პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

უტორალი საინექციო

UTORAL inj.

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

ფლუოროურაცილი გამოიყენება კოლინჯის, სწორი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, კუჭის და პანკრეასის კარცინომის პალიატიური მკურნალობისთვის, როდესაც სიმსივნე არ ემორჩილება ქირურგიულ ჩარევას ან სხივურ თერაპიას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუოროურაცილი (fluorouracil)
ფორმა და შეფუთვა
500მგ/10მლ 10მლ ი.ვ. და ინტრაარტერიული საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №10
მწარმოებელი
KOREA UNITED PHARM. INC., კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-037587
რეგისტრირებულია
17 მარტი 2023, მოქმედებს 17 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მერმისი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაუტორალი საინექციო და სხვა წამალი ერთად

უტორალი საინექციო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფლუოროურაცილი გამოიყენება კოლინჯის, სწორი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, კუჭის და პანკრეასის კარცინომის პალიატიური მკურნალობისთვის, როდესაც სიმსივნე არ ემორჩილება ქირურგიულ ჩარევას ან სხივურ თერაპიას. ეს მედიკამენტი აგრეთვე გამოიყენება როგორც დამხარე საშუალება ქირურგიული ჩარევისას სხვადასხვა სოლიდური სიმსივნეების სამკურნალოდ. ფლუოროურაცილი ნაკლებად ეფექტურია საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის, შარდის ბუშტის, ღვიძლის და პანკრეასის კარცინომის მკურნალობისას, თუმცა, გაუმჯობესება ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირდა. ფლუოროურაცილის გამოყენება სარკომის (ჰოჯკინის დაავადება, რეტიკულოსარკომა, ფიბროსარკომა, ლიმფოსარკომა) სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

  • სისტემური მიღება (ინტრავენური ინექცია):

დღიური დოზა 5 - 15 მგ/კგ-ის ოდენობით იხსნება 300 - 500 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში და მიიღება ინტრავენური ინფუზიის სახით 40 წვეთი წუთში ხუთი დღის განმავლობაში. ტოქსიურობის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში პაციენტი იღებს 5 - 7.5 მგ/კგ-ს ინტრავენურად (I.V.) ყოველ მეორე დღეს.

  • რეგიონალური პერფუზია ინტრაარტერიული შეყვანით:

დღიური დოზა 5 - 10 მგ/კგ-ის ოდენობით იხსნება 20 – 100 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში და მიიღება ინფუზიის სახით 10-20 დღის განმავლობაში

  • სხივურ თერაპიასთან ერთად კომბინაციაში:

დღიური დოზა 5 - 10მგ/კგ-ის ოდენობით მიიღება 1-ლი ან მე-2 მეთოდით ან გამოიყენება 1-2-ჯერ ყოველ კვირაში დროგამოშვებით.

  • სხვა ანტინეოპლაზიურ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში:

უკუჩვენებები

პაციენტები, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ტეგაფურით · გიმესტატით · ოტასტატ კალიუმით.

პაციენტები, რომელთაც დარჩათ 7 დღეზე ნაკლები დღე ტეგაფურის · გიმესტატის · ოტასტატ კალიუმით მკურნალობის დასრულებამდე.

პაციენტები, რომელთაც ცნობილია რომ აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფლუოროურაცილისადმი.

პაციენტები, რომელთაც აქვთ ცუდი ნუტრიციული სტატუსი, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, პოტენციურად სერიოზული ინფექციები

ორსული ქალები, ქალები, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ და ძუძუთი კვებაზე მყოფი დედები

პაციენტები, რომელთაც არ აქვთ ავთვისებიანი სიმსივნე

სიფრთხილის ზომები

კანის დარღვევები, როგორიცაა ერითემა, ბუშტუკი, ეროზია, ტკივილი არტერიის არეში, შეიძლება გამოიწვიოს შიდაარტერიულმა შეყვანამ და შემდეგ შეიძლება განვითარდეს კუნთოვანი, კანის განგრენოზული პროცესი. მათი განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უდნა შეწყდეს და შესაბამისი თერაპია დაიწყოს.

ღვიძლში შიდაარტერიულმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის-სანაღვლე ტრაქტის დარღვევა (ქოლეცისტიტის, ბილიარული ნეკროზის ჩათვლით).

ვინაიდან ანგიოალგია და ფლებიტი ვითარდება, შეყვანის სიჩქარე უნდა იყოს რაც შეიძლება ნელი.

ამპულის თავის გატეხვის შემთხვევაში, ფლუოროურაცილის ამპულის გატეხვა ხდება ეთანოლის შემცველი ნაჭრით დაცვის შემდეგ, ვინაიდან მინის ნატეხი შეიძლება შეერიოს.

როდესაც უცხო ნივთიერება ჩანს შეუიარაღებელი თვალით, სამედიცინო პრეპარატი არ გამოიყენება.

პრეპარატის შენახვა

პრეპარატი ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, დაცული უნდა იყოს სინათლისა და ყინვისგან.

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, რომელიც არ აჭარბებს 30°C-ს.

შეფუთვა

10 ფლაკონი/ყუთი

ინსტრუქციის გადახედვა მოხდა 2010 წლის 01 იანვარს.

3410202244-60829

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აღწერილია, რომ სხვადასხვა აგენტები ბიოქიმიურ დონეზე ახდენენ ფლუოროურაცილის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტურობის ან ტოქსიურობის ცვლილებას, ძირითადი პრეპარატები მოიცავს მეთოტრექსატს, მეტრონიდაზოლს, ტეგაფურს, ლეიკოვორინს, ისევე როგორც ალოპურინოლს და ციმეტიდინს, რომელთავ შეუძლიათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ აქტიური პრეპარატის ხელმისაწვდომობაზე.

ვარფარინის კალიუმის რეაქცია ამ პრეპარატთან ერთად შეიძლება გაიზარდოს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შედედების მაჩვენებლების ცვლილებასთან მიმართებაში.

გვერდითი მოვლენები

ფსიქონევროლოგიური: იშვიათად ექსტრაპირამიდული სიმპტომი, სახის ნერვის დამბლა, დისლოგია, ატაქსია, თვალის კანკალი, ცნობიერებასთან დაკავშირებული დარღვევა, კონვულსია, ორიენტაციის დარღვევა, სხეულის აკრანიული ნაწილების დაბუჟება, ლეიკოენეცეფაოპათია, პარკინსონიზმი შეიძლება განვითარდეს, შესაბამისად, საჭიროა პაციენტების შესაბამისი მონიტორინგი. ზემოხსნებული მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. სისუსტე და ზოგჯერ თავბრუსხვევა აგრეთვე შეიძლება განვითარდეს.

კუჭ-ნაწლავის ეფექტი: ანორექსია, გულისრევა, ღებინება და გემოს ცვლილება შეიძლება განვითარდეს. მძიმე ენტერიტი (ჰემორაგიული, იშემიური, ნეკროზული ენტერიტი) შეიძლება განვითარდეს, შესაბამისად, პაციენტები უნდა იყვენენ შესაბამისი დაკვირვების ქვეშ. თუ მძიმე ტკივილი მუცლის არეში ან დიარეა განვითარდა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს.

კარდიოვასკულარული ეფექტი: გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის ინფარქტი, სტენოკარდია, ტკივილი, ეკგ-ზე დარღვევები და ტკივილი მკერდის არეში შეიძლება განვითარდეს. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს.

ჰემატოლოგიური: პანციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ანემიის პერიოდული შემთხვევები, თრომბოციტოპენია შეიძლება განვითარდეს. ნებისმიერი ჰემატოლოგიური დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და/ან შესაბამისი თერაპია დაინიშნოს.

ღვიძლისმიერი: ღვიძლის მძიმე დარღვევის იშვიათი შემთხვევა, როგორიცაა ჰეპატიტი შეიძლება განვითარდეს, აქედან გამომდინარე, ღვიძლის ფუნქციური ტესტები რეგულარულად უნდა შემოწმდეს.

თირკმლისმიერი: დაფიქსირდა თირკმლის ფუნქციის დარღვევა და პროტეინურია.

დეჰიდრატაცია: მძიმე დიარეის ან მელენას განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და/ან შესაბამისი თერაპია, როგორიცაა დეჰიდრატაცია უნდა დაიწყოს.

სხვა: სტომატიტი, სისტემური სისუსტე და ხანდახან ალოპეცია შეიძლება განვითარდეს.

ზოგადი უსაფრთხოების ზომები

ყოველდღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1გ-ს.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ფლუოროურაცილმა გამოავლინა რომ არის ტერატოგენული. შესაბამისად, ის არ უნდა დაინიშნოს ორსულებში ან ქალებში, რომლებზეც არსებობს ეჭვი ორსულობაზე.

მძიმე ენტერიტი (ჰემორაგიული, იშემიური, ნეკროზული ენტერიტი) და დეჰიდრატაცია შეიძლება განვითარდეს, შესაბამისად, პაციენტები უნდა იყვენენ შესაბამისი დაკვირვების ქვეშ. თუ მძიმე ტკივილი მუცლის არეში ან დიარეა განვითარდა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს. დეჰიდრატაციის სიმპტომების გამოვლენისას, შესაბამისი თერაპია სითხის დამატების ჩათვლით უნდა დაიწყოს.

ტეგაფურით · გიმესტატით · ოტასტატ კალიუმით მკურნალობის შემდეგ ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 7 დღეზე მეტი.

ჭარბი დოზა

ზედოზირების სიმპტომები და ნიშნებია: თავბრუსხვევა, ნისტაგმი, კიდურის ატაქსია, დისლოგია და პარკინსონის სიმპტომი შეიძლება განვითარდეს. მათი განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და/ან შესაბამისი მკურნალობა უნდა დაიწყოს.

პრეპარატის გამოყენება ორსულ და ძუძუთი კვებაზე მყოფ ქალებში

ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებში გამოყენებისას არ არის დადგენილი. შესაბამისად, უტორალი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს.

არ არის ცნობილი ხვდება თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და არსებობს სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების პოტენციალი ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში უტორალის გამო, გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო შეწყდეს ძუძუთი კვება თუ პრეპარატის მიღება, ამ დროს მხედველობაში მიიღება დედისთვის ამ პრეპარატის მნიშვნელობა.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში

საინექციო უტორალის უსაფრთხოება და ეფექტურობა ჩვილებში მცირე წონით დაბადებისას, ახალშობილებსა და ბავშვებში არ არის შესწავლილი.

პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულებში ამ პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი დოზის რეგულირებით და ინტერვალების დაცვით. ვინაიდან ფიზიოლოგიური ფუნქცია ქვეითდება ასაკთან ერთად, გვერდითი ეფექტები შეიძლება ადვილად გამოვლინდეს.

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი (10მლ) შეიცავს

ფლუოროურაცილი ............................500მგ

აღწერა

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ქარვისფერ ამპულაში

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

უტორალი საინექციო

ფლუოროურაცილი 500 მგ/10 მლ

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი (10მლ) შეიცავს

ფლუოროურაცილი ............................500მგ

აღწერა

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ქარვისფერ ამპულაში

ჩვენებები

ფლუოროურაცილი გამოიყენება კოლინჯის, სწორი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, კუჭის და პანკრეასის კარცინომის პალიატიური მკურნალობისთვის, როდესაც სიმსივნე არ ემორჩილება ქირურგიულ ჩარევას ან სხივურ თერაპიას. ეს მედიკამენტი აგრეთვე გამოიყენება როგორც დამხარე საშუალება ქირურგიული ჩარევისას სხვადასხვა სოლიდური სიმსივნეების სამკურნალოდ. ფლუოროურაცილი ნაკლებად ეფექტურია საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის, შარდის ბუშტის, ღვიძლის და პანკრეასის კარცინომის მკურნალობისას, თუმცა, გაუმჯობესება ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირდა. ფლუოროურაცილის გამოყენება სარკომის (ჰოჯკინის დაავადება, რეტიკულოსარკომა, ფიბროსარკომა, ლიმფოსარკომა) სამკურნალოდ.

დოზირება და მიღება

  • სისტემური მიღება (ინტრავენური ინექცია):

დღიური დოზა 5 - 15 მგ/კგ-ის ოდენობით იხსნება 300 - 500 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში და მიიღება ინტრავენური ინფუზიის სახით 40 წვეთი წუთში ხუთი დღის განმავლობაში. ტოქსიურობის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში პაციენტი იღებს 5 - 7.5 მგ/კგ-ს ინტრავენურად (I.V.) ყოველ მეორე დღეს.

  • რეგიონალური პერფუზია ინტრაარტერიული შეყვანით:

დღიური დოზა 5 - 10 მგ/კგ-ის ოდენობით იხსნება 20 – 100 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში და მიიღება ინფუზიის სახით 10-20 დღის განმავლობაში

  • სხივურ თერაპიასთან ერთად კომბინაციაში:

დღიური დოზა 5 - 10მგ/კგ-ის ოდენობით მიიღება 1-ლი ან მე-2 მეთოდით ან გამოიყენება 1-2-ჯერ ყოველ კვირაში დროგამოშვებით.

  • სხვა ანტინეოპლაზიურ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში:

დღიური დოზა 5 - 10მგ/კგ-ის ოდენობით მიიღება 1-ლი ან მე-2 მეთოდით ან გამოიყენება 1-2-ჯერ ყოველ კვირაში დროგამოშვებით.

გაფრთხილებები

დიჰიდროპირიმიდინის დეჰიდროგენაზას უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს ტოქსიურობა, შესაბამისად პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

ვინაიდან მეტოტრექსატისა და ფლუოროურაცილის ალტერნატიული თერაპია ატარებს მაღალ რისკს, პაციენტები უნდა იყვნენ კვალიფიციური ექიმის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ, ვინც გამოცდილია სიმსივნის დროს ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებაში. წაიკითხეთ აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით მკურნალობის დაწყებამდე.

შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ჰეპატიტის ჩათვლით. საჭიროა ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლების ინტენსიური მონიტორინგი. ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და შესაბამისი მკურნალობა დაიწყოს.

პრეპარატის გამოყენებამ ტეგაფურის · გიმესტატის · ოტასტატ კალიუმის წარმოებულ აგენტებთან კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, როგორიცაა მძიმე ჰემატოლოგიური დარღვევა, შესაბამისად, არ უნდა გამოიყენონ ამ პრეპარატთან ერთად.

უკუჩვენებები

პაციენტები, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ტეგაფურით · გიმესტატით · ოტასტატ კალიუმით.

პაციენტები, რომელთაც დარჩათ 7 დღეზე ნაკლები დღე ტეგაფურის · გიმესტატის · ოტასტატ კალიუმით მკურნალობის დასრულებამდე.

პაციენტები, რომელთაც ცნობილია რომ აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფლუოროურაცილისადმი.

პაციენტები, რომელთაც აქვთ ცუდი ნუტრიციული სტატუსი, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, პოტენციურად სერიოზული ინფექციები

ორსული ქალები, ქალები, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ და ძუძუთი კვებაზე მყოფი დედები

პაციენტები, რომელთაც არ აქვთ ავთვისებიანი სიმსივნე

სიფრთხილის ზომები

პაციენტები, რომელთაც აქვთ ცუდი ნუტრიციული სტატუსი

პაციენტები, რომელთაც აქვთ მძიმე ჩირქოვანი პროცესი ქირურგიული ჩარევის შედეგად

პაციენტები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის გაუარესებით

პაციენტები გულის დაავადებით ან ისტორიით ანამნეზში

პაციენტები, რომელთაც აქვთ თანდაყოლილი ძვლის ტვინის ფუნქციის გაურესება

პაციენტები, რომელთაც აქვთ ჩუტყვავილა

ხანდაზმულები

ბავშვები

პაციენტები, რომელთაც აქვთ დიჰიდროპირიმიდინის დეჰიდროგენაზას დარღვევა

გვერდითი რეაქციები

ფსიქონევროლოგიური: იშვიათად ექსტრაპირამიდული სიმპტომი, სახის ნერვის დამბლა, დისლოგია, ატაქსია, თვალის კანკალი, ცნობიერებასთან დაკავშირებული დარღვევა, კონვულსია, ორიენტაციის დარღვევა, სხეულის აკრანიული ნაწილების დაბუჟება, ლეიკოენეცეფაოპათია, პარკინსონიზმი შეიძლება განვითარდეს, შესაბამისად, საჭიროა პაციენტების შესაბამისი მონიტორინგი. ზემოხსნებული მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. სისუსტე და ზოგჯერ თავბრუსხვევა აგრეთვე შეიძლება განვითარდეს.

კუჭ-ნაწლავის ეფექტი: ანორექსია, გულისრევა, ღებინება და გემოს ცვლილება შეიძლება განვითარდეს. მძიმე ენტერიტი (ჰემორაგიული, იშემიური, ნეკროზული ენტერიტი) შეიძლება განვითარდეს, შესაბამისად, პაციენტები უნდა იყვენენ შესაბამისი დაკვირვების ქვეშ. თუ მძიმე ტკივილი მუცლის არეში ან დიარეა განვითარდა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს.

კარდიოვასკულარული ეფექტი: გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის ინფარქტი, სტენოკარდია, ტკივილი, ეკგ-ზე დარღვევები და ტკივილი მკერდის არეში შეიძლება განვითარდეს. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს.

ჰემატოლოგიური: პანციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ანემიის პერიოდული შემთხვევები, თრომბოციტოპენია შეიძლება განვითარდეს. ნებისმიერი ჰემატოლოგიური დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და/ან შესაბამისი თერაპია დაინიშნოს.

ღვიძლისმიერი: ღვიძლის მძიმე დარღვევის იშვიათი შემთხვევა, როგორიცაა ჰეპატიტი შეიძლება განვითარდეს, აქედან გამომდინარე, ღვიძლის ფუნქციური ტესტები რეგულარულად უნდა შემოწმდეს.

თირკმლისმიერი: დაფიქსირდა თირკმლის ფუნქციის დარღვევა და პროტეინურია.

დეჰიდრატაცია: მძიმე დიარეის ან მელენას განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და/ან შესაბამისი თერაპია, როგორიცაა დეჰიდრატაცია უნდა დაიწყოს.

სხვა: სტომატიტი, სისტემური სისუსტე და ხანდახან ალოპეცია შეიძლება განვითარდეს.

ზოგადი უსაფრთხოების ზომები

ყოველდღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1გ-ს.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ფლუოროურაცილმა გამოავლინა რომ არის ტერატოგენული. შესაბამისად, ის არ უნდა დაინიშნოს ორსულებში ან ქალებში, რომლებზეც არსებობს ეჭვი ორსულობაზე.

მძიმე ენტერიტი (ჰემორაგიული, იშემიური, ნეკროზული ენტერიტი) და დეჰიდრატაცია შეიძლება განვითარდეს, შესაბამისად, პაციენტები უნდა იყვენენ შესაბამისი დაკვირვების ქვეშ. თუ მძიმე ტკივილი მუცლის არეში ან დიარეა განვითარდა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს. დეჰიდრატაციის სიმპტომების გამოვლენისას, შესაბამისი თერაპია სითხის დამატების ჩათვლით უნდა დაიწყოს.

ტეგაფურით · გიმესტატით · ოტასტატ კალიუმით მკურნალობის შემდეგ ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 7 დღეზე მეტი.

წამალთაშორისი ურთიერთქმედება

აღწერილია, რომ სხვადასხვა აგენტები ბიოქიმიურ დონეზე ახდენენ ფლუოროურაცილის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტურობის ან ტოქსიურობის ცვლილებას, ძირითადი პრეპარატები მოიცავს მეთოტრექსატს, მეტრონიდაზოლს, ტეგაფურს, ლეიკოვორინს, ისევე როგორც ალოპურინოლს და ციმეტიდინს, რომელთავ შეუძლიათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ აქტიური პრეპარატის ხელმისაწვდომობაზე.

ვარფარინის კალიუმის რეაქცია ამ პრეპარატთან ერთად შეიძლება გაიზარდოს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შედედების მაჩვენებლების ცვლილებასთან მიმართებაში.

ზედოზირება

ზედოზირების სიმპტომები და ნიშნებია: თავბრუსხვევა, ნისტაგმი, კიდურის ატაქსია, დისლოგია და პარკინსონის სიმპტომი შეიძლება განვითარდეს. მათი განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და/ან შესაბამისი მკურნალობა უნდა დაიწყოს.

პრეპარატის გამოყენება ორსულ და ძუძუთი კვებაზე მყოფ ქალებში

ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებში გამოყენებისას არ არის დადგენილი. შესაბამისად, უტორალი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს.

არ არის ცნობილი ხვდება თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში. ვინაიდან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში და არსებობს სერიოზული გვერდითი რეაქციების განვითარების პოტენციალი ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში უტორალის გამო, გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო შეწყდეს ძუძუთი კვება თუ პრეპარატის მიღება, ამ დროს მხედველობაში მიიღება დედისთვის ამ პრეპარატის მნიშვნელობა.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში

საინექციო უტორალის უსაფრთხოება და ეფექტურობა ჩვილებში მცირე წონით დაბადებისას, ახალშობილებსა და ბავშვებში არ არის შესწავლილი.

პრეპარატის გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულებში ამ პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი დოზის რეგულირებით და ინტერვალების დაცვით. ვინაიდან ფიზიოლოგიური ფუნქცია ქვეითდება ასაკთან ერთად, გვერდითი ეფექტები შეიძლება ადვილად გამოვლინდეს.

სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას

კანის დარღვევები, როგორიცაა ერითემა, ბუშტუკი, ეროზია, ტკივილი არტერიის არეში, შეიძლება გამოიწვიოს შიდაარტერიულმა შეყვანამ და შემდეგ შეიძლება განვითარდეს კუნთოვანი, კანის განგრენოზული პროცესი. მათი განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უდნა შეწყდეს და შესაბამისი თერაპია დაიწყოს.

ღვიძლში შიდაარტერიულმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის-სანაღვლე ტრაქტის დარღვევა (ქოლეცისტიტის, ბილიარული ნეკროზის ჩათვლით).

ვინაიდან ანგიოალგია და ფლებიტი ვითარდება, შეყვანის სიჩქარე უნდა იყოს რაც შეიძლება ნელი.

ამპულის თავის გატეხვის შემთხვევაში, ფლუოროურაცილის ამპულის გატეხვა ხდება ეთანოლის შემცველი ნაჭრით დაცვის შემდეგ, ვინაიდან მინის ნატეხი შეიძლება შეერიოს.

როდესაც უცხო ნივთიერება ჩანს შეუიარაღებელი თვალით, სამედიცინო პრეპარატი არ გამოიყენება.

პრეპარატის შენახვა

პრეპარატი ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, დაცული უნდა იყოს სინათლისა და ყინვისგან.

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, რომელიც არ აჭარბებს 30°C-ს.

შეფუთვა

10 ფლაკონი/ყუთი

ინსტრუქციის გადახედვა მოხდა 2010 წლის 01 იანვარს.

3410202244-60829

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა