გლიფორი განეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელად ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები (ბიგუანიდებს). ამ ტიპის პრეპარატები გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ და ჭარბწონიან პაციენტებში გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევისას დიაბეტის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტფორმინ (metformin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ბიგუანიდები
- ATC კოდი
- A10BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0393
- რეგისტრირებულია
- 8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
გლიფორი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გლიფორი განეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელად ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები (ბიგუანიდებს). ამ ტიპის პრეპარატები გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ და ჭარბწონიან პაციენტებში გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევისას დიაბეტის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს და წარმოდგენილია 100 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში.
გლიფორი არის თეთრი, მოგრძო, ორმხრივად ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს ნაჭდევით, მეორე მხარეს - წარწერით 1000.
ინსულინი არის პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც ცირკულირებს სისხლში და უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ სისხლში არსებული გლუკოზის (შაქრის) ათვისებას. თქვენი ორგანიზმი გლუკოზას იყენებს ან ინახავს ენერგიის საწარმოებლად.
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, შესაძლებელია პანკრეასი ვერ აწარმოებდეს საკმარისი რაოდენობით ინსულინს ან თქვენი ორგანიზმი რეგულარულად ვერ იყენებდეს გამომუშავებულ ინსულინს. ეს მდგომარეობა იწვევს თქვენს ორგანიზმში გლუკოზის მაღალ დონეს. გლიფორი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის, რამდენადაც შესაძლებელია, ნორმალურ დონემდე დაქვეითებას.
გლიფორი გამოიყენება განსაკუთრებით ჭარბწონიანი, ტიპი 2 დიაბეტით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ (დიაბეტის სახეობა, სახელად არაინსულინდამოკიდებული დიაბეტი), როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სისხლში შაქრის დონე დაექვემდებაროს კონტროლს.
მოზრდილებს შეუძლიათ გლიფორის გამოყენება მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (პერორალურ პრეპარატებთან ან ინსულინთან) ერთად.
10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებს და მოზადებს შეუძლიათ გლიფორის გამოყენება მონოთერაპიის სახით ან ინსულინთან ერთად.
თუ გლუკოზის მაჩვენებლის ნორმის ფარგლებში შესანარჩუნებლად არ არის საკმარისი მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლა, პრედიაბეტის დროს ინდივიდებში არანაკლებ ერთი რისკ-ფაქტორის არსებობისას ტიპი 2 დიაბეტის პროფილაქტიკა.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი: გამოიყენება ინსულინრეზისტენტობის წინააღმდეგ და ჰიპერინსულინემიის პროფილაქტიკის მიზნით.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება გლიფორის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
გლიფორი ვერ შეცვლის სარგებელს, რომელიც მოაქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს. პრეპარატის გამოყენებისას განაგრძეთ ექიმის მიერ თქვენთვის რეკომენდებული დიეტა და რეგულარული ვარჯიში.
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული სხვა სახით, მოზრდილებისთვის სტანდარტული საწყისი დოზაა დღეში ორჯერ ან სამჯერ 500 მგ ან 850 მგ გლიფორი. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3000 მგ-ს, რომელიც უნდა გაიყოს სამ მიღებაზე.
თუ იღებთ ინსულინსაც, ექიმი აგიხსნით, როგორ უნდა დაიწყოთ გლიფორის მიღება.
დიაბეტის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება: სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 1000-დან 1700 მგ-მდე მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რომელიც უნდა გაიყოს დღეში 2 მიღებაზე ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. იმის შესაფასებლად, ესაჭიროება თუ არა პაციენტს მკურნალობის გაგრძელება, რეგულარული ინტერვალებით უნდა მოხდეს დაკვირვება გლიკემიურ სტატუსზე და ამავე დროს რისკ-ფაქტორებზე.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი: იწყება 500 მგ მეტფორმინით და პაციენტებთან, რომლებსაც აღენიშნებათ კარგი ამტანობა გვერდითი რეაქციების თვალსაზრისით, შესაძლებელია გაიზარდოს 2000 მგ-მდე.
დაკვირვება:
ექიმი რეგულარულად დააკვირდება სისხლში გლუკოზის დონეს და გლიფორის დოზას განსაზღვრავს სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით.
მკურნალობის პერიოდში ექიმი არანაკლებ წელიწადში ერთხელ მოითხოვს თირკმლის ფუნქციების შემოწმებას. თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს ნორმალურად, ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს თირკმლის უფრო ხშირად შემოწმება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
გლიფორის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ. ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ გლიფორის მიღება აღკვეთს პრეპარატის გვერდითი რეაქციების განვითარებას, რომლებიც ზემოქმედებენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
არ დაღეჭოთ ან არ დაფხვნათ ტაბლეტი.
გლიფორის ტაბლეტი ჩაყლაპეთ საკმარისი რაოდენობის წყლით.
თუ დღეში იღებთ გლიფორის ერთ დოზას, დალიეთ დილით (საუზმეზე)
თუ გლიფორს იღებთ დღეში ორჯერ, დალიეთ დილით (საუზმეზე) და საღამოს (ვახშამზე).
თუ გლიფორს იღებთ დღეში სამჯერ, დალიეთ დილით (საუზმეზე), შუადღისას (სადილზე) და საღამოს (ვახშამზე).
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
10 წლის და მეტი ასაკის ბავშვების და მოზარდებისთვის გლიფორის სტანდარტული საწყისი დოზაა დღეში ერთხელ 500 მგ ან 850 მგ. მაქსიმალური დოზაა ორ ან სამ მიღებაზე გაყოფილი 2000 მგ. 10-12 წლის ასაკის ბავშვების მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის სპეციალური დანიშნულებით, რადგანაც ამ ასაკობრივ ჯგუფთან დაკავშირებით არ არსებობს საკმარისი გამოცდილება.
დაკვირვება:
ბავშვებისა და მოზარდებისთვის გლიფორის საჭირო დოზას განსაზღვრავს ექიმი სისხლში შაქრის დონის მიხედვით. რეგულარულად უნდა შეხვდეთ თქვენს ექიმს.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკის მატებასთან ერთად შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის ფუნქციების დარღვევა. ექიმი გლიფორის საჭირო დოზას განსაზღვრავს თირკმლის ფუნქციების მიხედვით. რეგულარულად უნდა შეხვდეთ თქვენს ექიმს.
დაკვირვება:
ექიმი გლიფორის საჭირო დოზას განსაზღვრავს სისხლში შაქრის დონის შესაბამისად. რეგულარულად უნდა შეხვდეთ თქვენს ექიმს.
ექიმმა შესაძლებელია წელიწადში არანაკლებ ერთხელ მოითხოვოს თირკმლის ფუნქციების შემოწმება.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციების დაქვეითება, ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატს უფრო დაბალი დოზით.
ასაკოვნებში არსებობს თირკმლის ფუნქციების დაქვეითების ალბათობა, რის გამოც გლიფორის დოზის კორექტირება უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციების მიხედვით. საჭიროა რეგულარულად შემოწმდეს თირკმლის ფუნქციები.
ღვიძლის უკმარისობა:
არ შეიძლება გლიფორის გამოყენება ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
თუ თვლით, რომ გლიფორის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ გლიფორი საჭიროზე მეტი რაოდენობით
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით გლიფორი, შესაძლებელია განვითარდეს ლაქტაციდოზი. ლაქტაციდოზის სიმპტომებია: ღებინება, მუცლის ტკივილი კუნთების სპაზმით (აბდომინალური ტკივილი), ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება ძლიერი დაღლილობის თანხლებით და სუნთქვის გაძნელება. ლაქტაციდოზის სხვა სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და გულისცემის შენელება. ლაქტაციდოზის ზემოაღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ გლიფორის გამოყენება და დაუკავშირდეთ ექიმს, რადგანაც ლაქტაციდოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა და ამ მდგომარეობას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
თუ შემთხვევით მიიღეთ გლიფორი საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ გლიფორის გამოყენება
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დანიშნულ დროს.
გლიფორით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
არ შეწყვიტოთ გლიფორის მიღება, სანამ ექიმი არ მიგითითებთ, რომ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, გლიფორის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია მეტფორმინზე ან გლიფორის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი);
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა;
თუ სერიოზულად დაქვეითებულია თირკმლის ფუნქციები;
თუ გაქვთ დიაბეტი, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს და მას ახლავს ძლიერი ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, წონაში სწრაფად კლება, ლაქტაციდოზი (ლაქტაციდოზის რისკი განმარტებულია ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის გართულება, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, სახელად „კეტონური სხეულები“, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დიაბეტური კომა. მისი სიმპტომებია კუჭის ტკივილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან არაბუნებრივი, ხილის მსგავსი სუნი პირის ღრუდან.
ორგანიზმში მჟავა-იონების დაგროვება, რომელიც წესით უნდა გამოყოს თირკმელმა, ან ჭარბი ოდენობით ბიკარბონატის იონების დაკარგვა (მეტაბოლური აციდოზი).
მეტაბოლური აციდოზი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: დეზორიენტაცია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი. ამ სიმპტომების გამოვლენისას გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
თუ ხანგრძლივი ან ძლიერი დიარის ან ზედიზედ რამდენიმეჯერ ღებინების გამო დაგეწყოთ ძლიერი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);
დეჰიდრატაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, შესაბამისად ლაქტაციდოზის განვითარების რისკი (გთხოვთ, იხილოთ თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გლიფორი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“).
თუ გაქვთ ინფექციის სერიოზული რისკი, რომელიც ზემოქმედებს ფილტვებზე ან ბრონქებზე ან თირკმელზე.
სერიოზულმა ინფექციებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, შესაბამისად ლაქტაციდოზის განვითარების რისკი (გთხოვთ, იხილოთ თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გლიფორი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“).
თუ იტარებთ მკურნალობას გულის მწვავე უკმარისობის გამო, ან ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი, თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები (როგორიცაა შოკი) ან გიძნელდებათ სუნთქვა, თუ გაქვთ სისტემური დაავადება, რომელიც გამოწვეულია სისხლში ან ქსოვილებში მიკროორგანიზმების ან პათოგენების არსებობის რისკით (სეპტიცემია).
აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს ქსოვილებში ჟანგბადის რესურსის დეფიციტი, შესაბამისად ლაქტაციდოზის განვითარების რისკი (გთხოვთ, იხილოთ თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გლიფორი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“).
თუ იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ გლიფორს:
თუ უნდა ჩაგიტარდეთ რენტგენოგრაფიასთან ან ვიზუალიზაციასთან დაკავშირებული რომელიმე პროცედურა, რომლის დროსაც საჭიროა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინტრავენურად გამოყენება;
თუ უნდა ჩაგიტარდეთ სერიოზული ქირურგიული ჩარევა, პროცედურამდე ან ოპერაციამდე და მის შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეწყვიტოთ გლიფორის გამოყენება.
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაგჭირდებათ თუ არ ამ ხნის განმავლობაში სხვაგვარი მკურნალობა. მნიშვნელოვანია, ზუსტად დაიცვათ ექიმის მითითება.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გლიფორი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ლაქტაციდოზი, როგორც განსაკუთრებული რისკი.
გლიფორმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი რეაქცია, რომელსაც ეწოდება ლაქტაციდოზი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს გამართულად. ლაქტოციდოზის რისკი იზრდება არაკონტროლირებადი დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების გამო ორგანიზმის გაუწყლოების (დეჰიდრატაცია: უფრო მეტი ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ) შემთხვევაში, ღვიძლის პრობლემების, ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის დროს, რომელიც იწვევს ჟანგბადის არასაკმარისად მიწოდებას (მაგალითად, გულის მწვავე მძიმე დაავადებები).
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ შენიშნავთ რომელიმე ზემოთ მითითებულ შემთხვევას, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. ძლიერი ღებინების, ფაღარათის, ცხელების ან თერმული ზემოქმედების შემთხვევაში ან, თუ ჩვეულებრივზე ნაკლებ წყალს დალევთ, შესაძლებელია დაიწყოს ორგანიზმის გაუწყლოება (დეჰიდრატაცია). ამ შემთხვევაში დროებით უნდა შეწყვიტოთ გლიფორი და დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს ექიმს.
ქვემოთ ჩამოთვლილი ლაქტაციდოზის რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული შესაძლებელია პროგრესირებდეს კომამდე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ გლიფორის გამოყენება და დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
ლაქტაციდოზის სიმპტომები:
ღებინება
მუცლის ტკივილი
კუნთების სპაზმი
ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება ძლიერი დაღლილობის თანხლებით
სუნთქვის გაძნელება
სხეულის ტემპერატურის დაქვეითება
გულისცემის შენელება
თუ შენიშნავთ რომელიმე ზემოაღნიშნულ სიმპტომს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. ლაქტაციდოზი სერიოზული სამედიცინო გართულებაა და საჭიროა მისი მკურნალობა სტაციონარის პირობებში.
ნებისმიერი სახის ქირურგიულ ჩარევამდე ან ქირურგიული ჩარევის შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეაჩეროთ გლიფორის გამოყენება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის უნდა დაიწყოთ გლიფორით მკურნალობა.
გლიფორი დამოუკიდებლად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე). მაგრამ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, თუ გლიფორს იღებთ დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ ჰიპოგლიკემია (როგორიცაა სულფონილშარდოვანები, ინსულინი, მეგლიტინიდები). თუ გაქვთ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, გაბრუება, მომატებული ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა, მხედველობის დარღვევები ან კონცენტრაციის დარღვევა, აღნიშნულის გამოსწორებას ხელს შეუწყობს შაქრის შემცველი საკვების ან სასმელის მიღება.
გლიფორით მკურნალობის პერიოდში თქვენი ექიმი წელიწადში არანაკლებ ერთხელ შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას. თუ ხართ ასაკოვანი ან გაქვთ თირკმლის ფუნქციის გაუარესება, შემოწმება უფრო ხშირად ჩატარდება.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
გლიფორის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
გლიფორის მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
გლიფორის გამოყენების დროს უნდა მოერიდოთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი (იხილეთ, თავი 2, „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გლიფორი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“).
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობა:
თირკმლების ფუნქციის დარღვევის და დაქვეითების დროს, ექიმი დიაბეტის სამკურნალოდ უფრო დაბალი დოზის წამალს გამოგიწერთ.
ხანდაზმულებში, თირკმლის ფუნქციების დაქვეითების პოტენციალის არსებობის გამო, გლიფორის დოზა თირკმლის ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება. რეკომენდირებულია, ექიმთან რეგულარული ვიზიტი და კონსულტაცია.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, გლიფორი არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ,ფიქრობთ, რომ გლიფორის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, გლიფორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, გლიფორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ,შეიძლება რძემჟავა აციდოზი განვითარდეს.რძემჟავა აციდოზის ნიშნები:ღებინება, კუნთების კრუნჩხვები და მუცლის ტკივილი (აბდომინალური ტკივილი),ძლიერი დაღლილობა, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება. სხვა ნიშნები შეიძლება იყოს: სხეულის ტემპერატურის დაცემა და გულისცემის შენელება. რძემჟავა აციდოზის ჩამოთვლილი ნიშნების თქვენთან რომელიმეს გამოვლინების შემთხვევაში, გლიფორის გამოყენება მაშინვე შეწყვიტეთ და ექიმს დაუკავშირდით, ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც რძემჟავა აციდოზი შეიძლება დამძიმდეს და კომა გამოიწვიოს, ეს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
თუ, გლიფორის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
თუ, გლიფორის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
თუ, წამლის მიღება დაგავიწყდებათ, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და მომდევნო დოზა ჩვეულებრივ, ნორმალურ დროზე მიიღეთ.
მოვლენები, რომელიც გლიფორით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის მითითების გარეშე გლიფორის გამოყენება არ შეწყვიტოთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გლიფორის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული
ალკოჰოლი
ლაქტური აციდოზის რისკი იზრდება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს, განსაკუთრებით შემდეგ სიტუაციებში:
შიმშილი, არასწორი კვება ან
ღვიძლის დარღვევა
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები
მეტფორმინის გამოყენება უნდა შეწყდეს გაშუქების პროცედურამდე ან მის დროს და უნდა დაიწყოს მხოლოდ 48 საათის შემდეგ თირკმელების ფუნქციის ხელახლა შეფასების შემდეგ და ნორმალიზების შემდეგ (იხ. ნაწილი 4.2 და 4.4).
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს ერთად გამოყენებისას
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თირკმლის ფუნქციაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ლაქტური აციდოზის რისკი, მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის შარდმდენები, განსაკუთრებით მარყუჟის დიურეზულები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, აგფ ინჰიბიტორები, შერჩევითი ციკლოოქსიგენაზას (COX) II ინჰიბიტორები.
შიგნით მისაღები ჰიპერგლიკემიური აქტივობის მქონე სამკურნალო საშუალებები [მაგ: გლუკოკორტიკოიდები (შეიყვანება სისტემურად და ადგილობრივად) და სიმპათომიმეზურები]
შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლში გლუკოზის უფრო ხშირად გაზომვა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. საჭიროების შემთხვევაში, უნდა დარეგულირდეს მეტფორმინის დოზა მოცემული სამკურნალო პროდუქტით მკურნალობის დროს და პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ორგანული კათიონების გადამტანები (OCT)
მეტფორმინი არის როგორც OKT1, ასევე OKT2 გადამყვანის სუბსტრატი.
მეტფორმინის ერთდროული მიღება შემდეგ საშუალებებთან:
OKT1 ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ვერაპამილი, შეიძლება შეამცირონ ეფექტურობა
OKT1 ინდუქტორებმა, როგორიცაა რიფამპიცინი, შეიძლება გაზარდონ მეტფორმინის ეფექტურობა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შეწოვა.
OKT2 ინჰიბიტორებმა, როგორიცაა ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვანდეტანიბი, იზავუკონაზოლი შეიძლება შეამცირონ მეტფორმინის თირკმელებით ელიმინაცია, რითაც გამოიწვიონ მეტფორმინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა.
OKT1 და OKT2 ინჰიბიტორებმა, როგორიცაა კრიზონიტიბი და ოლაპარიბი, შეიძლება შეცვალონ მეტფორმინის ეფექტურობა და თირკმელებით ელიმინაცია.
ამ პრეპარატების მეტფორმინთან ერთად გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან მეტფორმინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს. ვინაიდან OXT ინჰიბიტორებმა/ინდუქტორებმა შეიძლება შეცვალონ მეტფორმინის ეფექტურობა, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს მეტფორმინის დოზის კორექცია.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
პედიატრიული პოპულაცია
ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობის პერიოდში დიაბეტის სამკურნალოდ დაგჭირდებათ ინსულინი. თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, გლიფორის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს. ამ შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს მკურნალობა.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით დაავადებულმა პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ მეტფორმინს, ორსულობის დადგენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია

არ გამოიყენოთ გლიფორი, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გლიფორი დამოუკიდებლად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე). შესაბამისად გლიფორი ზემოქმედებას არ მოახდენს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.
მაგრამ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, თუ გლიფორს იღებთ დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანები, ინსულინი, მეგლიტინიდები). ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია: სისუსტე, გაბრუება, მომატებული ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა, მხედველობის დარღვევა ან კონცენტრაციის დარღვევა. თუ იგრძნობთ ამ სიმპტომებს, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გლიფორის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არა გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა გლიფორის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, არ არის მოსალოდნელი ამ ნივთიერებებიდან გამომდინარე უარყოფითი ზემოქმედება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ უნდა ჩაგიტარდეთ რომელიმე პროცედურა, დაკავშირებული რენტგენოგრაფიასთან ან ვიზუალიზაციასთან, რომლის დროსაც საჭიროა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინტრავენურად გამოყენება, ინექციამდე ან ინექციის დროს უნდა შეწყვიტოთ გლიფორის გამოყენება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და როდის უნდა დაიწყოთ მკურნალობა გლიფორით.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს. შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლში შაქრის დონის ან თირკმლის ფუნქციის ტესტების უფრო ხშირად ჩატარება ან გლიფორის დოზის კორექტირება. თუ იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს, ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს მათთან ერთად გლიფორის გამოყენება:
პრეპარატი, რომელიც ზრდის შარდის წარმოქმნას (დიურეზული საშუალებები);
ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) და ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგი პრეპარატი (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები);
ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-2 აგონისტები (პრეპარატები - სალბუტამოლი ან ტერბუტალინი);
კორტიკოსტეროიდების ჯგუფის პრეპარატები, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ასთმის ან მძიმე ფორმის კანის ანთების სამკურნალოდ;
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციების დაქვეითება, პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში გლიფორის რაოდენობის შეცვლა (როგორიცაა ვერაპამილი, რიფამპიცინი, ციმედიტინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვანდეტანიბი, იზავუკონაზოლი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი);
დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
გულისრევა,
ღებინება,
ფაღარათი,
მუცლის ტკივილი,
უმადობა.
როგორც წესი, ეს არასასურველი რეაქციები ვლინდება მკურნალობის დაწყებისას. პროფილაქტიკის სახით რეკომენდებულია, გაანაწილოთ მეტფორმინის დღიური დოზა და მიიღოთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. თუ ეს სიმპტომები გაგრძელდება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ გლიფორის მიღება და მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს.
ხშირი:
გემოს აღქმის დარღვევა (პირში ლითონის გემო),
ასთენია,
თავბრუსხვევა და გაბრუება,
თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათი:
ლაქტაციდოზი.
ლაქტაციდოზი, ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს გამართულად. ამ გართულების შემთხვევაში შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი მკურნალობა. ლაქტაციდოზის სიმპტომებია: ღებინება, მუცლის ტკივილი კუნთების სპაზმით (აბდომინალური ტკივილი), ძლიერი დაღლილობა, ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება. ასევე ლაქტაციდოზის სხვა სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და გულისცემის შენელება. ამ სიმპტომების გამოვლენისას შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა, რადგან ლაქტაციდოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ გლიფორის გამოყენება და მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს.
მეტაბოლური აციდოზი (ახასიათებს დეზორიენტაცია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, ღებინება, გულისრევა და თავის ტკივილი).
ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების დარღვევები,
ჰეპატიტი (ეს არის ღვიძლის ანთება და ახასიათებს დაღლილობა, უმადობა, წონაში კლება, კანის და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე),
ამ შემთხვევაში შეაჩერეთ გლიფორის გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
ქოლესტაზური ჰეპატიტი (ახასიათებს სიყვითლე, ღია ფერის განავალი, ქავილი, სისუსტე, უმადობა),
ღვიძლის ფერმენტების დონის მატება,
სისხლის შედედების დარღვევები, ანემია (ჰემოლიზური ანემია),
სისხლში B12 ვიტამინის დაბალი დონე,
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ნორმაზე დაბალი დონე, რომელიც ვლინდება კანკალით, ოფლიანობით, ტუჩების და ენის დაბუჟებით, სიფერმკრთალით, პალპიტაციით და მოუსვენრობით),
კანის რეაქციები, როგორიცაა კანის სიწითლე (ერითემა), ქავილი, ჭინჭრის ციება,
კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი პრიალა, იისფერი პაპულების სახით,
წონაში კლება და სიგამხდრე (კახექსია), მადის დაქვეითება (ანორექსია).
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები და მოზარდები:
ბავშვებისა და მოზარდებისგან მიღებული შეზღუდული მონაცემები გვიჩვენებს, რომ გვერდითი რეაქციები ხასიათისა და სიმძიმის თვალსაზრისით მოზრდილებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციების მსგავსია.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში..
- გლიფორის შენახვა
გლიფორი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე სინათლისგან დაცული სახით.
გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.
არ გამოიყენოთ გლიფორი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
არ გამოიყენოთ გლიფორი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს ბილიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ბეიოღლუ - სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს ბილიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
გებზე - ქოჯაელი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 15.10.2018 წელს.
12028163
ჭარბი დოზა
ჰიპოგლიკემია არ გამოვლენილა მეტფორმინის ჰიდროქლორიდის 85 გ-მდე დოზების მიღებისას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა ლაქტოაციდოზი. მეტფორმინის დოზის გადაჭარბებამ ან თანმხლებმა რისკებმა შეიძლება გამოიწვიოს ლაქტური აციდოზი. ლაქტური აციდოზი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში. ორგანიზმიდან ლაქტატისა და მეტფორმინის ამოღების ყველაზე ეფექტური გზა ჰემოდიალიზის ჩატარებაა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც ექვივალენტურია 780 მგ მეტფორმინის ბაზის.
დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
60 თვე
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა
მუყაოს კოლოფი შეიცავს PVC/PE/PVDC/Al ბლისტერებს, რომლებიც შეიცავენ 100 ცალ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტს და გამოყენების ინსტრუქციას.
- 6. ადამიანის გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულების“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის წესების“ შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
BILIM ILAC SAN. ve Tic. A.S.
კაპტანფაშა მაჰ. ზინჯილიქიუ Cad. No: 184 34440 ბეიოღლუ-სტამბოლი
ტელ: +90 (212) 365 15 00
ფაქსი: +90 (212) 276 29 19
- ლიცენზიის ნომერი
209/19
- პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 17.10.2006
ლიცენზიის განახლების თარიღი:
- სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი:
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლში გლუკოზას (ინსულინის გარდა), ბიგუანიდები
ათქ კოდი: A10BA02
მოქმედების მექანიზმი
მეტფორმინი არის ბიგუანიდი, რომელიც ამცირებს პლაზმაში გლუკოზის ბაზალურ და პოსტპრანდიალურ დონეს თავისი ანტიჰიპერგლიკემიური ეფექტით. ის არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.
მეტფორმინს ახასიათებს შემდგომი სამი მოქმედების მექანიზმი:
ის ამცირებს ღვიძლის გლუკოზის გამომუშავებას გლუკონეოგენეზისა და გლიკოგენოლიზის ინჰიბირებით.
აუმჯობესებს გლუკოზის პერიფერიულ ათვისებას და გამოყენებას კუნთებში ინსულინის მგრძნობელობის გაზრდით.
აფერხებს გლუკოზის ნაწლავში შეწოვას.
მეტფორმინი ასტიმულირებს უჯრედშიდა გლიკოგენის სინთეზს გლიკოგენის სინთეზზე მოქმედებით.
მეტფორმინი ზრდის ყველა ცნობილი მემბრანული გლუკოზის ტრანსპორტირების (GLUT) სატრანსპორტო შესაძლებლობებს. კლინიკურ კვლევებში, მეტფორმინის გამოყენება დაკავშირებული იყო სხეულის წონის სტაბილურობასთან ან მცირე წონის დაკლებასთან. ადამიანებში მეტფორმინს აქვს სასარგებლო გავლენა ლიპიდურ მეტაბოლიზმზე, გლიკემიაზე მისი გავლენისგან დამოუკიდებლად. ეს სარგებელი გამოვლინდა კონტროლირებად, საშუალოვადიან ან გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში თერაპიული დოზებით: მეტფორმინი ამცირებს მთლიან ქოლესტერინს, LDL ქოლესტერინს და ტრიგლიცერიდების დონეს.
კლინიკური ეფექტურობა
პერსპექტიულმა რანდომიზებულმა კვლევამ (UKPDS) დაადგინა სისხლში გლუკოზის მკაცრი კონტროლის გრძელვადიანი სარგებელი მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში. ჭარბი წონის მქონე პაციენტების შედეგები, რომლებიც მკურნალობდნენ მეტფორმინით მხოლოდ დიეტური თერაპიის წარუმატებლობის შემდეგ, ნაჩვენებია ქვემოთ:
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჯგუფში, მათ შორის, ვინც მკურნალობდა მხოლოდ დიეტით (43.3 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი), p=0.0023 და კომბინირებულ სულფონილშარდოვანას და ინსულინის მონოთერაპიის ჯგუფებში (40.1 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი), p=0.0034 დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების რისკის შემცირება (29.8 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი).
დიაბეტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: 7.5 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი მეტფორმინთან ერთად, 12.7 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი მხოლოდ დიეტით ნამკურნალებებში, p = 0.017.
საერთო სიკვდილიანობის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: 13.5 მოვლენა/1000 პაციენტ-წელი მეტფორმინთან ერთად, 20.6 მოვლენა/1000 პაციენტი-წელი მხოლოდ დიეტით (p=0.011) და 18.9 მოვლენა/1000 პაციენტი სულფონილურეასთან და ინსულინის მონოთერაპიის ჯგუფებთან კომბინაციაში - წელი. (p=0.021).
მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი 11 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელი, დიეტა მხოლოდ 18 შემთხვევა/1000 პაციენტ-წელი (p=0.01)
როდესაც მეტფორმინი გამოიყენება სულფონილშარდოვანასთან ერთად, როგორც მეორე რიგის თერაპია, კლინიკური შედეგების თვალსაზრისით სარგებელი არ არის ნაჩვენები. ტიპი 1 დიაბეტის დროს, მეტფორმინისა და ინსულინის კომბინაცია გამოიყენებოდა შერჩეულ პაციენტებში; თუმცა, ამ კომბინაციის კლინიკური სარგებელი ოფიციალურად არ არის გამოქვეყნებული.
პედიატრიული პოპულაცია
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ჩატარდა 10-დან 16 წლამდე ასაკის შეზღუდულ პედიატრიულ პოპულაციაში, რომლებიც მკურნალობდნენ ერთი წლის განმავლობაში, გლიკემიური კონტროლის კუთხით მსგავსი პასუხი იყო მოზრდილებში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების პერორალური დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 2,5 საათში (tmax). 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ ადამიანებში არის დაახლოებით 50-60%. პერორალური მიღების შემდეგ განავალში აღმოჩენილი არააბსორბირებული წილი არის 20-30%.
პერორალური მიღების შემდეგ, მეტფორმინის შეწოვამ შეიძლება მიაღწიოს გაჯერებას და არასრული იყოს. მეტფორმინის შეწოვის ფარმაკოკინეტიკა ითვლება არაწრფივად.
მეტფორმინის რეკომენდირებული დოზებისა და დოზირების გრაფიკის დროს, პლაზმაში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 საათში და დონეები, როგორც წესი, 1 მიკროგრამ/მლ-ზე ნაკლებია. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის მაქსიმალური დონე პლაზმაში (Cmax) არ აღემატებოდა 5 მიკროგრამს/მლ, თუნდაც მაქსიმალური დოზებით. საკვები ამცირებს და ოდნავ ანელებს მეტფორმინის შეწოვას. 850 მგ ტაბლეტის პერორალური მიღების შემდეგ დაფიქსირდა პლაზმაში პიკური კონცენტრაციის 40%-ით შემცირება, მრუდის ქვეშ მდებარე ფართობის 25%-ით შემცირება (AUC) და დროის 35-წუთიანი გახანგრძლივება პლაზმის მაქსიმალურ კონცენტრაციამდე. ამ აღმოჩენების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
განაწილება
პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში. სისხლში პიკური კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე პიკური პლაზმური კონცენტრაცია და ორივე მიიღწევა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. განაწილების მეორადი ნაწილი, სავარაუდოდ, შედგება სისხლის წითელი უჯრედებისგან. განაწილების საშუალო მოცულობა (Vd) მერყეობს 63-276 ლ შორის.
ბიოტრანსფორმაცია
მეტფორმინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. მისი მეტაბოლიტი ადამიანებში არ არის გამოვლენილი.
ელიმინაცია
მეტფორმინის თირკმლის კლირენსი არის >400 მლ/წთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. პერორალური მიღების შემდეგ აშკარა ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6,5 საათს. თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, მეტფორმინის თირკმლის კლირენსი მცირდება კრეატინინის კლირენსის პროპორციულად და, შესაბამისად, მისი ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, რაც იწვევს პრეპარატის პლაზმური კონცენტრაციის ზრდას.
წრფივობა/არაწრფივობა
ითვლება, რომ მეტფორმინის შეწოვის ფარმაკოკინეტიკა არაწრფივია.
სპეციალური ჯგუფის პაციენტები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებზე მონაცემები არასაკმარისია და ამ ქვეჯგუფში მეტფორმინის სისტემური ზემოქმედების საკმარისად სანდო შეფასება შეუძლებელია თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. ამიტომ დოზის კორექცია უნდა მოხდეს კლინიკური ეფექტისა და ტოლერანტობის გათვალისწინებით.
პედიატრიული პოპულაცია
ერთჯერადი დოზის შესწავლა
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის 500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, პედიატრიულ პაციენტებში აღინიშნებოდა იგივე ფარმაკოკინეტიკური პროფილი, როგორც ჯანმრთელ მოზრდილებში.
მრავალჯერადი დოზის შესწავლა
მონაცემები შემოიფარგლება ერთი კვლევით. პიკური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) და სისტემური ექსპოზიცია (AUC0-t) პედიატრიულ პაციენტებში 500 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში უფრო დაბალი იყო, ვიდრე მოზრდილ პაციენტებში 500 მგ ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში 33% და 40%, შესაბამისად. ამ შემცირებას აქვს შეზღუდული კლინიკური მნიშვნელობა, რადგან დოზა რეგულირდება ინდივიდუალურად გლიკემიური კონტროლის საფუძველზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სს ბილიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სმარტფონის /ტაბლეტის ან QR კოდის წამკითხველის გამოყენებით QR კოდის სკანირების გზით.
გამოყენების ინსტრუქცია
გლიფორი® 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
მიიღება პერორალურად.
აქტიური ნივთიერება:
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 780 მგ მეტფორმინის ეკვივალენტურ 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, პოვიდონ K30, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსილპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, პროპილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის გლიფორი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება გლიფორის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება გლიფორი?
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
- გლიფორის შენახვა
- რა არის გლიფორი და რისთვის გამოიყენება?
გლიფორი განეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელად ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები (ბიგუანიდებს). ამ ტიპის პრეპარატები გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ და ჭარბწონიან პაციენტებში გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევისას დიაბეტის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით.
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს და წარმოდგენილია 100 ტაბლეტის შემცველ ბლისტერის შეფუთვაში.
გლიფორი არის თეთრი, მოგრძო, ორმხრივად ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს ნაჭდევით, მეორე მხარეს - წარწერით 1000.
ინსულინი არის პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც ცირკულირებს სისხლში და უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ სისხლში არსებული გლუკოზის (შაქრის) ათვისებას. თქვენი ორგანიზმი გლუკოზას იყენებს ან ინახავს ენერგიის საწარმოებლად.
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, შესაძლებელია პანკრეასი ვერ აწარმოებდეს საკმარისი რაოდენობით ინსულინს ან თქვენი ორგანიზმი რეგულარულად ვერ იყენებდეს გამომუშავებულ ინსულინს. ეს მდგომარეობა იწვევს თქვენს ორგანიზმში გლუკოზის მაღალ დონეს. გლიფორი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის, რამდენადაც შესაძლებელია, ნორმალურ დონემდე დაქვეითებას.
გლიფორი გამოიყენება განსაკუთრებით ჭარბწონიანი, ტიპი 2 დიაბეტით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ (დიაბეტის სახეობა, სახელად არაინსულინდამოკიდებული დიაბეტი), როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სისხლში შაქრის დონე დაექვემდებაროს კონტროლს.
მოზრდილებს შეუძლიათ გლიფორის გამოყენება მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან (პერორალურ პრეპარატებთან ან ინსულინთან) ერთად.
10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებს და მოზადებს შეუძლიათ გლიფორის გამოყენება მონოთერაპიის სახით ან ინსულინთან ერთად.
თუ გლუკოზის მაჩვენებლის ნორმის ფარგლებში შესანარჩუნებლად არ არის საკმარისი მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლა, პრედიაბეტის დროს ინდივიდებში არანაკლებ ერთი რისკ-ფაქტორის არსებობისას ტიპი 2 დიაბეტის პროფილაქტიკა.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი: გამოიყენება ინსულინრეზისტენტობის წინააღმდეგ და ჰიპერინსულინემიის პროფილაქტიკის მიზნით.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება გლიფორის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ გლიფორი შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგია მეტფორმინზე ან გლიფორის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი);
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემა;
თუ სერიოზულად დაქვეითებულია თირკმლის ფუნქციები;
თუ გაქვთ დიაბეტი, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს და მას ახლავს ძლიერი ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, წონაში სწრაფად კლება, ლაქტაციდოზი (ლაქტაციდოზის რისკი განმარტებულია ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის გართულება, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, სახელად „კეტონური სხეულები“, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დიაბეტური კომა. მისი სიმპტომებია კუჭის ტკივილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, ძილიანობა ან არაბუნებრივი, ხილის მსგავსი სუნი პირის ღრუდან.
ორგანიზმში მჟავა-იონების დაგროვება, რომელიც წესით უნდა გამოყოს თირკმელმა, ან ჭარბი ოდენობით ბიკარბონატის იონების დაკარგვა (მეტაბოლური აციდოზი).
მეტაბოლური აციდოზი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: დეზორიენტაცია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი. ამ სიმპტომების გამოვლენისას გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
თუ ხანგრძლივი ან ძლიერი დიარის ან ზედიზედ რამდენიმეჯერ ღებინების გამო დაგეწყოთ ძლიერი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);
დეჰიდრატაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, შესაბამისად ლაქტაციდოზის განვითარების რისკი (გთხოვთ, იხილოთ თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გლიფორი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“).
თუ გაქვთ ინფექციის სერიოზული რისკი, რომელიც ზემოქმედებს ფილტვებზე ან ბრონქებზე ან თირკმელზე.
სერიოზულმა ინფექციებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, შესაბამისად ლაქტაციდოზის განვითარების რისკი (გთხოვთ, იხილოთ თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გლიფორი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“).
თუ იტარებთ მკურნალობას გულის მწვავე უკმარისობის გამო, ან ახლო წარსულში გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი, თუ გაქვთ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები (როგორიცაა შოკი) ან გიძნელდებათ სუნთქვა, თუ გაქვთ სისტემური დაავადება, რომელიც გამოწვეულია სისხლში ან ქსოვილებში მიკროორგანიზმების ან პათოგენების არსებობის რისკით (სეპტიცემია).
აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს ქსოვილებში ჟანგბადის რესურსის დეფიციტი, შესაბამისად ლაქტაციდოზის განვითარების რისკი (გთხოვთ, იხილოთ თავი „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გლიფორი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“).
თუ იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ გლიფორს:
თუ უნდა ჩაგიტარდეთ რენტგენოგრაფიასთან ან ვიზუალიზაციასთან დაკავშირებული რომელიმე პროცედურა, რომლის დროსაც საჭიროა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინტრავენურად გამოყენება;
თუ უნდა ჩაგიტარდეთ სერიოზული ქირურგიული ჩარევა, პროცედურამდე ან ოპერაციამდე და მის შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეწყვიტოთ გლიფორის გამოყენება.
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაგჭირდებათ თუ არ ამ ხნის განმავლობაში სხვაგვარი მკურნალობა. მნიშვნელოვანია, ზუსტად დაიცვათ ექიმის მითითება.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გლიფორი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ლაქტაციდოზი, როგორც განსაკუთრებული რისკი.
გლიფორმა შესაძლებელია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი რეაქცია, რომელსაც ეწოდება ლაქტაციდოზი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს გამართულად. ლაქტოციდოზის რისკი იზრდება არაკონტროლირებადი დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივი შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების გამო ორგანიზმის გაუწყლოების (დეჰიდრატაცია: უფრო მეტი ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ) შემთხვევაში, ღვიძლის პრობლემების, ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის დროს, რომელიც იწვევს ჟანგბადის არასაკმარისად მიწოდებას (მაგალითად, გულის მწვავე მძიმე დაავადებები).
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ შენიშნავთ რომელიმე ზემოთ მითითებულ შემთხვევას, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს. ძლიერი ღებინების, ფაღარათის, ცხელების ან თერმული ზემოქმედების შემთხვევაში ან, თუ ჩვეულებრივზე ნაკლებ წყალს დალევთ, შესაძლებელია დაიწყოს ორგანიზმის გაუწყლოება (დეჰიდრატაცია). ამ შემთხვევაში დროებით უნდა შეწყვიტოთ გლიფორი და დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს ექიმს.
ქვემოთ ჩამოთვლილი ლაქტაციდოზის რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული შესაძლებელია პროგრესირებდეს კომამდე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ გლიფორის გამოყენება და დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
ლაქტაციდოზის სიმპტომები:
ღებინება
მუცლის ტკივილი
კუნთების სპაზმი
ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება ძლიერი დაღლილობის თანხლებით
სუნთქვის გაძნელება
სხეულის ტემპერატურის დაქვეითება
გულისცემის შენელება
თუ შენიშნავთ რომელიმე ზემოაღნიშნულ სიმპტომს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. ლაქტაციდოზი სერიოზული სამედიცინო გართულებაა და საჭიროა მისი მკურნალობა სტაციონარის პირობებში.
ნებისმიერი სახის ქირურგიულ ჩარევამდე ან ქირურგიული ჩარევის შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეაჩეროთ გლიფორის გამოყენება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის უნდა დაიწყოთ გლიფორით მკურნალობა.
გლიფორი დამოუკიდებლად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე). მაგრამ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, თუ გლიფორს იღებთ დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ ჰიპოგლიკემია (როგორიცაა სულფონილშარდოვანები, ინსულინი, მეგლიტინიდები). თუ გაქვთ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, გაბრუება, მომატებული ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა, მხედველობის დარღვევები ან კონცენტრაციის დარღვევა, აღნიშნულის გამოსწორებას ხელს შეუწყობს შაქრის შემცველი საკვების ან სასმელის მიღება.
გლიფორით მკურნალობის პერიოდში თქვენი ექიმი წელიწადში არანაკლებ ერთხელ შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას. თუ ხართ ასაკოვანი ან გაქვთ თირკმლის ფუნქციის გაუარესება, შემოწმება უფრო ხშირად ჩატარდება.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან, თუ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
გლიფორის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
გლიფორის მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
გლიფორის გამოყენების დროს უნდა მოერიდოთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გაზარდოს ლაქტაციდოზის რისკი (იხილეთ, თავი 2, „ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში გლიფორი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით“).
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობის პერიოდში დიაბეტის სამკურნალოდ დაგჭირდებათ ინსულინი. თუ ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, გლიფორის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს. ამ შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს მკურნალობა.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით დაავადებულმა პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ მეტფორმინს, ორსულობის დადგენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ გლიფორი, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
გლიფორი დამოუკიდებლად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე). შესაბამისად გლიფორი ზემოქმედებას არ მოახდენს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვის უნარზე.
მაგრამ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, თუ გლიფორს იღებთ დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანები, ინსულინი, მეგლიტინიდები). ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია: სისუსტე, გაბრუება, მომატებული ოფლიანობა, აჩქარებული გულისცემა, მხედველობის დარღვევა ან კონცენტრაციის დარღვევა. თუ იგრძნობთ ამ სიმპტომებს, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და მექანიზმი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გლიფორის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
თუ არა გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა გლიფორის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, არ არის მოსალოდნელი ამ ნივთიერებებიდან გამომდინარე უარყოფითი ზემოქმედება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
თუ უნდა ჩაგიტარდეთ რომელიმე პროცედურა, დაკავშირებული რენტგენოგრაფიასთან ან ვიზუალიზაციასთან, რომლის დროსაც საჭიროა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების ინტრავენურად გამოყენება, ინექციამდე ან ინექციის დროს უნდა შეწყვიტოთ გლიფორის გამოყენება. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და როდის უნდა დაიწყოთ მკურნალობა გლიფორით.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს. შესაძლებელია საჭირო გახდეს სისხლში შაქრის დონის ან თირკმლის ფუნქციის ტესტების უფრო ხშირად ჩატარება ან გლიფორის დოზის კორექტირება. თუ იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს, ექიმმა ყურადღებით უნდა შეაფასოს მათთან ერთად გლიფორის გამოყენება:
პრეპარატი, რომელიც ზრდის შარდის წარმოქმნას (დიურეზული საშუალებები);
ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) და ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგი პრეპარატი (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტები);
ასთმის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-2 აგონისტები (პრეპარატები - სალბუტამოლი ან ტერბუტალინი);
კორტიკოსტეროიდების ჯგუფის პრეპარატები, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ასთმის ან მძიმე ფორმის კანის ანთების სამკურნალოდ;
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციების დაქვეითება, პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში გლიფორის რაოდენობის შეცვლა (როგორიცაა ვერაპამილი, რიფამპიცინი, ციმედიტინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვანდეტანიბი, იზავუკონაზოლი, კრიზოტინიბი, ოლაპარიბი);
დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატები.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება გლიფორი?
გლიფორი ვერ შეცვლის სარგებელს, რომელიც მოაქვს ჯანსაღი ცხოვრების წესს. პრეპარატის გამოყენებისას განაგრძეთ ექიმის მიერ თქვენთვის რეკომენდებული დიეტა და რეგულარული ვარჯიში.
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული სხვა სახით, მოზრდილებისთვის სტანდარტული საწყისი დოზაა დღეში ორჯერ ან სამჯერ 500 მგ ან 850 მგ გლიფორი. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3000 მგ-ს, რომელიც უნდა გაიყოს სამ მიღებაზე.
თუ იღებთ ინსულინსაც, ექიმი აგიხსნით, როგორ უნდა დაიწყოთ გლიფორის მიღება.
დიაბეტის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება: სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 1000-დან 1700 მგ-მდე მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რომელიც უნდა გაიყოს დღეში 2 მიღებაზე ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. იმის შესაფასებლად, ესაჭიროება თუ არა პაციენტს მკურნალობის გაგრძელება, რეგულარული ინტერვალებით უნდა მოხდეს დაკვირვება გლიკემიურ სტატუსზე და ამავე დროს რისკ-ფაქტორებზე.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი: იწყება 500 მგ მეტფორმინით და პაციენტებთან, რომლებსაც აღენიშნებათ კარგი ამტანობა გვერდითი რეაქციების თვალსაზრისით, შესაძლებელია გაიზარდოს 2000 მგ-მდე.
დაკვირვება:
ექიმი რეგულარულად დააკვირდება სისხლში გლუკოზის დონეს და გლიფორის დოზას განსაზღვრავს სისხლში გლუკოზის დონის მიხედვით.
მკურნალობის პერიოდში ექიმი არანაკლებ წელიწადში ერთხელ მოითხოვს თირკმლის ფუნქციების შემოწმებას. თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს ნორმალურად, ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს თირკმლის უფრო ხშირად შემოწმება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
გლიფორის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ. ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ გლიფორის მიღება აღკვეთს პრეპარატის გვერდითი რეაქციების განვითარებას, რომლებიც ზემოქმედებენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
არ დაღეჭოთ ან არ დაფხვნათ ტაბლეტი.
გლიფორის ტაბლეტი ჩაყლაპეთ საკმარისი რაოდენობის წყლით.
თუ დღეში იღებთ გლიფორის ერთ დოზას, დალიეთ დილით (საუზმეზე)
თუ გლიფორს იღებთ დღეში ორჯერ, დალიეთ დილით (საუზმეზე) და საღამოს (ვახშამზე).
თუ გლიფორს იღებთ დღეში სამჯერ, დალიეთ დილით (საუზმეზე), შუადღისას (სადილზე) და საღამოს (ვახშამზე).
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
10 წლის და მეტი ასაკის ბავშვების და მოზარდებისთვის გლიფორის სტანდარტული საწყისი დოზაა დღეში ერთხელ 500 მგ ან 850 მგ. მაქსიმალური დოზაა ორ ან სამ მიღებაზე გაყოფილი 2000 მგ. 10-12 წლის ასაკის ბავშვების მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის სპეციალური დანიშნულებით, რადგანაც ამ ასაკობრივ ჯგუფთან დაკავშირებით არ არსებობს საკმარისი გამოცდილება.
დაკვირვება:
ბავშვებისა და მოზარდებისთვის გლიფორის საჭირო დოზას განსაზღვრავს ექიმი სისხლში შაქრის დონის მიხედვით. რეგულარულად უნდა შეხვდეთ თქვენს ექიმს.
ასაკოვნებში გამოყენება:
ასაკის მატებასთან ერთად შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის ფუნქციების დარღვევა. ექიმი გლიფორის საჭირო დოზას განსაზღვრავს თირკმლის ფუნქციების მიხედვით. რეგულარულად უნდა შეხვდეთ თქვენს ექიმს.
დაკვირვება:
ექიმი გლიფორის საჭირო დოზას განსაზღვრავს სისხლში შაქრის დონის შესაბამისად. რეგულარულად უნდა შეხვდეთ თქვენს ექიმს.
ექიმმა შესაძლებელია წელიწადში არანაკლებ ერთხელ მოითხოვოს თირკმლის ფუნქციების შემოწმება.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა:
თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციების დაქვეითება, ექიმი დაგინიშნავთ პრეპარატს უფრო დაბალი დოზით.
ასაკოვნებში არსებობს თირკმლის ფუნქციების დაქვეითების ალბათობა, რის გამოც გლიფორის დოზის კორექტირება უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციების მიხედვით. საჭიროა რეგულარულად შემოწმდეს თირკმლის ფუნქციები.
ღვიძლის უკმარისობა:
არ შეიძლება გლიფორის გამოყენება ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
თუ თვლით, რომ გლიფორის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ გლიფორი საჭიროზე მეტი რაოდენობით
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით გლიფორი, შესაძლებელია განვითარდეს ლაქტაციდოზი. ლაქტაციდოზის სიმპტომებია: ღებინება, მუცლის ტკივილი კუნთების სპაზმით (აბდომინალური ტკივილი), ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება ძლიერი დაღლილობის თანხლებით და სუნთქვის გაძნელება. ლაქტაციდოზის სხვა სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და გულისცემის შენელება. ლაქტაციდოზის ზემოაღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ გლიფორის გამოყენება და დაუკავშირდეთ ექიმს, რადგანაც ლაქტაციდოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა და ამ მდგომარეობას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
თუ შემთხვევით მიიღეთ გლიფორი საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ გლიფორის გამოყენება
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დანიშნულ დროს.
გლიფორით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
არ შეწყვიტოთ გლიფორის მიღება, სანამ ექიმი არ მიგითითებთ, რომ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
- რა მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, გლიფორის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში მითითებული სახით:
ძალიან ხშირი : შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობი სიხშირე: შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი:
გულისრევა,
ღებინება,
ფაღარათი,
მუცლის ტკივილი,
უმადობა.
როგორც წესი, ეს არასასურველი რეაქციები ვლინდება მკურნალობის დაწყებისას. პროფილაქტიკის სახით რეკომენდებულია, გაანაწილოთ მეტფორმინის დღიური დოზა და მიიღოთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. თუ ეს სიმპტომები გაგრძელდება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ გლიფორის მიღება და მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს.
ხშირი:
გემოს აღქმის დარღვევა (პირში ლითონის გემო),
ასთენია,
თავბრუსხვევა და გაბრუება,
თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათი:
ლაქტაციდოზი.
ლაქტაციდოზი, ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულებაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თირკმელი არ ფუნქციონირებს გამართულად. ამ გართულების შემთხვევაში შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი მკურნალობა. ლაქტაციდოზის სიმპტომებია: ღებინება, მუცლის ტკივილი კუნთების სპაზმით (აბდომინალური ტკივილი), ძლიერი დაღლილობა, ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება. ასევე ლაქტაციდოზის სხვა სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის დაქვეითება და გულისცემის შენელება. ამ სიმპტომების გამოვლენისას შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა, რადგან ლაქტაციდოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს კომა. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ გლიფორის გამოყენება და მიმართოთ უახლოეს საავადმყოფოს.
მეტაბოლური აციდოზი (ახასიათებს დეზორიენტაცია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, ღებინება, გულისრევა და თავის ტკივილი).
ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების დარღვევები,
ჰეპატიტი (ეს არის ღვიძლის ანთება და ახასიათებს დაღლილობა, უმადობა, წონაში კლება, კანის და თვალის თეთრი გარსის სიყვითლე),
ამ შემთხვევაში შეაჩერეთ გლიფორის გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
ქოლესტაზური ჰეპატიტი (ახასიათებს სიყვითლე, ღია ფერის განავალი, ქავილი, სისუსტე, უმადობა),
ღვიძლის ფერმენტების დონის მატება,
სისხლის შედედების დარღვევები, ანემია (ჰემოლიზური ანემია),
სისხლში B12 ვიტამინის დაბალი დონე,
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ნორმაზე დაბალი დონე, რომელიც ვლინდება კანკალით, ოფლიანობით, ტუჩების და ენის დაბუჟებით, სიფერმკრთალით, პალპიტაციით და მოუსვენრობით),
კანის რეაქციები, როგორიცაა კანის სიწითლე (ერითემა), ქავილი, ჭინჭრის ციება,
კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი პრიალა, იისფერი პაპულების სახით,
წონაში კლება და სიგამხდრე (კახექსია), მადის დაქვეითება (ანორექსია).
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები და მოზარდები:
ბავშვებისა და მოზარდებისგან მიღებული შეზღუდული მონაცემები გვიჩვენებს, რომ გვერდითი რეაქციები ხასიათისა და სიმძიმის თვალსაზრისით მოზრდილებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციების მსგავსია.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით რეაქციას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი რეაქციები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი რეაქციების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში..
- გლიფორის შენახვა
გლიფორი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, თავის შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე სინათლისგან დაცული სახით.
გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.
არ გამოიყენოთ გლიფორი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
არ გამოიყენოთ გლიფორი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს ბილიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ბეიოღლუ - სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს ბილიმ ილაჩ სან. ვე თიჯ.
გებზე - ქოჯაელი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 15.10.2018 წელს.
12028163
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.