პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ცისპლატინი აკორდი

Cisplatinum Accord

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ცისპლატინი მიეკუთვნება ციტოსტატიკური მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. ცისპლატინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით, მაგრამ უფრო ხშირად ცისპლატინი გამოიყენება სხვა ციტოსტატიკებთან კომბინაციაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცისპლატინი (cisplatin)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/100მლ (1მგ/მლ) 100მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
ACCORD HEALTHCARE LIMITED, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პლატინის ნაერთები
ATC კოდი
L01XA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-040530
რეგისტრირებულია
20 მარტი 2024, მოქმედებს 20 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაცისპლატინი აკორდი და სხვა წამალი ერთად

ცისპლატინი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცისპლატინი მიეკუთვნება ციტოსტატიკური მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. ცისპლატინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით, მაგრამ უფრო ხშირად ცისპლატინი გამოიყენება სხვა ციტოსტატიკებთან კომბინაციაში.

რისთვის გამოიყენება მედიკამენტი?

ცისპლატინი ორგანიზმში ანადგურებს უჯრედებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ გარკვეული ტიპის კიბო (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე, საკვერცხის სიმსივნე, შარდის ბუშტის სიმსივნე, თავისა და კისრის ეპითელური სიმსივნეები, ფილტვის კიბო და საშვილოსნოს კიბო სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში).

მიღების წესი და დოზირება

ცისპლატინი უნდა გაკეთდეს მხოლოდ კიბოს მკურნალობის გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ.

კონცენტრატი უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.

ცისპლატინი კეთდება მხოლოდ ინტრავენურად (ინტრავენური ინფუზიის სახით).

მხარდამჭერი მოწყობილობები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ანაფილაქსიური რეაქციების გასაკონტროლებლად.

ცისპლატინი არ უნდა მოხვდეს ალუმინის შემცველ მასალებთან კონტაქტში.

ცისპლატინის რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მკურნალობის მოსალოდნელ ეფექტებსა და ცისპლატინის გამოყენებაზე მონოთერაპიის სახით ან სხვა აგენტებთან კომბინაციაში (კომბინაციური ქიმიოთერაპია).

ცისპლატინი (მონოთერაპიის დროს):

რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

ერთჯერადი დოზა 50-120 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის, ყოველ 3-4 კვირაში;

15-20 მგ/მ2 დღეში 5 დღის განმავლობაში, ყოველ 3-4 კვირაში.

ცისპლატინი სხვ ქიმიოთერაპიულ აგენტებთან კომბინაციაში (კომბინაციური თერაპიის დროს):

20 მგ/მ2 ან მეტი, ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.

საშვილოსნოს კიბოს მკურნალობის დროს ცისპლატინი გამოიყენება სხივურ თერაპიასთან ერთად.

რეკომენდებული დოზაა 40 მგ/მ2 კვირაში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში.

თირკმელების პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან მათ შესამცირებლად, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლის მიღება ცისპლატინით მკურნალობის შემდეგ 24 საათის განმავლობაში.

ცისპლატინი აკორდით დოზის გადაჭარბებისას

მკურნალი ექიმი გააკონტროლებს, რომ პაციენტმა მიიღოს მისი მდგომარეობისათვის შესაფერისი სწორი დოზა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძება გაძლიერდეს გვერდითი მოვლენები. ექიმი დანიშნავს სიმპტომურ მკურნალობას. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო ცისპლატინის გადაჭარბებული დოზა, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ცისპლატინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა მსგავსი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის მიმართ;

თუ პაციეტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება სმენის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის უჯრედების ძალიან დაბალი რაოდენობა (ე.წ. “მიელოსუპრესია”), (მკურნალი ექიმი ამას შეამოწმებს სისხლის ანალიზით);

თუ პაციენტს აღენიშნება დეჰიდრატაცია;

თუ პაციენტს ესაჭიროება ყვითელი ცხელების გამო ვაქცინაცია;

ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია ცისპლატინის სტერილური კონცენტრატის გამოყენებამდე:

თუ პაციენტს აღენიშნება ნერვის დაზიანების რაიმე სიმპტომი (პერიფერიული ნეიროპათია), როგორიცაა: ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, დაბუჟება ან შეხების შეგრძნების დაქვეითება;

თუ პაციენტს ჩატარებული აქვს სხივური თერაპია თავზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს/იყენებს, ახლო წარსულში იღებდა/იყენებდა ან აპირებს, რომ მიიღოს/გამოიყენოს, როგორიცაა მაგ.:

ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორიცაა ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები და ამფოტერიცინი B და ზოგიერთი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის დროს. მათი გამოყენებისას ცისპლატინის გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით, თირკმლის პრობლემები, შეიძლება უფრო გამწვავდეს;

ზოგიერთმა შარდმდენმა, ე.წ. მარყუჟოვანმა დიურეტიკებმა, ამინოგლიკოზიდებმა და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტმა - იფოსფამიდმა, შეიძლება ცისპლატინით გამოწვეული სმენის დაკარგვის გვერდითი მოვლენა უფრო გააძლიერონ;

ბლეომიცინმა (სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი), მეთოტრექსატმა (გამოიყენება კიბოს ან ართრიტის სამკურნალოდ) და პაკლიტაქსელმა (სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი) შეიძლება გამოიწვიონ უფრო მეტი გვერდითი მოვლენა ცისპლატინთან ერთად გამოყენებისას;

პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტურობაზე შეიძლება მოხდეს გავლენა. მკურნალი ექიმი მოახდენს ამის მონიტორინგს სისხლის ანალიზების საშუალებით;

გარკვეული ანტიჰისტამინების გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს წონასწორობის ბალანსის ცვლილებები (როგორიცაა თავბრუსხვევა ან ყურებში ხმაური);

შეიძლება დაქვეითდეს გულყრების სამკურნალო მედიკამენტის (როგორიცაა ფენიტოინი) ეფექტურობა, ამიტომ საჭიროა სისხლში მისი დონის შემოწმება;

ცისპლატინმა შეიძლება გააუარესოს კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტის - იფოსფამიდის, გვერდითი ეფექტები.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თანდაყოლილი დეფექტების შესაძლო რისკის გამო საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ზომების მიღება როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში ცისპლატინით მკურნალობის დროს და მისი დამთავრებიდან არაუმცირეს 6 თვის განმავლობაში.

ცისპლატინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პერმანენტული სტერილობა მამაკაცებში.

რეკომენდებულია, რომ მამაკაცებმა, რომელთაც სურთ შვილის ყოლა მომავალში, მკურნალობის დაწყებამდე განიხილონ სპერმის კრიოკონსერვაციის (გაყინვის) შესაძლებლობა. თუ პაციენტს რაიმე აწუხებს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აქვეითებენ ამ უნარს.

ცისპლატინი აკორდი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 3.5 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) ერთ მლ-ში. ეს ექვივალენტურია მოზრდილისთვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 38.3%-ს.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

ძლიერი ალერგიული რეაქცია - პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს უეცრად განვითარებული გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება), ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირისა და ხორხის შეშუპება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და გულისწასვლის შეგრძნება;

ძლიერი ტკივილი მკერდის არეში შესაძლო ირადიაციით ქვედა ყბაში ან მკლავში, ოფლიანობით, სუნთქვის უკმარისობითა და გულისრევით (მიოკარდიუმის ინფარქტი);

ინექციის დროს ინექციის ადგილის ტკივილი ან შეშუპება (შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ინექცია არ ხდება ვენაში სათანადოდ, რომელიც იწვევეს ინექციის ადგილის მიმდებარე ქსოვილების მძიმე დაზიანებას);

ინსულტი;

თავის ტვინის დისფუნქცია (ცნობიერების დაბინდვა, მეტყველების დარღვევა, ზოგჯერ სიბრმავე, მეხსიერების დაკარგვა და დამბლა).

ესენი მძიმე გვერდითი მოვლენებია, რომლებიც მოითხოვენ გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში:

ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება (რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე);

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, რომელიც ზრდის ინფექციების ალბათობას (ლეიკოპენია);

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რომელიც ზრდის სისხლჩაქცევისა და სისხლდენის რისკს (თრომბოციტოპენია);

ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე და კანის სიფერმკრთალე (ანემია);

ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში;

მაღალი ტემპერატურა.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

ერთ-ერთი ქვედა კიდურის ძლიერი ტკივილი ან შეშუპება, ტკივილი მკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება (შეიძლება მიუთითებდეს სახიფათო სისხლის თრომბის არსებობაზე ვენაში);

სწრაფი, არარეგულარული ან შენელებული გულისცემა;

სეფსისი (სისხლის მოწამვლა).

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

მძიმე ალერგიული რეაქცია (იხ. ზემოთ);

სმენის დაზიანება (ოტოტოქსიკურობა);

მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში;

სპერმის წარმოქმნის დარღვევა.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

მწვავე ლეიკემიის გაზრდილი რისკი;

გულყრები;

გულისწასვლა, თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა და მხედველობის დაკარგვა;

თავის ტვინის გარკვეული ტიპის ფუნქციის დაკარგვა, მათ შორის ტვინის დისფუნქცია, რომელიც ხასიათდება სპაზმებითა და ცნობიერების დაქვეითებით;

მიოკარდიუმის ინფარქტი;

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი);

სენსორული ნერვების პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც ხასიათდება ჩხვლეტის, წვის ან დაბუჟების შეგრძნებით, რომელიც ვითარდება უმიზეზოდ და ზოგჯერ იწვევს გემოს, შეხების, მხედველობის დაკარგვას, წინ დახრისას განვითარებულ უეცარ გამჭოლ ტკივილს კისრიდან წელის გავლით ფეხებში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

გულის გაჩერება.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე:

ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ყელის ტკივილი;

ჰემოლიზური ანემია;

ვაზოპრესინის ჰორმონის (ადჰ) არასაკმარისი გამოთავისუფლება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება და სითხის შეკავება;

ამილაზის (ფერმენტის) დონის მომატება სისხლში;

დეჰიდრატაცია;

კალციუმის, ფოსფატების, კალიუმის დაბალი დონე სისხლში;

შარდმჟავის მაღალი დონე სისხლში;

კუნთების სპაზმები;

ხერხემლის დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება, რომელიც ვრცელდება კიდურებში;

გემოს დაკარგვა;

მხედველობის პრობლემები (მხედველობის დაბინდვა, ფერების აღქმის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა ან თვალის ტკივილი);

ყურებში ხმაური ან სიყრუე;

გულის პრობლემები;

უჩვეულოდ ცივი და ფერმკრთალი ხელები და ტერფები;

ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება ან ტრემორი;

მუდმივი თავის ტკივილი;

გულისრევა ან ღებინება;

მადის დაკარგვა, ანორექსია;

სლოკინი;

დიარეა;

ღვიძლის ფერმენტების მომატება, ბილირუბინის მომატება;

სუნთქვის გაძნელება;

თირკმელებისა და შარდვის პრობლემები;

თმის ცვენა;

გამონაყარი;

უკიდურესი დაღლილობა/სისუსტე;

ინექციის ადგილის შეშუპება ან დაწყლულება;

სპაზმები ან კრამპები;

წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება;

მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევა ან სისხლდენა;

ჰემოლიზური ურემიული სინდრომი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები თირკმელებსა და სისხლში.

ცისპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის, ღვიძლისა და თირკმელების პრობლემები. მკურნალი ექიმი აიღებს სისხლის ანალიზებს ამ პრობლემების შესამოწმებლად.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: HYPERLINK "https://smz.ezdrowie.gov.pl" https://smz.ezdrowie.gov.pl. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

შემადგენლობა

ცისპლატინი აკორდი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ცისპლატინს.

ერთი მილილიტრი (მლ) ხსნარი შეიცავს 1 მილიგრამ (მგ) ცისპლატინს. ეს მედიკამენტი წამოდგენილია ქარვისფერი მინის კონტეინერებში - ფლაკონებში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი ინახება გარეთა კოლოფში (ცისპლატინის მზის სინათლის ზემოქმედებისაგან დასაცავად).

1 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

კონტეინერი ინახება კოლოფში სინათლისაგან დასაცავად. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა.

თუ დაბალ ტემპერატურაზე შენახვის გამო ხსნარს უჩდება კრისტალები ან ნალექი, საჭიროა პრეპარატის დაყოვნება ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ხსნარი კვლავ გახდება გამჭვირვალე.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ფლაკონსა და კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ (“exp”). შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ხილული დაზიანების ნიშნების არსებობისას.

ყველა მასალა, რომელიც გამოიყენება მომზადებისას და შეყვანისას, ან რომელიც კონტაქტში იყო ცისპლატინთან, უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური აგენტებისათვის განკუთვნილი ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

თუ ხსნარი არის შემღვრეული ან აღინიშნება ნალექი, რომელიც არ იხსნება, ბოთლი უნდა იქნას გადაგდებული.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ცისპლატინი აკორდი 1 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ცისპლატინი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისთვის გადაცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცვტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ცისპლატინი აკორდი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცისპლატინი აკორდის გამოყენებამდე

ცისპლატინი აკორდის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ცისპლატინი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ცისპლატინი აკორდი და მისი გამოყენება

ცისპლატინი მიეკუთვნება ციტოსტატიკური მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. ცისპლატინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონოთერაპიის სახით, მაგრამ უფრო ხშირად ცისპლატინი გამოიყენება სხვა ციტოსტატიკებთან კომბინაციაში.

რისთვის გამოიყენება მედიკამენტი?

ცისპლატინი ორგანიზმში ანადგურებს უჯრედებს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ გარკვეული ტიპის კიბო (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე, საკვერცხის სიმსივნე, შარდის ბუშტის სიმსივნე, თავისა და კისრის ეპითელური სიმსივნეები, ფილტვის კიბო და საშვილოსნოს კიბო სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში).

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცისპლატინი აკორდის გამოყენებამდე

დაუშვებელია ცისპლატინის გამოყენება

თუ პაციენტი ალერგიულია ცისპლატინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა მსგავსი კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის მიმართ;

თუ პაციეტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დაავადება;

თუ პაციენტს აღენიშნება სმენის პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის უჯრედების ძალიან დაბალი რაოდენობა (ე.წ. “მიელოსუპრესია”), (მკურნალი ექიმი ამას შეამოწმებს სისხლის ანალიზით);

თუ პაციენტს აღენიშნება დეჰიდრატაცია;

თუ პაციენტს ესაჭიროება ყვითელი ცხელების გამო ვაქცინაცია;

ძუძუთი კვების დროს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია ცისპლატინის სტერილური კონცენტრატის გამოყენებამდე:

თუ პაციენტს აღენიშნება ნერვის დაზიანების რაიმე სიმპტომი (პერიფერიული ნეიროპათია), როგორიცაა: ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, დაბუჟება ან შეხების შეგრძნების დაქვეითება;

თუ პაციენტს ჩატარებული აქვს სხივური თერაპია თავზე.

სხვა მედიკამენტები და ცისპლატინი აკორდი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს/იყენებს, ახლო წარსულში იღებდა/იყენებდა ან აპირებს, რომ მიიღოს/გამოიყენოს, როგორიცაა მაგ.:

ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორიცაა ცეფალოსპორინები, ამინოგლიკოზიდები და ამფოტერიცინი B და ზოგიერთი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის დროს. მათი გამოყენებისას ცისპლატინის გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით, თირკმლის პრობლემები, შეიძლება უფრო გამწვავდეს;

ზოგიერთმა შარდმდენმა, ე.წ. მარყუჟოვანმა დიურეტიკებმა, ამინოგლიკოზიდებმა და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტმა - იფოსფამიდმა, შეიძლება ცისპლატინით გამოწვეული სმენის დაკარგვის გვერდითი მოვლენა უფრო გააძლიერონ;

ბლეომიცინმა (სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი), მეთოტრექსატმა (გამოიყენება კიბოს ან ართრიტის სამკურნალოდ) და პაკლიტაქსელმა (სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტი) შეიძლება გამოიწვიონ უფრო მეტი გვერდითი მოვლენა ცისპლატინთან ერთად გამოყენებისას;

პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტურობაზე შეიძლება მოხდეს გავლენა. მკურნალი ექიმი მოახდენს ამის მონიტორინგს სისხლის ანალიზების საშუალებით;

გარკვეული ანტიჰისტამინების გამოყენებამ შეიძლება შენიღბოს წონასწორობის ბალანსის ცვლილებები (როგორიცაა თავბრუსხვევა ან ყურებში ხმაური);

შეიძლება დაქვეითდეს გულყრების სამკურნალო მედიკამენტის (როგორიცაა ფენიტოინი) ეფექტურობა, ამიტომ საჭიროა სისხლში მისი დონის შემოწმება;

ცისპლატინმა შეიძლება გააუარესოს კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტის - იფოსფამიდის, გვერდითი ეფექტები.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

თანდაყოლილი დეფექტების შესაძლო რისკის გამო საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო ზომების მიღება როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში ცისპლატინით მკურნალობის დროს და მისი დამთავრებიდან არაუმცირეს 6 თვის განმავლობაში.

ცისპლატინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პერმანენტული სტერილობა მამაკაცებში.

რეკომენდებულია, რომ მამაკაცებმა, რომელთაც სურთ შვილის ყოლა მომავალში, მკურნალობის დაწყებამდე განიხილონ სპერმის კრიოკონსერვაციის (გაყინვის) შესაძლებლობა. თუ პაციენტს რაიმე აწუხებს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აქვეითებენ ამ უნარს.

ცისპლატინი აკორდი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 3.5 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის მთავარი კომპონენტი) ერთ მლ-ში. ეს ექვივალენტურია მოზრდილისთვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური ნორმის 38.3%-ს.

ცისპლატინი აკორდის გამოყენების წესი

დოზირება და მიღების მეთოდი

ცისპლატინი უნდა გაკეთდეს მხოლოდ კიბოს მკურნალობის გამოცდილების მქონე სპეციალისტის მიერ.

კონცენტრატი უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.

ცისპლატინი კეთდება მხოლოდ ინტრავენურად (ინტრავენური ინფუზიის სახით).

მხარდამჭერი მოწყობილობები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ანაფილაქსიური რეაქციების გასაკონტროლებლად.

ცისპლატინი არ უნდა მოხვდეს ალუმინის შემცველ მასალებთან კონტაქტში.

ცისპლატინის რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მკურნალობის მოსალოდნელ ეფექტებსა და ცისპლატინის გამოყენებაზე მონოთერაპიის სახით ან სხვა აგენტებთან კომბინაციაში (კომბინაციური ქიმიოთერაპია).

ცისპლატინი (მონოთერაპიის დროს):

რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

ერთჯერადი დოზა 50-120 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის, ყოველ 3-4 კვირაში;

15-20 მგ/მ2 დღეში 5 დღის განმავლობაში, ყოველ 3-4 კვირაში.

ცისპლატინი სხვ ქიმიოთერაპიულ აგენტებთან კომბინაციაში (კომბინაციური თერაპიის დროს):

20 მგ/მ2 ან მეტი, ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.

საშვილოსნოს კიბოს მკურნალობის დროს ცისპლატინი გამოიყენება სხივურ თერაპიასთან ერთად.

რეკომენდებული დოზაა 40 მგ/მ2 კვირაში ერთხელ 6 კვირის განმავლობაში.

თირკმელების პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან მათ შესამცირებლად, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლის მიღება ცისპლატინით მკურნალობის შემდეგ 24 საათის განმავლობაში.

ცისპლატინი აკორდით დოზის გადაჭარბებისას

მკურნალი ექიმი გააკონტროლებს, რომ პაციენტმა მიიღოს მისი მდგომარეობისათვის შესაფერისი სწორი დოზა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძება გაძლიერდეს გვერდითი მოვლენები. ექიმი დანიშნავს სიმპტომურ მკურნალობას. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მიიღო ცისპლატინის გადაჭარბებული დოზა, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:

ძლიერი ალერგიული რეაქცია - პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს უეცრად განვითარებული გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება), ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირისა და ხორხის შეშუპება (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და გულისწასვლის შეგრძნება;

ძლიერი ტკივილი მკერდის არეში შესაძლო ირადიაციით ქვედა ყბაში ან მკლავში, ოფლიანობით, სუნთქვის უკმარისობითა და გულისრევით (მიოკარდიუმის ინფარქტი);

ინექციის დროს ინექციის ადგილის ტკივილი ან შეშუპება (შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ინექცია არ ხდება ვენაში სათანადოდ, რომელიც იწვევეს ინექციის ადგილის მიმდებარე ქსოვილების მძიმე დაზიანებას);

ინსულტი;

თავის ტვინის დისფუნქცია (ცნობიერების დაბინდვა, მეტყველების დარღვევა, ზოგჯერ სიბრმავე, მეხსიერების დაკარგვა და დამბლა).

ესენი მძიმე გვერდითი მოვლენებია, რომლებიც მოითხოვენ გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.

ძალიან ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში:

ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება (რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე);

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, რომელიც ზრდის ინფექციების ალბათობას (ლეიკოპენია);

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რომელიც ზრდის სისხლჩაქცევისა და სისხლდენის რისკს (თრომბოციტოპენია);

ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე და კანის სიფერმკრთალე (ანემია);

ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში;

მაღალი ტემპერატურა.

ხშირი: შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

ერთ-ერთი ქვედა კიდურის ძლიერი ტკივილი ან შეშუპება, ტკივილი მკერდის არეში ან სუნთქვის გაძნელება (შეიძლება მიუთითებდეს სახიფათო სისხლის თრომბის არსებობაზე ვენაში);

სწრაფი, არარეგულარული ან შენელებული გულისცემა;

სეფსისი (სისხლის მოწამვლა).

არახშირი: შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

მძიმე ალერგიული რეაქცია (იხ. ზემოთ);

სმენის დაზიანება (ოტოტოქსიკურობა);

მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში;

სპერმის წარმოქმნის დარღვევა.

იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

მწვავე ლეიკემიის გაზრდილი რისკი;

გულყრები;

გულისწასვლა, თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა და მხედველობის დაკარგვა;

თავის ტვინის გარკვეული ტიპის ფუნქციის დაკარგვა, მათ შორის ტვინის დისფუნქცია, რომელიც ხასიათდება სპაზმებითა და ცნობიერების დაქვეითებით;

მიოკარდიუმის ინფარქტი;

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი);

სენსორული ნერვების პერიფერიული ნეიროპათია, რომელიც ხასიათდება ჩხვლეტის, წვის ან დაბუჟების შეგრძნებით, რომელიც ვითარდება უმიზეზოდ და ზოგჯერ იწვევს გემოს, შეხების, მხედველობის დაკარგვას, წინ დახრისას განვითარებულ უეცარ გამჭოლ ტკივილს კისრიდან წელის გავლით ფეხებში.

ძალიან იშვიათი: შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

გულის გაჩერება.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე:

ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ყელის ტკივილი;

ჰემოლიზური ანემია;

ვაზოპრესინის ჰორმონის (ადჰ) არასაკმარისი გამოთავისუფლება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება და სითხის შეკავება;

ამილაზის (ფერმენტის) დონის მომატება სისხლში;

დეჰიდრატაცია;

კალციუმის, ფოსფატების, კალიუმის დაბალი დონე სისხლში;

შარდმჟავის მაღალი დონე სისხლში;

კუნთების სპაზმები;

ხერხემლის დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება, რომელიც ვრცელდება კიდურებში;

გემოს დაკარგვა;

მხედველობის პრობლემები (მხედველობის დაბინდვა, ფერების აღქმის დარღვევა, მხედველობის დაკარგვა ან თვალის ტკივილი);

ყურებში ხმაური ან სიყრუე;

გულის პრობლემები;

უჩვეულოდ ცივი და ფერმკრთალი ხელები და ტერფები;

ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნება ან ტრემორი;

მუდმივი თავის ტკივილი;

გულისრევა ან ღებინება;

მადის დაკარგვა, ანორექსია;

სლოკინი;

დიარეა;

ღვიძლის ფერმენტების მომატება, ბილირუბინის მომატება;

სუნთქვის გაძნელება;

თირკმელებისა და შარდვის პრობლემები;

თმის ცვენა;

გამონაყარი;

უკიდურესი დაღლილობა/სისუსტე;

ინექციის ადგილის შეშუპება ან დაწყლულება;

სპაზმები ან კრამპები;

წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება;

მოულოდნელად განვითარებული სისხლჩაქცევა ან სისხლდენა;

ჰემოლიზური ურემიული სინდრომი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები თირკმელებსა და სისხლში.

ცისპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის, ღვიძლისა და თირკმელების პრობლემები. მკურნალი ექიმი აიღებს სისხლის ანალიზებს ამ პრობლემების შესამოწმებლად.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: HYPERLINK "https://smz.ezdrowie.gov.pl" https://smz.ezdrowie.gov.pl. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ცისპლატინი აკორდის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი ინახება გარეთა კოლოფში (ცისპლატინის მზის სინათლის ზემოქმედებისაგან დასაცავად).

1 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

კონტეინერი ინახება კოლოფში სინათლისაგან დასაცავად. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა.

თუ დაბალ ტემპერატურაზე შენახვის გამო ხსნარს უჩდება კრისტალები ან ნალექი, საჭიროა პრეპარატის დაყოვნება ოთახის ტემპერატურაზე, სანამ ხსნარი კვლავ გახდება გამჭვირვალე.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ფლაკონსა და კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ (“exp”). შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება ხილული დაზიანების ნიშნების არსებობისას.

ყველა მასალა, რომელიც გამოიყენება მომზადებისას და შეყვანისას, ან რომელიც კონტაქტში იყო ცისპლატინთან, უნდა განადგურდეს ციტოტოქსიკური აგენტებისათვის განკუთვნილი ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

თუ ხსნარი არის შემღვრეული ან აღინიშნება ნალექი, რომელიც არ იხსნება, ბოთლი უნდა იქნას გადაგდებული.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ცისპლატინი აკორდი:

ცისპლატინი აკორდი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ცისპლატინს.

ერთი მილილიტრი (მლ) ხსნარი შეიცავს 1 მილიგრამ (მგ) ცისპლატინს. ეს მედიკამენტი წამოდგენილია ქარვისფერი მინის კონტეინერებში - ფლაკონებში.

ფარმაცევტული ფორმა

10 მლ

25 მლ

50 მლ

100 მლ

ცისპლატინის რაოდენობა

10 მგ

25 მგ

50 მგ

100 მგ

ხელმისაწვდომია შეფუთვები, რომლებიც შეიცავენ ერთ ფლაკონს (ყველა ფარმაცევტული ფორმა შეიძლება გასაყიდად არ იყოს წარმოდგენილი).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა (pH-ის კორექციისათვის) და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექციისათვის).

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა:

ცისპლატინი აკორდი არის გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი ქარვისფერ მინის ფლაკონში (I ტიპის) ქლოროლბუტილის რეზინის საცობით, ხილული ნაწილაკებისაგან პრაქტიკულად თავისუფალი და “flip off” ტიპის ლუქით, მუყაოს კოლოფში.

შეფუთვა 1 საინექციო 10 მლ-იანი ფლაკონით, თითოეული საინექციო ფლაკონი შეიცავს 10 მგ ცისპლატინს.

შეფუთვა 1 საინექციო 25 მლ-იანი ფლაკონით, თითოეული საინექციო ფლაკონი შეიცავს 25 მგ ცისპლატინს.

შეფუთვა 1 საინექციო 50 მლ-იანი ფლაკონით, თითოეული საინექციო ფლაკონი შეიცავს 50 მგ ცისპლატინს.

შეფუთვა 1 საინექციო 100 მლ-იანი ფლაკონით, თითოეული საინექციო ფლაკონი შეიცავს 100 მგ ცისპლატინს.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შესაძლოა არ იყოს წარმოდგენილი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare Polska Sp. z o.o.

ul. Taśmowa 7, 02-677 Warsaw, Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ტამშოვას ქ. 7, 02-677 ვარშავა, პოლონეთი

მწარმოებელი

Accord Healthcare Polska Sp. z o.o.

ul. Taśmowa 7, 02-677 Warsaw, Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ტამშოვას ქ. 7, 02-677 ვარშავა, პოლონეთი

ეს სამედიცინო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ავტორიზებულია შემდეგი სახელწოდებებით:

წევრი ქვეყანა

სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება

ავსტრია

Cisplatin Accord 1 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

ბელგია

Cisplatin Accord Healthcare 1 mg/ml Solution à Diluer pour Perfusion / concentraat voor oplossing voor infusie / Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

ბულგარეთი

Cisplatin Accord 1 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

დანია

Cisplatin Accord

ესტონეთი

Cisplatin Accord 1 mg/ml

ფინეთი

Cisplatin Accord 1 mg/ml Infuusiokonsentraatti, Liuosta Varten

გერმანია

Cisplatin Accord 1 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

უნგრეთი

Cisplatin Accord 1 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

ირლანდია

Cisplatin 1 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

იტალია

Cisplatin Accord Healthcare 1 mg/ml Concentrato per soluzione per infusione

ლატვია

Cisplatin Accord

ლიეტუვა

Cisplatin Accord 1 mg/ml koncentratas infuziniam tirpalui

ნიდერლანდები

Cisplatin Accord 1 mg/ml Concentraat voor Oplossing voor Infusie

ნორვეგია

Cisplatin Accord 1 mg/ml Konsentrat til infusjonsvæke

პოლონეთი

Cisplatinum Accord

პორტუგალია

Cisplatin Accord

რუმინეთი

Cisplatină Accord 1 mg / ml concentrat pentru soluţie perfuzabilă

სლოვენია

Cisplatin Accord 1 mg/ml koncentrat za raztopino za infundiranje

ესპანეთი

Cisplatino Accord 1 mg/ml concentrado para solución para perfusión

შვედეთი

Cisplatin Accord 1 mg/ml Koncentrat till Infusionsvätska, Lösning

გაერთიანებული სამეფო

Cisplatin 1 mg/ml Concentrate for Solution for Infusion

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია ივნისი 2021.

(გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს არის გამოყენების ინსტრუქცია და არ არის პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება. ამ პროდუქტის სრული ინფორმაციისათვის იხ. პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება).

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისათვის:

პროდუქტის მომზადება და მოხმარება

სხვა ანტინეოპლაზური პროდუქტების მსგავსად, ცისპლატინის მოხმარება უნდა მოხდეს სიფრთხილით. განზავება უნდა მოხდეს გამოცდილი პერსონალის მიერ ასეპტიკურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილას. საჭიროა დამცავი ხელთათმანების ტარება. სიფრთხილეა საჭიროა, რათა არ მოხდეს კონტაქტი კანთან და ლორწოვან გარსებთან. კანთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს კანის ჩამობანა წყლითა და საპნით. კანთან კონტაქტის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჩხვლეტა, წვა და სიწითლე. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის დროს მათი ჩამობანა უნდა მოხდეს დიდი რაოდენობა წყლით. შესუნთქვის შემდეგ აღინიშნა ქოშინი, ტკივილი მკერდის არეში, ხორხის გაღიზიანება და გულისრევა.

ფეხმძიმე ქალები უნდა მოერიდონ ციტოსტატიკურ მედიკამენტებთან კონტაქტს. ცისპლატინი არ უნდა იქნას გამოყენებული ფეხმძიმობის დროს, თუ ექიმი არ მიიჩნევს, რომ პაციენტზე რისკი ინდივიდუალურად კლინიკურად გამართლებულია.

განავლისა და ნაღებინები მასის მოშორება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

თუ ხსნარი გაუმჭვირვალეა, ან აღინიშნება უხსნადი ნალექი, ბოთლი უნდა იქნას გადაგდებული.

დაზიანებულ ბოთლთან მოპყრობა უნდა მოხდეს იგივე სიფრთხილით, როგორც დაბინძურებულ ნარჩენ მასალასთან. დაბინძურებული ნარჩენი მასალა შენახულ უნდა იქნას სპეციალურად გამოყოფილ ნარჩენების კონტეინერში. იხ. პარაგრაფი “უტილიზაცია”.

ინტრავენური შეყვანისათვის მომზადება

ხსნარის საჭირო რაოდენობა ამოღებულ უნდა იქნას ბოთლიდან და განზავდეს არაუმცირეს 1 ლიტრ შემდეგ ხსნარებში:

  • 9% ნატრიუმის ქლორიდი;
  • 9% ნატრიუმის ქლორიდი /5% გლუკოზის ხსნარის ნარევი (1:1) (საბოლოო კონცენტრაციით 0.45% ნატრიუმის ქლორიდი, 2.5% გლუკოზის ხსნარი);
  • 9% ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო 1.875% მანიტოლი;
  • 45% ნატრიუმის ქლორიდი, 2.5% გლუკოზის ხსნარი და საინექციო 1.875% მანიტოლი.

საინექციო ხსნარი ყოველთვის უნდა შემოწმდეს გამოყენების წინ. გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ნაწილაკებისაგან თავისუფალი ხსნარი.

თუ ფლაკონში აღინიშნება ნალექი ან კრისტალები, მისი გაჩერება უნდა მოხდეს ოთახის ტემპერატურაზე (20-25C), სანამ არ მიიღება გამჭვირვალე ხსნარი. პრეპარატი უნდა განადგურდეს თუ ფლაკონის გულმოდგინე შენჯღრევის შემდეგ სითხე არ ხდება გამჭვირვალე და ერთგვაროვანი.

არ უნდა მოხდეს ალუმინის შემცველ საინექციო მასალებთან კონტაქტი.

არ უნდა იქნას შეყვანილი განუზავებელი ხსნარი.

განუზავებელი ხსნარების მიკრობიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა იხ. ქვემოთ “განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შენახვისას”.

უტილიზაცია

ყველა მასალა, რომელიც გამოყენებულ იქნა ხსნარის მომზადებისას ან შეყვანისას, ან რომელიც კონტაქტში იყო ცისპლატინთან, უნდა განადგურდეს ციტოსტატიკური საშუალებების ადგილობრივი რეგულაციების თანახმად. დაუშვებელია მედიკამენტების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეუთავსებლობა

არ უნდა მოხვდეს ალუმინთან კონტაქტში. ცისპლატინი რეაქციაში შედის ალუმინთან და წარმოქმნის პლატინის შავ ნალექს. არ უნდა იქნას გამოყენებული არც ერთი ი.ვ. სისტემა, კათეტერი და შპრიცი, რომელიც შეიცავს ალუმინს.

ცისპლატინი იშლება ხსნარით ქლორიდების დაბალი შემცველობის გარემოში; ქლორიდების კონცენტრაცია უნდა იყოს არაუმცირეს 0.45% ნატრიუმის ქლორიდის ექვივალენტური.

შეუთავსებლობის კვლევების არარსებობის გამო ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პროდუქტებს.

ანტიოქსიდანტებმა (როგორიცაა ნატრიუმის მეტაბისულფატი), ბიკარბონატებმა (ნატრიუმის ბიკარბონატი), სულფატებმა, ფტორურაცილმა და პაკლიტაქსელმა შეიძლება მოახდინონ საინფუზიო სისტემებში ცისპლატინის ინაქტივაცია.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

სარეალიზაციო სამკურნალო პროდუქტის შეფუთვა:

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად 1 მგ/მლ

განუზავებელი ხსნარი: კონტეინერი ინახება კოლოფში სინათლისაგან დასაცავად. დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა. ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ არის გამჭვირვალე ან აღინიშნება უხსნადი ნალექი.

განზავებული ხსნარი:

განზავებული მედიკამენტის შენახვის პირობები: იხ. ქვემოთ “კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განზავების შემდეგ”.

დაუშვებელია მაცივარში შენახვა ან გაყინვა.

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად განზავების შემდეგ:

განზავების შემდეგ

ხსნარებით განზავების შემდეგ ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა, აღწერილი ქვეთავში “პროდუქტის მომზადება და მოხმარება”, მიუთითებს, რომ რეკომენდებული ინტრავენური ხსნარებით განზავების შემდეგ ცისპლატინი აკორდი სტაბილური რჩება 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე 20-25C შენახვისას.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, განზავებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. თუ მისი გამოყენება არ მოხდება მომზადებისთანავე, პრეპარატის გამოყენებამდე მისი შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე პასუხისმგებელი არის მომხმარებელი და განზავება უნდა მოხდეს კონტროლირებულ და ვალიდურ ასეპტიკურ პირობებში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა