ლიდოკაინი
Lidocain
ლიდოკაინის აეროზოლი გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია კანისა ან ლორეწოვანი გარსების ანესთეზია. სტომატოლოგიური პროცედურები და ოპერაციები ანესთეზია ინექციის ადგილზე ადგილობრივი საინექციო ანესთეზიური საშუალების შეყვანამდე; ზედაპირული აბსცესების გაკვეთა; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლიდოკაინი (lidocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10% (4,6მგ/დოზა) 38გ (650 დოზა) ადგილობრივი გამოყენების აეროზოლი, ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
- მწარმოებელი
- EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
- ATC კოდი
- N01BB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045817
- რეგისტრირებულია
- 30 ივნისი 2026, მოქმედებს 30 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- EGIS Pharmaceuticals Plc (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ლიდოკაინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლიდოკაინის აეროზოლი გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია კანისა ან ლორეწოვანი გარსების ანესთეზია.
სტომატოლოგიური პროცედურები და ოპერაციები
ანესთეზია ინექციის ადგილზე ადგილობრივი საინექციო ანესთეზიური საშუალების შეყვანამდე;
ზედაპირული აბსცესების გაკვეთა;
მოძრავი სარძევე კბილის ან ძვლოვანი ფრაგმენტის ამოღება;
ლორწოვანი გარსის ჭრილობიდან ძაფების ამოღება;
ღრძილის ანესთეზია გვირგვინის ან ხიდისებრი პროთეზის დაფიქსირებამდე;
პრეპარატის გამოყენება, ასევე, შეიძლება კბილის ქვების ხელით ან ინსტრუმენტული მეთოდით ამოღებისას ან გადიდებული კბილთაშორისი დვრილის ამოსაკვეთად;
ხახის მომატებული რეფლექსის დაქვეითება ან დათრგუნვა ყალიბის მომზადებისას ან რენტგენული ფირის მოთავსების წინ (პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ყალიბის ელასტიურ მასალებთან ერთად). ასპირაციის რისკის გამო ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია, როდესაც ყალიბის დასამზადებლად გამოიყენება თაბაშირი;
ბავშვებში ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ფრენულოტომიისთვის და სანერწყვე ჯირკვლების კისტების გასაკვეთად;
ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიან ზედაპირულ სიმსივნეთა ამოკვეთა.
ოტორინოლარინგოლოგია
ელექტროკაუტერიზაციამდე, სეპტექტომიამდე და ცხვირის პოლიპის რეზექციამდე ცხვირიდან სისხლდენის მკურნალობისას;
ტონზილექტომიის დროს ხახის რეფლექსის დასათრგუნად და საინექციო ადგილების ანესთეზიისათვის;
დამატებითი ანესთეზიის სახით პერიტონზილური აბსცესის გაკვეთამდე ან ზედა ყბის წიაღის პუნქციამდე;
ანესთეზია სინუსის ამორეცხვამდე.
ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენებისას ხახისა და ცხვირ-ხახის ქირურგიული ოპერაციების დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ლიდოკაინი ხახის რეფლექსის დათრგუნვის დროს ხვდება ხორხსა და ტრაქეაში და თრგუნავს ხველის რეფლექსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოპნევმონია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან მათ უფრო მეტად აქვთ ყლაპვის რეფლექსი.
ამის გამო, ლიდოკაინის აეროზოლი არაა რეკომენდირებული ადგილობრივი ანესთეზიისთვის ტონზილექტომიისა და ადენოტომიის წინ 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ენდოსკოპია და გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები
ხახის ანესთეზია ცხვირიდან ან პირიდან სხვადასხვა მილების შეყვანამდე (გასტროდუოდენალური ზონდი ან სენგსტაკენის ზონდი);
ტრაქეოტომიული მილის შეცვლისას.
გინეკოლოგია და მეანობა
შორისის ანესთეზიისთვის ეპიზიოტომიამდე ან ამ ოპერაციის შესაძლო აუცილებლობის შემთხვევაში;
ნაკერების მოხსნა.
მიმდებარე ქსოვილების ანესთეზია საშვილოსნოს ყელსა ან საშოზე ოპერაციის დროს.
საქალწულე აპკის ნაფლეთების ან ნაკერის აბსცესის გაკვეთისა და დამუშავებისათვის.
დერმატოლოგია
კანის ან ლორწოვანი გარსების ანესთეზია მცირე ქირურგიული ოპერაციების წინ.
მიღების წესი და დოზირება
დოზირების რეჟიმი
დოზირება შეიძლება ფართოდ ვარირებდეს საანესთეზიო ზონის ჩვენებისა და ზომის მიხედვით.
აეროზოლის ერთი დოზა, რომელიც გამოდის აეროზოლის დოზირების სარქველზე დაჭერით, შეიცავს 4.6მგ ლიდოკაინს.
სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაღალი კონცანტრაციის მიღწევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება, რომლის დროსაც ვლინდება დამაკმაყოფილებელი ეფექტი.
ჩვეულებრივ, საკმარისია სარქველზე 1-3 დაჭერა, თუმცა სამეანო პრაქტიკაში იყენებენ 15-20 გასხურება-დოზას (მაქსიმალური რაოდენობა - 40 გასხურება-დოზა 70კგ სხეულის წონაზე).
რეკომენდირებული დოზები სხვადასხვა ჩვენების დროს
გამოყენება
დოზა (სარქველზე დაჭერის რაოდენობა)
სტომატოლოგია
1-3
სტომატოლოგიური ქირურგია
1-4
ოტორინოლარინგოლოგია
1-4
ენდოსკოპია
2-3
მეანობა
15-20
გინეკოლოგია
4-5
დერმატოლოგია
1-3
ბავშვები
ლიტერატურული მონაცემების თანახმად, სტომატოლოგიური პროცედურების და ოპერაციების დროს ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ბავშვებშიც, უმჯობესია მისი გამოყენება ბამბის ტამპონით, რაც პრეპარატის დოზის გამოსხურების დროს შიშისა და ასევე, ჩხვლეტის შეგრძნების - ჩვეულებრივი გვერდითი მოვლენა - თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ასეთივე მეთოდით პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვებშიც.
გამოყენების წესი
ადგილობრივი გამოყენებისთვის კანსა და ლორწოვან გარსებზე.
ლიდოკაინის აეროზოლი გამოყენებისას, ფლაკონი შეძლებისდაგვარად უნდა გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
პრეპარატის გამოყენება, ასევე, შეიძლება მასში დასველებული ბამბის ტამპონის წასმით.
პრეპარატის პირველად გამოყენების წინ უნდა შეივსოს დოზირების ტუმბო. ამისათვის საჭიროა მოიხსნას დამცავი თავსახური, გაუკეთდეს საცმი-გამფრქვევი და რამოდენიმეჯერ დაეჭიროს დოზირების სარქველს, სანამ არ გამოიფრქვევა აეროზილი.
ბალონის ხანგრძლივი გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ტუმბოს ხელახლა შევსება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების (ლიდოკაინის) ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მოცემულია 6.1 პარაგრაფში;
ასპირაციის რისკის გამო ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია სტომატოოგიური პროცედურების ჩატარებისას, როდესაც ყალიბის დასამზადებლად გამოყენებულია თაბაშირი.
სიფრთხილის ზომები
ლიდოკაინის მოხვედრა დაუშვებელია სასუნთქ გზებში (ასპირაციის რისკი).
ხახაზე შესხურება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს;
ლოყების ლორწოვან გარსზე შესხურებას თან ახლავს დისფაგიისა და შემდგომი ასპირაციის რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში. ენისა და ლოყების ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დარღვევის დროს იზრდება მათი ჩაკბეჩის რისკი.
ლიდოკაინი კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსით (განსაკუთრებით ტრაქეაში) და დაზიანებული კანით. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, ქსოვილების დიდი მონაკვეთების დამუშავების დროს ბავშვებში.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ლიდოკაინის დაზიანებულ ლორწოვან გარსზე და/ან ინფიცირებულ ზონებზე შესხურების დროს.
პრეპარატის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს ეპილეფსიით დაავადებულებში, ასევე, ბრადიკარდიის, გულის გამტარებლობის დარღვევის, გულის უკმარისობის, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის და მძიმე შოკის დროს, განსაკუთრებით, როდესაც მოსალოდნელია პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეწოვა, ქსოვილთა დიდი მონაკვეთების მაღალი დოზებით დამუშავების დროს.
ლიდოკაინს გააჩნია პორფირინოგენული ეფექტი, ამიტომ, მისი გამოყენება მწვავე პორფირიის მქონე პაციენტებში შესაძლებელია მხოლოდ ექსტრემალური ჩვენებისას.
უფრო მცირე დოზების გამოყენებაა საჭირო დაუძლურებულ და ხანდაზმულ პაციენტებში მწვავე დაავადებების დროს, ასევე, ბავშვებში - ასაკისა და საერთო მდგომარეობის შესაბამისად.
ლიდოკაინის აეროზოლი გამოყენებისას, ფლაკონი შეძლებისდაგვარად უნდა გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
აეროზოლი არ უნდა მოხვდეს თვალებზე.
ლიდოკაინის აეროზოლი არ უნდა მოხვდეს ენდოტრაქეალური მილის პლასტმასის მანჟეტზე (პვქ/არ-პვქ), ვინაიდან ლიდოკაინმა შეიძლება ის დააზიანოს (წვრილი ხვრელების გაჩენით), რამაც შეიძლება შეამციროს წნევა მანჟეტში.
პრეპარატი შეიცავს 31.72 მგ ეთანოლს (ალკოჰოლს) თითოეულ დოზაში.
კანზე გამოყენებისას:
დაზიანებულ კანზე შეიძლება განვითარდეს წვის შეგრძნება.
ლორწოვან გარსებზე გამოყენებისას:
ამ პრეპარატის ერთ დოზაში ალკოჰოლის შემცველობა 1 მლ ლუდზე ან 1 მლ ღვინოზე ნაკლების ეკვივალენტურია. პრეპარატში ალკოჰოლის ამ მცირე რაოდენობის შემცველობას არანაირი შესამჩნევი ეფექტი არ აქვს.
აღნიშნული პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს დაახლოებით 10.5მგ პროპილენგლიკოლს.
კანზე გამოყენებისას:
პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
გამოყენება ბავშვებში
ლოყების ლორწოვან გარსზე გამოყენებას თან ახლავს დისფაგიისა და შემდგომი ასპირაციის რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში. ენისა და ლოყების ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დარღვევის დროს იზრდება მათი ჩაკბეჩის რისკი.

