სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ასთმური ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, პნევმონია, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამბროქსოლი (ambroxol)
- ფორმა და შეფუთვა
- 30მგ ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C Balkan Pharmaceuticals S.R.L(მოლდოვა)), საქართველო
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043742
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლიზლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ასთმური ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, პნევმონია, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; რინოფარინგეალური ტრაქტის ანთებითი დაავადებები: ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, რინიტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია 1 ტაბლეტი (30 მგ) 3-ჯერ დღეში, შემდეგ 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია 2 ტაბლეტის (60 მგ) დანიშვნა 2-ჯერ დღეში.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ და დამოკიდებულია ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხზე. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ამბროქსოლის სხვა (საბავშვო) ფორმები.
სიფრთხილის ზომები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს საჭიროა პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება.
ლიზლი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან/და ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში; ასევე სიფრთხილით გამოიყენება მოტორული ბრონქოპათიის დროს, ვინაიდან მოსალოდნელია ნახველის ევაკუაციის შეფერხება.
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში საჭიროა მიმართოს ექიმს.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გალაქტოზას მიმართ აუტანლობის, ლაქტაზას უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქების ლორწოვან გარსსა და ბრონქულ სეკრეტში ანტიმიკრობული საშუალებების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი, სულფანილამიდები) შეღწევას.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის, კოდეინთან) ერთად, რადგან ხველის შესუსტება აფერხებს ნახველის გამოყოფას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამბროქსოლი გადის პლაცენტურ ბარიერს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) არ არის რეკომენდებული. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ამბროქსოლის პირდაპირი ან არაპირდაპირი ნეგატიური გავლენა ფერტილობაზე.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000), უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება).
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; უცნობი სიხშირის - ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი - გულისრევა; არახშირი - ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, დიარეა და სხვა დისპეფსიური მოვლენები, პირ-ხახის გარდამავალი ჰიპოსთეზია, ძალიან იშვიათად - ნერწყვდენა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სიმშრალე, დისპნოე (ალერგიული რეაქციის სიმპტომის სახით).
ნერვული სისტემის მხრივ: დისგევზია (გემოს შეგრძნების დარღვევა).
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: იშვიათად - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; უცნობი სიხშირის - რეაქციები კანის მხრივ (მათ შორის, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
სხვა: არახშირი - ციებ-ცხელება, რეაქციები ლორწოვანი გარსის მხრივ.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების სპეციფიკური სიმპტომები არ არის ცნობილი. ჭარბი დოზის მიღების ან/და პრეპარატის შეცდომით გამოყენების დროს გამოვლენილი სიმპტომები შეესაბამება ცნობილ გვერდითი მოვლენებს და საჭიროებს სიმპტომური თერაპიის ჩატარებას.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს – 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტია, რომელიც ხასიათდება მუკოლიზური და ამოსახველებელი მოქმედებით. პრეპარატი ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ადენოციტების მიერ სეკრეტის გამოყოფას. იგი ააქტივებს ჰიდროლიზურ ფერმენტებს და აძლიერებს ლიზოსომების გამოთავისუფლებას კლარის უჯრედებიდან, რაც იწვევს ბრონქულ სეკრეტში მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი აძლიერებს სურფაქტანტის წარმოქმნის პროცესს ალვეოლებსა და ბრონქებში, აუმჯობესებს ბრონქული სეკრეტის რეოლოგიურ მაჩვენებლებს, ამცირებს მის სიბლანტესა და ადჰეზიურ თვისებებს. პრეპარატი ასტიმულირებს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას, რაც ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას, ამცირებს ბრონქების სპასტიკურ ჰიპერრეაქტიულობას.
ფარმაკოკინეტიკა:
ამბროქსოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-2.5 სთ-ში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70-80%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის დაახლოებით 90%. ამბროქსოლი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს, გადადის დედის რძეში. მოქმედი ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ფილტვებში. პრეპარატი პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში არააქტიური კონიუგატების (დიბრომანტრანილის მჟავა, გლუკურონიდები) წარმოქმნით. CYP3А4 პასუხისმგებელია ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმზე დიბრომანტრანილის მჟავამდე. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით: 90% – მეტაბოლიტების სახით, 10% – უცვლელი სახით. T1/2 შეადგენს დაახლოებით 10 სთ-ს.
კლინიკურად დადასტურებულია, რომ ამბროქსოლის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული ასაკსა და სქესზე და, შესაბამისად, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პრეპარატის ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ლიზლი
(LIZLY)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამბროქსოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოყვითალო ფერის, მრგვალი ფორმის , ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები, ცალ მხარეს ამოტვიფრული წარწერით „BP”
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს – 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები, 30 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება.
ATC Code: R05CB06.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ბრომჰექსინის აქტიური მეტაბოლიტია, რომელიც ხასიათდება მუკოლიზური და ამოსახველებელი მოქმედებით. პრეპარატი ასტიმულირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ადენოციტების მიერ სეკრეტის გამოყოფას. იგი ააქტივებს ჰიდროლიზურ ფერმენტებს და აძლიერებს ლიზოსომების გამოთავისუფლებას კლარის უჯრედებიდან, რაც იწვევს ბრონქულ სეკრეტში მჟავე მუკოპოლისაქარიდების დაშლას. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი აძლიერებს სურფაქტანტის წარმოქმნის პროცესს ალვეოლებსა და ბრონქებში, აუმჯობესებს ბრონქული სეკრეტის რეოლოგიურ მაჩვენებლებს, ამცირებს მის სიბლანტესა და ადჰეზიურ თვისებებს. პრეპარატი ასტიმულირებს ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას, რაც ხელს უწყობს ნახველის ევაკუაციას, ამცირებს ბრონქების სპასტიკურ ჰიპერრეაქტიულობას.
ფარმაკოკინეტიკა:
ამბროქსოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1-2.5 სთ-ში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70-80%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის დაახლოებით 90%. ამბროქსოლი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტურ ბარიერებს, გადადის დედის რძეში. მოქმედი ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ფილტვებში. პრეპარატი პირველად მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში არააქტიური კონიუგატების (დიბრომანტრანილის მჟავა, გლუკურონიდები) წარმოქმნით. CYP3А4 პასუხისმგებელია ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმზე დიბრომანტრანილის მჟავამდე. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით: 90% – მეტაბოლიტების სახით, 10% – უცვლელი სახით. T1/2 შეადგენს დაახლოებით 10 სთ-ს.
კლინიკურად დადასტურებულია, რომ ამბროქსოლის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული ასაკსა და სქესზე და, შესაბამისად, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პრეპარატის ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
ჩვენება:
სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ნახველის გაძნელებული გამოყოფა: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ასთმური ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, პნევმონია, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; რინოფარინგეალური ტრაქტის ანთებითი დაავადებები: ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, რინიტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში რეკომენდებულია 1 ტაბლეტი (30 მგ) 3-ჯერ დღეში, შემდეგ 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში თერაპიული ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია 2 ტაბლეტის (60 მგ) დანიშვნა 2-ჯერ დღეში.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები მიიღება ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ და დამოკიდებულია ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხზე. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენება საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენების სიხშირე მოყვანილია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000), უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება).
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; უცნობი სიხშირის - ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი - გულისრევა; არახშირი - ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, დიარეა და სხვა დისპეფსიური მოვლენები, პირ-ხახის გარდამავალი ჰიპოსთეზია, ძალიან იშვიათად - ნერწყვდენა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სიმშრალე, დისპნოე (ალერგიული რეაქციის სიმპტომის სახით).
ნერვული სისტემის მხრივ: დისგევზია (გემოს შეგრძნების დარღვევა).
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: იშვიათად - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; უცნობი სიხშირის - რეაქციები კანის მხრივ (მათ შორის, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
სხვა: არახშირი - ციებ-ცხელება, რეაქციები ლორწოვანი გარსის მხრივ.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ამბროქსოლის სხვა (საბავშვო) ფორმები.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქების ლორწოვან გარსსა და ბრონქულ სეკრეტში ანტიმიკრობული საშუალებების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი, სულფანილამიდები) შეღწევას.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის, კოდეინთან) ერთად, რადგან ხველის შესუსტება აფერხებს ნახველის გამოყოფას.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების სპეციფიკური სიმპტომები არ არის ცნობილი. ჭარბი დოზის მიღების ან/და პრეპარატის შეცდომით გამოყენების დროს გამოვლენილი სიმპტომები შეესაბამება ცნობილ გვერდითი მოვლენებს და საჭიროებს სიმპტომური თერაპიის ჩატარებას.
ორსულობა და ლაქტაცია:
ამბროქსოლი გადის პლაცენტურ ბარიერს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) არ არის რეკომენდებული. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ამბროქსოლის პირდაპირი ან არაპირდაპირი ნეგატიური გავლენა ფერტილობაზე.
განსაკუთრებული მითითებები:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს საჭიროა პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება.
ლიზლი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან/და ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში; ასევე სიფრთხილით გამოიყენება მოტორული ბრონქოპათიის დროს, ვინაიდან მოსალოდნელია ნახველის ევაკუაციის შეფერხება.
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში საჭიროა მიმართოს ექიმს.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გალაქტოზას მიმართ აუტანლობის, ლაქტაზას უკმარისობის ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


