ფლურო-5 დევა 1000მგ/20მლ ი.ვ./ი.ა. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
FLURO-5 DEVA 1000mg/20ml Solution for IV/IA Injection
ფლურო-5 დევა არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი. კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას ასევე უწოდებენ კიბოს ქიმიოთერაპიას. ფლურო-5 დევა განსაკუთრებით გამოიყენება სხვადასხვა გავრცელებული კიბოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით მკერდის და მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუოროურაცილი (fluorouracil)
- ფორმა და შეფუთვა
- 1000მგ/20მლ 20მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო და ი.ა. საინფუზიო ხსნარი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Deva Holding A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
- ATC კოდი
- L01BC02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043834
- რეგისტრირებულია
- 14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Deva Holding A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფლურო-5 დევა 1000მგ/20მლ ი.ვ./ი.ა. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფლურო-5 დევა არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი. კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას ასევე უწოდებენ კიბოს ქიმიოთერაპიას.
ფლურო-5 დევა განსაკუთრებით გამოიყენება სხვადასხვა გავრცელებული კიბოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით მკერდის და მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს. ფლურო-5 დევა შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა კიბოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ან რადიოთერაპიასთან ერთად.
მიღების წესი და დოზირება
ეს წამალი შეჰყავთ ვენაში ან არტერიაში. მისი ვენური გზით გამოყენების შემთხვევაში, მისი შეყვანა შესაძლებელია როგორც ინექციით (შპრიცის გამოყენებით), ასევე ინფუზიით (წვეთოვანი გზით). არტერიული გზით გამოყენების შემთხვევაში ის შეიყვანება ინფუზიის სახით.
თუ შეიყვანება ინფუზიით, ეს მედიკამენტი უნდა განზავდეს გამოყენების წინ.
დოზა
ექიმი შეარჩევს თქვენთვის ფლურო-5 დევას სწორ დოზას და მისი მიღების სიხშირეს.
თქვენთვის მისაღები მედიკამენტის დოზა დამოკიდებული იქნება თქვენს სამედიცინო მდგომარეობაზე, თქვენს წონაზე, ცოტა ხნის წინ ჩატარებული ოპერაციის არსებობაზე და თქვენი ძვლის ტვინის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებაზე.
ექიმი სისხლის ანალიზის მეშვეობით გეტყვით, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ძვლის ტვინი, ღვიძლი და თირკმელები.
მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 გრამს.
თუ მოგეცათ ფლურო-5 დევას საჭიროზე მეტი დოზა
ამ მედიკამენტს მოგცემთ ექიმი ან ექთანი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის შეიყვანს ძალიან ცოტა ან ძალიან დიდ დოზას, თუმცა თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში, ექიმი ყურადღებით გაგაკონტროლებთ მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფტორურაცილის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
თუ ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო სერიოზულად დასუსტებულ მდგომარეობაში (ნუტრიციონალური თვალსაზრისითაც) ხართ.
თუ გაქვთ ძვლის ტვინის დაზიანება სხვა კიბოს საწინააღმდეგო საშუალებებით (მათ შორის რადიოთერაპიის ჩათვლით) მკურნალობის შედეგად.
თუ იცით, რომ არ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (DPD) აქტივობა (DPD-ის სრული დეფიციტი).
თუ გაქვთ პოტენციურად სერიოზული ინფექცია.
თუ თქვენი კიბო კეთილთვისებიანია
თუ ხართ მეძუძური.
თუ იღებთ ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში იღებდით ბრივუდინს, სორივუდინს და მსგავს პრეპარატებს (ანტივირუსული პრეპარატები).
პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილთაგანი გეხებათ.
სიფრთხილის ზომები
ფლურო-5 დევას გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენი ძვლის ტვინი ნორმალურად არ გამოიმუშავებს სისხლის უჯრედებს (ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს ამის შესამოწმებლად)
თუ გაქვთ რაიმე პრობლემა თირკმელებთან.
თუ გაქვთ რაიმე პრობლემა ღვიძლთან სიყვითლის ჩათვლით (კანის გაყვითლება).
თუ გაქვთ სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეშო) ან გულის უკმარისობის ისტორია.
თუ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ რაიმე სახის გულმკერდის ტკივილს.
თუ ზოგადად არ გრძნობთ თავს ჯანმრთელად და საგრძნობლად იკლებთ წონაში
თუ ბოლო 30 დღის განმავლობაში გადაიტანეთ ოპერაცია
თუ ხართ ხანდაზმულ ასაკში
თუ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (DPD) აქტივობის ნაწილობრივი დეფიციტი.
თუ თქვენი ოჯახის წევრს აღენიშნება ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (DPD) ნაწილობრივი ან სრული დეფიციტი.
თუ გჭირდებათ სისხლის ანალიზი, რადგან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ანალიზზე.
თუ აკონტროლებთ სისხლში თიროქსინის დონეს.
DPD დეფიციტი: DPD დეფიციტი გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც, როგორც წესი, არ ასოცირდება ჯანმრთელობის პრობლემებთან, თუ არ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს. თუ თქვენ გაქვთ DPD დეფიციტი და იღებთ ფტორურაცილის ინექციას, თქვენ გაქვთ მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი (ჩამოთვლილია მე-4 ნაწილში „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია DPD
დეფიციტის ტესტის ჩატარება. თუ ფერმენტის აქტივობა არ გაქვთ, ფტორურაცილის ინექცია არ უნდა მიიღოთ. თუ გაქვთ ფერმენტის შემცირებული აქტივობა (ნაწილობრივი დეფიციტი), ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შემცირებული დოზა. თუ DPD დეფიციტის ტესტის შედეგები უარყოფითი გაქვთ, შესაძლოა მაინც განვითარდეს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეშფოთებული ხართ რომელიმე გვერდითი მოვლენით ან თუ შეამჩნევთ რაიმე დამატებით გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში (იხილეთ მე-4 ნაწილი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს სამედიცინო პერსონალს, თუ შეამჩნევთ შემდეგ ნიშნებს ან სიმპტომებს: დაბნეულობის ახალი გამოვლინება, დეზორიენტაცია ან ფსიქიკური მდგომარეობის სხვაგვარი ცვლილება, წონასწორობის ან კოორდინაციის გაძნელება, მხედველობის დარღვევები. ეს შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის ნიშნები, რომლებმაც მკურნალობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მგრძნობელობა სინათლის მიმართ ფტორურაცილის მიღების შემდეგ, რეკომენდებულია მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისგან თავის შეკავება (იხილეთ მე-4 ნაწილი).
რადიოთერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებს რადიაციით გამოწვეული ნეკროზის (ქსოვილის ან კანის სიკვდილი) გაზრდილი ალბათობა აქვთ.
თუ გქონიათ ლეიკემია და რემისიაში ხართ, არ მიიღოთ ცოცხალი ვაქცინები ბოლო ქიმიოთერაპიის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. ასევე, თქვენ და თქვენთან უშუალო კონტაქტში მყოფმა ადამიანებმა, მაგალითად ოჯახის წევრებმა, არ უნდა გაიკეთოთ პოლიომიელიტის ვაქცინა.
ფტორურაცილის მიღება დაკავშირებულია ხელ-ფეხის სინდრომის განვითარებასთან.
ეს სინდრომი ხასიათდება, როგორც ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც შეიძლება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაიზარდოს ტკივილში საგნების დაჭერის ან სიარულის დროს. ხელისგულები და ტერფები ხდება შეშუპებული და იწვევს ტკივილს.
პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილთაგანი გეხებათ.
ფლურო-5 დევა და სხვა მედიკამენტები
სხვა მედიკამენტების გამოყენების/მიღების შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ურთიერთქმედებდეს ფლურო-5 დევასთან, მაგალითად:
მეთოტრექსატი, ცისპლატინი, ციტარაბინი, მიტომიცინ-C, ტამოქსიფენი (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი)
მეტრონიდაზოლი (ანტიბიოტიკი)
კალციუმის ლეიკოვორინი (ასევე უწოდებენ კალციუმის ფოლინატს - გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად).
ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრის მკურნალობისთვის )
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულების მკურნალობისთვის)
ვარფარინი (გამოიყენება სისხლის კოლტების სამკურნალოდ)
ინტერფერონ ალფა 2a; ბრივუდინი, სორივუდინი და მსგავსი პრეპარატები (ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფი)
ფენიტოინი (ანტიეპილეფსიური მედიკამენტი)
ვაქცინები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
შესაძლოა დაგჭირდეთ მონიტორინგი და ფლურო-5 დევას დოზის კორექტირება ლეიკოვორინთან (ასევე ცნობილია, როგორც კალციუმის ფოლინატი) ერთად გამოყენებისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვადასხვა პურინებმა, პირიმიდინებმა და ანტიმეტაბოლიტებმა აჩვენეს ფტორურაცილის ბიოქიმიური მოდულაცია in vitro ტესტის სისტემებში. პურინები მოიცავს ინოზინს, გუანოზინს, გუანოზინ-5'-ფოსფატს და დეოქსიინოზინს. პირიმიდინები მოიცავს თიმიდინს, ურიდინს და ციტიდინს. ანტიმეტაბოლიტები მოიცავს მეთოტრექსატს, ტამოქსიფენს, ინტერფერონს, ფოსფონოაქტეილ-L-ასპარტატს (PALA), ალოპურინოლს, ჰიდროქსიურეას, დიპირიდამოლს და ლეიკოვორინს (ფოლინის მჟავა). სინერგიულმა ციტოტოქსიურმა ურთიერთქმედებებმა, როგორიცაა ფტორურაცილისა და ლეიკოვორინის ურთიერთქმედება, აჩვენა სასარგებლო თერაპიული ეფექტები, განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს. თუმცა, პრეპარატების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ფტორურაცილის კომპონენტის კლინიკური ტოქსიკურობის (კუჭ-ნაწლავის გვერდითი მოვლენები) მომატება. სხვა პრეპარატები მოიცავს მეტრონიდაზოლს და ციმეტიდინს. ინტრავენური ფტორურაცილის მიღებამდე ციმეტიდინით წინასწარმა მკურნალობამ ფტორურაცილის ფართობი კონცენტრაციისა და დროის მრუდის ქვეშ (AUC) 27%-ით გაზარდა. ორგანიზმიდან საერთო კლირენსი შემცირდა 28%-ით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფტორურაცილის პლაზმური კონცენტრაციების მომატება.
კალციუმის ფოლინატი (ლეიკოვორინი)
ლეიკოვორინის კალციუმი აძლიერებს ფტორურაცილის შეკავშირებას თიმიდილატ სინთაზასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტურობისა და ფტორურაცილის ტოქსიკურობის გაზრდა (იხ. ნაწილი 4.2).
ვარფარინი
პროთრომბინის დროისა და INR-ის მნიშვნელოვანი მატება აღინიშნა რამდენიმე პაციენტში, რომელთა მდგომარეობა სტაბილიზირებული იყო ვარფარინით თერაპიის შემდეგ ფტორურაცილის რეჟიმის დაწყების შემდეგ.
ბრივუდინი და სორივუდინი
ბრივუდინი, სორივუდინი ან მათი ქიმიურად მონათესავე ანალოგები შეუქცევადად თრგუნავენ DPD-ს, რაც იწვევს ფტორურაცილის ექსპოზიციის მნიშვნელოვან ზრდას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფტორპირიმიდინთან დაკავშირებული ტოქსიკურობის მომატება პოტენციურად ფატალური შედეგით.
ამიტომ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ან სხვა ანტივირუსული თერაპია, ან ბრივუდინის, სორივუდინის ან ანალოგების მიღებასა და ფტორურაცილით მკურნალობის დაწყებას შორის უნდა იყოს მინიმუმ 4 კვირიანი ინტერვალი (იხ. ნაწილი 4.3). ფტორურაცილით ნამკურნალებ პაციენტებში DPD აქტივობის დამთრგუნველი ნუკლეოზიდური ანალოგების შემთხვევითი მიღების შემთხვევაში, უნდა იქნას მიღებული ეფექტური ზომები ფტორურაცილის ტოქსიკურობის შესამცირებლად. რეკომენდებულია დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია.
ლევამიზოლი
ფტორურაცილისა და ლევამიზოლის კომბინირებული თერაპია დაკავშირებულია მულტიფოკალურ ანთებით ლეიკოენცეფალოპათიასთან (MILE). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მეხსიერების დაკარგვას, დაბნეულობას, პარესთეზიას, ლეთარგიას, კუნთების სისუსტეს, მეტყველების დარღვევებს, კომას და კრუნჩხვებს. ცერებროსპინალურ სითხეში შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი პლეიოციტოზი, ხოლო კომპიუტერული ტომოგრაფიით და მაგნიტურ-რეზონანსული სკანირებით შეიძლება გამოვლინდეს თეთრი ნივთიერების დაზიანებები, რაც დემიელინიზაციაზე მიუთითებს. თუ ეს სინდრომი განვითარდება, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მდგომარეობა, სულ მცირე, ნაწილობრივ შექცევადია, თუ ფტორურაცილისა და ლევამიზოლის მიღება შეწყდება და კორტიკოსტეროიდები დაინიშნება. ლევამიზოლისა და ფტორურაცილის გამოყენება აღარ არის რეკომენდებული NH&MRC-ის „კლინიკური პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები: მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენცია, ადრეული გამოვლენა და მართვა“ მიერ. ეს კომბინირებული რეჟიმი შეიცვალა ფტორურაცილით და ლეიკოვორინით.
ფენიტოინი
ფენიტოინის კაპეციტაბინთან ან მის მეტაბოლიტ ფტორურაცილთან ერთად გამოყენებისას აღინიშნა ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის მომატება. ფენიტოინსა და კაპეციტაბინს შორის ურთიერთქმედების ოფიციალური კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა, ურთიერთქმედების მექანიზმად, სავარაუდოდ, კაპეციტაბინით CYP2C9 იზოენზიმული სისტემის ინჰიბირება ითვლება. ოპტიმალურ დიაპაზონზე მეტად შენარჩუნებულმა ფენიტოინის შრატის დონემ შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათია, ან დაბნეულობის მდგომარეობები (დელირიუმის ფსიქოზი), ან იშვიათად შეუქცევადი ნათხემის დისფუნქცია. ამიტომ, პაციენტები, რომლებიც ფენიტოინს კაპეციტაბინთან ან ფტორურაცილთან ერთად იღებენ, რეგულარულად უნდა იმყოფებოდნენ პლაზმური ფენიტოინის დონის მომატების მონიტორინგის ქვეშ (იხ. ნაწილი 4.4).
ლაბორატორიული მაჩვენებლები
ფტორურაცილით მკურნალობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ანალიზზე. აღწერილია შრატში თიროქსინის საერთო კონცენტრაციის მომატება (გლობულინთან შეკავშირების გაზრდის გამო).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
ფლურო-5 დევა ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, მკურნალობის დროს არ უნდა დაორსულდეთ და ამ პრეპარატის მიღებისას და მისი დასრულებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი.
თუ მკურნალობის დროს დადგება ორსულობა, აუცილებლად უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს და მიმართოთ გენეტიკურ კონსულტაციას.
რადგან უცნობია, გადადის თუ არა ფტორურაცილი დედის რძეში, ფლურო-5 დევათი მკურნალობის დაწყებამდე ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
მამაკაცების შემთხვევაში რეკომენდებულია ბავშვის ყოლისგან თავის შეკავება ფლურო-5 დევათი მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვემდე პერიოდში. რეკომენდებულია სპერმის კონსერვაცია მკურნალობის დაწყებამდე, რადგან არსებობს ფლურო-5 დევათი თერაპიის შედეგად შეუქცევადი უნაყოფობის შესაძლებლობა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ ფლურო-5 დევას მიღებისას შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, როგორიცაა გულისრევა და ღებინება. ფლურო-5 დევას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები და მხედველობის ცვლილებები. თუ თქვენ შენიშნავთ რომელიმე ამ ეფექტს, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, რადგან მათ შეიძლება შეაფერხონ თქვენი ეს უნარი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლურო-5 დევას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 7 მმოლ (ან 161 მგ) ნატრიუმს თითო დოზაზე. ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში ეს ფაქტი გასათვალისწინებელია.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ფლურო-5 დევას შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:
მძიმე ალერგიული რეაქცია - შეიძლება განიცადოთ უეცარი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება), ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და შეიძლება იგრძნოთ, რომ გონებას კარგავთ.
ტკივილი გულმკერდის არეში (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გულის პრობლემებით, მათ შორის გულის შეტევით)
სუნთქვის უკმარისობა
სისხლიანი ან შავი ფერის განავალი
პირის ღრუს ტკივილი ან წყლულების წარმოქმნა
ლეიკოენცეფალოპათიის (ტვინის დაავადება) სიმპტომები – ძლიერი სისუსტე და დაღლილობა, სიარულის დროს კანკალი, აზროვნების ან მეტყველების გაძნელება, კრუნჩხვები, კომა
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
გვერდითი მოვლენების კლასიფიკაცია ხდება შემდეგი სიხშირეების მიხედვით:
ძალიან ხშირი : გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტზე
ხშირი : გავლენას ახდენს 10-დან 1-მდე პაციენტზე
არახშირი : გავლენას ახდენს 100-დან 1-მდე პაციენტზე
იშვიათი : გავლენას ახდენს 1,000-დან 1-მდე პაციენტზე
ძალიან იშვიათი : გავლენას ახდენს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე
უცნობი (ხელმისაწვდომი მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები
ინფექციები
ინფექციების შეღწევის გაზრდილი ალბათობა და/ან ჭრილობების შეხორცების შეფერხება სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობის გამო
ანემია (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება)
სუნთქვის გაძნელება
გულის რიტმის დარღვევა
დიარეა
გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა
ანორექსია (მადის დაკარგვა)
პირის ღრუს, ყელის, ნაწლავების, სწორი ნაწლავის ან ანუსის ლორწოვანი გარსის ანთება
თმის ცვენა (შექცევადი, განსაკუთრებით ქალებში)
ხელისგულების და/ან ფეხის ტერფების სიწითლე, შეშუპება ან ტკივილი
დაღლილობა
ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნება
სისუსტე
ხშირი გვერდითი მოვლენები
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა ცხელებასთან ერთად
ტკივილი გულ-მკერდის არეში
არახშირი გვერდითი მოვლენები
ძლიერი აღელვებისა და ბედნიერების შეგრძნება
წყლიანი თვალები, მხედველობის ცვლილებები, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, თვალების გვერდიდან გვერდზე მოძრაობა
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
პარკინსონის დაავადების სიმპტომები (მაგ., ხელების კანკალი)
ხელებში ან ფეხებში დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან კანკალი
ძილიანობა
გულისცემის არარეგულარულობა, პალპიტაცია
დაბალი არტერიული წნევა (შეიძლება გონების დაკარგვა იგრძნოთ)
კანის პრობლემები (მათ შორის კანის სიმშრალე, ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, ანთება)
კანი შეიძლება უფრო ღია ან მუქი იყოს, შეიძლება გამოვლინდეს ლაქებით
ფრჩხილების ცვლილებები, როგორიცაა ფრჩხილების ფერის შეცვლა ან გასქელება
კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ
იშვიათი გვერდითი მოვლენები
სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას და თავბრუსხვევას
დაბნეულობის შეგრძნება
ტვინის, ნაწლავებისა და კიდურების სისხლის მიწოდების შემცირება (იშემია)
ხელისა და ფეხის თითების გაუფერულება (რეინოს სინდრომი)
სისხლის კოლტები (ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება დაზიანებული ნაწილის)
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები
დეზორიენტაცია
კუნთების სისუსტე
ტვინის მხრივ დარღვევები, რომლებიც იწვევენ უკონტროლო მოძრაობებს, მეტყველების გაძნელებას, კრუნჩხვებს და კომას
თირკმელების უკმარისობა
გულის გაჩერება
უეცარი კარდიალური სიკვდილი
სიხშირე უცნობია
ნერვების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება
ჰიპერამონემიური ენცეფალოპათია (ტვინის დისფუნქცია, გამოწვეული ამიაკის მომატებით)
მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილი, დაბნეულობა, კრუნჩხვები და მხედველობის ცვლილებები (უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი [PRES])
გულის დაავადება, რომელიც ვლინდება გულმკერდის ტკივილით, ქოშინით, თავბრუსხვევით, გონების დაკარგვის შეგრძნებით, არარეგულარული გულისცემით (სტრესული კარდიომიოპათია)
გულისცემის გახშირება
გულის გარეთა გარსის ანთება
ქოშინი
ცხელება
ვენა, რომელშიც ფტორურაცილი შეიყვანება შეიძლება გახდეს მტკივნეული ან გაუფერულებული, რაც შეიძლება იყოს სისხლის შედედების ნიშანი
კანის ანთება, რომელიც იწვევს წითელ, ქერცლიან ლაქებს და შესაძლოა თან ახლდეს სახსრების ტკივილი და ცხელება (კანის წითელი მგლურა [CLE])
ნაწლავის კედელში ჰაერის არსებობა
სერიოზული მდგომარეობა, რომელიც ვლინდება სუნთქვის გაძნელებით, ღებინებით და მუცლის ტკივილით კუნთების სპაზმებით (ლაქტაციდოზი)
სერიოზული გართულება კიბოს უჯრედების სწრაფი დაშლით, რაც იწვევს შარდმჟავას, კალიუმის და ფოსფატის მაღალ დონეს (სიმსივნის ლიზისის სინდრომი)
ტრიგლიცერიდების, ცხიმის სახეობის, მაღალი დონე სისხლში
ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ინფუზიის ადგილას ინექციის/ინფუზიის დროს ან მის შემდეგ მალევე (შესაძლოა გამოწვეული იყოს ვენაში ინექციის არასწორად შეყვანით)
ვიტამინი B1-ის დეფიციტი და ვერნიკეს ენცეფალოპათია (ტვინის დაზიანება, გამოწვეული B1 ვიტამინის დეფიციტით)
ანთება წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, რაც იწვევს ტკივილს და დიარეას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ქსოვილის სიკვდილი (კოლიტი, ენტეროკოლიტი)
ფტორურაცილმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების ცვლილებები. ექიმი აიღებს სისხლის ნიმუშებს დარღვევების შესამოწმებლად (მაგ. ძვლის ტვინის დათრგუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების, ერითროციტების, თრომბოციტების და გამა გლობულინების დაბალი დონე).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენისა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნულ შეტყობინების სისტემას დაუკავშირდეთ. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
ფტორურაცილის დოზის გადაჭარბების შესაძლებლობა მიღების წესის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა. ფტორურაცილით მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ინტოქსიკაციის სიმპტომები, როგორიცაა: გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭ-ნაწლავის წყლული და სისხლდენა, ძვლის ტვინის დათრგუნვა (მათ შორის თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).
ურიდინის ტრიაცეტატი წარმოადგენს სპეციფიკურ ანტიდოტს 5-ფტორურაცილის დოზის გადაჭარბების ან ადრეული დაწყების მძიმე ტოქსიკურობის სამკურნალოდ. ის უნდა იქნას მიღებული 5-ფტორურაცილის ინფუზიის დასრულებიდან 96 საათის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ურიდინის ტრიაცეტატი არ არის ხელმისაწვდომი, მკურნალობა სიმპტომური და დამხმარეა.
პაციენტები, რომლებშიც გამოვლინდა ფტორურაცილის დოზის გადაჭარბება, უნდა იმყოფებოდნენ ჰემატოლოგიურად მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ 5-ფტორურაცილს 1 მლ-ში და 1000 მგ 5-ფტორურაცილს 20 მლ-ში (საერთო მოცულობა).
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ფლურო-5 დევა და შეფუთვის შემცველობა
ფლურო-5 დევა მოცემულია შუშის კონტეინერებში, რომლებსაც ფლაკონები ეწოდება და თითოეული ფლაკონი შეიცავს 20 მლ ხსნარს.
შენახვის პირობები
შეინახეთ ფლურო-5 დევა ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონის ეტიკეტსა და კოლოფზე „EXP“ შემდეგ. თუ მითითებულია მხოლოდ თვე და წელი, ვარგისიანობის ვადა გულისხმობს ამ თვის ბოლო დღეს.
შენახვა
ინახება ოთახის 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. ფლურო-5 დევა უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე.
არ შეინახოთ მაცივარში ან გაყინოთ.
დაბალ ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას ნალექი. ეს ნალექი შეიძლება ხელახლა დაიშალოს 60°C-მდე გაცხელებით და შენჯღრევით. ამ შემთხვევაში გამოყენებამდე გააციეთ სხეულის ტემპერატურამდე.
ფლურო-5 დევა არის ერთჯერადი გამოყენებისთვის პირველი გახსნისა და განზავების შემდეგ.
უტილიზაცია
არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტინეოპლასტიკური აგენტები, ანტიმეტაბოლიტები, პირიმიდინის ანალოგები
ათქ კოდი: L01BC02
ფტორურაცილი ურაცილის ანალოგია, რომელიც რიბონუკლეინის მჟავის კომპონენტია. ითვლება, რომ პრეპარატი ანტიმეტაბოლიტის ფუნქციას ასრულებს. აქტიურ დეოქსინუკლეოტიდად უჯრედშიდა გარდაქმნის შემდეგ, ის ხელს უშლის დნმ-ის სინთეზს უჯრედული ფერმენტის, თიმიდილატ სინთეტაზას მიერ დეზოქსიურიდილის მჟავას თიმიდილის მჟავად გარდაქმნის დაბლოკვით.
ფტორურაცილი ასევე შეიძლება ინტეგრირებული იყოს რნმ-ში, რაც იწვევს დეფექტური რნმ-ის წარმოქმნას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა და განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ფტორურაცილი ნაწილდება ორგანიზმში არსებულ სითხეებში და სისხლიდან 3 საათის განმავლობაში ქრება. ნუკლეოტიდად გარდაქმნის შემდეგ, ის უპირატესად შეიწოვება აქტიურად გამყოფი ქსოვილებისა და სიმსივნეების მიერ. ფტორურაცილი ადვილად აღწევს ცერებროსპინალურ სითხესა და ტვინის ქსოვილში.
ბიოტრანსფორმაცია
5-ფტორურაცილი კატაბოლიზდება ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (DPD) მიერ გაცილებით ნაკლებად ტოქსიკურ დიჰიდრო-5-ფტორურაცილამდე (FUH2). დიჰიდროპირიმიდინაზა არღვევს პირიმიდინის რგოლს 5-ფტორურეიდოპროპიონის მჟავას (FUPA) წარმოქმნით.
და ბოლოს, β-ურეიდო-პროპიონაზა FUPA-ს შლის α-ფტორ-β-ალანინამდე (FBAL), რომელიც შარდში გამოიყოფა.
დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (DPD) აქტივობა სიჩქარის შემზღუდველი ეტაპია. DPD-ის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს 5-ფტორურაცილის ტოქსიკურობის მომატება (იხ. ნაწილები 4.3 და 4.4).
ელიმინაცია
ინტრავენური შეყვანის შემდეგ, პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ დაახლოებით 16 წუთია და დოზადამოკიდებულია. ფტორურაცილის ერთჯერადი ინტრავენური დოზის შემდეგ, დოზის დაახლოებით 15% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით 6 საათის განმავლობაში; აქედან 90%-ზე მეტი გამოიყოფა პირველ საათში. დანარჩენი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში ურაცილის ორგანიზმისთვის დამახასიათებელი მექანიზმებით.
სპეციალური პოპულაციები
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფტორურაცილის ბიოტრანსფორმაცია და/ან ელიმინაცია შემცირებულია, რაც მოითხოვს დოზის შემცირებას (იხ. ნაწილები 4.2 და 4.4).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
შეფუთვის ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფლურო-5 დევა 1000 მგ/20 მლ ი.ვ./ი.ა. საინექციო ხსნარი
ვენაში შეყვანისთვის
910093301155პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეს ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება მათ მიაყენოს ზიანი, იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი სიმპტომები ემთხვევა ერთმანეთს.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეს ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება მათ მიაყენოს ზიანი, იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი სიმპტომები ემთხვევა ერთმანეთს.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
სტერილური, ციტოტოქსიკური
ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია:
რა არის ფლურო-5 დევა და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ფლურო-5 დევას გამოყენებამდე
ფლურო-5 დევას გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ფლურო-5 დევას შენახვის პირობები
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რა არის ფლურო-5 დევა და რისთვის გამოიყენება
ფლურო-5 დევა არის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი. კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას ასევე უწოდებენ კიბოს ქიმიოთერაპიას.
ფლურო-5 დევა განსაკუთრებით გამოიყენება სხვადასხვა გავრცელებული კიბოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით მკერდის და მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს. ფლურო-5 დევა შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა კიბოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ან რადიოთერაპიასთან ერთად.
რა უნდა იცოდეთ ფლურო-5 დევას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ფლურო-5 დევა
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფტორურაცილის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
თუ ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო სერიოზულად დასუსტებულ მდგომარეობაში (ნუტრიციონალური თვალსაზრისითაც) ხართ.
თუ გაქვთ ძვლის ტვინის დაზიანება სხვა კიბოს საწინააღმდეგო საშუალებებით (მათ შორის რადიოთერაპიის ჩათვლით) მკურნალობის შედეგად.
თუ იცით, რომ არ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (DPD) აქტივობა (DPD-ის სრული დეფიციტი).
თუ გაქვთ პოტენციურად სერიოზული ინფექცია.
თუ თქვენი კიბო კეთილთვისებიანია
თუ ხართ მეძუძური.
თუ იღებთ ან ბოლო 4 კვირის განმავლობაში იღებდით ბრივუდინს, სორივუდინს და მსგავს პრეპარატებს (ანტივირუსული პრეპარატები).
პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილთაგანი გეხებათ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფლურო-5 დევას გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენი ძვლის ტვინი ნორმალურად არ გამოიმუშავებს სისხლის უჯრედებს (ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს ამის შესამოწმებლად)
თუ გაქვთ რაიმე პრობლემა თირკმელებთან.
თუ გაქვთ რაიმე პრობლემა ღვიძლთან სიყვითლის ჩათვლით (კანის გაყვითლება).
თუ გაქვთ სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეშო) ან გულის უკმარისობის ისტორია.
თუ გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები. აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ რაიმე სახის გულმკერდის ტკივილს.
თუ ზოგადად არ გრძნობთ თავს ჯანმრთელად და საგრძნობლად იკლებთ წონაში
თუ ბოლო 30 დღის განმავლობაში გადაიტანეთ ოპერაცია
თუ ხართ ხანდაზმულ ასაკში
თუ გაქვთ ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (DPD) აქტივობის ნაწილობრივი დეფიციტი.
თუ თქვენი ოჯახის წევრს აღენიშნება ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინ დეჰიდროგენაზას (DPD) ნაწილობრივი ან სრული დეფიციტი.
თუ გჭირდებათ სისხლის ანალიზი, რადგან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ანალიზზე.
თუ აკონტროლებთ სისხლში თიროქსინის დონეს.
DPD დეფიციტი: DPD დეფიციტი გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც, როგორც წესი, არ ასოცირდება ჯანმრთელობის პრობლემებთან, თუ არ იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს. თუ თქვენ გაქვთ DPD დეფიციტი და იღებთ ფტორურაცილის ინექციას, თქვენ გაქვთ მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი (ჩამოთვლილია მე-4 ნაწილში „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია DPD
დეფიციტის ტესტის ჩატარება. თუ ფერმენტის აქტივობა არ გაქვთ, ფტორურაცილის ინექცია არ უნდა მიიღოთ. თუ გაქვთ ფერმენტის შემცირებული აქტივობა (ნაწილობრივი დეფიციტი), ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შემცირებული დოზა. თუ DPD დეფიციტის ტესტის შედეგები უარყოფითი გაქვთ, შესაძლოა მაინც განვითარდეს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეშფოთებული ხართ რომელიმე გვერდითი მოვლენით ან თუ შეამჩნევთ რაიმე დამატებით გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში (იხილეთ მე-4 ნაწილი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“).
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს სამედიცინო პერსონალს, თუ შეამჩნევთ შემდეგ ნიშნებს ან სიმპტომებს: დაბნეულობის ახალი გამოვლინება, დეზორიენტაცია ან ფსიქიკური მდგომარეობის სხვაგვარი ცვლილება, წონასწორობის ან კოორდინაციის გაძნელება, მხედველობის დარღვევები. ეს შეიძლება იყოს ენცეფალოპათიის ნიშნები, რომლებმაც მკურნალობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილი.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მგრძნობელობა სინათლის მიმართ ფტორურაცილის მიღების შემდეგ, რეკომენდებულია მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედებისგან თავის შეკავება (იხილეთ მე-4 ნაწილი).
რადიოთერაპიის ქვეშ მყოფ პაციენტებს რადიაციით გამოწვეული ნეკროზის (ქსოვილის ან კანის სიკვდილი) გაზრდილი ალბათობა აქვთ.
თუ გქონიათ ლეიკემია და რემისიაში ხართ, არ მიიღოთ ცოცხალი ვაქცინები ბოლო ქიმიოთერაპიის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში. ასევე, თქვენ და თქვენთან უშუალო კონტაქტში მყოფმა ადამიანებმა, მაგალითად ოჯახის წევრებმა, არ უნდა გაიკეთოთ პოლიომიელიტის ვაქცინა.
ფტორურაცილის მიღება დაკავშირებულია ხელ-ფეხის სინდრომის განვითარებასთან.
ეს სინდრომი ხასიათდება, როგორც ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც შეიძლება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაიზარდოს ტკივილში საგნების დაჭერის ან სიარულის დროს. ხელისგულები და ტერფები ხდება შეშუპებული და იწვევს ტკივილს.
პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილთაგანი გეხებათ.
ფლურო-5 დევა და სხვა მედიკამენტები
სხვა მედიკამენტების გამოყენების/მიღების შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ურთიერთქმედებდეს ფლურო-5 დევასთან, მაგალითად:
მეთოტრექსატი, ცისპლატინი, ციტარაბინი, მიტომიცინ-C, ტამოქსიფენი (კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი)
მეტრონიდაზოლი (ანტიბიოტიკი)
კალციუმის ლეიკოვორინი (ასევე უწოდებენ კალციუმის ფოლინატს - გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად).
ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრის მკურნალობისთვის )
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულების მკურნალობისთვის)
ვარფარინი (გამოიყენება სისხლის კოლტების სამკურნალოდ)
ინტერფერონ ალფა 2a; ბრივუდინი, სორივუდინი და მსგავსი პრეპარატები (ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფი)
ფენიტოინი (ანტიეპილეფსიური მედიკამენტი)
ვაქცინები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები.
შესაძლოა დაგჭირდეთ მონიტორინგი და ფლურო-5 დევას დოზის კორექტირება ლეიკოვორინთან (ასევე ცნობილია, როგორც კალციუმის ფოლინატი) ერთად გამოყენებისას.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
ფლურო-5 დევა ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. თუ თქვენ ხართ რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალი, მკურნალობის დროს არ უნდა დაორსულდეთ და ამ პრეპარატის მიღებისას და მისი დასრულებიდან სულ მცირე 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი.
თუ მკურნალობის დროს დადგება ორსულობა, აუცილებლად უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს და მიმართოთ გენეტიკურ კონსულტაციას.
რადგან უცნობია, გადადის თუ არა ფტორურაცილი დედის რძეში, ფლურო-5 დევათი მკურნალობის დაწყებამდე ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
მამაკაცების შემთხვევაში რეკომენდებულია ბავშვის ყოლისგან თავის შეკავება ფლურო-5 დევათი მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 თვემდე პერიოდში. რეკომენდებულია სპერმის კონსერვაცია მკურნალობის დაწყებამდე, რადგან არსებობს ფლურო-5 დევათი თერაპიის შედეგად შეუქცევადი უნაყოფობის შესაძლებლობა.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ ფლურო-5 დევას მიღებისას შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, როგორიცაა გულისრევა და ღებინება. ფლურო-5 დევას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები და მხედველობის ცვლილებები. თუ თქვენ შენიშნავთ რომელიმე ამ ეფექტს, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, რადგან მათ შეიძლება შეაფერხონ თქვენი ეს უნარი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლურო-5 დევას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 7 მმოლ (ან 161 მგ) ნატრიუმს თითო დოზაზე. ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში ეს ფაქტი გასათვალისწინებელია.
ფლურო-5 დევას გამოყენების წესი
ეს წამალი შეჰყავთ ვენაში ან არტერიაში. მისი ვენური გზით გამოყენების შემთხვევაში, მისი შეყვანა შესაძლებელია როგორც ინექციით (შპრიცის გამოყენებით), ასევე ინფუზიით (წვეთოვანი გზით). არტერიული გზით გამოყენების შემთხვევაში ის შეიყვანება ინფუზიის სახით.
თუ შეიყვანება ინფუზიით, ეს მედიკამენტი უნდა განზავდეს გამოყენების წინ.
დოზა
ექიმი შეარჩევს თქვენთვის ფლურო-5 დევას სწორ დოზას და მისი მიღების სიხშირეს.
თქვენთვის მისაღები მედიკამენტის დოზა დამოკიდებული იქნება თქვენს სამედიცინო მდგომარეობაზე, თქვენს წონაზე, ცოტა ხნის წინ ჩატარებული ოპერაციის არსებობაზე და თქვენი ძვლის ტვინის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებაზე.
ექიმი სისხლის ანალიზის მეშვეობით გეტყვით, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ძვლის ტვინი, ღვიძლი და თირკმელები.
მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 გრამს.
თუ მოგეცათ ფლურო-5 დევას საჭიროზე მეტი დოზა
ამ მედიკამენტს მოგცემთ ექიმი ან ექთანი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის შეიყვანს ძალიან ცოტა ან ძალიან დიდ დოზას, თუმცა თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს. ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში, ექიმი ყურადღებით გაგაკონტროლებთ მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ფლურო-5 დევას შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:
მძიმე ალერგიული რეაქცია - შეიძლება განიცადოთ უეცარი გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება), ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და შეიძლება იგრძნოთ, რომ გონებას კარგავთ.
ტკივილი გულმკერდის არეში (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გულის პრობლემებით, მათ შორის გულის შეტევით)
სუნთქვის უკმარისობა
სისხლიანი ან შავი ფერის განავალი
პირის ღრუს ტკივილი ან წყლულების წარმოქმნა
ლეიკოენცეფალოპათიის (ტვინის დაავადება) სიმპტომები – ძლიერი სისუსტე და დაღლილობა, სიარულის დროს კანკალი, აზროვნების ან მეტყველების გაძნელება, კრუნჩხვები, კომა
ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
გვერდითი მოვლენების კლასიფიკაცია ხდება შემდეგი სიხშირეების მიხედვით:
ძალიან ხშირი : გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტზე
ხშირი : გავლენას ახდენს 10-დან 1-მდე პაციენტზე
არახშირი : გავლენას ახდენს 100-დან 1-მდე პაციენტზე
იშვიათი : გავლენას ახდენს 1,000-დან 1-მდე პაციენტზე
ძალიან იშვიათი : გავლენას ახდენს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე
უცნობი (ხელმისაწვდომი მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები
ინფექციები
ინფექციების შეღწევის გაზრდილი ალბათობა და/ან ჭრილობების შეხორცების შეფერხება სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობის გამო
ანემია (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება)
სუნთქვის გაძნელება
გულის რიტმის დარღვევა
დიარეა
გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა
ანორექსია (მადის დაკარგვა)
პირის ღრუს, ყელის, ნაწლავების, სწორი ნაწლავის ან ანუსის ლორწოვანი გარსის ანთება
თმის ცვენა (შექცევადი, განსაკუთრებით ქალებში)
ხელისგულების და/ან ფეხის ტერფების სიწითლე, შეშუპება ან ტკივილი
დაღლილობა
ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნება
სისუსტე
ხშირი გვერდითი მოვლენები
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა ცხელებასთან ერთად
ტკივილი გულ-მკერდის არეში
არახშირი გვერდითი მოვლენები
ძლიერი აღელვებისა და ბედნიერების შეგრძნება
წყლიანი თვალები, მხედველობის ცვლილებები, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, თვალების გვერდიდან გვერდზე მოძრაობა
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
პარკინსონის დაავადების სიმპტომები (მაგ., ხელების კანკალი)
ხელებში ან ფეხებში დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან კანკალი
ძილიანობა
გულისცემის არარეგულარულობა, პალპიტაცია
დაბალი არტერიული წნევა (შეიძლება გონების დაკარგვა იგრძნოთ)
კანის პრობლემები (მათ შორის კანის სიმშრალე, ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, ანთება)
კანი შეიძლება უფრო ღია ან მუქი იყოს, შეიძლება გამოვლინდეს ლაქებით
ფრჩხილების ცვლილებები, როგორიცაა ფრჩხილების ფერის შეცვლა ან გასქელება
კანის მგრძნობელობა სინათლის მიმართ
იშვიათი გვერდითი მოვლენები
სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას და თავბრუსხვევას
დაბნეულობის შეგრძნება
ტვინის, ნაწლავებისა და კიდურების სისხლის მიწოდების შემცირება (იშემია)
ხელისა და ფეხის თითების გაუფერულება (რეინოს სინდრომი)
სისხლის კოლტები (ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება დაზიანებული ნაწილის)
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები
დეზორიენტაცია
კუნთების სისუსტე
ტვინის მხრივ დარღვევები, რომლებიც იწვევენ უკონტროლო მოძრაობებს, მეტყველების გაძნელებას, კრუნჩხვებს და კომას
თირკმელების უკმარისობა
გულის გაჩერება
უეცარი კარდიალური სიკვდილი
სიხშირე უცნობია
ნერვების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება
ჰიპერამონემიური ენცეფალოპათია (ტვინის დისფუნქცია, გამოწვეული ამიაკის მომატებით)
მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილი, დაბნეულობა, კრუნჩხვები და მხედველობის ცვლილებები (უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი [PRES])
გულის დაავადება, რომელიც ვლინდება გულმკერდის ტკივილით, ქოშინით, თავბრუსხვევით, გონების დაკარგვის შეგრძნებით, არარეგულარული გულისცემით (სტრესული კარდიომიოპათია)
გულისცემის გახშირება
გულის გარეთა გარსის ანთება
ქოშინი
ცხელება
ვენა, რომელშიც ფტორურაცილი შეიყვანება შეიძლება გახდეს მტკივნეული ან გაუფერულებული, რაც შეიძლება იყოს სისხლის შედედების ნიშანი
კანის ანთება, რომელიც იწვევს წითელ, ქერცლიან ლაქებს და შესაძლოა თან ახლდეს სახსრების ტკივილი და ცხელება (კანის წითელი მგლურა [CLE])
ნაწლავის კედელში ჰაერის არსებობა
სერიოზული მდგომარეობა, რომელიც ვლინდება სუნთქვის გაძნელებით, ღებინებით და მუცლის ტკივილით კუნთების სპაზმებით (ლაქტაციდოზი)
სერიოზული გართულება კიბოს უჯრედების სწრაფი დაშლით, რაც იწვევს შარდმჟავას, კალიუმის და ფოსფატის მაღალ დონეს (სიმსივნის ლიზისის სინდრომი)
ტრიგლიცერიდების, ცხიმის სახეობის, მაღალი დონე სისხლში
ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ინფუზიის ადგილას ინექციის/ინფუზიის დროს ან მის შემდეგ მალევე (შესაძლოა გამოწვეული იყოს ვენაში ინექციის არასწორად შეყვანით)
ვიტამინი B1-ის დეფიციტი და ვერნიკეს ენცეფალოპათია (ტვინის დაზიანება, გამოწვეული B1 ვიტამინის დეფიციტით)
ანთება წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, რაც იწვევს ტკივილს და დიარეას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ქსოვილის სიკვდილი (კოლიტი, ენტეროკოლიტი)
ფტორურაცილმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების ცვლილებები. ექიმი აიღებს სისხლის ნიმუშებს დარღვევების შესამოწმებლად (მაგ. ძვლის ტვინის დათრგუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების, ერითროციტების, თრომბოციტების და გამა გლობულინების დაბალი დონე).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენისა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნულ შეტყობინების სისტემას დაუკავშირდეთ. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ფლურო-5 დევას შენახვის პირობები
შეინახეთ ფლურო-5 დევა ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
ეს წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონის ეტიკეტსა და კოლოფზე „EXP“ შემდეგ. თუ მითითებულია მხოლოდ თვე და წელი, ვარგისიანობის ვადა გულისხმობს ამ თვის ბოლო დღეს.
შენახვა
ინახება ოთახის 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. ფლურო-5 დევა უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე.
არ შეინახოთ მაცივარში ან გაყინოთ.
დაბალ ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას ნალექი. ეს ნალექი შეიძლება ხელახლა დაიშალოს 60°C-მდე გაცხელებით და შენჯღრევით. ამ შემთხვევაში გამოყენებამდე გააციეთ სხეულის ტემპერატურამდე.
ფლურო-5 დევა არის ერთჯერადი გამოყენებისთვის პირველი გახსნისა და განზავების შემდეგ.
უტილიზაცია
არ გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფლურო-5 დევა
მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ 5-ფტორურაცილს 1 მლ-ში და 1000 მგ 5-ფტორურაცილს 20 მლ-ში (საერთო მოცულობა).
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება ფლურო-5 დევა და შეფუთვის შემცველობა
ფლურო-5 დევა მოცემულია შუშის კონტეინერებში, რომლებსაც ფლაკონები ეწოდება და თითოეული ფლაკონი შეიცავს 20 მლ ხსნარს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი :
DEVA Holding A.Ş.
Halkalı Merkez Mah. Basın Ekspres Cad. No: 1 34303
Küçükçekmece - სტამბული/თურქეთი
წარმოების ადგილი:
DEVA Holding A.Ş.
Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi Karaağaç Mah. Fatih Bulvarı No: 26 Kapaklı - TEKIRDAG/TÜRKİYE
ამ ფურცელ-ჩანართის გადახედვის თარიღია 29.07.2025
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის
მე-3 ნაწილში მოცემული ინფორმაციის გარდა, აქ მოცემულია სამკურნალო პროდუქტის მომზადების/დამუშავების პრაქტიკული ინფორმაცია.
შეუთავსებლობები
ფორმულირებული ხსნარები ტუტეა და რეკომენდებულია მჟავა პრეპარატებთან ან ხსნარებთან შერევის თავიდან აცილება. ფტორურაცილის ინექცია შეუთავსებელია ციტარაბინთან, დიაზეპამთან, მეთოტრექსატთან, პლატინის ნაერთებთან, დოქსორუბიცინთან (და სავარაუდოდ სხვა ანტრაციკლინებთან, რომლებიც არასტაბილურია ტუტე pH-ის დროს) და კალციუმის ფოლინატთან (ლეიკოვორინი).
გამოყენება, დამუშავება და განადგურება
მომზადების წესები:
ფლურო-5 დევა შეიძლება მომზადდეს შეყვანისთვის მხოლოდ პროფესიონალების მიერ, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი ქიმიოთერაპიული საშუალებების უსაფრთხო გამოყენებაში. მზადდება მხოლოდ სპეციალურ სივრცეში.
ისეთი ოპერაციები, როგორიცაა წამლის მომზადება და შპრიცებში გადატანა, უნდა ჩატარდეს მხოლოდ ასეპტიკურ პირობებში, ციტოტოქსიკებისთვის ცალკე გამოყოფილ სივრცეში და ამ პროცედურების განმახორციელებელი პერსონალი სათანადოდ უნდა იყოს დაცული ტანსაცმლით, ხელთათმანებით, თვალის ფარით და ნიღბით.
ორსული პერსონალისთვის ქიმიოთერაპიულ აგენტებთან მუშაობა არ არის რეკომენდებული.
ციტოტოქსიკური საშუალებების გამოყენების ინსტრუქცია:
უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ კვალიფიციური ექიმის მიერ ან მისი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს კიბოს ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების გამოცდილება.
ფლურო-5 დევას გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ სპეციალისტების მიერ, რომლებსაც აქვთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების ტრენინგი გავლილი. მომზადება უნდა მოხდეს მხოლოდ ასეპტიკურ კაბინეტში ან ციტოტოქსიკური პრეპარატების ასაწყობად განკუთვნილ ოთახში.
დაღვრის შემთხვევაში, ოპერატორებმა უნდა გაიკეთონ ხელთათმანები, სახის ნიღაბი, თვალის დამცავი და ერთჯერადი წინსაფარი და გაწმინდონ დაღვრილი მასალა შთამნთქმელი მასალით, რომელიც ამ მიზნით ადგილზეა შენახული. შემდეგ ტერიტორია უნდა გაიწმინდოს და ყველა დაბინძურებული მასალა უნდა გადაიტანონ ციტოტოქსიკურ დაღვრის საწინააღმდეგო პარკში ან ურნაში და დალუქონ დასაწვავად.
დაბინძურება
ფტორურაცილი არის გამაღიზიანებელი აგენტი, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული კონტაქტი კანთან და ლორწოვან გარსებთან.
კანთან ან თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, დაზიანებული ადგილი უნდა დაიბანოთ დიდი რაოდენობით წყლით ან ჩვეულებრივი მარილიანი ხსნარით. კანის გარდამავალი ჩხვლეტის სამკურნალოდ შესაძლოა ნაზი კრემის გამოყენება. თვალების დაზიანების ან ხსნარის ჩასუნთქვის ან გადაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
მომზადების ინსტრუქცია
ქიმიოთერაპიული საშუალებები შეყვანისთვის უნდა მოამზადონ მხოლოდ იმ სპეციალისტებმა, რომლებმაც გაიარეს მომზადება პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ.
ისეთი ოპერაციები, როგორიცაა ფხვნილის გახსნა და შპრიცებში გადატანა, უნდა ჩატარდეს მხოლოდ ასეპტიკურ პირობებში, ციტოტოქსიკური პრეპარატების ასაწყობად განკუთვნილ ოთახში ან კარადაში.
ამ პროცედურების შემსრულებელი პერსონალი სათანადოდ უნდა იყოს დაცული ტანსაცმლით, ხელთათმანებითა და თვალის დამცავით.
ორსული პერსონალისთვის მიზანშეწონილია არ შეეხონ ქიმიოთერაპიულ საშუალებებს.
განადგურება
სამკურნალო პროდუქტის ნარჩენები, ისევე როგორც ყველა მასალა, რომელიც გამოიყენებოდა განზავების ან ინფუზიისთვის და შეყვანისთვის, უნდა განადგურდეს ციტოტოქსიურ აგენტებზე მოქმედი საავადმყოფოს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, საშიში ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
საწყისი მკურნალობა შეიძლება იყოს ინფუზიის ან ინექციის სახით, ინფუზია, როგორც გამოყენების ფორმა, როგორც წესი, სასურველია ნაკლები ტოქსიკურობის გამო.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