ბავშვებში გამოყენებული უნდა იყოს უფრო დაბალი დოზები - ასაკისა და საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება რეკომენდებულია პრეპარატში დასველებული ბამბის ტამპონით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ლიდოკაინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ 1B კლასის (მაგალითად: ტოკაინიდი, მექსილეტინი) ანტიარითმულ პრეპარატებს, ტოქსიკური ეფექტების სუმაციის რისკის გამო.
ლიდოკაინის კომბინირებულმა გამოყენებამ 1A კლასის (როგორებიცაა: ქინიდინი, პროკაინამიდი, დიზოპირამიდი) ანტიარითმულ პრეპარატებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს Q-T ინტერვალის გახანგრძლივება, ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა ან პარკუჭოვანი ფიბრილაცია.
სპეციფიკური კვლევები III კლასის (როგორიცაა: ამიოდარონი) ანტიარითმულ პრეპარატებთან ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა, თუმცა მათი მიღებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან შესაძლებელია მოხდეს კარდიოლოგიური ეფექტების სუმაცია.
ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ლიდოკაინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში.
ფენიტოინი ზრდის ლიდოკაინის კარდიოდეპრესიულ ეფექტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეკლინიკური კვლევები
პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა ლიდოკაინის ფეტოტოქსიკური ეფექტი.
ადამიანზე ჩატარებული კვლევები
ორსულობა
კონტროლირებადი კლინიკური კვლევების შედეგები არ მოიპოვება. თუმცა, ლიდოკაინი გამოიყენება დიდი ხნის მანძილზე და არ გამოვლენილა მისი უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე.
უფრო უსაფრთხო პრეპარატის არ ქონის შემთხვევაში ლიდოკაინის გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძეში, თუმცა ჩვეულებრივი თერაპიული დოზით გამოყენებისას, რძეში მისი გამოყოფილი რაოდენობა ძალიან მცირეა იმისათვის, რომ ჩვილს მიაყენოს რაიმე ზიანი.
- 7 სამკურნალო პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ლიდოკაინის ზემოქმედებაზე სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. დოზიდან გამომდინარე, ადგილობრივმა საანესთეზიო საშუალებებმა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ და, შესაბამისად, გავლენა იქონიონ სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ლიდოკაინის აეროზოლის სწორად გამოყენების შემთხვევაში სისტემური ეფექტების სიხშირე ძალიან მცირეა, ვინაიდან პრეპარატის რაოდენობა, რომელიც შეიძლება მოხვდეს სისხლის მიმოქცევაში უკიდურესად მცირეა. მაღალი დოზების გამოყენების, ასევე სწრაფი შეწოვის, ჰიპერმგრძნობელობის, იდიოსინკრაზიის, პრეპარატის ძლიერი აუტანლობის შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს სისტემური გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენები ქვემოთ მოცემულია ორგანოთა სისტემური კლასის და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 - < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000 - < 1/1,000), ძალიან იშვიათი (≤1/10000) ან გამოვლენილი უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასება).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები, ხოლო ძალიან მძიმე შემთხვევებისას - ანაფილაქსიური შოკი.
ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ
ძალიან იშვიათი: ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობის სიმპტომები, მომატებული აგზნებადობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის სიმპტომები (თავბრუსხვევა, ძილიანობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა).
სიხშირე უცნობია: მგრძნობელობის დროებითი დაკარგვა შეყვანის ადგილას, ხმის შექცევადი დაკარგვა.
დარღვევები გულის მხრივ
სიხშირე უცნობია: მიოკარდიუმის ფუნქციის დათრგუნვა, ბრადიკარდია, გულის გაჩერება.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
სიხშირე უცნობია: ჰიპოტენზია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
ძალიან იშვიათი: ბრონქოსპაზმი, სასუნთქი კუნთების დამბლა.
სიხშირე უცნობია: შექცევადი ყელის ტკივილი, ხრინწიანი ხმა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათი: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
სიხშირე უცნობია: შეყვანის ადგილას შეიძლება განვითარდეს კანის გარდამავალი სიწითლე.
საერთო დარღვევები შეყვანის ადგილას
სიხშირე უცნობია: ძალადობრივი ჩხვლეტის შეგრძნება აეროზოლის შესხურების დროს, რომელიც გადის პრეპარატის მოქმედების დაწყების შემდეგ (1 წუთის განმავლობაში). გარდამავალი შეშუპება შეიძლება განვითარდეს პრეპარატის შესხურების ადგილას.
შეტყობინება შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალების გამოყენება.
პოსტრეგისტრაციულ პერიოდში მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ, ვინაიდან ეს შეტყობინება იძლევა სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის შესახებ ადგილობრივი ფარმაკოზედამხედველობის ორგანოებში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ჭარბი დოზირების დროს შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაწვრილებით არის აღწერილი 4.8 პარაგრაფში („გვერდითი მოვლენები“), იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც პაციენტები არიან საერთო ნარკოზის ან ღრმა მედიკამენტოზური ნარკოზის ზემოქედების ქვეშ.
მკურნალობა
ყურადღება მიაქციეთ სასუნთქი გზების გამავლობას, საჭიროებისამებრ გამოიყენეთ ჟანგბადი და/ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.
შესაძლო სპაზმების კუპირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, მათ შორის 50-100მგ სუკცინილქოლინის და/ან 5-15მგ დიაზეპამის შეყვანით. რადგან სუკცინილქოლინმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაჩერება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სპეციალისტების მიერ, რომელთაც აქვთ ტრაქეის ინტუბაციისა და სასუნთქი კუნთების დამბლის მქონე ავადმყოფების კურირების გამოცდილება.
შეიძლება ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატების გამოყენება – თიოპენტალი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლენილი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად (ბრადიკარდია და გულის გამტარობის დარღვევა) ნაჩვენებია ატროპინის (0.5-1მგ ვენაში) და სიმპატომიმეტიკების შეყვანა.
ბავშვებს ენიშნებათ დოზები მათი ასაკისა და სხეულის მასის გათვალისწინებით.
პარკუჭოვანი ფიბრილაციისა და გულის გაჩერების დროს საჭიროა რეანიმაციული ღონისძიებები.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი გამოყენების საანესთეზიო საშუალებები
ათქ კოდი: N01B B02
- 1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
მოქმედი ნივთიერება ლიდოკაინი არის ამიდური მემბრანომასტაბილიზებელი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.
მოქმედების მექანიზმი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები თრგუნავენ კანისა და ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების აქტივობას, ანუ შექცევადად აფერხებენ გატარებას ნერვული ქსოვილების ელემენტებში (ნეირონში, აქსონსა და სინაფსებში).
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედება დაფუძნებულია ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი იონური მუხტის დათრგუნვაზე უჯრედოვანი მემბრანის მეშვეობით, რაც
აუცილებელია იმპულსის წარმოქმნისთვის.
ლიდოკაინი თრგუნავს სტიმულაციით გამოწვეული ნატრიუმის იონების შეღწევადობის გარდამავალ მომატებას და ნაკლებად ამცირებს კალიუმის და ნატრიუმის იონების შეღწევადობას მოსვენებულ მდგომარეობაში, რაც იწვევს ნეირონების უჯრედოვანი მემბრანების სტაბილიზაციას. ლიდოკაინი ამცირებს დეპოლარიზაციის სიჩქარეს ფიზიოლოგიური სტიმულების მოქმედებისას, ასევე ამცირებს მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდას და აფერხებს ნერვული იმპულსის გატარებას.
სხვადასხვა სენსორულ მოდალობას შორის, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები პირველ რიგში თრგუნავენ ტკივილის შეგრძნებას, ხოლო შემდეგ - ტემპერატურულ და ტაქტილურ მგრძნობელობას.
თუ ლიდოკაინი დიდი რაოდენობით შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს როგორც აღგზნება, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა. მისი გულ-სისხლძარღვთა ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს გულის გამტარობის დარღვევის და პერიფერული სისხლძარღვების გაფართოების სახით.
- 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა
ლიდოკაინი ადვილად შეიწოვება ლორწოვან გარსში და დაზიანებულ კანში, მაგრამ ცუდად შეიწვოვება ინტაქტურ კანში. შეწოვის სიჩქარე და სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი აქტიური ნივთიერების რაოდენობა დამოკიდებულია დოზაზე, დასამუშავებელი ზედაპირის ტიპსა და ფართობზე (კანის ან ლორწოვანი გარსის) და მის მდგომარეობაზე, ასევე ნივთიერებასთან კონტაქტის ხანგრძლივობაზე.
განაწილება
500მგ ლიდოკაინის კანზე დატანება იწვევს სისხლში პრეპარატის თერაპიულ კონცენტრაციებს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ. ასეთი დოზის გამოყენების შემდეგ, სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაცია რჩება თერაპიული დიაპაზონის ფარგლებში 7-8 საათის განმავლობაში. ერთჯერადად გამოყენებული მოქმედი ნივთიერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300-350მგ-ს.
ბიოგარდაქმნა
ლიდოკაინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში. თავიდან იგი განიცდის დეალკილირებას, ხოლო შემდეგ ჰიდროლიზს.
გამოყოფა
შეუცვლელი ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.6 საათს.
ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის ურთიერთქმედება
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ლიდოკაინის აეროზოლის ეფექტი ვითარდება 1 წუთის განმავლობაში და გრძელდება 5-დან 6 წუთამდე. დაბუჟების სუბიექტური შეგრძნება თანდათან ქრება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები
ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა მუტაგენობის, კანცეროგენების ან ტერატოგენობის ეფექტების ნიშნები.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
დამხმარე ნივთიერებები:
ეთანოლი (96%), პროპილენგლიკოლი, პიტნის ზეთი.
არ შეიცავს ფრეონს.
- 2. შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
- 5 შეფუთვის სახე და შიგთავსი
შეფუთვა:
38გ მოცემულია 50მლ-იანი მოცულობის მინის ფლაკონში, რომელიც აღჭურვულია დოზირების ტუმბოთი და გამფრქვევი თავაკით. ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
გამოყენების ინსტრუქცია
(ინფორმაცია სპეციალისტებისთვის)
სამკურნალო საშუალების დასახელება
ლიდოკაინი აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისთვის 10%
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): ლიდოკაინი
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 3.80გ ლიდოკაინი 38გ სპირტხსნარში ერთ ფლაკონში. 4.6მგ ლიდოკაინი ერთ დოზაში (ერთი დაჭერა სარქველზე).
დამხმარე ნივთიერებები ცნობილი ეფექტით: პროპილენგლიკოლი, 96%-იანი ეთანოლი.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1 პარაგრაფში.
წამლის ფორმა
აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისთვის, ხსნარი.
გარეგანი სახე: თითქმის უფერო სპირტიანი ხსნარი, მენთოლისთვის დამახასიათებელი სუნით.
კლინიკური მონაცემები
გამოყენების ჩვენება
ლიდოკაინის აეროზოლი გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია კანისა ან ლორეწოვანი გარსების ანესთეზია.
სტომატოლოგიური პროცედურები და ოპერაციები
ანესთეზია ინექციის ადგილზე ადგილობრივი საინექციო ანესთეზიური საშუალების შეყვანამდე;
ზედაპირული აბსცესების გაკვეთა;
მოძრავი სარძევე კბილის ან ძვლოვანი ფრაგმენტის ამოღება;
ლორწოვანი გარსის ჭრილობიდან ძაფების ამოღება;
ღრძილის ანესთეზია გვირგვინის ან ხიდისებრი პროთეზის დაფიქსირებამდე;
პრეპარატის გამოყენება, ასევე, შეიძლება კბილის ქვების ხელით ან ინსტრუმენტული მეთოდით ამოღებისას ან გადიდებული კბილთაშორისი დვრილის ამოსაკვეთად;
ხახის მომატებული რეფლექსის დაქვეითება ან დათრგუნვა ყალიბის მომზადებისას ან რენტგენული ფირის მოთავსების წინ (პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ყალიბის ელასტიურ მასალებთან ერთად). ასპირაციის რისკის გამო ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია, როდესაც ყალიბის დასამზადებლად გამოიყენება თაბაშირი;
ბავშვებში ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ფრენულოტომიისთვის და სანერწყვე ჯირკვლების კისტების გასაკვეთად;
ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიან ზედაპირულ სიმსივნეთა ამოკვეთა.
ოტორინოლარინგოლოგია
ელექტროკაუტერიზაციამდე, სეპტექტომიამდე და ცხვირის პოლიპის რეზექციამდე ცხვირიდან სისხლდენის მკურნალობისას;
ტონზილექტომიის დროს ხახის რეფლექსის დასათრგუნად და საინექციო ადგილების ანესთეზიისათვის;
დამატებითი ანესთეზიის სახით პერიტონზილური აბსცესის გაკვეთამდე ან ზედა ყბის წიაღის პუნქციამდე;
ანესთეზია სინუსის ამორეცხვამდე.
ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენებისას ხახისა და ცხვირ-ხახის ქირურგიული ოპერაციების დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ლიდოკაინი ხახის რეფლექსის დათრგუნვის დროს ხვდება ხორხსა და ტრაქეაში და თრგუნავს ხველის რეფლექსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოპნევმონია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან მათ უფრო მეტად აქვთ ყლაპვის რეფლექსი.
ამის გამო, ლიდოკაინის აეროზოლი არაა რეკომენდირებული ადგილობრივი ანესთეზიისთვის ტონზილექტომიისა და ადენოტომიის წინ 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ენდოსკოპია და გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები
ხახის ანესთეზია ცხვირიდან ან პირიდან სხვადასხვა მილების შეყვანამდე (გასტროდუოდენალური ზონდი ან სენგსტაკენის ზონდი);
ტრაქეოტომიული მილის შეცვლისას.
გინეკოლოგია და მეანობა
შორისის ანესთეზიისთვის ეპიზიოტომიამდე ან ამ ოპერაციის შესაძლო აუცილებლობის შემთხვევაში;
ნაკერების მოხსნა.
მიმდებარე ქსოვილების ანესთეზია საშვილოსნოს ყელსა ან საშოზე ოპერაციის დროს.
საქალწულე აპკის ნაფლეთების ან ნაკერის აბსცესის გაკვეთისა და დამუშავებისათვის.
დერმატოლოგია
კანის ან ლორწოვანი გარსების ანესთეზია მცირე ქირურგიული ოპერაციების წინ.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
დოზირების რეჟიმი
დოზირება შეიძლება ფართოდ ვარირებდეს საანესთეზიო ზონის ჩვენებისა და ზომის მიხედვით.
აეროზოლის ერთი დოზა, რომელიც გამოდის აეროზოლის დოზირების სარქველზე დაჭერით, შეიცავს 4.6მგ ლიდოკაინს.
სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაღალი კონცანტრაციის მიღწევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება, რომლის დროსაც ვლინდება დამაკმაყოფილებელი ეფექტი.
ჩვეულებრივ, საკმარისია სარქველზე 1-3 დაჭერა, თუმცა სამეანო პრაქტიკაში იყენებენ 15-20 გასხურება-დოზას (მაქსიმალური რაოდენობა - 40 გასხურება-დოზა 70კგ სხეულის წონაზე).
რეკომენდირებული დოზები სხვადასხვა ჩვენების დროს
გამოყენება
დოზა (სარქველზე დაჭერის რაოდენობა)
სტომატოლოგია
1-3
სტომატოლოგიური ქირურგია
1-4
ოტორინოლარინგოლოგია
1-4
ენდოსკოპია
2-3
მეანობა
15-20
გინეკოლოგია
4-5
დერმატოლოგია
1-3
ბავშვები
ლიტერატურული მონაცემების თანახმად, სტომატოლოგიური პროცედურების და ოპერაციების დროს ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ბავშვებშიც, უმჯობესია მისი გამოყენება ბამბის ტამპონით, რაც პრეპარატის დოზის გამოსხურების დროს შიშისა და ასევე, ჩხვლეტის შეგრძნების - ჩვეულებრივი გვერდითი მოვლენა - თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ასეთივე მეთოდით პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვებშიც.
გამოყენების წესი
ადგილობრივი გამოყენებისთვის კანსა და ლორწოვან გარსებზე.
ლიდოკაინის აეროზოლი გამოყენებისას, ფლაკონი შეძლებისდაგვარად უნდა გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
პრეპარატის გამოყენება, ასევე, შეიძლება მასში დასველებული ბამბის ტამპონის წასმით.
პრეპარატის პირველად გამოყენების წინ უნდა შეივსოს დოზირების ტუმბო. ამისათვის საჭიროა მოიხსნას დამცავი თავსახური, გაუკეთდეს საცმი-გამფრქვევი და რამოდენიმეჯერ დაეჭიროს დოზირების სარქველს, სანამ არ გამოიფრქვევა აეროზილი.
ბალონის ხანგრძლივი გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ტუმბოს ხელახლა შევსება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების (ლიდოკაინის) ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მოცემულია 6.1 პარაგრაფში;
ასპირაციის რისკის გამო ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია სტომატოოგიური პროცედურების ჩატარებისას, როდესაც ყალიბის დასამზადებლად გამოყენებულია თაბაშირი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ლიდოკაინის მოხვედრა დაუშვებელია სასუნთქ გზებში (ასპირაციის რისკი).
ხახაზე შესხურება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს;
ლოყების ლორწოვან გარსზე შესხურებას თან ახლავს დისფაგიისა და შემდგომი ასპირაციის რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში. ენისა და ლოყების ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დარღვევის დროს იზრდება მათი ჩაკბეჩის რისკი.
ლიდოკაინი კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსით (განსაკუთრებით ტრაქეაში) და დაზიანებული კანით. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, ქსოვილების დიდი მონაკვეთების დამუშავების დროს ბავშვებში.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ლიდოკაინის დაზიანებულ ლორწოვან გარსზე და/ან ინფიცირებულ ზონებზე შესხურების დროს.
პრეპარატის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს ეპილეფსიით დაავადებულებში, ასევე, ბრადიკარდიის, გულის გამტარებლობის დარღვევის, გულის უკმარისობის, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის და მძიმე შოკის დროს, განსაკუთრებით, როდესაც მოსალოდნელია პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეწოვა, ქსოვილთა დიდი მონაკვეთების მაღალი დოზებით დამუშავების დროს.
ლიდოკაინს გააჩნია პორფირინოგენული ეფექტი, ამიტომ, მისი გამოყენება მწვავე პორფირიის მქონე პაციენტებში შესაძლებელია მხოლოდ ექსტრემალური ჩვენებისას.
უფრო მცირე დოზების გამოყენებაა საჭირო დაუძლურებულ და ხანდაზმულ პაციენტებში მწვავე დაავადებების დროს, ასევე, ბავშვებში - ასაკისა და საერთო მდგომარეობის შესაბამისად.
ლიდოკაინის აეროზოლი გამოყენებისას, ფლაკონი შეძლებისდაგვარად უნდა გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
აეროზოლი არ უნდა მოხვდეს თვალებზე.
ლიდოკაინის აეროზოლი არ უნდა მოხვდეს ენდოტრაქეალური მილის პლასტმასის მანჟეტზე (პვქ/არ-პვქ), ვინაიდან ლიდოკაინმა შეიძლება ის დააზიანოს (წვრილი ხვრელების გაჩენით), რამაც შეიძლება შეამციროს წნევა მანჟეტში.
პრეპარატი შეიცავს 31.72 მგ ეთანოლს (ალკოჰოლს) თითოეულ დოზაში.
კანზე გამოყენებისას:
დაზიანებულ კანზე შეიძლება განვითარდეს წვის შეგრძნება.
ლორწოვან გარსებზე გამოყენებისას:
ამ პრეპარატის ერთ დოზაში ალკოჰოლის შემცველობა 1 მლ ლუდზე ან 1 მლ ღვინოზე ნაკლების ეკვივალენტურია. პრეპარატში ალკოჰოლის ამ მცირე რაოდენობის შემცველობას არანაირი შესამჩნევი ეფექტი არ აქვს.
აღნიშნული პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს დაახლოებით 10.5მგ პროპილენგლიკოლს.
კანზე გამოყენებისას:
პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
გამოყენება ბავშვებში
ლოყების ლორწოვან გარსზე გამოყენებას თან ახლავს დისფაგიისა და შემდგომი ასპირაციის რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში. ენისა და ლოყების ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დარღვევის დროს იზრდება მათი ჩაკბეჩის რისკი.
ლიდოკაინი კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსით (განსაკუთრებით ტრაქეაში) და დაზიანებული კანით. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, ქსოვილების დიდი მონაკვეთების დამუშავების დროს ბავშვებში.
ბავშვებში გამოყენებული უნდა იყოს უფრო დაბალი დოზები - ასაკისა და საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება რეკომენდებულია პრეპარატში დასველებული ბამბის ტამპონით.
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლიდოკაინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ 1B კლასის (მაგალითად: ტოკაინიდი, მექსილეტინი) ანტიარითმულ პრეპარატებს, ტოქსიკური ეფექტების სუმაციის რისკის გამო.
ლიდოკაინის კომბინირებულმა გამოყენებამ 1A კლასის (როგორებიცაა: ქინიდინი, პროკაინამიდი, დიზოპირამიდი) ანტიარითმულ პრეპარატებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს Q-T ინტერვალის გახანგრძლივება, ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა ან პარკუჭოვანი ფიბრილაცია.
სპეციფიკური კვლევები III კლასის (როგორიცაა: ამიოდარონი) ანტიარითმულ პრეპარატებთან ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით არ ჩატარებულა, თუმცა მათი მიღებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან შესაძლებელია მოხდეს კარდიოლოგიური ეფექტების სუმაცია.
ბეტა-ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ლიდოკაინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში.
ფენიტოინი ზრდის ლიდოკაინის კარდიოდეპრესიულ ეფექტს.
- 6 ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
პრეკლინიკური კვლევები
პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა ლიდოკაინის ფეტოტოქსიკური ეფექტი.
ადამიანზე ჩატარებული კვლევები
ორსულობა
კონტროლირებადი კლინიკური კვლევების შედეგები არ მოიპოვება. თუმცა, ლიდოკაინი გამოიყენება დიდი ხნის მანძილზე და არ გამოვლენილა მისი უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე.
უფრო უსაფრთხო პრეპარატის არ ქონის შემთხვევაში ლიდოკაინის გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება
ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძეში, თუმცა ჩვეულებრივი თერაპიული დოზით გამოყენებისას, რძეში მისი გამოყოფილი რაოდენობა ძალიან მცირეა იმისათვის, რომ ჩვილს მიაყენოს რაიმე ზიანი.
- 7 სამკურნალო პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ლიდოკაინის ზემოქმედებაზე სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. დოზიდან გამომდინარე, ადგილობრივმა საანესთეზიო საშუალებებმა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ და, შესაბამისად, გავლენა იქონიონ სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- 8 გვერდითი მოვლენები
ლიდოკაინის აეროზოლის სწორად გამოყენების შემთხვევაში სისტემური ეფექტების სიხშირე ძალიან მცირეა, ვინაიდან პრეპარატის რაოდენობა, რომელიც შეიძლება მოხვდეს სისხლის მიმოქცევაში უკიდურესად მცირეა. მაღალი დოზების გამოყენების, ასევე სწრაფი შეწოვის, ჰიპერმგრძნობელობის, იდიოსინკრაზიის, პრეპარატის ძლიერი აუტანლობის შემთხვევაში, შეიძლება გამოვლინდეს სისტემური გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენები ქვემოთ მოცემულია ორგანოთა სისტემური კლასის და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 - < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000 - < 1/1,000), ძალიან იშვიათი (≤1/10000) ან გამოვლენილი უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასება).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები, ხოლო ძალიან მძიმე შემთხვევებისას - ანაფილაქსიური შოკი.
ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ
ძალიან იშვიათი: ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობის სიმპტომები, მომატებული აგზნებადობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის სიმპტომები (თავბრუსხვევა, ძილიანობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა).
სიხშირე უცნობია: მგრძნობელობის დროებითი დაკარგვა შეყვანის ადგილას, ხმის შექცევადი დაკარგვა.
დარღვევები გულის მხრივ
სიხშირე უცნობია: მიოკარდიუმის ფუნქციის დათრგუნვა, ბრადიკარდია, გულის გაჩერება.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
სიხშირე უცნობია: ჰიპოტენზია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ
ძალიან იშვიათი: ბრონქოსპაზმი, სასუნთქი კუნთების დამბლა.
სიხშირე უცნობია: შექცევადი ყელის ტკივილი, ხრინწიანი ხმა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან იშვიათი: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
სიხშირე უცნობია: შეყვანის ადგილას შეიძლება განვითარდეს კანის გარდამავალი სიწითლე.
საერთო დარღვევები შეყვანის ადგილას
სიხშირე უცნობია: ძალადობრივი ჩხვლეტის შეგრძნება აეროზოლის შესხურების დროს, რომელიც გადის პრეპარატის მოქმედების დაწყების შემდეგ (1 წუთის განმავლობაში). გარდამავალი შეშუპება შეიძლება განვითარდეს პრეპარატის შესხურების ადგილას.
შეტყობინება შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალების გამოყენება.
პოსტრეგისტრაციულ პერიოდში მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ, ვინაიდან ეს შეტყობინება იძლევა სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის შესახებ ადგილობრივი ფარმაკოზედამხედველობის ორგანოებში.
- 9 დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
ჭარბი დოზირების დროს შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაწვრილებით არის აღწერილი 4.8 პარაგრაფში („გვერდითი მოვლენები“), იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც პაციენტები არიან საერთო ნარკოზის ან ღრმა მედიკამენტოზური ნარკოზის ზემოქედების ქვეშ.
მკურნალობა
ყურადღება მიაქციეთ სასუნთქი გზების გამავლობას, საჭიროებისამებრ გამოიყენეთ ჟანგბადი და/ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.
შესაძლო სპაზმების კუპირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, მათ შორის 50-100მგ სუკცინილქოლინის და/ან 5-15მგ დიაზეპამის შეყვანით. რადგან სუკცინილქოლინმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაჩერება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სპეციალისტების მიერ, რომელთაც აქვთ ტრაქეის ინტუბაციისა და სასუნთქი კუნთების დამბლის მქონე ავადმყოფების კურირების გამოცდილება.
შეიძლება ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატების გამოყენება – თიოპენტალი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლენილი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად (ბრადიკარდია და გულის გამტარობის დარღვევა) ნაჩვენებია ატროპინის (0.5-1მგ ვენაში) და სიმპატომიმეტიკების შეყვანა.
ბავშვებს ენიშნებათ დოზები მათი ასაკისა და სხეულის მასის გათვალისწინებით.
პარკუჭოვანი ფიბრილაციისა და გულის გაჩერების დროს საჭიროა რეანიმაციული ღონისძიებები.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამოყენების საანესთეზიო საშუალებები
ათქ კოდი: N01B B02
- 1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
მოქმედი ნივთიერება ლიდოკაინი არის ამიდური მემბრანომასტაბილიზებელი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.
მოქმედების მექანიზმი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები თრგუნავენ კანისა და ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების აქტივობას, ანუ შექცევადად აფერხებენ გატარებას ნერვული ქსოვილების ელემენტებში (ნეირონში, აქსონსა და სინაფსებში).
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედება დაფუძნებულია ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი იონური მუხტის დათრგუნვაზე უჯრედოვანი მემბრანის მეშვეობით, რაც
აუცილებელია იმპულსის წარმოქმნისთვის.
ლიდოკაინი თრგუნავს სტიმულაციით გამოწვეული ნატრიუმის იონების შეღწევადობის გარდამავალ მომატებას და ნაკლებად ამცირებს კალიუმის და ნატრიუმის იონების შეღწევადობას მოსვენებულ მდგომარეობაში, რაც იწვევს ნეირონების უჯრედოვანი მემბრანების სტაბილიზაციას. ლიდოკაინი ამცირებს დეპოლარიზაციის სიჩქარეს ფიზიოლოგიური სტიმულების მოქმედებისას, ასევე ამცირებს მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდას და აფერხებს ნერვული იმპულსის გატარებას.
სხვადასხვა სენსორულ მოდალობას შორის, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები პირველ რიგში თრგუნავენ ტკივილის შეგრძნებას, ხოლო შემდეგ - ტემპერატურულ და ტაქტილურ მგრძნობელობას.
თუ ლიდოკაინი დიდი რაოდენობით შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს როგორც აღგზნება, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა. მისი გულ-სისხლძარღვთა ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს გულის გამტარობის დარღვევის და პერიფერული სისხლძარღვების გაფართოების სახით.
- 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა
ლიდოკაინი ადვილად შეიწოვება ლორწოვან გარსში და დაზიანებულ კანში, მაგრამ ცუდად შეიწვოვება ინტაქტურ კანში. შეწოვის სიჩქარე და სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი აქტიური ნივთიერების რაოდენობა დამოკიდებულია დოზაზე, დასამუშავებელი ზედაპირის ტიპსა და ფართობზე (კანის ან ლორწოვანი გარსის) და მის მდგომარეობაზე, ასევე ნივთიერებასთან კონტაქტის ხანგრძლივობაზე.
განაწილება
500მგ ლიდოკაინის კანზე დატანება იწვევს სისხლში პრეპარატის თერაპიულ კონცენტრაციებს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ. ასეთი დოზის გამოყენების შემდეგ, სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაცია რჩება თერაპიული დიაპაზონის ფარგლებში 7-8 საათის განმავლობაში. ერთჯერადად გამოყენებული მოქმედი ნივთიერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300-350მგ-ს.
ბიოგარდაქმნა
ლიდოკაინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში. თავიდან იგი განიცდის დეალკილირებას, ხოლო შემდეგ ჰიდროლიზს.
გამოყოფა
შეუცვლელი ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.6 საათს.
ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის ურთიერთქმედება
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ლიდოკაინის აეროზოლის ეფექტი ვითარდება 1 წუთის განმავლობაში და გრძელდება 5-დან 6 წუთამდე. დაბუჟების სუბიექტური შეგრძნება თანდათან ქრება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები
ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა მუტაგენობის, კანცეროგენების ან ტერატოგენობის ეფექტების ნიშნები.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
დამხმარე ნივთიერებები:
ეთანოლი (96%), პროპილენგლიკოლი, პიტნის ზეთი.
არ შეიცავს ფრეონს.
- 2. შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
- 5 შეფუთვის სახე და შიგთავსი
შეფუთვა:
38გ მოცემულია 50მლ-იანი მოცულობის მინის ფლაკონში, რომელიც აღჭურვულია დოზირების ტუმბოთი და გამფრქვევი თავაკით. ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
- 6. სიფრთხილის ზომები მოხმარების დროს
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
ნებისმიერი რაოდენობის გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- 7 აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
- მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38
უნგრეთი
საწარმოო მოედანი:
დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”
9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65
უნგრეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.