პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

ლიდოკაინი გელი

LIDOCAINE GEL

ურეცეპტოდ9,6%ინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

ძალიან ეფექტური ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება კოსმეტიკური პროცედურის დროს. სწრაფად ამშვიდებს და აბუჟებს უბანს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლიდოკაინი (lidocaine)
ფორმა და შეფუთვა
9,6% (96მგ/გ) 30გ ადგილობრივი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
GENUONE SCIENCES Inc, კორეა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042679
რეგისტრირებულია
27 იანვარი 2025, მოქმედებს 27 იანვარი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GENUONE SCIENCES Inc (კორეა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალიდოკაინი გელი და სხვა წამალი ერთად

ლიდოკაინი გელი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ძალიან ეფექტური ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება კოსმეტიკური პროცედურის დროს.

სწრაფად ამშვიდებს და აბუჟებს უბანს.

მიღების წესი და დოზირება

წაუსვით 0,25-0,66 გრამი გელი (შეიცავს 23-62 მგ ლიდოკაინს) კოსმეტიკურ პროცედურამდე 5-15 წუთით ადრე.

გამოიყენეთ მინიმალური ეფექტური რაოდენობა და დოზა, გამოყენების დრო შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ადამიანში.

არ გადააჭარბოთ 2 გრ გელის გამოყენებას 24 საათის განმავლობაში.

უკუჩვენებები

  • ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები
  • თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები

სიფრთხილის ზომები

ზოგადი სიფრთხილის ზომები:

  • შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება, თუ განვითარდა რაიმე გაღიზიანება ან გამონაყარი
  • არ გამოიყენოთ პრეპარატი 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე
  • განმეორებითი გამოყენება იმავე უბანზე რეკომენდებული არ არის.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
  • ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, განიხილეთ სხვა მკურნალობა. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი და არასასურველი ეფექტების ცოდნა.
  • ინფექციით გამოწვეული ანთების დროს გამოიყენეთ ლიდოკაინის გელი შესაბამის სოკოს საწინააღმდეგო ან ანტიმიკრობული აგენტებთან ერთად, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს კანის უხილავი ინფექციები.
  • მოერიდეთ თვალებთან ან ლორწოვან გარსთან შეხებას.
  • არ გამოიყენოთ ოკლუზიური სახვევი.
  • გარდამავალი გაღიზიანება შეიძლება განვითარდეს დაზიანებულ კანზე გამოყენებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

  • ორსულებისთვის უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ ორსულ ქალებში ან სავარაუდოდ ორსულ ქალებში გამოყენება გამართლებულია, თუ თერაპიული სარგებელი აღემატება რისკს.
  • ბავშვებისთვის უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ზოგადი სიფრთხილის ზომები

  • საკვების, წამლების, მოწყობილობებისა და კოსმეტიკური საშუალებების შესახებ აქტით აკრძალულია რეცეპტის გარეშე გაცემა
  • შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის გამოყენება, თუ მომხმარებელს აღენიშნება გამონაყარი ან გაღიზიანება. მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები გრძელდება.

შემადგენლობა

ყოველი 1 გ შეიცავს 96 მგ ლიდოკაინს

შენახვის პირობები

  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • ქრონიკული მდგომარეოებების დროს გამოყენებისას, განხილული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობა, გარდა წამლით თერაპიისა. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვება და ყურადღება გვერდითი ეფექტების გამოვლენის მიმართ.

დამატებითი სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

  • არ გამოიყენოთ თვალებზე და ლორწოვან გარსებზე.
  • არ გამოიყენოთ სითბური დალუქვის მეთოდი.
  • გამოიჩინეთ სიფრთხილე დაზიანებულ კანზე გამოყენებისას, რადგან შეიძლება

აღინიშნოს გაღიზიანების დროებითი შეგრძნება.

შენახვა ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 30°C.

შეინახეთ მჭიდრო კონტეინერში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის ვადა 36 თვე წარმოების დღიდან

შეფუთვა 30გრ/ტუბი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ლიდოკაინი გელი 96მგ/გ

(ადგილობრივი ანესთეტიკები)

აღწერა

უფერო და გამჭვირვალე ერთგვაროვანი გელი

შემადგენლობა

ყოველი 1 გ შეიცავს 96 მგ ლიდოკაინს

ჩვენება

ძალიან ეფექტური ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება კოსმეტიკური პროცედურის დროს.

სწრაფად ამშვიდებს და აბუჟებს უბანს.

დოზირება და მიღება

წაუსვით 0,25-0,66 გრამი გელი (შეიცავს 23-62 მგ ლიდოკაინს) კოსმეტიკურ პროცედურამდე 5-15 წუთით ადრე.

გამოიყენეთ მინიმალური ეფექტური რაოდენობა და დოზა, გამოყენების დრო შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ადამიანში.

არ გადააჭარბოთ 2 გრ გელის გამოყენებას 24 საათის განმავლობაში.

უკუჩვენება

  • ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები
  • თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები

ზოგადი სიფრთხილის ზომები:

  • შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება, თუ განვითარდა რაიმე გაღიზიანება ან გამონაყარი
  • არ გამოიყენოთ პრეპარატი 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე
  • განმეორებითი გამოყენება იმავე უბანზე რეკომენდებული არ არის.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
  • ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, განიხილეთ სხვა მკურნალობა. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი და არასასურველი ეფექტების ცოდნა.
  • ინფექციით გამოწვეული ანთების დროს გამოიყენეთ ლიდოკაინის გელი შესაბამის სოკოს საწინააღმდეგო ან ანტიმიკრობული აგენტებთან ერთად, ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს კანის უხილავი ინფექციები.
  • მოერიდეთ თვალებთან ან ლორწოვან გარსთან შეხებას.
  • არ გამოიყენოთ ოკლუზიური სახვევი.
  • გარდამავალი გაღიზიანება შეიძლება განვითარდეს დაზიანებულ კანზე გამოყენებისას.

ორსულობა/პედიატრიული გამოყენება

  • ორსულებისთვის უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ ორსულ ქალებში ან სავარაუდოდ ორსულ ქალებში გამოყენება გამართლებულია, თუ თერაპიული სარგებელი აღემატება რისკს.
  • ბავშვებისთვის უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ზოგადი სიფრთხილის ზომები

  • საკვების, წამლების, მოწყობილობებისა და კოსმეტიკური საშუალებების შესახებ აქტით აკრძალულია რეცეპტის გარეშე გაცემა
  • შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის გამოყენება, თუ მომხმარებელს აღენიშნება გამონაყარი ან გაღიზიანება. მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები გრძელდება.

სიფრთხილის ზომები შენახვისას და მოხმარებისას:

  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • ქრონიკული მდგომარეოებების დროს გამოყენებისას, განხილული უნდა იყოს ალტერნატიული მკურნალობა, გარდა წამლით თერაპიისა. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო დაკვირვება და ყურადღება გვერდითი ეფექტების გამოვლენის მიმართ.

დამატებითი სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

  • არ გამოიყენოთ თვალებზე და ლორწოვან გარსებზე.
  • არ გამოიყენოთ სითბური დალუქვის მეთოდი.
  • გამოიჩინეთ სიფრთხილე დაზიანებულ კანზე გამოყენებისას, რადგან შეიძლება

აღინიშნოს გაღიზიანების დროებითი შეგრძნება.

შენახვა ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 30°C.

შეინახეთ მჭიდრო კონტეინერში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის ვადა 36 თვე წარმოების დღიდან

შეფუთვა 30გრ/ტუბი

მწარმოებელი GENUONE Sciences Inc.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა