პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვა საშუალებები

კარდიტონი

CARDITON

ურეცეპტოდ1გინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

კარდიტონი არის კარდიტონის მოქმედი ნივთიერება, L-კარნიტინი, განეკუთვნება ისეთი ნივთიერებების ჯგუფს, რომლებიც განაპირობებენ ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას და ძირითადად, მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ლევოკარნიტინი (levocarnitine)
ფორმა და შეფუთვა
1გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი მინის ფლაკონი №10 (1X10)
მწარმოებელი
HELP S.A., საბერძნეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვა საშუალებები, ამინომჟავები და წარმოებულები
ATC კოდი
A16AA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-043068
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2025, მოქმედებს 1 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს ,,ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკარდიტონი და სხვა წამალი ერთად

კარდიტონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კარდიტონი არის

კარდიტონის მოქმედი ნივთიერება, L-კარნიტინი, განეკუთვნება ისეთი ნივთიერებების ჯგუფს, რომლებიც განაპირობებენ ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას და ძირითადად, მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესში.

რისთვის გამოიყენება კარდიტონი?

კარდიტონი ინიშნება L-კარნიტინის დეფიციტის დროს, ორგანიზმში მისი ნორმალური დონის მისაღწევად.

პერორალური მიღება

L-კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი.

რისი ცოდნაა საჭირო კარდიტონის მიღებამდე

ნუ მიიღებთ კარდიტონს, თუ

აღგენიშნებათ ალერგია პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან მისი შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი

ორალურად მისაღები ხსნარი ინიშნება მხოლოდ დასალევად და დღიური დოზა განისაზღვრება პაციენტის ასაკის და წონის მიხედვით:

ბავშვები 2 წლამდე - 150 მგ/კგ სხეულის წონაზე;

2-6 წელი - 100 მგ/კგ სხეულის წონაზე;

6-12 წელი - 75 მგ/კგ სხეულის წონაზე;

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები - დღიური დოზა 2-4 გ.

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ინიშნება ორალური ხსნარი 2-4 გ/დღეში, ჰემოდიალიზის პროცედურის შემდეგ.

სტენოკარდიისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის დროს ინიშნება კარდიტონის ორალური ხსნარი - 2-6 გ/დღეში.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს L-კარნიტინის საინექციო ფორმის გამოყენების შემდეგ ინიშნება კარდიტონის ორალური ხსნარი - 2-6 გ/დღეში.

კარდიტონის ორალური ხსნარის მიღებამდე დასაშვებია ფლაკონის შიგთავსის დანიშნული ერთჯერადი დოზის გახსნა წყალში ან ხილის წვენში.

ინიშნება საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე.

კარდიტონის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში

L-კარნიტინის ჭარბი დოზირებით გამოწვეული ტოქსიკურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. L-კარნიტინის დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება დიარეა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარტის მიღება და აცნობეთ ექიმს.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ კარდიტონის მიღება:

პრეპარატის რეგულარულად მიღებისას დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ეს დოზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოთ. თუმცა, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ და პრეპარატის რეკომენდებული დოზის რეგულარული მიღების რეჟიმი მომდევნო დანიშნულ დროს გააგრძელეთ. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა L-კარნიტინის ან 6.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

კარდიტონის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ გაწუხებთ დიაბეტი და იღებთ ინსულინს ან სხვა რომელიმე ანტიდიაბეტურ პერორალურ პრეპარტს, L-კარნიტინის მათთან ერთად მიღებამ შესაძლებელია ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს.

L-კარნიტინის მიღებამდე, თქვენს მკურნალ ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია, რადგან დიაბეტის მკურნალობის სათანადო რეგულირებისთვის, საჭიროა სისხლში გლუკოზის დონე რეგულარულად შემოწმდეს.

L-კარნიტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ABPI).

L-კარნიტინის მაღალი პერორალური დოზების ხანგრძლივად მიღება რეკომენდებული არ არის პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა აქვთ, რადგან შესაძლოა სისხლში დაგროვდეს პოტენციურად ტოქსიკური მეტაბოლიტები (ტრიმეთილამინი (TMA) და ტრიმეთილამინ-N-ოქსიდი (TMAO)), შარდში მათი არასრულად გამოყოფის გამო. აღნიშნული მეტაბოლიტების დაგროვება იწვევს შარდში ტრიმეთილამინის მომატებას. ასეთ შემთხვევაში, შარდს, ამონასუნთქ ჰაერს და ოფლს ინტენსიური “თევზის სუნი” აქვს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ძალიან იშვიათად, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) მომატება აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ L-კარნიტინს და კუმარინის ანტიკოაგულანტებს. პაციენტებში, რომლებიც ასეთ ანტიკოაგულანტებს იღებენ L-კარნიტითან ერთად, INR ან სხვა შესაბამისი შედედების მარკერები მდგომარეობის დასტაბილურებამდე კვირაში ერთხელ უნდა შემოწმდეს, ხოლო შემდეგ – ყოველთვიურად.

თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს შეატყობინეთ, თუ იღებდით, იღებთ ან სავარაუდოდ მიიღებთ სხვა პრეპარატებს.

კარდიტონის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად

გამოყენებამდე, პერორალური ხსნარი წყალში ან ხილის წვენში უნდა გააზავოთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ, ასევე, თუ ორსულობას გეგმავთ ან ლაქტაციის პერიოდში იმყოფებით, პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის და ლაქტაციის დროს, L-კარნიტინის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ამას უკიდურეს აუცილებლობად მიიჩნევს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

L-კარნიტინი არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

კარდიტონი 1გ/10 მლ დასალევი ხსნარი შეიცავს მეთილპარაბენს (E218) და პროპილპარაბენს (E216), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის) და გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში კარდიტონმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

ძალიან იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 10 000 პაციენტში)

ღებინება

გულისრევა

დიარეა

მუცლის ტკივილი

სხეულის მძაფრი სუნი

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) მომატება*

  • ძალიან იშვიათად საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) მომატება შეინიშნება პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ L-კარნიტინს და კუმარინის ანტიკოაგულანტებს (აცენოკუმაროლი და ვარფარინი) – იხ.პუნქტი 2, “განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები” და “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”.

ურემიით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნა მსუბუქი მიოპათიის მსგავსი დარღვევები. პრეპარატის მიღების დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და დოზის გაზრდისას, საჭიროა ამტანობის კონტროლი.

L-კარნიტინის პერორალურად მიღების შემდეგ კრუნჩხვების განვითარება აღენიშნათ პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ან არ ჰქონდათ კრუნჩხვის ეპიზოდები.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რაც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება შეგიძლიათ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებითაც.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას შეუწყობთ ხელს.

ჭარბი დოზა

L-კარნიტინის დოზის გადაჭარბებას ტოქსიკური ეფექტი არ მოჰყოლია. L-კარნიტინის დიდი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს დამხმარე მკურნალობა.

შემადგენლობა

კარდიტონის შეფუთვის შიგთავსი

პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზის სახით 1გ/10მლ:

მოქმედი ნივთიერება: 1 მლ პერორალური ხსნარი შეიცავს 100 მგ L-კარნიტინს.

სხვა ინგრედიენტები: ვაშლის მჟავა, მეთილპარაბენი (E218), პროპილპარაბენი (E216), ნატრიუმის საქარინის დიჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, გაწმენდილი წყალი.

შენახვის პირობები

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მითითებული თვის ბოლო დღეს იწურება.

პერორალური ხსნარი ინახება 25°C ტემპერატურამდე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა 3 წელი

პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში არ ჩააგდოთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატო, რომელსაც აღარ იყენებთ. ასეთი მიდგომით გარემოს დაცვას შეუწყობთ ხელს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამინო მჟავები და მათი წარმოებულები.

ათქ კოდი: A16AA01

L-კარნიტინი უჯრედის შემადგენელი ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის გამომუშავებასა და გადატანაში. L-კარნიტინი ფაქტობრივად წარმოადგენს ერთადერთ გადამტანს, რომლის საშუალებით გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები შიდა მიტოქონდრიულ მემბრანას გაივლიან და განიცდიან ბეტა-დაჟანგვას.

L-კარნიტინი აკონტროლებს მიტოქონდრიებში გამომუშავებული ენერგიის გადატანას ციტოპლაზმაში, ფერმენტ ადენინ-ნუკლეოტიდ-ტრანსლოკაზას დახმარებით.

L-კარნიტინი პირდაპირ გავლენას ახდენს ნახშირწყლებისა და ცილების მეტაბოლიზმზე. ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა ამცირებს გლუკოზის პერიფერიულ გამოყენებას და ამავდროულად, ხელს უწყობს შარდში ლიპიდების დაშლის საბოლოო პროდუქტის (აცეტილის ჯგუფების) გამოყოფას.

ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში.

ენერგიის მისაღებად სხვადასხვა სუბსტრატის გამოყენების უნარის მიუხედავად, მიოკარდიუმი ჩვეულებრივ იყენებს ცხიმოვან მჟავებს.

L-კარნიტინის თერაპიული გამოყენება მნიშვნელოვანია L-კარნიტინის დეფიციტით გამოწვეული გენეტიკური მიოპათიების სამკურნალოდ და ასევე, კარდიოლოგიაში, L-კარნიტინის დეფიციტით გამოწვეული კარდიომიოპათიების სამკურნალოდ.

L-კარნიტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის მეტაბოლიზმში, რადგან ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საკმარისი რაოდენობით L-კარნიტინის არსებობაზე.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მეტაბოლიზმი

L-კარნიტინი ძალიან შეზღუდული რაოდენობით მეტაბოლიზდება, ეთერებად გარდაქმნის შექცევად პროცესს თუ არ ჩავთვლით.

პერორალური გამოყენებისას, L-კარნიტინი იშლება ნაწლავური ფლორის ზემოქმედებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტრიმეთილამინი (TMA) და γ-ბუთირობეტაინი. რამდენადაც სისტემურ სისხლის მიმოქცევაში უცვლელი სახით მოხვედრილი პრეპარატის რაოდენობა დაახლოებით 10-20%-ს შეადგენს, ითვლება, რომ ნაწლავური მეტაბოლიზმი პასუხისმგებელია L-კარნიტინის პერორალური დოზის დაახლოებით 80-90%-ის გამოყოფაზე.

შეწოვა

ნაწლავური მეტაბოლიზმის ორივე პროდუქტი - γ-ბუთირობეტაინი და TMA შეიწოვება. γ-ბუთირობეტაინი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში, ხოლო TMA ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის დროს გარდაიქმნება ტრიმეთილამინის ოქსიდად (TMAO), რომელიც უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში, უცვლელი TMA-ს მცირე რაოდენობასთან ერთად.

L-კარნიტინის ხანგრძლივმა პერორალურმა გამოყენებამ, თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში TMA-ს და TMAO –ს მომატება, რაც შარდში TMA-ს მომატებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში, პაციენტის შარდს, ამონასუნთქ ჰაერს და ოფლს მძაფრი “თევზის სუნი” ახასიათებს.

L-კარნიტინი შეიწოვება ნაწლავიდან და მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში აღწევს მიღებიდან ოთხ საათში (ABPI). პლაზმაში L-კარნიტინის საკმარისი კონცენტრაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში ნარჩუნდება. გვხვდება როგორც კუნთებში, ისე ორგანოების პარენქიმაში.

გამოყოფა

ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად. გამოყოფა სისხლში არსებული კონცენტრაციის პროპორციულია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

Aგამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის

კარდიტონი

(Levocarnitine (L-Carnitine))

პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზის სახით 1 გ/10 მლ

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას

ინსტრუქცია შეინახეთ. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მხოლოდ თქვენ გამოგიწერეს. ნუ გადასცემთ მას სხვებს, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გაუარესების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, კარდიტონი რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პუნქტი 4.

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

რა არის კარდიტონი და რისთვის გამოიყენება

რისი ცოდნაა საჭირო კარდიტონის მიღებამდე

კარდიტონის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

კარდიტონის შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის კარდიტონი და რისთვის გამოიყენება

კარდიტონი არის

კარდიტონის მოქმედი ნივთიერება, L-კარნიტინი, განეკუთვნება ისეთი ნივთიერებების ჯგუფს, რომლებიც განაპირობებენ ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას და ძირითადად, მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესში.

რისთვის გამოიყენება კარდიტონი?

კარდიტონი ინიშნება L-კარნიტინის დეფიციტის დროს, ორგანიზმში მისი ნორმალური დონის მისაღწევად.

პერორალური მიღება

L-კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი.

რისი ცოდნაა საჭირო კარდიტონის მიღებამდე

ნუ მიიღებთ კარდიტონს, თუ

აღგენიშნებათ ალერგია პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან მისი შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

კარდიტონის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ გაწუხებთ დიაბეტი და იღებთ ინსულინს ან სხვა რომელიმე ანტიდიაბეტურ პერორალურ პრეპარტს, L-კარნიტინის მათთან ერთად მიღებამ შესაძლებელია ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს.

L-კარნიტინის მიღებამდე, თქვენს მკურნალ ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია, რადგან დიაბეტის მკურნალობის სათანადო რეგულირებისთვის, საჭიროა სისხლში გლუკოზის დონე რეგულარულად შემოწმდეს.

L-კარნიტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ABPI).

L-კარნიტინის მაღალი პერორალური დოზების ხანგრძლივად მიღება რეკომენდებული არ არის პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა აქვთ, რადგან შესაძლოა სისხლში დაგროვდეს პოტენციურად ტოქსიკური მეტაბოლიტები (ტრიმეთილამინი (TMA) და ტრიმეთილამინ-N-ოქსიდი (TMAO)), შარდში მათი არასრულად გამოყოფის გამო. აღნიშნული მეტაბოლიტების დაგროვება იწვევს შარდში ტრიმეთილამინის მომატებას. ასეთ შემთხვევაში, შარდს, ამონასუნთქ ჰაერს და ოფლს ინტენსიური “თევზის სუნი” აქვს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ძალიან იშვიათად, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) მომატება აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ L-კარნიტინს და კუმარინის ანტიკოაგულანტებს. პაციენტებში, რომლებიც ასეთ ანტიკოაგულანტებს იღებენ L-კარნიტითან ერთად, INR ან სხვა შესაბამისი შედედების მარკერები მდგომარეობის დასტაბილურებამდე კვირაში ერთხელ უნდა შემოწმდეს, ხოლო შემდეგ – ყოველთვიურად.

თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს შეატყობინეთ, თუ იღებდით, იღებთ ან სავარაუდოდ მიიღებთ სხვა პრეპარატებს.

კარდიტონის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად

გამოყენებამდე, პერორალური ხსნარი წყალში ან ხილის წვენში უნდა გააზავოთ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ორსულად ხართ ან ვარაუდობთ, რომ ორსულად ხართ, ასევე, თუ ორსულობას გეგმავთ ან ლაქტაციის პერიოდში იმყოფებით, პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობის და ლაქტაციის დროს, L-კარნიტინის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ამას უკიდურეს აუცილებლობად მიიჩნევს.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

L-კარნიტინი არ მოქმედებს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

კარდიტონი 1გ/10 მლ დასალევი ხსნარი შეიცავს მეთილპარაბენს (E218) და პროპილპარაბენს (E216), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის) და გამონაკლის შემთხვევებში, ბრონქოსპაზმი.

  • კარდიტონის მიღების წესი

პრეპარატი მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი

ორალურად მისაღები ხსნარი ინიშნება მხოლოდ დასალევად და დღიური დოზა განისაზღვრება პაციენტის ასაკის და წონის მიხედვით:

ბავშვები 2 წლამდე - 150 მგ/კგ სხეულის წონაზე;

2-6 წელი - 100 მგ/კგ სხეულის წონაზე;

6-12 წელი - 75 მგ/კგ სხეულის წონაზე;

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები - დღიური დოზა 2-4 გ.

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ინიშნება ორალური ხსნარი 2-4 გ/დღეში, ჰემოდიალიზის პროცედურის შემდეგ.

სტენოკარდიისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის დროს ინიშნება კარდიტონის ორალური ხსნარი - 2-6 გ/დღეში.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს L-კარნიტინის საინექციო ფორმის გამოყენების შემდეგ ინიშნება კარდიტონის ორალური ხსნარი - 2-6 გ/დღეში.

კარდიტონის ორალური ხსნარის მიღებამდე დასაშვებია ფლაკონის შიგთავსის დანიშნული ერთჯერადი დოზის გახსნა წყალში ან ხილის წვენში.

ინიშნება საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე.

კარდიტონის ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში

L-კარნიტინის ჭარბი დოზირებით გამოწვეული ტოქსიკურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. L-კარნიტინის დიდი დოზებით მიღებამ შეიძლება დიარეა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარტის მიღება და აცნობეთ ექიმს.

იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ კარდიტონის მიღება:

პრეპარატის რეგულარულად მიღებისას დოზის გამოტოვების შემთხვევაში, ეს დოზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოთ. თუმცა, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ და პრეპარატის რეკომენდებული დოზის რეგულარული მიღების რეჟიმი მომდევნო დანიშნულ დროს გააგრძელეთ. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ზოგიერთ პაციენტში კარდიტონმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტის შემთხვევაში.

ძალიან იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 10 000 პაციენტში)

ღებინება

გულისრევა

დიარეა

მუცლის ტკივილი

სხეულის მძაფრი სუნი

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) მომატება*

  • ძალიან იშვიათად საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) მომატება შეინიშნება პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ L-კარნიტინს და კუმარინის ანტიკოაგულანტებს (აცენოკუმაროლი და ვარფარინი) – იხ.პუნქტი 2, “განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები” და “ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”.

ურემიით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნა მსუბუქი მიოპათიის მსგავსი დარღვევები. პრეპარატის მიღების დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და დოზის გაზრდისას, საჭიროა ამტანობის კონტროლი.

L-კარნიტინის პერორალურად მიღების შემდეგ კრუნჩხვების განვითარება აღენიშნათ პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ან არ ჰქონდათ კრუნჩხვის ეპიზოდები.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რაც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება შეგიძლიათ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებითაც.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას შეუწყობთ ხელს.

შენახვის პირობები და ვარგისობა

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მითითებული თვის ბოლო დღეს იწურება.

პერორალური ხსნარი ინახება 25°C ტემპერატურამდე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა 3 წელი

პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში არ ჩააგდოთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატო, რომელსაც აღარ იყენებთ. ასეთი მიდგომით გარემოს დაცვას შეუწყობთ ხელს.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

კარდიტონის შეფუთვის შიგთავსი

პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზის სახით 1გ/10მლ:

მოქმედი ნივთიერება: 1 მლ პერორალური ხსნარი შეიცავს 100 მგ L-კარნიტინს.

სხვა ინგრედიენტები: ვაშლის მჟავა, მეთილპარაბენი (E218), პროპილპარაბენი (E216), ნატრიუმის საქარინის დიჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, გაწმენდილი წყალი.

გამოშვების ფორმა

პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზის სახით 1გ/10მლ

უფერო ან მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე პლასტმასის თავსახურით დალუქულ გამჭვირვალე მინის ფლაკონებში.

10 ცალი 10 მლ მოცულობის ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals LTD., საქართველო

მწარმოებელი

HELP S.A., საბერძნეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა