ბაკმირპი 2% მალამო
Bacmirpi %2 Merhem
- მოქმედი ნივთიერება
- mupirocin
- ფორმა და შეფუთვა
- 2% (20მგ/გ) 15გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- DEVA Holding A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისათვის, სხვა ანტიბიოტიკები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- ATC კოდი
- D06AX09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046149
- რეგისტრირებულია
- 13 აგვისტო 2026, მოქმედებს 13 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ჰიპოკრატე“
ბაკმირპი 2% მალამო — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
თუ ბაკმირპის გამოყენების დროს განვითარდება ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ადგილობრივად ტკივილი ან შეშუპება), შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ გაქვთ ალერგია მუპიროცინზე ან მაკროგოლზე.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ბაკმირპი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია (როგორიცაა გამონაყარი) სხვა მალამოზე, რომელიც შეიცავს ბაკმირპის შემადგენელ რომელიმე ნივთიერებას, ბაკმირპის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, არ გამოიყენოთ ბაკმირპი და მაკროგოლის შემცველი სხვა მალამოები დაზიანებულ ფართო მიდამოზე. არ შეიძლება გამოყენება თირკმლის საშუალო ხარისხის ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
არ დაუშვათ ბაკმირპის კონტაქტი თვალთან ან ცხვირის ლორწოვან გარსთან. თუ შემთხვევით პრეპარატი თვალში მოხვდება, თვალი კარგად ამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.
თუ მალამო გამოიწვევს ნებისმიერი სახის დისკომფორტის შეგრძნებას, შეწყვიტეთ მისი გამოყენება, კარგად ჩამოიბანეთ დაზიანებული მიდამო წყლით და მიმართეთ ექიმს. თქვენს ექიმს აჩვენეთ მალამოს ტუბი.
თუ განვითარდება ხანგრძლივი ან მკვეთრი დიარეა ან მუცლის კრამპები, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
როგორც სხვა ანტიბაქტერიული (ბაქტერიების საწინააღმდეგო) პრეპარატების შემთხვევაში, ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მუპიროცინის მიმართ არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი გამრავლება.
თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში არ შეიძლება ბაკმირპის წასმა თვალში, ცხვირის ღრუში, კანულაციასთან ერთად, ასევე ინტრავენური კათეტერის გამოყენების მიდამოში.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაში, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ბაკმირპის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის ძალაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად. ორსულობის დროს არ გამოიყენოთ ბაკმირპი ექიმის მითითების გარეშე.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ. თუ ბაკმირპის ისვამთ ძუძუსთავზე, კარგად გაიწმინდეთ, სანამ ბავშვს ძუძუს მოაწოვებთ.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
ეს პრეპარატი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბაკმირპის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბაკმირპი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებას, რომლის გამოც საჭიროა გაფრთხილება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
არ შეიძლება ბაკმირპის შერევა სხვა კრემებთან ან მალამოებთან. ამ პრეპარატებმა შესაძლებელია შეაფერხონ ბაკმირპის ეფექტი.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება ბაკმირპი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
როგორც წესი, ბაკმირპის ისვამენ 10 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ ან სამჯერ. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სიხშირით უნდა წაისვათ პრეპარატი.
გამოიყენეთ ბაკმირპი თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული ვადით. თუ 7 დღის განმავლობაში არ შეინიშნება გაუმჯობესება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ექიმის მითითების გარეშე არ განაგრძოთ მკურნალობა 10 დღეზე მეტი ხნით.
გამოყენების გზა და მეთოდი:
დაზიანებულ უბანზე წაისვით მცირე რაოდენობით ბაკმირპი. შესაძლებელია უბანი, სადაც წასმულია მალამო, დაფარული იქნას სახვევით.
დაიბანეთ ხელი მალამოს გამოყენების წინ და გამოყენების შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
ბავშვებში გამოყენება:
მკურნალობაზე პასუხის მიხედვით შესაძლებელია გამოყენება დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ, არაუმეტეს 10 დღის განმავლობაში.
ასაკოვნებში გამოყენება:

გამოყენების სპეციალური პირობები
ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის უკმარისობა:
არ არის საჭირო გამოყენების შეზღუდვა გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არსებობს თირკმლის საშუალო ხარისხის ან მძიმე უკმარისობის მტკიცებულება და ხდება ისეთი დაავადების მკურნალობა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს მაკროგოლის შეწოვა.
არ შეიძლება გამოყენება თირკმლის საშუალო ხარისხის ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ თვლით, რომ ბაკმირპის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ბაკმირპი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
არ არის მოსალოდნელი ამ პრეპარატით გამოწვეული იქნას ჭარბი დოზირების პრობლემები.
თუ გამოიყენეთ ბაკმირპი საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდებათ ბაკმირპის გამოყენება:
თუ დაგავიწყდებათ პრეპარატის წასმა, წაისვით გახსენებისთანავე. შემდეგ კი განაგრძეთ ჩვეულებრივი სახით გამოყენება.
დავიწყებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ბაკმირპით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია:
არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ბაკმირპის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ გამოვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რეაქცია, შეწყვიტეთ ბაკმირპის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ზოგადი გამონაყარი შეშუპებით და ქავილით
ზოგჯერ სახის და პირის ღრუს შეშუპება, რაც ართულებს სუნთქვას
კოლაფსი (არტერიული წნევის დაქვეითება, გულის კუნთების შეკუმშვა და გულისცემის აჩქარება) ან ცნობიერების დაკარგვა
ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
ასეთი ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციები საკმაოდ იშვიათია.
ძალიან იშვიათად მუპიროცინის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება, ფაღარათი სისხლით და ლორწოთი, მუცლის ტკივილი და ცხელება.
თუ გექნებათ რომელიმე ასეთი რეაქცია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ბაკმირპიზე ალერგია. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: აღენიშნება იმდენად მცირე რაოდენობით პაციენტს, რომ შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ხშირი:
გამოყენების მიდამოში ადგილობრივად დამწვრობა
არახშირი:
გამოყენების მიდამოში ადგილობრივად ქავილი, ქავილი, კანის სიწითლე, ჩხვლეტის შეგრძნება და სიმშრალე
მალამოს ბაზის ან მუპიროცინის მიმართ კანის მგრძნობელობის სიმპტომები
ძალიან იშვიათი:
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ზოგადი გამონაყარი, მათ შორის ხელებზე, ხელისგულებზე, ფეხისგულებზე
ჭინჭრის ციება
ალერგიის შედეგად სახის და ყელის შეშუპება (ანგიოედემა)
ეს რეაქციები არ არის ხშირი, ვლინდება იშვიათად, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით რეაქციას ან ბაკმირპის გამოყენების დროს სხვა პრობლემებს, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენები“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ბაკმირპის შენახვა
ბაკმირპი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ბაკმირპი 2% მალამო
გამოყენების ინსტრუქცია
ბაკმირპი 2% მალამო
გამოიყენება ტოპიკალურად.
აქტიური ნივთიერებები: 1 გრამი მალამო შეიცავს 20 მგ მუპიროცინს.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 3350, მაკროგოლი 400.
სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.
თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს პრეპარატი დანიშნულია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში მითითებული საკითხები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- რა არის ბაკმირპი და რისთვის გამოიყენება?
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ბაკმირპის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ბაკმირპი?
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
- ბაკმირპის შენახვა
- რა არის ბაკმირპი და რისთვის გამოიყენება?
ბაკმირპი წარმოდგენილია 20 გრამიან ტუბებში, რომელშიც მოთავსებულია 15 გრამი თეთრი ან მოთეთრო, ერთგვაროვანი, ნახევრად გამჭვირვალე მალამო. აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 20 მგ მუპიროცინს. ტუბი დაფასოებულია მუყაოს კოლოფებში. ერთ კოლოფში მოთავსებულია 1 ცალი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთნ ერთად.
ბაკმირპი არის მხოლოდ კანზე გამოყენებისთვის განკუთვნილი ანტიბიოტიკი და გამოიყენება კანის ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ.
- საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ბაკმირპის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბაკმირპი შემდეგ შემთხვევებში
თუ ბაკმირპის გამოყენების დროს განვითარდება ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ადგილობრივად ტკივილი ან შეშუპება), შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ თქვენს ექიმს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ გაქვთ ალერგია მუპიროცინზე ან მაკროგოლზე.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ბაკმირპი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია (როგორიცაა გამონაყარი) სხვა მალამოზე, რომელიც შეიცავს ბაკმირპის შემადგენელ რომელიმე ნივთიერებას, ბაკმირპის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, არ გამოიყენოთ ბაკმირპი და მაკროგოლის შემცველი სხვა მალამოები დაზიანებულ ფართო მიდამოზე. არ შეიძლება გამოყენება თირკმლის საშუალო ხარისხის ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
არ დაუშვათ ბაკმირპის კონტაქტი თვალთან ან ცხვირის ლორწოვან გარსთან. თუ შემთხვევით პრეპარატი თვალში მოხვდება, თვალი კარგად ამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.
თუ მალამო გამოიწვევს ნებისმიერი სახის დისკომფორტის შეგრძნებას, შეწყვიტეთ მისი გამოყენება, კარგად ჩამოიბანეთ დაზიანებული მიდამო წყლით და მიმართეთ ექიმს. თქვენს ექიმს აჩვენეთ მალამოს ტუბი.
თუ განვითარდება ხანგრძლივი ან მკვეთრი დიარეა ან მუცლის კრამპები, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
როგორც სხვა ანტიბაქტერიული (ბაქტერიების საწინააღმდეგო) პრეპარატების შემთხვევაში, ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მუპიროცინის მიმართ არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი გამრავლება.
თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში არ შეიძლება ბაკმირპის წასმა თვალში, ცხვირის ღრუში, კანულაციასთან ერთად, ასევე ინტრავენური კათეტერის გამოყენების მიდამოში.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაში, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ბაკმირპის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის ძალაში.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ან შესაძლებელია იყოთ ორსულად. ორსულობის დროს არ გამოიყენოთ ბაკმირპი ექიმის მითითების გარეშე.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ. თუ ბაკმირპის ისვამთ ძუძუსთავზე, კარგად გაიწმინდეთ, სანამ ბავშვს ძუძუს მოაწოვებთ.
სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმის მართვა
ეს პრეპარატი არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალების ან მექანიზმის მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბაკმირპის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ბაკმირპი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებას, რომლის გამოც საჭიროა გაფრთხილება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
არ შეიძლება ბაკმირპის შერევა სხვა კრემებთან ან მალამოებთან. ამ პრეპარატებმა შესაძლებელია შეაფერხონ ბაკმირპის ეფექტი.
თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში გამოიყენეთ რომელიმე პრეპარატი რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება ბაკმირპი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:
როგორც წესი, ბაკმირპის ისვამენ 10 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ ან სამჯერ. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სიხშირით უნდა წაისვათ პრეპარატი.
გამოიყენეთ ბაკმირპი თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული ვადით. თუ 7 დღის განმავლობაში არ შეინიშნება გაუმჯობესება, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
ექიმის მითითების გარეშე არ განაგრძოთ მკურნალობა 10 დღეზე მეტი ხნით.
გამოყენების გზა და მეთოდი:
დაზიანებულ უბანზე წაისვით მცირე რაოდენობით ბაკმირპი. შესაძლებელია უბანი, სადაც წასმულია მალამო, დაფარული იქნას სახვევით.
დაიბანეთ ხელი მალამოს გამოყენების წინ და გამოყენების შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
ბავშვებში გამოყენება:
მკურნალობაზე პასუხის მიხედვით შესაძლებელია გამოყენება დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ, არაუმეტეს 10 დღის განმავლობაში.
ასაკოვნებში გამოყენება:
მკურნალობაზე პასუხის მიხედვით შესაძლებელია გამოყენება დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ, არაუმეტეს 10 დღის განმავლობაში.
გამოყენების სპეციალური პირობები
ღვიძლის უკმარისობა:
მკურნალობაზე პასუხის მიხედვით შესაძლებელია გამოყენება დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ, არაუმეტეს 10 დღის განმავლობაში.
თირკმლის უკმარისობა:
არ არის საჭირო გამოყენების შეზღუდვა გარდა იმ შემთხვევებისა, თუ არსებობს თირკმლის საშუალო ხარისხის ან მძიმე უკმარისობის მტკიცებულება და ხდება ისეთი დაავადების მკურნალობა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს მაკროგოლის შეწოვა.
არ შეიძლება გამოყენება თირკმლის საშუალო ხარისხის ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ თვლით, რომ ბაკმირპის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ბაკმირპი საჭიროზე მეტი რაოდენობით:
არ არის მოსალოდნელი ამ პრეპარატით გამოწვეული იქნას ჭარბი დოზირების პრობლემები.
თუ გამოიყენეთ ბაკმირპი საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდებათ ბაკმირპის გამოყენება:
თუ დაგავიწყდებათ პრეპარატის წასმა, წაისვით გახსენებისთანავე. შემდეგ კი განაგრძეთ ჩვეულებრივი სახით გამოყენება.
დავიწყებული დოზების კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
ბაკმირპით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია:
არ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
- რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?
სხვა პრეპარატების მსგავსად, ბაკმირპის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
თუ გამოვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რეაქცია, შეწყვიტეთ ბაკმირპის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
ზოგადი გამონაყარი შეშუპებით და ქავილით
ზოგჯერ სახის და პირის ღრუს შეშუპება, რაც ართულებს სუნთქვას
კოლაფსი (არტერიული წნევის დაქვეითება, გულის კუნთების შეკუმშვა და გულისცემის აჩქარება) ან ცნობიერების დაკარგვა
ეს სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
ასეთი ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციები საკმაოდ იშვიათია.
ძალიან იშვიათად მუპიროცინის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ანთება, ფაღარათი სისხლით და ლორწოთი, მუცლის ტკივილი და ცხელება.
თუ გექნებათ რომელიმე ასეთი რეაქცია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ბაკმირპიზე ალერგია. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.
ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
უცნობია: აღენიშნება იმდენად მცირე რაოდენობით პაციენტს, რომ შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.
ხშირი:
გამოყენების მიდამოში ადგილობრივად დამწვრობა
არახშირი:
გამოყენების მიდამოში ადგილობრივად ქავილი, ქავილი, კანის სიწითლე, ჩხვლეტის შეგრძნება და სიმშრალე
მალამოს ბაზის ან მუპიროცინის მიმართ კანის მგრძნობელობის სიმპტომები
ძალიან იშვიათი:
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ზოგადი გამონაყარი, მათ შორის ხელებზე, ხელისგულებზე, ფეხისგულებზე
ჭინჭრის ციება
ალერგიის შედეგად სახის და ყელის შეშუპება (ანგიოედემა)
ეს რეაქციები არ არის ხშირი, ვლინდება იშვიათად, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით რეაქციას ან ბაკმირპის გამოყენების დროს სხვა პრობლემებს, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენები“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ბაკმირპის შენახვა
ბაკმირპი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ბაკმირპი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ბაკმირპი, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს საბა ილაჩ სან. ვე თიჯ.
ქუჩუქჩექმეჯე / სტამბოლი
ტელეფონი: 0212 692 92 92 ფაქსი: 0212 697 00 24 ელ-ფოსტა: [email protected]
წარმოების ადგილი:
სს დევა ჰოლდინგ
ქაფაქლი / თექირდაღი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 17/01/2023 წელს.
CKY5678KT-01
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.