პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ამბროქსოლი ლაროფარმი

Ambroxol Laropharm

ურეცეპტოდ15მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

ეს მედიკამენტი მიეკუთვნება ფარმაკო-თერაპიული პრეპარატების ჯგუფს: პროდუქტიული ხველის სამკურნალო პრეპარატები. ის ნაჩვენებია ბრონქული დაავადებების სამკურნალოდ, რასაც თან ახლავს მწვავე და ქრონიკული ბლანტი სეკრეტი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამბროქსოლი (ambroxol)
ფორმა და შეფუთვა
15მგ/5მლ 100მლ პერორალური ხსნარი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან (2.5მლ და 5.0მლ) ერთად
მწარმოებელი
S.C. Laropharm S.R.L., რუმინეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-020865
რეგისტრირებულია
25 ნოემბერი 2016, მოქმედებს 25 ნოემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია- 555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაამბროქსოლი ლაროფარმი და სხვა წამალი ერთად

ამბროქსოლი ლაროფარმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს მედიკამენტი მიეკუთვნება ფარმაკო-თერაპიული პრეპარატების ჯგუფს: პროდუქტიული ხველის სამკურნალო პრეპარატები.

ის ნაჩვენებია ბრონქული დაავადებების სამკურნალოდ, რასაც თან ახლავს მწვავე და ქრონიკული ბლანტი სეკრეტი.

თუ მკურნალობიდან 4-5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან ვლინდება მდგომარეობის გაუარესება, უნდა მიმართოთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ინსტრუქციის ან ექიმის და ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

თუ ექიმი არ დაგინიშნავთ ამბროქსოლი ლაროფარმის სხვა დოზირებას, მაშინ რეკომენდებულია მიღების შემდეგი სქემა.

გთხოვთ, დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბროქსოლი ლაროფარმი არ იქონიებს დადებით ეფექტს!

რეკომენდებული დოზირება შეადგენს:

  • ბავშვები 6-12 წლის ასაკში: რეკომენდებული დოზირება შეადგენს 5 მლ ამბროქსოლი ლაროფარმს 2-3 ჯერ დღეში.
  • ბავშვები 2-6 წლამდე ასაკში: დოზირება შეადგენს 2,5 მლ ამბროქსოლი ლაროფარმს 3 ჯერ დღეში.
  • ბავშვები ერთიდან ორ წლამდე ასაკში 2,5 მლ ამბროქსოლი ლაროფარმი 2 ჯერ დღეში.
  • უფროსები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მლ ამბროქსოლი ლაროფარმს 3 ჯერ დღეში პირველი 2-3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 10 მლ ამბროქსოლი ლაროფარმი 2 ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 20 მლ ამბროქსოლი ლაროფარმამდე დღეში 2 ჯერ.

ამბროქსოლი ლაროფარმი მიიღება ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად დაავადების პროგრესირების შესაბამისად.

თუ სხვაგვარად არ დანიშნავს ექიმი, ამბროქსოლი ლაროფარმით მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 4-5 დღეს.

თუ აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა დოზირებებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს ან უნდა შემცირდეს დოზირება.

თუ მიიღეთ ამბროქსოლი ლაროფარმის ჭარბი დოზირება

თუ მიიღეთ ამბროქსოლი ლაროფარმის ზედმეტი დოზირება უნდა მიმართოთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას დროულად. თან იქონიეთ წინამდებარე ინსტრუქცია ან მედიკამენტის ფლაკონი, რათა ექიმმა დროულად შეიტყოს თუ რა პრეპარატი მიიღეთ. თუ დოზირება ძალიან მაღალია შესაძლოა ამან გამოიწვიოს ნერწყვდენა, ღებინება და დაბალი წნევა სისხლის მიმოქცევის დარღვევით.

როგორც წესი არ არის საჭირო დაუყონებლივი ზომების მიღება. მხოლოდ ძალიან მაღალი დოზირების მიღების შემთხვევაში უნდა გამოიწვიოთ ხელოვნური ღებინება ან კუჭის გამორეცხვა. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მედიკამენტის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოტოვეთ ამბროქსოლი ლაროფარმის რეკომენდებული დოზირება

თუ დაგავიწყდათ ამბროქსოლი ლაროფარმის დოზის მიღება ან მიიღეთ ნაკლები დოზა, უნდა მიიღოთ მედიკამენტი რეკომენდებული დოზირების რეჟიმის შესაბამისად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ აღინიშნება ალერგია ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მიმართ ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).
  • თირკმლის რთული უკმარისობა.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის პრეპარატის გამოყენებამდე.

სიფრთხილის ზომები

ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს

  • თუ აღინიშნება კანის სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის და ლეიელის სინდრომი).

სტივენს-ჯონსონის სინდრომი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და გამონაყარი და ლორწოვანი გარსის შეშუპება.

ლეიელის სინდრომი არის სიცოცხლისათვის საშიში დაავადება კანის დაავადება.

ახასიათებს სიმპტომები როგორიცაა, გამონაყარი, კანზე წყლულები, კანის საფარის გართულება, რომელიც ჰგავს დამწვრობას.

თუ შენიშნავთ კანის ან ლორწოვანი გარსის ცვლილებებს დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენება და დროულად უნდა მიმართოთ ექიმს!

  • თუ აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ღვიძლის რთული დაავადება. ასეთ შემთხვევაში მიიღება ამბროქსოლი ლაროფარმი განსაკუთრებული ზომების დაცვით (მაგ., დოზირებებს შორის დიდი ინტერვალის დაცვით და დაბალი დოზირებით - მიმართეთ ექიმს რჩევისთვის). თუ აღინიშნება თირკმელების სერიოზული დარღვევა შესაძლოა ამბროქსოლი ლაროფარმის აქტიურმა ნივთიერებამ გამოიწვიოს დეჰიდრატაცია;
  • თუ აღინიშნება იშვიათი დაავადება ბრონქული ლორწოვანი სეკრეტის მომატებით (მაგ., წამწამის გაშეშების სინდრომი). ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ლორწოს გამოყოფა ფილტვებიდან. ამიტომ მიიღება ამბროქსოლი ლაროფარმი მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
  • თუ ისტორიაში აღინიშნება წყლულოვანი დაავადება, უნდა მიმართოთ ექიმს ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენებამდე, რადგან მუკოლიზურმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება. მიმართეთ ექიმს ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენებამდე.

ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ რაიმე სხვა მედიკამენტი ან აპირებთ მათ გამოყენებას. ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენებისას (ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი) აღინიშნება მათი განაწილების გაუმჯობესება ბრონქულ ხეში. არ არის რეკომენდებული ერთდროულად ხველის საწინააღმდეგო (ხელს უწყობს სეკრეციას) და ანტიქოლინერგული საშუალებების გამოყენება.

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ კუჭის გაღიზიანებას ზრდიან კუჭის დარღვევების რისკს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე, თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.

ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენების შემთხვევაში ორსულობის ან ლაქტაციის დროს აუცილებელია ექიმის მკაცრი მეთვალყურეობა.

ამ დრომდე არ არსებობს ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ. მიუხედავად ამისა, ცხოველებზე ჩატარებული დაკვირვებებიდან ვლინდება, რომ ამბროქსოლი ლაროფარმის აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში.

ცხოველებზე ჩატარებული ცდები არ ავლენენ ამბროქსოლის მავნე ზეგავლენას ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ამბროქსოლი ლაროფარმი ზეგავლენას ახდენს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ამბროქსოლი ლაროფარმი შეიცავს სორბიტოლს

თუ ექიმი გაცნობებთ, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

ყოველი 5 მლ პერორალური ხსნარი შეიცავს 3,5 გრ (=0,3პურის ერთეული) სორბიტოლს.

სორბიტოლმა შესაძლოა მოახდინოს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

ამბროქსოლი ლაროფარმი შეიცავს p-ჰიდროქსიბენზოატს (E218) და p-ჰიდროქსიბენზოატს, n-პროპილს (E216).

შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდნელია შენარჩუნებული).

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამბროქსოლი ლაროფარმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში

ხშირი: ვლინდება 10-დან 1 პაციენტში

არახშირი: ვლინდება 100-დან 1 პაციენტში

იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1 პაციენტში

ძალიან იშვიათი: 10000-დან 1 პაციენტში

უცნობია სიხშირე: არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა.

ამბროქსოლის გამოყენების შემდეგ აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ზოგადი დარღვევები:

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ცხელება.
  • ძალიან იშვიათად (შესაძლოა აღინიშნოს 10 000-დან 1 პაციენტში) ანაფილაქსიური რეაქციები (კვინკეს შეშუპება, სუნთქვის გაჩერება, შოკი).

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

  • ღებინება, კუჭის ტკივილი, გულისრევა.

კანის დარღვევები:

ძალიან იშვიათად (10000-დან 1 პაციენტში): კანის რთული რეაქციები, როგორიცაა ნეკროზი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

აღინიშნა შემდეგი გვერდითი რეაქციები:

  • კანისა და ლორწოვანი გარსის ეფექტები: სიწითლე, გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, ქავილი.
  • ცეფალია, თავბრუსხვევა.

თუ ნებისმიერი გვერდითი რეაქცია მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე რეაქციებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ ასევე წამლისა და სამედიცინო პროდუქტის რეგისტრაციის ეროვნულ სააგენტოს ვებ-გვერდზე შეტყობინებით: http://www.anm.ro/. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. 5 მლ შიგნით მისაღები ხსნარი შეიცავ 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებებია გლიცერინი, 70% სორბიტის ხსნარი, მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატი (E218), n-პროპილის p-ჰიდროქსიბენზოატი (E216), ფორთოხლის რომატიზატორი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

ამბროქსოლი ლაროფარმის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, ფორთოხლის არომატით და მოტკბო გემოთი.

შეფუთვა შეიცავს ერთ პვქ ფლაკონს, ყავისფერი ფერით, თავსახურით და PE დამცავი თეთრი რგოლით, ფლაკონი შეიცავს 100 მლ ხსნარს და ორმაგ დოზირების თეთრი ფერის კოვზს, 2,5/5 მლ.

შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

პირველადი გახსნის შემდეგ ვარგისია 14 დღის განმავლობაში.

არ გადააგდოთ პროდუქტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ამბროქსოლი

ლაროფარმი 15 მგ/მლ პერორალური ხსნარი

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს მედიკამენტი მიიღეთ ყოველთვის ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის და ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში ან რჩევის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს.
  • თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში. იხ. პუნქტი 4.
  • თუ მკურნალობიდან 4-5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან ვლინდება მდგომარეობის გაუარესება, უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ამბროქსოლი ლაროფარმი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენებამდე
  • აბროქსოლი ლაროფარმის მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები
  • ამბროქსოლი ლაროფარმის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები.
  • რას წარმოადგენს ამბროქსოლი და რისთვის გამოიყენება

ეს მედიკამენტი მიეკუთვნება ფარმაკო-თერაპიული პრეპარატების ჯგუფს: პროდუქტიული ხველის სამკურნალო პრეპარატები.

ის ნაჩვენებია ბრონქული დაავადებების სამკურნალოდ, რასაც თან ახლავს მწვავე და ქრონიკული ბლანტი სეკრეტი.

თუ მკურნალობიდან 4-5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან ვლინდება მდგომარეობის გაუარესება, უნდა მიმართოთ ექიმს.

  • ინფორმაცია ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენებამდე

არ შეიძლება აბროქსოლი ლაროფარმის გამოყენება:

  • თუ აღინიშნება ალერგია ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მიმართ ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).
  • თირკმლის რთული უკმარისობა.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის პრეპარატის გამოყენებამდე.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს

  • თუ აღინიშნება კანის სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სტივენს-ჯონსონის და ლეიელის სინდრომი).

სტივენს-ჯონსონის სინდრომი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და გამონაყარი და ლორწოვანი გარსის შეშუპება.

ლეიელის სინდრომი არის სიცოცხლისათვის საშიში დაავადება კანის დაავადება.

ახასიათებს სიმპტომები როგორიცაა, გამონაყარი, კანზე წყლულები, კანის საფარის გართულება, რომელიც ჰგავს დამწვრობას.

თუ შენიშნავთ კანის ან ლორწოვანი გარსის ცვლილებებს დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენება და დროულად უნდა მიმართოთ ექიმს!

  • თუ აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა და ღვიძლის რთული დაავადება. ასეთ შემთხვევაში მიიღება ამბროქსოლი ლაროფარმი განსაკუთრებული ზომების დაცვით (მაგ., დოზირებებს შორის დიდი ინტერვალის დაცვით და დაბალი დოზირებით - მიმართეთ ექიმს რჩევისთვის). თუ აღინიშნება თირკმელების სერიოზული დარღვევა შესაძლოა ამბროქსოლი ლაროფარმის აქტიურმა ნივთიერებამ გამოიწვიოს დეჰიდრატაცია;
  • თუ აღინიშნება იშვიათი დაავადება ბრონქული ლორწოვანი სეკრეტის მომატებით (მაგ., წამწამის გაშეშების სინდრომი). ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ლორწოს გამოყოფა ფილტვებიდან. ამიტომ მიიღება ამბროქსოლი ლაროფარმი მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
  • თუ ისტორიაში აღინიშნება წყლულოვანი დაავადება, უნდა მიმართოთ ექიმს ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენებამდე, რადგან მუკოლიზურმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება. მიმართეთ ექიმს ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენებამდე.

ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ რაიმე სხვა მედიკამენტი ან აპირებთ მათ გამოყენებას. ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენებისას (ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი) აღინიშნება მათი განაწილების გაუმჯობესება ბრონქულ ხეში. არ არის რეკომენდებული ერთდროულად ხველის საწინააღმდეგო (ხელს უწყობს სეკრეციას) და ანტიქოლინერგული საშუალებების გამოყენება.

პრეპარატები, რომლებიც იწვევენ კუჭის გაღიზიანებას ზრდიან კუჭის დარღვევების რისკს.

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და ფერტილობა

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის გამოყენებამდე, თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.

ამბროქსოლი ლაროფარმის გამოყენების შემთხვევაში ორსულობის ან ლაქტაციის დროს აუცილებელია ექიმის მკაცრი მეთვალყურეობა.

ამ დრომდე არ არსებობს ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ. მიუხედავად ამისა, ცხოველებზე ჩატარებული დაკვირვებებიდან ვლინდება, რომ ამბროქსოლი ლაროფარმის აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში.

ცხოველებზე ჩატარებული ცდები არ ავლენენ ამბროქსოლის მავნე ზეგავლენას ფერტილობაზე.

ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ამბროქსოლი ლაროფარმი ზეგავლენას ახდენს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ამბროქსოლი ლაროფარმი შეიცავს სორბიტოლს

თუ ექიმი გაცნობებთ, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.

ყოველი 5 მლ პერორალური ხსნარი შეიცავს 3,5 გრ (=0,3პურის ერთეული) სორბიტოლს.

სორბიტოლმა შესაძლოა მოახდინოს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

ამბროქსოლი ლაროფარმი შეიცავს p-ჰიდროქსიბენზოატს (E218) და p-ჰიდროქსიბენზოატს, n-პროპილს (E216).

შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდნელია შენარჩუნებული).

  • ამბროქსოლი ლაროფარმის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ინსტრუქციის ან ექიმის და ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

თუ ექიმი არ დაგინიშნავთ ამბროქსოლი ლაროფარმის სხვა დოზირებას, მაშინ რეკომენდებულია მიღების შემდეგი სქემა.

გთხოვთ, დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბროქსოლი ლაროფარმი არ იქონიებს დადებით ეფექტს!

რეკომენდებული დოზირება შეადგენს:

  • ბავშვები 6-12 წლის ასაკში: რეკომენდებული დოზირება შეადგენს 5 მლ ამბროქსოლი ლაროფარმს 2-3 ჯერ დღეში.
  • ბავშვები 2-6 წლამდე ასაკში: დოზირება შეადგენს 2,5 მლ ამბროქსოლი ლაროფარმს 3 ჯერ დღეში.
  • ბავშვები ერთიდან ორ წლამდე ასაკში 2,5 მლ ამბროქსოლი ლაროფარმი 2 ჯერ დღეში.
  • უფროსები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მლ ამბროქსოლი ლაროფარმს 3 ჯერ დღეში პირველი 2-3 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 10 მლ ამბროქსოლი ლაროფარმი 2 ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 20 მლ ამბროქსოლი ლაროფარმამდე დღეში 2 ჯერ.

ამბროქსოლი ლაროფარმი მიიღება ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად დაავადების პროგრესირების შესაბამისად.

თუ სხვაგვარად არ დანიშნავს ექიმი, ამბროქსოლი ლაროფარმით მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 4-5 დღეს.

თუ აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა დოზირებებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს ან უნდა შემცირდეს დოზირება.

თუ მიიღეთ ამბროქსოლი ლაროფარმის ჭარბი დოზირება

თუ მიიღეთ ამბროქსოლი ლაროფარმის ზედმეტი დოზირება უნდა მიმართოთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას დროულად. თან იქონიეთ წინამდებარე ინსტრუქცია ან მედიკამენტის ფლაკონი, რათა ექიმმა დროულად შეიტყოს თუ რა პრეპარატი მიიღეთ. თუ დოზირება ძალიან მაღალია შესაძლოა ამან გამოიწვიოს ნერწყვდენა, ღებინება და დაბალი წნევა სისხლის მიმოქცევის დარღვევით.

როგორც წესი არ არის საჭირო დაუყონებლივი ზომების მიღება. მხოლოდ ძალიან მაღალი დოზირების მიღების შემთხვევაში უნდა გამოიწვიოთ ხელოვნური ღებინება ან კუჭის გამორეცხვა. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა.

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მედიკამენტის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოტოვეთ ამბროქსოლი ლაროფარმის რეკომენდებული დოზირება

თუ დაგავიწყდათ ამბროქსოლი ლაროფარმის დოზის მიღება ან მიიღეთ ნაკლები დოზა, უნდა მიიღოთ მედიკამენტი რეკომენდებული დოზირების რეჟიმის შესაბამისად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამბროქსოლი ლაროფარმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია გამოვლენის სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში

ხშირი: ვლინდება 10-დან 1 პაციენტში

არახშირი: ვლინდება 100-დან 1 პაციენტში

იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1 პაციენტში

ძალიან იშვიათი: 10000-დან 1 პაციენტში

უცნობია სიხშირე: არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა.

ამბროქსოლის გამოყენების შემდეგ აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ზოგადი დარღვევები:

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ცხელება.
  • ძალიან იშვიათად (შესაძლოა აღინიშნოს 10 000-დან 1 პაციენტში) ანაფილაქსიური რეაქციები (კვინკეს შეშუპება, სუნთქვის გაჩერება, შოკი).

კუჭ-ნაწლავის დარღვევები:

  • ღებინება, კუჭის ტკივილი, გულისრევა.

კანის დარღვევები:

ძალიან იშვიათად (10000-დან 1 პაციენტში): კანის რთული რეაქციები, როგორიცაა ნეკროზი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

აღინიშნა შემდეგი გვერდითი რეაქციები:

  • კანისა და ლორწოვანი გარსის ეფექტები: სიწითლე, გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, ქავილი.
  • ცეფალია, თავბრუსხვევა.

თუ ნებისმიერი გვერდითი რეაქცია მიიღებს სერიოზულ სახეს ან შენიშნავთ ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე რეაქციებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ ასევე წამლისა და სამედიცინო პროდუქტის რეგისტრაციის ეროვნულ სააგენტოს ვებ-გვერდზე შეტყობინებით: http://www.anm.ro/. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ამბროქსოლი ლაროფარმის შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

პირველადი გახსნის შემდეგ ვარგისია 14 დღის განმავლობაში.

არ გადააგდოთ პროდუქტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს ამბროქსოლი ლაროფარმი

აქტიური ნივთიერება არის ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. 5 მლ შიგნით მისაღები ხსნარი შეიცავ 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებებია გლიცერინი, 70% სორბიტის ხსნარი, მეთილის p-ჰიდროქსიბენზოატი (E218), n-პროპილის p-ჰიდროქსიბენზოატი (E216), ფორთოხლის რომატიზატორი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.

ამბროქსოლი ლაროფარმის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, ფორთოხლის არომატით და მოტკბო გემოთი.

შეფუთვა შეიცავს ერთ პვქ ფლაკონს, ყავისფერი ფერით, თავსახურით და PE დამცავი თეთრი რგოლით, ფლაკონი შეიცავს 100 მლ ხსნარს და ორმაგ დოზირების თეთრი ფერის კოვზს, 2,5/5 მლ.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

ს.ც. ლაროფარმ ს.რ.ლ.

ალექსანდრიის გზატკეცილი 145ა,

ბრაგადირუ, ილფოვ, რუმინეთი

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი 2013 წლის ივლისი.

ბეჭედი/ხელმოწერა

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა