ჩუნგვე ჰეპარინი საინექციო
Choongwae HEPARIN inj.
ვენური თრომბოზის პროფილაქტიკა პოსტოპერაციული ვენური თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა და მკურნალობა თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა ასოცირებული ატრიალურ ფიბრილაციასთან. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ჰეპარინი (heparin)
- ფორმა და შეფუთვა
- 25.000ს.ე/5მლ 5მლ ი.ვ და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- JW Pharmaceutical Corporation, კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, ჰეპარინის ჯგუფი
- ATC კოდი
- B01AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-021266
- რეგისტრირებულია
- 9 იანვარი 2017, მოქმედებს 9 იანვარი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ემ ელ სი მედიკალი“
- GMP
- -
ჩუნგვე ჰეპარინი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვენური თრომბოზის პროფილაქტიკა
პოსტოპერაციული ვენური თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა და მკურნალობა
თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა ასოცირებული ატრიალურ ფიბრილაციასთან.
მწვავე და ქრონიკული კოაგულაპოათიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
შედედების პრევენცია ატრიალურ და გულის ქირურგიული ოპერაციის დროს
ცერებრული თრომბოზის პრევენცია ასოცირებული აპოპლექსიასთან.
სხვა
ანტიკოაგულანტის სახით გამოყენება სისხლის გადასხმის , ექსტრაკორპორული სისხლის მიმოქცევის, დიალიზის და ლაბორატორიული პროცედურების დროს
კორონარული ოკლუზია (რომელსაც თან ახლავს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი)
პერიფერული არტერიული ემბოლია
მიღების წესი და დოზირება
როგორც წესი, მოცემული პროდუქტი მიიღება ინტრავენური ინფუზიის სახით ან სისხლის გადასხმაზე დამატებით ექსტრაკორპორული სისხლის მიმოქცევის დროს. ანტიკოაგულანტური ეფექტი შეინიშნება დაუყოვნებლივ მკურნალობის შემდეგ, მაგრამ ჰეპარინის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდივიდუალურ პაციენტებში; ამგვარად, ჰეპარინის მგრძობელობა უნდა შემომწდეს. ინექციის შემდეგ, შედედების დრო უნდა განისაზღვროს შემანარჩუნებელი დოზის კროექციისთვის, 15-20 წუთით. თუმცა, ჰეპარინის ინდივიდუალური დოზირება სპეციფიურია პაციენტებში ჩვენებების მიხედვით.
ექსტრაკორპორული სისხლის მიმოქცევა
ხელოვნური თირკმელი
ჰეპარინის სისტემური თერაპია: 1000 – 5000 სე დიალიზის წინ, რომელსაც მოყვება 500-1500 სე/სთ უწყვეტი ინექცია დიალიზის შემდეგ ან 500-1500 სე/სთ წყვეტილი ინექცია.
ჰეპარინის ადგილობრივი თერაპია: 1500-2500 სე/სთ უწყვეტი ინექცია, შემდეგ ორგანიზმში პერფუზიის დროს პროტამინის სულფატით ნეიტრალიზება.
სისხლის პერფუზია დგუშის ოქსიგენატორით: 150-300 სე/კგ სხეულის წონაზე, შემდეგ ადექვატური დოზა აუცილებლობის შემთხვევაში, გახანგრძივებული ექსტრაკორპორული სისხლის მიმოქცევით. შემდეგ მიიღება პროტამინის სულფატი პოსტოპერციული ჰემორაგიის პრევენციისთვის ჰეპარინის ეფექტის გასანეიტრალებლად.
უწყვეტი ინტრავენური ინფუზია
ბოლუსური 1000 – 3000 სე დოზა 5% გლუკოზაში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 1000 მლ რინგერის ხსნარი 30 წვეთი/წთ-სიჩქარით. როდესაც სისხლის შედედების დრო დაახლოებით 2-3-ჯერ აღემატება საბაზისოს, ინტრავენური ინფუზია ტარდება 20 წვეთი/წთ სიჩქარით.
წყვეტილი ინტრავენური ინექცია
საწყისი დოზა 5000 – 10 000 სე ყოველ 4-6 სთ. სისხლის შედედების დრო უნდა შემოწოდეს ინექციიდან 3 საათში და ყოველ 2-4 სთ-ში ჰეპარინის დოზის კორექციისთვის, ვიდრე შედედების დრო არ იქნება საბაზისოზე 2-3 -ჯერ მეტი.
კანქვეშა ინექცია
საწყისი დოზები 10 000-20 000 სე, შემდეგ 8000-10000სე ყოველ 8 საათში ან 15 000-20 000 სე ყოველ 12 სთ შემანარჩუნებელი დოზის სახით. გამოიყენეთ განსხვავებული ადგილი ყოველი ინექციისთის ჰემატომას განვითარების თავიდან ასაცილებლად.
სისხლის გადასხმა და სისხლის ანალიზი
ჩვეულებრივი დოზა 400-500 სე ყოველ 100მლ სისხლზე (სისხლის გადასხმა) და 100 სე ყოველ 20-30მლ სისხლზე (სისხლის ანალიზი).
სიფირთხილის ზომები
სიფრთხილის ზომები
მოცემული პროდუქტის გამოყენება ხდება ექიმის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, ვინაიდან იგი კლასიფიცირებულია როგორც პოტენციური პრეპარატი.
მოცემული პროდუქტი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ისეთი დაავადებებისას, რომელთაც აქვთ ჰემორაგიის მაღალი რისკი.
ბენზილის სპირტი ასოცირდება ფატალურ გევრდით რეაქციებთან, მათ შორის „სუნთქვის დათრგუნვის“ სინდრომთან დღენაკლულ ჩვილებში.
მოცემული პროდუქტის გამოყენება დაუშვებელია შემდეგ მდგომარეობებში:
პაციენტებში მოცემული პროდუქტის ან მისი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ისტორიით
სისხლის კოაგულაციის ანალიზები (მაგ. სისხლის შედედების დრო (ლი-უაიტის მეთოდი) ან აქტივირებული ნაწილობრივი პროთრომბინის დრო) რაც არ იძლევა სათანადო კოაგულაციის ინტერვალებს.
ფაქტიური ჰემორაგიული მდგომარეობები: თრომბოციტოპენიური პურპურა, სისხლდენისადმი მიდრეკილება ასოცირებული სისხლძარღვთა დარღვევებით, ჰემოფილიით, სხვა კოაგულოპათიებით (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის გარდა), მენსტრუაცია ან ქირურგიული ოპერაცია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლული, საშარდე გზების სისხლდენა, ჰემეტემეზი, ქალებში გენიტალური სისხლდენა აბორტის შემდეგ, ნაადრევი მშობიარობა ან მშობიარობის შემდეგომი პერიოდი ან საეჭვო ინტრაკრანიალური ჰემორაგია
პოტენციული ჰემორაგიული მდგომარეობები: ვისცერული სიმსივნე, დივერტიკულიტი, კოლიტი, ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი, მწვავე ჰიპერტენზია, მწვავე დიაბეტი, ათეროსკლეროზი, გაზრდილი კაპილარული გამტარობა, სიყვითლე ად თრომბოციტოპენია
პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დისფუქნციით
ცნს-ს ქირურგიული ოპერაციის ან ტრავმის დროს ან შემდეგ
პაციენტებში ზურგის ტვინის/ეპიდურალური ანესთეზიის ან ლუმბალური პუქნციის დროს
პაციენტები მწვავე თრომბოციტოპენიის ისტორიით ინდუცირებული არაფრაქცირებული ჰეპარინით ან დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინით.
დღენაკლული ჩვილები (ბენზილის სპირტის შემცველობის გამო პროდუქტში)
მოცემული პროდუქტის მიღება სიფთხილით უნდა მოხდეს შემდეგ პაციენტებში :
პაციენტები კოაგულოპათიით
პაციეტნებში ჩადგმული კათეტერით
ორსულობის მესამე ტრიმესტრი
პაციენტებში ლინზების ჰემორაგიით ან ბადურას მწვავე დაზიანებით
პაციენტებში ღვიძლის ან თირკლმის მწვავე დარღვევებით (რეკომენდებულია ჰემოსტაზის სათანადო მონიტორინგი)
ჩვილები ან ბავშვები (რეკომენდებულია ჰემოსტაზის სათანადო მონიტორინგი)
ხანდაზმულები, პაციენტები საშარდე გზებში ქვებით, ალკოჰოლდამოკიდებული პირები ან პაციენტებში ფიბრინოლიზური მკურნალობის დროს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სალიცილის მჟავა და სხვა სალიცილატები (სისტემური აბსორბციით): სალიცილის მჟავა, რომელიც გალვენას ახდენს თრომბიციტების ფუნქციაზე და აზიანებს საჭმლის მომნელებელ ლორწოვან გარსს, შეიძლება გაზარდოს ჰემორაგიის რისკი პაციენტებში ჰეპარინის მიღებისას. ამგვარად, ალტერნატიული პრეპარატის გამოყენება რკეომენდებულია აუცილებელი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტებისთვის.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (სისტემური აბსორბციისთვის): აასს-ები, რომელიც გავლენას ახდენს თრომბოციტების ფუნქციაზე და აზიანებს საჭმმლის მონელებელ ლორწოვან გარსს, შეიძლება გაზარდოს ჰემორაგიის რისკი ერთდროულად გამოყენებისას. ამგვარად, ჰეპარინი აასს-ებთან კომბინაციაში არ არის რეკომენდებული. როდესაც შეუძლებელია ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება, უნდა ჩატარდეს სათანადო კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი.
დექსტრანი (პარენტერულად): თრომბოციტების დარღვეული ფუქნცია ასოცირდება დექსტრანთან ერთად გამოყენებასთან და შესაძლოა გაზარდონ ჰემორაგიის რისკი პაციენტებში ჰეპარინის მიღებისას. ჰეპარინის დოზა უნდა დაკორექტირდეს იმისათვის, რომ ანტიკოაგულაციური მოქმედება არ შემცირდეს საკონტროლო მაჩვენებელზე 1.5-ჯერ დექსტრანთან ერთად გამოყენებისას და მისი შეწყვეტის შემდეგ.
ედისონის დაავადების მკურანლობისას, კორტიკოიდების მაღალი დოზებით (მათ შორის მისი წარმოებულების გარდა ჰიდროკორტიზონისა) ან მისმა გახანგრძლივებულმა გამოყენებამ 10 დღით შეიძლება გაზარდოს ჰემორაგიის რისკი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანზე ან წვრილ სისხლძარღვებში, როდესაც ჰეპარინი მასთან ერთად გამოიყენება. ამგვარად, ჰეპარინის კორტიკოიდთან კომბინაციაში მიღება არ არის რეკომენდებული. თუ კომბინაციაში მიღება აუცილებელია, საჭიროა სათადო მონიტორინგი.
სხვა პრეპარატები, რომელთაც შესაძლოა გააძლიერონ ჰეპარინის ეფექტი არის ანტიკოაგულანტები, თრომბოლიზური საშუალებები (უროკინაზა, t-PA პრეპარატები) და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (დიპირიდამოლი, ტიკლოპიდინი HCL).
ანტიჰისტამინები, ასკორბინის მჟავა, საგულე გლიკოზიდები (დიგიტალისები), ტეტრაციკლინები, ფენოთიაზინის წარმოებულები და ნიტროგლიცერინმა შეიძლება შეამცირონ ჰეპარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი.
პროპრანოლოლი: მოცემული პრეპარატი შესაძლოა ასოცირდებოდეს პლაზმური ცილების ეფუზიასთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ჰეპარინის უსაფრთხო გამოყენება არ დადგენილა ორსულობის დროს; მისი გამოყენება ორსულობის დროს გამოწვეულია ჰემორაგიის რისკის გამო საშვილოსნოსა და პლაცენტაში, ასე რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე მშობიარობის დროს. თუ კეთდება ეპიდურალური ანესთეზია, უნდა შეწყდეს ჰეპარინის გამოყენება.
ჰეპარინი არ გადადის დედის რძეში და არ კვეთს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბარიერს.
გამოყენება პედიატრიაში
ჰეპარინის უსაფრთხოება არ დადგენილა პედიატრიულ პაციენტებში; შეინიშნებოდა რამოდენიმე შემთხვევა მის გამოყენებასთან დაკავშირებით.
გამოყენება გერიატრიაში
ხანდაზმულებში შესაძლებელია სისხლდენის მაღალი რისკი. ჰეპარინის ფრთხილი გამოყენება აუცილებელია.
გვერდითი მოვლენები
ჰემატოლოგიური სისტემა
კუჭნაწლავის ჰემორაგია შესაძლოა განვითარდეს ჰეპარინით მკურნალობის დროს. ასევე ცერებრული ჰემორაგია შეიძლება განვითარდეს ფიბრინოლიზურ (t-PA საშუალებები) საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, ამიტომ რეკომენდებულია სათანადო მონიტორინგი. გვერდითი მოვლენების განვითარებისას, ჰეპარინის დოზის შემცირება ან მოხსნა სასურველია. როდესაც სისხლის შედედების დროს მნიშვნელოვნად მცირდება ან ანტიკოაგულანტური ეფექტი სასწრაფოდ უნდა განეიტრალდეს, ინიშნება პროტამინის სულფატი.
თრომბოციტოპენია იშვიათად შეინიშნებოდა, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტიტით განპირობებული არტერიული და ვენური თრომბოზი.
ვინაიდან ეპისტაქსი და მწვავე შექცევადი თრომბოციტოპენია ინტრავენური ინექციის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს, თრომბოციტების რაოდენობა უნდა გაიზომოს პაციენტებში ჰეპარინის თერაპიის დროს. თუ თრომბოციტების რაოდენობა მცირდება მნიშვნელოვნად, ჰეპარინის მიღება დაუყოვებლივ უნდა შეწყდეს.
ღვიძლი: ƴ-GTP , LDH, AST და ALT დონეების მომატება შესაძლებელია.
ჰიპერმგრძნობელობა: ჰიპერმგრძნობელობა შესაძლებელია გამოიხატებოდეს პრურიტურით, თივის ცხელებით, შემცივნებით, ცხელებით, რინიტით, ბრონქული ასთმით, ცრემლდენით, კონიუნქტივიტით, ციანოზით, ტაქიკარდიით, დათრგუნვის შემგრძნებით, ანგიონევროზული ედემით, გულისრევით, ღებინებით, არტერიული წნევის შემცირებით, დისპნოეთი, ბრონქოსპაზმით და შოკით. ჰეპარინის მიღება უნდა შეწყდეს ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისას.
კანი: ალოპეცია, ლეიკოდერმა და ჰემორაგიული ნეკროზი
ხანგრძლივი მკურნალობა: ჰეპარინის გახანგრძლივებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოალდესტერონიზმი, ოსტეოპოროზი, მოხსნის ეფექტი და ლიპიდემა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ინექციის ადგილი: ადგილობრივი ტკივილი და ჰემატომა შეიძლება განვითარდეს ჰეპარინის მიღებისას კანქვეშ ან კუნთში.
სხვა: პრიაპიზმი, დიაბეტი, ჰიპერკალემია, ამნის ჰიპერ-ტუტე დაავადება, მეტაბოლური აციდოზი და ლიპაზას დონეების მომატება.
სიფრთხილის ზოგადი ზომები
ჰეპარინის მონიტორინგი უნდა მოხდეს კოაგულაციის ტესტის მიხედვით და დოზის კორექცია საჭიროა ანალიზის შედეგების საფუძველზე. თუ კოაგულაციის ანალიზები უჩვეულოდ გახანგრძლივებულია ან ჰემორაგია განვითარდება, უნდა მოხდეს ჰეპარინის დროებითი მოხსნა.
თრომბოზი შესაძლოა განვითარდეს ჰეპარინის უეცარი მოხსნის შემთხვევაში. ამგვარად, დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს.
მანამდე არსებულმა თრომბოზმა შესაძლოა შეასუსტოს პროდუქტის ანტიკოაგულანტური ეფექტი.
როდესაც ჰეპარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი უნდა სწრაფად განეიტრალდეს, მიიღება ინტრავენური პროტამინის სულფატი. განსაკუთრებით, ნეიტრალიზება ხდება დიალიზის ან ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის დროს დგუშის ოქსიგენატორით ან შესაძლოა განვითარდეს მოხსნის ჰემორაგია.
თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი უნდა მოხდეს ჰეპარინის მთლიანი თერაპიის დროს (ადრეული, შუა და ბოლო ეტაპები). თუ თრომბოციტების რაოდენობა მნიშველოვნად შემცირებულია ჰეპარინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HIT) არის იმუნიტეტით განპირობებული დარღვევა გამოწვეული ორგანიზმში ფორმირებული ანტისხეულებით ჰეპარინის მიმართ, როდესაც მისი თრომბოციტებთან კავშირია ფაქტორი 4. ამან შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე თრომბოემბოლიური გართულებები (მაგ. ცერებრაული ინფარქტი, ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენური თრომბოზი). როგორც შეინიშნებოდა ანტისხეულები HIT_ში ვითარდება 100 დღემდე.
ჭარბი დოზა
ჰემორაგიული გართულებები შესაძლოა ასოცირდებოდეს ჰეპარინის ჭარბ დოზირებასთან; ჰემორაგიის რისკი პროპორციულია დაბალი კოაგულაციის ხარისხთან და სისხლძაღვების ერთიანობასთან ინდივიდუალურ პაციენტებში. როდესაც კლინიკური მოვლენები საჭიროებს (სისხლდენა) ჰეპარინიზაციის შექცევადობას, ინიშნება პროტამინის სულფატი ანტიდოტის სახით ჰეპარინის გასანეიტრალებლად არააქტიური კომპლექსის ჰეპარინთან ფორმირებისთვის: 100 UAH პროტამინის სულფატი ანეიტრალებს 100სე ჰეპარინს. პროტამინის სუფატის საჭირო დოზა იმართება ჰეპარინის რაოდენობით, რომლის განეიტრალებაც უნდა მოხდეს და ჰეპარინის მიღების შემდეგ გასული დროის მიხედვით. თუმცა, სერიოზული გვერდუთი მოვლენები უნდა გათვალისწინდეს, როდესაც პროტამინის სულფატი მიიღება ინტრავენურად.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ჰეპარინი ნატრიუმი (KP) 5000 სე/მლ
იზოტონური ხსნარი: ნატრიუმის ქლორიდი (KP) 3მგ
ტკივილგამაყუჩებელი: ბენზილის სპირტი (KP) 9მგ
გამხსნელი: საინექციო წყალი (KP) q.s.
უფერო ან ღია ყვითელი ფერის, სუფთა ხსნარი მოცემული ყავისფერი შუშის საინექციო ფლაკონში.
ფარმაკოლოგია და ტოქსიკოლოგია
ფარმაკოლოგია
ჩუნგვე საინექციო ჰეპარინი აქტივირდება პლაზმაში ჰეპარინის და ლიპოპროტეინის მეშვეობით და აინჰიბირებს სისხლის შედედებას თრომბინის ინაქტივირებით და ხელს უშლის ფიბრინოგენის ფიბრინად გარდაქმნას. შედედების გახანგრძივებული დრო დამოკიდებულია სისხლში ჰეპარინის კონცენტრაციებზე; თუ ჰეპარინი არის 1 სე ყოველ 1მლ მთლიან სისხლზე, კოაგულაცია არ წარმოება.
ვინაიდან, ჰეპარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი სწრაფი და პირდაპირია, იგი გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისთვის ქირურგიული ოპერაციების და ჰემოდიალიზის დროს.
ტოქსიკოლოგია
თაგვები: LD50 (ინტრავენური); 130 – 600მგ/კგ
შენახვის პირობები
ინახება მჭიდროდ თავდახურული კონტეინერი. დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (1-30°C).
პროდუქტის ჩანაცვლება და მოთხოვნა
ჩუგვე საინექციო ჰეპარინი წარმოებულია მკაცრი ხარიხსხის კონტროლის პროცედურების პირობებში. თუ შეიძენთ ვადაგასულ ან ქვესტანდარტულ პროდუქტს, რომელიც არის გაუფერულებული და დაზიანებული პროდუქტის შეცვლა შეგიძლიათ აფთიაქში.
პროდუქტის შესახებ კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით:
მომხმარებელთა კონსულტაციის ცენტრს (ტელ. N: 1588-2675)
გამოყენების ინსტრუქციის გამოქვეყნების თარიღი: 16 მაისი, 2016.
გამოიყენეთ მისი განახლებული ვერსია ჩვენს ვებ გვერდზე (www.jw-pharma.co.kr).
JW ფარმაცეუტიკალ
დანგჯინ პლანტ: 56, ჰანჯინ 1 გილ, სონგაკ-ეუპ, დანჯინ-სი, ჩუნგჩეონგნამ-დო, კორეა
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
ჩუნგვე საინექციო ჰეპარინი
ჰეპარინი არის მჟავა პოლისაქარიდი, რომელიც მიეკუთვნება მუკოტინ პოლისულფიდური ეთერის ოჯახს. იგი ლოკალიზაცია დიდი რაოდენობით შემაერთებელ ქსოვილში, რომელიც გარს ეკვრის ძუძუმწოვრებში კაპილარებს, განსაკუთრებით ფილტვებსა და ღვიძლში. ჩუნგვე საინექციო ჰეპარინი არის ნატრიუმის ჰეპარინი, რომელსაც გააჩნია ანტიკოაგულანტური, ფიბრინოლიზური, ჰემოსტაზური და სისხლის გამწმენდი თვისებები. მოცემული პროდუქტი არის ანტიკოაგულანტი დამზადებული ღორის ნაწლავის ლორწოვანიდან უკეთესი სტაბილურობით და სწრაფი ეფექტით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ჰეპარინი ნატრიუმი (KP) 5000 სე/მლ
იზოტონური ხსნარი: ნატრიუმის ქლორიდი (KP) 3მგ
ტკივილგამაყუჩებელი: ბენზილის სპირტი (KP) 9მგ
გამხსნელი: საინექციო წყალი (KP) q.s.
უფერო ან ღია ყვითელი ფერის, სუფთა ხსნარი მოცემული ყავისფერი შუშის საინექციო ფლაკონში.
ფარმაკოლოგია და ტოქსიკოლოგია
ფარმაკოლოგია
ჩუნგვე საინექციო ჰეპარინი აქტივირდება პლაზმაში ჰეპარინის და ლიპოპროტეინის მეშვეობით და აინჰიბირებს სისხლის შედედებას თრომბინის ინაქტივირებით და ხელს უშლის ფიბრინოგენის ფიბრინად გარდაქმნას. შედედების გახანგრძივებული დრო დამოკიდებულია სისხლში ჰეპარინის კონცენტრაციებზე; თუ ჰეპარინი არის 1 სე ყოველ 1მლ მთლიან სისხლზე, კოაგულაცია არ წარმოება.
ვინაიდან, ჰეპარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი სწრაფი და პირდაპირია, იგი გამოიყენება სისხლის შედედების პრევენციისთვის ქირურგიული ოპერაციების და ჰემოდიალიზის დროს.
ტოქსიკოლოგია
თაგვები: LD50 (ინტრავენური); 130 – 600მგ/კგ
ჩვენებები და მიღების წესი
ვენური თრომბოზის პროფილაქტიკა
პოსტოპერაციული ვენური თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა და მკურნალობა
თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა ასოცირებული ატრიალურ ფიბრილაციასთან.
მწვავე და ქრონიკული კოაგულაპოათიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
შედედების პრევენცია ატრიალურ და გულის ქირურგიული ოპერაციის დროს
ცერებრული თრომბოზის პრევენცია ასოცირებული აპოპლექსიასთან.
სხვა
ანტიკოაგულანტის სახით გამოყენება სისხლის გადასხმის , ექსტრაკორპორული სისხლის მიმოქცევის, დიალიზის და ლაბორატორიული პროცედურების დროს
კორონარული ოკლუზია (რომელსაც თან ახლავს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი)
პერიფერული არტერიული ემბოლია
დოზირება და მიღების წესი
როგორც წესი, მოცემული პროდუქტი მიიღება ინტრავენური ინფუზიის სახით ან სისხლის გადასხმაზე დამატებით ექსტრაკორპორული სისხლის მიმოქცევის დროს. ანტიკოაგულანტური ეფექტი შეინიშნება დაუყოვნებლივ მკურნალობის შემდეგ, მაგრამ ჰეპარინის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ინდივიდუალურ პაციენტებში; ამგვარად, ჰეპარინის მგრძობელობა უნდა შემომწდეს. ინექციის შემდეგ, შედედების დრო უნდა განისაზღვროს შემანარჩუნებელი დოზის კროექციისთვის, 15-20 წუთით. თუმცა, ჰეპარინის ინდივიდუალური დოზირება სპეციფიურია პაციენტებში ჩვენებების მიხედვით.
ექსტრაკორპორული სისხლის მიმოქცევა
ხელოვნური თირკმელი
ჰეპარინის სისტემური თერაპია: 1000 – 5000 სე დიალიზის წინ, რომელსაც მოყვება 500-1500 სე/სთ უწყვეტი ინექცია დიალიზის შემდეგ ან 500-1500 სე/სთ წყვეტილი ინექცია.
ჰეპარინის ადგილობრივი თერაპია: 1500-2500 სე/სთ უწყვეტი ინექცია, შემდეგ ორგანიზმში პერფუზიის დროს პროტამინის სულფატით ნეიტრალიზება.
სისხლის პერფუზია დგუშის ოქსიგენატორით: 150-300 სე/კგ სხეულის წონაზე, შემდეგ ადექვატური დოზა აუცილებლობის შემთხვევაში, გახანგრძივებული ექსტრაკორპორული სისხლის მიმოქცევით. შემდეგ მიიღება პროტამინის სულფატი პოსტოპერციული ჰემორაგიის პრევენციისთვის ჰეპარინის ეფექტის გასანეიტრალებლად.
უწყვეტი ინტრავენური ინფუზია
ბოლუსური 1000 – 3000 სე დოზა 5% გლუკოზაში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 1000 მლ რინგერის ხსნარი 30 წვეთი/წთ-სიჩქარით. როდესაც სისხლის შედედების დრო დაახლოებით 2-3-ჯერ აღემატება საბაზისოს, ინტრავენური ინფუზია ტარდება 20 წვეთი/წთ სიჩქარით.
წყვეტილი ინტრავენური ინექცია
საწყისი დოზა 5000 – 10 000 სე ყოველ 4-6 სთ. სისხლის შედედების დრო უნდა შემოწოდეს ინექციიდან 3 საათში და ყოველ 2-4 სთ-ში ჰეპარინის დოზის კორექციისთვის, ვიდრე შედედების დრო არ იქნება საბაზისოზე 2-3 -ჯერ მეტი.
კანქვეშა ინექცია
საწყისი დოზები 10 000-20 000 სე, შემდეგ 8000-10000სე ყოველ 8 საათში ან 15 000-20 000 სე ყოველ 12 სთ შემანარჩუნებელი დოზის სახით. გამოიყენეთ განსხვავებული ადგილი ყოველი ინექციისთის ჰემატომას განვითარების თავიდან ასაცილებლად.
სისხლის გადასხმა და სისხლის ანალიზი
ჩვეულებრივი დოზა 400-500 სე ყოველ 100მლ სისხლზე (სისხლის გადასხმა) და 100 სე ყოველ 20-30მლ სისხლზე (სისხლის ანალიზი).
სიფირთხილის ზომები
გაფრთხილებები
მოცემული პროდუქტის გამოყენება ხდება ექიმის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, ვინაიდან იგი კლასიფიცირებულია როგორც პოტენციური პრეპარატი.
მოცემული პროდუქტი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ისეთი დაავადებებისას, რომელთაც აქვთ ჰემორაგიის მაღალი რისკი.
ბენზილის სპირტი ასოცირდება ფატალურ გევრდით რეაქციებთან, მათ შორის „სუნთქვის დათრგუნვის“ სინდრომთან დღენაკლულ ჩვილებში.
მოცემული პროდუქტის გამოყენება დაუშვებელია შემდეგ მდგომარეობებში:
პაციენტებში მოცემული პროდუქტის ან მისი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ისტორიით
სისხლის კოაგულაციის ანალიზები (მაგ. სისხლის შედედების დრო (ლი-უაიტის მეთოდი) ან აქტივირებული ნაწილობრივი პროთრომბინის დრო) რაც არ იძლევა სათანადო კოაგულაციის ინტერვალებს.
ფაქტიური ჰემორაგიული მდგომარეობები: თრომბოციტოპენიური პურპურა, სისხლდენისადმი მიდრეკილება ასოცირებული სისხლძარღვთა დარღვევებით, ჰემოფილიით, სხვა კოაგულოპათიებით (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის გარდა), მენსტრუაცია ან ქირურგიული ოპერაცია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლული, საშარდე გზების სისხლდენა, ჰემეტემეზი, ქალებში გენიტალური სისხლდენა აბორტის შემდეგ, ნაადრევი მშობიარობა ან მშობიარობის შემდეგომი პერიოდი ან საეჭვო ინტრაკრანიალური ჰემორაგია
პოტენციული ჰემორაგიული მდგომარეობები: ვისცერული სიმსივნე, დივერტიკულიტი, კოლიტი, ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი, მწვავე ჰიპერტენზია, მწვავე დიაბეტი, ათეროსკლეროზი, გაზრდილი კაპილარული გამტარობა, სიყვითლე ად თრომბოციტოპენია
პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დისფუქნციით
ცნს-ს ქირურგიული ოპერაციის ან ტრავმის დროს ან შემდეგ
პაციენტებში ზურგის ტვინის/ეპიდურალური ანესთეზიის ან ლუმბალური პუქნციის დროს
პაციენტები მწვავე თრომბოციტოპენიის ისტორიით ინდუცირებული არაფრაქცირებული ჰეპარინით ან დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინით.
დღენაკლული ჩვილები (ბენზილის სპირტის შემცველობის გამო პროდუქტში)
მოცემული პროდუქტის მიღება სიფთხილით უნდა მოხდეს შემდეგ პაციენტებში :
პაციენტები კოაგულოპათიით
პაციეტნებში ჩადგმული კათეტერით
ორსულობის მესამე ტრიმესტრი
პაციენტებში ლინზების ჰემორაგიით ან ბადურას მწვავე დაზიანებით
პაციენტებში ღვიძლის ან თირკლმის მწვავე დარღვევებით (რეკომენდებულია ჰემოსტაზის სათანადო მონიტორინგი)
ჩვილები ან ბავშვები (რეკომენდებულია ჰემოსტაზის სათანადო მონიტორინგი)
ხანდაზმულები, პაციენტები საშარდე გზებში ქვებით, ალკოჰოლდამოკიდებული პირები ან პაციენტებში ფიბრინოლიზური მკურნალობის დროს.
გვერდითი მოვლენა
ჰემატოლოგიური სისტემა
კუჭნაწლავის ჰემორაგია შესაძლოა განვითარდეს ჰეპარინით მკურნალობის დროს. ასევე ცერებრული ჰემორაგია შეიძლება განვითარდეს ფიბრინოლიზურ (t-PA საშუალებები) საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, ამიტომ რეკომენდებულია სათანადო მონიტორინგი. გვერდითი მოვლენების განვითარებისას, ჰეპარინის დოზის შემცირება ან მოხსნა სასურველია. როდესაც სისხლის შედედების დროს მნიშვნელოვნად მცირდება ან ანტიკოაგულანტური ეფექტი სასწრაფოდ უნდა განეიტრალდეს, ინიშნება პროტამინის სულფატი.
თრომბოციტოპენია იშვიათად შეინიშნებოდა, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტიტით განპირობებული არტერიული და ვენური თრომბოზი.
ვინაიდან ეპისტაქსი და მწვავე შექცევადი თრომბოციტოპენია ინტრავენური ინექციის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს, თრომბოციტების რაოდენობა უნდა გაიზომოს პაციენტებში ჰეპარინის თერაპიის დროს. თუ თრომბოციტების რაოდენობა მცირდება მნიშვნელოვნად, ჰეპარინის მიღება დაუყოვებლივ უნდა შეწყდეს.
ღვიძლი: ƴ-GTP , LDH, AST და ALT დონეების მომატება შესაძლებელია.
ჰიპერმგრძნობელობა: ჰიპერმგრძნობელობა შესაძლებელია გამოიხატებოდეს პრურიტურით, თივის ცხელებით, შემცივნებით, ცხელებით, რინიტით, ბრონქული ასთმით, ცრემლდენით, კონიუნქტივიტით, ციანოზით, ტაქიკარდიით, დათრგუნვის შემგრძნებით, ანგიონევროზული ედემით, გულისრევით, ღებინებით, არტერიული წნევის შემცირებით, დისპნოეთი, ბრონქოსპაზმით და შოკით. ჰეპარინის მიღება უნდა შეწყდეს ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისას.
კანი: ალოპეცია, ლეიკოდერმა და ჰემორაგიული ნეკროზი
ხანგრძლივი მკურნალობა: ჰეპარინის გახანგრძლივებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოალდესტერონიზმი, ოსტეოპოროზი, მოხსნის ეფექტი და ლიპიდემა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ინექციის ადგილი: ადგილობრივი ტკივილი და ჰემატომა შეიძლება განვითარდეს ჰეპარინის მიღებისას კანქვეშ ან კუნთში.
სხვა: პრიაპიზმი, დიაბეტი, ჰიპერკალემია, ამნის ჰიპერ-ტუტე დაავადება, მეტაბოლური აციდოზი და ლიპაზას დონეების მომატება.
სიფრთხილის ზოგადი ზომები
ჰეპარინის მონიტორინგი უნდა მოხდეს კოაგულაციის ტესტის მიხედვით და დოზის კორექცია საჭიროა ანალიზის შედეგების საფუძველზე. თუ კოაგულაციის ანალიზები უჩვეულოდ გახანგრძლივებულია ან ჰემორაგია განვითარდება, უნდა მოხდეს ჰეპარინის დროებითი მოხსნა.
თრომბოზი შესაძლოა განვითარდეს ჰეპარინის უეცარი მოხსნის შემთხვევაში. ამგვარად, დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს.
მანამდე არსებულმა თრომბოზმა შესაძლოა შეასუსტოს პროდუქტის ანტიკოაგულანტური ეფექტი.
როდესაც ჰეპარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი უნდა სწრაფად განეიტრალდეს, მიიღება ინტრავენური პროტამინის სულფატი. განსაკუთრებით, ნეიტრალიზება ხდება დიალიზის ან ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის დროს დგუშის ოქსიგენატორით ან შესაძლოა განვითარდეს მოხსნის ჰემორაგია.
თრომბოციტების რაოდენობის მონიტორინგი უნდა მოხდეს ჰეპარინის მთლიანი თერაპიის დროს (ადრეული, შუა და ბოლო ეტაპები). თუ თრომბოციტების რაოდენობა მნიშველოვნად შემცირებულია ჰეპარინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ჰეპარინით ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HIT) არის იმუნიტეტით განპირობებული დარღვევა გამოწვეული ორგანიზმში ფორმირებული ანტისხეულებით ჰეპარინის მიმართ, როდესაც მისი თრომბოციტებთან კავშირია ფაქტორი 4. ამან შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე თრომბოემბოლიური გართულებები (მაგ. ცერებრაული ინფარქტი, ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენური თრომბოზი). როგორც შეინიშნებოდა ანტისხეულები HIT_ში ვითარდება 100 დღემდე.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
სალიცილის მჟავა და სხვა სალიცილატები (სისტემური აბსორბციით): სალიცილის მჟავა, რომელიც გალვენას ახდენს თრომბიციტების ფუნქციაზე და აზიანებს საჭმლის მომნელებელ ლორწოვან გარსს, შეიძლება გაზარდოს ჰემორაგიის რისკი პაციენტებში ჰეპარინის მიღებისას. ამგვარად, ალტერნატიული პრეპარატის გამოყენება რკეომენდებულია აუცილებელი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტებისთვის.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (სისტემური აბსორბციისთვის): აასს-ები, რომელიც გავლენას ახდენს თრომბოციტების ფუნქციაზე და აზიანებს საჭმმლის მონელებელ ლორწოვან გარსს, შეიძლება გაზარდოს ჰემორაგიის რისკი ერთდროულად გამოყენებისას. ამგვარად, ჰეპარინი აასს-ებთან კომბინაციაში არ არის რეკომენდებული. როდესაც შეუძლებელია ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება, უნდა ჩატარდეს სათანადო კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი.
დექსტრანი (პარენტერულად): თრომბოციტების დარღვეული ფუქნცია ასოცირდება დექსტრანთან ერთად გამოყენებასთან და შესაძლოა გაზარდონ ჰემორაგიის რისკი პაციენტებში ჰეპარინის მიღებისას. ჰეპარინის დოზა უნდა დაკორექტირდეს იმისათვის, რომ ანტიკოაგულაციური მოქმედება არ შემცირდეს საკონტროლო მაჩვენებელზე 1.5-ჯერ დექსტრანთან ერთად გამოყენებისას და მისი შეწყვეტის შემდეგ.
ედისონის დაავადების მკურანლობისას, კორტიკოიდების მაღალი დოზებით (მათ შორის მისი წარმოებულების გარდა ჰიდროკორტიზონისა) ან მისმა გახანგრძლივებულმა გამოყენებამ 10 დღით შეიძლება გაზარდოს ჰემორაგიის რისკი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანზე ან წვრილ სისხლძარღვებში, როდესაც ჰეპარინი მასთან ერთად გამოიყენება. ამგვარად, ჰეპარინის კორტიკოიდთან კომბინაციაში მიღება არ არის რეკომენდებული. თუ კომბინაციაში მიღება აუცილებელია, საჭიროა სათადო მონიტორინგი.
სხვა პრეპარატები, რომელთაც შესაძლოა გააძლიერონ ჰეპარინის ეფექტი არის ანტიკოაგულანტები, თრომბოლიზური საშუალებები (უროკინაზა, t-PA პრეპარატები) და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (დიპირიდამოლი, ტიკლოპიდინი HCL).
ანტიჰისტამინები, ასკორბინის მჟავა, საგულე გლიკოზიდები (დიგიტალისები), ტეტრაციკლინები, ფენოთიაზინის წარმოებულები და ნიტროგლიცერინმა შეიძლება შეამცირონ ჰეპარინის ანტიკოაგულანტური ეფექტი.
პროპრანოლოლი: მოცემული პრეპარატი შესაძლოა ასოცირდებოდეს პლაზმური ცილების ეფუზიასთან.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ჰეპარინის უსაფრთხო გამოყენება არ დადგენილა ორსულობის დროს; მისი გამოყენება ორსულობის დროს გამოწვეულია ჰემორაგიის რისკის გამო საშვილოსნოსა და პლაცენტაში, ასე რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე მშობიარობის დროს. თუ კეთდება ეპიდურალური ანესთეზია, უნდა შეწყდეს ჰეპარინის გამოყენება.
ჰეპარინი არ გადადის დედის რძეში და არ კვეთს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბარიერს.
გამოყენება პედიატრიაში
ჰეპარინის უსაფრთხოება არ დადგენილა პედიატრიულ პაციენტებში; შეინიშნებოდა რამოდენიმე შემთხვევა მის გამოყენებასთან დაკავშირებით.
გამოყენება გერიატრიაში
ხანდაზმულებში შესაძლებელია სისხლდენის მაღალი რისკი. ჰეპარინის ფრთხილი გამოყენება აუცილებელია.
ჭარბი დოზირება
ჰემორაგიული გართულებები შესაძლოა ასოცირდებოდეს ჰეპარინის ჭარბ დოზირებასთან; ჰემორაგიის რისკი პროპორციულია დაბალი კოაგულაციის ხარისხთან და სისხლძაღვების ერთიანობასთან ინდივიდუალურ პაციენტებში. როდესაც კლინიკური მოვლენები საჭიროებს (სისხლდენა) ჰეპარინიზაციის შექცევადობას, ინიშნება პროტამინის სულფატი ანტიდოტის სახით ჰეპარინის გასანეიტრალებლად არააქტიური კომპლექსის ჰეპარინთან ფორმირებისთვის: 100 UAH პროტამინის სულფატი ანეიტრალებს 100სე ჰეპარინს. პროტამინის სუფატის საჭირო დოზა იმართება ჰეპარინის რაოდენობით, რომლის განეიტრალებაც უნდა მოხდეს და ჰეპარინის მიღების შემდეგ გასული დროის მიხედვით. თუმცა, სერიოზული გვერდუთი მოვლენები უნდა გათვალისწინდეს, როდესაც პროტამინის სულფატი მიიღება ინტრავენურად.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
დაუშვებელია ჰეპარინის მიღება კუნთში ინექციის სახით ჰემატომის ფორმირების რისკის გამო.
ჰეპარინის შერევისას ანტიჰისტამინებთან ინ ვიტრო ან მათთან რეაქციაში შესვლისას, შესაძლებელია ნალექის წარმოქმნა. ამგვარად, დაუშვებელია ანტიჰისტამინებთან დამატება.
შეფუთვა
1მლ x 5 ფლაკონი
5მლ x 1,5,10 ფლაკონი
შენახვის მეთოდები
ინახება მჭიდროდ თავდახურული კონტეინერი. დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (1-30°C).
პროდუქტის ჩანაცვლება და მოთხოვნა
ჩუგვე საინექციო ჰეპარინი წარმოებულია მკაცრი ხარიხსხის კონტროლის პროცედურების პირობებში. თუ შეიძენთ ვადაგასულ ან ქვესტანდარტულ პროდუქტს, რომელიც არის გაუფერულებული და დაზიანებული პროდუქტის შეცვლა შეგიძლიათ აფთიაქში.
პროდუქტის შესახებ კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით:
მომხმარებელთა კონსულტაციის ცენტრს (ტელ. N: 1588-2675)
გამოყენების ინსტრუქციის გამოქვეყნების თარიღი: 16 მაისი, 2016.
გამოიყენეთ მისი განახლებული ვერსია ჩვენს ვებ გვერდზე (www.jw-pharma.co.kr).
JW ფარმაცეუტიკალ
დანგჯინ პლანტ: 56, ჰანჯინ 1 გილ, სონგაკ-ეუპ, დანჯინ-სი, ჩუნგჩეონგნამ-დო, კორეა
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


