პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

აერტალი

AIRTAL®

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა დაავადებების დროს, რომელსაც ახლავს ტკივილი (მაგალითად, მხარ-ბეჭის პერიართრიტი და რევმატიზმის სხვა არასახსროვანი გამოვლინებები). ტკივილის მოხსნისთვის (როგორიცაა წელის, კბილის ტკივილი და პირველადი დისმენორეა).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აცეკლოფენაკი (aceclofenac)
ფორმა და შეფუთვა
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
მწარმოებელი
Gedeon Richter Plc, უნგრეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB16
რეგისტრაციის ნომერი
რ-044189
რეგისტრირებულია
23 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 23 ოქტომბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Gedeon Richter Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააერტალი და სხვა წამალი ერთად

აერტალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა დაავადებების დროს, რომელსაც ახლავს ტკივილი (მაგალითად, მხარ-ბეჭის პერიართრიტი და რევმატიზმის სხვა არასახსროვანი გამოვლინებები).

ტკივილის მოხსნისთვის (როგორიცაა წელის, კბილის ტკივილი და პირველადი დისმენორეა).

მიღების წესი და დოზირება

არასასურველი მოვლენები შეიძლება იყო მინიმიზირებული უმცირესი დღიური დოზის გამოყენების გზით მკურნალობის უმცირესი ხნის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”).

მოზრდილები

მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 200 მგ-ს დღეში, 100-100 მგ-ის ორ ცალკეულ მიღებად (ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

აცეკლოფენაკის დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის დაავადებების მქონე პაციენტებში. რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ-ს დღეში (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”).

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

აცეკლოფენაკის დოზის შემცირება აუცილებელი არ არის თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში, მაგრამ საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის აერტალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ, გამოყენებისას (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”).

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არ არსებობს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

ჩვეულებრივ არ არსებობს დოზის შემცირების აუცილებლობა; თუმცა აუცილებელია ნაწილში „სიფრთხილის ზომები” მითითებული უსაფრთხოების ზომების დაცვა.

გამოყენების წესი

აერტალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ განკუთვნილია შიგნით მისაღებად; ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მინიმუმ ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით. აერტალის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ, მიღება შესაძლებელია საკვების მიღების დროს.

უკუჩვენებები

აცეკლოფენაკი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე კომპონენტების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში „შემადგენლობა”.

პაციენტები, რომლებშიც ამგვარი მოქმედების ნივთიერებებმა (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა აასპ) გამოიწვია ასთმის, ბრონქოსპაზმის, მწვავე რინიტის ან ჭინჭრის ციების შეტევები; ან თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა ამ ნივთიერებების მიმართ.

პაციენტები, რომლებშიც აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან პერფორაცია აასპ-ის მიღების გამო. პაციენტები კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე, მორეციდივე ან შესაძლო წყლულით, ან სისხლდენით ანამნეზში (წყლულის ან სისხლდენის ორი და მეტი აშკარა და დამტკიცებული ეპიზოდი).

პაციენტები მწვავე სისხლდენით ან სისხლდენით მიმდინარე დაავადებებით (ჰემოფილია ან სისხლის შედედების დარღვევა).

დიაგნოზირებული გულის შეგუბებითი უკმარისობა (II-IV ფუნქციური კლასი NYHA მიხედვით), გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და/ან ცერებროვასკულური დაავადება.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.

ორსულობის დროს, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში, გამოყენების სერიოზული ჩვენების გარდა. ამ შემთხვევაში საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება (იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში”).

სიფრთხილის ზომები

თავი უნდა იქნას არიდებული პრეპარატ აერტალის და სხვა აასპ ერთდროულად მიღებას, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით.

გვერდითი ეფექტები შეიძლება იქნას მინიმუმამდე დაყვანილი, მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით და მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირებით, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება” და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკების აღწერა ქვემოთ).

გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული ან პერფორაცია ლეტალური დასასრულით აღინიშნებოდა ნებისმიერი აასპ-ის მიღებისას მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, როგორც საშიში სიმპტომების არსებობისას, ისე მათ გარეშე, ანამნეზში როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობების არსებობით, ისე მათ გარეშე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის, წყლულის წარმოშობის და პერფორაციის რისკი იზრდება აასპ-ის დოზის ზრდასთან ერთად პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნებოდა წყლული, განსაკუთრებით, თუ მას ახლდა სისხლჩაქცევა ან პერფორაცია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები”), და ხანდაზმულ პაციენტებში. ამ პაციენტებმა უნდა გამოიყენონ პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზა. მათ ესაჭიროებათ კომბინირებული თერაპია პრეპარატ-პროტექტორების გამოყენებით (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები), აგრეთვე ამგვარი თერაპია აუცილებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ასპირინის და სხვა პრეპარატების მცირე დოზებს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობაზე (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, აგრეთვე ხანდაზმულებმა, უნდა განაცხადონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ ნებისმიერ უჩვეულო სიმპტომების (განსაკუთრებით სისხლდენის) შესახებ, მათ შორის პრეპარატის პირველად მიღებისას. განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო პაციენტებში, რომლებიც პარალელურად იღებენ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის ან წყლულის რისკი, როგორიცაა სისტემური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტიაგრეგანტები (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა) (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა საკურნალო საშუალბებთან”).

სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის შემთხვევაში პაციენტებში, რომლებიც იღებენ აერტალს, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გავლენა გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვულ სისტემაზე

პაციენტებისთვის არტერიული ჰიპერტენზიით და/ან მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის გულის შეგუბებითი უკმარისობით აუცილებელია შესაბამისი მონიტორინგი და განსაკუთრებული მითითებები, რადგანაც იყო შეტყობინებები ორგანიზმში სითხის შეკავების და შეშუპების შესახებ, ასოცირებულის აასპ-ს მიღებასთან.

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებენ, რომ ზოგიერთი აასპ-ის მიღება (კერძოდ, მაღალი დოზით და ხანგრძლივად) შეიძლება უმნიშვნელოდ ზრდიდეს არტერიული თრომბოზული მოვლენების რისკს (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). აცეკლოფენაკის გამოყენებისას ამ რისკის არ არსებობის სარწმუნო მონაცემები არ არის.

პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, გულის უკმარისობით (ფუნქციონალური I კლასი NYHA-ს მიხედვით), გულის შეგუბებითი უკმარისობით, რისკ-ფაქტორებით გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა), აგრეთვე ანამნეზში თავის ტვინში სისხლჩაქცევების არსებობით, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა აცეკლოფენაკის მიღებისას.

რადგანაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს დოზის და პრეპარატის მოხმარების ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად, ყველაზე დაბალი ეფექტური სადღეღამისო დოზა უნდა იქნას გამოყენებული უმოკლეს ვადაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის. პერიოდულად უნდა მოხდეს პაციენტის სიმპტომური მკურნალობის აუცილებლობის კონტროლი და თერაპიაზე პასუხის შეფასება.

აცეკლოფენაკი მიღებული უნდა იქნას სიფრთხილით და ექიმის დაკვირვების ქვეშ პაციენტების მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს, რადგან არსებობს დაავადების გამწვავების რისკი (იხ. ნაწილი „გვერდითი მოქმედება”):

სიმპტომები, რომლებიც მოწმობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა არსებობაზე, მისი ზედა და ქვედა ნაწილების ჩათვლით.

ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის, სისხლდენის ან პერფორაციის არსებობა.

წყლულოვანი კოლიტი.

კრონის დაავადება.

მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისტემური წითელი მგლურა, პორფირია, ჰემოპოეზის და ჰემოსტაზის დარღვევა.

აცეკლოფენაკი სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული და ექიმის დაკვირვების ქვეშ პაციენტების მიერ ჰემორაგიული ინსულტით ანამნეზში.

გავლენა ღვიძლსა და თირკმელებზე

აასპ-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული რედუქცია და თირკმლის უეცარი უკმარისობა. თირკმლის სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფისთვის პროსტაგლანდინების მნიშვნელობა გათვალისწინებული უნდა იქნას პრეპარატის გამოყენებისას გულის, ღვიძლის ან თირკმლის დარღვევის მქონე პაციენტებში, პირებში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს, ან პაცინტებში ქირურგიული ჩარევის შემდეგ, აგრეთვე ხანდაზმულებში.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას თირკმლის და ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში სხვა მდგომარეობით, რომლებიც განაწყობენ ორგანიზმში სითხის შეკავებისადმი. ამ პაციენტებში აასპ გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღევვა და სითხის შეკავება. აგრეთვე საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის აერტალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ, გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს ან ჰიპოვოლემიის მომატებული რისკის მქონე პირებში. აუცილებელია მინიმალური ეფექტური დოზა და თირკმლის ფუნქციის რეგულარული სამედიცინო კონტროლი. მოვლენები თირკმელების მხრივ ჩვეულებრივ ალაგდება აცეკლოფენაკის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

აცეკლოფენაკის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები ნარჩუნდება ან უარესდება, ვითარდება ღვიძლის დაზიანების კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები, ან ვითარდება ნებისმიერი სხვა მოვლენები (ეოზინოფილია, გამონაყარი). ჰეპატიტი შეიძლება განვითარდეს პროდრომული სიმპტომების გარეშე.

აასპ-ს გამოყენებამ პაციენტებში ღვიძლის პორფირიით შეიძლება გამოიწვიოს შეტევის პროვოცირება.

ჰიპერმგრძნობელობა და კანის რეაქციები

როგორც სხვა აასპ, პრეპარატი შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს, ანაფილაქტოიდური/ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის ადრეულ ვადებში. კანის მძიმე რეაქციები (ზოგიერთმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური დასასრული), ექსფოლიატიური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით, აასპ-ის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა ძალიან იშვიათად (იხ. ნაწილი „გვერდითი მოქმედება”).

ამ რეაქციების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი აღინიშნება პაციენტებში პრეპარატის მიღების დასაწყისში, აგრეთვე აღნიშნული არასასურველი რეაქციების განვითარება აღინიშნება პრეპარატის მიღების პირველი თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანების და მომატებული მგრძნობელობის სხვა ნიშნების შემთხვევაში, აცეკლოფენაკის მიღება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, ჩუტყვავილას დროს შეიძლება განვითარდეს გართულებები: კანის და რბილი ქსოვილების სერიოზული ინფექციები.

ამ დროისთვის არ შეიძლება აასპ-ს როლის გამორიცხვა ამ ინფექციების გაუარესებაში. ამიტომ ჩუტყვავილას დროს თავიდან უნა იქნას აცილებული პრეპარატის აერტალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ ტაბლეტების მიღება.

ჰემატოლოგიური დარღვევები

აცეკლოფენაკმა შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების აგრეგაციის შექცევადი ინჰიბირება (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ

საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ბრონქიალური ასთმით, აწმყოში ან ანამნეზში, რადგან აასპ-ის მიღებამ შეიძლება ამგვარ პაციენტებში მოახდინოს უეცარი ბრონქოსპაზმის განვითარება.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის ხანდაზმულებში გამოყენებისას, რადგანაც მათში უფრო ხშირია გვერდითი მოვლენების აღნიშვნა (განსაკუთრებით სისხლდენა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია). აასპ გართულებებმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური დასასრული. ამასთანავე, ხანდაზმულებში უფრო ხშირად აღინიშნება ღვიძლის, თირკმელების ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

ხანგრძლივი გამოყენება

ყველა პაციენტი, რომელიც იღებს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, უნდა იმყოფებოდეს სათანადო დაკვირვების ქვეშ (მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციური ტესტები).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, ვარფარინის გარდა.

აცეკლოფენაკი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 2C9-ს დახმარებით და in vitro მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ აცეკლოფენაკი შეიძლება იყოს ამ ფერმენტის ინჰიბიტორი. ამგვარად, ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რისკი შესაძლებელია ფენიტოინთან, ციმეტიდინთან, ტოლბუტამიდთან, ფენილბუტაზონთან, ამიოდარონთან, მიკონაზოლთან და სულფაფენაზილთან ერთდროულად მიღებისას. როგორც აასპ-ჯგუფის სხვა პრეპარატების შემთხვევაში, აგრეთვე იზრდება ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რისკი სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ორგანიზმიდან გამოიყოფა აქტიური ღვიძლისმიერი სეკრციით, როგორიცაა მეთოტრექსატი და ლითიუმის პრეპარატები. აცეკლოფენაკი პრაქტიკულად სრულად უკავშირდება პლაზმის ალბუმინს, შესაბამისად, არსებობს გამოდევნის ტიპის ურთიერთქმედების შესაძლებლობა ცილებთან დაკავშირებულ სხვა პრეპარტებთან.

აცეკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების არასაკმარისი კვლევების გამო, შემდგომი ინფორმაცია დაფუძნებულია მონაცემებზე სხვა აასპ-ის შესახებ:

თავი უნდა იქნას არიდებული ერთდროულად გამოყენებას:

მეტოტრექსატი: აასპ აინჰიბირებენ მეტოტრექსატის მილაკოვან სეკრეციას; ამის გარდა, შეიძლება აღინიშნოს მცირე მეტაბოლური ურთიერთქმედება, რაც იწვევს მეტოტრექსატის კლირენსის შემცირებას. ამიტომ მეტოტრექსატის მაღალი დოზების გამოყენებისას თავი უნდა იქნას არიდებული აასპ-ის დანიშვნას.

ლიტიუმის პრეპარატები და დიგოქსინი: ზოგიერთი აასპ აინჰიბირებენ ლითიუმის და დიგოქსინის თირკმლის კლირენსს, რაც იწვევს შრატში ორივე ნივთიერების კონცენტრაციის მომატებას. არ არის რეკომენდირებული კომბინირებული გამოყენება, თუ არ ტარდება ლითიუმის და დიგოქსინის კონცენტრაციების ხშირი მონიტორინგი.

ანტიკოაგულანტები: აასპ აინჰიბირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და აზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერება და გაზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს. თავი უნდა იქნას არიდებული აცეკლოფენაკის და კუმარინის ჯგუფის პერორალური ანტიკოაგულანტების, ტიკლოპიდინის და თრომბოლიტიკების კომბინირებულ მიღებას, თუ ვერ იქნება უზრუნველყოფილი პაციენტის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი.

ანტიაგრეგანტულმა საშუალებებმა და სეროტონინის უკუმუტაცების სელექციურმა ინჰიბიტორებმა (SSRIs) აასპ-თან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”).

შემდეგი კომბინაციები საჭიროებენ დოზის შერჩევას და სიფრთხილით გამოყენებას:

მეტოტრექსატი:

გათვალისიწნებული უნდა იქნას აასპ-ის და მეტოტრექსატის შესაძლო ურთიერთქმედება, მეტოტრექსატის დაბალი დოზის შემთხვევაშიც კი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი. საჭიროა სიფრთხილის დაცვა, თუ ორივე პრეპარატის, მეტოტრექსატის და აასპ-ის გამოყენება ხდებოდა 24 საათის განმავლობაში, რადგან შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია, რაც გაზრდის მოცემული პრეპარატის ტოქსიკურობას.

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი:

აასპ-ის ერთდროულად გამოყენებისას ციკლოსპორინთან ან ტაკროლიმუსთან საჭიროა მომატებული ნეფროტოქსიურობის რისკის გათვალისწინება თირკმლისმიერი პროსტაციკლინის წარმოქმნის შემცირების გამო. ამიტომ ერთდროული გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის სათანადო კონტროლი.

სხვა აასპ: აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასპ-ის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების აღნიშვნის რისკი, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

კორტიკოსტეროიდები: იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”).

დიურეზულები: აცეკლოფენაკი, როგორც სხვა აასპ, შეიძლება აინჰიბირებდეს დიურეზულების აქტივობას, შეიძლება ამცირებდეს ფუროსემიდის და ბუმეტანიდის დიურეზულ ეფექტს და თიაზიდების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის შემცველობის მომატება; შესაბამისად, აუცილებელია სისხლის შრატში კალიუმის დონის მუდმივი კონტროლი.

აცეკლოფენაკი გავლენას არ ახდენდა არტერიული წნევის კონტროლზე ბენდროფლუაზიდთან კომბინირებული გამოყენებისას, თუმცა არ შეიძლება სხვა დიურეზულებთან ურთიერთქმედების გამორიცხვა.

ჰიპოტენზიური პრეპარატები: აასპ შეიძლება ამცირებდეს ჰიპოტენზიური პრეპარატების ეფექტურობას. აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტების და აასპ კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, რომელიც როგორც წესი შექცევადი ხასიათისაა, შეიძლება გაიზარდოს ზოგიერთ პაციენტში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, მაგალითად, ხანდაზმულებში ან გაუწყლოების მქონე პაციენტებში. ამიტომ აასპ-სთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის აუცილებელი რაოდენობა და იმყოფებოდნენ შესაბამისი დაკვირვების ქვეშ (თირკმლის ფუნქციის კონტროლი ერთდროული მიღების დასაწყისში და შემდეგ პერიოდულად მკურნალობის მსვლელობაში).

ჰიპოგლიკემიური საშუალებები: კლინიკური კვლევები აჩვენებენ, რომ დიკლოფენაკი შეიძლება გამოყენებული იქნას პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად, მათ კლინიკურ ეფექტზე გავლენის გარეშე. თუმცა არსებობს ცალკეული შეტყობინებები პრეპარატის ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური ეფექტების შესახებ. ამგვარად, აცეკლოფენაკის მიღებისას საჭიროა პრეპარატების დოზების კორექცია, რომლებმაც შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიონ.

ზიდოვუდინი: აასპ-ის და ზიდოვუდინის ერთდროული მიღებისას იზრდება ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის რისკი. არსებობს მონაცემები ჰემართროზების და ჰემატომების განვითარების შესახებ აივ (+) პაციენტებში ჰემოფილიით, რომლებიც იღებენ ზიდოვუდინს და იბუპროფენს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს აცეკლოფენაკის გამოყენების შესახებ.

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე.

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებენ თვითნებური აბორტის, გულის მანკის და გასტროშიზისის განვითარების რისკის ზრდაზე, ორსულობის ადრეულ ეტაპებზე პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ. გულის მანკის განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება 1%–ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1,5%–მდე. რისკი იზრდება დოზის გაზრდასთან და მკურნალობის გახანგრძლივებასთან ერთად.

ცხოველებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების მიღება იწვევს ნაყოფის პრე- და პოსტიმპლანტაციურ სიკვდილს და ემბრიონის და ნაყოფის სიკვდილიანობას. გარდა ამისა, იზრდება სხვადასხვა მანკების შემთხვევების რაოდენობა, გულის მანკის ჩათვლით, ცხოველებში, რომლებიც იღებენ პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორებს ორგანოგენეზის დროს.

ორსულობის პირევლი და მეორე ტრიმესტრის განმავლობაში პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ აცეკლოფენაკს, არ ინიშნება უკიდურესი აუცილებლობის გარდა. თუ აცეკლოფენაკს იღებს ქალი, რომელიც გეგმავს ორსულობას, ან თუ იმყოფება ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი, მკურნალობის ხანგრძლივობა კი მაქსიმალურად ხანმოკლე.

ორსულობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორი:

შეიძლება მოქმედებდეს ნაყოფზე, გააჩნია რა კარდიოტოქსიკური მოქმედება (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიით);

შეიძლება მოქმედებდეს ნაყოფზე, გამოიწვიოს რა თირკმლის დისფუნქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და ნაკლებწყლიანობა.

დედები და ახალშობილები ორსულობის ბოლო პერიოდში:

პრეპარატი შეიძლება მოქმედებდეს სისხლდენის ხანგრძლივობაზე ანტიაგრეგანტული ეფექტის გამო, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან დაბალი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი;

პრეპარატი შეიძლება აინჰიბირებდეს საშვილოსნოს შეკუმშვას, გამოიწვიოს რა მშობიარობის შეფერხება ან გახანგრძლივება.

ამგვარად აცეკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები” და „სიფრთხილის ზომები”).

ძუძუთი კვება

არ არსებობს ინფორმაცია აცეკლოფენაკის დედის რძეში შეღწევის შესახებ. თუმცა აღნიშნული არ არის აცეკლოფენაკის ნიშნული რადიოზოტოპის (C14) ვირთაგვების ლაქტატში შესამჩნევი შეღწევა. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის ან აცეკლოფენაკის გამოყენების შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის აცეკლოფენაკის მიღების სარგებლის შეფასების შემდეგ.

თავიდან უნდა იქნას აცილებული აცეკლოფენაკის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისთვის.

ფერტილობა

აერტალის, ისევე როგორც ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების გამოყენებამ, შეიძლება დააქვეითოს ფერტილობა და რეკომენდირებული არ არის ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. ქალებში ჩასახვის პრობლემით ან რომლებიც გადიან ფერტილობის გამოკვლევებს, პრეპარატ აერტალის მიღება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნებოდა ისეთი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა, ვერტიგო, გულისრევა ან სხვა სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, აასპ-ის მიღების დროს არ უნდა მართავდნენ ავტოტრანსპორტს და პოტენციურად საშიშ სხვა მექანიზმებს.

შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი პა/ალ/პვქ_აპკის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

2 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გვერდითი მოვლენები

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები - ეს არის დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება განვითარდეს კუჭის წყლული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან სისხლდენა, რაც ზოგჯერ იწვევს ლეტალურ დასასრულს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”). აასპ მიღებისას აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, შეკრულობა, დისპეფსია, კუჭის ტკივილი, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”). ნაკლებად ხშირად აღინიშნებოდა გასტრიტი.

აასპ მიღებასთან დაკავშირებით იყო შეტყობინებები შეშუპების, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის განვითარების შესახებ.

აცეკლოფენაკს გააჩნია სტრუქტურული და მეტაბოლური აფინურობა დიკლოფენაკთან, რომელმაც, როგორც ეს დადასტურებულია დიდი რაოდენობით კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზების რისკის ზრდა (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, განსაკუთრებით მაღალი დოზების ან ხანგრძლივად გამოყენებისას). ეპიდემიოლოგიური მონაცემები ასევე მიუთითებენ მწვავე კორონარული სინდრომისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის გაზრდაზე, რომელიც დაკავშირებულია აცკლოფენაკის გამოყენებასთან (იხ. ნაწილები "უკუჩვენებები" და "სიფრთხილის ზომები").

შემდგომ ცხრილში მოყვანილია არასასურველი მოვლენები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც მიღებულია კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული დაკვირვების მსვლელობაში; არასასურველი მოვლენები დაჯგუფებულია ორგანოთა სისტემების კლასის და განვითარების სიხშირის მიხედვით. ძალიან ხშირი (≥10%), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან ˂1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (˂1/10 000).

ორგანოთა სისტემის კლასი MedDRA მიხდვით (Medical dictionary for regulatory activities) ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი

ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე)

არახშირი (≥1/1000-დან >1/100-მდე)

იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე)

ძალიან იშვიათი (˂1/10 000)

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ანემია

ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა

გრანულოციტოპენია

თრომბოციტოპენია

ნეიტროპენია

ჰემოლიზური ანემია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსიური რეაქციები (შოკის ჩათვლით)

ჰიპერმგრძნობელობა

კვების და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები

ჰიპერკალემია

ფსიქიკური დარღვევები

დეპრესია

უჩვეულო სიზმრები

უძილობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

პარესთეზია

ტრემორი

ძილიანობა

თავის ტკივილი

დისგევზია (გემოვნების გაუკუღმართება)

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევა

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ

ვერტიგო

ხმაური ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

გულის უკმარისობა

გულისცემის შეგრძნება

დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

არტერიული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობის გაუარესება

კანის ჰიპერემია

წამოხურება

ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ქოშინი

ბრონქოსპაზმი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დისპეფსია

Მმუცლის ტკივილი

გულისრევა

დიარეა

მუცლის შებერვა

გასტრიტი

ყაბზობა

ღებინება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულება

მელენა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაწყლულება

ჰემორაგიული დიარეა

სტომატიტი

სისხლიანი ღებინება

ნაწლავის პერფორაცია

კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის გაუარესება

პანკრეატიტი

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

„ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის მომატება

ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტის ჩათვლით)

სისხლში ტუტე ფოსფატაზას აქტივობის ზრდა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ქავილი

გამონაყარი

დერმატიტი

ჭინჭრის ციება

ანგიონევროზული შეშუპება

პურპურა

ეგზემა

მძიმე რეაქციები კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება სისხლში

ნეფროზული სინდრომი

თირკმლის უკმარისობა

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე

შეშუპება

მომატებული დაღლილობა

კუნთების სპაზმები (ფეხებში)

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე

სხეულის წონის ზრდა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას დაფიქსირებული სხვა კლასის ეფექტები:

ძალიან იშვიათი (<1/10 000):

დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ინტერსტიციალური ნეფრიტი.

დარღვევბი კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ბულოზური რეაქციები, სტივენს ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით (ძალიან იშვიათი).

განსაკუთრებულ შემთხვევებში აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები და რბილი ქსოვილების ინფექციები აასპ-ის მიღებისას ჩუტყვავილით დაავადების პერიოდში.

იხილეთ აგრეთვე ნაწილები „სიფრთხილის ზომები” და ” ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”.

ჭარბი დოზა

არ არსებობს მონაცემები აცეკლოფენაკის ჭარბი დოზირების შესახებ.

შესაძლო სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა და თავის ტკივილი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მწვავე მოწამვლის მკურნალობა ეფუძნება აუცილებლობისას ანტაციდების მიღებას და სხვა დამხმარე და სიმპტომურ თერაპიას ისეთი გართულებებისა, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და სუნთქვის დათრგუნვა.

მწვავე მოწამვლების მკურნალობა აცეკლოფენაკის შიგნით მიღებისას უნდა მოიცავდეს პრეპარატის შეწოვის თავიდან აცილებას კუჭის ამორეცხვის და აქტივირებული ნახშირის მიღების დახმარებით (განმეორებითი დოზები) ჭარბი დოზირებიდან მინიმალურ ვადებში.

ფორსირებული დიურეზი, დიალიზი და ჰემოპერფუზია შეიძლება არასაკმარისად ეფექტური იყოს აასპ-ის გამოყოფისთვის აასპ-ის ცილებთან მაღალი ხარისხის შეკავშირების და ექსტენსიური მეტაბოლიზმის გამო.

შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნოვთიერება: აცეკლოფენაკი 100 მგ.

ბირთვი: გლიცეროლის დისტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-30, მიკროკრისტალური ცელულოზა.

გარსი: სეპიფილმი 752, (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლის სტეარატი (ტიპი I)).

აღწერილობა

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი თეთრი ფერის ტაბლეტები, დაფარული აპკაინი გარსით, დაახლოებით 8 მმ დიამეტრით. ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირებით <<A>>.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს +25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღსს “გედეონ რიხტერი”

1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი

მწარმოებლის და განმცხადებლის ინტერესების წარმომდგენი კომპანია

ცხელი ხაზის რელეფონის ნომერი (ზარი უფასოა): 7-800-555-00777

ელექტრონული მისამართი: [email protected]

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები.

ათქ კოდი: M01AB16

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

აცეკლოფენაკი - არასტეროიდული საშუალება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ითვლება, რომ მოცემული პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებაზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ აცეკლოფენაკი სწრაფად შეიწოვება, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1,25-დან 3-მდე საათში. საკვების მიღება ანელებს შეწოვას, მაგრამ არ მოქმედებს მის ხარისხზე.

განაწილება

აცეკლოფენაკი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს (>99.7%). აცეკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია აღწევს პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაახლოებით 60%_ს. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 30ლ-ს.

გამოყოფა

ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 4-4,3 საათს. კლირენსი შეადგენს 5ლ/სთ. მიღებული დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით, ძირითადად კონიუგირებული ჰიდროქსი-მეტაბოლიტების სახით. მხოლოდ მიღებული ერთჯერადი პერორალური დოზის 1% გამოიყოფა უცვლელი სახით. აცეკლოფენაკი შესაძლოა მეტაბოლიზდება CYP2C9 ძირითად მეტაბოლიტ 4-OH-აცეკლოფენაკად, რომლის წვლილიც პრეპარატის კლინიკურ მოქმედებაში სავარაუდოდ მინიმალურია. დიკლოფენაკი და 4-OH-დიკლოფენაკი აღმოჩენილი იყო მრავალ მეტაბოლიტს შორის.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ ჯუფებში

აცეკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში არ იცვლება. აცეკლოფენაკის უფრო ნელი გამოყოფა აღინიშნა პაციენტებში ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციით პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ. მრავალჯერადი მიღების კვლევაში დღეში ერთხელ 100 მგ მიღებისას არ აღინიშნა ფამრაკოკინეტიკური პარამეტრების განსხვავება მონაწილეებში ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი ციროზით და ჯანმრთელ მოხალისეებში.

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში არ აღინიშნა ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ერთჯერადი მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: აერტალი® (AIRTAL®)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: აცეკლოფენაკი (aceclofenac)

გამოშვების ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნოვთიერება: აცეკლოფენაკი 100 მგ.

ბირთვი: გლიცეროლის დისტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი K-30, მიკროკრისტალური ცელულოზა.

გარსი: სეპიფილმი 752, (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლის სტეარატი (ტიპი I)).

აღწერილობა

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი თეთრი ფერის ტაბლეტები, დაფარული აპკაინი გარსით, დაახლოებით 8 მმ დიამეტრით. ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირებით <<A>>.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები.

ათქ კოდი: M01AB16

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

აცეკლოფენაკი - არასტეროიდული საშუალება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ითვლება, რომ მოცემული პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებაზე.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ აცეკლოფენაკი სწრაფად შეიწოვება, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1,25-დან 3-მდე საათში. საკვების მიღება ანელებს შეწოვას, მაგრამ არ მოქმედებს მის ხარისხზე.

განაწილება

აცეკლოფენაკი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს (>99.7%). აცეკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია აღწევს პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაახლოებით 60%_ს. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 30ლ-ს.

გამოყოფა

ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 4-4,3 საათს. კლირენსი შეადგენს 5ლ/სთ. მიღებული დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით, ძირითადად კონიუგირებული ჰიდროქსი-მეტაბოლიტების სახით. მხოლოდ მიღებული ერთჯერადი პერორალური დოზის 1% გამოიყოფა უცვლელი სახით. აცეკლოფენაკი შესაძლოა მეტაბოლიზდება CYP2C9 ძირითად მეტაბოლიტ 4-OH-აცეკლოფენაკად, რომლის წვლილიც პრეპარატის კლინიკურ მოქმედებაში სავარაუდოდ მინიმალურია. დიკლოფენაკი და 4-OH-დიკლოფენაკი აღმოჩენილი იყო მრავალ მეტაბოლიტს შორის.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ ჯუფებში

აცეკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში არ იცვლება. აცეკლოფენაკის უფრო ნელი გამოყოფა აღინიშნა პაციენტებში ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციით პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ. მრავალჯერადი მიღების კვლევაში დღეში ერთხელ 100 მგ მიღებისას არ აღინიშნა ფამრაკოკინეტიკური პარამეტრების განსხვავება მონაწილეებში ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი ციროზით და ჯანმრთელ მოხალისეებში.

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში არ აღინიშნა ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ერთჯერადი მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.

გამოყენების ჩვენებები

ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა დაავადებების დროს, რომელსაც ახლავს ტკივილი (მაგალითად, მხარ-ბეჭის პერიართრიტი და რევმატიზმის სხვა არასახსროვანი გამოვლინებები).

ტკივილის მოხსნისთვის (როგორიცაა წელის, კბილის ტკივილი და პირველადი დისმენორეა).

უკუჩვენებები

აცეკლოფენაკი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე კომპონენტების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში „შემადგენლობა”.

პაციენტები, რომლებშიც ამგვარი მოქმედების ნივთიერებებმა (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა აასპ) გამოიწვია ასთმის, ბრონქოსპაზმის, მწვავე რინიტის ან ჭინჭრის ციების შეტევები; ან თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა ამ ნივთიერებების მიმართ.

პაციენტები, რომლებშიც აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან პერფორაცია აასპ-ის მიღების გამო. პაციენტები კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე, მორეციდივე ან შესაძლო წყლულით, ან სისხლდენით ანამნეზში (წყლულის ან სისხლდენის ორი და მეტი აშკარა და დამტკიცებული ეპიზოდი).

პაციენტები მწვავე სისხლდენით ან სისხლდენით მიმდინარე დაავადებებით (ჰემოფილია ან სისხლის შედედების დარღვევა).

დიაგნოზირებული გულის შეგუბებითი უკმარისობა (II-IV ფუნქციური კლასი NYHA მიხედვით), გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები და/ან ცერებროვასკულური დაავადება.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.

ორსულობის დროს, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში, გამოყენების სერიოზული ჩვენების გარდა. ამ შემთხვევაში საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება (იხ. ნაწილი „გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში”).

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს აცეკლოფენაკის გამოყენების შესახებ.

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე.

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებენ თვითნებური აბორტის, გულის მანკის და გასტროშიზისის განვითარების რისკის ზრდაზე, ორსულობის ადრეულ ეტაპებზე პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ. გულის მანკის განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდება 1%–ზე ნაკლებიდან დაახლოებით 1,5%–მდე. რისკი იზრდება დოზის გაზრდასთან და მკურნალობის გახანგრძლივებასთან ერთად.

ცხოველებში პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორების მიღება იწვევს ნაყოფის პრე- და პოსტიმპლანტაციურ სიკვდილს და ემბრიონის და ნაყოფის სიკვდილიანობას. გარდა ამისა, იზრდება სხვადასხვა მანკების შემთხვევების რაოდენობა, გულის მანკის ჩათვლით, ცხოველებში, რომლებიც იღებენ პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორებს ორგანოგენეზის დროს.

ორსულობის პირევლი და მეორე ტრიმესტრის განმავლობაში პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ აცეკლოფენაკს, არ ინიშნება უკიდურესი აუცილებლობის გარდა. თუ აცეკლოფენაკს იღებს ქალი, რომელიც გეგმავს ორსულობას, ან თუ იმყოფება ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი, მკურნალობის ხანგრძლივობა კი მაქსიმალურად ხანმოკლე.

ორსულობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორი:

შეიძლება მოქმედებდეს ნაყოფზე, გააჩნია რა კარდიოტოქსიკური მოქმედება (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიით);

შეიძლება მოქმედებდეს ნაყოფზე, გამოიწვიოს რა თირკმლის დისფუნქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და ნაკლებწყლიანობა.

დედები და ახალშობილები ორსულობის ბოლო პერიოდში:

პრეპარატი შეიძლება მოქმედებდეს სისხლდენის ხანგრძლივობაზე ანტიაგრეგანტული ეფექტის გამო, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან დაბალი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი;

პრეპარატი შეიძლება აინჰიბირებდეს საშვილოსნოს შეკუმშვას, გამოიწვიოს რა მშობიარობის შეფერხება ან გახანგრძლივება.

ამგვარად აცეკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში (იხ. ნაწილები „უკუჩვენებები” და „სიფრთხილის ზომები”).

ძუძუთი კვება

არ არსებობს ინფორმაცია აცეკლოფენაკის დედის რძეში შეღწევის შესახებ. თუმცა აღნიშნული არ არის აცეკლოფენაკის ნიშნული რადიოზოტოპის (C14) ვირთაგვების ლაქტატში შესამჩნევი შეღწევა. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის ან აცეკლოფენაკის გამოყენების შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის აცეკლოფენაკის მიღების სარგებლის შეფასების შემდეგ.

თავიდან უნდა იქნას აცილებული აცეკლოფენაკის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისთვის.

ფერტილობა

აერტალის, ისევე როგორც ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების გამოყენებამ, შეიძლება დააქვეითოს ფერტილობა და რეკომენდირებული არ არის ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. ქალებში ჩასახვის პრობლემით ან რომლებიც გადიან ფერტილობის გამოკვლევებს, პრეპარატ აერტალის მიღება უნდა შეწყდეს.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირება

არასასურველი მოვლენები შეიძლება იყო მინიმიზირებული უმცირესი დღიური დოზის გამოყენების გზით მკურნალობის უმცირესი ხნის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”).

მოზრდილები

მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 200 მგ-ს დღეში, 100-100 მგ-ის ორ ცალკეულ მიღებად (ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

აცეკლოფენაკის დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის დაავადებების მქონე პაციენტებში. რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ-ს დღეში (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”).

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

აცეკლოფენაკის დოზის შემცირება აუცილებელი არ არის თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში, მაგრამ საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის აერტალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ, გამოყენებისას (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”).

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არ არსებობს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

ჩვეულებრივ არ არსებობს დოზის შემცირების აუცილებლობა; თუმცა აუცილებელია ნაწილში „სიფრთხილის ზომები” მითითებული უსაფრთხოების ზომების დაცვა.

გამოყენების წესი

აერტალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ განკუთვნილია შიგნით მისაღებად; ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მინიმუმ ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით. აერტალის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ, მიღება შესაძლებელია საკვების მიღების დროს.

გვერდითი მოქმედება

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები - ეს არის დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება განვითარდეს კუჭის წყლული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან სისხლდენა, რაც ზოგჯერ იწვევს ლეტალურ დასასრულს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”). აასპ მიღებისას აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, შეკრულობა, დისპეფსია, კუჭის ტკივილი, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”). ნაკლებად ხშირად აღინიშნებოდა გასტრიტი.

აასპ მიღებასთან დაკავშირებით იყო შეტყობინებები შეშუპების, არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის განვითარების შესახებ.

აცეკლოფენაკს გააჩნია სტრუქტურული და მეტაბოლური აფინურობა დიკლოფენაკთან, რომელმაც, როგორც ეს დადასტურებულია დიდი რაოდენობით კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული თრომბოზების რისკის ზრდა (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, განსაკუთრებით მაღალი დოზების ან ხანგრძლივად გამოყენებისას). ეპიდემიოლოგიური მონაცემები ასევე მიუთითებენ მწვავე კორონარული სინდრომისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის გაზრდაზე, რომელიც დაკავშირებულია აცკლოფენაკის გამოყენებასთან (იხ. ნაწილები "უკუჩვენებები" და "სიფრთხილის ზომები").

შემდგომ ცხრილში მოყვანილია არასასურველი მოვლენები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც მიღებულია კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული დაკვირვების მსვლელობაში; არასასურველი მოვლენები დაჯგუფებულია ორგანოთა სისტემების კლასის და განვითარების სიხშირის მიხედვით. ძალიან ხშირი (≥10%), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (≥1/1000-დან ˂1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (˂1/10 000).

ორგანოთა სისტემის კლასი MedDRA მიხდვით (Medical dictionary for regulatory activities) ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი

ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე)

არახშირი (≥1/1000-დან >1/100-მდე)

იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე)

ძალიან იშვიათი (˂1/10 000)

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ანემია

ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა

გრანულოციტოპენია

თრომბოციტოპენია

ნეიტროპენია

ჰემოლიზური ანემია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ანაფილაქსიური რეაქციები (შოკის ჩათვლით)

ჰიპერმგრძნობელობა

კვების და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები

ჰიპერკალემია

ფსიქიკური დარღვევები

დეპრესია

უჩვეულო სიზმრები

უძილობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

პარესთეზია

ტრემორი

ძილიანობა

თავის ტკივილი

დისგევზია (გემოვნების გაუკუღმართება)

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევა

დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ

ვერტიგო

ხმაური ყურებში

დარღვევები გულის მხრივ

გულის უკმარისობა

გულისცემის შეგრძნება

დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

არტერიული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობის გაუარესება

კანის ჰიპერემია

წამოხურება

ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ქოშინი

ბრონქოსპაზმი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დისპეფსია

Მმუცლის ტკივილი

გულისრევა

დიარეა

მუცლის შებერვა

გასტრიტი

ყაბზობა

ღებინება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულება

მელენა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაწყლულება

ჰემორაგიული დიარეა

სტომატიტი

სისხლიანი ღებინება

ნაწლავის პერფორაცია

კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის გაუარესება

პანკრეატიტი

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

„ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის მომატება

ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტის ჩათვლით)

სისხლში ტუტე ფოსფატაზას აქტივობის ზრდა

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ქავილი

გამონაყარი

დერმატიტი

ჭინჭრის ციება

ანგიონევროზული შეშუპება

პურპურა

ეგზემა

მძიმე რეაქციები კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ

შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება სისხლში

ნეფროზული სინდრომი

თირკმლის უკმარისობა

ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინექციის ადგილზე

შეშუპება

მომატებული დაღლილობა

კუნთების სპაზმები (ფეხებში)

გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე

სხეულის წონის ზრდა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას დაფიქსირებული სხვა კლასის ეფექტები:

ძალიან იშვიათი (<1/10 000):

დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ინტერსტიციალური ნეფრიტი.

დარღვევბი კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ბულოზური რეაქციები, სტივენს ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით (ძალიან იშვიათი).

განსაკუთრებულ შემთხვევებში აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები და რბილი ქსოვილების ინფექციები აასპ-ის მიღებისას ჩუტყვავილით დაავადების პერიოდში.

იხილეთ აგრეთვე ნაწილები „სიფრთხილის ზომები” და ” ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”.

ჭარბი დოზირება

არ არსებობს მონაცემები აცეკლოფენაკის ჭარბი დოზირების შესახებ.

შესაძლო სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა და თავის ტკივილი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მწვავე მოწამვლის მკურნალობა ეფუძნება აუცილებლობისას ანტაციდების მიღებას და სხვა დამხმარე და სიმპტომურ თერაპიას ისეთი გართულებებისა, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და სუნთქვის დათრგუნვა.

მწვავე მოწამვლების მკურნალობა აცეკლოფენაკის შიგნით მიღებისას უნდა მოიცავდეს პრეპარატის შეწოვის თავიდან აცილებას კუჭის ამორეცხვის და აქტივირებული ნახშირის მიღების დახმარებით (განმეორებითი დოზები) ჭარბი დოზირებიდან მინიმალურ ვადებში.

ფორსირებული დიურეზი, დიალიზი და ჰემოპერფუზია შეიძლება არასაკმარისად ეფექტური იყოს აასპ-ის გამოყოფისთვის აასპ-ის ცილებთან მაღალი ხარისხის შეკავშირების და ექსტენსიური მეტაბოლიზმის გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, ვარფარინის გარდა.

აცეკლოფენაკი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 2C9-ს დახმარებით და in vitro მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ აცეკლოფენაკი შეიძლება იყოს ამ ფერმენტის ინჰიბიტორი. ამგვარად, ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რისკი შესაძლებელია ფენიტოინთან, ციმეტიდინთან, ტოლბუტამიდთან, ფენილბუტაზონთან, ამიოდარონთან, მიკონაზოლთან და სულფაფენაზილთან ერთდროულად მიღებისას. როგორც აასპ-ჯგუფის სხვა პრეპარატების შემთხვევაში, აგრეთვე იზრდება ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რისკი სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ორგანიზმიდან გამოიყოფა აქტიური ღვიძლისმიერი სეკრციით, როგორიცაა მეთოტრექსატი და ლითიუმის პრეპარატები. აცეკლოფენაკი პრაქტიკულად სრულად უკავშირდება პლაზმის ალბუმინს, შესაბამისად, არსებობს გამოდევნის ტიპის ურთიერთქმედების შესაძლებლობა ცილებთან დაკავშირებულ სხვა პრეპარტებთან.

აცეკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების არასაკმარისი კვლევების გამო, შემდგომი ინფორმაცია დაფუძნებულია მონაცემებზე სხვა აასპ-ის შესახებ:

თავი უნდა იქნას არიდებული ერთდროულად გამოყენებას:

მეტოტრექსატი: აასპ აინჰიბირებენ მეტოტრექსატის მილაკოვან სეკრეციას; ამის გარდა, შეიძლება აღინიშნოს მცირე მეტაბოლური ურთიერთქმედება, რაც იწვევს მეტოტრექსატის კლირენსის შემცირებას. ამიტომ მეტოტრექსატის მაღალი დოზების გამოყენებისას თავი უნდა იქნას არიდებული აასპ-ის დანიშვნას.

ლიტიუმის პრეპარატები და დიგოქსინი: ზოგიერთი აასპ აინჰიბირებენ ლითიუმის და დიგოქსინის თირკმლის კლირენსს, რაც იწვევს შრატში ორივე ნივთიერების კონცენტრაციის მომატებას. არ არის რეკომენდირებული კომბინირებული გამოყენება, თუ არ ტარდება ლითიუმის და დიგოქსინის კონცენტრაციების ხშირი მონიტორინგი.

ანტიკოაგულანტები: აასპ აინჰიბირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და აზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერება და გაზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს. თავი უნდა იქნას არიდებული აცეკლოფენაკის და კუმარინის ჯგუფის პერორალური ანტიკოაგულანტების, ტიკლოპიდინის და თრომბოლიტიკების კომბინირებულ მიღებას, თუ ვერ იქნება უზრუნველყოფილი პაციენტის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი.

ანტიაგრეგანტულმა საშუალებებმა და სეროტონინის უკუმუტაცების სელექციურმა ინჰიბიტორებმა (SSRIs) აასპ-თან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”).

შემდეგი კომბინაციები საჭიროებენ დოზის შერჩევას და სიფრთხილით გამოყენებას:

მეტოტრექსატი:

გათვალისიწნებული უნდა იქნას აასპ-ის და მეტოტრექსატის შესაძლო ურთიერთქმედება, მეტოტრექსატის დაბალი დოზის შემთხვევაშიც კი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი. საჭიროა სიფრთხილის დაცვა, თუ ორივე პრეპარატის, მეტოტრექსატის და აასპ-ის გამოყენება ხდებოდა 24 საათის განმავლობაში, რადგან შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია, რაც გაზრდის მოცემული პრეპარატის ტოქსიკურობას.

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი:

აასპ-ის ერთდროულად გამოყენებისას ციკლოსპორინთან ან ტაკროლიმუსთან საჭიროა მომატებული ნეფროტოქსიურობის რისკის გათვალისწინება თირკმლისმიერი პროსტაციკლინის წარმოქმნის შემცირების გამო. ამიტომ ერთდროული გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის სათანადო კონტროლი.

სხვა აასპ: აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასპ-ის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების აღნიშვნის რისკი, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

კორტიკოსტეროიდები: იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის ან სისხლდენის განვითარების რისკი (იხ. ნაწილი „სიფრთხილის ზომები”).

დიურეზულები: აცეკლოფენაკი, როგორც სხვა აასპ, შეიძლება აინჰიბირებდეს დიურეზულების აქტივობას, შეიძლება ამცირებდეს ფუროსემიდის და ბუმეტანიდის დიურეზულ ეფექტს და თიაზიდების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის შემცველობის მომატება; შესაბამისად, აუცილებელია სისხლის შრატში კალიუმის დონის მუდმივი კონტროლი.

აცეკლოფენაკი გავლენას არ ახდენდა არტერიული წნევის კონტროლზე ბენდროფლუაზიდთან კომბინირებული გამოყენებისას, თუმცა არ შეიძლება სხვა დიურეზულებთან ურთიერთქმედების გამორიცხვა.

ჰიპოტენზიური პრეპარატები: აასპ შეიძლება ამცირებდეს ჰიპოტენზიური პრეპარატების ეფექტურობას. აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტების და აასპ კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი, რომელიც როგორც წესი შექცევადი ხასიათისაა, შეიძლება გაიზარდოს ზოგიერთ პაციენტში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, მაგალითად, ხანდაზმულებში ან გაუწყლოების მქონე პაციენტებში. ამიტომ აასპ-სთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის აუცილებელი რაოდენობა და იმყოფებოდნენ შესაბამისი დაკვირვების ქვეშ (თირკმლის ფუნქციის კონტროლი ერთდროული მიღების დასაწყისში და შემდეგ პერიოდულად მკურნალობის მსვლელობაში).

ჰიპოგლიკემიური საშუალებები: კლინიკური კვლევები აჩვენებენ, რომ დიკლოფენაკი შეიძლება გამოყენებული იქნას პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად, მათ კლინიკურ ეფექტზე გავლენის გარეშე. თუმცა არსებობს ცალკეული შეტყობინებები პრეპარატის ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური ეფექტების შესახებ. ამგვარად, აცეკლოფენაკის მიღებისას საჭიროა პრეპარატების დოზების კორექცია, რომლებმაც შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიონ.

ზიდოვუდინი: აასპ-ის და ზიდოვუდინის ერთდროული მიღებისას იზრდება ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის რისკი. არსებობს მონაცემები ჰემართროზების და ჰემატომების განვითარების შესახებ აივ (+) პაციენტებში ჰემოფილიით, რომლებიც იღებენ ზიდოვუდინს და იბუპროფენს.

სიფრთხილის ზომები

თავი უნდა იქნას არიდებული პრეპარატ აერტალის და სხვა აასპ ერთდროულად მიღებას, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით.

გვერდითი ეფექტები შეიძლება იქნას მინიმუმამდე დაყვანილი, მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით და მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირებით, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი და დოზირება” და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკების აღწერა ქვემოთ).

გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე

სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული ან პერფორაცია ლეტალური დასასრულით აღინიშნებოდა ნებისმიერი აასპ-ის მიღებისას მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, როგორც საშიში სიმპტომების არსებობისას, ისე მათ გარეშე, ანამნეზში როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობების არსებობით, ისე მათ გარეშე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის, წყლულის წარმოშობის და პერფორაციის რისკი იზრდება აასპ-ის დოზის ზრდასთან ერთად პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნებოდა წყლული, განსაკუთრებით, თუ მას ახლდა სისხლჩაქცევა ან პერფორაცია (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები”), და ხანდაზმულ პაციენტებში. ამ პაციენტებმა უნდა გამოიყენონ პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზა. მათ ესაჭიროებათ კომბინირებული თერაპია პრეპარატ-პროტექტორების გამოყენებით (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები), აგრეთვე ამგვარი თერაპია აუცილებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ასპირინის და სხვა პრეპარატების მცირე დოზებს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობაზე (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, აგრეთვე ხანდაზმულებმა, უნდა განაცხადონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ ნებისმიერ უჩვეულო სიმპტომების (განსაკუთრებით სისხლდენის) შესახებ, მათ შორის პრეპარატის პირველად მიღებისას. განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო პაციენტებში, რომლებიც პარალელურად იღებენ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის ან წყლულის რისკი, როგორიცაა სისტემური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტიაგრეგანტები (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა) (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა საკურნალო საშუალბებთან”).

სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის შემთხვევაში პაციენტებში, რომლებიც იღებენ აერტალს, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გავლენა გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვულ სისტემაზე

პაციენტებისთვის არტერიული ჰიპერტენზიით და/ან მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის გულის შეგუბებითი უკმარისობით აუცილებელია შესაბამისი მონიტორინგი და განსაკუთრებული მითითებები, რადგანაც იყო შეტყობინებები ორგანიზმში სითხის შეკავების და შეშუპების შესახებ, ასოცირებულის აასპ-ს მიღებასთან.

კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები აჩვენებენ, რომ ზოგიერთი აასპ-ის მიღება (კერძოდ, მაღალი დოზით და ხანგრძლივად) შეიძლება უმნიშვნელოდ ზრდიდეს არტერიული თრომბოზული მოვლენების რისკს (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). აცეკლოფენაკის გამოყენებისას ამ რისკის არ არსებობის სარწმუნო მონაცემები არ არის.

პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, გულის უკმარისობით (ფუნქციონალური I კლასი NYHA-ს მიხედვით), გულის შეგუბებითი უკმარისობით, რისკ-ფაქტორებით გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის (მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა), აგრეთვე ანამნეზში თავის ტვინში სისხლჩაქცევების არსებობით, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა აცეკლოფენაკის მიღებისას.

რადგანაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს დოზის და პრეპარატის მოხმარების ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად, ყველაზე დაბალი ეფექტური სადღეღამისო დოზა უნდა იქნას გამოყენებული უმოკლეს ვადაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის. პერიოდულად უნდა მოხდეს პაციენტის სიმპტომური მკურნალობის აუცილებლობის კონტროლი და თერაპიაზე პასუხის შეფასება.

აცეკლოფენაკი მიღებული უნდა იქნას სიფრთხილით და ექიმის დაკვირვების ქვეშ პაციენტების მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს, რადგან არსებობს დაავადების გამწვავების რისკი (იხ. ნაწილი „გვერდითი მოქმედება”):

სიმპტომები, რომლებიც მოწმობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა არსებობაზე, მისი ზედა და ქვედა ნაწილების ჩათვლით.

ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის, სისხლდენის ან პერფორაციის არსებობა.

წყლულოვანი კოლიტი.

კრონის დაავადება.

მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისტემური წითელი მგლურა, პორფირია, ჰემოპოეზის და ჰემოსტაზის დარღვევა.

აცეკლოფენაკი სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული და ექიმის დაკვირვების ქვეშ პაციენტების მიერ ჰემორაგიული ინსულტით ანამნეზში.

გავლენა ღვიძლსა და თირკმელებზე

აასპ-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული რედუქცია და თირკმლის უეცარი უკმარისობა. თირკმლის სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფისთვის პროსტაგლანდინების მნიშვნელობა გათვალისწინებული უნდა იქნას პრეპარატის გამოყენებისას გულის, ღვიძლის ან თირკმლის დარღვევის მქონე პაციენტებში, პირებში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს, ან პაცინტებში ქირურგიული ჩარევის შემდეგ, აგრეთვე ხანდაზმულებში.

საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას თირკმლის და ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში სხვა მდგომარეობით, რომლებიც განაწყობენ ორგანიზმში სითხის შეკავებისადმი. ამ პაციენტებში აასპ გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღევვა და სითხის შეკავება. აგრეთვე საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის აერტალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ, გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს ან ჰიპოვოლემიის მომატებული რისკის მქონე პირებში. აუცილებელია მინიმალური ეფექტური დოზა და თირკმლის ფუნქციის რეგულარული სამედიცინო კონტროლი. მოვლენები თირკმელების მხრივ ჩვეულებრივ ალაგდება აცეკლოფენაკის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

აცეკლოფენაკის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები ნარჩუნდება ან უარესდება, ვითარდება ღვიძლის დაზიანების კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები, ან ვითარდება ნებისმიერი სხვა მოვლენები (ეოზინოფილია, გამონაყარი). ჰეპატიტი შეიძლება განვითარდეს პროდრომული სიმპტომების გარეშე.

აასპ-ს გამოყენებამ პაციენტებში ღვიძლის პორფირიით შეიძლება გამოიწვიოს შეტევის პროვოცირება.

ჰიპერმგრძნობელობა და კანის რეაქციები

როგორც სხვა აასპ, პრეპარატი შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს, ანაფილაქტოიდური/ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით, რომლებიც შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის ადრეულ ვადებში. კანის მძიმე რეაქციები (ზოგიერთმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური დასასრული), ექსფოლიატიური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით, აასპ-ის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა ძალიან იშვიათად (იხ. ნაწილი „გვერდითი მოქმედება”).

ამ რეაქციების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი აღინიშნება პაციენტებში პრეპარატის მიღების დასაწყისში, აგრეთვე აღნიშნული არასასურველი რეაქციების განვითარება აღინიშნება პრეპარატის მიღების პირველი თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანების და მომატებული მგრძნობელობის სხვა ნიშნების შემთხვევაში, აცეკლოფენაკის მიღება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, ჩუტყვავილას დროს შეიძლება განვითარდეს გართულებები: კანის და რბილი ქსოვილების სერიოზული ინფექციები.

ამ დროისთვის არ შეიძლება აასპ-ს როლის გამორიცხვა ამ ინფექციების გაუარესებაში. ამიტომ ჩუტყვავილას დროს თავიდან უნა იქნას აცილებული პრეპარატის აერტალი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ ტაბლეტების მიღება.

ჰემატოლოგიური დარღვევები

აცეკლოფენაკმა შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების აგრეგაციის შექცევადი ინჰიბირება (იხ. ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ

საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ბრონქიალური ასთმით, აწმყოში ან ანამნეზში, რადგან აასპ-ის მიღებამ შეიძლება ამგვარ პაციენტებში მოახდინოს უეცარი ბრონქოსპაზმის განვითარება.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის ხანდაზმულებში გამოყენებისას, რადგანაც მათში უფრო ხშირია გვერდითი მოვლენების აღნიშვნა (განსაკუთრებით სისხლდენა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია). აასპ გართულებებმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური დასასრული. ამასთანავე, ხანდაზმულებში უფრო ხშირად აღინიშნება ღვიძლის, თირკმელების ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

ხანგრძლივი გამოყენება

ყველა პაციენტი, რომელიც იღებს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, უნდა იმყოფებოდეს სათანადო დაკვირვების ქვეშ (მაგალითად, სისხლის საერთო ანალიზი, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციური ტესტები).

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნებოდა ისეთი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა, ვერტიგო, გულისრევა ან სხვა სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, აასპ-ის მიღების დროს არ უნდა მართავდნენ ავტოტრანსპორტს და პოტენციურად საშიშ სხვა მექანიზმებს.

შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი პა/ალ/პვქ_აპკის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

2 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, თანდართულ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს +25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ღსს “გედეონ რიხტერი”

1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი

მწარმოებლის და განმცხადებლის ინტერესების წარმომდგენი კომპანია

ღსს “გედეონ რიხტერი”

1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი

ცხელი ხაზის რელეფონის ნომერი (ზარი უფასოა): 7-800-555-00777

ელექტრონული მისამართი: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა