გლიკოფრენი
Glycofren®
რა არის გლიკოფრენი ® გლიკოფრენი ® შეიცავს მეტფორმინს, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ბიგუანიდები. ინსულინი არის პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც ახდენს სისხლიდან ორგანიზმში გლუკოზის (შაქრის) მიღებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტფორმინ (metformin)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №40
- მწარმოებელი
- UNI-PHARMA KLEON TSETIS PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ბიგუანიდები
- ATC კოდი
- A10BA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037395
- რეგისტრირებულია
- 22 თებერვალი 2023, მოქმედებს 22 თებერვალი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ"
- GMP
- -
გლიკოფრენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა არის გლიკოფრენი ®
გლიკოფრენი ® შეიცავს მეტფორმინს, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ბიგუანიდები.
ინსულინი არის პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც ახდენს სისხლიდან ორგანიზმში გლუკოზის (შაქრის) მიღებას. ორგანიზმი გლუკოზას იყენებს ენერგიის წარმოებისთვის ან ინახავს მას მომავალი გამოყენებისთვის.
თუ გაქვთ დიაბეტი, თქვენი პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან თქვენს ორგანიზმს არ შეუძლია სათანადოდ გამოიყენოს მის მიერ გამომუშავებული ინსულინი. ეს იწვევს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს. გლიკოფრენი® ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დაწევას შეძლებისდაგვარად ნორმალურ დონეზე.
თუ ხართ ჭარბი წონის ზრდასრული ადამიანი, გლიკოფრენის® ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება ასევე დაგეხმარებათ დიაბეტით გამოწვეული გართულებების რისკის შემცირებაში. გლიკოფრენი ® ასოცირდება სხეულის სტაბილურ წონასთან ან წონის ზომიერ მატებასთან.
რისთვის გამოიყენება გლიკოფრენი ®
გლიკოფრენი® გამოიყენება 2 ტიპის დიაბეტის (რომელსაც ასევე ეწოდება "არაინსულინდამოკიდებული დიაბეტი") მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში არ არის საკმარისი სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად. იგი გამოიყენება განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში.
მოზრდილებს შეუძლიათ გლიკოფრენის მიღება დამოუკიდებლად ან დიაბეტის სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად (პერორალურად მიღებული მედიკამენტები ან ინსულინი).
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს შეუძლიათ გლიკოფრენის მიღება დამოუკიდებლად ან ინსულინთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გლიკოფრენი® ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის სარგებელს. განაგრძეთ თქვენი ექიმის მიერ დიეტის შესახებ მოცემული ნებისმიერ რჩევის დაცვა და რეგულარულად ივარჯიშეთ.
რეკომენდებული დოზა არის:
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები ჩვეულებრივ იწყებენ 500 მგ ან 850 მგ გლიკოფრენით® დღეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 2000 მგ, რომელიც მიიღება 2 ან 3 დაყოფილი დოზის სახით. 10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობა არ არის რეკომენდებული, თუ ექიმის მიერ გაცემული არ არის კონკრეტული რჩევა, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოცდილება შეზღუდულია.
მოზრდილები ჩვეულებრივ იწყებენ 500 მგ ან 850 მგ გლიკოფრენით® დღეში ორჯერ ან სამჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 3000 მგ გაყოფილი 3 დოზად.
თუ ასევე იღებთ ინსულინს, ექიმი გეტყვით, როგორ დაიწყოთ გლიკოფრენის® მიღება.
მონიტორინგი
- თქვენი ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ სისხლში გლუკოზის ანალიზს და გლიკოფრენის® დოზას მოარგებს სისხლში გლუკოზის დონეს.
რეგულარულად ესაუბრეთ ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდებისთვის ან თუ ხანდაზმული ხართ.
- თქვენი ექიმი ასევე მინიმუმ წელიწადში ერთხელ შეამოწმებს თქვენი თირკმელების მუშაობას. შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ხშირი შემოწმება, თუ ხანდაზმული ხართ ან თუ თირკმელები ნორმალურად არ მუშაობს.
როგორ მიიღება გლიკოფრენი®
მიიღეთ ტაბლეტები ჭამის დროს ან მის შემდეგ. ეს უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების თავიდან აცილებას.
ტაბლეტების გატეხვა ან დაღეჭვა არ შეიძლება. თითოეული ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყლის მიყოლებით.
- თუ იღებთ ერთ დოზას დღეში, მიიღეთ დილით (საუზმის დროს).
- თუ იღებთ დღეში ორ გაყოფილ დოზას, მიიღეთ ერთი დილით (საუზმის დროს) და ერთი საღამოს (სადილის დროს).
- თუ იღებთ დღეში სამ გაყოფილ დოზას, მიიღეთ ერთი დილით (საუზმის დროს), ერთი შუადღეს (მეორე საუზმის დროს) და ერთი საღამოს (ვახშამის დროს).
თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფიქრობთ, რომ გლიკოფრენის® ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ იმაზე მეტ გლიკოფრენს, ვიდრე საჭიროა
არ მიიღოთ იმაზე მეტი გლიკოფრენი®, ვიდრე საჭიროა, რადგან შეიძლება განვითარდეს ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზის სიმპტომებია ღებინება, კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი) კუნთების კრუნჩხვით, ზოგადი სისუსტე ძლიერი დაღლილობით და სუნთქვის გაძნელება. თუ აღინიშნა ეს მდგომარეობა, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფოდ მკურნალობა, რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ გლიკოფრენის® მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მეტფორმინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. „რას შეიცავს გლიკოფრენი®“ მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დაქვეითება;
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
- თუ გაქვთ უკონტროლო დიაბეტი, მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში მაღალი გლუკოზა), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფი კლება, ლაქტოაციდოზი (იხილეთ ქვემოთ „ლაქტოაციდოზის რისკი“) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომელშიც ნივთიერებები ე.წ "კეტონის სხეულები" გროვდება სისხლში და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. სიმპტომები მოიცავს კუჭის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან უჩვეულო ხილის სუნს სუნთქვისას;
- თუ აღინიშნნება ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყალის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), მაგალითად, ხანგრძლივი ან მძიმე დიარეის გამო, ან თუ ღებინება გაქვთ ზედიზედ რამდენჯერმე. დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
- თუ გაქვთ მძიმე ინფექცია, როგორიცაა ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს ფილტვებზე ან ბრონქულ სისტემაზე ან თირკმელებზე. მძიმე ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები, და შედეგად ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
- თუ მკურნალობთ გულის მწვავე უკმარისობას ან ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა, გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე პრობლემები (როგორიცაა შოკი) ან გაქვთ სუნთქვის გაძნელება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდების ნაკლებობა, და შედეგად ლაქტოაციდოზი (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
- თუ იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ლაქტოაციდოზის რისკი:
აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევის მისაღებად, თუ
- უნდა ჩაგიტარდეთ გამოკვლევა, როგორიცაა რენტგენი ან სკანირება, რომელიც გულისხმობს სისხლში იოდის შემცველი კონტრასტული მედიკამენტების შეყვანას;
- უნდა ჩაგიტარდეთ სერიოზული ოპერაცია;
გლიკოფრენის მიღება უნდა შეწყვიტოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოკვლევის და ოპერაციის წინ და შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა სხვა მკურნალობა ამ პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად მიჰყვეთ ექიმის მითითებებს.
სიფრთხილის ზომები
გლიკოფრენის® მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ლაქტოაციდოზის რისკი: გლიკოფრენმა® შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, განსაკუთრებით თუ თქვენი თირკმელები სათანადოდ არ მუშაობს. ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი ასევე იზრდება უკონტროლო დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივად საკვების მიუღებლობის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემების და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის დროს, როდესაც ორგანიზმის რომელიმე უბანს ჟანგვადი შემცირებულად მიეწოდება (როგორიცაა გულის მძიმე დაავადება).
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ, მიმართეთ თქვენს ექიმს დამატებითი ინსტრუქციებისთვის.
გლიკოფრენი® თავისთავად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ძალიან დაბალია). თუმცა, თუ გლიკოფრენს® იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოგლიკემია (როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ინსულინი, მეგლიტინიდები), არსებობს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი. თუ გაქვთ ჰიპოგლიკემიის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტაქიკარდია, მხედველობის დარღვევები ან კონცენტრაციის გაძნელება, როგორც წესი, სასარგებლოა შაქრის შემცველი საკვების ან სასმლის მიღება.
შეწყვიტეთ გლიკოფრენის® მიღება მცირე ხნით, თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს დეჰიდრატაციასთან (ორგანიზმის სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სიცხის ზემოქმედება ან თუ ნორმაზე ნაკლებ სითხეს იღებთ. მიმართეთ თქვენს ექიმს დამატებითი ინსტრუქციებისთვის.
შეწყვიტეთ გლიკოფრენის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ განვითარდება ლაქტოაციდოზის ზოგიერთი სიმპტომი, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ლაქტოაციდოზის სიმპტომებია:
- ღებინება,
- კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი),
- კუნთების კრუნჩხვები,
- ზოგადი სისუსტე ძლიერი დაღლილობით,
- სუნთქვის გაძნელება,
- სხეულის ტემპერატურისა და გულისცემის დაქვეითება.
ლაქტოაციდოზი არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა და მკურნალობა უნდა მოხდეს საავადმყოფოში.
თუ გჭირდებათ სერიოზული ქირურგიული ჩარევა, გლიკოფრენის® მიღება უნდა შეწყვიტოთ პროცედურის დროს და პროცედურის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და განაახლოთ მკურნალობა გლიკოფრენით®.
გლიკოფრენით® მკურნალობის დროს თქვენი ექიმი შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას წელიწადში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად, თუ ხანდაზმული ხართ და/ან თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის გაუარესება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ საჭიროა იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების ინექციით შეყვანა სისხხლის ნაკადში, მაგალითად, რენტგენის ან სკანირების ფარგლებში, გლიკოფრენის® მიღება უნდა შეწყვიტოთ ინექციის წინ ან ინექციის დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და განაახლოთ მკურნალობა გლიკოფრენით®.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზისა და თირკმელების ფუნქციის უფრო ხშირი ანალიზები, ან ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს გლიკოფრენის® დოზის კორექცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პრეპარატების გამოყოფა:
- მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის წარმოქმნას (დიურეზულები);
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და COX-2- ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);
- გარკვეული მედიკამენტები მაღალი წნევის სამკურნალოდ (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები);
- ბეტა-2 ინჰიბიტორები, როგორიცაა სალბუტამოლი ან ტერბუტალინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ);
- კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა კანის მძიმე ანთება ან ასთმის დროს);
- სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
გლიკოფრენი® საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მოერიდეთ ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებას გლიკოფრენის® მიღებისას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს დიაბეტის სამკურნალოდ გჭირდებათ ინსულინი.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, უთხარით ექიმს, რათა მან შეცვალოს თქვენი მკურნალობა.
არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გლიკოფრენი® თავისთავად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში გლუკოზის ძალიან დაბალი დონეს). ეს ნიშნავს, რომ ის არ მოახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუმცა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ გლიკოფრენს® იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოგლიკემია (როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ინსულინი, მეგლიტინიდები). ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია სისუსტე, თავბრუსხვევა, მომატებული ოფლიანობა, ტაქიკარდია, მხედველობის დარღვევა ან კონცენტრაციის გაძნელება. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ შენიშნავთ ამ სიმპტომებს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
გლიკოფრენმა® შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 მომხმარებელში), მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი სახელწოდებით ლაქტოაციდოზი (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). თუ განვითარდა ეს მდგომარეობა, გლიკოფრენის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი) და მადის დაკარგვა. ეს გვერდითი ეფექტები ყველაზე ხშირად ვლინდება გლიკოფრენით® მკურნალობის დასაწყისში. სასარგებლოა, თუ დოზებს გადაანაწილებთ დღის განმავლობაში და თუ ტაბლეტებს მიიღებთ ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. თუ სიმპტომები გაგრძელდა, შეწყვიტეთ გლიკოფრენის® მიღება და მიმართეთ ექიმს.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
- გემოს ცვლილებები.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში):
- ლაქტოაციდოზი. ეს არის ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულება, განსაკუთრებით თუ თირკმელები სათანადოდ არ მუშაობს. ლაქტოაციდოზის სიმპტომებია ღებინება, კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი) კუნთების კრუნჩხვებით, ზოგადი სისუსტე ძლიერი დაღლილობით და სუნთქვის გაძნელება.
- კანის რეაქციები, როგორიცაა კანის სიწითლე (ერითემა), ქავილი და გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება).
- სისხლში B12 ვიტამინის დაბალი დონე.
- ღვიძლის ფუნქციური ტესტებში დარღვევები ან ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, მადის დაკარგვა, წონის დაკლება, კანის ან თვალების სკლერების გაყვითლებით ან მის გარეშე). თუ აღინიშნა ეს მდგომარეობები, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება.
ბავშვები და მოზარდები
შეზღუდულმა მონაცემებმა ბავშვებსა და მოზარდებში აჩვენა, რომ გვერდითი ეფექტები მათი ხასიათისა და სიმძიმის მხრივ მოზრდილებში გამოვლენილი მოვლენების მსგავსი იყო.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები უშუალოდ მედიკამენტების ეროვნულ ორგანიზაციას (EOF), 284 Mesogeion Avenue, GR-15562 Cholargos, Athens, ტელ: +30 21 32040380/337, ფაქსი: +30 21 06549585, ვებგვერდი: http://www.eof.gr. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.
✓გლიკოფრენი® 850 მგ:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 663 მგ მეტფორმინის ბაზას.
✓გლიკოფრენი® 1000 მგ:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 780 მგ მეტფორმინის ბაზას.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი.
გლიკოფრენის® 850 მგ და 1000 მგ გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
შემოგარსული ტაბლეტი.
✓გლიკოფრენი® 850 მგ:
თეთრი, წრიული, ამოზნექილი [დიამეტრი 12,70 მმ], შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული 'A' და მეორე მხარეს '61'.
✓გლიკოფრენი® 1000 მგ:
თეთრი, ორმხრივამოზნექილი, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები ორივე მხარეს სადემარკაციო ხაზით. ზომა 20.5 მმ x 8.6 მმ. ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ დოზად.
გლიკოფრენი® 850 მგ და 1000 მგ შეფუთულია ბლისტერული ტიპის შეფუთვაში (პვქ/პვდქ/ალუმინი ან პვქ/ალუმინი) ან მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლებში პოლიპროპილენის თავსახურით.
✓გლიკოფრენი® 850 მგ:
- თითოეული ყუთი შეიცავს 20/ 28/ 30/ 40/ 42/ 50/ 56/ 60/70/ 80/ 84/ 90/98/100/120/180/200/300/400 შემოგარსულ ტაბლეტს ბლისტერული ტიპის შეფუთვაში (პვქ/პვდქ/ალუმინი ან პვქ/ალუმინი) და თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 ან 14 შემოგარსულ ტაბლეტს.
- მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი 90, 100, 400 და 500 შემოგარსული ტაბლეტები პოლიპროპილენის თავსახურით და საშრობით.
✓გლიკოფრენი® 1000 მგ:
- თითოეული ყუთი შეიცავს 20/ 30/ 40/ 50/ 60/70/ 80/ 90/ 100/ 120/ 180 შემოგარსულ ტაბლეტს ბლისტერული ტიპის შეფუთვაში (პვქ/პვდქ/ალუმინი ან პვქ/ალუმინი) და თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 შემოგარსულ ტაბლეტებს.
- მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი 60, 90, 100 და 500 შემოგარსული ტაბლეტი პოლიპროპილენის თავსახურით და საშრობით.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თუ ბავშვი მკურნალობს გლიკოფრენით®, მშობლებსა და მომვლელებს ურჩევენ, თვალყური ადევნონ ამ მედიკამენტის გამოყენებას.
არ არსებობს სპეციალური ინსტრუქციები ამ მედიკამენტის შენახვასთან დაკავშირებით.
არ გამოიყენოთ გლიკოფრენი® ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე, მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე „EXP“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
გლიკოფრენი ®
850 მგ და 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები
მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
ამ ფურცელში:
- რა არის გლიკოფრენი ® და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ გლიკოფრენის® მიღებამდე
- როგორ მიიღება გლიკოფრენი®
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება გლიკოფრენი ®
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის გლიკოფრენი® და რისთვის გამოიყენება
რა არის გლიკოფრენი ®
გლიკოფრენი ® შეიცავს მეტფორმინს, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ბიგუანიდები.
ინსულინი არის პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი, რომელიც ახდენს სისხლიდან ორგანიზმში გლუკოზის (შაქრის) მიღებას. ორგანიზმი გლუკოზას იყენებს ენერგიის წარმოებისთვის ან ინახავს მას მომავალი გამოყენებისთვის.
თუ გაქვთ დიაბეტი, თქვენი პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან თქვენს ორგანიზმს არ შეუძლია სათანადოდ გამოიყენოს მის მიერ გამომუშავებული ინსულინი. ეს იწვევს სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს. გლიკოფრენი® ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დაწევას შეძლებისდაგვარად ნორმალურ დონეზე.
თუ ხართ ჭარბი წონის ზრდასრული ადამიანი, გლიკოფრენის® ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება ასევე დაგეხმარებათ დიაბეტით გამოწვეული გართულებების რისკის შემცირებაში. გლიკოფრენი ® ასოცირდება სხეულის სტაბილურ წონასთან ან წონის ზომიერ მატებასთან.
რისთვის გამოიყენება გლიკოფრენი ®
გლიკოფრენი® გამოიყენება 2 ტიპის დიაბეტის (რომელსაც ასევე ეწოდება "არაინსულინდამოკიდებული დიაბეტი") მქონე პაციენტების სამკურნალოდ, როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში არ არის საკმარისი სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად. იგი გამოიყენება განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში.
მოზრდილებს შეუძლიათ გლიკოფრენის მიღება დამოუკიდებლად ან დიაბეტის სამკურნალო სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად (პერორალურად მიღებული მედიკამენტები ან ინსულინი).
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს შეუძლიათ გლიკოფრენის მიღება დამოუკიდებლად ან ინსულინთან ერთად.
- რა უნდა იცოდეთ გლიკოფრენის მიღებამდე
არ მიიღოთ გლიკოფრენი®
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მეტფორმინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. „რას შეიცავს გლიკოფრენი®“ მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დაქვეითება;
- თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;
- თუ გაქვთ უკონტროლო დიაბეტი, მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში მაღალი გლუკოზა), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფი კლება, ლაქტოაციდოზი (იხილეთ ქვემოთ „ლაქტოაციდოზის რისკი“) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომელშიც ნივთიერებები ე.წ "კეტონის სხეულები" გროვდება სისხლში და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. სიმპტომები მოიცავს კუჭის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან უჩვეულო ხილის სუნს სუნთქვისას;
- თუ აღინიშნნება ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყალის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), მაგალითად, ხანგრძლივი ან მძიმე დიარეის გამო, ან თუ ღებინება გაქვთ ზედიზედ რამდენჯერმე. დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
- თუ გაქვთ მძიმე ინფექცია, როგორიცაა ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს ფილტვებზე ან ბრონქულ სისტემაზე ან თირკმელებზე. მძიმე ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები, და შედეგად ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
- თუ მკურნალობთ გულის მწვავე უკმარისობას ან ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა, გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე პრობლემები (როგორიცაა შოკი) ან გაქვთ სუნთქვის გაძნელება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდების ნაკლებობა, და შედეგად ლაქტოაციდოზი (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
- თუ იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ლაქტოაციდოზის რისკი:
აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევის მისაღებად, თუ
- უნდა ჩაგიტარდეთ გამოკვლევა, როგორიცაა რენტგენი ან სკანირება, რომელიც გულისხმობს სისხლში იოდის შემცველი კონტრასტული მედიკამენტების შეყვანას;
- უნდა ჩაგიტარდეთ სერიოზული ოპერაცია;
გლიკოფრენის მიღება უნდა შეწყვიტოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოკვლევის და ოპერაციის წინ და შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა სხვა მკურნალობა ამ პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად მიჰყვეთ ექიმის მითითებებს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გლიკოფრენის® მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
ლაქტოაციდოზის რისკი: გლიკოფრენმა® შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, განსაკუთრებით თუ თქვენი თირკმელები სათანადოდ არ მუშაობს. ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი ასევე იზრდება უკონტროლო დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, ხანგრძლივად საკვების მიუღებლობის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემების და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის დროს, როდესაც ორგანიზმის რომელიმე უბანს ჟანგვადი შემცირებულად მიეწოდება (როგორიცაა გულის მძიმე დაავადება).
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ თქვენ, მიმართეთ თქვენს ექიმს დამატებითი ინსტრუქციებისთვის.
გლიკოფრენი® თავისთავად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ძალიან დაბალია). თუმცა, თუ გლიკოფრენს® იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოგლიკემია (როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ინსულინი, მეგლიტინიდები), არსებობს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი. თუ გაქვთ ჰიპოგლიკემიის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტაქიკარდია, მხედველობის დარღვევები ან კონცენტრაციის გაძნელება, როგორც წესი, სასარგებლოა შაქრის შემცველი საკვების ან სასმლის მიღება.
შეწყვიტეთ გლიკოფრენის® მიღება მცირე ხნით, თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს დეჰიდრატაციასთან (ორგანიზმის სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სიცხის ზემოქმედება ან თუ ნორმაზე ნაკლებ სითხეს იღებთ. მიმართეთ თქვენს ექიმს დამატებითი ინსტრუქციებისთვის.
შეწყვიტეთ გლიკოფრენის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ განვითარდება ლაქტოაციდოზის ზოგიერთი სიმპტომი, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ლაქტოაციდოზის სიმპტომებია:
- ღებინება,
- კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი),
- კუნთების კრუნჩხვები,
- ზოგადი სისუსტე ძლიერი დაღლილობით,
- სუნთქვის გაძნელება,
- სხეულის ტემპერატურისა და გულისცემის დაქვეითება.
ლაქტოაციდოზი არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა და მკურნალობა უნდა მოხდეს საავადმყოფოში.
თუ გჭირდებათ სერიოზული ქირურგიული ჩარევა, გლიკოფრენის® მიღება უნდა შეწყვიტოთ პროცედურის დროს და პროცედურის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და განაახლოთ მკურნალობა გლიკოფრენით®.
გლიკოფრენით® მკურნალობის დროს თქვენი ექიმი შეამოწმებს თირკმელების ფუნქციას წელიწადში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად, თუ ხანდაზმული ხართ და/ან თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის გაუარესება.
სხვა მედიკამენტები და გლიკოფრენი®
თუ საჭიროა იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების ინექციით შეყვანა სისხხლის ნაკადში, მაგალითად, რენტგენის ან სკანირების ფარგლებში, გლიკოფრენის® მიღება უნდა შეწყვიტოთ ინექციის წინ ან ინექციის დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და განაახლოთ მკურნალობა გლიკოფრენით®.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზისა და თირკმელების ფუნქციის უფრო ხშირი ანალიზები, ან ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს გლიკოფრენის® დოზის კორექცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პრეპარატების გამოყოფა:
- მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის წარმოქმნას (დიურეზულები);
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და COX-2- ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);
- გარკვეული მედიკამენტები მაღალი წნევის სამკურნალოდ (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები);
- ბეტა-2 ინჰიბიტორები, როგორიცაა სალბუტამოლი ან ტერბუტალინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ);
- კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა კანის მძიმე ანთება ან ასთმის დროს);
- სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
გლიკოფრენი® საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
მოერიდეთ ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებას გლიკოფრენის® მიღებისას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს დიაბეტის სამკურნალოდ გჭირდებათ ინსულინი.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, უთხარით ექიმს, რათა მან შეცვალოს თქვენი მკურნალობა.
არ მიიღოთ ეს პრეპარატი, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
გლიკოფრენი® თავისთავად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას (სისხლში გლუკოზის ძალიან დაბალი დონეს). ეს ნიშნავს, რომ ის არ მოახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუმცა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, თუ გლიკოფრენს® იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად დიაბეტის სამკურნალოდ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოგლიკემია (როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ინსულინი, მეგლიტინიდები). ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია სისუსტე, თავბრუსხვევა, მომატებული ოფლიანობა, ტაქიკარდია, მხედველობის დარღვევა ან კონცენტრაციის გაძნელება. არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ შენიშნავთ ამ სიმპტომებს.
- როგორ მიიღება გლიკოფრენი®
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გლიკოფრენი® ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის სარგებელს. განაგრძეთ თქვენი ექიმის მიერ დიეტის შესახებ მოცემული ნებისმიერ რჩევის დაცვა და რეგულარულად ივარჯიშეთ.
რეკომენდებული დოზა არის:
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები ჩვეულებრივ იწყებენ 500 მგ ან 850 მგ გლიკოფრენით® დღეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 2000 მგ, რომელიც მიიღება 2 ან 3 დაყოფილი დოზის სახით. 10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობა არ არის რეკომენდებული, თუ ექიმის მიერ გაცემული არ არის კონკრეტული რჩევა, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოცდილება შეზღუდულია.
მოზრდილები ჩვეულებრივ იწყებენ 500 მგ ან 850 მგ გლიკოფრენით® დღეში ორჯერ ან სამჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 3000 მგ გაყოფილი 3 დოზად.
თუ ასევე იღებთ ინსულინს, ექიმი გეტყვით, როგორ დაიწყოთ გლიკოფრენის® მიღება.
მონიტორინგი
- თქვენი ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ სისხლში გლუკოზის ანალიზს და გლიკოფრენის® დოზას მოარგებს სისხლში გლუკოზის დონეს.
რეგულარულად ესაუბრეთ ექიმს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდებისთვის ან თუ ხანდაზმული ხართ.
- თქვენი ექიმი ასევე მინიმუმ წელიწადში ერთხელ შეამოწმებს თქვენი თირკმელების მუშაობას. შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ხშირი შემოწმება, თუ ხანდაზმული ხართ ან თუ თირკმელები ნორმალურად არ მუშაობს.
როგორ მიიღება გლიკოფრენი®
მიიღეთ ტაბლეტები ჭამის დროს ან მის შემდეგ. ეს უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების თავიდან აცილებას.
ტაბლეტების გატეხვა ან დაღეჭვა არ შეიძლება. თითოეული ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყლის მიყოლებით.
- თუ იღებთ ერთ დოზას დღეში, მიიღეთ დილით (საუზმის დროს).
- თუ იღებთ დღეში ორ გაყოფილ დოზას, მიიღეთ ერთი დილით (საუზმის დროს) და ერთი საღამოს (სადილის დროს).
- თუ იღებთ დღეში სამ გაყოფილ დოზას, მიიღეთ ერთი დილით (საუზმის დროს), ერთი შუადღეს (მეორე საუზმის დროს) და ერთი საღამოს (ვახშამის დროს).
თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფიქრობთ, რომ გლიკოფრენის® ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იღებთ იმაზე მეტ გლიკოფრენს, ვიდრე საჭიროა
არ მიიღოთ იმაზე მეტი გლიკოფრენი®, ვიდრე საჭიროა, რადგან შეიძლება განვითარდეს ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზის სიმპტომებია ღებინება, კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი) კუნთების კრუნჩხვით, ზოგადი სისუსტე ძლიერი დაღლილობით და სუნთქვის გაძნელება. თუ აღინიშნა ეს მდგომარეობა, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფოდ მკურნალობა, რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ გლიკოფრენის® მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
გლიკოფრენმა® შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 მომხმარებელში), მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი სახელწოდებით ლაქტოაციდოზი (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). თუ განვითარდა ეს მდგომარეობა, გლიკოფრენის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან ლაქტოაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი) და მადის დაკარგვა. ეს გვერდითი ეფექტები ყველაზე ხშირად ვლინდება გლიკოფრენით® მკურნალობის დასაწყისში. სასარგებლოა, თუ დოზებს გადაანაწილებთ დღის განმავლობაში და თუ ტაბლეტებს მიიღებთ ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ. თუ სიმპტომები გაგრძელდა, შეწყვიტეთ გლიკოფრენის® მიღება და მიმართეთ ექიმს.
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
- გემოს ცვლილებები.
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში):
- ლაქტოაციდოზი. ეს არის ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულება, განსაკუთრებით თუ თირკმელები სათანადოდ არ მუშაობს. ლაქტოაციდოზის სიმპტომებია ღებინება, კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი) კუნთების კრუნჩხვებით, ზოგადი სისუსტე ძლიერი დაღლილობით და სუნთქვის გაძნელება.
- კანის რეაქციები, როგორიცაა კანის სიწითლე (ერითემა), ქავილი და გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება).
- სისხლში B12 ვიტამინის დაბალი დონე.
- ღვიძლის ფუნქციური ტესტებში დარღვევები ან ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, მადის დაკარგვა, წონის დაკლება, კანის ან თვალების სკლერების გაყვითლებით ან მის გარეშე). თუ აღინიშნა ეს მდგომარეობები, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება.
ბავშვები და მოზარდები
შეზღუდულმა მონაცემებმა ბავშვებსა და მოზარდებში აჩვენა, რომ გვერდითი ეფექტები მათი ხასიათისა და სიმძიმის მხრივ მოზრდილებში გამოვლენილი მოვლენების მსგავსი იყო.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები უშუალოდ მედიკამენტების ეროვნულ ორგანიზაციას (EOF), 284 Mesogeion Avenue, GR-15562 Cholargos, Athens, ტელ: +30 21 32040380/337, ფაქსი: +30 21 06549585, ვებგვერდი: http://www.eof.gr. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება გლიკოფრენი®
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თუ ბავშვი მკურნალობს გლიკოფრენით®, მშობლებსა და მომვლელებს ურჩევენ, თვალყური ადევნონ ამ მედიკამენტის გამოყენებას.
არ არსებობს სპეციალური ინსტრუქციები ამ მედიკამენტის შენახვასთან დაკავშირებით.
არ გამოიყენოთ გლიკოფრენი® ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე, მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე „EXP“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს გლიკოფრენი® 850 მგ და 1000 მგ
აქტიური ნივთიერება არის მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.
✓გლიკოფრენი® 850 მგ:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 663 მგ მეტფორმინის ბაზას.
✓გლიკოფრენი® 1000 მგ:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 780 მგ მეტფორმინის ბაზას.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი.
გლიკოფრენის® 850 მგ და 1000 მგ გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
შემოგარსული ტაბლეტი.
✓გლიკოფრენი® 850 მგ:
თეთრი, წრიული, ამოზნექილი [დიამეტრი 12,70 მმ], შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული 'A' და მეორე მხარეს '61'.
✓გლიკოფრენი® 1000 მგ:
თეთრი, ორმხრივამოზნექილი, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები ორივე მხარეს სადემარკაციო ხაზით. ზომა 20.5 მმ x 8.6 მმ. ტაბლეტი შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ დოზად.
გლიკოფრენი® 850 მგ და 1000 მგ შეფუთულია ბლისტერული ტიპის შეფუთვაში (პვქ/პვდქ/ალუმინი ან პვქ/ალუმინი) ან მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლებში პოლიპროპილენის თავსახურით.
✓გლიკოფრენი® 850 მგ:
- თითოეული ყუთი შეიცავს 20/ 28/ 30/ 40/ 42/ 50/ 56/ 60/70/ 80/ 84/ 90/98/100/120/180/200/300/400 შემოგარსულ ტაბლეტს ბლისტერული ტიპის შეფუთვაში (პვქ/პვდქ/ალუმინი ან პვქ/ალუმინი) და თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 ან 14 შემოგარსულ ტაბლეტს.
- მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი 90, 100, 400 და 500 შემოგარსული ტაბლეტები პოლიპროპილენის თავსახურით და საშრობით.
✓გლიკოფრენი® 1000 მგ:
- თითოეული ყუთი შეიცავს 20/ 30/ 40/ 50/ 60/70/ 80/ 90/ 100/ 120/ 180 შემოგარსულ ტაბლეტს ბლისტერული ტიპის შეფუთვაში (პვქ/პვდქ/ალუმინი ან პვქ/ალუმინი) და თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 შემოგარსულ ტაბლეტებს.
- მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი 60, 90, 100 და 500 შემოგარსული ტაბლეტი პოლიპროპილენის თავსახურით და საშრობით.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
UNI-PHARMA KLEON TSETIS PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A.
14th km National Road Athens - Lamia 1
145 64 კიფისია, საბერძნეთი
ტელ: 210 8072512
ფაქსი: 210 8078907
ელ.ფოსტა: [email protected]
ეს ინსტრუქციის ფურცელი ბოლოს დამტკიცდა
10/2019 წ.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



