ლოზატენზი-RM
Lozatenz-RM
ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდი გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ვერ კონტროლდება სათანადოდ მხოლოდ ლოზარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლოსარტანი (losartan) + hydrochlorothiazide
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ+25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Centurion Laboratories Private Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები
- ATC კოდი
- C09DA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045124
- რეგისტრირებულია
- 31 მარტი 2026, მოქმედებს 30 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NEW Pharma Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლოზატენზი-RM — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდი გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ვერ კონტროლდება სათანადოდ მხოლოდ ლოზარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
მიღების წესი და დოზირება
ჰიპერტენზია
ლოზარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი არ არის განკუთვნილი საწყისი თერაპიის სახით გამოყენებისათვის, არამედ ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ ვერ კონტროლდება მხოლოდ ლოზარტანის კალიუმით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების (ლოზარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი) დოზის ტიტრაცია.
კლინიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეიძლება განიხილებოდეს მონოთერაპიიდან პირდაპირ ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ ვერ კონტროლდება.
სტანდარტული შემანარჩუნებელი დოზა არის ერთი ტაბლეტი ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი 50მგ/12.5მგ (ლოზარტანი 50მგ/HCTZ 12,5მგ) დღეში ერთხელ. პაციენტებისთვის, რომლებიც სათანადოდ ვერ რეაგირებენ ლოზარტანის კალიუმის/ ჰიდროქლოროთიაზიდის 50მგ/12.5მგ ტაბლეტებზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს ერთი ტაბლეტი ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი 100მგ/25მგ (ლოზარტანი 100მგ/HCTZ 25მგ) დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის ერთი ტაბლეტი ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდი 100მგ/25მგ დღეში ერთხელ. როგორც წესი, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან სამიდან ოთხ კვირაში. ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდი 100/12.5 (ლოზარტანი 100 მგ/HCTZ 12,5 მგ) გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა ლოზარტანის კალიუმის დოზა განისაზღვრა 100 მგ-ით და რომლებსაც ესაჭიროებათ არტერიული წნევის დამატებითი კონტროლი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
თირკმლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის (ანუ კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) მქონე პაციენტებში საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. ლოზარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის. ლოზარტანი/ HCTZ ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების (ანუ კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) დროს.
ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება
ლოზარტანის კალიუმის/ HCTZ ტაბლეტების მიღებამდე უნდა გამოსწორდეს მოცულობის დარღვევა და/ან ნატრიუმის დეფიციტი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ლოზარტანის კალიუმი/ HCTZ უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში, როგორც წესი, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ბავშვები და მოზარდები (<18წლის)
ბავშვებსა და მოზარდებში ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. შესაბამისად, არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესი
ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი შეიძლება დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.
ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
მიღების წესი
ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები USP მიიღება პერორალურად.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ლოზარტანის, სულფონამიდის წარმოებულების (როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი) ან მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
რეზისტენტული ჰიპოკალიემია ან ჰიპერკალციემია;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; ქოლესტაზი და სანაღვლე გზების ობსტრუქციული დარღვევები;
რეფრაქტორული ჰიპონატრიემია;
სიმპტომური ჰიპერურიკემია/ პოდაგრა;
ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრი;
თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევა (მაგ. კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ);
ანურია;
ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა (GFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2).
სიფრთხილის ზომები
ლოზარტანი
ანგიონევროზული შეშუპება
აუცილებელია იმ პაციენტების მონიტორინგი, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება).
ჰიპოტენზია და ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება
სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მოცულობისა და/ან ნატრიუმის დონის შემცირება ინტენსიური დიურეზული თერაპიის, საკვები მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო. აღნიშნული უნდა გამოსწორდეს ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების მიღების დაწყებამდე.
ელექტროლიტური დისბალანსი
ელექტროლიტური დისბალანსი ხშირია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტით ან მის გარეშე, და ეს უნდა მოგვარდეს. ამიტომ, აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების მონიტორინგი; განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ.
ლოზარტანის კალიუმთან/ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად არ არის რეკომენდებული კალიუმის დამზოგველი დიურეზულების, კალიუმის დანამატებისა და კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან იმ საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევენ შრატში კალიუმის დონის მატებას (მაგ., ტრიმეტოპრიმის შემცველი პროდუქტები).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიუთითებენ სისხლის პლაზმაში ლოზარტანის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდაზე ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშულო სიმძიმის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ლოზარტანის თერაპიული გამოცდილება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად აღინიშნა თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა (განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, მაგალითად, პაციენტებში მძიმე გულის უკმარისობით ან არსებული თირკმლის დისფუნქციით).
როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონის მატება ასევე აღინიშნა პაციენტებში ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით ან ცალმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით; თირკმლის ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში. ლოზარტანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით ან ცალმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
არ არსებობს პროდუქტის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები, როგორც წესი, არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირებით. აქედან გამომდინარე, ლოზარტანის კალიუმის/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულური დაავადება
როგორც ანტიჰიპერტენზიული საშუალებების შემთხვევაში, არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე, არსებობს - როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების შემთხვევაში - მძიმე არტერიული ჰიპოტენზიისა და (ხშირად მწვავე) თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.
აორტისა და მიტრალური სარქველების სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ აორტის ან მიტრალური სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
ეთნიკური განსხვავებები
ისევე როგორც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების შემთხვევაში, ლოზარტანისა და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტების ჰიპოტენზური ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული შავკანიანებში, არაშავკანიანებთან შედარებით, სავარაუდოდ, ჰიპერტენზიის მქონე შავკანიან პოპულაციაში რენინის დაბალი დონის უფრო მაღალი გავრცელების გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლოზარტანი
ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის შემცირება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური შედეგები არ შეფასებულა.
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების მსგავსად, კალიუმის დამზოგველი დიურეზულების (მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მატება (მაგ., ტრიმეთოპრიმის შემცველი პროდუქტები). არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება.
ისევე, როგორც იმ სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს, რომლებიც გავლენას ახდენენ ნატრიუმის გამოყოფაზე, ლითიუმის გამოყოფა შეიძლება შემცირდეს.
შესაბამისად, ლითიუმის მარილების ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებისას, აუცილებელია შრატში ლითიუმის დონის კონტროლი.
ანგიოტენზინ II ანტაგონისტების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგ. სელექციური COX-2 ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით) და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების ან დიურეზულების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების, მათ შორის თირკმელების შესაძლო მწვავე უკმარისობის რისკის გაზრდა, აგრეთვე შრატში კალიუმის დონის მატება, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად მკურნალობის დროს აუცილებელია პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორებს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება. როგორც წესი, ეს ეფექტები შექცევადია.
კლინიკური კვლევების მონაცემებით, აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა ასოცირდება ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებულ სიხშირესთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლების ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) ისეთი ერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან შედარებით, რომელიც გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე.
ჰიპოტენზიის გამომწვევი სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბაკლოფენი, ამიფოსტინი: ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, რომლებიც არტერიულ წნევას ამცირებენ ძირითადი ან გვერდითი მოქმედების ფარგლებში, შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
გრეიპფრუტის წვენი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც თრგუნავენ CYP450 ფერმენტებს და შეიძლება შეამცირონ ლოზარტანის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის შემცირება. ლოზარტანის /HCTZ ტაბლეტების მიღების დროს მოერიდეთ გრეიპფრუტის წვენის მიღებას.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ერთდროულად მიღების შემთხვევაში, თიაზიდურ შარდმდენებთან ურთიერთქმედებაში შეიძლება შევიდეს შემდეგი სამკურნალო საშუალებები:
სპირტი, ბარბიტურატები, ნარკოტიკული საშუალებები ან ანტიდეპრესანტები:
შეიძლება გაიზარდოს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
ანტიდიაბეტური საშუალებები (პერორალურად მისაღები საშუალებები და ინსულინი):
თიაზიდით მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალების დოზის კორექტირება. მეტფორმინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებასთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარღვევით გამოწვეული ლაქტაციდოზის განვითარების რისკის გამო.
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები:
ადიტიური ეფექტი.
ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი:
ანიონგაცვლითი ფისების არსებობისას ირღვევა ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა. ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის ერთჯერადი დოზის მიღება იწვევს ჰიდროქლოროთიაზიდის შეკავშირებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი შეწოვის შემცირებას, შესაბამისად, 85 და 43 პროცენტამდე.
კორტიკოსტეროიდები, აკტჰ:
შესაძლებელია ელექტროლიტების დეფიციტის გაუარესება, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.
პრესორული ამინები (მაგ. ადრენალინი):
შესაძლებელია შემცირდეს რეაქცია პრესორულ ამინებზე, მაგრამ არა იმდენად, რომ გამოირიცხოს მათი გამოყენება.
არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები (მაგ., ტუბოკურარინი):
შესაძლოა გაიზარდოს მგრძნობელობა მიორელაქსანტის მიმართ.
ლითიუმი:
დიურეზული საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის ტოქსიკურობის რისკს; არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი):
შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული მედიკამენტების დოზის კორექცია, რადგან ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონე. შესაძლოა საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების სიხშირე.
ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ., ატროპინი, ბიპერიდენი):
თიაზიდური ტიპის დიურეზულების ბიოშეღწევადობის გაზრდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების ხარჯზე.
ციტოტოქსიური აგენტები (მაგ., ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი):
თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ ციტოტოქსიკური საშუალებების თირკმლისმიერი ექსკრეცია და გაზარდონ მათი მიელოსუპრესიული ეფექტი.
სალიცილატები:
სალიცილატების დიდი დოზებით გამოყენების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მეთილდოპა:
არსებობს ცნობები ჰემოლიზური ანემიის განვითარების ცალკეული შემთხვევების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ჰიდროქლოროთიაზიდსა და მეთილდოპას.
ციკლოსპორინი:
ციკლოსპორინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის მსგავსი გართულებების რისკი.
საგულე გლიკოზიდები:
თიაზიდებით გამოწვეულმა ჰიპოკალიემიამ ან ჰიპომაგნიემიამ შეიძლება ხელი შეუწყოს საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული არითმიების განვითარებას.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა ეფექტზე გავლენას ახდენს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის ცვლილებები:
რეკომენდებულია პერიოდულად შრატში კალიუმის შემცველობის და ეკგ-ს მონიტორინგის ჩატარება ლოზარტანი/ჰიდროქლორითიაზიდის გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებზეც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის შემცველობის ცვლილებები (მაგალითად, საგულე გლიკოზიდები და ანტიარითმიული საშუალებები) და შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან (მათ შორის ზოგიერთი ანტიარითმული საშუალებები) ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes), ჰიპოკალემია, რომელიც არის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsade de Pointes) განვითარების განმაპირობებელი ფაქტორი:
Ia კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი).
III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).
ზოგიერთი ნეიროლეპტიკი (მაგალითად, თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამსულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).
სხვა საშუალებები (მაგალითად, ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ი/ვ ერითრომიცინი, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, ი/ვ ვინკამინი).
