მორესერკი 24მგ
Moreserc® 24mg
- მოქმედი ნივთიერება
- ბეტაჰისტინი (betahistine)
- ფორმა და შეფუთვა
- 24მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Merkez Laboratuari Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
- ATC კოდი
- N07CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046473
- რეგისტრირებულია
- 13 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მორესერკი 24მგ — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის ან მორესერკის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ,
ექიმისგან თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (რომელსაც ეწოდება ფეოქრომოციტომა).
თუ ზემოთ მითითებულიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მორესერკის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენეთ მორესერკი სიფრთხილის ზომების დაცვით შემდეგ შემთხვევებში:
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ მითითებული მდგომარეობები გეხებათ:
თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭის წყლული
თუ გაქვთ ასთმა
თუ ნებისმიერი ეს გაფრთხილება გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
შესაძლოა, ექიმმა უფრო გულდასმით განახორციელოს თქვენი მონიტორინგი მორესერკით მკურნალობის პერიოდში.
მორესერკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მორესერკის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების მიღების გარეშე. თუმცა, მორესერკს შეუძლია გამოიწვიოს მსუბუქი დარღვევები კუჭის მხრივ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 4).
მორესერკის მიღებამ საკვებთან ერთად შეიძლება შეამციროს დარღვევები კუჭის მხრივ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
ანტიჰისტამინური საშუალეები - ამ პრეპარატებს თეორიულად შეუძლია შეამციროს მორესერკის მოქმედება. გარდა ამისა, მორესერკს შეუძლია შეამციროს ანტიჰისტამინური საშუალებების ეფექტიანობა.
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები) - გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. ეს შეიძლება იწვევდეს მორესერკის მოქმედების გაზრდას.
თუ ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), მორესერკის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ამჟამად ან წარსულში იღებდით ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ მიიღება მორესერკი ტაბლეტები
მითითება სათანადო გამოყენებასთან და დოზებთან დაკავშირებით/მიღების სიხშირე:
მიიღეთ მორესერკი თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი დააკორექტირებს თქვენი პრეპარატის დოზას გამოჯანმრთელების პროცესის მიხედვით.
გააგრძელეთ პრეპარატის მიღება. მოქმედების დაწყებას გარკვეული დრო სჭირდება.
მორესერკის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს ერთ 24 მგ ტაბლეტს ორჯერ დღეში.
თუ იღებთ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტს, თანაბრად გაანაწილედ ტაბლეტები დღის განმავლობაში. მაგალითად, მიიღეთ ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.
შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს ორგანიზმში პრეპარატის მუდმივ რაოდენობას. ასევე, პრეპარატის ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ, რომ გაგახსენდეთ პრეპარატის მიღება.
მიღების წესი და მეთოდი
მიიღეთ ტაბლეტები წყალთან ერთად
ტაბლეტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების მიღების გარეშე. თუმცა, მორესერკს შეუძლია გამოიწვიოს მსუბუქი დარღვევები კუჭის მხრივ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 4). მორესერკის მიღებამ საკვებთან ერთად შეიძლება შეამციროს დარღვევები კუჭის მხრივ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ვინაიდან არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მორესერკის ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ, ის არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
გამოყენება ხანდაზმულებში:
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფის პაციენტებში კლინიკური კვლევების მონაცემები შეზღუდულია, გამოყენების ფართო პოსტმარკეტინგული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფის პაციენტებში კლინიკური კვლევების მონაცემები არ არსებობს, რეგისტრაციის შემდგომი გამოცდილების შესაბამისად, როგორც ჩანს ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
თუ ფიქრობთ, რომ მორესერკის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ მორესერკის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ მორესერკის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ მორესერკის საჭიროზე მეტი დოზა, შეიძლება იგრძნოთ გულისრევა, ძილიანობა ან ტკივილი კუჭის არეში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ მორესერკის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მორესერკით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, არ შეწყვიტოთ მორესერკის გამოყენება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ცნობილი არ არის, ახდენს თუ არა მორესერკი გავლენას ნაყოფზე:
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, შეწყვიტეთ მორესერკის გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ხართ ორსულად, არ მიიღოთ მორესერკი, გარდა იმ შემთვევებისა, როდესაც ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს აუცილებელია.
მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ძუძუთი კვება

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა მორესერკი დედის რძეში.
მორესერკით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მოსალოდნელი არ არის, რომ მორესერკმა გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იმ დაავადებას, რომლის სამკურნალოდაც იღებთ მორესერკს (მენიერის დაავადება ან თავბრუსხვევა) შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა ან ღებინება, და გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მორესერკის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მორესერკი შეიცავს მანიტოლს, მაგრამ მის დოზასთან დაკავშირებით სიფრთხილის ზომების დაცვა საჭირო არ არის.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება მორესერკი?
- რას წარმოადგენს მორესერკი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება იგი
მორესერკი არის პერორალურად მისაღები, თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. ნაჭდევი განკუთვნილია ტაბლეტის მარტივად გადასაყლაპად, და არა მის გასაყოფად ორ თანაბარ ნაწილად.
მორესერკი შეიცავს ბეტაჰისტინს. ამ პრეპარატს ეწოდება ჰისტამინის ანალოგი. ის გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
თავბრუსხვევა (ვერტიგო)
ხმაური ყურებში (ტინიტუსი)
მენიერის დაავადებით გამოწვეული სმენის დაკარგვა
თავბრუსხვევა ვითარდება შუა ყურის არასათანადო ფუნქციონირების შემთხვევაში, რომელიც აკონტროლებს თქვენს ბალანს (რომელსაც ეწოდება “ვესტიბულური თავბრუსხვევა“).
პრეპარატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას შუა ყურში, რაც აქვეითებს მომატებულ წნევას.
- მორესერკის ტაბლეტების მიღებამდე:
მორესერკი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
საინფორმაციო ჩანართი პაციენტისათვის
მორესერკი 24 მგ
ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისთვის.
აქტიური სუბსტანცია: ერთი ტაბლეტი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: შეიცავს მიკროკრისტალურ ცელულოზას, მანიტოლს, უწყლო ლიმონმჟავას, კოლოიდურ უწყლო სილიციუმს, ჰიდროქსიპროპილცელულოზას და ტალკს.
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით სრულ ჩანართს.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს იღებს, ან შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს მორესერკი ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება იგი?
- მორესერკის მიღებამდე
- როგორ მიიღება მორესერკი?
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- როგორ ინახება მორესერკი?
- რას წარმოადგენს მორესერკი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება იგი
მორესერკი არის პერორალურად მისაღები, თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს. ნაჭდევი განკუთვნილია ტაბლეტის მარტივად გადასაყლაპად, და არა მის გასაყოფად ორ თანაბარ ნაწილად.
მორესერკი შეიცავს ბეტაჰისტინს. ამ პრეპარატს ეწოდება ჰისტამინის ანალოგი. ის გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
თავბრუსხვევა (ვერტიგო)
ხმაური ყურებში (ტინიტუსი)
მენიერის დაავადებით გამოწვეული სმენის დაკარგვა
თავბრუსხვევა ვითარდება შუა ყურის არასათანადო ფუნქციონირების შემთხვევაში, რომელიც აკონტროლებს თქვენს ბალანს (რომელსაც ეწოდება “ვესტიბულური თავბრუსხვევა“).
პრეპარატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას შუა ყურში, რაც აქვეითებს მომატებულ წნევას.
- მორესერკის ტაბლეტების მიღებამდე:
მორესერკი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.
არ მიიღოთ მორესერკი ტაბლეტები, თუ:
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის ან მორესერკის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ,
ექიმისგან თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (რომელსაც ეწოდება ფეოქრომოციტომა).
თუ ზემოთ მითითებულიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მორესერკის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოიყენეთ მორესერკი სიფრთხილის ზომების დაცვით შემდეგ შემთხვევებში:
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ქვემოთ მითითებული მდგომარეობები გეხებათ:
თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭის წყლული
თუ გაქვთ ასთმა
თუ ნებისმიერი ეს გაფრთხილება გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
შესაძლოა, ექიმმა უფრო გულდასმით განახორციელოს თქვენი მონიტორინგი მორესერკით მკურნალობის პერიოდში.
მორესერკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მორესერკის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების მიღების გარეშე. თუმცა, მორესერკს შეუძლია გამოიწვიოს მსუბუქი დარღვევები კუჭის მხრივ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 4).
მორესერკის მიღებამ საკვებთან ერთად შეიძლება შეამციროს დარღვევები კუჭის მხრივ.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ცნობილი არ არის, ახდენს თუ არა მორესერკი გავლენას ნაყოფზე:
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, შეწყვიტეთ მორესერკის გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
თუ ხართ ორსულად, არ მიიღოთ მორესერკი, გარდა იმ შემთვევებისა, როდესაც ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს აუცილებელია.
მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა მორესერკი დედის რძეში.
მორესერკით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მოსალოდნელი არ არის, რომ მორესერკმა გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იმ დაავადებას, რომლის სამკურნალოდაც იღებთ მორესერკს (მენიერის დაავადება ან თავბრუსხვევა) შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა ან ღებინება, და გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მორესერკის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მორესერკი შეიცავს მანიტოლს, მაგრამ მის დოზასთან დაკავშირებით სიფრთხილის ზომების დაცვა საჭირო არ არის.
გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
ანტიჰისტამინური საშუალეები - ამ პრეპარატებს თეორიულად შეუძლია შეამციროს მორესერკის მოქმედება. გარდა ამისა, მორესერკს შეუძლია შეამციროს ანტიჰისტამინური საშუალებების ეფექტიანობა.
მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები) - გამოიყენება დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. ეს შეიძლება იწვევდეს მორესერკის მოქმედების გაზრდას.
თუ ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), მორესერკის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ამჟამად ან წარსულში იღებდით ნებისმიერ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ მიიღება მორესერკი ტაბლეტები
მითითება სათანადო გამოყენებასთან და დოზებთან დაკავშირებით/მიღების სიხშირე:
მიიღეთ მორესერკი თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი დააკორექტირებს თქვენი პრეპარატის დოზას გამოჯანმრთელების პროცესის მიხედვით.
გააგრძელეთ პრეპარატის მიღება. მოქმედების დაწყებას გარკვეული დრო სჭირდება.
მორესერკის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს ერთ 24 მგ ტაბლეტს ორჯერ დღეში.
თუ იღებთ დღეში ერთ ტაბლეტზე მეტს, თანაბრად გაანაწილედ ტაბლეტები დღის განმავლობაში. მაგალითად, მიიღეთ ერთი ტაბლეტი დილით და ერთი ტაბლეტი საღამოს.
შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს ორგანიზმში პრეპარატის მუდმივ რაოდენობას. ასევე, პრეპარატის ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ, რომ გაგახსენდეთ პრეპარატის მიღება.
მიღების წესი და მეთოდი
მიიღეთ ტაბლეტები წყალთან ერთად
ტაბლეტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების მიღების გარეშე. თუმცა, მორესერკს შეუძლია გამოიწვიოს მსუბუქი დარღვევები კუჭის მხრივ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 4). მორესერკის მიღებამ საკვებთან ერთად შეიძლება შეამციროს დარღვევები კუჭის მხრივ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ვინაიდან არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მორესერკის ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ, ის არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
გამოყენება ხანდაზმულებში:
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფის პაციენტებში კლინიკური კვლევების მონაცემები შეზღუდულია, გამოყენების ფართო პოსტმარკეტინგული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფის პაციენტებში კლინიკური კვლევების მონაცემები არ არსებობს, რეგისტრაციის შემდგომი გამოცდილების შესაბამისად, როგორც ჩანს ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
თუ ფიქრობთ, რომ მორესერკის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ მორესერკის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ მორესერკის საჭიროზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ მორესერკის საჭიროზე მეტი დოზა, შეიძლება იგრძნოთ გულისრევა, ძილიანობა ან ტკივილი კუჭის არეში. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ მორესერკის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მორესერკით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში
იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, არ შეწყვიტოთ მორესერკის გამოყენება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მორესერკი ტაბლეტებსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
კვლევებში შემდეგი არასასურველი მოვლენები აღინიშნა შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (1/10); ხშირი (1/100-<1/10); არც ისე ხშირი (1/1000-<1/100); იშვიათი (1/10000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მორესერკით მკურნალობა და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
შემდეგი გვერდითი მოქმედების სიხშირე უცნობია:
ალერგიული რეაქციები. სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს:
სიწითლე ან ბუშტუკები კანზე, გამონაყარი ან კანის ქავილი ანთებით
სახის, ტუჩების, ენის ან კისრის შეშუპება
დაბალი არტერიული წნევა
ცნობიერების დაკარგვა
სუნთქვის გაძნელება.
ყველა ჩამოთვლილი გვერდითი მოქმედება ატარებს ძალიან სერიოზულ ხასიათს.
ამ გვერდითი მოქმედებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მორესერკის მიმართ. შეიძლება, დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დაკვირვება ან ჰოსპიტალიზაცია.
თუ შენიშნავთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, აცნობეთ თქვენს ექიმს:
ხშირი (აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)
გულისრევა
კუჭის აშლა (დისპეფსია)
თავის ტკივილი
სიხშირე უცნობია:
მსუბუქი დარღვევები კუჭის მხრივ, როგორიცაა ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი.
მორესერკის მიღება საკვებთან ერთად ხელს უწყობს კუჭის მხრივ პრობლემების შემცირებას.
ეს არის მორესერკის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.
თუ შენიშნეთ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით დაგვეხმარებით თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- როგორ ინახება მორესერკი
შეინახეთ მორესერკი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან და ტენისგან დაცვის მიზნით პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ მორესერკი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ მორესერკი, თუ შენიშნავთ პროდუქტის და/ან შეფუთვის ნებისმიერი სახის დაზიანებას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
HELBA İLAÇ İÇ ve DIŞ SANAYİ TİCARET ANONİM ŞİRKETİ
Çamlık Mahallesi Pamuk Sokak A Blok Apt. No:12-16/17
უმრანიე-სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: +90 (216) 365 41 47
ფაქსი: +90 (216) 365 41 48
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი
MERKEZ LABORATUARI İLAÇ SAN VE TİC. A.Ş.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.