აერტალი
AIRTAL®
ყველა ტიპის ადგილობრივი ტკივილის და ანთების მკურნალობა გამოწვეული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნებისმიერი დაზიანებით, მათ შორის სპორტული ტრავმებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აცეკლოფენაკი (aceclofenac)
- ფორმა და შეფუთვა
- 1.5% 60გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- «Gedeon Richter» Plc, უნგრეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- ATC კოდი
- M02AA25
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043758
- რეგისტრირებულია
- 5 აგვისტო 2025, მოქმედებს 5 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Gedeon Richter» Plc (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აერტალი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ყველა ტიპის ადგილობრივი ტკივილის და ანთების მკურნალობა გამოწვეული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნებისმიერი დაზიანებით, მათ შორის სპორტული ტრავმებით.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება მყესების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ანთების შესამცირებლად დაჭიმულობის, გადაძაბვისა თუ დაბეჟილობების შემთხვევაში, ასევე ლუმბაგოს (წელკავის), კისერმრუდობისა და პერიართრიტის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
აერტალის კრემის დატანება ხდება დღეში სამჯერ მსუბუქი შეზელვითი მოძრაობით დაზიანებულ უბანზე. გამოსაყენებელი დოზა დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ფართობზე: 1,5-2 გ აერტალის კრემი დაახლოებით შეესაბამება 5-7 სმ სიგრძის კრემის ზოლს.
აუცილებელია პაციენტმა მიაქციოს ყურადღება, რომ მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენებისას დაზიანებული კუნთების ან სახსრების სამკურნალოდ (დაჭიმულობა, დისტორსია (ღრძობა), დაჟეჟილობა) ან იოგების ანთებისას, გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას. ართრიტის სამკურნალოდ, მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენებისას, გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 კვირას. თუ 7 დღიანი გამოყენების შემდეგ სიმპტომები უარესდება ან არ მცირდება, პაციენტმა შემდგომი გამოკვლევებისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
ბავშვები
მონაცემები არ მოიპოვება. აერტალის კრემის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე ზემოთ)
ხანდაზმული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება იგივე დოზა, რაც მოზრდილ პაციენტებში.
გამოყენების წესი
მოცემული პრეარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის და მისი დანიშვნისას არ შეიძლება ოკლუზიური სახვევების გამოყენება. კრემის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატის დატანა სამკურნალოდ ხდება ხელებზე. პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალში ან პირის ღრუში. აერტალი®ს კრემის ს წასმა შეიძლება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში „შემადგენლობა“.
პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დიკლოფენაკთან შესაძლო ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა არ იყო დადასტურებული, აღნიშნული პრეპარატი არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის მიმართ.
აცეკლოფენაკი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავა ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევენ ასთმურ შეტევებს, ჭინჭრის ციებას ან მწვავე რინიტს.
ორსულობის მესამე ტრიმესტრი;
სიფრთხილის ზომები
თუ აერტალი®ს კრემის წასმის ადგილას აღინიშნება ადგილობრივი გაღიზიანება, აუცილებელია მისი გამოყენების შეწყვეტა და ადგილობრივი გაღიზიანების სიმპტომების წინააღმდეგ სათანადო მკურნალობის ჩატარება.
კრემის გამოყენება არ შეიძლება ღია ჭრილობების, ლორწოვანი გარსების, ასევე კანის (ეგზემატოზური) გაღიზიანების სამკურნალოდ, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც კანზე, კრემის დატანის ადგილებზე აღინიშნება რაიმე სხვა პათოლოგიური პროცესი.
18 წლამდე ასაკის ბავშვებში აცეკლოფენაკის შემცველი კრემის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ფოტომგრძნობელობის რეაქციის პრევენციის მიზნით, საჭიროა მზის სხივების ზემოქმედებისგან დავიცვათ უბნები, სადაც ხდება კრემის დატანა.
მომატებული მგრძნობელობა და კანისმიერი რეაქციები. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, გამოყენების დასაწყისში აერტალის® კრემმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები. არსებობს სერიოზული კანისმიერი რეაქციების განვითარების იშვიათი შემთხვევები, მათ შორის ლეტალური შედეგით, როგორებიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც უკავშირდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიული საშუალებების გამოყენებას (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოვლენები“). პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან აღნიშნული რექციების გამოვლენის შედარებით მაღალი რისკის ქვეშ მკურნალობის კურსის დასაწყისში, კანისმიერი რეაქციები უმეტეს შემთხვევებში ვლინდება მკურნალობის პირველ თვეს. კანისმიერი გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია შეწყდეს აერტალის® კრემით მკურნალობა.
იშვიათ შემთხვევებში, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული გართულებები კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციის სახით. დღესდღეობით შეუძლებელია მთლიანად გამოირიცხოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ნეგატიური გავლენა აღნიშნული ინფექციის მიმდინარეობაზე. ამიტომ, არ არის რეკომენდებული აცეკლოფენაკის გამოყენება ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით გამოწვეული ინფექციისას.
აერტალის კრემი შეიცავს: 0,002გ მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და 0,0005გ პოპულპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის, გვიან გამოვლენილი). აერტალი®ს კრემის დამხმარე ნივთიერების - ემულსიური ცვილის შემადგენლობაში, ასევე, შედის ცეტილსტეარილის სპირტი. მან შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მიუხედავად იმისა, რომ არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატ აერტალი®ს კრემის შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებთან, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მისი დანიშვნისას ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა პრეპარატებს, განსაკუთრებით, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ლითიუმი, დიგოქსინი. ასევე, სიფრთხილეა საჭირო პერორალური ანტიკოაგულანტებით, შარდმდენებით, ან ტკივილ-გამაყუჩებლით თანმხლები თერაპიისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს ქალებში აერტალი®ს კრემის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება; მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის სისტემურირ ზემოქმედება სავარუდოდ ნაკლებია შიგნით მისაღებ ფორმებთან შედარებით, უცნობია აქვს თუ არა აერტალი®ს კრემის გარეგან გამოყენებას მავნე ზეგავლენა ემბრიონზე/ნაყოფზე. ამდენად აერტალის კრემის გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში დასაშვებია მხოლოდ მკაცრი აუცილებლობისას. გამოყენების შემთხვევასი უნდა დაინიშნოს მინიმალური დოზით მინიმალურ პერიოდზე.
პროსტოგლანდინსინთეთაზის ინჰიბიტორების , მათ შორის აერტალი®ს კრემის სისტემური გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში, შესაძლოა იყოს ტოქსიური ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ფილტებსა და თირკმელებზე. ორსულობის ბოლოს არსებობს დედაზე სისხლდენის გახანგრძლივებისა და მშობიარობის დაგვიანების რისკი. შესაბამისად,
ორსულობის მესამე ტრიმესტრში აერტალი®ს კრემის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები, იმის შესახებ გამოიყოფა თუ არა აცეკლოფენაკი დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
აერტალი®ს კრემი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შეფუთვა
ალუმინის ტუბი (60 გ) დახურული პოლიეთილენის ჩამკეტი-სახურავით, საჩვხლეტი წვერით მისაჭერად.
ერთი ტუბი (60 გ) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
აერტალი®ს კრემმა აჩვენა დამაკმაყოფილებელი ამტანობა ადგილობრივი გამოყენებისას.
ზოგიერთ შემთხვევაში, აღწერილია მსუბუქი ან ზომიერი ადგილობრივი გაღიზიანება, რომელსაც თან ახლავს კანის ჰიპერემია და ქავილი, რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტისას.
იშვიათ შემთხვევებში, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსმა, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების სახით.
გარდა ამისა, არსებობს ცალკეული ცნობები ფოტომგრძნობელობის რეაქციების (≥1/1000–დან <1/100–მდე) შესახებ კანის ისეთ უბნებში, რომლებზეც კრემი იქნა დატანილი, მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად, ულტრაიისფერი დასხივებისგან ადეკვატური დაცვის გარეშე.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენების ცხრილი, კლინიკური კვლევებისა და აცეკლოფენაკის პოსტ-მარკეტინგული გამოყენების მონაცემების მიხედვით, რომლებიც დაჯგუფებულია ორგანოთა სისტემის კლასების და სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (≥1/1 000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10 000-დან 1/1 000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000).
ორგანოთა სისტემის კლასი
არც ისე ხშირი (≥1/1 000-დან <1/100-მდე)
იშვიათი (≥1/10 000-დან 1/1 000-მდე)
ძალიან იშვიათი (<1/10 000)
სისტემური დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას
ფოტომგრძნობელობის რეაქცია;
ჰიპერემია;
კანის ქავილი.
კანის გაღიზიანება
ბულოზური რეაქციები (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნა სერიოზული კანისმიერი რეაქციები, მათ შორის ლეტალური შედეგით, რაც უკავშირდებოდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას (მათ შორს ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
ჭარბი დოზა
აცეკლოფენაკით დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.
შემადგენლობა
1,0 გ კრემი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება:აცეკლოფენაკი 100% მიკრონიზირებული - 0,0150 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ემულსიური ცვილი, თხევადი პარაფინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა
თეთრი კრემი.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ მაცივარში, არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პირველი გახსნის შემდეგ ინახება 1 თვე.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გარეგანი გამოყენების საშუალება სახსრებსა და კუნთებში ტკივილის დროს. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: M02AA25
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
აცეკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც, ასევე გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი. ექსპერიმენტულ მოდელებში იგი აინჰიბირებს შეშუპების და ჰიპერემიის განვითარებას, ანთების ხასიათის მიუხედავად. აღნიშნული პრეპარატის მოქმედების მექანიზმის შესწავლამ, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში, აჩვენა, რომ აცეკლოფენაკი, სავარაუდოდ აინჰიბირებს პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სეკრეციას ციკლოოქსიგენაზას შექცევადი ინჰიბირების გზით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
აერტალი®ს კრემის კანისმიერი ტოლერანტობის (გაღიზიანების) ოთხდღიანი კვლევისას, პლაცებოს კრემის და ორჯერ გამოხდილი წყლის შედარებითი ანალიზით გამოვლინდა აერტალი®ს კრემის ნაკლებად გამოხატული გამაღიზიანებელი ეფექტი სხვა გამოკვლეულ ნივთიერებებთან შედარებით.
თორმეტი მოხალისის მონაწილეობით ჩატარებულ სხვა კვლევაში, ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად ფასდებოდა ჰიპერემიის უბნის ზომა აერტალი®ს კრემის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. დადგინდა, რომ კრემის წასმის შემდეგ, ჰიპერემიის უბნის ზომა 7 საათის შემდეგ ნაკლები იყო იმ უბნებში, რომელიც დამუშავდა აცეკლოფენაკით, პლაცებოთი დამუშავებულ და საკონტროლო უბნებთან (დაუმუშავებელი) შედარებით.
დადასტურდა, რომ აერტალი®ს კრემს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ადგილობრივი გამოყენების დროს, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმების მკურნალობისას.
შედარებითი კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ აცეკლოფენაკის ეფექტურობა, როგორც მინიმუმ ედრება სხვა ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას.
მოცემულ კლინიკურ ეფექტურობას თან დაერთვის დამაკმაყოფილებელი ადგილობრივი და სისტემური ამტანობა.
ამიტომ აერტალი®ს კრემი არის ეფექტური პრეპარატი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმის ან ანთებითი დაავადებების მკურნალობისას.
ფარმაკოკინეტიკა
აერტალი®ს კრემის ფარმაკოკინეტიკა ადგილობრივი გამოყენებისას გამოკვლეულია ადამიანებსა და ცხოველებზე ჩატარებულ სხვადასხვა ექსპერიმენტულ მოდელებში.
შეწოვა
აერტალი®ს კრემი შეიწოვება წასმის ზონიდან, აღწევს რა სწრაფ გაჯერებას. იგი გროვდება შეწოვის ზონაში, რაც ხელს უწყობს ანთების საწინააღმდეგო აქტივობის გაზრდას, და თანდათანობით გადადის სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მცირე კონცენტრაციებით, რის გამოც გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მინიმუმამდე არის შემცირებული.
განაწილება
აცეკლოფენაკი ნაწილდება მთელს ორგანიზმში.
გამოყოფა
აცეკლოფენაკი მეტაბოლიზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ნელა, ნაწილობრივ შეუცვლელი სახით შარდთან და განავალთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
აერტალი®
AIRTAL®
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: აერტალი® (AIRTAL®)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): აცეკლოფენაკი (aceclofenac)
გამოშვების ფორმა: 1,5 %-იანი გარეგანი გამოყენების კრემი.
შემადგენლობა
1,0 გ კრემი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება:აცეკლოფენაკი 100% მიკრონიზირებული - 0,0150 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ემულსიური ცვილი, თხევადი პარაფინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა
თეთრი კრემი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გარეგანი გამოყენების საშუალება სახსრებსა და კუნთებში ტკივილის დროს. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: M02AA25
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
აცეკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც, ასევე გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი. ექსპერიმენტულ მოდელებში იგი აინჰიბირებს შეშუპების და ჰიპერემიის განვითარებას, ანთების ხასიათის მიუხედავად. აღნიშნული პრეპარატის მოქმედების მექანიზმის შესწავლამ, როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში, აჩვენა, რომ აცეკლოფენაკი, სავარაუდოდ აინჰიბირებს პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სეკრეციას ციკლოოქსიგენაზას შექცევადი ინჰიბირების გზით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
აერტალი®ს კრემის კანისმიერი ტოლერანტობის (გაღიზიანების) ოთხდღიანი კვლევისას, პლაცებოს კრემის და ორჯერ გამოხდილი წყლის შედარებითი ანალიზით გამოვლინდა აერტალი®ს კრემის ნაკლებად გამოხატული გამაღიზიანებელი ეფექტი სხვა გამოკვლეულ ნივთიერებებთან შედარებით.
თორმეტი მოხალისის მონაწილეობით ჩატარებულ სხვა კვლევაში, ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად ფასდებოდა ჰიპერემიის უბნის ზომა აერტალი®ს კრემის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. დადგინდა, რომ კრემის წასმის შემდეგ, ჰიპერემიის უბნის ზომა 7 საათის შემდეგ ნაკლები იყო იმ უბნებში, რომელიც დამუშავდა აცეკლოფენაკით, პლაცებოთი დამუშავებულ და საკონტროლო უბნებთან (დაუმუშავებელი) შედარებით.
დადასტურდა, რომ აერტალი®ს კრემს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ადგილობრივი გამოყენების დროს, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმების მკურნალობისას.
შედარებითი კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ აცეკლოფენაკის ეფექტურობა, როგორც მინიმუმ ედრება სხვა ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას.
მოცემულ კლინიკურ ეფექტურობას თან დაერთვის დამაკმაყოფილებელი ადგილობრივი და სისტემური ამტანობა.
ამიტომ აერტალი®ს კრემი არის ეფექტური პრეპარატი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრავმის ან ანთებითი დაავადებების მკურნალობისას.
ფარმაკოკინეტიკა
აერტალი®ს კრემის ფარმაკოკინეტიკა ადგილობრივი გამოყენებისას გამოკვლეულია ადამიანებსა და ცხოველებზე ჩატარებულ სხვადასხვა ექსპერიმენტულ მოდელებში.
შეწოვა
აერტალი®ს კრემი შეიწოვება წასმის ზონიდან, აღწევს რა სწრაფ გაჯერებას. იგი გროვდება შეწოვის ზონაში, რაც ხელს უწყობს ანთების საწინააღმდეგო აქტივობის გაზრდას, და თანდათანობით გადადის სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მცირე კონცენტრაციებით, რის გამოც გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მინიმუმამდე არის შემცირებული.
განაწილება
აცეკლოფენაკი ნაწილდება მთელს ორგანიზმში.
გამოყოფა
აცეკლოფენაკი მეტაბოლიზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ნელა, ნაწილობრივ შეუცვლელი სახით შარდთან და განავალთან ერთად.
თერაპიული ჩვენება
ყველა ტიპის ადგილობრივი ტკივილის და ანთების მკურნალობა გამოწვეული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნებისმიერი დაზიანებით, მათ შორის სპორტული ტრავმებით.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება მყესების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ანთების შესამცირებლად დაჭიმულობის, გადაძაბვისა თუ დაბეჟილობების შემთხვევაში, ასევე ლუმბაგოს (წელკავის), კისერმრუდობისა და პერიართრიტის სამკურნალოდ.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში „შემადგენლობა“.
პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დიკლოფენაკთან შესაძლო ჯვარედინი მომატებული მგრძნობელობა არ იყო დადასტურებული, აღნიშნული პრეპარატი არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აქვთ მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის მიმართ.
აცეკლოფენაკი, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავა ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევენ ასთმურ შეტევებს, ჭინჭრის ციებას ან მწვავე რინიტს.
ორსულობის მესამე ტრიმესტრი;
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა
ორსულობის დროს ქალებში აერტალი®ს კრემის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება; მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის სისტემურირ ზემოქმედება სავარუდოდ ნაკლებია შიგნით მისაღებ ფორმებთან შედარებით, უცნობია აქვს თუ არა აერტალი®ს კრემის გარეგან გამოყენებას მავნე ზეგავლენა ემბრიონზე/ნაყოფზე. ამდენად აერტალის კრემის გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში დასაშვებია მხოლოდ მკაცრი აუცილებლობისას. გამოყენების შემთხვევასი უნდა დაინიშნოს მინიმალური დოზით მინიმალურ პერიოდზე.
პროსტოგლანდინსინთეთაზის ინჰიბიტორების , მათ შორის აერტალი®ს კრემის სისტემური გამოყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში, შესაძლოა იყოს ტოქსიური ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ფილტებსა და თირკმელებზე. ორსულობის ბოლოს არსებობს დედაზე სისხლდენის გახანგრძლივებისა და მშობიარობის დაგვიანების რისკი. შესაბამისად,
ორსულობის მესამე ტრიმესტრში აერტალი®ს კრემის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები, იმის შესახებ გამოიყოფა თუ არა აცეკლოფენაკი დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
მიღების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
აერტალის კრემის დატანება ხდება დღეში სამჯერ მსუბუქი შეზელვითი მოძრაობით დაზიანებულ უბანზე. გამოსაყენებელი დოზა დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ფართობზე: 1,5-2 გ აერტალის კრემი დაახლოებით შეესაბამება 5-7 სმ სიგრძის კრემის ზოლს.
აუცილებელია პაციენტმა მიაქციოს ყურადღება, რომ მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენებისას დაზიანებული კუნთების ან სახსრების სამკურნალოდ (დაჭიმულობა, დისტორსია (ღრძობა), დაჟეჟილობა) ან იოგების ანთებისას, გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას. ართრიტის სამკურნალოდ, მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატის გამოყენებისას, გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 კვირას. თუ 7 დღიანი გამოყენების შემდეგ სიმპტომები უარესდება ან არ მცირდება, პაციენტმა შემდგომი გამოკვლევებისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
ბავშვები
მონაცემები არ მოიპოვება. აერტალის კრემის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე ზემოთ)
ხანდაზმული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება იგივე დოზა, რაც მოზრდილ პაციენტებში.
გამოყენების წესი
მოცემული პრეარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის და მისი დანიშვნისას არ შეიძლება ოკლუზიური სახვევების გამოყენება. კრემის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრეპარატის დატანა სამკურნალოდ ხდება ხელებზე. პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალში ან პირის ღრუში. აერტალი®ს კრემის ს წასმა შეიძლება მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
გვერდითი მოვლენები
აერტალი®ს კრემმა აჩვენა დამაკმაყოფილებელი ამტანობა ადგილობრივი გამოყენებისას.
ზოგიერთ შემთხვევაში, აღწერილია მსუბუქი ან ზომიერი ადგილობრივი გაღიზიანება, რომელსაც თან ახლავს კანის ჰიპერემია და ქავილი, რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტისას.
იშვიათ შემთხვევებში, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსმა, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების სახით.
გარდა ამისა, არსებობს ცალკეული ცნობები ფოტომგრძნობელობის რეაქციების (≥1/1000–დან <1/100–მდე) შესახებ კანის ისეთ უბნებში, რომლებზეც კრემი იქნა დატანილი, მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად, ულტრაიისფერი დასხივებისგან ადეკვატური დაცვის გარეშე.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენების ცხრილი, კლინიკური კვლევებისა და აცეკლოფენაკის პოსტ-მარკეტინგული გამოყენების მონაცემების მიხედვით, რომლებიც დაჯგუფებულია ორგანოთა სისტემის კლასების და სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (≥1/1 000-დან <1/100-მდე); იშვიათი (≥1/10 000-დან 1/1 000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000).
ორგანოთა სისტემის კლასი
არც ისე ხშირი (≥1/1 000-დან <1/100-მდე)
იშვიათი (≥1/10 000-დან 1/1 000-მდე)
ძალიან იშვიათი (<1/10 000)
სისტემური დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას
ფოტომგრძნობელობის რეაქცია;
ჰიპერემია;
კანის ქავილი.
კანის გაღიზიანება
ბულოზური რეაქციები (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნა სერიოზული კანისმიერი რეაქციები, მათ შორის ლეტალური შედეგით, რაც უკავშირდებოდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას (მათ შორს ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
დოზის გადაჭარბება
აცეკლოფენაკით დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მიუხედავად იმისა, რომ არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატ აერტალი®ს კრემის შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებთან, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მისი დანიშვნისას ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა პრეპარატებს, განსაკუთრებით, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ლითიუმი, დიგოქსინი. ასევე, სიფრთხილეა საჭირო პერორალური ანტიკოაგულანტებით, შარდმდენებით, ან ტკივილ-გამაყუჩებლით თანმხლები თერაპიისას.
უსაფრთხოების ზომები
თუ აერტალი®ს კრემის წასმის ადგილას აღინიშნება ადგილობრივი გაღიზიანება, აუცილებელია მისი გამოყენების შეწყვეტა და ადგილობრივი გაღიზიანების სიმპტომების წინააღმდეგ სათანადო მკურნალობის ჩატარება.
კრემის გამოყენება არ შეიძლება ღია ჭრილობების, ლორწოვანი გარსების, ასევე კანის (ეგზემატოზური) გაღიზიანების სამკურნალოდ, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც კანზე, კრემის დატანის ადგილებზე აღინიშნება რაიმე სხვა პათოლოგიური პროცესი.
18 წლამდე ასაკის ბავშვებში აცეკლოფენაკის შემცველი კრემის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ფოტომგრძნობელობის რეაქციის პრევენციის მიზნით, საჭიროა მზის სხივების ზემოქმედებისგან დავიცვათ უბნები, სადაც ხდება კრემის დატანა.
მომატებული მგრძნობელობა და კანისმიერი რეაქციები. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, გამოყენების დასაწყისში აერტალის® კრემმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები. არსებობს სერიოზული კანისმიერი რეაქციების განვითარების იშვიათი შემთხვევები, მათ შორის ლეტალური შედეგით, როგორებიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც უკავშირდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიული საშუალებების გამოყენებას (იხ. პარაგრაფი „გვერდითი მოვლენები“). პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან აღნიშნული რექციების გამოვლენის შედარებით მაღალი რისკის ქვეშ მკურნალობის კურსის დასაწყისში, კანისმიერი რეაქციები უმეტეს შემთხვევებში ვლინდება მკურნალობის პირველ თვეს. კანისმიერი გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია შეწყდეს აერტალის® კრემით მკურნალობა.
იშვიათ შემთხვევებში, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული გართულებები კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციის სახით. დღესდღეობით შეუძლებელია მთლიანად გამოირიცხოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) ნეგატიური გავლენა აღნიშნული ინფექციის მიმდინარეობაზე. ამიტომ, არ არის რეკომენდებული აცეკლოფენაკის გამოყენება ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით გამოწვეული ინფექციისას.
აერტალის კრემი შეიცავს: 0,002გ მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და 0,0005გ პოპულპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის, გვიან გამოვლენილი). აერტალი®ს კრემის დამხმარე ნივთიერების - ემულსიური ცვილის შემადგენლობაში, ასევე, შედის ცეტილსტეარილის სპირტი. მან შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
აერტალი®ს კრემი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შეფუთვა
ალუმინის ტუბი (60 გ) დახურული პოლიეთილენის ჩამკეტი-სახურავით, საჩვხლეტი წვერით მისაჭერად.
ერთი ტუბი (60 გ) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ მაცივარში, არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პირველი გახსნის შემდეგ ინახება 1 თვე.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ღსს „გედეონ რიხტერი“
1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი.
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ისევე როგორც პრეტენზიების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
0160 ქ. თბილისი. ს. კანდელაკის ქ. №8
ტელეფონი: +995-322-37-11-00
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა ტაჯიკეთში
7340025 ქ. დუშანბე, ისმაილი სომონის რ-ნი, პრ. რუდაკი 127, შპს „რუდაკი პლაზა“ სართ. 5; ოფისი 507/508
ტელეფონი: +992-44-603-33-36
ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა თურქმენეთში
744036 ქ. აშხაბადი, ატატურკის ქ., სახლი 82, ბიზნეს ცენტრი ბერკარარი, E-6
ტელეფონი: +993-12-46-82-11
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა მონღოლეთში
ქ. ულან-ბატორი, რაიონი ხან-უულ, მე-11 ქვერაიონი, ორგილის სტადიონი (17012),
დიდი მონღოლური სახელმწიფოს ქ., სახლი 118, ბინა 200/1
ტელეფონი: +976-70-11-40-02
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