კალციუმის მარილები:
თიაზიდურ დიურეტიკებს შეუძლიათ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა თირკმელებით კალციუმის გამოყოფის შემცირების ხარჯზე. კალციუმის დანამატების დანიშვნის დროს აუცილებელია შრატში კალციუმის დონის კონტროლი და, შესაბამისად, კალციუმის დანამატების დოზის კორექტირება.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე:
კალციუმის მეტაბოლიზმზე ზემოქმედების გამო, თიაზიდებს შეუძლიათ პარათიროიდული ჯირკვლების ფუნქციის კვლევის ანალიზების შედეგების შეცვლა.
კარბამაზეპინი:
არსებობს სიმპტომური ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი. აუცილებელია კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგის ჩატარება.
იოდის შემცველი კონტრასტული აგენტები:
შარდმდენების გამოყენებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდის პრეპარატების მაღალი დოზებით მიღებისას. მათ შეყვანამდე აუცილებელია პაციენტების რეჰიდრატაცია.
ამფოტერიცინი B (პარენტერალურად), კორტიკოსტეროიდები, აკტჰ, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები ან გლიცირიზინი (შეიცავს ძირტკბილა):
ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების დეფიციტის, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის განვითარება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA):
AIIRA-ების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
AIIRA-ების მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.
ეპიდემიოლოგიური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებენ ტერატოგენული მოქმედების რისკზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინფიბიტორებით მკურნალობისას; თუმცა არ არის გამორიცხული ასეთი რისკის უმნიშვნელო გაზრდა. მიუხედავად იმისა რომ არ მოიპოვება კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRA) მიღებით გამოწვეულ რისკთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ ამ კლასის პრეპარატისთვის არსებობდეს მსგავსი რისკები. თუ AIIRA-ების მიღება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაშინ პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომელთა უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში. ორსულობის დადასტურებისთანავე AIIRA-ების გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში AIIRA-ებით თერაპია იწვევს ფეტოტოქსიკურობას ადამიანებში (თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ახალშობილებზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია).
ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან AIIRA-ების მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულია ნაყოფის თავის ქალისა და თირკმლის ფუნქციის ურტრაბგერითი კვლევა.
ახალშობილები, რომელთა დედები ღებულობენ AIIRA-ებს, უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გამო.
ჰიდროქლოროთიაზიდი:
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია.
ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტაში. ჰიდროქლოროთიაზიდის მოქმედების მექანიზმის ფარმაკოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისმა მიღებამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება გააუარესოს ფეტოპლაცენტური სისხლის მიმოქცევა და გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, როგორიცაა: სიყვითლე, ელექტეროლიტური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია ნაყოფსა და ახალშობილში.
ჰიდროქლორითიაზიდის დანიშვნა არ შეიძლება გესტაციური შეშუპების, გესტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამფსიის სამკურნალოდ, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს სისხლის პლაზმის მოცულობის შემცირება და პლაცენტის ჰიპოპერფუზიის რისკი, დაავადების მიმდინარეობაზე სასარგებლო ეფექტის გარეშე.
ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც შეუძლებელია ალტერნატიული თერაპიის დაწყება.
ლაქტაცია
ლოზარტანი
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA):
ვინაიდან არ მოიპოვება ინფორმაცია ლაქტაციის პერიოდში ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების შესახებ, ამიტომ ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღება არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში და რეკომენდებულია ალტერნატიული საშუალებებით მკურნალობის დაწყება, რომელთაც აქვს უკეთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი, განსაკუთრებით ახალშობილებთან და დღენაკლულ ბავშვებთან მიმართებაში.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე ოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. თიაზიდურმა საშუალებებმა დიდი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს დიურეზის გაზრდა და რძის წარმოქმნის დათრგუნვა. ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა.
გვერდითი მოვლენები
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილია წამლის გვერდითი ეფექტები ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით. გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
ლოზარტანის კალიუმის და ჰიდროქლოროთიაზიდის კლინიკური კვლევების დროს არ დაფიქსირებულა ნივთიერებების ამ კომბინაციისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენები შემოიფარგლებოდა ლოზარტანის კალიუმის და/ან ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას ადრე დაფიქსირებული მოვლენებით.
ესენციური ჰიპერტენზიის კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ერთადერთი ნივთიერებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა - თავბრუსხვევა, რომელიც პლაცებოსთან შედარებით უფრო მეტი სიხშირით ვლინდებოდა ლოზარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის მიმღები პაციენტების 1%-ში ან მეტში.
ამ მოვლენების გარდა, პროდუქტის ბაზარზე შემოტანის შემდეგ აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ორგანოთა სისტემა
გვერდითი მოვლენები
სიხშირე
ჰეპატობილიარული დარღვევები
ჰეპატიტი
იშვიათი
კვლევები
ჰიპერკალემია, ალანინამინტრანსფერაზას (ALT) დონის მომატება
იშვიათი
დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ერთ-ერთი ცალკეული კომპონენტის გამოყენებისას და შეიძლება წარმოადგენდეს ლოზარტანის კალიუმის/ჰიდროქლოროთიაზიდის პოტენციურ გვერდით რეაქციებს, მოიცავს შემდეგს:
ლოზარტანი
ლოზარტანის კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ორგანოთა სისტემა
გვერდითი მოვლენები
სიხშირე
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ანემია, ჰენოხ-შონლეინის პურპურა, ეკქიმოზი, ჰემოლიზი
არახშირი
თრომბოციტოპენია
უცნობი
დარღვევევები
გულის მხრივ
ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, სტერნალგია, სტენოკარდია, II - AV ბლოკადა, ცერებროვასკულური მოვლენა, მიოკარდიუმის ინფარქტი, პალპიტაცია, არითმიები (წინაგულების ფიბრილაცია, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია)
არახშირი
ყურის და ლაბირინთული სისტემის დარღვევები
ვერტიგო, ტინიტუსი
არახშირი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის დაბინდვა, წვის/ჩხვლეტის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
არახშირი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია
ხშირი
ყაბზობა, კბილის ტკივილი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გასტრიტი, ღებინება, ძლიერი ყაბზობა
არახშირი
პანკრეატიტი
უცნობი
ნაწლავური ანგიონევროზული შეშუპება
იშვიათი
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ასთენია, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში
ხშირი
სახის შეშუპება, შეშუპება, ცხელება
არახშირი
გრიპის მსგავსი სიმპტომები, სისუსტე
უცნობი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
უცნობი
იმუნური სისტემის დარღვევები
მომატებული მგრძნობელობა: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის ხორხისა და ყიის შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და /ან სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპებას; ზოგიერთ ასეთ პაციენტში ანგიონევროზული შეშუპება ადრე აღინიშნა სხვა მედიკამენტების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებისას;
იშვიათი
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ანორექსია, პოდაგრა
არახშირი
ძვალ-კუნთოვანი დარღვევები და დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი, ფეხის ტკივილი, მიალგია
ხშირი
მკლავის ტკივილი, სახსრების შეშუპება, მუხლის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მხრების ტკივილი, რიგიდულობა, ართრალგია, ართრიტი, კოქსალგია, ფიბრომიალგია, კუნთების სისუსტე
არახშირი
რაბდომიოლიზი
უცნობი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ხშირი
ნერვოზულობა, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ტრემორი, შაკიკი, სინკოპე
არახშირი
დისგევზია
უცნობი
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
ხშირი
შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, კონფუზია, დეპრესია, უჩვეულო სიზმრები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
არახშირი
დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა
ხშირი
ნოქტურია, შარდვის გახშირება, საშარდე გზების ინფექცია
არახშირი
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ
ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია/ იმპოტენცია
არახშირი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ
ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის დახშობა, სინუსიტი, სინუსური დარღვევები
ხშირი
ფარინგეალური დისკომფორტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, დისპნოე, ბრონქიტი, ეპისტაქსია, რინიტი, სასუნთქი გზების დახშობა
არახშირი
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ალოპეცია, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ერითემა, სიწითლე, ფოტომგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ოფლიანობა
არახშირი
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ვასკულიტი
არახშირი
დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატიკური ეფექტები
უცნობი
კვლევები
ჰიპერკალემია, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის უმნიშნველო შემცირება, ჰიპოგლიკემია
ხშირი
შარდოვანას და შრატისმიერი კრეატინინის დონის უმნიშნველო მომატება
არახშირი
ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება
ძალიან იშვიათი
ჰიპონატრიემია
უცნობი
ჰიდროქლოროთიაზიდი
ორგანოთა სისტემა
გვერდითი მოვლენები
სიხშირე
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ახალწარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები)
არამელანომური კანის კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)
უცნობი
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, პურპურა, თრომბოციტოპენია
არახშირი
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური რეაქცია
იშვიათი
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ანორექსია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია
არახშირი
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
არახშირი
ნერვული სისტემის დარღვევები
ცეფალგია
ხშირი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის გარდამავალი დაბინდვა, ქსანტოფსია
არახშირი
ქორიოიდული ეფუზია, მწვავე მიოპია, მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა
უცნობი
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ნეკროზული ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)
არახშირი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუს ორგანოების და შუასაყრის მხრივ
მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (ARDS)
ძალიან იშვიათი
რესპირატორული დარღვევები, მათ შორის პნევმონიტი და ფილტვის შეშუპება
არახშირი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
სიალოადენიტი, სპაზმები, კუჭის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა
არახშირი
ჰეპატობილიარული დარღვევები
სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზი), პანკრეატიტი

ფოტომგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
არახშირი
კანის წითელი მგლურა

კუნთის სპაზმები

გლიკოზურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა

ცხელება, თავბრუსხვევა
არახშირი
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
არამელანომური კანის კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულატიურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის.
ჭარბი დოზა
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. ზედოზირების სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტზე უნდა განხორციელდეს დაკვირვება. მისაღები ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას, აგრეთვე დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დისბალანსის, ღვიძლის კომისა და ჰიპოტენზიის მკურნალობას დადგენილი პროცედურებით.
ლოზარტანი
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინება იქნება არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ბრადიკარდია შეიძლება განვითარდეს პარასიმპათიკური (ვაგალური) სტიმულაციით. სიმპტომატური ჰიპოტენზიის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამხმარე მკურნალობა.
არც ლოზარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ყველაზე ხშირად გამოვლენილი ნიშნები და სიმპტომები გამოწვეულია ელექტროლიტების დაკარგვით (ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და ჭარბი დიურეზის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაციით. თუ ასევე მიღებულია საგულე გლიკოზიდები, ჰიპოკალემიამ შეიძლება გაამწვაოს გულის არითმია.
ჰემოდიალიზით ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნის ხარისხი დადგენილი არ არის.
შემადგენლობა
ლოზარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები USP 50მგ/12.5მგ
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ლოზარტანის კალიუმი USP ...................50 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი USP ................12.5 მგ
შემავსებლები….................................……….q.s.
ფერი: ტიტანის დიოქსიდი BP
ლოზარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები USP 100მგ/25მგ

ლოზარტანის კალიუმი USP ...................100 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი USP ................25 მგ

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები
აღწერა

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, ორივე მხრიდან გლუვი.

