პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე

Heparin-Hasco Forte

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე შეიცავს ჰეპარინს, რომელსაც ანტითრომბოზული, ანტიანთებითი და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მედიკამენტი განკუთვნილია კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის. ჰეპარინი-ჰასკო ფორტე ნაჩვენებია დამხამრე მკურნალობისათვის შემდეგი მდგომარეობების დროს: ზედაპირული ვენების დაავადებები; ვენების ანთება; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ჰეპარინი (heparin)
ფორმა და შეფუთვა
1000 ს.ე./გ 35გ ადგილობრივი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
„PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK“ S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, ჰეპარინები და ჰეპარინოიდები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
C05BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-039226
რეგისტრირებულია
29 სექტემბერი 2023, მოქმედებს 29 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაჰეპარინი-ჰასკო ფორტე და სხვა წამალი ერთად

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე შეიცავს ჰეპარინს, რომელსაც ანტითრომბოზული, ანტიანთებითი და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

მედიკამენტი განკუთვნილია კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე ნაჩვენებია დამხამრე მკურნალობისათვის შემდეგი მდგომარეობების დროს:

ზედაპირული ვენების დაავადებები;

ვენების ანთება;

თრომბოფლებიტი;

ქვედა კიდურების ვარიკოზული ვენები;

შეშუპება, სისხლჩაქცევები, კანქვეშა ჰემატომები.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

მედიკამენტი განკუთვნლია კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის.

რეკომენდებულია გელის თხელი ფენა (3 სმ -10 სმ ზოლი) თანაბრად განაწილდეს დაზიანებულ არეზე, 2-3-ჯერ დღეში.

საჭიროა ხელების გულმოდგინედ დაბანა მედიკამენტის გამოყენების შემდეგ.

ბავშვებში გამოყენება

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში მედიკამენტის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კლინიკური კვლევების სიმცირის გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს დოზის გადაჭარბებისას

არ არის ცნობილი ჰეპარინის შემცველი მედიკამენტების ადგილობრივი გამოყენებისას მათი დოზის გადაჭარბების შესახებ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს გამოყენების შეწყვეტისას

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთნ ან ექთანთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ჰეპარინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

ღია, სისხლმდენ და სველ ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე და თვალების ირგვლივ, უცნობი ეტიოლოგიის კანის დაზიანებულ უბნებზე, ინფიცირებულ კანზე;

მეთილ და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის შემცველობის გამო, მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული პარაბენების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

სიფრთხილეა საჭირო ჰემორაგიული დიათეზის მქონე პაციენტებში გამოყენებისას.

მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ზოგიერთ პაციენტში.

თუ ვითარდება კანის ცვლილებები (სიწითლე, გამონაყარი, ქავილი, წვა, ერითემა), მედიკამენტის გამოყენება უნდა შეწყდეს.

კანის გარეგნობა უნდა შემოწმდეს პერიოდულად მედიკამენტის გამოყენების დროს.

ბავშვები

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში მედიკამენტის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კლინიკური კვლევების სიმცირის გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე და სხვა მედიკამენტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ჰეპარინის გელის ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას მისი მხოლოდ მცირე ნაწილი შეიწოვება სისხლის ნაკადში. ჰეპარინის დაბალი პლაზმური კონცენტრაციის გამო, სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ არის მნიშვნელოვანი.

მხოლოდ ჰემორაგიული დიათეზის მქონე და ანტიკოაგულანტების მიმღებ პაციენტებში მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ დიდ ზედაპირებზე შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების ეფექტი და გაზარდოს ჰემორაგიის რისკი. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ჰეპარინი არ გადის პლაცენტარულ ბარიერს და არ გამოიყოფა დედის რძეში. მიუხედავად ამისა, ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს მედიკამენტი სიფრთხილით და აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მონაცემები მედიკამენტის გავლენის შესახებ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული რეაქციები).

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები: სიწითლე, ქავილი, გამონაყარი, წვა, ერითემა, კანის ანთება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტების არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში

ალ. ჟეროზოლიმსკის 181 C, 02-222 ვარშავა

თელ.: + 48 22 49 21 301 ფაქსი: + 48 22 49 21 309

ელ-ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ჰეპარინის ნატრიუმი. ერთი გრამი გელი შეიცავს 1000 სე ჰეპარინის ნატრიუმს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კარბომერი 5984, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 30%, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 20, ვარდის არომატი AR 0287, გაწმენდილი წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს ფორმა და შეფუთვა

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე არის უფერო გელი ვარდის სუნით.

მედიკამენტი მოთავსებულია ალუმინის ტუბში, რომელსაც პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახური აქვს, შეიცავს 35.0 გ გელს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება თავდახურულ, ორიგინალ კონტეინერში, 25ºC-ის ქვემოთ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე, 1000 სე/გ, გელი

ჰეპარინის ნატრიუმი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან მისი მდგომარეობა უარესდება გამოყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ჰეპარინი-ჰასკო ფორტე და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს გამოყენებამდე;

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ჰეპარინი-ჰასკო ფორტე და მისი გამოყენება

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე შეიცავს ჰეპარინს, რომელსაც ანტითრომბოზული, ანტიანთებითი და შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

მედიკამენტი განკუთვნილია კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე ნაჩვენებია დამხამრე მკურნალობისათვის შემდეგი მდგომარეობების დროს:

ზედაპირული ვენების დაავადებები;

ვენების ანთება;

თრომბოფლებიტი;

ქვედა კიდურების ვარიკოზული ვენები;

შეშუპება, სისხლჩაქცევები, კანქვეშა ჰემატომები.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს გამოყენებამდე

დაუშვებელია ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს გამოყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია ჰეპარინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

ღია, სისხლმდენ და სველ ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე და თვალების ირგვლივ, უცნობი ეტიოლოგიის კანის დაზიანებულ უბნებზე, ინფიცირებულ კანზე;

მეთილ და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის შემცველობის გამო, მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული პარაბენების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

სიფრთხილეა საჭირო ჰემორაგიული დიათეზის მქონე პაციენტებში გამოყენებისას.

მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ზოგიერთ პაციენტში.

თუ ვითარდება კანის ცვლილებები (სიწითლე, გამონაყარი, ქავილი, წვა, ერითემა), მედიკამენტის გამოყენება უნდა შეწყდეს.

კანის გარეგნობა უნდა შემოწმდეს პერიოდულად მედიკამენტის გამოყენების დროს.

ბავშვები

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში მედიკამენტის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კლინიკური კვლევების სიმცირის გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე და სხვა მედიკამენტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ჰეპარინის გელის ფორმით ადგილობრივი გამოყენებისას მისი მხოლოდ მცირე ნაწილი შეიწოვება სისხლის ნაკადში. ჰეპარინის დაბალი პლაზმური კონცენტრაციის გამო, სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ არის მნიშვნელოვანი.

მხოლოდ ჰემორაგიული დიათეზის მქონე და ანტიკოაგულანტების მიმღებ პაციენტებში მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ დიდ ზედაპირებზე შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების ეფექტი და გაზარდოს ჰემორაგიის რისკი. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ჰეპარინი არ გადის პლაცენტარულ ბარიერს და არ გამოიყოფა დედის რძეში. მიუხედავად ამისა, ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს მედიკამენტი სიფრთხილით და აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მონაცემები მედიკამენტის გავლენის შესახებ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული რეაქციები).

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს გამოყენების წესი

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ფარმაცევტის ან ექთის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.

მედიკამენტი განკუთვნლია კანზე ადგილობრივი გამოყენებისათვის.

რეკომენდებულია გელის თხელი ფენა (3 სმ -10 სმ ზოლი) თანაბრად განაწილდეს დაზიანებულ არეზე, 2-3-ჯერ დღეში.

საჭიროა ხელების გულმოდგინედ დაბანა მედიკამენტის გამოყენების შემდეგ.

ბავშვებში გამოყენება

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში მედიკამენტის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კლინიკური კვლევების სიმცირის გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს დოზის გადაჭარბებისას

არ არის ცნობილი ჰეპარინის შემცველი მედიკამენტების ადგილობრივი გამოყენებისას მათი დოზის გადაჭარბების შესახებ. თუმცა, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს გამოყენების შეწყვეტისას

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთნ ან ექთანთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები: სიწითლე, ქავილი, გამონაყარი, წვა, ერითემა, კანის ანთება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამკურნალო პროდუქტების არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტში

ალ. ჟეროზოლიმსკის 181 C, 02-222 ვარშავა

თელ.: + 48 22 49 21 301 ფაქსი: + 48 22 49 21 309

ელ-ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს შენახვის წესი

ინახება თავდახურულ, ორიგინალ კონტეინერში, 25ºC-ის ქვემოთ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ჰეპარინი-ჰასკო ფორტე

აქტიური ნივთიერებაა ჰეპარინის ნატრიუმი. ერთი გრამი გელი შეიცავს 1000 სე ჰეპარინის ნატრიუმს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კარბომერი 5984, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 30%, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 20, ვარდის არომატი AR 0287, გაწმენდილი წყალი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ჰეპარინი-ჰასკო ფორტეს ფორმა და შეფუთვა

ჰეპარინი-ჰასკო ფორტე არის უფერო გელი ვარდის სუნით.

მედიკამენტი მოთავსებულია ალუმინის ტუბში, რომელსაც პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახური აქვს, შეიცავს 35.0 გ გელს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

“PRZEDSIĘBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK” S.A.

51-131 Wrocław, ul. Żmigrodzka 242E

„პრზედსიებიორსტვო პროდუქციი ფარმაცეუტიჟნეი ჰასკო-ლეკ“ ს.ა.

51-131 ვროცლავი, ულ. ზმიგროძკა 242ე

წამლების შესახებ ინფორმაცია

ტელ.: (22) 742 00 22

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2014-03-12

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა