ბენფლუქსი
BENFLUX®
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე მიეკუთვნება ამოსახველებელი მედიკამენტების ჯგუფს, და შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. ამბროქსოლი ასტიმულირებს ბრონქიალურ სეკრეციას, ხელს უწყობს ლორწოს გამოყოფას და ზრდის ცილიარულ მოქმედებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამბროქსოლი (ambroxol)
- ფორმა და შეფუთვა
- 3მგ/მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Laboratórios Atral, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ხველის და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
- ATC კოდი
- R05CB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023375
- რეგისტრირებულია
- 22 სექტემბერი 2017, მოქმედებს 22 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნეტ ფარმა საქართველო“
- GMP
- -
ბენფლუქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე მიეკუთვნება ამოსახველებელი მედიკამენტების ჯგუფს, და შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
ამბროქსოლი ასტიმულირებს ბრონქიალურ სეკრეციას, ხელს უწყობს ლორწოს გამოყოფას და ზრდის ცილიარულ მოქმედებას.
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე არის მუკოლიტური დამხმარე საშუალება რესპირატორული ინფექციების ანტიბაქტერიული მკურნალობისთვის, ბრონქიალური ჰიპერსეკრეციის არსებობისას.
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე როგორც აღწერილია ამ ბროშურაში, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების თანახმად. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენიშვნა: მოსალოდნელია სეკრეციების ნაკადის გაზრდა და, შესაბამისად, ნახველის გამოყოფა და ხველება.
მიღება ასაკოვან პაციენტებში: ბენფლუქსის/ბენფლუქსი ფორტეს გამოყენება დაშვებულია ასაკოვან პაციენტებში. თუმცა, რეკომენდირებულია სიფრთხილის გამოჩენა პეპტიკური წყლულის არსებობის შემთხვევაში.
ჩვეულებრივი რეკომენდირებული დოზაა 60-დან 120 მგ-მდე ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი, გადანაწილებული 2 ან 3 მიღებაში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში, გამოსაყენებელი დოზა არის 1,5-2 მგ/კგ/დღე, გაყოფილი 2 ან 3 მიღებად.
მიიღება ორალური გზით, შემდეგი რეკომენდაციების მიხედვით:
ბენფლუქსი 30 მგ ტაბლეტები დოზა 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 1 ტაბლეტი, 2 ან 3-ჯერ დღეში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
ბენფლუქსი 3 მგ/მლ სიროფი დოზა 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 10 მლ (2 საზომი კოვზი), 2 ან 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5 მლ (1/2 საზომი კოვზი), 2-ჯერ დღეში. 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ (1 საზომი კოვზი), 2-ჯერ დღეში. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 7,5 მლ (1 1/2 საზომი კოვზი), 2-ჯერ დღეში.
ბენფლუქსი ფორტე 6 მგ/მლ სიროფი დოზა 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 10 მლ (2 საზომი კოვზი), 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში გამოყენება, 12 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ, დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიმძიმის დაავადებაა, რეკომენდირებულია შემდეგი დოზა: 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5 მლ (1/2 საზომი კოვზი), 2-ჯერ დღეში. 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5 მლ (1/2 საზომი კოვზი), 3-ჯერ დღეში. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ (1 საზომი კოვზი), 2 ან 3-ჯერ დღეში.
მიღებისთვის სასურველი დრო:
კვებისას მიღება.
თუ გადააჭარბებთ ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მისაღებ დოზას
ამბროქსოლით ინტოქსიკაციის შემთხვევები არ არის ცნობილი. თუ ეს მოხდა, რეკომენდირებულია სიმპტომური მკურნალობა.
თუ დაგავიწყდათ ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მიღება
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. მიიღეთ მხოლოდ ჩვეულებრივი დოზა, როგორც ყოველთვის.
თუ შეწყვეტთ ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მიღებას
თუ კიდევ გაგიჩნდათ კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თქვენი ექიმი მიგითითებთ მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მის დასრულებამდე, რადგან ასე მკურნალობამ შესაძლოა შედეგი არ გამოიღოს.
ექიმის მიერ დანიშნული დოზა არ ექვემდებარება შეცვლას ან შეწყვეტას. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი განსაზღვრავს დოზის კორექტირების მიზანშეწონილობას.
თუ შეამჩნევთ, რომ მედიკამენტის მოქმედება არის ზედმეტად სუსტი ან ძლიერი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამ მედიკამენტის აქტრურ ნივთიერებაზე ან სხვა კომპონენტების მიმართ (რომლებიც მითითებულია მე-6 ნაწილში).
თუ გაწუხებთ გასტროდუოდენული წყლული.
სიფრთხილის ზომები
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ სიროფი, თუ ის აიმღვრა.
ლორწოს გამათხელებლის გამოყენება იწვევს სიბლანტის შემცირებას და ლორწოს მოშორებას, როგორც ეპითელიუმის ცილიარული მოქმედების, ისე ხველის რეფლექსის მეშვეობით, ამიტომ მოსალოდნელია სეკრეციების ნაკადის გაზრდა ნახველის გამოყოფით და ხველებით.
რადგან ლორწოს გამათხელებლებს შეუძლიათ კუჭის ლორწოვანი ბარიერის განადგურება, გამოყენებულ უნდა იქნეს სიფრთხილით გასტროდუოდენული წყლულის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში. რეკომენდირებულია იგივე სიფრთხილით მიღება ასთმით დაავადებულ პაციენტებშიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ამბროქსოლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის მძიმე რეაქციები. თუ განვითარდა გამონაყარი კანზე (მათ შორის, დაზიანება ლორწოვან გარსებზე, როგორიცაა პირის ღრუ, ყელი, ცხვირი, თვალები, სასქესო ორგანოები), შეწყვიტეთ ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან მიგიღიათ ბოლო პერიოდში, ან მიიღებთ სხვა მედიკამენტებს. ამ მედიკამენტთან ერთად არ მიიღოთ ხველების საწინააღმდეგო და არც სეცრეციის გამშრობი საშუალებები, რადგან მათ აქვთ იმის საპირისპირო ეფექტი რისთვისაც ხდება ამ მედიკამენტის მიღება.
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე საკვებთან და სასმელთან ერთად:
ამ მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენ ექიმთან ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ადამიანებთან მიმართებაში კვლევების არ არსებობის გამო, ამბროქსოლის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ამბროქსოლის დედის რძეში გადასვლასთან დაკავშირებული კვლევების არ არსებობის გამო, რეკომენდირებულია სიფრთხილის გამოჩენა მისი მეძუძურ ქალებში დანიშვნისას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ახდენს ზემოქმედებას.
ბენფლუქსის და ბენფლუქსი ფორტეს სიროფები შეიცავს 35 მგ/მლ სორბიტოლს. თუ თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, დაუკავშირდით მას ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ბენფლუქსის და ბენფლუქსი ფორტეს სიროფები შეიცავენ 450 და 550 მგ/მლ საქაროზას, შესაბამისად. თუ თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, დაუკავშირდით მას ამ მედიკამენტის მიღებამდე.
მოზრდილებისთვის სიროფის ყოველი დოზა შეიცავს 4,5 გ (ბენფლუქსი) ან 5,5 გ (ბენფლუქსი ფორტე) საქაროზას. ეს ინფორმაცია უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ბენფლუქსი 30 მგ ტაბლეტები შეიცავს 103 მგ ლაქტოზას თითო. თუ თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, დაუკავშირდით მას ამ მედიკამენტის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტი, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა ადამიანში არ ვლინდება.
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე ზოგადად კარგად აიტანება. გავრცელებულია მონაცემებია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ზომიერი გვერდითი მოვლენების შესახებ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა და ეპიგასტრალური ტკივილი.
ნაკლებად ხშირია დაღლილობის, რინორეას, დიზურიას და კონტაქტური დერმატიტის გამოვლენის შემთხვევები.
იშვიათი გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს 1000-დან 1 მომხმარებელში. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე.
უცნობი გვერდითი მოვლენები: ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია სიხშირის გამოთვლა. ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროტული შეშუპება (სწრაფი გამოვლინების შეშუპება კანზე, კანქვეშ, ლორწოვან გარსზე ან ლორწოვანი გარსის ქვეშ) და ქავილი. კანის მძიმე უარყოფითი რეაქციები (მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენ ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის შესაძლო გვერდითი მოვლენები რაც ამ ბროშურაში არ არის მითითებული, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ INFARMED, I.P.-ს, ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებაში.
INFARMED, I.P. მედიკამენტების რისკის მართვის დირექცია Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53 (ლისაბონის საუდეს პარკი, ბრაზილიის გამზირი 53) 1749-004 Lisboa (1749-004 ლისაბონი) ტელ: +351 21 798 71 40 ფაქსი: + 351 21 798 73 97 ვებგვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage ელ-ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
როგორია ბენფლუქსი 30 მგ ტაბლეტების შემადგენლობა აქტიური ნივთიერებაა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. თითო ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. სხვა კომპონენტებია: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და სტეარინის მჟავა.
როგორია ბენფლუქსი 3 მგ/მლ სიროფის შემადგენლობა აქტიური ნივთიერებაა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. თითო მილილიტრი შეიცავს 3 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. სხვა კომპონენტებია: საქაროზა, სორბიტოლი 70%-იანი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მოცხარის ესენცია, ლიმონის ესენცია და სუფთა წყალი.
როგორია ბენფლუქსი ფორტე 6 მგ/მლ სიროფის შემადგენლობა აქტიური ნივთიერებაა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. თითო მილილიტრი შეიცავს 3 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
სხვა კომპონენტებია: საქაროზა, სორბიტოლი 70%-იანი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მოცხარის ესენცია, ლიმონის ესენცია და სუფთა წყალი.
როგორია ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს ფორმა და შეფუთვის შიგთავსი
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე ხელმისაწვდომია შემდეგი ფარმაცევტული ფორმით, დოზირებით, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის შემცველობით და შეფუთვით:
შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
ბენფლუქსი 30 მგ ტაბლეტები შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.
ბენფლუქსი 3 მგ/მლ სიროფი შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
ბენფლუქსი ფორტე 6 მგ/მლ სიროფი შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად. ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 30 დღე.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი თუ შეამჩნევთ რომ აიმღვრა.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ არცერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინფორმაციული ბროშურა: ინფორმაცია მომხმარებელს
ბენფლუქსი 3 მგ/მლ სიროფი ბენფლუქსი 30 მგ ტაბლეტები ბენფლუქსი ფორტე 6 მგ/მლ სიროფი ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი
ამ მედიკამენტის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ბროშურა, რადგან შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე როგორც აღწერილია ბროშურაში, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.
შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა მისი ხელახალი წაკითხვის აუცილებლობა გქონდეთ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
იმ შეთხვევაში თუ გამოვლინდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მათ შორის ის გვერდითი ეფექტები რაც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ ნაწილი 4.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან თუ გაუარესდა, უნდა მიმართოთ ექიმს.
რას მოიცავს ეს ბროშურა:
რა არის ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მიღებამდე
როგორ გამოიყენება ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაციები
რა არის ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე და რისთვის გამოიყენება
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე მიეკუთვნება ამოსახველებელი მედიკამენტების ჯგუფს, და შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
ამბროქსოლი ასტიმულირებს ბრონქიალურ სეკრეციას, ხელს უწყობს ლორწოს გამოყოფას და ზრდის ცილიარულ მოქმედებას.
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე არის მუკოლიტური დამხმარე საშუალება რესპირატორული ინფექციების ანტიბაქტერიული მკურნალობისთვის, ბრონქიალური ჰიპერსეკრეციის არსებობისას.
რა უნდა იცოდეთ ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მიღებამდე
არ მიიღოთ ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამ მედიკამენტის აქტრურ ნივთიერებაზე ან სხვა კომპონენტების მიმართ (რომლებიც მითითებულია მე-6 ნაწილში).
თუ გაწუხებთ გასტროდუოდენული წყლული.
სიფრთხილის ზომები
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ სიროფი, თუ ის აიმღვრა.
ლორწოს გამათხელებლის გამოყენება იწვევს სიბლანტის შემცირებას და ლორწოს მოშორებას, როგორც ეპითელიუმის ცილიარული მოქმედების, ისე ხველის რეფლექსის მეშვეობით, ამიტომ მოსალოდნელია სეკრეციების ნაკადის გაზრდა ნახველის გამოყოფით და ხველებით.
რადგან ლორწოს გამათხელებლებს შეუძლიათ კუჭის ლორწოვანი ბარიერის განადგურება, გამოყენებულ უნდა იქნეს სიფრთხილით გასტროდუოდენული წყლულის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში. რეკომენდირებულია იგივე სიფრთხილით მიღება ასთმით დაავადებულ პაციენტებშიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ამბროქსოლის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის მძიმე რეაქციები. თუ განვითარდა გამონაყარი კანზე (მათ შორის, დაზიანება ლორწოვან გარსებზე, როგორიცაა პირის ღრუ, ყელი, ცხვირი, თვალები, სასქესო ორგანოები), შეწყვიტეთ ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა მედიკამენტები და ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან მიგიღიათ ბოლო პერიოდში, ან მიიღებთ სხვა მედიკამენტებს. ამ მედიკამენტთან ერთად არ მიიღოთ ხველების საწინააღმდეგო და არც სეცრეციის გამშრობი საშუალებები, რადგან მათ აქვთ იმის საპირისპირო ეფექტი რისთვისაც ხდება ამ მედიკამენტის მიღება.
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე საკვებთან და სასმელთან ერთად:
ამ მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენ ექიმთან ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ადამიანებთან მიმართებაში კვლევების არ არსებობის გამო, ამბროქსოლის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ამბროქსოლის დედის რძეში გადასვლასთან დაკავშირებული კვლევების არ არსებობის გამო, რეკომენდირებულია სიფრთხილის გამოჩენა მისი მეძუძურ ქალებში დანიშვნისას.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ ახდენს ზემოქმედებას.
ბენფლუქსის და ბენფლუქსი ფორტეს სიროფები შეიცავს 35 მგ/მლ სორბიტოლს. თუ თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, დაუკავშირდით მას ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ბენფლუქსის და ბენფლუქსი ფორტეს სიროფები შეიცავენ 450 და 550 მგ/მლ საქაროზას, შესაბამისად. თუ თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, დაუკავშირდით მას ამ მედიკამენტის მიღებამდე.
მოზრდილებისთვის სიროფის ყოველი დოზა შეიცავს 4,5 გ (ბენფლუქსი) ან 5,5 გ (ბენფლუქსი ფორტე) საქაროზას. ეს ინფორმაცია უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ბენფლუქსი 30 მგ ტაბლეტები შეიცავს 103 მგ ლაქტოზას თითო. თუ თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, დაუკავშირდით მას ამ მედიკამენტის მიღებამდე.
როგორ გამოიყენება ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე
მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე როგორც აღწერილია ამ ბროშურაში, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების თანახმად. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენიშვნა: მოსალოდნელია სეკრეციების ნაკადის გაზრდა და, შესაბამისად, ნახველის გამოყოფა და ხველება.
მიღება ასაკოვან პაციენტებში: ბენფლუქსის/ბენფლუქსი ფორტეს გამოყენება დაშვებულია ასაკოვან პაციენტებში. თუმცა, რეკომენდირებულია სიფრთხილის გამოჩენა პეპტიკური წყლულის არსებობის შემთხვევაში.
ჩვეულებრივი რეკომენდირებული დოზაა 60-დან 120 მგ-მდე ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი, გადანაწილებული 2 ან 3 მიღებაში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში, გამოსაყენებელი დოზა არის 1,5-2 მგ/კგ/დღე, გაყოფილი 2 ან 3 მიღებად.
მიიღება ორალური გზით, შემდეგი რეკომენდაციების მიხედვით:
ბენფლუქსი 30 მგ ტაბლეტები დოზა 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 1 ტაბლეტი, 2 ან 3-ჯერ დღეში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
ბენფლუქსი 3 მგ/მლ სიროფი დოზა 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 10 მლ (2 საზომი კოვზი), 2 ან 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5 მლ (1/2 საზომი კოვზი), 2-ჯერ დღეში. 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ (1 საზომი კოვზი), 2-ჯერ დღეში. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 7,5 მლ (1 1/2 საზომი კოვზი), 2-ჯერ დღეში.
ბენფლუქსი ფორტე 6 მგ/მლ სიროფი დოზა 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 10 მლ (2 საზომი კოვზი), 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში გამოყენება, 12 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ, დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიმძიმის დაავადებაა, რეკომენდირებულია შემდეგი დოზა: 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5 მლ (1/2 საზომი კოვზი), 2-ჯერ დღეში. 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5 მლ (1/2 საზომი კოვზი), 3-ჯერ დღეში. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ (1 საზომი კოვზი), 2 ან 3-ჯერ დღეში.
მიღებისთვის სასურველი დრო:
კვებისას მიღება.
თუ გადააჭარბებთ ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მისაღებ დოზას
ამბროქსოლით ინტოქსიკაციის შემთხვევები არ არის ცნობილი. თუ ეს მოხდა, რეკომენდირებულია სიმპტომური მკურნალობა.
თუ დაგავიწყდათ ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მიღება
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. მიიღეთ მხოლოდ ჩვეულებრივი დოზა, როგორც ყოველთვის.
თუ შეწყვეტთ ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს მიღებას
თუ კიდევ გაგიჩნდათ კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თქვენი ექიმი მიგითითებთ მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა მის დასრულებამდე, რადგან ასე მკურნალობამ შესაძლოა შედეგი არ გამოიღოს.
ექიმის მიერ დანიშნული დოზა არ ექვემდებარება შეცვლას ან შეწყვეტას. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი განსაზღვრავს დოზის კორექტირების მიზანშეწონილობას.
თუ შეამჩნევთ, რომ მედიკამენტის მოქმედება არის ზედმეტად სუსტი ან ძლიერი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტი, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველა ადამიანში არ ვლინდება.
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე ზოგადად კარგად აიტანება. გავრცელებულია მონაცემებია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ზომიერი გვერდითი მოვლენების შესახებ, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა და ეპიგასტრალური ტკივილი.
ნაკლებად ხშირია დაღლილობის, რინორეას, დიზურიას და კონტაქტური დერმატიტის გამოვლენის შემთხვევები.
იშვიათი გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს 1000-დან 1 მომხმარებელში. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე.
უცნობი გვერდითი მოვლენები: ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია სიხშირის გამოთვლა. ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროტული შეშუპება (სწრაფი გამოვლინების შეშუპება კანზე, კანქვეშ, ლორწოვან გარსზე ან ლორწოვანი გარსის ქვეშ) და ქავილი. კანის მძიმე უარყოფითი რეაქციები (მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენ ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის შესაძლო გვერდითი მოვლენები რაც ამ ბროშურაში არ არის მითითებული, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ INFARMED, I.P.-ს, ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებაში.
INFARMED, I.P. მედიკამენტების რისკის მართვის დირექცია Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53 (ლისაბონის საუდეს პარკი, ბრაზილიის გამზირი 53) 1749-004 Lisboa (1749-004 ლისაბონი) ტელ: +351 21 798 71 40 ფაქსი: + 351 21 798 73 97 ვებგვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage ელ-ფოსტა: [email protected]
როგორ ინახება ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
ბენფლუქსი 30 მგ ტაბლეტები შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.
ბენფლუქსი 3 მგ/მლ სიროფი შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
ბენფლუქსი ფორტე 6 მგ/მლ სიროფი შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად. ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 30 დღე.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი თუ შეამჩნევთ რომ აიმღვრა.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ არცერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ. ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაციები
როგორია ბენფლუქსი 30 მგ ტაბლეტების შემადგენლობა აქტიური ნივთიერებაა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. თითო ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. სხვა კომპონენტებია: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და სტეარინის მჟავა.
როგორია ბენფლუქსი 3 მგ/მლ სიროფის შემადგენლობა აქტიური ნივთიერებაა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. თითო მილილიტრი შეიცავს 3 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს. სხვა კომპონენტებია: საქაროზა, სორბიტოლი 70%-იანი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მოცხარის ესენცია, ლიმონის ესენცია და სუფთა წყალი.
როგორია ბენფლუქსი ფორტე 6 მგ/მლ სიროფის შემადგენლობა აქტიური ნივთიერებაა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. თითო მილილიტრი შეიცავს 3 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
სხვა კომპონენტებია: საქაროზა, სორბიტოლი 70%-იანი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მოცხარის ესენცია, ლიმონის ესენცია და სუფთა წყალი.
როგორია ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტეს ფორმა და შეფუთვის შიგთავსი
ბენფლუქსი/ბენფლუქსი ფორტე ხელმისაწვდომია შემდეგი ფარმაცევტული ფორმით, დოზირებით, ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის შემცველობით და შეფუთვით:
ფარმაცევტული ფორმა
დოზირება
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის შემცველობა
შეფუთვა
ბენფლუქსი
სიროფი
15 მგ/მლ
3 მგ თითო მლ-ში
200 მლ-იანი ბოთლი
ტაბლეტი
30 მგ
30 მგ თითო ტაბლეტში
20 ტაბლეტი
ბენფლუქსი ფორტე
სიროფი
30 მგ/5 მლ
6 მგ თითო მლ-ში
150 მლ და 200 მლ-იანი ბოთლები
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: Laboratórios Atral, S.A. (Atral ლაბორატორიების საზოგადოება) Rua da Estação, nº42 (შტასაუს ქუჩა 42) Vala do Carregado (ვალა დუ კაღეგადუ) 2600-726 Castanheira do Ribatejo – Portugal (2600-726 კაშტანეირა დუ ღიბატეჟუ - პორტუგალია) ეს ბროშურა უკანასკნელად გადახედილ იქნა 2016 წლის მარტში
LABORATÓRIOS ATRAL, S.A. (Atral ლაბორატორიების საზოგადოება)
(ხელმოწერა)
დოქტორი ედუარდუ ოლივეირა
მარეგულირებელ საქმეთა დირექტორი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