კლინიკური მონაცემები
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ზოგადი ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენული პოტენციალის სტანდარტული კვლევების საფუძველზე პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის. ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის ტოქსიკური პოტენციალი შეფასდა ქრონიკული ტოქსიკურობის ექვსთვიან კვლევებში ვირთხებსა და ძაღლებში პერორალურად გამოყენების შემდეგ, აღნიშნულ კვლევებში დაფიქსირებული ცვლილებები ძირითადად დაკავშირებული იყო ლოზარტანის კომპონენტთან. ლოზარტანი/ ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის მიღებამ გამოიწვია სისხლის წითელი უჯრედების პარამეტრების (ერითროციტები, ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი) შემცირება, შარდოვანა-N-ის მომატება შრატში, გულის წონის შემცირება (ჰისტოლოგიური კორელაციის გარეშე) და ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ლორწოვანი გარსის დაზიანება, წყლული, ეროზია, ჰემორაგიები). ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციით ნამკურნალებ ვირთაგვებსა და ბოცვრებში ტერატოგენურობის ფაქტი არ დადასტურდა. მაკეობამდე და მაკეობის პერიოდში გამოყენებისას ვირთაგვებში დაფიქსირდა ნაყოფის ტოქსიკურობა, რაც დადასტურდა დამატებითი ნეკნების წარმოქმნის მცირედი ზრდით F1 თაობაში. ლოზარტანის მონოთერაპიის კვლევისას ნაყოფისა და ნაშიერების გვერდითი მოვლენები, მათ შორის თირკმლის ტოქსიკურობა და ნაყოფის სიკვდილიანობა, დაფიქსირდა მაკე ვირთაგვებში ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას მაკეობის გვიან პერიოდში და/ან ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
3x10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu/Alu ბლისტერზე, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
36თვე
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
Centurion Laboratories Pvt. Ltd.-ის მიერ
წარმოებულია Remus Pharmaceuticals Ltd.-თვის
ინდოეთი, გუჯარათი, აჰმედაბადი- 380054, ბოდაკდევი, ჯაინტილალის პარკი, ამბლი, ბოპალის ქუჩა, South Tower, ONE42, მე-11 სართული, 1101-B, 1102, 1103.
ხელმოწერილია/ ბეჭედდასმულია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და შარდმდენები, ათქ კოდი: C09DA01
ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი
მოქმედების მექანიზმი
დადგენილია, რომ ლოზარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის კომპონენტებს აქვთ არტერიული წნევის დამწევი ადიტიური ეფექტი; არტერიულ წნევას ერთად ამცირებენ უკეთ, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტი. ითვლება, რომ ეს ეფექტი არის ორივე კომპონენტის ურთიერთშემავსებელი მოქმედების შედეგი. გარდა ამისა, მისი დიურეზული მოქმედების შედეგად, ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, ამცირებს შრატში კალიუმის დონეს და ზრდის ანგიოტენზინ II-ის დონეს. ლოზარტანის მიღება ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას და ალდოსტერონის ინჰიბირების საშუალებით შეუძლია შეამციროს დიურეზული საშუალებების მიღებით გამოწვეული კალიუმის კარგვა.
დადგენილია, რომ ლოზარტანს აქვს მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზურიული ეფექტი. დადგენილია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს შარდმჟავას დონის უმნიშვნელო მატებას; ლოზარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია იწვევს დიურეტიკებით გამოწვეული ჰიპერურიკემიის შესუსტებას.
ლოზარტანის /ჰიდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. ერთწლიანი ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნდა თერაპიის გაგრძელებით. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ლოზარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის მიღებამ არ მოახდინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გულის რითმზე. კლინიკურ კვლევებში, 12 კვირის განმავლობაში ლოზარტანის 50მგ/ ჰიდროქლოროთიაზიდის 12,5მგ დოზით მიღებისას დიასტოლური წნევა მჯდომარე პოზიციაში შემცირდა საშუალოდ 13.2 მმ.ვწყ.სვ-მდე.
ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ეფექტურია არტერიული წნევის შესამცირებლად მამაკაცებსა და ქალებში, შავკანიანებსა და არაშავკანიანებში და ახალგაზრდა (<65 წლის) და ხანდაზმულ (≥65 წლის) პაციენტებში და ეფექტურია ყველა ხარისხის ჰიპერტენზიის დროს.
ლოზარტანი
ლოზარტანი არის სინთეზურად წარმოებული პერორალური ანგიოტენზინ II რეცეპტორის (ტიპი AT1) ანტაგონისტი. ანგიოტენზინ II, ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი, არის რენინ-ანგიოტენზინის სისტემის მთავარი აქტიური ჰორმონი და ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. ანგიოტენზინ II უკავშირდება AT1 რეცეპტორს, რომელიც გვხვდება ბევრ ქსოვილში (მაგ., სისხლძარღვების გლუვ კუნთებში, თირკმელზედა ჯირკვალში, თირკმელებსა და გულში) და იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოქმედებას, მათ შორის ვაზოკონსტრიქციას და ალდოსტერონის გამოთავისუფლებას. ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას.
ლოზარტანი შერჩევით ბლოკავს AT1 რეცეპტორს. In vitro და in vivo კვლევებით, ლოზარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტი E-3174 ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას, მისი წარმოქმნის წყაროს ან სინთეზის გზის მიუხედავად.
ლოზარტანს არ გააჩნია აგონისტური ეფექტი და არ ბლოკავს სხვა ჰორმონალურ რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულირებისთვის. გარდა ამისა, ლოზარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინინაზა II), ფერმენტს, რომელიც ამცირებს ბრადიკინინს. შესაბამისად, ბრადიკინინით გამოწვეული გვერდითი მოვლენების ზრდა არ შეიმჩნევა.
ლოზარტანის მიღებისას, ანგიოტენზინ II-ის უარყოფითი უკუკავშირის მოშორება რენინის სეკრეციიდან იწვევს პლაზმური რენინის აქტივობის (PRA) გაზრდას. PRA-ს მომატება იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის მატებას. აღნიშნული ზრდის მიუხედავად, შენარჩუნებულია ანტიჰიპერტენზიული მოქმედება და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის დათრგუნვა, რაც მიუთითებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადაზე. ლოზარტანის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, PRA და ანგიოტენზინ II მაჩვენებლები 3 დღის განმავლობაში ეცემა საბაზისო მაჩვენებლებამდე.
როგორც ლოზარტანს ასევე, მის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს გაცილებით მეტი აფინობა აქვთ AT1 რეცეპტორის მიმართ, ვიდრე AT2 რეცეპტორის მიმართ. აქტიური მეტაბოლიტი 10-40-ჯერ უფრო აქტიურია ვიდრე ლოზარტანი სხეულის წონის მიხედვით.
ხველის სიხშირის შეფასების მიზნით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ხველის სიხშირე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს ან ჰიდროქლორთიაზიდს, იყო მსგავსი და მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორით. გარდა ამისა, 4131 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული 16 ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევის საერთო ანალიზის დროს, სპონტანური ხველის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტანით, მსგავსი (3.1%) იყო იმ პაციენტებში დაფიქსირებული სიხშირისა, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (2.6%) ან ჰიდროქლოროთიაზიდით (4.1%), მაშინ, როცა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას სიხშირემ შეადგინა 8.8%.
არადიაბეტური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ პროტეინურია, ლოზარტანის კალიუმის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პროტეინურიას, ალბუმინის და IgG-ის ფრაქციულ გამოყოფას. ლოზარტანი ინარჩუნებს გორგლისებური ფილტრაციის სიჩქარეს და ამცირებს ფილტრაციის ფრაქციას. ზოგადად, ლოზარტანი იწვევს შრატში შარდმჟავას (ჩვეულებრივ <0.4მგ/დლ) შემცირებას, რაც მუდმივი იყო ქრონიკული თერაპიის დროს.
ლოზარტანი არ ახდენს გავლენას ავტონომიურ რეფლექსებზე და არ აქვს მდგრადი ეფექტი პლაზმურ ნორეპინეფრინზე.
მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლოზარტანის 25მგ და 50მგ დოზებით გამოყენებამ გამოიწვია დადებითი ჰემოდინამიკური და ნეიროჰორმონალური ეფექტები, გულის ინდექსის მატება და ფილტვის არტერიების ჩაჭედვის წნევის (PCWP) დაქვეითება, სისტემური სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა, საშუალო სისტემური არტერიული წნევა და გულისცემა და ალდოსტერონისა და ნორეპინეფრინის შემცირება ცირკულირებად დონეზე, შესაბამისად. ჰიპოტენზიის განვითარება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დაკავშირებული იყო დოზასთან.
ჰიპერტენზიის კვლევები
კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას, ლოზარტანის დღეში ერთხელ მიღებამ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში გამოიწვია სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. არტერიული წნევის მაჩვენებლებმა დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ მაჩვენებელთან შედარებით, აჩვენა არტერიული წნევის შემცირება 24 საათის განმავლობაში; შენარჩუნებული იყო ბუნებრივი დღიური რითმი. დოზირების ინტერვალის ბოლოს არტერიული წნევის შემცირება შეადგენდა ეფექტის 70-80%-ს, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ.
ლოზარტანის მიღების შეწყვეტამ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არ გამოიწვია არტერიული წნევის მკვეთრი ზრდა (უკუეფექტი). არტერიული წნევის შესამჩნევი შემცირების მიუხედავად, ლოზარტანი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს გულისცემის მაჩვენებელზე.
ლოზარტანი თანაბრად ეფექტურია მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდა (65 წლამდე ასაკის) და ხანდაზმულ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
LIFE კვლევა
ლოზარტანის გამოყენებით მოსალოდნელი შედეგის შემცირების მიზნით (LIFE), ჩატარდა რანდომიზებული, სამმაგი ბრმა, აქტიურად კონტროლირებადი კვლევა ჰიპერტენზიის მქონე 9193 პაციენტის მონაწილეობით, რომელთა ასაკი იყო 55-დან 80 წლამდე და ჰქონდათ ეკგ-ით დადასტურებული მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტები იღებდნენ 50მგ ლოზარტანს დღეში ერთხელ ან 50მგ ატენოლოლს დღეში ერთხელ. თუ ვერ ხერხდებოდა არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების (<140/90 მმ.ვწყ.სვ) მიღწევა, ჯერ ემატებოდა ჰიდროქლორთიაზიდი (12.5 მგ), ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ლოზარტანის ან ატენოლოლის დოზა იზრდებოდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ. არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ემატებოდა სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, გარდა აგფ ინჰიბიტორებისა, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები ან ბეტა-ბლოკატორები.
დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 4.8 წელს.
