ენტეროფურილი
ENTEROFURYL®
როგორც რეჰიდრატაციის დამხმარე საშუალება, განკუთვნილია მწვავე დიარეის სიმპტომური თერაპიისათვის, რომელიც უმეტესად ბაქტერიული ეტიოლოგიისაა, ინვაზიური სიმპტომების გარეშე (ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ცხელება, ინტოქსიკაცის ნიშნები...). თერაპია არ გამორიცხავს დიეტურ რეჟიმსა და რეჰიდრატაციას, საჭიროების შემთხვევაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- nifuroxazide
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ/5მლ 90მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ბანანის არომატით ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
- მწარმოებელი
- Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, ბოსნია და ჰერცეგოვინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავის ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- A07AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045599
- რეგისტრირებულია
- 2 ივნისი 2026, მოქმედებს 2 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ენტეროფურილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
როგორც რეჰიდრატაციის დამხმარე საშუალება, განკუთვნილია მწვავე დიარეის სიმპტომური თერაპიისათვის, რომელიც უმეტესად ბაქტერიული ეტიოლოგიისაა, ინვაზიური სიმპტომების გარეშე (ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ცხელება, ინტოქსიკაცის ნიშნები...).
თერაპია არ გამორიცხავს დიეტურ რეჟიმსა და რეჰიდრატაციას, საჭიროების შემთხვევაში. რეჰიდრატაცია (ორალური ან ინტრავენური) მორგებული უნდა იყოს პაციენტის მდგომარეობას, ფაღარათის ინტენსივობას, ასაკს და ა.შ.
მიღების წესი და დოზირება
მიღების მეთოდი
მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
გამოყენებამდე ბოთლი, რომელიც შეიცავს ენტეროფურილის 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღებ სუსპენზიას, უნდა შეინჯღრეს კარგად.
5 მლ საზომ კოვზზე აღნიშნული დანაყოფი 2.5 მლ გამოყენებულ უნდა იქნეს დოზირებისათვის (მოთავსებულია კოლოფში).
დოზირება
მედიკამენტი განკუთვნილია 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.
1-6 თვის ასაკის ბავშვები: 2.5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ 4-ჯერ დღეში.
2-6 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ 3-ჯერ დღეში.
6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: 5 მლ 3-4ჯერ დღეში.
მოზრდილები: 5 მლ 4-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 7 დღით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ნიტროფურანის წარმოებულების და 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი სხვა ნივთიერებების მიმართ;
დღენაკლული ჩვილები და ერთ თვემდე ასაკის ახალშობილები.
სიფრთხილის ზომები
რეჰიდრატაცია არის ფაღარათის მკურნალობის ძირითადი ელემენტი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. სისტემატურად უნდა მოხდეს ამის გათვალისწინება ამ ასაკის ზემოთ.
თუ ფაღარათი არ ჩერდება მკურნალობიდან 2 დღის შემდეგ, ხელახლა უნდა შეფასდეს დოზა, ასევე, განხილულ უნდა იქნეს რეჰიდრატაციის საჭიროება ორალური რეჰიდრატაციული ხსნარების სახით ან ინტრავენური სახით. ძლიერი და ხანგრძლივი დიარეის, ძლიერი ღებინების ან საკვების არმიღების შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნეს ინტრავენური რეჰიდრატაცია.
ინფექციური დიარეის შემთხვევაში კლინიკური მანიფესტაციით, რომელიც მიუთითებს ინვაზიურ ფენომენზე, გამოყენებულ უნდა იქნეს ანტიბაქტერიული პრეპარატები კარგი სისტემური დიფუზიით.
ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობის იშვიათი მემკვიდრული დაავადება, არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.
ეს მედიკამენტი შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E218), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (ასევე, შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები).
ენტეროფურილი შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (სპირტს), 100 მგ-ზე ნაკლებს “ერთ დოზაში”.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს დოზაში, ანუ ფაქტობრივად ნატრიუმისაგან თავისუფალია.
განსაკუთრბული სიფრთხილის ზომები
ექიმის მიერ პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარის დანიშვნისას მისი გამოყენებისა და გახსნის მეთოდი უნდა იყოს ნათლად და ზუსტად განსაზღვრული.
თუ არ არის ასეთი რეჰიდრატაციის საჭიროება, აუცილებელია ზუსტად იყოს განსაზღვრული შემდეგი ზომების მიღების საჭიროება:
რეჰიდრატაცია დიდი რაოდენობით მარილიანი ან ტკბილი სასმელებით, რათა მოხდეს ფაღარათის გამო დაკარგული სითხის შევსება (დღიურად მისაღები სითხის საშუალო რაოდენობა არის 2 ლიტრი);
საკვების მიღება დიარეის დროს.
პაციენტი უნდა მოერიდოს გარკვეულ საკვებს, განსაკუთრებით უმ ბოსტნეულს, ხილს, მწვანე ბოსტნეულს, სანელებლებიან საჭმელს, და გაყინულ საკვებს ან სასმელებს;
უმჯობესია გრილზე მომზადებული ხორცი და ბრინჯი;
რძისა და რძის პროდუქტების მიღების შეზღუდვა განხილულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად.
წამლების ურთიერთქმედებები და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
იმ მედიკამენტებთან ერთად გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ ანტაბუსური რეაქციის გამოწვევა ან ცნს-ის დეპრესანტები არიან, არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ნებისმიერი იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.
არ არის რეკომენდებული ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის ერთდროული მიღება იმ წამლებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ანტაბუსური რეაქცია ან ცნს-ის დეპრესია.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად
დაცული უნდა იქნეს მითითებები საკვების მიღების შესახებ დიარეის დროს (იხ. სიფრთხილის ზომები).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე კვლევებმა არ აჩვენა ტერატოგენული ეფექტი. რადგან ცხოველებში არ აღინიშნა ტერატოგენული ეფექტი, მალფორმაციები არ არის მოსალოდნელი ადამიანებში. დღესდღეობით დადასტურებულია, რომ ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ განვითარების დეფექტებს ადამიანებში, ტერატოგენულები არიან ცხოველებში, ორ სახეობაზე კარგად ჩატარებულ კვლევებში.
ამჟამად არ არის მონაცემები კლინიკურ პრაქტიკაში, რომლითაც შეფასდებოდა ნიფუროქსაზიდის შესაძლო მალფორმაციული ან ფეტოტოქსიკური ეფექტები ორსულობის დროს მისი გამოყენებისას.
ამიტომ, უსაფრთხოების ზომის სახით, უმჯობესია ფეხმძიმობის დროს არ იქნეს გამოყენებული ნიფუროქსაზიდი.
ლაქტაცია
ძუძუთი კვება დასაშვებია მხოლოდ ამ მედიკამენტით ხანმოკლე მკურნალობის შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ეს მედიკამენტი არ ახდენს გავლენას პაციენტის ამ უნარებზე.
გვერდითი მოვლენები
იმუნური სისტემის დარღვევები
სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება; კვინკეს შეშუპება ან ანაფილაქსიური შოკი.
შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება წამლის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია წამლის უსაფრთხოების პროფილის უფრო სრული სურათის შესაქმნელად, ან წამლის სარგებელი/რისკის ფარდობის უფრო უკეთესად შესაფასებლად მისი თერაპიული გამოყენების დროს.
შესაძლო გვერდითი რეაქციების შეტყობინების პროცესი ხელს უწყობს მედიკამენტის სარგებელი/რისკის ბალანსის უწყვეტ მონიტორინგს, ასევე, მისი უსაფრთხოების პროფილის ადექვატურ შეფასებას.
სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა ნებისმიერი შესაძლო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება უნდა გააკეთონ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
არ არის მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ.
ნიფუროქსაზიდის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მონიტორინგი და სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ნიფუროქსაზიდი. 5 მლ ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს: 200 მგ ნიფუროქსაზიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: საქაროზა, ეთანოლი 96%, კარბომერი, ბანანის წყალი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, გაწმენდილი წყალი.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია არის ბლანტი, ყვითელი ფერის სუსპენზია ბანანის არომატით.
ენტეროფურილი 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია მოთავსებულია ქარვისფერ მინის ბოთლში ბავშვისთვის უსაფრთხო ხრახნიანი თავსახურით, რომელიც შეიცავს 90 მლ სუსპენზიას. ორიგინალური შეფუთვა მოიცავს საზომ კოვზს მედიკამენტის სწორად გამოსაყენებლად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
Bosnalijek, Joint Stock Company, Jukiceva 53, Sarajevo, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ჯოინთ სთოქ ქომფანი, იუკიჩევა 53, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი
გამოყენების ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღი
2026 წლის თებერვალი
შენახვის პირობები
36 თვე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება 30C ტემპერატურამდე. დაუშვებელია გაყინვა.
გამოყენებულ უნდა იქნეს ბოთლის პირველად გახსნიდან 14 დღის განმავლობაში.
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
125 მლ ქარვისფერი მინის ბოთლი ბავშვისთვის უსაფრთხო ხრახნიანი თავსახურით (CRC/TE). ორიგინალური შეფუთვა მოიცავს საზომ კოვზს მედიკამენტის სწორად მისაღებად.
გამოყენებისა და მოპყრობის ინსტრუქციები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი მედიკამენტების ან მათი ნარჩენი ნივთიერებების უტილიზაციისათვის
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი ნივთიერებები გადაგდებულ უნდა იქნეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, Jukiceva 53, Sarajevo, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინთ სთოქ ქომფანი, იუკიჩევა 53, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
სავაჭრო ლიცენზიის ნომერი და თარიღი
ტექსტის შესწორების თარიღი
2026 წლის თებერვალი
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიარეის საწინააღმდეგო, ნაწლავების ანთების საწინააღმდეგო/ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ქვეჯგუფი: სხვა ნაწლავური ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებები.
ათქ კოდი: A07AX03
მოქმედების მექანიზმი
ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული. მოქმედების მექანიზმი არ არის სრულად ნათელი. ნიფუროქსაზიდის ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული თვისებები, ისევე როგორც ნიტროფურანის სხვა წარმოებულების, შესაძლოა გამომდინარეობს ნიტრო-NO2 ჯგუფის მიერ ელექტრონის საკმაოდ ძლიერი მიზიდულობის უნარით. ადგილობრივი ინერტულობა და ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში დიფუზიის შეუძლებლობა ნიფუროქსაზიდს ანიჭებს უნიკალურობას ნიტროფურანის სხვა წარმოებულებთან შედარებით იმ კუთხით, რომ ამ ანტიდიარეულ პრეპარატს არ აქვს სისტემური მოქმედება. დადასტურებულია, რომ გრამდადებითი ჩხირები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამ პრეპარატის მიმართ: Streptococcus pyogenes, Staphylococcus aureus, ასევე, მგრძნობიარეა გრამუარყოფითი ენტერობაქტერიები: E. coli, Salmonellae და Shigellae.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ძალიან დაბალია, 99%-ზე მეტი რჩება ნაწლავებში.
ტრანსპორტი და განაწილება
ნიფუროქსაზიდი პარაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და შესაძლო აბსორბირებული რაოდენობა არ აჭარბებს 0.005%-ს. ამიტომ ის არ შედის ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში.
ბიოტრანსფორმაცია
ნიფუროქსაზიდი იცვლება ნაწლავებში, ისე რომ მთლიანად მიღებული რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 20% გამოიყოფა უცვლელი სახით.
გამოყოფა
ნიფუროქსაზიდი და/ან მისი მეტაბოლიტები სრულად გამოიყოფა განავლის საშუალებით. გამოყოფის სიჩქარე დამოკიდებულია როგორც მიღებულ რაოდენობაზე, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. ზოგადად, ნიფუროქსაზიდის გამოყოფა არის ნელი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ის რჩება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ცხოველების ორ სახეობაზე (ვირთაგვები, ბოცვრები) კვლევებმა არ აჩვენა რაიმე ტერატოგენული ეფექტი.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
საქაროზა
ეთანოლი 96%
კარბომერი
ბანანის წყალი
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი
ნატრიუმის ჰიდროქსიდი
უწყლო ლიმონმჟავა
გაწმენდილი წყალი
შეუთავსებლობები
შეუთავსებლობის მონაცემები არ არის მოწოდებული.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება
ენტეროფურილი® 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ენტეროფურილი შიგნით მისაღები სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს: 200.00 მგ ნიფუროქსაზიდს.
დამხმარე ნივთიერებებისათვის იხ. 6.1. პარაგრაფი.
ფარმაცევტული ფორმა
შიგნით მისაღები სუსპენზია
ბლანტი, ყვითელი ფერის სუსპენზია ბანანის არომატით.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
როგორც რეჰიდრატაციის დამხმარე საშუალება, განკუთვნილია მწვავე დიარეის სიმპტომური თერაპიისათვის, რომელიც უმეტესად ბაქტერიული ეტიოლოგიისაა, ინვაზიური სიმპტომების გარეშე (ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ცხელება, ინტოქსიკაცის ნიშნები...).
თერაპია არ გამორიცხავს დიეტურ რეჟიმსა და რეჰიდრატაციას, საჭიროების შემთხვევაში. რეჰიდრატაცია (ორალური ან ინტრავენური) მორგებული უნდა იყოს პაციენტის მდგომარეობას, ფაღარათის ინტენსივობას, ასაკს და ა.შ.
დოზირება და მიღების მეთოდი
მიღების მეთოდი
მედიკამენტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
გამოყენებამდე ბოთლი, რომელიც შეიცავს ენტეროფურილის 200 მგ/5 მლ შიგნით მისაღებ სუსპენზიას, უნდა შეინჯღრეს კარგად.
5 მლ საზომ კოვზზე აღნიშნული დანაყოფი 2.5 მლ გამოყენებულ უნდა იქნეს დოზირებისათვის (მოთავსებულია კოლოფში).
დოზირება
მედიკამენტი განკუთვნილია 1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.
1-6 თვის ასაკის ბავშვები: 2.5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ 4-ჯერ დღეში.
2-6 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ 3-ჯერ დღეში.
6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: 5 მლ 3-4ჯერ დღეში.
მოზრდილები: 5 მლ 4-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 7 დღით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ნიტროფურანის წარმოებულების და 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი სხვა ნივთიერებების მიმართ;
დღენაკლული ჩვილები და ერთ თვემდე ასაკის ახალშობილები.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
განსაკუთრებული გაფრთხილებები
რეჰიდრატაცია არის ფაღარათის მკურნალობის ძირითადი ელემენტი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. სისტემატურად უნდა მოხდეს ამის გათვალისწინება ამ ასაკის ზემოთ.
თუ ფაღარათი არ ჩერდება მკურნალობიდან 2 დღის შემდეგ, ხელახლა უნდა შეფასდეს დოზა, ასევე, განხილულ უნდა იქნეს რეჰიდრატაციის საჭიროება ორალური რეჰიდრატაციული ხსნარების სახით ან ინტრავენური სახით. ძლიერი და ხანგრძლივი დიარეის, ძლიერი ღებინების ან საკვების არმიღების შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნეს ინტრავენური რეჰიდრატაცია.
ინფექციური დიარეის შემთხვევაში კლინიკური მანიფესტაციით, რომელიც მიუთითებს ინვაზიურ ფენომენზე, გამოყენებულ უნდა იქნეს ანტიბაქტერიული პრეპარატები კარგი სისტემური დიფუზიით.
ეს მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზის, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობის იშვიათი მემკვიდრული დაავადება, არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.
ეს მედიკამენტი შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E218), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (ასევე, შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები).
ენტეროფურილი შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (სპირტს), 100 მგ-ზე ნაკლებს “ერთ დოზაში”.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს დოზაში, ანუ ფაქტობრივად ნატრიუმისაგან თავისუფალია.
განსაკუთრბული სიფრთხილის ზომები
ექიმის მიერ პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარის დანიშვნისას მისი გამოყენებისა და გახსნის მეთოდი უნდა იყოს ნათლად და ზუსტად განსაზღვრული.
თუ არ არის ასეთი რეჰიდრატაციის საჭიროება, აუცილებელია ზუსტად იყოს განსაზღვრული შემდეგი ზომების მიღების საჭიროება:
რეჰიდრატაცია დიდი რაოდენობით მარილიანი ან ტკბილი სასმელებით, რათა მოხდეს ფაღარათის გამო დაკარგული სითხის შევსება (დღიურად მისაღები სითხის საშუალო რაოდენობა არის 2 ლიტრი);
საკვების მიღება დიარეის დროს.
პაციენტი უნდა მოერიდოს გარკვეულ საკვებს, განსაკუთრებით უმ ბოსტნეულს, ხილს, მწვანე ბოსტნეულს, სანელებლებიან საჭმელს, და გაყინულ საკვებს ან სასმელებს;
უმჯობესია გრილზე მომზადებული ხორცი და ბრინჯი;
რძისა და რძის პროდუქტების მიღების შეზღუდვა განხილულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად.
წამლების ურთიერთქმედებები და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
იმ მედიკამენტებთან ერთად გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ ანტაბუსური რეაქციის გამოწვევა ან ცნს-ის დეპრესანტები არიან, არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ცხოველებზე კვლევებმა არ აჩვენა ტერატოგენული ეფექტი. რადგან ცხოველებში არ აღინიშნა ტერატოგენული ეფექტი, მალფორმაციები არ არის მოსალოდნელი ადამიანებში. დღესდღეობით დადასტურებულია, რომ ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ განვითარების დეფექტებს ადამიანებში, ტერატოგენულები არიან ცხოველებში, ორ სახეობაზე კარგად ჩატარებულ კვლევებში.
ამჟამად არ არის მონაცემები კლინიკურ პრაქტიკაში, რომლითაც შეფასდებოდა ნიფუროქსაზიდის შესაძლო მალფორმაციული ან ფეტოტოქსიკური ეფექტები ორსულობის დროს მისი გამოყენებისას.
ამიტომ, უსაფრთხოების ზომის სახით, უმჯობესია ფეხმძიმობის დროს არ იქნეს გამოყენებული ნიფუროქსაზიდი.
ლაქტაცია
ძუძუთი კვება დასაშვებია მხოლოდ ამ მედიკამენტით ხანმოკლე მკურნალობის შემთხვევაში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
ეს მედიკამენტი არ ახდენს გავლენას პაციენტის ამ უნარებზე.
გვერდითი მოვლენები
იმუნური სისტემის დარღვევები
სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება; კვინკეს შეშუპება ან ანაფილაქსიური შოკი.
შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება წამლის ლიცენზირების შემდეგ მნიშვნელოვანია წამლის უსაფრთხოების პროფილის უფრო სრული სურათის შესაქმნელად, ან წამლის სარგებელი/რისკის ფარდობის უფრო უკეთესად შესაფასებლად მისი თერაპიული გამოყენების დროს.
შესაძლო გვერდითი რეაქციების შეტყობინების პროცესი ხელს უწყობს მედიკამენტის სარგებელი/რისკის ბალანსის უწყვეტ მონიტორინგს, ასევე, მისი უსაფრთხოების პროფილის ადექვატურ შეფასებას.
სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა ნებისმიერი შესაძლო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება უნდა გააკეთონ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.
დოზის გადაჭარბება
არ არის მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ.
ნიფუროქსაზიდის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მონიტორინგი და სიმპტომური მკურნალობა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო, ნაწლავების ანთების საწინააღმდეგო/ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ქვეჯგუფი: სხვა ნაწლავური ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებები.
ათქ კოდი: A07AX03
მოქმედების მექანიზმი
ნიფუროქსაზიდი არის 5-ნიტროფურანის წარმოებული. მოქმედების მექანიზმი არ არის სრულად ნათელი. ნიფუროქსაზიდის ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული თვისებები, ისევე როგორც ნიტროფურანის სხვა წარმოებულების, შესაძლოა გამომდინარეობს ნიტრო-NO2 ჯგუფის მიერ ელექტრონის საკმაოდ ძლიერი მიზიდულობის უნარით. ადგილობრივი ინერტულობა და ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში დიფუზიის შეუძლებლობა ნიფუროქსაზიდს ანიჭებს უნიკალურობას ნიტროფურანის სხვა წარმოებულებთან შედარებით იმ კუთხით, რომ ამ ანტიდიარეულ პრეპარატს არ აქვს სისტემური მოქმედება. დადასტურებულია, რომ გრამდადებითი ჩხირები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამ პრეპარატის მიმართ: Streptococcus pyogenes, Staphylococcus aureus, ასევე, მგრძნობიარეა გრამუარყოფითი ენტერობაქტერიები: E. coli, Salmonellae და Shigellae.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ძალიან დაბალია, 99%-ზე მეტი რჩება ნაწლავებში.
ტრანსპორტი და განაწილება
ნიფუროქსაზიდი პარაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და შესაძლო აბსორბირებული რაოდენობა არ აჭარბებს 0.005%-ს. ამიტომ ის არ შედის ორგანულ სისტემებსა და ქსოვილებში.
ბიოტრანსფორმაცია
ნიფუროქსაზიდი იცვლება ნაწლავებში, ისე რომ მთლიანად მიღებული რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 20% გამოიყოფა უცვლელი სახით.
გამოყოფა
ნიფუროქსაზიდი და/ან მისი მეტაბოლიტები სრულად გამოიყოფა განავლის საშუალებით. გამოყოფის სიჩქარე დამოკიდებულია როგორც მიღებულ რაოდენობაზე, ისე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. ზოგადად, ნიფუროქსაზიდის გამოყოფა არის ნელი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ის რჩება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ცხოველების ორ სახეობაზე (ვირთაგვები, ბოცვრები) კვლევებმა არ აჩვენა რაიმე ტერატოგენული ეფექტი.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
საქაროზა
ეთანოლი 96%
კარბომერი
ბანანის წყალი
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი
ნატრიუმის ჰიდროქსიდი
უწყლო ლიმონმჟავა
გაწმენდილი წყალი
შეუთავსებლობები
შეუთავსებლობის მონაცემები არ არის მოწოდებული.
შენახვის ვადა
36 თვე
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება 30C ტემპერატურამდე. დაუშვებელია გაყინვა.
გამოყენებულ უნდა იქნეს ბოთლის პირველად გახსნიდან 14 დღის განმავლობაში.
კონტეინერის ფორმა და შემცველობა
125 მლ ქარვისფერი მინის ბოთლი ბავშვისთვის უსაფრთხო ხრახნიანი თავსახურით (CRC/TE). ორიგინალური შეფუთვა მოიცავს საზომ კოვზს მედიკამენტის სწორად მისაღებად.
გამოყენებისა და მოპყრობის ინსტრუქციები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი მედიკამენტების ან მათი ნარჩენი ნივთიერებების უტილიზაციისათვის
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი ნივთიერებები გადაგდებულ უნდა იქნეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, Joint Stock Company, Jukiceva 53, Sarajevo, Bosnia and Herzegovina
ბოსნალიეკ, ფარმასიუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, ჯოინთ სთოქ ქომფანი, იუკიჩევა 53, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა
სავაჭრო ლიცენზიის ნომერი და თარიღი
ტექსტის შესწორების თარიღი
2026 წლის თებერვალი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.