პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

ბეტაჰისტინი ნორმონი 16 მგ ტაბლეტები EFG

Betahistina NORMON 16 mg comprimidos EFG

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ბეტაჰისტინი ნორმონი მიეკუთვნება ვერტიგოს თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს და მისი აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბეტაჰისტინი (betahistine)
ფორმა და შეფუთვა
16მგ ტაბლეტი №30
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A, ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები
ATC კოდი
N07CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044462
რეგისტრირებულია
12 დეკემბერი 2025, მოქმედებს 12 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაბეტაჰისტინი ნორმონი 16 მგ ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ბეტაჰისტინი ნორმონი 16 მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბეტაჰისტინი ნორმონი მიეკუთვნება ვერტიგოს თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს და მისი აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი.

ბეტაჰისტინი ნორმონი გამოიყენება მენიერის სინდრომის სამკურნალოდ, დაავადება რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ვერტიგო (გულისრევითა და ღებინებით), სმენის დაკარგვა და ხმაურის შეგრძნება ყურებში (ტინიტუსი).

მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა ჰისტამინის ანალოგი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის დინებას შიდა ყურში, შედეგად ქვეითდება წნევა. შიდა ყური ერთ-ერთი ორგანოა, რომელიც განაპირობებს წონასწორობის შეგრძნებას.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ექიმი მოახდენს დოზის კორექციას მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით: საწყისი დოზიდან 16 მგ ტაბლეტის ნახევარი სამჯერ დღეში 16 მგ ერთ ტაბლეტამდე სამჯერ დღეში (მაქსიმალური დოზა). შემანარჩუნებელი დოზა კორექტირებული იქნება მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით, მინიმალური ეფექტიანი დოზა არის 16 მგ ნახევარი ტაბლეტი სამჯერ დღეში.

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს წყლის მიყოლებით. 16 მგ ტაბლეტებს აქვს გამყოფი ხაზი, რისი საშუალებითაც მათი გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად, რაც აადვილებს ნახევარი დოზის (8 მგ) მიღებას საჭიროების შემთხვევაში.

ზოგიერთ შემთხვევაში გაუმჯობესება შესამჩნევი არ ხდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირამდე. ოპტიმალური შედეგი მიიღწევა მკურნალობის რამდენიმე თვის შემდეგ.

ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, საკვების გარეშე მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს კუჭის სუსტი პრობლემები (ჩამონათვალი იხ. მე-4 პარაგრაფში). ტაბლეტების საკვებთან ერთად მიღება ამცირებს კუჭის პრობლემებს.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ბეტაჰისტინი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბაშვებსა და მოზარდებში, მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო,

ბეტაჰისტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს დოზის გადაჭარბების შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ძილიანობა, მუცლის ტკივილი. შეიძლება ასევე განვითარდეს გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია), დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), ქოშინი მოხრჩობის შეგრნებით (ბრონქოსპაზმი), სითხის დაგროვება ქსოვილებში (შეშუპება). გულყრები შეიძლება განვითარდეს მაღალი დოზების მიღების შემდეგ. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა, რადგან არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.

ბეტაჰისტინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ერთი დოზის გამოტოვებისას საჭიროა შემდეგი დოზის მიღებამდე მოცდა და შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ.

ბეტაჰისტინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

ბეტაჰისტინის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას არ დადგება მოსალოდნელი სასურველი შედეგი.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელზედა ჯირკვლის კიბო – ფეოქრომოციტომა.

სიფრთხილის ზომები

ბეტაჰისტინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა კუჭის წყლული;

თუ პაციენტს აღენიშნება კვანძოვანი გამონაყარი და ძლიერი ქავილი (ჭინჭრის ციება), გამონაყარი კანზე (ეგზანთემა) ან თივის ცხელება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

ბეტაჰისტინი ნორმონის მიღებამ სხვა ანტიალერგიულ მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა ანტიჰისტამინები (განსაკუთრებით, H1 ანტაგონისტები), შეიძლება დააქვეითოს ორივე პრეპარატის ეფექტურობა.

ბეტაჰისტინი ნორმონის მიღებამ მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებთან (მაოი) (გამოიყენება პარკინსონის მკურნალობის დროს) ერთად, შეიძლება გააძლიეროს ბეტაჰისტინი ნორმონის ეფექტი.

ბეტაჰისტინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

რეკომენდებულია ბეტაჰისტინი ნორმონის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ კუჭის ჩივილების თავიდან ასაცილებლად.

ბავშვები და მოზარდები

ბეტაჰისტინი ნორმონი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოცდილების არარსებობის გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

არ არის ცნობილი მედიკამენტი გავლენას ახდენს თუ არა ნაყოფზე, ამიტომ ბეტაჰისტინი ნორმონი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ექიმი არ ჩათვლის მას საჭიროდ.

არ არის ცნობილი, მედიკამენტი აღწევს თუ არა დედის რძეში, ამიტომ ბეტაჰისტინი ნორმონი არ უნდა იქნეს მიღებული ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბეტაჰისტინი ნაჩვენებია მენიერის დაავადების დროს. ამ დაავადებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. კლინიკურ კვლევებში, რომლებიც სპეციალურად ჩატარდა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების უნარის გამოსაკვლევად, ბეტაჰისტინს არ ჰქონდა ეფექტი ან უმნიშვნელო ეფექტი ჰქონდა.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

კლინიკურ კვლევებში განვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: გულისრევა და დისპეფსია (დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში ბოყინის შეგრძნებით).

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკვიილი

წამლის ლიცენზირების შემდეგ და სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია:

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მაგ.: ანაფილაქსია

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

სუსტი ჩივილები კუჭის მხრივ (როგორიცაა; ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტკივილი, ბოყინი და მუცლის შებერილობა). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იხსნება დოზის მიღებით ჭამის დროს ან დოზის შემცირებით.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

კანისა და კანქვეშა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, კერძოდ; ანგიონევროზული შეშუპება (კანისა და ლორწოვანი გარსების შესივება, განსაკუთრებით, სახის, პირის, ენისა და ხელების), ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი (პრურიტუსი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: HYPERLINK "http://www.noificaram.es"www.noificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 16 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი (E-421), მიკროკრისტალური ცელულოზა, ლიმონმჟავა, დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი და მაკროგოლი 6000.

ბეტაჰისტინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ბეტაჰისტინი ნორმონი 16 მგ ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, გამყოფი ხაზით და აღნიშვნით.

თითეოული შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

სხვა გამოშვები ფორმები

ბეტაჰისტინი ნორმონი 8 მგ ტაბლეტები

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის ივნისი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი არასაჭირო კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ბეტაჰისტინი ნორმონი 16 მგ ტაბლეტები

ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ბეტაჰისტინი ნორმონი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბეტაჰისტინი ნორმონის მიღებამდე;

ბეტაჰისტინი ნორმონის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ბეტაჰისტინი ნორმონის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ბეტაჰისტინი ნორმონი და მისი გამოყენება

ბეტაჰისტინი ნორმონი მიეკუთვნება ვერტიგოს თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს და მისი აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი.

ბეტაჰისტინი ნორმონი გამოიყენება მენიერის სინდრომის სამკურნალოდ, დაავადება რომელიც ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ვერტიგო (გულისრევითა და ღებინებით), სმენის დაკარგვა და ხმაურის შეგრძნება ყურებში (ტინიტუსი).

მედიკამენტის აქტიური ნივთიერებაა ჰისტამინის ანალოგი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის დინებას შიდა ყურში, შედეგად ქვეითდება წნევა. შიდა ყური ერთ-ერთი ორგანოა, რომელიც განაპირობებს წონასწორობის შეგრძნებას.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბეტაჰისტინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ბეტაჰისტინი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელზედა ჯირკვლის კიბო – ფეოქრომოციტომა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბეტაჰისტინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა კუჭის წყლული;

თუ პაციენტს აღენიშნება კვანძოვანი გამონაყარი და ძლიერი ქავილი (ჭინჭრის ციება), გამონაყარი კანზე (ეგზანთემა) ან თივის ცხელება.

სხვა მედიკამენტები და ბეტაჰისტინი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

ბეტაჰისტინი ნორმონის მიღებამ სხვა ანტიალერგიულ მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა ანტიჰისტამინები (განსაკუთრებით, H1 ანტაგონისტები), შეიძლება დააქვეითოს ორივე პრეპარატის ეფექტურობა.

ბეტაჰისტინი ნორმონის მიღებამ მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებთან (მაოი) (გამოიყენება პარკინსონის მკურნალობის დროს) ერთად, შეიძლება გააძლიეროს ბეტაჰისტინი ნორმონის ეფექტი.

ბეტაჰისტინი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

რეკომენდებულია ბეტაჰისტინი ნორმონის მიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ კუჭის ჩივილების თავიდან ასაცილებლად.

ბავშვები და მოზარდები

ბეტაჰისტინი ნორმონი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოცდილების არარსებობის გამო.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ორსულობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

არ არის ცნობილი მედიკამენტი გავლენას ახდენს თუ არა ნაყოფზე, ამიტომ ბეტაჰისტინი ნორმონი არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ექიმი არ ჩათვლის მას საჭიროდ.

არ არის ცნობილი, მედიკამენტი აღწევს თუ არა დედის რძეში, ამიტომ ბეტაჰისტინი ნორმონი არ უნდა იქნეს მიღებული ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ბეტაჰისტინი ნაჩვენებია მენიერის დაავადების დროს. ამ დაავადებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. კლინიკურ კვლევებში, რომლებიც სპეციალურად ჩატარდა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების უნარის გამოსაკვლევად, ბეტაჰისტინს არ ჰქონდა ეფექტი ან უმნიშვნელო ეფექტი ჰქონდა.

ბეტაჰისტინი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ექიმი მოახდენს დოზის კორექციას მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით: საწყისი დოზიდან 16 მგ ტაბლეტის ნახევარი სამჯერ დღეში 16 მგ ერთ ტაბლეტამდე სამჯერ დღეში (მაქსიმალური დოზა). შემანარჩუნებელი დოზა კორექტირებული იქნება მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით, მინიმალური ეფექტიანი დოზა არის 16 მგ ნახევარი ტაბლეტი სამჯერ დღეში.

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს წყლის მიყოლებით. 16 მგ ტაბლეტებს აქვს გამყოფი ხაზი, რისი საშუალებითაც მათი გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად, რაც აადვილებს ნახევარი დოზის (8 მგ) მიღებას საჭიროების შემთხვევაში.

ზოგიერთ შემთხვევაში გაუმჯობესება შესამჩნევი არ ხდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირამდე. ოპტიმალური შედეგი მიიღწევა მკურნალობის რამდენიმე თვის შემდეგ.

ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან საკვებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, საკვების გარეშე მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს კუჭის სუსტი პრობლემები (ჩამონათვალი იხ. მე-4 პარაგრაფში). ტაბლეტების საკვებთან ერთად მიღება ამცირებს კუჭის პრობლემებს.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ბეტაჰისტინი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბაშვებსა და მოზარდებში, მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო,

ბეტაჰისტინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ესპანეთის ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს დოზის გადაჭარბების შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ძილიანობა, მუცლის ტკივილი. შეიძლება ასევე განვითარდეს გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია), დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია), ქოშინი მოხრჩობის შეგრნებით (ბრონქოსპაზმი), სითხის დაგროვება ქსოვილებში (შეშუპება). გულყრები შეიძლება განვითარდეს მაღალი დოზების მიღების შემდეგ. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა, რადგან არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.

ბეტაჰისტინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ერთი დოზის გამოტოვებისას საჭიროა შემდეგი დოზის მიღებამდე მოცდა და შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ.

ბეტაჰისტინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

ბეტაჰისტინის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას არ დადგება მოსალოდნელი სასურველი შედეგი.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სიხშირე კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე

კლინიკურ კვლევებში განვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: გულისრევა და დისპეფსია (დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში ბოყინის შეგრძნებით).

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკვიილი

წამლის ლიცენზირების შემდეგ და სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე უცნობია:

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მაგ.: ანაფილაქსია

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

სუსტი ჩივილები კუჭის მხრივ (როგორიცაა; ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტკივილი, ბოყინი და მუცლის შებერილობა). ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იხსნება დოზის მიღებით ჭამის დროს ან დოზის შემცირებით.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

კანისა და კანქვეშა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, კერძოდ; ანგიონევროზული შეშუპება (კანისა და ლორწოვანი გარსების შესივება, განსაკუთრებით, სახის, პირის, ენისა და ხელების), ჭინჭრის ციება, გამონაყარი და ქავილი (პრურიტუსი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: HYPERLINK "http://www.noificaram.es"www.noificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ბეტაჰისტინი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი არასაჭირო კონტეინერის და პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბეტაჰისტინი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 16 მგ ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი (E-421), მიკროკრისტალური ცელულოზა, ლიმონმჟავა, დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი და მაკროგოლი 6000.

ბეტაჰისტინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ბეტაჰისტინი ნორმონი 16 მგ ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, გამყოფი ხაზით და აღნიშვნით.

თითეოული შეფუთვა შეიცავს 30 ტაბლეტს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

LABORATORIOS NORMON S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6 - 28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

სხვა გამოშვები ფორმები

ბეტაჰისტინი ნორმონი 8 მგ ტაბლეტები

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის ივნისი

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა