პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ციტოლესი

Citoles

რეცეპტით20მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ციტოლესი, 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი არის თეთრი ფერის, ოვალური ფრომის, ნაზოლის მქონე ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 20 მგ ესციტალოპრამს. ციტოლესი ბაზარზე წარმოდგენილია 14, 56 და 84 ტაბლეტის შემცველი შეფუთვებით. ციტოლესი შეიცავს ესციტალოპრამს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ესციტალოპრამი (escitalopram)
ფორმა და შეფუთვა
20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56 (4X14)
მწარმოებელი
Abdi Ibrahim Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AB10
რეგისტრაციის ნომერი
რ-045090
რეგისტრირებულია
26 მარტი 2026, მოქმედებს 26 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაციტოლესი და სხვა წამალი ერთად

ციტოლესი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ციტოლესი, 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი არის თეთრი ფერის, ოვალური ფრომის, ნაზოლის მქონე ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 20 მგ ესციტალოპრამს.

ციტოლესი ბაზარზე წარმოდგენილია 14, 56 და 84 ტაბლეტის შემცველი შეფუთვებით.

ციტოლესი შეიცავს ესციტალოპრამს. ეს წამალი გამოიყენება დეპრესიის (დიდი დეპრესიული ეპიზოდები) და შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (ღია სივრცეში ყოფნის შიში), სოციალური შფოთვა (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

ესციტალოპრამი მიეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRIs) სახელწოდებით ცნობილ ანტიდეპრესანტების ჯგუფს. აღნიშნული მედიკამენტები სეროტონინის დონის აწევის გზით მოქმედებენ სეროტონინის სისტემაზე თავის ტვინში. დარღვევები სეროტონინის სისტემაში მიიჩნევა დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითრების მნიშვნელოვან ფაქტორად.

შესაძლოა, გარკვეული დრო დაგჭირდეთ, სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. მაშინაც კი, თუ მდგომარეობის გაუმჯობესებას გარკვეული დრო დასჭირდება, განაგრძეთ ციტოლესის მიღება.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • ციტოლესის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

ყოველთვის მიიღეთ ესციტალოპრამი ექიმის დანიშნულებისამებრ. აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთთან, თუ დარწმუნებული არა ხართ.

მოზრდილები:

დეპრესიის მკურნალობა:

ციტოლესის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10 მგ ერთხელ დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა მაქსიმუმ 20 მგ/დღეში.

პანიკური აშლილობა (ვლინდება უეცრად და შემთხვევით, განმეორებითი ინტენსიური დისტრესითა ან შიშის შეტევით)

პირველი კვირის განმავლობაში მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ/დღეში, ხოლო მეორე კვირიდან ხდება დოზის გაზრდა – 10 მგ/დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემდგომი ზრდა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე – 20 მგ/დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა (შფოთვის და შიშის განცდა სოციალურ გარემოში სხვების ნეგატიური აღქმით)

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. აღნიშნულ დოზაზე პაციენტის საპასუხო რეაქციიდან გამომდინარე ექიმმა შესაძლოა ან შეამციროს დოზა – 5 მგ-მდე/დღეში, ან გაზარდოს იგი – 20 მგ-მდე/დღეში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ხანგრძლივი, ექსტრემალური და მოულოდნელი შფოთვითი სიტუაცია) ციტოლესის ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ.

შესაძლოა მკურნალმა ექიმმა გაზარდოს დოზა – 20 მგ-მდე/დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული აზრები, იდეები და იმპულსები განმეორებითი ქცევებითა და გონებრივი მოქმედებებით)

ციტოლესის ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ.

  • მიღების წესი და მეთოდი:

პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტი გადაყლაპეთ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. ტაბლეტი არ დაღეჭოთ, მას მწარე გემო აქვს.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის მოთავსება ჭდიანი მხრით ზემოთ და გაყოფა ორ ნაწილად. ტაბლეტის გადატეხვა შუახაზზე შესაძლებელია მის გვერდებზე საჩვენებელი თითების დაჭერით, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე.

  • ზოგიერთი ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები და მოზარდები

ციტოლესი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლის ასაკამდე). მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 2 „ციტოლესის გამოყენებამდე“.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ)

ციტოლესის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენ დღიურ 5 მგ-ს ერთჯერადად. ექიმმა დოზა შესაძლოა გაზარდოს დღეში 10 მგ-მდე.

  • განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

სიფრთხილეა საჭირო თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე ფუნქციის მქონე პაციენტებში. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

პაციენტები, CYP2C19 ფერმენტის ცნობილი ცუდი მეტაბოლიზმით:

ამ ცნობილი გენოტიპის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ დღეში 10 მგ-ზე მეტი. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

დაავადების სიმპტომების შემცირება ხდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პრეპარატის მიღება განაგრძეთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

არ შეცვალოთ პრეპარატის დოზირება თვითნებურად, ექიმის ინფორმირების გარეშე. განაგრძეთ ციტოლესის მიღება იმ ხანგრძლივობით, რაც გირჩიათ ექიმმა. პრეპარატით მკურნალობის ნაადრევმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების თავიდან წარმოშობა. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თავს უკეთ იგრძნობთ.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ ციტოლესის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყბონეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ციტოლესი

საჭირო დოზაზე მეტი ციტოლესის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, დისკომფორტის ნიშნები არ შეიმჩნევა.

ჭარბი დოზირების სიმპტომები შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა, კანკალი, აღგზნება, განმუხტვა (კონვულსია), კომა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გულის რიტმის ცვლილება, სისხლის წნევის დაწევა და ორგანიზამში სითხის/მარილის ბალანსის დარღვევა.

თან იქონიეთ ციტოლესის შეფუთვა/კოლოფი, როდესაც მიმართავთ ექიმს ან ჰოსპიტალს.

თუ დაგავიწყდათ ციტოლესის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაგახსენდათ საღამო ხანს დაძინებამდე, დაუყოვნებლივ მიიღეთ იგი. შემდგომი დოზა მიიღეთ მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს. თუ პრეპარატის მიღება თქვენ მხოლოდ ღამით, ან მეორე დღეს გაგახსენდათ, გამოტოვეთ დოზა შემდეგ ჩვეულებისამებრ განაგრძეთ მისი მიღება.

თუ თქვენ შეწყვიტეთ ციტოლესის მიღება:

არ შეწყვიტოთ ციტოლესის მიღება, სანამ თქვენი ექიმი არ გირჩევთ ამას. მკუნალობის შეწყვეტის შემთხვევაში ექიმი თანდათნობით შეგიმცირებთ ციტოლესის დოზას რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.

ციტოლესის მიღების შეწყვეტისას, განსაკუთრებით თუ ის უეცრად მოხდა, შეიძლება იგრძნოთ აბსტინენციის სიმპტომები. ეს სიმპტომები ხშირია ციტოლესით მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას. სიმპტომების გამოვლენის რისკი უფრო მაღალია, როდესაც ციტოლესი გამოიყენებოდა დიდი ხნის განმავლობაში ან მაღალი დოზებით ან დოზის შემცირება მოხდა ძალიან სწრაფად. პაციენტების უმეტესობა თვლის, რომ სიმპტომები მსუბუქია და თავისთავად გაივლის ორ კვირაში. თუმცა ზოგიერთ პაციენტებში სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ინტენსივობით ან იყოს ხანგრძლივი (2-3 თვე ან მეტი). თუ მკურნალობის შეწყვეტისას განიცდით აბსტინენციის სიმპტომებს, მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწვიტოს, რომ გესაჭიროებათ ტაბლეტების თავიდან მიღება და დოზის კიდევ უფრო ნელ-ნელა შემცირება.

მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლო სიმპტომები მოიცავს შემდეგს: თავბრუსხვევა (არასტაბილურობა ან წონასწორობის დარღვევა), ჩხვლეტისა და წიწკნის შეგრძნება, წვის შეგრძნება და ელექტროშოკის შეგრძნება, მათ შორის თავში (უფრო იშვიათად), ძილის დარღვევა (ნათელი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით), მოუსვენრობა ან აგზნება, ტრემორი, დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნება, ემოციურობა ან გაღიზიანება, დიარეა (თხიერი განავალი), მხედველობის დარღვევა, გულისცემის აჩქარება ან გულისცემის შეგრძნება.

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ესციტალოპრამის ან ციტოლესის ნებისმიერი სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხილეთ პუნქტი „დამხმარე ნივთიერებები).

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნება მაო-ს (მონოამინოქსიდაზა) ინჰიბიტორების სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს, სელეგილინის (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები), მოკლობემიდის (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები) და ლინეზოლიდის (ანტიბიოტიკი) ჩათვლით.

თუ იღებთ პიმოზიდს (ანტიფსიქოზური საშუალება).

თუ დაბადებიდან გაქვთ ან გქონდათ გულის არარეგულარული რითმი ეპიზოდი (რაც გამოჩნდა ელექტროკარდიოგრამაზე; გულის ფუნქციის შესაფასებლად ჩატარებული გამოკვლევის დროს).

თუ დანიშნული გაქვთ გულის რიტმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები ან მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ გულის რიტმზე (IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ნეიროლეპტიკური პრეპარატები (მაგ.: ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ.: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინ IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტი-ალერგიული საშუალებები (ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი) (იხ. პუნქტი ,,სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება“).

სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ გაქვს ნებისმიერი სხვა მდგომარეობა ან დაავადება, რისი მხედველობაში მიღებაც აუცილებელია თქვენი ექიმისთვის, კერძოდ:

გთხოვთ შეატყობონოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ:

თუ გაქვთ ეპილეფსია, ან თუ პრეპარატის გამოყენების დროს პირველად განვითარდა ეპილეფსიური (კრუნჩხვითი) ეპიზოდი, ან თუ ეპილეფსიური კრუნჩხვები გახშირდა, ციტოლესის გამოყენება უნდა შეწყდეს (იხილეთ „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს თქვენთვის დანიშნული დოზის კორექცია.

თუ გაქვთ დიაბეტი, ციტოლესით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს სისხლში შაქრის დონე. შესაძლოა საჭრო გახდეს ინსულინისა და/ან პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექცია.

თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.

თუ გაქვთ სისხლდენის ან სისხლჩაქცევების განვითარების მიდრეკილება, ან თუ ხართ ორსულად (იხილეთ „ორსულობა“).

თუ გიტარდებათ ელექტროკონვულსიური თერაპია (ელექტროშოკური თერაპია).

თუ გაქვთ გულის კორონარული სისხლძარღვების დაავადება.

თუ გაქვთ ან გქონდათ გულის პრობლემები ან ბოლო ხანებში გადაიტანეთ გულის შეტევა.

თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორგანიზმიდან მარილების დაკარგვასთან გახანგრძლივებული დიარეის ან ღებინების გამო, ან გამოწვეული იყოს დიურეტიკების მიღებით.

თუ აღგენიშნებათ გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა წამოდგომისას, რაც შესაძლოა მიუთითებდეს გულის პულსაციის დარღვევაზე.

გაქვთ ან წარსულში გქონდათ პრობლემები თვალების მხრივ, როგორიცაა გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება) ან გქონდათ წარსულში

რეკომენდებულია სიფრთხილით გამოყენება“Torsade des Pointes“ (გულის რითმის დარღვევის ნაირსახეობა) განვითარების მაღალი რისკი მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ, მაგალითად გულის შეგუბებითი უკმარისობა, პირველად განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტი, გულისცემის დაბალი რითმი, ან თანმხლები დაავადების ან პრეპარატის გამოყენების გამო ჰიპოკალიემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე) ან ჰიპომაგნიემია (სისხლშიმაგნიუმის დაბალი დონე) მიდრეკილების დროს.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება

მანიაკალურ-დეპრესიული (ბიპოლარული აშლილობა) დაავადების მქონე ზოგიერთ პაციენტი შეიძლება გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. ეს ხასიათდება უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეებით, შეუსაბამო ბედნიერებით და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. თუ ამას განიცდით, მიმართეთ ექიმს.

მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია ასევე გამოვლინდეს მოუსვენრობა, მუდმივად მოძრაობაში ყოფნის სურვილი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს.

ციტოლესის (SSRIs/SNRIs) მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პუნქტი 4). ზოგიერთ შემთხვევაში. ეს სიმპტომები ნარჩუნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ფიქრები თვითმკვლელობაზე და დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის გაუარესება:

თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა ზოგჯერ გქონდეთ თვითდაზიანებასთან ან თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ფიქრები. ამგვარი ფიქრები შესაძლოა გამძაფრდეს პირველად ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგანაც ყველა ამ პრეპარატმა რომ იმოქმედოს, საჭიროა დრო, ჩვეულებრივ, დაახლოებით 2 კვირა, თუმცა ზოგჯერ - მეტიც.

სავარაუდოდ, შესაძლოა ასე იფიქროთ:

თუ ადრე გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე.

თუ ხართ ახალგაზრდა ადამიანი. კლინიკური კვლევებიდან მიღებულ ინფორმაციაში აღინიშნა სუიციდალური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიკური აშლილობის მქონე 25 წლამდე ასაკის ზრდასრულ ახალგაზრდებში, რომელთაც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ გამუდმებით გაქვთ აზრები თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

დიდად დაგეხმარებათ, თუ თქვენი დეპრესიისა ან შფოთვითი აშლილობის შესახებ დაელაპარაკებით თქვენს ნათესავს ან ახლო მეგობარს და სთხოვთ მათ წინამდებარე ინსტრუქციის წაკითხვას. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, გითხრან, თუ, მათი აზრით, თქვენი დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა თანდათან უარესდება ან თუ აღელვებთ თქვენ ქცევასთან დაკავშირებული ცვლილებები.

ანტიდეპრესანტული საშუალებების გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებში და 24 წლამდე ახალგაზრდა მოზარდებში, არსებობს სუიციდური აზრების და სუიციდის მცდელობის ზრდის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საჭროა ყველა პაციენტის მონიტორინგი ოჯახის წევრის ან მომვლელის მიერ, მოულოდნელი ქცევითი ცვლილებების გამო, როგორიცაა შფოთვა და აკათიზია, ან სუიციდის ალბათობა, განსაკუთრებით პრეპარატით თერაპიის კურსის საწყის თვეებში, ან დოზის ცვლილების დროს - იქნება ეს გაზრდა თუ შემცირება. ციტოლესი ნაჩვენებია დეპრესიის (მძიმე დეპრესიული მდგომარეობები), პანიკური აშლილობის (ღია სივრცის შიში) ან მის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობის (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) დროს. ციტოლესი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და მოზარდების (18 წლამდე ასაკის) სამკურნალოდ. ხანდაზმულ პაციენტებში სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ციტოლესის ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

დაუშვებელია ესციტალოპრამის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ წინამდებარე კლასის მედიკამენტების მიღებისას 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არსებობს ისეთი გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორებიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, სუიციდალური ფიქრები და მტრული დამოკიდებულება (განსაკუთრებით, აგრესია, საპირისპირო ქცევა და სიბრაზე). მიუხედავად ამისა, ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტებს შესაძლოა დაუნიშნოს ესციტალოპრამი, თუ გადაწყვეტს, რომ ეს მათ ინტერესებშია. თუ თქვენმა ექიმმა ესციტალოპრამი დაუნიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ დაბრუნდეთ ექიმთან. ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარების ან გაუარესების შემთხვევაში აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ, როცა 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ ესციტალოპრამს. გარდა ამისა, ჯერ არ დადასტურებულა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ესციტალოპრამის გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ზრდასთან, მომწიფებასთან და კოგნიტიურ და ქცევით განვითრებასთან დაკავშირებით.

თუ აღნიშნული სიმპტომები გაქვთ ან გქონიათ წარსულში, აცნობეთ თქვენს ექიმს.

ციტოლესის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ციტოლესის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე საკვების გარეშე (როგორ გამოიყენება ციტოლესი?).

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ციტოლესის შემთხვევაშიც არ არის რეკომენდებული მიღება ალკოჰოლთან ერთად, თუმცა ალკოჰოლის და ციტოლესის ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა.

სიფრთხილის ზომები

შემდეგი განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები ვრცელდება სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SSRIs) თერაპიული კლასის ყველა პრეპარატზე..

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიული პოპულაციის სამკურნალოდ ციტოლესი არ უნდა გამოიყენონ. სუიციდთან დაკავშირებული ქცევები (სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები) და მტრობა (უპირატესად აგრესია, ოპოზიციური ქცევა და რისხვა) უფრო ხშირად დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში ბავშვებსა და მოზარდებში ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, ვიდრე პლაცებოს გამოყენების დროს.. თუ კლინიკური საჭიროებიდან გამომდინარე, მაინც იქნა მიღებული მკურნალობის გადაწყვეტილება, საჭიროა პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი სუიციდის სიმპტომების გამოვლენისათვის. გარდა ამისა, პედიატრიულ პოპულაციაში უსაფრთხოების გრძელვადიანი მონაცემები ზრდის, მომწიფების და კოგნიტური და ქცევითი განვითარების შესახებ არ არსებბოს.

პარადოქსული შფოთვა

პანიკური აშლილობის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს შფოთვის სიმპტომები ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში. ეს პარადოქსული რეაქცია ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის გაგრძელებიდან ორი კვირის განმავლობაში.ანქსიოგენური ეფექტის ალბათობის შესამცირებლად რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზა (იხ. პუნქტი 4.2).

კრუნჩხვები

ესციტალოპრამის მიღება უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს პირველად აღენიშნება კრუნჩხვები, ან თუ აღინიშნება კრუნჩხვების სიხშირის ზრდა (პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ეპილეფსიის წინა დიაგნოზი). SSRI–ები თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში. კონტროლირებადი ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა ინტენსიური მონიტორინგი.

მანია

SSRI–ები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ანამნეზში მანიის/ჰიპომანიის ისტორიის მქონე პაციენტებში. SSRI–ების მიღება უნდა შეწყდეს თუ პაციენტი შევა მანიაკალურ ფაზაში.

დიაბეტი

დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებით (SSRI) მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიური კონტროლი (ჰიპოგლიკემია ან ჰიპერგლიკემია). შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექტირება.

სუიციდი/სუიციდური აზრები ან კლინიკური გაუარესება

ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებსა და 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, არსებობს სუიციდური აზრებისა და სუიციდური ქცევის გაზრდის ალბათობა. ამიტომ, ყველა პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ან მომვლელის მეთვალყურეობის ქვეშ, მოულოდნელი ქცევითი ცვლილებების, როგორიცაა მოუსვენრობა, ჰიპერაქტიურობა ან სუიციდის ალბათობა, განსაკუთრებით მედიკამენტური თერაპიის კურსის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ან დოზის ცვლილების დროს, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ციტოლესი ნაჩვენებია მძიმე დეპრესიული მდგომარეობების, პანიკური აშლილობის, აგორაფობიით ან მის გარეშე პანიკური აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობის (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (OCD) დროს. ციტოლესი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ. ხანდაზმულ პაციენტებში სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ციტოლესის ეფექტურობა არ არის შესწავლილი.

დეპრესია ასოცირდება სუიციდური აზრების, თვითდაზიანებისა და სუიციდის გაზრდასთან (სუიციდთან დაკავშირებული მოვლენები). ეს რისკი გრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. იმის გამო, რომ გაუმჯობესება შეიძლება არ მოხდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი, სანამ ეს გაუმჯობესება არ დადგება. ზოგადი კლინიკური გამოცდილების თანახმად, სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპებზე..

სხვა ფსიქიატრიული მდგომარეობები, რომელთა დროსაც ინიშნება ესციტალოპრამი, ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს სუიციდური მოქმედების გაზრდილ რისკთან. გარდა ამისა, ეს მდგომარეობები შეიძლება დაკავშირებული იყოს მძიმე დეპრესიულ აშლილობასთან. ამიტომ, სხვა ფსიქიატრიული დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისას უნდა იქნას გამოყენებული იგივე სიფრთხილის ზომები, რომლებიც გამოიყენება მძიმე დეპრესიული აშლილობის მქონე პაციენტების მკურნალობისას.

ცნობილია, რომ პაციენტები, რომლებსაც აქვთ სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების ისტორია, ან რომლებიც მკურნალობის დაწყებამდე ავლენენ სუიციდურ აზრებს, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან სუიციდურ აზრებთან ან სუიციდურ მცდელობებთან დაკავშირებით და მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ ფრთხილი მონიტორინგის ქვეშ.

ფსიქიატრიული დარღვევების მქონე ზრდასრულ პაციენტებში ანტიდეპრესანტების პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მეტაანალიზმა აჩვენა, სუიციდური ქცევის გაზრდილი რისკი ანტიდეპრესანტების გამოყენებისას, პლაცებოსთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის პაციენტებში. ყველა პაციენტი, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირები, უნდა იმყოფებოდნენ ინტენსიური მონიტორინგის ქვეშ, განსაკუთრებით მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე და დოზის ცვლილების შემდეგ. პაციენტები (და მომვლელები) უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი ნებისმიერი კლინიკური გაუარესების, სუიციდური ქცევის ან აზრების, ქცევის უჩვეულო ცვლილებების მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ და იმის შესახებ, რომ ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

აკათიზია/ფსიქომოტორული მოუსვენრობა

SSRI-ების/სეროტონინ-ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების (SSRI) გამოყენება დაკავშირებულია აკათიზიის განვითარებასთან (ხასიათდება სუბიექტურად უსიამოვნო ან შემაწუხებელი მოუსვენრობით და მოძრაობის მოთხოვნილებით, რომელსაც ხშირად თან ახლავს ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა). ეს, სავარაუდოდ, ხდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც ეს სიმპტომები განუვითარდებათ, დოზის გაზრდა შეიძლება საზიანო იყოს.

ჰიპონატრიემია

SSRI-ების გამოყენებისას იშვიათად აღინიშნა ჰიპონატრიემია, სავარაუდოდ, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომით. ეს მდგომარეობა, როგორც წესი, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება. SSRI-ების გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებში, მაგალითად, ხანდაზმულ პაციენტებში, ციროზის მქონე პაციენტებში ან ჰიპონატრიემიის გამომწვევი მედიკამენტების მიღებისას.

სისხლდენა

SSRI-ებით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ზედაპირული სისხლდენის დარღვევების, როგორიცაა ეკქიმოზი და პურპურა, შემთხვევები. SSRI-ებმა/SNRI-ებმა შეიძლება გაზარდონ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკი (იხ. ნაწილები 4.6, 4.8). სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ SSRI-ებს, განსაკუთრებით ორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად, თრომბოციტების ფუნქციაზე მოქმედ სამკურნალო საშუალებს (მაგ. ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები და ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმეტესობა, აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), ტიკლოპიდინი და დიპირიდამოლი) და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენისადმი მიდრეკილება.

ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT)

SSRI-ების და ECT-ს ერთდროული გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე.

სეროტონინული სინდრომი

სიფრთხილეა საჭირო, თუ ესციტალოპრამი გამოიყენება სეროტონერგული ეფექტის მქონე სამკურნალო საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ტრიპტანები (სუმატრიპტანის ჩათვლით), ოპიოიდები (ტრამადოლის ჩათვლით) და ტრიპტოფანი. იშვიათ შემთხვევებში, სეროტონინული სინდრომი აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იყენებენ SSRI-ებს სეროტონერგულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. სიმპტომების, როგორიცაა აგზნება, ტრემორი, მიოკლონუსი და ჰიპერთერმია, თანაარსებობა შეიძლება მიუთითებდეს ამ მდგომარეობის განვითარებაზე. თუ ეს მოხდა, SSRI-ით და სეროტონერგული სამკურნალო საშუალებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.

კრაზანა

SSRIs და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი მედიკამენტების ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდით რეაქციების სიხშირე (იხ. პუნქტი 4.5).

მოხსნის სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტისას

მკურნალობის შეწყვეტისას მოხსნის სინდრომი ხშირია, განსაკუთრებით თუ ის უეცრად შეწყდება (იხ. ნაწილი 4.8). კლინიკურ კვლევებში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ესციტალოპრამით ნამკურნალები პაციენტების დაახლოებით 25%-ში და პლაცებოთი ნამკურნალები პაციენტების 15%-ში.

მოხსნის სიმპტომების რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს რამდენიმე ფაქტორზე, თერაპიის ხანგრძლივობის, და დოზის შემცირების სისწრაფის ჩათვლით. ყველაზე ხშირად აღწერილი რეაქციებია თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (პარესთეზიის ჩათვლით და ელექტრო შოკის შეგრძნებები), ძილის დარღვევა (უძილობის და მძაფრი სიზმრების ჩათვლით), აგზნება ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, დაბნეულობა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, პალპიტაცია, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება, და მხედველობის. ჩვეულებრივ, ეს სიმტომები მსუბუქი და საშუალოა, ზოგ პაციენტში შეიძლება იყოს მწვავე.

ისინი, როგორც წესი ვლინდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა ასეთი სიმპტომების შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს, იმ პაციენტებში, რომლებმაც შემთხვევით გამოტოვეს დოზა.

ჩვეულებრივ ეს სიმპტომები თვით-შეზღუდულია და 2 კვირის განმავლობაში ქრება, თუმცა ზოგ ინდივიდში შეიძლება გახანგრძლივდეს (2-3 თვე ან მეტი). აქედან გამომდინარე რეკომენდებულია ესციტალოპრამის თანდათან შემცირება მკურნალობის მოხსნისას, რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, პაციენტის საჭიროების მიხედვით (იხ. პუნქტი „მოხსნის სიმპტომები, რომლებიც აღნიშნება მკურნალობის შეწყვეტისას“).

სექსუალური დისფუნქცია

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) / სეროტონინის ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs) შეიძლება იწვევდეს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომებს (იხ. პუნქტი 4.8). აღწერილია გახანგრძლივებული სექსუალური დისფუნქცია, როდესაც სიმპტომები პერსისტირებს SSRI/SNRI მოხსნის მიუხედავად.

გულის იშემიური დაავადება

შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო, სიფრთხილეა საჭირო გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 5.3).

QT ინტერვალის გახანგრძლივება

აღმოჩნდა, რომ ესციტალოპრამი ასოცირებულია QT ინტერვალის დოზა-დამოკიდებულ გახანგრძლივებასთან. QT ინტერვალის გახანგრძლივების და ვენტრიკულური არითმიის შემთხევები, Torsade de pointes ჩათვლით, აღწერილია პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში, ძირითადად მდედრობითი სქესის პაციენტებში, ჰიპოკალიემიით ან არსებული QT ინტერვალის გახანგრძლივებით ან გულის სხვა დაავადებებით (იხ. პუნქტი 4.3, 4.5, 4.8, 4.9 და 5.1).

სიფრთხილეა რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ Torsade de pointes განვითარების მაღალი რისკი; მაგალითად, მათ, ვისაც აღენიშნებათ გულის შეგუბებითი უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტის ბოლოდროინდელი შემთხვევები, ბრადიარითმიები ან ჰიპოკალიემიის ან ჰიპომაგნიემიისადმი მიდრეკილება თანმხლები დაავადების ან მედიკამენტების გამოყენების გამო.

სიფრთხილეა საჭირო ბრადიკარდიის მქონე პაციენტებში; ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ან გულის დეკომპენსირებული უკმარისობა.

ელექტროლიტური დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალემია და ჰიპომაგნიემია, ზრდის ავთვისებიანი არითმიების განვითარების რისკს და ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოსწორდეს.

თუ პაციენტებს, გულის სტაბილური დაავადებით უტარდებათ მკურნალობა, დაწყებამდე უნდა განიხილონ ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) ჩატარების შესაძლებლობა.

თუ ესციტალოპრამით მკურნალობის დროს განვითარდება გულის არითმია, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტი უნდა ჩაუტარდეს ეკგ.

პერსისტიული პულმონარული ჰიპერტენზიის რისკი ახალშობილში

ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენა რომ ორსულობის, გასაკუთრებით ორსულობის გვიან პერიოდში SSRIs გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს პერსისტიული პულმონარული ჰიპერტენზიის რისკი ახალშობილებში (იხ. პუნქტი 4.6).

დახურულკუთხოვანი გლაუკომა

SSRIs, ესციტალოპრამის ჩათვლით შეიძლება მოქმედებდეს გუგის ზომაზე და გამოიწვიოს მიდრიაზი. ამ მიდრიაზულ ეფექტს გააჩნია თვალის კუთხის შევიწროების პოტენციალი, რაც გამოიწვევს თვალშიდა წნევის მომატებას და დახურულკუთხოვან გლაუკომას, განსაკუთრებით ამ მდგომარეობის მიმართ წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებში. აქედან გამომდინარე ესციტალოპრამი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ანამნეზში დახურულკუთხოვანი გლაუკომის ან გლაუკომის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება

უკუნაჩვენები კომბინციები

MAOI არა-სელექციური ინჰიბიტორები

სერიოზული რეაქციების შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ SSRI-ს არასელექტიურ, შეუქცევად MAOI-თან კომბინაციაში, და იმ შემთხვევებში, როდესაც MAOI-ით მკურნალობა დაიწყო SSRI-ით მკურნალობის შეწყვეტისთანავე (იხ. ნაწილი 4.3). ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა სეროტონინული სინდრომი (იხ. ნაწილი 4.8). ესციტალოპრამის გამოყენება უკუნაჩვენებია არასელექტიურ, შეუქცევად MAOI-ებთან კომბინაციაში. ესციტალოპრამის მიღება შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი MAOI-ით მკურნალობის შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. ესციტალოპრამით მკურნალობა უნდა შეწყდეს არასელექტიური შეუქცევადი MAOI-ით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 7 დღით ადრე.

შექცევადი, სელექციური MAO-A ინჰიბიტორი (მოკლობემიდი)

სეროტონინის სინდრომის რისკის გამო, ესციტალოპრამის კომბინაცია MAO-A ინჰიბიტორთან, როგორიცაა მოკლობემიდი, უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3). თუ კომბინაცია აუცილებელია, ის უნდა დაიწყოს მინიმალური რეკომენდებული დოზით და უნდა გაძლიერდეს კლინიკური მონიტორინგი.

შექცევადი, არა-სელექციური MAO-ინჰიბიტორი (ლინეზოლიდი)

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის შექცევადი არასელექციური MAO ინჰიბიტორი და არ უნდა გამოიყენონ პაციეტნებში, რომლებიც მკურნალობენ ესციტალოპრამით. თუ კომბინაცია აუცილებელია ის უნდა მიეცეს მინიმალური დოზებით და მჭიდრო კლინიკური მონიტორინგის ქვეშ (იხ. პუნქტი 4.3).

შეუქცვადი, სელექციური MAO-B ინჰიბიტორი (სელეგილინი)

სელეგილინთან (MAO-B შეუქცევადი ინჰიბიტორი) ერთდროული გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო სეროტონინის სინდრომის განვითარების რისკის გამო. სელეგილინის დოზები 10 მგ-მდე დღეში უსაფრთხოდ გამოიყენებოდა რაციმიურ ციტალოპრამთან ერთად.

ესციტალოპრამის ფიმოზიდთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია.

QT ინტერვალის გახანგრძლივება

ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური კვლევები სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, არ ჩატარებულა. ესციტალოპრამის და ამ სამკურნალო საშუალებების დამატებითი ეფექტის გამორიცხვა შეუძლებელია. ამიტომ ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ. ფენოთიაზინის წარმოებულები, ფიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (როგორიც არის სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ. ასტემიზოლი, მიზოლასტინი), უკუნაჩვენებია.

კომბინაციები, რომელთა გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე

სეროტონინერგული სამედიცინო პროდუქტები

სეროტონინერგულ სამკურნალო საშუალებებთან, მაგალითად, ოპიოიდებთან (მათ შორის ტრამადოლთან) და ტრიპტანებთან (მათ შორის სუმატრიპტანთან) ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი (იხ. ნაწილი 4.4).

სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც აქვეითებს კრუნჩხვების ზღურბლს

SSRIs-ს შეუძლია კრუნჩხვების ზღურბლის დაქვეითება. სიფრთხილეა საჭირო სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ კრუნჩხვების ზღურბლი (მაგალითად, ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური, SSRIs), ნეიროლეპტიკები (ფენოთიაზინები, თიოქსანთენები და ბუტიროფენონები), მეფლოკინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი).

ლითიუმი, ტრიფტოფანი

SSRI–ს ლითიუმთან ან ტრიპტოფანთან ერთად გამოყენებისას აღწერილია გაძლიერებული ეფექტები, ამიტომ SSRI–ების ამ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.

კრაზანა

SSRIs-ს და კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველი სამედიცინო პროდუქტების ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდით რეაქციების რისკის ზრდა (იხ. პუნქტი 4.4).

ჰემორაგია

ესციტალოპრამის ანტიკოაგულანტებთან კომბინაციისას შეიძლება დაზიანდეს ანტიკოაგულანტული ეფექტები. პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტურ თერაპიას, საჭიროა კოაგულაციის ფრთხილი მონიტორინგი ესციტალოპრამის დაწყების ან შეწყვეტისას (იხ. პუნქტი 4.4). არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ტენდენცია (იხ. პუნქტი 4.4).

ალკოჰოლი

ესციტალოპრამსა და ალკოჰოლს შორის ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის. თუმცა, სხვა ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ალკოჰოლთან კომბინაცია არ არის მიზანშეწონილი.

სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც იწვევს ჰიპოკალიემიას/ჰიპომაგნიემიას

სიფრთხილეა საჭირო ჰიპოკალიემიის/ჰიპომაგნემიის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რადგან ეს ზრდის ავთვისებიანი არითმიების რისკს (იხ. ნაწილი 4.4).

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები

სხვა სამკურნალო პროდუქტების გავლენა ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი ძირითადად განპირობებულია CYP2C19-ით. CYP3A4 და CYP2D6 ასევე გარკვეულწილად მონაწილეობენ მეტაბოლიზმში. ვარაუდობენ, რომ ძირითადი მეტაბოლიტის, დემეთილირებული ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზდება CYP2D6-ით.

ესციტალოპრამის ერთდროულმა მიღებამ 30მგ ომეპრაზოლთან დღეში ერთხელ (CYP2C19 ინჰიბიტორი) გამოიწვია ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციების ზომიერი (დაახლოებით 50%) ზრდა.

ესციტალოპრამის ერთდროულმა მიღებამ 400 მგ ციმეტიდინთან, დღეში ორჯერ (ზომიერად ძლიერი ზოგადი ფერმენტის ინჰიბიტორი) გამოიწვია ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციების ზომიერი (დაახლოებით 70%) ზრდა. სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

ამგვარად, სიფრთხილეა საჭირო CYP2C19 ინჰიბიტორებთან (ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან ერთად გამოყენებისას. ესციტალოპრამის დოზის შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს თანმხლები მკურნალობის დროს გვერდითი მოვლენების მონიტორინგის საფუძველზე (იხ. ნაწილი 4.4).

ესციტალოპრამის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე

ესციტალოპრამი არის ფერმენტ CYP2D6-ის ინჰიბიტორი. სიფრთხილეა რეკომენდებული ესციტალოპრამის ერთდროულად გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება ამ ფერმენტით და რომლებსაც აქვთ ვიწრო თერაპიული ინდექსი (ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი გულის უკმარისობის დროს გამოყენებისას), ან ცენტრალური მოქმედების სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება CYP2D6-ით (ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიპტილინი, ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი). დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს.

დეზიპრამინთან ან მეტოპროლოლთან ერთდროული მიღება იწვევდა ამ ორი CYP2D6 სუბსტრატის პლაზმური დონის ორჯერ გაზრდას.

ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ესციტალოპრამი ასევე იწვევს CYP2C19-ის სუსტ ინჰიბირებას. სიფრთხილეა რეკომენდებული იმ სამკურნალო პროდუქტების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C19-ით.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციის შესახებ:

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

პედიატრიული პოპულაცია:

რადგან ციტოლესი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. არ მიიღოთ ციტოლესი, თუ ხართ ორსულად, სანამ თქვენ და თქვენი ექიმი არ განიხილავთ პრეპარატთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს.

თუ თქვენ იღებთ ციტოლესს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, უნდა იცოდეთ, რომ ახალშობილში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: სუნთქვის გაძნელება, კანის სილურჯე, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, კვებითი სირთულეები, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, დაჭიმული ან მოდუნებული კუნთები, რეფლექსების გაძლიერება, ტრემორი, მღელვარება, გაღიზიანება, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის გაძნელება.თუ დაბადებისას თქვენს ბავშვს აქვს რომელიმე აღნიშნული სიმპტომი, დაუყოვნებლივ დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ციტოლესს. ორსულობისას, კერძოდ კი ბოლო 3 თვის განმავლობაში, ციტოლესის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის რისკი ჩვილებში, სახელწოდებით ახალშობილთა პერსისტირებადი პულმონარული ჰიპერტენზია, რაც აჩქარებს სუნთქვას და ჩვილს უჩნდება სილურჯე. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ამას შეამჩნევთ თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ ციტოლესს იღებთ ორსულობის ბოლოს, განსაკუთრებით თუ ანამნეზში გაქვთ სისხლდენის დარღვევები, შესაძლოა გაიზარდოს მშობიარობისშემდგომი ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რისკი. თქვენმა ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ციტოლესს, რათა მათ შეძლონ შესაბამისი კონსულტაციის გაწევა.

თუ ორსულობის პერიოდში მაინც მოხდა პრეპარატის გამოყენება, მისი მიღების უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება.

თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ციტოლესი სავარაუდოდ გადადის დედის რძეში. არ მიიღოთ ესციტალოპრამი, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, სანამ თქვენ და თქვენი ექიმი არ განიხილავთ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს.

ფერტილობა

ციტალოპრამმა, რომელიც ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტია, ცხოველებში ჩატარებულ ცდებში აჩვენა სპერმის ხარისხის დაქვეითება. თეორიულად, ამან შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ფერტილობაზე, მაგრამ ადამიანის ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეკომენდებულია, თავი აარიდოთ ავტომობილისა და მექანიზმების მართვას, რადგანაც არ იცით როგორ იმოქმედებს ციტოლესი თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ციტოლესის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ არ განიხილება.

სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

„არასელექტიური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები“ (MAOIs), რომლებიც აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდის იზოკარბოქსაზიდს, ტრანილციპრომინს და ნიალამიდს. თუ თქვენ ღებულობდით ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი პრეპარატებიდან ერთ ერთს, ციტოლესის მიღებამდე საჭიროა 14 დღიანი ინტერვლის დაცვა. ციტოლესის მიღების შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა 7 დღიანი ინტერვალის დაცვა მათი მიღების გასაგრძელებლად.

„ მაო-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორები“, რომლებიც შეიცავს მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

„მაო-ს შეუქცევადი სელექტიური ინჰიბიტორები“, რომლებიც შეიცავს სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი.

ლითიუმის (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მკურნალობისას) და ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები (ამინომჟავები, რომლებიც გამოიყენება საკვები დანამატების სახით).

იმიორამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი და მსგავსი მედიკამენტები (ოპიოიდები, გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). ეს მედიკამენტები ზრდიან გვერდითი მოვლენების რისკს.

ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), პფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინფარქტის რისკის შესამცირებლად). ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ესციტალოპრამის რაოდენობის ზრდა.

კრაზანას (Hypericum perforatum) - დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება.

აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებლები ან სისხლის გამათხელებელი საშუალებები – ანუ, ანტიკოაგულანტები). აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენისკენ მიდრეკილება.

ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკოუმონი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად – ანუ, ანტიკოაგულანტები). მკურნალი ექიმი სავარაუდოთ შეამოწმებს სისხლის შედედების უნარს როგორც ციტოლესის მიღებამდე, ასევე ციტოლესით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამგვარად, დადგინდება თქვენს მიერ მიღებული ანტიკოაგულანტის დოზის ადექვატურობა.

მეფლოქუინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყნებეა ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენება ზრდის კრუნჩხვითი მზაობის რისკს.

ნეიროლეპტიკები (შიზოფრენიის და ფსიქოზების სამკურნალო პრეპარატები), კრუნჩხვითი მზაობის ზრდის რისკის გამო, და ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები).

ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ), კლომიპრამინი და ნოტრიპტილინი (ანტიდეპტრესანტები), რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოტური საშუალებები). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენებისას საჭიროა ციტოლესის დოზის კორექცია.

არ მიიღოთ ციტოლესი, თუ იღებთ გულისცემის რითმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულისცემის რითმზე, როგორიცაა ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ., სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ი.ვ. ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ალერგიული დაავადებების საწინააღმდეგო გარკვეული პრეპარატები (მაგ., ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი).

პრეპარატები, რომლებიც ამცირებს კალიუმის და მაგნიუმის დონეს სისხლში და ზრდის სიცოცხლისთვის საშიშ გულის არითმიების რისკს.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად გვერდითი ეფექტების გამოწვევა შესაძლებელია ციტოლესის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: ვლინდება 1–ზე მეტ მომხმარებელში 10–დან.

ხშირი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 100–დან.

არახშირი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 1000–დან.

იშვიათი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 10000–დან.

უცნობი: სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია.

გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ბევრი გვერდითი ეფექტი შესაძლოა ასევე იყოს თქვენი დაავადების სიმპტომი და, მაშასადამე, ალაგდება, როცა თავს უკეთ იგრძნობთ.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ ციტოლესისმიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრს:

არახშირი:

ძლიერი სისხლდენა გასტროინტესტინალური სისხლდენის ჩათვლით.

იშვიათი:

თუ აღგენიშნებათ კანის, ენის, ტუჩების, ხახის ან სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ალერგიული რეაქცია), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

თუ თქვენ გაქვთ ცხელება, აგზნებადობა, შეუძლოდ ყოფნა, კანკალი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა – ეს შეიძლება იყოს ისეთი იშვიათი მდგომარეობის ნიშანი, რომელიც სეროტონინის სინდრომის სახელწოდებითაა ცნობილი. თუ შენიშნავთ მსაგვს ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ თქვენ გამოგივლინდათ თუნდაც ერთერთი მათგანი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

თუ თქვენ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი ეფექტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

უცნობი:

შარდვის გაძნელება

განმუხტვები (კრუნჩხვები) (იხ. ასევე პუნქტი „სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს“)

კანის ან/და თვალის სკლერების სიყვითლე, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზინებაზე (ჰეპატიტი)

აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა, გულისწასვლა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს სისცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე, როგორიცაა “პირუეტის ტიპის” პარკუჭოვანი ტაქიკარდია

თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები; იხილეთ აგრეთვე განყოფილება „გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ციტოლესის მიღებისას“

კანის და ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).

ეს ყველა მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სხვა გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი:

გულისრევა

თავის ტკივილი

ხშირი:

რინიტი, ცხვირის გაჭედვა (სინუსიტი)

მადის გაძლიერება ან დაქვეითება

შფოთვა, მოუსვენრობა, არანორმალური სიზმრები, ძილის დარღვევები, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მთქნარება, კანკალი, კანზე უჩვეულო შეგრძნებები

დიარეა, შეკრულობა, ღებინება, სიმშრალე პირის ღრუში

გაძლიერებული ოფლიანობა

კუნთების და სახსრების ტკივილი (ართრალგია და მიალგია)

სექსუალური დარღვევები (გახანგრძლივებული ეაკულაცია, ერექციის სისუსტე, დაქვეითებული ლიბიდო, ქალებში ორგაზმის მიღწევის გაძნელება)

დაღლილობა, ცხელება

წონის მომატება

არახშირი:

ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი კანზე, ქავილი (პრურიტუსი)

კბილების უნებლიე კრაჭუნი, აგზნებადობა, ნევროზულობა, პანიკური აშლილობა, გონების დაბინდვა

ძილის დარღვევა, გემოს შეცვლა, გულის წასვლა (სინკოპე)

თვალის გუგების გაფართოება (მიდრიაზი), დაბინდული მხედველობა, შუილი ყურებში (ტინიტუსი)

თმის ცვენა

ჭარბი მენსტრუალური სისხლდება

მენსტრუქციის დარღვევა

წონის დაკლება

გახშირებული გულისცემა

ხელების და ფეხების შეშუპება

ცხვირიდან სისხლდენა

იშვიათი:

აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, (საკუთარი თავის არარეალურად ან საკუთარი სხეულისგან განცალკევებულად აღქმა), ჰალუცინაციები (უცნაური საგნების დანახვა ან ხმების გაგონება)

გულისცემის შენელება

უცნობი:

აზრები საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან თვითმკვლელობის შესახებ (იხ. ასევე პუნქტი „სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს“)

ნატრიუმის დაბალი შემცველობა სისხლში (სიმპტომები მოიცავს გულისრევის შეგრძნებას, ცუდად ყოფნას, კუნთების სისუსტეს და დაბნეულობას)

თავბრუსხვევა სწრაფად წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება სისხლში)

მოძრაობის დარღვევა (კუნთების უნებლიე მოძრაობა)

მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

სისხლდენები კანზე და ლორწოვანზე სისხლჩაქცევების ჩათვლით (ეკქიმოზი) და სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა (თრომბოციტოპენია)

კანის და ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიოედემა)

ნატრიუმის დონის შემცირება ორგანიზმში წყლის შეკავების და სისხლის განზავების შედეგად, რაც გამოწვეულია ADH ჰორმონის (ADH-ის არასათანადო სეკრეციის სინდრომი) გაზრდილი სეკრეციით.

რძის გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში, რომლებიც არ კვებავენ ძუძუთი.

მანია (ჭარბი აქტივობის ან ზედმეტი აგზნების ეპიზოდები).

ძვლების მოტეხილობის რისკის ზრდა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ამ ტიპის მედიკამენტს

გულის რიტმის დარღვევა (ე.წ. „QT ინტერვალის გახანგრძლივება“, რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე, რაც გულის ელექტრო აქტივობის საზომია).

  • მშობიარობის შემდეგ ძლიერი ვაგინალური სისხლდენა (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი „ორსულობა“.

გარდა ამისა, ცნობილია მრავალი გვერდითი ეფექტი, რომელიც ვლინდება ისეთი მედიკამენტების მიღებისას, რომლებიც მოქმედებს ესციტალოპრამის (ციტოლესის აქტიური ინგრედიენტი) მსგავსად.

ესენია:

მოტორული მოუსვენრობა (აკათიზია (გაუნძრევლად ყოფნის შეუძლებლობა))

მადის დაქვეითება

თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ჭარბი დოზა

ტოქსიურობა

ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბების კლინიკური მონაცემები შეზღუდულია და ბევრი შემთხვევა მოიცავს სხვა პრეპარატების დოზის გადაჭარბებას. შემთხვევათა უმრავლესობაში აღწერილია მსუბუქი სიმპტომები ან მათი საერთოდ არ არსებობა. რბილი სიმპტომები არ აღინიშნება. ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბების ფატალური შემთხვევები იშვიათად დაფიქსირდა მხოლოდ ესციტალოპრამთან ერთად; შემთხვევათა უმრავლესობა მოიცავს დოზის გადაჭარბებას თანმხლები მედიკამენტებით. 400-800მგ ესციტალოპრამის დოზები მიიღება ყოველგვარი მძიმე სიმპტომების გარეშე.

სიმპტომები

ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბების სიმპტომები მოიცავს სიმპტომებს, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან (თავბრუსხვევიდან, კანკალიდან და აგიტაციიდან სეროტონინის სინდრომის, კრუნჩხვების და კომის იშვიათ შემთხვევებამდე), კუჭ -ნაწლავის სისტემის (გულისრევა/ღებინება) და გულ -სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT გახანგრძლივება და არითმია) და ელექტროლიტური/სითხის ბალანსის პირობებს (ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია).

მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება, ადეკვატური ოქსიგენაცია და სასუნთქი ფუნქციის უზრუნველყოფა. საჭიროა კუჭის ამორეცხვის და აქტივირებული ნახშირის გამოყენების განხილვა. კუჭის ამორეცხვა უნდა ჩატარდეს პერორალური მიღების შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად. ზოგადი სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპიის გამოყენების პერიოდში რეკომენდებულია გულ-სისხლძაღვთა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მაჩვენებლების მონიტორინგი.

ეკგ მონიტორინგი რეკომენდებულია დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის შეგუბებითი უკმარისობა/ბრადიარითმია, პაციენტებში, რომლებიც იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს ან პაციენტებში, რომელთა მეტაბოლიზმიც დარღვეულია (მაგ., ღვიძლის დაზიანებისას.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25.55 მგ ესციტალოპრამის ოქსალატს, 20 მგ ესციტალოპრამის ექვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები:

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

შეინახეთ ციტოლესი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ.

არ გამოიყენოთ ციტოლესი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან ისეთი მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იღებთ! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები

ათქ კოდი: N06AB10

მოქმედების მექანიზმი

ესციტალოპრამი არის სეროტონინის (5-HT) უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორი, მაღალი აფინობით პირველადი შემაერთებელი ადგილის მიმართ. ის ასევე უკავშირდება სეროტონინის გადამტანზე ალოსტერულ ადგილს, 1000 -ჯერ დაბალი აფინობით.

ესციტალოპრამს არ გააჩნია ან აქვს დაბალი აფინობა რიგი რეცეპტორების მიმართ, მათ შორის 5-HT1A, 5-HT2, დოფამინის (DA) D1 და D2 რეცეპტორები, α1-, α2-, β- ადრენორეცეპტორები, ჰისტამინი H1, მუსკარინის ქოლინერგიული, ბენზოდიაზეპინი და ოპიოიდური რეცეპტორები

5-HT უკუმიტაცების ინჰიბირება მოქმედების ერთადერთი შესაძლო მექანიზმია, რომელიც ხსნის ესციტალოპრამის ფარმაკოლოგიურ და კლინიკურ ეფექტებს.

ფარმაკოდინამიური ეფექტები

ჯანმრთელი სუბიექტების ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ ეკგ კვლევაში, QTc საბაზისო მაჩვენებლის ცვლილება (ფრიდერიცია-კორექცია) იყო 4.3 - (90% CI: 2.2, 6.4) 10 მგ/დღე-ღამეში დოზისას და 10.7 - (90% CI: 8.6, 12.8) სუპრათერაპიული დოზის-დღე-ღამეში 30მგ-ს დროს (იხ. პუნქტები 4.3, 4.4, 4.5, 4.8 და 4.9).

კლინიკური ეფექტურობა

დიდი დეპრესიული ეპიზოდები

ესციტალოპრამი ეფექტური აღმოჩნდა დიდი დეპრესიული ეპიზოდების მწვავე მკურნალობაში ოთხიდან სამ ორმაგად- ბრმა, პლაცებოკონტროლირებულ მოკლევადიან (8 კვირიანი) კვლევაში.

გრძელვადიანი რეციდივის პრევენციის კვლევაში, 274 პაციენტი, რომლებმაც რეაგირება მოახდინეს 8-კვირიანი ღია მკურნალობის საწყის ფაზაში ესციტალოპრამის 10 ან 20 მგ/დღეში მიღებისას, რანდომიზირებული იყვნენ ესციტალოპრამით იგივე დოზით გასაგრძელებლად, ან იღებდნენ პლაცებოს, 36 კვირამდე. ამ კვლევაში, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ესციტალოპრამს, აღინიშნა რეციდივის უფრო გრძელი პერიოდი მომდევნო 36 კვირის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით.

სოციალური შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამი ეფექტური იყო სამ მოკლევადიან (12-კვირიანი) კვლევაში და მორეაგირეებში 6-თვიანი რეციდივის პროფილაქტიკის კვლევაში სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს. 24-კვირიანი დოზის კორექტირების კვლევაში ნაჩვენებია 5, 10 და 20 მგ ესციტალოპრამის ეფექტურობა.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

ესციტალოპრამი 10 და 20 მგ დოზით დღეში ეფექტური იყო პლაცებო-კონტროლირებადი ოთხი კვლევიდან ოთხში.

სამი მსგავსი დიზაინის კვლევის შეჯამებულ მონაცემებში, რომელიც მოიცავდა 421 ესციტალოპრამით ნამკურნალებ პაციენტს და 419 პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი, რეაგირება იყო 47.5% და 28.9% და 37.1% და 20.8% გამგზავნი. მდგრადი ეფექტი აღინიშნებოდა 1 კვირიდან.

ესციტალოპრამის 20 მგ/დღეში ეფექტურობის შენარჩუნება გამოვლინდა 24-დან 76 კვირამდე, რანდომიზებულ, ეფექტურობის შენარჩუნების კვლევაში 373 პაციენტში, რომლებმაც უპასუხეს პირველად 12 კვირიან, ღია მკურნალობას.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, კლინიკურ კვლევაში, 12 კვირის შემდეგ, იელ ბრაუნის ობსესიურ-კომპულსიური შკალის (Y-BOCS) საერთო ქულით, 20 მგ/დღეში ესციტალოპრამი გამოეყო პლაცებოს. 24 კვირის შემდეგ, როგორც 10, ასევე 20 მგ/დღეში ესციტალოპრამი უკეთესი იყო პლაცებოსთან შედარებით.

რეციდივის პროფილაქტიკა გამოვლინდა დღე-ღამეში 10 და 20 მგ ესციტალოპრამის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც ესციტალოპრამზე რეაგირებდნენ 16 კვირიან ღია პერიოდში და რომლებიც ჩაერთვნენ 24 კვირიან, რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია

აბსორბცია თითქმის სრულიად ხდება და საკვების საკვების მიღებისგან დამოუკიდებელია. დრო მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევამდე (საშუალო Tmax) არის 4 საათი მრავალჯერადი დოზირებიდან.

რაცემიური ციტალოპრამის მსგავსად, ესციტალოპრამის აბსოლუტური ბიოშეღწევადობაა დაახლოებით 80%.

განაწილება:

ორალური მიღების შემდეგ განაწილების აშკარა მოცულობა (Vd,β/F)დაახლოებით 12-26 ლ/კგ-ს შეადგენს. პლაზმის ცილებთან კავშირი 80%-ზე დაბალია ესციტალოპრამის და მისი ძირითადი მეტაბოლიტებისთვის.

ბიოტრანსფორმაცია:

ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებდ. ორივე მათგანი ფარმაკოლოგიურად აქტიურია. ალტერნატიულად, აზოტი შეიძლება დაიჟანგოს და შექმნას N-ოქსიდის მეტაბოლიტი. ორივე ძირითადი ნივთიერება და მეტაბოლიტები ნაწილობრივ გამოიყოფა გლუკურონიდების სახით. მრავალჯერადი დოზირების შემდეგ დემეთილის და დიდემეთილის მეტაბოლიტების საშუალო კონცენტრაცია ჩვეულებრივ შეადგენს ესციტალოპრამის კონცენტრაციის 28-31% და <5%. ესციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია დემეთილირებულ მეტაბოლიტად, ძირითადად ხდება CYP2C19 შუამავლობით. შესაძლებელია გარკვეული წვლილის შეტანა CYP3A4 და CYP2D6 ენზიმების მიერ.

ელიმინაცია:

მრავლობით დოზირების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი (t½ β) დაახლოებით 30 საათს შეადგენს, ხოლო ორალური პლაზმიდან კლირენსი (Cloral) დაახლოებით 0.6 ლ/წთ-ს შეადგენს. ძირითადი მეტაბოლიტბეის ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივია. ითვლება, რომ ესციტალოპრამი და მეტაბოლიტბეი გამოიყოფა ღვიძლის (მეტაბოლური) და თირკმლისს აშალებით, დოზის ძირითადი ნაწილი მეტაბოლიტების სახით შარდში გამოიყოფა.

ხაზოვნება:

ახასიათებს წრფივი ფარმაკოკინეტიკა. პლაზმაში მყარი მდგომარეობის დონე მიიღწევა დაახლოებით 1 კვირაში. მყარი მდგომარეობის საშუალო კონცენტრაცია 50 ნმოლ/ლ (20 - 125 ნმოლ/ლ) მიიღწევა 10 მგ სადღეღამისო დოზის მიღებისას.

მახასიათებლები პაციენტებში

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი ასაკის):

როგორც ჩანს, ესციტალოპრამი უფრო ნელა გამოიყოფა ხანდაზმულ პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. ხანდაზმულებში სისტემური ექსპოზიცია (AUC) დაახლოებით 50%-ით მაღალია ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (იხ. პუნქტი 4.2).

ღვიძლის შემცირებული ფუნქცია:

ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (Child-Pugh კრიტერიუმები A და B), ესციტალოპრამის ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო დაახლოებით ორჯერ მეტი და ექსპოზიცია დაახლოებით 60% -ით მაღალი ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებში (იხ. პუნქტი 4.2).

თირკმლის შემცირებული ფუნქცია

რაცემიური ციტალოპრამის დროს თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში დაფიქსირდა უფრო გრძელიი ნახევარგამოყოფის პერიოდი და ექსპოზიციის უმნიშვნელო ზრდა (CLcr 10-53 მლ/წთ). მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაცია შესწავლილი არ არის, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს (იხ. პუნქტი 4.2).

პოლიმორფიზმი:

დაფიქსირებულია, რომ ცუდი მეტაბოლიზმის მქონე პირებში CYP2C19 გათვალისწინებით პლაზმაში ესციტალოპრამის კონცენტრაცია ორჯერ უფრო მაღალია ექსტენსიური მეტაბოლიზმის მქონე პირებთან შედარებით. ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ცვლილება არ აღინიშნა ცუდი მეტაბოლიზმის მქონე პირებში CYP2D6 გათვალსწინებით (იხ. პუნქტი 4.2).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორმაციო ჩანართი

ციტოლესი

20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

პერორალური გამოყენებისთვის.

აქტიური სუბსტანციები: 20 მგ ესციტალოპრამი, 25.55 მგ ესციტალოპრამის ოქსალატის ექვივალენტური.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (აეროსილი 200), ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K30, ოპადრი II 85F18422 თეთრი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 3350, ტალკი).

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

თუ თქვენ რაიმე დამატებითი კითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

თუ აპირებთ ექიმთან ვიზიტს ან კლინიკაში წასვლას, შეატყობინეთ ექიმს, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს.

მიყევით მოცემულ ფურცელ–ჩანართში არსებულ ინფორმაციას. არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა, ვიდრე ეს რეკომენდებულია თქვენთვის.

  • რა არის ციტოლესი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • ციტოლესის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ციტოლესი?
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  • როგორ ინახება ციტოლესი?
  • რა არის ციტოლესი და რისთვის გამოიყენება იგი?

ციტოლესი, 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი არის თეთრი ფერის, ოვალური ფრომის, ნაზოლის მქონე ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 20 მგ ესციტალოპრამს.

ციტოლესი ბაზარზე წარმოდგენილია 14, 56 და 84 ტაბლეტის შემცველი შეფუთვებით.

ციტოლესი შეიცავს ესციტალოპრამს. ეს წამალი გამოიყენება დეპრესიის (დიდი დეპრესიული ეპიზოდები) და შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე (ღია სივრცეში ყოფნის შიში), სოციალური შფოთვა (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

ესციტალოპრამი მიეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRIs) სახელწოდებით ცნობილ ანტიდეპრესანტების ჯგუფს. აღნიშნული მედიკამენტები სეროტონინის დონის აწევის გზით მოქმედებენ სეროტონინის სისტემაზე თავის ტვინში. დარღვევები სეროტონინის სისტემაში მიიჩნევა დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითრების მნიშვნელოვან ფაქტორად.

შესაძლოა, გარკვეული დრო დაგჭირდეთ, სანამ თავს უკეთ იგრძნობთ. მაშინაც კი, თუ მდგომარეობის გაუმჯობესებას გარკვეული დრო დასჭირდება, განაგრძეთ ციტოლესის მიღება.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ თქვენს ექიმს.

  • ციტოლესის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს:

თუ გაქვთ ალერგია ესციტალოპრამის ან ციტოლესის ნებისმიერი სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხილეთ პუნქტი „დამხმარე ნივთიერებები).

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნება მაო-ს (მონოამინოქსიდაზა) ინჰიბიტორების სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს, სელეგილინის (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატები), მოკლობემიდის (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები) და ლინეზოლიდის (ანტიბიოტიკი) ჩათვლით.

თუ იღებთ პიმოზიდს (ანტიფსიქოზური საშუალება).

თუ დაბადებიდან გაქვთ ან გქონდათ გულის არარეგულარული რითმი ეპიზოდი (რაც გამოჩნდა ელექტროკარდიოგრამაზე; გულის ფუნქციის შესაფასებლად ჩატარებული გამოკვლევის დროს).

თუ დანიშნული გაქვთ გულის რიტმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები ან მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ გულის რიტმზე (IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ნეიროლეპტიკური პრეპარატები (მაგ.: ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ.: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინ IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტი-ალერგიული საშუალებები (ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი) (იხ. პუნქტი ,,სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება“).

სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ გაქვს ნებისმიერი სხვა მდგომარეობა ან დაავადება, რისი მხედველობაში მიღებაც აუცილებელია თქვენი ექიმისთვის, კერძოდ:

გთხოვთ შეატყობონოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ:

თუ გაქვთ ეპილეფსია, ან თუ პრეპარატის გამოყენების დროს პირველად განვითარდა ეპილეფსიური (კრუნჩხვითი) ეპიზოდი, ან თუ ეპილეფსიური კრუნჩხვები გახშირდა, ციტოლესის გამოყენება უნდა შეწყდეს (იხილეთ „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს თქვენთვის დანიშნული დოზის კორექცია.

თუ გაქვთ დიაბეტი, ციტოლესით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს სისხლში შაქრის დონე. შესაძლოა საჭრო გახდეს ინსულინისა და/ან პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექცია.

თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.

თუ გაქვთ სისხლდენის ან სისხლჩაქცევების განვითარების მიდრეკილება, ან თუ ხართ ორსულად (იხილეთ „ორსულობა“).

თუ გიტარდებათ ელექტროკონვულსიური თერაპია (ელექტროშოკური თერაპია).

თუ გაქვთ გულის კორონარული სისხლძარღვების დაავადება.

თუ გაქვთ ან გქონდათ გულის პრობლემები ან ბოლო ხანებში გადაიტანეთ გულის შეტევა.

თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორგანიზმიდან მარილების დაკარგვასთან გახანგრძლივებული დიარეის ან ღებინების გამო, ან გამოწვეული იყოს დიურეტიკების მიღებით.

თუ აღგენიშნებათ გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, კოლაფსი ან თავბრუსხვევა წამოდგომისას, რაც შესაძლოა მიუთითებდეს გულის პულსაციის დარღვევაზე.

გაქვთ ან წარსულში გქონდათ პრობლემები თვალების მხრივ, როგორიცაა გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება) ან გქონდათ წარსულში

რეკომენდებულია სიფრთხილით გამოყენება“Torsade des Pointes“ (გულის რითმის დარღვევის ნაირსახეობა) განვითარების მაღალი რისკი მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ, მაგალითად გულის შეგუბებითი უკმარისობა, პირველად განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტი, გულისცემის დაბალი რითმი, ან თანმხლები დაავადების ან პრეპარატის გამოყენების გამო ჰიპოკალიემია (სისხლში კალიუმის დაბალი დონე) ან ჰიპომაგნიემია (სისხლშიმაგნიუმის დაბალი დონე) მიდრეკილების დროს.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება

მანიაკალურ-დეპრესიული (ბიპოლარული აშლილობა) დაავადების მქონე ზოგიერთ პაციენტი შეიძლება გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. ეს ხასიათდება უჩვეულო და სწრაფად ცვალებადი იდეებით, შეუსაბამო ბედნიერებით და გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობით. თუ ამას განიცდით, მიმართეთ ექიმს.

მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია ასევე გამოვლინდეს მოუსვენრობა, მუდმივად მოძრაობაში ყოფნის სურვილი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს.

ციტოლესის (SSRIs/SNRIs) მსგავსმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პუნქტი 4). ზოგიერთ შემთხვევაში. ეს სიმპტომები ნარჩუნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ფიქრები თვითმკვლელობაზე და დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის გაუარესება:

თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა ზოგჯერ გქონდეთ თვითდაზიანებასთან ან თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ფიქრები. ამგვარი ფიქრები შესაძლოა გამძაფრდეს პირველად ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგანაც ყველა ამ პრეპარატმა რომ იმოქმედოს, საჭიროა დრო, ჩვეულებრივ, დაახლოებით 2 კვირა, თუმცა ზოგჯერ - მეტიც.

სავარაუდოდ, შესაძლოა ასე იფიქროთ:

თუ ადრე გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე.

თუ ხართ ახალგაზრდა ადამიანი. კლინიკური კვლევებიდან მიღებულ ინფორმაციაში აღინიშნა სუიციდალური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიკური აშლილობის მქონე 25 წლამდე ასაკის ზრდასრულ ახალგაზრდებში, რომელთაც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ გამუდმებით გაქვთ აზრები თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

დიდად დაგეხმარებათ, თუ თქვენი დეპრესიისა ან შფოთვითი აშლილობის შესახებ დაელაპარაკებით თქვენს ნათესავს ან ახლო მეგობარს და სთხოვთ მათ წინამდებარე ინსტრუქციის წაკითხვას. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, გითხრან, თუ, მათი აზრით, თქვენი დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა თანდათან უარესდება ან თუ აღელვებთ თქვენ ქცევასთან დაკავშირებული ცვლილებები.

ანტიდეპრესანტული საშუალებების გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებში და 24 წლამდე ახალგაზრდა მოზარდებში, არსებობს სუიციდური აზრების და სუიციდის მცდელობის ზრდის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საჭროა ყველა პაციენტის მონიტორინგი ოჯახის წევრის ან მომვლელის მიერ, მოულოდნელი ქცევითი ცვლილებების გამო, როგორიცაა შფოთვა და აკათიზია, ან სუიციდის ალბათობა, განსაკუთრებით პრეპარატით თერაპიის კურსის საწყის თვეებში, ან დოზის ცვლილების დროს - იქნება ეს გაზრდა თუ შემცირება. ციტოლესი ნაჩვენებია დეპრესიის (მძიმე დეპრესიული მდგომარეობები), პანიკური აშლილობის (ღია სივრცის შიში) ან მის გარეშე, სოციალური შფოთვითი აშლილობის (სოციალური ფობია), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) დროს. ციტოლესი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებისა და მოზარდების (18 წლამდე ასაკის) სამკურნალოდ. ხანდაზმულ პაციენტებში სოციალური შფოთვითი აშლილობის დროს ციტოლესის ეფექტურობა შესწავლილი არ არის.

გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში

დაუშვებელია ესციტალოპრამის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ წინამდებარე კლასის მედიკამენტების მიღებისას 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არსებობს ისეთი გვერდითი ეფექტების გაზრდილი რისკი, როგორებიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, სუიციდალური ფიქრები და მტრული დამოკიდებულება (განსაკუთრებით, აგრესია, საპირისპირო ქცევა და სიბრაზე). მიუხედავად ამისა, ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტებს შესაძლოა დაუნიშნოს ესციტალოპრამი, თუ გადაწყვეტს, რომ ეს მათ ინტერესებშია. თუ თქვენმა ექიმმა ესციტალოპრამი დაუნიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის განხილვა, გთხოვთ დაბრუნდეთ ექიმთან. ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარების ან გაუარესების შემთხვევაში აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ამის შესახებ, როცა 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ ესციტალოპრამს. გარდა ამისა, ჯერ არ დადასტურებულა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ესციტალოპრამის გრძელვადიანი უსაფრთხოების ეფექტები ზრდასთან, მომწიფებასთან და კოგნიტიურ და ქცევით განვითრებასთან დაკავშირებით.

თუ აღნიშნული სიმპტომები გაქვთ ან გქონიათ წარსულში, აცნობეთ თქვენს ექიმს.

ციტოლესის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ციტოლესის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე საკვების გარეშე (როგორ გამოიყენება ციტოლესი?).

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ციტოლესის შემთხვევაშიც არ არის რეკომენდებული მიღება ალკოჰოლთან ერთად, თუმცა ალკოჰოლის და ციტოლესის ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა.

ორსულობა პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. არ მიიღოთ ციტოლესი, თუ ხართ ორსულად, სანამ თქვენ და თქვენი ექიმი არ განიხილავთ პრეპარატთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს.

თუ თქვენ იღებთ ციტოლესს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, უნდა იცოდეთ, რომ ახალშობილში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები: სუნთქვის გაძნელება, კანის სილურჯე, კრუნჩხვები, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, კვებითი სირთულეები, ღებინება, სისხლში შაქრის დაბალი დონე, დაჭიმული ან მოდუნებული კუნთები, რეფლექსების გაძლიერება, ტრემორი, მღელვარება, გაღიზიანება, ლეთარგია, მუდმივი ტირილი, ძილიანობა და ძილის გაძნელება.თუ დაბადებისას თქვენს ბავშვს აქვს რომელიმე აღნიშნული სიმპტომი, დაუყოვნებლივ დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ციტოლესს. ორსულობისას, კერძოდ კი ბოლო 3 თვის განმავლობაში, ციტოლესის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის რისკი ჩვილებში, სახელწოდებით ახალშობილთა პერსისტირებადი პულმონარული ჰიპერტენზია, რაც აჩქარებს სუნთქვას და ჩვილს უჩნდება სილურჯე. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ამას შეამჩნევთ თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

თუ ციტოლესს იღებთ ორსულობის ბოლოს, განსაკუთრებით თუ ანამნეზში გაქვთ სისხლდენის დარღვევები, შესაძლოა გაიზარდოს მშობიარობისშემდგომი ძლიერი ვაგინალური სისხლდენის რისკი. თქვენმა ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ციტოლესს, რათა მათ შეძლონ შესაბამისი კონსულტაციის გაწევა.

თუ ორსულობის პერიოდში მაინც მოხდა პრეპარატის გამოყენება, მისი მიღების უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება.

თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ციტოლესი სავარაუდოდ გადადის დედის რძეში. არ მიიღოთ ესციტალოპრამი, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, სანამ თქვენ და თქვენი ექიმი არ განიხილავთ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს.

ფერტილობა

ციტალოპრამმა, რომელიც ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტია, ცხოველებში ჩატარებულ ცდებში აჩვენა სპერმის ხარისხის დაქვეითება. თეორიულად, ამან შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ფერტილობაზე, მაგრამ ადამიანის ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ავტომობილისას და მექანიზმების მართვის უნარი

რეკომენდებულია, თავი აარიდოთ ავტომობილისა და მექანიზმების მართვას, რადგანაც არ იცით როგორ იმოქმედებს ციტოლესი თქვენზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ციტოლესის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ არ განიხილება.

სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:

„არასელექტიური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები“ (MAOIs), რომლებიც აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს ფენელზინს, იპრონიაზიდის იზოკარბოქსაზიდს, ტრანილციპრომინს და ნიალამიდს. თუ თქვენ ღებულობდით ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი პრეპარატებიდან ერთ ერთს, ციტოლესის მიღებამდე საჭიროა 14 დღიანი ინტერვლის დაცვა. ციტოლესის მიღების შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა 7 დღიანი ინტერვალის დაცვა მათი მიღების გასაგრძელებლად.

„ მაო-ს შექცევადი სელექტიური ინჰიბიტორები“, რომლებიც შეიცავს მოკლობემიდს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

„მაო-ს შეუქცევადი სელექტიური ინჰიბიტორები“, რომლებიც შეიცავს სელეგილინს (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). აღნიშნული პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.

ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი.

ლითიუმის (გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მკურნალობისას) და ტრიპტოფანის შემცველი პრეპარატები (ამინომჟავები, რომლებიც გამოიყენება საკვები დანამატების სახით).

იმიორამინი და დეზიპრამინი (ორივე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

სუმატრიპტანი და მსგავსი მედიკამენტები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) და ტრამადოლი და მსგავსი მედიკამენტები (ოპიოიდები, გამოიყენება ძლიერი ტკივილის დროს). ეს მედიკამენტები ზრდიან გვერდითი მოვლენების რისკს.

ციმეტიდინი, ლანსოპრაზოლი და ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), პფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) და ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინფარქტის რისკის შესამცირებლად). ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ესციტალოპრამის რაოდენობის ზრდა.

კრაზანას (Hypericum perforatum) - დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება.

აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებლები ან სისხლის გამათხელებელი საშუალებები – ანუ, ანტიკოაგულანტები). აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენისკენ მიდრეკილება.

ვარფარინი, დიპირიდამოლი და ფენპროკოუმონი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად – ანუ, ანტიკოაგულანტები). მკურნალი ექიმი სავარაუდოთ შეამოწმებს სისხლის შედედების უნარს როგორც ციტოლესის მიღებამდე, ასევე ციტოლესით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამგვარად, დადგინდება თქვენს მიერ მიღებული ანტიკოაგულანტის დოზის ადექვატურობა.

მეფლოქუინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ბუპროპიონი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) და ტრამადოლი (გამოიყნებეა ძლიერი ტკივილის დროს). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენება ზრდის კრუნჩხვითი მზაობის რისკს.

ნეიროლეპტიკები (შიზოფრენიის და ფსიქოზების სამკურნალო პრეპარატები), კრუნჩხვითი მზაობის ზრდის რისკის გამო, და ანტიდეპრესანტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები).

ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ), კლომიპრამინი და ნოტრიპტილინი (ანტიდეპტრესანტები), რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი (ანტიფსიქოტური საშუალებები). აღნიშნულ პრეპარატებთან გამოყენებისას საჭიროა ციტოლესის დოზის კორექცია.

არ მიიღოთ ციტოლესი, თუ იღებთ გულისცემის რითმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ან მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულისცემის რითმზე, როგორიცაა ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ., სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ი.ვ. ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ალერგიული დაავადებების საწინააღმდეგო გარკვეული პრეპარატები (მაგ., ასტემიზოლი, ჰიდროქსიზინი, მიზოლასტინი).

პრეპარატები, რომლებიც ამცირებს კალიუმის და მაგნიუმის დონეს სისხლში და ზრდის სიცოცხლისთვის საშიშ გულის არითმიების რისკს.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

  • როგორ გამოიყენება ციტოლესი?

მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

ყოველთვის მიიღეთ ესციტალოპრამი ექიმის დანიშნულებისამებრ. აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთთან, თუ დარწმუნებული არა ხართ.

მოზრდილები:

დეპრესიის მკურნალობა:

ციტოლესის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10 მგ ერთხელ დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა მაქსიმუმ 20 მგ/დღეში.

პანიკური აშლილობა (ვლინდება უეცრად და შემთხვევით, განმეორებითი ინტენსიური დისტრესითა ან შიშის შეტევით)

პირველი კვირის განმავლობაში მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ/დღეში, ხოლო მეორე კვირიდან ხდება დოზის გაზრდა – 10 მგ/დღეში. ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემდგომი ზრდა მაქსიმალურ დღიურ დოზამდე – 20 მგ/დღეში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა (შფოთვის და შიშის განცდა სოციალურ გარემოში სხვების ნეგატიური აღქმით)

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. აღნიშნულ დოზაზე პაციენტის საპასუხო რეაქციიდან გამომდინარე ექიმმა შესაძლოა ან შეამციროს დოზა – 5 მგ-მდე/დღეში, ან გაზარდოს იგი – 20 მგ-მდე/დღეში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ხანგრძლივი, ექსტრემალური და მოულოდნელი შფოთვითი სიტუაცია) ციტოლესის ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ.

შესაძლოა მკურნალმა ექიმმა გაზარდოს დოზა – 20 მგ-მდე/დღეში.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული აზრები, იდეები და იმპულსები განმეორებითი ქცევებითა და გონებრივი მოქმედებებით)

ციტოლესის ჩვეულებრივ რეკომედებული დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ.

შესაძლოა მკურნალმა ექიმმა გაზარდოს დოზა – 20 მგ-მდე/დღეში.

  • მიღების წესი და მეთოდი:

პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტი გადაყლაპეთ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. ტაბლეტი არ დაღეჭოთ, მას მწარე გემო აქვს.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის მოთავსება ჭდიანი მხრით ზემოთ და გაყოფა ორ ნაწილად. ტაბლეტის გადატეხვა შუახაზზე შესაძლებელია მის გვერდებზე საჩვენებელი თითების დაჭერით, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე.

  • ზოგიერთი ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები და მოზარდები

ციტოლესი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლის ასაკამდე). მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ პუნქტი 2 „ციტოლესის გამოყენებამდე“.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ)

ციტოლესის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენ დღიურ 5 მგ-ს ერთჯერადად. ექიმმა დოზა შესაძლოა გაზარდოს დღეში 10 მგ-მდე.

  • განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

სიფრთხილეა საჭირო თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე ფუნქციის მქონე პაციენტებში. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

პაციენტები, CYP2C19 ფერმენტის ცნობილი ცუდი მეტაბოლიზმით:

ამ ცნობილი გენოტიპის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ დღეში 10 მგ-ზე მეტი. მიიღეთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

დაავადების სიმპტომების შემცირება ხდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პრეპარატის მიღება განაგრძეთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

არ შეცვალოთ პრეპარატის დოზირება თვითნებურად, ექიმის ინფორმირების გარეშე. განაგრძეთ ციტოლესის მიღება იმ ხანგრძლივობით, რაც გირჩიათ ექიმმა. პრეპარატით მკურნალობის ნაადრევმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების თავიდან წარმოშობა. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც თავს უკეთ იგრძნობთ.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ ციტოლესის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყბონეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ციტოლესი

საჭირო დოზაზე მეტი ციტოლესის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, დისკომფორტის ნიშნები არ შეიმჩნევა.

ჭარბი დოზირების სიმპტომები შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა, კანკალი, აღგზნება, განმუხტვა (კონვულსია), კომა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გულის რიტმის ცვლილება, სისხლის წნევის დაწევა და ორგანიზამში სითხის/მარილის ბალანსის დარღვევა.

თან იქონიეთ ციტოლესის შეფუთვა/კოლოფი, როდესაც მიმართავთ ექიმს ან ჰოსპიტალს.

თუ დაგავიწყდათ ციტოლესის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაგახსენდათ საღამო ხანს დაძინებამდე, დაუყოვნებლივ მიიღეთ იგი. შემდგომი დოზა მიიღეთ მეორე დღეს ჩვეულებრივ დროს. თუ პრეპარატის მიღება თქვენ მხოლოდ ღამით, ან მეორე დღეს გაგახსენდათ, გამოტოვეთ დოზა შემდეგ ჩვეულებისამებრ განაგრძეთ მისი მიღება.

თუ თქვენ შეწყვიტეთ ციტოლესის მიღება:

არ შეწყვიტოთ ციტოლესის მიღება, სანამ თქვენი ექიმი არ გირჩევთ ამას. მკუნალობის შეწყვეტის შემთხვევაში ექიმი თანდათნობით შეგიმცირებთ ციტოლესის დოზას რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.

ციტოლესის მიღების შეწყვეტისას, განსაკუთრებით თუ ის უეცრად მოხდა, შეიძლება იგრძნოთ აბსტინენციის სიმპტომები. ეს სიმპტომები ხშირია ციტოლესით მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას. სიმპტომების გამოვლენის რისკი უფრო მაღალია, როდესაც ციტოლესი გამოიყენებოდა დიდი ხნის განმავლობაში ან მაღალი დოზებით ან დოზის შემცირება მოხდა ძალიან სწრაფად. პაციენტების უმეტესობა თვლის, რომ სიმპტომები მსუბუქია და თავისთავად გაივლის ორ კვირაში. თუმცა ზოგიერთ პაციენტებში სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ინტენსივობით ან იყოს ხანგრძლივი (2-3 თვე ან მეტი). თუ მკურნალობის შეწყვეტისას განიცდით აბსტინენციის სიმპტომებს, მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწვიტოს, რომ გესაჭიროებათ ტაბლეტების თავიდან მიღება და დოზის კიდევ უფრო ნელ-ნელა შემცირება.

მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლო სიმპტომები მოიცავს შემდეგს: თავბრუსხვევა (არასტაბილურობა ან წონასწორობის დარღვევა), ჩხვლეტისა და წიწკნის შეგრძნება, წვის შეგრძნება და ელექტროშოკის შეგრძნება, მათ შორის თავში (უფრო იშვიათად), ძილის დარღვევა (ნათელი სიზმრები, კოშმარები, უძილობა), შფოთვა, თავის ტკივილი, გულისრევა, ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის ჩათვლით), მოუსვენრობა ან აგზნება, ტრემორი, დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნება, ემოციურობა ან გაღიზიანება, დიარეა (თხიერი განავალი), მხედველობის დარღვევა, გულისცემის აჩქარება ან გულისცემის შეგრძნება.

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად გვერდითი ეფექტების გამოწვევა შესაძლებელია ციტოლესის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: ვლინდება 1–ზე მეტ მომხმარებელში 10–დან.

ხშირი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 100–დან.

არახშირი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 1000–დან.

იშვიათი: ვლინდება 1–დან 10–მდე მომხმარებელში 10000–დან.

უცნობი: სიხშირის დადგენა არსებული მონაცემებით შეუძლებელია.

გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, ქრება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ბევრი გვერდითი ეფექტი შესაძლოა ასევე იყოს თქვენი დაავადების სიმპტომი და, მაშასადამე, ალაგდება, როცა თავს უკეთ იგრძნობთ.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ ციტოლესისმიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრს:

არახშირი:

ძლიერი სისხლდენა გასტროინტესტინალური სისხლდენის ჩათვლით.

იშვიათი:

თუ აღგენიშნებათ კანის, ენის, ტუჩების, ხახის ან სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ალერგიული რეაქცია), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

თუ თქვენ გაქვთ ცხელება, აგზნებადობა, შეუძლოდ ყოფნა, კანკალი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა – ეს შეიძლება იყოს ისეთი იშვიათი მდგომარეობის ნიშანი, რომელიც სეროტონინის სინდრომის სახელწოდებითაა ცნობილი. თუ შენიშნავთ მსაგვს ეფექტებს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ თქვენ გამოგივლინდათ თუნდაც ერთერთი მათგანი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

თუ თქვენ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი ეფექტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

უცნობი:

შარდვის გაძნელება

განმუხტვები (კრუნჩხვები) (იხ. ასევე პუნქტი „სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს“)

კანის ან/და თვალის სკლერების სიყვითლე, რაც მიუთითებს ღვიძლის დაზინებაზე (ჰეპატიტი)

აჩქარებული, არარეგულარული გულისცემა, გულისწასვლა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს სისცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე, როგორიცაა “პირუეტის ტიპის” პარკუჭოვანი ტაქიკარდია

თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის აზრები; იხილეთ აგრეთვე განყოფილება „გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ციტოლესის მიღებისას“

კანის და ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება).

ეს ყველა მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სხვა გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი:

გულისრევა

თავის ტკივილი

ხშირი:

რინიტი, ცხვირის გაჭედვა (სინუსიტი)

მადის გაძლიერება ან დაქვეითება

შფოთვა, მოუსვენრობა, არანორმალური სიზმრები, ძილის დარღვევები, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მთქნარება, კანკალი, კანზე უჩვეულო შეგრძნებები

დიარეა, შეკრულობა, ღებინება, სიმშრალე პირის ღრუში

გაძლიერებული ოფლიანობა

კუნთების და სახსრების ტკივილი (ართრალგია და მიალგია)

სექსუალური დარღვევები (გახანგრძლივებული ეაკულაცია, ერექციის სისუსტე, დაქვეითებული ლიბიდო, ქალებში ორგაზმის მიღწევის გაძნელება)

დაღლილობა, ცხელება

წონის მომატება

არახშირი:

ჭინჭრის ციება (ურტიკარია), გამონაყარი კანზე, ქავილი (პრურიტუსი)

კბილების უნებლიე კრაჭუნი, აგზნებადობა, ნევროზულობა, პანიკური აშლილობა, გონების დაბინდვა

ძილის დარღვევა, გემოს შეცვლა, გულის წასვლა (სინკოპე)

თვალის გუგების გაფართოება (მიდრიაზი), დაბინდული მხედველობა, შუილი ყურებში (ტინიტუსი)

თმის ცვენა

ჭარბი მენსტრუალური სისხლდება

მენსტრუქციის დარღვევა

წონის დაკლება

გახშირებული გულისცემა

ხელების და ფეხების შეშუპება

ცხვირიდან სისხლდენა

იშვიათი:

აგრესიულობა, დეპერსონალიზაცია, (საკუთარი თავის არარეალურად ან საკუთარი სხეულისგან განცალკევებულად აღქმა), ჰალუცინაციები (უცნაური საგნების დანახვა ან ხმების გაგონება)

გულისცემის შენელება

უცნობი:

აზრები საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან თვითმკვლელობის შესახებ (იხ. ასევე პუნქტი „სიფრთხილით გამოიყენეთ ციტოლესი შემდეგი მდგომარეობების დროს“)

ნატრიუმის დაბალი შემცველობა სისხლში (სიმპტომები მოიცავს გულისრევის შეგრძნებას, ცუდად ყოფნას, კუნთების სისუსტეს და დაბნეულობას)

თავბრუსხვევა სწრაფად წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება სისხლში)

მოძრაობის დარღვევა (კუნთების უნებლიე მოძრაობა)

მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)

სისხლდენები კანზე და ლორწოვანზე სისხლჩაქცევების ჩათვლით (ეკქიმოზი) და სისხლში თრომბოციტების დაბალი შემცველობა (თრომბოციტოპენია)

კანის და ლორწოვანის უეცარი შეშუპება (ანგიოედემა)

ნატრიუმის დონის შემცირება ორგანიზმში წყლის შეკავების და სისხლის განზავების შედეგად, რაც გამოწვეულია ADH ჰორმონის (ADH-ის არასათანადო სეკრეციის სინდრომი) გაზრდილი სეკრეციით.

რძის გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში, რომლებიც არ კვებავენ ძუძუთი.

მანია (ჭარბი აქტივობის ან ზედმეტი აგზნების ეპიზოდები).

ძვლების მოტეხილობის რისკის ზრდა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ამ ტიპის მედიკამენტს

გულის რიტმის დარღვევა (ე.წ. „QT ინტერვალის გახანგრძლივება“, რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე, რაც გულის ელექტრო აქტივობის საზომია).

  • მშობიარობის შემდეგ ძლიერი ვაგინალური სისხლდენა (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი „ორსულობა“.

გარდა ამისა, ცნობილია მრავალი გვერდითი ეფექტი, რომელიც ვლინდება ისეთი მედიკამენტების მიღებისას, რომლებიც მოქმედებს ესციტალოპრამის (ციტოლესის აქტიური ინგრედიენტი) მსგავსად.

ესენია:

მოტორული მოუსვენრობა (აკათიზია (გაუნძრევლად ყოფნის შეუძლებლობა))

მადის დაქვეითება

თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • როგორ ინახება ციტოლესი?

შეინახეთ ციტოლესი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ.

არ გამოიყენოთ ციტოლესი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან ისეთი მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იღებთ! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reŗitpaŗa Mahallesi Eski Büyükdere Cad. No:4 34467

Maslak / İstanbul

წარმოების ადგილი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No : 3

Esenyurt / İstanbul

ამ ფურცელი–ჩანართის განახლება მოხდა 16/01/2024.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა