პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ფლუოროურაცილი აკორდი

Fluorouracil Accord

რეცეპტით1000მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის სახელწოდებაა “ფლუოროურაცილი აკორდი 50 მგ/მლ, საინექციო ან საინფუზიო ხსნარი”, მაგრამ ქვემოთ მოხსენებული იქნება ფლუოროურაცილი აკორდის სახელით. რას წარმოადგენს ფლუოროურაცილი აკორდი ფლუოროურაცილი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ფლუოროურაცილს. ის შედის სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტების ჯგუფში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუოროურაცილი (fluorouracil)
ფორმა და შეფუთვა
1000მგ/20მლ (50მგ/მლ) 20მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
მწარმოებელი
ACCORD HEALTHCARE LIMITED, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC02
რეგისტრაციის ნომერი
რ-040803
რეგისტრირებულია
22 აპრილი 2024, მოქმედებს 22 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფლუოროურაცილი აკორდი და სხვა წამალი ერთად

ფლუოროურაცილი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის სახელწოდებაა “ფლუოროურაცილი აკორდი 50 მგ/მლ, საინექციო ან საინფუზიო ხსნარი”, მაგრამ ქვემოთ მოხსენებული იქნება ფლუოროურაცილი აკორდის სახელით.

რას წარმოადგენს ფლუოროურაცილი აკორდი

ფლუოროურაცილი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ფლუოროურაცილს. ის შედის სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტების ჯგუფში.

ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენების ჩვენებები

ფლუოროურაცილი აკორდი გამოიყენება სხვადასხვა სიმსივნის, კერძოდ მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის, პანკრეასის, კუჭის, თავის, კისრის და მკერდის სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ. შესაძლებელია მისი გამოყენება სიმსივნის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან და სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის დოზას განსაზღვრავს დაავადება, სხეულის წონა, გადატანილი ქირურგიული ჩარევა და ღვიძლისა და თირკმლის მდგომარეობა. იგი ასევე განისაზღვრება სისხლის ანალიზის შედეგებით. პირველი კურსი ინიშნება ყოველდღიურად ან ერთკვირიანი შუალედებით. შემდგომი კურსები ინიშნება მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის შესაბამისად. დასაშვებია მკურნალობის კომბინირება სხივურ თერაპიასთან.

მედიკამენტი, გამოყენებამდე, იხსნება გლუკოზის, ნატრიუმის ქლორიდის ხსნარებში ან საინექციო წყალში. მისი შეყვანა ხდება ინტრავენური ინექციის ან ნელი ინფუზიის გზით.

სიფრთხილის ზომები

ფლუოროურაცილი აკორდი არ გამოიყენება, თუ

პაციენტი ალერგიულია ფლუოროურაცილის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6);

პაციენტს აღენიშნება მძიმე ინფექციები (მაგ. ჰერპეს ზოსტერი, ჩუტყვავილა);

სიმსივნე არ არის ავთვისებიანი;

პაციენტი დაუძლურებულია ხანგძლივი ავადმყოფობით;

პაციენტს სხვა სამკურნალო საშუალებებმა (სხივური თერაპიის ჩათვლით) დაუზიანა ძვლის ტვინი;

პაციენტი ღებულობს ბრივუდინს, სორივუდინს და მათ ანალოგებს (ანტივირუსული პრეპარატები);

პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში;

პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

პაციენტს აქვს ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (ჰომოზიგოტური ფორმა);

პაციენტის არ აღენიშნება ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას აქტივობა (DPD სრული უკმარისობა).

პაციენტმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე ეხება მას.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენებამდე უნდა ეცნობოს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ფლუოროურაცილი აკორდი გამოიყენება სიფრთხილით, თუ აღნიშნება შემდეგი:

მნიშვნელოვნად შემცირებულია სისხლის უჯრედების წარმოქმნა ძვლის ტვინში (საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება);

წყლული პირის ღრუში, ცხელება, სისხლდენა ნებისმიერი ადგილიდან, ან სისუსტე (აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა სისხლში უჯრედული ელემენტების ნაკლებობაზე მიუთითებდეს);

თირკმლის ნებისმიერი ტიპის პრობლემა;

ღვიძლის დაავადებები, სიყვითლის ჩათვლით (კანის მოყვითალო შეფერილობა);

გულის დაავადებები. აცნობეთ ექიმს მკურნალობის პერიოდში გულმკერდის მიდამოში განვითარებული ტკივილის შესახებ;

არსებული ან გადატანილი სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში) ან გულის დაავადება ანამნეზში. მომატებულია მწვავე სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ეკგ ცვლილებების განვითარების რისკი;

ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას აქტივობის დაქვეითება ან დეფიციტი;

მენჯის ღრუს სხივური თერაპია მაღალი დოზებით;

ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება ან წონის კლება;

ქირურგიული ოპერაცია ბოლო 30 დღის განმავლობაში;

კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტები (სტომატიტი, დიარეა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან) ან სისხლდენა ნებისმიერი ორგანოდან;

ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (დპდ) ნაწილობრივი დეფიციტი;

გულთან ასოცირებული პრობლემები. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ მკურნალობის პერიოდში აღენიშნება ნებისმიერი ინტენსივობის ტკივილი გულმკერდის არეში.

თუ პაციენტის ოჯახის წევრს აღენიშნება ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (დპდ) სრული ან ნაწილობრივი დეფიციტი.

დპდ დეფიციტი:

დპდ დეფიციტი იშვიათი თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს იწვევს ზოგი მედიკამენტის მიღების შემთხვევაში. თუ პაციენტს აქვს დპდ დეფიციტის არადიაგნოსტირებული ფორმა და ღებულობს ფლუოროურაცილის, მაშინ ის იმყოფება მე-4 ნაწილში აღწერილი გვერდითი ეფექტების მწვავე და ადრეული გამოვლენის მაღალი რისკის ქვეშ. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ანალიზის ჩატარება დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას დეფიციტის გამოსარიცხად. თუ ანალიზის შედეგად დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას აქტივობა არ აღინიშნა, ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენება არ უნდა მოხდეს. თუ სახეზეა დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას ნაწილობრივი დეფიციტი, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გამოიყენოს ფლუოროურაცილის შემცირებული დოზა. საშიში გვერდითი მოვლენების რისკი არსებობს იმ შემთხვევაშიც, როდესაც დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას დეფიციტი არ ვლინდება.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს (იხ. მე-4 პუნქტი: შესაძლო გვერდითი მოვლენები).

შემდეგი ნიშნების ან სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს: ახლად განვითარებული გონების დაბინდვა, დიზორიენტაცია ან მენტალური სტატუსის სხვაგვარი ცვლილება, წინასწორობის შენარჩუნების გაძნელება ან კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის დარღვევა. აღნიშნული სიმპტომები მიუთითებს ენცეფალოპათიაზე და შესაძლოა გამოიწვიოს კომის და ლეტლური გამოსავლის განვითარება, თუ დროულად არ მოხდა მათი მკურნალობა.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ ხსენებულიდან რომელიმე ეხება მას. ფლუოროურაცილმა შესაძლოა გამოიწვიოს ფოტოსენსიტივობა, რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა მოყვეს კანისმიერი რეაქციები. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა, პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავის მზის პირდაპირ სხივებს (მათ შორის გარუჯვას).

პაციენტმა თავი უნდა აარიდოს უი-გამოსხივებას (მაგ. მზის სხივებს, გასარუჯ სალონებს).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს, ღებულობდა ან აპირებს მიიღოს სხვა მედიკამენტი:

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო თუ პაციენტი ღებულობს სხვა პრეპარატებს, ვინაიდან, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ფლუოროურაცილი აკორდის მოქმედებაზე.

მეტოტრექსატი, ციკლოფოსფამიდი, ცისპატინი, ცინორელბინი (სიმსივნის სამკურნალო საშუალებები);

მეტრონიდაზოლი (ანტიბიოტიკი);

ფოლინის მჟავა (იგივე კალციუმის ფოლინატე ან კალციუმის ლეიკოვორინი - სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების გვერდითი ეფექტების სამკურნალო საშუალება);

ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება);

ციმეტიდინი (კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალება);

ვარფარინი (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალება);

ინტერფერონი ალფა (გამოიყენება ლიმფომას და ქრონიკული ჰეპატიტის სამკურნალოდ);

ბრივუდინი, სორივუდინი და მისი ანალოგები (ანტივირუსული საშუალებები);

ფენიტოინი (ეპილეფსიის/გულყრებისა და არითმიის სამკურნალო საშუალება);

ვაქცინები;

სხივური თერაპია

ლევამიზოლი (ანტიჰელმინთური საშუალება);

ტამოქსიფენი (სიმსივნის სამკურნალო საშუალება);

კლოზაპინი (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ).

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფლუოროურაცილის გამოყენება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფზე. მედიკამენტი არ მიიღება ორსულობის დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა მიმართონ კონტრაცეპციის ეფექტურ მეთოდებს ფლუოროურაცილის მიღების პერიოდში და მისი დასრულებიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. თუ, მიუხედავად კონტრაცეპციისა, ორსულობა მაინც დადგება, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს და მიემართოს კონსულტაციისთვის გენეტიკოსს.

არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ფლუოროურაცილი დედის რძეში, ამიტომ ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენების პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

მამაკაცებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვის ჩასახვისგან ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენების პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. შეუქცევადი უშვილობის ალბათობის არსებობის გამო, ფლუოროურაცილი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა კონსულტაცია სპერმის კრიოპრეზერვაციასთან დაკავშირებით.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფლუოროურაცილი აკორდით მკურნალობის ფონზე არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, რადგან შესაძლოა ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარება, როგორიცაა გულისრევა და ღებინება. შესაძლოა ასევე გავნითარდეს გვერდითი მოვლენები ნერვულ სისტემის და მხედველობის მხრივ. ნებისმიერი მსგავსი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში თავი ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა არ უნდა მოხდეს.

ფლუოროურაცილი აკორდი შეიცავს ნატრიუმს

ფლუოროურაცილი აკორდის მაქსიმალური დღიური დოზა (600 მგ/მ2) შეიცავს 7.78 მმოლ (178.2 მგ) ნატრიუმს. აღნიშნული გასათვალისწინებელია მარილის შემზღუდველ დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ფლუოროურაცილსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში:

ძლიერი ალერგიული რეაქცია - მოულოდნელი გამონაყარი, ქავილით, კიდურების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანისა და ხორხის შეშუპება (რაც განაპირობებს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას) და გულის წასვლა;

ტკივილი გულმკერდის არეში;

სისხლიანი ან შავი განავლოვანი მასები;

პირის ღრუს ტკივილი ან წყლულები;

კიდურების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება და კანკალი;

გულის შეტევა ან სხვა კარდიოლოგიური სიმტომები, მათ შორის გულისცემის სიხშირის გაზრდა და ქოშინი;

ლეიკოენცეფალოპათიის (თავის ტვინის დაავადება) სიმპტომები, ცნობიერების დარღვევა ან კოორდინაციის პრობლემები ზემო და ქვემო კიდურებში, აზროვნებისა და მეტყველების გართულება, მხედველობის / მეხსიერების დაქვეითება;

ქოშინი.

ქვემოთ მოყვანილია სერიოზული გვერდითი მოვლენები. შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებელი სამედიცინო ჩარევა:

ქვემოთ მოცემული მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

იშემიური ცვლილებები ეკგ-ზე;

მიელოსუპრესია (მდგომარეობა, როდესაც ძვლის ტვინში ქვეითდება სისხლის ყვერა უჯრედის წარმოქმა (პანციტოპენია);

ნეიტროპენია (ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება სისხლში) და ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში);

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რასაც თან ახლავს სისხლის შედედების პრობლემები);

აგრანულოციტოზი (მოცირკულირე გრანულოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება);

ანემი (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება);

ინფექციების განვითარების რისკის ზრდა იმუნოსუპრესიის გამო;

ვიზინგი (ბრონქოსპაზმი);

გულისრევა;

ღებინება;

ფაღარათი;

ინფექციები;

ჭრილობის შეხორცების გაძნელება;

პირის ღრუს ნებისმიერი სტრუქტურის, ქელის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (მაგ. საყლკაპავი მილის, სწორი ნაწლავის ან ანუსის) ლორწოვანი გარსის ანთება;

შარდმჯავას დონის მატება სისხლში;

ცხვირიდან სისხლდენა;

თმის ცვენა;

მტევან-ტერფის სინდრომი (კანის ტოქსიკური რეაქცია სიწითლით და კიდურების შეშუპებით);

დაღლილობა;

საერთო სისუსტე.

ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

სტენოკარდია (გულის სისხლით მომარაგების დაქვეითებით გამოწვეული მწვავე ტკივილი გულმკერდის მიდამოში);

ლეიკოპენია, ცხელებასთან ერთად;

ზომიერი სიხშირის (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

გულის რითმის დარღვევა;

გულის შეტევა;

მიოკარდიუმის იშემია (გულის კუნთის ანთებით განპირობებული);

მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება);

გულის უკმარისობა;

დილატაციური კარდიომიოპათია (გულის დაავადება, რომლის დროსაც ხდება გულის კუნთის გადიდება, გასქელება და/ან გამკვრივება);

კარდიოგენური შოკი;

არტერიული წნევის დაქვეითება;

ძილიანობა;

დეჰიდრატაცია;

ბაქტერიული ინფექციის გავრცელება სისხლში ან ქსოვილებში;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაწყლულება და სისხლდენა, კანის აშრევება;

თვალების რიტმული მოძრაობა (ნისტაგმი);

თავის ტკივილი;

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

ბალანსისა და წონასწორობის დარღვევა;

პარკინსონიზმის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი (პროგრესირებადი ტრემორი, რიგიდულობა, მოძრაობის შენელება);

პირამიდული ნიშნები;

სეფსისი;

გულისრევა ან ღებინება;

კანის ანთება (დერმატიტი);

კანის დაზიანება, როგორიცაა სიმშრალე, ფისურების ეროზია, სიწითლე, მაკულო-პაპულური გამონაყარი (გამონაყარი, რომელიც იწყება ქვემო კიდურებიდან, პროგრესირებს ზემო კიდურებზე და შემდეგ გულმკერდის მიდამოში);

გარკვეული ინფექციური დაავადებების თანმხლები გამონაყარი კანზე;

ქავანა ლაქების განვითარება კანზე;

ფოტოსენსიბილიზაცია;

კანის ჰიპერპიგმენტაცია;

ხაზოვანი ჰიპერპიგმენტაცია ან დეპიგმენტაცია ვენების გასწვრივ;

ფრჩხილების დაზიანება (დიფუზური, ზედაპირული, მოლურჯო პიგმენტაცია, ჰიპერპიგმენტაცია, ფრჩხილის დისტროფია, ფრჩხილის საწოლის გასქელება და ტკივილი);

პარონიქია (ფრჩხილის გარშემო ქსოვილის ანთება);

ფრჩხილის მატრიქსის ანთება, ჩირქის დაგროვებით და ფრჩხილის აცლით;

სპერმის ან კვერცხუჯრედის წარმოქმნის დარღვევა;

ცრემლდენა;

მხედველობის დაბინდვა;

კონიუნქტივის ანთება და სიწითლე;

თვალის მოძრაობის დარღვევა;

ოპტიკური ნევრიტი (მხედველობის დარღვევა, რომელიც ვითარდება მხედველობის ნერვის ანთების ფონზე);

მხედველობის გაორება;

მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;

მომატებული მგრძნობელობასინათლისადმი, მზისა და მკვეთრი სინათლის აუტანლობა;

თვალის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქუთუთოს კიდის ქრონიკული ანთებით;

ქვედა ქუთუთოს კიდის ამოტრიალება (ექტროპიონი);

ცრემლსადენი მილის დახშობა;

ჭრილობიდან ან ანთების კერიდან ნეკროზული ქსოვილის მოცილება;

ღვიძლის უჯრედების დაზიანება;

ეიფორია.

იშვიათი(შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ტვინის, ნაწლავებისა და პერიფერიული ორგანოების სისხლმომარაგების დაქვეითება;

ხელისა და ფეხის თითების და ზოგჯერ სხვა მიდამოების ფერის ცვლილება (რეინოს სინდრომი);

ჰიპერმგრძნობელობა;

ვენების შეშუპება (ანთება) თრომბოზის გამო;

ანაფილაქსიური რეაქცია;

თრომბოზის განვითარება არტერიებში ან ვენებში;

სისტემური ვაზოდილატაცია (სისხლძარღვთა გაფართოება), რაც იწვევს წნევის დაქვეითება;

კონფუზია;

თირკმლის უკმარისობა;

საერთო თიროქსინის მატება

საერთო ტრიიოდთირონინის მატება.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

გულის გაჩერება (გულისცემის მოულოდნელი შეწყვეტა);

უეცარი კარდიული სიკვდილი (მოულოდნელი სიკვდილი გულის პრობლემების გამო);

ლეიკოენცეფალოპათიის სიმპტომები (ტვინის თეთრი ნივთიერების დაავადება), ატაქსიის ჩათვლით (კოორდინირებული კუნთოვანი მოძრაობის უნარის დაკარგვა);

მწვავე ცერებელარული სინდრომი;

მენტალური კონფუზია ან გონების სიმახვილის დაქვეითება, განსაკუთრებით დროის, სივრცის და იდენტობის აღქმის მხრივ;

არტიკულაციის გაძნელება;

პათოლოგიური კუნთოვანი სისუსტე და დაღლილობა;

ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;

კონვულსიები ან კომა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ 5-ფლუოროურაცილის მაღალ დოზებს ან აქვთ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ფატალური გამოსავლით);

ნაღვლის ბუშტის დაზიანება;

მცირე სანაღვლე სადინრების ნელი, პროგრესირებადი დესტრუქცია;

გულის გაჩერება;

კომა.

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია:

ცხელება;

ზემო და ქვემო კიდურების დაბუჟება ან სისუსტე;

გულყრები;

კანისმიერი წითელი მგლურა;

ჰიპერამონიემიური ენცეფალოპათია (სისხლში ამიაკის ჭარბი რაოდენობით განპირობებული ტვინის დისფუნქცია);

ლაქტაციოდზი;

სიმსივნის დაშლის სინდრომი;

უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი;

სტრესული კარდიომიოპათია (ტაკოტსუბოს სინდრომი)

ჰაერის არსებობა ნაწლავების კედლებში;

კანის ფერის ცვლილება პრეპარატის ინექციის ადგილას.

გვერდითი ეფექტების აღრიცხვა

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ელ-ფოსტა: [email protected]. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

ვინაიდან მედიკამენტის შეყვანა ხდება კლინიკაში, ზედოზირების რისკი მინიმალურია, თუმცა ნებისმიერი პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის დროს და მის შემდეგ,სისხლის უჯრედული ელემენტების რაოდენობის დასადგენად, საჭიროა სისხლის ანალიზის გამოკვლევა. ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ფლუოროურაცილის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვითარდება გულისრევა, ღებინება, დიარეა, მწვავე მუკოზიტი, გასტრო-ინტესტინალური წყლულები და სისხლდენა. მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

შემადგენლობა

ფლუოროურაცილი აკორდის შემადგენლობა:

ფლუოროურაცილი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ფლუოროურაცილს.

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და მარილმჟავა.

ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს 50 მგ ფლუოროურაცილს (ნატრიუმის მარილის სახით, რომელიც ადგილზე წარმოიქმნება).

ფლუოროურაცილი აკორდი გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარია, I ტიპის გამჭვირვალე შუშის ფლაკონში, რეზინის ხუფით.

5 მლ ფლაკონი შეიცავს 250 მგ ფლუოროურაცილს;

10 მლ ფლაკონი შეიცავს 500 მგ ფლუოროურაცილს;

20 მლ ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ფლუოროურაცილს;

50 მლ ფლაკონი შეიცავს 2500 მგ ფლუოროურაცილს;

100 მლ ფლაკონი შეიცავს 5000 მგ ფლუოროურაცილს.

ყველა გამოშვების ფორმა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ფლუოროურაცილი აკორდი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ეტიკეტსა და კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით, ინახება თავისივე კოლოფში.

ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს.

განზავებული ხსნარის ვარგისობის ვადა

მომზადებული ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში 25C ტემპერატურის პირობებში 5% გლუკოზაში, 0,9% ნატრიუმის ქლორიდში ან საინექციო წყალში გახსნის შემთხვევაში, სადაც ფლუოროურაცილის კონცენტრაცია 0,98 მგ/მლ შეადგენს. მიკრობილოგიური თვალსაზრისით,მომზადებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. თუ მომზადებული ხსნარის გამოყენება არ მოხდა დაუყოვნებლივ, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

არ გამოიყენოთ, თუ მიღებული ხსნარი მოყავისფრო ან მუქი ყვითელი შეფერილობისაა;

არ გამოიყენოთ კონტეინერის დაზიანების, ხსნარში გაუხსნელი ნაწილაკებისა და კრისტალების არსებობის შემთხვევაში;

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტის განადგურების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ფარმაცევტთან. ამგვარი ქმედებით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვის საკითხში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია - ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

ფლუოროურაცილი აკორდი 50 მგ/მლ, საინექციო ან საინფუზიო ხსნარი

ფლუოროურაცილი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამენტი გამოწერილ იქნა მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს, ვინაიდან, თუნდაც მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიშეიძლება ზიანი მიაყენოს მათ.

სერიოზული ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).

მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:

რას წარმოადგენს ფლუოროურაცილი აკორდი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენებამდე

ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ფლუოროურაცილი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ფლუოროურაცილი აკორდი და მისი გამოყენება

მედიკამენტის სახელწოდებაა “ფლუოროურაცილი აკორდი 50 მგ/მლ, საინექციო ან საინფუზიო ხსნარი”, მაგრამ ქვემოთ მოხსენებული იქნება ფლუოროურაცილი აკორდის სახელით.

რას წარმოადგენს ფლუოროურაცილი აკორდი

ფლუოროურაცილი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ფლუოროურაცილს. ის შედის სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტების ჯგუფში.

ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენების ჩვენებები

ფლუოროურაცილი აკორდი გამოიყენება სხვადასხვა სიმსივნის, კერძოდ მსხვილი ნაწლავის, საყლაპავის, პანკრეასის, კუჭის, თავის, კისრის და მკერდის სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ. შესაძლებელია მისი გამოყენება სიმსივნის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან და სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენებამდე

ფლუოროურაცილი აკორდი არ გამოიყენება, თუ

პაციენტი ალერგიულია ფლუოროურაცილის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6);

პაციენტს აღენიშნება მძიმე ინფექციები (მაგ. ჰერპეს ზოსტერი, ჩუტყვავილა);

სიმსივნე არ არის ავთვისებიანი;

პაციენტი დაუძლურებულია ხანგძლივი ავადმყოფობით;

პაციენტს სხვა სამკურნალო საშუალებებმა (სხივური თერაპიის ჩათვლით) დაუზიანა ძვლის ტვინი;

პაციენტი ღებულობს ბრივუდინს, სორივუდინს და მათ ანალოგებს (ანტივირუსული პრეპარატები);

პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში;

პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

პაციენტს აქვს ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (ჰომოზიგოტური ფორმა);

პაციენტის არ აღენიშნება ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას აქტივობა (DPD სრული უკმარისობა).

პაციენტმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე ეხება მას.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენებამდე უნდა ეცნობოს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ფლუოროურაცილი აკორდი გამოიყენება სიფრთხილით, თუ აღნიშნება შემდეგი:

მნიშვნელოვნად შემცირებულია სისხლის უჯრედების წარმოქმნა ძვლის ტვინში (საჭიროა სისხლის ანალიზის ჩატარება);

წყლული პირის ღრუში, ცხელება, სისხლდენა ნებისმიერი ადგილიდან, ან სისუსტე (აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა სისხლში უჯრედული ელემენტების ნაკლებობაზე მიუთითებდეს);

თირკმლის ნებისმიერი ტიპის პრობლემა;

ღვიძლის დაავადებები, სიყვითლის ჩათვლით (კანის მოყვითალო შეფერილობა);

გულის დაავადებები. აცნობეთ ექიმს მკურნალობის პერიოდში გულმკერდის მიდამოში განვითარებული ტკივილის შესახებ;

არსებული ან გადატანილი სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში) ან გულის დაავადება ანამნეზში. მომატებულია მწვავე სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ეკგ ცვლილებების განვითარების რისკი;

ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას აქტივობის დაქვეითება ან დეფიციტი;

მენჯის ღრუს სხივური თერაპია მაღალი დოზებით;

ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება ან წონის კლება;

ქირურგიული ოპერაცია ბოლო 30 დღის განმავლობაში;

კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტები (სტომატიტი, დიარეა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან) ან სისხლდენა ნებისმიერი ორგანოდან;

ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (დპდ) ნაწილობრივი დეფიციტი;

გულთან ასოცირებული პრობლემები. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ მკურნალობის პერიოდში აღენიშნება ნებისმიერი ინტენსივობის ტკივილი გულმკერდის არეში.

თუ პაციენტის ოჯახის წევრს აღენიშნება ფერმენტ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (დპდ) სრული ან ნაწილობრივი დეფიციტი.

დპდ დეფიციტი:

დპდ დეფიციტი იშვიათი თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს იწვევს ზოგი მედიკამენტის მიღების შემთხვევაში. თუ პაციენტს აქვს დპდ დეფიციტის არადიაგნოსტირებული ფორმა და ღებულობს ფლუოროურაცილის, მაშინ ის იმყოფება მე-4 ნაწილში აღწერილი გვერდითი ეფექტების მწვავე და ადრეული გამოვლენის მაღალი რისკის ქვეშ. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ანალიზის ჩატარება დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას დეფიციტის გამოსარიცხად. თუ ანალიზის შედეგად დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას აქტივობა არ აღინიშნა, ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენება არ უნდა მოხდეს. თუ სახეზეა დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას ნაწილობრივი დეფიციტი, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გამოიყენოს ფლუოროურაცილის შემცირებული დოზა. საშიში გვერდითი მოვლენების რისკი არსებობს იმ შემთხვევაშიც, როდესაც დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას დეფიციტი არ ვლინდება.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს (იხ. მე-4 პუნქტი: შესაძლო გვერდითი მოვლენები).

შემდეგი ნიშნების ან სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს: ახლად განვითარებული გონების დაბინდვა, დიზორიენტაცია ან მენტალური სტატუსის სხვაგვარი ცვლილება, წინასწორობის შენარჩუნების გაძნელება ან კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის დარღვევა. აღნიშნული სიმპტომები მიუთითებს ენცეფალოპათიაზე და შესაძლოა გამოიწვიოს კომის და ლეტლური გამოსავლის განვითარება, თუ დროულად არ მოხდა მათი მკურნალობა.

პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ ხსენებულიდან რომელიმე ეხება მას. ფლუოროურაცილმა შესაძლოა გამოიწვიოს ფოტოსენსიტივობა, რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა მოყვეს კანისმიერი რეაქციები. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა, პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავის მზის პირდაპირ სხივებს (მათ შორის გარუჯვას).

პაციენტმა თავი უნდა აარიდოს უი-გამოსხივებას (მაგ. მზის სხივებს, გასარუჯ სალონებს).

სხვა მედიკამენტები და ფლუოროურაცილი აკორდი

უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს, ღებულობდა ან აპირებს მიიღოს სხვა მედიკამენტი:

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო თუ პაციენტი ღებულობს სხვა პრეპარატებს, ვინაიდან, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ფლუოროურაცილი აკორდის მოქმედებაზე.

მეტოტრექსატი, ციკლოფოსფამიდი, ცისპატინი, ცინორელბინი (სიმსივნის სამკურნალო საშუალებები);

მეტრონიდაზოლი (ანტიბიოტიკი);

ფოლინის მჟავა (იგივე კალციუმის ფოლინატე ან კალციუმის ლეიკოვორინი - სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების გვერდითი ეფექტების სამკურნალო საშუალება);

ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება);

ციმეტიდინი (კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალება);

ვარფარინი (სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალება);

ინტერფერონი ალფა (გამოიყენება ლიმფომას და ქრონიკული ჰეპატიტის სამკურნალოდ);

ბრივუდინი, სორივუდინი და მისი ანალოგები (ანტივირუსული საშუალებები);

ფენიტოინი (ეპილეფსიის/გულყრებისა და არითმიის სამკურნალო საშუალება);

ვაქცინები;

სხივური თერაპია

ლევამიზოლი (ანტიჰელმინთური საშუალება);

ტამოქსიფენი (სიმსივნის სამკურნალო საშუალება);

კლოზაპინი (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ).

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და ფერტილობა:

ფლუოროურაცილის გამოყენება ორსულობის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფზე. მედიკამენტი არ მიიღება ორსულობის დროს ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა მიმართონ კონტრაცეპციის ეფექტურ მეთოდებს ფლუოროურაცილის მიღების პერიოდში და მისი დასრულებიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. თუ, მიუხედავად კონტრაცეპციისა, ორსულობა მაინც დადგება, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს და მიემართოს კონსულტაციისთვის გენეტიკოსს.

არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ფლუოროურაცილი დედის რძეში, ამიტომ ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენების პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

მამაკაცებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვის ჩასახვისგან ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენების პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. შეუქცევადი უშვილობის ალბათობის არსებობის გამო, ფლუოროურაცილი აკორდით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა კონსულტაცია სპერმის კრიოპრეზერვაციასთან დაკავშირებით.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს ექიმს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა:

ფლუოროურაცილი აკორდით მკურნალობის ფონზე არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, რადგან შესაძლოა ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარება, როგორიცაა გულისრევა და ღებინება. შესაძლოა ასევე გავნითარდეს გვერდითი მოვლენები ნერვულ სისტემის და მხედველობის მხრივ. ნებისმიერი მსგავსი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში თავი ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა არ უნდა მოხდეს.

ფლუოროურაცილი აკორდი შეიცავს ნატრიუმს

ფლუოროურაცილი აკორდის მაქსიმალური დღიური დოზა (600 მგ/მ2) შეიცავს 7.78 მმოლ (178.2 მგ) ნატრიუმს. აღნიშნული გასათვალისწინებელია მარილის შემზღუდველ დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.

  • ფლუოროურაცილი აკორდის გამოყენების წესი

მედიკამენტის დოზას განსაზღვრავს დაავადება, სხეულის წონა, გადატანილი ქირურგიული ჩარევა და ღვიძლისა და თირკმლის მდგომარეობა. იგი ასევე განისაზღვრება სისხლის ანალიზის შედეგებით. პირველი კურსი ინიშნება ყოველდღიურად ან ერთკვირიანი შუალედებით. შემდგომი კურსები ინიშნება მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის შესაბამისად. დასაშვებია მკურნალობის კომბინირება სხივურ თერაპიასთან.

მედიკამენტი, გამოყენებამდე, იხსნება გლუკოზის, ნატრიუმის ქლორიდის ხსნარებში ან საინექციო წყალში. მისი შეყვანა ხდება ინტრავენური ინექციის ან ნელი ინფუზიის გზით.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

ვინაიდან მედიკამენტის შეყვანა ხდება კლინიკაში, ზედოზირების რისკი მინიმალურია, თუმცა ნებისმიერი პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის დროს და მის შემდეგ,სისხლის უჯრედული ელემენტების რაოდენობის დასადგენად, საჭიროა სისხლის ანალიზის გამოკვლევა. ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ფლუოროურაცილის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვითარდება გულისრევა, ღებინება, დიარეა, მწვავე მუკოზიტი, გასტრო-ინტესტინალური წყლულები და სისხლდენა. მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ფლუოროურაცილსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში:

ძლიერი ალერგიული რეაქცია - მოულოდნელი გამონაყარი, ქავილით, კიდურების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანისა და ხორხის შეშუპება (რაც განაპირობებს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას) და გულის წასვლა;

ტკივილი გულმკერდის არეში;

სისხლიანი ან შავი განავლოვანი მასები;

პირის ღრუს ტკივილი ან წყლულები;

კიდურების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება და კანკალი;

გულის შეტევა ან სხვა კარდიოლოგიური სიმტომები, მათ შორის გულისცემის სიხშირის გაზრდა და ქოშინი;

ლეიკოენცეფალოპათიის (თავის ტვინის დაავადება) სიმპტომები, ცნობიერების დარღვევა ან კოორდინაციის პრობლემები ზემო და ქვემო კიდურებში, აზროვნებისა და მეტყველების გართულება, მხედველობის / მეხსიერების დაქვეითება;

ქოშინი.

ქვემოთ მოყვანილია სერიოზული გვერდითი მოვლენები. შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებელი სამედიცინო ჩარევა:

ქვემოთ მოცემული მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს:

ძალიან ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

იშემიური ცვლილებები ეკგ-ზე;

მიელოსუპრესია (მდგომარეობა, როდესაც ძვლის ტვინში ქვეითდება სისხლის ყვერა უჯრედის წარმოქმა (პანციტოპენია);

ნეიტროპენია (ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება სისხლში) და ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში);

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში, რასაც თან ახლავს სისხლის შედედების პრობლემები);

აგრანულოციტოზი (მოცირკულირე გრანულოციტების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება);

ანემი (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება);

ინფექციების განვითარების რისკის ზრდა იმუნოსუპრესიის გამო;

ვიზინგი (ბრონქოსპაზმი);

გულისრევა;

ღებინება;

ფაღარათი;

ინფექციები;

ჭრილობის შეხორცების გაძნელება;

პირის ღრუს ნებისმიერი სტრუქტურის, ქელის ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (მაგ. საყლკაპავი მილის, სწორი ნაწლავის ან ანუსის) ლორწოვანი გარსის ანთება;

შარდმჯავას დონის მატება სისხლში;

ცხვირიდან სისხლდენა;

თმის ცვენა;

მტევან-ტერფის სინდრომი (კანის ტოქსიკური რეაქცია სიწითლით და კიდურების შეშუპებით);

დაღლილობა;

საერთო სისუსტე.

ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

სტენოკარდია (გულის სისხლით მომარაგების დაქვეითებით გამოწვეული მწვავე ტკივილი გულმკერდის მიდამოში);

ლეიკოპენია, ცხელებასთან ერთად;

ზომიერი სიხშირის (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

გულის რითმის დარღვევა;

გულის შეტევა;

მიოკარდიუმის იშემია (გულის კუნთის ანთებით განპირობებული);

მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება);

გულის უკმარისობა;

დილატაციური კარდიომიოპათია (გულის დაავადება, რომლის დროსაც ხდება გულის კუნთის გადიდება, გასქელება და/ან გამკვრივება);

კარდიოგენური შოკი;

არტერიული წნევის დაქვეითება;

ძილიანობა;

დეჰიდრატაცია;

ბაქტერიული ინფექციის გავრცელება სისხლში ან ქსოვილებში;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაწყლულება და სისხლდენა, კანის აშრევება;

თვალების რიტმული მოძრაობა (ნისტაგმი);

თავის ტკივილი;

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

ბალანსისა და წონასწორობის დარღვევა;

პარკინსონიზმის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი (პროგრესირებადი ტრემორი, რიგიდულობა, მოძრაობის შენელება);

პირამიდული ნიშნები;

სეფსისი;

გულისრევა ან ღებინება;

კანის ანთება (დერმატიტი);

კანის დაზიანება, როგორიცაა სიმშრალე, ფისურების ეროზია, სიწითლე, მაკულო-პაპულური გამონაყარი (გამონაყარი, რომელიც იწყება ქვემო კიდურებიდან, პროგრესირებს ზემო კიდურებზე და შემდეგ გულმკერდის მიდამოში);

გარკვეული ინფექციური დაავადებების თანმხლები გამონაყარი კანზე;

ქავანა ლაქების განვითარება კანზე;

ფოტოსენსიბილიზაცია;

კანის ჰიპერპიგმენტაცია;

ხაზოვანი ჰიპერპიგმენტაცია ან დეპიგმენტაცია ვენების გასწვრივ;

ფრჩხილების დაზიანება (დიფუზური, ზედაპირული, მოლურჯო პიგმენტაცია, ჰიპერპიგმენტაცია, ფრჩხილის დისტროფია, ფრჩხილის საწოლის გასქელება და ტკივილი);

პარონიქია (ფრჩხილის გარშემო ქსოვილის ანთება);

ფრჩხილის მატრიქსის ანთება, ჩირქის დაგროვებით და ფრჩხილის აცლით;

სპერმის ან კვერცხუჯრედის წარმოქმნის დარღვევა;

ცრემლდენა;

მხედველობის დაბინდვა;

კონიუნქტივის ანთება და სიწითლე;

თვალის მოძრაობის დარღვევა;

ოპტიკური ნევრიტი (მხედველობის დარღვევა, რომელიც ვითარდება მხედველობის ნერვის ანთების ფონზე);

მხედველობის გაორება;

მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;

მომატებული მგრძნობელობასინათლისადმი, მზისა და მკვეთრი სინათლის აუტანლობა;

თვალის დაავადება, რომელიც ხასიათდება ქუთუთოს კიდის ქრონიკული ანთებით;

ქვედა ქუთუთოს კიდის ამოტრიალება (ექტროპიონი);

ცრემლსადენი მილის დახშობა;

ჭრილობიდან ან ანთების კერიდან ნეკროზული ქსოვილის მოცილება;

ღვიძლის უჯრედების დაზიანება;

ეიფორია.

იშვიათი(შესაძლოა განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ტვინის, ნაწლავებისა და პერიფერიული ორგანოების სისხლმომარაგების დაქვეითება;

ხელისა და ფეხის თითების და ზოგჯერ სხვა მიდამოების ფერის ცვლილება (რეინოს სინდრომი);

ჰიპერმგრძნობელობა;

ვენების შეშუპება (ანთება) თრომბოზის გამო;

ანაფილაქსიური რეაქცია;

თრომბოზის განვითარება არტერიებში ან ვენებში;

სისტემური ვაზოდილატაცია (სისხლძარღვთა გაფართოება), რაც იწვევს წნევის დაქვეითება;

კონფუზია;

თირკმლის უკმარისობა;

საერთო თიროქსინის მატება

საერთო ტრიიოდთირონინის მატება.

ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

გულის გაჩერება (გულისცემის მოულოდნელი შეწყვეტა);

უეცარი კარდიული სიკვდილი (მოულოდნელი სიკვდილი გულის პრობლემების გამო);

ლეიკოენცეფალოპათიის სიმპტომები (ტვინის თეთრი ნივთიერების დაავადება), ატაქსიის ჩათვლით (კოორდინირებული კუნთოვანი მოძრაობის უნარის დაკარგვა);

მწვავე ცერებელარული სინდრომი;

მენტალური კონფუზია ან გონების სიმახვილის დაქვეითება, განსაკუთრებით დროის, სივრცის და იდენტობის აღქმის მხრივ;

არტიკულაციის გაძნელება;

პათოლოგიური კუნთოვანი სისუსტე და დაღლილობა;

ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;

კონვულსიები ან კომა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ 5-ფლუოროურაცილის მაღალ დოზებს ან აქვთ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ფატალური გამოსავლით);

ნაღვლის ბუშტის დაზიანება;

მცირე სანაღვლე სადინრების ნელი, პროგრესირებადი დესტრუქცია;

გულის გაჩერება;

კომა.

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია:

ცხელება;

ზემო და ქვემო კიდურების დაბუჟება ან სისუსტე;

გულყრები;

კანისმიერი წითელი მგლურა;

ჰიპერამონიემიური ენცეფალოპათია (სისხლში ამიაკის ჭარბი რაოდენობით განპირობებული ტვინის დისფუნქცია);

ლაქტაციოდზი;

სიმსივნის დაშლის სინდრომი;

უკანა შექცევადი ენცეფალოპათიის სინდრომი;

სტრესული კარდიომიოპათია (ტაკოტსუბოს სინდრომი)

ჰაერის არსებობა ნაწლავების კედლებში;

კანის ფერის ცვლილება პრეპარატის ინექციის ადგილას.

გვერდითი ეფექტების აღრიცხვა

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების სახელმწიფო სისტემის გამოყენებით: სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ელ-ფოსტა: [email protected]. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასვე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • ფლუოროურაცილი აკორდის შენახვის წესი

ფლუოროურაცილი აკორდი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ეტიკეტსა და კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

სინათლისგან დაცვის მიზნით, ინახება თავისივე კოლოფში.

ერთჯერადი გამოყენებისთვის. გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს.

განზავებული ხსნარის ვარგისობის ვადა

მომზადებული ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში 25C ტემპერატურის პირობებში 5% გლუკოზაში, 0,9% ნატრიუმის ქლორიდში ან საინექციო წყალში გახსნის შემთხვევაში, სადაც ფლუოროურაცილის კონცენტრაცია 0,98 მგ/მლ შეადგენს. მიკრობილოგიური თვალსაზრისით,მომზადებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. თუ მომზადებული ხსნარის გამოყენება არ მოხდა დაუყოვნებლივ, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

არ გამოიყენოთ, თუ მიღებული ხსნარი მოყავისფრო ან მუქი ყვითელი შეფერილობისაა;

არ გამოიყენოთ კონტეინერის დაზიანების, ხსნარში გაუხსნელი ნაწილაკებისა და კრისტალების არსებობის შემთხვევაში;

არ გადაყაროთ მედიკამენტები კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტის განადგურების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ფარმაცევტთან. ამგვარი ქმედებით თქვენ წვლილს შეიტანთ გარემოს დაცვის საკითხში.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ფლუოროურაცილი აკორდის შემადგენლობა:

ფლუოროურაცილი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ფლუოროურაცილს.

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და მარილმჟავა.

ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს 50 მგ ფლუოროურაცილს (ნატრიუმის მარილის სახით, რომელიც ადგილზე წარმოიქმნება).

ფლუოროურაცილი აკორდი გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო ხსნარია, I ტიპის გამჭვირვალე შუშის ფლაკონში, რეზინის ხუფით.

5 მლ ფლაკონი შეიცავს 250 მგ ფლუოროურაცილს;

10 მლ ფლაკონი შეიცავს 500 მგ ფლუოროურაცილს;

20 მლ ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ფლუოროურაცილს;

50 მლ ფლაკონი შეიცავს 2500 მგ ფლუოროურაცილს;

100 მლ ფლაკონი შეიცავს 5000 მგ ფლუოროურაცილს.

ყველა გამოშვების ფორმა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Accord Healthcare Polska Sp. z o.o.

ul. Taśmowa 7, 02-677 Warsaw, Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ტამშოვას ქ. 7, 02-677 ვარშავა, პოლონეთი

მწარმოებელი

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Lutomierska 50, 95-200 Pabianice, Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ლუტომიერსკას ქ. 50, 95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

ეს სამედიცინო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ავტორიზებულია შემდეგი სახელწოდებებით:

წევრი ქვეყანა

სამედიცინო პროდუქტის სახელწოდება

ავსტრია

Fluorouracil Accord 50 mg/ml, Lösung zur Injektion oder Infusion

ბელგია

Fluorouracil Accord Healthcare 50 mg/ml, solution pour injection ou perfusion/ oplossing voor injectie of infusie/ Lösung zur Injektion oder Infusion

ჩეხეთი

Fluorouracil Accord 50 mg/ml, injekční/infuzní roztok

დანია

Fluorouracil Accord, injektions og infusionsvæske, opløsning

ესტონეთი

Fluorouracil Accord 50 mg/ml, süste- või infusioonilahus

ფინეთი

Fluorouracil Accord 50 mg/ml, injektio- tai infuusioneste/ Lösning för injektion och infusion

ირლანდია

Fluorouracil 50 mg/ml, Solution for Injection or Infusion

იტალია

Fluorouracile AHCL 50 mg/ml, Soluzione per iniezione o infusione

ესპანეთი

Fluorouracil Accord 50 mg/ml, para inyección o infusión EFG

შვედეთი

Fluorouracil Accord 50 mg/ml, Lösning för injektion och infusion

ლატვია

Fluorouracil Accord 50 mg/ml, šķīdums injekcijām vai infūzijām

ლიეტუვა

Fluorouracil Accord 50 mg/ml, injekcinis/infuzinis tirpalas

პოლონეთი

Fluorouracil Accord

პორტუგალია

Fluorouracilo Accord

სლოვაკეთი

Fluorouracil Accord 50 mg/ml, injekčný alebo infúzny roztok

ნიდერლანდები

Fluorouracil Accord 50 mg/ml, oplossing voor injectie of infusie

გაერთიანებული სამეფო

Fluorouracil 50 mg/ml, Solution for Injection or Infusion

ბულგარეთი

Fluorouracil Accord 50 mg/ml Solution for Injection or Infusion

კვიპროსი

Fluorouracil 50 mg/ml, Solution for Injection or Infusion

გერმანია

Fluorouracil Accord 50 mg/ml Injektionslösung bzw. Infusionslösung

უნგრეთი

Fluorouracil Accord 50 mg/ml, oldatos injekció vagy infúzió

ისლანდია

Flúoróúracíl Accord 50 mg / ml stungulyf, lausn eða innrennsli

მალტა

Fluorouracil 50 mg/ml, Solution for Injection or Infusion

ნორვეგია

Fluorouracil Accord 50 mg/ml konsentrat til infusjonsvæske

რუმინეთი

Fluorouracil Accord 50 mg/ml solutie injectabila sau perfuzabila

სლოვენია

Fluorouracil Accord 50 mg/ml raztopino za injiciranje ali infundiranje

ინფორმაციის განახლების თარიღი: მაისი, 2022.

ინფორმაცია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:

რეკომენდაციები ფლუოროურაცილი აკორდის მიღების წესის, მომზადებისა და განადგურების შესახებ

ციტოტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობის რეკომენდაციები

ფლუოროურაცილი კეთდება მხოლოდ კვალიფიციური ექიმის ან სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებაში გამოცდილი პერსონალის მიერ.

ფლუოროურაცილი აკორდის ხსნარის მომზადება უნდა მოხდეს მხოლოდ პრეპარატის უსაფრთხო მომზადებაში განსწავლული პერსონალის მიერ. მომზადება ხდება ასეპტიკურ კაბინეტში ან პალატაში, რომელიც გამიზნულია ციტოტოქსიკური ნივთიერებების მოსამზადებლად.

ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში, სპეციალისტმა უნდა ჩაიცვას ხელთათმანი, გაიკეთოს ნიღაბი, დამცავი სათვალეები და ერთჯერადი წინსაფარი და მოამშრალოს დაღვრილი მასალა სპეციალური ადსორბირებადი ნაჭრით. დასვრილი ადგილი უნდა მოირეცხოს და ყველა კონტამინირებული მასალა მოთავსდეს სპეციალურ პაკეტში ან კონტეინერში, დასაწვავად.

კონტამინაცია

ფლუოროურაცილი ირიტანტია, ამიტომ მისი შეხება კანთან და ლორწოვან გარსებთან დაუშვებელია.

კანთან ან თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა შეხებაში მყოფი ზედაპირის დიდი რაოდენობის წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით ჩამობანა.

გარდამავალი წვის შეგრძნების სამკურნალოდ კანზე შეიძლება 1% ჰიდროკორტიზონის კრემის გამოყენება. პრეპარატის თვალებში მოხვედრის ან შესუნთქვის შემთხვევაშისაჭიროა ექიმის კონსულტაცია.

პირველადი დახმარება

კონტაქტი თვალებთან: დაუყოვნებლივ გამოირეცხეთ თვალები წყლით და მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.

კონტაქტი კანთან: ჩამოიბანეთ საპნით და წყლით და გაიხადეთ კონტამინირებული ტანსაცმელი.

ინჰალაცია, გადაყლაპვა: მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.

განადგურება

შპრიცები, კონტეინერები, ადსორბენტები, ხსნარი და ნებისმიერი სხვა კონტამინირებული მასალა უნდა მოთავსდეს სქელი პლასტიკატის ტომარაში ან სხვა გაუმტარ კონტეინერში, რომელზეც დატანილია მარკირება - “ციტოტოქსიკური ნარჩენები” და უნდა დაიწვას 700C ტემპერატურაზე.

ქიმიური ინაქტივაცია ხდება 5% ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ხსნარით 24 საათის განმავლობაში.

მომზადების წესი:

ა) ქიმიოთერაპიული საშუალებების მომზადება ხდება მხოლოდ მათ უსაფრთხო გამოყენებაში სპეციალურად განსწავლული პროფესიონალების მიერ.

ბ) ისეთი მანიპულაციები, როგორიცაა ფხვნილის გახსნა და შპრიცში გადატანა, უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

გ) აღნიშნული პროცედურის შემსრულებელი პერსონალი ადეკვატურ დამცავ ტანსაცმელში უნდა იყოს ჩაცმული, ეკეთოს სათვალე და 2 წყვილი ხელთათმანი: 1 - ლატექსი და 1 - პოლივინილქლორიდის (PVC) (ლატექსი თავსდება PCV ქვეშ), რითაც მოხდება სხვადასხვა ანტინეოპლასტიური საშუალების გამტარობის სპექტრის სრული მოცვა. ციტოტოქსიკური პრეპარატების მომზადებისა და მათი შეყვანის დროს საჭიროა “ლუერის” ჩამკეტიანი შპრიცების გამოყენება.

დ) ორსულ პერსონალს ეკრძალება ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან მანიპულირება.

ე) მომზადების დაწყებამდე გაეცანით ადგილობრივ რეკომენდაციებს.

მიღების წესი

ფლუოროურაცილი აკორდი ინიშნება როგორც ინტრავენური ბოლუსური ინექციის, ისე ინფუზიის ან ხანგრძლივი ინფუზიის სახით.

შეუთავსებლობა

ფლუოროურაცილი შეუთავსებელია კალციუმის ფოლინატთან, კარბოპლატინთან, ცისპლატინთან, ციტარაბინთან, დიაზეპამთან, დოქსორუბიცინთან, დომპერიდოლთან, ფილგრასტიმთან, გალიუმის ნიტრატთან, მეტოტრექსატთან, მეტოკლოპრამიდთან, მორფინთან, ონდანსტერონთან, პარენტერალურ კვებასთან, ვინორელბინთან, სხვა ანტრაციკლინებთან. მიღებული ხსნარი ტუტე ბუნებისაა და არ უნდა მოხდეს მისი შერევა მჟავა ნარევებთან და მედიკამენტებთან. თავსებადობის კვლევის არარსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია მისი სხვა მედიკამენტებთან შერევა.

ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები

გაუხსნელი კოლოფის ვარგისობის ვადა

2 წელი. მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. დარჩენილი პრეპარატი ექვემდებარება განადგურებას.

ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.სინათლისგან დაცვის მიზნით, შეინახეთ კოლოფში.

დაბალ ტემპერატურაზე პრეციპიტატების ფორმირების შემთხვევაში ხელმეორედ გახსენით 60C -მდე გაცხელებით და ენერგიულად შეანჯღრიეთ. გამოყენების წინ გააგრილეთ სხეულის ტემპერატურამდე. გაანადგურეთ პროდუქტი, თუ მანმოყავისფრო ან მუქი ყვითელი შეფერილობა მიიღო.

მიღებული ხსნარის ვარგისობის ვადა

მომზადებული ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში 25C ტემპერატურის პირობებში 5% გლუკოზაში, 0,9% ნატრიუმის ქლორიდში ან საინექციო წყალში გახსნის შემთხვევაში, სადაც ფლუოროურაცილის კონცენტრაცია 0,98 მგ/მლ შეადგენს.

მიკრობილოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ. თუ მომზადებული ხსნარის გამოყენება არ მოხდა დაუყოვნებლივ, შენახვის დრო და პირობები მომხმარებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა