ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

პანტოპრაზოლი ნორმოგენი 40 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად EFG

Pantoprazol Normogen 40 mg polvo para solución inyectable EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენებამდე; პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენების წესი;

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პანტოპრაზოლი (pantoprazole)
ფორმა და შეფუთვა
40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №50
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045388
რეგისტრირებულია
6 მაისი 2026, მოქმედებს 6 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებაპანტოპრაზოლი ნორმოგენი 40 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად EFG და სხვა წამალი ერთად

პანტოპრაზოლი ნორმოგენი 40 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენებამდე;

პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენების წესი;

მიღების წესი და დოზირება

ექთანი ან ექიმი პაციენტს დღიურ დოზას გაუკეთებს ვენაში ინექციის სახით 2-15 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზაა:

ზრდასრულები

კუჭის წყლულების, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებისა და რეფლუქსეზოფაგიტის მკურნალობა

1 ფლაკონი (40 მგ პანტოპრაზოლი) დღეში.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და კუჭის მჟავის ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სხვა მდგომარეობების მკურნალობა

2 ფლაკონი (80 მგ პანტოპრაზოლი) დღეში.

ექიმმა მოგვიანებით შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია წარმოქმნილი კუჭის მჟავის რაოდენობის მიხედვით. თუ პაციენტს დანიშნული აქვს ორ ფლაკონზე (80 მგ) მეტი დღეში, ინექციები უნდა გაკეთდეს ორი თანაბარი დოზის სახით. ექიმმა დროებით შეიძლება დანიშნოს ოთხ ფლაკონზე (160 მგ) მეტი დოზა დღეში. თუ კუჭის მჟავის დონე საჭიროებს სწრაფად დარეგულირებას, 160 მგ (ოთხი ფლაკონი) საწყისი დოზა საკმარისია კუჭის მჟავის საკმარისად შესამცირებლად.

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები, დღიური ინექცია უნდა იყოს მხოლოდ 20 მგ (ნახევარი ფლაკონი).

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ეს ინექციები არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

პანტოპრაზოლი ნორმოგენის დოზის გადაჭარბებისას

ეს მედიკამენტი ყურადღებით მოწმდება ექთნის ან მკურნალი ექიმის მიერ, ამიტომ დოზის გადაჭარბება არ არის მოსალოდენლი.

არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

სიფრთხილის ზომები

პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის პრობლემები. ასევე, საჭიროა ღვიძლის ფერმენტების უფრო ხშირი ანალიზი. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს;

თუ პაციენტი პანტოპრაზოლთან ერთად იღებს აივ პროტეაზის ინჰიბიტორებს, როგორიცაა ატანაზავირი (აივ-ინფექციის სამკურნალოდ). ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

პანტოპრაზოლის მსგავსი პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებისას, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება გაიზარდოს ბარძაყის, მაჯის ან მალების მოტეხილობის რისკი. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ოსტეოპოროზი (ძვლების სიმკვრივის დაქვეითება) ან აქვს ოსტეოპოროზის რისკი (მაგალითად, იღებს კორტიკოსტეროიდებს);

თუ პაციენტი პანტოპრაზოლ ნორმოგენს იღებს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება დაქვეითდეს სისხლში მაგნიუმის დონე. მაგნიუმის დაბალი დონე ვლინდება დაღლილობით, კუნთების უნებლიე შეკუმშვით, დეზორიენტაციით, კრუნჩხვებით, თავბრუსხვევით, აჩქარებული გულისცემით. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი. სისხლში მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს სისხლში მაგნიუმის დონე;

თუ პაციენტს პანტოპრაზოლი ნორმოგენის მსგავსი მედიკამენტის, რომელიც აქვეითებს კუჭის მჟავის სეკრეციას, მიღების შემდეგ ანამნეზში აღენიშნება კანის რეაქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება კანზე გამონაყარი, განსაკუთრებით მზის სხივების ზემოქმედების ადგილებში, ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს პანტოპრაზოლი ნორმოგენით მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტმა ასევე ექიმს უნდა აცნობოს, თუ აქვს სხვა რომელიმე სიმპტომი, მაგ.: სახსრების ტკივილი;

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).

მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვაა საჭირო, თუ მედიკამენტის მიღებამდე ან მიღების შემდეგ განვითარდა შემდეგი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება სხვა, უფრო მძიმე დაავადების ნიშანი იყოს:

წონაში დაუგეგმავი კლება;

ღებინება, განსაკუთრებით, განმეორებითი;

სისხლიანი ღებინება: შავი ყავის ნალექის მსგავსი მასის სახით;

სისხლის არსებობა განავალში: შავი ან კუპრისფერი განავლის სახით;

ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას;

სიფერმკრთალე და სისუსტე (ანემია);

მკერდის არეში ტკივილი;

კუჭის ტკივილი;

მძიმე ან პერსისტენტული დიარეა, პანტოპრაზოლი ნორმოგენი დაკავშირებულია ინფექციური დიარეის შემთხვევების მცირედ მატებასთან;

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მულტიფორმული ერითემა, აღწერილ იქნა პანტოპრაზოლი ნორმოგენით მკურნალობასთან კავშირში. პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება კანის სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული მე-4 პარაგრაფში აღწერილი სიმპტომები.

ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი დაავადების არსებობა, რადგან პანტოპრაზოლმა შეიძლება შეამციროს კიბოს სიმტომები და დააყოვნოს მისი დიაგნოსტირება. საჭიროა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, თუ მკურნალობის მიუხედავად, სიმპტომები მაინც აღინიშნება.

ბავშვები და მოზარდები

პანტოპრაზოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის, რადგან ის არ არის დამტკიცებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

პანტოპრაზოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების ეფექტიანობაზე, ამიტომ მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ წამლებს:

მედიკამენტები, როგორიცაა: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოსაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), რადგა პანტოპრაზოლმა ნორმოგენმა შეიძლება შეაჩეროს ან გავლენა იქონიოს ამ წამლების მოქმედებაზე.

ვარფარინი და ფრენპროკუმონი, მოქმედებენ სისხლის კოაგულაციაზე. შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ანალიზების ჩატარება;

აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ატანაზავირი;

მეთოტრექსატი, გამოიყენება რევმატოიიდული ართრიტის, ფსორიაზის და კიბოს დროს. თუ პაციენტი იღებს მეთოტრექსატს, ექიმმა შეიძლება დროებით შეაჩეროს პანტოპრაზოლი ნორმოგენით მკურნალობა, რადგან პანტოპრაზოლმა შეიძლება გაზარდოს მეთოტრექსატის დონე სისხლში;

ფლუვოქსამინი, (გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების დროს). თუ პაციენტი ირებს ფლუვოქსამინს, ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა;

რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);

კრაზანა (Hypericum perforatum), გამოიყენება სუსტი დეპრესიის დროს.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პანტოპრაზოლი ნორმოგენის მიღებამდე, თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს შარდის სპეციფიკური ტესტი (THC; ტეტრაჰიდროკანაბიოლის ტესტი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

მონაცემები ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ არასაკმარისია. აღწერილ იქნა მედიკამენტის გამოყოფა დედის რძეში. ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე. წამლის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მიიჩნევს, რომ სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფისთვის ან ახალშობილისათვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პანტოპრაზოლ ნორმოგენს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები, თუ აღენიშნება თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა.

პანტოპრაზოლი ნორმოგენი შეიცავს ნატრიუმს

მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ფლაკონში, რაც ნიშნავს რომ ფაქტობრივად თავისუფალია ნატრიუმისაგან.

გვერდითი მოვლენები

პანტოპრაზოლი ნორმოგენის შენახვის წესი;

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა პანტოპრაზოლი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს (ნატრიუმის სესქვიჰიდრატის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: დინატრიუმის ედეტატი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისათვის).

პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

პანტოპრაზოლი ნორმოგენი არის ლიოფილიზებული ფხვნილი, თეთრი ან მოთეთრო ფერის და ფორებიანი შესახედაობის, საინექციო ხსნარის მოსამზადებლად. მოწოდებულია გამჭვირვალე მინის I ტიპის ფლაკონით, ქლორბუტილის საცობით და ჰერმეტულად დახურული ალუმინის თავსახურით, შეიცავს 40 მგ ფხვნილს საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

პანტოპრაზოლი ნორმოგენი ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვებით:

შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით.

კლინიკური შეფუთვა შეიცავს 50 (50x1) ფლაკონს საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Laboratorios Normon, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (Spain)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2025 წლის მარტი.

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და გარეთა შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/67862/P_67862.html

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:

მზა ხსნარი კეთდება 10 მლ 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარის შეყვანით ფხვნილის შემცველ ფლაკონში. მიღებული ხსნარი შეიძლება გაკეთდეს პირდაპირ ან 100 მლ 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის ან 55 მგ/მლ (5%) გლუკოზის საინექციო ხსნარში განზავებით. განსაზავებლად გამოყენებულ უნდა იქნეს II ტიპის მინის ბოთლები ან პოლიცინის ტიპის საინფუზიო პლასტიკური პაკეტები ხრახნიანი თავსახურით.

პანტოპრაზოლი ნორმოგენი არ უნდა მომზადდეს ან შეერიოს სხვა გამხსნელებს, გარდა ზემოთ აღწერილისა.

განზავების შემდეგ ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნეს 12 საათის განმავლობაში, თუმცა მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ, არ უნდა გადააჭარბოს 12 საათზე მეტს 25ºC-ზე შენახვისას.

მედიკამენტი კეთდება ინტრავენურად 2-15 წუთის განმავლობაში.

ფლაკონის შიგთავსი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ფლაკონში დარჩენილი პროდუქტი ან პროდუქტი, რომლის გარეგნობაც შეცვლილია (მაგ.: აღინიშნება შემღვრევა ან ნალექი) უნდა იქნეს გადაგდებული.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

ფლაკონი ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.

აღდგენის, ან აღდგენისა და განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენები იქნა 12 საათის განმავლობაში 25ºC-ის ქვემოთ შენახვისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებამდე შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგევლობა ეკირება მომხმარებელს და ჩვეულებრივ არ უნდა იყოს 12 საათზე მეტი არაუმეტეს 25ºC-ზე შენახვისას.

პანტოპრაზოლი ნორმოგენი 40 მგ არ უნდა იქნეს გამოყენებული ინტრავენურად, თუ ვიზუალური გარეგნობა შეცვლილია (მაგ.: აღინიშნება შემღვრევა ან ნალექი).

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო კონტეინერები და მედიკამენტები უნდა მოთავსდეს SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას აფთიაქში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი არასაჭირო პრეპარატის და კონტეინერების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

პანტოპრაზოლი ნორმოგენი 40 მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის, დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად,.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს. ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს პანტოპრაზოლი ნორმოგენი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენებამდე;

პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

პანტოპრაზოლი ნორმოგენის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს პანტოპრაზოლი ნორმოგენი და მისი გამოყენება

პანტოპრაზოლი ნორმოგენი შეიცავს აქტიურ ნივთიერება პანტოპრაზოლს.

პანტოპრაზოლი ნორმოგენი მიეკუთვნება სელექტიური “პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების” მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც აქვეითებს კუჭში წარმოქმნილი მჟავის რაოდენობას. ის გამოიყენება მჟავის ჰიპერსეკრეციასთან დაკავშირებული კუჭისა და ნაწლავების დაავადებების სამკურნალოდ. პრეპარატის ინექცია კეთდება ვენაში და მხოლოდ მაშინ, თუ ექიმი მიიჩნევს, რომ პანტოპრაზოლის ინექციები უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე პანტოპრაზოლის ტაბლეტები. როგორც კი ექიმი ჩათვლის საჭიროდ, ინექციების ჩანაცვლება უნდა მოხდეს ტაბლეტებით.

პანტოპრაზოლი ნორმოგენი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ ზრდასრულებში:

რეფლუქსეზოფაგიტი - საყლაპავის ანთება (მილი, რომელიც აკავშირებს ხახას კუჭთან), რომელსაც თან ახლავს კუჭის მჟავის რეგურგიტაცია;

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები;

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ კუჭში მჟავის დიდი რაოდენობით წარმოქმნას.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენებამდე

არ შეიძლება პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენება

თუ პაციენტი ალერგიულია პანტოპრაზოლის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტი ალერგიულია პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების შემცველი სხვა მედიკამენტების მიმართ (როგორიცაა მაგ.: ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ესომეპრაზოლი).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენებამდე მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის პრობლემები. ასევე, საჭიროა ღვიძლის ფერმენტების უფრო ხშირი ანალიზი. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს;

თუ პაციენტი პანტოპრაზოლთან ერთად იღებს აივ პროტეაზის ინჰიბიტორებს, როგორიცაა ატანაზავირი (აივ-ინფექციის სამკურნალოდ). ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;

პანტოპრაზოლის მსგავსი პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებისას, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება გაიზარდოს ბარძაყის, მაჯის ან მალების მოტეხილობის რისკი. ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ოსტეოპოროზი (ძვლების სიმკვრივის დაქვეითება) ან აქვს ოსტეოპოროზის რისკი (მაგალითად, იღებს კორტიკოსტეროიდებს);

თუ პაციენტი პანტოპრაზოლ ნორმოგენს იღებს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება დაქვეითდეს სისხლში მაგნიუმის დონე. მაგნიუმის დაბალი დონე ვლინდება დაღლილობით, კუნთების უნებლიე შეკუმშვით, დეზორიენტაციით, კრუნჩხვებით, თავბრუსხვევით, აჩქარებული გულისცემით. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი. სისხლში მაგნიუმის დაბალმა დონემ შეიძლება ასევე გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება. ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს სისხლში მაგნიუმის დონე;

თუ პაციენტს პანტოპრაზოლი ნორმოგენის მსგავსი მედიკამენტის, რომელიც აქვეითებს კუჭის მჟავის სეკრეციას, მიღების შემდეგ ანამნეზში აღენიშნება კანის რეაქცია;

თუ პაციენტს აღენიშნება კანზე გამონაყარი, განსაკუთრებით მზის სხივების ზემოქმედების ადგილებში, ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს პანტოპრაზოლი ნორმოგენით მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტმა ასევე ექიმს უნდა აცნობოს, თუ აქვს სხვა რომელიმე სიმპტომი, მაგ.: სახსრების ტკივილი;

თუ პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).

მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვაა საჭირო, თუ მედიკამენტის მიღებამდე ან მიღების შემდეგ განვითარდა შემდეგი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება სხვა, უფრო მძიმე დაავადების ნიშანი იყოს:

წონაში დაუგეგმავი კლება;

ღებინება, განსაკუთრებით, განმეორებითი;

სისხლიანი ღებინება: შავი ყავის ნალექის მსგავსი მასის სახით;

სისხლის არსებობა განავალში: შავი ან კუპრისფერი განავლის სახით;

ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას;

სიფერმკრთალე და სისუსტე (ანემია);

მკერდის არეში ტკივილი;

კუჭის ტკივილი;

მძიმე ან პერსისტენტული დიარეა, პანტოპრაზოლი ნორმოგენი დაკავშირებულია ინფექციური დიარეის შემთხვევების მცირედ მატებასთან;

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მულტიფორმული ერითემა, აღწერილ იქნა პანტოპრაზოლი ნორმოგენით მკურნალობასთან კავშირში. პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება კანის სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული მე-4 პარაგრაფში აღწერილი სიმპტომები.

ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი დაავადების არსებობა, რადგან პანტოპრაზოლმა შეიძლება შეამციროს კიბოს სიმტომები და დააყოვნოს მისი დიაგნოსტირება. საჭიროა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, თუ მკურნალობის მიუხედავად, სიმპტომები მაინც აღინიშნება.

ბავშვები და მოზარდები

პანტოპრაზოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის, რადგან ის არ არის დამტკიცებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

სხვა მედიკამენტები და პანტოპრაზოლი ნორმოგენი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

პანტოპრაზოლმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების ეფექტიანობაზე, ამიტომ მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს შემდეგ წამლებს:

მედიკამენტები, როგორიცაა: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოსაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), რადგა პანტოპრაზოლმა ნორმოგენმა შეიძლება შეაჩეროს ან გავლენა იქონიოს ამ წამლების მოქმედებაზე.

ვარფარინი და ფრენპროკუმონი, მოქმედებენ სისხლის კოაგულაციაზე. შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ანალიზების ჩატარება;

აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ატანაზავირი;

მეთოტრექსატი, გამოიყენება რევმატოიიდული ართრიტის, ფსორიაზის და კიბოს დროს. თუ პაციენტი იღებს მეთოტრექსატს, ექიმმა შეიძლება დროებით შეაჩეროს პანტოპრაზოლი ნორმოგენით მკურნალობა, რადგან პანტოპრაზოლმა შეიძლება გაზარდოს მეთოტრექსატის დონე სისხლში;

ფლუვოქსამინი, (გამოიყენება დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების დროს). თუ პაციენტი ირებს ფლუვოქსამინს, ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა;

რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ);

კრაზანა (Hypericum perforatum), გამოიყენება სუსტი დეპრესიის დროს.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პანტოპრაზოლი ნორმოგენის მიღებამდე, თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს შარდის სპეციფიკური ტესტი (THC; ტეტრაჰიდროკანაბიოლის ტესტი).

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

მონაცემები ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ არასაკმარისია. აღწერილ იქნა მედიკამენტის გამოყოფა დედის რძეში. ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე. წამლის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მიიჩნევს, რომ სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს ნაყოფისთვის ან ახალშობილისათვის.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

პანტოპრაზოლ ნორმოგენს არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები, თუ აღენიშნება თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა.

პანტოპრაზოლი ნორმოგენი შეიცავს ნატრიუმს

მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ფლაკონში, რაც ნიშნავს რომ ფაქტობრივად თავისუფალია ნატრიუმისაგან.

პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოყენების წესი

ექთანი ან ექიმი პაციენტს დღიურ დოზას გაუკეთებს ვენაში ინექციის სახით 2-15 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზაა:

ზრდასრულები

კუჭის წყლულების, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებისა და რეფლუქსეზოფაგიტის მკურნალობა

1 ფლაკონი (40 მგ პანტოპრაზოლი) დღეში.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და კუჭის მჟავის ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სხვა მდგომარეობების მკურნალობა

2 ფლაკონი (80 მგ პანტოპრაზოლი) დღეში.

ექიმმა მოგვიანებით შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია წარმოქმნილი კუჭის მჟავის რაოდენობის მიხედვით. თუ პაციენტს დანიშნული აქვს ორ ფლაკონზე (80 მგ) მეტი დღეში, ინექციები უნდა გაკეთდეს ორი თანაბარი დოზის სახით. ექიმმა დროებით შეიძლება დანიშნოს ოთხ ფლაკონზე (160 მგ) მეტი დოზა დღეში. თუ კუჭის მჟავის დონე საჭიროებს სწრაფად დარეგულირებას, 160 მგ (ოთხი ფლაკონი) საწყისი დოზა საკმარისია კუჭის მჟავის საკმარისად შესამცირებლად.

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები, დღიური ინექცია უნდა იყოს მხოლოდ 20 მგ (ნახევარი ფლაკონი).

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ეს ინექციები არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

პანტოპრაზოლი ნორმოგენის დოზის გადაჭარბებისას

ეს მედიკამენტი ყურადღებით მოწმდება ექთნის ან მკურნალი ექიმის მიერ, ამიტომ დოზის გადაჭარბება არ არის მოსალოდენლი.

არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პანტოპრაზოლი ნორმოგენიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა იღებს სერიოზულ ხასიათს ან აღინიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა:

სერიოზული ალერგიული რეაქციები (სიხშირე იშვიათი, შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ენის და/ან ხორხის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიონევროზული შეშუპება), ძლიერი თავბრუსხვევა ძალიან აჩქარებული გულისცემითა და ძლიერი ოფლიანობით.

კანის სერიოზული მდგომარეობები (სიხშირე უცნობია, სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): შეიძლება აღინიშნოს ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილი - ბუშტუკების განვითარება კანზე და ზოგადი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, ეროზიები (მათ შორის, სუსტი სისხლდენით) თვალებზე, ცხვირის ღრუში, პირის ღრუში/ტუჩებზე ან გენიტალიებზე ან კანის მგრძნობელობა/გამონაყარი, განსაკუთრებით, მზის/სინათლის ზემოქმედების ადგილებში. ასევე შეიძლება აღინიშნოს სახსრების ტკივილი ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, ცხელება, ჯირკვლების შესივება (მაგალითად, იღლიაში) და სისხლის ანალიზებში გარკვეული ლეიკოციტების ან ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, კანის ქვემწვავე მგლურა, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ფოტომგრძნობელობა). მოწითალო, არამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ხახაზე, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებში. კანის ამ სერიოზულ რეაქციებს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS ან წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა).

სხვა სერიოზული მდგომარეობები (სიხშირე უცნობია): კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების მძიმე დაზიანება, სიყვითლე) ან ცხელება, გამონაყარი, თირკმელების გადიდება ზოგჯერ მტკივნეული შარდვითა და წელის ქვედა ნაწილში ტკივილით (თირკმელების სერიოზული ანთება, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობაში).

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ვენის კედლის ანთება და სისხლის შედედება (თრომბოფლებიტი) მედიკამენტის ინექციის ადგილზე, კუჭის კეთილთვისებიანი პოლიპები.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი და მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, გამონაყარი კანზე, ეგზანთემა, ქავილი, ჩხვლეტის შეგრძნება, სისუსტე, ძლიერი დაღლილობა და ცუდად ყოფნის შეგრძნება, ძილის დარღვევები, ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მალის მოტეხილობა.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გემოს დარღვევა ან სრული დაკარგვა, მხედველობის დარღვევები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, ჭინჭრის ციება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, წონის ცვლილებები, სხეულის ტემპერატურის მომატება, მაღალი ცხელება, კიდურების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება), ალერგიული რეაქციები, დეპრესია, სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

დეზორიენტაცია.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ჰალუციანციები, ცნობიერების დაბინდვა (განსაკუთრებით ვითარდება იმ პაციენტებში, რომელთაც ეს სიმპტომები აღენიშნებათ ანამნეზში), ჩხვლეტის, წვის ან დაბუჟების შეგრძნება, კანზე გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილთან ერთად, მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს პერსისტენტულ წყლიან ფაღარათს.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება სისხლის ანალიზების მეშვეობით:

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1- ზე ნაკლებ პაციენტში)

ბილირუბინის დონის მომატება, სისხლში ცხიმების რაოდენობის მატება, გრანულოციტების მკვეთრი დაქვეითება სისხლში, რომელიც ასოცირებულია მაღალ ცხელებასთან;

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და სისხლჩაქცევების უფრო მეტად განვითარება ნორმასთან შედარებით; ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციების განვითარება, ამასთანავე ერითროციტებისა და ლეიკოციტების, ასევე თრომბოციტების, რაოდენობის პათოლოგიური შემცირება.

სიხშირე უცნოიბა (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ნატრიუმის, მაგნიუმის, კალციუმის ან კალიუმის დონის დაქვეითება სისხლში (იხ. პარაგრაფი 2).

L

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

პანტოპრაზოლი ნორმოგენის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

ფლაკონი ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.

აღდგენის, ან აღდგენისა და განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენები იქნა 12 საათის განმავლობაში 25ºC-ის ქვემოთ შენახვისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებამდე შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგევლობა ეკირება მომხმარებელს და ჩვეულებრივ არ უნდა იყოს 12 საათზე მეტი არაუმეტეს 25ºC-ზე შენახვისას.

პანტოპრაზოლი ნორმოგენი 40 მგ არ უნდა იქნეს გამოყენებული ინტრავენურად, თუ ვიზუალური გარეგნობა შეცვლილია (მაგ.: აღინიშნება შემღვრევა ან ნალექი).

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო კონტეინერები და მედიკამენტები უნდა მოთავსდეს SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას აფთიაქში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი არასაჭირო პრეპარატის და კონტეინერების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პანტოპრაზოლი ნორმოგენი

აქტიური ნივთიერებაა პანტოპრაზოლი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლს (ნატრიუმის სესქვიჰიდრატის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: დინატრიუმის ედეტატი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისათვის).

პანტოპრაზოლი ნორმოგენის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

პანტოპრაზოლი ნორმოგენი არის ლიოფილიზებული ფხვნილი, თეთრი ან მოთეთრო ფერის და ფორებიანი შესახედაობის, საინექციო ხსნარის მოსამზადებლად. მოწოდებულია გამჭვირვალე მინის I ტიპის ფლაკონით, ქლორბუტილის საცობით და ჰერმეტულად დახურული ალუმინის თავსახურით, შეიცავს 40 მგ ფხვნილს საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

პანტოპრაზოლი ნორმოგენი ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვებით:

შეფუთვა შეიცავს 1 ფლაკონს საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით.

კლინიკური შეფუთვა შეიცავს 50 (50x1) ფლაკონს საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Laboratorios Normon, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (Spain)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2025 წლის მარტი.

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და გარეთა შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/67862/P_67862.html

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:

მზა ხსნარი კეთდება 10 მლ 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარის შეყვანით ფხვნილის შემცველ ფლაკონში. მიღებული ხსნარი შეიძლება გაკეთდეს პირდაპირ ან 100 მლ 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის ან 55 მგ/მლ (5%) გლუკოზის საინექციო ხსნარში განზავებით. განსაზავებლად გამოყენებულ უნდა იქნეს II ტიპის მინის ბოთლები ან პოლიცინის ტიპის საინფუზიო პლასტიკური პაკეტები ხრახნიანი თავსახურით.

პანტოპრაზოლი ნორმოგენი არ უნდა მომზადდეს ან შეერიოს სხვა გამხსნელებს, გარდა ზემოთ აღწერილისა.

განზავების შემდეგ ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნეს 12 საათის განმავლობაში, თუმცა მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და ჩვეულებრივ, არ უნდა გადააჭარბოს 12 საათზე მეტს 25ºC-ზე შენახვისას.

მედიკამენტი კეთდება ინტრავენურად 2-15 წუთის განმავლობაში.

ფლაკონის შიგთავსი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. ფლაკონში დარჩენილი პროდუქტი ან პროდუქტი, რომლის გარეგნობაც შეცვლილია (მაგ.: აღინიშნება შემღვრევა ან ნალექი) უნდა იქნეს გადაგდებული.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა