პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

მოქსირალი

Moxiral®

რეცეპტით400მგინსტრუქცია ქართულადმაკედონია
რისთვის გამოიყენება

მოქსირალი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მოქსიფლოქსაცინს, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. მოქსირალი იწვევს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის სიკვდილს. მოქსირალი ნაჩვენებია 18 წლიდან მოზრდილებში მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული მოცემული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მოქსიფლოქსაცინი (moxifloxacin)
ფორმა და შეფუთვა
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №5 (1X5)
მწარმოებელი
ALKALOID AD Skopje, მაკედონია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
ATC კოდი
J01MA14
რეგისტრაციის ნომერი
რ-036872
რეგისტრირებულია
17 ნოემბერი 2022, მოქმედებს 17 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
განმცხადებელი
ნინო იმნაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებამოქსირალი და სხვა წამალი ერთად

მოქსირალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მოქსირალი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მოქსიფლოქსაცინს, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. მოქსირალი იწვევს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის სიკვდილს.

მოქსირალი ნაჩვენებია 18 წლიდან მოზრდილებში მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული მოცემული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. აღნიშნული ინფექციების სამკურნალოდ მოქსირალი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები ვერ გამოიყენება ან არაეფექტურია.

წიაღების ინფექციები,

სასუნთქი გზების ხანგრძლივი (ქრონიკული) ანთების უეცარი გამწვავება,

ფილტვების ინფექცია (პნევმონია), რომელიც არ არის ჰოსპიტალური (გარდა მძიმე შემთხვევებისა),

ქალის სასქესო გზების ზედა ნაწილების მსუბუქიდან ზომიერამდე სიმძიმის ინფექციები (მენჯის ღრუს ორგანოების ანთება), მათ შორის საშვილოსნოს მილის და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციები.

ასეთი ტიპის ინფექციების სამკურნალოდ მოქსირალი არ გამოიყენება მონოთერაპიის სახით. შესაბამისად ქალებში სასქესო გზების ზედა ნაწილების ინფექციების მკურნალობისას მოქსირალთან ერთად ექიმმა დამატებით უნდა დანიშნოს სხვა ანტიბიოტიკი (იხ. ნაწილი 2 „რა უნდა იცოდეთ მოქსირალის მიღებამდე”, „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“, „მოქსირალის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს“).

ექიმმა მოქსირალის ტაბლეტები ასევე შეიძლება დანიშნოს მკურნალობის კურსის დასასრულებლად, თუ მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარით ქვემოთ მოცემული დაავადებების საწყისი მკურნალობისას აღინიშნება გაუმჯობესება:

ფილტვების ინფექცია (პნევმონია), რომელიც არ არის ჰოსპიტალური

კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები

მოქსირალის ტაბლეტები არ გამოიყენება საწყისი მკურნალობის სახით კანის და რბილი ქსოვილის ნებისმიერი ინფექციის ან ფილტვების მძიმე ინფექციების დროს.

მიღების წესი და დოზირება

მოქსირალი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა არის ერთი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში ერთხელ.

მოქსირალის ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

მოქსირალის ტაბლეტების ერთ მხარეზე დატანილია ნაჭდევი, რომელიც არ არის განკუთვნილი ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად (რომ არ შეიგრძნოთ მწარე გემო) და მიაყოლეთ დიდი რაოდენობით სითხე. პრეპარატის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. შეეცადეთ პრეპარატი მიიღოთ დღის ერთი და იგივე მონაკვეთში ყოველ დღე.

ასეთივე დოზა ინიშნება ხანდაზმულებში, მცირე წონის ან თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე.

თუ ექიმისაგან სხვაგვარი მითითება არ გაქვთ, მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, მათ შორის ბრონქიტის უეცრად გართულება (მკვეთრი გამწვავება) - 5-10 დღე

ფილტვების ინფექცია (პნევმონია), გარდა ჰოსპიტალური პნევმონიისა - 10 დღე

წიაღების მწვავე ინფექცია (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი) - 7 დღე

ქალებში სასქესო გზების ზედა ნაწილების მსუბუქიდან ზომიერამდე სიმძიმის ინფექციები (მენჯის ღრუს ორგანოების ანთება), მათ შორის საშვილოსნოს მილის ინფექციები და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციები - 14 დღე.

თუ მოქსირალის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება მკურნალობის კურსის დასასრულებლად, რომელიც დაიწყო მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარით, მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შემდეგია:

ფილტვების ინფექცია (პნევმონია) არაჰოსპიტალური: 7-14 დღე. პნევმონიის მქონე პაციენტების უმეტესობა გადაიყვანეს მოქსირალის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების პერორალურ მკურნალობაზე 4 დღის განმავლობაში.

კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: 7-21 დღე. კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების მქონე პაციენტების უმეტესობა გადაიყვანეს მოქსირალის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების პერორალურ მკურნალობაზე 6 დღის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის კურსი სრულად გაიაროთ იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს უკეთესად გრძნობთ რამდენიმე დღის შემდეგ. თუ ნაადრევად შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას, ინფექცია შეიძლება სრულად ვერ განიკურნოს და კვლავ განმეორდეს ან მდგომარეობა გართულდეს. ინფექციის გამომწვევი ბაქტერია შეიძლება რეზისტენტული გახდეს მოქსირალის მიმართ.

დაიცავით რეკომენდებული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა (იხ. ნაწილი 2. “რა უნდა იცოდეთ მოქსირალის მიღებამდე“ და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

თუ მიიღეთ მოქსირალის ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ რეკომენდებულზე (ერთი ტაბლეტი დღეში) მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ შესაძლებელია თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, კოლოფი ან ფურცელი-ჩანართი, რომ აჩვენოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ მოქსირალის მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ იგი იმავე დღეს გახსენებისთანავე. თუ იმავე დღეს არ გაგახსენდათ მიიღეთ სტანდარტული დოზა (ერთი ტაბლეტი) მომდევნო დღეს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეწყვეტთ მოქსირალის მიღება

თუ ნაადრევად შეწყვეტთ მკურნალობას ინფექცია შეიძლება სრულად არ განიკურნოს.

მიმართეთ ექიმს თუ გადაწყვიტეთ მკურნალობის შეწყვეტა კურსის დასრულებამდე.

პრეპარატთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის (ჩამოთვლილია ნაწილში 6) მიმართ.

ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ხართ 18 წლამდე ასაკის.

ანამნეზში ფიქსირდება ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებით გამოწვეული მყესებთან დაკავშირებული პრობლემები (იხ. ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

გაქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი:

გულის რითმის ნებისმიერი სახის დარღვევა (დადასტურებული ეკგ-ით, გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერით -ელექტროკარდიოგრაფიით)

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის შემცველობის დაბალი დონე)

გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია)

სუსტი გული (გულის უკმარისობა)

გულის რითმის დარღვევა ანამნეზში

იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ პათოლოგიური ცვლილებები ეკგ-ზე (იხ. ნაწილი „სხვა პრეპარატები და მოქსირალი“). ეს განპირობებულია იმით, რომ მოქსირალმა შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე, კერძოდ კი QQT ინტერვალის გახანგრძლივება ანუ ელექტრული სიგნალების გადაცემის შენელება.

გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზები) დონე >5-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს.

გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ ხართ დარწმუნებული გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა.

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის დაწყებამდე არ უნდა მიიღოთ ფტორქინოლონების/ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის მოქსირალი, თუ წარსულში გქონდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას. მოცემული სიტუაციის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოთ ექიმს.

მოქსირალის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს

მოქსირალმა შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე, განსაკუთრებით, თუ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული ხართ. თუ იღებთ ისეთ პრეპარატს, რომელიც ამცირებს სისხლში კალიუმის დონეს, მოქსირალის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს (ასევე იხ. ნაწილი „არ მიიღოთ მოქსირალი“ და „სხვა პრეპარატები და მოქსირალი“).

თუ მოქსიფლოქსაცინის მიღების შემდეგ ოდესმე გქონდათ კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, პირის ღრუში ბუშტუკები და/ან წყლულები.

თუ გაწუხებთ ეპილეფსია ან კრუნჩხვების მსგავსი მდგომარეობა მოქსირალის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

თუ გაქვთ ან გქონდათ ფსიქიკური პრობლემები მოქსირალის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

თუ გაწუხებთ მიასთენია გრავის (კუნთების პათოლოგიური დაღლილობა, რომელიც იწვევს სისუსტეს და მძიმე შემთხვევებში დამბლას) მოქსირალის მიღებამ შესაძლოა გაამწვავოს დაავადების სიმპტომები. თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული მდგომარეობა გეხებათ თქვენ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

თუ დაგისვეს დიაგნოზი - მსხვილი სისხლძარღვის ,,გაფართოება’’ ან ,,ამობურცვა’’ (აორტის ანევრიზმა ან მსხვილი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა).

თუ გქონდათ აორტის დისექცია (აორტის კედლის გახეთქვა).

თუ დაგიდგინეს გულის სარქვლის გაჟონვა (გულის სარქვლის რეგურგიტაცია).

თუ ოჯახურ ანამნეზში გაქვთ აორტის ანევრიზმა ან აორტის განშრევება ან გულის სარქვლის თანდაყოლილი მანკი ან სხვა რისკ ფაქტორები ან წინასწარგანწყობის პირობები (მაგ.: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიც არის მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი (ანთებითი აუტოიმუნური დაავადება) ან დარღვევები სისხლძარღვების მხრივ, როგორიც არის ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი (სახსრების დაავადება) ან ენდოკარდიტი (გულის ინფექცია).

თუ გაქვთ დიაბეტი, რადგან მოქსიფლოქსაცინის მიღებისას შეიძლება წარმოიქმნას სისხლში შაქრის დონის ცვლილების რისკი.

თუ თქვენ ან ოჯახის რომელიმე წევრს გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება) მოქსირალით მკურნალობის საკითხი განიხილეთ ექიმთან.

მოქსირალი არ ინიშნება თუ გაქვთ ქალის სასქესო გზების ზედა ნაწილების გართულებული ინფექცია (მაგ.: რომელიც უკავშირდება საშვილოსნოს მილის და საკვერცხეების ან მენჯის აბსცესებს) და ექიმი საჭიროდ თვლის ინტრავენურ მკურნალობას.

ქალის სასქესო გზების ზედა ნაწილების მსუბუქიდან ზომიერამდე სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ მოქსირალთან ერთად ექიმმა უნდა დაგინიშნოთ სხვა ანტიბიოტიკი. თუ 3 დღეში არ აღინიშნა სიმპტომების გაუმჯობესება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მოქსირალის მიღებისას

არსებობს იშვიათი შანსი იმისა, რომ პირველივე დოზის მიღებისას განვითარდეს მძიმე ფორმის, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი). სიმპტომები მოიცავს მოჭერის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ტკივილს გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობას, თავბრუსხვევას, გულისრევის შეგრძნებას ან გონების დაკარგვის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას ფეხზე წამოდგომისას. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

ხანგრძლივი, ქმედუუნარობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტები.

ფტორქინოლონების/ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის მოქსირალის გამოყენებას უკავშირდება იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი ეფექტები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება იყოს ხანგრძლივი (გრძელდებოდეს თვეების ან წლების განმავლობაში), იწვევდეს ქმედუუნარობას ან იყოს პოტენციურად შეუქცევადი. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიც არის ჩხვლეტის, წიწკნის, ღიტინის, დაბუჟების ან წვის შეგრძნება (პარესთეზია), სენსორულ დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოვნებისა და ყნოსვის დაქვეითებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ დარღვევებს, მათ შორის შფოთვას, პანიკურ შეტევებს, დაბნეულობას ან დეპრესიას, მეხსიერების დარღვევას, ძლიერ დაღლილობასა და ძილის სერიოზულ დარღვევებს. არ არსებობს პრეპარატები, რომელთა ეფექტურობა დადასტურებულია ფთორქინოლონებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ან ქმედუუნარობის გამომწვევი გვერდითი ეფექტების სიმპტომების სამკურნალოდ.

თუ მოქსირალის მიღების შემდეგ აღინიშნა რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტი, აღარ მიიღოთ მომდევნო დოზები და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ალტერნატიული ვარიანტების გათვალისწინებით, ექიმთან ერთად გადაწყვეტთ გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა.

მოქსირალით მკურნალობისას, მათ შორის პირველივე დოზის მიღებისას, შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური რეაქციები. თუ გაწუხებთ დეპრესია ან ფსიქოზი, მოქსირალით მკურნალობისას სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება გადაიზარდოს სუიციდურ აზრებში ან სუიციდის მცდელობაში. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენ შესაძლოა თავად ვერ შეამჩნიოთ გარკვეული ცვლილებები განწყობასა და ქცევაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეატყობინოთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომ იღებთ მოქსირალს და რომ მას შეიძლება ახლდეს იშვიათი ფსიქიკური გვერდითი ეფექტები. სხვებმა შეიძლება შეამჩნიონ ეს ცვლილებები და დაგეხმარონ იმ სიმპტომების დროულად გამოვლენაში, რომელთა შესახებაც ექიმს უნდა აცნობოთ.

თუ მკურნალობის პერიოდში შენიშნავთ პალპიტაციას (გახშირებული გულისცემა) ან არათანაბარ გულისცემას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. მან შესაძლოა საჭიროთ ჩათვალოს ეკგ, რომ გადაამოწმოს გულის რითმი.

დოზის მატებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს გულის დაავადებების რისკი. შესაბამისად დაიცავით რეკომენდებული დოზები.

მოქსირალმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სწრაფად პროგრესირებადი და მძიმე ფორმის ანთება, რამაც შეიძლება განაპირობოს სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (მათ შორის ფატალური შემთხვევები, იხ. ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“). თუ მოულოდნელად თავს შეუძლოდ იგრძნობთ და/ან გაქვთ ღებინება, ასევე თუ აღინიშნა თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, კანის ქავილი, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან თავის ტვინის დაავადება, რაც გამოწვულია ღვიძლის დაავადებით (ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების ან ღვიძლის სწრაფად პროგრესირებადი და მძიმე ფორმის ანთების სიმპტომები) მიმართეთ ექიმს ვიდრე გააგრძელებთ ტაბლეტების მიღებას.

კანის სერიოზული რეაქციები. მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), მწვავე გენერალიზებული ექზანთემატური პუსტულოზი (AGEP), ასევე წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

SJS/TEN შეიძლება სხეულზე თავდაპირველად გამოჩნდეს წითელი სამიზნეს მაგვარი ლაქების ან მრგვალი ლაქების სახით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრალურ არეში. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში (წითელი და შეშუპებული თვალები). ამ სერიოზულ გამონაყარს კანზე ხშირად წინ უძღვის ცხელების და/ან გრიპის სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს და აღინიშნოს კანის ფართოდ გავრცელებული აქერცვლა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებები ან ლეტალური გამოსავალი.

AGEP ვლინდება მკურნალობის დასაწყისში, როგორც წითელი, ქერცლიანი გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და ბუშტუკებით, რასაც თან ახლავს ცხელება. ყველაზე გავრცელებული ლოკაცია არის: ძირითადად კანის ნაკეცებზე, ტანზე და ზედა კიდურებზე.

DRESS ვლინდება თავდაპირველად გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, რასაც მოჰყვება ფართოდ გავრცელებული გამონაყარი სხეულის მაღალი ტემპერატურით, სისხლის ანალიზში ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია) და ლიმფური კვანძების გადიდება.

თუ გამოვლინდა მწვავე გამონაყარი ან კანის რომელიმე მოცემული სიმპტომი, შეწყვიტეთ მოქსიფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო დახმარებას.

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებმა, მათ შორის მოქსირალმა შესაძლოა გამოიწვიონ კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ნერვის დაზიანების (ნეიროპათია) სიმპტომები, როგორიც არის ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომ თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.

ანტიბიოტიკებით, მათ შორის მოქსირალით მკურნალობის პერიოდში და შემდეგ შეიძლება აღინიშნოს დიარეა. თუ ეს მდგომარეობა სერიოზული ან მუდმივია ან განავალში შენიშნავთ სისხლს ან ლორწოს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მოქსირალის მიღება და მიმართოთ ექიმს. არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც აჩერებენ ან ანელებენ დეფეკაციას.

სახსრების ტკივილი და შეშუპება, ასევე მყესების ანთება ან გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს იშვიათად (იხ. ნაწილი "არ მიიღოთ მოქსირალი" და ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“). რისკი იზრდება, თუ ხანდაზმული ხართ (60 წელს გადაცილებული), გადანერგილი გაქვთ ორგანო, გაწუხებთ თირკმლის პრობლემები ან ასევე იღებთ კორტიკოსტეროიდებს. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში და მოქსირალით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი. მყესების ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნების (მაგ.: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის არეში) გამოვლენისას შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება, მიმართეთ ექიმს და მოადუნეთ დაზიანებული კიდური. მოერიდეთ ზედმეტ ვარჯიშს, რადგან შეიძლება გაიზარდოს მყესების გაწყვეტის რისკი.

თუ აღინიშნა უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში, რაც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმისა და განშრევების სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ მკურნალობთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.

თუ დაგეწყოთ ხშირი ქოშინი, განსაკუთრებით დაწოლის დროს ან შეამჩნევთ კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპებას ან გულისცემის აჩქარების პირველ გამოვლინებას (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ ხანდაზმულ ასაკში ხართ და გაწუხებთ თირკმლის პრობლემები დარწმუნდით, რომ მოქსირალით მკურნალობის პერიოდში იღებთ ბევრ სითხეს. გაუწყლოვნებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.

თუ დაქვეითებული გაქვთ მხედველობა ან გაწუხებთ თვალების სხვა პრობლემები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს კონსულტაციისათვის (იხ. ნაწილი „ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება“ და ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).

ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლში შაქრის დონის ზრდა ნორმის ზემოთ (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის შემცირება ნორმის ქვემოთ (ჰიპოგლიკემია), რამაც მძიმე შემთხვევებში პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა (ჰიპოგლიკემიური კომა) (იხ. ნაწილი 4. „შესაძლო გვერდითი ეფექტები“). თუ გაქვთ დიაბეტი, ყურადღებით უნდა გააკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე.

ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღებისას კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის ან ულტრაიისფერი სინათლის მიმართ. მოქსირალით მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ ხანგრძლივად მზის სხივების ქვეშ ყოფნას ან მზის სხივების ძლიერ მოქმედებას და არ ისარგებლოთ სოლარიუმით ან სხვა ულტრაიისფერი სანათებით (იხ. ნაწილი 4. „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

მოქსირალის ეფექტურობა არ არის დადგენილი ძლიერი დამწვრობების, ღრმა ქსოვილების ინფექციების და ოსტეომილეიტით მიმდინარე დიაბეტური ტერფის ინფექციების (ძვლის ტვინის ინფექციები) დროს.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი არ მიიღება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რადგან ეფექტურობა და უსაფრთხოება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადგენილი (იხ. ნაწილი „არ მიიღოთ მოქსირალი“).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.

მოქსირალის მიღებამდე გაითვალისწინეთ:

თუ იღებთ მოქსირალს და სხვა ისეთ პრეპარატს, რომელიც ზეგავლენას ახდენს გულის მუშაობაზე, იზრდება გულის რითმის დარღვევის განვითარების რისკი. შესაბამისად არ მიიღოთ მოქსირალი შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიარითმიული პრეპარატების ჯგუფს (მაგ.: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)

ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგ.: ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი)

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები

ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატი (მაგ.: საქვინავირი, სპარფლოქსაცინი, ერითრომიცინი ინტრავენური შეყვანისათვის, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ძირითადად ჰალოფანტრინი)

ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (მაგ.: ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი)

სხვა სამკურნალო საშუალებები (მაგ.: ციზაპრიდი, ვინკამინი ინტრავენური შეყვანისთვის, ბეპრიდილი და დიფემანილი)

აცნობეთ ექიმს თუ მოქსირალით მკურნალობის პერიოდში იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სისხლში კალიუმის დონის დაწევა (მა.: ზოგიერთი შარდმდენი, ზოგიერთი საფაღარათო საშუალება და ოყნა [მაღალი დოზები] ან კორტიკოსტეროიდები [ანთების საწინააღმდეგო საშუალებები], ამფოტერიცინი B) ან გულის რითმის შენელება, რადგან ასევე იზრდება გულის რითმის სერიოზული დარღვევების განვითარების რისკი.

ნებისმიერმა სამკურნალო საშუალებამ, რომელიც შეიცავს მაგნიუმს ან ალუმინს (მაგ.: ანტაციდები, რომელთაც იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის დროს), რკინას, თუთიას ან დიდანოზინმა ან სუკრალფატის შემცველმა ნებისმიერმა პრეპარატმა (მიიღება კუჭთან დაკავშირებული დარღვევების დროს) შეიძლება შეამციროს მოქსირალის ეფექტი. მოქსირალის ტაბლეტების და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას დაცული უნდა იყოს 6 საათიანი ინტერვალი.

მოქსირალის და ისეთი პრეპარატის ერთობლივად მიღებისას, რომელიც შეიცავს აქტივირებულ ნახშირს, მცირდება მოქსირალის ეფექტი. მოერიდეთ აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად გამოყენებას.

თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (პერორალური ანტიკოაგულანტები, მაგ.: ვარფარინი), ექიმს შესაძლოა დასჭირდეს სისხლის შედედების დროის გაკონტროლება.

მოქსირალის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მოქსირალის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად (რძის პროდუქტების ჩათვლით).

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ მოქსირალი ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.

ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს იმაზე, რომ ფერტილობა შეიძლება დაირღვეს მოცემული პრეპარატის გამოყენებით.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

მოქსირალმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის ან გონების დაკარგვის შეგრძნება, შეიძლება აღინიშნოს მხედველობის უეცარი, ტრანზიტორული დაკარგვა ან ხანმოკლე პერიოდით გონების დაკარგვა. თუ ეს თქვენ გეხებათ, არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქსირალის ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ

მოქსირალი შეიცავს ყვითელ საღებავს “მზის ჩასვლა”, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად მოქსირალმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. მოქსირალით მკურნალობის პერიოდში განვითარებული ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტები მოცემულია ქვემოთ:

თუ შენიშნეთ:

გულის რითმის ანომალიური აჩქარება (იშვიათი გვერდითი ეფექტი)

უეცრად ცუდად გახდით ან შენიშნეთ თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, კანის ქავილი, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან აზროვნების ან სიფხიზლის დარღვევა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის სწრაფად პროგრესირებადი ანთების ნიშნები და სიმპტომები, რაც განაპირობებს სიცოცხლისათვის საშიშ ღვიძლის უკმარისობას (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, დაფიქსირდა შემთხვევები ლეტალური გამოსავლით))

კანის სერიოზული გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ეს მდგომარეობები შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე წითელი სამიზნეს მსგავსი ლაქებით ან მრგვალი ლაქებით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრალურ არეში, კანის აქერცვლით, წყლულებით პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოების და თვალების არეში, რასაც შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის სიმპტომები (ძალიან იშვიათი გვერდით ეფექტები, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში)

წითელი, ქერცლიანი გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი) (ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე არის "უცნობი")

გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, დარღვევები სისხლის მხრივ (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების გადიდება და სხეულის სხვა ორგანოების დაზიანება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, ასევე ცნობილია როგორც DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი) (ამ გვერდითი ეფექტების სიხშირე არის "უცნობი")

სინდრომი, რომელიც უკავშირდება წყლის გამოყოფის დარღვევას და ნატრიუმის დონის დაქვეითებას (SIADH) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)

გონების დაკარგვა სისხლში შაქრის დონის მკვეთრად შემცირების გამო (ჰიპოგლიკემიური კომა) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)

სისხლძარღვების ანთება (დამახასიათებელი ნიშნები შეიძლება იყოს წითელი ლაქები კანზე, ძირითადად წვივებზე ან სახსრების ტკივილი) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)

მძიმე ფორმის, უეცარი გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, მათ შორის ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში შოკი (მაგ.: სუნთქვის გართულება, არტერიული წნევის დაწევა, გულისცემის აჩქარება) (იშვიათი გვერდითი ეფექტი)

შეშუპება, მათ შორის სასუნთქი გზების შეშუპება (იშვიათი გვერდითი ეფექტი, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში)

კონვულსიები (იშვიათი გვერდითი ეფექტი)

ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე კიდურებში (იშვიათი გვერდითი ეფექტი)

დეპრესია (ძალიან იშვიათად შეიძლება მიიყვნოს თვითდაზიანებამდე, როგორიც არის სუიციდური აზრები/ფიქრები ან სუიციდის მცდელობა) (იშვიათი გვერდითი ეფექტი)

ფსიქოზი, რომელმაც შეიძლება მიიყვნოს თვითდაზიანებამდე, როგორიც არის სუიციდური აზრები/ფიქრები ან სუიციდის მცდელობა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)

მწვავე დიარეა სისხლით და/ან ლორწოთი (ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებულიANკოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი), რომელიც ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს როგორც სიცოცხლისათვის საშიში გართულება (იშვიათი გვერდითი ეფექტები)

მყესების ტკივილი და შესიება (ტენდინიტი) (იშვიათი გვერდითი ეფექტი) ან მყესების გაწყვეტა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)

კუნთების სისუსტე, ტკივილის შეგრძნება ან ტკივილი და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამავე დროს თავს ცუდად გრძნობთ, გაქვთ მაღალი სიცხე ან მუქი შარდი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთოვანი ქსოვილის ანომალიური დარღვევით, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (მდგომარეობა, რომელსაც რაბდომიოლიზს უწოდებენ) (მოცემული გვერდითი ეფექტის სიხშირე არის "უცნობი").

ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ე.წ. კუნისის სინდრომის ნიშანი (აღნიშნული გვერდითი ეფექტის განვითარების სიხშირე არის „უცნობი“).

შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო კონსულტაცია.

გარდა ამისა, თუ შენიშნავთ

მხედველობის ტრანზიტორულ დაკარგვას (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი),

დისკომფორტი ან ტკივილი თვალებში, განსაკუთრებით სინათლის ზემოქმედების გამო (ძალიან იშვიათი - იშვიათი გვერდითი ეფექტი) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ-ოფთალმოლოგს.

თუ მოქსირალით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა სიცოცხლისათვის საშიში არათანაბარი გულისცემა (Torsalles de pointes) ან გულისცემის შეწყვეტა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი) დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომ მიიღეთ მოქსირალი და აღარ განაახლოთ მკურნალობა.

მიასთენია გრავის სიმპტომების გართულება აღინიშნება ძალიან იშვიათად. გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გაწუხებთ დიაბეტი და სისხლში შაქრის დონე იმატებს ან იკლებს (იშვიათი ან ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი) დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

თუ ხანდაზმულ ასაკში ხართ და გაწუხებთ თირკმელების პრობლემები და შენიშნავთ დიურეზის შემცირებას, ფეხების, კოჭების ან ტერფების შეშუპებას, დაღლილობას, გულისრევას, ძილიანობას, ქოშინს ან გონების არევას (ეს შესაძლოა იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, იშვიათი გვერდითი ეფექტი), დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

მოქსირალით მკურნალობის პერიოდში დაფიქსირებული სხვა გვერდითი ეფექტები მოცემულია ქვემოთ, მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ხშირი (10-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

გულისრევა

დიარეა

თავბრუსხვევა

კუჭისა და მუცლის ტკივილი

ღებინება

თავის ტკივილი

სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (ტრანსამინაზები) დონის მომატება

რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ინფექციები, მაგ.: პირის ღრუს ან საშოს ინფექციები, რომელთა გამომწვევია Candida

გულის რითმის დარღვევა (ეკგ) სისხლში კალიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში.

ნაკლებად ხშირი (100-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

გამონაყარი

კუჭის პრობლემები (დისპეფსია/გულძმარვა)

გემოს დარღვევა (ძალიან იშვიათად გემოს დაკარგვა)

ძილის დარღვევა (განსაკუთრებით უძილობა)

სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (გამაგლუტამილ-ტრანსფერაზა და/ან ტუტე ფოსფატაზა) დონის მომატება

სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები, ნეიტროფილები) დაბალი დონე

ყაბზობა

ქავილი

თავბრუსხვევის შეგრძნება (ბრუნვის ან დაცემის შეგრძნება)

ძილიანობა

აირები

გულის რითმის დარღვევა (ეკგ)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის (LDH) მომატება)

მადის დაქვეითება და ნაკლები საკვების მიღება

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე

ტკივილი ზურგის, გულმკერდის, მენჯის და კიდურების არეში

სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედების რაოდენობის ზრდა

ოფლიანობა

სისხლის ცალკეული თეთრი უჯრედების (ეოზინოფილები) დონის მომატება

შფოთვა

შეუძლოდ ყოფნა (განსაკუთრებით სისუსტე ან დაღლილობა)

კანკალი

სახსრების ტკივილი

გულისცემის აჩქარება

არათანაბარი და სწრაფი გულისცემა

სუნთქვის გართულება, მათ შორის ასთმური მდგომარეობა

სისხლში საჭმლის მომნელებელი ფერმენტის (ამილაზა) დონის მომატება

მოუსვენრობა/აღგზნება

ჩხვლეტის შეგრძნება (ქინძისთავის და ნემსის) და/ან დაბუჟება

ჭინჭრის ციება

სისხლძარღვების გაფართოვება

გონების არევა და ორიენტაციის დაკარგვა

სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედების რაოდენობის შემცირება

მხედველობის დარღვევა, მათ შორის მხედველობის გაორება და დაბინდვა

სისხლის შედედების უნარის დაქვეითება

სისხლში ლიპიდების (ცხიმები) დონის მომატება

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება

კუნთების ტკივილი

ალერგიული რეაქცია

სისხლში ბილირუბინის მომატება

კუჭის ანთება

გაუწყლოვნება

გულის რითმის მწვავე დარღვევა

კანის სიმშრალე

სტენოკარდია.

იშვიათი (1,000-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

ქინოლონისა და ფთორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებას უკავშირდება პრეპარატის ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც ხასიათდება ხანგრძლივი მიმდინარეობით (თვეების ან წლების განმავლობაში) ან მუდმივი ხასიათით. ეს რეაქციები შეიძლება მოიცავდეს მყესების ანთებას, მყესების გაწყვეტას, სახსრების ტკივილს, კიდურების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიც არის ჩხვლეტის, წიწკნის, ღიტინის, წვის, დაბუჟების ან ტკივილის შეგრძნება (ნეიროპათია), დაღლილობას, მეხსიერებისა და კონცენტრაციის დარღვევას, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზეგავლენას (რაც შეიძლება მოიცავდეს ძილის დარღვევებს, შფოთვას, პანიკურ შეტევებს, დეპრესიასა და სუიციდურ აზრებს), ასევე სმენის, მხედველობის, გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევას. არ არსებობს პრეპარატები, რომელთა ეფექტურობა დადასტურებულია ფთორქინოლონებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ან ქმედუუნარობის გამომწვევი გვერდითი ეფექტების სიმპტომების სამკურნალოდ.

კუნთების კრთომა

კუნთების სპაზმები

ჰალუცინაციები

მაღალი არტერიული წნევა

შეშუპება (ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, პირის ღრუს, ყელის)

დაბალი არტერიული წნევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის ლაბორატორიული კვლევების, მაგ.: შარდოვანას და კრეატინინის მაჩვენებლების მატება)

ღვიძლის ანთება

პირის ღრუს ანთება

შუილი/ხმაური ყურებში

სიყვითლე (თვალის ან კანის გაყვითლება)

კანის მგრძნობელობის დარღვევა

უცნაური სიზმრები

ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა

ყლაპვის გართულება

სუნის შეგრძნების ცვლილება (მათ შორის ყნოსვის დაკარგვა)

წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა (უკავშირდება თავბრუსხვევას)

მეხსირების ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვა

სმენის დარღვევა, მათ შორის სიყრუე (ჩვეულებრივ შექცევადია)

სისხლში შარდმჟავას დონის მომატება

ემოციური არამდგრადობა

მეტყველების დარღვევა

გულის წასვლა

კუნთების სისუსტე

ძალიან იშვიათი (10,000-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

თეთრი და წითელი სისხლის უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)

სახსრების ანთება

გულის არათანაბარი რითმი

კანის მგრძნობელობის მომატება

თვითაღქმადობის შეცვლა (თავის თავთან განშორების შეგრძნება)

სისხლის შედედების გაძლიერება

კუნთების რიგიდულობა

სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების მნიშვნელოვნად შემცირება (აგრანულოციტოზი)

უცნობი (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების მიხედვით)

კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივების ან ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ (იხ. ასევე ნაწილი 2. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

მკვეთრად შემოსაზღვრული ერითემატოზული ლაქები ბუშტუკებით ან მათ გარეშე, რომლებიც ვლინდება მოქსიფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში და ხორცდება პოსტ-ანთებითი ნარჩენი ჰიპერპიგმენტაციით; ჩვეულებრივ მეორდება კანის ან ლორწოვანი გარსის იმავე ზონაში მოქსიფლოქსაცინის შემდგომი ზემოქმედების დროს.

აღინიშნა აორტის კედლის გაფართოებისა და შესუსტების ან აორტის კედლის გახეთქვის შემთხვევები (ანევრიზმები და განშრევება), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი, ასევე გულის სარქველების გაჟონვა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს (იხ. ასევე ნაწილი 2. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

ქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მკურნალობისას ასევე ძალიან იშვიათად დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რაც ასევე შესაძლოა განვითარდეს მოქსირალის მიღების დროსაც:

ქალასშიდა წნევის მომატება (სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, მხედველობის პრობლემებს, მათ შორის მხედველობის დაბინდვას, ,,ბრმა’’ ლაქებს, მხედველობის გაორებას, მხედველობის დაკარგვას)

სისხლში ნატრიუმის დონის მატება

სისხლში კალციუმის დონის მატება

სისხლის წითელი უჯრედების დონის შემცირება (ჰემოლიზური ანემია)

ჭარბი დოზა

არ არის რეკომენდებული რაიმე კონკრეტული ზომების მიღება შემთხვევითი ჭარბი დოზირების შემდეგ. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. საჭიროა ეკგ მონიტორინგი QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო. ნახშირის და 400 მგ პერორალური მოქსიფლოქსაცინის ერთდროულად მიღებისას პრეპარატის სისტემური შეღწევადობა მცირდება 80%-ზე მეტით. შეწოვის ადრეულ ეტაპზე ნახშირის გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინის სისტემური ზემოქმედების ზრდის თავიდან ასაცილებლად.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის მოქსიფლოქსაცინი.

თითო ტაბლეტი შეიცავს 400 მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალჩანაცვლებული, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

გარსი: ოპადრი II ნარინჯისფერი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 4000, ტალკი, ყვითელი საღებავი „მზის ჩასვლა” (E110).

როგორია მოქსირალი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

მოქსირალი არის მოგრძო, ორმხრივ ამობურცული, ღია ნარინჯისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეზე ნაჭდევით, რომელიც არ არის განკუთვნილი ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მოთავსებულია ალუმინის ფოლგის მყარ, გაუმჭვირვალე ბლისტერებში.

ბლისტერში არის 5 ან 7 ტაბლეტი. ლითოგრაფიული წესით დამზადებულ კოლოფში მოთავსებულია 1 ბლისტერი (5 ან 7 ტაბლეტი) და პაციენტის საინფორმაციო ფურცელი.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ტემპერატურის განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა არ არის საჭირო.

სინათლისაგან დაცვის მიზნით შეინახეთ თავისივე შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. {ვარგისობის ვადის აღსანიშნად გამოიყენება აბრევიატურა}.

ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები

ათქ კოდი: J01MA14

მოქმედების მექანიზმი

მოქსიფლოქსაცინს აქვს in vitro აქტივობა ფართო სპექტრის გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი პათოგენების წინააღმდეგ.

მოქსიფლოქსაცინის ბაქტერიციდულ მოქმედებას განაპირობებს ორივე ტიპი II ტოპოიზომერაზას (დნმ ჰირაზა და ტოპოიზომერაზა IV) დათრგუნვა, რომელიც საჭიროა ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციის, ტრანსკრიფციის და რეპარაციისათვის. სავარაუდოდ, C8-მეტოქსი ფრაგმენტი ხელს უწყობს აქტივობის გაძლიერებას და გრამ-დადებითი ბაქტერიების რეზისტენტული მუტანტების დაბალ შერჩევითობას C8-H ფრაგმენტთან შედარებით. მოცულობითი ბიციკლოამინის შემცვლელი ნივთიერების არსებობა C-7 პოზიციაში ხელს უშლის აქტიურ გადინებას, რომელიც დაკავშირებულია norA ან pmrA გენებთან, რომლებიც ვლინდება ზოგიერთ გრამ-დადებით ბაქტერიებში.

ფარმაკოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოქსიფლოქსაცინი ავლენს კონცენტრაციაზე დამოკიდებულ დამღუპველ მაჩვენებელს. მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციები (MBC) აღმოჩნდა მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციების (MIC) ფარგლებში.

ზეგავლენა ნაწლავის ფლორაზე ადამიანებში

მოქსიფლოქსაცინის პერორალურად მიღების შემდეგ მოხალისეებში დაფიქსირდა ნაწლავის ფლორის შემდეგი ცვლილებები : Escherichia coli, Bacillus spp., Enterococcus spp. და Klebsiella spp. შემცირდა, ისევე როგორც ანაერობები Bacteroides vulgatus, Bifidobacterium spp., Eubacterium spp. და Peptostreptococcus spp.. Bacteroides fragilis გაიზარდა. ეს ცვლილებები დაბრუნდა ნორმის ფარგლებშ ორი კვირის განმავლობაში.

რეზისტენტობის მექანიზმი

რეზისტენტობის მექანიზმები, რომლებიც ახდენენ პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდების და ტეტრაციკლინების ინაქტივაციას, არ მოქმედებენ მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიულ აქტივობაზე.

რეზისტენტობის სხვა მექანიზმებმა, როგორიც არის შეღწევადობის ბარიერები (გვხვდება Pseudomonas aeruginosa-ს შემთხვევაში) და ეფლუქსურმა მექანიზმებმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინონ მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობაზე. მოქსიფლოქსაცინის მიმართ in vitro რეზისტენტობა ვითარდება ეტაპობრივად, სამიზნე ადგილის მუტაციით ორივე ტიპი II ტოპოიზომერაზას (დნმ ჰირაზა და ტოპოიზომერაზა IV) შემთხვევაში. მოქსიფლოქსაცინი აქტიური ეფლუქსური მექანიზმებისთვის სუსტი სუბსტრატია გრამ-დადებითი ორგანიზმების შემთხვევაში.

ჯვარედინი რეზისტენტობა აღინიშნება სხვა ფტორქინოლონებთან. თუმცა, რადგან მოქსიფლოქსაცინი ახდენს ტოპოიზომერაზა II-ის და IV-ის დათრგუნვას მსგავსი აქტივობით ზოგიერთი გრამ-დადებითი ბაქტერიის მიმართ, ასეთი ბაქტერიები შეიძლება რეზისტენტული იყოს სხვა ქინოლონების მიმართ, მაგრამ მგრძნობიარეა მოქსიფლოქსაცინის მიმართ.

საკონტროლო წერტილები

EUCAST-ის კლინიკური MIC და დისკის დიფუზიის საკონტროლი წერტილები მოქსიფლოქსაცინისთვის (01.01.2011):

ორგანიზმი

მგრძნობიარე

რეზისტენტული

Staphylococcus spp.

≤ 0.5 მგ/ლ

> 1 მგ/ლ

≥ 24 მმ

< 21 მმ

S. pneumoniae

≤ 0.5 მგ/ლ

> 0.5 მგ/ლ

≥ 22 მმ

< 22 მმ

Streptococcus Groups А, В, C, G

≤ 0.5 მგ/ლ

> 1 მგ/ლ

≥ 18 მმ

< 15 მმ

H. influenzae

≤ 0.5 მგ/ლ

≥ 25 მმ

> 0.5 მგ/ლ

< 25 მმ

M. catarrhalis

≤ 0.5 მგ/ლ

≥ 23 მმ

> 0.5 მგ/ლ

< 23 მმ

Enterobacteriaceae

≤ 0.5 მგ/ლ

≥ 20 მმ

> 1 მგ/ლ

< 17 მმ

არა სპეციფიური საკონტროლო წერტილები *

≤ 0.5 მგ/ლ

> 1 მგ/ლ

  • არასპეციფიკური საკონტროლო წერტილები ძირითადად განისაზღვრა ფარმაკოკინეტიკური/ ფარმაკოდინამიკური მონაცემების მიხედვით და არ არის დამოკიდებული სპეციფიური სახეობების MIC-ის განაწილებაზე. ისინი გამოიყენება მხოლოდ იმ სახეობებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული სპეციფიური საკონტროლი წერტილები და არ გამოიყენება იმ სახეობებისთვის, სადაც განსასაზღვრია ინტერპრეტაციული კრიტერიუმები.

მიკრობიოლოგიური მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიული და დროის თვალსაზრისით შერჩეული სახეობებისთვის, ამიტომ სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის არსებობა, განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების მიხედვით უნდა მოხდეს ექსპერტის რჩევის გათვალისწინება, როდესაც ადგილობრივი რეზისტენტობის გავრცელება ისეთია, რომ სამკურნალო საშუალების ეფექტურობა ინფექციის ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში მაინც საეჭვოა.

გავრცელებული მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ-დადებითი მიკრო-ორგანიზმები

Gardnerella vaginalis

Staphylococcus aureus* (მეთიცილინ-რეზისტენტული)

Streptococcus agalactiae (ჯგუფი B)

Streptococcus milleri ჯგუფი* (S. anginosus, S. constellatus და S. intermedius) Streptococcus pneumoniae*

Streptococcus pyogenes* (ჯგუფი A)

Streptococcus viridans ჯგუფი (S. viridans, S. mutans, S. mitis, S. sanguinis, S. salivarius, S.

thermophilus)

აერობული გრამ-უარყოფითი მიკრო-ორგანიზმები

Acinetobacter baumanii Haemophilus influenzae* Haemophilus parainfluenzae* Legionella pneumophila Moraxella (Branhamella) catarrhalis*

ანაერობული მიკრო-ორგანიზმები

Fusobacterium spp. Prevotella spp.

სხვა მიკრო-ორგანიზმები

Chlamydophila (Chlamydia) pneumoniae* Chlamydia trachomatis*

Coxiella burnetii Mycoplasma genitalium Mycoplasma hominis Mycoplasma pneumoniae*

სახეობები, რომელთათვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემა იყოს

აერობული გრამ-დადებითი მიკრო-ორგანიზმები

Enterococcas faecalis*

Enterococcus faecium *

Staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული)+

აერობული გრამ-უარყოფითი მიკრო-ორგანიზმები

Enterobacter cloacae*

Escherichia coli*

Klebsiella pneumoniae*#

Klebsiella oxytoca Neisseria gonorrhoeae*+

Proteus mirabilis*

ანაერობული მიკრო-ორგანიზმები

Bacteroides jragilis* Peptostreptococcas spp.*

თანდაყოლილი რეზისტენტული ორგანიზმები

აერობული გრამ-უარყოფითი მიკრო-ორგანიზმები

Pseudomonas aeruginosa

  • აქტივობა დამაკმაყოფილებლად განსაზღვრულია მგრძნობიარე შტამებში კლინიკური კვლევების მიხედვით დამტკიცებული კლინიკური ჩვენებების შესაბამისად.

# ESBL წარმომქმნელი შტამები, როგორც წესი, რეზისტენტულია ფტორქინოლონების მიმართ

+ რეზისტენტობის მაჩვენებელი> 50% ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა და ბიოშეღწევადობა

პერორალურად მიღების შემდეგ მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 91% -ს.

ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია 50–800 მგ ერთჯერადი დოზისა და 600 მგ-მდე დოზის დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში მიღებისას. 400 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია 3.1 მგ/ლ მიიღწევა მიღებიდან 0.5-4 საათში. მაქსიმალური და მინიმალური პლაზმური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში (400 მგ დღეში ერთხელ) იყო 3.2 და 0.6 მგ/ლ, შესაბამისად. წონასწორულ მდგომარეობაში დოზირების ინტერვალში ექსპოზიცია დაახლოებით 30%-ით მეტია, ვიდრე პირველი დოზის მიღების შემდეგ.

განაწილება

მოქსიფლოქსაცინი სწრაფად ნაწილდება ექსტრავასკულარულ სივრცეებში; 400 მგ დოზის მიღების შემდეგ აღინიშნება AUC 35 მგ ▪ სთ/ლ. განაწილების წონასწორული მოცულობა (Vss) არის დაახლოებით 2 ლ/კგ. In vitro და ex vivo ექსპერიმენტებმა აჩვენა ცილების შეკავშირება დაახლოებით 40-42%, პრეპარატის კონცენტრაციისგან დამოუკიდებლად. მოქსიფლოქსაცინი ძირითადად უკავშირდება შრატის ალბუმინს.

400 მგ მოქსიფლოქსაცინის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებისას დაფიქსირდა შემდეგი მაქსიმალური კონცენტრაციები (გეომეტრიული საშუალო):

ქსოვილი

კონცენტრაცია

ადგილი: პლაზმის თანაფარდობა

პლაზმა

  • 1 მგ/ლ

-

ნერწყვი

  • 6 მგ/ლ
  • 75-1.3

სითხე ბუშტუკებში

  • 61 მგ/ლ
  • 71

ბრონქული ლორწოვანი გარსი

  • 4 მგ/კგ
  • 7 - 2.1

ალვეოლური მაკროფაგები

  • 7 მგ/კგ
  • 6-70.0

ეპითელური გარსის სითხე

  • 7 მგ/ლ

5-7

ყბის სინუსი

  • 5 მგ/კგ
  • 0

ეთმოიდური სინუსი

  • 2 მგ/კგ
  • 1

ცხვირის პოლიპები

  • 1 მგ/კგ
  • 6

ინტერსტიციული სითხე

  • 02 მგ/ლ
  • 8- 1.42,3

ქალის სასქესო ტრაქტი *

  • 24 მგ/კგ
  • 724
  • 400 მგ ერთჯერადი დოზის ინტრავენურად შეყვანა

1 მიღებიდან 10 სთ

2 შეუკავშირებელი კონცენტრაცია

3 დოზის მიღებიდან 3 სთ-დან 36 სთ-მდე

4 ინფუზიის ბოლოს

ბიოტრანსფორმაცია

მოქსიფლოქსაცინი განიცდის II ფაზის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა თირკმლისა და სანაღვლე გზების/ფეკალიების საშუალებით, როგორც უცვლელი პრეპარატი, ასევე სულფო-ნაერთის (Ml) და გლუკურონიდის (М2) სახით. Ml და М2 ერთადერთი მნიშვნელოვანი მეტაბოლიტებია ადამიანებში, ორივე მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.

I ფაზის კლინიკურ კვლევებში და in vitro კვლევებში არ დაფიქსირებულა მეტაბოლური ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან, რომლებიც გადიან I ფაზის ბიოტრანსფორმაციას ციტოქრომა P450 ფერმენტების მონაწილეობით. არ არის ნაჩვენები ოქსიდაციური მეტაბოლიზმი.

გამოყოფა

პლაზმადან მოქსიფლოქსაცინის საშუალო ნახევარ-გამოიყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12 საათს. საშუალო საერთო კლირენსი 400 მგ დოზის მიღების შემდეგ მერყეობს 179-დან 246 მლ/წთ-მდე. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენდა დაახლოებით 24-53 მლ/წთ-ს, რაც გულისხმობს თირკმლებიდან პრეპარატის ნაწილობრივ მილაკოვან რეაბსორბციას.

400 მგ დოზის მიღების შემდეგ შარდით (დაახლოებით 19% უცვლელი პრეპარატი, დაახლოებით 2,5% M1 და დაახლოებით 14% M2) და ფეკალიებით (დაახლოებით 25% უცვლელი პრეპარატი, დაახლოებით 36% M1 და არ გამოიყოფა М2) გამოიყო ჯამში დაახლოებით 96%.

მოქსიფლოქსაცინის რანიტიდინთან ან პრობენეციდთან ერთად მიღებისას არ შეცვლილა ძირითადი პრეპარატის თირკმლისმიერი კლირენსი.

ხანდაზმულები და დაბალი წონის პაციენტები

პლაზმაში უფრო მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება სხეულის დაბალი წონის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებში (მაგა.: ქალებში) და ხანდაზმულ მოხალისეებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში (მათ შორის კრეატინინის კლირენსი >20 მლ/წთ/1.73 მ2). თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას М2 მეტაბოლიტის კონცენტრაცია (გლუკურონიდი) იზრდება 2.5-მდე ფაქტორით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ/1.73 მ2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ჩატარებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების საფუძველზე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (Child Pugh A, B) შეუძლებელია დადგინდეს, არსებობს თუ არა რაიმე განსხვავება ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა დაკავშირებული იყო პლაზმაში M1-ის უფრო მეტ ზემოქმედებასთან, ხოლო ძირითადი პრეპარატის ზემოქმედება შედარებითი იყო ჯანმრთელ მოხალისეებთან მიმართებაში. მოქსიფლოქსაცინის კლინიკური გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

5276850-5715000მოქსირალი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

მოქსირალი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

(მოქსიფლოქსაცინი)

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გენიშნებათ ინდივიდუალურად, არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად დაავადების მსგავსი სიმპტომებისა, შესაძლოა ავნოს მათ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართში შედის:

  • რა არის მოქსირალი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ მოქსირალის მიღებამდე
  • მოქსირალის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • მოქსირალის შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რა არის მოქსირალი და რისთვის გამოიყენება

მოქსირალი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მოქსიფლოქსაცინს, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებს. მოქსირალი იწვევს ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის სიკვდილს.

მოქსირალი ნაჩვენებია 18 წლიდან მოზრდილებში მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული მოცემული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. აღნიშნული ინფექციების სამკურნალოდ მოქსირალი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები ვერ გამოიყენება ან არაეფექტურია.

წიაღების ინფექციები,

სასუნთქი გზების ხანგრძლივი (ქრონიკული) ანთების უეცარი გამწვავება,

ფილტვების ინფექცია (პნევმონია), რომელიც არ არის ჰოსპიტალური (გარდა მძიმე შემთხვევებისა),

ქალის სასქესო გზების ზედა ნაწილების მსუბუქიდან ზომიერამდე სიმძიმის ინფექციები (მენჯის ღრუს ორგანოების ანთება), მათ შორის საშვილოსნოს მილის და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციები.

ასეთი ტიპის ინფექციების სამკურნალოდ მოქსირალი არ გამოიყენება მონოთერაპიის სახით. შესაბამისად ქალებში სასქესო გზების ზედა ნაწილების ინფექციების მკურნალობისას მოქსირალთან ერთად ექიმმა დამატებით უნდა დანიშნოს სხვა ანტიბიოტიკი (იხ. ნაწილი 2 „რა უნდა იცოდეთ მოქსირალის მიღებამდე”, „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“, „მოქსირალის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს“).

ექიმმა მოქსირალის ტაბლეტები ასევე შეიძლება დანიშნოს მკურნალობის კურსის დასასრულებლად, თუ მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარით ქვემოთ მოცემული დაავადებების საწყისი მკურნალობისას აღინიშნება გაუმჯობესება:

ფილტვების ინფექცია (პნევმონია), რომელიც არ არის ჰოსპიტალური

კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები

მოქსირალის ტაბლეტები არ გამოიყენება საწყისი მკურნალობის სახით კანის და რბილი ქსოვილის ნებისმიერი ინფექციის ან ფილტვების მძიმე ინფექციების დროს.

  • რა უნდა იცოდეთ მოქსირალის მიღებამდე

არ მიიღოთ მოქსირალი, თუ:

გაქვთ ალერგია მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის (ჩამოთვლილია ნაწილში 6) მიმართ.

ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ხართ 18 წლამდე ასაკის.

ანამნეზში ფიქსირდება ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებით გამოწვეული მყესებთან დაკავშირებული პრობლემები (იხ. ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“ და ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

გაქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი:

გულის რითმის ნებისმიერი სახის დარღვევა (დადასტურებული ეკგ-ით, გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერით -ელექტროკარდიოგრაფიით)

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის შემცველობის დაბალი დონე)

გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია)

სუსტი გული (გულის უკმარისობა)

გულის რითმის დარღვევა ანამნეზში

იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ პათოლოგიური ცვლილებები ეკგ-ზე (იხ. ნაწილი „სხვა პრეპარატები და მოქსირალი“). ეს განპირობებულია იმით, რომ მოქსირალმა შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე, კერძოდ კი QQT ინტერვალის გახანგრძლივება ანუ ელექტრული სიგნალების გადაცემის შენელება.

გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზები) დონე >5-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს.

გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ ხართ დარწმუნებული გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მკურნალობის დაწყებამდე არ უნდა მიიღოთ ფტორქინოლონების/ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის მოქსირალი, თუ წარსულში გქონდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფტორქინოლონების მიღებისას. მოცემული სიტუაციის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოთ ექიმს.

მოქსირალის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს

მოქსირალმა შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე, განსაკუთრებით, თუ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული ხართ. თუ იღებთ ისეთ პრეპარატს, რომელიც ამცირებს სისხლში კალიუმის დონეს, მოქსირალის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს (ასევე იხ. ნაწილი „არ მიიღოთ მოქსირალი“ და „სხვა პრეპარატები და მოქსირალი“).

თუ მოქსიფლოქსაცინის მიღების შემდეგ ოდესმე გქონდათ კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, პირის ღრუში ბუშტუკები და/ან წყლულები.

თუ გაწუხებთ ეპილეფსია ან კრუნჩხვების მსგავსი მდგომარეობა მოქსირალის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

თუ გაქვთ ან გქონდათ ფსიქიკური პრობლემები მოქსირალის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

თუ გაწუხებთ მიასთენია გრავის (კუნთების პათოლოგიური დაღლილობა, რომელიც იწვევს სისუსტეს და მძიმე შემთხვევებში დამბლას) მოქსირალის მიღებამ შესაძლოა გაამწვავოს დაავადების სიმპტომები. თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული მდგომარეობა გეხებათ თქვენ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

თუ დაგისვეს დიაგნოზი - მსხვილი სისხლძარღვის ,,გაფართოება’’ ან ,,ამობურცვა’’ (აორტის ანევრიზმა ან მსხვილი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა).

თუ გქონდათ აორტის დისექცია (აორტის კედლის გახეთქვა).

თუ დაგიდგინეს გულის სარქვლის გაჟონვა (გულის სარქვლის რეგურგიტაცია).

თუ ოჯახურ ანამნეზში გაქვთ აორტის ანევრიზმა ან აორტის განშრევება ან გულის სარქვლის თანდაყოლილი მანკი ან სხვა რისკ ფაქტორები ან წინასწარგანწყობის პირობები (მაგ.: შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიც არის მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი (ანთებითი აუტოიმუნური დაავადება) ან დარღვევები სისხლძარღვების მხრივ, როგორიც არის ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი, ბეხჩეტის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა ან დადგენილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი (სახსრების დაავადება) ან ენდოკარდიტი (გულის ინფექცია).

თუ გაქვთ დიაბეტი, რადგან მოქსიფლოქსაცინის მიღებისას შეიძლება წარმოიქმნას სისხლში შაქრის დონის ცვლილების რისკი.

თუ თქვენ ან ოჯახის რომელიმე წევრს გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება) მოქსირალით მკურნალობის საკითხი განიხილეთ ექიმთან.

მოქსირალი არ ინიშნება თუ გაქვთ ქალის სასქესო გზების ზედა ნაწილების გართულებული ინფექცია (მაგ.: რომელიც უკავშირდება საშვილოსნოს მილის და საკვერცხეების ან მენჯის აბსცესებს) და ექიმი საჭიროდ თვლის ინტრავენურ მკურნალობას.

ქალის სასქესო გზების ზედა ნაწილების მსუბუქიდან ზომიერამდე სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ მოქსირალთან ერთად ექიმმა უნდა დაგინიშნოთ სხვა ანტიბიოტიკი. თუ 3 დღეში არ აღინიშნა სიმპტომების გაუმჯობესება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მოქსირალის მიღებისას

არსებობს იშვიათი შანსი იმისა, რომ პირველივე დოზის მიღებისას განვითარდეს მძიმე ფორმის, უეცარი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი). სიმპტომები მოიცავს მოჭერის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ტკივილს გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობას, თავბრუსხვევას, გულისრევის შეგრძნებას ან გონების დაკარგვის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას ფეხზე წამოდგომისას. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

ხანგრძლივი, ქმედუუნარობის გამომწვევი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტები.

ფტორქინოლონების/ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის მოქსირალის გამოყენებას უკავშირდება იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი ეფექტები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება იყოს ხანგრძლივი (გრძელდებოდეს თვეების ან წლების განმავლობაში), იწვევდეს ქმედუუნარობას ან იყოს პოტენციურად შეუქცევადი. ეს მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიც არის ჩხვლეტის, წიწკნის, ღიტინის, დაბუჟების ან წვის შეგრძნება (პარესთეზია), სენსორულ დარღვევებს, მათ შორის მხედველობის, გემოვნებისა და ყნოსვის დაქვეითებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ დარღვევებს, მათ შორის შფოთვას, პანიკურ შეტევებს, დაბნეულობას ან დეპრესიას, მეხსიერების დარღვევას, ძლიერ დაღლილობასა და ძილის სერიოზულ დარღვევებს. არ არსებობს პრეპარატები, რომელთა ეფექტურობა დადასტურებულია ფთორქინოლონებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ან ქმედუუნარობის გამომწვევი გვერდითი ეფექტების სიმპტომების სამკურნალოდ.

თუ მოქსირალის მიღების შემდეგ აღინიშნა რომელიმე მოცემული გვერდითი ეფექტი, აღარ მიიღოთ მომდევნო დოზები და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ალტერნატიული ვარიანტების გათვალისწინებით, ექიმთან ერთად გადაწყვეტთ გააგრძელოთ თუ არა მკურნალობა.

მოქსირალით მკურნალობისას, მათ შორის პირველივე დოზის მიღებისას, შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური რეაქციები. თუ გაწუხებთ დეპრესია ან ფსიქოზი, მოქსირალით მკურნალობისას სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება გადაიზარდოს სუიციდურ აზრებში ან სუიციდის მცდელობაში. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენ შესაძლოა თავად ვერ შეამჩნიოთ გარკვეული ცვლილებები განწყობასა და ქცევაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეატყობინოთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომ იღებთ მოქსირალს და რომ მას შეიძლება ახლდეს იშვიათი ფსიქიკური გვერდითი ეფექტები. სხვებმა შეიძლება შეამჩნიონ ეს ცვლილებები და დაგეხმარონ იმ სიმპტომების დროულად გამოვლენაში, რომელთა შესახებაც ექიმს უნდა აცნობოთ.

თუ მკურნალობის პერიოდში შენიშნავთ პალპიტაციას (გახშირებული გულისცემა) ან არათანაბარ გულისცემას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. მან შესაძლოა საჭიროთ ჩათვალოს ეკგ, რომ გადაამოწმოს გულის რითმი.

დოზის მატებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს გულის დაავადებების რისკი. შესაბამისად დაიცავით რეკომენდებული დოზები.

მოქსირალმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სწრაფად პროგრესირებადი და მძიმე ფორმის ანთება, რამაც შეიძლება განაპირობოს სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (მათ შორის ფატალური შემთხვევები, იხ. ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“). თუ მოულოდნელად თავს შეუძლოდ იგრძნობთ და/ან გაქვთ ღებინება, ასევე თუ აღინიშნა თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, კანის ქავილი, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან თავის ტვინის დაავადება, რაც გამოწვულია ღვიძლის დაავადებით (ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების ან ღვიძლის სწრაფად პროგრესირებადი და მძიმე ფორმის ანთების სიმპტომები) მიმართეთ ექიმს ვიდრე გააგრძელებთ ტაბლეტების მიღებას.

კანის სერიოზული რეაქციები. მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), მწვავე გენერალიზებული ექზანთემატური პუსტულოზი (AGEP), ასევე წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

SJS/TEN შეიძლება სხეულზე თავდაპირველად გამოჩნდეს წითელი სამიზნეს მაგვარი ლაქების ან მრგვალი ლაქების სახით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრალურ არეში. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში (წითელი და შეშუპებული თვალები). ამ სერიოზულ გამონაყარს კანზე ხშირად წინ უძღვის ცხელების და/ან გრიპის სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს და აღინიშნოს კანის ფართოდ გავრცელებული აქერცვლა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებები ან ლეტალური გამოსავალი.

AGEP ვლინდება მკურნალობის დასაწყისში, როგორც წითელი, ქერცლიანი გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და ბუშტუკებით, რასაც თან ახლავს ცხელება. ყველაზე გავრცელებული ლოკაცია არის: ძირითადად კანის ნაკეცებზე, ტანზე და ზედა კიდურებზე.

DRESS ვლინდება თავდაპირველად გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, რასაც მოჰყვება ფართოდ გავრცელებული გამონაყარი სხეულის მაღალი ტემპერატურით, სისხლის ანალიზში ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია) და ლიმფური კვანძების გადიდება.

თუ გამოვლინდა მწვავე გამონაყარი ან კანის რომელიმე მოცემული სიმპტომი, შეწყვიტეთ მოქსიფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო დახმარებას.

ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებმა, მათ შორის მოქსირალმა შესაძლოა გამოიწვიონ კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ნერვის დაზიანების (ნეიროპათია) სიმპტომები, როგორიც არის ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომ თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.

ანტიბიოტიკებით, მათ შორის მოქსირალით მკურნალობის პერიოდში და შემდეგ შეიძლება აღინიშნოს დიარეა. თუ ეს მდგომარეობა სერიოზული ან მუდმივია ან განავალში შენიშნავთ სისხლს ან ლორწოს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მოქსირალის მიღება და მიმართოთ ექიმს. არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც აჩერებენ ან ანელებენ დეფეკაციას.

სახსრების ტკივილი და შეშუპება, ასევე მყესების ანთება ან გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს იშვიათად (იხ. ნაწილი "არ მიიღოთ მოქსირალი" და ნაწილი 4 „შესაძლო გვერდითი ეფექტები“). რისკი იზრდება, თუ ხანდაზმული ხართ (60 წელს გადაცილებული), გადანერგილი გაქვთ ორგანო, გაწუხებთ თირკმლის პრობლემები ან ასევე იღებთ კორტიკოსტეროიდებს. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში და მოქსირალით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი. მყესების ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნების (მაგ.: კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის არეში) გამოვლენისას შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება, მიმართეთ ექიმს და მოადუნეთ დაზიანებული კიდური. მოერიდეთ ზედმეტ ვარჯიშს, რადგან შეიძლება გაიზარდოს მყესების გაწყვეტის რისკი.

თუ აღინიშნა უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში, რაც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმისა და განშრევების სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ მკურნალობთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.

თუ დაგეწყოთ ხშირი ქოშინი, განსაკუთრებით დაწოლის დროს ან შეამჩნევთ კოჭების, ტერფების ან მუცლის შეშუპებას ან გულისცემის აჩქარების პირველ გამოვლინებას (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ ხანდაზმულ ასაკში ხართ და გაწუხებთ თირკმლის პრობლემები დარწმუნდით, რომ მოქსირალით მკურნალობის პერიოდში იღებთ ბევრ სითხეს. გაუწყლოვნებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.

თუ დაქვეითებული გაქვთ მხედველობა ან გაწუხებთ თვალების სხვა პრობლემები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს კონსულტაციისათვის (იხ. ნაწილი „ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება“ და ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები).

ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლში შაქრის დონის ზრდა ნორმის ზემოთ (ჰიპერგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის შემცირება ნორმის ქვემოთ (ჰიპოგლიკემია), რამაც მძიმე შემთხვევებში პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა (ჰიპოგლიკემიური კომა) (იხ. ნაწილი 4. „შესაძლო გვერდითი ეფექტები“). თუ გაქვთ დიაბეტი, ყურადღებით უნდა გააკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე.

ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღებისას კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის ან ულტრაიისფერი სინათლის მიმართ. მოქსირალით მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ ხანგრძლივად მზის სხივების ქვეშ ყოფნას ან მზის სხივების ძლიერ მოქმედებას და არ ისარგებლოთ სოლარიუმით ან სხვა ულტრაიისფერი სანათებით (იხ. ნაწილი 4. „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

მოქსირალის ეფექტურობა არ არის დადგენილი ძლიერი დამწვრობების, ღრმა ქსოვილების ინფექციების და ოსტეომილეიტით მიმდინარე დიაბეტური ტერფის ინფექციების (ძვლის ტვინის ინფექციები) დროს.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი არ მიიღება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რადგან ეფექტურობა და უსაფრთხოება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადგენილი (იხ. ნაწილი „არ მიიღოთ მოქსირალი“).

სხვა პრეპარატები და მოქსირალი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა პრეპარატს.

მოქსირალის მიღებამდე გაითვალისწინეთ:

თუ იღებთ მოქსირალს და სხვა ისეთ პრეპარატს, რომელიც ზეგავლენას ახდენს გულის მუშაობაზე, იზრდება გულის რითმის დარღვევის განვითარების რისკი. შესაბამისად არ მიიღოთ მოქსირალი შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ანტიარითმიული პრეპარატების ჯგუფს (მაგ.: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი)

ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგ.: ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი)

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები

ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატი (მაგ.: საქვინავირი, სპარფლოქსაცინი, ერითრომიცინი ინტრავენური შეყვანისათვის, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ძირითადად ჰალოფანტრინი)

ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (მაგ.: ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი)

სხვა სამკურნალო საშუალებები (მაგ.: ციზაპრიდი, ვინკამინი ინტრავენური შეყვანისთვის, ბეპრიდილი და დიფემანილი)

აცნობეთ ექიმს თუ მოქსირალით მკურნალობის პერიოდში იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სისხლში კალიუმის დონის დაწევა (მა.: ზოგიერთი შარდმდენი, ზოგიერთი საფაღარათო საშუალება და ოყნა [მაღალი დოზები] ან კორტიკოსტეროიდები [ანთების საწინააღმდეგო საშუალებები], ამფოტერიცინი B) ან გულის რითმის შენელება, რადგან ასევე იზრდება გულის რითმის სერიოზული დარღვევების განვითარების რისკი.

ნებისმიერმა სამკურნალო საშუალებამ, რომელიც შეიცავს მაგნიუმს ან ალუმინს (მაგ.: ანტაციდები, რომელთაც იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის დროს), რკინას, თუთიას ან დიდანოზინმა ან სუკრალფატის შემცველმა ნებისმიერმა პრეპარატმა (მიიღება კუჭთან დაკავშირებული დარღვევების დროს) შეიძლება შეამციროს მოქსირალის ეფექტი. მოქსირალის ტაბლეტების და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას დაცული უნდა იყოს 6 საათიანი ინტერვალი.

მოქსირალის და ისეთი პრეპარატის ერთობლივად მიღებისას, რომელიც შეიცავს აქტივირებულ ნახშირს, მცირდება მოქსირალის ეფექტი. მოერიდეთ აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად გამოყენებას.

თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (პერორალური ანტიკოაგულანტები, მაგ.: ვარფარინი), ექიმს შესაძლოა დასჭირდეს სისხლის შედედების დროის გაკონტროლება.

მოქსირალის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მოქსირალის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად (რძის პროდუქტების ჩათვლით).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

არ მიიღოთ მოქსირალი ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.

ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს იმაზე, რომ ფერტილობა შეიძლება დაირღვეს მოცემული პრეპარატის გამოყენებით.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

მოქსირალმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის ან გონების დაკარგვის შეგრძნება, შეიძლება აღინიშნოს მხედველობის უეცარი, ტრანზიტორული დაკარგვა ან ხანმოკლე პერიოდით გონების დაკარგვა. თუ ეს თქვენ გეხებათ, არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქსირალის ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ

მოქსირალი შეიცავს ყვითელ საღებავს “მზის ჩასვლა”, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  • მოქსირალის მიღების წესი

მოქსირალი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა არის ერთი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში ერთხელ.

მოქსირალის ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

მოქსირალის ტაბლეტების ერთ მხარეზე დატანილია ნაჭდევი, რომელიც არ არის განკუთვნილი ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად (რომ არ შეიგრძნოთ მწარე გემო) და მიაყოლეთ დიდი რაოდენობით სითხე. პრეპარატის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. შეეცადეთ პრეპარატი მიიღოთ დღის ერთი და იგივე მონაკვეთში ყოველ დღე.

ასეთივე დოზა ინიშნება ხანდაზმულებში, მცირე წონის ან თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე.

თუ ექიმისაგან სხვაგვარი მითითება არ გაქვთ, მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, მათ შორის ბრონქიტის უეცრად გართულება (მკვეთრი გამწვავება) - 5-10 დღე

ფილტვების ინფექცია (პნევმონია), გარდა ჰოსპიტალური პნევმონიისა - 10 დღე

წიაღების მწვავე ინფექცია (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი) - 7 დღე

ქალებში სასქესო გზების ზედა ნაწილების მსუბუქიდან ზომიერამდე სიმძიმის ინფექციები (მენჯის ღრუს ორგანოების ანთება), მათ შორის საშვილოსნოს მილის ინფექციები და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციები - 14 დღე.

თუ მოქსირალის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება მკურნალობის კურსის დასასრულებლად, რომელიც დაიწყო მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარით, მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შემდეგია:

ფილტვების ინფექცია (პნევმონია) არაჰოსპიტალური: 7-14 დღე. პნევმონიის მქონე პაციენტების უმეტესობა გადაიყვანეს მოქსირალის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების პერორალურ მკურნალობაზე 4 დღის განმავლობაში.

კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: 7-21 დღე. კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების მქონე პაციენტების უმეტესობა გადაიყვანეს მოქსირალის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების პერორალურ მკურნალობაზე 6 დღის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის კურსი სრულად გაიაროთ იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს უკეთესად გრძნობთ რამდენიმე დღის შემდეგ. თუ ნაადრევად შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას, ინფექცია შეიძლება სრულად ვერ განიკურნოს და კვლავ განმეორდეს ან მდგომარეობა გართულდეს. ინფექციის გამომწვევი ბაქტერია შეიძლება რეზისტენტული გახდეს მოქსირალის მიმართ.

დაიცავით რეკომენდებული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა (იხ. ნაწილი 2. “რა უნდა იცოდეთ მოქსირალის მიღებამდე“ და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

თუ მიიღეთ მოქსირალის ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ რეკომენდებულზე (ერთი ტაბლეტი დღეში) მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ შესაძლებელია თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები, კოლოფი ან ფურცელი-ჩანართი, რომ აჩვენოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ მოქსირალის მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, მიიღეთ იგი იმავე დღეს გახსენებისთანავე. თუ იმავე დღეს არ გაგახსენდათ მიიღეთ სტანდარტული დოზა (ერთი ტაბლეტი) მომდევნო დღეს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეწყვეტთ მოქსირალის მიღება

თუ ნაადრევად შეწყვეტთ მკურნალობას ინფექცია შეიძლება სრულად არ განიკურნოს.

მიმართეთ ექიმს თუ გადაწყვიტეთ მკურნალობის შეწყვეტა კურსის დასრულებამდე.

პრეპარატთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად მოქსირალმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. მოქსირალით მკურნალობის პერიოდში განვითარებული ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტები მოცემულია ქვემოთ:

თუ შენიშნეთ:

გულის რითმის ანომალიური აჩქარება (იშვიათი გვერდითი ეფექტი)

უეცრად ცუდად გახდით ან შენიშნეთ თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, კანის ქავილი, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან აზროვნების ან სიფხიზლის დარღვევა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის სწრაფად პროგრესირებადი ანთების ნიშნები და სიმპტომები, რაც განაპირობებს სიცოცხლისათვის საშიშ ღვიძლის უკმარისობას (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი, დაფიქსირდა შემთხვევები ლეტალური გამოსავლით))

კანის სერიოზული გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ეს მდგომარეობები შეიძლება გამოვლინდეს სხეულზე წითელი სამიზნეს მსგავსი ლაქებით ან მრგვალი ლაქებით, ხშირად ბუშტუკებით ცენტრალურ არეში, კანის აქერცვლით, წყლულებით პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოების და თვალების არეში, რასაც შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის სიმპტომები (ძალიან იშვიათი გვერდით ეფექტები, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში)

წითელი, ქერცლიანი გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა მუწუკებით და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი) (ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე არის "უცნობი")

გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, დარღვევები სისხლის მხრივ (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების გადიდება და სხეულის სხვა ორგანოების დაზიანება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, ასევე ცნობილია როგორც DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი) (ამ გვერდითი ეფექტების სიხშირე არის "უცნობი")

სინდრომი, რომელიც უკავშირდება წყლის გამოყოფის დარღვევას და ნატრიუმის დონის დაქვეითებას (SIADH) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)

გონების დაკარგვა სისხლში შაქრის დონის მკვეთრად შემცირების გამო (ჰიპოგლიკემიური კომა) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)

სისხლძარღვების ანთება (დამახასიათებელი ნიშნები შეიძლება იყოს წითელი ლაქები კანზე, ძირითადად წვივებზე ან სახსრების ტკივილი) (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)

მძიმე ფორმის, უეცარი გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, მათ შორის ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში შოკი (მაგ.: სუნთქვის გართულება, არტერიული წნევის დაწევა, გულისცემის აჩქარება) (იშვიათი გვერდითი ეფექტი)

შეშუპება, მათ შორის სასუნთქი გზების შეშუპება (იშვიათი გვერდითი ეფექტი, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში)

კონვულსიები (იშვიათი გვერდითი ეფექტი)

ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე კიდურებში (იშვიათი გვერდითი ეფექტი)

დეპრესია (ძალიან იშვიათად შეიძლება მიიყვნოს თვითდაზიანებამდე, როგორიც არის სუიციდური აზრები/ფიქრები ან სუიციდის მცდელობა) (იშვიათი გვერდითი ეფექტი)

ფსიქოზი, რომელმაც შეიძლება მიიყვნოს თვითდაზიანებამდე, როგორიც არის სუიციდური აზრები/ფიქრები ან სუიციდის მცდელობა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)

მწვავე დიარეა სისხლით და/ან ლორწოთი (ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებულიANკოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი), რომელიც ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს როგორც სიცოცხლისათვის საშიში გართულება (იშვიათი გვერდითი ეფექტები)

მყესების ტკივილი და შესიება (ტენდინიტი) (იშვიათი გვერდითი ეფექტი) ან მყესების გაწყვეტა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი)

კუნთების სისუსტე, ტკივილის შეგრძნება ან ტკივილი და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამავე დროს თავს ცუდად გრძნობთ, გაქვთ მაღალი სიცხე ან მუქი შარდი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთოვანი ქსოვილის ანომალიური დარღვევით, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (მდგომარეობა, რომელსაც რაბდომიოლიზს უწოდებენ) (მოცემული გვერდითი ეფექტის სიხშირე არის "უცნობი").

ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის ე.წ. კუნისის სინდრომის ნიშანი (აღნიშნული გვერდითი ეფექტის განვითარების სიხშირე არის „უცნობი“).

შეწყვიტეთ მოქსირალის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო კონსულტაცია.

გარდა ამისა, თუ შენიშნავთ

მხედველობის ტრანზიტორულ დაკარგვას (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი),

დისკომფორტი ან ტკივილი თვალებში, განსაკუთრებით სინათლის ზემოქმედების გამო (ძალიან იშვიათი - იშვიათი გვერდითი ეფექტი) დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ-ოფთალმოლოგს.

თუ მოქსირალით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა სიცოცხლისათვის საშიში არათანაბარი გულისცემა (Torsalles de pointes) ან გულისცემის შეწყვეტა (ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი) დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რომ მიიღეთ მოქსირალი და აღარ განაახლოთ მკურნალობა.

მიასთენია გრავის სიმპტომების გართულება აღინიშნება ძალიან იშვიათად. გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გაწუხებთ დიაბეტი და სისხლში შაქრის დონე იმატებს ან იკლებს (იშვიათი ან ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი) დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

თუ ხანდაზმულ ასაკში ხართ და გაწუხებთ თირკმელების პრობლემები და შენიშნავთ დიურეზის შემცირებას, ფეხების, კოჭების ან ტერფების შეშუპებას, დაღლილობას, გულისრევას, ძილიანობას, ქოშინს ან გონების არევას (ეს შესაძლოა იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, იშვიათი გვერდითი ეფექტი), დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

მოქსირალით მკურნალობის პერიოდში დაფიქსირებული სხვა გვერდითი ეფექტები მოცემულია ქვემოთ, მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ხშირი (10-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

გულისრევა

დიარეა

თავბრუსხვევა

კუჭისა და მუცლის ტკივილი

ღებინება

თავის ტკივილი

სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (ტრანსამინაზები) დონის მომატება

რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ინფექციები, მაგ.: პირის ღრუს ან საშოს ინფექციები, რომელთა გამომწვევია Candida

გულის რითმის დარღვევა (ეკგ) სისხლში კალიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში.

ნაკლებად ხშირი (100-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

გამონაყარი

კუჭის პრობლემები (დისპეფსია/გულძმარვა)

გემოს დარღვევა (ძალიან იშვიათად გემოს დაკარგვა)

ძილის დარღვევა (განსაკუთრებით უძილობა)

სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (გამაგლუტამილ-ტრანსფერაზა და/ან ტუტე ფოსფატაზა) დონის მომატება

სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები, ნეიტროფილები) დაბალი დონე

ყაბზობა

ქავილი

თავბრუსხვევის შეგრძნება (ბრუნვის ან დაცემის შეგრძნება)

ძილიანობა

აირები

გულის რითმის დარღვევა (ეკგ)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის (LDH) მომატება)

მადის დაქვეითება და ნაკლები საკვების მიღება

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე

ტკივილი ზურგის, გულმკერდის, მენჯის და კიდურების არეში

სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედების რაოდენობის ზრდა

ოფლიანობა

სისხლის ცალკეული თეთრი უჯრედების (ეოზინოფილები) დონის მომატება

შფოთვა

შეუძლოდ ყოფნა (განსაკუთრებით სისუსტე ან დაღლილობა)

კანკალი

სახსრების ტკივილი

გულისცემის აჩქარება

არათანაბარი და სწრაფი გულისცემა

სუნთქვის გართულება, მათ შორის ასთმური მდგომარეობა

სისხლში საჭმლის მომნელებელი ფერმენტის (ამილაზა) დონის მომატება

მოუსვენრობა/აღგზნება

ჩხვლეტის შეგრძნება (ქინძისთავის და ნემსის) და/ან დაბუჟება

ჭინჭრის ციება

სისხლძარღვების გაფართოვება

გონების არევა და ორიენტაციის დაკარგვა

სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედების რაოდენობის შემცირება

მხედველობის დარღვევა, მათ შორის მხედველობის გაორება და დაბინდვა

სისხლის შედედების უნარის დაქვეითება

სისხლში ლიპიდების (ცხიმები) დონის მომატება

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება

კუნთების ტკივილი

ალერგიული რეაქცია

სისხლში ბილირუბინის მომატება

კუჭის ანთება

გაუწყლოვნება

გულის რითმის მწვავე დარღვევა

კანის სიმშრალე

სტენოკარდია.

იშვიათი (1,000-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

ქინოლონისა და ფთორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებას უკავშირდება პრეპარატის ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც ხასიათდება ხანგრძლივი მიმდინარეობით (თვეების ან წლების განმავლობაში) ან მუდმივი ხასიათით. ეს რეაქციები შეიძლება მოიცავდეს მყესების ანთებას, მყესების გაწყვეტას, სახსრების ტკივილს, კიდურების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, პათოლოგიურ შეგრძნებებს, როგორიც არის ჩხვლეტის, წიწკნის, ღიტინის, წვის, დაბუჟების ან ტკივილის შეგრძნება (ნეიროპათია), დაღლილობას, მეხსიერებისა და კონცენტრაციის დარღვევას, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზეგავლენას (რაც შეიძლება მოიცავდეს ძილის დარღვევებს, შფოთვას, პანიკურ შეტევებს, დეპრესიასა და სუიციდურ აზრებს), ასევე სმენის, მხედველობის, გემოვნებისა და ყნოსვის დარღვევას. არ არსებობს პრეპარატები, რომელთა ეფექტურობა დადასტურებულია ფთორქინოლონებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ან ქმედუუნარობის გამომწვევი გვერდითი ეფექტების სიმპტომების სამკურნალოდ.

კუნთების კრთომა

კუნთების სპაზმები

ჰალუცინაციები

მაღალი არტერიული წნევა

შეშუპება (ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, პირის ღრუს, ყელის)

დაბალი არტერიული წნევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის ლაბორატორიული კვლევების, მაგ.: შარდოვანას და კრეატინინის მაჩვენებლების მატება)

ღვიძლის ანთება

პირის ღრუს ანთება

შუილი/ხმაური ყურებში

სიყვითლე (თვალის ან კანის გაყვითლება)

კანის მგრძნობელობის დარღვევა

უცნაური სიზმრები

ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა

ყლაპვის გართულება

სუნის შეგრძნების ცვლილება (მათ შორის ყნოსვის დაკარგვა)

წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა (უკავშირდება თავბრუსხვევას)

მეხსირების ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვა

სმენის დარღვევა, მათ შორის სიყრუე (ჩვეულებრივ შექცევადია)

სისხლში შარდმჟავას დონის მომატება

ემოციური არამდგრადობა

მეტყველების დარღვევა

გულის წასვლა

კუნთების სისუსტე

ძალიან იშვიათი (10,000-დან მაქსიმუმ 1 პაციენტში)

თეთრი და წითელი სისხლის უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)

სახსრების ანთება

გულის არათანაბარი რითმი

კანის მგრძნობელობის მომატება

თვითაღქმადობის შეცვლა (თავის თავთან განშორების შეგრძნება)

სისხლის შედედების გაძლიერება

კუნთების რიგიდულობა

სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების მნიშვნელოვნად შემცირება (აგრანულოციტოზი)

უცნობი (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების მიხედვით)

კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივების ან ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ (იხ. ასევე ნაწილი 2. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

მკვეთრად შემოსაზღვრული ერითემატოზული ლაქები ბუშტუკებით ან მათ გარეშე, რომლებიც ვლინდება მოქსიფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში და ხორცდება პოსტ-ანთებითი ნარჩენი ჰიპერპიგმენტაციით; ჩვეულებრივ მეორდება კანის ან ლორწოვანი გარსის იმავე ზონაში მოქსიფლოქსაცინის შემდგომი ზემოქმედების დროს.

აღინიშნა აორტის კედლის გაფართოებისა და შესუსტების ან აორტის კედლის გახეთქვის შემთხვევები (ანევრიზმები და განშრევება), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი, ასევე გულის სარქველების გაჟონვა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს (იხ. ასევე ნაწილი 2. “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

ქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მკურნალობისას ასევე ძალიან იშვიათად დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რაც ასევე შესაძლოა განვითარდეს მოქსირალის მიღების დროსაც:

ქალასშიდა წნევის მომატება (სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, მხედველობის პრობლემებს, მათ შორის მხედველობის დაბინდვას, ,,ბრმა’’ ლაქებს, მხედველობის გაორებას, მხედველობის დაკარგვას)

სისხლში ნატრიუმის დონის მატება

სისხლში კალციუმის დონის მატება

სისხლის წითელი უჯრედების დონის შემცირება (ჰემოლიზური ანემია)

  • მოქსირალის შენახვის პირობები

ტემპერატურის განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა არ არის საჭირო.

სინათლისაგან დაცვის მიზნით შეინახეთ თავისივე შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. {ვარგისობის ვადის აღსანიშნად გამოიყენება აბრევიატურა}.

ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მოქსირალი

აქტიური ნივთიერება არის მოქსიფლოქსაცინი.

თითო ტაბლეტი შეიცავს 400 მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალჩანაცვლებული, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

გარსი: ოპადრი II ნარინჯისფერი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 4000, ტალკი, ყვითელი საღებავი „მზის ჩასვლა” (E110).

როგორია მოქსირალი ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

მოქსირალი არის მოგრძო, ორმხრივ ამობურცული, ღია ნარინჯისფერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეზე ნაჭდევით, რომელიც არ არის განკუთვნილი ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მოთავსებულია ალუმინის ფოლგის მყარ, გაუმჭვირვალე ბლისტერებში.

ბლისტერში არის 5 ან 7 ტაბლეტი. ლითოგრაფიული წესით დამზადებულ კოლოფში მოთავსებულია 1 ბლისტერი (5 ან 7 ტაბლეტი) და პაციენტის საინფორმაციო ფურცელი.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი:

ალკალოიდ ად სკოპიე (ALKALOID AD Skopje)

ალექსანდრე მაკედონელის ბულვ.12,

1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

ტელ: +389 2 31 04 000

ფაქსი: +389 2 31 04 021

www. alkaloid.com.mk

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა