პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

ლიდოკაინი

Lidocain

ურეცეპტოდ10%ინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

ლიდოკაინი - აეროზოლის აქტიური ნივთიერება - მიეკუთვნება ადგილობრივი ანესთეტიკების ჯგუფს. ადგილობრივი ანსთეტიკები დროებით ბლოკავენ ნერვული იმპულსების გატარებას გამოყენების ადგილას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლიდოკაინი (lidocaine)
ფორმა და შეფუთვა
10% 3,8გ/38გ (4,6მგ/დოზა) 38გ (650 დოზა) ადგილობრივი გამოყენების აეროზოლი, ხსნარი ყავისფერი მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
მწარმოებელი
EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-033424
რეგისტრირებულია
29 სექტემბერი 2021, მოქმედებს 30 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალიდოკაინი და სხვა წამალი ერთად

ლიდოკაინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ლიდოკაინი - აეროზოლის აქტიური ნივთიერება - მიეკუთვნება ადგილობრივი ანესთეტიკების ჯგუფს. ადგილობრივი ანსთეტიკები დროებით ბლოკავენ ნერვული იმპულსების გატარებას გამოყენების ადგილას. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ადგილობრივი ანესთეტიკები ჯერ ბლოკავენ ტკივილის შეგრძნებას, შემდეგ კი - ტემპერატურულ და ტაქტილურ მგრძნობელობას.

პრეპარატის ლიდოკაინი აეროზოლი გამოყენება შეიძლება ყველა შეთხვევაში, როდესაც საჭიროა კანის ან ლორწოვანი გარსების ანესთეზია, მაგალითად, ადგილობრივი ანესთეზიისთვის მცირე ქირურგიული ჩარევებისას, ინექციის ადგილის ანესთეზიის დროს საინექციო ადგილობრივი ანესთეტიკის შეყვანის წინ.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება სტომატოლოგიური პროცედურების და ოპერაციების დროს. ოტორინოლარინგოლოგიაში (ყელ-ყურ-ცხვირი), მეანობასა და გინეკოლოგიაში, დერმატოლოგიაში, ენდოსკოპიის და ინსტრუმენტული კვლევების დროს.

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ლიდოკაინი აეროზოლი გამოყენების დაწყებამდე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ლიდოკაინი აეროზოლი

თუ გაქვთ ალერგია ლიდოკაინზე ან მე-8 ნაწილში მოყვანილ ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე.

ასპირაციის (სასუნთქ გზებში მოხვედრა) რისკთან დაკავშირებით, ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება სტომატოლოგიური პროცედურების დროს უკუნაჩვენებია, როდესაც ანაბეჭდის მოსამზადებლად გამოიყენება თაბაშირი.

მიღების წესი და დოზირება

აეროზოლის ერთი დოზა, რომელიც გამოდის აეროზოლის დოზირების სარქველზე დაჭერით, შეიცავს 4,6მგ ლიდოკაინს.

სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაღალი კონცანტრაციის მიღწევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ყველაზე დაბალი დოზის გამოყენება, რომლის დროსაც ვლინდება დამაკმაყოფილებელი ეფექტი.

ჩვეულებრივ, საკმარისია სარქველზე 1-3 დაჭერა, თუმცა სამეანო პრაქტიკაში იყენებენ 15-20 დოზას (მაქსიმალური რაოდენობა - 40 დოზა 70კგ სხეულის წონაზე).

რეკომენდირებული დოზები სხვადასხვა ჩვენების დროს

გამოყენება

დოზა (სარქველზე დაჭერის რაოდენობა)

სტომატოლოგია

1-3

სტომატოლოგიური ქირურგია

1-4

ოტორინოლარინგოლოგია

1-4

ენდოსკოპია

2-3

მეანობა

15-20

გინეკოლოგია

4-5

დერმატოლოგია

1-3

ბავშვები

ლიტერატურული მონაცემების თანახმად, სტომატოლოგიური პროცედურების და ოპერაციების დროს ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ბავშვებშიც, უმჯობესია მისი გამოყენება ბამბის ტამპონით, რაც პრეპარატის დოზის გამოსხურების დროს შიშისა და ასევე, ჩხვლეტის შეგრძნების (ჩვეულებრივი გვერდითი მოვლენა) თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ასეთივე მეთოდით პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვებშიც.

გამოყენების წესი

ადგილობრივი გამოყენებისთვის კანსა და ლორწოვან გარსებზე.

ლიდოკაინის აეროზოლი გამოყენებისას, ფლაკონი შეძლებისდაგვარად უნდა გეჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

პრეპარატის გამოყენება, ასევე, შეიძლება მასში დასველებული ბამბის ტამპონის წასმით.

პრეპარატის პირველად გამოყენების წინ უნდა შეივსოს დოზირების ტუმბო. ამისათვის საჭიროა მოიხსნას დამცავი თავსახური, გაუკეთდეს საცმი-გამფრქვევი და რამოდენიმეჯერ დაეჭიროს დოზირების სარქველს, სანამ არ გამოიფრქვევა აეროზილი.

ბალონის ხანგრძლივი გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ტუმბოს ხელახლა შევსება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების (ლიდოკაინის) ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მოცემულია 6.1 პარაგრაფში;

ასპირაციის რისკის გამო ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია სტომატოოგიური პროცედურების ჩატარებისას, როდესაც ყალიბის დასამზადებლად გამოყენებულია თაბაშირი.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ლიდოკაინი აეროზოლი გამოყენების დაწყებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან, ამ პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებლად ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან:

მნიშვნელოვანია არ დაუშვათ ლიდოკაინის მოხვედრა სასუნთქ გზებში (ასპირაციის რისკი).

ხახაზე დატანება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ლოყების ლორწოვან გარსზე დატანებას ახლავს დისფაგიის (ყლაპვის გაძნელება) და შემდგომი ასპირაციის რისკი. ენის და ლოყების ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დარღვევისას იზრდება მათი მოკვნეტის რისკი.

ლიდოკაინი კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან (პირის ღრუ, ღრძილები) და დაზიანებული ან დაინფიცირებული კანიდან. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული, განსაკუთრბით ბავშვებში ქსოვილის დიდი მონაკვეთების დამუშავებისას. ასეთ შემთხვევებში, საჭიროა უფრო დაბალი დოზების გამოყენება ან თქვენს მკურნალ ექიმთან მიმართვა.

სიფრთხილის დაცვაა საჭირო ლიდოკაინის დატანებისას დაზიანებულ ლორწოვან გარსზე და/ან ინფიცირებულ ზონებზე.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ავადმყოფებში ეპილეფსიით, ასევე გულის დაავადებების, გულის რითმის და გამტარებლობის დარღვევების, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ეპილეფსიის და მძიმე შოკის დროს, რადგანაც ასეთ მდგომარეობებში თქვენ შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოთ აქტიური ნივთიერების მიმართ. ამასთან თქვენ უნდა გამოიყენოთ უფრო მცირე დოზები ან ჩაიტაროთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ან რომელომე თქვენი ნათესავი დაავადებულია სისხლის პიგმენტის იშვიათი დაავადებით - პორფირიით.

უფრო დაბალი დოზები უნდა იქნას გამოყენებული დასუსტებულ ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, მწვავე დაავადებების დროს, ასევე ბავშვებში - ასაკის და ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად.

ლიდოკაინის აეროზოლის დატანებისას ფლაკონი უნდა გეჭიროთ შეძლებისდაგვარად ვერტიკალურად, აეროზოლი არ უნდა მოხვდეს თვალებში.

გამოყენება ბავშვებში

ლოყების ლორწოვან გარსებზე დატანებას ახლავს ყლაპვის დარღვევის და შემდგომი ასპირაციის (სასუნთქ გზებში მოხვედრა) რისკი, განსაკურებით ბავშვებში. ენის და ლოყების ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დარღვევის დროს იზრდება მათი მოკვნეტის რისკი.

ლიდოკაინი კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან (პირის ღრუ, ღრძილები) და დაზიანებული კანიდან და დაზიანებული ან ინფიცირებული კანიდან. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული, განსაკუთრებით ლიდოკაინის დატანებისას დაზიანებულ ლორწოვან გარსზე და/ან ინფიცირებულ ზონებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს გააჩნია მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის მიმართ. ამასთან საჭიროა უფრო დაბალი დოზების გამოყენება ან ექიმთან კონსულტაცია.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ლიდოკაინის აეროზოლის დატანება რეკომენდირებულია პრეპარატში დასველებული ბამბის ტამპონით.

ლიდოკაინი აბლოკირებს ხველის რეფლექსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია. საჭიროა ამის გათვალისწინება, ვინაიდან ბავშვები უფრო ხშირად ყლაპავენ, ვიდრე მოზრდილები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, იღებდით ბოლო დროს ან გეგმავთ მიღებას.

ლიდოკაინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, თუ თქვენ ღებულობთ ანტიარითმიულ საშუალებებს, ბეტა-ადრენობლოკატორებს (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები) ან ფენიტოინს, ამიტომ შეატყობინეთ თქვეს მკურნალ ექიმს, რა პრეპარატს იღებთ ან ახლახან იღებდით.

პრეპარატის ლიდოკაინი აეროზოლი სწორად გამოყენების დროს სამკურნალწამლო ურთიერთქმედებები არ არის მოსალოდნელი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფატმაცევტს.

ლიდოკაინი გამოიყენებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არ არის აღნიშნული ჯანმრთელობაზე მისი არასასურველი ზეგავლენა.

უფრო უსაფრთხო პრეპარატის არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატ ლიდოკაინის რეკომენდებული დოზებით გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ ჩვეულებრივი თერაპიული დოზების დატანების შემდეგ მისი რაოდენობა, რომელიც რძეში გამოიყოფა, ძალიან მცირეა იმისთვის, რომ რაიმე ზიანი მიაყენოს მეძუძურ ბავშვს.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების დაწყების წინ, ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დოზის მიხედვით, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ანესთეტიკებს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა ნერვული სისტემის მხრივ და, ამგვარად, ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ლიდოკაინის აეროზოლი შეიცავს ეთანოლს და პროპილენგლიკოლს

პრეპარატი შეიცავს ეთანოლის (ალკოჰოლის) მცირე რაოდენობას: თითოეულ პორციაში – 100მგ-ზე ნაკლებს.

მოცემული პრეპარატის თითო პორცია შეიცავს დაახლოებით 10.5მგ პროპილენგლიკოლს.

როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი ლიდოკაინი აეროზოლი

ყოველთვის გამოიყენეთ ლიდოკაინის აეროზოლი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის პირველი გამოყენების წინ საჭიროა დოზირებული ტუმბოს შევსება.

ამისათვის საჭიროა დამცავი თავსახურის მოხსნა და საცმი-გამფრქვევის გაკეთება, დოზირების სარქველზე რამოდენიმეჯერ დაჭერა, სანამ არ გამოიფრქვევა აეროზოლი.

ბალონის ხანგრძლივი გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ტუმბოს ხელახლა შევსება.

რეკომენდირებული დოზა:

ჩვეულებრივ საკმარისია 1-3 დაჭერა სარქველზე. ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი ვითარდება 1 წუთის განმავლობაში და გრძელდება 5-6 წუთი. გაბუჟების შეგრძნება შეიძლება გაგრძელდეს 15 წუთი. მოერიდეთ აეროზოლის თვალებში მოხვედრას.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ბავშვებში საჭიროა შედარებით დაბალი დოზების გამოყენება, ასაკის და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

ძალიან დიდი რაოდენობით აეროზოლის გამოყენებისას ან ალერგიის დროს შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები ან გვერდითი ეფექტები მთელი ორგანიზმის მხრივ. თუ თქვენ განგივითარდათ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტებიდან, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს:

ძალიან იშვიათად (აღინიშნება უფრო იშვიათად, ვიდრე 10000-დან 1 პაციენტში):

ჭინჭრის ციება; ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაძნელებული სუნთქვა ან ყლაპვა; ბრონქების სპაზმი; ყველაზე მძიმე შემთხვევეში - მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, სასუნთქი კუნთების დამბლა.

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის გამოთვლა არსებული მონაცემების საფუძველზე):

არტერიული წნევის დაქვეითება, გულის შეკუმშვების სიხშირის შენელება, გულის ფუნქციის დათრგუნვა, გულის გაჩერება.

ჩვეულებრივ გვერდითი ეფექტები არ არის მძიმე და ჩნდება პრეპარატის გამოყენების ადგილას.

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის გამოთვლა ასრებული მონაცემების საფუძველზე):

უმნიშვნელო ჩხვლეტის შეგრძნება აეროზოლის დატანების მომენტში, რომელიც გადის პრეპარატის მოქმედების განვითარების შემდეგ (1 წუთის განმავლობაში). გარდამავალი შეშუპება, კანის გაწითლება და მგრძნობელობის დარღვევა შეიძლება განვითარდეს პრეპარატის დატანების ადგილას. ყელში აეროზოლის დამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გარდამავალი ტკივილი ყელში, ხრინწიანი ხმა და ხმის დროებითი დაკარგვა.

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ უშუალოდ გვერდითი მოვლენების ეროვნული რეგისტრაციის სისტემას.

თქვენი შეტყობინებების წყალობით, თქვენ დაგვეხმარებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ლიდოკაინი აეროზოლი

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ჭარბი დოზირების დროს შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაწვრილებით არის აღწერილი 4.8 პარაგრაფში („გვერდითი მოვლენები“), იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც პაციენტები არიან საერთო ნარკოზის ან ღრმა მედიკამენტოზური ნარკოზის ზემოქედების ქვეშ.

მკურნალობა

ყურადღება მიაქციეთ სასუნთქი გზების გამავლობას, საჭიროებისამებრ გამოიყენეთ ჟანგბადი და/ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

შესაძლო სპაზმების კუპირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, მათ შორის 50-100მგ სუკცინილქოლინის და/ან 5-15მგ დიაზეპამის შეყვანით. რადგან სუკცინილქოლინმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაჩერება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სპეციალისტების მიერ, რომელთაც აქვთ ტრაქეის ინტუბაციისა და სასუნთქი კუნთების დამბლის მქონე ავადმყოფების კურირების გამოცდილება.

შეიძლება ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატების გამოყენება – თიოპენტალი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლენილი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად (ბრადიკარდია და გამტარებლობის დარღვევა) ნაჩვენებია ატროპინის (0,5-1მგ ვენაში) და სიმპატომიმეტიკების შეყვანა.

ბავშვებს ენიშნებათ დოზები მათი ასაკისა და სხეულის მასის გათვალისწინებით.

პარკუჭოვანი ფიბრილაციისა და გულის გაჩერების დროს საჭიროა რეანიმაციული ღონისძიებები.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

3,80 გ ლიდოკაინი ერთ ფლაკონში. 4,6 მგ ლიდოკაინი ერთ დოზაში (ერთი დაჭერა სარქველზე).

დამხმარე ნივთიერებები:

ეთანოლი (96%), პროპილენგლიკოლი, პიტნის ზეთი.

არ შეიცავს ფრეონს.

პრეპარატის ლიდოკაინი აეროზოლი აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

აღწერილობა:

თითქმის უფერული სპირტიანი ხსნარი დამახასიათებელი მენთოლის სუნით.

შეფუთვა:

38 გ ყავისფერი მინის ფლაკონში 50 მლ ტევადობით, აღჭურვილი დოზირების ტუმბოთი, საფრქვეველიან საცმთან კომპლექტში. ფლაკონი გამოყენების ისნტრუქციათან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში

შენახვის პირობები

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

ნუ გამოიყენებთ ლიდოკაინის აეროზოლს, თუ აღმოაჩენთ მისი ხარისხის ცვლილების ხილულ ნიშნებს.

არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია სამკურნალო პრეპარატების, რომლებიც აღარ გჭირდებათ, გადაგდება ნარჩენებში, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადგილობრივი გამოყენების საანესთეზიო საშუალებები

ათქ კოდი: N01BB02

  • 1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

მოქმედი ნივთიერება ლიდოკაინი არის ამიდური მემბრანომასტაბილიზებელი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

მოქმედების მექანიზმი

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები თრგუნავენ კანისა და ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების აქტივობას, ანუ შექცევადად აფერხებენ გატარებას ნერვული ქსოვილების ელემენტებში (ნეირონში, აქსონსა და სინაფსებში).

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედება დაფუძნებულია ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი იონური მუხტის დათრგუნვაზე უჯრედოვანი მემბრანის მეშვეობით, რაც

აუცილებელია იმპულსის წარმოქმნისთვის.

ლიდოკაინი თრგუნავს სტიმულაციით გამოწვეული ნატრიუმის იონების შეღწევადობის გარდამავალ მომატებას და ნაკლებად ამცირებს კალიუმის და ნატრიუმის იონების შეღწევადობას მოსვენებულ მდგომარეობაში, რაც იწვევს ნეირონების უჯრედოვანი მემბრანების სტაბილიზაციას. ლიდოკაინი ამცირებს დეპოლარიზაციის სიჩქარეს ფიზიოლოგიური სტიმულების მოქმედებისას, ასევე ამცირებს მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდას და აფერხებს ნერვული იმპულსის გატარებას.

სხვადასხვა სენსორულ მოდალობას შორის, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები პირველ რიგში თრგუნავენ ტკივილის შეგრძნებას, ხოლო შემდეგ - ტემპერატურულ და ტაქტილურ მგრძნობელობას.

თუ ლიდოკაინი დიდი რაოდენობით შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს როგორც აღგზნება, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა. მისი გულ-სისხლძარღვთა ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს გულის გამტარებლობის დარღვევის და პერიფერული სისხლძარღვების გაფართოების სახით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

ლიდოკაინი ადვილად შეიწოვება ლორწოვან გარსში და დაზიანებულ კანში, მაგრამ ცუდად შეიწვოვება ინტაქტურ კანში. შეწოვის სიჩქარე და სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი აქტიური ნივთიერების რაოდენობა დამოკიდებულია დოზაზე, დასამუშავებელი ზედაპირის ტიპსა და ფართობზე (კანის ან ლორწოვანი გარსის) და მის მდგომარეობაზე, ასევე ნივთიერებასთან კონტაქტის ხანგრძლივობაზე.

განაწილება

500მგ ლიდოკაინის კანზე დატანება იწვევს სისხლში პრეპარატის თერაპიულ კონცენტრაციებს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ. ასეთი დოზის გამოყენების შემდეგ, სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაცია რჩება თერაპიული დიაპაზონის ფარგლებში 7-8 საათის განმავლობაში. ერთჯერადად გამოყენებული აქტიური ნივთიერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300-350მგ-ს.

ბიოტრანსფორმაცია

ლიდოკაინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში. თავიდან იგი განიცდის დეალკილირებას, ხოლო შემდეგ ჰიდროლიზს.

გამოყოფა

შეუცვლელი ნივთიერება და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,6 საათს.

ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის ურთიერთქმედება

ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, ლიდოკაინის აეროზოლის ეფექტი ვითარდება 1 წუთის განმავლობაში და გრძელდება 5-დან 6 წუთამდე. დაბუჟების სუბიექტური შეგრძნება ნელა ვითარდება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტებისათვის)

ლიდოკაინი

აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისთვის 10%

(ლიდოკაინი)

ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით და სრულად წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული სამკურნალო საშუალება დანიშნულია პირადად თქვენთვის და Nნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. Pპრეპარატმა შეიძლება ავნოთ მათ, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ დაავადების იგივე სიმპტომები.

მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, ასევე გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემულ ჩანართ-ფურცელში წარმოდგენილია შემდეგი ინფორმაცია:

რას წარმოადგენს პრეპარატი ლიდოკაინი აეროზილი და რისთვის გამოიყენებენ მას.

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ლიდოკაინი აეროზოლი გამოყენების დაწყებამდე.

როგორ უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი ლიდოკაინი აეროზოლი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები.

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ლიდოკაინი აეროზოლი.

ვარგისიანობის ვადა.

აფთიაქიდან გაცემის პირობები.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს პრეპარატი ლიდოკაინი აეროზოლი და რისთვის გამოიყენებენ მას.

ლიდოკაინი - აეროზოლის აქტიური ნივთიერება - მიეკუთვნება ადგილობრივი ანესთეტიკების ჯგუფს. ადგილობრივი ანსთეტიკები დროებით ბლოკავენ ნერვული იმპულსების გატარებას გამოყენების ადგილას. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ადგილობრივი ანესთეტიკები ჯერ ბლოკავენ ტკივილის შეგრძნებას, შემდეგ კი - ტემპერატურულ და ტაქტილურ მგრძნობელობას.

პრეპარატის ლიდოკაინი აეროზოლი გამოყენება შეიძლება ყველა შეთხვევაში, როდესაც საჭიროა კანის ან ლორწოვანი გარსების ანესთეზია, მაგალითად, ადგილობრივი ანესთეზიისთვის მცირე ქირურგიული ჩარევებისას, ინექციის ადგილის ანესთეზიის დროს საინექციო ადგილობრივი ანესთეტიკის შეყვანის წინ.

პრეპარატის გამოყენება შეიძლება სტომატოლოგიური პროცედურების და ოპერაციების დროს. ოტორინოლარინგოლოგიაში (ყელ-ყურ-ცხვირი), მეანობასა და გინეკოლოგიაში, დერმატოლოგიაში, ენდოსკოპიის და ინსტრუმენტული კვლევების დროს.

რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ლიდოკაინი აეროზოლი გამოყენების დაწყებამდე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ლიდოკაინი აეროზოლი

თუ გაქვთ ალერგია ლიდოკაინზე ან მე-8 ნაწილში მოყვანილ ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე.

ასპირაციის (სასუნთქ გზებში მოხვედრა) რისკთან დაკავშირებით, ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება სტომატოლოგიური პროცედურების დროს უკუნაჩვენებია, როდესაც ანაბეჭდის მოსამზადებლად გამოიყენება თაბაშირი.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენების დროს:

პრეპარატის ლიდოკაინი აეროზოლი გამოყენების დაწყებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან, ამ პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებლად ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან:

მნიშვნელოვანია არ დაუშვათ ლიდოკაინის მოხვედრა სასუნთქ გზებში (ასპირაციის რისკი).

ხახაზე დატანება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ლოყების ლორწოვან გარსზე დატანებას ახლავს დისფაგიის (ყლაპვის გაძნელება) და შემდგომი ასპირაციის რისკი. ენის და ლოყების ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დარღვევისას იზრდება მათი მოკვნეტის რისკი.

ლიდოკაინი კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან (პირის ღრუ, ღრძილები) და დაზიანებული ან დაინფიცირებული კანიდან. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული, განსაკუთრბით ბავშვებში ქსოვილის დიდი მონაკვეთების დამუშავებისას. ასეთ შემთხვევებში, საჭიროა უფრო დაბალი დოზების გამოყენება ან თქვენს მკურნალ ექიმთან მიმართვა.

სიფრთხილის დაცვაა საჭირო ლიდოკაინის დატანებისას დაზიანებულ ლორწოვან გარსზე და/ან ინფიცირებულ ზონებზე.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ავადმყოფებში ეპილეფსიით, ასევე გულის დაავადებების, გულის რითმის და გამტარებლობის დარღვევების, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ეპილეფსიის და მძიმე შოკის დროს, რადგანაც ასეთ მდგომარეობებში თქვენ შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყოთ აქტიური ნივთიერების მიმართ. ამასთან თქვენ უნდა გამოიყენოთ უფრო მცირე დოზები ან ჩაიტაროთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ან რომელომე თქვენი ნათესავი დაავადებულია სისხლის პიგმენტის იშვიათი დაავადებით - პორფირიით.

უფრო დაბალი დოზები უნდა იქნას გამოყენებული დასუსტებულ ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, მწვავე დაავადებების დროს, ასევე ბავშვებში - ასაკის და ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად.

ლიდოკაინის აეროზოლის დატანებისას ფლაკონი უნდა გეჭიროთ შეძლებისდაგვარად ვერტიკალურად, აეროზოლი არ უნდა მოხვდეს თვალებში.

გამოყენება ბავშვებში

ლოყების ლორწოვან გარსებზე დატანებას ახლავს ყლაპვის დარღვევის და შემდგომი ასპირაციის (სასუნთქ გზებში მოხვედრა) რისკი, განსაკურებით ბავშვებში. ენის და ლოყების ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დარღვევის დროს იზრდება მათი მოკვნეტის რისკი.

ლიდოკაინი კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან (პირის ღრუ, ღრძილები) და დაზიანებული კანიდან და დაზიანებული ან ინფიცირებული კანიდან. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული, განსაკუთრებით ლიდოკაინის დატანებისას დაზიანებულ ლორწოვან გარსზე და/ან ინფიცირებულ ზონებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს გააჩნია მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის მიმართ. ამასთან საჭიროა უფრო დაბალი დოზების გამოყენება ან ექიმთან კონსულტაცია.

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ლიდოკაინის აეროზოლის დატანება რეკომენდირებულია პრეპარატში დასველებული ბამბის ტამპონით.

ლიდოკაინი აბლოკირებს ხველის რეფლექსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია. საჭიროა ამის გათვალისწინება, ვინაიდან ბავშვები უფრო ხშირად ყლაპავენ, ვიდრე მოზრდილები.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ლიდოკაინი აეროზოლი

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, იღებდით ბოლო დროს ან გეგმავთ მიღებას.

ლიდოკაინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, თუ თქვენ ღებულობთ ანტიარითმიულ საშუალებებს, ბეტა-ადრენობლოკატორებს (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები) ან ფენიტოინს, ამიტომ შეატყობინეთ თქვეს მკურნალ ექიმს, რა პრეპარატს იღებთ ან ახლახან იღებდით.

პრეპარატის ლიდოკაინი აეროზოლი სწორად გამოყენების დროს სამკურნალწამლო ურთიერთქმედებები არ არის მოსალოდნელი.

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფატმაცევტს.

ლიდოკაინი გამოიყენებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არ არის აღნიშნული ჯანმრთელობაზე მისი არასასურველი ზეგავლენა.

უფრო უსაფრთხო პრეპარატის არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატ ლიდოკაინის რეკომენდებული დოზებით გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ ჩვეულებრივი თერაპიული დოზების დატანების შემდეგ მისი რაოდენობა, რომელიც რძეში გამოიყოფა, ძალიან მცირეა იმისთვის, რომ რაიმე ზიანი მიაყენოს მეძუძურ ბავშვს.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების დაწყების წინ, ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

დოზის მიხედვით, ძალიან იშვიათ შემთხვევებში ანესთეტიკებს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა ნერვული სისტემის მხრივ და, ამგვარად, ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ლიდოკაინის აეროზოლი შეიცავს ეთანოლს და პროპილენგლიკოლს

პრეპარატი შეიცავს ეთანოლის (ალკოჰოლის) მცირე რაოდენობას: თითოეულ პორციაში – 100მგ-ზე ნაკლებს.

მოცემული პრეპარატის თითო პორცია შეიცავს დაახლოებით 10.5მგ პროპილენგლიკოლს.

როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი ლიდოკაინი აეროზოლი

ყოველთვის გამოიყენეთ ლიდოკაინის აეროზოლი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის პირველი გამოყენების წინ საჭიროა დოზირებული ტუმბოს შევსება.

ამისათვის საჭიროა დამცავი თავსახურის მოხსნა და საცმი-გამფრქვევის გაკეთება, დოზირების სარქველზე რამოდენიმეჯერ დაჭერა, სანამ არ გამოიფრქვევა აეროზოლი.

ბალონის ხანგრძლივი გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ტუმბოს ხელახლა შევსება.

რეკომენდირებული დოზა:

ჩვეულებრივ საკმარისია 1-3 დაჭერა სარქველზე. ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი ვითარდება 1 წუთის განმავლობაში და გრძელდება 5-6 წუთი. გაბუჟების შეგრძნება შეიძლება გაგრძელდეს 15 წუთი. მოერიდეთ აეროზოლის თვალებში მოხვედრას.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

ბავშვებში საჭიროა შედარებით დაბალი დოზების გამოყენება, ასაკის და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები სამედიცინო გამოყენებისას

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

ძალიან დიდი რაოდენობით აეროზოლის გამოყენებისას ან ალერგიის დროს შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები ან გვერდითი ეფექტები მთელი ორგანიზმის მხრივ. თუ თქვენ განგივითარდათ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტებიდან, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს:

ძალიან იშვიათად (აღინიშნება უფრო იშვიათად, ვიდრე 10000-დან 1 პაციენტში):

ჭინჭრის ციება; ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაძნელებული სუნთქვა ან ყლაპვა; ბრონქების სპაზმი; ყველაზე მძიმე შემთხვევეში - მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, სასუნთქი კუნთების დამბლა.

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის გამოთვლა არსებული მონაცემების საფუძველზე):

არტერიული წნევის დაქვეითება, გულის შეკუმშვების სიხშირის შენელება, გულის ფუნქციის დათრგუნვა, გულის გაჩერება.

ჩვეულებრივ გვერდითი ეფექტები არ არის მძიმე და ჩნდება პრეპარატის გამოყენების ადგილას.

სიხშირე უცნობია (შეუძლებელია სიხშირის გამოთვლა ასრებული მონაცემების საფუძველზე):

უმნიშვნელო ჩხვლეტის შეგრძნება აეროზოლის დატანების მომენტში, რომელიც გადის პრეპარატის მოქმედების განვითარების შემდეგ (1 წუთის განმავლობაში). გარდამავალი შეშუპება, კანის გაწითლება და მგრძნობელობის დარღვევა შეიძლება განვითარდეს პრეპარატის დატანების ადგილას. ყელში აეროზოლის დამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გარდამავალი ტკივილი ყელში, ხრინწიანი ხმა და ხმის დროებითი დაკარგვა.

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ უშუალოდ გვერდითი მოვლენების ეროვნული რეგისტრაციის სისტემას.

თქვენი შეტყობინებების წყალობით, თქვენ დაგვეხმარებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ლიდოკაინი აეროზოლი

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

ნუ გამოიყენებთ ლიდოკაინის აეროზოლს, თუ აღმოაჩენთ მისი ხარისხის ცვლილების ხილულ ნიშნებს.

არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია სამკურნალო პრეპარატების, რომლებიც აღარ გჭირდებათ, გადაგდება ნარჩენებში, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ლიდოკაინი აეროზოლი

მოქმედი ნივთიერება:

3,80 გ ლიდოკაინი ერთ ფლაკონში. 4,6 მგ ლიდოკაინი ერთ დოზაში (ერთი დაჭერა სარქველზე).

დამხმარე ნივთიერებები:

ეთანოლი (96%), პროპილენგლიკოლი, პიტნის ზეთი.

არ შეიცავს ფრეონს.

პრეპარატის ლიდოკაინი აეროზოლი აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

აღწერილობა:

თითქმის უფერული სპირტიანი ხსნარი დამახასიათებელი მენთოლის სუნით.

შეფუთვა:

38 გ ყავისფერი მინის ფლაკონში 50 მლ ტევადობით, აღჭურვილი დოზირების ტუმბოთი, საფრქვეველიან საცმთან კომპლექტში. ფლაკონი გამოყენების ისნტრუქციათან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38

უნგრეთი

საწარმოო მოედანი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

9900 კერმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა