ლოკალური და მუდმივი სიმპტომატური შემსუბუქება ყელისა და პირის ღრუში მიმდინარე ინფექციური პროცესების და შეშუპების დროს: პირის ღრუს აფტოზური წყლულები, ყელის გაღიზიანება გამოწვეული ისეთი გარე მავნე ფაქტორებით, როგორიცაა თამბაქო, ტემპერატურის უეცარი ცვლილება, მტვერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და მიმდინარეობს …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ენოქსოლონი (enoxolone) + ქლორჰექსიდინი (chlorhexidine) + ბენზოკაინი (benzocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ + 4მგ + 3მგ საწუწნი ტაბლეტი თაფლის და ლიმონის არომატით №30 (3X10)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყელის პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები
- ATC კოდი
- R02AA
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036855
- რეგისტრირებულია
- 15 ნოემბერი 2022, მოქმედებს 15 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფარიკადო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლოკალური და მუდმივი სიმპტომატური შემსუბუქება ყელისა და პირის ღრუში მიმდინარე ინფექციური პროცესების და შეშუპების დროს: პირის ღრუს აფტოზური წყლულები, ყელის გაღიზიანება გამოწვეული ისეთი გარე მავნე ფაქტორებით, როგორიცაა თამბაქო, ტემპერატურის უეცარი ცვლილება, მტვერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და მიმდინარეობს ცხელების გარეშე.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ნორმალური დოზა: 1 საწუწნი ტაბლეტი 2-3 საათში ერთხელ, უნდა დაიშალოს ნელა პირის ღრუში.
მაქსიმალური დოზა: 8 საწუწნი ტაბლეტი დღეში.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ნორმალური დოზა: 1 საწუწნი ტაბლეტი 4-5 საათში ერთხელ, უნდა დაიშალოს ნელა პირის ღრუში.
მაქსიმალური დოზა: 6 საწუწნი ტაბლეტი დღეში.
მიღების წესი:
ოროფარინგეალური გამოყენებისთვის.
პრეპარატი ნელა იხსნება პირის ღრუში გადაყლაპვის თუ დაღეჭვის გარეშე.
სიმპტომების გაუარესების ან 2 დღის შემდეგ სიმპტომების გაგრძელების შემთხვევაში, ექიმი შეაფასებს კლინიკურ მდგომარეობას.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის, ენოქსოლანის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება მითითებული დოზის გადაჭარბება.
ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან მიმართებაში, ხანდაზმულ პაციენტებში, მწვავე დაავადების მქონე პაციენტებსა და დაუძლურებულ პირებში, აღინიშნება მნიშვნელოვანი მიდრეკილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბენზოკაინის სისტემური ტოქსიკურობა. აღნიშნულ შემთხვევებში, შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის დაბალი კონცენტრაციები.
ენოქსოლონის მაღალი დოზებით უწყვეტმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის შეკავება, შეშუპება და ხანდაზმულ პაციენტებში - ჰიპერტენზია.
ის პაციენტები, რომლებიც არ ხასიათდებიან ტოლერანტობით სხვა ეთერის ტიპის ლოკალური საანესთეზიო საშუალებების (განსაკუთრებით პარა-ამინობენზოის მჟავას (PABA) წარმოებულების), პარაბენების ან პარაფენილენდიამინის (თმის საღებავის) მიმართ, შეიძლება ასევე არ იყვნენ ტოლერანტულნი ბენზოკაინის მიმართ.
რისკისა და სარგებლის თანაფარდობა უნდა შეფასდეს შემდეგ შემთხვევებში:
ლორწოვანის მძიმე ტრავმა (საანესთეზიო პრეპარატის მომატებული შეწოვა).
საჭრელი კბილების პლომბი; თუ პლომბის ზედაპირი ან კიდეები უხეშია, ფერის მუდმივი შეცვლა შესაძლებელია ქლორჰექსიდინის საშუალებით.
პერიოდონტიტის მქონე პაციენტებში, ქლორჰექსიდინი იწვევს სუპრაგინგივალური (ღრძილზედა) ქვების მომატებას.
კბილებზე ნადების დაგროვების და ქლორჰექსიდინთან დაკავშირებული კბილის ფერის შეცვლის პრევენციის მიზნით, საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, ისეთი კბილის პასტის გამოყენებით, რომელიც ხელს უშლის ნადების წარმოაქმნას.
არ შეიძლება საწუწნი ტაბლეტების დაღეჭვა ან გადაყლაპვა, ვინაიდან მისი ეფექტი არის მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი და მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტშია დაზიანებულ უბანთან.
გამოყენება ბავშვებში
ეს პრეპარატი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში, ვინაიდან ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან ბენზოკაინით გამოწვეული სისტემური ტოქსიკურობის მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეთჰემოგლობინემია.
ხანდაზმული პირებისა და დაუძლურებული პაციენტების მსგავსად, ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ბენზოკაინინს სისტემური ტოქსიკურობის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებანი დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი თაფლის და ლიმნის არომატით შეიცავს სორბიტოლს დამატკბობელი ნივთიერების სახით. ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევების მქონე პაციენტებმა აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ გამოიყენოთ ანტისეპიკური საშუალებების შემცველ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.
არსებობს ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან მიღებული ბიბლიოგრაფიული ცნობები, რომელთა მიხედვითაც ენოქსოლონისა და ჰიდროკორტიზონის ერთდროული მიღება ადგილობრივი გზით აძლიერებს ამ უკანასკნელის მოქმედებას კანზე. არ არის ცნობილი, ზრდის თუ არა ის სისტემურ შეწოვას ან ტოქსიკურობას.
ბენზოკაინის არსებობის გამო, ის ხელს უშლის შემდეგი ნივთიერებების მოქმედებას:
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს: თრგუნავს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მეტაბოლიზმს, უფრო დიდი სისტემური ტოქსიკურობის რისკით.
სულფონამიდებს: ბენზოკაინის მეტაბოლიტებმა შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს სულფამიდების ანტიბაქტერიულ აქტივობას.
დიაგნოსტიკური კვლევებში ჩარევა
ჩარევა ასევე ხდება დიაგნოსტიკურ კვლევებში კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დასადგენად ბენტირომიდის გამოყენებით. შედეგები გაუქმებულია, რადგან ბენზოკაინი მეტაბოლიზდება არილამინებამდე და ასევე ზრდის აშკარად აღდგენილი PABA-ს რაოდენობას. რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა გამოკვლევამდე 3 დღით ადრე მაინც.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ენოქსოლონმა >60 მგ/დღეში მაღალ დოზებზე გახანგრძლივებული გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია, რაც გასათვალისწინებელია ორსულ პაციენტებში.
ორსულებში ქლორჰექსიდინისა და ბენზოკაინის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემები არსებობს.
ქლორჰექსიდინის გამოყენებისას არ დაფიქსირდა ფერტილობის დარღვევები ან ფეტოტოქსიკური მოქმედებები ან პერი-პოსტნატალური ტოქსიკურობა ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ქლორჰექსიდინი დედის რძეში.
ბენზოკაინი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ბენზოკაინთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ იყო აღწერილი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ამ პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგერებთან მუშაობის უნარზე არ არსებობს ან უმნიშვნელოა.
გვერდითი მოვლენები
ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინისა და ენოქსოლონის შემცველი პრეპარატების გამოყენების პერიოდში აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, თუმცა მათი სიხშირე ზუსტად ვერ დგინდება.
ქლორჰექსიდინი
შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ზედაპირების (კბილები, ენა, პლომბები, პროტეზები და სხვა პერორალური ინსტრუმენტები) პიგმენტაცია. აღნიშნული პიგმენტაცია შეიძლება უფრო გამოხატული იყოს კბილებზე ქვების მქონე პაციენტებში. ფერის ამგვარი შეცვლა შესამჩნევი ხდება კვირიდან, რომლის დროსაც მკურნალობა დაიწყო.
ენის ფერის შეცვლა სპონტანურად ქრება და სახიფათო არ არის. კბილების ფერის შეცვლა არ არის პერმანენტული და მისი მოცილება შეიძლება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვით. პლომბების ფერის შეცვლა შეიძლება მუდმივი იყოს.
გემოს ცვლილება მკურნალობის დროს და კბილებზე ქვების რაოდენობა მომატება არის ორი გვერდითი მოვლენა, რომელიც ხშირად აღინიშნება აღწერილ პაციენტებში, როდესაც ქლორჰექსიდინის ხსნარი გამოიყენება პირის სავლები საშუალების სახით.
დაფიქსირდა პირის ღრუს გაღიზიანების იშვიათი შემთხვევები დესკვამაციური კერების გამო, ზოგჯერ მტკივნეულიც (განსაკუთრებით 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში), რომელიც ჩვეულებრივ დროებითია და ღიზიანდება ენის წვერი. ასევე იშვიათად აღინიშნა ალერგიული რეაქციები იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ქლორჰექსიდინის პირის ღრუს სავლებ ხსნარს პირის ღრუს ჰიგიენისთვის. ამ ალერგიულ რეაქციებს ზოგჯერ თან ახლავს ცხვირის შეშუპება, ქავილი და კანზე გამონაყარი.
ბენზოკაინი
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ბენზოკაინის არსებობით, გამოწვეულია დოზის გადაჭარბებით ან სწრაფი შეწოვით, ასევე პაციენტის იდიოსინკრაზიით და მოიცავს კონტაქტურ სენსიბილიზაციას და ანგიონევროზულ შეშუპებას (ალერგიული რეაქციით ან კონტაქტური დერმატიტით). გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ჩხვლეტა, ქავილი, შეშუპება ან სიწითლე პირის ღრუში ან მის ირგვლივ, რომელიც არ არსებობდა მკურნალობის დაწყებამდე.
ენოქსოლონი
ენოქსოლონი მაღალი დოზებით და გაგრძელებული მკურნალობის შემთხვევაში იწვევს: შეშუპებას (სითხის შეკავებით გამოწვეულ შეშუპებას) და ჰიპერტენზიას.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს ამ პრეპარატებში გამოყენებულ დოზებზე. თუმცა, თუ შეინიშნება არასასურველი რეაქციების გამოვლენა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ფარმაკოუსაფრთხოების სისტემები ინფორმირებული უნდა იქნას.
გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.
ჭარბი დოზა
რეკომენდებული დოზით მიღებისას, ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. ენოქსოლონის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმინერალოკორტიკოიდიზმი ნატრიუმის შეკავებითა და კალიუმის დაკარგვით, შეშუპებით, არტერიული წნევის მომატებითა და ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვით.
ქლორჰექსიდინის ჭარბი დოზირება, განსაკუთრებით ბავშვებში, იწვევს ალკოჰოლური მოწამვლის სიმპტომებს (დაბნეული მეტყველება, დაბუჟება ან ბარბაცით სიარული). მიუხედავად იმისა, რომ ბენზოკაინის შეწოვა ძალიან მცირეა, ჭარბი სისტემური შეწოვის შემთხვევაში, სიმპტომებს წარმოადგენს ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, ყურებში შუილი, აღგზნება (ცნს-ს სტიმულაცია), რასაც მოჰყვება ძილიანობა (ცნს-ის დათრგუნვა), გაძლიერებული ოფლიანობა, დაბალი არტერიული წნევა ან ნელი ან არარეგულარული გულისცემა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა.
ქლორჰექსიდინის ჭარბი დოზირება ძირითადად სიმპტომურია.
მკურნალობა მოიცავს ჟანგბადის გამოყენებას ან, საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნურ სუნთქვას. სისხლის მიმოქცევის დათგრუნვის მკურნალობამ შეიძლება მოითხოვოს ვაზოკონსტრიქტორული და ინტრავენური სითხეების შეყვანა. მეტჰემოგლობინემია ასევე შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში (სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გადაღლა, დაღლილობა, სისუსტე), რომელთა მკურნალობა ითვალისწინებს მეთილენის ლურჯის შეყვანას.
შეფუთვა:
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი თაფლის და ლიმნის არომატით, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი პიტნის არომატით, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ლიცენზიის მფლობელი : NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
სარაი მაჰ. დოქ. ადნან ბუიუქდენიზის ქ. №14
34768 უმრანიე / სტამბოლი / თურქეთი
აღნიშნული პროდუქტის გამოყენებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ყელის პრეპარატები/ანტისეპტიკური საშუალებები.
ათქ კოდი: R02AA
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარიკადოს აქტიური ნივთიერებები მოქმედებენ ყელის ადგილობრივი გაღიზიანებით განპირობებული ტიპიური დისკომფორტის მოხსნითა და ბენზოკაინის ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტის, პირ-ხახის (ოროფარინგეალურ) ლორწოვანზე ენოქსოლონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების და ქლორჰექსიდინის ანტისეპტიკური ეფექტის შევსების გზით.
ქლორჰექსიდინი წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელიც ეფექტიანია სხვადასხვა აერობული და ანაერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ, თუმცა ამ უკანასკნელის მიმართ იმდენად ძლიერი არ არის. დაბალ კონცენტრაციებზე ბაქტერიოსტატიკურია, მაღალ კონცენტრაციებზე ავლენს ბაქტერიციდულ ეფექტს.
ქლორჰექსიდინის მიმართ ძირითადი მგრძნობელობის მქონე მიკროორგანიზმებს მიეკუთვნება ზოგიერთი Staphylococci, Streptococcus mutans, salivarius და Streptococcus sanguis. მიუხედავად იმისა, რომ მას ახასიათებს გარკვეული აქტივობა ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა Acinetobacter baumannii, Escherichia coli, Klebsiella, Salmonella და Pseudomonas, აღნიშნული ბაქტერიების და სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიის ბევრი შტამი აქტივობისათვის ქლორჰექსიდინის მაღალ კონცენტრაციების საჭიროებს.
ანაერობულ ბაქტერიებთან მიმართებაში, ქლორჰექსიდინი ეფექტიანია Bacteroides, Propionibacterium, Selenomonas ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ, თუმცა ნაკლებად ეფექტიანია Veillonella-ს წინააღმდეგ.
მოქმედების მექანიზმი: ქლორჰექსიდინი არის კათიონური ნაერთი და მისი ანტიბაქტერიული აქტივობა არის ქლორჰექსიდინისა და ბაქტერიების დადებითად დამუხტულ და უარყოფითად დამუხტულ ზედაპირის უჯრედებს შორის მიზიდულობის შედეგები. ქლორჰექსიდინი შეიწოვება მგრძნობიარე მიკროორგანიზმების უჯრედულ კედლებზე, ძლიერი შეწოვის გზით, რაც სპეციფიკურია ფოსფატის შემცველი გარკვეული ნაერთებისთვის. ამგვარი მოქმედება ცვლის უჯრედის მემბრანის მთლიანობას, ზრდის რა მის გამავლობას.
ბენზოკაინი წარმოადგენს ეთერულ ლოკალურ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი გზით და მოქმედებს ნერვული იმპულსების როგორც ინიცირების, ასევე გამტარობის დათრგუნვით ნატრიუმის იონების მიმართ ნეირონული მემბრანის გამავლობის შემცირების გზით, რითაც სტაბილიზდება შექცევადად.
ენოქსოლონი ავლენს ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივ მოქმედებას ლორწოვან მემბრანებზე. კორტიკოიდებთან მისი სტრუქტურული მსგავსება განაპირობებს მის მინერალოკორტიკოიდულ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, მაგრამ აღნიშნული არასტეროიდული სტრუქტურა ხსნის გლუკოკორტიკოიდების მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი მეორადი ეფექტების არარსებობას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ფარმაკოკინეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ ქლორჰექსიდინის დაახლოებით 30% შეიწოვება პირის ღრუში და შემდეგ შეწოვილი პრეპარატი ნელი გამოიყოფა ნერწყვში. მისი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ძალიან ნელია და გამოიყოფა ძირითადად განავალში და ნაკლებად შარდში.
ბენზოკაინი ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება ლორწოვანი გარსების მეშვეობით სისტემურ მიმოქცევაში. იგი მეტაბოლიზდება ძირითადად პლაზმაში ქოლინესთერაზების ჰიდროლიზური მოქმედებით და გაცილებით ნაკლებად ღვიძლის ქოლინესთერაზებით, რაც იწვევს ეთერული ნაერთის ჰიდროლიზს, ათავისუფლებს ეთანოლსა და ამინობენზოის მჟავას. პ-ამინობენზოის მჟავა შესაძლებელია გამოიყოს უცვლელი სახით შარდში ან მოხდეს მისი კონიუგირება გლიცინამდე ან შეიძლება გარდაიქმნას ამინოჰიპურის მჟავად ჰიდროლიზის გზით. მისი დეგრადაცია pH-დონეზეა დამოკიდებული.
ენოქსოლანი ნელა შეიწოვება პერორალური გზით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დონეზე. ამ პროცესის უდიდესი ნაწილი ვითარდება კუჭის დონეზე მისი მჟავიანობის გამო. თუმცა, პრეპარატის მახასიათებლების გამო, სისტემური შეწოვა ძალიან დაბალია. შეწოვილი რაოდენობის უდიდესი ნაწილი გამოიყოფა ნაღველში და შემდეგ განავალში, განსაკუთრებით არააქტიური მეტაბოლიტების ფორმით: მცირე ნაწილი გამოიყოფა შარდში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფარიკადო
საწუწნი ტაბლეტი
თაფლის და ლიმნის არომატით
ფორმულა
ფარიკადოს ყოველი საწუწნი ტაბლეტი თაფლის და ლიმნის არომატით შეიცავს 5 მგ ქლორჰექსიდინის ჰიდროქლორიდს, 4 მგ ბენზოკაინსა და 3 მგ ენოქსოლონს აქტიური ნივთიერების სახით; ასევე თაფლის და ლიმნის არომატს არომატიზატორის სახით და კალიუმის აცესულფამს, სორბიტოლს დამატკბობელი საშუალებების სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ყელის პრეპარატები/ანტისეპტიკური საშუალებები.
ათქ კოდი: R02AA
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარიკადოს აქტიური ნივთიერებები მოქმედებენ ყელის ადგილობრივი გაღიზიანებით განპირობებული ტიპიური დისკომფორტის მოხსნითა და ბენზოკაინის ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტის, პირ-ხახის (ოროფარინგეალურ) ლორწოვანზე ენოქსოლონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედების და ქლორჰექსიდინის ანტისეპტიკური ეფექტის შევსების გზით.
ქლორჰექსიდინი წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელიც ეფექტიანია სხვადასხვა აერობული და ანაერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ, თუმცა ამ უკანასკნელის მიმართ იმდენად ძლიერი არ არის. დაბალ კონცენტრაციებზე ბაქტერიოსტატიკურია, მაღალ კონცენტრაციებზე ავლენს ბაქტერიციდულ ეფექტს.
ქლორჰექსიდინის მიმართ ძირითადი მგრძნობელობის მქონე მიკროორგანიზმებს მიეკუთვნება ზოგიერთი Staphylococci, Streptococcus mutans, salivarius და Streptococcus sanguis. მიუხედავად იმისა, რომ მას ახასიათებს გარკვეული აქტივობა ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა Acinetobacter baumannii, Escherichia coli, Klebsiella, Salmonella და Pseudomonas, აღნიშნული ბაქტერიების და სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიის ბევრი შტამი აქტივობისათვის ქლორჰექსიდინის მაღალ კონცენტრაციების საჭიროებს.
ანაერობულ ბაქტერიებთან მიმართებაში, ქლორჰექსიდინი ეფექტიანია Bacteroides, Propionibacterium, Selenomonas ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ, თუმცა ნაკლებად ეფექტიანია Veillonella-ს წინააღმდეგ.
მოქმედების მექანიზმი: ქლორჰექსიდინი არის კათიონური ნაერთი და მისი ანტიბაქტერიული აქტივობა არის ქლორჰექსიდინისა და ბაქტერიების დადებითად დამუხტულ და უარყოფითად დამუხტულ ზედაპირის უჯრედებს შორის მიზიდულობის შედეგები. ქლორჰექსიდინი შეიწოვება მგრძნობიარე მიკროორგანიზმების უჯრედულ კედლებზე, ძლიერი შეწოვის გზით, რაც სპეციფიკურია ფოსფატის შემცველი გარკვეული ნაერთებისთვის. ამგვარი მოქმედება ცვლის უჯრედის მემბრანის მთლიანობას, ზრდის რა მის გამავლობას.
ბენზოკაინი წარმოადგენს ეთერულ ლოკალურ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც გამოიყენება ადგილობრივი გზით და მოქმედებს ნერვული იმპულსების როგორც ინიცირების, ასევე გამტარობის დათრგუნვით ნატრიუმის იონების მიმართ ნეირონული მემბრანის გამავლობის შემცირების გზით, რითაც სტაბილიზდება შექცევადად.
ენოქსოლონი ავლენს ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივ მოქმედებას ლორწოვან მემბრანებზე. კორტიკოიდებთან მისი სტრუქტურული მსგავსება განაპირობებს მის მინერალოკორტიკოიდულ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, მაგრამ აღნიშნული არასტეროიდული სტრუქტურა ხსნის გლუკოკორტიკოიდების მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი მეორადი ეფექტების არარსებობას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ფარმაკოკინეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ ქლორჰექსიდინის დაახლოებით 30% შეიწოვება პირის ღრუში და შემდეგ შეწოვილი პრეპარატი ნელი გამოიყოფა ნერწყვში. მისი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ძალიან ნელია და გამოიყოფა ძირითადად განავალში და ნაკლებად შარდში.
ბენზოკაინი ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება ლორწოვანი გარსების მეშვეობით სისტემურ მიმოქცევაში. იგი მეტაბოლიზდება ძირითადად პლაზმაში ქოლინესთერაზების ჰიდროლიზური მოქმედებით და გაცილებით ნაკლებად ღვიძლის ქოლინესთერაზებით, რაც იწვევს ეთერული ნაერთის ჰიდროლიზს, ათავისუფლებს ეთანოლსა და ამინობენზოის მჟავას. პ-ამინობენზოის მჟავა შესაძლებელია გამოიყოს უცვლელი სახით შარდში ან მოხდეს მისი კონიუგირება გლიცინამდე ან შეიძლება გარდაიქმნას ამინოჰიპურის მჟავად ჰიდროლიზის გზით. მისი დეგრადაცია pH-დონეზეა დამოკიდებული.
ენოქსოლანი ნელა შეიწოვება პერორალური გზით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დონეზე. ამ პროცესის უდიდესი ნაწილი ვითარდება კუჭის დონეზე მისი მჟავიანობის გამო. თუმცა, პრეპარატის მახასიათებლების გამო, სისტემური შეწოვა ძალიან დაბალია. შეწოვილი რაოდენობის უდიდესი ნაწილი გამოიყოფა ნაღველში და შემდეგ განავალში, განსაკუთრებით არააქტიური მეტაბოლიტების ფორმით: მცირე ნაწილი გამოიყოფა შარდში.
ჩვენებები
ლოკალური და მუდმივი სიმპტომატური შემსუბუქება ყელისა და პირის ღრუში მიმდინარე ინფექციური პროცესების და შეშუპების დროს: პირის ღრუს აფტოზური წყლულები, ყელის გაღიზიანება გამოწვეული ისეთი გარე მავნე ფაქტორებით, როგორიცაა თამბაქო, ტემპერატურის უეცარი ცვლილება, მტვერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და მიმდინარეობს ცხელების გარეშე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის, ენოქსოლანის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება მითითებული დოზის გადაჭარბება.
ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან მიმართებაში, ხანდაზმულ პაციენტებში, მწვავე დაავადების მქონე პაციენტებსა და დაუძლურებულ პირებში, აღინიშნება მნიშვნელოვანი მიდრეკილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბენზოკაინის სისტემური ტოქსიკურობა. აღნიშნულ შემთხვევებში, შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის დაბალი კონცენტრაციები.
ენოქსოლონის მაღალი დოზებით უწყვეტმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის შეკავება, შეშუპება და ხანდაზმულ პაციენტებში - ჰიპერტენზია.
ის პაციენტები, რომლებიც არ ხასიათდებიან ტოლერანტობით სხვა ეთერის ტიპის ლოკალური საანესთეზიო საშუალებების (განსაკუთრებით პარა-ამინობენზოის მჟავას (PABA) წარმოებულების), პარაბენების ან პარაფენილენდიამინის (თმის საღებავის) მიმართ, შეიძლება ასევე არ იყვნენ ტოლერანტულნი ბენზოკაინის მიმართ.
რისკისა და სარგებლის თანაფარდობა უნდა შეფასდეს შემდეგ შემთხვევებში:
ლორწოვანის მძიმე ტრავმა (საანესთეზიო პრეპარატის მომატებული შეწოვა).
საჭრელი კბილების პლომბი; თუ პლომბის ზედაპირი ან კიდეები უხეშია, ფერის მუდმივი შეცვლა შესაძლებელია ქლორჰექსიდინის საშუალებით.
პერიოდონტიტის მქონე პაციენტებში, ქლორჰექსიდინი იწვევს სუპრაგინგივალური (ღრძილზედა) ქვების მომატებას.
კბილებზე ნადების დაგროვების და ქლორჰექსიდინთან დაკავშირებული კბილის ფერის შეცვლის პრევენციის მიზნით, საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, ისეთი კბილის პასტის გამოყენებით, რომელიც ხელს უშლის ნადების წარმოაქმნას.
არ შეიძლება საწუწნი ტაბლეტების დაღეჭვა ან გადაყლაპვა, ვინაიდან მისი ეფექტი არის მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი და მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტშია დაზიანებულ უბანთან.
გამოყენება ბავშვებში
ეს პრეპარატი სათანადო სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში, ვინაიდან ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან ბენზოკაინით გამოწვეული სისტემური ტოქსიკურობის მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეთჰემოგლობინემია.
ხანდაზმული პირებისა და დაუძლურებული პაციენტების მსგავსად, ბავშვები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ბენზოკაინინს სისტემური ტოქსიკურობის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებანი დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი თაფლის და ლიმნის არომატით შეიცავს სორბიტოლს დამატკბობელი ნივთიერების სახით. ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევების მქონე პაციენტებმა აღნიშნული პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
გვერდითი მოვლენები
ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინისა და ენოქსოლონის შემცველი პრეპარატების გამოყენების პერიოდში აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, თუმცა მათი სიხშირე ზუსტად ვერ დგინდება.
ქლორჰექსიდინი
შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს ზედაპირების (კბილები, ენა, პლომბები, პროტეზები და სხვა პერორალური ინსტრუმენტები) პიგმენტაცია. აღნიშნული პიგმენტაცია შეიძლება უფრო გამოხატული იყოს კბილებზე ქვების მქონე პაციენტებში. ფერის ამგვარი შეცვლა შესამჩნევი ხდება კვირიდან, რომლის დროსაც მკურნალობა დაიწყო.
ენის ფერის შეცვლა სპონტანურად ქრება და სახიფათო არ არის. კბილების ფერის შეცვლა არ არის პერმანენტული და მისი მოცილება შეიძლება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვით. პლომბების ფერის შეცვლა შეიძლება მუდმივი იყოს.
გემოს ცვლილება მკურნალობის დროს და კბილებზე ქვების რაოდენობა მომატება არის ორი გვერდითი მოვლენა, რომელიც ხშირად აღინიშნება აღწერილ პაციენტებში, როდესაც ქლორჰექსიდინის ხსნარი გამოიყენება პირის სავლები საშუალების სახით.
დაფიქსირდა პირის ღრუს გაღიზიანების იშვიათი შემთხვევები დესკვამაციური კერების გამო, ზოგჯერ მტკივნეულიც (განსაკუთრებით 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში), რომელიც ჩვეულებრივ დროებითია და ღიზიანდება ენის წვერი. ასევე იშვიათად აღინიშნა ალერგიული რეაქციები იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ქლორჰექსიდინის პირის ღრუს სავლებ ხსნარს პირის ღრუს ჰიგიენისთვის. ამ ალერგიულ რეაქციებს ზოგჯერ თან ახლავს ცხვირის შეშუპება, ქავილი და კანზე გამონაყარი.
ბენზოკაინი
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ბენზოკაინის არსებობით, გამოწვეულია დოზის გადაჭარბებით ან სწრაფი შეწოვით, ასევე პაციენტის იდიოსინკრაზიით და მოიცავს კონტაქტურ სენსიბილიზაციას და ანგიონევროზულ შეშუპებას (ალერგიული რეაქციით ან კონტაქტური დერმატიტით). გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ჩხვლეტა, ქავილი, შეშუპება ან სიწითლე პირის ღრუში ან მის ირგვლივ, რომელიც არ არსებობდა მკურნალობის დაწყებამდე.
ენოქსოლონი
ენოქსოლონი მაღალი დოზებით და გაგრძელებული მკურნალობის შემთხვევაში იწვევს: შეშუპებას (სითხის შეკავებით გამოწვეულ შეშუპებას) და ჰიპერტენზიას.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს ამ პრეპარატებში გამოყენებულ დოზებზე. თუმცა, თუ შეინიშნება არასასურველი რეაქციების გამოვლენა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ფარმაკოუსაფრთხოების სისტემები ინფორმირებული უნდა იქნას.
გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.
სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი:
არ გამოიყენოთ ანტისეპიკური საშუალებების შემცველ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად.
არსებობს ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან მიღებული ბიბლიოგრაფიული ცნობები, რომელთა მიხედვითაც ენოქსოლონისა და ჰიდროკორტიზონის ერთდროული მიღება ადგილობრივი გზით აძლიერებს ამ უკანასკნელის მოქმედებას კანზე. არ არის ცნობილი, ზრდის თუ არა ის სისტემურ შეწოვას ან ტოქსიკურობას.
ბენზოკაინის არსებობის გამო, ის ხელს უშლის შემდეგი ნივთიერებების მოქმედებას:
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს: თრგუნავს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მეტაბოლიზმს, უფრო დიდი სისტემური ტოქსიკურობის რისკით.
სულფონამიდებს: ბენზოკაინის მეტაბოლიტებმა შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს სულფამიდების ანტიბაქტერიულ აქტივობას.
დიაგნოსტიკური კვლევებში ჩარევა
ჩარევა ასევე ხდება დიაგნოსტიკურ კვლევებში კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დასადგენად ბენტირომიდის გამოყენებით. შედეგები გაუქმებულია, რადგან ბენზოკაინი მეტაბოლიზდება არილამინებამდე და ასევე ზრდის აშკარად აღდგენილი PABA-ს რაოდენობას. რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა გამოკვლევამდე 3 დღით ადრე მაინც.
დოზირება და მიღების წესი:
დოზირება
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ნორმალური დოზა: 1 საწუწნი ტაბლეტი 2-3 საათში ერთხელ, უნდა დაიშალოს ნელა პირის ღრუში.
მაქსიმალური დოზა: 8 საწუწნი ტაბლეტი დღეში.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
ნორმალური დოზა: 1 საწუწნი ტაბლეტი 4-5 საათში ერთხელ, უნდა დაიშალოს ნელა პირის ღრუში.
მაქსიმალური დოზა: 6 საწუწნი ტაბლეტი დღეში.
მიღების წესი:
ოროფარინგეალური გამოყენებისთვის.
პრეპარატი ნელა იხსნება პირის ღრუში გადაყლაპვის თუ დაღეჭვის გარეშე.
სიმპტომების გაუარესების ან 2 დღის შემდეგ სიმპტომების გაგრძელების შემთხვევაში, ექიმი შეაფასებს კლინიკურ მდგომარეობას.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ენოქსოლონმა >60 მგ/დღეში მაღალ დოზებზე გახანგრძლივებული გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია, რაც გასათვალისწინებელია ორსულ პაციენტებში.
ორსულებში ქლორჰექსიდინისა და ბენზოკაინის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემები არსებობს.
ქლორჰექსიდინის გამოყენებისას არ დაფიქსირდა ფერტილობის დარღვევები ან ფეტოტოქსიკური მოქმედებები ან პერი-პოსტნატალური ტოქსიკურობა ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევებში. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ქლორჰექსიდინი დედის რძეში.
ბენზოკაინი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ბენზოკაინთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ იყო აღწერილი.
ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
ამ პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგერებთან მუშაობის უნარზე არ არსებობს ან უმნიშვნელოა.
ჭარბი დოზირება:
რეკომენდებული დოზით მიღებისას, ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. ენოქსოლონის ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმინერალოკორტიკოიდიზმი ნატრიუმის შეკავებითა და კალიუმის დაკარგვით, შეშუპებით, არტერიული წნევის მომატებითა და ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვით.
ქლორჰექსიდინის ჭარბი დოზირება, განსაკუთრებით ბავშვებში, იწვევს ალკოჰოლური მოწამვლის სიმპტომებს (დაბნეული მეტყველება, დაბუჟება ან ბარბაცით სიარული). მიუხედავად იმისა, რომ ბენზოკაინის შეწოვა ძალიან მცირეა, ჭარბი სისტემური შეწოვის შემთხვევაში, სიმპტომებს წარმოადგენს ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, ყურებში შუილი, აღგზნება (ცნს-ს სტიმულაცია), რასაც მოჰყვება ძილიანობა (ცნს-ის დათრგუნვა), გაძლიერებული ოფლიანობა, დაბალი არტერიული წნევა ან ნელი ან არარეგულარული გულისცემა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა.
ქლორჰექსიდინის ჭარბი დოზირება ძირითადად სიმპტომურია.
მკურნალობა მოიცავს ჟანგბადის გამოყენებას ან, საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნურ სუნთქვას. სისხლის მიმოქცევის დათგრუნვის მკურნალობამ შეიძლება მოითხოვოს ვაზოკონსტრიქტორული და ინტრავენური სითხეების შეყვანა. მეტჰემოგლობინემია ასევე შეიძლება განვითარდეს იმ პაციენტებში (სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გადაღლა, დაღლილობა, სისუსტე), რომელთა მკურნალობა ითვალისწინებს მეთილენის ლურჯის შეყვანას.
შეფუთვა:
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი თაფლის და ლიმნის არომატით, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
ფარიკადოს საწუწნი ტაბლეტი პიტნის არომატით, წარმოდგენილია ბლისტერებში 10, 20 ან 30 საწუწნი ტაბლეტის შემცველობით.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ლიცენზიის მფლობელი : NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
სარაი მაჰ. დოქ. ადნან ბუიუქდენიზის ქ. №14
34768 უმრანიე / სტამბოლი / თურქეთი
აღნიშნული პროდუქტის გამოყენებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



