მეტიგასტი
METIGAST
METİGAST დამზადებულია ღია ყვითელი მოყვითალო ფერის ოვალური რბილი კაფსულების სახით, რომელიც შეიცავს ნახევრად გამჭვირვალე, მონაცრისფრო ფერის ბლანტ ხსნარს. თითოეული კოლოფში 20 ან 40 რბილი კაფსულა არის მოცემული. METİGAST აქტიური ნივთიერების სახით 140 მგ სიმეთიკონს შეიცავს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სიმეტიკონი (simeticone)
- ფორმა და შეფუთვა
- 140მგ რბილი კაფსულა №40
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A03AX13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0410
- რეგისტრირებულია
- 8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
მეტიგასტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
METİGAST დამზადებულია ღია ყვითელი მოყვითალო ფერის ოვალური რბილი კაფსულების სახით, რომელიც შეიცავს ნახევრად გამჭვირვალე, მონაცრისფრო ფერის ბლანტ ხსნარს. თითოეული კოლოფში 20 ან 40 რბილი კაფსულა არის მოცემული.
METİGAST აქტიური ნივთიერების სახით 140 მგ სიმეთიკონს შეიცავს.
METİGAST არის აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატო, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჭარბი აირებით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად.
METİGAST გამოიყენება როგორც მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება აირების, შებერილობის, მუცლის დაჭიმულობის და ნაწლავის აირებთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების შესამსუბუქებლად.
METİGAST-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
METİGAST არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) სიმეთიკონის ან METİGAST-ში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.
METİGAST-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
თუ თქვენი სიმპტომები გაგრძელდება 14 დღეზე მეტ ხანს ან გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
METİGAST-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად
METİGAST-ს არ აქვს ცნობილი ურთიერთქმედება საკვებთან ან სასმელთან.
მიღების წესი და დოზირება
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
METİGAST უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ დოზებში, თუ სხვა სახით არ არის რეკომენდაცირებული ექიმის მიერ:
კუჭ-ნაწლავში აირებთან დაკავშირებული სიმპტომების დროს:
ასაკი
ერთი დოზა
ჯამური სადღეღამისო დოზა
მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში
METİGAST-ის 1-2 რბილი კაფსულა (140 მგ - 280 მგ სიმეთიკონი)
METİGAST-ის 3 რბილი კაფსულა
(420 მგ სიმეთიკონი)
მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ანტაციდებთან ერთად 2 გ-მდე დოზით, რეკომენდებულია დღიური დოზა ექიმის რჩევის გარეშე 500 მგ-ს არ აღემატებოდეს.
მიღების გზა და მეთოდი:
METİGAST მიიღება პერორალურად.
METİGAST-ის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან მის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში მისი მიღება ძილის წინაც შეიძლება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
მიღება ბავშვებში:
14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში METİGAST-ის გამოყენება არ შეიძლება. სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის იხილეთ განყოფილება „მიღების გზა და მეთოდი“.
მიღება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
სპეციალური მიღების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები დოზის კორექცია არ არის საჭირო.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ METİGAST-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი METİGAST მიიღეთ:
თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი METİGAST ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ METİGAST-ის მიღება:
თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღოთ და შემდეგ გააგრძელეთ მედიკამენტის ჩვეულებრივ მიღება.
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
METİGAST-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ METİGAST-ით მკურნალობა. მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს METİGAST-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ METİGAST-ის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების შეშუპება ან პირისა და ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას.
ყველა მათგანი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ თქვენთან რომელიმე მათგანი გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ METİGAST-ის მიმართ სერიოზული ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) გაქვთ. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან თქვენი ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათად ვლინდება.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
გენერალიზებული გამონაყარი კანზე
ყველა მათგანი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად ვლინდება.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, აცნობეთ ექიმს:
თავის ტკივილი
დიარეა
გულისრევა
ღებინება
კუჭის ტკივილი
გამონადენი ცხვირიდან
ესენი METİGAST-ის სუსტი გვერითი მოვლენებია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის ცნობილი ორსულობის დროს METİGAST-ის გამოყენება საზიანოა თუ არა. თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, თქვენი ექიმი ყურადღებით შეაფასებს სიტუაციას და გადაწყვეტს გამოიყენებთ თუ არა METİGAST-ს.
მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

თქვენი ექიმი გადაწყვეტს გამოიყენებთ თუ არა METİGAST-ს ძუძუთი კვების დროს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა
არ ჩატარებულა კვლევები METİGAST-ის ზემოქმედებაზე სატრანსპორტო საშუალებისა და დანადგარების მართვის უნარზე. საშიში დანადგარები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებები, არ უნდა გამოიყენოთ მანამ, სანამ არ იქნებით საკმარისად დარწმუნებული, რომ METİGAST უარყოფითად არ იმოქმედებს თქვენზე.
METİGAST-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
METİGAST დამხმარე ნივთიერების სახით მზის ჩასვლის ყვითელს (E110) შეიცავს. შეიძლება ალერგიული რექციები გამოიწვიოს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ლევოთიროქსინის შემცველ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ.
არ არის რეკომენდებული METİGAST-ის მიცემა ნაწლავის დამარბილებლებთან ერთად, როგორიცაა პარაფინი, რადგან მათი ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შეინახოთ METİGAST?
შეინახეთ METİGAST ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.
არ მიიღოთ METİGAST შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ METİGAST, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
World Medicine İlaç San. ve Tic. A. Ş. (სს. „ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე თიჯ.“)
ბაღჯილარ/სტამბული
წარმოების ადგილი:

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 14/03/2018 წელს იქნა დადასტურებული.
PM.0009338
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
World Medicine
METİGAST 140 მგ რბილი კაფსულა
გამოყენების ინსტრუქცია
METİGAST 140 მგ რბილი კაფსულა
მიიღება პერორალურად (პირით).
აქტიური ნივთიერება: თითოეული კაფსულა 140 მგ სიმეთიკონს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი (მსხვილფეხა საქონლის წარმოშობის), გლიცეროლი, ქინოლინის ყვითელი (E104) და მზის ჩასვლის ყვითელი FD&C (E110)
გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.
აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
რა არის METİGAST და რისთვის გამოიყენება?
METİGAST-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
როგორ უნდა მიიღოთ METİGAST?
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
როგორ შეინახოთ METİGAST?
რა არის METİGAST და რისთვის გამოიყენება?
METİGAST დამზადებულია ღია ყვითელი მოყვითალო ფერის ოვალური რბილი კაფსულების სახით, რომელიც შეიცავს ნახევრად გამჭვირვალე, მონაცრისფრო ფერის ბლანტ ხსნარს. თითოეული კოლოფში 20 ან 40 რბილი კაფსულა არის მოცემული.
METİGAST აქტიური ნივთიერების სახით 140 მგ სიმეთიკონს შეიცავს.
METİGAST არის აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატო, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჭარბი აირებით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად.
METİGAST გამოიყენება როგორც მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება აირების, შებერილობის, მუცლის დაჭიმულობის და ნაწლავის აირებთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების შესამსუბუქებლად.
METİGAST-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
METİGAST არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) სიმეთიკონის ან METİGAST-ში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.
METİGAST-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:
თუ თქვენი სიმპტომები გაგრძელდება 14 დღეზე მეტ ხანს ან გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
METİGAST-ის მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად
METİGAST-ს არ აქვს ცნობილი ურთიერთქმედება საკვებთან ან სასმელთან.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ არის ცნობილი ორსულობის დროს METİGAST-ის გამოყენება საზიანოა თუ არა. თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, თქვენი ექიმი ყურადღებით შეაფასებს სიტუაციას და გადაწყვეტს გამოიყენებთ თუ არა METİGAST-ს.
მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს გამოიყენებთ თუ არა METİGAST-ს ძუძუთი კვების დროს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა
არ ჩატარებულა კვლევები METİGAST-ის ზემოქმედებაზე სატრანსპორტო საშუალებისა და დანადგარების მართვის უნარზე. საშიში დანადგარები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებები, არ უნდა გამოიყენოთ მანამ, სანამ არ იქნებით საკმარისად დარწმუნებული, რომ METİGAST უარყოფითად არ იმოქმედებს თქვენზე.
METİGAST-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
METİGAST დამხმარე ნივთიერების სახით მზის ჩასვლის ყვითელს (E110) შეიცავს. შეიძლება ალერგიული რექციები გამოიწვიოს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ლევოთიროქსინის შემცველ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ.
არ არის რეკომენდებული METİGAST-ის მიცემა ნაწლავის დამარბილებლებთან ერთად, როგორიცაა პარაფინი, რადგან მათი ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა მიიღოთ METİGAST?
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:
METİGAST უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ დოზებში, თუ სხვა სახით არ არის რეკომენდაცირებული ექიმის მიერ:
კუჭ-ნაწლავში აირებთან დაკავშირებული სიმპტომების დროს:
ასაკი
ერთი დოზა
ჯამური სადღეღამისო დოზა
მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში
METİGAST-ის 1-2 რბილი კაფსულა (140 მგ - 280 მგ სიმეთიკონი)
METİGAST-ის 3 რბილი კაფსულა
(420 მგ სიმეთიკონი)
მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ანტაციდებთან ერთად 2 გ-მდე დოზით, რეკომენდებულია დღიური დოზა ექიმის რჩევის გარეშე 500 მგ-ს არ აღემატებოდეს.
მიღების გზა და მეთოდი:
METİGAST მიიღება პერორალურად.
METİGAST-ის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან მის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში მისი მიღება ძილის წინაც შეიძლება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
მიღება ბავშვებში:
14 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში METİGAST-ის გამოყენება არ შეიძლება. სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის იხილეთ განყოფილება „მიღების გზა და მეთოდი“.
მიღება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
სპეციალური მიღების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები დოზის კორექცია არ არის საჭირო.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ METİGAST-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტი METİGAST მიიღეთ:
თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი METİGAST ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ METİGAST-ის მიღება:
თუ გამოტოვებთ დოზას, მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზა აღარ მიიღოთ და შემდეგ გააგრძელეთ მედიკამენტის ჩვეულებრივ მიღება.
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
METİGAST-ით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ METİGAST-ით მკურნალობა. მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს METİGAST-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ METİGAST-ის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების შეშუპება ან პირისა და ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას.
ყველა მათგანი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ თქვენთან რომელიმე მათგანი გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ METİGAST-ის მიმართ სერიოზული ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) გაქვთ. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან თქვენი ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათად ვლინდება.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
გენერალიზებული გამონაყარი კანზე
ყველა მათგანი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად ვლინდება.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, აცნობეთ ექიმს:
თავის ტკივილი
დიარეა
გულისრევა
ღებინება
კუჭის ტკივილი
გამონადენი ცხვირიდან
ესენი METİGAST-ის სუსტი გვერითი მოვლენებია.
გვერდითი მოვლენების აღრიცხვა
მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ შეინახოთ METİGAST?
შეინახეთ METİGAST ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.
არ მიიღოთ METİGAST შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ METİGAST, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
World Medicine İlaç San. ve Tic. A. Ş. (სს. „ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე თიჯ.“)
ბაღჯილარ/სტამბული
წარმოების ადგილი:
World Medicine İlaç San. ve Tic. A. Ş. (სს. „ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე თიჯ.“)
ბაღჯილარ/სტამბული
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 14/03/2018 წელს იქნა დადასტურებული.
PM.0009338
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.