პირველადი შედეგი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის კომბინაცია, რომელიც იზომებოდა გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული გარდაცვალების, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული შემთხვევების შემცირებით. ორივე ჯგუფში არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა ერთნაირ დონემდე. ლოზარტანით მკურნალობამ გამოიწვია რისკის შემცირება 13.0%-ით (p=0.021, 95% ნდობის ინტერვალი 0.77-0.98) ატენოლოლთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებმაც მიაღწიეს პირველადი კომბინაციის შედეგს. აღნიშნული ძირითადად უკავშირდებოდა ინსულტის სიხშირის შემცირებას. ლოზარტანით მკურნალობამ 25%-ით შეამცირა ინსულტის რისკი, ატენოლოლთან შედარებით (p = 0.001 95% ნდობის ინტერვალი 0.63-0.89). სამკურნალო ჯგუფებს შორის არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული გარდაცვალებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მაჩვენებლების თვალსაზრისით.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
ორი დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევის -ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) - ფარგლებში შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციაში გამოყენება.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული დაავადებები, ან შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და დიაბეტური ნეფროპათია.
აღნიშნულმა კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით, ხოლო, მონოთერაპიასთან შედარებით, დაფიქსირდა ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.
აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE კვლევა (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) იკვლევდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიაში ალისკირენის დამატების სარგებელს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და თირკმელების ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულსისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირად დაფიქსირდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეზული საშუალება. თიაზიდური დიურეზული საშუალებების ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი. თიაზიდური საშუალებები გავლენას ახდენენ ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლის მილაკოვან მექანიზმებზე, უშუალოდ ზრდიან ნატრიუმისა და ქლორიდის ექსკრეციას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული მოქმედების შედეგად მცირდება პლაზმის მოცულობა, იზრდება რენინის აქტივობა პლაზმაში და ალდოსტერონის სეკრეცია, რაც იწვევს კალიუმისა და ბიკარბონატების კარგვას შარდთან ერთად, რასაც თან სდევს კალიუმის დონის შემცირება შრატში. რენინ-ალდოსტერონის კავშირი განპირობებულია ანგიოტენზინ II-ით და, შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის ერთდროული მიღება იწვევს დიურეზული საშუალებების მიღებით გამოწვეული კალიუმის დაკარგვის შემცირებას.
პერორალურად მიღების შემთხვევაში, დიურეზული მოქმედება იწყება 2 საათში, მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება 6-12 საათს. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათამდე.
არამელანომური კანის კიბო
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად, გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულაციურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას ბაზალური უჯრედის კარცინომის 71,533 შემთხვევით და 8,629 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევით, რომელიც შეესაბამებოდა 1,430,833 და 172,462 პოპულაციის კონტროლს, შესაბამისად. HCTZ-ის დიდი დოზის გამოყენებას (≥50,000მგ კუმულაციურად) უკავშირდებოდა ბაზალური უჯრედის კარცინომის დაზუსტებული შანსების თანაფარდობის (OR) 1.29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) მაჩვენებელი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის 3.98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68- 4.31) მაჩვენებელი. სუფთა კუმულაციურ დოზაზე რეაგირება ჰქონდა, როგორც ბაზალური უჯრედის კარცინომას, ასევე ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. სხვა კვლევამ გამოავლინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და HCTZ-ის გავლენას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამედობა 63,067 პოპულაციის კონტროლს, რისკების ნაკრების შერჩევითი სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციურ დოზაზე რეაგირების თანაფარდობა, რომელიც გამოვლინდა დაზუსტებული შანსების თანაფარდობის 2.1 (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-2.6) მაჩვენებელით, გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) დიდი დოზების გამოყენებისას (∽25,000მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) ყველაზე დიდი კუმულაციური დოზების მიღებისას (∽100,000მგ).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ლოზარტანი
პერორალურად მიღებისას ლოზარტანი კარგად შეიწოვება და განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს, წარმოქმნის აქტიურ კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტს და სხვა არააქტიურ მეტაბოლიტებს. ლოზარტანის ტაბლეტების სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 33%-ს. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის საშუალო პიკური კონცენტრაცია მიიღწევა, შესაბამისად, 1 საათში და 3-4 საათში. ლოზარტანის პლაზმური კონცენტრაციის პროფილზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აღინიშნა სტანდარტულ საკვებთან ერთად მიღებისას.
განაწილება
ლოზარტანი
როგორც ლოზარტანი, ასევე მისი აქტიური მეტაბოლიტი ≥99%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს, პირველ რიგში ალბუმინს. ლოზარტანის განაწილების მოცულობა 34 ლიტრია. ვირთაგვებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ლოზარტანი სუსტად კვეთს ან საერთოდ არ კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტარულ, მაგრამ არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლოზარტანი
ლოზარტანის ინტრავენურად ან პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. 14C-მარკირებული ლოზარტანის კალიუმის პერორალურად და ინტრავენურად გამოყენების შემთხვევაში, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობა ძირითადად მოდის ლოზარტანსა და მის აქტიურ მეტაბოლიტზე. ლოზარტანის მინიმალური გარდაქმნა მის აქტიურ მეტაბოლიტად დაფიქსირდა შესწავლილი პირების დაახლოებით ერთ პროცენტში. აქტიური მეტაბოლიტის გარდა, წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები, მათ შორის ორი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ბუტილის გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირებით და უმნიშვნელო მეტაბოლიტი, N-2 ტეტრაზოლის გლუკურონიდი.
ელიმინაცია
ლოზარტანი
ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 600მლ/წთ და 50მლ/წთ, შესაბამისად. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი არის, შესაბამისად, 74 მლ/წთ და 26მლ/წთ. ლოზარტანის პერორალურად მიღების შემთხვევაში დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით, ხოლო დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა შარდში აქტიური მეტაბოლიტის სახით. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია ლოზარტანის კალიუმის 200მგ-მდე დოზებით.
პერორალური მიღებისას ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება პოლიექსპონენციალურად, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს და 6-9 საათს, შესაბამისად. დღეში ერთხელ 100მგ დოზით მიღებისას არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი მნიშვნელოვნად არ აკუმულირდება პლაზმაში.
როგორც ნაღვლით, ასევე შარდით ექსკრეცია ხელს უწყობს ლოზარტანისა და მისი მეტაბოლიტების ელიმინაციას. ადამიანებში 14C-მარკირებული ლოზარტანის პერორალური დოზის მიღებისას რადიოაქტიურობის დაახლოებით 35% აღმოჩნდა შარდში და 58% - ფეკალურ მასებში.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმლის საშუალებით. მინიმუმ 24 საათის განმავლობაში პლაზმურ დონეზე დაკვირვებისას, დაფიქსირდა, რომ პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ვარირებს 5.6 -დან 14.8 საათამდე. პერორალურად მიღებისას დოზის არანაკლებ 61 პროცენტი გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ლოზარტანი-ჰიდროქლოროთიაზიდი
ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები და ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმულ პირებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჰიპერტენზიის მქონე ახალგაზრდა პირებში დაფიქსირებული მაჩვენებლებისგან.
ლოზარტანი
პერორალურად მიღებისას ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ციროზის მქონე პაციენტებში ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციები პლაზმაში, შესაბამისად, 5-ჯერ და 1.7-ჯერ აღემატებოდა ახალგაზრდა მამრობითი სქესის მოხალისეებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს.
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლოზარტანის AUC იაპონელ და არა-იაპონელ ჯანმრთელ მამაკაცებში ერთნაირია. ამასთან, კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტის AUC (E-3174), განსხვავებულია ორ ჯგუფს შორის, იაპონელ სუბიექტებში დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია არა-იაპონელ სუბიექტებთან შედარებით. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის.
არც ლოზარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში
სამკურნალო საშუალების დასახელება
ლოზატენზი - RM/ Lozatenz -RM/ (ლოზარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები USP 50მგ/12.5მგ)
ლოზატენზი - RM/ Lozatenz -RM/(ლოზარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები USP 100მგ/25მგ)
შემადგენლობა
ლოზარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები USP 50მგ/12.5მგ
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ლოზარტანის კალიუმი USP ...................50 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი USP ................12.5 მგ
შემავსებლები….................................……….q.s.
ფერი: ტიტანის დიოქსიდი BP
ლოზარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები USP 100მგ/25მგ
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ლოზარტანის კალიუმი USP ...................100 მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი USP ................25 მგ
შემავსებლები….................................……….q.s.
ფერი: ტიტანის დიოქსიდი BP
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები
აღწერა
ლოზარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები USP 50მგ/12.5მგ
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, ორივე მხრიდან გლუვი.
ლოზარტანის კალიუმი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები USP 100მგ/25მგ
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, ორივე მხრიდან გლუვი.
კლინიკური მონაცემები
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ზოგადი ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენული პოტენციალის სტანდარტული კვლევების საფუძველზე პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის. ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის ტოქსიკური პოტენციალი შეფასდა ქრონიკული ტოქსიკურობის ექვსთვიან კვლევებში ვირთხებსა და ძაღლებში პერორალურად გამოყენების შემდეგ, აღნიშნულ კვლევებში დაფიქსირებული ცვლილებები ძირითადად დაკავშირებული იყო ლოზარტანის კომპონენტთან. ლოზარტანი/ ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის მიღებამ გამოიწვია სისხლის წითელი უჯრედების პარამეტრების (ერითროციტები, ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი) შემცირება, შარდოვანა-N-ის მომატება შრატში, გულის წონის შემცირება (ჰისტოლოგიური კორელაციის გარეშე) და ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ლორწოვანი გარსის დაზიანება, წყლული, ეროზია, ჰემორაგიები). ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციით ნამკურნალებ ვირთაგვებსა და ბოცვრებში ტერატოგენურობის ფაქტი არ დადასტურდა. მაკეობამდე და მაკეობის პერიოდში გამოყენებისას ვირთაგვებში დაფიქსირდა ნაყოფის ტოქსიკურობა, რაც დადასტურდა დამატებითი ნეკნების წარმოქმნის მცირედი ზრდით F1 თაობაში. ლოზარტანის მონოთერაპიის კვლევისას ნაყოფისა და ნაშიერების გვერდითი მოვლენები, მათ შორის თირკმლის ტოქსიკურობა და ნაყოფის სიკვდილიანობა, დაფიქსირდა მაკე ვირთაგვებში ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას მაკეობის გვიან პერიოდში და/ან ლაქტაციის პერიოდში.
თერაპიული ჩვენებები
ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლორთიაზიდი გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ვერ კონტროლდება სათანადოდ მხოლოდ ლოზარტანით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და შარდმდენები, ათქ კოდი: C09DA01
ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი
მოქმედების მექანიზმი
დადგენილია, რომ ლოზარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის კომპონენტებს აქვთ არტერიული წნევის დამწევი ადიტიური ეფექტი; არტერიულ წნევას ერთად ამცირებენ უკეთ, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტი. ითვლება, რომ ეს ეფექტი არის ორივე კომპონენტის ურთიერთშემავსებელი მოქმედების შედეგი. გარდა ამისა, მისი დიურეზული მოქმედების შედეგად, ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას, ზრდის ალდოსტერონის სეკრეციას, ამცირებს შრატში კალიუმის დონეს და ზრდის ანგიოტენზინ II-ის დონეს. ლოზარტანის მიღება ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას და ალდოსტერონის ინჰიბირების საშუალებით შეუძლია შეამციროს დიურეზული საშუალებების მიღებით გამოწვეული კალიუმის კარგვა.
დადგენილია, რომ ლოზარტანს აქვს მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზურიული ეფექტი. დადგენილია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდი იწვევს შარდმჟავას დონის უმნიშვნელო მატებას; ლოზარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია იწვევს დიურეტიკებით გამოწვეული ჰიპერურიკემიის შესუსტებას.
ლოზარტანის /ჰიდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. ერთწლიანი ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნდა თერაპიის გაგრძელებით. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ლოზარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის მიღებამ არ მოახდინა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა გულის რითმზე. კლინიკურ კვლევებში, 12 კვირის განმავლობაში ლოზარტანის 50მგ/ ჰიდროქლოროთიაზიდის 12,5მგ დოზით მიღებისას დიასტოლური წნევა მჯდომარე პოზიციაში შემცირდა საშუალოდ 13.2 მმ.ვწყ.სვ-მდე.
ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ეფექტურია არტერიული წნევის შესამცირებლად მამაკაცებსა და ქალებში, შავკანიანებსა და არაშავკანიანებში და ახალგაზრდა (<65 წლის) და ხანდაზმულ (≥65 წლის) პაციენტებში და ეფექტურია ყველა ხარისხის ჰიპერტენზიის დროს.
ლოზარტანი
ლოზარტანი არის სინთეზურად წარმოებული პერორალური ანგიოტენზინ II რეცეპტორის (ტიპი AT1) ანტაგონისტი. ანგიოტენზინ II, ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი, არის რენინ-ანგიოტენზინის სისტემის მთავარი აქტიური ჰორმონი და ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. ანგიოტენზინ II უკავშირდება AT1 რეცეპტორს, რომელიც გვხვდება ბევრ ქსოვილში (მაგ., სისხლძარღვების გლუვ კუნთებში, თირკმელზედა ჯირკვალში, თირკმელებსა და გულში) და იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოქმედებას, მათ შორის ვაზოკონსტრიქციას და ალდოსტერონის გამოთავისუფლებას. ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას.
ლოზარტანი შერჩევით ბლოკავს AT1 რეცეპტორს. In vitro და in vivo კვლევებით, ლოზარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტი E-3174 ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას, მისი წარმოქმნის წყაროს ან სინთეზის გზის მიუხედავად.
ლოზარტანს არ გააჩნია აგონისტური ეფექტი და არ ბლოკავს სხვა ჰორმონალურ რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულირებისთვის. გარდა ამისა, ლოზარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს (კინინაზა II), ფერმენტს, რომელიც ამცირებს ბრადიკინინს. შესაბამისად, ბრადიკინინით გამოწვეული გვერდითი მოვლენების ზრდა არ შეიმჩნევა.
ლოზარტანის მიღებისას, ანგიოტენზინ II-ის უარყოფითი უკუკავშირის მოშორება რენინის სეკრეციიდან იწვევს პლაზმური რენინის აქტივობის (PRA) გაზრდას. PRA-ს მომატება იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის მატებას. აღნიშნული ზრდის მიუხედავად, შენარჩუნებულია ანტიჰიპერტენზიული მოქმედება და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის დათრგუნვა, რაც მიუთითებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადაზე. ლოზარტანის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, PRA და ანგიოტენზინ II მაჩვენებლები 3 დღის განმავლობაში ეცემა საბაზისო მაჩვენებლებამდე.
როგორც ლოზარტანს ასევე, მის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს გაცილებით მეტი აფინობა აქვთ AT1 რეცეპტორის მიმართ, ვიდრე AT2 რეცეპტორის მიმართ. აქტიური მეტაბოლიტი 10-40-ჯერ უფრო აქტიურია ვიდრე ლოზარტანი სხეულის წონის მიხედვით.
ხველის სიხშირის შეფასების მიზნით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ხველის სიხშირე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს ან ჰიდროქლორთიაზიდს, იყო მსგავსი და მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორით. გარდა ამისა, 4131 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული 16 ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევის საერთო ანალიზის დროს, სპონტანური ხველის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტანით, მსგავსი (3.1%) იყო იმ პაციენტებში დაფიქსირებული სიხშირისა, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (2.6%) ან ჰიდროქლოროთიაზიდით (4.1%), მაშინ, როცა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას სიხშირემ შეადგინა 8.8%.
არადიაბეტური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ პროტეინურია, ლოზარტანის კალიუმის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პროტეინურიას, ალბუმინის და IgG-ის ფრაქციულ გამოყოფას. ლოზარტანი ინარჩუნებს გორგლისებური ფილტრაციის სიჩქარეს და ამცირებს ფილტრაციის ფრაქციას. ზოგადად, ლოზარტანი იწვევს შრატში შარდმჟავას (ჩვეულებრივ <0.4მგ/დლ) შემცირებას, რაც მუდმივი იყო ქრონიკული თერაპიის დროს.
ლოზარტანი არ ახდენს გავლენას ავტონომიურ რეფლექსებზე და არ აქვს მდგრადი ეფექტი პლაზმურ ნორეპინეფრინზე.
მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლოზარტანის 25მგ და 50მგ დოზებით გამოყენებამ გამოიწვია დადებითი ჰემოდინამიკური და ნეიროჰორმონალური ეფექტები, გულის ინდექსის მატება და ფილტვის არტერიების ჩაჭედვის წნევის (PCWP) დაქვეითება, სისტემური სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა, საშუალო სისტემური არტერიული წნევა და გულისცემა და ალდოსტერონისა და ნორეპინეფრინის შემცირება ცირკულირებად დონეზე, შესაბამისად. ჰიპოტენზიის განვითარება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დაკავშირებული იყო დოზასთან.
ჰიპერტენზიის კვლევები
კონტროლირებადი კლინიკური კვლევებისას, ლოზარტანის დღეში ერთხელ მიღებამ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში გამოიწვია სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. არტერიული წნევის მაჩვენებლებმა დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ მაჩვენებელთან შედარებით, აჩვენა არტერიული წნევის შემცირება 24 საათის განმავლობაში; შენარჩუნებული იყო ბუნებრივი დღიური რითმი. დოზირების ინტერვალის ბოლოს არტერიული წნევის შემცირება შეადგენდა ეფექტის 70-80%-ს, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ.
ლოზარტანის მიღების შეწყვეტამ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არ გამოიწვია არტერიული წნევის მკვეთრი ზრდა (უკუეფექტი). არტერიული წნევის შესამჩნევი შემცირების მიუხედავად, ლოზარტანი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს გულისცემის მაჩვენებელზე.
ლოზარტანი თანაბრად ეფექტურია მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდა (65 წლამდე ასაკის) და ხანდაზმულ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
LIFE კვლევა
ლოზარტანის გამოყენებით მოსალოდნელი შედეგის შემცირების მიზნით (LIFE), ჩატარდა რანდომიზებული, სამმაგი ბრმა, აქტიურად კონტროლირებადი კვლევა ჰიპერტენზიის მქონე 9193 პაციენტის მონაწილეობით, რომელთა ასაკი იყო 55-დან 80 წლამდე და ჰქონდათ ეკგ-ით დადასტურებული მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტები იღებდნენ 50მგ ლოზარტანს დღეში ერთხელ ან 50მგ ატენოლოლს დღეში ერთხელ. თუ ვერ ხერხდებოდა არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების (<140/90 მმ.ვწყ.სვ) მიღწევა, ჯერ ემატებოდა ჰიდროქლორთიაზიდი (12.5 მგ), ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ლოზარტანის ან ატენოლოლის დოზა იზრდებოდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ. არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ემატებოდა სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, გარდა აგფ ინჰიბიტორებისა, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები ან ბეტა-ბლოკატორები.
დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 4.8 წელს.
პირველადი შედეგი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის კომბინაცია, რომელიც იზომებოდა გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული გარდაცვალების, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული შემთხვევების შემცირებით. ორივე ჯგუფში არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა ერთნაირ დონემდე. ლოზარტანით მკურნალობამ გამოიწვია რისკის შემცირება 13.0%-ით (p=0.021, 95% ნდობის ინტერვალი 0.77-0.98) ატენოლოლთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებმაც მიაღწიეს პირველადი კომბინაციის შედეგს. აღნიშნული ძირითადად უკავშირდებოდა ინსულტის სიხშირის შემცირებას. ლოზარტანით მკურნალობამ 25%-ით შეამცირა ინსულტის რისკი, ატენოლოლთან შედარებით (p = 0.001 95% ნდობის ინტერვალი 0.63-0.89). სამკურნალო ჯგუფებს შორის არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული გარდაცვალებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მაჩვენებლების თვალსაზრისით.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
ორი დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევის -ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) - ფარგლებში შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციაში გამოყენება.
ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული დაავადებები, ან შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და დიაბეტური ნეფროპათია.
აღნიშნულმა კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით, ხოლო, მონოთერაპიასთან შედარებით, დაფიქსირდა ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.
აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE კვლევა (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) იკვლევდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიაში ალისკირენის დამატების სარგებელს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და თირკმელების ქრონიკული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულსისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირად დაფიქსირდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არის თიაზიდური დიურეზული საშუალება. თიაზიდური დიურეზული საშუალებების ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი. თიაზიდური საშუალებები გავლენას ახდენენ ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლის მილაკოვან მექანიზმებზე, უშუალოდ ზრდიან ნატრიუმისა და ქლორიდის ექსკრეციას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული მოქმედების შედეგად მცირდება პლაზმის მოცულობა, იზრდება რენინის აქტივობა პლაზმაში და ალდოსტერონის სეკრეცია, რაც იწვევს კალიუმისა და ბიკარბონატების კარგვას შარდთან ერთად, რასაც თან სდევს კალიუმის დონის შემცირება შრატში. რენინ-ალდოსტერონის კავშირი განპირობებულია ანგიოტენზინ II-ით და, შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის ერთდროული მიღება იწვევს დიურეზული საშუალებების მიღებით გამოწვეული კალიუმის დაკარგვის შემცირებას.
პერორალურად მიღების შემთხვევაში, დიურეზული მოქმედება იწყება 2 საათში, მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება 6-12 საათს. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათამდე.
არამელანომური კანის კიბო
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად, გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულაციურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას ბაზალური უჯრედის კარცინომის 71,533 შემთხვევით და 8,629 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევით, რომელიც შეესაბამებოდა 1,430,833 და 172,462 პოპულაციის კონტროლს, შესაბამისად. HCTZ-ის დიდი დოზის გამოყენებას (≥50,000მგ კუმულაციურად) უკავშირდებოდა ბაზალური უჯრედის კარცინომის დაზუსტებული შანსების თანაფარდობის (OR) 1.29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) მაჩვენებელი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის 3.98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68- 4.31) მაჩვენებელი. სუფთა კუმულაციურ დოზაზე რეაგირება ჰქონდა, როგორც ბაზალური უჯრედის კარცინომას, ასევე ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. სხვა კვლევამ გამოავლინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და HCTZ-ის გავლენას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამედობა 63,067 პოპულაციის კონტროლს, რისკების ნაკრების შერჩევითი სტრატეგიის გამოყენებით. კუმულაციურ დოზაზე რეაგირების თანაფარდობა, რომელიც გამოვლინდა დაზუსტებული შანსების თანაფარდობის 2.1 (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-2.6) მაჩვენებელით, გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) დიდი დოზების გამოყენებისას (∽25,000მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) ყველაზე დიდი კუმულაციური დოზების მიღებისას (∽100,000მგ).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
ლოზარტანი
პერორალურად მიღებისას ლოზარტანი კარგად შეიწოვება და განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს, წარმოქმნის აქტიურ კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტს და სხვა არააქტიურ მეტაბოლიტებს. ლოზარტანის ტაბლეტების სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 33%-ს. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის საშუალო პიკური კონცენტრაცია მიიღწევა, შესაბამისად, 1 საათში და 3-4 საათში. ლოზარტანის პლაზმური კონცენტრაციის პროფილზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აღინიშნა სტანდარტულ საკვებთან ერთად მიღებისას.
განაწილება
ლოზარტანი
როგორც ლოზარტანი, ასევე მისი აქტიური მეტაბოლიტი ≥99%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს, პირველ რიგში ალბუმინს. ლოზარტანის განაწილების მოცულობა 34 ლიტრია. ვირთაგვებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ლოზარტანი სუსტად კვეთს ან საერთოდ არ კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტარულ, მაგრამ არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
ბიოტრანსფორმაცია
ლოზარტანი
ლოზარტანის ინტრავენურად ან პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. 14C-მარკირებული ლოზარტანის კალიუმის პერორალურად და ინტრავენურად გამოყენების შემთხვევაში, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობა ძირითადად მოდის ლოზარტანსა და მის აქტიურ მეტაბოლიტზე. ლოზარტანის მინიმალური გარდაქმნა მის აქტიურ მეტაბოლიტად დაფიქსირდა შესწავლილი პირების დაახლოებით ერთ პროცენტში. აქტიური მეტაბოლიტის გარდა, წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები, მათ შორის ორი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ბუტილის გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირებით და უმნიშვნელო მეტაბოლიტი, N-2 ტეტრაზოლის გლუკურონიდი.
ელიმინაცია
ლოზარტანი
ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 600მლ/წთ და 50მლ/წთ, შესაბამისად. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი არის, შესაბამისად, 74 მლ/წთ და 26მლ/წთ. ლოზარტანის პერორალურად მიღების შემთხვევაში დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით, ხოლო დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა შარდში აქტიური მეტაბოლიტის სახით. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია ლოზარტანის კალიუმის 200მგ-მდე დოზებით.
პერორალური მიღებისას ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება პოლიექსპონენციალურად, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს და 6-9 საათს, შესაბამისად. დღეში ერთხელ 100მგ დოზით მიღებისას არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი მნიშვნელოვნად არ აკუმულირდება პლაზმაში.
როგორც ნაღვლით, ასევე შარდით ექსკრეცია ხელს უწყობს ლოზარტანისა და მისი მეტაბოლიტების ელიმინაციას. ადამიანებში 14C-მარკირებული ლოზარტანის პერორალური დოზის მიღებისას რადიოაქტიურობის დაახლოებით 35% აღმოჩნდა შარდში და 58% - ფეკალურ მასებში.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმლის საშუალებით. მინიმუმ 24 საათის განმავლობაში პლაზმურ დონეზე დაკვირვებისას, დაფიქსირდა, რომ პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ვარირებს 5.6 -დან 14.8 საათამდე. პერორალურად მიღებისას დოზის არანაკლებ 61 პროცენტი გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ლოზარტანი-ჰიდროქლოროთიაზიდი
ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები და ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმულ პირებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჰიპერტენზიის მქონე ახალგაზრდა პირებში დაფიქსირებული მაჩვენებლებისგან.
ლოზარტანი
პერორალურად მიღებისას ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ციროზის მქონე პაციენტებში ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციები პლაზმაში, შესაბამისად, 5-ჯერ და 1.7-ჯერ აღემატებოდა ახალგაზრდა მამრობითი სქესის მოხალისეებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს.
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლოზარტანის AUC იაპონელ და არა-იაპონელ ჯანმრთელ მამაკაცებში ერთნაირია. ამასთან, კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტის AUC (E-3174), განსხვავებულია ორ ჯგუფს შორის, იაპონელ სუბიექტებში დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია არა-იაპონელ სუბიექტებთან შედარებით. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის.
არც ლოზარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
დოზირება და მიღების წესი
ჰიპერტენზია
ლოზარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი არ არის განკუთვნილი საწყისი თერაპიის სახით გამოყენებისათვის, არამედ ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ ვერ კონტროლდება მხოლოდ ლოზარტანის კალიუმით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების (ლოზარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი) დოზის ტიტრაცია.
კლინიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეიძლება განიხილებოდეს მონოთერაპიიდან პირდაპირ ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ ვერ კონტროლდება.
სტანდარტული შემანარჩუნებელი დოზა არის ერთი ტაბლეტი ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი 50მგ/12.5მგ (ლოზარტანი 50მგ/HCTZ 12,5მგ) დღეში ერთხელ. პაციენტებისთვის, რომლებიც სათანადოდ ვერ რეაგირებენ ლოზარტანის კალიუმის/ ჰიდროქლოროთიაზიდის 50მგ/12.5მგ ტაბლეტებზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს ერთი ტაბლეტი ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი 100მგ/25მგ (ლოზარტანი 100მგ/HCTZ 25მგ) დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის ერთი ტაბლეტი ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდი 100მგ/25მგ დღეში ერთხელ. როგორც წესი, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან სამიდან ოთხ კვირაში. ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდი 100/12.5 (ლოზარტანი 100 მგ/HCTZ 12,5 მგ) გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა ლოზარტანის კალიუმის დოზა განისაზღვრა 100 მგ-ით და რომლებსაც ესაჭიროებათ არტერიული წნევის დამატებითი კონტროლი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
თირკმლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევის (ანუ კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) მქონე პაციენტებში საწყისი დოზის კორექცია საჭირო არ არის. ლოზარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის. ლოზარტანი/ HCTZ ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების (ანუ კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) დროს.
ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება
ლოზარტანის კალიუმის/ HCTZ ტაბლეტების მიღებამდე უნდა გამოსწორდეს მოცულობის დარღვევა და/ან ნატრიუმის დეფიციტი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ლოზარტანის კალიუმი/ HCTZ უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში.
ხანდაზმულები
ხანდაზმულებში, როგორც წესი, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ბავშვები და მოზარდები (<18წლის)
ბავშვებსა და მოზარდებში ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. შესაბამისად, არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესი
ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი შეიძლება დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.
ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
მიღების წესი
ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები USP მიიღება პერორალურად.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA):
AIIRA-ების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
AIIRA-ების მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში.
ეპიდემიოლოგიური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებენ ტერატოგენული მოქმედების რისკზე ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინფიბიტორებით მკურნალობისას; თუმცა არ არის გამორიცხული ასეთი რისკის უმნიშვნელო გაზრდა. მიუხედავად იმისა რომ არ მოიპოვება კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRA) მიღებით გამოწვეულ რისკთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული, რომ ამ კლასის პრეპარატისთვის არსებობდეს მსგავსი რისკები. თუ AIIRA-ების მიღება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაშინ პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომელთა უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში. ორსულობის დადასტურებისთანავე AIIRA-ების გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში AIIRA-ებით თერაპია იწვევს ფეტოტოქსიკურობას ადამიანებში (თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ახალშობილებზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია).
ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან AIIRA-ების მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულია ნაყოფის თავის ქალისა და თირკმლის ფუნქციის ურტრაბგერითი კვლევა.
ახალშობილები, რომელთა დედები ღებულობენ AIIRA-ებს, უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გამო.
ჰიდროქლოროთიაზიდი:
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია.
ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტაში. ჰიდროქლოროთიაზიდის მოქმედების მექანიზმის ფარმაკოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისმა მიღებამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება გააუარესოს ფეტოპლაცენტური სისხლის მიმოქცევა და გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, როგორიცაა: სიყვითლე, ელექტეროლიტური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია ნაყოფსა და ახალშობილში.
ჰიდროქლორითიაზიდის დანიშვნა არ შეიძლება გესტაციური შეშუპების, გესტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამფსიის სამკურნალოდ, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს სისხლის პლაზმის მოცულობის შემცირება და პლაცენტის ჰიპოპერფუზიის რისკი, დაავადების მიმდინარეობაზე სასარგებლო ეფექტის გარეშე.
ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც შეუძლებელია ალტერნატიული თერაპიის დაწყება.
ლაქტაცია
ლოზარტანი
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA):
ვინაიდან არ მოიპოვება ინფორმაცია ლაქტაციის პერიოდში ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების შესახებ, ამიტომ ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღება არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში და რეკომენდებულია ალტერნატიული საშუალებებით მკურნალობის დაწყება, რომელთაც აქვს უკეთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი, განსაკუთრებით ახალშობილებთან და დღენაკლულ ბავშვებთან მიმართებაში.
ჰიდროქლორთიაზიდი
ჰიდროქლოროთიაზიდი მცირე ოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. თიაზიდურმა საშუალებებმა დიდი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს დიურეზის გაზრდა და რძის წარმოქმნის დათრგუნვა. ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა.
გვერდითი ეფექტები
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილია წამლის გვერდითი ეფექტები ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით. გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირე განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი სიხშირის (მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ვერ დგინდება არსებული მონაცემებით).
ლოზარტანის კალიუმის და ჰიდროქლოროთიაზიდის კლინიკური კვლევების დროს არ დაფიქსირებულა ნივთიერებების ამ კომბინაციისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენები შემოიფარგლებოდა ლოზარტანის კალიუმის და/ან ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას ადრე დაფიქსირებული მოვლენებით.
ესენციური ჰიპერტენზიის კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ერთადერთი ნივთიერებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა - თავბრუსხვევა, რომელიც პლაცებოსთან შედარებით უფრო მეტი სიხშირით ვლინდებოდა ლოზარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის მიმღები პაციენტების 1%-ში ან მეტში.
ამ მოვლენების გარდა, პროდუქტის ბაზარზე შემოტანის შემდეგ აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ორგანოთა სისტემა
გვერდითი მოვლენები
სიხშირე
ჰეპატობილიარული დარღვევები
ჰეპატიტი
იშვიათი
კვლევები
ჰიპერკალემია, ალანინამინტრანსფერაზას (ALT) დონის მომატება
იშვიათი
დამატებითი გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ერთ-ერთი ცალკეული კომპონენტის გამოყენებისას და შეიძლება წარმოადგენდეს ლოზარტანის კალიუმის/ჰიდროქლოროთიაზიდის პოტენციურ გვერდით რეაქციებს, მოიცავს შემდეგს:
ლოზარტანი
ლოზარტანის კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ორგანოთა სისტემა
გვერდითი მოვლენები
სიხშირე
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ანემია, ჰენოხ-შონლეინის პურპურა, ეკქიმოზი, ჰემოლიზი
არახშირი
თრომბოციტოპენია
უცნობი
დარღვევევები
გულის მხრივ
ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, სტერნალგია, სტენოკარდია, II - AV ბლოკადა, ცერებროვასკულური მოვლენა, მიოკარდიუმის ინფარქტი, პალპიტაცია, არითმიები (წინაგულების ფიბრილაცია, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია)
არახშირი
ყურის და ლაბირინთული სისტემის დარღვევები
ვერტიგო, ტინიტუსი
არახშირი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის დაბინდვა, წვის/ჩხვლეტის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
არახშირი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია
ხშირი
ყაბზობა, კბილის ტკივილი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გასტრიტი, ღებინება, ძლიერი ყაბზობა
არახშირი
პანკრეატიტი
უცნობი
ნაწლავური ანგიონევროზული შეშუპება
იშვიათი
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ასთენია, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში
ხშირი
სახის შეშუპება, შეშუპება, ცხელება
არახშირი
გრიპის მსგავსი სიმპტომები, სისუსტე
უცნობი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
უცნობი
იმუნური სისტემის დარღვევები
მომატებული მგრძნობელობა: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის ხორხისა და ყიის შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და /ან სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპებას; ზოგიერთ ასეთ პაციენტში ანგიონევროზული შეშუპება ადრე აღინიშნა სხვა მედიკამენტების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებისას;
იშვიათი
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ანორექსია, პოდაგრა
არახშირი
ძვალ-კუნთოვანი დარღვევები და დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი, ფეხის ტკივილი, მიალგია
ხშირი
მკლავის ტკივილი, სახსრების შეშუპება, მუხლის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მხრების ტკივილი, რიგიდულობა, ართრალგია, ართრიტი, კოქსალგია, ფიბრომიალგია, კუნთების სისუსტე
არახშირი
რაბდომიოლიზი
უცნობი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
ხშირი
ნერვოზულობა, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ტრემორი, შაკიკი, სინკოპე
არახშირი
დისგევზია
უცნობი
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
ხშირი
შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, კონფუზია, დეპრესია, უჩვეულო სიზმრები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
არახშირი
დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა
ხშირი
ნოქტურია, შარდვის გახშირება, საშარდე გზების ინფექცია
არახშირი
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ
ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია/ იმპოტენცია
არახშირი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუს ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ
ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის დახშობა, სინუსიტი, სინუსური დარღვევები
ხშირი
ფარინგეალური დისკომფორტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, დისპნოე, ბრონქიტი, ეპისტაქსია, რინიტი, სასუნთქი გზების დახშობა
არახშირი
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ალოპეცია, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ერითემა, სიწითლე, ფოტომგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ოფლიანობა
არახშირი
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ვასკულიტი
არახშირი
დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატიკური ეფექტები
უცნობი
კვლევები
ჰიპერკალემია, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის უმნიშნველო შემცირება, ჰიპოგლიკემია
ხშირი
შარდოვანას და შრატისმიერი კრეატინინის დონის უმნიშნველო მომატება
არახშირი
ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება
ძალიან იშვიათი
ჰიპონატრიემია
უცნობი
ჰიდროქლოროთიაზიდი
ორგანოთა სისტემა
გვერდითი მოვლენები
სიხშირე
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ახალწარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები)
არამელანომური კანის კიბო (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)
უცნობი
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, პურპურა, თრომბოციტოპენია
არახშირი
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური რეაქცია
იშვიათი
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები
ანორექსია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია
არახშირი
ფსიქიკური დარღვევები
უძილობა
არახშირი
ნერვული სისტემის დარღვევები
ცეფალგია
ხშირი
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობის გარდამავალი დაბინდვა, ქსანტოფსია
არახშირი
ქორიოიდული ეფუზია, მწვავე მიოპია, მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა
უცნობი
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
ნეკროზული ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)
არახშირი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ღრუს ორგანოების და შუასაყრის მხრივ
მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (ARDS)
ძალიან იშვიათი
რესპირატორული დარღვევები, მათ შორის პნევმონიტი და ფილტვის შეშუპება
არახშირი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
სიალოადენიტი, სპაზმები, კუჭის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა
არახშირი
ჰეპატობილიარული დარღვევები
სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზი), პანკრეატიტი
არახშირი
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ფოტომგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
არახშირი
კანის წითელი მგლურა
უცნობი
ძვალ-კუნთოვანი დარღვევები და დარღვევები შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
კუნთის სპაზმები
არახშირი
დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ
გლიკოზურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა
არახშირი
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ცხელება, თავბრუსხვევა
არახშირი
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა
არამელანომური კანის კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად გამოვლინდა კავშირი HCTZ-ის კუმულატიურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ლოზარტანი
ანგიონევროზული შეშუპება
აუცილებელია იმ პაციენტების მონიტორინგი, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება).
ჰიპოტენზია და ცირლკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება
სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მოცულობისა და/ან ნატრიუმის დონის შემცირება ინტენსიური დიურეზული თერაპიის, საკვები მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო. აღნიშნული უნდა გამოსწორდეს ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების მიღების დაწყებამდე.
ელექტროლიტური დისბალანსი
ელექტროლიტური დისბალანსი ხშირია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტით ან მის გარეშე, და ეს უნდა მოგვარდეს. ამიტომ, აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციისა და კრეატინინის კლირენსის მნიშვნელობების მონიტორინგი; განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ.
ლოზარტანის კალიუმთან/ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად არ არის რეკომენდებული კალიუმის დამზოგველი დიურეზულების, კალიუმის დანამატებისა და კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან იმ საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევენ შრატში კალიუმის დონის მატებას (მაგ., ტრიმეტოპრიმის შემცველი პროდუქტები).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მიუთითებენ სისხლის პლაზმაში ლოზარტანის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდაზე ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშულო სიმძიმის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ლოზარტანის თერაპიული გამოცდილება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების შედეგად აღინიშნა თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა (განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, მაგალითად, პაციენტებში მძიმე გულის უკმარისობით ან არსებული თირკმლის დისფუნქციით).
როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონის მატება ასევე აღინიშნა პაციენტებში ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით ან ცალმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით; თირკმლის ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში. ლოზარტანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ორმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით ან ცალმხრივი თირკმლის არტერიის სტენოზით.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
არ არსებობს პროდუქტის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები, როგორც წესი, არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირებით. აქედან გამომდინარე, ლოზარტანის კალიუმის/ ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულური დაავადება
როგორც ანტიჰიპერტენზიული საშუალებების შემთხვევაში, არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითებამ გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე, არსებობს - როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების შემთხვევაში - მძიმე არტერიული ჰიპოტენზიისა და (ხშირად მწვავე) თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი.
აორტისა და მიტრალური სარქველების სტენოზი, ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ აორტის ან მიტრალური სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
ეთნიკური განსხვავებები
ისევე როგორც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების შემთხვევაში, ლოზარტანისა და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტების ჰიპოტენზური ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული შავკანიანებში, არაშავკანიანებთან შედარებით, სავარაუდოდ, ჰიპერტენზიის მქონე შავკანიან პოპულაციაში რენინის დაბალი დონის უფრო მაღალი გავრცელების გამო.
ორსულობა
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA) არ უნდა დაიწყოს ორსულობის დროს. თუ AIIRA-ების მიღება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაშინ პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომელთა უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში. ორსულობის დადასტურებისთანავე AIIRA-ების გამოყენება უნდა შეწყდეს, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (მათ შორის თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევის) განვითარების რისკს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული რაას-ის ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებით.
ორმაგი ბლოკადის თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რა დროსაც აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგი.
აგფ- ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ჰიპოტენზია და ელექტროლიტების/სითხის დისბალანსი
როგორც ყველა ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. აუცილებელია სითხის ან ელექტროლიტური დისბალანსის კლინიკური ნიშნების მონიტორინგი, როგორიცაა მოცულობის შემცირება, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია ან ჰიპოკალიემია, რომელიც შეიძლება განვითარდეს თანმხლები დიარეის ან ღებინების ფონზე. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პერიოდულად, შესაბამისი ინტერვალებით, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი. პაციენტებს, რომლებსაც ცხელ ამინდში აქვთ შეშუპეპები, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპონატრიემია (Dilutional hyponatremia).
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები
თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება დაირღვეს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების, მათ შორის ინსულინის, დოზის კორექცია. თიაზიდებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ფარული მიმდინარეობით.
თიაზიდებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდით კალციუმის გამოყოფის შემცირება და შრატში კალციუმის დონის უმნიშვნელო პერიოდული მატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება მიუთითებდეს ლატენტურ ჰიპერპარათირეოიდიზმზე.
თიაზიდების მიღება უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევის ჩატარებამდე.
ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდური შარდმდენებით მკურნალობასთან.
ზოგიერთ პაციენტში თიაზიდებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია და/ან პოდაგრა. ვინაიდან, ლოზარტანი ამცირებს შარდმჟავას დონეს, ლოზარტანი ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად ასუსტებს შარდმდენებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
თიაზიდები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ინტრაჰეპატური ქოლესტაზი და ასევე იმის გამო, რომ სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კომა.
ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით.
არამელანომური კანის კიბო
არამელანომური კანის კიბოს (NMSC) [ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (SCC)] განვითარების რისკის ზრდა ჰიდროქლორთიაზიდის (HCTZ) კუმულაციური დოზის ზრდასთან ერთად დაფიქსირდა ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში დანიის კიბოს ეროვნულ რეესტრზე დაყრდნობით. HCTZ-ის ფოტომასენსიბილიზირებელი მოქმედება შეიძლება იყოს NMSC-ის განვითარების შესაძლო მექანიზმი.
პაციენტები, რომლებიც იღებენ HCTZ-ს, უნდა იყვნენ ინფორმირებული NMSC-ის რისკის შესახებ, ასევე აუცილებელია მათთვის რეკომენდაციის მიცემა რეგულარულად შეამოწმონ კანი ახალი დაზიანებების არსებობაზე და დროულად განაცხადონ კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ. პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია შესაძლო პროფილაქტიკური ზომების შესახებ, როგორიცაა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივების შეზღუდული ზემოქმედება, ხოლო, ზემოქმედების შემთხვევაში, კანის კიბოს რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად ადეკვატური დაცვის შესახებ. კანის საეჭვო დაზიანებების გამოკვლევა უნდა მოხდეს სასწრაფოდ, მათ შორის ბიოფსიის ჰისტოლოგიური კვლევებით. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს HCTZ-ის გამოყენების გადახედვა იმ პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ NMSC.
სხვა
თიაზიდების მიღების ფონზე, შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ან არ აღენიშნებათ ალერგია ან ბრონქული ასთმა. თიაზიდებით მკურნალობის ფონზე დაფიქსირებულია სისტემური წითელი მგლურას გამწვავების შემთხვევები.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ქორიოიდული ეფუზია, მწვავე მიოპია და მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომა:
სულფანილამიდმა ან სულფანილამიდის წარმოებულებმა შეიძლება გამოიწვიონ თავისებური რეაქცია, რასაც მოჰყვება ქორიოიდული ეფუზია მხედველობის არის დეფექტით, გარდამავალი მიოპია და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებას ან თვალის ტკივილს და, როგორც წესი, ვითარდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. არანამკურნალევმა მწვავე დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. პირველ რიგში, აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყონებლივ შეწყვეტა. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევა, თუ თვალშიდა წნევის მართვა ვერ მოხერხდა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის რისკ-ფაქტორებია ანამნეზში სულფონამიდის ან პენიცილინის მიმართ ალერგია.
სასუნთქი გზების მწვავე ტოქსიკურობა
ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ დაფიქსირდა სასუნთქი გზების მწვავე ტოქსიკურობის, მათ შორის მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის (ARDS) ძალიან იშვიათი, მძიმე შემთხვევები. ფილტვის შეშუპება ჩვეულებრივ ვითარდება ჰიდროქლორთიაზიდის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში. საწყისი სიმპტომებია ქოშინი, ცხელება, ფილტვების არსებული მდგომარეობის გაუარესება და ჰიპოტენზია. ARDS-ის დიაგნოზზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდი უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ჰიდროქლორთიაზიდი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც წარსულში განუვითარდათ ARDS ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ.
ნაწლავური ანგიონევროზული შეშუპება
ნაწლავური ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (მათ შორის ლოზარტანს). ამ პაციენტებს აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა. სიმპტომები გაქრა ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების შეწყვეტის შემდეგ. ანგიონევროზული შეშუპების დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ლოზარტანის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მონიტორინგი სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
შემავსებლები
ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდი შეიცავს ლაქტოზას.
პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმა, ლაქტაზას სრული დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია, ეს პრეპარატი არ უნდა დაენიშნოთ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ლოზარტანის, სულფონამიდის წარმოებულების (როგორიცაა ჰიდროქლოროთიაზიდი) ან მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
რეზისტენტული ჰიპოკალიემია ან ჰიპერკალციემია;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; ქოლესტაზი და სანაღვლე გზების ობსტრუქციული დარღვევები;
რეფრაქტორული ჰიპონატრიემია;
სიმპტომური ჰიპერურიკემია/ პოდაგრა;
ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრი;
თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევა (მაგ. კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ);
ანურია;
ლოზარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთად უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც აღნიშნებათ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა (GFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ლოზარტანი
ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის შემცირება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური შედეგები არ შეფასებულა.
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების მსგავსად, კალიუმის დამზოგველი დიურეზულების (მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მატება (მაგ., ტრიმეთოპრიმის შემცველი პროდუქტები). არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება.
ისევე, როგორც იმ სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს, რომლებიც გავლენას ახდენენ ნატრიუმის გამოყოფაზე, ლითიუმის გამოყოფა შეიძლება შემცირდეს.
შესაბამისად, ლითიუმის მარილების ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებისას, აუცილებელია შრატში ლითიუმის დონის კონტროლი.
ანგიოტენზინ II ანტაგონისტების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგ. სელექციური COX-2 ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით) და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების ან დიურეზულების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების, მათ შორის თირკმელების შესაძლო მწვავე უკმარისობის რისკის გაზრდა, აგრეთვე შრატში კალიუმის დონის მატება, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. კომბინირებული მკურნალობა უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად მკურნალობის დროს აუცილებელია პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორებს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის შემდგომი გაუარესება. როგორც წესი, ეს ეფექტები შექცევადია.
კლინიკური კვლევების მონაცემებით, აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა ასოცირდება ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებულ სიხშირესთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლების ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) ისეთი ერთი სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან შედარებით, რომელიც გავლენას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე.
ჰიპოტენზიის გამომწვევი სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბაკლოფენი, ამიფოსტინი: ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, რომლებიც არტერიულ წნევას ამცირებენ ძირითადი ან გვერდითი მოქმედების ფარგლებში, შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
გრეიპფრუტის წვენი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც თრგუნავენ CYP450 ფერმენტებს და შეიძლება შეამცირონ ლოზარტანის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის შემცირება. ლოზარტანის /HCTZ ტაბლეტების მიღების დროს მოერიდეთ გრეიპფრუტის წვენის მიღებას.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ერთდროულად მიღების შემთხვევაში, თიაზიდურ შარდმდენებთან ურთიერთქმედებაში შეიძლება შევიდეს შემდეგი სამკურნალო საშუალებები:
სპირტი, ბარბიტურატები, ნარკოტიკული საშუალებები ან ანტიდეპრესანტები:
შეიძლება გაიზარდოს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.
ანტიდიაბეტური საშუალებები (პერორალურად მისაღები საშუალებები და ინსულინი):
თიაზიდით მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალების დოზის კორექტირება. მეტფორმინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებასთან დაკავშირებული თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარღვევით გამოწვეული ლაქტაციდოზის განვითარების რისკის გამო.
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები:
ადიტიური ეფექტი.
ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი:
ანიონგაცვლითი ფისების არსებობისას ირღვევა ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვა. ქოლესტირამინის ან ქოლესტიპოლის ერთჯერადი დოზის მიღება იწვევს ჰიდროქლოროთიაზიდის შეკავშირებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი შეწოვის შემცირებას, შესაბამისად, 85 და 43 პროცენტამდე.
კორტიკოსტეროიდები, აკტჰ:
შესაძლებელია ელექტროლიტების დეფიციტის გაუარესება, განსაკუთრებით ჰიპოკალიემია.
პრესორული ამინები (მაგ. ადრენალინი):
შესაძლებელია შემცირდეს რეაქცია პრესორულ ამინებზე, მაგრამ არა იმდენად, რომ გამოირიცხოს მათი გამოყენება.
არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტები (მაგ., ტუბოკურარინი):
შესაძლოა გაიზარდოს მგრძნობელობა მიორელაქსანტის მიმართ.
ლითიუმი:
დიურეზული საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან ლითიუმის ტოქსიკურობის რისკს; არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი):
შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული მედიკამენტების დოზის კორექცია, რადგან ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონე. შესაძლოა საჭირო გახდეს პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების სიხშირე.
ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ., ატროპინი, ბიპერიდენი):
თიაზიდური ტიპის დიურეზულების ბიოშეღწევადობის გაზრდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების ხარჯზე.
ციტოტოქსიური აგენტები (მაგ., ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი):
თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ ციტოტოქსიკური საშუალებების თირკმლისმიერი ექსკრეცია და გაზარდონ მათი მიელოსუპრესიული ეფექტი.
სალიცილატები:
სალიცილატების დიდი დოზებით გამოყენების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
მეთილდოპა:
არსებობს ცნობები ჰემოლიზური ანემიის განვითარების ცალკეული შემთხვევების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ჰიდროქლოროთიაზიდსა და მეთილდოპას.
ციკლოსპორინი:
ციკლოსპორინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის მსგავსი გართულებების რისკი.
საგულე გლიკოზიდები:
თიაზიდებით გამოწვეულმა ჰიპოკალიემიამ ან ჰიპომაგნიემიამ შეიძლება ხელი შეუწყოს საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული არითმიების განვითარებას.
სამკურნალო საშუალებები, რომელთა ეფექტზე გავლენას ახდენს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის ცვლილებები:
რეკომენდებულია პერიოდულად შრატში კალიუმის შემცველობის და ეკგ-ს მონიტორინგის ჩატარება ლოზარტანი/ჰიდროქლორითიაზიდის გამოყენებისას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებზეც გავლენას ახდენს შრატში კალიუმის შემცველობის ცვლილებები (მაგალითად, საგულე გლიკოზიდები და ანტიარითმიული საშუალებები) და შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან (მათ შორის ზოგიერთი ანტიარითმული საშუალებები) ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (Torsade de Pointes), ჰიპოკალემია, რომელიც არის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (Torsade de Pointes) განვითარების განმაპირობებელი ფაქტორი:
Ia კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი).
III კლასის ანტიარითმიული საშუალებები (მაგალითად, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).
ზოგიერთი ნეიროლეპტიკი (მაგალითად, თიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამსულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).
სხვა საშუალებები (მაგალითად, ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ი/ვ ერითრომიცინი, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, ი/ვ ვინკამინი).
კალციუმის მარილები:
თიაზიდურ დიურეტიკებს შეუძლიათ სისხლის პლაზმაში კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა თირკმელებით კალციუმის გამოყოფის შემცირების ხარჯზე. კალციუმის დანამატების დანიშვნის დროს აუცილებელია შრატში კალციუმის დონის კონტროლი და, შესაბამისად, კალციუმის დანამატების დოზის კორექტირება.
გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე:
კალციუმის მეტაბოლიზმზე ზემოქმედების გამო, თიაზიდებს შეუძლიათ პარათიროიდული ჯირკვლების ფუნქციის კვლევის ანალიზების შედეგების შეცვლა.
კარბამაზეპინი:
არსებობს სიმპტომური ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი. აუცილებელია კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგის ჩატარება.
იოდის შემცველი კონტრასტული აგენტები:
შარდმდენების გამოყენებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით იოდის პრეპარატების მაღალი დოზებით მიღებისას. მათ შეყვანამდე აუცილებელია პაციენტების რეჰიდრატაცია.
ამფოტერიცინი B (პარენტერალურად), კორტიკოსტეროიდები, აკტჰ, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები ან გლიცირიზინი (შეიცავს ძირტკბილა):
ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების დეფიციტის, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის განვითარება.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდის დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ. ზედოზირების სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. ლოზარტანის კალიუმი/ ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტზე უნდა განხორციელდეს დაკვირვება. მისაღები ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას, აგრეთვე დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დისბალანსის, ღვიძლის კომისა და ჰიპოტენზიის მკურნალობას დადგენილი პროცედურებით.
ლოზარტანი
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინება იქნება არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ბრადიკარდია შეიძლება განვითარდეს პარასიმპათიკური (ვაგალური) სტიმულაციით. სიმპტომატური ჰიპოტენზიის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამხმარე მკურნალობა.
არც ლოზარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.
ჰიდროქლოროთიაზიდი
ყველაზე ხშირად გამოვლენილი ნიშნები და სიმპტომები გამოწვეულია ელექტროლიტების დაკარგვით (ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და ჭარბი დიურეზის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაციით. თუ ასევე მიღებულია საგულე გლიკოზიდები, ჰიპოკალემიამ შეიძლება გაამწვაოს გულის არითმია.
ჰემოდიალიზით ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნის ხარისხი დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
3x10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu/Alu ბლისტერზე, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
36თვე
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წარმოებულია
Centurion Laboratories Pvt. Ltd.-ის მიერ
წარმოებულია Remus Pharmaceuticals Ltd.-თვის
ინდოეთი, გუჯარათი, აჰმედაბადი- 380054, ბოდაკდევი, ჯაინტილალის პარკი, ამბლი, ბოპალის ქუჩა, South Tower, ONE42, მე-11 სართული, 1101-B, 1102, 1103.
ხელმოწერილია/ ბეჭედდასმულია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.