ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

აცეტილცისტეინი-600

Acetylcysteine-600

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბანგლადეში
რისთვის გამოიყენება

აცეტილცისტეინი-600 ნაჩვენებია მოზრდილებში, როგორც მუკოლიზური საშუალება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა დროსაც საჭიროა ბრონქული სეკრეციის სიბლანტის შემცირება ამოხველების გასაადვილებლად.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აცეტილცისტეინი (acetylcysteine)
ფორმა და შეფუთვა
600მგ დისპერგირებადი ტაბლეტი №30 (5X6)
მწარმოებელი
DRUG INTERNATIONAL LIMITED (Unit 3), ბანგლადეში
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-045765
რეგისტრირებულია
23 ივნისი 2026, მოქმედებს 23 ივნისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
DRUG INTERNATIONAL LIMITED (ბანგლადეში)
განმცხადებელი
შპს „ინტერ ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააცეტილცისტეინი-600 და სხვა წამალი ერთად

აცეტილცისტეინი-600 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აცეტილცისტეინი-600 ნაჩვენებია მოზრდილებში, როგორც მუკოლიზური საშუალება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, რომელთა დროსაც საჭიროა ბრონქული სეკრეციის სიბლანტის შემცირება ამოხველების გასაადვილებლად.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა 1 დისპერგირებადი ტაბლეტი დღეში.

მიღების წესი

გახსენით ტაბლეტი ნახევარ ჭიქა წყალში. დარწმუნდით, რომ ტაბლეტი მთლიანად გაიხსნება და დაუყოვნებლივ დალიეთ. აცეტილცისტეინი-600 უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, თქვენი სიმპტომების მიხედვით.

თუ მიიღეთ აცეტილცისტეინი-600-ის საჭიროზე მეტი მეტი დოზა.

წამლის ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა ან ღებინება, ან დიარეა.

თუ მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ აცეტილცისტეინი-600-ის მიღება

დავიწყებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. მიიღეთ ტაბლეტი როგორც კი გაგახსენდებათ, იმ შემთხვევი გარდა თუ შემდეგი დოზის მიღების დრო არ ახლოვდება. თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, მაშინ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია აცეტილცისტეინზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში

ნახველის განმათხიერებელმა მედიკამენტებმა შეიძლება დაახშოს სასუნთქი გზები მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში. აცეტილცისტეინი-600 არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

  • აქტიური ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო, აცეტილცისტეინი-600 არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში. ამისათვის ხელმისაწვდომია შესაბამისი სიძლიერის მედიკამენტები.

სიფრთხილის ზომები

აცეტილცისტეინი-600-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

  • თუ გაწუხებთ ასთმა, რადგან ამ პრეპარატის მიღების დროს შეიძლება დაგჭირდეთ მკაცრი მეთვალყურეობა. თუ ამ პრეპარატის მიღების დროს განიცდით ბრონქოსპაზმს (ხიხინს), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აცეტილცისტეინის მიმღებ ადამიანებში დაფიქსირდა კანის ძალიან იშვიათი რეაქციები, რომლებსაც ეწოდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი. თუ შეამჩნევთ კანის რაიმე ცვლილებას ან თუ პირის ღრუში, ყელში ან ცხვირში წყლულები გაგიჩნდებათ, შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  • თუ ხველის დროს ნახველის გამოყოფა გიჭირთ, მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ დახმარება სასუნთქი გზებიდან ნახველის გამოდევნაში. აცეტილცისტეინი-600-ის გამოყენებამ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის გათხიერება და შესაბამისად, მისი მოცულობის გაზრდა. თუ თქვენ არ გაქვთ ამის ამოხველების უნარი, ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს.
  • სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული წარსულში ან ამჟამად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც, როგორც ცნობილია, აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს.
  • სიფრთხილეა საჭირო ჰისტამინის აუტანლობის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში თავიდან უნდა იქნას აცილებული ხანგრძლივი მკურნალობა, რადგან აცეტილცისტეინი-600 გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს აუტანლობის სიმპტომები (მაგ., თავის ტკივილი, სურდო, ქავილი).
  • თუ თქვენ იცავთ მარილის შეზღუდულ დიეტას (იხილეთ „აცეტილცისტეინი-600 შეიცავს ნატრიუმს“)
  • თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები
  • დისპერგირებადი ტაბლეტები შეიძლება წარმოადგენდეს დახრჩობის საშიშროებას, მთლიანად გადაყლაპვის შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. მიღებამდე დარწმუნდით, რომ ტაბლეტი სრულად გახსნილია.

მიმართეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებებიდან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ეს წამალი ბავშვებსა და მოზარდებს (იხილეთ ზემოთ „არ მიიღოთ აცეტილცისტეინი-600“).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

  • ანტიბიოტიკები. ამ მედიკამენტმა შეიძლება ხელი შეუშალოს ანტიბიოტიკების (ინფექციების კონტროლის ან პრევენციის მედიკამენტები) სათანადო მოქმედებას. თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, დარწმუნდით, რომ ეს წამალი მიიღეთ ანტიბიოტიკების მიღებამდე ორი საათით ადრე ან გვიან.
  • ხველის საწინააღმდეგო წამლები, რომლებიც არ უნდა იქნას გამოყენებული აცეტილცისტეინი-600-თან ერთად, რადგან უნდა შეძლოთ გათხიერებული ნახველის ამოხველება.
  • სტენოკარდიის შეტევების სამკურნალო მედიკამენტები (შებოჭილობა გულმკერდში, კისერში და მკლავში), აცეტილცისტეინი-600-მა შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის (სტენოკარდიის სამკურნალო მედიკამენტი) არტერიული წნევის დამწევი ეფექტი. თუ ერთდროულად იყენებთ ნიტროგლიცერინს და აცეტილცისტეინი-600-ს, ექიმს დასჭირდება თქვენი არტერიული წნევის მონიტორინგი.
  • აქტივირებული ნახშირი, რომელიც გამოიყენება მოწამვლის სამკურნალოდ
  • ლაბორატორიული პარამეტრების განსაზღვრის ცვლილებები

აცეტილცისტეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სალიცილატების განსზღვრაზე.

აცეტილცისტეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდის ანალიზებში კეტონური სხეულების განსაზღვრის შედეგებზე

ამ პრეპარატმა შეიძლება შეამციროს ისეთი მეტალების შემცველი მედიკამენტების და დანამატების ეფექტურობა, როგორიცაა რკინა, თუთია, სპილენძი და მანგანუმი. თუ იღებთ მეტალების შემცველ დანამატს, დარწმუნდით, რომ ის დღის განმავლობაში აცეტილცისტეინი-600-ისგან განსხვავებულ დროს მიიღეთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს აცეტილცისტეინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მწირია და ექიმი ამ პრეპარატს მხოლოდ იმ შემთხვევაში გირჩევთ, თუ მისი მიღების სარგებელი აღემატება რისკებს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აცეტილცისტეინი-600 გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

აცეტილცისტეინი-600 შეიცავს 10.00 მგ სუკრალოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ შევინახოთ აცეტილცისტეინი-600

ჭარბი დოზა

აცეტილცისტეინის პერორალური ფარმაცევტული ფორმების ტოქსიკური დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. კლინიკურ კვლევებში მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ 11.6 გ აცეტილცისტეინს დღეში პერორალურად სამი თვის განმავლობაში, სერიოზული გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ეფექტები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა. აცეტილცისტეინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა შემანარჩუნებელი თერაპია.

არსებობს ადამიანებში პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის ინტრავენური აცეტილცისტეინით მკურნალობის გამოცდილება, აცეტილცისტეინის მაქსიმალური დღიური დოზების 30 გ-მდე გამოყენებით.

შემადგენლობა

  • რა არის აცეტილცისტეინი-600 და რისთვის გამოიყენება

აცეტილცისტეინი-600 შეიცავს აქტიურ ნივთიერება აცეტილცისტეინს. აცეტილცისტეინი მიეკუთვნება მუკოლიზურ საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ ლორწოს (ნახველის) გათხელებით, რათა უფრო ადვილად მოხდეს მისი ამოხველება.

აცეტილცისტეინი-600 გამოიყენება ლორწოს გასათხელებლად და ხველის შესამსუბუქებლად სასუნთქი გზების დაავადებების დროს, რომლებიც შეიცავს ბლანტ ლორწოს.

მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოზრდილებში.

  • რა უნდა იცოდეთ აცეტილცისტეინი-600-ის მიღებამდე

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.

  • 5 კონტეინერის ბუნება და შემადგენლობა

6 დისპერგირებადი ტაბლეტი თითოეულ ალუ-ალუ ბლისტერში და 5 ბლისტერი თითო ჩანართით თითოეულ კოლოფში.

  • 6 განადგურების და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა გადაიყაროს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

“DRUG INTERNATIONAL LIMITED”,

Bangladesh

  • მწარმოებელი

“DRUG INTERNATIONAL LIMITED”,

Bangladesh

  • პირველი რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის თარიღი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამოსახველებელი საშუალებები, ხველის დამთრგუნველი საშუალებების და მუკოლიზურ საშუალებებთან კომბინაციების გამოკლებით

ათქ კოდი: R05CB01

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

აცეტილცისტეინი ახდენს ლორწოს დეპოლიმერიზაციას in vitro ლორწოში არსებულ მაკრომოლეკულებს შორის დისულფიდური კავშირების გაწყვეტით, რითაც ამცირებს ლორწოვანი გარსის სიბლანტეს.

აცეტილცისტეინი ააქტიურებს წამწამოვან ეპითელიუმს. ამრიგად, უმჯობესდება ბრონქული სეკრეტის დენადობა და გავლა, რაც ხელს უწყობს ამოხველებას და აუმჯობესებს მუკოცილიურ კლირენსს. ადამიანის სასუნთქი გზების in vitro მოდელის სისტემებში, აცეტილცისტეინი თრგუნავს ბაქტერიების ადჰეზიას წამწამოვან ეპითელურ უჯრედებზე. აცეტილცისტეინი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი და წარმოადგენს ცისტეინის წინამორბედს, რომელიც წარმოადგენს გლუტათიონის სინთეზის სიჩქარის შემზღუდველ ამინომჟავას ქსოვილების უმეტესობაში. გლუტათიონი წარმოდგენილია ნორმალური ქვედა სასუნთქი გზების ეპითელურ სითხეში, სადაც, სავარაუდოდ, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელური უჯრედების ანტიოქსიდანტური დაცვის უზრუნველყოფაში. ჟანგვითი მექანიზმები მონაწილეობს ფილტვების რიგი დაავადებების პათოგენეზში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

პერორალური მიღების შემდეგ, აცეტილცისტეინი სწრაფად შეიწოვება; თუმცა, ბიოშეღწევადობა დაბალია (დაახლოებით 10%) წვრილ ნაწლავსა და ღვიძლში ინტენსიური პირველი გავლის მეტაბოლიზმის გამო. ადამიანებში აცეტილცისტეინის ერთჯერადი 600 მგ პერორალური დოზის შემდეგ, 4.6 μM-ის პიკური პლაზმური კონცენტრაცია დაფიქსირდა 1 საათში, ხოლო პლაზმური კონცენტრაცია სწრაფად შემცირდა 2.5 μM-მდე 90 წუთში (პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათი). აცეტილცისტეინი პრაქტიკულად არ არის აღმოჩენილი მიღებიდან 10-12 საათის შემდეგ. ბიოტრანსფორმაცია

აცეტილცისტეინი განიცდის სწრაფ დეაცეტილირებას in vivo ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერების ცისტეინის წარმოქმნით, რითაც შედის ცისტეინის ნორმალურ მეტაბოლურ გზაში. აცეტილცისტეინი ასევე განიცდის დაჟანგვას სხვადასხვა მეტაბოლიტების, მათ შორის დიაცეტილცისტეინის წარმოქმნით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა იწვევს პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას 8 საათამდე.

აცეტილცისტეინი შეიძლება პლაზმაში იყოს წარმოდგენილი როგორც საწყისი ნაერთი ან სხვადასხვა დაჟანგული მეტაბოლიტების, მათ შორის N-აცეტილცისტეინის და ცისტეინის სახით და თავისუფალი ან შეკავშირებული პლაზმის ცილებთან, ლაბილური დისულფიდური ბმებით, ან ცილის პეპტიდურ ჯაჭვებში ინტეგრირებული ფრაქციის სახით. აცეტილცისტეინის 100 მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ფილტვის ქსოვილში 48% იზომებოდა.

აცეტილცისტეინის ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 50%-ია.

გამოყოფა

აცეტილცისტეინის პერორალური მიღების შემდეგ, ექსკრეცია თითქმის ექსკლუზიურად თირკმლისმიერია (22% - 30%), უპირატესად არაორგანული სულფატების სახით, მხოლოდ 3% გამოიყოფა განავალში. ჯანმრთელ სუბიექტებში ორგანიზმის საერთო კლირენსი არის 6.5 ლ/სთ. საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6 საათია.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ვირთაგვებსა და ძაღლებზე ჩატარებულმა 1 წლამდე ხანგრძლივობის ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებმა პათოლოგიური ცვლილებები არ აჩვენა.

აცეტილცისტეინის მუტაგენური ეფექტები მოსალოდნელი არ არის. ერთი in vitro ტესტის შედეგი უარყოფითი იყო. აცეტილცისტეინის სიმსივნური პოტენციალის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

ბოცვრებსა და ვირთაგვებზე ჩატარებულ ემბრიოტოქსიკურობის კვლევებში მალფორმაციები არ დაფიქსირებულა. ფერტილობისა და პერინატალური/პოსტნატალური ტოქსიკურობის კვლევები იყო უარყოფითი.

N-აცეტილცისტეინი ვირთაგვებში კვეთს პლაცენტას და აღმოჩენილია ამნიონურ სითხეში. L-ცისტეინის მეტაბოლიტის კონცენტრაცია პლაცენტასა და ნაყოფის პლაზმაში აღემატება დედის პლაზმაში კონცენტრაციას, პერორალური მიღებიდან 8 საათამდე.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების სია

მიკროსტილული ცელულოზა

პრეჟელატინიზებული სახამებელი

კროსპოვიდონი

ლიმონის არომატის ფხვნილი

სუკრალოზა

მაგნიუმის სტეარატი.

  • 2 შეუთავსებლობა

აცეტილცისტეინი-600 არ უნდა შეერიოს ანტიბიოტიკებს.

აცეტილცისტეინმა შეიძლება დააზიანოს რეზინი და ლითონი (მათ შორის რკინა, ნიკელი და სპილენძი). თუ შეყვანა ხდება ნაზოგასტრალური ან ნაზოინესტინური ზონდის მეშვეობით, რეკომენდებულია მინის და/ან პლასტმასის შეყვანის სისტემის გამოყენება.

  • 3 ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

აცეტილცისტეინი-600

600 მგ დისპერგირებადი ტაბლეტები

აცეტილცისტეინი

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ჩანნართი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
  • თუ რაიმე გვერდითი ეფექტი შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში. იხილეთ მე-4 ნაწილი.

რა შედის ამ ფურცელ-ჩანართში

  • რა არის აცეტილცისტეინი-600 და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ აცეტილცისტეინი-600-ის მიღებამდე
  • როგორ მივიღოთ აცეტილცისტეინი-600
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ შევინახოთ აცეტილცისტეინი-600
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის აცეტილცისტეინი-600 და რისთვის გამოიყენება

აცეტილცისტეინი-600 შეიცავს აქტიურ ნივთიერება აცეტილცისტეინს. აცეტილცისტეინი მიეკუთვნება მუკოლიზურ საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ ლორწოს (ნახველის) გათხელებით, რათა უფრო ადვილად მოხდეს მისი ამოხველება.

აცეტილცისტეინი-600 გამოიყენება ლორწოს გასათხელებლად და ხველის შესამსუბუქებლად სასუნთქი გზების დაავადებების დროს, რომლებიც შეიცავს ბლანტ ლორწოს.

მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოზრდილებში.

  • რა უნდა იცოდეთ აცეტილცისტეინი-600-ის მიღებამდე

არ მიიღოთ აცეტილცისტეინი-600

  • თუ გაქვთ ალერგია აცეტილცისტეინზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებში

ნახველის განმათხიერებელმა მედიკამენტებმა შეიძლება დაახშოს სასუნთქი გზები მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში. აცეტილცისტეინი-600 არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

  • აქტიური ნივთიერების მაღალი შემცველობის გამო, აცეტილცისტეინი-600 არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში. ამისათვის ხელმისაწვდომია შესაბამისი სიძლიერის მედიკამენტები.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

აცეტილცისტეინი-600-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

  • თუ გაწუხებთ ასთმა, რადგან ამ პრეპარატის მიღების დროს შეიძლება დაგჭირდეთ მკაცრი მეთვალყურეობა. თუ ამ პრეპარატის მიღების დროს განიცდით ბრონქოსპაზმს (ხიხინს), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აცეტილცისტეინის მიმღებ ადამიანებში დაფიქსირდა კანის ძალიან იშვიათი რეაქციები, რომლებსაც ეწოდება სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი. თუ შეამჩნევთ კანის რაიმე ცვლილებას ან თუ პირის ღრუში, ყელში ან ცხვირში წყლულები გაგიჩნდებათ, შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  • თუ ხველის დროს ნახველის გამოყოფა გიჭირთ, მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ დახმარება სასუნთქი გზებიდან ნახველის გამოდევნაში. აცეტილცისტეინი-600-ის გამოყენებამ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის გათხიერება და შესაბამისად, მისი მოცულობის გაზრდა. თუ თქვენ არ გაქვთ ამის ამოხველების უნარი, ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს.
  • სიფრთხილეა საჭირო, თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული წარსულში ან ამჟამად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც, როგორც ცნობილია, აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს.
  • სიფრთხილეა საჭირო ჰისტამინის აუტანლობის მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში თავიდან უნდა იქნას აცილებული ხანგრძლივი მკურნალობა, რადგან აცეტილცისტეინი-600 გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს აუტანლობის სიმპტომები (მაგ., თავის ტკივილი, სურდო, ქავილი).
  • თუ თქვენ იცავთ მარილის შეზღუდულ დიეტას (იხილეთ „აცეტილცისტეინი-600 შეიცავს ნატრიუმს“)
  • თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები
  • დისპერგირებადი ტაბლეტები შეიძლება წარმოადგენდეს დახრჩობის საშიშროებას, მთლიანად გადაყლაპვის შემთხვევაში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. მიღებამდე დარწმუნდით, რომ ტაბლეტი სრულად გახსნილია.

მიმართეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებებიდან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ეს წამალი ბავშვებსა და მოზარდებს (იხილეთ ზემოთ „არ მიიღოთ აცეტილცისტეინი-600“).

სხვა მედიკამენტები და აცეტილცისტეინი-600

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:

  • ანტიბიოტიკები. ამ მედიკამენტმა შეიძლება ხელი შეუშალოს ანტიბიოტიკების (ინფექციების კონტროლის ან პრევენციის მედიკამენტები) სათანადო მოქმედებას. თუ იღებთ ანტიბიოტიკებს, დარწმუნდით, რომ ეს წამალი მიიღეთ ანტიბიოტიკების მიღებამდე ორი საათით ადრე ან გვიან.
  • ხველის საწინააღმდეგო წამლები, რომლებიც არ უნდა იქნას გამოყენებული აცეტილცისტეინი-600-თან ერთად, რადგან უნდა შეძლოთ გათხიერებული ნახველის ამოხველება.
  • სტენოკარდიის შეტევების სამკურნალო მედიკამენტები (შებოჭილობა გულმკერდში, კისერში და მკლავში), აცეტილცისტეინი-600-მა შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის (სტენოკარდიის სამკურნალო მედიკამენტი) არტერიული წნევის დამწევი ეფექტი. თუ ერთდროულად იყენებთ ნიტროგლიცერინს და აცეტილცისტეინი-600-ს, ექიმს დასჭირდება თქვენი არტერიული წნევის მონიტორინგი.
  • აქტივირებული ნახშირი, რომელიც გამოიყენება მოწამვლის სამკურნალოდ
  • ლაბორატორიული პარამეტრების განსაზღვრის ცვლილებები

აცეტილცისტეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სალიცილატების განსზღვრაზე.

აცეტილცისტეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შარდის ანალიზებში კეტონური სხეულების განსაზღვრის შედეგებზე

ამ პრეპარატმა შეიძლება შეამციროს ისეთი მეტალების შემცველი მედიკამენტების და დანამატების ეფექტურობა, როგორიცაა რკინა, თუთია, სპილენძი და მანგანუმი. თუ იღებთ მეტალების შემცველ დანამატს, დარწმუნდით, რომ ის დღის განმავლობაში აცეტილცისტეინი-600-ისგან განსხვავებულ დროს მიიღეთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს აცეტილცისტეინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მწირია და ექიმი ამ პრეპარატს მხოლოდ იმ შემთხვევაში გირჩევთ, თუ მისი მიღების სარგებელი აღემატება რისკებს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

აცეტილცისტეინი-600 გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

აცეტილცისტეინი-600 შეიცავს 10.00 მგ სუკრალოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

  • როგორ მივიღოთ აცეტილცისტეინი-600

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა 1 დისპერგირებადი ტაბლეტი დღეში.

მიღების წესი

გახსენით ტაბლეტი ნახევარ ჭიქა წყალში. დარწმუნდით, რომ ტაბლეტი მთლიანად გაიხსნება და დაუყოვნებლივ დალიეთ. აცეტილცისტეინი-600 უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, თქვენი სიმპტომების მიხედვით.

თუ მიიღეთ აცეტილცისტეინი-600-ის საჭიროზე მეტი მეტი დოზა.

წამლის ჭარბი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა ან ღებინება, ან დიარეა.

თუ მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ აცეტილცისტეინი-600-ის მიღება

დავიწყებული დოზის კომპენსირებისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. მიიღეთ ტაბლეტი როგორც კი გაგახსენდებათ, იმ შემთხვევი გარდა თუ შემდეგი დოზის მიღების დრო არ ახლოვდება. თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოვდება, მაშინ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ აცეტილცისტეინი-600-ის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ამ ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენას (შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000 ადამიანიდან 1-ს):

  • მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას
  • ძლიერ სისხლდენას (ჰემორაგია)
  • ბუშტუკების გაჩენას, აქერცვლას, სისხლდენას, აქერცვლას ან სითხით სავსე ლაქებს კანის ნებისმიერ ნაწილზე. ეს მოიცავს ტუჩებს, თვალებს, პირს, ცხვირს, სასქესო ორგანოებს, ხელებს ან ტერფებს. შესაძლოა გქონდეთ კანის სერიოზული პრობლემა.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

არახშირი: შეიძლება აღენიშნებოდეს 100 ადამიანიდან 1-ს

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
  • თავის ტკივილი
  • ყურებში შუილი (ტინიტუსი)
  • გულისცემის აჩქარება
  • გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
  • დიარეა და ღებინება
  • პირის ღრუსა და ტუჩებზე კანის ანთება
  • მუცლის ტკივილი
  • ქავილი, ამობურცული გამონაყარი
  • კანის ღრმა შრეების შეშუპება, გამოწვეული სითხის დაგროვებით
  • კანის ქავილი
  • ცხელება
  • დაბალი არტერიული წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა წოლითი/მჯდომარე მდგომარეობიდან სწრაფად ადგომისას

იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000 ადამიანიდან 1-ს

  • სასუნთქი გზების შევიწროება
  • ქოშინი, ბრონქოსპაზმი
  • საჭმლის მონელების დარღვევა
  • გულძმარვა

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღენიშნებოდეს 10000 ადამიანიდან 1-ს

  • ალერგიული შოკი და სისხლდენა

უცნობი: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია

  • სახის შეშუპება

ამიტომ, თუ კანისა და ლორწოვანი გარსის ახალი სერიოზული ცვლილებები განვითარდება, უნდა მიმართოთ ექიმს და შეწყვიტოთ აცეტილცისტეინი-600-ის მიღება. აცეტილცისტეინი-600-ის მიღების გაგრძელება არ შეიძლება.

სხვადასხვა კვლევამ დაადასტურა თრომბოციტების აგრეგაციის (სისხლის გარკვეული კომპონენტების შედედების) შემცირება აცეტილცისტეინის მიღების დროს. ამის კლინიკური მნიშვნელობა ჯერ კიდევ გაურკვეველია.

კონტრზომები

შეწყვიტეთ აცეტილცისტეინი-600-ის მიღება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე (იხილეთ ზემოთ). ამ შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

  • როგორ შევინახოთ აცეტილცისტეინი-600

შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

დაიცავით სინათლისა და ნესტისგან.

შეინახეთ წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აცეტილცისტეინი-600

  • აქტიური ნივთიერებაა აცეტილცისტეინი. თითოეული დისპერგირებადი ტაბლეტი შეიცავს 600 მგ აცეტილცისტეინს.
  • სხვა ინგრედიენტებია მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კროსპოვიდონი, ლიმონის არომატის ფხვნილი, სუკრალოზა, მაგნიუმის სტეარატი.

აცეტილცისტეინი-600-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

აცეტილცისტეინი-600 არის თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი ფორმის ტაბლეტები, ერთ მხარეს დაბეჭდილი მონოგრამით და მეორე მხარეს გამყოფი ნიშნით, ლაქების გარეშე.

6 დისპერგირებადი ტაბლეტი თითოეულ ალუ-ალუ ბლისტერში და 5 ბლისტერი თითო ჩანართით თითოეულ კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

“DRUG INTERNATIONAL LIMITED”,

Bangladesh

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა