პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

ბეტაჰისტინი ნორმონი 24მგ ტაბლეტები

Betahistina Normon 24mg comprimidos

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ ტაბლეტები მიეკუთვნება თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს: ვერტიგოს საწინააღმდეგო მედიკამენტები და მათი აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბეტაჰისტინი (betahistine)
ფორმა და შეფუთვა
24მგ ტაბლეტი №60
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
ATC კოდი
N07CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-041696
რეგისტრირებულია
25 ივლისი 2024, მოქმედებს 25 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბეტაჰისტინი ნორმონი 24მგ ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ბეტაჰისტინი ნორმონი 24მგ ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ ტაბლეტები მიეკუთვნება თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს: ვერტიგოს საწინააღმდეგო მედიკამენტები და მათი აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ ტაბლეტები გამოიყენება მენიერის დაავადების სამკურნალოდ, დაავადება რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ვერტიგო (გულისრევითა და ღებინებით), სმენის დაკარგვა და ხმაურის შეგრძნება ყურებში (ტინიტუსი).

მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა ჰისტამინის ანალოგი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის დინებას შიდა ყურში, შედეგად ქვეითდება წნევა. შიდა ყური ერთ-ერთი ორგანოა, რომელიც განაპირობებს წონასწორობის შეგრძნებას.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

დოზა ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებულია მკურნალობის მიმართ პასუხზე.

საწყისი რეკომენდებული დოზაა 24 მგ ერთხელ დღეში.

მაქსიმალური დღიური დოზა: დოზა შეიძლება გაიზარდოს 24 მგ-მდე ორჯერ დღეში (48 მგ იყოფა ორ მიღებად).

შემანარჩუნებელი დოზა: განისაზღვრება მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით, სანამ არ მიიღწევა მინიმალური ეფექტური დოზა.

უმჯობესია ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად.

მედიკამენტს სჭირდება დაახლოებით ორი კვირა ეფექტის გამოსავლენად.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

მედიკამენტი არ გამოიყენება ბაშვებსა და მოზარდებში, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები: გულისრევა, ძილიანობა, მუცლის ტკივილი.

შეიძლება ასევე განვითარდეს გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია), დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), სუნთქვის გაძნელება მოხრჩობის შეგრნებით (ბრონქოსპაზმი), სითხის დაგროვება ქსოვილებში (შეშუპება). გულყრები შეიძლება განვითარდეს მაღალი დოზების მიღების შემდეგ. სიმპტომური მკურნალობა რეკომენდებულია, რადგან არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის გამოტოვებისას საჭიროა შემდეგი დოზის მიღებამდე მოცდა და შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ით მკურნალობის შეწყვეტა

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას არ დადგება მოსალოდნელი სასურველი შედეგი.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების ბეტაჰისტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელზედა ჯირკვლის კიბო, ფეოქრომოციტომა.

სიფრთხილის ზომები

ბეტაჰისტინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა კუჭის წყლული;

თუ პაციენტს აღენიშნება კვანძოვანი გამონაყარი და ძლიერი ქავილი (ჭინჭრის ციება), გამონაყარი კანზე (ეგზანთემა) ან თივის ცხელება.

მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა პაციენტების ყურადღებითი მონიტორინგი ექიმის მიერ.

ბავშვები და მოზარდები

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არასაკმარისი მონაცემების გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

ამ მედიკამენტის მიღებამ სხვა ანტიალერგიულ მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა ანტიჰისტამინები (განსაკუთრებით, H1 ანტაგონისტები), შეიძლება დააქვეითოს ორივე პრეპარატის ეფექტურობა.

სიფრთხილეა საჭირო ბეტაჰისტინის და მაო ინჰიბიტორების (განსაკუთრებით, მაო-B ინჰიბიტორების, როგორიცა სელეგილინი) მიღებისას, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ბეტაჰისტინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა.

ამ მედიკამენტის მიღებამ მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებთან (მაოი) (გამოიყენება პარკინსონის მკურნალობის დროს) ერთად, შეიძლება გაზარდოს ბეტაჰისტინის ეფექტი.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

რეკომენდებულია ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ კუჭის ჩივილების თავიდან ასაცილებლად.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

არ არის ცნობილი მედიკამენტი გავლენას ახდენს თუ არა ნაყოფზე, ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს, თუ ექიმი არ ჩათვლის მას საჭიროდ.

არ არის ცნობილი, მედიკამენტი აღწევს თუ არა დედის რძეში, ამიტომ ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ არ უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების დროს.

არ არის საკმარისი მონაცემები ამ მედიკამენტის გავლენის შესახებ რეპროდუქციულ უნარზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ ნაჩვენებია მენიერის დაავადების დროს. ამ დაავადებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. კლინიკურ კვლევებში, რომლებიც სპეციალურად ჩატარდა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების უნარის გამოსაკვლევად, ბეტაჰისტინს არ ჰქონდა ეფექტი ან უმნიშვნელო ეფექტი ჰქონდა.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ბეტაჰისტინით მკურნალობის დროს:

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.

წითელი გამონაყარი კანზე, კანის ანთება ან ქავილი.

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ხშირი შესაძლო გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თავის ტკივილი, ძილიანობა, გულისრევა, დისპეფსია, კუჭის სუსტი პრობლემები, როგორიცაა ღებინება, კუჭის ტკივილი და შეშუპება.

ბეტაჰისტინის მიღებამ ჭამის დროს შეიძლება შეამციროს კუჭის პრობლემები.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, გულისცემის აჩქარება (გულის ფრიალი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინი, ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის სახით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინს ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის სახით.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, კროსპოვიდონი და სტეარის მჟავა.

ბეტაჰისტინი ნორმონის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, წაკვეთილი კიდეებით და ცალ მხარეზე გამყოფი ხაზით.

შეფუთვა შეიცავს 60 ტაბლეტს ალუმინი/ალუმინი-პოლიამიდი-პვქ ბლისტერებზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2019 წლის ივლისი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°C ტემპერტურის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ ტაბლეტები

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაავადების არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის მიღებამდე;

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობ და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ და მისი გამოყენება

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ ტაბლეტები მიეკუთვნება თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს: ვერტიგოს საწინააღმდეგო მედიკამენტები და მათი აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ ტაბლეტები გამოიყენება მენიერის დაავადების სამკურნალოდ, დაავადება რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ვერტიგო (გულისრევითა და ღებინებით), სმენის დაკარგვა და ხმაურის შეგრძნება ყურებში (ტინიტუსი).

მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა ჰისტამინის ანალოგი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის დინებას შიდა ყურში, შედეგად ქვეითდება წნევა. შიდა ყური ერთ-ერთი ორგანოა, რომელიც განაპირობებს წონასწორობის შეგრძნებას.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის მიღებამდე

დაუშვებელია ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების ბეტაჰისტინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელზედა ჯირკვლის კიბო, ფეოქრომოციტომა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბეტაჰისტინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა კუჭის წყლული;

თუ პაციენტს აღენიშნება კვანძოვანი გამონაყარი და ძლიერი ქავილი (ჭინჭრის ციება), გამონაყარი კანზე (ეგზანთემა) ან თივის ცხელება.

მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა პაციენტების ყურადღებითი მონიტორინგი ექიმის მიერ.

ბავშვები და მოზარდები

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არასაკმარისი მონაცემების გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში.

სხვა მედიკამენტები და ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

ამ მედიკამენტის მიღებამ სხვა ანტიალერგიულ მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა ანტიჰისტამინები (განსაკუთრებით, H1 ანტაგონისტები), შეიძლება დააქვეითოს ორივე პრეპარატის ეფექტურობა.

სიფრთხილეა საჭირო ბეტაჰისტინის და მაო ინჰიბიტორების (განსაკუთრებით, მაო-B ინჰიბიტორების, როგორიცა სელეგილინი) მიღებისას, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ბეტაჰისტინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა.

ამ მედიკამენტის მიღებამ მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებთან (მაოი) (გამოიყენება პარკინსონის მკურნალობის დროს) ერთად, შეიძლება გაზარდოს ბეტაჰისტინის ეფექტი.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

რეკომენდებულია ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ კუჭის ჩივილების თავიდან ასაცილებლად.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

არ არის ცნობილი მედიკამენტი გავლენას ახდენს თუ არა ნაყოფზე, ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს, თუ ექიმი არ ჩათვლის მას საჭიროდ.

არ არის ცნობილი, მედიკამენტი აღწევს თუ არა დედის რძეში, ამიტომ ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ არ უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების დროს.

არ არის საკმარისი მონაცემები ამ მედიკამენტის გავლენის შესახებ რეპროდუქციულ უნარზე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ ნაჩვენებია მენიერის დაავადების დროს. ამ დაავადებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. კლინიკურ კვლევებში, რომლებიც სპეციალურად ჩატარდა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების უნარის გამოსაკვლევად, ბეტაჰისტინს არ ჰქონდა ეფექტი ან უმნიშვნელო ეფექტი ჰქონდა.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

დოზა ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებულია მკურნალობის მიმართ პასუხზე.

საწყისი რეკომენდებული დოზაა 24 მგ ერთხელ დღეში.

მაქსიმალური დღიური დოზა: დოზა შეიძლება გაიზარდოს 24 მგ-მდე ორჯერ დღეში (48 მგ იყოფა ორ მიღებად).

შემანარჩუნებელი დოზა: განისაზღვრება მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით, სანამ არ მიიღწევა მინიმალური ეფექტური დოზა.

უმჯობესია ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად.

მედიკამენტს სჭირდება დაახლოებით ორი კვირა ეფექტის გამოსავლენად.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

მედიკამენტი არ გამოიყენება ბაშვებსა და მოზარდებში, რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები: გულისრევა, ძილიანობა, მუცლის ტკივილი.

შეიძლება ასევე განვითარდეს გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია), დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), სუნთქვის გაძნელება მოხრჩობის შეგრნებით (ბრონქოსპაზმი), სითხის დაგროვება ქსოვილებში (შეშუპება). გულყრები შეიძლება განვითარდეს მაღალი დოზების მიღების შემდეგ. სიმპტომური მკურნალობა რეკომენდებულია, რადგან არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის გამოტოვებისას საჭიროა შემდეგი დოზის მიღებამდე მოცდა და შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ით მკურნალობის შეწყვეტა

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას არ დადგება მოსალოდნელი სასურველი შედეგი.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ბეტაჰისტინით მკურნალობის დროს:

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.

წითელი გამონაყარი კანზე, კანის ანთება ან ქავილი.

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ხშირი შესაძლო გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თავის ტკივილი, ძილიანობა, გულისრევა, დისპეფსია, კუჭის სუსტი პრობლემები, როგორიცაა ღებინება, კუჭის ტკივილი და შეშუპება.

ბეტაჰისტინის მიღებამ ჭამის დროს შეიძლება შეამციროს კუჭის პრობლემები.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, გულისცემის აჩქარება (გულის ფრიალი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ-ის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°C ტემპერტურის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ

აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინი, ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის სახით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 24 მგ ბეტაჰისტინს ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდის სახით.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, კროსპოვიდონი და სტეარის მჟავა.

ბეტაჰისტინი ნორმონის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ბეტაჰისტინი ნორმონი 24 მგ ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, წაკვეთილი კიდეებით და ცალ მხარეზე გამყოფი ხაზით.

შეფუთვა შეიცავს 60 ტაბლეტს ალუმინი/ალუმინი-პოლიამიდი-პვქ ბლისტერებზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2019 წლის ივლისი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა