მეტიგასტი
METIGAST
- აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევების სიმტომური მკურნალობა, მაგალითად, პოსტოპერაციულ პერიოდში, მეტეორიზმის, ახალშობილთა კოლიკის დროს; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სიმეტიკონი (simeticone)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ყვითელი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- World Medicine Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- A03AX13
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037924
- რეგისტრირებულია
- 25 აპრილი 2023, მოქმედებს 25 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- World Medicine Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მეტიგასტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევების სიმტომური მკურნალობა, მაგალითად, პოსტოპერაციულ პერიოდში, მეტეორიზმის, ახალშობილთა კოლიკის დროს;
- მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის მომზადება, მაგალითად რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ენდოსკოპიური გამოკვლევები (როგორც დამხმარე საშუალება, მათ შორის, როგორც დანამატი კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიებისათვის ორმაგი კონტრასტირების მეთოდით გამოსახულების მისაღებად);
- ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით (ზან), მაგალითად, სარეცხ საშუალებებში შემავალი აგენტებით ინტოქსიკაციის დროს (როგორც ქაფის ჩამხშობი საშუალება).
მიღების წესი და დოზირება
აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევების სიმპტომური მკურნალობა
პაციენტების ჯგუფი
დოზირების რეჟიმი
მეტიგასტი 40 მგ/მლ
მეტიგასტი 100 მგ/მლ
1 წლამდე ასაკის ბავშვები
25 წვეთი (1 მლ)
5-10 წვეთი
პრეპარატს ამატებენ ბავშვის საკვებს ბოთლში ან აძლევენ პატარა კოვზით ყოველი კვების დროს ან შემდეგ.
ბავშვები 1 წლიდან 6 წლამდე
25 წვეთი (1 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
10 წვეთი
3-5-ჯერ დღე-ღამეში
ბავშვები 6-დან 14 წლამდე
25-50 წვეთი (1-2 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
10-20 წვეთი
3-5-ჯერ დღე-ღამეში
ზრდასრულები და
14 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები
50 წვეთი (2 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
20 წვეთი
3-5-ჯერ დღე-ღამეში
მომზადება მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის
გამოკვლევის ტიპი
დოზირების რეჟიმი
მეტიგასტი 40 მგ/მლ
მეტიგასტი 100 მგ/მლ
რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევები
კვლევამდე ერთი დღით ადრე - 50 წვეთი (2 მლ) 3-ჯერ დღე-ღამეში ან 25 წვეთი (1 მლ) 6-ჯერ დღე-ღამეში.
კვლევის დღეს დილით - 50 წვეთი (2 მლ).
კვლევამდე ერთი დღით ადრე - 25 წვეთი (1 მლ) 3-ჯერ დღე-ღამეში.
კვლევის დღეს დილით - 25 წვეთი (1 მლ).
ენდოსკოპიური გამოკვლევები
გამოკვლევამდე 100-200 წვეთი (4-8 მლ).
გამოკვლევამდე 50-75 წვეთი (2-3 მლ).
გამოკვლევის დროს, საჭიროებისას, აირის ბუშტუკების გასაქრობად, რომლებიც ხელს უშლიან კვლევას, შესაძლებელია ენდოსკოპით ემულსიის რამდენიმე მილილიტრის შეყვანა.
კონტრასტული საშუალებების სუსპენზიებზე დანამატის სახით გამოყენება ორმაგი კონტრასტირების მეთოდით გამოსახულების მისაღებად
100-200 წვეთი (4-8 მლ) კონტრასტული ნივთიერების 1 ლიტრ სუსპენზიაზე.
50-100 წვეთი (2-4 მლ) კონტრასტული ნივთიერების 1 ლიტრ სუსპენზიაზე.
ზან-ით ინტოქსიკაცია (მხოლოდ მეტიგასტი 40 მგ/მლ )
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ინტოქსიკაციის სიმძიმეზე: ბავშვებში - 2,5-10 მლ, ზრდასრულებში - 10-20 მლ.
გამოყენების წესი
ემულსია მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ და ასევე, საჭიროების შემთხვევაში - ძილის წინ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების გამოხატულებაზე. საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივად.
ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის კარგად შენჯღრევა.
პრეპარატი დოზირება ხდება საწვეთურიანი თავსახურის გამოყენებით (25 წვეთი შეესაბამება 1 მლ-ს), დოზირების დროს ბოთლი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურად საწვეთურით ქვემოთ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
თერაპიის დაწყებიდან 14 დღის შემდეგ ახალი სიმპტომების გამოვლენისას და/ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების ხანგრძლივად შენარჩუნებისას, საჭიროა პაციენტის გამოკვლევა.
დამხმარე ნივთიერებები
მეტიგასტის 1 მლ ემულსია შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ე.ი. პრაქტიკულად " არ შეიცავს ნატრიუმს".
მეტიგასტი 100 მგ/მლ-ის 1 მლ ემულსია შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ კალიუმს (39 მგ), ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს კალიუმს“.
მეტიგასტი 100 მგ/მლ შეიცავს სორბიტოლს (30 მგ 1 მლ ემულსიაში), რომელიც ფრუქტოზის წყაროს წარმოადგენს; პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა, აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ უნდა გამოიყენონ.
პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) შემცველი საკვების მოხმარებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი. ისეთი პერორალური სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებამ, რომლებიც შეიცავენ სორბიტოლს, შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა პერორალური სამკურნალო პრეპარატების ბიოშეღწევადობაზე.
სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტი და ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ჯერ არ არის დადგენილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო.
გვერდითი მოვლენები
დღესდღეობით, პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა. შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ. თუ პაციენტს სამკურნალო პრეპარატზე გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განუვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც აღწერილი არაა მოცემულ განყოფილებაში, გთხოვთ, ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დოზის გადაჭარბების რისკი პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან სიმეთიკონი ქიმიურად ინერტულია და არ იწვევს რაიმე სახის ფიზიოლოგიურ ეფექტს. რეკომენდებულ დოზებზე მაღალ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას არასასურველი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
შემადგენლობა
მეტიგასტი 40 მგ/მლ
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლის სტეარატი 40, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, კარბომერი, სორბინის მჟავა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, უწყლო ტრინატრიუმის ციტრატი, არომატიზატორი „ბანანი“, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
მეტიგასტი 100 მგ/მლ
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლის სტეარატი 40, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, კარბომერი, სორბინის მჟავა, კალიუმის აცესულფამი, ნატრიუმის ქლორიდი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზებადი, უწყლო ტრინატრიუმის ციტრატი, არომატიზატორი „ბანანი“, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი A03AX13
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 6 თვის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/ სტამბული)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A .Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები. გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მეტიგასტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს სიმეთიკონს (ზედაპირულად აქტიური პოლიდიმეთილსილოქსანი). სიმეთიკონი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ საკვებ მასებსა და ლორწოვანში ამცირებს გაზის ბუშტუკების ზედაპირულ დაძაბულობას, რის შედეგადაც ისინი იშლებიან. ამ დროს გამოთავისუფლებული აირები შემდგომში შეიწოვება ნაწლავებიდან ან ბუნებრივი გზით გამოიყოფა ნაწლავის პერისტალტიკის შედეგად.
სიმეთიკონი ავლენს მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედებას, ის არ მონაწილეობს ქიმიურ რეაქციებში და ინერტულია ფარმაკოლოგიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას სიმეთიკონი არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ორგანიზმიდან გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
მეტიგასტი
სავაჭრო დასახელება
მეტიგასტი, Metigast
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
სიმეთიკონი, Simethicone
სამკურნალო ფორმა
შიგნით მისაღები წვეთები.
აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ემულსია ბანანის სურნელით.
შემადგენლობა
მეტიგასტი 40 მგ/მლ
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლის სტეარატი 40, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, კარბომერი, სორბინის მჟავა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, უწყლო ტრინატრიუმის ციტრატი, არომატიზატორი „ბანანი“, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
მეტიგასტი 100 მგ/მლ
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლის სტეარატი 40, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, კარბომერი, სორბინის მჟავა, კალიუმის აცესულფამი, ნატრიუმის ქლორიდი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზებადი, უწყლო ტრინატრიუმის ციტრატი, არომატიზატორი „ბანანი“, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი A03AX13
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლიზმზე მოქმედი საშუალებები. გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო სხვა პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მეტიგასტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს სიმეთიკონს (ზედაპირულად აქტიური პოლიდიმეთილსილოქსანი). სიმეთიკონი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ საკვებ მასებსა და ლორწოვანში ამცირებს გაზის ბუშტუკების ზედაპირულ დაძაბულობას, რის შედეგადაც ისინი იშლებიან. ამ დროს გამოთავისუფლებული აირები შემდგომში შეიწოვება ნაწლავებიდან ან ბუნებრივი გზით გამოიყოფა ნაწლავის პერისტალტიკის შედეგად.
სიმეთიკონი ავლენს მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედებას, ის არ მონაწილეობს ქიმიურ რეაქციებში და ინერტულია ფარმაკოლოგიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას სიმეთიკონი არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ორგანიზმიდან გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
გამოყენების ჩვენებები
- აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევების სიმტომური მკურნალობა, მაგალითად, პოსტოპერაციულ პერიოდში, მეტეორიზმის, ახალშობილთა კოლიკის დროს;
- მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის მომზადება, მაგალითად რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ენდოსკოპიური გამოკვლევები (როგორც დამხმარე საშუალება, მათ შორის, როგორც დანამატი კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიებისათვის ორმაგი კონტრასტირების მეთოდით გამოსახულების მისაღებად);
- ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით (ზან), მაგალითად, სარეცხ საშუალებებში შემავალი აგენტებით ინტოქსიკაციის დროს (როგორც ქაფის ჩამხშობი საშუალება).
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევების სიმპტომური მკურნალობა
პაციენტების ჯგუფი
დოზირების რეჟიმი
მეტიგასტი 40 მგ/მლ
მეტიგასტი 100 მგ/მლ
1 წლამდე ასაკის ბავშვები
25 წვეთი (1 მლ)
5-10 წვეთი
პრეპარატს ამატებენ ბავშვის საკვებს ბოთლში ან აძლევენ პატარა კოვზით ყოველი კვების დროს ან შემდეგ.
ბავშვები 1 წლიდან 6 წლამდე
25 წვეთი (1 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
10 წვეთი
3-5-ჯერ დღე-ღამეში
ბავშვები 6-დან 14 წლამდე
25-50 წვეთი (1-2 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
10-20 წვეთი
3-5-ჯერ დღე-ღამეში
ზრდასრულები და
14 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები
50 წვეთი (2 მლ)
3-5-ჯერ დღე-ღამეში
20 წვეთი
3-5-ჯერ დღე-ღამეში
მომზადება მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის
გამოკვლევის ტიპი
დოზირების რეჟიმი
მეტიგასტი 40 მგ/მლ
მეტიგასტი 100 მგ/მლ
რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევები
კვლევამდე ერთი დღით ადრე - 50 წვეთი (2 მლ) 3-ჯერ დღე-ღამეში ან 25 წვეთი (1 მლ) 6-ჯერ დღე-ღამეში.
კვლევის დღეს დილით - 50 წვეთი (2 მლ).
კვლევამდე ერთი დღით ადრე - 25 წვეთი (1 მლ) 3-ჯერ დღე-ღამეში.
კვლევის დღეს დილით - 25 წვეთი (1 მლ).
ენდოსკოპიური გამოკვლევები
გამოკვლევამდე 100-200 წვეთი (4-8 მლ).
გამოკვლევამდე 50-75 წვეთი (2-3 მლ).
გამოკვლევის დროს, საჭიროებისას, აირის ბუშტუკების გასაქრობად, რომლებიც ხელს უშლიან კვლევას, შესაძლებელია ენდოსკოპით ემულსიის რამდენიმე მილილიტრის შეყვანა.
კონტრასტული საშუალებების სუსპენზიებზე დანამატის სახით გამოყენება ორმაგი კონტრასტირების მეთოდით გამოსახულების მისაღებად
100-200 წვეთი (4-8 მლ) კონტრასტული ნივთიერების 1 ლიტრ სუსპენზიაზე.
50-100 წვეთი (2-4 მლ) კონტრასტული ნივთიერების 1 ლიტრ სუსპენზიაზე.
ზან-ით ინტოქსიკაცია (მხოლოდ მეტიგასტი 40 მგ/მლ )
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ინტოქსიკაციის სიმძიმეზე: ბავშვებში - 2,5-10 მლ, ზრდასრულებში - 10-20 მლ.
გამოყენების წესი
ემულსია მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ და ასევე, საჭიროების შემთხვევაში - ძილის წინ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების გამოხატულებაზე. საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივად.
ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის კარგად შენჯღრევა.
პრეპარატი დოზირება ხდება საწვეთურიანი თავსახურის გამოყენებით (25 წვეთი შეესაბამება 1 მლ-ს), დოზირების დროს ბოთლი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურად საწვეთურით ქვემოთ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
არასასურველი რეაქციები
დღესდღეობით, პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა. შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ. თუ პაციენტს სამკურნალო პრეპარატზე გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განუვითარდა ახალი არასასურველი რეაქცია, რომელიც აღწერილი არაა მოცემულ განყოფილებაში, გთხოვთ, ინფორმირება მოახდინოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
თერაპიის დაწყებიდან 14 დღის შემდეგ ახალი სიმპტომების გამოვლენისას და/ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების ხანგრძლივად შენარჩუნებისას, საჭიროა პაციენტის გამოკვლევა.
დამხმარე ნივთიერებები
მეტიგასტის 1 მლ ემულსია შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ე.ი. პრაქტიკულად " არ შეიცავს ნატრიუმს".
მეტიგასტი 100 მგ/მლ-ის 1 მლ ემულსია შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ კალიუმს (39 მგ), ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს კალიუმს“.
მეტიგასტი 100 მგ/მლ შეიცავს სორბიტოლს (30 მგ 1 მლ ემულსიაში), რომელიც ფრუქტოზის წყაროს წარმოადგენს; პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა, აღნიშნული სამკურნალო საშუალება არ უნდა გამოიყენონ.
პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას სორბიტოლის (ან ფრუქტოზის) შემცველი საკვების მოხმარებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი. ისეთი პერორალური სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებამ, რომლებიც შეიცავენ სორბიტოლს, შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა პერორალური სამკურნალო პრეპარატების ბიოშეღწევადობაზე.
სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტი და ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები არ არის საჭირო.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ჯერ არ არის დადგენილი.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის ცნობილი.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების რისკი პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან სიმეთიკონი ქიმიურად ინერტულია და არ იწვევს რაიმე სახის ფიზიოლოგიურ ეფექტს. რეკომენდებულ დოზებზე მაღალ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას არასასურველი რეაქციები არ დაფიქსირებულა.
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები წვეთების 30 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში საწვეთურიანი საცობით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 6 თვის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/ სტამბული)
“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. A .Ş.”, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


