ინტელექტა
INTELECTA®
ეს სამკურნალო საშუალება ინიშნება ისეთი მდგომარეობებისას, როდესაც ორგანიზმში აღინიშნება L-კარნიტინის დეფიციტი და მისი ნორმალურ დიაპაზონში შესანარჩუნებლად საჭიროა დანამატების მიღება. პერორალური გამოყენება: პირველადი და მეორადი L-კარნიტინის დეფიციტი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოკარნიტინი (levocarnitine)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ/10მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- UNI-PHARMA KLEON TSETIS PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვა საშუალებები, ამინომჟავები და წარმოებულები
- ATC კოდი
- A16AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042404
- რეგისტრირებულია
- 19 ნოემბერი 2024, მოქმედებს 19 ნოემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ"
- GMP
- -
ინტელექტა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეს სამკურნალო საშუალება ინიშნება ისეთი მდგომარეობებისას, როდესაც ორგანიზმში აღინიშნება L-კარნიტინის დეფიციტი და მისი ნორმალურ დიაპაზონში შესანარჩუნებლად საჭიროა დანამატების მიღება.
პერორალური გამოყენება:
პირველადი და მეორადი L-კარნიტინის დეფიციტი.
ინტრავენური შეყვანა:
მწვავე მეტაბოლური დეკომპენსაცია L-კარნიტინის დეფიციტის გამო.
მეორადი L-კარნიტინის დეფიციტი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმელების ბოლო სტადიის უკმარისობით.
მიღების წესი და დოზირება
პერორალური მიღება რეკომენდებულია L-კარნიტინის დეფიციტის დროს (პირველადი და მეორადი).
ქრონიკული დაავადებების დროს რეკომენდებულია 100-200 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში, დაყოფილი 2-4 მიღებად, თუმცა ასევე შესაძლოა უფრო დაბალი დოზებიც საკმარისი იყოს.
მწვავე მდგომარეობებისას შეიძლება საჭირო გახდეს 400 მგ/კგ-მდე დღეში.
შუშხუნა გრანულების საშეტის შემადგენლობა უნდა ჩაყაროთ ჭიქა წყალში და მიღებული ხსნარი უნდა დალიოთ.
ერთჯერადი პერორალური ხსნარი მიღებამდე უნდა განზავდეს წყალში ან ხილის წვენში.
საინექციო ხსნარი შეიყვანება ნელი (2-3 წთ) ინტრავენური (IV) ინექციის ან ინფუზიის გზით.
მწვავე მეტაბოლური დეკომპენსაციის დროს 50-100 მგ/კგ დოზა სხეულის წონის მიხედვით შეიყვანება ინტრავენურად დღეში დაყოფილი 3-4 მიღებად. შეიძლება უფრო მაღალი დოზების გამოყენება, თუმცა შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენების ზრდა, ძირითადად დიარეა.
მეორადი L-კარნიტინის დეფიციტი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმელების ბოლო სტადიის უკმარისობით.
ყოველი დიალიზის სესიის ბოლოს უნდა შეიყვანოთ 10-20 მგ ყოველ კგ-ზე დოზა ინტრავენურად (კვირაში სამი სესიის გათვალისწინებით).
ინტრავენური მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 თვეს. ეს არის დრო, რომელიც ჩვეულებრივ საჭიროა თავისუფალი კარნიტინის კუნთების ნორმალური დონის აღსადგენად. საერთო პასუხი უნდა შეფასდეს პლაზმაში L-კარნიტინის დონის განმეორებითი მონიტორინგით და პაციენტის სიმპტომების შეფასებით.
ჰემოდიალიზი - შემანარჩუნებელი თერაპია
თუ მნიშვნელოვანი კლინიკური სარგებელი მიღწეულია ინტრავენური შეყვანის პირველი კურსით, შეიძლება განიხილებოდეს თერაპია დღეში 1 გ L-კარნიტინის ხსნარის პერორალური მიღებით. დიალიზის დღეს, პერორალური L-კარნიტინი უნდა დაინიშნოს სესიის ბოლოს.
ოპტიმალური დოზა, ზემოხსენებული პირობების სამკურნალოდ, უნდა განისაზღვროს თერაპიული ეფექტის შეფასების შემდეგ პლაზმაში და შარდში აცილისა და თავისუფალი L-კარნიტინის დონის მონიტორინგით.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი თუ ოდესმე გამოვლინდა ალერგიული ან უჩვეულო რეაქცია რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
- 4.1. ზოგადი
თუ ხართ დიაბეტიანი პაციენტი და იღებთ ინსულინს ან სხვა ნებისმიერ ორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებას, შესაძლოა L-კარნიტინის ერთდროულად გამოყენებამ გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
ამიტომ L-კარნიტინის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს მისი მიღების შესახებ, რათა მან განახორციელოს პლაზმაში გლუკოზის დონის რეგულარულად შემოწმება, ანტიდიაბეტური მკურნალობის დროული კორექციის მიზნით. პერორალური L-კარნიტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ABPI).
თირკმელების დაავადების ბოლო სტადიის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული პერორალური L-კარნიტინის მაღალი დოზების მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგან ეს იწვევს ტრიმეთილამინის (TMA) და ტრიმეთილამინის N-ოქსიდის (TMAO) პოტენციურად ტოქსიკური მეტაბოლიტების დაგროვებას, რადგან ეს მეტაბოლიტები არასრულად გამოიყოფა შარდით. ეს დაგროვება იწვევს შარდში ტრიმეთილამინის მატებას. ასეთ შემთხვევაში შარდში, სუნთქვისას და ოფლში აღინიშნება ძლიერი „თევზის სუნი“.
ეს მდგომარეობა არ დაფიქსირებულა L-კარნიტინის ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
შუშხუნა გრანულები შეიცავენ ნატრიუმის სოლიდურ რაოდენობას და ამიტომ არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანებში, რომლებიც იცავენ ნატრიუმისგან თავისუფალ დიეტას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
L-კარნიტინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
L-კარნიტინი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
- 5 წამლთაშორისი ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარამცევტს, თუ იღებთ სხვა ნებისმიერი სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებსაც.
გვერდითი მოვლენები
ლევოკარნიტინის პერორალური მიღებისას დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავის მხრივ სხვადასხვა მსუბუქი ჩივილები, მათ შორის გულისრევა, ღებინება, აბდომინური სპაზმი და დიარეა.
მაღალი დოზებისას ვლინდება სხეულზე ძლიერი სუნი. დოზის შემცირება ხშირად იწვევს პაციენტის წამალთან ასოცირებული სხეულის სუნის ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომების შემცირებას ან გაქრობას მათი გამოვლენის შემთხვევაში.
ურემიის მქონე პაციენტებში აღინიშნა მიოპათიის მსგავსი მსუბუქი დარღვევები. წამლისადმი ტოლერანტობა ძალიან მკაცრად უნდა შემოწმდეს მიღებიდან პირველი კვირის განმავლობაში და ნებისმიერი დოზის გაზრდის შემდეგ.
კრუნჩხვები დაფიქსირდა L-კარნიტინის პერორალური ან ინტრავენური (IV) შეყვანის შემდეგ პაციენტებში კრუნჩხვების ანამნეზით ან მის გარეშე.
ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს ან სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გთხოვთ აცნობოთ ექიმს და მიმართოთ ექიმს.
- 9 თუ გამოტოვეთ რეკომენდებული დოზირება:
თუ გამოტოვეთ მისაღები დოზა, უნდა მიიღოთ ის რაც შეიძლება დროულად გახსენებისთანავე. თუ უკვე ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, მაშინ გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ მხოლოდ მომდევნო დოზა. არ მიიღოთ ორმაგი ან დამატებითი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
ჭარბი დოზა
არ დაფიქსირებულა ცნობები ლევოკარნიტინის ჭარბი დოზირების შედეგად ტოქსიკურობის შესახებ. L-კარნიტინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება და აცნობეთ ექიმს. ტოქსიკოლოგიის ცენტრი: 210 7793777.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი.
დამხმარე ნივთიერებები:
შუშხუნა გრანულები 1000 მგ/საშეტი.
ვაშლის მჟავა, სორბიტოლი, ლიმონის მჟავა უწყლო, ნატრიუმის ბიკარბონატი უწყლო, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, მაგნიუმის სულფატი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციტრატი ორფუძიანი.
პერორალური ხსნარი 1 გ/10 მლ ერთჯერადი დოზირებით ფლაკონში
ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, საქარინის ნატრიუმის დიჰიდრატი, ფორთოხლის ესენცია, გასუფთავებული წყალი.
საინექციო ხსნარი 1 გ/5 მლ ამპულები
წყალი (საინექციო), მარილმჟავა.
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- 11 შენახვის პირობები:
ეს პროდუქტი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს ≤ 25˚C ტემპერატურის პირობებში.
- 12 ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი: 11.10.2010 (ხელახალი შემოწმება 23.03.2012)
- ინფორმაცია მედიკამენტის სწორი გამოყენების შესახებ:
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად სამკურნალოდ ექიმის მიერ. არ გადასცეთ ის სხვებს და არ გამოიყენოთ იგი სხვა მდგომარეობისთვის ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს წარმოიქმნება პრობლემა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც მიიღებთ, ან გჭირდებათ მეტი ინფორმაცია თქვენი სამედიცინო პრობლემის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
იმისთვის, რომ თქვენ მიერ მიღბული მედიკამენტი იყოს ეფექტური და უსაფრთხო, ის უნდა მიიღოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია გულდასმით წაიკითხოთ ყველა ინფორმაცია თქვენთვის გამოწერილ მედიკამენტთან დაკავშირებით.
არ შეინახოთ მედიკამენტები აბაზანის კარადებში, რადგან სიცხემ და ტენიანობამ შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს მედიკამენტში და ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
არ შეინახოთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან თუ მათ ვადა გაუვიდათ.
მეტი უსაფრთხოების მიზნით შეინახეთ ნებისმიერი მედიკამენტი ბავშვებისთვის უსაფრთხო და მიუწვდომელ ადგილას.
- გაცემის წესი
- 1 პერორალური გამოყენებისას გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
- 113665381000
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
ინტელექტა®
ლევოკარნიტინი
3873514097000
პერორალური ხსნარი 1გ/10 მლ ერთჯერადი დოზირების ფლაკონში
შუშხუნა გრანულები
1000 მგ/საშეტი.
საინექციო ხსნარი
1გ/5 მლ ამპულები.
- სამკურნალო პროდუქტის დახასიათება
სახელწოდება: ინტელექტა ®
- 2 შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი.
დამხმარე ნივთიერებები:
შუშხუნა გრანულები 1000 მგ/საშეტი.
ვაშლის მჟავა, სორბიტოლი, ლიმონის მჟავა უწყლო, ნატრიუმის ბიკარბონატი უწყლო, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, მაგნიუმის სულფატი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციტრატი ორფუძიანი.
პერორალური ხსნარი 1 გ/10 მლ ერთჯერადი დოზირებით ფლაკონში
ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, საქარინის ნატრიუმის დიჰიდრატი, ფორთოხლის ესენცია, გასუფთავებული წყალი.
საინექციო ხსნარი 1 გ/5 მლ ამპულები
წყალი (საინექციო), მარილმჟავა.
- 3 ფარმაცევტული ფორმა:
შუშხუნა გრანულები.
პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზირებით.
საინექციო ხსნარი (ინტრავენური შეყვანისათვის)
- 4 აქტიური ნივთერების შემადგენლობა:
შუშხუნა გრანულები 1000 მგ/საშეტი.
თითოეული საშეტი (3.5 გ) შეიცავს 1000 მგ L-კარნიტინს L-კარნიტინის ტარტრატის სახით.
პერორალური ხსნარი 1გ/10 მლ ერთჯერადი დოზირების ფლაკონში
თითოეული ფლაკონი 10 მლ პერორალური ხსნარით (ერთჯერადი დოზით) შეიცავს: 1 გ L-კარნიტინს (1 მლ/100მგ).
საინექციო ხსნარი 1გ/5 მლ ამპ.
თითოეული ამპულა 5 მლ შეიცავს: 1 გ L-კარნიტინს (1მლ/200მგ).
- 5 შეფუთვის აღწერილობა:
შუშხუნა გრანულები 1000 მგ/საშეტი.
მუყაოს კოლოფი შეიცავს და 3.5 გ-იან 10 & 30 საშეტს და პაციენტის საინფორმაციო ფურცელს.
პერორალური ხსნარი 1გ/10 მლ ერთჯერადი დოზირების ფლაკონში
მუყაოს კოლოფი შეიცავს 10 ცალ 10 მლ-იან ფლაკონს და პაციენტის საინფორმაციო ფურცელს.
საინექციო ხსნარი 1გ/5 მლ ამპ.
მუყაოს კოლოფი შეიცავს 6 ცალ 5 მლ-იან შუშის ამპულას და პაციენტის საინფორმაციო ფურცელს.
- 6 თერაპიული კატეგორია:
L-კარნიტინის დეფიციტის მკურნალობა.
- 7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
UNI-PHARMA ΚLEON ΤSETIS PHARMACEUTICAL
LABORATORIES S.A.
უნი-ფარმა კლეონ ტსეტის ფარმასიუტიკალ
ლაბორატორი ს.ა.
მე-14 კმ. ეროვნული გზატკეცილი 1,
GR-145 64 კიფისია, საბერძნეთი
ტელ.: 210-80 72 512
ფაქსი: 210-80 78 907
- 8 მწარმოებელი:
UNI-PHARMA ΚLEON ΤSETIS PHARMACEUTICAL
LABORATORIES S.A.
უნი-ფარმა კლეონ ტსეტის ფარმასიუტიკალ
ლაბორატორი ს.ა.
მე-14 კმ. ეროვნული გზატკეცილი 1,
GR-145 64 კიფისია, საბერძნეთი
ტელ.: 210-80 72 512
ფაქსი: 210-80 78 907
- რა უნდა იცოდეთ ამ პროდუქტის გამოყენებამდე
- 1 ზოგადი ინფორმაცია:
L-კარნიტინი მიეკუთვნება ნივთიერებების ჯგუფს, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის სხეულის ნორმალურ ფუნქციებს, განსაკუთრებით ადამიანის შუალედურ მეტაბოლიზმს.
- 2 ჩვენებები:
ეს სამკურნალო საშუალება ინიშნება ისეთი მდგომარეობებისას, როდესაც ორგანიზმში აღინიშნება L-კარნიტინის დეფიციტი და მისი ნორმალურ დიაპაზონში შესანარჩუნებლად საჭიროა დანამატების მიღება.
პერორალური გამოყენება:
პირველადი და მეორადი L-კარნიტინის დეფიციტი.
ინტრავენური შეყვანა:
მწვავე მეტაბოლური დეკომპენსაცია L-კარნიტინის დეფიციტის გამო.
მეორადი L-კარნიტინის დეფიციტი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმელების ბოლო სტადიის უკმარისობით.
- 3 უკუჩვენებები:
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი თუ ოდესმე გამოვლინდა ალერგიული ან უჩვეულო რეაქცია რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ.
- 4 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
- 4.1. ზოგადი
თუ ხართ დიაბეტიანი პაციენტი და იღებთ ინსულინს ან სხვა ნებისმიერ ორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებას, შესაძლოა L-კარნიტინის ერთდროულად გამოყენებამ გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
ამიტომ L-კარნიტინის მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს მისი მიღების შესახებ, რათა მან განახორციელოს პლაზმაში გლუკოზის დონის რეგულარულად შემოწმება, ანტიდიაბეტური მკურნალობის დროული კორექციის მიზნით. პერორალური L-კარნიტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ABPI).
თირკმელების დაავადების ბოლო სტადიის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული პერორალური L-კარნიტინის მაღალი დოზების მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგან ეს იწვევს ტრიმეთილამინის (TMA) და ტრიმეთილამინის N-ოქსიდის (TMAO) პოტენციურად ტოქსიკური მეტაბოლიტების დაგროვებას, რადგან ეს მეტაბოლიტები არასრულად გამოიყოფა შარდით. ეს დაგროვება იწვევს შარდში ტრიმეთილამინის მატებას. ასეთ შემთხვევაში შარდში, სუნთქვისას და ოფლში აღინიშნება ძლიერი „თევზის სუნი“.
ეს მდგომარეობა არ დაფიქსირებულა L-კარნიტინის ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
შუშხუნა გრანულები შეიცავენ ნატრიუმის სოლიდურ რაოდენობას და ამიტომ არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანებში, რომლებიც იცავენ ნატრიუმისგან თავისუფალ დიეტას.
- 4.2. ორსულობა და ლაქტაცია
L-კარნიტინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
- 4.3. ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
L-კარნიტინი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე.
- 5 წამლთაშორისი ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარამცევტს, თუ იღებთ სხვა ნებისმიერი სამკურნალო საშუალებას, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებსაც.
- 6 დოზირება და გამოყენების წესი:
მიღების გზა
პერორალური მიღება რეკომენდებულია L-კარნიტინის დეფიციტის დროს (პირველადი და მეორადი).
ქრონიკული დაავადებების დროს რეკომენდებულია 100-200 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში, დაყოფილი 2-4 მიღებად, თუმცა ასევე შესაძლოა უფრო დაბალი დოზებიც საკმარისი იყოს.
მწვავე მდგომარეობებისას შეიძლება საჭირო გახდეს 400 მგ/კგ-მდე დღეში.
შუშხუნა გრანულების საშეტის შემადგენლობა უნდა ჩაყაროთ ჭიქა წყალში და მიღებული ხსნარი უნდა დალიოთ.
ერთჯერადი პერორალური ხსნარი მიღებამდე უნდა განზავდეს წყალში ან ხილის წვენში.
საინექციო ხსნარი შეიყვანება ნელი (2-3 წთ) ინტრავენური (IV) ინექციის ან ინფუზიის გზით.
მწვავე მეტაბოლური დეკომპენსაციის დროს 50-100 მგ/კგ დოზა სხეულის წონის მიხედვით შეიყვანება ინტრავენურად დღეში დაყოფილი 3-4 მიღებად. შეიძლება უფრო მაღალი დოზების გამოყენება, თუმცა შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენების ზრდა, ძირითადად დიარეა.
მეორადი L-კარნიტინის დეფიციტი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმელების ბოლო სტადიის უკმარისობით.
ყოველი დიალიზის სესიის ბოლოს უნდა შეიყვანოთ 10-20 მგ ყოველ კგ-ზე დოზა ინტრავენურად (კვირაში სამი სესიის გათვალისწინებით).
ინტრავენური მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 თვეს. ეს არის დრო, რომელიც ჩვეულებრივ საჭიროა თავისუფალი კარნიტინის კუნთების ნორმალური დონის აღსადგენად. საერთო პასუხი უნდა შეფასდეს პლაზმაში L-კარნიტინის დონის განმეორებითი მონიტორინგით და პაციენტის სიმპტომების შეფასებით.
ჰემოდიალიზი - შემანარჩუნებელი თერაპია
თუ მნიშვნელოვანი კლინიკური სარგებელი მიღწეულია ინტრავენური შეყვანის პირველი კურსით, შეიძლება განიხილებოდეს თერაპია დღეში 1 გ L-კარნიტინის ხსნარის პერორალური მიღებით. დიალიზის დღეს, პერორალური L-კარნიტინი უნდა დაინიშნოს სესიის ბოლოს.
ოპტიმალური დოზა, ზემოხსენებული პირობების სამკურნალოდ, უნდა განისაზღვროს თერაპიული ეფექტის შეფასების შემდეგ პლაზმაში და შარდში აცილისა და თავისუფალი L-კარნიტინის დონის მონიტორინგით.
- 7 დოზის გადაჭარბება:
არ დაფიქსირებულა ცნობები ლევოკარნიტინის ჭარბი დოზირების შედეგად ტოქსიკურობის შესახებ. L-კარნიტინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება და აცნობეთ ექიმს. ტოქსიკოლოგიის ცენტრი: 210 7793777.
- 8 გვერდითი მოვლენები:
ლევოკარნიტინის პერორალური მიღებისას დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავის მხრივ სხვადასხვა მსუბუქი ჩივილები, მათ შორის გულისრევა, ღებინება, აბდომინური სპაზმი და დიარეა.
მაღალი დოზებისას ვლინდება სხეულზე ძლიერი სუნი. დოზის შემცირება ხშირად იწვევს პაციენტის წამალთან ასოცირებული სხეულის სუნის ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომების შემცირებას ან გაქრობას მათი გამოვლენის შემთხვევაში.
ურემიის მქონე პაციენტებში აღინიშნა მიოპათიის მსგავსი მსუბუქი დარღვევები. წამლისადმი ტოლერანტობა ძალიან მკაცრად უნდა შემოწმდეს მიღებიდან პირველი კვირის განმავლობაში და ნებისმიერი დოზის გაზრდის შემდეგ.
კრუნჩხვები დაფიქსირდა L-კარნიტინის პერორალური ან ინტრავენური (IV) შეყვანის შემდეგ პაციენტებში კრუნჩხვების ანამნეზით ან მის გარეშე.
ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს ან სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გთხოვთ აცნობოთ ექიმს და მიმართოთ ექიმს.
- 9 თუ გამოტოვეთ რეკომენდებული დოზირება:
თუ გამოტოვეთ მისაღები დოზა, უნდა მიიღოთ ის რაც შეიძლება დროულად გახსენებისთანავე. თუ უკვე ახლოვდება მომდევნო დოზის მიღების დრო, მაშინ გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ მხოლოდ მომდევნო დოზა. არ მიიღოთ ორმაგი ან დამატებითი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
- 10 ვარგისიანობის ვადა:
არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- 11 შენახვის პირობები:
ეს პროდუქტი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს ≤ 25˚C ტემპერატურის პირობებში.
- 12 ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღი: 11.10.2010 (ხელახალი შემოწმება 23.03.2012)
- ინფორმაცია მედიკამენტის სწორი გამოყენების შესახებ:
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად სამკურნალოდ ექიმის მიერ. არ გადასცეთ ის სხვებს და არ გამოიყენოთ იგი სხვა მდგომარეობისთვის ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს წარმოიქმნება პრობლემა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც მიიღებთ, ან გჭირდებათ მეტი ინფორმაცია თქვენი სამედიცინო პრობლემის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
იმისთვის, რომ თქვენ მიერ მიღბული მედიკამენტი იყოს ეფექტური და უსაფრთხო, ის უნდა მიიღოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია გულდასმით წაიკითხოთ ყველა ინფორმაცია თქვენთვის გამოწერილ მედიკამენტთან დაკავშირებით.
არ შეინახოთ მედიკამენტები აბაზანის კარადებში, რადგან სიცხემ და ტენიანობამ შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს მედიკამენტში და ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
არ შეინახოთ მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან თუ მათ ვადა გაუვიდათ.
მეტი უსაფრთხოების მიზნით შეინახეთ ნებისმიერი მედიკამენტი ბავშვებისთვის უსაფრთხო და მიუწვდომელ ადგილას.
- გაცემის წესი
- 1 პერორალური გამოყენებისას გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- 2 გამოყენება:
ა) ინტრავენურად;
ბ) პერორალურად: პაციენტებში თირკმელების ბოლო სტადიის უკმარისობით, რომლებიც გადიან ჰემოდიალიზს;
გ) პერორალურად: პაციენტებში, რომლებიც შეფასებულნი არიან საჯარო კლინიკის ცენტრის მიერ, როგორც L-კარნიტინის დეფიციტის მქონეები.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
right43764200
პერორალური ხსნარი
2გ/10 მლ ერთჯერადი დოზირების ფლაკონში
შუშხუნა გრანულები
2000 მგ/საშეტი.
საინექციო ხსნარი
2გ/5 მლ ამპულები.
20637566200
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



