აცეკლოფენაკი ბიოგარანი 100 მგ
ACÉCLOFÉNAC BIOGARAN® 100 mg
- მოქმედი ნივთიერება
- აცეკლოფენაკი (aceclofenac)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- Rivopharm S.A., შვეიცარია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
- ATC კოდი
- M01AB16
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041075
- რეგისტრირებულია
- 23 მაისი 2024, მოქმედებს 23 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
აცეკლოფენაკი ბიოგარანი 100 მგ — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ის დაგინიშნავთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას რაც შეიძლება მოკლე დროის ხანგრძლივობით გვერდითი მოვლენების შესამცირებლად.
დოზა
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 200 მგ. (აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ის (Acéclofénac Biogaran) ორი ტაბლეტი). 100 მგ-იან ერთი ტაბლეტი უნდა მიიღოთ დილით და ერთი საღამოს.
მიღების წესი
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად ჭამის დროს ან მის შემდეგ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ხანდაზმული პაციენტები
თუ ხანდაზმული პირი ხართ, თქვენ ბევრად უფრო მგრძნობიარე ხართ სერიოზული გვერდითი მოვლენების მიმართ (ისინი ჩამოთვლილია რუბრიკაში 4).
თუ ექიმი დაგინიშნავთ აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ს (Acéclofénac Biogaran), ის თქვენ მოგცემთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას რაც შეიძლება მოკლე დროის ხანგრძლივობით.
თუ მიიღეთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი საჭირო დოზაზე მეტი
თუ მიიღეთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) საჭირო დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. საავადმყოფოში წასვლისას თან იქონიეთ აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ის (Acéclofénac Biogaran) ინსტრუქცია ან ყუთი, რათა იცოდნენ, რა პრეპარატი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ ინერვიულოთ, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვეტთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის მიღებას
ნუ შეწყვეტთ აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ის (Acéclofénac Biogaran) მიღებას ექიმთან შეუთანხმებლად.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი). სიმპტომები შეიძლება სწრაფად განვითარდეს და სიცოცხლისთვის საშიში იყოს, თუ მათი მკურნალობა დაუყონებლივ არ მოხდება. მათ შორისაა ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, მუცლის ტკივილი, ღებინება, სახის და ყელის შეშუპება;
- კანის მძიმე გამონაყარი, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის სიცოცხლეს. ისინი სწრაფად გადაიქცევიან დიდ ბუშტუკებად და იწვევენ კანის აქერცვლას. გამონაყარი ასევე შეიძლება გამოჩნდეს პირის ღრუში, ყელში და თვალებზე. ცხელება, თავის ტკივილი და სახსრების ტკივილი ჩვეულებრივ ერთდროულად ვლინდება;
- მენინგიტი. სიმპტომებია მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, ღებინება, გამონაყარი წვრილი წითელი ლაქებით, კისრის დაჭიმულობა, მგრძნობელობა და სინათლის მიმართ აუტანლობა;
- განავალში (ფეკალიებში) სისხლის გამოვლენა;
- შავი ფერის განავალი. ღებინება, რომელიც შეიცავს სისხლს ან ყავის ნალექის მზგავს მუქ ნაწილაკებს;
- ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) შეიძლება
თან ახლდეს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის (თავის ტვინის სისხლძარღვთა) რისკის უმნიშვნელო ზრდა;
- თირკმლის უკმარისობა;
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:
- საჭმლის მონელების დარღვევა ან გულძმარვა;
- მუცლის ტკივილი (კუჭის ტკივილი) ან კუჭის სხვა პათოლოგიური სიმპტომები;
- სისხლის დარღვევები, როგორიცაა სისხლის ზოგიერთი უჯრედების წარმოების დაქვეითება (ძვლის ტვინის დაქვეითება), სისხლის წითელი უჯრედების არასათანადო დესტრუქცია, რომელსაც ჰემოლიზური ანემია ეწოდება, რკინის დაბალი შემცველობა სისხლში, სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა, თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, სისხლში კალიუმის გაზრდილი დონე, რამაც შეიძლება გააღიზიანოს სისხლძარღვები და გამოიწვიოს ანთება, რომელიც ცნობილია ვასკულიტის სახელით. ამ დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დაღლილობა, ქოშინი, სახსრების ტკივილი და ხელი შეუწყოს განმეორებით ინფექციებს და სისხლჩაქცევებს.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტი გაუარესდება, ან თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავრცელებული გვერდითი მოვლენები (გამოვლენილია 100-დან ერთზე მეტ პაციენტში, მაგრამ 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)
- თავბრუსხვევა;
- გულისრევა;
- დიარეა;
- ღვიძლის ფერმენტების მატება სისხლში ;
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში, მაგრამ 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)
- მეტეორიზმი;
- კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება ან გაღიზიანება (გასტრიტი);
- ყაბზობა;
- ღებინება;
- წყლულები პირის ღრუში;
- ქავილი;
- გამონაყარი კანზე;
- კანის ანთება (დერმატიტი);
- ამობურცული წრიული წითელი ლაქები, რასაც თნ ახლავს ქავილი, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანში (ურტიკარია);
- შარდოვანას მომატებული დონე სისხლში;
- კრეატინინის მომატებული დონე სისხლში.
იშვიათად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000-დან ერთზე მეტ პაციენტში, მაგრამ 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)
- სისხლში რკინის დაბალი კონცენტრაცია;
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია);
- მხედველობის დარღვევა;
- გულის უკმარისობა;
- ჰიპერტენზია;
- სუნთქვის გაძნელება;
- კუჭ-ნაწლავის სისხლდენა;
- კუჭ-ნაწლავის წყლული.
ძალიან იშვიათად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000-დან ერთ პაციენტში)
- დეპრესია;
- უცნაური ოცნებები;
- უძილობა
- ჟრუანტელი, ჩხვლეტა ან კანის დაბუჟება;
- უკონტროლო კანკალი (ტრემორი);
- ძილიანობა;
- თავის ტკივილი;
- ცუდი გემო პირში;
- თავბრუსხვევის შეგრძნება, წონასწორობის დაკარგვა;
- შუილი ყურებში (ტინიტუსი);
- მძაფრი ან სწრაფი გულისცემა (პალპიტაცია);
- ალმური (სახის სიმხურვალე);
- სუნთქვის გაძნელება;
- ხიხინი;
- პირის ღრუს ანთება;
- კუჭის, მსხვილი ნაწლავის პერფორაცია ან ნაწლავის კედლის წყლული;
- კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება;
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
- კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე);
- სპონტანური სისხლდენა კანში (ვლინდება სიწითლის სახით);
- ბუშტუკები;
- წყლის (სითხის) შეკავება და შეშუპება;
- დაღლილობა;
- ფეხის კრუნჩხვები;
- ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება სისხლში;
- წონის მატება.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია ამ ტიპის პრეპარატების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) გამოყენებისას არის შემდეგი:
- ჰალუცინაცია;
- დაბნეულობა;
- მხედველობის დაბინდვა, მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;
- თვალის მტკივნეული მოძრაობები;
- ასთმის გამწვავება;
- კანის რეაქცია მზის შუქზე;
- თირკმელების ანთება;
- ზოგადი დისკომფორტი;
ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში, კანის სერიოზული ინფექციები ვლინდება ჩუტყვავილასთან ერთად.
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement,social-sante.gov.fr/
გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.
სიფრთხილის ზომები
ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
- თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმელების ან ღვიძლის სხვა დაავადება;
- თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი კუჭ-ნაწლავის აშლილობა:
ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი).
ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება),
წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია,
სისხლის დარღვევები,
- თუ გაქვთ ასთმა ან სხვა რესპირატორული პრობლემები;
- თუ გაქვთ სისხლის დაავადება სახელწოდებით პორფირია;
- თუ გაქვთ ჩუტყვავილა, უნდა მოერიდოთ პრეპარატის მიღებას კანის იშვიათი სერიოზული ინფექციების გამო, რაც დაკავშირებულია მის გამოყენებასთან;
- თუ იმყოფებით გამოჯანმრთელების პერიოდში სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
- თუ ხანდაზმული ხართ (თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას რაც შეიძლება მოკლე დროის ხანგრძლივობით).
შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციები (იხილეთ რუბრიკა 4). რისკი უფრო მაღალია მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ით (Acéclofénac Biogaran) მკურნალობა უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისთანავე.
ისეთი პრეპარატები, როგორიცაა აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევის რისკის ზრდასთან.
აცეკლოფენაკის დანიშვნამდე თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს:
- თუ ეწევით;
- თუ დიაბეტიკი ხართ;
- თუ გაწუხებთ სტენოკარდია, ან თუ გაქვთ თრომბი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები სისხლში.
გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით რაც შეიძლება მოკლე დროის ხანგრძლივობით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატი, თუნდაც ეს იყოს რეცეპტის გარეშე მიღებული პრეპარატი , აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
- დეპრესიის (სეროტონინის უკუქცევის შერჩევითი ინჰიბიტორები) ან მანიაკალური დეპრესიის (ლითიუმი) სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები;
- გულის უკმარისობის ან არარეგულარული გულისცემის (საგულე გლიკოზიდები) სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები;
- არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები);
- ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკები;
- შარდის გამოყოფის გამაძლიერებელი პრეპარატები (დიურეტიკები);
- კოაგულაციის შემაფერხებელი პრეპარატები (ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი, ჰეპარინი;
- მეტოტრექსატი, რომელიც გამოიყენება კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ;
- მიფეპრისტონი, აბორტის გამოსაწვევად გამოყენებული პრეპარატი;
- ნებისმიერი სტეროიდი (ესტროგენები, ანდროგენები ან გლუკოკორტიკოიდები);
- იმუნური სისტემის ბლოკირებისთვის გამოყენებული პრეპარატები (ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი);
- აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ზიდოვუდინი);
- პრეპარატები გამოყენებული სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად (ანტიდიაბეტური საშუალებები);
- ნებისმიერი სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი), COX 2 ინჰიბიტორების ჩათვლით.
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი საკვებთან და სასმელთან ერთად
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) მიღება სასურველია ჭამის დროს ან მის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) თუ ორსულობის ბოლო 3 თვეში ხართ, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას ან შექმნას პრობლემები მშობიარობის დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და გულის პრობლემები თქვენს პატარაში. პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენზე და თქვენს პატარაზე სისხლდენის მატებით და გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტხანს. აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, თუ არ არის აბსოლუტურად აუცილებელი და რეკომენდირებული თქვენი ექიმის მიერ. თუ მკურნალობა აუცილებელია ამ პერიოდში ან ორსულობის დაგეგმვისას, რეკომენდებულია მინიმალური დოზის მიღება რაც შეიძლება მოკლე დროის ხანგრძლივობით. ამენორეის მე-20 კვირიდან აცეკლოფენაკ ბიოგარან®-მა (Acéclofénac Biogaran) შესაძლოა გამოიწვიოს თქვენს პატარაში თირკმელების პრობლემები, თუ მისი მიღება ხდება რამდენიმე დღის განმავლობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამნისტიური სითხის დაბალი დონე, რომელშიც ის იმყოფება (ოლიგოამნიოზი) ან სისხლძარღვების შევიწროება (არტერიული სადინარი) თქვენი პატარას გულში. თუ მკურნალობა საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი. აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ის (Acéclofénac Biogaran) მიღება არ შეიძლება თუ ძუძუთი კვებავთ. უცნობია გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში. მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული თუ თქვენი ექიმი საჭიროდ არ ჩათვლის. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ დაორსულების პრობლემა. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ გაართულონ ორსულობა.
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
თქვენ არ უნდა მართოთ ავტომობილი და სატრანსპორტო საშუალებები, თუ იღებთ აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ს (Acéclofénac Biogaran) და გაქვთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა ან მხედველობის დარღვევა.
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, შეიძლება ითქვას, რომ ის არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".
შემადგენლობა
- რა არის აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?
ფარმაკოთერაპიული კატეგორია: ATC (ათქ) კოდი: M01AB16
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) შეიცავს წამალს, რომელსაც ეწოდება აცეკლოფენაკი. ის მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (AINS).
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად პაციენტებში შემდეგი დაავადებების დროს:
- ართროზი (ოსტეოართროზი). ეს დაავადება ჩვეულებრივ გვხვდება 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და იწვევს სახსრის მიმდებარედ ხრტილისა და ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციას (რღვევას);
- აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ქრონიკულ ანთებას (რევმატოიდული ართრიტი);
- ხერხემალის დონეზე ლოკალიზებული ოსტეოართრიტი და შეიძლება გამოიწვიოს მალების შეერთება (მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი).
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის მიღებამდე?
არასოდეს მიიღოთ აცეკლოფენაკ ბიოგარანი® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი
- თუ ალერგიული ხართ აცეკლოფენაკზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში;
- თუ ალერგიული ხართ ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი ან დიკლოფენაკი);
- თუ იღებდით ასპირინს ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს და გამოგივლინდათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
ასთმური შეტევა;
გამონადენი ცხვირიდან, ქავილი და/ან ცემინება (ცხვირის გაღიზიანება);
გამონაყარი კანზე, რის შედეგადაც ჩნდება ამობურცული წრიული წითელი ლაქები და შესაძლოა თან ახლდეს ქავილი, ჩხვლეტა ან წვის შეგრძნება;
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი). სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, ხიხინს, გაუსაძლის ტკივილს და ღებინებას;
- თუ გქონდათ, გაქვთ ან შიშობთ გქონდეთ კუჭის წყლული ან ნაწლავური სისხლდენა;
- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება;
- თუ გაქვთ ან შიშობთ გქონდეთ ღვიძლის უკმარისობა;
- თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ექიმი არ მიიჩნევს აუცილებლობად ამ პრეპარატის მიღებას);
- თუ გაქვთ სისხლდენა ან სისხლდენის ტენდენცია;
- თუ გაწუხებთ გულის დაავადება და/ან დადასტურებული ცერებროვასკულური დაავადება, მაგალითად, თუ გქონიათ გულის შეტევა, ინსულტი (AVC), ტრანზიტორული იშემიური შეტევა (AIT), ან სისხლძარღვების ობსტრუქცია, რომლებიც ამარაგებენ გულს ან ტვინს ან თუ გაგიკეთებიათ ოპერაცია ამ ობსტრუქციის აღმოსაფხვრელად ან გადალახეთ ეს დაბრკოლება;
- თუ გაქვთ ან გქონდათ სისხლის მიმოქცევის დარღვევა (პერიფერიული არტერიოპათია).
აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ის (Acéclofénac Biogaran) მიღება ბავშვებში რეკომენდირებული არ არის.
შენახვის პირობები
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ ჩაყაროთა სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ.
აპკით დაფარული ტაბლეტი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, რადგანაც შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ გადაკითხვა.
ნებისმიერი სახის რჩევის ან ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ მისცეთ ის სხვა ადამიანებს. ეს შეიძლება საზიანო იყოს მათთვის მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მზგავსია.
რაიმე სახის გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რას შეიცავს ინსტრუქცია?
- რა არის აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის მიღებამდე?
- როგორ მიიღება აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი?
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
- როგორ შევინახოთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი?
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
- რა არის აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი და რა შემთხვევაში გამოიყენება ის?
ფარმაკოთერაპიული კატეგორია: ATC (ათქ) კოდი: M01AB16
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) შეიცავს წამალს, რომელსაც ეწოდება აცეკლოფენაკი. ის მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (AINS).
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად პაციენტებში შემდეგი დაავადებების დროს:
- ართროზი (ოსტეოართროზი). ეს დაავადება ჩვეულებრივ გვხვდება 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და იწვევს სახსრის მიმდებარედ ხრტილისა და ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციას (რღვევას);
- აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ქრონიკულ ანთებას (რევმატოიდული ართრიტი);
- ხერხემალის დონეზე ლოკალიზებული ოსტეოართრიტი და შეიძლება გამოიწვიოს მალების შეერთება (მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი).
- რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის მიღებამდე?
არასოდეს მიიღოთ აცეკლოფენაკ ბიოგარანი® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი
- თუ ალერგიული ხართ აცეკლოფენაკზე ან ამ პრეპარატში შემავალ ერთ - ერთ კომპონენტზე, რომელიც მითითებულია რუბრიკა 6-ში;
- თუ ალერგიული ხართ ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ (როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი ან დიკლოფენაკი);
- თუ იღებდით ასპირინს ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს და გამოგივლინდათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
ასთმური შეტევა;
გამონადენი ცხვირიდან, ქავილი და/ან ცემინება (ცხვირის გაღიზიანება);
გამონაყარი კანზე, რის შედეგადაც ჩნდება ამობურცული წრიული წითელი ლაქები და შესაძლოა თან ახლდეს ქავილი, ჩხვლეტა ან წვის შეგრძნება;
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი). სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას, ხიხინს, გაუსაძლის ტკივილს და ღებინებას;
- თუ გქონდათ, გაქვთ ან შიშობთ გქონდეთ კუჭის წყლული ან ნაწლავური სისხლდენა;
- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება;
- თუ გაქვთ ან შიშობთ გქონდეთ ღვიძლის უკმარისობა;
- თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ექიმი არ მიიჩნევს აუცილებლობად ამ პრეპარატის მიღებას);
- თუ გაქვთ სისხლდენა ან სისხლდენის ტენდენცია;
- თუ გაწუხებთ გულის დაავადება და/ან დადასტურებული ცერებროვასკულური დაავადება, მაგალითად, თუ გქონიათ გულის შეტევა, ინსულტი (AVC), ტრანზიტორული იშემიური შეტევა (AIT), ან სისხლძარღვების ობსტრუქცია, რომლებიც ამარაგებენ გულს ან ტვინს ან თუ გაგიკეთებიათ ოპერაცია ამ ობსტრუქციის აღმოსაფხვრელად ან გადალახეთ ეს დაბრკოლება;
- თუ გაქვთ ან გქონდათ სისხლის მიმოქცევის დარღვევა (პერიფერიული არტერიოპათია).
აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ის (Acéclofénac Biogaran) მიღება ბავშვებში რეკომენდირებული არ არის.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ფექსოფენადინ ბიოგარან®-ის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
- თუ გაქვთ ან გქონდათ თირკმელების ან ღვიძლის სხვა დაავადება;
- თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი კუჭ-ნაწლავის აშლილობა:
ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი).
ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება),
წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია,
სისხლის დარღვევები,
- თუ გაქვთ ასთმა ან სხვა რესპირატორული პრობლემები;
- თუ გაქვთ სისხლის დაავადება სახელწოდებით პორფირია;
- თუ გაქვთ ჩუტყვავილა, უნდა მოერიდოთ პრეპარატის მიღებას კანის იშვიათი სერიოზული ინფექციების გამო, რაც დაკავშირებულია მის გამოყენებასთან;
- თუ იმყოფებით გამოჯანმრთელების პერიოდში სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
- თუ ხანდაზმული ხართ (თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას რაც შეიძლება მოკლე დროის ხანგრძლივობით).
შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციები (იხილეთ რუბრიკა 4). რისკი უფრო მაღალია მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ით (Acéclofénac Biogaran) მკურნალობა უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისთანავე.
ისეთი პრეპარატები, როგორიცაა აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევის რისკის ზრდასთან.
აცეკლოფენაკის დანიშვნამდე თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს:
- თუ ეწევით;
- თუ დიაბეტიკი ხართ;
- თუ გაწუხებთ სტენოკარდია, ან თუ გაქვთ თრომბი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები სისხლში.
გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით რაც შეიძლება მოკლე დროის ხანგრძლივობით.
სხვა პრეპარატები და აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი
თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატი, თუნდაც ეს იყოს რეცეპტის გარეშე მიღებული პრეპარატი , აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
- დეპრესიის (სეროტონინის უკუქცევის შერჩევითი ინჰიბიტორები) ან მანიაკალური დეპრესიის (ლითიუმი) სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები;
- გულის უკმარისობის ან არარეგულარული გულისცემის (საგულე გლიკოზიდები) სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები;
- არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატები (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები);
- ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკები;
- შარდის გამოყოფის გამაძლიერებელი პრეპარატები (დიურეტიკები);
- კოაგულაციის შემაფერხებელი პრეპარატები (ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი, ჰეპარინი;
- მეტოტრექსატი, რომელიც გამოიყენება კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ;
- მიფეპრისტონი, აბორტის გამოსაწვევად გამოყენებული პრეპარატი;
- ნებისმიერი სტეროიდი (ესტროგენები, ანდროგენები ან გლუკოკორტიკოიდები);
- იმუნური სისტემის ბლოკირებისთვის გამოყენებული პრეპარატები (ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი);
- აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები (ზიდოვუდინი);
- პრეპარატები გამოყენებული სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად (ანტიდიაბეტური საშუალებები);
- ნებისმიერი სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი), COX 2 ინჰიბიტორების ჩათვლით.
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი საკვებთან და სასმელთან ერთად
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) მიღება სასურველია ჭამის დროს ან მის შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) თუ ორსულობის ბოლო 3 თვეში ხართ, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას ან შექმნას პრობლემები მშობიარობის დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებისა და გულის პრობლემები თქვენს პატარაში. პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენზე და თქვენს პატარაზე სისხლდენის მატებით და გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტხანს. აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, თუ არ არის აბსოლუტურად აუცილებელი და რეკომენდირებული თქვენი ექიმის მიერ. თუ მკურნალობა აუცილებელია ამ პერიოდში ან ორსულობის დაგეგმვისას, რეკომენდებულია მინიმალური დოზის მიღება რაც შეიძლება მოკლე დროის ხანგრძლივობით. ამენორეის მე-20 კვირიდან აცეკლოფენაკ ბიოგარან®-მა (Acéclofénac Biogaran) შესაძლოა გამოიწვიოს თქვენს პატარაში თირკმელების პრობლემები, თუ მისი მიღება ხდება რამდენიმე დღის განმავლობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამნისტიური სითხის დაბალი დონე, რომელშიც ის იმყოფება (ოლიგოამნიოზი) ან სისხლძარღვების შევიწროება (არტერიული სადინარი) თქვენი პატარას გულში. თუ მკურნალობა საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი. აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ის (Acéclofénac Biogaran) მიღება არ შეიძლება თუ ძუძუთი კვებავთ. უცნობია გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში. მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული თუ თქვენი ექიმი საჭიროდ არ ჩათვლის. უნდა აცნობოთ ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ დაორსულების პრობლემა. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ გაართულონ ორსულობა.
მანქანების მართვა და სატრანსპორტო საშუალებები
თქვენ არ უნდა მართოთ ავტომობილი და სატრანსპორტო საშუალებები, თუ იღებთ აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ს (Acéclofénac Biogaran) და გაქვთ თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა ან მხედველობის დარღვევა.
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, შეიძლება ითქვას, რომ ის არსებითად "ნატრიუმის გარეშეა".
- როგორ მიიღება აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი?
მიიღეთ პრეპარატი ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ის დაგინიშნავთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას რაც შეიძლება მოკლე დროის ხანგრძლივობით გვერდითი მოვლენების შესამცირებლად.
დოზა
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 200 მგ. (აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ის (Acéclofénac Biogaran) ორი ტაბლეტი). 100 მგ-იან ერთი ტაბლეტი უნდა მიიღოთ დილით და ერთი საღამოს.
მიღების წესი
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად ჭამის დროს ან მის შემდეგ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ხანდაზმული პაციენტები
თუ ხანდაზმული პირი ხართ, თქვენ ბევრად უფრო მგრძნობიარე ხართ სერიოზული გვერდითი მოვლენების მიმართ (ისინი ჩამოთვლილია რუბრიკაში 4).
თუ ექიმი დაგინიშნავთ აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ს (Acéclofénac Biogaran), ის თქვენ მოგცემთ ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას რაც შეიძლება მოკლე დროის ხანგრძლივობით.
თუ მიიღეთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი საჭირო დოზაზე მეტი
თუ მიიღეთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) საჭირო დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. საავადმყოფოში წასვლისას თან იქონიეთ აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ის (Acéclofénac Biogaran) ინსტრუქცია ან ყუთი, რათა იცოდნენ, რა პრეპარატი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ ინერვიულოთ, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვეტთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტის მიღებას
ნუ შეწყვეტთ აცეკლოფენაკ ბიოგარან®-ის (Acéclofénac Biogaran) მიღებას ექიმთან შეუთანხმებლად.
აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- რა შესაძლო გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატს, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყველა ადამიანში სისტემატიურად არ იჩენს თავს.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი). სიმპტომები შეიძლება სწრაფად განვითარდეს და სიცოცხლისთვის საშიში იყოს, თუ მათი მკურნალობა დაუყონებლივ არ მოხდება. მათ შორისაა ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, მუცლის ტკივილი, ღებინება, სახის და ყელის შეშუპება;
- კანის მძიმე გამონაყარი, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის სიცოცხლეს. ისინი სწრაფად გადაიქცევიან დიდ ბუშტუკებად და იწვევენ კანის აქერცვლას. გამონაყარი ასევე შეიძლება გამოჩნდეს პირის ღრუში, ყელში და თვალებზე. ცხელება, თავის ტკივილი და სახსრების ტკივილი ჩვეულებრივ ერთდროულად ვლინდება;
- მენინგიტი. სიმპტომებია მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, ღებინება, გამონაყარი წვრილი წითელი ლაქებით, კისრის დაჭიმულობა, მგრძნობელობა და სინათლის მიმართ აუტანლობა;
- განავალში (ფეკალიებში) სისხლის გამოვლენა;
- შავი ფერის განავალი. ღებინება, რომელიც შეიცავს სისხლს ან ყავის ნალექის მზგავს მუქ ნაწილაკებს;
- ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) შეიძლება
თან ახლდეს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის (თავის ტვინის სისხლძარღვთა) რისკის უმნიშვნელო ზრდა;
- თირკმლის უკმარისობა;
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თუ გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:
- საჭმლის მონელების დარღვევა ან გულძმარვა;
- მუცლის ტკივილი (კუჭის ტკივილი) ან კუჭის სხვა პათოლოგიური სიმპტომები;
- სისხლის დარღვევები, როგორიცაა სისხლის ზოგიერთი უჯრედების წარმოების დაქვეითება (ძვლის ტვინის დაქვეითება), სისხლის წითელი უჯრედების არასათანადო დესტრუქცია, რომელსაც ჰემოლიზური ანემია ეწოდება, რკინის დაბალი შემცველობა სისხლში, სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა, თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, სისხლში კალიუმის გაზრდილი დონე, რამაც შეიძლება გააღიზიანოს სისხლძარღვები და გამოიწვიოს ანთება, რომელიც ცნობილია ვასკულიტის სახელით. ამ დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დაღლილობა, ქოშინი, სახსრების ტკივილი და ხელი შეუწყოს განმეორებით ინფექციებს და სისხლჩაქცევებს.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტი გაუარესდება, ან თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავრცელებული გვერდითი მოვლენები (გამოვლენილია 100-დან ერთზე მეტ პაციენტში, მაგრამ 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)
- თავბრუსხვევა;
- გულისრევა;
- დიარეა;
- ღვიძლის ფერმენტების მატება სისხლში ;
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში, მაგრამ 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)
- მეტეორიზმი;
- კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება ან გაღიზიანება (გასტრიტი);
- ყაბზობა;
- ღებინება;
- წყლულები პირის ღრუში;
- ქავილი;
- გამონაყარი კანზე;
- კანის ანთება (დერმატიტი);
- ამობურცული წრიული წითელი ლაქები, რასაც თნ ახლავს ქავილი, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანში (ურტიკარია);
- შარდოვანას მომატებული დონე სისხლში;
- კრეატინინის მომატებული დონე სისხლში.
იშვიათად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000-დან ერთზე მეტ პაციენტში, მაგრამ 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)
- სისხლში რკინის დაბალი კონცენტრაცია;
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია);
- მხედველობის დარღვევა;
- გულის უკმარისობა;
- ჰიპერტენზია;
- სუნთქვის გაძნელება;
- კუჭ-ნაწლავის სისხლდენა;
- კუჭ-ნაწლავის წყლული.
ძალიან იშვიათად გავრცელებული გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 000-დან ერთ პაციენტში)
- დეპრესია;
- უცნაური ოცნებები;
- უძილობა
- ჟრუანტელი, ჩხვლეტა ან კანის დაბუჟება;
- უკონტროლო კანკალი (ტრემორი);
- ძილიანობა;
- თავის ტკივილი;
- ცუდი გემო პირში;
- თავბრუსხვევის შეგრძნება, წონასწორობის დაკარგვა;
- შუილი ყურებში (ტინიტუსი);
- მძაფრი ან სწრაფი გულისცემა (პალპიტაცია);
- ალმური (სახის სიმხურვალე);
- სუნთქვის გაძნელება;
- ხიხინი;
- პირის ღრუს ანთება;
- კუჭის, მსხვილი ნაწლავის პერფორაცია ან ნაწლავის კედლის წყლული;
- კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება;
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
- კანის ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე);
- სპონტანური სისხლდენა კანში (ვლინდება სიწითლის სახით);
- ბუშტუკები;
- წყლის (სითხის) შეკავება და შეშუპება;
- დაღლილობა;
- ფეხის კრუნჩხვები;
- ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება სისხლში;
- წონის მატება.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილია ამ ტიპის პრეპარატების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) გამოყენებისას არის შემდეგი:
- ჰალუცინაცია;
- დაბნეულობა;
- მხედველობის დაბინდვა, მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;
- თვალის მტკივნეული მოძრაობები;
- ასთმის გამწვავება;
- კანის რეაქცია მზის შუქზე;
- თირკმელების ანთება;
- ზოგადი დისკომფორტი;
ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში, კანის სერიოზული ინფექციები ვლინდება ჩუტყვავილასთან ერთად.
ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ასევე ყველა იმ გვერდით მოვლენებს, რომელის აღნიშნული არაა ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადება პირდაპირ შეგიძლიათ გააკეთოთ ასევე ეროვნული განცხადებების სისტემის გზით: მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების (ANSM) უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო და Pharmacovigilance რეგიონული ცენტრების ქსელი. ინტერნეტ საიტი: https://signalement,social-sante.gov.fr/
გვერდითი მოვლენების მითითებით, თქვენ მიიღებთ მეტ ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებაზე.
- როგორ შევინახოთ აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი?
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ ჩაყაროთა სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალიზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ მოიშოროთ ვადაგასული მედიკამენტი. ასეთი სახის ზომები ხელს შეუშლის გარემოს დაბინძურებას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი
- აქტიური ნივთიერებაა:
აცეკლოფენაკი --------------------------------------------------------- 100 მგ.
აპკით დაფარული ერთი ტაბლეტისთვის.
- სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა (E460i), ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოპოვიდონი, ტალკი (E553b), უწყლო კოლოიდური სილიციუმი, გლიცეროლის დისტეარატი.
ტაბლეტის აპკი (Opadry 03A0280002) შეიცავს: HPMC 2910/ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიოქსიეთილენის სტეარატი 40 (მაკროგოლი).
რა არის აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) 100მგ. აპკით დაფარული ტაბლეტი და გარე შეფუთვის შემადგენლობა:
აცეკლოფენაკ ბიოგარან® (Acéclofénac Biogaran) წარმოდგენილია თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკით დაფარული ტაბლეტების ფორმით, კოლოფში 30 ტაბლეტით.
მფლობელი/სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ბიოგარანის ლაბორატორია
შარლ დე გოლის ბულვარი 15
92707 კოლომბი სედექსი
მწარმოებელი
Holsten Pharma GmbH
ჰანშტრასე 31-35
60528 მაინის ფრანკფურტი
გერმანია
პრეპარატის გადასინჯვის ბოლო თარიღია 2023 წლის ივლისი
დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ პრეპარატზე ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ინტერნეტ საიტზე.
ფარმაბრაილი: ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ბრაილის შრიფტით, გადიდებული სიმბოლოებით და აუდიო საიტზე handicapzero.org წამლის ინსტრუქციების განყოფილებაში და მისამართზე: 0 800 39 39 51 მომსახურება და ზარი უფასოა.
ბიოგარანი
35208244 ვერსია 002
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


