ალმიბა
ALMIBA
-მშობიარობის შემდგომი ტრავმები და ახალშობილთა ასფიქსია; -ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია; -რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ახალშობილებში; -პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ახალშობილები, ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები; -სხეულის მასის დეფიციტი ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლევოკარნიტინი (levocarnitine)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ/მლ 120 მლ შიგნით მისაღები ხსნარი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 დოზირებულ შპრიცთან ერთად
- მწარმოებელი
- Miquel Y Garriga, S.L., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სხვა საშუალებები, ამინომჟავები და წარმოებულები
- ATC კოდი
- A16AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037693
- რეგისტრირებულია
- 28 მარტი 2023, მოქმედებს 28 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Grand Medical Group AG (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- გრანდ მედიკალ გრუპ ა.გ.-ს (Grand Medical Group AG) წარმომადგენლობითი ოფისი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ალმიბა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- მშობიარობის შემდგომი ტრავმები და ახალშობილთა ასფიქსია;
- ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია;
- რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ახალშობილებში;
- პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ახალშობილები, ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
- სხეულის მასის დეფიციტი ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში;
- კარნიტინის პირველადი ან მეორადი დეფიციტი მოზრდილებში, ბავშვებსა და ახალშობილებში;
- კარნიტინის მეორადი დეფიციტი პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფებიან ჰემოდიალიზზე და რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: კუნთების მუდმივი სპაზმი, სისუსტე, მიოპათია, კუნთოვანი მასის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომები, ანემია, რომელიც ნაკლებად ემორჩილება მკურნალობას ან საჭიროებს ერითროპოეტინის დიდ დოზებს, კარდიომიოპათია;
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები;
- მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის დარღვევა გულის იშემიური დაავადების დროს (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა);
- ძლიერი დაღლილობა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში (როგორც ანაბოლური საშუალება და ადაპტოგენი).
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად. დოზირებისათვის გამოიყენება დოზატორი შპრიცი.
Dდოზის შერჩევა ხდება მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევების ხარისხისა და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. რეკომენდებული ყოველდღიური დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და წონაზე.
ასაკი
სადღეღამისო დოზა
მგ-ში
სადღეღამისო დოზა
მლ-ში პერორალური ხსნარისათვის
0-1 წელი
200-600 მგ
0,5-1,5 მლ
1-3 წელი
600-1000 მგ
1,5-2,5 მლ
3-7 წელი
1000-1600 მგ
2,5-4,0 მლ
7-12 წელი
1600-2000 მგ
4,0-5,0 მლ
Mმოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა – 50-100 მგ/კგ.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 150 მგ/კგ-მდე სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
სტენოკარდიისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის დროს სადღეღამისო დოზა 2-6 გ-ია.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევისას ქვემწვავე და აღდგენით პერიოდში, ასევე დისცირკულატორული ენცეფალოპათიისას სადღეღამისო დოზა 1 გ-ია. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1-3 თვე.
ალმიბას სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიყოს 2-3 მიღებაზე. ბოლო დოზის მიღება სასურველია არაუგვიანეს საღამოს 5 საათისა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასება ლევოკარნიტინის მისაღებისას თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შესაძლებელი. ლევოკარნიტინის დიდი დოზების ხანგრძლივად დანიშვნამ თირკმელების ფუნქციის სხვადასხვა დარღვევების მქონე პაციენტებში ან თირკმელების დაავადების ბოლო სტადიზე ჰემოდიალიზის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიური მეტაბოლიტების, ტრიმეთილამინის და ტრიმეთილამინ-N-ოქსიდის კუმულაცია, რადგან მათი გამოიყოფა ხდება შარდით.
სიფრთხილით გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.
Oორსულობა და ლაქტაცია:
ლევოკარნიტინი არის დედის რძის ბუნებრივი კომპონენტი. მონაცემები ორსულებსა და მეძუძურ ქალებში ლევოკარნიტინის გამოყენებაზე არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
პერორალურად ლევოკარნიტინის ხანგრძლივი მიღებისას აღწერილია კუჭ-ნაწლავის მხრივ ზომიერი დარღვევები, როგორიცაა ერთეული გულისრევა და ღებინება, აბდომინალური კრუნჩხვები და დიარეა. ზომიერი მიასთენია აღწერილი იყო მხოლოდ ურემიულ პაციენტებში.
დოზირების შემცირება ხშირად ამცირებს ან სრულად აქრობს კუჭ-ნაწლავის მხრივ გამოვლენილ სიმპტომებს. ამტანობის შემოწმება საჭიროა გამოყენების პირველი კვირის განმავლობაში და დოზირების ყოველი გაზრდის შემდეგ.
ჭარბი დოზა
ლევოკარნიტინის ჭარბი დოზით გამოყენებისას ტოქსიურობა არ გამოვლენილა. მკურნალობა სიმპტომატურია.
შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 400 მგ ლევოკარნიტინს;
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, წითელი ხილის არომატიზატორი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელი ფერის სითხე.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
გრანდ მედიკალ გრუპ ა.გ.
მისამართი:
Kornmarkt 10, C- 6004 Luzern Switzerland
ტელ.: +41 44 5853080
ტელ.: +41 78 8324510
ფარმაკოლოგიური თვისებები
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები. ამინომჟავები და მათი წარმოებულები.
ათქ კოდი: A16A A01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
L-კარნიტინი ვიტამინის მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც ბუნებრივ პირობებში სინთეზირდება ღვიძლში, თირკმელებში და თავის ტვინში ამინომჟავებისგან ლიზინი და მეთიონინი რკინისა და ასკორბინის მჟავას მონაწილეობით, სისხლის შრატში არის თავისუფალი და აცილკარნიტინის ეთერის ფორმით. L-კარნიტინი არის ცხიმოვანი მჟავების ცვლის ძირითადი კოფაქტორი გულში, ღვიძლსა და ჩონჩხის კუნთებში, მიტოქონდრიებში გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ძირითადი გადამტანია, სწორედ აქ ხდება მათი ბეტა-ჟანგვა აცეტილ-Koa-მდე, ატფ-ის შემდგომი წარმოქმნით. ხელს უწყობს ციტოპლაზმიდან მეტაბოლიტების და ტოქსიკური ნივთიერების გამოყოფას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ზრდის შრომისუნარიანობას, აჩქარებს ზრდას, იწვევს კუნთოვანი მასის მატებას და ამცირებს ცხიმების რაოდენობას ადიპოციტებში, ხელს უწყობს ძირითადი ცვლის ნორმალიზებას ჰიპერთირეოზის დროს, ამცირებს ფიზიკური და ფსიქიკური დაძაბულობის სიმპტომებს, აქვს ნეირო-, ჰეპატო- და კარდიოპროტექტორულ მოქმედებას, ხელს უშლის მიოკარდიუმის იშემიის გაღრმავებას და ინფარქტული ზონის ზრდას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, ასტიმულირებს უჯრედოვან იმუნიტეტს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას. აბსტინენციის სინდრომის დროს ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პირებში ამცირებს ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების ინტენსივობას. ძლიერი ფიზიკური დატვირთვის და/ან ვარჯიშის დროს ზრდის ორგანიზმის ამტანობას, აუმჯობესებს ჩონჩხისა და გულის კუნთების მუშაობას.
ფარმაკოკინეტიკა: შიგნით მიღების შემდეგ, პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა მიღებიდან 3 საათის შემდეგ, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 საათის განმავლობაში. პრეპარატი მეტაბოლიზდება აცილური ეთერის წარმოქმნით, რომელიც გამოიყოფა თირკმელებით. ნახევრად დაშლის პერიოდი დოზის მიხედვით შეადგენს 3-6 საათს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
Gგამოყენების ინსტრუქცია
ალმიბა
(ALMIBA)
სავაჭრო დასახელება: ალმიბა
აქტიური ნივთიერება
ლევოკარნიტინი.
გამოშვების ფორმა: შიგნით მისაღები ხსნარი.
შემადგენლობა:
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 400 მგ ლევოკარნიტინს;
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, წითელი ხილის არომატიზატორი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან ღია-ყვითელი ფერის სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები. ამინომჟავები და მათი წარმოებულები.
ათქ კოდი: A16A A01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
L-კარნიტინი ვიტამინის მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც ბუნებრივ პირობებში სინთეზირდება ღვიძლში, თირკმელებში და თავის ტვინში ამინომჟავებისგან ლიზინი და მეთიონინი რკინისა და ასკორბინის მჟავას მონაწილეობით, სისხლის შრატში არის თავისუფალი და აცილკარნიტინის ეთერის ფორმით. L-კარნიტინი არის ცხიმოვანი მჟავების ცვლის ძირითადი კოფაქტორი გულში, ღვიძლსა და ჩონჩხის კუნთებში, მიტოქონდრიებში გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ძირითადი გადამტანია, სწორედ აქ ხდება მათი ბეტა-ჟანგვა აცეტილ-Koa-მდე, ატფ-ის შემდგომი წარმოქმნით. ხელს უწყობს ციტოპლაზმიდან მეტაბოლიტების და ტოქსიკური ნივთიერების გამოყოფას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ზრდის შრომისუნარიანობას, აჩქარებს ზრდას, იწვევს კუნთოვანი მასის მატებას და ამცირებს ცხიმების რაოდენობას ადიპოციტებში, ხელს უწყობს ძირითადი ცვლის ნორმალიზებას ჰიპერთირეოზის დროს, ამცირებს ფიზიკური და ფსიქიკური დაძაბულობის სიმპტომებს, აქვს ნეირო-, ჰეპატო- და კარდიოპროტექტორულ მოქმედებას, ხელს უშლის მიოკარდიუმის იშემიის გაღრმავებას და ინფარქტული ზონის ზრდას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, ასტიმულირებს უჯრედოვან იმუნიტეტს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას. აბსტინენციის სინდრომის დროს ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პირებში ამცირებს ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების ინტენსივობას. ძლიერი ფიზიკური დატვირთვის და/ან ვარჯიშის დროს ზრდის ორგანიზმის ამტანობას, აუმჯობესებს ჩონჩხისა და გულის კუნთების მუშაობას.
ფარმაკოკინეტიკა: შიგნით მიღების შემდეგ, პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა მიღებიდან 3 საათის შემდეგ, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 საათის განმავლობაში. პრეპარატი მეტაბოლიზდება აცილური ეთერის წარმოქმნით, რომელიც გამოიყოფა თირკმელებით. ნახევრად დაშლის პერიოდი დოზის მიხედვით შეადგენს 3-6 საათს.
გამოყენების ჩვენება:
- მშობიარობის შემდგომი ტრავმები და ახალშობილთა ასფიქსია;
- ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია;
- რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ახალშობილებში;
- პარენტერალურ კვებაზე მყოფი დღენაკლი ახალშობილები, ჰემოდიალიზზე მყოფი ბავშვები;
- სხეულის მასის დეფიციტი ბავშვებსა და 16 წლამდე მოზარდებში;
- კარნიტინის პირველადი ან მეორადი დეფიციტი მოზრდილებში, ბავშვებსა და ახალშობილებში;
- კარნიტინის მეორადი დეფიციტი პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფებიან ჰემოდიალიზზე და რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: კუნთების მუდმივი სპაზმი, სისუსტე, მიოპათია, კუნთოვანი მასის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომები, ანემია, რომელიც ნაკლებად ემორჩილება მკურნალობას ან საჭიროებს ერითროპოეტინის დიდ დოზებს, კარდიომიოპათია;
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები;
- მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის დარღვევა გულის იშემიური დაავადების დროს (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა);
- ძლიერი დაღლილობა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში (როგორც ანაბოლური საშუალება და ადაპტოგენი).
გამოყენების წესი და დოზები:
მიიღება პერორალურად. დოზირებისათვის გამოიყენება დოზატორი შპრიცი.
Dდოზის შერჩევა ხდება მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევების ხარისხისა და პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. რეკომენდებული ყოველდღიური დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და წონაზე.
ასაკი
სადღეღამისო დოზა
მგ-ში
სადღეღამისო დოზა
მლ-ში პერორალური ხსნარისათვის
0-1 წელი
200-600 მგ
0,5-1,5 მლ
1-3 წელი
600-1000 მგ
1,5-2,5 მლ
3-7 წელი
1000-1600 მგ
2,5-4,0 მლ
7-12 წელი
1600-2000 მგ
4,0-5,0 მლ
Mმოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა – 50-100 მგ/კგ.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 150 მგ/კგ-მდე სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.
სტენოკარდიისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის დროს სადღეღამისო დოზა 2-6 გ-ია.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევისას ქვემწვავე და აღდგენით პერიოდში, ასევე დისცირკულატორული ენცეფალოპათიისას სადღეღამისო დოზა 1 გ-ია. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1-3 თვე.
ალმიბას სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიყოს 2-3 მიღებაზე. ბოლო დოზის მიღება სასურველია არაუგვიანეს საღამოს 5 საათისა.
გვერდითი მოვლენები:
პერორალურად ლევოკარნიტინის ხანგრძლივი მიღებისას აღწერილია კუჭ-ნაწლავის მხრივ ზომიერი დარღვევები, როგორიცაა ერთეული გულისრევა და ღებინება, აბდომინალური კრუნჩხვები და დიარეა. ზომიერი მიასთენია აღწერილი იყო მხოლოდ ურემიულ პაციენტებში.
დოზირების შემცირება ხშირად ამცირებს ან სრულად აქრობს კუჭ-ნაწლავის მხრივ გამოვლენილ სიმპტომებს. ამტანობის შემოწმება საჭიროა გამოყენების პირველი კვირის განმავლობაში და დოზირების ყოველი გაზრდის შემდეგ.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასება ლევოკარნიტინის მისაღებისას თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შესაძლებელი. ლევოკარნიტინის დიდი დოზების ხანგრძლივად დანიშვნამ თირკმელების ფუნქციის სხვადასხვა დარღვევების მქონე პაციენტებში ან თირკმელების დაავადების ბოლო სტადიზე ჰემოდიალიზის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიური მეტაბოლიტების, ტრიმეთილამინის და ტრიმეთილამინ-N-ოქსიდის კუმულაცია, რადგან მათი გამოიყოფა ხდება შარდით.
სიფრთხილით გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.
Oორსულობა და ლაქტაცია:
ლევოკარნიტინი არის დედის რძის ბუნებრივი კომპონენტი. მონაცემები ორსულებსა და მეძუძურ ქალებში ლევოკარნიტინის გამოყენებაზე არ არსებობს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება:
ლევოკარნიტინის ჭარბი დოზით გამოყენებისას ტოქსიურობა არ გამოვლენილა. მკურნალობა სიმპტომატურია.
გამოშვების ფორმა:
120 მლ ხსნარი ფლაკონში. ფლაკონი მუყაოს კოლოფში დოზატორ შპრიცთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
გრანდ მედიკალ გრუპ ა.გ.
მისამართი:
Kornmarkt 10, C- 6004 Luzern Switzerland
ტელ.: +41 44 5853080
ტელ.: +41 78 8324510
მწარმოებელი:
Miquel Y Garriga S.L.,
Joaquin Costa, 18 1a, 08390 მონგატი, ბარსელონა, ესპანეთი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.






