მოქსიფლოქსაცინი
MOXIFLOXACIN
ქვევით მოყვანილი ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, (იხ. განყოფილება „ფარმაკოლოგიური თვისებები“, „გამოყენების თავისებურებები“ და „გვერდითი რეაქციები“), 18 წლიდან და უფროსი ასაკის პაციენტებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მოქსიფლოქსაცინი (moxifloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- «Technolog» PJSC, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046590
- რეგისტრირებულია
- 3 ნოემბერი 2026, მოქმედებს 3 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Technolog» PJSC (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მოქსიფლოქსაცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ქვევით მოყვანილი ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, (იხ. განყოფილება „ფარმაკოლოგიური თვისებები“, „გამოყენების თავისებურებები“ და „გვერდითი რეაქციები“), 18 წლიდან და უფროსი ასაკის პაციენტებში.
შემდეგი ჩვენებების დროს მოქსიფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანშეუწონლად ითვლება იმ სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ბრონქიტის ჩათვლით.
შემდეგი ჩვენებების შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ქვევით მოყვანილი ინფექციების მკურნალობის საწყის ეტაპზე, არ არის მიზანშეწონილი, ან როდესაც მითითებული მკურნალობა არაეფექტური იყო:
არაჰოსპიტალური პნევმონია, გარდა მძიმე მიმდინარეობის არაჰოსპიტალური პნევმონიისა.
ზომიერი და საშუალო ხარისხის სიმძიმის მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები (ქალებში სასქესო სისტემის ზედა ნაწილის ინფექციური დარღვევების ჩათვლით, მათ შორის სალპინგიტი და ენდომეტრიტი), რომელიც არ არის დაკავშირებული ტუბოოვარიალურ აბსცესთან ან მცირე მენჯის ორგანოების აბსცესებთან. სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული მონოთერაპიის სახით მცირე მენჯის ორგანოების ზომიერი და საშუალო ხარისხის სიმძიმის ანთებითი დაავადების დროს, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნას (გარდა მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae შტამებისა) სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში (მაგალითად, ცეფალოსპორინებთან), Neisseria gonorrhoeae-ს მოქსიფლოქსაცინის მიმართ მზარდი რეზისტენტობის გამო(იხ. ნაწილები „ფარმაკოლოგიური თვისებები“ და „გამოყენების თავისებურებები“).
სამკურნალო საშუალება შეიძლება გამოყენებული იქნას მკურნალობის კურსის დასასრულებლად, რომლის დროსაც პრეპარატის პარენტერალური ფორმით საწყისი თერაპია ეფექტური იყო და დაინიშნა შემდეგი ჩვენებების დროს:
არაჰოსპიტალური პნევმონია;
კანისა და კანქვეშა სტრუქტურების გართულებული ინფექციები.
სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდებული კანისა და კანქვეშა ქსოვილების რომელიმე ინფექციის ან მძიმე მიმდინარეობის მქონე არაჰოსპიტალური პნევმონიის შემთხვევებში საწყისი მკურნალობისთვის.
ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ ინსტრუქციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებულია მოქსიფლოქსაცინის 1 ტაბლეტის (400 მგ) მიღება დღე-ღამეში ერთხელ.
თირკმლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმლის ზომიერი და საშუალო უკმარისობა, ასევე პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან უწყვეტ ჰემოდიალიზზე და ხანგრძლივ ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზზე, დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
არ არსებობს სანდო ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. (იხ. განყოფილება „უკუჩვენებები“).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები/ სხეულის დაბალი მასის მქონე პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტების/დაბალი მასის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების წესი
ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღება შესაძლებელია კვების დროის მიუხედავად.
თერაპიის ხანგრძლივობა
მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტების ფორმით თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციების ტიპზე და შეადგენს:
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ბრონქიტის ჩათვლით - 5-10 დღე;
- არაჰოსპიტალური პნევმონია – 10 დღე;
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი – 7 დღე;
- მცირე მენჯის ორგანოების ზომიერი და საშუალო სიმძიმის ხარისხის ანთებითი დაავადებები - 14 დღე.
კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად, მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტის ფორმით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენდა კურსს 14 დღემდე.
საფეხურებრივი (ინტრავენური/პერორალური) თერაპია
საფეხურებრივი თერაპიის კლინიკური კვლევების დროს პაციენტების უმრავლესობა გადადიოდა მოქსიფლოქსაცინის ინტრავენური შეყვანიდან პერორალურ მიღებაზე 4 დღის განმავლობაში (არაჰოსპიტალური პნევმონია) ან 6 დღეში (კანის და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციები). მოქსიფლოქსაცინით მკურნალობისას რეკომენდებული საერთო ხანგრძლივობა ხსნარისა და ტაბლეტების სახით მიღების დროს შეადგენს 7-14 დღეს არაჰოსპიტალური პნევმონიისთვის და 7-21 დღეს კანისა და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციების დროს.
თითოეული ჩვენებისთვის მითითებული დოზისა (400 მგ დღე-ღამეში ერთხელ) და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება არ არის რეკომენდებული.
ბავშვები.
მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ბავშვებში (18 წლამდე ასაკის). მოქსიფლოქსაცინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის (იხ. აგრეთვე განყოფილება "უკუჩვენებები").
უკუჩვენებები
- მოქსიფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების, ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ ცნობილი მგრძნობელობა.
- 18 წლამდე ასაკი.
- ორსულობა ან ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. განყოფილება „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს“).
− მყესების დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონებით თერაპიასთან, ანამნეზში.
მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შემდგომ პრეკლინიკური და კლინიკური კვლევების მსვლელობისას აღინიშნებოდა ცვლილებები გულის ელექტროფიზიოლოგიაში QT ინტერვალის გახანგრძლივების სახით. ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში:
- QT ინტერვალის თანდაყოლილი ან დიაგნოზირებული შეძენილი გახანგრძლივებით ;
- ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, კერძოდ, არაკორექტირებული ჰიპოკალიემიით;
- კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიით;
- კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის უკმარისობით მარცხენა პარკუჭის შემცირებული განდევნის ფრაქციით ;
- სიმპტომური არითმიებით ანამნეზში.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ სხვა პრეპარატებთან ერთდროულად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. (იხ. განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ტიპის ურთიერთქმედებები").
შეზღუდული კლინიკური მონაცემების გამო, პრეპარატის გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (C კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) და ტრანსამინაზების მომატებული დონის მქონე პაციენტებში (5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები. მოქსიფლოქსაცინისა და იმ სხვა სამკურნალო საშუალებების ადიტიური ეფექტის გამორიცხვა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ QT ინტერვალის გახანგრძლივება, არ შეიძლება. მითითებულმა ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი არითმიების, მათ შორის „პირუეტის“ პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes), განვითარების რისკის ზრდა. ამ მიზეზით, მოქსიფლოქსაცინის გამოყენება ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში უკუნაჩვენებია (იხ. აგრეთვე განყოფილება „უკუჩვენებები“):
IA კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);
− III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი);
- ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგალითად, ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი);
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
- ზოგიერთი მიკრობის საწინააღმდეგო საშუალება (საქვინავირი, სპარფლოქსაცინი, ერითრომიცინი ინტრავენურად შესაყვანი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, კერძოდ ჰალოფანტრინი);
- ზოგიერთი ანტიჰისტამინი (ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი);
- სხვები (ციზაპრიდი, ვინკამინი IV , ბეპრიდილი, დიფემანილი).
მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ კალიუმის დონის შემცირება (მაგალითად, მარყუჟოვანი და თიაზიდური შარდმდენები, ოყნები და საფაღარათო საშუალებები (მაღალი დოზებით), კორტიკოსტეროიდები, ამფოტერიცინი B), ან პრეპარატები, რომელთა მოქმედებაც დაკავშირებულია კლინიკურად მნიშვნელოვან ბრადიკარდიასთან.
იმ პრეპარატების, რომლებიც შეიცავენ ბივალენტურ ან სამვალენტიან კათიონებს (ისეთებს, როგორიცაა მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, დიდანოზინის ტაბლეტებში, სუკრალფატი და სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ რკინას ან თუთიას) და მოქსიფლოქსაცინის მიღებებს შორის აუცილებელია დაახლოებით 6 საათიანი ინტერვალი.
გააქტიურებული ნახშირისა და მოქსიფლოქსაცინის 400 მგ დოზით პერორალურად ერთდროული გამოყენებისას პრეპარატის სისტემური ბიოშეღწევადობა მცირდება 80%-ზე მეტით მისი აბსორბციის ინჰიბირების გამო. ამასთან დაკავშირებით, ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (გარდა დოზის გადაჭარბების შემთხვევებისა, იხ. აგრეთვე განყოფილება "დოზის გადაჭარბება").
ჯანმრთელ მოხალისეებში მოქსიფლოქსაცინის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ აღინიშნა დიგოქსინის C max- ის დაახლოებით 30%-იანი ზრდა AUC- ზე ან მინიმალური კონცენტრაციებზე გავლენის გარეშე. მაშასადამე, დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას სიფრთხილის ზომების მიღება საჭირო არ არის.
კვლევების დროს, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მოხალისეები, მოქსიფლოქსაცინისა და გლიბენკლამიდის ერთდროულმა პერორალურმა მიღებამ გამოიწვია პიკურ დონეზე გლიბენკლამიდის კონცენტრაციის შემცირება დაახლოებით 21%-ით. გლიბენკლამიდისა და მოქსიფლოქსაცინის კომბინაციამ თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო ხანმოკლე ჰიპერგლიკემია. თუმცა, ფარმაკოკინეტიკაში დაფიქსირებულმა ცვლილებებმა არ გამოიწვია ფარმაკოდინამიკური პარამეტრების ცვლილებები (სისხლში გლუკოზის დონე, ინსულინის დონე). ამრიგად, კლინიკურად რელევანტური ურთიერთქმედება
მოქსიფლოქსაცინსა და გლიბენკლამიდს შორის გამოვლენილი არ ყოფილა.
საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მნიშვნელობის ცვლილებები
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში, მათ შორის ფტორქინოლონებთან, მაკროლიდებთან, ტეტრაციკლინებთან, კოტრიმოქსაზოლთან და ზოგიერთ ცეფალოსპორინთან, აღინიშნებოდა ანტიკოაგულაციური აქტივობის მომატების მრავალი შემთხვევა. რისკის ფაქტორებს წარმოადგენენ ინფექციური დაავადებები (და თანმხლები ანთებითი პროცესი), პაციენტის ასაკი და ზოგადი მდგომარეობა. ამ გარემოებებთან დაკავშირებით ძნელია შეფასება იწვევს თუ არა ინფიცირება ან მკურნალობა სნთ-ს მაჩვენებლის გადახრას. შესაძლოა, სიფრთხილის ზომის სახით, საჭირო გახდეს სნთ-ს უფრო ხშირი მონიტორინგი. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს პერორალური ანტიკოაგულანტის დოზის შესაბამისი კორექტირება.
ნივთიერებები, რომლებისთვისაც დამტკიცებული იყო მოქსიფლოქსაცინთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების არარსებობა: რანიტიდინი, კალციუმის დანამატები, თეოფილინი, პერორალური კონტრაცეპტივები, ციკლოსპორინი, იტრაკონაზოლი, მორფინი პარენტერალური შეყვანისას, პრობენეციდი. ადამიანებში ციტოქრომ P450 ფერმენტების in vitro კვლევებმა დაადასტურა ზემოთ აღნიშნული. ნახსენები შედეგების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა მეტაბოლური ურთიერთქმედება ციტოქრომ P450 ფერმენტების მეშვეობით.
მოქსიფლოქსაცინის აბსორბცია არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე (რძის პროდუქტების ჩათვლით).
სიფრთხილის ზომები
მოქსიფლოქსაცინის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ სერიოზული გვერდითი რეაქციები იმ სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ ქინოლონებს ან ფტორქინოლონებს (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). ასეთი პაციენტების მკურნალობა მოქსიფლოქსაცინით უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული თერაპიის არარსებობის შემთხვევაში და სარგებლი/რისკის თანაფარდობის გულდასმითი შეფასების შემდეგ (იხ. აგრეთვე ნაწილი "უკუჩვენებები").
მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის უპირატესობა, განსაკუთრებით მსუბუქი ინფექციების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია ამ ნაწილში.
QT ინტერვალის გახანგრძლივება და ის კლინიკური მდგომარეობები, რომელთა დროსაც შესაძლებელია QT ინტერვალის გახანგრძლივება
მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს ზოგიერთ პაციენტთან შეიძლება გაიზარდოს QT ინტერვალი ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ). ეკგ შედეგების ანალიზმა, რომლებიც მიღებული იქნა კლინიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში, აჩვენა, რომ QTc ინტერვალის გახანგრძლივება მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას საწყის დონესთან შედარებით შეადგინა 6 სე ± 26 სე (1.4%). ვინაიდან ქალებს მამაკაცებთან შედარებით აქვთ უფრო გრძელი QT ინტერვალი, ისინი შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ იმ პრეპარატების მიმართ, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. ხანდაზმული ასაკის პაციენტები ასევე შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QT ინტერვალზე პრეპარატთან ასოცირებულ ზემოქმედებისადმი.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მოქსიფლოქსაცინს, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კალიუმის დონის შემცირება (იხ. „უკუჩვენებები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალბებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები ").
მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში, მიმდინარე პროარითმოგენული მდგომარეობით (განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და უმცროსი ასაკის ქალებში), ისეთების, როგორიცაა მიოკარდიუმის მწვავე იშემია ან QT ინტერვალის გახანგრძლივება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი არითმიის განვითარების, მათ შორის "პირუეტის" პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) და გულის გაჩერების რისკის მომატება (იხ. განყოფილება „უკუჩვენებები“). QT ინტერვალის გახანგრძლივების ხარისხი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის კონცენტრაციის ზრდასთან ერთად. ამიტომ, რეკომენდებული დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.
თუ პრეპარატით მკურნალობის დროს ვლინდება არითმიის სიმპტომები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და გაკეთდეს ელექტროკარდიოგრაფია.
მომატებული მგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები
არსებობს ცნობები ჰიპერმგრძნობელობის და ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ ფტორქინოლონების პირველი გამოყენების შემდეგ, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით. ანაფილაქსიურმა რეაქციებმა შეიძლება მიიღოს სიცოცხლისთვის საშიში შოკის ფორმა პრეპარატის პირველივე მიღების შემდეგაც კი. ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების კლინიკური გამოვლინების შემთხვევებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია (მაგალითად, შოკის საწინააღმდეგო).
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები
მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას შემოდიოდა ინფორმაცია ფულმინანტური ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობის განვითარება, ლეტალური შემთხვევების ჩათვლით (იხ. „გვერდითი რეაქციები“). ფულმინანტური ჰეპატიტის ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა სწრაფად განვითარებადი ასთენია, რომელსაც თან ახლავს სიყვითლე, მუქი შარდი, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია მკურნალობის გაგრძელებამდე გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა.
კანის მძიმე რეაქციები
მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“) აღინიშნა კანის მძიმე გვერდითი რეაქციების შემთხვევები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ტენ), ასევე ცნობილის როგორც ლაიელის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის ( AGEP ) და სამკურნალო საშუალებებით ინდუცირებული სისტემური სიმპტომების მქონე ეოზინოფილიის (DRESS) ჩათვლით, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ლეტალური. სამკურნალო საშუალების დანიშვნისას პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ჩატარდეს გულდასმითი დაკვირება პაციენტების მდგომარეობაზე. ისეთი ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისას, რომლებიც მოწმობენ ასეთ რეაქციებზე, მოქსიფლოქსაცინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობა. თუ მოქსიფლოქსაცინით თერაპიის დროს პაციენტს განუვითარდა ისეთი მძიმე კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა სტივენს- ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ან DRESS-ი, ამ პაციენტის მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განახლდეს.
პაციენტები მიდრეკილებით კრუნჩხვების განვითარებისკენ
ცნობილია, რომ ქინოლონებმა შეიძლება გამოიწვიონ კრუნჩხვები. სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ქინოლონები პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დარღვევები ცნს-ის მხრივ ან სხვა რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კრუნჩხვების წარმოქმნა ან შეამციროს კრუნჩხვის ზღურბლი. კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი ზომების მიღება.
გრძელვადიანი, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები
შემოდიოდა შეტყობინებები გახანგრძლივებული (თვეების ან წლების განმავლობაში) მაინვალიდიზირებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების იშვიათი შემთხვევების შესახებ, რომლებიც ახდენენ გავლენას სხეულის სხვადასხვა, ზოგჯერ რამოდენიმე სისტემაზე (ჩონჩხ-კუნთოვან, ნერვულ, ფსიქიკურ და სენსორულ ორგანოებზე) პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, პაციენტის ასაკისა და არსებული რისკის ფაქტორების მიუხედავად. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველივე ნიშნის განვითარებისთანავე, ხოლო პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის.
პერიფერიული ნევროპათია
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, დარეგისტრირდა სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რომლებიც იწვევდა პარესთეზიას, ჰიპოესთეზიას, დიზესთეზიას ან სისუსტეს. პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ მოქსიფლოქსაცინს, ეძლევათ რეკომენდაცია მკურნალობის გაგრძელებამდე აცნობონ ექიმს ნეიროპათიის ისეთი სიმპტომის განვითარების შესახებ, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარების თავიდან ასაცილებლად (იხ. ნაწილი „არასასურველი რეაქციები“).
რეაქციები ფსიქიკის მხრივ
ფსიქიკური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ფტორქინოლონების პირველი გამოყენების შემდეგაც კი, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით. იშვიათ შემთხვევებში დეპრესია ან ფსიქიკური რეაქციები პროგრესირდებოდა სუიციდური აზრების და თვითაგრესიის ისეთი გამოვლინებების განვითარებამდე, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობები (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). თუ პაციენტს უვითარდება ასეთი რეაქციები, მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე მოქსიფლოქსაცინის დანიშვნისას ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტებში, მათ შორის ანამნეზში.
დიარეა, რომელიც ასოცირებულია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან, კოლიტის ჩათვლით.
ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის(აად) და ანტიბიოტიკების გამოყენებასთან ასოცირებული კოლიტის(ააკ), მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტისა და Clostridium difficile-სთან ასოცირებული დიარეის, შემთხვევები აღინიშნებოდა მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ მოვლენების გამოვლენის ხარისხი შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი ხარისხის დიარეიდან ლეტალური შედეგის მქონე კოლიტამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის დასმის შესაძლებლობის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებსაც მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს ან მის შემდეგ უვითარდებათ მძიმე დიარეა. საეჭვო ან დადასტურებული აად-სა ან ააკ-ს ანტიმიკრობული საშუალებების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, გამოყენებით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი თერაპიული ზომების ჩატარება. გარდა ამისა, აუცილებელია იქნას მიღებული შესაბამისი ზომები, რომლებიც მიმართულია ინფექციის კონტროლზე მისი გადაცემის რისკის შემცირების მიზნით. პაციენტებისთვის, რომლებსაც უვითარდებათ მძიმე დიარეა, უკუნაჩვენებია პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები.
მძიმე მიასთენიის მქონე პაციენტები
მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მძიმე მიასთენიის (myasthenia gravis) მქონე პაციენტებში, ვინაიდან მისი სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს.
მყესების ანთება და მყესების გაწყვეტა
ქინოლონებით და ფტორქინოლონებით თერაპიის დროს აღინიშნება ანთება და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესისა), ზოგჯერ - ორმხრივი, რომლებიც ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და შეიძლება წარმოიქმნას მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „არასასურველი რეაქციები“). ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება ხანდაზმული ასაკის პაციენტებთან, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან, სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტატების მქონე პაციენტებთან და ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ კორტიკოსტეროიდებით თანმხლებ მკურნალობას. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული მოქსიფლოქსაცინისა კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება.
ტენდინიტის პირველი სიმპტომების გამოჩენისას (მაგალითად, მტკივნეული შეშუპების, ანთების), მოქსიფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს და განხილული იქნას ალტერნატიული თერაპია. დაზიანებული კიდურის(ების) შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (მაგალითად, იმობილიზაცია). ტენდინოპათიის სიმპტომების განვითარების დროს კორტიკოსტეროიდები არ გამოიყენება.
აორტის ანევრიზმა და აორტის კეედლის დისექცია, გულის სარქველების რეგურგიტაცია/ უკმარისობა
ეპიდემიოლოგიური კვლევები მიუთითებენ აორტის ანევრიზმის და აორტის კედლის დისექციის მომატებულ რისკზე, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, და აორტალური და მიტრალური სარქვლების რეგურგიტაციის განვითარებაზე ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ. იყო შეტყობინებები აორტის ანევრიზმის და აორტის დისექციის იშვიათი შემთხვევების შესახებ, ზოგჯერ გართულებული რღვევით (მათ შორის ლეტალურის), ასევე გულის რომელიმე სარქველის რეგურგიტაციის / უკმარისობის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ფტორქინოლონებს (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). ამიტომ, ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლი/რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასებისა და სხვა თერაპიული შესაძლებლობების განხილვის შემდეგ ანევრიზმის ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დეფექტის მქონე პაციენტებისთვის ანამნეზში ან პაციენტებისთვის აორტის ანევრიზმით და/ან აორტის კედლის დისექციის დიაგნოზით ან გულის სარქვლის დაავადებით, ასევე სხვა რისკის ფაქტორების არსებობისას ან მდგომარეობებით, რომლებიც იწვევენ აორტის ანევრიზმებისა და აორტის კედლის დისექციის განვითარებას და გულის სარქვლების რეგურგიტაცია/უკმარისობას (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, ისეთები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის ვასკულარული სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი) ან ასევე აორტის ანევრიზმისა და მისი დისექციისა (მაგალითად, სისხლძარღვოვანი დარღვევები, ისეთები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი ან გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ან ცნობილი ათეროსკლეროზი, ან შეგრენის სინდრომი), ან ასევე გულის სარქვლების რეგურგიტაციით / უკმარისობით (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტით).
ანევრიზმის განვითარებისა და აორტის კედლის დისექციის, ასევე მათი გახეთქვის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ერთდროულ თერაპიას სისტემური კორტიკოსტეროიდებით.
მოულოდნელი აბდომინალური ტკივილის, გულმკერდის ან ზურგის ტკივილის წარმოქმნისას პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარებისთვის.
პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებისთვის მწვავე ქოშინის, აჩქარებული გულისცემის ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარებისას.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დარღვევები თირკმლის მხრიდან, მოქსიფლოქსაცინი უნდა იქნას დანიშნული სიფრთხილით, თუ მათ არ აქვთ სითხის შესაბამისი რაოდენობის შენარჩუნების უნარი, ვინაიდან გაუწყლოვანება ზრდის თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს .
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
მხედველობის გაუარესების ან მხედველობის ორგანოებზე ნებისმიერი ზემოქმედების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ-ოფთალმოლოგს კონსულტაციისთვის (იხ. ნაწილები „რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტიტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს“ და „გვერდითი რეაქციები“).
დისგლიკემია
ისევე, როგორც ყველა ფტორქინოლონის გამოყენებისას, მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს შემოდიოდა ცნობები სისხლში გლუკოზის დონის ნორმიდან გადახრის შემთხვევების შესახებ, როგორც ჰიპოგლიკემიის, ასევე ჰიპერგლიკემიის სახით (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). დისგლიკემია ვითარდებოდა ძირითადად ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში, რომლებიც მოქსიფლოქსაცინთან მკურნალობის დროს ერთდროულად ღებულობდნენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (მაგალითად, სულფონილშარდოვანას) ან ინსულინს. შემოდიოდა შეტყობინებები ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევების შესახებ. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის გულდასმითი კონტროლი.
ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციების პროფილაქტიკა
ქინოლონების გამოყენებისას პაციენტებში აღინიშნება ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მოქსიფლოქსაცინს გამოირჩევა ფოტომგრძნობელობის გაჩენის დაბალი რისკით. ამისდამიუხედავად, პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია მოერიდონ როგორც ულტრაიისფერ გამოსხივებას, ასევე მზის სინათლის ხანგრძლივ და/ან ინტენსიურ ზემოქმედებას მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“).
პაციენტები გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით
პაციენტები გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას აქტივობის უკმარისობით, ასევე პაციენტები, რომლებსაც ეს პათოლოგია აქვთ ოჯახურ ანამნეზში, მიდრეკილნი არიან ქინოლონებით მკურნალობის დროს ჰემოლიზური რეაქციების განვითარებისკენ. ამრიგად, მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამ კატეგორიის პაციენტებში.
პაციენტები მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებით
პაციენტები, რომლებსაც აქვთ მცირე მენჯის ორგანოების რთული ანთებითი დაავადება (მაგალითად, ასოცირებული საშვილოსნოს მილისა და საკვერცხის აბსცესთან ან მცირე მენჯის აბსცესთან), რომლებისთვისაც ითვლება აუცილებელად ინტრავენური თერაპიის ჩატარება, მკურნალობა პრეპარატის შემოგარსული 400 მგ დოზის ტაბლეტების სახით არ არის რეკომენდებული.
მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერია Neisseria gonorrhoeae-თი, რომელიც რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში მოქსიფლოქსაცინის ემპირიული გამოყენება უნდა იქნას დანიშნული სხვა შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთდროულად (მაგალითად, ცეფალოსპორინთან) თუ შეუძლებელია მთლიანად გამოირიცხოს Neisseria gonorrhoeae არსებობა, რომელიც რეზისტენტულია მოქსიფლოქსაცინის მიმართ. თუ მკურნალობის 3 დღის შემდეგ კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, თერაპია უნდა გადაიხედოს.
პაციენტები კანისა და კანქვეშა ქსოვილის სპეციფიკური გართულებული ინფექციებით. მოქსიფლოქსაცინის ინტრავენური გამოყენების კლინიკური ეფექტურობა მძიმე ინფექციის მკურნალობისას, რომელიც დაკავშირებულია დამწვრობასთან, ფასციტთან და ინფიცირებულ დიაბეტურ ტერფთან, რომელსაც თან ახლავს ოსტეომიელიტი, დადგენილი არ არის.
გავლენა ბიოლოგიურ ტესტებზე
მკურნალობამ მოქსიფლოქსაცინის გამოყენებით შესაძლოა ხელი შეუშალოს მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარებას Mycobacterium spp გამოსავლენად მიკრობიოლოგიური ზრდის დათრგუნვის გამო, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება მოქსიფლოქსაცინის მიმღები პაციენტების ნიმუშებში ცრუ უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.
მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების მქონე პაციენტები
მოქსიფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით. საეჭვო ან დადასტურებული ინფექციის შემთხვევებში, რომელიც გამოწვეულია მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით, აუცილებელია მკურნალობის დაწყება შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებით (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
ბავშვები
მოქსიფლოქსაცინი ახალგაზრდა ცხოველებში იწვევს ხრტილის დაზიანებას (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“), ამიტომ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში (18 წლამდე ასაკის) უკუნაჩვენებია (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები").
ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პაციენტები გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაქტაზას ტოტალური დეფიციტით ან გლუკოზისა და გალაქტოზის მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) გარსით დაფარულ თითო ტაბლეტში, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მოქსიფლოქსაცინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებენ რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. განყოფილება „ფარმაკოლოგიური თვისებები“). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის არ არის დადგენილი.
ფტორქინოლონებით ახალგაზრდა ცხოველების საყრდნობი სახსრების დაზიანების რისკისა (ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით) და სახსრების შექცევადი დაზიანებების გამო, აღწერილს ბავშვებში, რომლებიც ღებულობდნენ მკურნალობას ზოგიერთი ფტორქინოლონებით, მოქსიფლოქსაცინი არ უნდა იქნას დანიშნული ორსულ ქალებში (იხ. განყოფილება „უკუჩვენებები“).
ძუძუთი კვება
მოქსიფლოქსაცინი, ისევე, როგორ სხვა ქინოლონები, იწვევს ახალგაზრდა ცხოველების სახსრების ხრტილის დაზიანებას. პრეკლინიკური კვლევების შედეგები მოწმობენ იმას, რომ მოქსიფლოქსაცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა მოხვდეს დედის რძეში. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის მეძუძური ქალების მიერ გამოყენების შესახებ. ამის გათვალისწინებით ძუძუთი კვების დროს მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია (იხ. განყოფილება „უკუჩვენებები“).
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ მოახდინა გავლენა ფერტილობაზე (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მოქსიფლოქსაცინის ზემოქმედების კვლევები ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე არ ჩატარებულა. თუმცა, ფტორქინოლონებმა, მათ შორის მოქსიფლოქსაცინმა, შეიძლება გამოიწვიოს ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარის გაუარესება ცნს-ის მხრიდან რეაქციების წარმოქმნის გამო (ისეთების, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის მწვავე დროებითი დაკარგვა, იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“) ან გონების მწვავე ხანმოკლე დაკარგვა (გულის წასვლა, იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“).
პაციენტებს უნდა მიეცეს რეკომენდაცია აკონტროლონ მოქსიფლოქსაცინზე მათი რეაქცია მანამ, სანამ დაიწყებენ ავტომობილის მართვას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობას.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქციები აღინიშნებოდა კლინიკური კვლევების პროცესში მოქსიფლოქსაცინის დღე-ღამეში 400 მგ დოზით მიღების შემდეგ (მხოლოდ ინტრავენური თერაპია, საფეხურებრივი[ინტრავენური/პერორალური]და პერორალური) და რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში. გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია მათი სიხშირის მიხედვით. ყველა გვერდითი რეაქცია აღინიშნებოდა 3%-ზე ნაკლები სიხშირით, გულისრევისა და დიარეის გარდა.
თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები განსაზღვრულია მათი სიმძიმის კლების მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).
ცხრილი 3
ორგანოთა სისტემების კლასები (MedDRA)
ხშირად
არახშირად
იშვიათად
ძალიან იშვიათად
უცნობი
ინფექციური გართულებები
ბაქტერიული ან სოკოვანი რეზისტენტობით გამოწვეული სუპერინფექცია, მაგალითად ორალური ან ვაგინალური კანდიდოზი
დარღვევები
სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სისტემების მხრივ
ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია,
ეოზინოფილია,
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება/სნთ-ს მატება
პროთრომბინის დონის მომატება/სნთ-ს შემცირება, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ალერგიული რეაქციები (იხ. ნაწილი
"გამოყენების თავისებურებები")
ანაფილაქსია, მათ შორის შოკის იშვიათი შემთხვევები (რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია), ალერგიული შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება,
მათ შორის ხორხის შეშუპება (პოტენციურად
(სიცოცხლისთვის საშიში)
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
ენდოკრინული დარღვევები
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ჰიპერლიპიდემია
ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია
ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიური კომა
ფსიქიკური დარღვევები*
შფოთვითი რეაქციები, ფსიქომოტორული აქტივობის მატება/ აღგზნება
განწყობის ლაბილობა, დეპრესია (იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო ისეთი თვითაგრესიით, ,როგორიცაა სუიციდური იდეები/ფიქრები ან თვითმკვლელობის მცდელობები
(იხ. განყოფილება
"გამოყენების თავისებურებები")), ჰალუცინაციები, დელირიუმი
დეპერსონალიზაცია, ფსიქოზური რეაქციები (შესაძლო თვითაგრესიით ისეთით, როგორიცაა სუიციდური იდეები/ფიქრები ან თვითმკვლელობის მცდელობები
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ *
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
პარესთეზიები/
დიზესთეზიები, გემოს დარღვევა (იშვიათ შემთხვევებში) აგევზიის ჩათვლით)
ცნობიერების აღრევა და ორიენტაციის დაკარგვა,
ძილის დარღვევები (ძირითადად უძილობა), ტრემორი, ვერტიგო, ძილიანობა
ჰიპოესთეზია,
ყნოსვის დარღვევები (ყნოსვის დაკარგვის ჩათვლით), პათოლოგიური სიზმრები, კოორდინაციის დარღვევა
(მათ შორის, თავბრუსხვევის
ან ვერტიგოს
გამო
სიარულის დარღვევა), სხვადასხვა კლინიკური გამოვლინების
მქონე
კრუნჩხვითი შეტევები
(მათ შორის grand mal შეტევები
(იხ. განყოფილება
"გამოყენების თავისებურებები")), ყურადღების დეფიციტი, მეტყველების
დარღვევები,
ამნეზია, პერიფერიული
ნეიროპათია
და პოლინეიროპათია
ჰიპერესტეზია
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ *
მხედველობის დარღვევები, დიპლოპიისა და არამკაფიო მხედველობის ჩათვლით (განსაკუთრებით ცნს-ის მხრიდან
რეაქციების დროს
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
ფოტოფობია
მხედველობის ტრანზიტორული დაკარგვა (განსაკუთრებით ცნს-ის მხრიდან რეაქციების დროს)
(იხ. განყოფილებები
„გამოყენების თავისებურებები“ და
"რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს")), უვეიტი და
ფერადი გარსის ბილატერალური მწვავე ტრანსილუმინაცია (იხ. ნაწილი
„გამოყენების თავისებურებები“)
დარღვევები სმენის ორგანოებისა და ვესტიბულური აპარატის მხრივ *
ხმაური ყურებში, სმენის დარღვევა, სიყრუის ჩათვლით (როგორც წესი შექცევადი)
დარღვევები გულის მხრივ **
QT ინტერვალის გახანგრძლივება ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში
(იხ. განყოფილებები
„უკუჩვენებები“ და „გამოყენების თავისებურებები")
QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. განყოფილება
"გამოყენების თავისებურებები"), გაძლიერებული გულისცემა,, ტაქიკარდია,
წინაგულების ფიბრილაცია, სტენოკარდია
პარკუჭოვანი ტაქიარითმიები, გულის წასვლა (ანუ მწვავე და ხანმოკლე გონების დაკარგვა)
არასპეციფიკური არითმიები,
"პირუეტული“ პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsade de pointes(იხ. .განყოფილება
"გამოყენების თავისებურებები")), გულის გაჩერება
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ **
ვაზოდილატაცია
არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია
ვასკულიტი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების
მხრივ
ქოშინი (ასთმური მდგომარეობის ჩათვლით)
დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ
გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა
მადის დაქვეითება და საკვების მიღების შემცირება, ყაბზობა, დისპეფსია,
ფლატულენცია, გასტრიტი, ამილაზას დონის მომატება
დისფაგია,
სტომატიტი, ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული
კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით, რომელიც იშვიათ შემთხვევებში დაკავშირებულია სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებთან)
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
ჰეპატობილიარული დარღვევები
ტრანსამინაზების დონის მომატება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის მომატებული
ლდგ
(ლაქტატდეჰიდროგენაზა)),
ბილირუბინის დონის მომატება, გგტპ-ის დონის მომატება
(გამა-გლუტამილ ტრანსპეპტიდაზა), სისხლში ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება
სიყვითლე, ჰეპატიტი (ძირითადად ქოლესტაზური)
ფულმინანტური ჰეპატიტი, პოტენციურად შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (მათ შორის ლეტალური შედეგებით)
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე
კანისმიერი ბულოზური რეაქციები, ისეთები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (რომელიც პოტენციურად
სიცოცხლისთვის საშიშია
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, სამკურნალო
საშუალებებით გამოწვეული ეოზინოფილია სისტემური
სიმპტომებით (DRESS) (იხ. ნაწილი
"გამოყენების თავისებურებე-ბი"), ფიქსირებული მედიკამენტოზური
გამონაყარი,
ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები (იხ.. ნაწილი
„გამოყენების
თავისებურებე-ბი
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ*
ართრალგია, მიალგია
ტენდინიტი
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“), კუნთების კრთომა,კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე
მყესის გაწყვეტა (იხ. ნაწილი
„გამოყენების თავისებურებები ), ართრიტები, კუნთების რიგიდულობა myasthenia
gravis-ის სიმპტომების გამწვავება
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
რაბდომიოლი-ზი
დარღვევები თირკმლის
და შარდ
გამომყოფი სისტემის
მხრივ
დეჰიდრატაცია
თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის
სისხლში შარდოვანას აზოტისა და სისხლის პლაზმაში კრეატინინის მომატება), თირკმლის უკმარისობა
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
ზოგადი დარღვევები*
ზოგადი სისუსტე
(ძირითადად ასთენია ან დაღლილობა), ტკივილის შეგრძნება(მათ შორის ტკივილი
წელის არეში, გულმკერდში, კიდურების ტკივილი, ტკივილი მცირე
მენჯის პროექციაში), ჰიპერჰიდროზი
შეშუპება
- აღწერილია ხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში), ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენს სხვადასხვა, ზოგჯერ რამოდენიმე, სხეულის სისტემასა და სენსორულ ორგანოზე (ისეთი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა მყესების ანთება, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, სიარულის დარღვევა, პარესთეზიასთან დაკავშირებული ნეიროპათია, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევები და სმენის დაზიანება, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა) პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, ასაკისა და არსებული რისკის ფაქტორების მიუხედავად (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).
- * დაფიქსირდა აორტის ანევრიზმის და აორტის კედლის დისექციის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ გართულებულია რღვევით (მათ შორის ლეტალურით), და ასევე რეგურგიტაციით/გულის ნებისმიერი სარქველის უკმარისობით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს (იხ. განყოფილება "გამოყენების თავისებურებები").
იშვიათ შემთხვევებში სხვა ფტორქინოლონებით მკურნალობის შემდეგ დარეგისტრირდა ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლოა ასევე ყოფილიყო გამოვლენილი მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას : ქალასშიდა წნევის მომატება (იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზიის ჩათვლით), ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალციემია, ჰემოლიზური ანემია.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
შეტყობინებებს გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ აქვთ დიდი მნიშვნელობა. ეს იძლევა სარგებლის/რისკის თანაფარდობის მონიტორინგის ჩატარების საშუალებას ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს. მედიცინისა და ფარმაცევტული სფეროს თანამშრომლებს, ასევე პაციენტებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ყველა საეჭვო გვერდითი რეაქციებისა და სამკურნალო საშუალების არაეფექტურობის შემთხვევების შესახებ.
ჭარბი დოზა
დოზის შემთხვევითი გადაჭარბების დროს არ არის რეკომენდებული რაიმე სპეციფიკური ზომების მიღება. დოზის გადაჭარბებისას ორიენტირება უნდა მოხდეს კლინიკური სურათზე და სიმპტომატურ შემანარჩუნებელ თერაპიისა და ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგის ჩატარებაზე QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო.
აქტივირებული ნახშირისა და მოქსიფლოქსაცინის პერორალურად 400 მგ დოზით ერთდროული გამოყენება იწვევს სამკურნალო საშუალების სისტემურ ხელმისაწვდომობის შემცირებას 80%-ზე მეტით. სამკურნალო საშუალების პერორალური მიღების შედეგად დოზის გადაჭარბებისას გააქტიურებული ნახშირის გამოყენება აბსორბციის საწყის ეტაპზე შეიძლება იყოს ეფექტური მოქსიფლოქსაცინის სისტემური ზემოქმედების გაზრდის თავიდან აცილებისთვის.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: მოქსიფლოქსაცინი;
1 ტაბლეტი შეიცავს 436.8 მგ მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს, რაც 400 მგ მოქსიფლოქსაცინის ექვივალენტურია;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაკროგოლი 4000, ტიტანის დიოქსიდი (E 171).
სამკურნალო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, წაგრძელებული ფორმის, ვარდისფერი, ზედა და ქვედა ამოზნექილი ზედაპირებით.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე .
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა.
5 ან 7 ან 10 ტაბლეტი ბლისტერზე; 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების მიკრობსაწინააღმდეგო საშუალებები. ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები. ფტორქინოლონები. მოქსიფლოქსაცინი. ათქ კოდი J01M A14.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
მოქმედების მექანიზმი
In vitro მოქსიფლოქსაცინი ეფექტურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. მოქსიფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება გამოწვეულია ტოპოიზომერაზა II- ის ორივე ტიპის (დნმ-გირაზა და ტოპოიზომერაზა IV) ინჰიბირებით, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციის, ტრანსკრიფციისა და აღდგენისთვის.
ითვლება, რომ C8-მეტოქსი ნარჩენი აუმჯობესებს აქტივობას და ასუსტებს გრამდადებითი ბაქტერიების რეზისტენტული მუტანტების სელექციას C8-H-ნარჩენთან შედარებით. C-7 პოზიციაზე დიდი დიციკლოამინური ნარჩენის არსებობა ხელს უშლის აქტიურ გადენას, რომელიც დაკავშირებულია norA ან pmrA გენებთან, რომლებიც გვხვდება ზოგიერთ გრამდადებით ბაქტერიებში.
ფარმაკოდინამიკური კვლევები აჩვენებს, რომ მოქსიფლოქსაცინს გააჩნია კონცენტრაციაზე დამოკიდებული ბაქტერიციდული აქტივობა. მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციები (მბკ) ჩვეულებრივ შეესაბამება მინიმალურ მაინჰიბიტორებელ კონცენტრაციებს (მიკ).
გავლენა ადამიანის ნაწლავის ფლორაზე
ორ კვლევაში მოხალისეების მონაწილეობით მოქსიფლოქსაცინის პერორალური გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ნაწლავის ფლორის შემდეგი ცვლილებები. მცირდებოდა E. coli-ს , Bacillus spp-ის, Enterococcus და Klebsiella spp-ს, ასევე ანაერობების Bacteroides vulgatus, Bifidobacterium spp., Eubacterium и Peptostreptococcus რაოდენობა. დაფიქსირდა Bacteroides fragilis რაოდენობის ზრდა. ზემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების რაოდენობა ორ კვირაში უბრუნდებოდა ნორმალურ დიაპაზონს.
რეზისტენტობის მექანიზმი
რეზისტენტობის მექანიზმები, რომლის ხაერჯზეც ინაქტივირდება პენიცილინები, ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები, მაკროლიდები და ტეტრაციკლინები, არ ახდენენ გავლენას მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიული ეფექტურობაზე. რეზისტენტობის სხვა მექანიზმებმა, ისეთებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (გავრცელებული Pseudomonas aeruginosa-ში) და გადინების მექანიზმები, შეიძლება მოახდინონ გავლენა მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე.
რეზისტენტობის ფორმირება მოქსიფლოქსაცინის მიმართ in vitro აღინიშნებოდა როგორც თანდათანობითი პროცესი, რომელიც წარმოადგენს წერტილოვან მუტაციებს ტოპოიზომერაზა II-ის, დნმ-გირაზას და ტოპოიზომერაზა IV-ის ორივე ტიპში. მოქსიფლოქსაცინი წარმოადგენს სუსტ სუბსტრატს აქტიური გადინების მექანიზმებისთვის გრამდადებით მიკროორგანიზმებში. შეინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ფტორქინოლონებთან. თუმცა, ვინაიდან მოქსიფლოქსაცინი აინჰიბირებს ორივე ტოპოიზომერაზას II- ს და IV-ს ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების მსგავსი აქტივობით, ეს ბაქტერიები შეიძლება იყოს რეზისტენტული სხვა ქინოლონების მიმართ, მაგრამ მგრძნობიარენი მოქსიფლოქსაცინის მიმართ.
საკონტროლო წერტილები
ცხრილი 1
მოქსიფლოქსაცინის კლინიკური მიკ-ები და დისკური დიფუზიის საკონტროლო წერტილები (01.01.2012) EUCAST-ის მონაცემებით (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი)
მიკროორგანიზმი
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Staphylococcus spp.
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 24 მმ
> 1 მგ/ლ
< 21 მმ
S. pneumoniae
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 22 მმ
> 0.5 მგ/ლ
< 22 მმ
Streptococcus, A, B, C, G ჯგუფები
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 18 მმ
> 1 მგ/ლ
< 15 მმ
H. influenzae
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 25 მმ
> 0.5 მგ/ლ
< 25 მმ
M. catarrhalis
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 23 მმ
> 0.5 მგ/ლ
< 23 მმ
Enterobacteriaceae
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 20 მმ
> 1 მგ/ლ
< 17 მმ
საკონტროლო წერტილები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სახეობასთან *
≤ 0.5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
- საკონტროლო წერტილები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სახეობასთან, განსაზღვრული იყო ძირითადად ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მონაცემების საფუძველზე და არ არის დამოკიდებული მიკ-ის სპეციფიკური სახეობების განაწილებაზე. ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ იმ სახეობებთან მიმართებაში, რომლებსაც არ ჰქონდათ წარმოდგენილი საკონტროლო წერტილები ცალკეული სახეობების შესახებ, და არ გამოიყენება იმ სახეობებთან მიმართებაში, რომელთათვისაც ინტერპრეტაციული კრიტერიუმები უნდა იქნას განსაზღვრული.
მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა
შეძენილი რეზისტენტობის სიხშირე შეიძლება იცვლებოდეს რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და დროის იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც განსაზღვრულია გარკვეული ტიპის მიკროორგანიზმებისთვის. სასურველია არსებობდეს წვდომა ლოკალურ ინფორმაციაზე მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციები მკურნალობისას.
აუცილებლობის შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის ექსრეპტს ანტიბიოტიკორეზისტენტობის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი დომინირება იმდენად ძლიერია, რომ გარკვეული სამკურნალო საშუალების გავლენა, სულ მცირე, ინფექციური აგენტების ზოგიერთი ტიპის შემთხვევაში ეჭვის ქვეშ რჩება.
მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Gardnerella vaginalis
Staphylococcus aureus * (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)
Streptococcus agalactiae (ჯგუფი B)
Streptococcus milleri group* (S. anginosus, S. constellatus და S. Intermedius)
Streptococcus pneumoniae *
Streptococcus pyogenes * (ჯგუფი A)
Streptococcus viridans ჯგუფი (S. viridans, S. mutans, S. mitis, S. sanguinis, S. salivarius, S. thermophilus)
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Acinetobacter baumanii
Haemophilus influenzae*
Haemophilus parainfluenzae*
Legionella pneumophila
Moraxella (Branhamella) catarrhalis*
ანაერობული მიკროორგანიზმები
Fusobacterium spp.
Prevotella spp.
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamydophila (Chlamydia) pneumoniae*
Chlamydia trachomatis*
Coxiella burnetiid
Mycoplasma genitalium
Mycoplasma hominis
Mycoplasma pneumoniae*
სახეობები, რომლებსაც აქვთ შესაძლო შეძენილი რეზისტენტობა
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Enterococcus faecalis*
Enterococcus faecium*
Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული ) +
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Enterobacter cloacae*
Escherichia coli*#
Klebsiella pneumoniae*#
Klebsiella oxytoca
Neisseria gonorrhoeae*+
Proteus mirabilis*
ანაერობული მიკროორგანიზმები
Bacteroides fragilis*
Peptostreptococcus spp.*
რეზისტენტული სახეობები
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Pseudomonas aeruginosa
- ნაჩვენებია დამაკმაყოფილებელი აქტივობა მგრძნობიარე შტამებზე ზემოქმედებასთან მიართებაში კლინიკურ კვლევებისას დამტკიცებული კლინიკური ჩვენებებიის ფარგლებში.
# შტამები, რომლებიც აინდუცირებენ ESBL-ს, ჩვეულებრივ, რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ.
+ რეზისტენტობის მაჩვენებელი > 50%-ია ერთ ან მეტ ქვეყანაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ
მოქსიფლოქსაცინი
(MOXIFLOXACIN)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: მოქსიფლოქსაცინი;
1 ტაბლეტი შეიცავს 436.8 მგ მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს, რაც 400 მგ მოქსიფლოქსაცინის ექვივალენტურია;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაკროგოლი 4000, ტიტანის დიოქსიდი (E 171).
სამკურნალო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, წაგრძელებული ფორმის, ვარდისფერი, ზედა და ქვედა ამოზნექილი ზედაპირებით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
სისტემური გამოყენების მიკრობსაწინააღმდეგო საშუალებები. ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები. ფტორქინოლონები. მოქსიფლოქსაცინი. ათქ კოდი J01M A14.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
მოქმედების მექანიზმი
In vitro მოქსიფლოქსაცინი ეფექტურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. მოქსიფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება გამოწვეულია ტოპოიზომერაზა II- ის ორივე ტიპის (დნმ-გირაზა და ტოპოიზომერაზა IV) ინჰიბირებით, რომლებიც აუცილებელია ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციის, ტრანსკრიფციისა და აღდგენისთვის.
ითვლება, რომ C8-მეტოქსი ნარჩენი აუმჯობესებს აქტივობას და ასუსტებს გრამდადებითი ბაქტერიების რეზისტენტული მუტანტების სელექციას C8-H-ნარჩენთან შედარებით. C-7 პოზიციაზე დიდი დიციკლოამინური ნარჩენის არსებობა ხელს უშლის აქტიურ გადენას, რომელიც დაკავშირებულია norA ან pmrA გენებთან, რომლებიც გვხვდება ზოგიერთ გრამდადებით ბაქტერიებში.
ფარმაკოდინამიკური კვლევები აჩვენებს, რომ მოქსიფლოქსაცინს გააჩნია კონცენტრაციაზე დამოკიდებული ბაქტერიციდული აქტივობა. მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციები (მბკ) ჩვეულებრივ შეესაბამება მინიმალურ მაინჰიბიტორებელ კონცენტრაციებს (მიკ).
გავლენა ადამიანის ნაწლავის ფლორაზე
ორ კვლევაში მოხალისეების მონაწილეობით მოქსიფლოქსაცინის პერორალური გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა ნაწლავის ფლორის შემდეგი ცვლილებები. მცირდებოდა E. coli-ს , Bacillus spp-ის, Enterococcus და Klebsiella spp-ს, ასევე ანაერობების Bacteroides vulgatus, Bifidobacterium spp., Eubacterium и Peptostreptococcus რაოდენობა. დაფიქსირდა Bacteroides fragilis რაოდენობის ზრდა. ზემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების რაოდენობა ორ კვირაში უბრუნდებოდა ნორმალურ დიაპაზონს.
რეზისტენტობის მექანიზმი
რეზისტენტობის მექანიზმები, რომლის ხაერჯზეც ინაქტივირდება პენიცილინები, ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები, მაკროლიდები და ტეტრაციკლინები, არ ახდენენ გავლენას მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიული ეფექტურობაზე. რეზისტენტობის სხვა მექანიზმებმა, ისეთებმა, როგორიცაა შეღწევადობის ბარიერები (გავრცელებული Pseudomonas aeruginosa-ში) და გადინების მექანიზმები, შეიძლება მოახდინონ გავლენა მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობაზე.
რეზისტენტობის ფორმირება მოქსიფლოქსაცინის მიმართ in vitro აღინიშნებოდა როგორც თანდათანობითი პროცესი, რომელიც წარმოადგენს წერტილოვან მუტაციებს ტოპოიზომერაზა II-ის, დნმ-გირაზას და ტოპოიზომერაზა IV-ის ორივე ტიპში. მოქსიფლოქსაცინი წარმოადგენს სუსტ სუბსტრატს აქტიური გადინების მექანიზმებისთვის გრამდადებით მიკროორგანიზმებში. შეინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ფტორქინოლონებთან. თუმცა, ვინაიდან მოქსიფლოქსაცინი აინჰიბირებს ორივე ტოპოიზომერაზას II- ს და IV-ს ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიების მსგავსი აქტივობით, ეს ბაქტერიები შეიძლება იყოს რეზისტენტული სხვა ქინოლონების მიმართ, მაგრამ მგრძნობიარენი მოქსიფლოქსაცინის მიმართ.
საკონტროლო წერტილები
ცხრილი 1
მოქსიფლოქსაცინის კლინიკური მიკ-ები და დისკური დიფუზიის საკონტროლო წერტილები (01.01.2012) EUCAST-ის მონაცემებით (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი)
მიკროორგანიზმი
მგრძნობიარე
რეზისტენტული
Staphylococcus spp.
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 24 მმ
> 1 მგ/ლ
< 21 მმ
S. pneumoniae
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 22 მმ
> 0.5 მგ/ლ
< 22 მმ
Streptococcus, A, B, C, G ჯგუფები
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 18 მმ
> 1 მგ/ლ
< 15 მმ
H. influenzae
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 25 მმ
> 0.5 მგ/ლ
< 25 მმ
M. catarrhalis
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 23 მმ
> 0.5 მგ/ლ
< 23 მმ
Enterobacteriaceae
≤ 0.5 მგ/ლ
≥ 20 მმ
> 1 მგ/ლ
< 17 მმ
საკონტროლო წერტილები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სახეობასთან *
≤ 0.5 მგ/ლ
> 1 მგ/ლ
- საკონტროლო წერტილები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სახეობასთან, განსაზღვრული იყო ძირითადად ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მონაცემების საფუძველზე და არ არის დამოკიდებული მიკ-ის სპეციფიკური სახეობების განაწილებაზე. ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ იმ სახეობებთან მიმართებაში, რომლებსაც არ ჰქონდათ წარმოდგენილი საკონტროლო წერტილები ცალკეული სახეობების შესახებ, და არ გამოიყენება იმ სახეობებთან მიმართებაში, რომელთათვისაც ინტერპრეტაციული კრიტერიუმები უნდა იქნას განსაზღვრული.
მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა
შეძენილი რეზისტენტობის სიხშირე შეიძლება იცვლებოდეს რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და დროის იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც განსაზღვრულია გარკვეული ტიპის მიკროორგანიზმებისთვის. სასურველია არსებობდეს წვდომა ლოკალურ ინფორმაციაზე მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციები მკურნალობისას.
აუცილებლობის შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის ექსრეპტს ანტიბიოტიკორეზისტენტობის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი დომინირება იმდენად ძლიერია, რომ გარკვეული სამკურნალო საშუალების გავლენა, სულ მცირე, ინფექციური აგენტების ზოგიერთი ტიპის შემთხვევაში ეჭვის ქვეშ რჩება.
მგრძნობიარე სახეობები
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Gardnerella vaginalis
Staphylococcus aureus * (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე)
Streptococcus agalactiae (ჯგუფი B)
Streptococcus milleri group* (S. anginosus, S. constellatus და S. Intermedius)
Streptococcus pneumoniae *
Streptococcus pyogenes * (ჯგუფი A)
Streptococcus viridans ჯგუფი (S. viridans, S. mutans, S. mitis, S. sanguinis, S. salivarius, S. thermophilus)
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Acinetobacter baumanii
Haemophilus influenzae*
Haemophilus parainfluenzae*
Legionella pneumophila
Moraxella (Branhamella) catarrhalis*
ანაერობული მიკროორგანიზმები
Fusobacterium spp.
Prevotella spp.
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamydophila (Chlamydia) pneumoniae*
Chlamydia trachomatis*
Coxiella burnetiid
Mycoplasma genitalium
Mycoplasma hominis
Mycoplasma pneumoniae*
სახეობები, რომლებსაც აქვთ შესაძლო შეძენილი რეზისტენტობა
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები
Enterococcus faecalis*
Enterococcus faecium*
Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული ) +
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Enterobacter cloacae*
Escherichia coli*#
Klebsiella pneumoniae*#
Klebsiella oxytoca
Neisseria gonorrhoeae*+
Proteus mirabilis*
ანაერობული მიკროორგანიზმები
Bacteroides fragilis*
Peptostreptococcus spp.*
რეზისტენტული სახეობები
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები
Pseudomonas aeruginosa
- ნაჩვენებია დამაკმაყოფილებელი აქტივობა მგრძნობიარე შტამებზე ზემოქმედებასთან მიართებაში კლინიკურ კვლევებისას დამტკიცებული კლინიკური ჩვენებებიის ფარგლებში.
# შტამები, რომლებიც აინდუცირებენ ESBL-ს, ჩვეულებრივ, რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ.
+ რეზისტენტობის მაჩვენებელი > 50%-ია ერთ ან მეტ ქვეყანაში.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
სისხლმბად სისტემაზე ზემოქმედება (ერიტროციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის უმნიშვნელო შემცირება) დაფიქსირდა ვირთხებსა და მაიმუნებში. ისევე, როგორც სხვა ქინოლონების გამოყენებისას, ჰეპატოტოქსიურობა (ღვიძლის ფერმენტების მომატებული დონე და ვაკუოლური დეგრადაცია) დაფიქსირდა ვირთხებში, მაიმუნებსა და ძაღლებში. მაიმუნებში დაფიქსირდა ნეიროტოქსიკურობის შემთხვევები (ცნს-ის დაზიანება, რომელიც ვლინდებოდა კრუნჩხვების სახით). მითითებული ეფექტები აღინიშნებოდა მხოლოდ მოქსიფლოქსაცინის მაღალი დოზების მიღების ან პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ .
მოქსიფლოქსაცინმა, ისევე, როგორც სხვა ქინოლონებმა, აჩვენა გენოტოქსიკურობა in vitro ტესტების ჩატარებისას ბაქტერიებთან ან ძუძუმწოვრების უჯრედებთან. ვინაიდან აღნიშნული ეფექტი აიხსნება ბაქტერიულ გირაზასთან ურთიერთქმედებით და უფრო მაღალი კონცენტრაციებისას - ურთიერთქმედება ტოპოიზომერაზა II-თან ძუძუმწოვრების უჯრედებში, შეიძლება ვივარაუდოთ გენოტოქსიკურობის ზღურბლის კონცენტრაციის არსებობა. In vivo ტესტების დროს გენოტოქსიკურობის ნიშნები არ ყოფილა აღმოჩენილი, მიუხედავად მოქსიფლოქსაცინის მაღალი დოზების გამოყენებისა. ამრიგად, პრეპარატმა აჩვენა უსაფრთხოების საკმარისი პოტენციალი ადამიანებისთვის თერაპიული დოზების გამოყენებისას. მოქსიფლოქსაცინმა არ გამოავლინა კანცეროგენული ეფექტები კვლევაში, რომლებიც ჩატარებული იყო ვირთხებზე.
ბევრი ქინოლონი ფოტორეაქტიულია და შეიძლება გაუწიონ პროვოცირება ფოტოტოქსიკურობის რეაქციებს, გამოავლინონ ფოტომუტაგენური და ფოტოკანცეროგენულ ეფექტები. ამავე დროს არსებობს მონაცემები მოქსიფლოქსაცინის ფოტოტოქსიკური და ფოტოგენოტოქსიური თვისებების შესახებ მისი ტესტირებისას კომპლექსური პროგრამის ფარგლებში in vitro и in vivo კვლევისას.
ასეთივე პირობებში ქინოლონებმა აჩვენა ნახსენები ეფექტები.
მაღალი კონცენტრაციებისას მოქსიფლოქსაცინი მოქმედებს როგორც კარდიომიოციტებში შეკავებული გამასწორებელი კალიუმის დინების სწრაფი კომპონენტის ინჰიბიტორი, ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ძაღლებზე და რომლებშიც პრეპარატი გამოიყენებოდა პერორალურად ≥ 90 მგ/კგ დოზით, რაც ≥ 16 მგ/ლ კონცენტრაციას უზრუნველყოფდა, გამოავლინა QT ინტერვალის გახანგრძლივება არითმიის გარეშე. შექცევადი არალეტალური პარკუჭოვანი არითმია დაფიქსირდა მხოლოდ მაღალი კუმულაციური დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ, რომელიც ადამიანისთვის განკუთვნილ დოზას (> 300 მგ/კგ), აღემატება 50-ზე მეტჯერ, რაც უზრუნველყოფდა სისხლის პლაზმაში კონცენტრაციას ≥ 200 მგ/ლ (რაც თერაპიულ დონეს აღემატებოდა 40-ზე მეტჯერ).
ცნობილია, რომ ქინოლონები იწვევენ დიდი დიართროდიული სახსრების ხრტილის დაზიანებას ახალგაზრდა ცხოველებში. მოქსიფლოქსაცინის ყველაზე დაბალი პერორალური დოზა, რომელიც ახალგაზრდა ძაღლებში იწვევს ართროტოქსიკურ ეფექტს, ოთხჯერ აღემატება მაქსიმალური რეკომენდებულ თერაპიულ დოზას 400 მგ (გათვალისწინებულია 50 კგ სხეულის მასაზე), გამოთვლილს დოზა/სხეულის წონის თანაფარდობას (მგ/კგ) საფუძველზე, სისხლის პლაზმაში კონცენტრაციით ორჯერ ან სამჯერ აღმატებულს იმ კონცენტრაციისა, რომელიც გათვალისწინებულია მაქსიმალური თერაპიული დოზის გამოყენებისას.
ტოქსიკურობის ტესტებმა, რომლებიც ჩატარდა ვირთხებსა და მაიმუნებზე (განმეორებითი შეყვანა ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში), არ გამოვლენილა რაიმე რისკი მხედველობის ორგანოებისთვის. ძაღლებზე ჩატარებული კვლევების დროს , მხოლოდ მაღალი პერორალური დოზების (≥ 60 მგ/კგ) გამოყენებამ გამოიწვია სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია ≥ 20 მგ/ლ, რაც იწვევდა ელექტრორეტინოგრამის ცვლილებებს და, ცალკეულ შემთხვევაში, ბადურის ატროფიას.
მოქსიფლოქსაცინის ცხოველების რეპროდუქციულ ფუნქციაზე ზემოქმედების შესწავლისას დამტკიცდა, რომ მოქსიფლოქსაცინი კვეთს პლაცენტას. ცდებმა, რომლებიც ტარდებოდა ვირთხებზე (მოქსიფლოქსაცინის პერორალური და ინტრავენური გამოყენებისას) და მაიმუნებზე (მოქსიფლოქსაცინის პერორალური გამოყენებისას), არ გამოავლნა მოქსიფლოქსაცინის ტერატოგენული მოქმედება და მისი გავლენა ფერტილობაზე. კურდღლებში მოქსიფლოქსაცინის 20 მგ/კგ დოზით ინტრავენური გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა ჩონჩხის მალფორმაცია. მოქსიფლოქსაცინის თერაპიული დოზით გამოყენებისას მაიმუნებსა და კურდღლებში გამოვლინდა სპონტანური აბორტების რაოდენობის ზრდა . ვირთხებში დაფიქსირდა ნაყოფის წონის შემცირება, სპონტანური აბორტების შემთხვევების ზრდა, ორსულობის ხანგრძლივობის უმნიშვნელო ზრდა და შთამომავლობის სპონტანური აქტივობის მომატება მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას , რომლის დოზაც 63-ჯერ აღემატებოდა რეკომენდებულს.
ფარმაკოკინეტიკა .
შეწოვა და ბიოშეღწევადობა
პერორალურად მიღებისას მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა აღწევს თითქმის 91%-ს.
50-800 მგ დოზირების დიაპაზონში ერთჯერადად მიღებისას და 600 მგ/დღე-ღამეში დოზით 10 დღე-ღამის განმავლობაში ფარმაკოკინეტიკა წრფივია. 400 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ, სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია ( C max ) მიიღწევა 0.5-4 საათში და შეადგენს 3.1 მგ/ლ-ს. მაქსიმალური და მინიმალური პლაზმური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში (400 მგ დღე-ღამეში ერთხელ) შეადგენს 3.2 და 0.6 მგ/ლ-ს შესაბამისად. წონასწორულ მდგომარეობაში დოზირების ინტერვალის ფარგლებში ექსპოზიცია თითქმის 30%-ით მეტია, ვიდრე პირველი დოზის გამოყენების შემდეგ .
განაწილება
მოქსიფლოქსაცინი სწრაფად ნაწილდება ექსტრავასკულარულ სივრცეში, 400 მგ დოზის მიღების შემდეგ, ფარმაკოკინეტიკური მრუდის „კონცენტრაცია-დრო“ ( AUC ) ქვეშ არსებული ფართობი შეადგენს 35 მკგ/ლ. განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში უდრის 2 ლ/კგ. როგორც დადგენილია in vitro და ex vivo ექსპერიმენტებში, სისხლის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 40-42 % და არ არის დამოკიდებული პრეპარატის კონცენტრაციებზე.
ცხრილი 2
მაქსიმალური კონცენტრაცია (საშუალო გეომეტრიული) მოქსიფლოქსაცინის 400 მგ ერთჯერადი დოზის პერორალური მიღების შემდეგ
ქსოვილი
კონცენტრაცია
ადგილობრივი დონე –
დონე სისხლის პლაზმაში
პლაზმა
- 1 მგ/ლ
-
ნერწყვი
- 6 მგ/ლ
- 75 – 1.3
ბუშტუკის შიგთავსი
- 6 1 მგ/ლ
- 7 1
ბრონქების ლორწოვანი გარსი
- 4 მგ/კგ
- 7 – 2.1
ალვეოლური მაკროფაგები
- 7 მგ/კგ
- 6 – 70.0
ეპითელური შრის სითხე
- 7 მგ/ლ
5 – 7
ჰაიმორის ღრუ
- 5 მგ/კგ
- 0
ეთმოიდური სინუსები
- 2 მგ/კგ
- 1
ცხვირის პოლიპები
- 1 მგ/კგ
- 6
ინტერსტიციული სითხე
- 0 2 მგ/ლ
- 8 – 1.4 2.3
ქალის სასქესო ორგანოები*
- 24 მგ/კგ
- 72 4
- 400 მგ ერთჯერადი დოზის ინტრავენური გამოყენება.
110 საათის შემდეგ.
2 თავისუფალი კონცენტრაცია.
3 დოზის შეყვანიდან 3 საათიდან 36 საათამდე .
4 ინფუზიის ბოლოს.
მეტაბოლიზმი
მოქსიფლოქსაცინი ექვემდებარება II ფაზის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელებით, ასევე განავლით/ნაღველით, როგორც უცვლელი, ასევე არააქტიური სულფონმჟავას ნაერთების (M1) და გლუკურონიდების (M2) სახით. M1 და M2 წარმოადგენენ მხოლოდ მეტაბოლიტებს, რომლებიც რელევანტურია ადამიანებისთვის, რომელთაგან ორივე მიკრობიოლოგიურად არააქტიურია. In vitro კვლევებისა და I ფაზის კლინიკური კვლევების მსვლელობისას არ ყოფილა აღნიშნული მეტაბოლური ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მონაწილეობენ I ფაზის ბიოტრანსფორმაციაში ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტების მონაწილეობით. ჟანგვითი მეტაბოლიზმის ნიშნები არ არის.
გამოყოფა ორგანიზმიდან
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12 საათს. საშუალო საერთო კლირენსი 400 მგ-ის შეყვანის შემდეგ შეადგენს 179-დან 246 მლ/წთ-მდე. თირკმლის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 24-53 მლ/წთ და მოწმობს პრეპარატის თირკმელებიდან ნაწილობრივ მილაკოვან რეაბსორბციაზე. 400 მგ დოზის მიღების შემდეგ შარდით გამოიყოფა (დაახლოებით 19% - სამკურნალო საშუალება უცვლელი სახით, დაახლოებით 2.5% - M1 და დაახლოებით 14% - M2) და განავლით (დაახლოებით 25% - სამკურნალო საშუალება უცვლელი სახით, დაახლოებით 36% - M1 და M2-ის სახით გამოყოფის არარსებობა) ზოგადად შეადგინა დაახლოებით 96%. რანიტიდინისა და პრობენეციდის თანმხლები გამოყენება არ ცვლის პრეპარატის თირკმლის კლირენსს.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა სხვადასხვა ჯგუფში
ხანდაზმული ასაკის პაციენტები და სხეულის დაბალი მასის მქონე პაციენტები
სხეულის დაბალი მასის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებს (მათ შორის ქალებში) და ჯანმრთელ ხანდაზმული ასაკის მოხალისეებს აღენიშნებოდათ პრეპარატის უფრო მაღალი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (მათ შორის ˃ 20 მლ/წთ/1.73 მ 2 კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში) მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. ვინაიდან თირკმლის ფუნქცია მცირდება, მეტაბოლიტ M2-ის კონცენტრაცია (გლუკურონიდი) იზრდება 2,5 მაჩვენებლამდე (კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში < 30 მლ/წთ/1.73 მ2).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ჩატარდა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მონაწილეობით (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით A-C კლასი), შეუძლებელია იმის დადგენა, არსებობს თუ არა განსხვავება ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა დაკავშირებული იყო სისხლის პლაზმაში M1-ის უფრო მნიშვნელოვან მოქმედებასთან, მაშინ როდესაც საწყისი სამკურნალო საშუალების მოქმედება შედარებადი იყო მოქმედებასთან ჯანმრთელ მოხალისეებზე. მოქსიფლოქსაცინის კლინიკური გამოყენების საკმარისი გამოცდილება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ არ გაგვაჩნია.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ქვევით მოყვანილი ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, (იხ. განყოფილება „ფარმაკოლოგიური თვისებები“, „გამოყენების თავისებურებები“ და „გვერდითი რეაქციები“), 18 წლიდან და უფროსი ასაკის პაციენტებში.
შემდეგი ჩვენებების დროს მოქსიფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანშეუწონლად ითვლება იმ სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ბრონქიტის ჩათვლით.
შემდეგი ჩვენებების შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ქვევით მოყვანილი ინფექციების მკურნალობის საწყის ეტაპზე, არ არის მიზანშეწონილი, ან როდესაც მითითებული მკურნალობა არაეფექტური იყო:
არაჰოსპიტალური პნევმონია, გარდა მძიმე მიმდინარეობის არაჰოსპიტალური პნევმონიისა.
ზომიერი და საშუალო ხარისხის სიმძიმის მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები (ქალებში სასქესო სისტემის ზედა ნაწილის ინფექციური დარღვევების ჩათვლით, მათ შორის სალპინგიტი და ენდომეტრიტი), რომელიც არ არის დაკავშირებული ტუბოოვარიალურ აბსცესთან ან მცირე მენჯის ორგანოების აბსცესებთან. სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული მონოთერაპიის სახით მცირე მენჯის ორგანოების ზომიერი და საშუალო ხარისხის სიმძიმის ანთებითი დაავადების დროს, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნას (გარდა მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae შტამებისა) სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში (მაგალითად, ცეფალოსპორინებთან), Neisseria gonorrhoeae-ს მოქსიფლოქსაცინის მიმართ მზარდი რეზისტენტობის გამო(იხ. ნაწილები „ფარმაკოლოგიური თვისებები“ და „გამოყენების თავისებურებები“).
სამკურნალო საშუალება შეიძლება გამოყენებული იქნას მკურნალობის კურსის დასასრულებლად, რომლის დროსაც პრეპარატის პარენტერალური ფორმით საწყისი თერაპია ეფექტური იყო და დაინიშნა შემდეგი ჩვენებების დროს:
არაჰოსპიტალური პნევმონია;
კანისა და კანქვეშა სტრუქტურების გართულებული ინფექციები.
სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდებული კანისა და კანქვეშა ქსოვილების რომელიმე ინფექციის ან მძიმე მიმდინარეობის მქონე არაჰოსპიტალური პნევმონიის შემთხვევებში საწყისი მკურნალობისთვის.
ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ ინსტრუქციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.
უკუჩვენებები.
- მოქსიფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების, ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ ცნობილი მგრძნობელობა.
- 18 წლამდე ასაკი.
- ორსულობა ან ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. განყოფილება „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს“).
− მყესების დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ქინოლონებით თერაპიასთან, ანამნეზში.
მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შემდგომ პრეკლინიკური და კლინიკური კვლევების მსვლელობისას აღინიშნებოდა ცვლილებები გულის ელექტროფიზიოლოგიაში QT ინტერვალის გახანგრძლივების სახით. ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში:
- QT ინტერვალის თანდაყოლილი ან დიაგნოზირებული შეძენილი გახანგრძლივებით ;
- ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, კერძოდ, არაკორექტირებული ჰიპოკალიემიით;
- კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიით;
- კლინიკურად მნიშვნელოვანი გულის უკმარისობით მარცხენა პარკუჭის შემცირებული განდევნის ფრაქციით ;
- სიმპტომური არითმიებით ანამნეზში.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ სხვა პრეპარატებთან ერთდროულად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. (იხ. განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ტიპის ურთიერთქმედებები").
შეზღუდული კლინიკური მონაცემების გამო, პრეპარატის გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (C კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) და ტრანსამინაზების მომატებული დონის მქონე პაციენტებში (5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები. მოქსიფლოქსაცინისა და იმ სხვა სამკურნალო საშუალებების ადიტიური ეფექტის გამორიცხვა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ QT ინტერვალის გახანგრძლივება, არ შეიძლება. მითითებულმა ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი არითმიების, მათ შორის „პირუეტის“ პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes), განვითარების რისკის ზრდა. ამ მიზეზით, მოქსიფლოქსაცინის გამოყენება ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში უკუნაჩვენებია (იხ. აგრეთვე განყოფილება „უკუჩვენებები“):
IA კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი);
− III კლასის ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი);
- ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგალითად, ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი);
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
- ზოგიერთი მიკრობის საწინააღმდეგო საშუალება (საქვინავირი, სპარფლოქსაცინი, ერითრომიცინი ინტრავენურად შესაყვანი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, კერძოდ ჰალოფანტრინი);
- ზოგიერთი ანტიჰისტამინი (ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი);
- სხვები (ციზაპრიდი, ვინკამინი IV , ბეპრიდილი, დიფემანილი).
მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ კალიუმის დონის შემცირება (მაგალითად, მარყუჟოვანი და თიაზიდური შარდმდენები, ოყნები და საფაღარათო საშუალებები (მაღალი დოზებით), კორტიკოსტეროიდები, ამფოტერიცინი B), ან პრეპარატები, რომელთა მოქმედებაც დაკავშირებულია კლინიკურად მნიშვნელოვან ბრადიკარდიასთან.
იმ პრეპარატების, რომლებიც შეიცავენ ბივალენტურ ან სამვალენტიან კათიონებს (ისეთებს, როგორიცაა მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, დიდანოზინის ტაბლეტებში, სუკრალფატი და სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ რკინას ან თუთიას) და მოქსიფლოქსაცინის მიღებებს შორის აუცილებელია დაახლოებით 6 საათიანი ინტერვალი.
გააქტიურებული ნახშირისა და მოქსიფლოქსაცინის 400 მგ დოზით პერორალურად ერთდროული გამოყენებისას პრეპარატის სისტემური ბიოშეღწევადობა მცირდება 80%-ზე მეტით მისი აბსორბციის ინჰიბირების გამო. ამასთან დაკავშირებით, ამ ორი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული (გარდა დოზის გადაჭარბების შემთხვევებისა, იხ. აგრეთვე განყოფილება "დოზის გადაჭარბება").
ჯანმრთელ მოხალისეებში მოქსიფლოქსაცინის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ აღინიშნა დიგოქსინის C max- ის დაახლოებით 30%-იანი ზრდა AUC- ზე ან მინიმალური კონცენტრაციებზე გავლენის გარეშე. მაშასადამე, დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას სიფრთხილის ზომების მიღება საჭირო არ არის.
კვლევების დროს, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მოხალისეები, მოქსიფლოქსაცინისა და გლიბენკლამიდის ერთდროულმა პერორალურმა მიღებამ გამოიწვია პიკურ დონეზე გლიბენკლამიდის კონცენტრაციის შემცირება დაახლოებით 21%-ით. გლიბენკლამიდისა და მოქსიფლოქსაცინის კომბინაციამ თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო ხანმოკლე ჰიპერგლიკემია. თუმცა, ფარმაკოკინეტიკაში დაფიქსირებულმა ცვლილებებმა არ გამოიწვია ფარმაკოდინამიკური პარამეტრების ცვლილებები (სისხლში გლუკოზის დონე, ინსულინის დონე). ამრიგად, კლინიკურად რელევანტური ურთიერთქმედება
მოქსიფლოქსაცინსა და გლიბენკლამიდს შორის გამოვლენილი არ ყოფილა.
საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მნიშვნელობის ცვლილებები
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში, მათ შორის ფტორქინოლონებთან, მაკროლიდებთან, ტეტრაციკლინებთან, კოტრიმოქსაზოლთან და ზოგიერთ ცეფალოსპორინთან, აღინიშნებოდა ანტიკოაგულაციური აქტივობის მომატების მრავალი შემთხვევა. რისკის ფაქტორებს წარმოადგენენ ინფექციური დაავადებები (და თანმხლები ანთებითი პროცესი), პაციენტის ასაკი და ზოგადი მდგომარეობა. ამ გარემოებებთან დაკავშირებით ძნელია შეფასება იწვევს თუ არა ინფიცირება ან მკურნალობა სნთ-ს მაჩვენებლის გადახრას. შესაძლოა, სიფრთხილის ზომის სახით, საჭირო გახდეს სნთ-ს უფრო ხშირი მონიტორინგი. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს პერორალური ანტიკოაგულანტის დოზის შესაბამისი კორექტირება.
ნივთიერებები, რომლებისთვისაც დამტკიცებული იყო მოქსიფლოქსაცინთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების არარსებობა: რანიტიდინი, კალციუმის დანამატები, თეოფილინი, პერორალური კონტრაცეპტივები, ციკლოსპორინი, იტრაკონაზოლი, მორფინი პარენტერალური შეყვანისას, პრობენეციდი. ადამიანებში ციტოქრომ P450 ფერმენტების in vitro კვლევებმა დაადასტურა ზემოთ აღნიშნული. ნახსენები შედეგების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა მეტაბოლური ურთიერთქმედება ციტოქრომ P450 ფერმენტების მეშვეობით.
მოქსიფლოქსაცინის აბსორბცია არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე (რძის პროდუქტების ჩათვლით).
გამოყენების თავისებურებები.
მოქსიფლოქსაცინის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ სერიოზული გვერდითი რეაქციები იმ სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ ქინოლონებს ან ფტორქინოლონებს (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). ასეთი პაციენტების მკურნალობა მოქსიფლოქსაცინით უნდა დაიწყოს მხოლოდ ალტერნატიული თერაპიის არარსებობის შემთხვევაში და სარგებლი/რისკის თანაფარდობის გულდასმითი შეფასების შემდეგ (იხ. აგრეთვე ნაწილი "უკუჩვენებები").
მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის უპირატესობა, განსაკუთრებით მსუბუქი ინფექციების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია ამ ნაწილში.
QT ინტერვალის გახანგრძლივება და ის კლინიკური მდგომარეობები, რომელთა დროსაც შესაძლებელია QT ინტერვალის გახანგრძლივება
მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს ზოგიერთ პაციენტთან შეიძლება გაიზარდოს QT ინტერვალი ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ). ეკგ შედეგების ანალიზმა, რომლებიც მიღებული იქნა კლინიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში, აჩვენა, რომ QTc ინტერვალის გახანგრძლივება მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას საწყის დონესთან შედარებით შეადგინა 6 სე ± 26 სე (1.4%). ვინაიდან ქალებს მამაკაცებთან შედარებით აქვთ უფრო გრძელი QT ინტერვალი, ისინი შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ იმ პრეპარატების მიმართ, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. ხანდაზმული ასაკის პაციენტები ასევე შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ QT ინტერვალზე პრეპარატთან ასოცირებულ ზემოქმედებისადმი.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მოქსიფლოქსაცინს, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კალიუმის დონის შემცირება (იხ. „უკუჩვენებები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალბებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები ").
მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში, მიმდინარე პროარითმოგენული მდგომარეობით (განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და უმცროსი ასაკის ქალებში), ისეთების, როგორიცაა მიოკარდიუმის მწვავე იშემია ან QT ინტერვალის გახანგრძლივება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი არითმიის განვითარების, მათ შორის "პირუეტის" პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) და გულის გაჩერების რისკის მომატება (იხ. განყოფილება „უკუჩვენებები“). QT ინტერვალის გახანგრძლივების ხარისხი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის კონცენტრაციის ზრდასთან ერთად. ამიტომ, რეკომენდებული დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.
თუ პრეპარატით მკურნალობის დროს ვლინდება არითმიის სიმპტომები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და გაკეთდეს ელექტროკარდიოგრაფია.
მომატებული მგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები
არსებობს ცნობები ჰიპერმგრძნობელობის და ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ ფტორქინოლონების პირველი გამოყენების შემდეგ, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით. ანაფილაქსიურმა რეაქციებმა შეიძლება მიიღოს სიცოცხლისთვის საშიში შოკის ფორმა პრეპარატის პირველივე მიღების შემდეგაც კი. ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების კლინიკური გამოვლინების შემთხვევებში მოქსიფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია (მაგალითად, შოკის საწინააღმდეგო).
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები
მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას შემოდიოდა ინფორმაცია ფულმინანტური ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობის განვითარება, ლეტალური შემთხვევების ჩათვლით (იხ. „გვერდითი რეაქციები“). ფულმინანტური ჰეპატიტის ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა სწრაფად განვითარებადი ასთენია, რომელსაც თან ახლავს სიყვითლე, მუქი შარდი, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია მკურნალობის გაგრძელებამდე გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა.
კანის მძიმე რეაქციები
მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“) აღინიშნა კანის მძიმე გვერდითი რეაქციების შემთხვევები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის (სჯს), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის (ტენ), ასევე ცნობილის როგორც ლაიელის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზის ( AGEP ) და სამკურნალო საშუალებებით ინდუცირებული სისტემური სიმპტომების მქონე ეოზინოფილიის (DRESS) ჩათვლით, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში ან ლეტალური. სამკურნალო საშუალების დანიშვნისას პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი კანის მძიმე რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და ჩატარდეს გულდასმითი დაკვირება პაციენტების მდგომარეობაზე. ისეთი ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისას, რომლებიც მოწმობენ ასეთ რეაქციებზე, მოქსიფლოქსაცინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და განიხილოს ალტერნატიული მკურნალობა. თუ მოქსიფლოქსაცინით თერაპიის დროს პაციენტს განუვითარდა ისეთი მძიმე კანისმიერი რეაქციები, როგორიცაა სტივენს- ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ან DRESS-ი, ამ პაციენტის მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განახლდეს.
პაციენტები მიდრეკილებით კრუნჩხვების განვითარებისკენ
ცნობილია, რომ ქინოლონებმა შეიძლება გამოიწვიონ კრუნჩხვები. სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ქინოლონები პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დარღვევები ცნს-ის მხრივ ან სხვა რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კრუნჩხვების წარმოქმნა ან შეამციროს კრუნჩხვის ზღურბლი. კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი ზომების მიღება.
გრძელვადიანი, ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები
შემოდიოდა შეტყობინებები გახანგრძლივებული (თვეების ან წლების განმავლობაში) მაინვალიდიზირებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების იშვიათი შემთხვევების შესახებ, რომლებიც ახდენენ გავლენას სხეულის სხვადასხვა, ზოგჯერ რამოდენიმე სისტემაზე (ჩონჩხ-კუნთოვან, ნერვულ, ფსიქიკურ და სენსორულ ორგანოებზე) პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, პაციენტის ასაკისა და არსებული რისკის ფაქტორების მიუხედავად. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მოქსიფლოქსაცინის გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველივე ნიშნის განვითარებისთანავე, ხოლო პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის.
პერიფერიული ნევროპათია
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, დარეგისტრირდა სენსორული ან სენსომოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რომლებიც იწვევდა პარესთეზიას, ჰიპოესთეზიას, დიზესთეზიას ან სისუსტეს. პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ მოქსიფლოქსაცინს, ეძლევათ რეკომენდაცია მკურნალობის გაგრძელებამდე აცნობონ ექიმს ნეიროპათიის ისეთი სიმპტომის განვითარების შესახებ, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობების განვითარების თავიდან ასაცილებლად (იხ. ნაწილი „არასასურველი რეაქციები“).
რეაქციები ფსიქიკის მხრივ
ფსიქიკური რეაქციები შეიძლება განვითარდეს ფტორქინოლონების პირველი გამოყენების შემდეგაც კი, მოქსიფლოქსაცინის ჩათვლით. იშვიათ შემთხვევებში დეპრესია ან ფსიქიკური რეაქციები პროგრესირდებოდა სუიციდური აზრების და თვითაგრესიის ისეთი გამოვლინებების განვითარებამდე, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობები (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). თუ პაციენტს უვითარდება ასეთი რეაქციები, მოქსიფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები. უნდა იქნას დაცული სიფრთხილე მოქსიფლოქსაცინის დანიშვნისას ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტებში, მათ შორის ანამნეზში.
დიარეა, რომელიც ასოცირებულია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან, კოლიტის ჩათვლით.
ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეის(აად) და ანტიბიოტიკების გამოყენებასთან ასოცირებული კოლიტის(ააკ), მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტისა და Clostridium difficile-სთან ასოცირებული დიარეის, შემთხვევები აღინიშნებოდა მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ მოვლენების გამოვლენის ხარისხი შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი ხარისხის დიარეიდან ლეტალური შედეგის მქონე კოლიტამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის დასმის შესაძლებლობის გათვალისწინება იმ პაციენტებში, რომლებსაც მოქსიფლოქსაცინის გამოყენების დროს ან მის შემდეგ უვითარდებათ მძიმე დიარეა. საეჭვო ან დადასტურებული აად-სა ან ააკ-ს ანტიმიკრობული საშუალებების, მათ შორის მოქსიფლოქსაცინის, გამოყენებით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი თერაპიული ზომების ჩატარება. გარდა ამისა, აუცილებელია იქნას მიღებული შესაბამისი ზომები, რომლებიც მიმართულია ინფექციის კონტროლზე მისი გადაცემის რისკის შემცირების მიზნით. პაციენტებისთვის, რომლებსაც უვითარდებათ მძიმე დიარეა, უკუნაჩვენებია პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატები.
მძიმე მიასთენიის მქონე პაციენტები
მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მძიმე მიასთენიის (myasthenia gravis) მქონე პაციენტებში, ვინაიდან მისი სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს.
მყესების ანთება და მყესების გაწყვეტა
ქინოლონებით და ფტორქინოლონებით თერაპიის დროს აღინიშნება ანთება და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესისა), ზოგჯერ - ორმხრივი, რომლებიც ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და შეიძლება წარმოიქმნას მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები“ და „არასასურველი რეაქციები“). ტენდინიტის და მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება ხანდაზმული ასაკის პაციენტებთან, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან, სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტატების მქონე პაციენტებთან და ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ კორტიკოსტეროიდებით თანმხლებ მკურნალობას. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული მოქსიფლოქსაცინისა კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება.
ტენდინიტის პირველი სიმპტომების გამოჩენისას (მაგალითად, მტკივნეული შეშუპების, ანთების), მოქსიფლოქსაცინის გამოყენება უნდა შეწყდეს და განხილული იქნას ალტერნატიული თერაპია. დაზიანებული კიდურის(ების) შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (მაგალითად, იმობილიზაცია). ტენდინოპათიის სიმპტომების განვითარების დროს კორტიკოსტეროიდები არ გამოიყენება.
აორტის ანევრიზმა და აორტის კეედლის დისექცია, გულის სარქველების რეგურგიტაცია/ უკმარისობა
ეპიდემიოლოგიური კვლევები მიუთითებენ აორტის ანევრიზმის და აორტის კედლის დისექციის მომატებულ რისკზე, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, და აორტალური და მიტრალური სარქვლების რეგურგიტაციის განვითარებაზე ფტორქინოლონების გამოყენების შემდეგ. იყო შეტყობინებები აორტის ანევრიზმის და აორტის დისექციის იშვიათი შემთხვევების შესახებ, ზოგჯერ გართულებული რღვევით (მათ შორის ლეტალურის), ასევე გულის რომელიმე სარქველის რეგურგიტაციის / უკმარისობის შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ფტორქინოლონებს (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). ამიტომ, ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სარგებლი/რისკის თანაფარდობის გულდასმით შეფასებისა და სხვა თერაპიული შესაძლებლობების განხილვის შემდეგ ანევრიზმის ან გულის სარქვლის თანდაყოლილი დეფექტის მქონე პაციენტებისთვის ანამნეზში ან პაციენტებისთვის აორტის ანევრიზმით და/ან აორტის კედლის დისექციის დიაგნოზით ან გულის სარქვლის დაავადებით, ასევე სხვა რისკის ფაქტორების არსებობისას ან მდგომარეობებით, რომლებიც იწვევენ აორტის ანევრიზმებისა და აორტის კედლის დისექციის განვითარებას და გულის სარქვლების რეგურგიტაცია/უკმარისობას (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები, ისეთები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის ვასკულარული სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, რევმატოიდული ართრიტი) ან ასევე აორტის ანევრიზმისა და მისი დისექციისა (მაგალითად, სისხლძარღვოვანი დარღვევები, ისეთები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი ან გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ან ცნობილი ათეროსკლეროზი, ან შეგრენის სინდრომი), ან ასევე გულის სარქვლების რეგურგიტაციით / უკმარისობით (მაგალითად, ინფექციური ენდოკარდიტით).
ანევრიზმის განვითარებისა და აორტის კედლის დისექციის, ასევე მათი გახეთქვის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ერთდროულ თერაპიას სისტემური კორტიკოსტეროიდებით.
მოულოდნელი აბდომინალური ტკივილის, გულმკერდის ან ზურგის ტკივილის წარმოქმნისას პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს გადაუდებელი დახმარებისთვის.
პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებისთვის მწვავე ქოშინის, აჩქარებული გულისცემის ან მუცლის ან ქვედა კიდურების შეშუპების განვითარებისას.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დარღვევები თირკმლის მხრიდან, მოქსიფლოქსაცინი უნდა იქნას დანიშნული სიფრთხილით, თუ მათ არ აქვთ სითხის შესაბამისი რაოდენობის შენარჩუნების უნარი, ვინაიდან გაუწყლოვანება ზრდის თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს .
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
მხედველობის გაუარესების ან მხედველობის ორგანოებზე ნებისმიერი ზემოქმედების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ-ოფთალმოლოგს კონსულტაციისთვის (იხ. ნაწილები „რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტიტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს“ და „გვერდითი რეაქციები“).
დისგლიკემია
ისევე, როგორც ყველა ფტორქინოლონის გამოყენებისას, მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს შემოდიოდა ცნობები სისხლში გლუკოზის დონის ნორმიდან გადახრის შემთხვევების შესახებ, როგორც ჰიპოგლიკემიის, ასევე ჰიპერგლიკემიის სახით (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). დისგლიკემია ვითარდებოდა ძირითადად ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში, რომლებიც მოქსიფლოქსაცინთან მკურნალობის დროს ერთდროულად ღებულობდნენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს (მაგალითად, სულფონილშარდოვანას) ან ინსულინს. შემოდიოდა შეტყობინებები ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევების შესახებ. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის გულდასმითი კონტროლი.
ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციების პროფილაქტიკა
ქინოლონების გამოყენებისას პაციენტებში აღინიშნება ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მოქსიფლოქსაცინს გამოირჩევა ფოტომგრძნობელობის გაჩენის დაბალი რისკით. ამისდამიუხედავად, პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია მოერიდონ როგორც ულტრაიისფერ გამოსხივებას, ასევე მზის სინათლის ხანგრძლივ და/ან ინტენსიურ ზემოქმედებას მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის დროს (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“).
პაციენტები გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით
პაციენტები გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას აქტივობის უკმარისობით, ასევე პაციენტები, რომლებსაც ეს პათოლოგია აქვთ ოჯახურ ანამნეზში, მიდრეკილნი არიან ქინოლონებით მკურნალობის დროს ჰემოლიზური რეაქციების განვითარებისკენ. ამრიგად, მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამ კატეგორიის პაციენტებში.
პაციენტები მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებით
პაციენტები, რომლებსაც აქვთ მცირე მენჯის ორგანოების რთული ანთებითი დაავადება (მაგალითად, ასოცირებული საშვილოსნოს მილისა და საკვერცხის აბსცესთან ან მცირე მენჯის აბსცესთან), რომლებისთვისაც ითვლება აუცილებელად ინტრავენური თერაპიის ჩატარება, მკურნალობა პრეპარატის შემოგარსული 400 მგ დოზის ტაბლეტების სახით არ არის რეკომენდებული.
მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერია Neisseria gonorrhoeae-თი, რომელიც რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში მოქსიფლოქსაცინის ემპირიული გამოყენება უნდა იქნას დანიშნული სხვა შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთდროულად (მაგალითად, ცეფალოსპორინთან) თუ შეუძლებელია მთლიანად გამოირიცხოს Neisseria gonorrhoeae არსებობა, რომელიც რეზისტენტულია მოქსიფლოქსაცინის მიმართ. თუ მკურნალობის 3 დღის შემდეგ კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება, თერაპია უნდა გადაიხედოს.
პაციენტები კანისა და კანქვეშა ქსოვილის სპეციფიკური გართულებული ინფექციებით. მოქსიფლოქსაცინის ინტრავენური გამოყენების კლინიკური ეფექტურობა მძიმე ინფექციის მკურნალობისას, რომელიც დაკავშირებულია დამწვრობასთან, ფასციტთან და ინფიცირებულ დიაბეტურ ტერფთან, რომელსაც თან ახლავს ოსტეომიელიტი, დადგენილი არ არის.
გავლენა ბიოლოგიურ ტესტებზე
მკურნალობამ მოქსიფლოქსაცინის გამოყენებით შესაძლოა ხელი შეუშალოს მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარებას Mycobacterium spp გამოსავლენად მიკრობიოლოგიური ზრდის დათრგუნვის გამო, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება მოქსიფლოქსაცინის მიმღები პაციენტების ნიმუშებში ცრუ უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.
მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების მქონე პაციენტები
მოქსიფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით. საეჭვო ან დადასტურებული ინფექციის შემთხვევებში, რომელიც გამოწვეულია მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით, აუცილებელია მკურნალობის დაწყება შესაბამისი ანტიბაქტერიული საშუალებით (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
ბავშვები
მოქსიფლოქსაცინი ახალგაზრდა ცხოველებში იწვევს ხრტილის დაზიანებას (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“), ამიტომ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში (18 წლამდე ასაკის) უკუნაჩვენებია (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები").
ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პაციენტები გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაქტაზას ტოტალური დეფიციტით ან გლუკოზისა და გალაქტოზის მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) გარსით დაფარულ თითო ტაბლეტში, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობა
მოქსიფლოქსაცინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებენ რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე (იხ. განყოფილება „ფარმაკოლოგიური თვისებები“). პოტენციური რისკი ადამიანებისთვის არ არის დადგენილი.
ფტორქინოლონებით ახალგაზრდა ცხოველების საყრდნობი სახსრების დაზიანების რისკისა (ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით) და სახსრების შექცევადი დაზიანებების გამო, აღწერილს ბავშვებში, რომლებიც ღებულობდნენ მკურნალობას ზოგიერთი ფტორქინოლონებით, მოქსიფლოქსაცინი არ უნდა იქნას დანიშნული ორსულ ქალებში (იხ. განყოფილება „უკუჩვენებები“).
ძუძუთი კვება
მოქსიფლოქსაცინი, ისევე, როგორ სხვა ქინოლონები, იწვევს ახალგაზრდა ცხოველების სახსრების ხრტილის დაზიანებას. პრეკლინიკური კვლევების შედეგები მოწმობენ იმას, რომ მოქსიფლოქსაცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა მოხვდეს დედის რძეში. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის მეძუძური ქალების მიერ გამოყენების შესახებ. ამის გათვალისწინებით ძუძუთი კვების დროს მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია (იხ. განყოფილება „უკუჩვენებები“).
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ მოახდინა გავლენა ფერტილობაზე (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.
მოქსიფლოქსაცინის ზემოქმედების კვლევები ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე არ ჩატარებულა. თუმცა, ფტორქინოლონებმა, მათ შორის მოქსიფლოქსაცინმა, შეიძლება გამოიწვიოს ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარის გაუარესება ცნს-ის მხრიდან რეაქციების წარმოქმნის გამო (ისეთების, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის მწვავე დროებითი დაკარგვა, იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“) ან გონების მწვავე ხანმოკლე დაკარგვა (გულის წასვლა, იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“).
პაციენტებს უნდა მიეცეს რეკომენდაცია აკონტროლონ მოქსიფლოქსაცინზე მათი რეაქცია მანამ, სანამ დაიწყებენ ავტომობილის მართვას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობას.
მიღების წესი და დოზები.
დოზირება (ზრდასრულებისთვის)
რეკომენდებულია მოქსიფლოქსაცინის 1 ტაბლეტის (400 მგ) მიღება დღე-ღამეში ერთხელ.
თირკმლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმლის ზომიერი და საშუალო უკმარისობა, ასევე პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან უწყვეტ ჰემოდიალიზზე და ხანგრძლივ ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზზე, დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხ. ნაწილი „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
არ არსებობს სანდო ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. (იხ. განყოფილება „უკუჩვენებები“).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები/ სხეულის დაბალი მასის მქონე პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტების/დაბალი მასის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენების წესი
ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. პრეპარატის მიღება შესაძლებელია კვების დროის მიუხედავად.
თერაპიის ხანგრძლივობა
მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტების ფორმით თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციების ტიპზე და შეადგენს:
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ბრონქიტის ჩათვლით - 5-10 დღე;
- არაჰოსპიტალური პნევმონია – 10 დღე;
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი – 7 დღე;
- მცირე მენჯის ორგანოების ზომიერი და საშუალო სიმძიმის ხარისხის ანთებითი დაავადებები - 14 დღე.
კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად, მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტის ფორმით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენდა კურსს 14 დღემდე.
საფეხურებრივი (ინტრავენური/პერორალური) თერაპია
საფეხურებრივი თერაპიის კლინიკური კვლევების დროს პაციენტების უმრავლესობა გადადიოდა მოქსიფლოქსაცინის ინტრავენური შეყვანიდან პერორალურ მიღებაზე 4 დღის განმავლობაში (არაჰოსპიტალური პნევმონია) ან 6 დღეში (კანის და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციები). მოქსიფლოქსაცინით მკურნალობისას რეკომენდებული საერთო ხანგრძლივობა ხსნარისა და ტაბლეტების სახით მიღების დროს შეადგენს 7-14 დღეს არაჰოსპიტალური პნევმონიისთვის და 7-21 დღეს კანისა და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციების დროს.
თითოეული ჩვენებისთვის მითითებული დოზისა (400 მგ დღე-ღამეში ერთხელ) და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება არ არის რეკომენდებული.
ბავშვები.
მოქსიფლოქსაცინი უკუნაჩვენებია ბავშვებში (18 წლამდე ასაკის). მოქსიფლოქსაცინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის (იხ. აგრეთვე განყოფილება "უკუჩვენებები").
დოზის გადაჭარბება.
დოზის შემთხვევითი გადაჭარბების დროს არ არის რეკომენდებული რაიმე სპეციფიკური ზომების მიღება. დოზის გადაჭარბებისას ორიენტირება უნდა მოხდეს კლინიკური სურათზე და სიმპტომატურ შემანარჩუნებელ თერაპიისა და ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგის ჩატარებაზე QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო.
აქტივირებული ნახშირისა და მოქსიფლოქსაცინის პერორალურად 400 მგ დოზით ერთდროული გამოყენება იწვევს სამკურნალო საშუალების სისტემურ ხელმისაწვდომობის შემცირებას 80%-ზე მეტით. სამკურნალო საშუალების პერორალური მიღების შედეგად დოზის გადაჭარბებისას გააქტიურებული ნახშირის გამოყენება აბსორბციის საწყის ეტაპზე შეიძლება იყოს ეფექტური მოქსიფლოქსაცინის სისტემური ზემოქმედების გაზრდის თავიდან აცილებისთვის.
გვერდითი რეაქციები.
ქვემოთ მითითებული გვერდითი რეაქციები აღინიშნებოდა კლინიკური კვლევების პროცესში მოქსიფლოქსაცინის დღე-ღამეში 400 მგ დოზით მიღების შემდეგ (მხოლოდ ინტრავენური თერაპია, საფეხურებრივი[ინტრავენური/პერორალური]და პერორალური) და რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში. გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია მათი სიხშირის მიხედვით. ყველა გვერდითი რეაქცია აღინიშნებოდა 3%-ზე ნაკლები სიხშირით, გულისრევისა და დიარეის გარდა.
თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები განსაზღვრულია მათი სიმძიმის კლების მიხედვით. გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).
ცხრილი 3
ორგანოთა სისტემების კლასები (MedDRA)
ხშირად
არახშირად
იშვიათად
ძალიან იშვიათად
უცნობი
ინფექციური გართულებები
ბაქტერიული ან სოკოვანი რეზისტენტობით გამოწვეული სუპერინფექცია, მაგალითად ორალური ან ვაგინალური კანდიდოზი
დარღვევები
სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სისტემების მხრივ
ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია,
ეოზინოფილია,
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება/სნთ-ს მატება
პროთრომბინის დონის მომატება/სნთ-ს შემცირება, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ალერგიული რეაქციები (იხ. ნაწილი
"გამოყენების თავისებურებები")
ანაფილაქსია, მათ შორის შოკის იშვიათი შემთხვევები (რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია), ალერგიული შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება,
მათ შორის ხორხის შეშუპება (პოტენციურად
(სიცოცხლისთვის საშიში)
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
ენდოკრინული დარღვევები
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ჰიპერლიპიდემია
ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია
ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიური კომა
ფსიქიკური დარღვევები*
შფოთვითი რეაქციები, ფსიქომოტორული აქტივობის მატება/ აღგზნება
განწყობის ლაბილობა, დეპრესია (იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო ისეთი თვითაგრესიით, ,როგორიცაა სუიციდური იდეები/ფიქრები ან თვითმკვლელობის მცდელობები
(იხ. განყოფილება
"გამოყენების თავისებურებები")), ჰალუცინაციები, დელირიუმი
დეპერსონალიზაცია, ფსიქოზური რეაქციები (შესაძლო თვითაგრესიით ისეთით, როგორიცაა სუიციდური იდეები/ფიქრები ან თვითმკვლელობის მცდელობები
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ *
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
პარესთეზიები/
დიზესთეზიები, გემოს დარღვევა (იშვიათ შემთხვევებში) აგევზიის ჩათვლით)
ცნობიერების აღრევა და ორიენტაციის დაკარგვა,
ძილის დარღვევები (ძირითადად უძილობა), ტრემორი, ვერტიგო, ძილიანობა
ჰიპოესთეზია,
ყნოსვის დარღვევები (ყნოსვის დაკარგვის ჩათვლით), პათოლოგიური სიზმრები, კოორდინაციის დარღვევა
(მათ შორის, თავბრუსხვევის
ან ვერტიგოს
გამო
სიარულის დარღვევა), სხვადასხვა კლინიკური გამოვლინების
მქონე
კრუნჩხვითი შეტევები
(მათ შორის grand mal შეტევები
(იხ. განყოფილება
"გამოყენების თავისებურებები")), ყურადღების დეფიციტი, მეტყველების
დარღვევები,
ამნეზია, პერიფერიული
ნეიროპათია
და პოლინეიროპათია
ჰიპერესტეზია
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ *
მხედველობის დარღვევები, დიპლოპიისა და არამკაფიო მხედველობის ჩათვლით (განსაკუთრებით ცნს-ის მხრიდან
რეაქციების დროს
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
ფოტოფობია
მხედველობის ტრანზიტორული დაკარგვა (განსაკუთრებით ცნს-ის მხრიდან რეაქციების დროს)
(იხ. განყოფილებები
„გამოყენების თავისებურებები“ და
"რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს")), უვეიტი და
ფერადი გარსის ბილატერალური მწვავე ტრანსილუმინაცია (იხ. ნაწილი
„გამოყენების თავისებურებები“)
დარღვევები სმენის ორგანოებისა და ვესტიბულური აპარატის მხრივ *
ხმაური ყურებში, სმენის დარღვევა, სიყრუის ჩათვლით (როგორც წესი შექცევადი)
დარღვევები გულის მხრივ **
QT ინტერვალის გახანგრძლივება ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში
(იხ. განყოფილებები
„უკუჩვენებები“ და „გამოყენების თავისებურებები")
QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. განყოფილება
"გამოყენების თავისებურებები"), გაძლიერებული გულისცემა,, ტაქიკარდია,
წინაგულების ფიბრილაცია, სტენოკარდია
პარკუჭოვანი ტაქიარითმიები, გულის წასვლა (ანუ მწვავე და ხანმოკლე გონების დაკარგვა)
არასპეციფიკური არითმიები,
"პირუეტული“ პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsade de pointes(იხ. .განყოფილება
"გამოყენების თავისებურებები")), გულის გაჩერება
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ **
ვაზოდილატაცია
არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია
ვასკულიტი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების
მხრივ
ქოშინი (ასთმური მდგომარეობის ჩათვლით)
დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ
გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა
მადის დაქვეითება და საკვების მიღების შემცირება, ყაბზობა, დისპეფსია,
ფლატულენცია, გასტრიტი, ამილაზას დონის მომატება
დისფაგია,
სტომატიტი, ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული
კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით, რომელიც იშვიათ შემთხვევებში დაკავშირებულია სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებთან)
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
ჰეპატობილიარული დარღვევები
ტრანსამინაზების დონის მომატება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის მომატებული
ლდგ
(ლაქტატდეჰიდროგენაზა)),
ბილირუბინის დონის მომატება, გგტპ-ის დონის მომატება
(გამა-გლუტამილ ტრანსპეპტიდაზა), სისხლში ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება
სიყვითლე, ჰეპატიტი (ძირითადად ქოლესტაზური)
ფულმინანტური ჰეპატიტი, პოტენციურად შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (მათ შორის ლეტალური შედეგებით)
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე
კანისმიერი ბულოზური რეაქციები, ისეთები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (რომელიც პოტენციურად
სიცოცხლისთვის საშიშია
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, სამკურნალო
საშუალებებით გამოწვეული ეოზინოფილია სისტემური
სიმპტომებით (DRESS) (იხ. ნაწილი
"გამოყენების თავისებურებე-ბი"), ფიქსირებული მედიკამენტოზური
გამონაყარი,
ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები (იხ.. ნაწილი
„გამოყენების
თავისებურებე-ბი
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ*
ართრალგია, მიალგია
ტენდინიტი
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“), კუნთების კრთომა,კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე
მყესის გაწყვეტა (იხ. ნაწილი
„გამოყენების თავისებურებები ), ართრიტები, კუნთების რიგიდულობა myasthenia
gravis-ის სიმპტომების გამწვავება
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
რაბდომიოლი-ზი
დარღვევები თირკმლის
და შარდ
გამომყოფი სისტემის
მხრივ
დეჰიდრატაცია
თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის
სისხლში შარდოვანას აზოტისა და სისხლის პლაზმაში კრეატინინის მომატება), თირკმლის უკმარისობა
(იხ. განყოფილება
„გამოყენების თავისებურებები“)
ზოგადი დარღვევები*
ზოგადი სისუსტე
(ძირითადად ასთენია ან დაღლილობა), ტკივილის შეგრძნება(მათ შორის ტკივილი
წელის არეში, გულმკერდში, კიდურების ტკივილი, ტკივილი მცირე
მენჯის პროექციაში), ჰიპერჰიდროზი
შეშუპება
- აღწერილია ხანგრძლივი (თვეების ან წლების განმავლობაში), ინვალიდობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენს სხვადასხვა, ზოგჯერ რამოდენიმე, სხეულის სისტემასა და სენსორულ ორგანოზე (ისეთი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა მყესების ანთება, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, სიარულის დარღვევა, პარესთეზიასთან დაკავშირებული ნეიროპათია, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევები და სმენის დაზიანება, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევა) პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, ასაკისა და არსებული რისკის ფაქტორების მიუხედავად (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).
- * დაფიქსირდა აორტის ანევრიზმის და აორტის კედლის დისექციის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ გართულებულია რღვევით (მათ შორის ლეტალურით), და ასევე რეგურგიტაციით/გულის ნებისმიერი სარქველის უკმარისობით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს (იხ. განყოფილება "გამოყენების თავისებურებები").
იშვიათ შემთხვევებში სხვა ფტორქინოლონებით მკურნალობის შემდეგ დარეგისტრირდა ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლოა ასევე ყოფილიყო გამოვლენილი მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას : ქალასშიდა წნევის მომატება (იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზიის ჩათვლით), ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალციემია, ჰემოლიზური ანემია.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
შეტყობინებებს გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ აქვთ დიდი მნიშვნელობა. ეს იძლევა სარგებლის/რისკის თანაფარდობის მონიტორინგის ჩატარების საშუალებას ამ სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს. მედიცინისა და ფარმაცევტული სფეროს თანამშრომლებს, ასევე პაციენტებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ყველა საეჭვო გვერდითი რეაქციებისა და სამკურნალო საშუალების არაეფექტურობის შემთხვევების შესახებ.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე .
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა.
5 ან 7 ან 10 ტაბლეტი ბლისტერზე; 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი.
კსს „ტექნოლოგი“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის ადგილის მისამართი. უკრაინა, 20300, ჩერკასის ოლქი, ქალაქი უმანი, სტარაია პრორეზნაიას ქუჩა, სახლი 8.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


