.
შეუთავსებლობები
in vitro ამინოგლიკოზიდების დამატებამ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე (პენიცილინები ან ცეფალოსპორინები) შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ურთიერთინაქტივაცია. შეიძლება ასევე განვითარდეს შრატში აქტივობის შემცირება, როცა ამინოგლიკოზიდი ან პენიცილინის ტიპის წამალი კეთდება in vivo, განსხვავებული გზებით. ამინოგლიკოზიდების ინაქტივაცია კლინიკურად მნიშვნელოვანია მხოლოდ თირკმლის ფუნქციის ძლიერი დაზიანების მქონე პაციენტებში. ინაქტივაცია შეიძლება გაგრძელდეს ანალიზისათვის აღებულ ორგანიზმის სითხეების ნიმუშებში, რაც იწვევს ამინოგლიკოზიდების არაზუსტ შედეგებს. ასეთი ნიმუშების მოხმარება უნდა მოხდეს სათანადოდ (ანალიზი უნდა გაკეთდეს სწრაფად, გაიყინოს ან დამუშავდეს ბეტა-ლაქტამაზით).
შენახვა
განზავებული ამიკანი კონცენტაციებზე 5,0 მგ/მლ, 10,0 მგ/მლ და 25 მგ/მლ სტაბილურად ინახება 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25 2ºC) და მაცივარში (2ºC - 8ºC), თუ მათი გახსნა მოხდა შემდეგ გამხსნელებში:
5% დექსტროზის საინექციო ხსნარი;
0,9% ნატირუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


