პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

გლუკოფაჟი

Glucophage®

რეცეპტით850მგინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი გლუკოფაჟი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს მეტფორმინს, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების შემდეგ ჯგუფს - „შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები; ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ინსულინების გარდა; ბიგუანიდები“ და გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეტფორმინ (metformin)
ფორმა და შეფუთვა
850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (2X15)
მწარმოებელი
Merck Sante s.a.s., საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ბიგუანიდები
ATC კოდი
A10BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-035542
რეგისტრირებულია
15 ივნისი 2022, მოქმედებს 15 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Acino Pharma AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს ასინო ფარმა ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგლუკოფაჟი და სხვა წამალი ერთად

გლუკოფაჟი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი გლუკოფაჟი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს მეტფორმინს, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების შემდეგ ჯგუფს - „შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები; ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ინსულინების გარდა; ბიგუანიდები“ და გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გლუკოფაჟი გამოიყენება მოზრდილებში:

მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, განსაკუთრებით სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში არ არის საკმარისი სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის სხვა მედიკამენტებთან (პერორალური მედიკამენტები ან ინსულინი) კომბინაციაში;

მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისთვის პრედიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დამატებითი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, რომელთა ცხოვრების წესის ცვლილებითაც არ არის მიღწეული სისხლში გლუკოზის ადეკვატური კონტროლი.

პრეპარატი გლუკოფაჟი გამოიყენება 10 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში:

მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, განსაკუთრებით სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში არ არის საკმარისი სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ან ინსულინთან კომბინაციაში.

როგორ მოქმედებს პრეპარატი გლუკოფაჟი

ინსულინი - ეს არის პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც თქვენი ორგანიზმის უჯრედებს სისხლიდან გლუკოზით (შაქრით) ამარაგებს. თქვენი ორგანიზმი გლუკოზას იყენებს ენერგიის გამოსამუშავებლად, ან ინახავს მას მომავალი საჭიროებებისთვის. თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, თქვენი პანკრეასი ან არ გამოიმუშავებს ს1აკმარის ინსულინს, ან თქვენს სხეულს არ შეუძლია სწორად გამოიყენოს მის მიერ გამომუშავებული ინსულინი. ეს იწვევს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს.

პრეპარატი გლუკოფაჟი ზრდის თქვენი ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ხელს უწყობს ჭარბი გლუკოზის სისხლიდან ქსოვილებში გადატანას, მათი კვებით. მეტფორმინი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის ნორმასთან მაქსიმალურად მიახლოებულ დონემდე შემცირებას. თუ თქვენ ჭარბწონიანი ზრდასრული ადამიანი ხართ, პრეპარატ გლუკოფაჟის® ხანგრძლივი მიღება ასევე დაგეხმარებათ დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების რისკის შემცირებაში.

თუ გაუმჯობესება არ აღინშნება, ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები:

მონოთერაპია და კომბინირებული თერაპია სხვა ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად მე-2 ტიპის დიაბეტის დროს:

პრეპარატ გლუკოფაჟის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ 2-3-ჯერ დღეში.

ყოველ 10-15 დღეში დოზა უნდა დარეგულირდეს პლაზმაში გლუკოზის დონის გაზომვების მიხედვით. დოზის თანდათანობითი გაზრდა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენების შემცირებას.

პრეპარატ გლუკოფაჟის შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ არის 1500-2000 მგ/დღეში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენების შესამცირებლად, დღიური დოზა უნდა გაიყოს 2-3 დოზად. მაქსიმალური დოზაა 3000 მგ/დღეში, გაყოფილი სამ დოზად.

პაციენტები, რომლებიც იღებენ მეტფორმინს 2000-3000 მგ/დღეში დოზით, შეიძლება გადავიდნენ პრეპარატ გლუკოფაჟის 1000 მგ დოზაზე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 3000 მგ/დღეში, გაყოფილი სამ დოზად.

სხვა პერორალური ანტიდიაბეტური მედიკამენტიდან გადასასვლელად, შეწყვიტეთ სხვა მედიკამენტის მიღება და დაიწყეთ მეტფორმინის მიღება ზემოთ მითითებული დოზით.

ინსულინთან კომბინაცია:

თუ გაქვთ მე-2 ტიპის დიაბეტი, პრეპარატი გლუკოფაჟი და ინსულინი შეიძლება გამოყენებულ იქნას კომბინირებული თერაპიის სახით სისხლში გლუკოზის უკეთესი კონტროლის მისაღწევად.

პრეპარატ გლუკოფაჟის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ 2-3-ჯერ დღეში, ხოლო ინსულინის დოზა კორექტირდება სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით.

მონოთერაპია პრედიაბეტისას:

პრეპარატ გლუკოფაჟის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1000-1700 მგ დღეში, გაყოფილი 2 დოზად.

რეკომენდებულია გლიკემიური დონის რეგულარული მონიტორინგი თერაპიის გაგრძელების საჭიროების შესაფასებლად.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი გლუკოფაჟი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ინსულინთან კომბინაციაში. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ დღეში ერთხელ. 10-15 დღის შემდეგ დოზა უნდა დაკორექტირდეს სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით.

პრეპარატი გლუკოფაჟი მაქსიმალური დღიური დოზაა 2000 მგ, დაყოფილი 2-3 დოზად.

მიღების წესი და (ან) გზა

პერორალურად.

ტაბლეტები მიიღეთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ეს თავიდან აგაცილებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასასურველ რეაქციებს.

თუ მიიღეთ პრეპარატ გლუკოფაჟის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ პრეპარატ გლუკოფაჟის საჭიროზე მეტი დოზა, შესაძლოა განვითარდეს ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზის სიმპტომებია: ღებინება; მუცლის ტკივილი; კუნთების სპაზმები; ზოგადი სისუსტე, რომელსაც თან ახლავს ძლიერი დაღლილობა; სუნთქვის გაძნელება; და სხეულის ტემპერატურის დაცემა.

თუ ლაქტოაციდოზის სიმპტომები გამოვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად. მიიღეთ პრეპარატი შემდეგი დოზისთვის განკუთვნილ დროს.

თუ შეწყვეტთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღებას

მიიღეთ პრეპარატი გლუკოფაჟი ყოველდღე, შესვენების გარეშე. თუ შეწყვეტთ მის მიღებას, აცნობეთ ექიმს.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია მეტფორმინის ან ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ გაქვთ სისხლში გლუკოზისა და კეტონების მომატებული დონე (დიაბეტური კეტოაციდოზი) ან ინსულინის დეფიციტი (დიაბეტური პრეკომა, კომა);

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი (კკ) (სისხლის რაოდენობა, რომლის გაწმენდაც კრეატინინისგან თირკმელებს შეუძლიათ ერთ წუთში) 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);

თუ გაქვთ მწვავე მდგომარეობები, რომლებიც თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკს შეიცავს: დეჰიდრატაცია (დიარეა, ღებინება), მძიმე ინფექციები, შოკი;

თუ გაქვთ მწვავე ან ქრონიკული დაავადებების კლინიკურად მნიშვნელოვანი გამოვლინებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ქსოვილების ჟანგბადის დეფიციტი (ქსოვილების ჰიპოქსია) (მათ შორის გულის მწვავე უკმარისობა, ქრონიკული გულის უკმარისობა არასტაბილური ჰემოდინამიკური პარამეტრებით, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი);

თუ გადატანილი გაქვთ ფართომასშტაბიანი ქირურგიული ჩარევა ან ტრავმა, სადაც ნაჩვენებია ინსულინთერაპია;

თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

თუ გაქვთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან მწვავე ალკოჰოლური მოწამვლა;

თუ ამჟამად გაქვთ ან ადრე გქონდათ სისხლში რძემჟავას დონის მუდმივი მატება (ლაქტოაციდოზი);

თუ დაგეგმილი გაქვთ რადიოიზოტოპური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევები იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების საშუალებით, არ მიიღოთ პრეპარატი გლუკოფაჟი გამოკვლევის დაწყებამდე 48 საათზე ნაკლები ხნის განმავლობაში და გამოკვლევიდან 48 საათის განმავლობაში;

თუ ხართ დაბალკალორიულ დიეტაზე (1000 კკალ/დღეში ნაკლები);

პრეპარატი გლუკოფაჟი არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ გლუკოფაჟის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს:

თუ ხართ 60 წელზე მეტი ასაკის და ასრულებთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს;

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 30-59 მლ/წთ);

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;

თუ აპირებთ წამლის მიცემას 10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის.

ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი

პრეპარატ გლუკოფაჟის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, რომელსაც ლაქტოაციდოზი ეწოდება, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში. ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი ასევე იზრდება დეკომპენსირებული დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ან ალკოჰოლის მოხმარების, დეჰიდრატაციის, ღვიძლის დაავადების და ასევე ნებისმიერი მდგომარეობისას, როდესაც ორგანიზმის ნაწილს ჟანგბადი საკმარისად არ მიეწოდება (მაგალითად, გულის მწვავე დაავადება).

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ გლუკოფაჟს, სიფრთხილით უნდა მიიღოს ის მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად დააქვეითონ თირკმლის ფუნქცია (მაგალითად, ჰიპერტენზიული საშუალებები, შარდმდენები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები). თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე, პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება მცირე ხნით, თუ გაქვთ მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დეჰიდრატაციასთან (ორგანიზმიდან მნიშვნელოვანი სითხის დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, მაღალი ტემპერატურა, ან თუ ჩვეულებრივზე ნაკლებ სითხეს სვამთ. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ ლაქტოაციდოზის რომელიმე სიმპტომს, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.

ლაქტოაციდოზის სიმპტომებია:

ღებინება;

მუცლის ტკივილი;

კუნთების სპაზმები;

ზოგადი სისუსტე, რომელსაც თან ახლავს ძლიერი დაღლილობა;

სუნთქვის გაძნელება;

სხეულის ტემპერატურის დაქვეითება.

ლაქტოაციდოზის დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება საავადმყოფოს პირობებში.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ მიტოქონდრიული დაავადებები ან აქვთ მათზე ეჭვი: მეტფორმინი არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მიტოქონდრიული დაავადებები, როგორიცაა მიტოქონდრიული ენცეფალოპათია ლაქტოაციდოზით და ინსულტის მსგავსი ეპიზოდებით (MELAS - სინდრომი) და დედისგან მემკვიდრეობით მიღებული დიაბეტი და სიყრუე (MIDD), ლაქტოაციდოზის გამწვავებისა და ნევროლოგიური გართულებების რისკის გამო, რამაც შეიძლება გააუარესოს დაავადება. თუ მეტფორმინის მიღების შემდეგ გამოვლინდება MELAS-სინდრომის ან MIDD-ის ნიშნები და სიმპტომები, მეტფორმინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს დიაგნოსტიკური შეფასება.

თირკმლის ფუნქციაზე ზემოქმედება

ვინაიდან გლუკოფაჟი გამოიყოფა თირკმელებით, მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომში რეგულარულად უნდა განისაზღვროს კრეატინინის კლირენსი (CrCl):

  • მინიმუმ წელიწადში ერთხელ, თუ გაქვთ თირკმლის ნორმალური ფუნქცია;
  • ყოველ 3-6 თვეში, თუ თქვენი კრეატინინის კლირენსი არის 45-59 მლ/წთ;
  • ყოველ 3 თვეში, თუ თქვენი კრეატინინის კლირენსი არის 30-44 მლ/წთ.

თუ თქვენი კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია, პრეპარატი უკუნაჩვენებია. თუ ხანდაზმული ხართ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ თირკმლის შესაძლო უკმარისობის, დეჰიდრატაციის (ქრონიკული ან მძიმე დიარეა, ღებინების განმეორებითი შეტევები) ან ჰიპერტენზიული მედიკამენტების, შარდმდენების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას.

გულის უკმარისობა

თუ გაქვთ გულის უკმარისობა, თქვენ გაქვთ ჰიპოქსიის და თირკმლის უკმარისობის განვითარების მაღალი რისკი. თუ დადასტურდა გულის ქრონიკული უკმარისობა, ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს თქვენი გულის და თირკმლის ფუნქცია პრეპარატ გლუკოფაჟის მიღების დროს.

გლუკოფაჟი უკუნაჩვენებია არასტაბილური ჰემოდინამიკური პარამეტრებით გამოწვეული მწვავე გულის უკმარისობის დროს.

იოდირებული რადიოკონტრასტული საშუალებების გამოყენება

იოდის შემცველი რადიოკონტრასტული საშუალებების ინტრავასკულარულმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რაც თავის მხრივ იწვევს მეტფორმინის დაგროვებას და ლაქტოაციდოზის რისკის ზრდას. თირკმლის ფუნქციის მიხედვით, მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს რენტგენოგრაფიული გამოკვლევის დაწყებამდე და მის დროს 48 საათით ადრე და არ განახლდეს მისი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში, იმ პირობით, რომ გამოკვლევის დროს თირკმლის ფუნქცია ჩაითვალა ნორმალურად.

ქირურგიული ოპერაციები

თუ თქვენ გიტარდებათ ქირურგიული ოპერაცია ზოგადი, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ, პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციის დროს. პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება შეიძლება განახლდეს ოპერაციიდან ან საკვების მიღების განახლებიდან არაუადრეს 48 საათისა, იმ პირობით, რომ თქვენი თირკმლის ფუნქცია შეფასებულია და ნორმალურია.

ბავშვები და მოზარდები

მეტფორმინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადასტურდეს მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი.

ერთწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეტფორმინი გავლენას არ ახდენს ზრდაზე ან სქესობრივი მომწიფების პროცესზე. თუმცა, გრძელვადიანი მონაცემების ნაკლებობის გამო, რეკომენდებულია მეტფორმინის შემდგომი ეფექტების ფრთხილად მონიტორინგი ბავშვებში ამ პარამეტრებზე, განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

10-12 წლის ბავშვებში საჭიროა განსაკუთრებით ფრთხილი მონიტორინგი.

სხვა სიფრთხილის ზომები

თქვენთვის რეკომენდებულია გაგრძელოთ დიეტის დაცვა დაბალანსებული ნახშირწყლების მიღებით მთელი დღის განმავლობაში. ჭარბწონიან პაციენტებისთვის რეკომენდებულია დაბალკალორიული დიეტის დაცვა (მაგრამ არანაკლებ 1000 კკალ/დღეში).

რეკომენდებულია რეგულარულად ჩაიტაროთ რუტინული ლაბორატორიული ანალიზები შაქრიანი დიაბეტის კონტროლისთვის.

რეკომენდებულია ყოველწლიურად სისხლში B12 ვიტამინის დონის კონტროლი. B12 ვიტამინის დონის შემცირების რისკი იზრდება მეტფორმინის დოზის მატებასთან, თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან და/ან B12 ვიტამინის დეფიციტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.

მხოლოდ მეტფორმინი არ იწვევს ჰიპოგლიკემიას; თუმცა, სიფრთხილეა რეკომენდებული ინსულინთან ან სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (მაგ., სულფონილშარდოვანას ან რეპაგლინიდთან) კომბინაციაში გამოყენებისას.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ პრეპარატი გლუკოფაჟი 10 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

თუ გჭირდებათ იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების მიღება, მაგალითად, რენტგენოგრაფიისთვის, შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება პროცედურის დაწყებამდე და პროცედურის დროს 48 საათით ადრე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეგიძლიათ განაახლოთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, რადგან მათი მიღებისას სიფრთხილეა საჭირო:

დანაზოლი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ჰორმონდამოკიდებული დაავადებების სამკურნალოდ);

ქლორპრომაზინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაავადებების სამკურნალოდ);

გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ანთების და ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ);

შარდმდენები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შარდის გამოყოფის გასაზრდელად);

ინექციური ბეტა2-ადრენერგული აგონისტები (ასთმის სამკურნალო მედიკამენტები);

ჰიპერტენზიული საშუალებები (არტერიული წნევის დასაწევი მედიკამენტები);

სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი და აკარბოზა (დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები);

სალიცილატები (ტკივილისა და ანთების სამკურნალო მედიკამენტები);

გულის გარკვეული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (ვერაპამილი, ნიფედიპინი);

კათიონური მედიკამენტები (ამილორიდი, დიგოქსინი, მორფინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, რანიტიდინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი, ვანკომიცინი);

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;

გლუკაგონი (სისხლში დაბალი გლუკოზის სამკურნალო მედიკამენტი);

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები;

ქალის სასქესო ჰორმონები (ესტროგენები);

ფენოთიაზინის წარმოებულები (გარკვეული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები);

ნიკოტინის მჟავა;

ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი);

ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები (რიფამპიცინი, იზონიაზიდი);

ციმეტიდინი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი);

დოლუტეგრავირი (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი);

რანოლაზინი (სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატი);

დაკლატასვირი (C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი);

კიბოს გარკვეული ტიპების სამკურნალო პრეპარატები (კრიზოტინიბი, ვანდეტანიბი, ოლაპარიბი).

პრეპარატი გლუკოფაჟი და ალკოჰოლი

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ზრდის ლაქტოაციდოზის რისკს, განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევებში:

არასწორი კვება, დაბალკალორიული დიეტა;

ღვიძლის უკმარისობა.

ამ მედიკამენტის მიღებისას მოერიდეთ ალკოჰოლს და ეთანოლის შემცველ მედიკამენტებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

ორსულობა

საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატი გლუკოფაჟი შეიძლება განიხილებოდეს ორსულობის დროს, როგორც ინსულინის დამატება ან ალტერნატივა.

ძუძუთი კვება

პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეწყვიტოთ თუ არა ძუძუთი კვება პრეპარატ გლუკოფაჟის მიღების დროს.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა მეტფორმინის გავლენა ნაყოფიერებაზე (ჩასახვის უნარზე).

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

თუ თქვენ დანიშნული გაქვთ მხოლოდ პრეპარატი გლუკოფაჟი, არ არსებობს სისხლში გლუკოზის ზედმეტად დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) განვითარების რისკი და, შესაბამისად, პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება არ მოქმედებს თქვენს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუმცა, თქვენ უნდა იცოდეთ ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ, როდესაც იღებთ პრეპარატ გლუკოფაჟს სხვა ჰიპოგლიკემიურ მედიკამენტებთან (სულფონილშარდოვანას, რეპაგლინიდის, ინსულინის და ა.შ.) კომბინაციაში.

  • პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

ეჭვის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გლუკოფაჟის მონოთერაპია არ იწვევს ჰიპოგლიკემიას და შესაბამისად, არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

თუმცა, პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ მეტფორმინის სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი, რეპაგლინიდი და ა.შ.) კომბინაციაში გამოყენებისას.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სერიოზულ გვერდითი რეაქციის, ლაქტოაციდოზის, ნიშნებს. ლაქტოაციდოზი ძალიან იშვიათად დაფიქსირდა (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-ს). ლაქტოაციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ღებინებას, მუცლის ტკივილს, კუნთების სპაზმებს, ზოგად სისუსტეს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება და სხეულის ტემპერატურის დაცემა. ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.

ლაქტოაციდოზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი (ნაწილი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“). ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას და სტაციონარულ მკურნალობას.

სხვა გვერდითი რეაქციები

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით რეაქციას, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

ძალიან ხშირად - შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:

გულისრევა;

ღებინება;

დიარეა;

მუცლის ტკივილი;

მადის დაკარგვა.

ხშირად – შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს:

გემოს დარღვევა;

ვიტამინ B12-ის დეფიციტი.

ძალიან იშვიათი – შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1 ადამიანს:

ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა;

ჰეპატიტი;

ერითემა;

ქავილი;

გამონაყარი.

დამატებითი გვერდითი რეაქციები ბავშვებსა და მოზარდებში

10-16 წლის ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ გლუკოფაჟით® მკურნალობის დროს გვერდითი რეაქციები ხასიათი და სიმძიმე მსგავსი იყო მოზრდილებში არსებული რეაქციებისა.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღების დროს გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ანგარიშგების სისტემის მეშვეობით. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვაში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“:

https://roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა:

სს „მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“

მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5

ტელ.: (+374 60) 83-00-73

ელ. ფოსტა: [email protected]; [email protected]

www.pharm.am

ბელარუსის რესპუბლიკა:

ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო,

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და ცდების ცენტრი

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

რესპუბლიკური კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ლაბორატორია

ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი: ტელ./ფაქსი: +375 (17) 242 00 29

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა:

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური გამოყენების უფლების რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

მისამართი: 010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტ 2“)

ტელ.: +7 (7172) 235 135

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.ndda.kz

ყირგიზეთის რესპუბლიკა:

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

მისამართი: 720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ლინიას ქუჩა, 25

ტელ.: 0800 800 26 26

www.pharm.kg

  • პრეპარატ გლუკოფაჟის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ისე, რომ ვერ ხედავდეს მას.

არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერულ შეფუთვასა და კოლოფზე წარწერის „ვარგისია:“-ს შემდეგ.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ჰიპოგლიკემიის განვითარება არ დაფიქსირებულა მეტფორმინის 85 გ დოზით მიღებისას (მაქსიმალურ დღიურ დოზაზე 42.5-ჯერ მეტი). თუმცა, ამ შემთხვევაში დაფიქსირდა ლაქტოაციდოზი. მნიშვნელოვანმა ჭარბმა დოზირებამ ან მასთან დაკავშირებულმა რისკ-ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზის განვითარება (იხილეთ ნაწილი 4.4, ქვეთავი „განსაკუთრებული მითითებები“).

მკურნალობა

ლაქტოაციდოზის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტი სასწრაფოდ უნდა იყოს ჰოსპიტალიზებული და დიაგნოზი უნდა დაზუსტდეს ლაქტატის კონცენტრაციის განსაზღვრით. ჰემოდიალიზი ორგანიზმიდან ლაქტატის და მეტფორმინის გამოსადევნად ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა. ასევე ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

შემადგენლობა

პრეპარატი გლუკოფაჟი შეიცავს

მოქმედი ნივთიერებაა მეტფორმინი.

გლუკოფაჟი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტფორმინს (ჰიდროქლორიდის სახით).

გლუკოფაჟი, 850 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 850 მგ მეტფორმინს (ჰიდროქლორიდის სახით).

პრეპარატი გლუკოფაჟი, 1000 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინს (ჰიდროქლორიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი K30 და მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა:

ჰიპრომელოზა

გლუკოფაჟი, 1000 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ოპადრი გამჭვირვალე YS-1-7472:

ჰიპრომელოზა

მაკროგოლი 400

მაკროგოლი 8000

პრეპარატს გლუკოფაჟის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

თეთრი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს გამყოფი ხაზით და ერთ მხარეს წარწერით "1000".

10 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 3 ან 5 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში;

15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

20 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 3 ან 5 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე; 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

20 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე; 3 ან 5 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

10 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე; 3, 5, 6 ან 12 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 2, 3 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შპს „ნანოლეკის“ შეფუთვის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია:

გლუკოფაჟი, 500 მგ, 850 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში;

20 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატი, როდესაც ის აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები; ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ინსულინების გარდა; ბიგუანიდები.

ATC კოდი: A10BA02

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

მეტფორმინი - ბიგუანიდი ანტიჰიპერგლიკემიური ეფექტით, ამცირებს როგორც ბაზალურ პოსტპრანდიალურ ჰიპერგლიკემიას. ის არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად, არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.

მეტფორმინი ამცირებს ბაზალური ჰიპერინსულინემიის შემთხვევებს და ინსულინთან ერთად გამოყენებისას ამცირებს ინსულინის მოთხოვნილებას.

მეტფორმინი თავის ანტიჰიპერგლიკემიურ ეფექტს რამდენიმე მექანიზმის მეშვეობით ავლენს:

  • მეტფორმინი ამცირებს ღვიძლში გლუკოზის გამომუშავებას.
  • მეტფორმინი ხელს უწყობს გლუკოზის პერიფერიულ მოხმარებასა და უტილიზაციას, ნაწილობრივ ინსულინის მოქმედების გაძლიერებით.
  • მეტფორმინი ცვლის ნაწლავში გლუკოზის მეტაბოლიზმს: იზრდება სისხლის მიმოქცევიდან შეწოვა და მცირდება საკვებიდან შეწოვა. ნაწლავთან დაკავშირებული დამატებითი მექანიზმები მოიცავს გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1-ის (გმპ-1) გამოთავისუფლების ზრდას და ნაღვლის მჟავის რეზორბციის შემცირებას. მეტფორმინი ცვლის ნაწლავურ მიკრობიომას.

მეტფორმინმა შეიძლება გააუმჯობესოს ლიპიდური პროფილი ჰიპერლიპიდემიის მქონე პირებში.

კლინიკურ კვლევებში, მეტფორმინის მიღებას გავლენა არ მოუხდენია სხეულის წონაზე ან გამოიწვია მისი უმნიშვნელო შემცირება.

მეტფორმინი არის ადენოზინ მონოფოსფატ-ცილა კინაზას (AMPK) აქტივატორი და ზრდის გლუკოზის ყველა ტიპის მემბრანული ტრანსპორტიორების ტრანსპორტირების უნარს.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

რანდომიზებულმა პროსპექტიულმა UKPDS (შაქრიანი დიაბეტის ბრიტანული პროსპექტიული კვლევა) კვლევამ დაადასტურა გლიკემიის დონის ინტენსიური კონტროლის გრძელვადიანი სარგებელი მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულ პაციენტებში.

დიეტური თერაპიის არაეფექტურობის შემდეგ მეტფორმინის მიმღები ჭარბწონიანი პაციენტების შედეგების ანალიზმა გამოავლინა შემდეგი:

  • მეტფორმინის ჯგუფში დიაბეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის გართულების აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება (29.8 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე) მხოლოდ ერთი დიეტურ თერაპიასთან შედარებით (43.3 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე), p = 0.0023, და ჰიპოგლიკემიური სულფონამიდური მონოთერაპიისა და ინსულინის კომბინირებულ ჯგუფებთან შედარებით (40.1 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე), p = 0.0034;
  • შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი 7.5 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე, მხოლოდ დიეტური თერაპია 12.7 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე, p = 0.017;
  • ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი - 13.5 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე, მხოლოდ დიეტურ თერაპიასთან შედარებით - 20.6 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე (p = 0.011) და ჰიპოგლიკემიური სულფონამიდური მონოთერაპიისა და ინსულინის კომბინირებულ ჯგუფებთან შედარებით - 18.9 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე (p = 0.021);
  • მიოკარდიუმის ინფარქტის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი - 11 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე, მხოლოდ დიეტურ თერაპია - 18 შემთხვევა 1000 პაციენტ-წელზე (p = 0.01).

მეტფორმინის მეორე რიგის თერაპიის სახით ჰიპოგლიკემიურ სულფონამიდთან კომბინაციაში გამოყენებისას კლინიკური სარგებელი არ დაფიქსირებულა. მეტფორმინისა და ინსულინის კომბინაცია გამოყენებული იქნა ტიპი 1 დიაბეტის მქონე ზოგიერთ პაციენტში, მაგრამ ამ კომბინაციის კლინიკური სარგებელი ოფიციალურად არ არის დადასტურებული.

ბავშვები

კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა 10-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების შეზღუდულ რაოდენობაზე, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს ერთი წლის განმავლობაში, აჩვენა გლიკემიური რეაქცია, რომელიც მსგავსი იყო მოზრდილებში დაფიქსირებულისა.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა და განაწილება

პერორალური მიღების შემდეგ, მეტფორმინი თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა 50-60%. პლაზმაში Cmax (დაახლოებით 2 მკგ/მლ ან 15 მკმოლ) მიიღწევა 2.5 საათში. მეტფორმინის შეწოვა მცირდება და ნელდება საკვების მიღებასთან ერთად.

მეტფორმინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში და პრაქტიკულად არ უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია

მეტფორმინი ძალიან მცირე მეტაბოლიზმს განიცდის და გამოიყოფა თირკმელებით. ჯანმრთელ პირებში მეტფორმინის კლირენსი არის 400 მლ/წთ (4-ჯერ მეტი, ვიდრე კრეატინინის კლირენსი), რაც მიუთითებს აქტიურ მილაკოვან სეკრეციაზე. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6.5 საათია.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფი

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის დროს ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, რაც ზრდის პრეპარატის დაგროვების რისკს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის

გლუკოფაჟი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

გლუკოფაჟი, 850 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

გლუკოფაჟი, 1000 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: მეტფორმინი

ამ პრეპარატის მიღებამდე წაიკითხეთ სრულად ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
  • ეს პრეპარატი სპეციალურად თქვენთვისაა დანიშნული. არ გაუზიაროთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათ იგივე სიმპტომები აქვთ, რაც თქვენ.
  • თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.

ინსტრუქციის შინაარსი

  • რა არის პრეპარატი გლუკოფაჟი და რისთვის გამოიყენება ის.
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღებამდე.
  • გლუკოფაჟის მიღება.
  • შესაძლო გვერდითი რეაქციები.
  • პრეპარატ გლუკოფაჟის შენახვა.
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
  • რა არის პრეპარატი გლუკოფაჟი და რისთვის გამოიყენება ის

პრეპარატი გლუკოფაჟი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს მეტფორმინს, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების შემდეგ ჯგუფს - „შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო საშუალებები; ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ინსულინების გარდა; ბიგუანიდები“ და გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გლუკოფაჟი გამოიყენება მოზრდილებში:

მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, განსაკუთრებით სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში არ არის საკმარისი სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის სხვა მედიკამენტებთან (პერორალური მედიკამენტები ან ინსულინი) კომბინაციაში;

მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისთვის პრედიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დამატებითი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, რომელთა ცხოვრების წესის ცვლილებითაც არ არის მიღწეული სისხლში გლუკოზის ადეკვატური კონტროლი.

პრეპარატი გლუკოფაჟი გამოიყენება 10 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში:

მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, განსაკუთრებით სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში არ არის საკმარისი სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ან ინსულინთან კომბინაციაში.

როგორ მოქმედებს პრეპარატი გლუკოფაჟი

ინსულინი - ეს არის პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც თქვენი ორგანიზმის უჯრედებს სისხლიდან გლუკოზით (შაქრით) ამარაგებს. თქვენი ორგანიზმი გლუკოზას იყენებს ენერგიის გამოსამუშავებლად, ან ინახავს მას მომავალი საჭიროებებისთვის. თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, თქვენი პანკრეასი ან არ გამოიმუშავებს ს1აკმარის ინსულინს, ან თქვენს სხეულს არ შეუძლია სწორად გამოიყენოს მის მიერ გამომუშავებული ინსულინი. ეს იწვევს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს.

პრეპარატი გლუკოფაჟი ზრდის თქვენი ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ხელს უწყობს ჭარბი გლუკოზის სისხლიდან ქსოვილებში გადატანას, მათი კვებით. მეტფორმინი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის ნორმასთან მაქსიმალურად მიახლოებულ დონემდე შემცირებას. თუ თქვენ ჭარბწონიანი ზრდასრული ადამიანი ხართ, პრეპარატ გლუკოფაჟის® ხანგრძლივი მიღება ასევე დაგეხმარებათ დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების რისკის შემცირებაში.

თუ გაუმჯობესება არ აღინშნება, ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღებამდე

უკუჩვენებები

არ მიიღოთ გლუკოფაჟი:

თუ გაქვთ ალერგია მეტფორმინის ან ფურცელ-ჩანართის მე-6 ნაწილში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

თუ გაქვთ სისხლში გლუკოზისა და კეტონების მომატებული დონე (დიაბეტური კეტოაციდოზი) ან ინსულინის დეფიციტი (დიაბეტური პრეკომა, კომა);

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი (კკ) (სისხლის რაოდენობა, რომლის გაწმენდაც კრეატინინისგან თირკმელებს შეუძლიათ ერთ წუთში) 30 მლ/წთ-ზე ნაკლები);

თუ გაქვთ მწვავე მდგომარეობები, რომლებიც თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკს შეიცავს: დეჰიდრატაცია (დიარეა, ღებინება), მძიმე ინფექციები, შოკი;

თუ გაქვთ მწვავე ან ქრონიკული დაავადებების კლინიკურად მნიშვნელოვანი გამოვლინებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ქსოვილების ჟანგბადის დეფიციტი (ქსოვილების ჰიპოქსია) (მათ შორის გულის მწვავე უკმარისობა, ქრონიკული გულის უკმარისობა არასტაბილური ჰემოდინამიკური პარამეტრებით, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი);

თუ გადატანილი გაქვთ ფართომასშტაბიანი ქირურგიული ჩარევა ან ტრავმა, სადაც ნაჩვენებია ინსულინთერაპია;

თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

თუ გაქვთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან მწვავე ალკოჰოლური მოწამვლა;

თუ ამჟამად გაქვთ ან ადრე გქონდათ სისხლში რძემჟავას დონის მუდმივი მატება (ლაქტოაციდოზი);

თუ დაგეგმილი გაქვთ რადიოიზოტოპური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევები იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების საშუალებით, არ მიიღოთ პრეპარატი გლუკოფაჟი გამოკვლევის დაწყებამდე 48 საათზე ნაკლები ხნის განმავლობაში და გამოკვლევიდან 48 საათის განმავლობაში;

თუ ხართ დაბალკალორიულ დიეტაზე (1000 კკალ/დღეში ნაკლები);

პრეპარატი გლუკოფაჟი არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებს.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

პრეპარატ გლუკოფაჟის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს:

თუ ხართ 60 წელზე მეტი ასაკის და ასრულებთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს;

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი 30-59 მლ/წთ);

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;

თუ აპირებთ წამლის მიცემას 10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის.

ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი

პრეპარატ გლუკოფაჟის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, რომელსაც ლაქტოაციდოზი ეწოდება, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში. ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი ასევე იზრდება დეკომპენსირებული დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ან ალკოჰოლის მოხმარების, დეჰიდრატაციის, ღვიძლის დაავადების და ასევე ნებისმიერი მდგომარეობისას, როდესაც ორგანიზმის ნაწილს ჟანგბადი საკმარისად არ მიეწოდება (მაგალითად, გულის მწვავე დაავადება).

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ გლუკოფაჟს, სიფრთხილით უნდა მიიღოს ის მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად დააქვეითონ თირკმლის ფუნქცია (მაგალითად, ჰიპერტენზიული საშუალებები, შარდმდენები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები). თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე, პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება მცირე ხნით, თუ გაქვთ მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დეჰიდრატაციასთან (ორგანიზმიდან მნიშვნელოვანი სითხის დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, მაღალი ტემპერატურა, ან თუ ჩვეულებრივზე ნაკლებ სითხეს სვამთ. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ ლაქტოაციდოზის რომელიმე სიმპტომს, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.

ლაქტოაციდოზის სიმპტომებია:

ღებინება;

მუცლის ტკივილი;

კუნთების სპაზმები;

ზოგადი სისუსტე, რომელსაც თან ახლავს ძლიერი დაღლილობა;

სუნთქვის გაძნელება;

სხეულის ტემპერატურის დაქვეითება.

ლაქტოაციდოზის დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება საავადმყოფოს პირობებში.

პაციენტები, რომლებსაც აქვთ მიტოქონდრიული დაავადებები ან აქვთ მათზე ეჭვი: მეტფორმინი არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მიტოქონდრიული დაავადებები, როგორიცაა მიტოქონდრიული ენცეფალოპათია ლაქტოაციდოზით და ინსულტის მსგავსი ეპიზოდებით (MELAS - სინდრომი) და დედისგან მემკვიდრეობით მიღებული დიაბეტი და სიყრუე (MIDD), ლაქტოაციდოზის გამწვავებისა და ნევროლოგიური გართულებების რისკის გამო, რამაც შეიძლება გააუარესოს დაავადება. თუ მეტფორმინის მიღების შემდეგ გამოვლინდება MELAS-სინდრომის ან MIDD-ის ნიშნები და სიმპტომები, მეტფორმინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს დიაგნოსტიკური შეფასება.

თირკმლის ფუნქციაზე ზემოქმედება

ვინაიდან გლუკოფაჟი გამოიყოფა თირკმელებით, მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომში რეგულარულად უნდა განისაზღვროს კრეატინინის კლირენსი (CrCl):

  • მინიმუმ წელიწადში ერთხელ, თუ გაქვთ თირკმლის ნორმალური ფუნქცია;
  • ყოველ 3-6 თვეში, თუ თქვენი კრეატინინის კლირენსი არის 45-59 მლ/წთ;
  • ყოველ 3 თვეში, თუ თქვენი კრეატინინის კლირენსი არის 30-44 მლ/წთ.

თუ თქვენი კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია, პრეპარატი უკუნაჩვენებია. თუ ხანდაზმული ხართ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ თირკმლის შესაძლო უკმარისობის, დეჰიდრატაციის (ქრონიკული ან მძიმე დიარეა, ღებინების განმეორებითი შეტევები) ან ჰიპერტენზიული მედიკამენტების, შარდმდენების ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას.

გულის უკმარისობა

თუ გაქვთ გულის უკმარისობა, თქვენ გაქვთ ჰიპოქსიის და თირკმლის უკმარისობის განვითარების მაღალი რისკი. თუ დადასტურდა გულის ქრონიკული უკმარისობა, ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს თქვენი გულის და თირკმლის ფუნქცია პრეპარატ გლუკოფაჟის მიღების დროს.

გლუკოფაჟი უკუნაჩვენებია არასტაბილური ჰემოდინამიკური პარამეტრებით გამოწვეული მწვავე გულის უკმარისობის დროს.

იოდირებული რადიოკონტრასტული საშუალებების გამოყენება

იოდის შემცველი რადიოკონტრასტული საშუალებების ინტრავასკულარულმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რაც თავის მხრივ იწვევს მეტფორმინის დაგროვებას და ლაქტოაციდოზის რისკის ზრდას. თირკმლის ფუნქციის მიხედვით, მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს რენტგენოგრაფიული გამოკვლევის დაწყებამდე და მის დროს 48 საათით ადრე და არ განახლდეს მისი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში, იმ პირობით, რომ გამოკვლევის დროს თირკმლის ფუნქცია ჩაითვალა ნორმალურად.

ქირურგიული ოპერაციები

თუ თქვენ გიტარდებათ ქირურგიული ოპერაცია ზოგადი, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ, პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციის დროს. პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება შეიძლება განახლდეს ოპერაციიდან ან საკვების მიღების განახლებიდან არაუადრეს 48 საათისა, იმ პირობით, რომ თქვენი თირკმლის ფუნქცია შეფასებულია და ნორმალურია.

ბავშვები და მოზარდები

მეტფორმინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადასტურდეს მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი.

ერთწლიანმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეტფორმინი გავლენას არ ახდენს ზრდაზე ან სქესობრივი მომწიფების პროცესზე. თუმცა, გრძელვადიანი მონაცემების ნაკლებობის გამო, რეკომენდებულია მეტფორმინის შემდგომი ეფექტების ფრთხილად მონიტორინგი ბავშვებში ამ პარამეტრებზე, განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

10-12 წლის ბავშვებში საჭიროა განსაკუთრებით ფრთხილი მონიტორინგი.

სხვა სიფრთხილის ზომები

თქვენთვის რეკომენდებულია გაგრძელოთ დიეტის დაცვა დაბალანსებული ნახშირწყლების მიღებით მთელი დღის განმავლობაში. ჭარბწონიან პაციენტებისთვის რეკომენდებულია დაბალკალორიული დიეტის დაცვა (მაგრამ არანაკლებ 1000 კკალ/დღეში).

რეკომენდებულია რეგულარულად ჩაიტაროთ რუტინული ლაბორატორიული ანალიზები შაქრიანი დიაბეტის კონტროლისთვის.

რეკომენდებულია ყოველწლიურად სისხლში B12 ვიტამინის დონის კონტროლი. B12 ვიტამინის დონის შემცირების რისკი იზრდება მეტფორმინის დოზის მატებასთან, თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან და/ან B12 ვიტამინის დეფიციტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.

მხოლოდ მეტფორმინი არ იწვევს ჰიპოგლიკემიას; თუმცა, სიფრთხილეა რეკომენდებული ინსულინთან ან სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (მაგ., სულფონილშარდოვანას ან რეპაგლინიდთან) კომბინაციაში გამოყენებისას.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ პრეპარატი გლუკოფაჟი 10 წლამდე ასაკის ბავშვებს.

სხვა მედიკამენტები და პრეპარატი გლუკოფაჟი

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

თუ გჭირდებათ იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერების მიღება, მაგალითად, რენტგენოგრაფიისთვის, შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება პროცედურის დაწყებამდე და პროცედურის დროს 48 საათით ადრე. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეგიძლიათ განაახლოთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს, რადგან მათი მიღებისას სიფრთხილეა საჭირო:

დანაზოლი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ჰორმონდამოკიდებული დაავადებების სამკურნალოდ);

ქლორპრომაზინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაავადებების სამკურნალოდ);

გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ანთების და ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ);

შარდმდენები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შარდის გამოყოფის გასაზრდელად);

ინექციური ბეტა2-ადრენერგული აგონისტები (ასთმის სამკურნალო მედიკამენტები);

ჰიპერტენზიული საშუალებები (არტერიული წნევის დასაწევი მედიკამენტები);

სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი და აკარბოზა (დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები);

სალიცილატები (ტკივილისა და ანთების სამკურნალო მედიკამენტები);

გულის გარკვეული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (ვერაპამილი, ნიფედიპინი);

კათიონური მედიკამენტები (ამილორიდი, დიგოქსინი, მორფინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, რანიტიდინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი, ვანკომიცინი);

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;

გლუკაგონი (სისხლში დაბალი გლუკოზის სამკურნალო მედიკამენტი);

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები;

ქალის სასქესო ჰორმონები (ესტროგენები);

ფენოთიაზინის წარმოებულები (გარკვეული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები);

ნიკოტინის მჟავა;

ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი);

ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები (რიფამპიცინი, იზონიაზიდი);

ციმეტიდინი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი);

დოლუტეგრავირი (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი);

რანოლაზინი (სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატი);

დაკლატასვირი (C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი);

კიბოს გარკვეული ტიპების სამკურნალო პრეპარატები (კრიზოტინიბი, ვანდეტანიბი, ოლაპარიბი).

პრეპარატი გლუკოფაჟი და ალკოჰოლი

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ზრდის ლაქტოაციდოზის რისკს, განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევებში:

არასწორი კვება, დაბალკალორიული დიეტა;

ღვიძლის უკმარისობა.

ამ მედიკამენტის მიღებისას მოერიდეთ ალკოჰოლს და ეთანოლის შემცველ მედიკამენტებს.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

ორსულობა

საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატი გლუკოფაჟი შეიძლება განიხილებოდეს ორსულობის დროს, როგორც ინსულინის დამატება ან ალტერნატივა.

ძუძუთი კვება

პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეწყვიტოთ თუ არა ძუძუთი კვება პრეპარატ გლუკოფაჟის მიღების დროს.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა მეტფორმინის გავლენა ნაყოფიერებაზე (ჩასახვის უნარზე).

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

თუ თქვენ დანიშნული გაქვთ მხოლოდ პრეპარატი გლუკოფაჟი, არ არსებობს სისხლში გლუკოზის ზედმეტად დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) განვითარების რისკი და, შესაბამისად, პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება არ მოქმედებს თქვენს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუმცა, თქვენ უნდა იცოდეთ ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ, როდესაც იღებთ პრეპარატ გლუკოფაჟს სხვა ჰიპოგლიკემიურ მედიკამენტებთან (სულფონილშარდოვანას, რეპაგლინიდის, ინსულინის და ა.შ.) კომბინაციაში.

  • პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

ეჭვის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები:

მონოთერაპია და კომბინირებული თერაპია სხვა ორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად მე-2 ტიპის დიაბეტის დროს:

პრეპარატ გლუკოფაჟის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ 2-3-ჯერ დღეში.

ყოველ 10-15 დღეში დოზა უნდა დარეგულირდეს პლაზმაში გლუკოზის დონის გაზომვების მიხედვით. დოზის თანდათანობითი გაზრდა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენების შემცირებას.

პრეპარატ გლუკოფაჟის შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ არის 1500-2000 მგ/დღეში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენების შესამცირებლად, დღიური დოზა უნდა გაიყოს 2-3 დოზად. მაქსიმალური დოზაა 3000 მგ/დღეში, გაყოფილი სამ დოზად.

პაციენტები, რომლებიც იღებენ მეტფორმინს 2000-3000 მგ/დღეში დოზით, შეიძლება გადავიდნენ პრეპარატ გლუკოფაჟის 1000 მგ დოზაზე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 3000 მგ/დღეში, გაყოფილი სამ დოზად.

სხვა პერორალური ანტიდიაბეტური მედიკამენტიდან გადასასვლელად, შეწყვიტეთ სხვა მედიკამენტის მიღება და დაიწყეთ მეტფორმინის მიღება ზემოთ მითითებული დოზით.

ინსულინთან კომბინაცია:

თუ გაქვთ მე-2 ტიპის დიაბეტი, პრეპარატი გლუკოფაჟი და ინსულინი შეიძლება გამოყენებულ იქნას კომბინირებული თერაპიის სახით სისხლში გლუკოზის უკეთესი კონტროლის მისაღწევად.

პრეპარატ გლუკოფაჟის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ 2-3-ჯერ დღეში, ხოლო ინსულინის დოზა კორექტირდება სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით.

მონოთერაპია პრედიაბეტისას:

პრეპარატ გლუკოფაჟის ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 1000-1700 მგ დღეში, გაყოფილი 2 დოზად.

რეკომენდებულია გლიკემიური დონის რეგულარული მონიტორინგი თერაპიის გაგრძელების საჭიროების შესაფასებლად.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი გლუკოფაჟი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ინსულინთან კომბინაციაში. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 500 მგ ან 850 მგ დღეში ერთხელ. 10-15 დღის შემდეგ დოზა უნდა დაკორექტირდეს სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით.

პრეპარატი გლუკოფაჟი მაქსიმალური დღიური დოზაა 2000 მგ, დაყოფილი 2-3 დოზად.

მიღების წესი და (ან) გზა

პერორალურად.

ტაბლეტები მიიღეთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ეს თავიდან აგაცილებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასასურველ რეაქციებს.

თუ მიიღეთ პრეპარატ გლუკოფაჟის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ პრეპარატ გლუკოფაჟის საჭიროზე მეტი დოზა, შესაძლოა განვითარდეს ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზის სიმპტომებია: ღებინება; მუცლის ტკივილი; კუნთების სპაზმები; ზოგადი სისუსტე, რომელსაც თან ახლავს ძლიერი დაღლილობა; სუნთქვის გაძნელება; და სხეულის ტემპერატურის დაცემა.

თუ ლაქტოაციდოზის სიმპტომები გამოვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად. მიიღეთ პრეპარატი შემდეგი დოზისთვის განკუთვნილ დროს.

თუ შეწყვეტთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღებას

მიიღეთ პრეპარატი გლუკოფაჟი ყოველდღე, შესვენების გარეშე. თუ შეწყვეტთ მის მიღებას, აცნობეთ ექიმს.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სერიოზულ გვერდითი რეაქციის, ლაქტოაციდოზის, ნიშნებს. ლაქტოაციდოზი ძალიან იშვიათად დაფიქსირდა (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-ს). ლაქტოაციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ღებინებას, მუცლის ტკივილს, კუნთების სპაზმებს, ზოგად სისუსტეს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება და სხეულის ტემპერატურის დაცემა. ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.

ლაქტოაციდოზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი (ნაწილი „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“). ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქცია, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას და სტაციონარულ მკურნალობას.

სხვა გვერდითი რეაქციები

თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ გვერდით რეაქციას, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

ძალიან ხშირად - შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს:

გულისრევა;

ღებინება;

დიარეა;

მუცლის ტკივილი;

მადის დაკარგვა.

ხშირად – შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1 ადამიანს:

გემოს დარღვევა;

ვიტამინ B12-ის დეფიციტი.

ძალიან იშვიათი – შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1 ადამიანს:

ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა;

ჰეპატიტი;

ერითემა;

ქავილი;

გამონაყარი.

დამატებითი გვერდითი რეაქციები ბავშვებსა და მოზარდებში

10-16 წლის ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატ გლუკოფაჟით® მკურნალობის დროს გვერდითი რეაქციები ხასიათი და სიმძიმე მსგავსი იყო მოზრდილებში არსებული რეაქციებისა.

გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

თუ პრეპარატ გლუკოფაჟის მიღების დროს გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ანგარიშგების სისტემის მეშვეობით. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

რუსეთის ფედერაცია

ჯანდაცვაში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)

109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, 4, კორპუსი 1

ტელეფონი: +7 (800) 550-99-03

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“:

https://roszdravnadzor.gov.ru

სომხეთის რესპუბლიკა:

სს „მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრი“

მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ. 49/5

ტელ.: (+374 60) 83-00-73

ელ. ფოსტა: [email protected]; [email protected]

ვებგვერდი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“:

www.pharm.am

ბელარუსის რესპუბლიკა:

ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო,

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო ჯანდაცვაში ექსპერტიზისა და ცდების ცენტრი

მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა

რესპუბლიკური კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ლაბორატორია

ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი: ტელ./ფაქსი: +375 (17) 242 00 29

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა:

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის ეკონომიკური გამოყენების უფლების რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო „მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“

მისამართი: 010000, ქ. ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა. იმანოვის ქუჩა, 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტ 2“)

ტელ.: +7 (7172) 235 135

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“: www.ndda.kz

ყირგიზეთის რესპუბლიკა:

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტი

მისამართი: 720044, ქ. ბიშკეკი, მე-3 ლინიას ქუჩა, 25

ტელ.: 0800 800 26 26

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებგვერდი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელში „ინტერნეტი“:

www.pharm.kg

  • პრეპარატ გლუკოფაჟის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ისე, რომ ვერ ხედავდეს მას.

არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერულ შეფუთვასა და კოლოფზე წარწერის „ვარგისია:“-ს შემდეგ.

ვარგისიანობის ვადაა თვის ბოლო დღე.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარატი, როდესაც ის აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი გლუკოფაჟი შეიცავს

მოქმედი ნივთიერებაა მეტფორმინი.

გლუკოფაჟი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტფორმინს (ჰიდროქლორიდის სახით).

გლუკოფაჟი, 850 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 850 მგ მეტფორმინს (ჰიდროქლორიდის სახით).

პრეპარატი გლუკოფაჟი, 1000 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინს (ჰიდროქლორიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი K30 და მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა:

გლუკოფაჟი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ჰიპრომელოზა

გლუკოფაჟი, 850 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ჰიპრომელოზა

გლუკოფაჟი, 1000 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ოპადრი გამჭვირვალე YS-1-7472:

ჰიპრომელოზა

მაკროგოლი 400

მაკროგოლი 8000

პრეპარატს გლუკოფაჟის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

გლუკოფაჟი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

გლუკოფაჟი, 850 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

გლუკოფაჟი, 1000 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თეთრი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს გამყოფი ხაზით და ერთ მხარეს წარწერით "1000".

გლუკოფაჟი, 500 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

10 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 3 ან 5 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში;

15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

20 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 3 ან 5 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გლუკოფაჟი, 850 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე; 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

20 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე; 3 ან 5 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გლუკოფაჟი, 1000 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

10 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე; 3, 5, 6 ან 12 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 2, 3 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შპს „ნანოლეკის“ შეფუთვის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია:

გლუკოფაჟი, 500 მგ, 850 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში;

20 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

გლუკოფაჟი, 1000 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

15 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 2 ან 4 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან (ფურცელ-ჩანართთან) ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

საფრანგეთი

მერკ სანტე ს.ა.ს

37, რიუ სენ რომენ - 69379 ლიონი სედექს 08

მწარმოებელი

წარმოების ყველა ეტაპი, საბოლოო ხარისხის კონტროლის ჩათვლით:

საფრანგეთი

მერკ სანტე ს.ა.ს

სენტრ დე პროდუქსონ სემუა, 2 რიუ დიუ პრესსუარ ვერ - 45400 სემუა

წარმოების ყველა ეტაპი, საბოლოო ხარისხის კონტროლის ჩათვლით:

რუსეთის ფედერაცია

შპს „ნანოლეკ“

612079, კიროვის ოლქი, ორიჩევსკის მუნიციპალური ოლქი, ლიოვინსკოეს ურბანული დასახლება, ნანოლეკ ტერიტორიის ბიოსამედიცინო კომპლექსი

წარმოების ყველა ეტაპი, საბოლოო ხარისხის კონტროლის ჩათვლით:

ესპანეთი

მერკ ს.ლ.

პოლიგონო მერკ, 08100 მოლლეტ დელ ვალესი, ბარსელონა, ესპანეთი.

შპს „ნანოლეკის“ შეფუთვის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია:

მზა სამკურნალწამლო ფორმის წარმოება და შეფუთვა (პირველადი შეფუთვა):

საფრანგეთი

მერკ სანტე ს.ა.ს.

სემუას წარმოების ცენტრი, რიუ დიუ პრესსუარ ვერ – 45400 სემუა, საფრანგეთი.

მეორეული (სამომხმარებლო შეფუთვა) შეფუთვა და საბოლოო ხარისხის კონტროლი:

რუსეთის ფედერაცია

შპს „ნანოლეკ“

612079, კიროვის ოლქი, ორიჩევსკის მუნიციპალური რაიონი, ლევინსკის ურბანული დასახლება, ნანოლეკ ტერიტორიის ბიოსამედიცინო კომპლექსი

ან

მზა სამკურნალწამლო ფორმის წარმოება და შეფუთვა (პირველადი შეფუთვა):

ესპანეთი

მერკ ს.ლ.

პოლიგონო მერკი, 08100 მოლეტ დელ ვალესი, ბარსელონა, ესპანეთი.

მეორეული (სამომხმარებლო შეფუთვა) შეფუთვა და საბოლოო ხარისხის კონტროლი:

რუსეთის ფედერაცია

შპს „ნანოლეკ“

612079, კიროვის ოლქი, ორიჩევსკის მუნიციპალური რაიონი, ლევინსკის ურბანული დასახლება, ნანოლეკის ტერიტორიის ბიოსამედიცინო კომპლექსი

პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ან ნებისმიერი საჩივრის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

რუსეთის ფედერაცია

შპს „მერკ“

115054 მოსკოვი, ვალოვაიას ქ., კორპუსი 35

ტელ.: +7 495 937 33 04

ელ. ფოსტა: [email protected]

სომხეთის რესპუბლიკა

„Acino Pharma AG-ის“ (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში

0014, ქ. ერევანი, ქ. ადონცის 6/1, 54

ტელ.: + 374 60 67 01 70

ელ. ფოსტა: [email protected]

ბელარუსის რესპუბლიკა

სააქციო საზოგადოების „Аcino Pharma AG“-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში

220062, ქ. მინსკი, პობედიტელის გამზ., 106-34

ტელ.: + 375 (17) 319-91-42

ელ. ფოსტა: [email protected]

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპს „აცინო ყაზ“

050047, ქ. ალმათი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურსულთან ნაზარბაევის გამზირი, სახლი 223, ნ.პ. 243

ტელ.: +7 727 364 56 61

ელ. ფოსტა: [email protected]

ყირგიზეთის რესპუბლიკა

შპს „აცინო კაზ“

050047, ალმათი, ბოსტანდიკის რაიონი, ნურსულთან ნაზარბაევის გამზირი, სახლი 223, ნ.პ. 243

ტელ.: +7 727 364 56 61

ელ. ფოსტა: [email protected]

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია მედიკამენტების ერთიან რეესტრში. გამოყენების ინსტრუქცია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული მედიკამენტების ერთიან რეესტრში და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის უფლებამოსილი ორგანოს (ექსპერტული ორგანიზაციის) ოფიციალურ ვებგვერდზე:

https://lk.regmed.ru/Register/EAEU_SmPC.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა